შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე (მეექვსე თავი)


8-09-2020, 23:02
ავტორი Blume
ნანახია 339

სააბაზანოს ნესტიან კედელს მიყრდნობილი გოგონა აღარ ტიროდა , აღარც ბავშვობის დროინდელი მოგონებები დაჰპატრონებოდნენ კუთხეებს.პირში ჯერ კიდევ საკუთარი ცრემლების მწკლარტე გემო ედგა და დაბუჟებულ სხეულში უსიამოვნო სიცივის გარდა აღარაფერი უტრიალებდა.
გაჭირვებით წამომდგარმა სარკეს გაუსწორა მზერა , ერთიანად შეშუპებოდა ნაკვთები . სანამ ყინულივით წყალს შეუშვერდა სახეს ,თვალი კანზე დატოვებულ პატარა,მოთეთრო ღარებს გააყოლა.აღარც კი ახსოვდა რატომ ტიროდა , იქნებ იმიტომ განიცდიდა ასე რომ ბიჭი მისი მეგობარი იყო,მასთან ერთად იზრდებოდა,იქნებ მოულოდნელობა იყო ასე რთული გასაძლები ან ეშინოდა,მაგრამ ახლა გარჩევა უჭირდა, თითქოს ყველა ეს გრძნობა ერთმანეთში გადაიხლართა და ერთიანად აორთქლდა, როგორც კი გვანცამ მათი უკეთ გაცნობა გადაწყვიტა.

ამ რამდენიმე საათში ისე დაიღალა , მოსმენლიმა იმდენად გააოცა ,რომ ფიქრის საშუალებაც არ ჰქონია.არადა რეალობა იმაზე უარესი იყო ვიდრე წარმოიდგენდა.მაშ ასე , მისმა მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ და მიუხედავად ამისა,ერთხელაც არ მოუკრავს ყური აქამდე ამ ამბისთვის,ერთხელაც კი არ შესწრებია მათ კამათს თომასთან.ამის ახსნა მარტივად შეიძლებოდა , ნანას საკუთარი შვილივით უყვარდა თომა და შეიძლება გვანცას ზურგს უკან კიდეც ეკამათათ , მაგრამ ბიჭს სახლიდან არ გააგდებდა.რამდენიმე თვეში ისედაც კოლეჯში წავიდოდა და მამამისს მოშორდებოდა. აი ,თურმე რატომ არაფერი თქვა ნანამ , როცა გაიგო რომ ბიჭს სხვა ქალაქში მდებარე სასწავლებელი აერჩია.ზუსტად იცოდა,რომ სხვა დროს ქალი ამ ამბავს უსიტყვოდ არ შეხვდებოდა.
სააბაზანოში ჯერ კიდევ აგონიაში მყოფს მოესმა როგორ ჩასხდნენ მისი მშობლები მანქანაში და სწრაფად დატოვეს იქაურობა ,როგორც ჩანს მისი მოსვლა არც შეუმჩნევიათ . მაჯის საათს დახედა და გააჟრჟოლა,უკვე სამი საათი დაწყებულიყო,რაც იმას ნიშნავდა რომ სახლში მთლად მარტო არ იქნებოდა.თავიდან ფიქრობდა ,რომ როგორც კი ბიჭს ნახავდა ,მაშინვე პირში მიახლიდა ყველაფერს.სიმართლე რომ ითქვას,ეს აზრი ახლაც მოსწონდა.უნდოდა ყველაფერი ეთქვა და გაეგო , თავისი ყურით მოესმინა . "თომა ეს რა გააკეთე' ნანას სიტყვები ჯერ კიდევ გონებაში უტრიალებდა ,მართლაც როგორ გააკეთა ? ან რა მოხდა ასეთი მათ შორის ? - კითხვები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ და უჩინარდებოდნენ.

ამოისუნთქა და სააბაზონოს კარი გამოაღო,ნაბიჯის გადადგმა დააპირა ,მაგრამ გაოცებულმა თვალის კუთხიდან შეამჩნია როგორ ჩამოცურდა კარზე მიყრდნობილი სხეული.
თომა იყო.ჯერ კიდევ ისე ეცვა როგორც დილას , ძილისაგან ავარდისფერებულ სახეზე აბურდული წითელი თმა და გრძელი ,მეწამული წამწამები უცხოდ უღვივოდა.მზერა მის ხელებზე გადაიტანა გვანცამ . ხელში ფერადი ქაღალდებისაგან გაკეთებული პატარა დაფნის რტო ჩაებღუჯა. ღრმად ეძინა და მხოლოდ მაშინ წამოიყვირა უკმაყოფილოდ ,როცა კარი ბოლომდე შეიღო და ქვემოთ აღმოჩნდა.
იატაკზე მწოლარემ გაუღიმა გვანცას ,მერე კი წამოხტა და გაიზმორა.

-როგორც იქნა გამოხვედიიი - თვალების ფშვნეტით გაწელა სიტყვები და ისე რომ არც შეუწყვეტია, ცალი ხელით "დაფნა " გაუწოდა - ესეც ჩემი ჯილდო გამარჯვებისთვის,ხანდახან შეხედვის ნებას მოგცემ ხოლ... - სიტყვა რომ გაუწყდა მხოლოდ მაშინ ახედა გვანცამ,აქამდე სახეში არ უყურებდა . კართან მწოლარე რომ დახვდა ლამის სუნთქვა შეეკრა შიშისა და გაოცებისაგან . როცა სწრაფად გაცლა მოაზრა ,თომაც გამოფხიზლდა და სულელურად გაუღიმა ზღურბლზე გაწოლილმა - რა გჭირს ? - ჩვეულებისამებრ მოიღუშა და ოდნავ გვერდზე გადახარა თავი ,მისი სახის უკეთ შესათვალიერებლად ,მაგრამ გვანცამ სწრაფადვე აარიდა მზერ,გვერდი აუქცია და ის იყო გაცლას აპირებდა,რომ ბიჭი მკლავში სწვდა და მისკენ შეაბრუნა.
-არ შემეხო ! - ისეთი შიშისა და ზიზღის გრძნობამ მოიცვა ,რომ შეჰკივლა და მეკერდზე ხელი ჰკრა თომას,რომელიც გაოცებისაგან უკან წაბარბაცდა .გაქცევა აღარ უცდია,პირდაპირ შეხედა გოგონამ.ვაჟის მზერა ამოსიებულ თვალებზე,დაკაწრულ ლოყასა და აწითლებულ პირსახეზე მოევლო .შეამჩნია გაოცებული გამომეტყველება როგორ შეეცვალა ,მზერა დაძაბული და შეშინებულიც კი გაუხდა."ეჭვობს რომ გავიგე?"-გაუელვა თავში.
-რა დაგემართა ? - შეწუხებული გეგელაური მისკენ დაიხარა. ახლოს იდგნენ ,მაგრამ ვაჟი არ ეხებოდა და თავისუფლად მოახერხდება დასხლტომას ,მაგრამ მისმა მოკანკალე ხმამ გააშეშა გოგონა. ხელები მუშტებად შეეკრა და ზემოდან დაჰყურებდა ბავშვობის მეგობარს.გვანცამ იგრძნო ბიჭს მის დაკაწრულ ღაწვზე შეჰყინვოდა მზერა. მერე კი კიდევ უფრო ახლოს მიიწა მისკენ და ხელები მკლავებში ჩაავლო .

უსიტყვო ბრძოლა ცოტა ხანს გაგრძელდა,თავის დახსნას ცდილობდა გვანცა ,მაგრამ თომამ კიდევ უფრო მოუჭირა ხელები და მისკენ მიიზიდა.

-შეწყვიტე - არ უყვირია,ოდნავადაც კი არ შესცვლია ხმის ტონი,მხოლოდ ოდნავ შეინძრა,მკლავებიდან მხრებზე გადაიტანა ხელები და სუსტი სხეული სათუთად ჩაიკრა გულში.
-ეს როგორ გააკეთე ? - ამოიტირა მის მხრებშ თავჩარგულმა გვანცამ ,აქამდე ფიქრობდა რომ ამ კითხვის დასმას ვერ გაბედვდა. თითქოს გამოფხიზლდაო შემოხვეული ხელები მოიშორა და სიძულვილით სავსე მზერა შეააგება თომას გაოცებულ სახეს - გიკვირს ? არ ელოდი რომ გავიგებდი ? ნუ თამაშობ ! ნუთუ საკუთარი თავისა და მამაშენის მოკვლა მართლა გინდოდა ? იჯექი და გეგემას აწყობდი არა ? - უკვე თავის თავს ელაპარაკებოდა , მაგრამ რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ აიძულა თავი აეწია და მის წინ მდგომისთვის შეეხედა.
ამჯერად ჯერ არნახული ზიზღითა და ირონიით დასჩერებოდა ბიჭი , გაფითრებულ სახეზე უცნაური ,ცალყბა ღიმილი აჰკვორდა და მთელი სხეულით თრთოდა.
-იცინი კიდეც ? - წამოიკივლა გვანცამ,წამით საოცარმა გულისრევის შეგრძნებამ მოიცვა,მერე კი მთელი ძალით სწვდა მხრებში , მაგრამ ბიჭმა გვერდი აუქცია და ძლიერად ჰკრა ხელი.
გაცეცხლებულს დაცემის ტკივილი არც კი უგვრძნია,არ უნდოდა შეემჩნია , მაგრამ თავზე წამომდგარ ვაჟს რომ ახედა ცრემლები უბრწყინავდა თვალებში.ამის დანახვაზე ღიმილი გაუქრა თომას,თავადაც სწრაფად ჩაიმუხლა მის წინ ,მაგრამ ხელის გაწევა რომ დააპირა გვანცა შეიშმუშნა და დარჩენილი ძალით უკან გაჩოჩდა - არ გაბედო - უნდოდა მკაცრდად გამოსვლოდა,მაგრამ მაინც ვედრებასავით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა.
- ესეიგი ჩემი შეხება გეზიზღება არა ? - ნელა , თითქმის დამარცვლით ამოილაპარაკა თომამ და ჰაერში დარჩენილი ხელი უკანვე გასწია - ეგ სახეზე... მე რომ შეგეხე ... იმიტომ ?
-იმიტომ - დაუყვირა გოგონამ და ამჯერად ახლოს მიიწა - ყოველ შენ დანახვაზე,ყოველ შენ შეხებაზე მემატება სიძულვილი გაიგე ? და ჰო,ჩემით გავაკეთე - ავისმომასწავლებლად გაუღიმა და ისედაც შეშუპებულ ღაწვზე მთელი ძალით გადაიტარა ფრჩხილები.
-მაშინ ბოლომდე შემიძულე - არ დააცადა ბიჭმა,ცალი ხელი ძლიერად წაავლო წელში, ,მეორე კი ნიკაბქვეშ ამოსდო და უხეშად წაეტანა ტუჩებზე.
გაოცებისა და მრისხანებისაგან თავბრუდახვეულმა უმწეოდ გაიბრძოლდა და ვერაფერი რომ ვერ გააწყო,უკვე სუნთქვაშეკრული და გამწარებული თავად ჩააფრინდა თომას,მისი წამიერი გაოგნებით ისარგებლა და მთელი ძალით უკბინა ბაგეზე.
-ნაძირიალა ხარ - ამოიყვირა როგორც კი ბიჭი მოსცილდა.წამომხტარმა წამით შეავლო თვალი ცალყბად მომღიმარს,მკლავით გახეთქილ ტუჩს რომ იწმენდდა და უკანმოუხედავად შევარადა ოთხში .

საღამოს რაკი სავახშმოდ თომამ დაღლილობა მოიმიზეზა,ხოლო გვანცა არც კი გამოეხმაურა, გაკვირვებულმა ნანამ თავად ააკითხა საძინებელში .ჯერ საკუთარი შვილის დაკაწრულმა სახემ შეაშფოთა,მერე კი შეწუხებულმა ტემპერატურის დამწევებს დაუწყო ძებნა.
საბანში ახვეული გოგონა სიცხისაგან იწვოდა.
მხოლოდ ერთხელ შეაღვიძა ხმაურმა და დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით რომ აამოძრავა,მის წინ ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი,მაგრამ რადგანაც ყველაფერს გადღაბნილ,ერთიან მასად ხედავდა ვერ მიხვდა ვინ უნდა ყოფილიყო , მხოლოდ იმის გარჩევაღა მოახერხა რომ მისი გამოძრავებისთანავე შეირხა მოშავო ლანდიც და ფრთხილი ნაბიჯებით გაშორდა გვანცას თვალსაწიერს.

სიზმრებს იშვიათად ხედავდა,მაგრამ იმ ღამით კრიალა,ლურჯი სანაპირო ეზმანა. გიშრისფერ ქვიშაზე უთვალავი პატარა ნიჟარა აელვარდებოდა ხოლმე ,როცა კამკამა ტალღები ზანტად ჩაეშვებოდნენ ზღვაში.ნაპირზე პატარა წითური ბიჭი დარბოდა და სთითაოდ კრებდა მათ ,მერე კი გახარებული ქოლგას შეფარებულ ქერათმიან ქალს მიურბენინებდა .

"ნემოს წავუღოთ!"

გვანცას დამსახურებით ნემოს ნიჟარებით ტკბობა არ დასცალდა,სახლში დაბრუნებისთანავე აკვარიუმთან მიიპარა , საქმეს რომ მორჩა ნაქურდალი თავის ოთახში გააქანა და მეორე დღეს ნიჟარებიანი სამჯურით გამეოცხადა ოჯახს.თომას გარდა არავის შეუმჩნევია,ეგონა დედამისთან მიირბენდა და დაბეზღებდა,მაგრამ ბიჭუნას არაფერი უთქვამს.
იმ საღამოს გვანცამ საყვარელი თოჯინა დაკარგა.
აშექალის ( თოჯინის ) გარეშე დაძინება კი გაუჭირდა,მაგრამ ნიჟარებიანი სამაჯური,მითუმეტეს თომასთვის წრთმეული ,ძალიან მოსწონდა.

***

გრძელ , მოშინდისფრო-მომწვანოდ ამოწვერილ სახურავებს ჯერ განთიადის პირველი შუქიც არ მოხვედროდათ , როცა ძილგატეხილმა ნანამ ოთახში შეაბიჯა,რომ ნახა ტემპერტურას საგრძნობლად დაეწია შვების ღიმილი მოეფინა ქალს სახეზე,ისევ თავის ოთახში გაბრუნდა და მეუღლის დანახვაზე ტუჩის კუთხეები კიდევ უფრო გაუფართოვდა.ბალიში ჩაებღუჯა ზურაბს და წარბშეკრულს ეძინა,ზუსტდ ისე როგორც მის ქალიშვილს .გაახსენდა როგორ გავარდა ცალი ფეხსაცმლისა და ხალათის ამარა აფთიაქში გუშინ კაცი,მერე კი უკან ათასგვარი წამლით ხელდამშვენებული დაბრუნდა და წამებში თავისი გოგონას საწოლთან აღმოჩნდა.
საბანი გაუსწორა მეუღლეს და სამზარეულოში ჩავიდა.კიბეებზე ჩასვლისას გაახსენდა ,რომ გუშინ გვანცას ოთახის კარი გამოსვლისას ნახევრად შეღებული დატოვა,დღეს დილით კი მოკეტილი დახვდა.თავიდან იფიქრა იქნებ თავად ადგაო,მაგრამ სიცხის დამწევებს ისეთი ძილანობა ახლდა თან,შეუძლებელი იყო გვანცს გაღვიძებოდა . აკი ზურაბმაც რომ გააკითხა შვილს, ჰკითხა კარი ხომ ღია დატოვე იქნებ რამე დასჭირდესო და კაციც დაეთანხმა.სანამ ამაზე ფიქრობდა იქვე ახლამა კითხვებმა წამოყეს თავი.ლოყაზე რა სჭირდა გვანცას ?
თითქოს არსაიდან გაახსენდა გუშინ ვახშამზე რომ ააკითხა როგორ სწრაფად გააბრუნა თომამ თავი,მაგრამ მის მახვილ თვალს არ გამოჰპრავია ამოსიებული ,გახეთქილი ქვედა ტუჩი.იქნებ ამჯერადაც იჩხუბეს ? გაუელვა თავში,მაგრმ ზუსტად იცოდა ბიჭი რომ არაფერს დაუშავებდა გვანცას,ანდაც თუ იჩხუებს მაშინ თომას მაინც და მაინც ტუჩი რატომ ჰქონდა გახეთქილი? ან ნაკწრები საიდნ გაჩნდებოდა მისი შვილის სახეზე ?

ის იყო ფიქრებში გაერთო,რომ შემოსასვლელი კარი გაიღო და მისაღებში გკვირვებულმა თომას მოჰკრა თვალი.
-თომა-გასძახა ხმადბლა დ გეღიმა როცა მიხვდა ბიჭს შეუმჩნევლად ასვლა რომ უნდოდა,მაგრამ ახლა დანაშაულზე წასწრებულივით ნელა მიუხლოვდა.ისევ მალავადა სახეს. - ყველაფერი რიგზეა? ამ დილაადრიან სად იყავი?
- ყველაფერი რიგზეა - წყნრად უპასუხა ვაჟმა .
- კარგი ამჯერად ასე იყოს - ამოიხრა ქალმა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
გეგელაურმა კიბეები აიარა , ოდნავ შეანელა ფეხი ერთ-ერთ ოთახთან და სანახევროდ ღიად დატოვებულ კარს მიღმა გაიხედა .
წარბები შეეკრა გვანცას და ბალიში ჩაებღუჯა.
ბიჭს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს მას მერე , რაც ორი ამღვრეული , მოთაფლისფერო თვალი დაბნეული მიაჩერდა შუაღამისას ,არაფერი შეცვლილიყო .
გზა გააგრძელა.

***

-თომა , ასე სად მიგეჩქარება ?- გამოსძახა ნანამ გვანცას საძინებლიდან ,სწორედ მაშინ როცა თითქმის ისე მოახერხა ჩავლა , რომ ისევ და ისევ ღიად დატოვებული კარისკენ არც გაუხედავს .წამით ადგილზე შედგა , გაკვეთილებამდე ჯერ კიდევ ადრე იყო , მაგრამ ვერც სახლში ისვენებდა და აკი , ამ წყეული კარისათვის ჩავლის გეგმაც სრულყოფილად გამოვიდოდა -გესმის ? - კიდევ ერთხელ შესძახა ქალმა და ისიც იძულებული გახდა ოდნავ უკან დაეწია . უკუსვლით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი,კარს გვერდულად გაუსწორდა , მაგრამ მიხვდა რამდენად უცნაური იქნებოდა ასეთი პოზა და სწრაფად ჩაიხარა ,ისედც გადასკვნილი თასმის "შესაკრავად".
- საკონტროლო გქონიათ...ვერ ვუკავშირდები ...იქნებ შენ უთხრა რომ გვანცა შეუძლოდაა ?- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა წინადადებები.დაძაბული სულ სხვა რამის მოსმენას ცდილობდა და აი,ყრუ ჭრაჭუნის ხმა გაისმა , საწოლზე მიწოლილი სხეული წამოიწია.ნუთუ ნანას თვალწინ იტყოდა ყოველივეს ? დაძაბულობას ვეღარ გაუძლო ბიჭმა და სწარაფად ასწია თავი . პირდაპირ გოგონას მზერას შეეჩეხა და ოდნავ შეცბა.

ორმხრივი ზიზღი

სხვა არაფერი.

გვანცას სხეული დაეჭიმა როცა იგრძნო როგორ აივსო საპასუხო ზიზღით ვაჟის თვალებიც.მერე კი ისე რომ მისკენ აღარ გაუხედავს პერანგისამარა წამოდგა.
-საჭირო არ არის,ექიმმა ხომ თქვა რომ სტრესის ბრალია ,ძლიერი სტრესის - წამით კართან აყუდებულ გეგელაურს გადახედა - ხოდა ახლა კარგად ვარ ,თუ არ წავალ უარესად გავხდები .თბილ მოსაცმელს ჩავიცვამ -დაასწრო დედამისს ,მერე კარადას მივარდა და ამჯერად ნანას შეხედა.
-თომასთან ერთად წახვალ! პროტესტი არ მიიღება , ან მასთან ერთად ან არა . - ნანა წამოდგა , სანამ სააბაზანოსკენ წავიდიდა ჯერ კიდევ იქ მყოფ თომას მხარზე ხელი მოუთათუნა დღეს უნდა გაუძლო,იქნებ მიაქციო ყურადღება ცუდად არ გახდესო უთხრა და გულდამშვიდებით ჩაუყვა დერეფანს.
- გაეთრიე აქედან , შენი მეთვალყურეობა არ მჭირდება.რადგან დედაჩემი ხელს გაფარებს არ ნიშნავს ,რომ მეც დავავიწყებ ყველაფერს . რამდენად უნამუსო ხარ ? გუშინ რაც გააკეთე ,შენი აზრით რას იტყვის ნანა რომ ვუთხრა ? ან მაია ?
თომამ დერეფანს ჩაყოლა თვალი და როგორც კი ქალი სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა,ორ ნაბიჯში გაჩნდა გვანცასთან,მისკენ გაოცებით შემობრუნებულს ცივად გაუღიმა , მერე კი ვითომც არაფერიო საწოლზე ჩამოჯდა .
- საკმარისია უკვე ,საკმარისზე მეტიც.ხვდები რას გეუბნები ? - ენაჩავარდნილი გოგოსთვის არ აუხედავს,პერანგიდან გამოჩრილ,მოშიშვლებულ წვივებს გაუსწორა მზერა. - აღარ მოგითმენ ...
-რა უტიფარი ხარ ! - ამოიყვირა მოთმიბედაკარგულმა გვანცამ,ვერც კი იჯერებდა - ამას ასე არ დავტოვებ გაიგე ? დედას დაველაპარაკები ! მკვლელთან ერთად ცხოვრებას არ ავიტან .ახლავე ადექი,ნუ ეხები ჩემს ნივთებს,აქ ნუ შემოდიხარ ...
-შეწყვიტე ეს ტირადა - შეუყვირა თომამაც და სწრფად ჩაიმუხლა.
გვანცა მხოლოდ მაშინ გამოერკვა ,როცა უკვე დერეფანში მიმავალი ბიჭი არხეინად აქნევდა მის ფეხის სამაჯურს.ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ის ისევ იქ იყო,მის ფეხებთნ ჩამუხლული და საჩვენებლი თითიც ისევ აღმა აუყვა მის წვივს , მუხლამდე რომ ავიდა და მერე ქვემოთ დაშვებულმა უბოდიშოდ ააწყვიტა სამაჯური,რომლის მოხსნაც გუშინ სიცხისგან გათანგულს გადავიწყებოდა.მთელი ძალით ჰკრა ხელი კარს და პირველად რაც ხელში მოხვდა ის ამოიცვა.
-დედა,მასთან ერთად არ წავალ !- რაც შეიძლება მშვიდად უთხრა მისაღებში მდგარმა,როცა ქალმა არცერთს გასვლის საშუალება არ მისცა - ვიცი ,რაც ჩაიდინა !
- საუბარი მოსიმინე არა ?- წყნარად უპასუხა ნანამაც და იქვე მდგომ ბიჭს გადახედა.თომას ნანას სიტყვებზე გაეღიმა და ძლივს შესამჩნევად გააქნია თავი. - დავივიწყებ იმ ფაქტს,რომ მსგავსი საქციელის არ შეგრცხვა .დამაცადე !- ხელით ანიშნა გაჩუმებულიყო,როცა აღშფოთებულმა გვანცამ შეპასუხება დააპირა - რაზეც ვლაპარაკობდით ,შენ არ გეხება და მეორედ ძალიან დამვალებ თუ ამ თემას აღარ გააჟღერებ
-დედა-ამოიტირა გოგონამ,როგორ არ უნდოდა ცრემლებად დაღვრილიყო ახლა,მაგრამ ვეღარ შეძლო.ჩანთა ჩაბღუჯა და რა სამარცხვინოც უნდა ყოფილიყო,ისევ გაქცევით უშველა თავს.
ცხელი ცრემლები ლოყას სწვავდა,თბილი ტანსაცმელი მძიმე და არაკომფორტული იყო.იგრძნო როგორ დაეცვარა შუბლი,თმის ძირებში შეიცურა ხელი,მაგრამ არასაიამვნო სისველის გრძნობამ გულისრევა მოჰგვარა.რამდენიმე წამის წინ თუ გაუსაძლისად სცხელოდა,ახლა შესცივდა.მიხვდა ასე ვეღარ განაგრძობდა და იქვე პატარა შესახვევში კედელს მიეყრდნო სულისმოსათქმელად,კიდევ კარგი ქუჩა გამვლელების სიუხვით არ გამოირჩეოდა და თავისუფლად შეეძლო აქ დაესვენა.

რამდენიმე წუთი იდგა ასე ,ყურთასმენას ნაბიჯების ხმა რომ მისწვდა.ძნელი მისახვედრი არ იყო,ვინც უნდა ყოფილიყო,ამიტომ მოსახვევიდან გამოვიდა და შეემზადა მორიგი ბრძოლისთვის.გუმანი გაუმართლდა,თომა ნელა მოდიდოა.შეუძლებელი იყო თვალის კუთხიდან მაინც არ დაენახა იქვე აყუდებული გოგონა,მაგრამ ისე ჩაიარა არაფერი უთქვამს.
- მივხდვი დედაჩემი რატომაც გიცავს -მიაძახა და კმაყოფილს გაეღიმა ,როცა ბიჭი შეჩერდა - აშკარაა,შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრთხილდებიან ! თან ეცოდები ,ვერაფერს იზამ . ცოტათი ალბათ მეც მებრალები - უკვე გვერდში ედგა,როცა თომამ მისკენ მიაბრუნა თავი მორიგი ზიზღით სავსე გამოხედვით.
- მეგონა გეზიზღებოდი - ჯიბიდან სამაჯური ამოიღო და რამდენჯერმე კრიალოსანივით გადათვალა ასხმულა -მართლაც რომ ვერაფერს ვიზამთ, შენნაირ ეგოისტს რომ ვებრალები , ესეიგი საქმე ძალიან ცუდადაა.
-დამიბრუნე,ჩემია - მისკენ გაიწია გვანცამ,მაგრამ სწრაფადვე ჩასწია ხელი და ჯიბეში ჩაიბრუნა ნივთი.
-არა ,შენი არ არის ,თავის დროზე მოიპარე და მიისაკუთრე.ყოველთვის ყველაფერი გქონდა და მაინც ჩემი გინდოდა,მე მეჯიბრებოდი და იგივეს აგრძელებ ახლაც.ეს ამბავი რომ გაიგე გაგიხარდა,არა?. ახლა მე ცუდი ვარ,შენ კი სამაგალითო შვილი ჩემნაირი მკვლელის გვერდით ,რომ ვერ გაჩერდება.როგორც კი სახლი დასრულდება,გადავალ.იქამდე ეცადე თვალში აღარ მომხვდე !
მარტო გაუყვა დარჩენილ გზას,თითქოს ჩანთა უფრო დამძმებულიყო,ტანისამოსიც აწუხებდა და საშნელ განწყობაზეც იყო.ყოველთვის დაბეჯითებით უვლიდა გვერდს საკუთარ თავზე ფიქრს,უფრო კი მის დამოკიდებულებაზე თომას მიმართ.ნუთუ ეს ერთი,მარტივი სიტყვა იტევდა ყველაფერს რასაც წითელთვა ნიშნავდა მისთვის ? რატომ იყო ასე მტკივნეული თომას ნათქვამი ეგოისტი მის მიმართ?

***

საკლასო ოთახში ცარცისა და იატკის საწმენდის სპეციფიკური სუნი ტრიალებდა,გაუკვირდა ფანჯრების გამოღება რომ არავის მოსვლია აზრად,მაგრამ როგორც კი დააპირა მაიშინვე გადაიფიქრა.ჩვეულებისამებრ ფანჯარასთან თომა იჯდა და წიგნს ჩაჰყურებდა,მის უკან ,მეორესთან კი მაია.ეს ისეთი ჩვეულებირვი ამაბვი იყო,რომ არც კი გაუხედავს მათკენ.ისტორიის სახელმძღვანელო ამოიღო,გუშინ გადახედვა ვერც კი შეძლო,ამიტომ ორმაგად ნერვიულობდა,თუმცა ტესტირების ფურცელი რომ დაუდეს მიხვდა ,თავის გართმევას შეძლებდა.
ჯერ კიდევ ბოლო კითხვას უტრიალებდა,როცა შეამჩნია როგორ ანიშნა ხელით თომამ დასრულება.ოდნავ შეატრიალა თავი და როგორც კი მასწავლებელი მერხს მოშორდა , გაღიზანებულმა ბიჭმა გადმოხედა და სწრაფადვე შებრუნდა.
გაკვეთილის დასრულებისთანავე ფურცლების აკრეფას შეუდგნენ ,თვალის კუთხიდან დაინახა როგორ წამოდგა ვაჟი და თავადაც წამოხტა,იმდენად სწრფად რომ სანახევროდ დამთარებული ტესტის ფურცელი მერხიდან გადმოცურდა და იმ ერთადერთი მაგიდის ქვეშ დავარდა,რომელიც ერთმანეთისაგან ყოფდა გეგელაურისა და მის მერხებს.
იმ ერთი მერხის ქვეშ აღმოჩნა , რომელიცჩვეულებისამებრ ერთმამეთისაგან ყოფდა გეგელაურისა და მის მერხს.მასწავლებელმა წარბის აწევით ანიშნა ვინ მომაწოდებსო და ბიჭიც ღიმილით დაიხარა ასაღებად . წამით მოეჩვენა რომ თვალიც კი გადაავლო ნაწერს.
-მადლობა,შედეგებს მალე გაცნობებთ , მაგრამ თქვენ არც გჭირდებათ შეტყობიჯება
ქალის შებრუნებუსთანავე ღიმილია სახე შეეცვალა ბიჭს,არც კი გაუხედავს მისკენ ისე გაუჩინარდა დერეფანში, მაგრამ გვანცას ერთი საქმე საბოლოოდ უნდა მოეგვარებინა , მერე კი დედასდაელაპარაკებოდა და თუნდაც მასთან ურთიერთიბის გაფუჭებაც დასჭირვებოდა წითელთავას სახლში აღარ აიტანდა.
დერეფნის ბოლოში იყო უკვე თომა რომ დაეწია,ბიჭი ძახილზე შემოვრუნდა ერთი შეუღრუნა და თავით ანიშნა გამომყევიო.
-ხომ გითხარი , თვალში ნუ მომხვდები-მეთქი - უთხრა გაღიზიანებულმა ,როცა სკოლოს უკანა ეზოში,ჩვეულ ადგილს მიაღწიეს-მაგრამ შენ მთელი დღეა შეყვარებული გოგოსავით მომჩერებიხარ .
-ხომ არ გავიწყდება ვინ ვართ ან რა სიტუაციაში ვართ.რას ბოდავ ! - ღმეჭით უპასუხა გვანცამაც.
- ვინ ვართ ? და-ძმა არ ვართ, მეგობრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია , რაღა დარჩა ?
- გეყოფა,აქ ჩვენი ურთიერთობის განსახილველად არ მოვსულვარ.აშექალი დამიბრუნე !
- რა დაგიბრუნო ?- ვერ გავიგეო თავის მოძრაობით ანიშნა და უფრო ახლოს მიიწია.
- აშექალი ,ჩემი თოჯინა!
ერთხანს უსიტყვოდ უყურა ბიჭმა , მერე კი ისე გულიანად გაიცინა წამით გადაავიწყდა კიდეც გვანცას,რომ მის წინ თვითმკვლელი იდგა.რაც მოიზარდა და სამყარის თვალი გაუსწორა , მიხვდა ადამიანები ბევრ რამეს თამაშობდნენ , მაგრამ ძალიან ცოტას პროფესინალურად.და მაინც , თუკი მაინც გამოერეოდნენ "პროფესიონალები" , მათაც კი უჭირდათ ჭეშმარიტი სევდისა და სიყვარულის გათამაშება.ჭეშმარიტი მწიხარება ისეთივე წმინდაა,როგორც პირველი სიყვარული- უმეორებდა საკუთარ თავს და ყოველთვის სევდა იპყრობდა, როცა ვინმეს დაღუპვუს ამბავს შეიტყობდა.
გარდაცვლილზე მეტად , ჭირისუფლები ებრალებოდა.ამქვეყნიური ჯოჯოხეთი სხვა არაფერია თუ არა საყვარელი ადამიანის გლოვა და არც იმქვეყნად იარსებებს ამაზე დიდი ტკივილი,მაგრამ მის წინ თომა იდგა ახლა.
ადამიანი , რომელიც არც საკუთარ თავზე წუხდა და არც მამაზე.
- ის ნიჟარები რომ მოგპარე , მეორე დღესვე ჩემი თოჯინა გაქრა .ახლა რადგან შენი სამაჯური შენათანაა , მეც დამიბრუნე ჩემი ნივთი და თვალშიც აღარ მოგხვდები - მიაყარა სწრაფად .
- შენ რა გგონია ? კი , მე ავიღე, მაგრამ რანაირად ფიქრობ რომ იმ პატარა,ათასგან დაკემსილ ტომარას შევინახავდი?
- გადააგდე ? - ახლაღა მიხვდა რა სულელური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან ასეთი მოთხოვნა.
- რა თქმა უნდა , გადავაგდე -თომა ახლოს მიიწია - რამე მიზეზი მქონდა შესანახად ? ან დავუშვათ რომ მაქვს...-სიტყვა გაუწყდა როცა წამით ძველებური სიხარულით ანთებული სახით შეაცქერდა გვანცა - ვთქვათ მაქვს,მიიღებდი კი ჩემგნ ? მე ხომ მკვლელი ვარ.
ბიჭმა ათრთოლებული ხელები ჯიბეში ჩაიჩურთა და დუმილი რომ გაგრძელდა ოდნავ გადახრილმა ,ბოლოჯერ ჰკითხა.
-მიიღებდი ? კი ან არა ! - ისე ახლოს იყო მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა გვანცა.
-არა - მის სიტყვებზე ოდნავ უკან გადაიხარა ბიჭი . არაფერი უთქვამს ,ეტყობა გაგრძლებას ელოდა - არა , იმიტომ რომ ზღვარს გადააბიჯე,იმიტომ რომ სახლი რომელიშც გაიზარდე და მამა,რომელიც ყველაფრის მიუხედავად,გზრდიდა ცეცხლში საკუთარი ხელებით გახვიე,იმიტომ რომ არ გრცხვენია რაც გააკეთე ,არც კი ნანობ რომ ძალით მაკოცე . დედაჩემს ,რომელიც ბოლომდე გენდობა, ასე მოექცეი. მე მომექეცი ასე !
-და შენ როგორ მექცევი ? - იყვირა ათრთოლებულმა და მთელი ძალით ჰკრა ფეხი კედელს . მწარედ გაეღიმა ,როცა შეშინებულმა გოგომ უკან დაიწია. მერე კი თავი არ აუწევია , ძლივსგასაგონად ჰკითხა - ასეთი საზიზღარი კოცნა იყო ?- გვანცამ ახედა იმდენად უადგილოდ ეჩვენა .
ვეღარ გცნობო ისღა ამოილუღლუღა .
-ვეღარ არა , არ მიცნობ.საერთოდ არა-გაუღიმა ვაჟმა და მშვიდად აურა გვერდი.


და მაინც ,17 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის რომ ცოტა ოდენი რამ მაინც სცოდნოდა.მათი მეზობლობის ამბავის გამხელა,ბიჭის საქციელის ცვლილება და დათას დაინტერესება შემთხვევითობა არ იყო .
მართლაც ,დათა კარგა ხანი იყო არ ენახა.
ფიქრში გართულს არც კი გაუგონია როგორ ახმაურდა მოკირწყლული ეზო მის უკან.ხმაური არც ეთქმოდა ,პატარა ჩქამი იყო .ხრეშზე ფეხს რომ უნებურად დავადგამთ ისეთი.
მაგრამ გოგონას არ შეუმჩნევია .
ახლა იმსაღა ფიქრობდა,რომ ის საზიზღარი კოცნაც რაღაც დიდის ნაწილი იყო.
ოღონდ არც მათ ბავშვბოასთან და მითუმეტეს დათასთან საერთო არ ჰქონდა.
რაღაც სხვა იყო,უფრო დიდი და ამოუხსნელი.


***


ვიწრო ბილიკს დაუყვა და მალევე მოექცა შენობის წინა მხარეს.აქ ჩატანებულ მოზრდილ ფანჯრებზე ფარდები არ ეკიდა,ასე რომ სანამ ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მთავარ შესასვლელს კარგად ხედავდ პირველი სართულის დერფანში როგორ ირეოდნენ ბავშვები.დარაბები ღია იყო,ყველა მატგანტან მოგროვილიყვნენ მოსაწავლეები,ათასგვარ ამბავს ყვებოდნენ ,ზოგიც ბუფეტისაკენ მიიჩქაროდა.ყველა თავისებურად იყენებდა დიდი შესვენებას . ბოლო ფანჯრიდან რამდენიმე წყვილი ხელი გადმოეყოთ,ერთ-ერთი კი ნიჟარებიან სამაჯურს ატრიალებდა.
ზუსტად კუთხესთან შედგა და ოდნავ მოიხარა გვანცა,როგორც ჩანს სხვისი საუბრებისთვის ყურის დაგდება უკვე ჩვევად ექცა.ბავშვების ხმაურში რამდენიმე ბიჭის ხმა მაინც გაარჩია
- მაიას დაშორდი თუ არა ,სხვა მოძებნე ?- უკმაყოფილო ტონი მოესმა. ვაჟა იყო,თომას მეგობარი.
- მაინც ვინაა ასეთი ველური ტუჩზე რომ გიკბინა?- ამის გაგონებისას სუნთქვა შეეკრა გვანცას.თომას არავითარი მიზეზი არ ჰქონდა მისი სახელის დამალვის ,პირიქით ახლა როცა ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბათ ,აწყობდა კიდეც მისი გამწარება.
დახრილმა შემაჩნია როგორ გადმოიწია ნიჟარებიანი ხელი ,თომა ნახევარი ტანით გადმოეკიდა . გაშეშდა გვანცა ,ბიჭი წინ იყურებოდა,მისი ჩრდილი ეცემოდა იქვე ჩამუხლულს და საკმარისი იყო ქვემოთ ჩაეხედა,რომ მაშინვე დაინახავდა.
-რა იყო - სიცილით ჩაეკითხა ერთ-ერთი .
თომამ თავი გააქნია,პასუხი დააპირა,მაგრამ თვალში რაღაც მოხვდა.პირველი სართულის ფანჯრები არც ისე ამაღლებული იყო ,ეს რომ არ შეემჩნია.მეჩვენებაო ერთი კი გაუელვა თავში,მაგრამ მაინც ჩაიხედა და ზუსტად მის ქვემოთ ჩაცუცქულ და გაოგნებულ გვანცას რომ მოჰკრა თვალი , წამით თვითონაც გაოცდა,სხეული დაეჭიმა მისდა უნებურად.
ბოლოს ისევ თავად მოვიდა გონს , წარბაწეულმა ირონიული ღიმილი სტყორცნა ქვად ქცეულ გოგონას.
- აუტანელი ვინმეა -ისე თქვა თვალი არ მოუშორებია გვანცასთვის - ყველაზე აუტანელიც კი - "არ მოგეწონა?" პირის მოძრაობით ანიშნა გვანცას,როცა შეამჩნია როგორ შეკრა წარბები და ზიზღით სავსე მზერა შეაგება.
- ჩვენც ვიცნობთ თუ რატომ არ გვეუბნები ვინაა ?-ჩაეკითხა ვაჟა.კიდევ კარგი დანარჩენები უფრო შიგნით იყვნენ,მხოლოდ გეგლაური გადმოწოლილიყო რაფაზე,თორემ ვაჟას კითხვაზე რომ მისი რეაქცია დაენახათ ,მაშინვე მიხვდებიდნენ ყველაფერს.
- შეიძლება კი,შეიძლება არა -წაუმღერა წითელთავამ და კიდევ ერთი ღვარძლიანი ღიმილი რომ შეაგება , გვანცას სეროზულად მოუნდა რამე დაეშავებინა ამ გომბეშოსთვის.
მაგრამ კიდევ კარგი ზარი ახმაურდა და ბიჭები შემოეცალნენ.
-არ მოდიხარ?-ჩაეკითხა ვაჟა,როგორც ჩანს მხოლოდ ისღა შემორჩენილიყო -მისმინე-მცირე პაუზის შემდეგ განაგარძო - ეგ გოგო გვანცაა ? - გოგონა უკან გაჩოჩდა და სწრაფად წამოხტა ფეხზე,კედელს ამოეფარა ათრთოლევული. თომამ გვერდულად გადმოხედა , მაგრამ თავი არ შეუბრუნებია.
-რა თქმა უნდა...
-უთხარი ბოლოს და ბოლოს ?-წითელთავა გააგრძელებას აპირებდა,მაგრამ მეგობარმა აღარ დააცადა.გვანცა დაინტერესდა,მითუმეტეს ვაჟას ხმაში სიხარულიც კი ეტყობოდა.არც ის გამორჩენია როგორ დაიძაბა თომა ,როგორ სწრაფად გაადავიწყდა სიფრთხილე და მისკენ შემოაბრუნა თავი.შეცბა ბიჭის სახის დანახვისას.
-არა,რა თქმა უნდა,ის არ არისთქო -სწრაფად მიაყარა წითელთავამ ,გვაგვიანდებაო წამოიძახა და ვაჟას ჩააფრინდა.
გოგონამ ფანჯარაში შეიჭყიტა და ისღა დაინახა როგორ "მიათრევდა" გეგელაური ბიჭს ,რომელიც რაღაცას ეუბნებოდა ,მაგრამ შორს იყვნენ და აღარც გაუგია რატომ აქნევდა თომა გამწარებით თავს , ან რატომ იცინოდა მუდამ მოღუშული ვაჟა.

***

დათას ნახვა მხოლოდ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოახერხა . ესაიმოვნა როცა შეამჩნია რომ ვაჟს ჩვეული ღიმილიანი სახე შეეცვალა ,როცა შეშუპებულ ღაწვს მოკრა თვალი.მერე კი ისე უბრალოდ ჩამოუსვა ხელი სახეზე , რომ გვანცას საკუთარი შეცბუნების შერცხვა.მართალია გრძნობებში ჯერ კიდევ არ გამოსტყდომოდნენ ერთმანეთს ,მაგრამ დათასაც მოსწონდა.ყოველშემთხვევაში ამის იმედი ჰქონდა გვანცას.
სკოლის მწვანედ აბიბინებულ ბაღში ისხდნენ.შენობაში ახლა რამდენიმე მასწავლებელიღა მიმოდიოდა,დამლაგებელი ღიღინითა და მაგრად გაწურული ტილოთი დაჰყვებოდა ფართო ფოიეს.
- მისმინე- უცაბედად წამოწყო დათამ - კონკურსზე რაც მოხდა ,შემთხვევითი გგონია?
- არ უნდა მეგონოს?- კითხვა შეუბრუნა გაკვურვებულმა გვანცამ - ფანჯარა იყო ღია,ქარიანი ამინდიც ,ამასთან მაგიდის კიდეში იდგა...
- გგონია ქარი გადმოაგდებდა იმ სიმძიმის ქოთანს?
- მაშინ ? რამე იცი ?
- დავინახე დილით როგორ შევიდა ვაჟა იქ.
- მერე ? -ჩაეკითხა მშვიდად.არ უნდოდა,მაგრამ მიხვდა რის თქმასაც ცდილობდა დათა.
- ვაჟა თომას საუკეთესო მეგობარია.მალულად გამოდიოდა , ამასთან...
- რა ?კიდევ რამეა ?-უკვე ფეხზე იდგა.წამისწინანდელი მშვიდი გარემო ნაწილებად ჩამოიმსხვრა .
- ჩვენი ფეხბურთის გუნდის საკითხებზე ვიყავი კანცელარიაში ,ხომ იცი თითქმის მაგ ოთახის გვერდითაა და ხმა რომ გავიგე გამიკვირდა.მერე მიხვდი რომ ვიღაც გამოდუდოა ოთახიდან,კარი შეიღო.კედელს ამოფარებულმა დავინახე ვაჟა იყო.
- ესეიგი - სუნთქვას ამოაყოლა გვანცამ - ესეიგი გგონია მან გააკეთა?რატომ ?
- თითქმის დარწმუნებული ვარ. - დათაც წამოდგა,ფრთხილად მოხვია ხელი. -ის ხომ თომას მეგობარია.
დათა უკვე მთელი სხეულით მოეხვია ,წინააღმდგეობა არ გაუწევია.ბიჭის მკლავებში თავჩარგულმა ამოსლუკუნა,მაგრამ თავადვე შეცბა.
-არაუშავს - ნაზად გადაუსვა თავზე ხელი .თითქოს ამას ელოდებოდაო ,გულამოსკვნით ატირდა გვანცა.
-ახლა შესაფერისი დრო არ არის -წყნარად თქვა ბიჭმა -მაგრამ,მე..
-ვიცი -აღარ დაასრულებინა გვანცამ
სკოლაშივე გამოემშვიდობნენ ერთმანეთს,ისევ გუნდის ამბებზე მიეჩქარებოდა დათას .იცოდა გუნდის კაპიტანი ისევ თომა რომ იყო,მაგრამ ბიჭს არც კი ადარდებდა იგი.რაზე ფიქრობდა ? იმის ნაცვლად რომ გახარებული ყოფილიყო დათას ყურადღებით ისევ იმ აუტანელ წითელთავას უბრუნდებოდა.ერთი რამ ცალსახა იყო - არასწორად იქცეოდა.
სკოლის გალავანს გამოცდა თუ არა მხარში უბიძგეს და დაფეთებული შებრუნდა უკან.
ისევ ის იყო.
-დედაშენი ღელავს,ვურეკავ და არ პასუხობსო - ტელეფონი ამოიღო გვანცამ.გამორთული მობილური არც კი რეაგირებდა.
-დამჯდარია - ისე უპახუსა არ შეუხედავს -კიდევ რომ დარეკაავს უთხარი , რომ სხალში მივდივარ უკვე .
-სახეში რატომ არ მიყურებ ? სხვისი საუბრისთვის მიყურადების ხომ არ გრცხვენია ?
-თომა ,ძალიან გთხოვ დავამთავროთ ეს ფარსი - დაღლილი იყო.მიუხედავად ყველაფრისა ,გუშინდელ სიცხეს მაინც ემოქმედა მასზე - საჭირო არ არის შენს მეგობრებს აიძულო რაღაცების გაკეთება ,ჯობდა არც დამხამრებოდი,მაგრამ მესმის.მერე ხომ ისეთი გამწარებული არ ვიქნებოდი,როგორც ამდენი ნაწვალების ნამსხვრევებად ხილვით.
-რას ბოდავ ? - ხელი წაავლო ბიჭმა სახეზე და ძლიერად მოუჭირა. თვალები აეცრემლა გვანცას ,მაგრამ ამჯერად გაცეცხლებული თომა ამას აღარ შეუჩერებია - ნუთუ მართლა გჯერა რასაც მეუბნები ? - თვალებში ჩახედა -გჯერა ! - მხრებში ჩააფრინდა,გამიშვიო ტკივილისაგან ამოიკვენსა გვანცამ - რატომ ? დათას მკლავებში ხომ ძალიან კარგად გრძნობდი თავს? ანდაც კარგი გაგიშვებ-ჩაიცინა ,თოჯინასავით შეატრიალა დაფეთებული და ხელი ჰკრა.
წონასწორობა ვერ შეინარჩუნა გვანცამ და ასფალტზეც აღმოჩნდებოდა,ისევ თომას რომ არ დაეჭირა . იგი დაიხარა,ხელი მუცელქვეშ ამოსდო და წამოყენებასთან ერთად ზურგიდან აეკრა.
-გამიშვი - უკვე ტიროდა . წელზე მოხვეულ ხელზე დაეჯაჯგურა .
- სახლში წადი,მაგრამ ნანას ნუ დაელაპარაკები...-ხელი შეუშვა ბიჭმა .როგორც ყოველთვის,ოდნავ მოიღუშა როცა გვანცა მისკენ შებრუნდა.
-რატომ? მემუქრები კიდეც?
- უბრალოდ ნუ ეტყვი.შენთვის კიდევ უფრო გართულდება ასე. პასუხს არ დალოდებია ისე შებრუნდა.
-როგორც კი მივალ,ვეტყვი რომ გავიგე - მაინც მიაძახა გვანცამ.
სახლში დაბრუნდა თუ არა,დაეჭვებულმა ქალმა ათასი კითხვა მიაყარა.ჯერ კიდევ არ სჯეროდა,რომ ნაკაწრები ღაწვზე უბრალოდ დაცემის გამო ჰქონდა.
დიდხანს ფიქრობდა როგორ დაიწყებდა სათქმელს,მაგრამ ბოლოს მაინც ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა რომ იცოდა რაც ჩაიდინა თომამ,რომ ბიჭი უარყოფასაც კი არ ცდილა და რომ მასთან ერთად ცხოვრებას ვეღარ გაუძლებდა.
დედამისმა უსიტყვოდ უსმინა,თრთოდა ქალი.შეამჩნია რამდენჯერმე როგორ შეეცვალა სახის ფერი,დივანზე ჩამოჯდა და წყალი მომიტანეო ისღა თხოვა.
მიტანილი ჭიქა ხელის კანკალით ასწია,საკუთარ შვილს ახედა და სანამ პირთან მიიტანდა სახეში შეასხა მის წინ მდგარ გოგონას.სუნთქვა შეეკრა გვანცას და გაოცებულმა დახედა დედას,სიცივისაგან გააკანკალა.
დაცლილი ჭიქა მგიდაზე დააბრუნა ქალმა და წამოდგა.
- გიორგის ფსიქიკური პრობლემები აქვს...- გვერდი აუარა ნანამ,ახლა ზურგით იდგა მისგან - იმ დღეს თომას დურეკა,გამოემშვიდობა.ისიც სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა,მაგრამ დროულად მაინც ვერ მიუსწრო.მამამისის ჯანმრმთელობის შესახებ მარტო ჩვენ ვიცოდით,გახმაურება არ უნდოდა და ამიტომ მოვიგონეთ სადენების ამბავი...
-მაგრამ - სიტყვებს თითქოს პირიდან აგლეჯდნენ - შენ თქვი,თომა ეს რა გააკეთეო..
-თომა მამამისის მხარდამჭერია (1),უარი განაცხადა ფსიქიატრიულში განთავსებაზე,მიუხედავად იმისა რომ გიორგი საზოგადოებისთვის საშიშია.ცხოვრებას საკუთარი ხელით ინგრევს,ამიტომაც ვამბობდი მაგას.ჰო,კიდევ,რადგან ამ ამბით ძალიან დაინტერესდი - მწარედ ჩაიღიმა ქალმა - იმასაც გეტყვი სად ვიყავით გუშინ მთელი დღე მე და მამაშენი.გიორგიმ სცადა,ახლა რეანიმაციაშია .თომამ ეს არ იცის,იქნებ თავის შეკავება და საღად აზროვნება ამჯერად მაინც მოახერხო.თუ ასე არ მოიქცევი - ეტყობოდა როგორ უჭირდა ამის თქმა - თუკი ამ ამბავს ეტყვი ან ბოდიშს არ მოუხდი,აქაურობის დატოვება შენ მოგიწევს ! ვერ წარმოიდგენ,როგორ მატკინე შენი საქციელით !
მუხლები მოეკეცა გვანცას.მაისურის მხრები ჩაჟივებოდა და მთელი სხეული ტეხდა სიცივისაგან .
"უბრალოდ ნუ ეტყვი.შენთვის კიდევ უფრო გართულდება ასე" თურმე არ ემუქრებოდა ,თურმე აფრთხილებდა მხოლოდ,ისევ მასზე ზრუნავდა.
"-და შენ როგორ მექცევი ? "
ერთხელაც კი არ დაეჭვებულა მოსმენილში,მისთვის არაფერი უკითხავს ისე დააბრალა ასეთი რამე.
უკანასკნელი იდიოტი იყო.
ახლა იმაშიც დარწმუნდა,რომ ის წყეული ქოთანიც ვიღაც სხვამ აქცია ნამსხვრევებად.
გაჭირვებით აიტანა დამძიმებული სხეული კიბეებზე,საკუთარ ოთახში არ შესულა.


***


შებინდებისას მთელი ეზო თქორის (2) მონოტონურ ზუზუნში გაეხვა.დამზრალი მიწა ჯერ დაიკოპლა,მერე ერთიანად შეიფერა ყორნისფრად.ბაღი გამოცოცხლდა,ხის მერქნები შოკოლადისფრად აეპრიალებინა წვიმას,სველი მიწის სურნელი ტრიალებდა ჰერში.
კარის მიჯახუნების ხმამ ჩაბნელებული სახლი გამოაცოცხლა.შემოსულმა დაჟივებული ქურთუკი მოიშორა და ხელის ცეცებით მოძებნა ჩამრთველი.ცოტა ხანს შეიცადა,სინათლეს თვალი შეაჩვია თუ არა სველ წინდებს დასწვდა,შიშვლი ტერფები შარვალზე გაისვა და გათოშილმა შეეცადა ისე აერა კიბეები ,რომ არაფერი დაესვარა.თავისი ოთახის კარს დასწვდა და კანკალით გადაიძრო გაყინული მაისური.მაგიდის სანათს დაჰკრა ხელი და იქაურობას რომ ნაზი ყვითელი შუქი მოეფინა,მაშინღა შეამჩნია საწოლთან მჯდარი ადამიანი.


ორადმოკეცილ გვანცას თავი მუხლებში ჩერგო და ქერა თმა ასწეწვოდა.სიცივე გადაავიწყდა თომას,გაოცებული ინსტიქტურად ჩამოჯდა მის წინ. გოგონას მშვიდად ეძინა.თომამ ფრთხილად და ოდნავ მექანიკურად გასწია მარჯვენა,აბურდული თმა უკან გადასწია,მერე კი ლავიწიდან ყბამდე საჩვენებელი თითით დაჰყვა რძისფერ კანს.ყურთან გადმოწეულ კულულს სწვდა,ოდნავ მოქაჩა ,წამით გაასწორა,მაგრამ უმალვე ოქროსფერ სპირალად იქცა იგი. ყველაფერი ურჩი იყო მის წინ მყოფში,ამბიცური,ჯიბრიანი და სიცოცხლითსავსე.ხელში ვერ მოiქცევდი,ვერასდროს მოდრეკდი მის ხასიათს .ვინ იცის,იქნებ ქერა ბულულებს,ფერმკრთალ პირსახესა და ჩამოქნილ ,თხელ მოხაzულობას ტყის ნიმფად ექცია ვინმეს თვალში გოგონა,მაგრამ თომა იჯდა და ჰიპოლიტეს (3) ,ნიმფა ჰარმონიას ასულს ხედავდა მის წინ.ამ პატარა სხეულში ვეებერთელა გამძლეობა ჰქონდა.ათასჯერ მაინც დაუნახავს შუაღამისას წიგნთან დახრილი სანთელივით შუბლი,მელნით მოსვრილი თითები და წიგნების გროვა მის ჩანთაში და მაინც ყოველჯერზე აოცებდა მისი შემართება .
მშვენიერი იყო მუხლებზე მოხვეული ხელები,გამაბრუებლად ნატიფი წვივებიც ჰქონდა გოგონას ,თმასა და თვალებშიც რაღაც მათრობელა შუქი დასთამაშებდა,მაგრამ ყველაზე მეტად მისი ხასიათი უყვარდა მაინც.ეგოისტი იყო გვანცა,ამბიციური,ალბათ ბოროტიც,მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებდა , როცა დაუზარებლად უხსნიდა დანარჩენებს გაუგებარ ფორმულასა თუ გრამტიკის წესებს,მზერა ისეთი შუქით ევსებოდა,შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა.
-გვანცა - ფრთხილად უბიძგა მხარში.გოგონა შეირხა ,გაჭირვებით ამოსწია თავი.დანარჩენი სახე იმდენად შეშუპებოდა,ამოწითლებული ღაწვი შედარებით ფერმკრთალადაც კი ჩანდა.გული მოეკუმშა თომას. ისევ მის წინ იჯდა,იატაკზე ფეხმორთხმული - მაინც უთხარი არა ?
პასუხი არ გაუცია,მუხლებზე წამოიწია და მთელი ძლით შემოხვია ხელები.გეგელაურიც თითქოს მხარზე ორი ,მუსუბუქი კანჭის სიმძიმეს ვერ გაუუძლოო უცაბედად უკან გადაქანდა,მაგრამ მოასწრო მარჯვენა ხელს დაყრდნობოდა ,ხოლო მარცხენათი კაფანდარა სხეულს მოეჭიდა.შეხებისას იგრძნო როგორ დაიძაბა გვანცა და ხელის გაშვება დააპირა,მაგრამ გოგონა წინ მიიწია და უკვე მთელი სხეულით აეკრო .
არაკომფორტულად ისხდნენ,მაგრამ ტკივილისათვის ყურადღება არცერთს მიუქცევია . გახევებული თომა იმასღა ფიქრობდა,რომ ამგვარი რამ პირველად ხდებოდა.ბევრჯერ შეხებოდა,თითქმის დედიშობილაც ენახა თხელ ღამის პერანგში მის წინ აღმართული,აკი აკოცა კიდეც,მაგრამ არასდოს მოხვეოდნენ ერთმანეთს.უფრო მნიშნელოვანი ის იყო,რომ თავისი ნებით ეხვეოდა გოგონა.მკლავები ისე ძლიერად შემოეჭირა ვაჟის მხრებზე,ოდნავ მტკივნეულიც კი იყო .
-მაპატიებ ? - ამოილაპარაკა მის ყელში თავჩარგულმა,მაგრამ თომას ახლა ყველაზე ნაკლებად ადრდებდა ეს . არ უნდოდა ელაპარაკათ,არ უნდოდა მოშორებოდა და ამიტომაც იყო,როცა გვანცა უკან დაიწია და შეფოთებულმა შეათვალიერა, ნაწყენ,იმედგაცრუებულ გამომეტყველებას წააწყდა - აღარასოდეს შევიტან ეჭვს შენში,გაიგე ? ჯერ შენგან მოვისმენ,მუდამ ასე იქნება ...
- რატომ გადარდებს ჩემი აზრი? რატომ მეუბნები რომ აღარასოდეს ? განა ორ თვეში არ გადავივარ აქედან? კილომეტრებით დაშრებულ კოლეჯში არ ვაბარებ ? მაშინ რატომ - შეაწყვეტინა თომამ . წამით კომოდისკენ გაქეცა თვალი.უჯრა საიმედოდ იყო ჩაკეტილი,სანერვიულო არაფერი ჰქონდა - სამუადმო პირობების შესრულებისთვის ორი თვე ძალიან მოკლე პერიოდია .
-რა მიზეზი გინდა რომ მქონდეს ? - წუთიერი დუმილის შემდეგ შეუბრუნა გვანცამ.უცნაური გამომეტყველება ჰქონდა,ოდნავ დაბნეული.
-ჩემს ფრაზებს იზეპირებ თუ რა ხდება ? ადექი,თორემ გავიყინე - გაეცინა თომას. გაახსენდა როგორ თრთოდა დღეს დათას მკლავებში გვანცა.გვანცამ ახლაღა შეამჩნია სანახევროდ შიშველი რომ იყო.რა უცნაურია,რამდნიემე წუთი ეხვეოდა და არც კი გაუგია.უცნაურმა უხერხულობამ მოიცვა გვანცა ,ასეთ დროს დათა ამოუტივტივდებოდა ხოლმე გონებაში.
-ხომ მაპატიე ? - მოუბრუნდა გასვლისას - რაც გითხარი,დღეს რაც დაგაბრალე და საერთოდ ჩემი საქციელისთვის.
პასუხი რომ არ იყო,გამობრუნება დააპირა,მაგრამ მკალვში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა.
-ეს რატომ დაგავიწყდა ? - გახეთქილ ტუჩზე მიიდო თითი და ზემოდან გადმოხედა თომამ - თუ პირველი კოცნის მოპარვისთვის სათანადო პასუხი გამეცი და ეს არ ითვლება ?
- ბოდიში - ჩუმად უპასუხა გვანცამ.
- მძულხარ - მიახალა თომამ და ორი ნაბიჯით მის წინ გაჩნდა.
- მე ვნანობ ,გაიგე ? დავაშავე,მაგრამ მსგავსი ქცევის უფლებას არ მოგცემ ! - გაცლა დაასწრო და გულამოვარდნილმა შეუყვირა,თუმცა გაგრძელების საშუალება არ მისცა თომამ .მკლავებში ხელი დაავლო და კედელზე აკრულს ყველა გზა გადაუკეტა.
-ასე იყოს - მის ტუჩებთან დახრილმა ნაზად შეუბერა სული - ესეც კი გძაბავს - ავი ღიმილით ამოხედა და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა - შენი სურვილით იზამ ამას !
ხელი შეუშვა და ისე რომ მისკენ აღარც გამოუხედავს ოთხში შეაბიჯა.მექანიკურად შებრუნდა გვანცაც.რა სულელი იყო,ეგონა პატიებას ითხოვდა და ყველაფერი მოგვარდებოდა,არადა თომას ისე სძულდა,რომ ყველზე მძიმე განსაცდელს უმზადებდა,ყველაზე ღრმად დასცემდა და დაამცირებდა.როგორი სასაცილოც უნდა ყოფილიყო,ახლაღა გააცნობიერა რომ გეგელაური ახალგაზრდა მამაკაცი იყო და არც ისეთი უშნო,როგორსაც თავად ხატავდა გონებაში.ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მასთან ერთად გაზრდილ წითელთავას ამ კუთხით დაინახავდა,ან იქნებ პირიქით,იქნებ სულ იცოდა ,გრძნობდა რომ სამუდამოდ ვერ დახუჭავდა თვალს,იქნებ ამიტომ ეჯიბრებოდა ? ამიტომ ვერ იატნდა ?
ვინ იცის,დათაც კედელი იყო იქნებ.

ფარატინა კედელი,რომლის მიღმაც აგერ მესამე წელია იმალებოდა.

მართლაც,დღეს ხომ სანახევროდ გამოუტყდა ბიჭი.მან კი რა გააკეთა ? ვიციო მოუჭრა.რატომღაც შეყვარებული ადამიანის რეაქციას არ ჰგავდა მისი პასუხი.
თავს არ იმართლებდა,მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო.ზუსტდ იცოდა რომ ყურმოკრული ამბის გამო არავის დაადნაშაულებდა,არაფრით დიჯერებდა გადაუმოწმებლად,არც დათას ვარაუდებს ირწმუნებდა ქოთანზე.
ეს ყველაფერი,თუკი კარგად დააკვირდებოდა სისულელე იყო,რასაც არასდროს ირწმუნებდა.
იმ დღეს მის მშობლებს არ უთქვამთ,რომ ეს თომამ გააკეთა,ესეც რომ მოესმინა,სულ ხედავდა როგორ ზრუნავდა ბიჭი მამაზე,მშობლების ფოტოებს როგორ უფრთიხლდებოდა,როგორ ამართლებდა გიორგის საქციელს,როცა დედის საფლავზე არ მიჰყვებოდა შვილს.კონკურსზე ხომ თავად დაეხმარა.თავდაჭერილი,ზრდილობიანი თომა ადგა და მის გამო სახელოსნოში უნებართვოდ შეიპარა,ბოდიშის მოსახდელადაც კი დაასწრო მისვლა და ამ ყველაფრის მერე ,გვანცამ რა გააკეთა ?

საკუთრი ოთახის კედლებს ახედა.
რატომ არ აკრავდა თომასთან ერთდ გადაღებულ ფოტოებს ?
რატომ ინახავდა ცალკე ?
ნიჟარებიანი სამაჯური უშნო იყო,მაგრამ მაინც სულ ატარებდა.
მარტო დათა კი არა,ყველაფერი მოგონილი იყო მის ცხოვრებაში.
პატარა თეატრი მსუბუქი ჟანრის თამშობებით.
წამითაც არ დუჯერებია თომას ამბავი,არც ეზიზღებოდა,არც სძულდა.
პროფესიონალურად თამაშობდა საკუთარ თავთან.
მაშინ რა ?
ვაჟის სიტყვები გაახსენდა :
"ვინ ვართ ? და-ძმა არ ვართ, მეგობრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია , რაღა დარჩა ? "
ცის თაღზე მზე რომ გამოეკიდა ,ყველა ფოტოს სათითაოდ დათვალიერების უსასრულო ,ოცდამეცამეტე წრე ჩათვალა გვანცამ.

ყველა ფოტოს,რომელიც ერთად არ გადაუღიათ.

მერე მოწაბლისფრო უჯრიდან ის ერთი ამოაცურა ერთად რომ იყვნენ.

ოცდაცამეტ წამში ჩატეული ერთი შეხედვა საკმარისი აღმოჩნდა ყველა სხვა გამოსახულების დასავიწყებლად.

იმის დასანახად,რაც დარჩა.




_____________________________________________________

1)მხარდამჭერი - ფქისიკური პრობლემების მქონე პირის მეურვე.
2)თქორი - წვრილი წვიმა
3)ჰიპოლიტე - მითიურ ამორძალთა დედოფალი
* პლანეტა იუპიტერი სახელს რომაული მითოლოგიური ღმერთის იუპიტერის სახელწდებიდან იღებს (ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი ). თავად პლანეტა ძალზე მასიურია ,რის გამოც ხშირად ამბობენ რომ იგი მზის გარშემო არ ბრუნავს (სხვაგვარად ,რომ ვთქვათ ერთობ "წინააღმდეგობრივი" ვინმეა ეს გიგანტი).გვანცა 33-ჯერ თვლის ფოტოებს,33 წამი დაჰყურებს მისი და თომას საერთო ფოტოს.ფრაგმენტის დატვირთვა სიმბოლურია,ვინაიდან გადმოცემის თანახმად რიცხვი სამი იუპიტერს უკავშირდება .



№1 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

საოცრად კარგია.
ძალიან ლამაზი, მძიმე და რეალური.
არ შეწყვიტო, გელოდები იცოდე.

 


№2  offline წევრი Blume

სტუმარი მოიისფრო
საოცრად კარგია.
ძალიან ლამაზი, მძიმე და რეალური.
არ შეწყვიტო, გელოდები იცოდე.


ძალიან დიდი მადლობა . heart_eyes
ისტორია დასრულდება,არ შევწყვეტ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან ძალიან მაგარია ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Blume

სტუმარი ნინი
ძალიან ძალიან მაგარია ❤️❤️❤️

დიდი მადლობა ,
მეშვიდე თავი დღეს ან ხვალ აიტვირთება სავარაუდოდ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent