შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი12)


9-09-2020, 16:33
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 410

ღამე იწურებოდა. ახლოს იყო განთიადი. ზვიადმა სადარაჯოდ მორიგეობა დააწესა. დანარჩენებს კი დასვენება უბრძანა. თავად კი ტყისკენ წავიდა, ძმადნაფიცთან ბოლო შეხვედრის ადგილი მოინახულა. იარაღის სამალავი შეამოწმა და ლაშას შაშახნა აღმოაჩინა. „რომ მობრუნებულიყო, ამას აუცილებლად აიღებდა“ - გაიფიქრა და გული დაუმძიმდა. შაშხანასთან ერთად სხვა იარაღებიც მოაგროვა და უკან გაბრუნდა. დაქანცულ ჯარისკაცებს სახელდახელოდ გათხრილ სანგრებში ეძინათ. სროლის ხმა არსაიდან ისმოდა. თითქოს ბუნებაც ისვენებდა. მიწაზე გულაღმა გაწოლილი ლიქოკელს, გვერდით მეგობრის შაშხანა მოედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გასცქეროდა. მისი გული უაზღვრო სევდას და ბრაზს მოეცვა. გაბზარულ კედლებს ჰგავდა ხევსურის სხეული. დარდობდა ძმადნაფიცს, ბრაზობდა ცხოვრებაზე. ფიქრებში გართულს თანამებრძოლი მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა და მათარით წყალი მიაწოდა.
- ეს ჰოლანდიელის იარაღია? - ჯარისკაცმა შაშხანაზე მიანიშნა.
- ჰო. - ზვიადი წამოიწია და წყალი გამოართვა.
- ბევრს ნუ იდარდებ. - ფიქრებს მიუხვდა ჯარისკაცი. მისი ცხედარი არავის უნახავს. იქნებ ცოცხალია.
- ავღანეთში ხშირავ ვუყურებდით მოჭედილ ცას. - სევდიანი ღიმილით დაიწყო ზვიადმა. - ასე, წამოვწვებოდით, ვასრკვლავებს ვუყურებდით და სამშობლოზე ვსაუბრობდით. ერთხელ მითხრა; „დადგება დღე და თავისუფლების მზე უფრო გაათბობს გარემოს, ვიდრე ვარსკვლავთა მთელი არისტოკრატია“.
- ვაჰ, რა ლამაზი ნათქვამია. - სახე გაებადრა ჯარისკაცს. - თუკი რაიმე მსმენია მასზე, ყველა ამბობს ის რაღაც სხვანაირი, განუმეორებელი მეომარიაო. როგორც ადამიანი კი ძალიან იდუმალი და უცნაურიაო. მართლა ასეა?
- იდუმალი არ არის, უბრალოდ ჩემსავით ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. - გაიღიმა ზვიადმა. - ღმერთმა თავის ხატად შეგვქმა ყველანი, მაგრამ მაინც ყველანი განსხვავებულნი და თავისებურად განუმეორებლები ვართ. დედამიწის ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება. ორი გულიც კი არ ძგერს ერთი რიტმით. ღმერთს რომ ჩვენი იდენტურობა ნდომოდა, ფიზიკურადაც კი ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს.
- მის მოკვლაზე ავღანეთში მართლა ჯილდო იყო დაწესებული?
- იყო ერთი პერიოდი. ჩემს გამო იყო ყველაფერი...
- როგორ თუ შენს გამო?
- ტყვეობიდან, წამებით სიკვდილისგან მიხსნა.
- ამიტომ ამბობდი ჰოლანდიელთან სიცოცხლით ვარ დავალებულიო...
- ჰო. იმ უღმერთო მიწაზე ყველა ძმებივით ვიყავით, მაგრამ ადვილი საქმე არ არის საკუთარი სიცოცხელე გადადო მეგობრის გადასარჩენად. ომში კი სიცოცხლე ყველაზე ძვირად ფასობს... ქალაქში ბევრს საუბრობენ ძმობაზე, გვერდში დგომაზე, მაგრამ არ დაიჯერო იცოდე, ცარიელი სიტყვებია... ძმობა მხოლოდ მოქმედებით ფასდება. - მათარიდან ერთი ყლუპი კიდევ მოსვა და განაგრძო. - მაშინ უბრალო ნაცნობები ვიყავით. როცა გაიგო, რომ დამატყვევეს ბაზიდან ღამით გამოპარულა, ჩემამდე მოვიდა და მარტომ გაანადგურა თალიბების დაჯგუფება, ოცამდე მაინც იქნებოდნენ.
- მარტომ? მართლა ასეთი მაგარი სნაიპერია?
- სნაიპერი? - ირონიულად ჩაიცინა ზვიადმა. ნეტავ აქ ყოფილიყო და ნახავდი ვინც არის, საველე ბრძოლებში ათ კაცს მაინც უდრის ჰოლანდიელი. თავიდან არც ხიბლავდა სნაიპერად ყოფნა. მაგრამ მისნაირი სიზუსტის მქონე არავინ გვყავდა, ამიტომ სნაიპერად გაამწესეს.

ჯარისკაცი აღტაცებული უსმენდა.

- შენ მისი დანის ხმარება არ გინახავს. - განაგრძო ეშხში შესულმა ლიქოკელმა. - ტყვეობაში დაჭრილი ვიყავი, ზურგით გამოვყავდი შენობიდან. თვალებს არ ვუჯერებდი, მთელ სართულზე დანით აჩეხილი ათამდე კაცი ეყარა. ეზოში კი შუბლგახვრეტილი ხალხი ესვენა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ერთ კაცს შეეძლო. ბაზაზე რომ მიმიყვანა იქ დავრწმუნდი, როცა ხელმძღვანელობამ ბაზის უნებართვოდ დატოვებისთვის მხოლოდ ის დასაჯა, ორი კვირით, იქაურ გაუბახტში გაუშვეს. თალიბებმა კი მის მოკვლაზე ჯილდო დააწესეს. როცა გათავისუფლდა ოფიცერმა შესთავაზა გარკვეული დრო არ გასულიყო ბაზიდან. თალიბები ეძებდნენ. ერთი მაგარი სნაიპერი ჰყავდათ, ოსმანი ერქვა. ძაან გამწარებულებულები ვყავდით. რამდენიმე ამერიკელი თანამებრძოლი მოგვიკლა. ჩვენებიც ეძებდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჰოლანდიელზე ნადირობდა. მას ეს უფრო აღაგზნებდა. მაინც ერთვებოდა მისიებში,როცა ვპატრულირებდით სიმაღლეებიდან გვიცავდა. ვიცოდი, რომ ამავდროულად მტერ კოლეგას ეძებდა. ოსმანმაც კარგად იცოდა, რომ ჩვენი პატრულირებისას, დიდი შანსი იყო ჰოლანდიელი შორიახლოს ყოფილიყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღესაც, ხრიოკიან მთაზე შენიღბული აღმოაჩინა ჰოლანდიელმა. ოპტიკურ ლინზაზე არეკლილმა მზის სხივმა გაყიდა ოსმანი.
- მოკლა?
- მოკლა. დაახლოებით კილომეტრს-ნახევრიდან ესროლა.
- რას ამბობ?! - გაოცდა ჯარისკაცი.
- ეგრეა. საღამოს მითხრა უნდა დავმარხოვო. გავყევი, მარტო არ გავუშვი. გზად ვეუბნებოდი მის გამო ხიფათში ნუ იგდებ თავს უკან დავბრუნდეთთქო. არ დამიჯერა... უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში, გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობო მტერს. ცოცხალი რომ დარჩე უნდა იბრძოლო და მოკლა კიდეც თუ საჭიროა, მაგრამ ის ვაჟკაცი იყო და არ ეკუთვნის მზის გულზე, სვავების საჯიჯგნად ყოფნაო. თვლიდა, რომ ყველა ადამიანშია სიკეთის მარცვალი, ალბათ ამ სიკეთის მარცვალს ეძებდა გარშემომყოფებში მუდამ... როცა დავმრხეთ და მოვბრუნდით დანაღვლიანებული მეჩვენა, ხმას არ იღებდა. ის მტერი იყოთქო ვუთხარი და იცი რა მითხრა? - იკითხა ლიქოკელმა და მომღიმარე სახე ცისკენ აღაპყრო.
- რაო?
- „აპლოდისმენტებს მტერიც იმსახურებს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც“!

წუთიერი დუმილი ჩოჩქოლის ხმამ დაარღვია. საგუშაგოდ მდგარი ჯარისკაცებს უიარაღო კაცი მიუახლოვდათ. შუახნის ასაკს გადაცილებულ კაცს საუბრისას აშკარად ეტყობოდა ოსური აქცენტი. „ოსია, შემოგზავნილია“ - ისმოდა ხმები. ძირს დაგდებული, შებოჭილი უცნობი თავს იმართლებდა, „არ ვარ ოსი, ქართველი ვარ, აქაური ვარ“. ზვიადი მაშინვე წამოხტა და მათკენ წავიდა.
- რა მოხდა?! - იკითხა ზვიადმა.
- ჩვენსკენ მოიპარებოდა. - ერთხმად უპასუხეს გუშაგებმა.
- გაჩხრიკეთ და წამოაყენეთ. - უბრძანა ჯარისკაცებს. მაშინვე გაჩხრიკეს და ფეხზე წამოაყენეს.
- ვინ ხარ, აქ რას აკეთებ? - მშვიდად ჰკითხა ზვიადმა.
- თქვენიანი ვარ... - ამოილუღლუღა შეშინებულმა კაცმა.
- ალყაში ვართ, თუ ჩვენიანი ხარ აქამდე როგორ მოაღწიე?! - თვალებში ჩააცქერდა უცნობს.
- მე აქაური ვარ, ყველა ბილიკი ზეპირად ვიცი.
- რისთვის მოხვედი?
- მზოლოდ ზვიად ლიქოკელთან ვისაუბრებ! - უწინდელისგან განსხვავებით, მის სიტყვებში სიმტკიცე შეინიშნებოდა.
- მე ვარ ზვიადი, ესენი კი ჩემი თანამებრძოლები არიან და მათთან დასამალი არაფერი მაქვს.
- ბრძოლისას დაჭრილხარ? - მოულოდნელად იკითხა უცნობმა.

გაკვირვებულმა ზვიადმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- რა ადგილას?
- მარჯვენა ბარძაყში.
- ესე იგი ზვიადი ხარ.
- ოჰ, დარწმუნდი?!

უცნობმა ზვიადის ირონიას ყურადღება არ მიაქცია და ამბის მოყოლა დაიწყო.

- ორი დღის უკან, ჩემს სახთან ახლოს, დაჭრილი ბიჭი ვიპოვე. რამდენიმე დღეა საკუთარი სახლის სარდაფში ვიმალებოდი. წყალი გამითავდა და დაბნელებულზე გარეთ ამოვიპარე. მოგუდული კვნესა მომესმა. ჭიშკარს ჩამომჯდარი, კედელს მიყუდებული ბიჭი თავად იმუშავებდა ჭრილობას. სარდაფში ჩავიყვანედა ჭრილობა დავამუშავეთ. მუცლის გვერდიდან ნაღმის ნამსხვრევი გამოვიღეთ და შევუხვიე. მთელი ღამე მაღალი სიცხე ჰქონდა. მოგვიანებით ჩაეძინა. ბოდავდა, გაუკვეველ სიტყვებს ამბობდა, არაბულ ენად მომეჩვენა. ერთხელ ქართულადაც თქვა, „დამშვიდდი ხორასნელო“.
- რა თქვი?! - უცნობს ხელებით მხრებში ჩააფრინდა და შეაჯანჯღარა. - ხორასნელი ახსენა?
- ეგრე თქვა... - ისევ ამოილუღულა დაფრთხალმა კაცმა. - გონს რომ მოვიდა წამოსვლას აპირებდა. ბევრი ვეხვეწე, არ გამოვუშვი დაჭრილი. ვუთხარი, რომ აქ უკვე მტერი იდგა. ბოლოს დამთანხმდა, თქვა ჩემი იარაღის გარეშე მაინც გამიჭირდებაო. მთხოვა ღამით აქ წამოვსულიყავი. თუკი ჩვენი ჯარისკაცები აქ დამხვდებოდნენ, ზვიად ლიქოკელი მომეძებნა, მეთქვა, რომ ის ცოცხალია და გელოდება.
- სახელი რა ჰქვია?! - ზვიადისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო თუმცა კაცის სიტყვებში ბოლომდე დარწმუნება სურდა. ის თუ ლაშა იყო საკუთარ სახელს ან მეტსახელს არავითარ შემთხვევაში არ ახსენებდა.
- სახელი არ უთქვამს. მითხრა, რომ შენივე სიტყვები გადმომეცა, ამით მიხვდებოდი მის ვინაობას: „შაოსანი ჯეელი გამოდის სამზეოზე“
-
„ჰოლანდიელო!“ - გონებაში თითქოს წამოიყვირა ზვიადმა. ცოტა ხანს დუმდა შემდეგ კი ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- რა ბილიკებითაც მოხვედი, შეძლებ ჩვენი იგივე გზით გაყვანას?
- ყველას ერთად ვერა, შეგვამჩნევენ. ნაწილ-ნაწილ უნდა წამოხვიდეთ.
- მადლობელი ვარ უფროსო. - პატივიცემის ნიშნად უცნობს თავი დაუკრა. მაშინვე ჯარისკაცებს მოუბრუნდა და ბრძანა, ბარგი და იარაღი შეეგროვებინათ.
- გათენებამდე უნდა დავტოვოთ აქაურობა! - დაიძახა ლიქოკელმა.



№1 სტუმარი Marimari

Ufff, kidev kai cocxalia lasha da mters ar yavs tyveobashi, imedia mshvidobinad gaiyvanen jariskacebs, zviadic magari kacia, imedia mshvidobinad dabrundeba orive tavis ojaxebshi da sayvarel xalxtan. Veli shemdeg tavs:-):-)

 


№2  offline წევრი ვიპნი

როგორ მიხარია ჰოლანდიელო შენი გამოჩენა,ბიჭი რომ არ გამიწირე ეს გულები შენ ❣️❣️❣️❣️❣️

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
როგორ მიხარია ჰოლანდიელო შენი გამოჩენა,ბიჭი რომ არ გამიწირე ეს გულები შენ ❣️❣️❣️❣️❣️

შენს ბიჭს როგორ გავწირავდი :))

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მაგარია და ძაან საინტერესო<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent