შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ არ შემძლებია (სრულად (+18))


10-09-2020, 20:01
ავტორი nukito20w
ნანახია 6 986

პირველად დავინახე
მე შენი მწვანე,
და რომ შემიპყრო, დამალვა ვცადე...
შენ შეგიყვარდი,მითხარი ასე
მე ხომ ძალიან მინდოდა, რომ გყვარებოდი ასე...

-----------
გიჟივით დანავარდობდა ქარი მანქანაის დაწეულ ფანჯრებში და დასიცხულებს სასიამოვნოდ გვედებოდა კანზე. ეშმაკური ღიმილი არ გვშორდებოდა და კამერის წინ მხიარულად ვპოზიორობდით.
-oooh
Mmmmm
Yeaay... - მე და ვიკა ვყვებით სიმღერას მთელი ემოციით,თან გვეცინება,რადგან დიდად ხმით ვერც ერთი დავიკვეხნით. საჭესთან ნიკუშაა გამოჭიმული, ხოლო გვერდს თავადი სანდრინიო უმშვენებს,რომელიც ინსტას ჩვენი სთორებით აოხრებს.
ესეც ჩვენი პირადი ყიზილბაში.

- this will be an everlasting love.
This will be the one i've waited for.
This will be the first time anyone has loved me.- ტანს ვაყოლებთ მჯდომარე მდგომარეობაში, როგორც შეგვიძლია და საოცარი სათვალეებით ვიწონებთ თავს. ვიწონებთ რა,ისედაც მოვწონვართ ხალხს.
I'm so glad u found me in time.
And i'm so glad that u rectified my mind.
This will be an everlasting for me.
Loving u is some kind u of wonderful
Because u showed me just how much u care.
U've given me the thrill of lifetime.
And made me believe u've got more thrills to spare,oh!
This will be an everlasting love
Oh,yes it will now!
U brought a lot of sunshine into my life
U filled me with happiness i never knew
U give me more joy then i ever dreamed of
And no one,no one can take place of u
This will be,
U and me,
Yes sir-ee,
Eternally
Hugging and squezzing,
And kissing and pleasing,
Together forever,
Throughever whatever.
Yeah yeah yeah yeah, u and me

So long as i'm living
True love i'll be giving
To u i'll be serving cause
U're so deserving.
Hey,u're so deserving,u're so deserving
Yeah,yeah,yeah, wooah ..
Love love love.....

-თქვენი ხავილი გადაღებულია.- კმაყოფილი ტრიალდება სანდრო.
მე უკვე შეჩვეული ვარ შანტაჟს, აი ვიო-კი არ ეპუება.

-აი,ერთი folower-ც რომ მომაკლდეს, დაგერხევა, სან!- ვიკა მუქარით ცდილობს მოდრიკოს, თუმცა სანდროს არაფრის ეშინია.

-ვი,ნუ ღელავ,შანტაჟის ფოტოების კოლაჟი გაუშვი.- ვეხმარები და ვაქეზებ.

-დაგერხევათ!უყურე რა ამათ, თევზები და მეორე თევზებიც არაა,სუფთა ლიფსიტა! ხედავ?!თევზებიც კი არ ხარ.- მე და ვიკა ავყირავდით, იმდენი ვიცინეთ.
ჩემს სიმაღლეს და წონას მოიცავს ლიფსიტის წოდება.

-fish,fish!- წინიდან ნიკო ამატებს და ამაზე ორმაგად ვიხევით სიცილით. ასე ცდილობს ხოლმე ჩემს გამხნევებას,რადგან ერთ დროს მწყინდა საპატიო წოდება. ნიკო კეთილია,სანდრო-იდიოტი.უხ, მაინც მიყვარს ორივე.

-წესიერად ილაპარაკე!- ვიკა სიცილით ჩქმეტს მხარზე. - ზე ზოდიაქოს ნიშანია და თორმეტივე ნიშნის თვისებებს შეიცავს. ამიტომ,დაგერხათ.

-ისე, ვივ! რას იფიქრებდი, რომ მერწყულის ნაცვლად,თევზები იქნებოდი,არა?!-გამაღიზიანებლად ერთვება.
-მერწყული ვარ.- ვიმართები მხრებში.- თან მოშიებული.

-აუ,მეც.-ნიკუშა მეთანხმება. ვიკა შეწუხებული სახით მიყურებს.

-ვივიენ,იქნებ მიხვდე და დაგვაპურო!- საზურგეს ეყუდება.- დავწყდით მშივრები.

ჩემს საფიცარ სათვალეს ფრთხილად ვიხსნი და ვიკას ვაწვდი,რომ არ გატყდეს შემთხვევით. მერე კონტეინერიდან დედას გამომცხვარ ხაჭაპურს ვაწვდი, მე კი ლობიანს ვეახლები გემრიელად.
ვიკა ნიკუშას ატენის პირში და ისიც წუწუნებს,სულ ზედ მაყრიო.
-ვაიმე,მადლიერი იყავი, საერთოდ რომ გაჭმევ რა. -აყვედრის ან დაუფასებლობას არ არჩენს.

-ვირო მადლიო.-ვამატებ და კიდევ ერთ ლუკმას ვკბეჩ.

-უნივერსიტეტიდან ცოდნას და დიპლომს თუ არა,შენს ანდაზებს ხომ მაინც გავიტანთ.- ვიკას ეცინება.- ან შენი ფრაზებით გამოვცემთ წიგნს.

-ვიკა,შენზე თქვეს, თაზოს გოგოაო.-სანდრო ცდილობს გააღიზიანოს. რა არ ასვენებს ამ ბიჭს?! მაინც და მაინც,ჩემში ყარაჩოღელი სული უნდა გააღვიძოს და ვიფრინო?!

-აი,თაზოს საერთოდ რომ ელაპარაკებით თქვენ ორი და
ერთად რომ "დვიჟენიობთ", მაგარი ბანძები ხართ.-ვიკა ეპასუხება თავმომწონედ. სხარტულა გოგოა,აბა ისე როგორ?!

-შენ უფრო ბანძი ხარ, მაგასთან ერთად "იჩითებოდი".- ნიკო ახალ სიმღერას ჰყვება,რომ ამათი ირონიული დაძაბულიბა, განმუხტოს. -ისე ერთხელ როგორ არ გვითხრა,მე და ნიკოს,რომ ევასებოდი?!-ეღიმება.

-მე რა ვიცოდი,ეგ რომ ვერ იყო. ტიპს შევფუთავ, ბაფთას გავუკეთებ და დაბადების დღეზე გაჩუქებ,თუ ეგრე მოგწონს.მე რას მტენი?!- თავს იკავებს წერეთლის ქალი.

-ეს ნახე რა,როგორ გაბლატავდა.- ნიკუშა სანდრუნას იცავს.

-ეჰე,მარნეულმა გამოიღვიძა?- ირონიას მოუხმო.

-ბულინგს აქვს ადგილი.-ვერთვები. ვიკა მიტრიალდება აწითლებული და მიუხედავად, ცხვირზე დაკოსებული მზის სათვალისა, მაინც მასობს მკვლელ მზერას.

-შენ გოგო,ჩემკენ ხარ თუ იმათკენ?

-შენკენ,რა თქმა უნდა.- მხრებს ვიჩეჩ და ლობიანს ვკბეჩ.

-ზუნზ,არ გინდა საჭესთან სცადო ბედი?- ნიკუშა მიცინის სარკიდან.

-თუ კაცი ხარ,ცოდვას ნუ ამკიდებ რა. -ვიკა უკვე ხვდება,რაც ვიგულისხმე და ეცინება.

-რატო?-სამაგიეროდ ბოთე ვერ ხვდება.

-თვითმკვლელობა ხო ცოდვაა და +3 კაცს მაკვლევინებ,შენ არასწორო!- თვალებს ვაბრიალებ.

-რა გინდა,ვითომ აქციაში მოყევი. იქნებ უფასოდაც შეხვიდე სამოთხეში.- იდიოტია რა. სამოთხეში ვინ შემიშვებს, ამხელა ცოდვის მერე.

-აუ,შეცვალეთ ფლეილისთი!- თავადის ძე რთავს ახალ სიმღერებს და ხმას ბოლომდე უწევს.

-სკამის ფორმა მაქვს,უნამუსო ვიყო, როდის ჩავღოღდებით?- ვიკა დაღლილი სახით კითხულობს. - და საერთოდ, აბა კარგი მძღოლი ვარო?! მივჯლიგინებთ 7 საათია.-ბუზღუნებს ისევ.

-აუ,ვიიკუშ,დაიღალე?!- სანდრო ტრიალდება და სურათს უღებს. ვიკა ისე სხარტად სწორდება,რომ ლამისაა სათვალე მოსძვრეს.
ჩემთვის მეცინება. -შენ ნუ გამიბლატავდი,თორემ ჩამოგსვამთ გაჩერებასთან და იმგზავრე "მარშუტკით" სახლამდე.

-სანდრო,სთორიში არ დადო, გაფრთხილებ,უკანასკნელად! თორემ იმ შენს იხუნიასთან ერთად დაგიდებ ფოტოს. - თმა ავიწიე სამაგრით.კარგი, რით ემუქრება? ეგ ფოტო თვითონაც აქვს გამოჭიმული. - აი, კიდევ ვინ ვის ჩამოსვამს,მაგასაც ვნახავთ რა!

-ჩემს იხვთან რა გინდა? საერთოდ,წესიერად მელაპარაკე.- ამხელა კაცს სათამაშო იხვთან ერთად სძინავს,რომ იცოდეთ.- ვივიენ, გადმომაწოდე.
-სად დევს?-სხარტად ვპასუხობ. არადა,სიცხისგან გული მიწუხს უკვე.
-მანდ ზის!- სახეს ატრიალებს ჩვენი სანდრინიო. დაკვირვებით ვათვალიერებ სავარძელს ჩემსა და ვიკას შუაში მოქცეულს, მოწიწებით ვაწვდი,მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებ.
-ჩემს იხვთან მინდა.- ვიკა გახარებული უღებს სურათს და სთორიში საპასუხო დარტყმას აყენებს სანდროს.
ესეა,მეგობრებო. ომს უფრო ჭკვიანი იგებს.
მეცინება ისევ. სულ ასე კინკლაობენ და ყველაზე ახლოს ერთმანეთთან არიან.

ვიკას ვუყურებ,სველი თმები უკვე შეშრობია და წუხს სიცხეში, მაგრამ მისი მუდმივმოქმედი ფრაზაა,რითაც თავის ქმედებას განამტკიცებს "სილამაზე მსხვერპს მოითხოვს". ისედაც ლამაზია,ვერ ვხვდები,რატომ იტანჯავს თავს.
ოთხივე დაღლილები ვართ. ვიო ისე იღლება,კალთაზე თავს მადებს.თმებზე ვეფერები და ისიც თვალებს ნაბავს. რა საყვარელია, გავჭ....ტ!
თმებზე თამაშს არ ვწყვეტ. მცხელა, აუტანლად და ვერაფრით მეხმარება გიჟურად მოთარეშე ჰაერი.
გარეთ ვიყურები და ვაკვირდები გარემოს. სათვალეს ისევ ვირგებ და უკან მოტოვებულ სახლებზე ვფიქრობ.
ვაჟბატონსაც ჩასძინებია და იხვი კვლავაც ჩახუტებული ჰქონია. მეღიმება ამ ბავშვზე.

-ნიკუშ,რამდენი დარჩა?- მშვიდად ვკითხულობ.

-საათ-ნახევარი სადღაც,ზუნზუ.- სწრაფად მპასუხობს. ვუღიმი გულწრფელად.
-ცოტა დაუწიე რა ხმას, გაეღვიძებათ.- ნიკუშა წამშივე მისრულებს თხოვნას.
მძინარე ვიკას დავყურებ, თავადური წარმომავლობის საქალბატონეს და ვფიქრობ,ეს ის გოგოა, სამართალმცოდნეობის ფინალური გმოცდიდან 28 ქულით რომ გამოვიდა 30-დან.
--------
პირველი, რასაც მანქანის გაჩერბისთანავე ვაკეთებთ,არის ის,რომ გადასულები,წელში ვსწორდებით.

-ჩამემსხვრა ჭაჭები!- ვკრუსუნებ შეწუხებული. ვიკას ეცინება და ამბობს, გაიღვიძა ვივოში ყარაჩოღლურმა სულმაო.
გახარებულები ვავლებთ თვალს ნიკოლოზის სახლს და ისეთი სილამაზეა ირგვლივ, გაოცებას ვერ ვმალავთ.
სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი. მოწმენდილი ცა და მოცინარი მზე. მობიბინე მინდორი, მინდორზე- ყელმოღერებული ყვავილები.. ჩიტები ჭიკჭიკებენ, პეპლები დაფარფატებენ.. სიცოცხლე ჩქეფს.

მოვლილი,შავი ჭიშკარი, ჭიშკრიშ შიგნით- რძისფერი სახლი.
-ჰე,ახლა!პატარა ჩანთები მაინც გადაიტანეთ!-ჯუჯღუნებს სანდრო, მაგრამ არც გვაძლევს უფლებას, რამე ჩვენით ვზიდოთ.
-აუ,სანდრო, მაღონებ!- შეწუხებული ვიყვან მის იხვს და სახლიკენ მივდივარ.
-ჩემი იხვი!-ოდესმე გაჩუმდება?!
--------
-ვი,ჩაიცვი და ჩავიდეთ დაბალა.- წერეთელი გამოდის აბაზანიდან უკვე გამზადებული.

-აი,გვერდები გვერდებად მტკივა და მეძინება სასტიკად.- თვალებს ვნაბავ,რომ შევეცოდო და დამტოვოს მარტო.

-მშიერი უნდა იყო,მერე?-მეკითხება გაოცებული.

-რა ვქნა,მეძინება და..- მამთქნარებს.- რა გენაღვლებათ, შენ და სანდრინიოს! ორივეს აყირავებულებს გეძინათ.

-მარტო მიშვებ წინა ფრონტზე?- გაოგნებული მეკითხება.ეგოიზმის პიკი.

-მარტო ვერ გაუმკლავდები?- ვეკითხები ტირილამდე მისული.

-რა გჭირს?- შეწუხებული ვპასუხობ იგივეს. -ადე და მოგიყვანთ ხასიათზე! ცოტას დავლევთ, ვიცეკვებთ,ვითამაშებთ და ასე რა..

-საშინელებებს ჩამადენინებთ.- შეწუხებული ვპასუხობ და ვმორჩილდები.

სხვა გზა არ მაქვს. მომიჭრა უკვე.
-----
-ჰე ახლა,რა გავაკეთოთ თქვით. ოღონდ რამე მარტივი.- სიცხისგან შეწუხებული ვეყუდები სამზარეულოს კარადას.

-რატომ,ვივ?! ეგეთი მარტივები ხართ შენ და ვიკა?-ვიკა ეგრევე თავდასხმისთვის მოემზადა, მე ვადროვე.

-მაგრად გვეზარება,თორემ ჩვენ რომ სამზარეულოშიც მაგრები ვართ, ცნობილი ფაქტია ეგ.- ჯანდაბა! რითი ბაქიაობს?! კვერცხს ძლივს ვწვავ.
-ვივიენი აშკარად არ გეთანხმება.

-ვივიენი მეთანხმება.ჩვენ უფრო გვესმის ერთმანეთის დუმილის, ვიდრე შენ...-ქალბატონმა წერეთემლა თვალები დამიბრიალა.

-კი,აბა?! ჩემი ტორტები და ნამცხვრებიც კი არ გაგისინჯავთ.- თავდაჯერებულმა ვთქვი.არადა, დამოუკიდებლად არასდროს მიცდია გამოცხობა.

-მერე დავაცხოთ,რას მიყურებთ?- მკერდში ლახვარივით ჩამესო, ტრაბახა სანდროს სიტყვები.

-დაღლილი ვარ და რამე მარტივი-თქო,რატო მაყვირებ?- თვალების ტრიალით ვეუბნები.

-მაწუხებ. - მოწყენილი ამბობს სანდრო.

-ჩვენ მოგვბეზრდი და გაბრძანდი შენს ძმაკაცთან.- ხელი გაიშვირა კარისკენ წერეთელმა.

-წესიერად მელაპარაკე!

-ბლა ბლა ბლა! ვიცოდი,რომ მაგას მეტყოდი. "დასააფდეითებელი" გაქვს იუმორი.- ვიკა უტევს.

-მართლა მომბეზრდით,შენ და ზოგჯერ ეს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი გოგო.-ჩემკენ გამოიშვირა ხელი.

-აუ,სანიი..-სპეციალურად აღიზიანებდა სანდროს მიმართვის ამ ფორმით.- მსოფლიოში ყველაზე რთულ ტესტებსაც ხომ არ წერ?

-კი,ინგლისურში წერს,თან დარგობრივ სამართალში.- ვამატებ. მე და ვიკა კმაყოფილების ზენიტში ვართ.

-ვიო,აღარ ხარ საყვარელი. - კოცნას ვუგზავნი და სამზარეულოს მაგიდაზე შემოწყობილ პარკებში ვიხედები. თავადის ყმაწვილი გვტოვებს.

-სახლი გვაქვს დასალაგებელი.- მოწყენილი ვამბობ.-სველი წესით თანაც.-ვიკა ოხრავს.

-საკუთარს არ ვალაგებ და ახლა სხვისი მალაგებინე რა.- წერეთლის ქალი ჭირვეულობს.

-მტვრიანია ძირითადად ყველაფერი.

-მოდი ჯერ მაგიდა გავხეხოთ და ვჭამოთ,მერე კიდევ დავალაგოთ.- რომ არ მეჭამა,გული წამივიდოდა. ამიტომ დავთანხმდი.
--------
იმხელა სახლის დალაგება მარტივი არ ყოფილა. ჯერ ჭერი დავფერთხეთ, გამოვგავეთ, მტვრები გადავწმინდეთ, სველი წესითაც მივალაგაეთ, ფანჯრებიც დავწმინდეთ და სხვათაშორის, ის ორი ვაჟბატონიც დავიხმარეთ.
მართალია სანდრო ზარმაცობდა და ძირითადად გვსვრიდა, მაგრამ ცოლს რომ მოიყვანდა და მიაყენებდა დასალაგებლად,უნდა სცოდნოდა ამხელა წვალების ფასი.აი,მერე აღარ მიაყენებდა მარტოს.
ფორთხვით გადავივლეთ ისევ და დავიშალეთ.წერეთელზე მიხუტებულს ჩამეძინა.
-------
-ვი,გაიღვიძე.-ვზმუი.-ვი-მეთქი! გიორგიმ დამირეკა!- ისევ ვზმუი და თავს ვერ ვწევ.
-იცოდე,ბოლოჯერ გეუბნები, დამირეკა გიორგიმ!საერთოდ აღარ მოგიყვები,იცოდე.- გიორგიმ ვიკას დაურეკა.ვინაა..გიო...
-ჰა?-ისე სხარტად ვიწევი დასაჯდომად,რომ თვალებში მიბნელდება და გულისრევის შეგრძნება მივლის.

-ხოო! მე უკვე აღარ ვიცი,რა უნდა და რას ითხოვს. არც მიშვებს და არც ჩერდება.- მკერდში ჩხვლეტას ვგრძნობ. ვერ ვიტან იმ არსებას,ვიკას გრძნობებზე რომ ასე თამაშობს.
-ვიკა.-ხელზე ნაზად ვეხები, ჯერ კიდევ ხალათში გამოწყობილს.- ვიქტორია.-იტალიური აქცენტით ვამბობ. მიყურებს მშვიდად.

-მაგ ბიჭმა,არ იცის,როგორ დაგაფასოს. ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში,ეგ ლომების შემარცხვენელი არსება.- ბრაზი მერევა.-რაო,რა მინდაო?

-მომიკითხა.მომენატრეო და მინდა გნახოო,გამოხვალ რომ ჩემი დისშვილები გავასეირნოთო? ვუთხარი წამოვედი მე უკვე დასასვენებლად, მეგობრებთან ერთად-თქო.- ღრმად სუნთქვს.- ვისთან ერთადო. მეთქი-მე, სანდრო, ნიკუშა და ვივიენი.. ეგ ის სანდროა,ლექსი რომ მოგიძღვნა და თან შენს მეგობრად რომ ასაღებს თავსო? კი,ოღონდ მეგობარია-თქო და დამალაპარაკე, გავიცნობო.
-აუ,რა ჯანდაბა უნდა.დაეტიოს სადაც არის!- ვღიზიანდები.- დადგა აქ ეჭვიანობის სცენები.

-ძინავს აქ ხალხს-თქო და გააღვიძეო.

-მაგას შენ ცოლი, სანდრო კიდევ საერთო ბავშვი ხომ არ ჰგონია? აეე,გამიღვიძე ბიჭიი მე უნდა დავაძინოო?!-წავუყარაჩოღელე, როგორც ვიკა იტყოდა.

-ხოდა,თავი გავიგიჟე, არა-თქო. მერე მითხრა,მეგობრობაზე მეტი უნდა, შევატყვე მანერებზეო.

-რა იყო,თავისი თავი ამოიცნო?!- გამეცინა.

-ალბათ,რა ვიცი. სანდრო მართლა ჩემი მეგობარია. უბრალოდ... ერთმანეთთან უფრო გახსნილები ვართ.- ლოტუსის პოზაში მოკალათდა და იდაყვებს დაეყრდნო.

-მერე,მერე?-დაინტრიგებული ვუსმენდი.

-მერე არაფერი. დაბადების დღესაც კი არ მილოცავს,რაზეა საუბარი მაგის მერე.

-მაგ სვლას ვუკვირდები და ვერ ვხვდები.რატომ არ გილოცავს,თუკი უყვარხარ?

-არ ვუყვარვარ. რომ ვუყვარდე, არ მომექცეოდა ეგრე. არ გაქრებოდა 3 თვე! ესეა,მიდის და მოდის, ქრება და ჩნდება. არ მაცდის დავიწყებას.- უწყლიანდება თვალები, მაგრამ თავს იკავებს. არ უნდა ტირილი,არ უყვარს.

-ვერ ვიტყვი,რომ არ უყვარხარ. 3 თვის მერე უკან დაბრუნდა! სახლთან მოგადგა და რომ დაგინახა, გიჟივით ჩაგეხუტა.

-და მითხრა :" ისე მომენატრე, აღარ შემეძლო რომ არ მენახე." ჩემი ცივი გამარჯობის, გაშეშების და არმოხვევის მერე იყო.მე არ მოვეხვიე,ის კი მიხუტებდა. ვუთხარი,რომ წასვლას აღარ ვაპატიებდი და კვლავ გაქრა. ახლა ვამბობ, თუ დარჩება, თუ მომილოცავს მესამე წელს მაინც დაბადების დღეს, დაკარგული აღარაფერი იქნება. ვეცდები აღვადგინო ჩემში დამსხვრეული ნაწილები, მაგრამ თუ არ მომილოცავს,ყველაფერს მწარედ დავუსვამ წერტილს.- ფანჯარას გაჰყურებს. მე ხმას არ ვიღებ. რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ დამშვიდდეს.

არ ვიცი,რატომ შეუყვარდა. თვითონ ამბობს,მისი ნაკლის გამოო. მხოლოდ სიმპათიური რომ ყოფილიყო, ალბათ, ზედაც არ შევხედავდიო. მიყურებდა თვალებში და მატყუებდაო. იყენებდა ჟესტებსა და მიმიკებს, კვლავ ცდილობდა თვალებში ნაცარი შეეყარაო. სულ მეთამაშებოდა და ამან ჩამითრიაო.

ნეტავ,მართლა შესაძლებელია ადამიანის ნაკლის გამო შეყვარება? როცა ასეთი ცუდი ხარ, როცა იციან,რომ ესეთი ცუდი ხარ და მაინც გიყვარებენ... არ ვიცი, არ ვიცი. ალბათ,შეიძლება. ვიკას ხომ უყვარს, ჯერ უყვარს და ალბათ, მალე გაუნელდება კიდეც ის გრძნობა.

გიორგიმ იცოდა,ვიკას რომ უყვარდა. ისიც იცოდა,რომ პატარა იყო მასზე და ბინძურ თამაშს არ წყვეტდა.
-მართლა ბოლო წვეთი იქნება ჩემთვის მარტის თვე. თუ არ დარეკავს,თუ არ მეტყვის.. მე დავასრულებ. მეტს ვეღარ დავიტევ. ამდენს ვეღარ ვატარებ მკერდით. იცის მტკენს და არ ჩერდება, არ ჩერდება იმ შავი ფერებით. მიკლავს ყველაფერს. ისიც კი არ იცოდა,როგორ მენატრებოდა..მერე მოვიდა უნამუსოდ, მეხუტებოდა... მაკონტროლებდა ეგეც და მაგის მეგობრებიც. მიყურებდა, მაშტერდებოდა.. მაღიზიანებს, ახლა ამ წამს ისე მაღიზიანებს, თავს მოვაჭრიდი.

-მოდი,ახლა ავდგეთ და დავიკიდოთ. წნევა მეცემა,მგონი.- შეწუხებული სახით ვიწევი საწოლიდან.

-ზოგჯერ მგონია,რომ ბრაკი ხარ.- აწყლიანებულ თვალებს ატრიალებს.

-ნამდვილად,თავიდან გასაკეთებელი ბავშვი ვარ.- ვეთანხმები.
---------------------
ეზოში ვისხედით. ფეხები წერეთლის კალთაზე გადამეწყო და შემდეგ სვლაზე ვფიქრობდი.
ძლიერი მოთამაშე არასდროს ვყოფილვარ და ახლაც ვცოდვილობდი ჯოკერის პირველ ხელს.
მობეზრებულმა წავიღე ჩემი და 6-იანი გული ვატარე.

-უხ,ჩემი რა!რა ჩმორულად იქცევით! მეგობრობა თქვენ არ იცით და გაგება. პასი ვთქვი და 1 წავიღე.

-მე რა ვიცოდი, დამა რომ გეკავა.- მხრები ავიჩეჩე და წვენი მოვსვი. სანამ დაარიგებდნენ,იქამდე მოპირდაპირედ ძლივს მდგარ სახლს გავხედე. სულს ღაფავდა, ისეთ დღეში იყო.ეზოც მოსავლელი იყო-გაზონი გასაკრეჭი.

-როგორ უნდა მიიყვანო, სახლი ამ მდგომარეობამდე?- ვკითხულობ გაოცებული და დარიგებულ კარტს ვიღებ.

-იმ სახლზე ამბობ?! რა ვიცი, აბა. რა გითხრა. წლებია დგას და ბავშვობის მერე აღარც მინახავს მისი პატრონი.

-ჩამოდით ახლა!- სანდრო თავისას მიერეკებოდა. საერთოდ, სხვა იყო და სხვანაირად ავლენდა თავს.
ჩვენც მხრები ავიჩეჩეთ და განვაგრძეთ თამაში. წაგებული სურვილებს ასრულებდა.

მხიარულ ნოტაზე ვაგრძელებდით ხელს და ჩემს მესამე ადგილს საცოდავად ვეჭიდებოდი. რისი იმედი მქონდა,არ ვიცი..
ხასიათზე ვერ ვიყავი. არ მინდოდა ლაპარაკი და არც ბავშვებს ვუგდებდი ყურს. შინაგანად ვიყავი დაღლილი და დატვირთული ემოციებისგან.

მივყვებოდი წესებს, ვითომ დიდად ჩართული ვიყავი და მაინც ვერ ვგებულობდი,რა მინდოდა ან რა ხდებოდა.
-ლუზერი ხარ რა.- სანდრო მაქეზებდა.
-ჩემს დაქალზე წესიერად ისაუბრე. საერთოდ, ლუზერობაზე ის არ უნდა საუბრობდეს, ვინც კინაღამ 2 საგანი შეიტენა.- თვალი ჩაუკრა.
-გველაძუა.- ნიკუშამ უთხრა ვიკას. ზოგადად ნიკოს არ უყვარდა გინება და ბილწსიტყვაობა. მეგობარსაც არ აკადრებდა, ხუმრობითაც კი. ეს თვისება მომწონდა მასში.

-2 შვაბრა ნახე რა.- ვიკა წარბებს ათამაშებდა. არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლო სულ კარგ ხასიათზე ყოფნა.

-ჩათიდან წაგშლი,ვიი.- ნიშნისმოგებით თქვა სანდრომ.

-სანდრო,შენ ძალიან გაბანალურდი, თუ ატყობ?

-აუ,ვიკუუშ, მართლა? უყურე რა,ორი თევზი.

-ლიფსიტა. -ჩავუსწორე მობეზრებულმა. - შეიძლება ქვირითიც.
..............
მესამე დილა თენდებოდა, ნიკოს სახლში. ფანჯარასთან ვიდექი ყავის ჭიქით ხელში და მოპირდაპირედ მდგომ სახლს ვუყურებდი. იმ სახლს, წინათ რომ განვიხილავდით.ერთი ქარის დაბერება და ფეხებს გაფშეკდა.
სახლის წინ მანქანა ეყენა. შავი ფერის ჯიპი.
ორი კაცი იდგა და ლაპარაკობდნენ რაღაცას.არ ისმოდა, მაგრამ ვხვდებოდი,რაღაც სერიოზულს წყვეტდნენ.

მობილურზე შემოსულ ზარს შეუხებულმა დავხედე. ჩვეული ღიმილით ვუპასუხე და ავყევი დიალოგში.

ჩემებთან ლაპარაკი დღეში მინიმუმ 3-ჯერ მიწევდა და ვწუხდებოდი ძალიან. მონატრებას არ მაცდიდნენ. ისიც არ მითქვამს, ნიკუშა და სანდროც რომ მოდიოდნენ,თორემ დამრჩებოდა განზე ამათთან ერთად წასვლა. მარტო მე არ ვყოფილვარ ასე, ჩემი ვიქტორიას მშობლებიც დრამებს დგამდნენ... ამიტომ,ისიც ტყუილობდა.

წიგნი მოვიმარჯვე და ეზოში გავედი წასაკითხად. თან ეს ჩემი ნაცოდვილარი ყავა ნაყინით, გავიტანე. მაგიდას მივუჯექი და მეორე სკამზე ფეხები შევაწყვე.
მზე ჯერ კიდევ არ აცხუნებდა ისე ძლიერ,როგორც სჩვევია ხოლმე.
თავს კარგად ვგრძნობდი, ძალიან კარგად და მშვიდად.
ის ვინც ადრე იწყებს ცხოვრებას, ჯერ კიდევ მაშინ,როცა ყველას სძინავს,ბედნიერი ადამიანია.

"თურმე სიყვარული ის წამი ყოფილა,როცა შეიძლება გული გაგისკდეს"- ამოვიკითხე ფრაზა წიგნიდან "გოგონა დრაკონის ტატუთი". მკერდში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, გეგონება სალანდერის ნაცვლად მე დამბუდებოდა განცდა მამაკაცის მიმართ. გეგონება რა, ასე იყო.

-რას კითხულობ?- ვიკა მომიჯდა გვერდით.

ყდას ვანახებ ღიმილით და წიგნს ვხურავ.აგჰ, არ მიყვარს კითხვას რომ მაწყვეტინებენ.
-გაგიმზადო რამე?-ვეკითხები ღიმილით.

-ვივიენ,დედა არ ხარ. არც მომვლელი და დამხმარე. გედოს უკანალი წყნარად,ხომ შეიძლება?
მღლი ზედმეტი მზრუნველობით.- თვალებს ატრიალებს და სკამს ეყუდება.
მხრებს ვიჩეჩ და ვაპირებ წიგნს მივუბრუნდე,თუმცა ვიკა არ მეშვება.

-ზოგჯერ მგონია,რომ არ ვარ სწორი. არ ვარ სწორი,რომ ესე შემიყვარდა. არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ შემიყვარდა ის,ვინც ნამდვილად არ იმსახურებს. - წიგნს ვდებ. აზრი არ აქვს ახლა გაგრძელებას,ამიტომ ..

-ეგრე არ არის. ვერ აირჩევ გონებით ვინ გიყვარდეს.-მხრებს ვიჩეჩ და სკამის ზურგს ვეყრდნობი.

-მომწერა დილით. მომიკითხა უბრალოდ და ბოლოს აღარაფერი მომწერა. ისევ თამაშობს და მე, სულელივით ვებმევი მახეში მემილიონედ და ვერაფერს ვაკეთებ!- ნერვებმოშლილი ეყრდნობა საზურგეს.- ყველას ჰგონია ახირება,ჩემი აკვიატება. არასერიოზულად აღიქვამენ გოგოები ჩემს გრძნობას და ვერ ხედავენ,რეალურად რა ცეცხლში ვიწვი. ყველაზე მწარე სიყვარული გამომაცდევინა იმ არამზადამ.

-ხო.. მაგრამ მთავარია გამოცადე. - სათქმელს თავს ვერ ვუყრი და არ მინდა თემას ჩავუღრმავდე.

-ვნანობ. ყველაზე დიდი იდიოტი ვარ, ეგეთი საშინელი ადამიანი რომ შევიყვარე. -თვალებს ხუჭავს. მზის შუქზე ისე უბზინავს ღია თმები.

-არა,არ უნდა ინანო. რატომ უნდა ინანო?!-რიტორიკული კითხვა დავსვი.- ბავშვი იყავი და იმან მიგიზიდა,რაც უცხო იყო და შენი ბრალი არ არის ის,რაც მოხდა. ვერ განსაზღვრავდი შენს გრძნობებს, იმიტომ რომ ცბიერი ადამიანი გეთამაშა,ძაალიან ძალიან დიდხანს და ცუდად. გაურკვევლობაში იყავი და გტანჯავდა.

-ხო,ეგრე იყო.-არ ახელს თვალებს. ისევ მზეს უშვერს სახეს.

-მერე რა,რომ იყო. უბრალოდ... ვერ ვხვდები,რატომ გამოგყავს შენი თავი იდიოტი ან სულელი. რა, განა სასწაული არ არის,ასე ძლიერ გიყვარდეს ვინმე?! ამხელა სიყვარულს იტევდი,ის კი ვერ ხედავდა საკმარისად და რა ცუდია, როცა კითხვაზე პასუხი წინ გაქვს და ვერ ხედავ?! როცა ღმერთი ცოდვისგან განსათავისუფლებელ გრძნობას გიგზავნის და ვერ ხვდები?! რა ოდენ, სისულელეა როცა არ შეგიძლია, ორმხრივი გრძნობა დააფასო და ნაბიჯი გადადგა სიკეთისკენ?!

-რა ცუდია,რომ ვერ შევძელი მისი დახსნა მახრჩობელა მარწუხებიდან.- თავს იდანაშაულებდა კვლავ.

-სცადე,შენ საუკეთესოდ სცადე. უბრალოდ მას არ უნდა და თუ არ უნდა,ვერაფერს გახდები. ეს ჩვევაა, ამაზრზენი ჩვევა და ვერაფერს გააწყობდი. შენ იყავი ერთადერთი სინათლე მისთვის, ხარ კიდეც და ჩაქრობის საშუალებას გაძლევს. ესეც რა ცუდია,რა დაუნახაობაა... - თავი გავაქნიე.- მართლა რა ცუდია,რა მწარე არჩევანი.

-მიყვარს შენ რომ გისმენ.- მეღიმება.- ისეთი გრძნობით ლაპარაკობ, მგონია შენს თავზე გაქვს გამოცდილი.

-ეხ,რას ვიზამთ. ზოგს რა ნიჭი გვაქვს,ზოგს რა.- შევიფერე. - უბრალოდ არავის მისცე ნება, მათ შორის შენს თავსაც,რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ. პირიქით, ძალიან ძლიერი და სუფთა სიყვარული შეგძლებია. შეგძლებია დაგენახა ცუდი და მაინც გყვარებოდა. გინდოდა გაგეღვიძებინა კარგი და მან ვერ შეძლო ცუდის გადაგდება. შენ ხარ ის იშვიათი, ვინც შეძლო და იმხელა სიბინძურეში,სიწმინდე შეიტანა. განა რა, ღვთიური გრძნობა სიწმინდე არაა?! მე ვიამაყებდი შენს ადგილას და პატივისცემით მოვეპყრობოდი საკუთარ თავს, ამხელა გამბედაობისთვის.- ჩაფიქრდა. მზერა ამაცილა და მწვანედ აბიბინებულ მინდორს მიაშტერდა.- მჯერა,რომ შენი ცხოვრება შეიცვლება. გული მიგრძნობს და ვიცი, შენც გითქვამს, რომ ვიღაც სხვა გგონია შენი მეგზური. ერთ დღეს, როცა დრო მოვა,როცა შენი გრძნობები, რომელიც იმას უკავშირდება, ვინც არ იმსახურებს, მივიწყების ქარ-ცეცხლში ჩაიფერფლება და მჯერა... მჯერა,რომ სხვა ადამიანი, შენში სხვადასხვა ფერებს შემოიტანს და...

-ვერ ვგრძნობ ახლა ვერაფერს, გულისწყვეტის გარდა. ამას არ ვიმსახურებდი. ნამდვილად, არ ვიმსახურებდი. ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ და ...

-მესმის ძალიან კარგად. ვერც წარმოიდგენ ისე კარგად. ისიც ვიცი, მას უყვარხარ და იმასაც ვხვდები,რომ ჯერ ვერ გარკვეულა,რას გრძნობს. სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა მისი დამოკიდებულება შენდამი,ვი. ესე უბრალოდ არ ბედნიერდებიან საჩუქრებით და უბრალოდ არ ეჭვიანობენ გოგოებზე. ესე გიჟივით არ ადგებიან კორპუსთან და გიჟივით არ იკრავენ გულში. უყვარხარ და როცა ამას მიხვდება..

-გვიანი იქნება,ძალიან ძალიან გვიანი. მეშინია, რომ მაგ დროს ვერაფერს ვიგრძნობ. - დრო ჯერ კიდევ სჭირდება,რომ დარწმუნდეს -უკვე ცარიელია.

-მოდი,წინასწარ ნუ ვიღელვებთ. უბრალოდ მოვეშვათ და ვიყოთ ახლა ბედნიერები. - თვალებს ვხუჭავ და მზეს ვუშვერ სახეს.

სიჩუმის მოსმენა ყველაზე კარგი გზაა დასასვენებლად და ფიქრებისგან თავის დასაღწევად. შორდები სამყაროს.ზედმეტ, მომაბეზრებელ განცდებს და რჩები სიმშვიდეში. საუკეთესოდ გრძნობ სხეულისა და სულის იდეალურ ერთობას. როცა არც ერთი განარისხებს ერთმანეთს.
ღრმად ვსუნთქავ სუფთა ჰაერს და სხეულს უკეთ შევიგრძნობ.

-მე აჭარის სტუმარი ვარ, სიყვარულით მიძგერს გული..- გამოდის სანდრო სიმღერით და სიმშვიდეს მირღვევს.მეღიმება იმის ნაცვლად,რომ გავღიზიანდე.

ძალიან ხმაურიანი ბიჭია.

ვიქტორია უბღვერს და ხმამაღლა აცხადებს რომ ყიყლიყო უნდა. რა თქმა უნდა,ჩემი გასაკეთებელია.
-ომახიანად,სანდრუშ! ომახიანაად!- ვყვირი სიცილით. სანდრო აგრძელებს სიმღერას.

-რაა,ბიჭო,რა გაღმუვლებს.- ზმორვით გამოდის ნიკუშა.- ბოჩოლა ხარ რა!

-ვაი,ნიკუშ! წითელ შორწიკებს გაფიცებ.- სანდრო უსწორდება ბოლომდე.

-რა ვქნა,ყველა იდეალური გემოვნებით ვერ იბადება.- ფეხზე ვდგები და სარაფანს ვისწორებ. ვიკა ხითხითებს. თვალებით ვანიშნებ შემომყვეს,რომ მომეხმაროს გაკეთებაში.

ზანტად დგება,სახლამდე მოლასლასებს.

-ვიქტორია..

-მაღიზიანებ.- მახლის ეგრევე.

-ეგრე ხო!- სახლში სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ და ვცდილობ თავი შევიკაო.

-აუ,ვივიენ!

-რა ვივიენ,რა! მაღიზიანებო ხომ მითხარი,არა?!

-ეგრე არ მიგულისხმია. როცა ვიქტორიას მეძახი იტალიური აქცენტით, მეკეტება გონება.- მიხსნის გიჟივით. ხელებს იქნევს დემონსტრაციულად.

-თუ გაღიზიანებ,რატო ხარ აქ?

-აუუუ! მიყვარხარ,ვითომ არ იცოდე.
ამდენჯერ არავისთვის ამიხსნია სიყვარული,შენ რომ გიხსნი.

-დამამადლა რა.- ვბურტყუნებ და 3 ცალ კვერცხს ვიღებ მაცივრიდან.

-არა,სიმართლეს ვამბობ. გრძნობების გამოხატვა სიტყვებით არ შემიძლია და შენ კიდევ დღეში მინიმუმ 3-ჯერ მამეორებინებ.- ტონს უწევს.

ჯამში ვახლი ამ კვერცხებს გამწარებული და ნაჭუჭებს ნაგვის ყუთში ვაგდებ.

-შენ მითხარი,რომ გაღიზიანებ, რომ ყელში გაქვს ამდენი სიყვარულის ახსნა.-ცოტა მარილს ვამატებ და პურს ვიღებ,დასაჭრელად.

-ღმერთო,გაძლება მომეცი!- გიჟივით გარბის გარეთ. ცოტა ხასიათი მეცვლება,მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, საქმის გაკეთებაში.
სიმღერებს ვრთავ ტელეფონში და პურის დაჭრას ვასრულებ.

ნერვები მომეშალა ცოტა. რა არ შეიძლება,ვიქტორია დავუძახო?!
რა არის გასაღიზიანებელი. მხოლოდ მე ვეძახი ასე და არც ისე ხშირად.

ისე ვაკეთებ ყიყლიყოებს და ისე იცვლება სიმღერა,ვერც ვასწეებ გაანალიზებას. თებშებზე დალაგებულ ყიყლიყოებს შევყურებ. აშკარად ზედმეტი მომივიდა.

-ზუნზუ,რა მოხდა?!-მეკითხება სამზარეულოში შემოსული ნიკუშა.

-მაღიზიანებო მითხრა. გავერკვევით ჩვენით,არ იდარდო.- ვუღიმი.- ყავა გინდა? ნაყინი მთავრდება და მაღაზიიდან გაქვთ მოსატანი.- ვაფრთხილებ.-თუ რა თქმა უნდა,ჩემი საფირმო ყავა ნაყინით გნებავთ.-გავუღიმე.

-მოვიტანთ,მაგრამ..

-ჩემსა და ვიკას შორის ეჭვიანობის ნიადაგზე წაკინკლავება ჩვეულებრივი ამბავია.არ იცოდე მაინც. უბრალოდ ორი ხელოვანი ადამინი ვართ და გართულებები გვაქვს.- მიღიმის. არც კი იცის, რომ ვწერ.არც ის იცის,რომ ვხატავდი და არც ის, დაკვრას რომ ვსწავლობდი. უბრალოდ მალევე მივანებე თავი დანარჩენებს ბანალური დეპრესიის გამო.

-საღამოს სუფრა უნდა გავშალოთ. - ჯანდაბა! - ნუ გაფითრდი, ბევრი არ ვიქნებით და საჭმელსაც მე გავაკეთებ.-მკერდზე დაიკრა მუშტი ნიკომ.- სამი დღეა კუჭი გადამიგვარდა, ამ ყიყლიყოების და სალათების ჭამით.- წუწუნებს.

-აბა,შენ იცი. მე ყიყლიყო შევწვი და შეგიძლიათ,მიირთვათ.- ამაყად გავიჭიმე.- კიდევ თუ რამის გაკეთება გინდოდათ, გაგეკეთებინათ. ხელოვანი სად არის?- ვიკაზე ვიკითხე.

-ოთახაში ავიდა.-თეფშზე გადმოვუღე 3 ნაჭერი და დავაწექი მეორე სართულზე.
მაინც ჩემი ვიქტორიაა და ვერ ვბარზდები. ჩვენს სიყვარულს ახასიათებს ჩემი ეჭვიანობები,რაც ტოქსიკურად წარმოაჩენს,მაგრამ არაფერიც! ორივემ ვიცით, რომ მე სერიოზულობას ვცდები და მიყვარს,როცა მისი პირიდან ვისმენ აღიარებს.
კართან ვჩერდები, უნდა შემოვირიგო. გონება მინათდება და
ტელეფონში youtube-ის აპლიკაციას ვხსნი და სასურველი სიმღერის სათაურს ვწერ.
ეშმაკურად ვათამაშებ წარბებს,თმებს ვიშლი და ვახვევ, მისამღერამდე.
კარგი... 1,2,3!

-ზუნზუუ,რას აპირებ?- ნერვიულად ვტრიალდები ნიკოსკენ.

-ჩუუ!- ვუღრენ.-არ იღებ,არ ეძახი სანდროს და გრთავ ნებას,მიყურო.

მხრებს იჩეჩს.
1,2,3! ვაჭერ თითს ღილაკს და კარს ვგლეჯ.

-i love u,baby,- მეკერდზე ვიწყობ ხელებს და თავს მარჯვნივ ვწევ.
And if it's quite alright
I need u,baby,
To warm a lonely night. - ტილოდან მზერა ჩემზე გადმოაქვს და თვალები უფართოვდება.

I love u,baby.
Turst in me when i say:

Oh,pretty baby.
Don't bring me down,i pray.
Oh,pretty baby, now that i found u, stay.
And let me love u,baby.
Let me love u.- საოცარ მოძრაობებს ვაკეთებ, უკნიდან ნიკოს ხარხარი მესმის,მაგრამ საერთოდ ვერ მაკომპლექსებს.

მთავარი ხომ ისაა, რომ სახე გაებადრა ვიქტორიას. ისე აღარ არის,როგორც იყო. ახლა ბედნიერია და ეს ბედნიერება, ჩემმა პატარა მაიმუნობამ მოუტანა.

თვალები უბრწყინავს და იღიმის. ვერაფერს აკეთებს,უბრალოდ ზის მაგიდასთან,ფუნჯით ხელში და მიყურებს,როგორ ვცოდვილობ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მეგობარი დავიბრუნო.

სიმღერა რომ სრულდება, აჩქარებული გულისცემით ვუახლოვდები და ვეხვევი.

-შერიგებულ!- ვუჩურჩულებ და ნიკუშას კვლავაც ვაიგნორებ.

-ვაიმე,რა სულელი ხარ...-ეტირება და სახეს მალავს.

-დურაკაძე,რა გატირებს. ქათამი ხარ რა.-ვეუბნები და თავზე ვკოცნი.

ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია ყოველთვის,მაგრამ მაშინ განსაკუთრებით,როცა თავს ჩაქინდრავს და ხატავს. იმიტომ რომ მაშინ ყველაზე უფროა თავისი თავი,ვიდრე ოდესმე.
ზოგადად, ადამიანს ისე არაფერი უხდება,როგორც ნამდვილობა. ვიკა გულწრფელი იყო ძირითადად, მაგრამ ყველაზე უფრო ღია და ერთდროულად დახურული, ხელოვნებაში იყო. მაშინ, როცა ხატავდა. თავის ნახატებს არ ყიდდა, ამბობდა ჩემი მოყოლილი ამბები, როგორ უნდა გავყიდოო, ეს ხომ ღალატი იქნებაო.
ადრე მეც ვხატავდი, მაგრამ მხოლოდ სამუყვარულო დონეზე და ყველა მათგანი მიყვარს, რაღაც მომენტში, მეამაყება კიდეც. ამიტომ მესმის მისი.
-მე დაგტოვებთ, ქალბატონებო და მალე მორჩით სიყვარულობანას, ყიყლიყოები გაცივდება.- ნიკო გვტოვებს.
გვეცინება ორივეს.
-ნეტავ გადაეღო,რა ბოთეა.- მშორდება და ვიკა პირველი ამ ფაქტზე წუხს.

-ნუ დარდობ, დღეს სუფრაც გაიშლება და მაინც შეგვარცხვენ " სთორებში".- ვიცინი.
-----------
ჩვენ სახლს ვალაგებთ, ვაჟკაცები სამზარეულოში აცხობენ რაღაცებს. ესეა,კაცი ვიცი მე "კუხნაში".

-და ვინ მოიპატიჟა?-ვიკა მეჩურჩულება. მხრებს ვიჩეჩ და მობილურს დასატენად ვაერთებ.

-აი,თუ ის ამბავია,რასაც მე ვფიქრობ, ისე მაგრად დავცინებ...- დივანზე ჯდება,თან ხელს ინიავებს.
-დამცხა.

-ნამდვილად. აწი ტრაკო, მაგიდა გამაშლევინე.- ვთხოვ და ისიც წამსვე დგება.

ღმერთო,როგორ მიყვარს. მისკენ მივდივარ და უთქმელად ვეხუტები.

-მაინც,ვიქტორიტა ხარ.- ჩაეცინა და მომეხუტა.-რომანტიკული გარემოს გაფუჭება არ მინდა,მაგრამ უნდა მივაფსა ამ ცხოვრებას კისერში.- ბოლო ხმაზე იცინის.
----☆
-ცოტა გვაჭამე რა. წნევა მეცემა.- ნიკუშას ვთხოვ და ისიც მაწვდის გათლილ კიტრს.
-აი,მთელი დღე თუ ამისთვის წვალობდით,გეთქვათ და ჩვენ გავაკეთებდით.- ვკბეჩ ამ საცოდავად გათლილ კიტრს და ვიკას ვეძებ თვალებით.

-იმას სუფრასთან შეჭამთ!- მკაცრად ამბობს.- ესე თუ დაგირიგეთ, სუფრაზე რა დავდო.

-ხო,მართლა... რამდენს ელოდები,ან ვის?- სხვათაშორის ვკითხულობ.

-მოპირდაპირედ სახლი რომ დგას,ხომ იცი? აი,ის დედა რომ აღარ ჰყავს.-თავს ვუქნევ.

-ეგ იყიდა ერთმა რა,ჩვენი ახლობელია და დღეს ვნახეთ, სანამ შენ და ვიკა დრამატურგიას აწვებოდით, მოვიპატიჟე.- სათვალე შეისწორა. მხედველობის პრობლემა არ აქვს.უბრალოდ მოსწონს სტილი და ამიტომ ატარებს.
----------
მე და ვიკა სუფრის გაშლას ვასრულებთ. იქვე ვსხდებით დივანზე.
ვიკა ტელეფონში შეტყობინებას გზავნის,მე კი მთელი დღეა მესიჯებს ვაიგნორებ.

სიცილი მესმის და მამა-პაპური მოკითხვის ხმები. მეცინება.

-თუ არ დავცინო,აგერ მე და აგერ შენ.- ვიქტორია ხითხითებს.

-შენ კიდევ მე მეუბნები, ყარაჩოღლური გამოხტომები გაქვსო.- მეცინება.

-არა,შენ და ამათ.. აი,სანდრო სასმელში რომ ჩაიხრჩო და გადაიქცია მაშინ,შენ რომ გენდერული ტენდეციები არ გაითვალისწინე და კურსელს აგინე,ხოლო ნიკო,ისედაც ვერაა "ჩანიკში".

-გენდერული თანასწორობა არ ვიცი მე,ჯერ ჩვენი უფლებები და მერე კაცების.-თავს ვიმართლებ.

სანდრო შემოდის მოღუშული და კედელს ეყრდნობა.

-რაო,მოიწყინე?-ვეკითხები სანდრინიოს და ადგილს ვუთავუსუფლებ დასაჯდომად.

-აი,ისე მაგრად მეძინება, შეიძლება თეფშზე ჩამოვდო თავი და გავითიშო. რა დროს სტუმარი იყო..

-ჩუუ!გაკონტროლებთ,ძმობილო. არ იდარდო მაგაზე.- ვუცინი. ვიკა ისევ თავითაა გადაშვებული მესიჯებში.

-ვივიენ,მთელს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ხარ. აიი,მთელ პლანეტაზე. ჩვენი ყველაზე ლიფსიტუნა ხარ.- მეცინება.

კარში შემოდიან ნიკუშა და მაღალი სიმპათიური ყმაწვილი. ფეხზე ვდგები,რომ მივესალმო.
ლურჯ თვალებს ატარებს ოთახს და გვიღიმის.

-გამარჯობა. - ხმამაღლა ვესალმები,რომ ვიქტორიას ყურადღება მივიპყრო.
ანუ, თუ რამეს აკეთებს, ქმედებით გიმტკიცებს,რომ იმ მომენტში არაფერს წარმოადგენ და ხელს უშლი. აგჰ.

-გამარჯობა.-ისეთი სასიამოვნო ბარიტონი ჟღერდება, ვიკა გონს მოდის და ხმის მიმართულებით იხედება.

ესეც,ასე.. მგონი რაღაც ხდება ხო?
ყავისფერ თვალებს აკვესებს და ფრთხილად იღიმის.მერე მზერას არიდებს და სუფრისკენ უთითებს.

-ეს ვაჟკაცი,გახლავთ..-ნიკუშა მაიმუნობს.- ძალიან მაგარი ადამიანი. აი, ვაჟკაცსა გული რკინისაო...

-ჩართო მარნეული..- ვიქტორია ყურში მეჩურჩულება და მაცინებს.

-ვიკა,სირცხვილია.-ჩუმად ვეუბნები და მხარს ვკრავ. ძალიან საყვარელია,ღმერთო.
აღარ მესმის რას ამბობს ნიკუშა,მაგრამ კარში კიდევ 2 მამაკაცი რომ შემოდის, ცოტა უხერხული ღიმილი მეკვრება სახეზე.

კარგი, ნუ არაუშავს,რაც არის არის.

ფეხზე ვდგავართ იქამდე,სანამ არ გვაცნობს ნიკანო სათითაოდ და სანამ არ სხდებიან.
ვიკას გვერდით ვისვამ,მეტი არ მინდა,ვინმე შემეცილოს,ისეთ ისტერიკებს მოვაწყობ, ჯერ რომ არსად უნახავთ.

ჭამის ხასიათზე ვდგებით, მაგრამ როგორ გინდა,მთელი დღის ნაშიმშილარ კუჭში იყარო საჭმელი საზოგადოებაში და მერე იტანო ტკივილი,ღორობის გამო.
ნამდვილად სირცხვილია.

აგჰ!
-ვიი..- გვერდით ვუჩურჩულებ.- ამათმა პირში უნდა გვიყურონ?- გვიან შემოსულ 2 კაცზე ვუთითებ,თვალებს რომ არ გვაშორებენ.

-აუ,აი! სულ რომ ხახაში გაატიონ მზერა, არ მადარდებს. სული მიმდის!-აცხადებს უდარდელად.
შეურაცხადია,ღმერთო.
----
პატარა ლუკმებს ძალიან ნაზად მივირთმევ და ლამისაა, საკუთარმა ალტერ ეგოებმა გადმომიღონ და მირტყან ამის გულისთვის.
ვინც ეს კულტურული ჭამა მოიგონა და ვინც მერე მე მასწავლა, რატომ ირთულებდა ცხოვრებას?!
ქურდულად ვზვერავ სიტუაციას.
ვიკას აკვირდება ლურჯთვალა, ჩემი შტერაძე კი,აიგნორებს. ვგიჟდები, ასეთ რაღაცებზე. თავი ძალიან შეუმჩნევლები რომ ჰგონიათ. ამ დროს კი, ძალიანაც ჩანან.
ნიკუშას უნდა ვკითხო აუცილებლად რა,ლუჯ თვალებას წარმომავლობა და ვინაობა.

რაც შეეხეხება,იმ ორ ახმახს.. ერთ-ერთს აშკარად აინტერესებს ვიქტორია. თვალს არ აშორებს, არც სვამს,არც ჭამს. ვიკას მისშტერებია. სულ ტყუილად, ვიკიტოს უკვე ავურჩიე მეორე ნახევარი.

-შენს მაგივრად,მე შემეხუთა სული.- ხელს ვინიავებ. ვიკა ღვინოს ჰკრავს განერვიულებული. -რა გჭირს?

-გეფიცები,გავრეკავ..- მღელვარედ ამოთქვამს.თვალით ვანიშნებ გავიდეთ-თქო და ისიც დგება სუფრიდან. ბოდიშს ვიხდით და იქით გავდივართ.

-ჰე,ამოღერღე.-სული მიმდის ინტერესისგან.

-ვინმე მანჩომ მომწერა.- ღრმად ისუნთქავს ჰაერს.- გიორგიზე დამიწყო ლაპარაკი. ასე თქვა, რაღაც ნოსტალგია მოენატრაო.

-მაგის გრამატიკის და ქართულის ცოდნა რა ვთქვი მე.- პირველი რასაც ვიცხადებ,გაუმართავი წინადადებაა. - ვინ ასწავლიდა ქართულს,ჰა?შეურცხვა ნამუსი..

-მთელი ამბიდან,მარტო ეგ გაიგე? მეგობარია ეს მანჩო და მომწერა სრულიად უცხოს.

-ანუ ეჭორავება შენზე და ის ცანცარა გოგო ეჭვიანობს. რაღაცებს ხლართავს.- ეგრევე სიტუაციის გაშიფვრა ვცადე.

-ხო,გიორგის მივწერე...- თავჩაქინდრული მეუბნება. ალბათ,ჰგონია რომ ვეჩხუბები.- ვუთხარი ესე მომწერა-თქო და მეჩხუბა,რატო უპასუხე საერთოდო. ვერ გავიგე რა ხდება.

-თავი თუ მიაბულინგებინე, მაგრად მოგცხებ.-ვემუქრები.

-არა კაცო,მეც წავაფარე.- ეცინება.- ბოდიში მომიხადა. რატო მომწერა, მაგას ვერ მივხვდი,რა უნდა საერთოდ.

-ალბათ,როგორც მეგობარს,ისე არ უყურებს მაგ შენს გიორგის და ეჭვიანობს. - თავზე ვიწყობ ხელებს.

-არ ვიცი,ადრე წამოსცდა გიორგის შვილიც ჰყავსო და.. აუ,არ ვიცი. არაფერი ვიცი. ნეტავ სამუდამოდ გაქრნენ.- სახეს რგავს ხელებში. - რა ჯანდაბა ხდება,რას გადამეკიდნენ,რას! ვერ ვაღწევ თავს,ვერა..

-თავი ხელში აიყვანე და ხელი თავში.ნერვი არ შემიტოკო,თორემ გადმოვიღებ ორივეს და ისე ვცემ, ჩივილის თავიც აღარ ექნებათ. ვაკვნესებ მაგათ,უდაბნოში დაგდებული მოწყურებული სომეხივით.- გულით ეცინება.

-მგონი რასობრივ დისკრიმინაციას აწვები.-საყვარლად მიღიმის.

-ხო,რაღაც მაგდაგვარი. -მხრებს ვიჩეჩ.

ოთახში გავდივდივართ და სუფრას ვუსხდებით კვლავ. ვიქტორიტო ისევ ტელეფონს დაჰყურებს.

-ვივიენი ხომ?-მეკითხებიან მოპირდაპირე მხრიდან. მშვიდად ვუყურებ შავ თვალებში. ჩვეულებრივი ბიჭია,არაფრით განსაკუთრებული.
-დიახ.- თვალს ოდნავ მარიდებს. ეტყობა არ არის ჩვეული დაჟინებულ მზერას.

-ლამაზი სახელია,შეგეფერება.- უბრალოდ ვუღიმი და თავს ვუქნევ.- რას საქმიანობ?- პირდაპირ ვაჯახო რომ სწავლის გარდა ძირითადად უსაქმურობით ვსაქმიანობ თუ?!

-ვსწავლობ ჯერ. თქვენ?- კითხვას ვუბრუნებ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის.

შავ თვალებში კმაყოფილება ეხატება.დიდად არ მსიამოვნებს და ამიტომ ვცდილობ, მზერით დავაბნიო.

-ისტორიკოსი ვარ,ლექციებს ვკითხულობ...

-გასაგებია.- ვაწყვეტინებ.

-რაზე სწავლობ?- მაწუხებ ბიძაჩემო.

-საინტერესო კითხვაა...-ვიწყებ.

-ვიო..-ვიქტორია მაწყვეტინებს სიტყვას.- ნახე..- ტელეფონს მაჩვენებს.

მმმმმ,3 გამოტოვებული ზარი. კარგი, ჩვენი გიორგა ბრაზობს.

-არ გაბედო,პასუხის გაცემა. ნაწყენი ხარ.- ვპასუხობ მშვიდად.- თუ უპასუხებ,მოგიწევს ჩხუბი ან შერიგება და მგონი, არცერთი გაწყობს.-ვეჩურჩულები. თავს მიქნევს.

-ზუნზ,გიტარა დააძრე რა.- მეყვეწება ნიკუშა.

-სად ვნახო?- ვკითხულობ მობეზრებული.

-ოთახში არის,ჩემთან.- თხოვნას ვუსრულებ და ჩამომაქვს ნიკუშას განუყრელი ძმაკაცი.

-დათა,ჰე აბა...- ვიკა მობილურს საერთოდ რთავს და მოუთმენლად ცქმუტავს.- სანდრო,ბიჭო! მოემზადეთ.- გიტარის სიმებზე პირველ ნოტებს აჟღერებს და მეცინება.

-ვიკიტა,მოისვენე. გეტყობა...- ღიმილით ვუჩურჩულებ.
მუსიკინს ჰანგებს შიგნიდან ვითვისებ და სხეულში სასიანოვნოდ მედება.

-გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურია,
გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურია.- ვიკა ჩემს ტელეფონს აძრობს ეგრევე და თავს აქნევს გაბადრული.

-როგორ მიყვარს შანტაჟიი, მისწრებაა პირდაპირ.- მეჩურჩულება და იღებს. კი, ნამდვილად,თან ვიკას ჯანმრთელობისთვის.

-შევხედე და ელდა მეცა,განა სადმე ვიჩქარიი,
აგერ სახლთან დაბრძანდიო და გამომიღო ჭიშკარი.
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია,
რა ყოფილა გურია.... - ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს კაცს მოსმენილი,რომ იცოდეს მართლაც, რა ყოფილა გურია.

-ხაჭაპური მომაწოდა და ღვინო დამალევინა.
ერთი ისე გადმომხედა,რომ სულიც დამალევინა. - მეც ვყვები და ვიკა ბედნიერად მაჭენებს ვიდეოში. მადლობა ვიკიტოს, ჩემი გამოჯგიმვისთვის.

განა მართლა ღვინო მიყვარს
ემერია გონება, - სანდრო მთელი გულით მღერის,როგორც ყოველთვის...
გოგოვ ერთი მაკოცნინე და მამიშენის ცხონება .

შენი გაღიმება,ჩემი სიხარულია
და რა ყოფილა გურია.- ტანს ვაყოლებ, ხმას და ვიკა უფრო იბადრება.
ჩემი შანტაჟისტი მეგობარი...

შენ ხარ ჩემი ცივი წყარო და ჩემი გულის მკურნალი,
წყაროს პირას ჩამოსული და არ გამიშვა მწყურვალი,
მაგრამ გოგოს წყაროს წყალზე უფრო ცივი გული აქვს,
წვეთიც არ დამალევინა და რა ყოფილა გურია

შენი გაღიმება ჩემი სიხარულია და რა ყოფილა გურია. -მხიარულ ნოტაზე ვხურავთ წამოწყებას.

-ვივიენ,მიყვარხარ! მაგრამ მაინც უნდა დავდო.-ბოროტულად იცინის. ბოლოს ასე მაშინ გაიცინა, ფოტოშოპს რომ უკეთებდა(უფრო ხულიგნობდა,ვიდრე უკეთებდა.) მეგობრის ფოტოს სთორისთვის.

სანდროს ვუყურებ,ისეთი სახე აქვს, რაღაცის გაფუჭებას გეგმავს აშკარად. მთავარია მსხვერპლი ვიკა არ იყოს,თორემ წავა ინსტაგრამზე სამკვდრო-სასიცოცხლო შერცხვენა.
თვალს მიკრავს და სერიოზული გამომეტყველებით დგება ფეხზე.
არ არსებულია,სადღეგრძელოო!

ფეხზე იშლება საკაცეთი,მე კი გული მიღონდება.

-ვიკიტო,დიდი შანსია მიქაროს.- ეშმაკურად ვიღიმი და ჩემს ტელეფონს თავადვე ვაწვდი.

ჩვენი თამადობით, დანარჩენი მანდილოსნების სადღეგრძელო შესვეს ვახტანგურით. შავთვალებამ გამიცინა და თვალი ჩამიკრა.

დედიიი,შანსი ნოუ გაქვს.

ძალიან მინდება რომ მოვშორდე სივრცეს. უკმაყოფილების განცდა მეუფლება და თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობ. თავს ვხრი და მთელი მონდომებით დავყურებ თეფშს.

რა ცუდია,როცა არ გისმენენ. როცა ვერ ხედავენ მიზეზს,რატომ ხარ ცვალებადი. როცა ისეთ საფეხურზე ხარ, რომელზეც სხვისთვის საუბრობ და შენში კლავ შენს ფიქრებს. კეტავ და ჩქმალავ, ისე მალავ,ვერავინ ხვდება რატომ ხარ ასე. ცარიელი და ამავე დროს გრძნობებით აჟღერებული.
არ ვიცი რა მსიამოვნებს და არა. როცა მეკითხებიან რაღაცას, დიდხანს ვფიქრობ,მინდა თუ არა. არჩევანს ვერ ვაკეთებ და ეს ისე ცუდად მხდის, მგონია მკარგავს.


მე ისევ ვდგავარ ჩუმად ხმაურში,
ის შეგრძნება მაქვს,
თითქოს,მკვდარი ვარ.
ოდესმე ამას თუ დავუძვერი,
მეგონება-რომ ძლიერი ვარ.



-ვივიენ,ხვალ გცალია?- მეკითხება შავთვალა. მაღლა ვწევ თავს და თვალებში ვუყურებ.

-არა.- მკაცრად ვპასუხობ.

-ზეგ?-მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე.
-არა.
-მაზეგ?
-არ გინდათ,ბატონო..- სახელი არ მახსოვს,რაც უხერხულად მაგრძნობინებს თავს.

-ბატონოს გარეშე,მხოლოდ აკო.- მგონი იდიოტია.

-აკო,არ მეცლება საერთოდ.

-1 საათითაც ვერ შეძლებ?- უბრალოდ არ მსიამოვნებს ტიპი და რა ვქნა? ძალით წავყვე?

თავს ვაქნევ. დანებების ნიშან-წყალი არ ეტყობა, თუმცა ვერც ვერაფერს მოახერხებს მე თუ არ მინდა.

-ეს ისაა,რომ ვერ მოირგებ.- ვიკა ამბობს ჩურჩულით. მაშინვე მეცინება,რადგან მახსენდება ვიქტორიტას სიტყვები " იდეალური კაცი არ არსებობს,უბრალოდ უნდა მოირგო ის." -აშკარად დაევასე.- ისე მეუბნება,თითქოს აქამდე ვერ მივხდვი.

-ლამაზად იმღერე.- კინაღამ ავყირავდი, ისე გამეცინა გულში.

-მადლობა,მაგრამ სიმღერა ჩემი არც ისე ძლიერი მხარეა.- გავუცინე.
ვიკა ამაყი იყო,თან ისეთი ამაყი,ლამის ჩამეხუტა საჯაროდ.

-ვივიენ!-სანდროს ვაპყრობ მზერას ღიმილით. - აი,იცოდეეე,რომ მთელს მსოფლიოში..

-ყველაზე საყვარელი გოგო ვარ.- დავასრულე ღიმილით. გულწრფელად მითხრა. საერთოდ, სანდრინიო მოთამაშე იყო. ყველასთან თამაშობდა და ირონიაც მისი ძლიერი მხარე იყო. აი, განსაკუთრებით გულწრფელობდა ხოლმე ჩემთან. მაშინ,როცა სულელურად მაწყენინებდა რაღაცას. ისე განიცდიდა, ისე... ვატყობდი ხოლმე თვალებში და ეგრევე ვპატიობდი.

მისი ბრალი არც იყო. ზოგჯერ ხუმრობაც მწყინდა ხოლმე და ვერ ვხვდებოდი, როგორ მემართა თავი. შეიძლება ძალიან მსუბუქად ეთქვათ ჩემთვის რამე,მაგრამ გულში ისარივით მომხვედროდა. ხო,მე ის ადამიანი ვარ, ვისთანაც სიტყვებს უნდა მოუფრთხილდე, რადგან ერთმა დაუფიქრებლად გასროლილმა ტყვიამ, გამოააშკარაოს ჩემი ნატკენი გული.

რა ხდებოდა მაშინ,როცა მე ვფიქრობდი?! ყველა იცინოდა. მათ შორის ვიკაც,მაგრამ გულით არა. ეს ვიცოდი. საერთოდ,სხვისი განცდების წაკითხვა,მარტივად შემეძლო.აი,მე კიდევ ვერავინ მიგებდა.
ნიკუშა თავისთვის უბერავდა. აი, დათა კი ჩემს ვიკიტოს ათვალიერებდა შორიდან.
სანდრო,აკოს გვერდით მჯდომ შაკოს ესაუბრებოდა. ძმაკაცურადაც გადაჰხვია ხელი და ლამის წამოვუხტი "ეგ არ არის სიძეკაცის" ძახილით.
რა აჭუკჭუკებდათ,ნეტავ მაცოდინა.

საერთოდ არ მომწონდა სიტუაცია. მე აქეთ აკო მაწუხებდა,ვიკას აქეთ შაკო ეფლირტავებოდა,დათა კი უყურებდა ცოტა გაღიზიანებული, რადგან ჩემი საამაყო და-ქალი აჰყოლოდა შაკოს ფლირტში.
ვიქტორიას ერთი თვისება ჰქონდა, ყოველთვის ბედნიერი იყო და ყოველთვის ხუმრობდა. შეიძლება ამას თვალის ასახვევად აკეთებდა, ან თავისი თავისთვის,მაგრამ კარგად გამოსდიოდა. კიდევ, განსაკუთრებული ფლირტი იცოდა. ხუმრობა-ხუმრობაში მამრებს აწონებდა თავს.
-გავლა მინდა!- ამოვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ვერც ვერავინ გაიგებდა, ჩემთვის ამოვთქვი.
ზოგჯერ ძალიან შეუმჩნეველი ვიყავი და არც მწყინდა. მე ვიყავი ბუმებით ასეთი.
ჟაკეტი მოვიხურე და კარეთ გავედი.
სამყაროს რომ ხატავდა,ტყუილია! ისეთ შედევრს ვერავინ შექმნიდა.

მზე ჩასვლას აპირებდა, ცაზე კი საოცარი ფერები ერწყომდა ერთმანეთს.
სუფთა ჰაერი მესიამოვნა. გრილოდა და თმებზე მეთამაშებოდა ნაზი სიო. მიყვარდა ბუნების სუნი. სულ სხვანაირი იყო. იქვე მაგიდას მივუჯექი და ფეხები შემოვაწყვე სკამზე.

იმდენი გრძნობა ჟღერდა ჩემში, შევშინდი. ვაი თუ, ოდესმე ეს ხმა გაქრეს. ამდენმა ჩაკლულმა ბგერებმა, სამუდამოდ არ მოკლას სული-თქო.
რა იყო გადაულახავი ჩემთვის?! ვინ ვიყავი ან რა მინდოდა და რატომ არასდროს ვეყვარები იმას, ვინც მე მიყვარს?!
ამდენი დრო გავიდა. მე მასზე არც მისაუბრია და არც მიფიქრია. იმიტომ კი არა,რომ არ მიყვარდა. უბრალოდ ასე მჩვევია. ტკივილს დიდი შრომა მიკლავდა. თავისუფალ დროს ვავსებდი. არ ვისვენებდი სა თუ ვისვენებდი, ესეც ძილში.
ვებრძოდი ჩემში ღრმად გადგმულ სიყვარულის ფესვებს. მსურდა ამომეძირკვა,რომ სხვისი სიყვარული შემძლებოდა ან არავის.
მის გარდა მე არც არავინ მინდა. ანდაც რა ვიცი, იქნებ სხვა არის ჩემი საპოვნელი ნაწილი?!

-ზუნზუ..- ნიკუშას შევუმჩნევივარ. მეღიმება და თავს უკან ვაგდებ, რომ შევხედო.- მარტო რა გინდა აქ?- თმაზე მისმევს ხელს და გვერდით ჯდება.

-აგჰ, იმ აკო-პაკომ თუ ტაკომ დამტანჯა.- მზერას ვუსწორებ. - შეგიმჩნევია,ჩემი არ ყოფნა.- ეგოისტურად მესიამოვნა.

-შენ მე ვინ გგონივარ,ჰა?! წესიერად მელაპარაკე.-ეცინება. რატო ანეიტრალებს სულ?

-სიმართლე გითხრა,უკვე მეგონა რომ აღარ გიყვარდი.- ვაიძულებ თავი დამნაშავედ იგრძნოს.

-ეე,ვის უბედავ?! მე,შენ?! გამორიცხულია. მოდი, შევრიგეთ და შევიდეთ.-ხელზე მიჯიკებს. ხელს ვწევ და ვებუსხები.

-ეე,ლობიანს გიყიდი.- ჰა?! მართლა მქრთამავს?

-შენ გგონია ლობიანზე გავიყიდები?-შეურაცხყოფილი შევყურებ.

-იმედი მაქვს არა.- თავს უხერხულად იქექავს.

-დაკონკრეტდი,ძმაო.- წარბაწეული ვუყურებ.

-აი,მაშინ შოკოლადს გიყიდი. დაბალ წნევას უხდება.

-გეთანხმები.მისწრებაა დაბალ წნევაზე,მაგრამ ბევრი დიაბეტს აჩენს. ჯიგარო, ვინმეში ხომ არ გეშლები ჰა?! მე,როგორც მაღალპრინციპული და თავმაღალ-ამაყი გოგო, ლექსუსზე ნაკლებზე არ გავიყიდები.- ვიღიმი. ხარხარებს,ისე იცინის.

-ვაიი,რამე სხვა რომ იყოს..2008 წლის

-მე ეგრე მარტივად არ "ვბოლდები". უახლესი მოდელი, ძმაო.- მხარზე ვუტყაპუნებ ხელს.

- რასაც გთავაზობდი,ის სჯობდა.- მიმტკიცებს.

-ოოო,ვშლი გარიგებას.- მობეზრებული ვიქნევ ხელს.

-არ ქნა!- სასოწარკვეთილი ამბობს.-ზუნზუ..

-ჰო..

-ჰო,კი არა,წესიერად ილაპარაკე!ხო ხარ,ყველაზე ჰაი ლეველი გოგო.
-კი,აბა?!-მეცინება.
-ხოდა,ეგრე.ნერვები არ მომიშალო. შემირიგდი ახლა,ჰე. ნეკი ნეკისაა- თითს მიშვერს. მეცინება,მართლა.

-ზუნზუ,ნუ მაწვალებ.. ხომ იცი რომ "ია ოჩენ ვერი ლუბლუ ტიბია "- ამბობს გულით და უარესად მეცინება. ვურიგდები ნეკი ნეკისათი.
-ჰე,წამო ახლა. ვიმღეროთ მე და შენ.- ლოყაზე მქაჩავს. ფეხზე ვდგები და მივყვები. ხელს მხვევს ძმაკაცურად.

-ვერ ვიტან, როცა ჩემზე ხარ ნაწყენი.

-მხოლოდ ვხუმრობდი, მართლა კი არ მწყენია.-გაჩერდა.მიყურებს და დუმს.მეც ვდგავარ. ნამდვილად მას ვუყურებ და უხერხულად ვარ.

-ვოიიი,გველი,გველაძუა,გაიძვერა ადამიანი ხარ.- თითს აქნევს გამკიცხავად.

-მაგრამ ასეთიც გიყვარვარ,თან ძალიან.- ეღიმება და ისევ მხვევს ხელს.-შევიდეთ, ბნელდება.
შევდივართ.









უსასრულოდ იწელება დრო მის გარეშე. სხეულსა და სულზე მოხვეული ჯაჭვები ძლიერად მბოჭავენ. ვერ ვსუნთქავ მშვიდად, ძალიან მიჭირს. ნამსხვრევებად გაფანტული ტკივილი მსერავს და არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე.
რამდენჯერ მიფიქრია გადაღლილს ამ მწარე სიყვარულის მოგლეჯვა გულიდან.მიცდია მთელი ჩემი ძალებით და უძლური დავრჩენილვარ მაინც.
მე არ ვეძებ მთელი ეს დრო. მასზე არაფერს ვიგებ. არ მინდა გავიგო რამე ისეთი, რაც გულს ჩამგლეჯს. რაც ოცნებებს დამიმსხვრევს და გამანადგურებს. ვერ გადავიტან სხვა უყვარდეს და მე შორიდან ვეტრფოდე. რა ეგოიზმია,არა?!
მაგრამ შეყვარებული ადამიანი ეგოისტია. თავისი თავის გარდა ვერავისთვის იმეტებს კუთვნილ სიყვარულს.
რუსულის მასწავლებელი მყავდა და ეს ქალი,ბუნებით რომანტიკოსი გახლდათ. ჯერ რუსულად გვიყვებოდა ხოლმე რომანტიკულ ამბებს,მერე ნაწარმოებებზე გვესაუბრებოდა და ზოგჯერ გადმოგვიქართულებდა. ერთხელ, როცა ვემშვიდობებოდით საბოლოოდ ერთმანეთს, ჩამიხუტა და მითხრა ჩემი სიმპათია ხარო. მართლა მესიამოვნა,იმიტომ რომ იმ ცოტა ადამიანში შედიოდა, ვისი მოსმენაც მსიამოვნებდა. ხო, რას ვამბობდი?! ნაწარმოებს განვიხილავდით, თუ როგორ დათმო სიყვარული მამაკაცმა, რომ საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო. მერე განშორების ლექსიც მიუძღვნა,სადაც ბედნიერებას უსურვებდა სხვასთან. აღვშფოთდი და ვთქვი, რომ იმავეს ვერ გავაკეთებდი.
კი,მე გავუშვებდი,მაგრამ ბედნიერებას სხვასთან ვერ ვუსურვებდი,როცა მე დავიტანჯებოდი. მაშინ ჯერ კიდევ არ მიყვარდა ვატო ტაბიძე.
მოკეცილ მუხლზე ვდებ თავს.
ვიკას უშფოთველი ძილით სძინავს. ალბათ, გადაიღალა ემოციებისგან.

ტკივილს ვერც დაღვრილი ცრემლები მიყუჩებს. ანთებული სანთელივით მეწვის შიგნეულობა. ვიფერფლები. სასოწარკვეთა ხმაურობს მდუმარებაში.

მკერდზე ვიბჯენ ხელს,თითქოს ტკივილს დაახშობდეს. ისე მცირდება ჰაერი,თითქოს ვინმე მართმევდეს.
ბნელა,ძალიან ბნელა. ისე მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან,როგოროც არასდროს.
ფანჯრიდან შემოსული ანცი ნიავი მეთამაშება თმებზე. მცივა, ოღონდ სხვანაირად მცივა. თვალებს ვხუჭავ. ნიკაპი მიცახცახებს. არ მინდა ტირილი,არა.
სულში მიძვრება ისევ ის განცდა, თითქოს ახლოს მყავს და მაინც მეშორება.

ამას ჰქვია სიყვარული? ესაა ის დიადი განცდა,ბედნიერება რომ მოაქვს?
ეს სიყვარული კი არა,წყევლაა. რისთვის დავიწყევლე,რისთვის გავიყინე და რისთვის მტკივა ასე?
მე ხომ უბრალოდ მიყვარს. რატომ მიშავებს გრძნობა ამდენს? რატომ მაავადებს ესე?!
მართალი ყოფილა, სიყვარული ყველაზე დიდი სისუსტეა.
სული მეხუთება. ძალიან ვწუხვარ. მოსვენება მეკარგება.
ფეხზე ვდგები,არ მინდა ვიკა გავაღვიძო,ძალიან არ მინდა. ხალათს ვიცმევ და ჩანთიდან ძლივს ამომაქვს სიგარეტის კოლოფი და სანთებელა.
სუნთქვა მიმძიმდება უფრო მეტად. ფრთხილად გავდივარ ეზოში და უკანა მხარეს სკამზე ვჯდები. ხალათს მჭიდროდ ვიკრავ, დილის სუსხი რომ მედება ტანზე.
ერთ ღერს გავუკიდე და ღრმა სუნთქვა ამოვაყოლე.
რა უცნაურია. ხშირად წამიკითხავს დიად სიყვარულზე ამბები ბედნიერი და უბედური დასასრულებით. ხშირად წამიკითხავს ფილოსოფიური აღწერები განცდების და მაინც, ეს ის არ იყო,რაც ჩემში ტრიალებდა.
ერთდროულად იმდენს განვიცდიდი, მეშინოდა გული არ გამსკდომოდა.
კიდევ ერთხელ დავარტყი ნაპაზი. ნერვებს მიწყნარებდა და ან მე მეგონა ასე. ნუ ფაქტია, მომწამვლელი ნივთიერებების ნაზავს ვანგრევინებდი ჯანმრთელობას. ისედაც ვერ ვიყავი ჯანსაღი და ამას ვიმატებდი.
ჩამეცინა ძალიან სევდიანად.
მე და ის ერთად ვერასდროს ვიქნებოდით, მე მოვკვდებოდი ასე მარტოობაში და იმას ვინმე სხვა ეყვარებოდა.
ღმერთო,რა საშინელებაა.
ისევ მკერდში მივლის ტკივილი. მინდა დავიღრიალო და ამ ღრიალს ამოვაყოლო ეს სიყვარული. თავისუფლება მინდა, ძალიან მინდა ამ გრძნობისგან შორს ყოფნა. ძალიან მინდა აღარ მტანჯავდეს ეს სიშორე და ცალმხრივობა.
ისევ ვაბოლებ და თვალებს ვხუჭავ. ისედაც ბნელა.
როგორ მაპატარავებს ეს განცდა.
მე რომ მიყვარს და მას კი არა.
თავს უკან ვწევ. ფილტვები მეწვის და ცრემლები ისევ მცვივა. უსირცხვილოდ მექცევა სხეული. ატკიებულ სულს აშიშვლებს.

-და, რატომ იხეთქავ ფილტვებს ღამის 4 საათზე?- მოულოდნელობისგან კვამლი მცდება და ვახველებ.
სულს ვერ ვითქვამ. წინ ვიხრები თვალებაწყლიანებული ხველებით. ყელი მეწვის,ჯანდაბა!

-ჯანდაბა,სანდრო!- წვალებით შევუღრინე. მოახლოებული ბეჭებზე მისმევს ხელს.- მომეშვი რა.-ხელს ვიქნევ და ძირს მივარდება ღერი.

-კარგად ხარ?-ნერვიულობა ეტყობა. თავს ვუქნევ და დაწყნარებული ვეყრდნობი სკამს ზურგით.
ჩამოღვენთილ ცრემლებს ვიწმენდ ხელისგულით და ვუღიმი.

-კარგად ვარ,რატომ არ გძინავს შენ?- ვეკითხები და ოდნავ ისევ ვახველებ.

-აუ, ლაპარაკს შევყევი და ვეღარ დავიძინე.-მაშტერდება ყავისფერი თვალებით. თავს ვუქნევ და ფეხზე ვდგები. გასეირნება არ მაწყენდა. დაგდებულ ღერს ვიღებ და იქვე ვასრესს. - გავიაროთ?- ვეკითხები მოულოდნელად.

-მასეთ ფორმაში გინდა?- იკვირვებს.
-კარგი რა,ვერავინ დამინახავს.- ხელი ჩავიქნიე.
არადა,სავსებით შესაძლებელი იყო, ვინმეს დავენახე.
თავით მანიშნა გავიდეთო. მხრები ავიჩეჩე და წავყევი.

-შენ რატომ არ გძინავს, ლიფსიტ?- თმას მიჩეჩავს ბავშვივით. გიჟი.

- გამომეღვიძა და ვეღარ შევიბრუნე.- სიმართლე ვუთხარი, მაგრამ ბოლომდე არა.
ჭიშკარს გავცდით.- დღეს ბევრი არ დაგილევია.- თვალმოჭუტულმა ვუთხარი.

-ხოო,ის ორი ხო მაინც გავაწვინეთ.- ხელებს ისრესს კმაყოფილი.
-რანაირად მოტყუვდნენ.- მეცინება.

-ვივიენ,რა ხდება?- უცაბედად კითხულობს.

-რა უნდა ხდებოდეს?- კითხვას ვუბრუნებ და ხელებს ვიჯვარედინებ.

-მაგას შენ უნდა მეუბნებოდე,რადგან არ ხარ მწეველი. ტირილითაც ხშირად არ ტირი,რომ ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვალო.- სერიოზულად უნდა იცოდეს?

-სანდრუშ,მაგაზე არ იდარდო. ბოლო დროს სენტიმენტალურობა დამჩემდა.- უდარდელად ვიჩეჩ მხრებს.

-ვივ,სიმართლე მითხარი,კარგი?! რადგან ჩვენ ახლოს არ ვართ, არ ნიშნავს რომ არ მაინტერესებს, როგორ ხარ ან რას აკეთებ. ძალიან არ მინდა თავს ცუდად გრძნობდე და გამიხარდება,თუ რამით შევძლებ მეც შენს დახმარებას. უფლება მოგვეცი,რომ რამე გავაკეთოთ,კარგი?- ისეთი გულწრფელია ღიმილისგან თავს ვერ ვიკავებ. მიყვარს ეს ბოჩოლა.

-სანდრო,ვაფასებ იმას რაც ახლა თქვი,მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

-კარგი,თუ არ გინდა.- მშვიდად მივუყვებით ოღრო-ჩოღრო გზას.
სიჩუმე ის არ არის,რაც ახლა მჭირდება. ყურადღების გადატანა მინდა ძალიან.

-ძალიან კარგია თქვენთან ერთად.- ვაღიარებ.

-ვივიენ,მართლა კარგად ხარ?- ჩერდება და თვალებში მიყურებს. მიუხედავად იმისა,რომ სიბნელეა, მთვარეა გამოკიდებული მოალერსედ ცაზე და ზემოდან მზრუნველად გვანათებს.
-არ ვარ კარგად,მაგრამ ვიქნები. ოდესმე გამივლის.- თვალებს ვხუჭავ.

-სიგარეტი ცუდია,ხომ იცი?!

-ვიცი,ვიცი. უბრალოდ თავს ვერ მოვერიე. - ნამარხი გრძნობები ერთხელაც ამოხეთქავს ვულკანივით და ეს ამოხეთქვა, შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს.

-არაუშავს,ვივიენ. სულ თავს ვერ შეიკავებ, ადამიანი ხარ, რობოტი კი არა.- მიღიმის და გზას მიჰყვება.

-სანდრო,მე შეყვარებული ვარ.- გაუაზრებლად ვყვირი. ტრიალდება გაოცებული და მე გული მიფართხალებს.

-ხო?! მერე ეგ კარგი არ არის?- მეკითხება გულუბრყვილოდ.

-არ არის.-თავს ვაქნევ.- მას არ ვუყვარვარ, მხოლოდ მე...- თავს ვხრი და წინ მივდივარ.

-როგორ თუ არ უყვარხარ?- მედევნება.-გითხრა?

-აი,ასე. შეიძლება ვერც შემამჩნია ან შემამჩნია და უბრალო გოგოდ აღმიქვა.

-შანსი არაა.- სანდუნა თავისას აწვებოდა.

-როგორ არა?!-ჩამეცინა მწარედ.- მე არც განსაკუთრებული სილამაზით გამოვირჩევი, არც ფლირტით ვიკლავ თავს, არც ისეთი ჭკვიანი ვარ,რომ ჩემზე გადაირიოს. შემომხედე,სანდრო. მე პატარა გოგოს ვგავარ და ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი ვარ. - სული მტკივა. ისე მტკივა ჩემი ნაკლოვანებები,წარმოდგენა არავის აქვს,რა მწარეა.

-რაებს ბოდავ?-ჩერდება.

-მხოლოდ სიმართლეს.- ცრემლი მღალატობს ისევ. -შინ დავბრუნდეთ,კარგი?- ვთხოვ.

-ვივიენ,ახლა მართლა სულელივით ლაპარაკობ.- გაოგნებული მიყურებს.- ლამაზი ხარ,რა თქმა უნდა..ძალიან საყვარელი და კეთილი. ჭკვიანი ხარ და ისეთი მანერები გაქვს, ჯერ მარტო მაგით იქცევ ყურადღებას.-მეცინება. - ვივიენ,სერიოზულად ვამბობ.

-შენ ის არ იყავი,ვარჯიშისკენ რომ მომიწოდებდი?- შევახსენე წარსული.

-შენ რა,სერიოზულად მიიღე? ან მაგაში ცუდი რა არის?!- მეკითხება.

-სანდრო,ნუ მეუბნები ისეთ რაღაცას, რაც იმედებს კიდევ ერთხელ გამიცრუებს,როცა სარკეში ჩავიხედები.- პირველად ვთქვი ის,რასაც ამდენ ხანს განვიცდიდი.

-მე შემიძლია გითხრა,რომ ცდები.

-კარგი. - მხრებს ვიჩეჩ და სახლისკენ მიმავალ გზას ვადგები.

-ყველაზე სტერეოტიპულ გოგოდ როგორ გადაიქეცი?-მეკითხება. ნამდვილად არ მინდა პასუხის გაცემა.

-სანდრო,გვიანია,წამოდი.

-იცი რა?! ხო,შენი ბრალია! შენ შექმენი შენს ტვინში იდეალები და ის კი არ იცი,რომ იდეალურობა არ არსებობს. იმას აკნინებ, რაც შენ გხდის იმას,ვინც ხარ რეალურად. რატომ გინდა იყო სხვა?ესე ძალიან არ გინდა იყო შენი თავი? ესე გჭირდება სხვებისგან მოისმინო ფრაზები,რომ ლამაზი ხარ? კარგია აკმაყოფილებდე სხვების სილამაზის კრიტერიუმებს და შენი არ გქონდეს?

-სანდრო...

-რა სანდრო?! ვივიენ, ყველაზე საყვარელი გოგო ხარ და ყველაზე გულწრფელი. არასდროს ამბობ რა გწყინს,მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ. თვალებში გეტყობა ყველაფერი... ხო,შენ არ ხარ გამომწვევი,არ ხარ მაღალი, არ გაქვს ცისფერი თვალები თუ რა ჯანდაბაც ითვლება სილამაზედ უმეტესობითვის... მაგრამ გაქვს ხასიათი. კეთილი ღიმილი... ჩუმი სილამაზე... აუ,რაებს მალაპარაკებ რა.. შენ ისედაც უნდა იცოდე ეგენი.
არადა,შენ და ვიკა მაგარი ნარცისი გოგოები ჩანდით.- გამეცინა.

-მერედა ვინ თქვა,რომ არ ვართ?

-კომპლიმენტები მოგაკლდა და მე დამამუშავე ხო? შენ გაიძვერავ...- ცხვირზე წამეთამაშა.

-სანდროო!

-და რას ამბობდი,ვინ მიყვარსო? ვიცნობთ ჩვენ?- თვალები დავაწვრილე.

-დამცინებ.

-ეგრე მიცნობ?- ცოტა წყინს.

-გითხრა?

-როგორც გინდა.

-ვატო მიყვარს, ტაბიძე.

-იის ვატო?- თავს ვუქნევ სუსტი ღიმილით. -ხო არ ღადაობ, მაინც და მაინც ეგ რატომ?

-შენ ვინც გინდა ის გიყვარდება?

-ვივი,ცოტა რთული ბიჭია. მაგრამ ჩაგახუტებ,მაგ ბიჭს.- მეცინება.

-ეხ,არ მინდა ნაძალადევი არაფერი. თუ არ მოვწონვარ და ნუ მოვწონვარ.

-შანსი არაა,მოეწონები.-ეშმაკურად იღიმის.- აი,ნახავ!

-არ შევუყვარდები,არააა! შეუშვი მაგ დიპლიპიტო თავში.- სიცილით ვუჩეჩავ თმებს. იმხელა ხმაზე როხროხებს,მეშინია ვინმე არ გააღვიძოს.

-დიპლიპიტო თავი ხო?- ეცინება.- დაგერხევა,ვივ.

სანდროსთან ერთად დავბრუნდი სახლში. ისევ არ მეკარებოდა რული. რამდენიმე საათი გასულიყო საუბარში და თავს უკეთესად ვგრძნობდი.
მე მზის პირველ სხივებს შევეგებე. აი, სანდროს კი-მიეძინა დივანზე.

რატომღაც გულით მომინდა რამის გამოცხობა და სამზარეულოში გავედი. თუმცა ჩემი გამოცდილება დიდ შესაძლებლობას არ მაძლევდა. უკან არ დავიხიე და ცომი ისეთი გულით მოვზილე, უეჭველი იყო, ამოვიდოდა.
ტაფაც გულომდგინედ გავრეცხე და შევამზადე. დღეს მაინც არ იტყოდნენ, ყიყლიყოები ამოგვიყვანა ყელშიო. კვების რაციონი ე.წ. "დახვეულებით" შევცვალე. ისე,მაგის ღირსებიც არ არიან,მაგრამ ამ ერთხელ კომპლიმენტის მოსმენა არ მაწყენდა.
დიდი მოთმინება დამიფასდა და ცომი ამოვიდა. თან ამასობაში თაფლიანი წყალიც მივირთვი.
ცომის გუნდებიც გამოვაცალკევე, კარაქიც გავაცხელე და გავალღვე. ბედნიერი ვაცხობდი "დახვეულს" "დახვეულზე".
ამასობაში მზეს მთვარე დაეჯაბნა და ისე აცხუნებდა, ჩვენც ვგრძნობდით მის სიდიადეს.

ვიკა და ნიკუშა ერთად ჩამოვიდნენ დაბლა. გაკვირვებული მიყურებდნენ.

-სახლი გადარჩა.-გულზე ხელი დაიდო ნიკანომ.მეცინება.

-თქვენ მე ვინ გგონივართ,ჰა?- სიცილით ვიქნევ ჩანგალს ჰაერში. ძალიან მშია უკვე. -ჰე,ახლა! პირველი გაჭერით.- ვუთითებ და მორიგ პარტიას ვიღებ.

-ვი,ეს რა არის?

-"დახვეული" ჰქვია. იჭმევა,ნუ გეშინიათ. დედამ მასწავლა მაგის გაკეთება და ერთადერთია,რაც წვალების გარეშე გამომდის.

თავიდან კრიტიკულად ათვალიერებენ. მერე ყნოსავნე და ფრთხილად კბეჩენ. ნუ მოკბეჩამდე,ხან ნიკა ეუბნება პირველი შენ გასინჯეო და ხან ვიკა ამბობს,თუ მოკვდი აღარ შევჭამო.
ცოტა მწყინდა გამოცხადებული უნდობლობა,მაგრამ არაუშავს. რაც იყო,იყო.
გასინჯეს თუ არა, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ,ეს რა მაგარი რამე ყოფილაო.
აი,სანდროს გაგუდულს ეძინა.

-ნიკუშ,დათაზე რას მეტყვი?- წარბები ამითამაშა,გევასაო? - მე კი არ მევასა,მაგას ევასა ვუკუნა და მეტი არ მინდა, რამე ისე ვერ იყოს.

-დათა?-წერეთელი ერთვება.

-აი,ვიკა! ცხოვრებაში პირველად ხარ ბანძი,იმისთანა ბიჭი რომ დააიგნორე და შაკოსნაირს ეფლირტავე.

-შენ სულ გაგიჟდი?- მიძაბავს ეგრევე.

-ნუ მელაპარაკები! მე შაკოს ოჯახში არ შემოვუშვებ.- ფეხს ძლიერად ვკრავ ძირს. -არ მაინტერესებს, სიძეს მე ვარჩევ.
-კარანტინის მერე ვერ ხარ შენს ჭკუაზე.- ვიკა მხრებს იჩეჩს და ოთახიდან გადის.

-კარანტინი და თვითიზოლაცია აღარ ახსენო,ენა გიყივის ხოლმე.- ხმამაღლა გავძახე და მისი სიცილის ხმაც გავიგე.
ნიკუშამ ჩაის გაკეთება ითავა და მემადლიერა.

-ზუნზუუ,აი!შენ ხარ დღეიდან, ყველაზე ჰაი ლეველი შეფი! ხელი გაქვსს,იიიიფ,იფ,იფ.

-მადლობა,ნიკუშ.

რომ ვჭამ ცოტას, ოთახში ავდივარ. ძალიან მეძინება და თავს ვერაფრით ვიკავებ.
ხალათს ვიხდი და ესე გაწეწილი თმებით ვითიშები.
--------
-ვივიიი!-ვიქტორია მაფხიზლებს. - აუ,გაიღვიძე რა. მოვიწყინე.

-მეძინება...2 წუთიც.- თავზე ბალიშს ვიმხობ.

-ვივიენ! დაბლა ჩავდივართ,ადეეე! ადექიიი! აუუ,ადეე!-ნერვები ეშლება რომ არ ვემორჩილები.-აი, თუ არ ადგები,რა შანსს "გამაზაავ."

ამ ქვეყნიერებას უბრუნებს ჩემს თავს და მაიძულებს გადავლებას. ისედაც ვაპირებდი,მაგრამ შემწიხლა დროულადო. მერე ჩამომსვა და მაკიაჟი გინდაო. მოკლედ,ჩემზე ძალადობდა საკუთარი მეგობარი.
-ტონალური არაფერში გჭირდება. - შემფასებლურად აცხადებს.

-ვიკა,გამიშვი რა. მწყურია და მშია.

-დამაფასებ მერე და მადლობასაც გადამიხდი. ეს სარაფანი გადაიცვი. დროულად!- შეწუხებული სახით ვართმევ ნარინჯისფერ სარაფანს. მომიხდება,მაგრამ რატო მტანჯავს? ცხელი ნაჭერია.
ნუ რადგან ასეთი მონდომებულია,არ ვუკარგავ და ვიცმევ.

-რომელი საათია?-ვკითხულობ ინტერესით.

-7. მალე! ჩავედიით!- მიჯიკებს და კიბეებისკენ დინჯად მივყავარ.- ნაზად ჩამოდი, არ იმხეცო.- მაფრთხილებს დედა-შვილურად.

-კარგი,ვიკა. - კიბეებზე ფრთხილად ჩავდივარ,თან თმას არეულად ვიწევ ზემოთ.

-აუ,რა ლამაზი ხარ! გამოცვლამდე ფოტოც უნდა გადაგიღო.-ისევ ძალადობს ჩემზე.

-რაღაც ავტონომიურ უფლებებს მილახავ.- მეცინება.

-მე რომ დამიკავშირე შენი ცხოვრება,მაქედან თქვი შენ უარი მაგაზე.- კვლავ მაცინებს.

მისაღებში რომ შევდივარ, ღიმილი სახეზე მაშრება. ღმერთო,ის აქ არის...

-გამარჯობა,ვატო.-ჩამოსართმევად იშვერს ხელს.თვითონ მიღიმის.

შიგნეულობა ხმაურობს.

-ვივიენი.- ავტომატურად ვუღიმი და ხელს ვართმევ.
----
გული ჩამგლიჯა.
თავზე დამამხო მთელი არსება.

დამაპატარავა განცდამ,რომ უმნიშვნელო ვარ იმის თვალში, ვინც მე მიყვარს. ვისთვისაც ბევრ რამეს დავთმობდი.

სიყვარულის ყველა ფილოსოფიური შეგონება ჩაკლა, რასაც აქამდე უარსებია. ჩემში ყველა ნამსხვრევი ტკივილი ამოიზნიქა და დამსერა. დამსერა მთელი სიცხადით.
ისეთი მწარე იყო,ისეთი დაუნდობელი.. სუნთქვა გამიჭირდა.
ჰაერი არ იყო საკმარისი. საკმარისი მხოლოდ მისგან მივიწყება იყო და ჩემი გაუაზრებელი პასუხი ამ მივიწყებაზე,რომელიც მოწმობდა ტაბიძესთვის იმას,რომ ჩემთვის სულერთი იყო. არადა, ისე ძლიერად მიყვარდა,ფიზიკყრად ვერ იქნებოდა უმნიშვნელო.
მიყვარდა შორიდან, მიყვარდა უანგაროდ, საპასუხო გრძნობის გარეშე და მან, მივიწყების სუდარას მიაბარა ჩემი თავი.

მართალი ყოფილა, სიტყვებისა და ქმედებებს შეუძლიათ ასჯერ მოგკლან და ასჯერ გაგაცოცხლონ. გამაცოცხლა მისმა დანახვამ და გამანადგურა მისმა ქცევამ.

რამე გამაცოცხლებდა კვლავ?!

სანდრომ დაინახა,როგორ უმოწყალოდ მომკლა და სახეზე ფერი ეცვალა.
ვიქტორია? ვიქტორია დადუმდა. პირველად იყო ესე, შესაფერის ქმედებას რომ ვერ იგონებდა. ჩემმა მეგობარმა, იგრძნო რომ მე ჩემი არსებით ჩავკვდი.
ნიკუშამ სიცილით თქვა, რა იყო ბიჭო, ეს ანგელოზივით გოგო რამ დაგავიწყაო.
ისეთი სახე ჰქონდა ვატოს, ვინატრე,ნეტავ ისევ უიმისოდ ვიყო, ოღონდ ამდენი არ ვიგრძნო-თქო.

ძალიან ბევრი იყო ჩემთვის, ძალიან.
მაწამებდნენ შეუხებლად.

სიმწრის სიცილი ძლივს შევიკავე, ტაბიძემ რომ ვერ გამიხსენა. არადა, მანამდე 3-ჯერ გამომელაპარაკა და ერთხელ გადამკოცნა. კარგა ხანს მეწვოდა ლოყა, მას შემდეგ და ცხვირში მიღიტინებდა მისი სუნი.

ატირებულ ზეცას გავყურებ სარკმლიდან. ვერ ვბრუნდები მისკენ. რა აუტანელია ასეთი სიახლოვე და თან სიშორე. თვალები მიწყლიანდება...

-ვივიენ..-ჩურჩულებს ჩემს ყურთან ვიკა.ნიკაპი უდევს მხარზე და ისე მეხუტება.

-კარგად ვარ.- მტევანზე ვეხები ხელით. ისევ მოვიტყუე,თუმცა სულ ტყუილად.
ვიკამ იცოდა რა ცეცხლში ვიწვოდი. თავადაც ამ ცეცხლში იყო ჩავარდნილი,ოღონდ მას საბაბს აძლევდნენ ამოსაძრომად.

ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ავდგებოდი და გავიქცეოდი.
არ არის მარტივი მასთან ასე ახლოს ყოფნა და საერთო ჰაერის სუნთქვა. ფილტვები მეღლება. მზერას ვაკონტროლებ და მთელი დრო,რაც ჩემთან ასე ახლოს ზის, ერთხელაც არ შემიხედავს.
რომ შემეხედა,გავიყიდებოდი. ემოციები გამყიდიდნენ.

-ხოო?! არადა,ვივიენიც ჩვენს უნივერსიტეტშია. რანაირად ვერ იხსენებ.- ნიკუშა ჯიუტად აწვებოდა ტაბიძეს.
ყოველ მოწოლას ტაბიძესთან ერთად ვგრძნობდი. ის ღიზიანდებოდა,მე მტკიოდა.

-ნიკუშ, რა მოხდა მერე?! მეც არ მახსოვდა.- გავიღიმე სევდიანად. - კურსელიც არ არის,რომ დამემახსოვრებინა ან მას დავემახსოვრებინე. - გავიცინე ძალით.
ვიკა ასეთი ამაყი ჯერ არ ყოფილა. სანდრო გაშტერდა. მე მომაშტერდა.
არ ელოდა,რომ ამ ყმაწვილის თვითშეფასების გათელვას განვიზრახავდი. მე ხომ მიყვარს..
მერე რა,რომ მიყვარს.

ვატომ გამომხედა. ისე შემათვალიერა, გული ამიჩქარდა. დავიძაბე,არ მესიამოვნა.. ახლა კრიტიკული იყო.

-ვატო,რა გაკადრეს?!- სანდრო ჩემკენაა.

-არაფერი მიკადრებია,უბრალოდ არ დამამახსოვრდა.- მხრები ავიჩეჩე,მაგრამ სანდროს მადლიერი მზერით მივეგებე. - მოვეშვათ ამ საკითხს. რამე უფრო საინტერესოზე ვისაუბროთ.- ნაწყენზე მას ვუსწორდებოდი ყველაზე რბილი მეთოდებით?!
უნდა ეგემა სანახევროდ მაინც, როგორია, როცა გივიწყებენ.
ტაბიძისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა იქნდბოდა,ალბათ. უნივერსიტეტში თითქმის ყველა იცნობდა,მაგრამ მეგობრობით ცოტასთან მეგობრობდა. სანდროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,აქედან გამომდინარე ნიკუშასთანაც,მაგრამ აქ რა უნდოდა, აზრზე არ ვარ.

-სამაგიეროდ, ამის მერე სულ მემახსოვრება.- თვალებდაქაჩულმა გავხედე. ვერ მივხვდი რა ქვეტექსტი ჩადო სიტყვებში.
რას გულისხმობდა ამ დამახსოვრებაში. რამე კარგი შინაარსი ჰქონდა თუ ცუდი?!

-ამის მერე ვერც დაივიწყებ.- ვიქტორია "კბენს" სიცილით. ჩემი ვიქტორიტა!

-ნამდვილად.- მზერას არ მაშორებს.
გული მიფართხალებს და თვალებში ვუყურებ. მწვანე თვალებში.
მეც არ ვიხევ უკან.
მზერის არიდება გამარჯვების შეგრძნებას დაუტოვებს. მე კი არ ვაპირებ გამარჯვება დავუთმო.

-ვატო,სადამდე რჩები აქ?- ჰა?! აქ რჩება?! რატომ რჩება?!

სანდრო!

ნიკუშას გახედა.
-2 კვირა ვგეგმავ,მერე თუ არ წავედი კოჯორში.- 2 კვირა მე მასთან ერთად...
არა,არა და არა!
ნერვიულად ვისმევ თავზე ხელს და ოთახიდან გავდივარ.

სული მეხუთება. სამზარეულოში ვაჭრი ეგრევე და წყალს ვისხამ ჭიქაში.

რა ხდება ჩემს თავს?!
ესე დასვენება გამორიცხულია. რა უნდა ვქნა?!
ნერვებს დამაგლეჯს. ისედაც არ მაქვს...
მეორე ჭიქას ვცლი და ფანჯარას ვაღებ.
გიჟურად წვიმს და სულ არ ეტყობა, დილით მზე მთელი სიდიადით რომ კაშკაშებდა.

-ვივი,რამე გამოაცხვეთ რა.- სანდრო მთხოვს მოულოდნელად.
გაცხარებული ვტრიალდები.

-აქ როგორ აღმოჩნდა?-ჩუმად ვეკითხები.

-რამდენიმე დღის წინ მომწერა და ვუთხარი რასაც ვაპირებდით. ნიკუშამ დაპატიჟა.-ხელები ასწია მაღლა.

-ანუ ჩვენს საუბარს არ უკავშირდება?-თავი ჩახარა.

-გასაგებია,სანდრო.-სევდიანად გადავხარე თავი. სკამზე ჩამოვჯექი.

-არ მეგონა,ეგეთ რამეს თუ იტყოდა. შეიძლება გულწრფელი არც ყოფილა და ითამაშა...- აღშფოთებული ვაწყვეტინებ.

-თუ გულწრფელი არ იყო, ანუ გამიზნულად მატკინა.-უფრო წამიჭირეს მფეთქავ ორგანოზე ხელები.-ღმერთო,რა ცუდია თუ ეს გამიზნულად თქვა.

-აუ,ვივი!ვცემ,იცოდე!-გამეცინა სერიოზულად.

-რა გაგიკეთოთ?- ღიმილით ვკითხე.

-ვივიენ,თუ შენ..

-რა გჭირს?! ნუ აბუქებ,რა გავაკეთო? - არაფერს ვიმჩნევ. საერთოდ არაფერს.

-რაც გამოგდის ის. რა ერქვა? დახვეულიო თუ ჩახვეული..

-ჩაგახვევ ახლა,თუ ხელს შემიშლი.- ვემუქრები ღიმილით.- ვიკა გამოაგდე რა აქეთ,მომეხმაროს.
თავს მიქნევს და გადის სიმღერით.

ანუ ამ ზაფხულს არ მეღირსება მოსვენება. სახლში რომ ადრე დავბრუნდე,კითხვები გაჩნდება. ჩემმა ძმამ რომ გაიგოს ბიჭებიც არიან ჩვენთან ერთად, 20 წუთში აქ იქნება და კარგი დღე არ დაგვადგება.
ყველაზე მეტად ის ფაქტი მაწუხებს, რომ აქ არის,ჩვენთან. ერთ ჭერქვეშ უნდა გვეძინოს, სხვადასხვა ოთახებში და მე ჩაძინება ისე გამიჭირდება, როგორც არასდროს. მე ხომ მეცოდინება რომ ის ასე ახლოსაა და მკერდში გული მშვიდად არ გამიჩერდება. აფართხალდება როცა მის ხმას გავიგებ,როცა გაიცინებს და ან ისე შემომხედავს, როგორც სჩვევია.

-რატომ მეძახდი?- ვიკა შემოდის ღიმილით.

-დახვეულები უნდა დავაცხო და აქ მინდა იყო. მარტო გავგიჟდები.- უყვარს ირიბად მაინც რომ იგებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხან იმჩნევს,ხან არა... მაგრამ სულ იცის,რას ვგულისხმობ ხოლმე.

-მე შენ ისეთ სოკოს სუპს გაგიკეთებ, თითებს მიაყოლებ.- მუდმივად ავიწყდება რომ სოკო არ მიყვარს. თუმცა ისეთი გულით თქვა გაგიკეთებო,უარი ვერ ვუთხარი და გავუღიმე. ხათრით შევჭამდი ცოტას.
-----------
ჩუმად ვაკეთებდით საქმეს. ალბათ, მიხვდა რომ ახლა ლაპარაკი არ მინდოდა,მაგრამ მე ფიქრიც არ მინდოდა.ამიტომ შევთავაზე ფილმის ჩართვა.
ისეთ ფილმი ავარჩიე,მას რომ არ ექნებოდა ნანახი და თან კარგ განწყობაზე დაგვაყენებდა.

ვიცინოდით და გულით ვაკეთებდით საქმეს. იმდენად ვიხარჯებოდი, რამდენადაც შემეძლო.
მსურდა ვატო განმედევნა გონებიდან და ყველაფერს ვცდილობდი,ოღონდ მასზე აღარ მეფიქრა.
მთელი წელი ვცდილობდი არ შემეყვარებინა. გავრბოდი მუდმივად. რამდენადაც ვცდილობდი დასხლტომას, იმდენად მიჭერდა.
ტყუილია,სიყვარულს ვერ გაექცევი.ვერ დაემალები და ვერ ამოიგლეჯ,თუ მიზეზი არ მოგცეს.
ვატომ დღეს ყველაზე მეტად მატკინა და ისე გამისწორდა, მტერს რომ არ გავუკეთებდი.

-მზადაა!- ვიკა ბედნიერი ტრიალდება ჩემკენ.- დაგისხავ ახლავე. -ისეთი ლაღია, ისეთი საყვარელი,უნებლიედ მეღიმება.
მეც ვასრულებ ცხობას და სალათს ვაკეთებ.
ფილმი სრულდება.
-აუ,მალე გასინჯე!- თეფშს წინ მიდებს.

-კარგი და შენ იმათ დაუძახე.- გული ისევ ძლიერად მიძგერდება. ვღელავ,როგორც ზღვას სჩვევია აღელვება და კლდეს მისკდომა. მისგან განსხვავებით
მე,შუშის კედლებს ვასკდებოდი.

სიცილით შემოლაგდნენ და მე გავშეშდი.
-ვივი,რა სუნებიაა!- ნიკუშა ამაყი სახით ამბობს.-ვის ოჯახშიც თქვენ შეხვალთ.

-ჯერ გასინჯე,იქნებ გწამლავენ.- სანდრო ვიკას გაჰყურებს.

-აი,პირადად შენს წილში ჩავყარე ბლომად საწამლავი. ილოცე, თავადის ძევ! შენი სიკვდილის დრო დგება.-ჩამჩას სასაცილოდ ატრიალებს.

-მოდი,მაშინ შენ გასინჯე ჯერ.

-არა,სანდრუნა,რას ამბობ?! ფემინისტური სულისკვეთებით გითმობს ვიკა.- ვუღიმი.

-გველი გამიზრდია უბეში.-ნიკუშა ხელს მხვევს.
ვატო რას აკეთებს? არ ვიცი,ვერ ვუყურებ.

-დავსხდეთ,ხო?-ვკითხულობ მშვიდად.
გიჟივით დახტის გული და კედლებს ასკდება. ხელიც მიკანკალებს და ცოტა ვიბნევი კიდეც.

სხდებიან და ისაა,ვიკა უნდა მოისვას სანდრომ რომ ფეხზე ვდგები და აშკარა პროტესტს გამოვთქვამ.

-ჩემთან ჯდება!- აქედან გამომდინარე ნიკუშას ადგილის გაცვლა მოუწევს ვიკასთვის.

-მორჩა,დაეწყო ეჭვიანობის გამოვლინებები... - სანდროს ეცინება.

-გირჩევნია გამოუშვა,თორემ აჯანყება ომში გადაგვეზრდება.- ვიმუქრები.

-როგორ ომში?

-საუკუნოვან!- ვიკა სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს და ეგრევე გვერდით მიჯდება.

მშვიდად ვჯდები მეც და ისაა ვიკას გაკეთებული სოკოს სუპი უნდა გავსინჯო,რომ ისეთი ხარხარის ხმები ჩამესმის,სახლი ზანზარებს.
მეცინება მეც.

-გავიცინეთ,გვეყო! სუპ-ფართი გვაქვს,შეირგეთ.- ვიკა ლამისაა გაწვეს,იმდენს დამცინის.

ტაბიძე ღიმილით მიყურებს და მე მეყინება სახე. ვიღრუბლები ისე, როგორც გარეთ- ცა..

-როგორც ჩანს,საინტერესო 2 კვირა მელის თქვენთან ერთად.- ვატუნა ამბობს და თვალს არ მაშორებს.
ეს მზერა... არ მომწონს,თითქოს მაფრთხილებს.

-კი,3 გველგესლა გვყავს და აბა რა გგონია.-ნიკუშა ჩვენზე უთითებს.

ნუ სანდრო და ვიქტორია კი, მაგრამ მე?!
ნუ კარგი,საწყენი მაინც არაა.

-აბა,შენ კაცს არ გამოადგები არაფერში.- სანდრო წვენს სვამს.- ზედმეტად კეთილი ხარ და ცხოვრება დაგჩაგრავს,ძმაო.

- ნიკოს ჩემი ბულინგიც ეყოფა.- ვიკა ამაყად სწორდება წელში.


-აუფ,ვიკატორე ჩაწყნარდი.- ნიკო უბღვერს სიცილით.

-რაღაც ძალიან გამითამამდი და არ მომწონს საერთოდაც.

-აუ,საერთოდაც, ვიკატორე?

-კი,აი საერთოდაც.-ხელებს იჯვარედინებს და უღიმის ნიშნის მოგებით.

-გაცივდა რა,ჭამეთ!- სანდრო ეჩრება შუაში თეთრი მანდილივით და ლამის სამოქალაქო ომში გადაზრდილი ხულიგნობა ცხრება.
-------------
ღამით აციებულიყო. წვიმას გადაეღო და ნესტიანი სიცივე იდგა.ეზოში ვიჯექი ჩემთვის და პატარებთან ერთად ვხალისობდი.
ჩემს პატარა და-ძმას ველაპარაკებოდი ვიდეოზარით და ზღაპრის pdf ვესიას ვუკითხავდი.
ისე მიყვარდა "ლოტა აურზაურის ქუჩიდან" ,რამდენჯერაც არ უნდა წამეკითხა, პირვანდელი ემოციებით ვხვდებოდი ყველა მოვლენას და ისე ვკისკისებდი, როგორც ჩემი პატარები.
ჩემი ძმა უფრო ინტერესიანი ბავშვი იყო, მაგრამ პაწუკა ქალბატონიც ინდომებდა ხოლმე ეჭვიანობის ფონზე.

-წარმოგიდგენია?! ლოტა რა მაიმუნი ბავშვია.- ბავშვები კისკისებდნენ. ისეთი სუფთა ხმა ჰქონდათ, ისეთი გულიანი სიცილი, უნებლიედ მეღიმებოდა.
მიყვარდა ყოველი მათთან გატარებული წამი. მიუხედავად იმისა,რომ მათგან დასვენებაც მინდებოდა, შიგნიდან მჭამდა მონატრება.

ჩემი ოჯახი იყო ის ნაწილი, რომლის გარეშეც უაზრო იქნებოდა ჩემი არსებობა.

-როდის მოხვალ სახლში?- ჩემი და მკითხულობდა.

-მალე მოვალ,ძალიან მალე.- უკვე დაღლილიყვნენ და თვალები ეხუჭებოდათ.
დედამ დავაძინებო და გამითიშა. დავრჩი ბედნიერი სიბნელეში.

რა კარგი ვქენი, რომ ბოლომდე წავუკითხე ზღაპარი. ძალიან ვისიამოვნე და ჩემში დიდი ხნის მიძინებული ბავშვი გავაღვიძე.

გული უცნაურად მიფეთქავდა და გონება ყველა ოხუნჯობას მახსენებდა,რაც ბავშვობაში მიკეთებია.
რა კარგი იყო,რა საოცარი...

- ბავშვები გიყვარს?- შევკრთი. ტაბიძის ხმამ გული სხვანაირად ამიფართხალა და მე გავუღიმე გულწრფელად.

-კი.-თავს ვაქნევ ისე,თითქოს მხედავდეს.

-გეტყობა,ისეთი განწყობით კითხულობდი ამბავს პატარა ლოტაზე.

-არ გაქვს შენ წაკითხული?- ვიკვირვებ. არაო მპასუხობს.- მე არ მიკითხავდნენ ზღაპრებს და მოთხრობებს.
-მე მიკითხავდა დედა.-გვერდით მიჯდება. ჯანდაბა,სხეული მეძაბება.

-ხო?!

-კი. მიყვარდა როცა ვუსმენდი. ისე კარგად კითხულობდა, მსიამოვნებდა მოსმენა.

-გამოდის,დედას ჰგავხარ.- ჩამეცინა.

-მგონი ხო.-ვეთანხმები.

-ნამდვილად ასეა,-ვდუმვვარ, რადგან არ ვიცი რა ვუთხრა.- ვივიენ.- მისკენ ვიხედები.

-მართლა არ გაქვს წაკითხული: კარლსონი,პეპი...- თავს აქნევს.

-გვიან დავიწყე კითხვა და პირველი რაც წავიკითხე, დუმბაძის "მე, ბებია,ილიკო და ილარიონი" იყო.

-მეც გვიან დავიწყე კითხვა.- საიდუმლოს ვუმხელ.-დეიდაჩემის გამო. რომანებით დამაწყებინა კითხვა და სანამ პირველ გვერდს გადავშლიდი, მიყვებოდა ავტორზე და შეგრძნებებზე,რასაც კითხვის დროს განიცდიდა. ისეთი აღტაცებით საუბრობდა,მინდოდა დავწეოდი. რაც შეეხება საბავშვო მოთხრობებს, პატარების გამო დავიწყე კითხვა და სიმართლე გითხრა, ისე მომწონს, უარს არასდროს ვამბობ.- არც კი ვიცი,რატომ ვსაუბრობდი მასთან. - იცი რას ჰგავს? თითქოს უკან ახვევ კადრებს და ისევ ბავშვი ხდები. სხვანაირი სილაღე და უდარდელობა გაქვს. არაფერი გაწუხებს და თან ეს ავტორი, იმდენად კარგი ენით წერს,ისე აღწერს ყველაფერს, გიცოცხლდება კადრები და ისე აღტაცებით აღიქვამ ყველა დეტალს,ისეთი ბავშვი ხარ, თითქოს დამალობანას თამაში, ქვეყნად ყველაზე დიდი გასართობი იყოს. თითქოს შენც ისევე დარდობ თამაშის როლების განაწილებაზე,როგორც პატარა ლოტა ან მია მარია. პერსონაჟები არიან მოთხრობიდან. -მეცინება. - მართლა რა კარგია.- ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.

-და ბავშვები, მთელი საათ-ნახევარი გისმენდნენ დაქაჩული თვალებით.- მეცინება.

-ხო,ბავშვებს უყვართ მოსმენა და საუბარი,თუ სწორად ელაპარაკები და ან უსმენ.

-ხო?!

-კი,კი,კი. აი,მაგალითად... როცა ჩემს პატარა ძმასთან ერთად ვუყურებ მულტფილმს, ხშირად მაკვირდება,ჩუმად ხომ არ დავძვრები ტელეფონში და ისე უხარია,როცა ვყვები ყველაფერში. როცა ვიცინი მასთან ერთად და მივდევ გასაწვალებლად. ნუ მე ცოტა სადისტი ვარ და მსუბუქად ვკბენ ხოლმე. -ეცინება.- მათთან ერთად რომ ვარ,ისეთი კარგია და ისეთი ნამდვილი ის დრო.

მკლავებს ვხვევ მტევნებს.

-აცივდა და ცოტა ნესტია, შინ ხომ არ შევსულიყავით?- ვატო ტაბიძე მეკითხებოდა მე?!

სიმართლე ვთქვა, სიცივე არ მაწუხებდა,როცა ის ახლოს მყავდა და მისმენდა. სულ არც გამახსენდებოდა,რომ არ ეთქვა რამე. ფეხზე ავდექი და თავი გადავხარე.

-შევიდეთ.- ისე გავბრუნდი,მისთვის აღარ შემიხედავს.

ფეხსაცმელები შესასვლელშივე გავიხადე და შიშველი ტერფებით გავეშურე საძინებლისკენ.

-სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.- კიბესთან შევჩერდი. გულმა რაღაც დარტყმა გამოტოვა,რაღაც მერე ძლიერად მომარტყა.

-ჩემთვისაც.- ოდნავ გავუღიმე და აფორიაქებული ავედი საძინებელში.
--------
- wow,ამას მარტო შენ თუ შეძლებდი.- ვიქტორიტა ემხობა ლოგინზე.

-ნუ მანერვიულებ იმაზე,რაც იყო. მთავარია ის ფაქტი,რომ იდგა და მისმენდა. მერე კი გამომელაპარაკა,ისევ თავისი სურვილით. - სულელივით მეღიმება.

-ვივიენ,ხომ იცი..

-იმედი არ მეძლევა. სულელი მეოცნებე გოგო კი არ ვარ, რომ სიტუაციას ვერ ვაფასებდე ადეკვატურად.- ცოტა ნერვები მეშლება.

-შენ ნებისმიერთან გაქვს შანსები, უბრალოდ რაღაცნაირია რა. ყველას არ უშვებს ახლოს.- გვერდით ეხეთქება. ჩვენს შორის მეოცნებე ახლა ისაა.

-ვი,მე არაფრის იმედი არ მაქვს. არც არაფერს ვცდილობ მასთან, რადგან აზრი არ აქვს.მე ვარ ისეთი, ვინც იქით თავს არ იწუხებს აქტიურობით და ვერ აბიჯებს რაღაცებს. ამიტომ დავაიგნოროთ სიტუაცია და დავიძინოთ. ძალიან დავიღალე. - ხალათიანად ვწვები ლოგინში და თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.


-ვი,სანამ დაიძინებ... ლომი გაბრაზებულია ჩემზე.

ლომით გიორგის იხსენიებდა.

-რა იცი?

-ჩემი მარიამი ხომ იცი? მაგას დაურეკა და თქვა,რომ იმედგაცრუებულია. ავუხსენი და ვერ ან არ გაიგოო.გადამხაზა თავისი ქცევითო.

-ძალიან კარგი. ვინც ვერ გაფასებს არ გჭირდება. -ბალიშზე ეხეთქება და სიჩუმე ისადგურებს.

-----
თენდებოდა. მზე ცას ანათებდა და ლამაზად ფანტავდა სხივებს. ფანჯარაში იჭყიტებოდა სხივი. მაღიმებდა და მერე მორცხვობდა.
რატომ მორცხვობდა არ ვიცი. მასზე თამამი ხომ არავინ და არაფერია ქვეყნად.

ვიწექი აჩქარებული გულისცემით. ვფიქრობდი,იმდენს ვფიქრობდი თავიც კი ამტკივდა. მხოლოდ ფიქრიც არ იყო. იყო გრძნობა და იყო ის. ვინ ის,ხომ იცით?!
ვერ ვისვენებდი.
ვატო აქაც არ მასვენებდა. 2 ოთახი გვაშორებდა და მაინც... მაინც, მეშორებოდა.

ფრთხილად ავდექი,ვიკუშა არ მინდოდა შემეფხიზლებინა,ისედაც გვიან ჩაიძინა და ძილი რომ აკლდებოდა დარეტიანებული დადიოდა ხოლმე.
სხარტად გადავივლე და ხალათით გავტანტალდი საძინებელში, ტანსაცმელი რომ ამერჩია.
რატომღაც მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი. მომინდა თვალის გასწორებისას უფრო მეტი თავდაჯერებულობა მეგრძნო, ვიდრე აქამდე ვგრძნობდი.

კანზე საყვარელი ლოსიონი წავისვი, გასაოცარი სუნი ჰქონდა.
ნუ ლოსიონები ჩემს კანს დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ მე მიყვარდა თავის მოვლა ზედმეტად და ასეთი რაღაცები ჩემი სისუსტე გახლავთ.
შინდისფერი სარაფანი გადავიცვი პირდაპირ.
ჩემი საყვარელი სარაფანი იყო.ზურგი დიდზე ჰქონდა ამოღებული და წინაც ლამაზი,სამკუთხედი ჭრილის დეკოლტე ჰქონდა. ფორმებს არ გამოკვეთდა,თან თავს კამფორტულად ვგრძნობდი.

სველი თმები მხრებზე დავიფინე და ტელეფონს ხელი დავავლე.
კართან გავჩერდი.
ორი კვირის განმავლობაში, როცა მე ამ საძინებლის კარს გავცდები, ვნახავ საყვარელ ადამიანს და ეს მომანიჭებს ყველაზე დიდ ტკივილსა და ბედნიერებას ერთდროულად.
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.
თუ არასდროს ვეყვარები მას ისე, როგორც მე მიყვარს,რატომ მებლანდება იქ,სადაც არ ვეძებ?
მკერდში გული ისევ ფართხალდება.

-ვი,მდინარეზე როდის გავიდეთ? ზაგარი მინდა.- ვიქტორია წუწუნებდა. ჯერ თვალიც არ ჰქონდა გახელილი და სადარდებელი უკვე ჰქონდა. ღიმილით მივუტრიალდი.

-დღეს თუ აღარ იწვიმა,ხვალ გავიდეთ. ან ვნახოთ საღამოს როგორი ამინდი იქნება. -თავს მიქნევს შეწუხებული და ისევ ითიშება.
მეღიმება მასზე.
სიმართლე გითხრათ,მაკვირვებდა ვიქტორია. ყოველ დღეს იმაზე უკეთესს ხდიდა,ვიდრე იყო გუშინ ან გუშინ წინ.
სარკესთან მივირბინე და თმის სარჭი ავიღე. მერე მხრებზე დაფენილი თმა ავზიდე მაღლა და დაულაგებლად ჩავამაგრე.
ხო,მე ეს მიხდებოდა. მომწონდა კიდეც ჩემს თავზე. უბრალოდ წინ მქონდა "ჩოლკა" შეჭრილი და მაგას ვერაფერს ვუკეთებდი. ეგეც მიხებოდა,თუმცა არ მაგრდებოდა, როცა მჭირდებოდა.

სამზარეულოს რომ მივადექი, იოგურტის კოლოფი გადმოვიღე და ჩაისთვის წყალი დავადგი. იქვე მივუჯექი მაგიდას და ფეხები ავკეცე.
სახლში სხვანაირი სიწყნარე იყო. გულიც აღარ ფართხალებდა ისე, როგორც წეღან.
დედაჩემის რეცეპტებს ვათვალიერებდი და რაღაც გემრიელობის მომზადების სურვილი მიტევდა. არადა,არც კარგი მზარეული ვიყავი და არც მიყვარდა.

პიცა-არა, ლობიანი-დიდი დრო უნდა, ხაჭაპური-არ მიყვარს, ხაში- აქ ნაბახუსევზე არავინაა, სალათები-ძროხები ხომ არ ვართ, მწვანები ვძოვოთო-იტყვიან.

აუ,დავტოვებ მშივრებს და ხო იქნებიან ღირსები.

ისევ ვაგრძელებ თვალიერებას: ხარჩო? ჩახოხბილი?

ანუ,დედაჩემს ჰგონია,რომ მე აქ 50 კაციან სუფრას ვშლი, თან რესწარანის სტილში?

-დილა მშვიდობის.- დაქაჩული თვალებით ავყურებ ტაბიძეს.
ყველაზე ცუდი მომენტია პირში კოვზი რომ გაქვს ჩაჩრილი და ამ დროს,ის ადამიანი შემოდის,ვისაც გინდა ლამაზი დაენახო.

აგჰ...

-დილამშვიდობის.-კოვზს ჰაერში ვწევ და ვესალმები. -ასე ადრე რამ გაგაღვიძა?- ტელეფონს ვდებ მაგიდაზე და პარალელურად წარბებს ვკრავ. იოგურტის მორიგ ლუკმას მივირთმევ.

-წავივარჯიშე და თავად?- მეკითხება და კედელს ეყრდნობა.

-არ ვიცი,გამეღვიძა.- პირდაპირ თვალებში ჩავხედე,ურცხვად.
ისევ შეიფართხალა გულმა. -მმ, რამე გინდა? გაგიკეთებ..- შევთავაზე.

-არა,არაფერი. -მიღიმის. თავს ვუქნევ ათლეტურ ვაჟკაცს და ტელეფონს ჩავყურებ.

პირველად მემართება ასე,რომ დიალოგს ვერ ვაწყობ.
იდიოტივით ჩავყურებ რეცეპტებს და ვერც იქ ვპოულობ რამეს.

-ჩაი თუ ყავა?- ანაზდეული კითხვისგან გაოგნებული ვწევ თავს და ვშტერდები.

-ჩაი უნდა დამესხა.-უხერხულად ვდგები ფეხზე და..

-იყავი,დაგისხავ.- ცოტა გაკვირვებული ვბრუნდები სკამზე.

-ჩაი მინდა.

-შაქარი?-ბოხი ბარიტონი ჩამესმის ყურებში და ინსტიქტურად ვპასუხობ 2 კოვზს.

-ასტრიდ ლინდგრენი მართლა კარგად წერს. - ჭიქას წინ მიდებს. გაფართოებული თვალებით შევყურებ.

მკერდში ისე ძლიერ ცემს გული, მეშინია... ძალიან მეშინია.

-აკი ამბობდი არ მაქვს წაკითხულიო? -თვალები დავაწვრილე და ოდნავ წინ წავიწიე,რომ უკეთ დაენახა ჩემი რეაქცია. -იტყუილე?-ეცინება და მწვანეებს მიშტერებს...

-იტყუილე?!-სიცილით კრავს წარბებს.-გრამატიკის "დედა" ესე საუბრობ?

-ამ,ანუ მოიტყუე... მაშო ამბობს ხოლმე,ჩემი და...-მეცინება.უკან ვეშვები და ვეყუდები სკამს.

-არ ვიტყუილე. წუხელ ვკითხულობდი და მართალი ხარ. ის საუკეთესო მწერალია და ისე კარგად გადმოსცემს ყველა მომენტს, განწყობას ქმნის. - მიღიმის გულწრფელად. ლამაზად ჩამწკრივებული კბილები მოუჩანს და გული მიჩერდება.
გაოგნებული ვარ. განცვიფრებული.
მან საბავშვო მოთხრობა მხოლოდ იმიტომ წაიკითხა,რომ მე ვთქვი....

-ოუ, მიხარია თუ მოგეწონა.- ვცდილობ არ შევიმჩნიო. წარბს მაღლა სწევს და თვალებს ჩემსავით ჭუტავს.

-რაა?!-მეცინება. -არ მეგონა,თუ წაიკითხავდი...

-ანუ შთაბეჭდილება მაინც დავტოვე.-ამაყად ეყუდება სკამს. - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე ვერ არ იფიქრებდი ჩემზე,როგორც გასულ წელს.

-კი, დატოვე. ოღონდ როგორი,ეგ უკვე ცალკე საკითხია.- ვიღიმი.

-ეჭვი მაქვს,საუკეთესო.- ნარცისიზმის ზეიმი აქვს. ფეხზე ვდგები და ფორთოხალს ვრეცხავ,რომ დავჭრა.

-სულ ტყუილად.- ხელი ჩავიქნიე და ფორთოხლის დაჭრას შევუდექი. მერე კი ჩაის ჭიქაში ჩავაცურე.

-რას აკეთებ?- ჭიქას ჩაჰყურებს გაკვირვებული.

-არასდროს გაგისინჯავს?-თავს აქნევს.- მოდი ჩაის დაგისხამ და გაგასინჯებ. ვფიქრობ,მოგეწონება.

-გამასინჯე.- ცოტა უცნაური სიტუაციაა.
ვღელავ, ვღელავ უაზროდ და ნერვებზე ისე მეთამაშება ყოველი მასთან გატარებული წამი, მეშინია გაგიჟების და ან სიკვდილის.
ცუდადაც კი არ მექცევა,რომ შევიძულო. საერთოდ არ მექცეოდა აქამდე და მასზე "არფიქრს" ვახერხებდი.ახლა მისით იწყება და მისით ღამდება.

-უშაქრო.- თავს ვუქნევ. -საიდანღაც მახსოვხარ,იცი?

-არა.-თავს ვაქნევ და ვცდილობ აკანკალებული ხელი დავიმორჩილო. წინ ვუდგამ ჭიქას ღიმილით და ფორთოხალსაც თავად ვუგდებ ჭიქაში.

-მადლობა. უხეშობ,იცი?!

-გაიზარდე დიდი ბიჭი.- თვალს ვუკრავ და ნეტარებით ვეახლები ჩაის. ჯერ მხოლოდ არომატი მამშვიდებს.

-უკვე დიდი ბიჭი ვარ. უნივერსიტეტშიც კი ვსწავლობ. - სასაცილოდ სწორდება მხრებში.

-ოი,ქალებში წაყვანის დროც მოგიწევს მალე.- დავცინი. - მოგვესწრო,ვატუნა ბიჭი.

-ვივიენ,რაებს კადრულობ?!არ გრცხვენია?!-თავს აქნევს.

-არა,რა მრცხვენია. ვხალისობ.- ისევ ვსამ არომატულ ჩაის.

-თავხედი გოგონა.-თავს აქნევს.- ცუღლუტო შენ.

-აბა,აბა. აი,ეს ცუღლუტი და თან თავხედი გოგონა, არ გაგიკეთებთ დღეს საჭმელს და იყავით ბედნიერები მერე.- თვითონაც სინჯავს ჩაის.

-პერფექტოა,უბრალოდ შემქმნელი ჰყავს მწარე.

-ვიცოდი ისედაც. არაფრის, ჯიგარო.- თვალს ვუკრავ.

-ჩემი წინადადებებიდან შენთვის მთავარს იღებ და დანარჩენს თიშავ წყობიდან?-მაკვირდება.

-ხო,მანდ პერფექტო იყო მთავარი.- ვიცხადებ.

-ესე აბა, კარგი მოსამართლე ან ადვოკატი როგორ გახდები?

-პირადი ცხოვრება სხვაა და საქმე სხვა.

-თუ გაგიჯდა,აგერევა.- ცდილობს ამაღელვოს.

რეალურად ისედაც ვდარდობ,რა უნდა?
რაღაც სიმღერის ხმები ჩაგვესმის, მერე კიბეებზე ბრაგუნის ხმა ისმის და სანდრუშა ჩნდება, დინამიკებს აცანცარებს ხელში,თან მღერის და ცეკვავს "hafanana"-ზე.

იცით როგორი სიმღერაა?! აი, ნებისმიერ მომენტში რომ წამოხტები და ენერგიულად ააყოლებ ტანს ისეთი.

-ვიიიი,წავა დღეს გულაობა! ყველა ვიცეკვეებთ,აი ასეეე - მკლავზე მქაჩავს და ფეხზე მაგდებს. თვითონ კი კურტუმოს აქნევს.

-სულ გაგიჟდი,ხო?- მეცინება. ფეხს სასაცილოდ ათამაშებს იატაკზე და ხელებს უცნაურად,მაგრამ სახასიათოდ იქნევს.

სხვა რა გზაა,მეც ვყვები და ვუბერავთ ერთად.

მიხარია რაღაც და არ ვიცი რა. უბრალოდ რაღაც სხვა მიქმნის განწყობას და სხეული უბრალოდ ცარიელდება ცუდისგან.

სანდრო სიმღერის სიტყვების გამეორებას ძალიან სასაცილოდ ცდილობს. არ გამოსდის. უნდა, მაგრამ ვერ...

ბოლო ხმაზე მეცინება და თავს უკან ვაგდებ.

-ჰე,ვატო! აწი ტაკო!- თითით ანიშნებს ადექიო.-მიდი,ნუ ჩმორობ.

ვატო ხელით ანიშნებს ხომ არ აფრენო და ისევ იმ ადგილზე რჩება მუდოვიჩა.

-სანდრო,ძილის დრო გაქვს წესით და რამ შეგაფხილზა,ჰა?- ხელებს ვიჯვარედინებ და ვეყრდნობი სამზარეულოს დახლს.

-დავითა,შაკო და ის აკუნა მოვლენ. წავა გულუაობა და ღადაობა..

-აკო?! შაკო?!იუუ!- ცხვირს ვიბზუებ.

-რა დაგიშავეს?- სიმღერას რთავს და წარბებს კრავს.

-აი,ის ორი ტყუპი გაგვაშორე. დათუნას ველი მოუთმენლად. - თვალებს ნაზად ვაფახუნებ. ასათიანი რომ ჩამოვა, ვიქტორიას კვლავ ნახავს..

-რამე დაგიშავეს?

-კი! აკომ მე წამიღო ტვინი და შაკოიემ ვიკატორეს! ისე გამაცნო თავისი საოჯახო ისტორია, გეგონება ცოლად მივყვები.- წარბებს ვკრავ.

-მერე გაჰყევი,ვიკაც გავათხოვოთ და ვიგულავებთ.

-აფრენ ხო?! ვიკატორესთვის მეტი მემეტება და მე,იმ ვიღაც აკოს თუ პაკოს, გადავაგდებ ფანჯრიდან! არ გაბედოს მოკარება,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.

-არადა,რა მაგარი კაცები არიან.- ეცინება და ვატოს უტრიალდება. - ძალიან მაგარი ძმები არიან, გაგაცნობ.- ღიმილით წევს თავს. - მანამდე კიიიი... ჯუზონებიიი!- ღრიალებს და ზედა სართულიდან საპასუხო ხმა გვესმის.

-სანდრო,დაგაკატლეტებ! მძინააავს!- ნიკუშას ხმას ჰგავს.- ბედოვლათი ჯონჯოლი ეს.

ნიკუშას ბილწსიტყვაობა რომ არ უყვარს,გითხარით?! პრინციპში, თავადაც შეამჩნევდით.

სანდრო უბრალოდ არ პასუხობს ნიკანოს და ისევ უწევს სიმღერას ბოლო ხმაზე.

ახლა "la bomba" ისმის და სანდრო ისევ თავის სტიქიაშია.

თავს ვაქნევ და დუპლეტი-თქო, გულში ვამბობ,მერე კი მაგიდას ვუჯდები და აცუნდრუკებულ სანდროს ყურებით გახალისებული შეგრილებულ ჩაის ვუღებ ბოლოს.

სულ მალე კი განადგურებული სახით ჩამოდის ნიკანო და ბალიშს აწნის თავზე სანდრინიოს.

-ეს,ეს,ეს.. ვირ-თაგვა სინდიოფალა!
ძილის მტერ-გესლა. შეგეტენება შენ ვიღაც ნაშა და ნახავ. ცოდვა გიწევს.

-თავის დაცვა ყველამ იცის, შე ჩმორო. რას მთარსავ!

-გაგგუდავ,შე ამჟავებულო კვერცხო!

ნუ ფიზიკური შეურაცხყოფა ძირითადად ბალიშების გადარტყმით გამოიხატებოდა და პიროვნული შეურაცხყოფა კიდევ რაღაც გამოგონილი სიტყვებით, რომელსაც გვიან ან საერთოდ ვერ ვაშინაარსებდი.

ყელში რომ ამომივიდა,შუაში ჩავდექი,ბიჭებო მე ნუ გადამახტებით-თქო და ისეთი დამაჯერებელი გამოსვლა მქონდა, 3 წუთი გაშეშდნენ,მერე კი ისეთი ხარხარი ატყდა, ვიკაც კი გააღვიძეს.
აი,შემდეგ ტაბიძე წერეთლის გაავებულ ქალს აკავებდა, მე ვიხვეწებოდი, სამოქალაქო ომი არ გვინდა,ყველა ქართველი არ ვართ-თქო?! სანდრო იწვევდა, გამოუშვი აბაო და ნიკანო აგიჟებდა გაგსთორავ და მიგთაგავო.

--------------
-მას მერე ჩამივარდი გულში,რაც თვალი მოგკარი. იმ წამიდან ვერ ამოვიგდე შენზე ფიქრები. -თავში ხელი წავიშინე,აკო რომ არ ჩუმდებოდა.

ვატო პირდაპირ მეჯდა. იყურებოდა..

-აკო,მაპატიე.

-უარს ნუ მეტყვი, გენაცვალე
მტკვარი წამლეკავს!
თან წამიღებს და ჩამახრჩობს
დღეთა ზმანება...
თუ ერთი დღე ჩემთვის გაგემეტება,
იქმებ შეძლო,მე წამომყვე

-ღმერთო ჩემო!გთხოვ შეწყვიტე!- ყურებზე ხელს ვიფარებ.

ეს ვერ არის კარგად, მართლა ვერ არის.
რა შევცოდე?!

-არ კი არა,მე ვერ შემიძლია. მაგიჟებს შენი ყოველი უარი..- ჩანგალს ვიღებ გამწარებული და ვიმუქრები..

-თუ ენას არ ჩაიგდებ,ამ ჩანგალზე აგაცვამ! ვფიცავ, სამართალიც კი ვერ შემაჩერებს!- მწვადის ნაჭერს უხეშად ვასობ "იარაღს".

-თავს ნუ მომაკვლევინებ, ვივიენ...

-შენ მე მომაკვლევინებ ახლა!- უკვე ვდუღვარ.

-ფიქრებს რა ვუყო,იისფერს?!- ისევ ახალ ლექსს იწყებს...

-და მე რა ვუყო, შენს აღტკინებას?! რომ გადაგალეწო ყველა თეფში და ნივთი,რაც კი რამ მომეპოვება, მომეშვები?! თუ ტრავმატოლიგიურიდანაც დამადგები?!

-ვივიენ,გულს მტკენ.

-კაცო?! ადამიანი არ ხარ?! არ გეყურება არაფერი?!- გაოცებული ვშლი ხელებს.

-სიყვარულს ყურები სად აქვს,რომ ეყურებოდეს სიტყვების?! ჩვენს შორის დიდი ცეცხლი გიზგიზებს...

-სანამ მიქელ გაბრიელმა აგაგიზგიზა,განვედ! თორემ ღმერთია მოწმე, კაცზე ხელის გასვრა ჩემი სტილი არაა..

-მეტი რა უნდა მომკლა,უშენოდ..

-გადავირევი ახლა,გადავირევიი!

ნერვები ისე მეშლება, სუფრიდან გიჟივით ვდგები და ოთახში ავდივარ.
აკო მედევნება..

-ნუ მომყვები! ნამუსი იქონიე!- ტონს ვუწევ.-სანამ კიბეებიდან დაგაგორე,გამეცალე!- თითს ვუქნევ.
მკლავში მაფრინდება და კედელს მაყუდებს.
ამან მართლა გაარეკა,მართლა. სერიოზულად.

-თავის დაფასება...

-რა შუაშია,მე სხვა მიყვარს!- ხელს ვკრავ და ოდნავ უკან იწევს. - მხოლოდ ერთხელ მნახე და რა სისულელეებს ბოდავ....

-ვინ სხვა გიყვარს?! ვინ...- არეული თვალებით მიყურებს.

-არ აქვს მნიშვნელობა! არაფერს აქვს მნიშვნელობა შენთვის. იმიტომ რომ ის ადამიანი რომც არ ყოფილიყო, ჩვენ მაინც არ ვიქნებოდით ერთად.- გაოგნებული დგას კიბესთან. სწრაფად ავრბივარ. მიხურულ კარს ვეყრდნობი და კართან ვცურდები.

ნერვებისგან მაცახცახებს.
ერთი დამპალი ჩვევა მაქვს, ყოველთვის ვყვები ნერვებს.
ცრემლები მცვივა ისე,როგორც ცას სცვივა წვეთები.

ჯანდაბა!
წყევლაა ცალმხრივი სიყვარული, წყევლა! გასცემ და საპასუხოდ რას იღებ?!
მაზოხიზმია, დაუფასებლობა საკუთარი თავის.
ესეც რომ არაა ჩვენზე დამოკიდებული?!

კარზე ფრთხილად აკაკუნებენ.

-აკო,გადი! იცოდე ვინჩესტერს ვმალავ და შუბლში დაგაჭედებ ტყვიას.

-იმედია მე არ მესვრი...- ტაბიძის ხმას ვარჩევ დახურულ კარს მიღმა.

-გამიღებ?!

-არა.- მტკიცედ ვამბობ. არ მინდა ატირებული მნახოს.

-კარგი, მაშინ ესე ვიქნები მეც.- მარჯვენა ლოყას ვაბჯენ კარს.

-მიხედეთ ხალხს,ტყუილად ხომ არ გვიწვალია,არა?!

-აკო წავიდა.რა უთხარი ამისთანა..

- დავემუქრე.-ამომესრუტუნა.

-ტირი?!ვივიენ,ტირი?!

-არა.-ვვუარყავი.

-გააღე.

-არ მინდა არავინ.

-არ გებრალები?!- და შენ,ტაბიძე?! არ გებრალები?!

-რა გაქვს შესაცოდი?!

-უკანალი მეტკინა ასე ჯდომით.

-საკმარისი მიზეზი არაა.

-დისკრიმინაციას აწვები.

-რა გინდა?

-მინდა დაგინახო,რომ კარგად ხარ.

-გაღიზიანებული ვარ,ვატო! რომ დამინახავ,რა?! ყურადღებას გადამატანინებ,სანამ ქვემოთ ერთობიან?!

-კი! კარლსონი ხომ არ მაქვს წაკითხული,ახლა მომისმენ!

-ვატო... - "შენთან მინდა ძალიან." გულში ვამბობ.

-ვი,ვიწყებ.

" სახურავის ბინადარი კარლსონი"

"ქალაქ სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს სვანტესონების ჩვეულებრივი შვედური ოჯახი."

მისმენ?

-რა თქმა უნდა,გააგრძელე.- თვალებს ვხუჭავ,ის აგრძელებს. მერე მონაკვეთებში მაცინებს და ამოწმებს,მართლა ვუსმენ თუ არა.

-ქალბატონო,ნაზიბროლა! არ შემენაცვლებით?! თვალები მეწვის..

-ვატუნა,მოგხვდება.

-შემომიშვებ?- ფეხზე წამომდგარი კარს ვაღებ და გაკვირვებული მათვალიერებს ქვემოდან.

-ცხოვრებაში პირველად ვარ შენზე მაღალი.-ტუჩებს ვმუწავ.
ხელს მიშვერს ამაყენეო. მეშინია შეხების.. მეშინია სხეულში დავლილი ტალღების..ვაი,თუ გამყიდა..

ვეხმარები წამოდგომაში და აფართხალებულ გულს ვერაფრით ვაიგნორებ.

-მადლობა. დაილოცოს "კარლსონი", ამის გარეშე არც კი შემომხედავდი.

-გაიზარდე.-ამაყად ვიწელები.

-ეგ შენზე უფრო ითქმის,ვიდრე ჩემზე.-ეცინება.- ჭიკარტა ხარ.

მწყინს.

წყენა სულ მეტყობა ხოლმე, ახლა არ ვიცი. ტელეფონს ხელიდან ვართმევ და საწოლზე ვბობღდები.

-ნახე რა... ჩემი ტელეფონი გაიგდო,შენი არ შეაწუხო.

-ვატუნა, სიკეთე კარგი რამეა. გსმენია რამე?!

-ინტერნეტს გაზოგინებ..
-ძალიან ხელმომჭირნე ბიჭი ხარ.

-რა თქმა უნდა.
-შენ თავი შორს დაიჭირე, აკუნა რომ მობრუნდეს,გაგიჟდება.- თვალს ვუკრავ. კიდეზე ჯდება და მუხლებზე მეყრდნობა მკლავებით, თან თავს მადებს.
რაღაცნაირად ვგრძნობ თავს.
ძალიან მომეჯაჭვა თუ მე ვაბუქებ,არ ვიცი,მაგრამ სხეული და სული ერთდროულად ტეხს განგაშს,მაგრამ ძალაგამოცლილი ემორჩილება საყვარელ მამაკაცს.

-აკუნას მოხვდება შემდეგ ჯერზე, როცა შეგაწუხებს.

-მოეშვი,თავისი გასჭირვებია.- მეღიმება.
-მართლა მეცნობი და ვერ ვიხსენებ საიდან.

-ალბათ,სადმე მომკარი თვალი, არ ვიცი.- მხრებს ვიჩეჩ. მწვანე თვალებიდან უჩვეულო სითბო მოდის. ძალიან უჩვეულო და მაფორიაქებს.
ვაგრძელებ კითხვას. სხვა გზა არ მაქვს.
----
"იყო და არა იყო,რა" ყველა ზღაპრის უცვლელი შესავალია და ჰყვება ამბავს,რომელიც არ ყოფილა,ანუ გამოგონილია.
"იყო და არა იყო, რა" მოუთხრობს ამბავს ბავშვებს და ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს ხოლმე.
დიდი სიამოვნებით დავიწყებდი ჩემი ისტორიის მოყოლას ამ შეუცვლელი ფრაზით. რაღაც მაგიური ფრაზით, თავიდანვე რომ გიჟურ მოლოდინს უქმნის მკითხველს და კარგი დასასრულით აიმედებს.
მაგრამ ჩემი ისტორია სხვაგვარად იწყება. იწყება გამორჩეულად. თავისებური ზღაპარია ესეც, სადაც მთავარი პერსონაჟი მე ვარ. სხვათა შორის,თუ დავაკვირდებით, ყველა ჩვენი ამბის მთავარი ფიგურა,თუ მოქმედი გმირი ჩვენვე ვართ. ოღონდ ჩვენ ვერ ვგრძნობთ ან არ ვგრძნობთ ამას. უფრო სხვისი ამბები გვადარდებს ხოლმე. სხვისი უკეთესი გვგონია და იმიტომ. არადა,იმ სხვასაც სხვისი ადარდებს და ჰკარგავს მე-ობას.
არადა,შეგვიძლია დავტკბეთ ჩვენი არსებობის ნებისმიერი წუთით. მოვიქცეთ ისე,როგორც გვინდა. ჩავიცვათ ისე,როგორც მოგვესურვება და არა ისე,როგორც რაღაც სტანდარტები მიგვითითებს. გავიცინოთ იმაზე,რაზეც გვეცინება და არა იმაზე, რაზეც ყველა იცინის. ყველა შეგრძენება რაღაცას გასწავლის და თავს ადამიანად გაგრძნობინებს. სიცარიელესა და არაფერეს,ისევ ტკივილი სჯობს ხოლმე. მაგას კიდევ გონზე მოჰყავხარ და უგრძნობობა, ინდეფერენტულობა თავს საერთოდ არ გაგრძნობინებს. იყინები,რჩები დროში და მორჩა.

-მეტს ვერ ვითმენ,გაიღვიძეე!- ვიკა მაჯანჯღარებს.

-ცოტაც,სულ სულ ცოტაც.- ბალიშს ვეხვევი შეწუხებული და ძილს ისე ვებღაუჭები,როგორც უკანასკნელ იმედს.

-არა,ბევრი გელოდე! გუშინაც გაცადეთ ჩახუტებულებს ყოფნა და მე ავალაგე ჭურჭელი!- ვიკას დამშვიდება ჩემი თავის აწევის გარეშე არ გამოვა.
გაჭირვებით ვწევ თავს. გამოსახულებას ვერ ვარჩევ, ჯერ ისევ ბუნდოვანია ყველაფერი ჩემთვის,მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე დამორჩილება.
თაფლიან წყალს მაწვდის და ლოგინზე ამობობღებული ბალიშზე თავს დებს.

-მადლობა.- სწრაფად ვცლი ჭიქას. ისეთი განცდა მაქვს,თითქოს ორგანიზმი გამეწმინდა.

-ჰე,ახლა..- ნერვები ეშლება. ჩემკენ გადმოტრიალებული მოხრილ ხელზე დებს თავს.
ღია ჩალისფერი თმები უბზინავს. ინტერესიანი სახე აქვს და ისეთი საყვარელია ხოლმე ესეთ დროს, თანაც სერიოზული.

-აკოთი თუ..

-თავიდან!- მკაცრად ამბობს და მელოდება როდის დავიწყებ თხრობას.

აკოზე მაგრად ხალისობს,თან ცოტა ბრაზობს. აი, ტაბიძეზე რომ გადავდივარ, სერიოზულდება.

-გვიანობამდე არ დაუტოვებიხარ. 2 საათზე ვეღარ მოვითმინე და შემოვედი. შენ გეძინა,მან თმა გადაგიწია სახიდან. სხვანაირად გიყურებდა.
უცებ წამოდგა,რომ შევედი.. მივაძინეო,ამაყად განმიცხადა უხერხული ღიმილით. - მკერდში რაღაც ამოუხსნელი განცდა გაჩნდა. ჯერ პატარა იყო, მერე გასხივოსნდა და მთელ სხეულს სასიამოვნოდ მოედო. კანზე გამიცოცხლდა მის მიერ დატოვებული კვალი,ამიხურდა... ის სურნელი შევიგრძენი,მე რომ მირევდა თავგზას.

-ჩემთან დამეგობრებას რატომ ცდილობს?! აზრზე არ ვარ რა უნდა.- აღტაცებას ბოლომდე არ ვნებდები და გონებაში გაჩენილ პატარა ეჭვს ვაჟღერებ.

-არ ვიცი. შეიძლება მოსწონხარ ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა უნდა შენთან.-მეცინება.

-სავარაუდოდ,უტაქტო გამოსვლას ნანობს. არ მგონია,ან ჩემთან მეგობრობა უნდოდეს და მითუმეტეს მოვწონდე.- მკერდში მწარე ჩხვლეტას ვგრძნობ. იმ საამო განცდას ფარავს, სხეული რომ გამითბო.- ნუ რა მნიშვნელობა აქვს?! გიორგა რას შვრება?-თემას ვცვლი.

-არადა,ჩემი ლოგიკა უფრო ახლოსაა სიმართლესთან,ვიდრე შენი. მარტო ზრდილობის გამო არ იქნებოდა ის ყველაფერი. ვერ დავიჯერებ.მე ნაცარს არ შევიყრი თვალებში,შენი უაზრო კომპლექსების გამო. იცი?! წარმოდგენა არ მაქვს,ზოგჯერ ეგეთი დაბალი თვითშეფასება რატომ გაქვს.. მაშინ როცა,მართლა ძალიან ლამაზი ხარ. გამორჩეული ხარ შენებურობით. აგჰ,ნერვებს მიშლი და მაიძულებ გაბულინგო. - მხრებს იჩეჩს.-აი,მაგას რაც შეეხება,მისი დანახვაც აღარ მინდა. რეკვა შეწყვიტა. მესიჯებსაც არ იწერება. შეურაცხყოფილი ლომია და თავის დანაშაული არ ადარდებს, ეგ ხომ სულ მართალია.

-გვარის შემარცხვენელი. არადა, კარგი ზოდიაქოა ისე.- თავს ვაქნევ.-შენ რას გრძნობ?!

-მე დიდი ხანია ვცივდები მის მიმართ. დაბადების დღე არასდროს მოულოცავს. არასდროს უგრძნობინებია რომ მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. თავის მეგობარ თუ საყვარელ მანჩოს საჩუქრებსაც კი ჩუქნის... მე კი არც მილოცავდა...თავს მახვევდა თავის პრობლემებს და მეც სულელი,სულ ვუსმენდი...
იცი,მისმა დამოკიდებულებამ როგორ გამიცია გული?! გამაგულგრილასავით... მაღიზიანებს ყველანაირად და ჩემი ცხოვრებიდან გავაქრობ. მაგას ჰგონია მალე დავასრულებ ბუტიაობას და შევურიგდები. ის კი არ იცის,რომ ურთიერთობის ბოლო წუთები აითვალა თავისი ქცევით. როგორც არ უნდა მტკიოდეს გული, მე მას ვუშვებ, ოღონდ ძალიან მტკივნეულად წავა.ვერასდროს დაივიწყებს ამ წასვლას.

-ყოჩაღი გოგო ხარ.-ვუღიმი გულწრფელად.- არც ღირს ზედმეტი საუბარი მასზე. თუმცა რომ უყვარხარ ფაქტია.

-არ მაინტერესებს. ვერ შემძლო.. ვერ დამიჭირა..

-მარტამდე მოახერხა და თავს გაუჩალიჩა..- ვხვნეში დაღლილი.

-ეგ კი არა,დათუნამ რაო?- თვალებში ვაშტერდები. თაფლისფერებს მოყავისფროში რომ გადადიოდა, აქეთ-იქით აცეცებდა გაურკვევლობისგან. ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზი იყო, ბავშვურობა ჰქონდა ყველაზე მეტად.

-რა უნდა ეთქვა?- გაიკვირვა.

-აკომ ისე გამაბრაზა,თქვენთვის ვერ მოვიცალე. მოყევი რა. - ცოტას ფიქრობს,იხსენებს დეტალურად სიტუაციას. მერე გახარებული ატრიალებს მაჯას და გრაციოზულად შლის ნატიფ თითებს.
ეს თვითკმაყოფილების ნიშანია.

-ცოტა დალიეს. ასათიანი გამართული იყურებოდა მკაცრად. ცოტა მაფორიაქებდა, ისეთი მზერა ჰქონდა. შაკოსაც კი ვერ გავეღადავე, ისე დავიძაბე.- ესაა პირველი უხილავი ძაფები ურთიერთობაში. როცა გრძნობ ის არის ერთი,ვინც ესე მოქმედებს შენზე და ნიშანია,რომ ეს ისაა.

-შემდეგ?-მუხლზე ხელებს ვიხვევ.

-სანდრომ გამაბრაზა. მეთამაშებოდა სიტყვებით და მეთქი-ვის უბედავს?! ხოდა, გავეჭიმე,როგორც მჩვევია.- კისერი წაიგრძელა.-ასათიანმა მაშინ უფრო თავხედურად გადმომხედა.
ნიკუშამ თან ფეხზე წამომახტუნა, სურათი გვინდაო და მაფოტოგრაფა. დათა ისევ წყნარად იჯდა.აი,სამზარეულოში რომ გავედი...

-რომ გახვედი?!- დაწვრილებული თვალები დავაკვესე.

-შემოვიდა.წყალი დამისხიო და სხვა რა გზა იყო,მივაწოდე. ცოტა გამომელაპარაკა..
საერთოდ,რას გადაეკიდე ამ დათას?!

-მაგას გავიგებთ რამდენიმე თვეში.- ეშმაკურად მეღიმება.

-აუ,ნერვებს ნუ მიშლი.თქვი.

-ვნახავთ-თქო.აბა,მე რა ვიცი?!- ძალიან ჩამაცივდა.

-რა იფიქრე?

-ვიკა,არ ვიცი. მე იმ ბიჭის ტვინში არ ვზივარ.

-რა ივარაუდე,მაშინ?!-ჯიუტად აგრძელებდა თავისას.

-არ ვიცი,ვაახ.-წამოვხტი.- სანამ მე გადასავლებად გავამზადებ ნივთებს,შენ მომიყევი რა იჭუკჭუკეთ.

-ძალიან გადაეკიდე.

-კაცო,ხომ არ ვკლავ არა?! ვლანძღავ?!

-არა..

-ხოდა,აბა რა გინდა?! არც ყური აუხურდება,რომ დაგვაბეზღოს. ჰე, მიდი ახალა.- წარბებს ვკრავ და პირსახოცს ლოგინდე ვაგდებ.

-არაფერი გვილაპარაკია განსაკუთრებული. ცოტა კი გამაღიზიანა,მაგრამ აიტან რა კაცი.
სხვათაშორის,ნიკომ თავი გაიგიჟა, ძმურში დარჩი, ყოველ დღე ისედაც აქ ხარ ჩამოსასვლელი და უნდა გაწამდეო. თან კვირაა,მუშაობა არ გიწევსო.ისიც დანებდა, თითქოს არ უნდოდა,აფერისტი.- ჩაიბურდღუნა.

-ნიკოლოზი რომ ჭკვიანი ბიჭი იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთი?!- წავიამაყე უცებ.

-მაწუხებ რაღაც.-ეცინება.- ძალიან თუ შეგვტენით ერთმანეთს, გავიქცევი იცოდე.- სახატავ ალბომს იდებს მუხლზე და ფანქარსაც მონდომებით იღებს.
წამით შეშდება,ფანქრის წვერს კი ფურცელს მკრათალად ახებს.

-თუ ეგრე ძალიან გაწუხებ, შემიძლია ვიბანაო. მიწევს დღეს.

-რატო,რა დღეა? დღესასწაულია რამე?-ისევ მეცინება.

-არა,ადრე მომიწია,მაგრამ არაუშავს. სხვა დროს ვეცდები დიდხანს გავქაჩო დაუბანელმა.- ფუო,ყვირის და მეც კარში ვასწრებ.

-საძაგელი ხუმრობები გაქვს ზოგჯერ.- ეცინება ხმამაღლა.

--------------
მზიანი დღის გამო გადავწყვიტეთ ჩანჩქერზე გასვლა.
სასიამოვნო დღეა,თბილი ფერებით სავსე. მე და ვიკას გვეღირსა,სათვალეების გაკეთება.
კარანტინის გამოცხადება ერთი რამის გამო არ მომწონდა, ჩემს სიმწრით ნარჩევ სათვალეს ვერ გავიკეთებდი და ლამაზ კაბებსაც ვერ ჩავიცმევდი.
სტუდენტები იმაზე დარდობდნენ, სახლიდან სწავლა გვიჭირსო. ნუ ჩვენც გვიჭირდა, სიმართლე რომ ითქვას,მაგრამ მე და ვიკას ის ამბავი უფრო გავაწუხებდა, ის თავის ლურჯ ტუშს რომ ვერ წაისმევდა და მე ჩემი სათვალეებით რომ ვერ გავივლიდი თბილისის ქუჩებში. თორემ მე სახლში ყოფნა იმდენად მიყვარს და მეკომფორტულება, რომ არც კი ვდარდობდი 1-2 თვე სახლში გამოკეტვაზე.
ვიკა მეუბნებოდა,კარანტინი შენი ნაჩალიჩარიაო.

-შენ არ ჩახვალ?!-ვიქტორია კაბას იხდის და მე მიგდებს კალთაზე.
ვაუ! ტანადი მეგობარი ნახეთ რა!

-არ ჩამოვალ. ცურვა არ ვიცი, თან არც მინდა, ცივი წყალი იქნება.- რელურად კი არ მინდა, ვინმემ მნახოს სამოსის გარეშე.

-ჩამოდი რა!-თვითონ რა ენაღვლება, ნავარჯიშებია და ლამაზი ტანი აქვს. მე აბა, ზედმეტად გამხდარი ვარ და დავითრგუნები ვატოს თანდასწრებით რომ გამიმახვილონ ყურადღება. თავს ვაქნევ,არ მინდა-მეთქი.

-ნიკო,არ მოდის.სანდროო!- იმათ ეძახის,თითქოს რამეს გააწყობდნენ.

-და ძალით ჩამათრევთ თუ როგორ?!-ცოტა ღელვა მიპყრობს და კიდურებს ვხვევ მკლავებს.- ჩადით თქვენ,გაერთობით. მართლა არ მინდა მე.

-ვინ არ მოდისო?!-ნიკანო წაგვადგა თავზე.სანდრო დათას და ვატოს ეჯიბრებოდა ცურვაში თურმე.

-ნუ ძალადობთ!იცურავეთ თქვენ. მე აქ ვუდარაჯებ ამ ნივთებს.- მხრები ავიჩეჩე და თმა გადავიწიე სახიდან.

-ვინ წაიღებს,რომ?!მიდი,ზუნზ! ადე რა.შენ პატარა ზარმაცუნა,ადექი.- სათვალიდან ისე ავხედე, გაეცინა.

-არ მინდა რა. - თავს ვაქნევ ჯიუტი ბავშვივით.- საღამოვდება თან და აგრილდება,მე კი სიმწრით მოძლიერებული იმუნიტეტი მაქვს და ეგეც მერყეობს ხოლმე. ახლა რომ გავცივდე,რა გეშველებათ მერე?!

-ეჰე,ნუ ბორძიკობ.- ნიკუშა მიტევდა.

-აუუ,დაანებე რა თავი,არაა ღირსი.- ღიზიანდება ვიკა და ნიკო მიჰყავს ჩანჩქერისკენ.

მე ვრჩები მარტო ისევ.ისევ ჩემს თავთან.
ტაბიძე იცინის. უნებლიე ღიმილი მიპობს ბაგეებს.
ჩემს მეგობრებთან ერთობა და ხალისობს. მე აღარც კი ვახსოვარ ვინმეს.
გუშინდელის მერე, უფრო მეტად მინდა წასვლა. სუნთქვას მიკრავს ეს სიახლოვე ნარევი სიშორე. ისეთი ძნელია ყოფილა, საყვარელი ადამიანის ასე ყოფნა. არ იყოს შენი და შენ შენში ვეღარ იტევდე გრძნობას...
თვითკონტროლი იმდენად გძაბავს, სიამოვნებას ვერ იღებ.
მე ისე დავიტანჯე,ისე მწარედ. რამდენი შინაგანი ხმაც ჩამიქოლავს ჩემში,იმდენივემ ერთბაშად გამოიღვიძა და ამიჯანყდა.
სულ დავიკაწრე და დავიქნაცე. სულ,სულ..

გრილი ნიავი მომედო კანზე. ისე ჩავისუნთქე,თითქოს ენერგიაც შევაპარე სულისთვის. უკან გადაწეული ხეს მივეყრდენი ზურგით და ჰორიზონტს გავხედე.
მამშვიდებდა წყლის ხმა. თავისთვის ჩუხჩუხებდა ანცად და რა იცოდა,მე რომ დაგლეჯილ ადგილებს,წვისგან გაგიჟებულს, საამებლად რომ ეფინებოდა.
ისინი კისკისებდნენ.მე მიხაროდა და თან მტკიოდა.
ტაბიძე აქ არ უნდა ყოფილიყო. მის სიახლოვეს არაფერი მესაქმებოდა.
ის იყო სასურველი და მე?! ვინ ვიყავი მე?! ტანად პატარა გოგო, ბავშვური სახით, მგონი კარგი მოსაუბრე და არ გამკიცხავი.
თვალები მიმეხუჭა. მზე ნაზად ესვენებოდა წყლის ჩუხჩუხის ფონზე.
დახუჭული თვალებიდან გადმომეპარა წვეთი ცრემლი. ყელში მომაწვა ყველაფერი ერთად.
-ვიიიივიი,მიშველე!- დაიკივლა წერეთელმა. გული გადამიქანდა,გიჟივით წამოვხტი და ჩანჩქერისკენ გავექანე. ვიკა არ ჩანდა, სანდრო ზემოდან იყურებოდა შეშინებული, ნიკა და ტაბიძე თავით გადაეშვნენ წყლისკენ. ასათიანი? ასათიანი გიჟივით ეძებდა..
ჯანდაბა,ვიკა!
სუნთქვა მეკვრის.სადაა,სად?!
არაფერი მოუვა. კარგად იქნება. ამოვიყვანთ...
ვერ მაწყნარებს გულში გავლილი დამაწყნარებელი სიტყვები. უვიკაობა მესახება წუთით. ესე მე არ მინდა,ესე ვერ შევძლებ... ესე ვერც ის შეძლებს. უჩემოდ ან უმისოდ ყოფნა განახევრებაა.
-ვიკა!- ვყვირი აწყლიანებული თვალებით. გულის ფეთქვა ყირებში მესმის და შიშისგან ვკანკალებ.-სად არის ვიკა?!- სანდროს ვუყურებ არეული მზერით.
შხეფების ხმა ჩამესმის. ვერ ვჩერდები..
ისე ვხტები წყალში, არაფერი მადარდებს. ვგრძნობ რომ მყარად ვერ ვდგავარ და უფრო ვპანიკდები.
ფეხებს შეშლილივით ვიქნევ.
-ვივიენ!-სანდრო ღრიალებს.აი,მე მაყვინთავებს. ხელებს ვიქნევ იმ იმედით,რომ ვიკას მივაგნებ და ამოვათრევ,მაგრამ მე ჩემი გამჭირვებია.
მგონი ვიხრჩობი.მგონი კი არა,სერიოზულად ვიხრჩობი.

წყალი მეყლაპება,თვალები მეწვის. ვიბრძვი უკანაკნელი ძალებით. რაღაც ქვემოთ მექაჩება. ეს რაღაც ფიზიკაა, მიზიდულობის კანონი და ამბები.
მე რომ ცურვა მესწავლა,ახლა სიკვდილთან ბრძოლის ნაცვლად,ვიკას გადავარჩენდი.
ფეხების ქნევას ვწყვეტ. ყურები გუბდება და მოგუდული ბგერები აღწევენ ჩემამდე. მკლავები მეღლება ფართხალისგან, დანებებას ვგეგმავ. წყალი მჯობნის.
ჟანგბადი ილევა, ნესტოებში სითხე აღწევს...
გონება? გონება ვიქტორიას ეძებს..
არ მოკვდე,ვიკას სჭირდები!

ტვინში ისეთი ქაოსია,თითქოს ვიღაც მოგონებების წიგნს მირტყავს. ყველა ჩადენილი ცოდვა მახსენდება და მთელი არსებით ვნანობ.
ისეთი სიმძიმე მაქვს სხეულში, ფსკერისკენ მექაჩებიან ძლიერი და აბსტრაქტული ძალები.
თმებში მავლებენ ხელს და დანებებულს ზემოთ მექაჩებიან.
წელზე მხვევენ მკლავს.
წყლიდან თავს რომ მაყოფინებენ, ჰაერს გიჟივით ვუშვებ ფილტვებში. მეწვის.
ნაყლაპი წყლის გამო,გულის რევის შეგრძენება მეუფლება.

-ვიკა,გადარჩა?- წამომახველა, სანამ წყლიდან საბოლოოდ ამათრევდნენ.

-ნეტა რის იმედზე ხტებოდი, მაცოდინა და..- ნიკუშა მეხმარება, რომ არ დავეცე. -სულელო..

-ვიკა,იხრჩობოდა...-ყელი მტკივა. ჯერ კიდევ მაქვს ორგანიზმში ნაყლაპი წყალი და ყველა თავისი არსით მაწუხებს.

-იმასაც მოათრევენ.-ქოშინებს.-
უკან ჩაგაგდებ იცოდე.- ნიკუშა ბრაზობს.- რომ არ ამოგვეთრიე, მოკვედბოდი. უუუხ!- ბრაზს იკავებდა. იცოდა, რომ მარტივად მწყინდა რაღაცები და ახლა არ უნდოდა კიდევ გავენერვიულებინე.
მციოდა. სველს ნესტიანი ჰავა მეჯახებოდა და მაცახცახებდა.

-სულელი ბავშვი.

-თავს იკლავდი,ხო?- ვიკა უკნიდან მიყვიროდა. კარგადაა,ღმერთო..

-მადლობის მაგიერია რა.- ჩამეცინა.

-ხო,მადლობა რომ ლამის ცოდვა დამადე კისერზე!-ამოისრუტუნა.

-აუ,ვიო გააჩუმეთ,თორემ დავკუჭავ.- ნიკუშა ღიზიანდებოდა უარესად.

-მორჩილაძე ნიკოლოზ,დაგერხევა. მიგალურსმნი მაგ ქვაზე.- ზუსტად ფეხი წამოკრა ნიკამ და რომ არა ტაბიძე,მეც ზედვე გავწვებოდი.

-ფრთხილად.- ჩუმად მითხრა და ისე მიმიხუტა,სუნთქვა შემეკვრა.
სველი თმები ჩამომშლოდა.
საფეთქელზე მომაკრო სველი ტუჩები.
ცხადი იყო მისი აჩქარებული გულისცემა,ჩემსას რომ ერეოდა. კიდევ მისი ტუჩები და მკლავები, მე რომ მიჭერდნენ და გულს გახეთქვამდე აფართხალებდნენ.
ტირილი მომინდა. მომინდა სამუდამოდ ასე გაჩერება და მის მკლავებში მუდმივობა.
არადა,მუდმივობა ყველაზე მომაბეზრებელი რამ არის.
დრო იყო რეალობას დავბრუნებოდი,თორემ მისთვის გაცხადდებოდა,რომ მაგიჟებდა.

-კარგად ხარ?-ნიკუშას დავყურებდი,ის კიდევ იცინოდა.- რამე ხომ არ იტკინე,ჩვენო ჰერკულეს?!-გავხალისდი.

-გადარჩენილო,ძალიან ხომ არ ცუნდრუკებ?-სანდრო მიყვიროდა.

-გადარჩენაზე შენ ნუ მელაპარაკები, უნივერსიტეტის პირველ სემესტრში მარტო ეგ ისწავლე.- ტაბიძემ ჩაიხითხითა.
გულმა ისეთი ფართხალი დაიწყო, შემეშინდა,რამე არ ეგრძნო.

დამალული გრძნობებით როდემდე უნდა ვიცხოვრო?!

-ძალები სწრაფად აღუდგენია ქალბატონს.- პირსახოცი მომაფარა და ისე შემამშრალა ოდნავადაც არ მოვუცილებივარ სხეულიდან.
არც მე მინდოდა დახსნა მისგან. ისეთი მზრუნველობა მოდიოდა, ისეთი თბილი და შეშინებული მზერა ჰქონდა,მომინდა გულში ჩამეკრა და ულევი კოცნით დამეამებინა ნეგატიური განცდები.
ჩემი სიმშვიდე და ფორიაქი იყო ერთად.

-შენ რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე დადექი და ხომ არ ჩაგაბრუნოთ?- უკვე მოგვიახლოვდნენ. ასათიანს წერეთელი აეყვანა ხელში და ისიც მინაბული თვალებით ბოლომდე მინდობოდა მამაკაცის მკლავებს. ალბათ,იცოდა რომ სანდო იყო.
ვიქტორიასაც მიახურეს პირსახოცი.ასათიანი ფრთხილობდა ძალიან. ვიკაც მორცხვობდა,ცხოვრებაში პირველად.
-მორჩა კინო,დავიშალეთ სახლებში.უი, ჩემი ძმა ნიკა, დაიჭრა. - ატყავებულ ფეხზე შეწუხებულმა დახედა სანდრინიომ. წამომდგარს ხელი გადაჰხვია - რა იყო ბიჭო, ამ ჭინკამ დაგაგდო?- ჩემზე ანიშნა.

-ჯანიანი გოგოა,რამე არ შეგეშალოთ.-ნიკანო ჩემკენ იყო.

-ხოდა,ეს ჯანიანი გოგო ფიქრობდა ვიკას გადარჩენას,თან ისე,ყველა ვარიანტში იბრიდებოდა. დუპლეტი ბავშვი.- სანდრომ წამკრა ხელი.
ყველა რომ შევშინდით ფაქტია, მაგრამ ემოციების გამჟღავნებას რომ არ ვაპირებდით, ეგეც ფაქტი იყო.

-მე მითქვამს,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს-თქო.- თვალები დავაბრიალე.

-ეე,ტოლი ნახე,კოჭი ისე გააგორეო. - ნიკუშა არ ნებდებოდა.

-ნიკანოო, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ჰოდა,ის კატა თუ გაავდა,მტრისას.

- "საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს"- არ დამანება.

-ეე,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.- შევუტიე.
აქ უკვე ყველა დაიძაბა,მარტო მე კი არა.

-რომ ვერ გაგწირე,იმიტომ ხარ ცოცხალი,თორემ ჰა. - ვატოს ხელს ჯიუტად არ ვხვევდი. მისგან გამოჟონილ განცდებს კი ჩემში ვკეტავდი.

-ეეხ,მორჩა კინო,წავედით სახლში.- ვიკა აშკარად დაღლილია.- ამ წყლით გავიჭყიპე,აღარ შემიძლია რა.- წუწუნს არ წყვეტდა. - ფწხიც მტკივა.

-მე ხო რას ამბობ რა,სულ კოქტეილები ვსვი რა.-შევეპასუხე.

-კაპასობ.-მკლავები შემიშვა ტაბიძებ. უკან დავიხიე, სწრაფად გავშორდი.

-აუ,კოჭი მტკივა.- ისევ ვიქტორიამ მიიქცია ყურადღება.

-ვიკა,მოგხედავთ! ნუ ზლუქუნებ შევირყიეთ ფსიქოლოგიურად.- სანდრო ჯუჯღუნებს.

-ჯუჯღუნიჩ, სანამ ასათიანმა შემოგაჩეჩა ხელებში,დაოკდი.- ნიკა ხელს კრავს ბეჭზე და ჩვენს მაგივრად ალაგებენ ნივთებს.

-ვიკა,შენც მაგარი ხარ რა. დაიძახე: ნიკა,სანდრო,დათა,ვატო.. რაღა ვივის მისდექი?!იხრჩობა და ვივიენ! მიშველეე. ცურვა მაინც სცოდნოდა.- სანდრო ჩაფიქრდა.

-ეგ უჩემოდ სიზმარსაც არ ნახულობს.- მეცინება. -ყველა სიზმარში ვესიზმრები,რაც გამიცნო მას შემდეგ და თან ყველაში მიყვება საქმეს საგმირონს. მთელი ამბოთ ელოდება ხოლმე შექებას.-
ვიკას ეცინება.

-არა,ისე რა გეგონა,რომ მიასკდი და თავით გადაეშვი. ღმერთი გადმომხედავს და გამაცურინებსო თუ რა?! მომინდომა აქ გმირობანას თამაში.-ნიკუშა ვერ ინელებდა ამბავს.

-ვაიმე,შევღონდი. ხომ გადამარჩინე არა?! მორჩა, ცოცხალი ვარ.რომ ჩაირთო,აღარ გამოირთო რა. გამიზნულად ხომ არ გამიკეთებია,არა?! -ტონში შემერია სიავე.

-სულ შემთხვევით გაექანე და გადაეშვი?!- ტაბიძე მომიბრუნდა.

-ეეხ, შენ ავარიაში განზრახ მოყევი თუ შემთხვევითობა იყო?!-ტაბიძეს ჩავაცივდი.
არ უნდა მეკითხა.

-ხოდა,მეც მასე. გამარჯობა.- მოხვეული პირსახოცით ვბრუნდები და წინ მივიწევ.

მერე რა მოხდა,თუ არ მიფიქრია შედეგზე?! იმპულსურად თუ გადავეშვი თავით, მერე რა...
ვიკა ცუდად იყო და მე უნდა გავჩერებულიყავი?! თუ სიკვდილი იყო,ერთად მაინც მოვკვდებოდით.
კანკალი ვერც პირსახოცმა შემაწყვეტინა. მაციებდა. კეტები კი ჭყაპუნობდა და ისე მაწუხებდა, მეტი რომ არ შეიძლება.

სახლამდე ცოტას წაიჯუჯღუნებდნენ,მერე ჩუმდებოდნენ. ვიკა ჩუმად იყო დათას მკლავებში ჩასკუპებული და ფარაონივით მიაბრძანებდნენ. დაჩოქებაღა აკლდა და ნეფერტიტობას მიეწერებოდა.

ვატოც არ იღებდა ხმას. უკან მომყვებოდა ჩაფიქრებული.
მეც ვფიქრობდი,საკუთარ თავზე ოღონდ.
თუ მოვკვდებოდი,ყველაფერი მორჩებოდა ჩემთვის აქ. და,მე არ მინდა, ყველაფერი მორჩეს. მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლე მწყურია... ჰო, მე ვერ ვტკბები ისე,როგორც ყველა. ვერ დავდივარ ხშირად მეგობრებთან ერთად. არ ვარ საუკეთესო სტუდენტი,მაგრამ არც საშუალო ვარ-არც ცუდი. ვწვალობ ბევრს და მარტივად იშვიათად მომდის ხოლმე რამე.
ჩემმა სკოლის ექიმმა იცოდა ხოლმე თქმა,ისეთი ბედი მაქვს, წყაროსთან ჩასულს წყალი დამიშრებაო. მთლად ასეც არ ვიყავი, მაგრამ წყარომდე დაბრკოლებები ბლომად მქონდა.
ბევრი რამ ავიტანე.
მაგრამ.... მე ხომ მყავს და-ძმები?! ხომ მყავს მშობლები და მეგობრები?! ხომ მაქვს ელემენტარული ჩემი თავისთვის?! ხომ შევძელი და ინტერესის სფეროები დავიკმაყოფილე?! ბევრი მიზეზი მქონდა ბედნიერებისთვის,ძალიან ბევრი და ბევრიც მაკლდა. თუმცა მაგის გარეშეც შემეძლო გულიანად გამეცინდა. ზუსტად მაგ ყველაფრის გარეშე ვუყვარდი ჩემს მეგობრებს და ახლობლებს.

რაღაც გადასხვანაირდა გონებაში ფიქრები. სხვა რაკურსით დავინახე სამყარო. დავინახე ჩემი თავი შორიდან. წამით კანს გავცდი, მერე რაღაცამ დამაბრუნა საკუთარ სხეულში.
ეს რაღაც წამი, ბევრს ნიშნავს ხოლმე.
სიკვდილთან მიახლოებულები ყველაზე მეტად აფასებენ სიცოცხლეს და ხო, სიცოცხლე მშვენიერია,რადგან ჩვენი ზღაპრები ჩვენებურად იწერება.
------
საღამოს მშვიდად ვისხედით მისაღებში. ჩვენს ნაცოდვილარ ნამცხვარს მივირთმევდით და ვიკას ვემსახურებოდით. თვითონ ფადიშაჰივით წამომჯდარიყო დივანზე და ჩაის სვამდა.

ნიკო ბრაზობდა ჩემზე. ახლოს მივუჩოჩდი და სახე მოვატრიალებინე.

-შემირიგდი რა.- თვალები ნაზად დავუხამხამე.

-არა.

-არა?! კარგი. საერთოდ არ გიყვარვარ ხო?! რომ არ გიყვარვარ,მაგიტომაც არ მპატიობ. - ხელები გადავიჯვარედინე. - რომ მოვმკვდარიყავი,მერეც გაბრაზდებოდი ჩემზე?! თუ დამივიწყებდი...

-აუ,ვივიენ...

-ნუ მელაპარაკები საერთოდ. მეწყინა.

-ზუნზ,მიყვარხარ.- მხარზე მომქაჩა.
-მოდი აბა,შევრიგდეთ.მოდი,მოდი.

-როგორ გიყვარვარ,შემახსენე?!

-როგორც მელას თავის მახრჩობელა.- თვალებს ვჭუტავ.

-საიდან სადამდე?

-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ჯიგო.- ხელს მიწვდის,მეც ძმაკაცურად ჩავურტყი და შემოვირიგე.

-ისე,ნიკუშ,ძმაო... ვიკა ჩვენზე მეტად უყვარს ამას.- სანდრო სერიოზულად იწყებს დიალოგს.- ამას უმღერა გაბუტულზე, იმ ქალბატონის გადასარჩენად თავს იკლავდა,სიზმარშიც კი ერთად არიან და რა მარტივად აპატიე,ჰა?

ვიკას ეცინება და ფეხს გაჭირვებით აცურებს ჩემკენ.
ჰო,კოჭი დაიზიანა.

-ვივიენის გულში მოხვედრას, დამსახურება უნდა. აი, რომელს გაქვთ დამსახურება ერთი,ძალიან მაინტერესებს?!

-და შენ რა დამსახურება გაქვს? ნახატს დაგიხატავო დაპირდი და მის გარდა,ყველას აჩუქე.აბა, დამსახურება?

-ყველას არ ჩუქნის.

-კუმ ფეხი გამოყო.- სანდრო ახმოვანებს.

-სანამ ბაკანი გადამიყლაპებია, დაწყნარდი,დეზერტირო! ვიკა მაშინ დამიხატავს,როცა იგრძნობს საჭირო დროს. ვერ წაგვაქეზებ საჩხუბრად.-ამაყად იჭიმება ვიკა ჩემი გამოსვლის შემდეგ.-ჩვენ შევთანხმდით და ის ელოდება საჭირო დროს.

-დეზერტირი რატომ არის?- დათა მეკითხება.

-ეხ,ცოტა მძიმე ისტორიაა.- ვიკა ოხრავს.

-მართლაც,რომ.- ნიკუშა ხითხითებს.

-შენ რა გიხარია,ანალოგიურად დეზერტირობდი.- ეშმაკურად ვიცინი.- ამმმ, ამ ორმა გენიოსმა, მეორე სემესტრის დასაწყისში სტატუსი შეიჩერეს უნივერსიტეტში დებილი კორონას გამო და მიგვატოვეს სემინარებზე.- თავს ვხრი.- ჩვენ გმირულად ვიტანდით ყოველ წნეხს,ყოველ გამოკითხვას და ესენი მშვიდად ისხდნენ. გენიოსები ვართ და სწავლა არ გვჭირდებაო..- მკაცრად გადავხედე.

-აკადემიურის აღებას ვფიქრობდი. -მორჩილაძე გამოტყდა.

-არადა,ძლივს დავემთხვიეთ ყველა საგანზე.- ვიქტორია ჩაის ჩაჰყურებს. - მოღალატეები ხართ.

-აბა?!მერე გამოგვკითხეს სემინარის ხელმძღვანელებზე ინფორმაცია და იცი რა გააკეთეს?! ლექტორები გადაირჩიეს და წინა ფრონტზე მარტო დაგვტოვეს სამორად, სასიკვდილოდ დაჭრილნი. მაგრამ, არამც და არამც, ამათ რომ ჰგონიათ,ერბო ქონია,ერბო ერბოა და ქონი ქონია. ბატონი ბაჩანას ბულინგსაც გავუძელით, ყოველ პარასკევს რომ მონღოლობდა. ჯუ ისედაც გვიყვარს,მაგრამ ჯუ ჯუა და ქარიშხლობდა. თინიკო დავიმორჩილეთ,ვითარცა გახედნილი ცხენი და ზურაბა კიდევ, ცალკე მოვლენა იყო და...-თავს ვაქნევ მძიმე წარსულზე დაკვირვებისას.

-აუუ,რა გამახსენდაა.-ვიკა მეჭრება.- ვურეკავ ვივიენს პრეტენზიებით,რომ ესე სწავლა მეძნელება. ხოდა, მე ძალიან განვიცდი რომ მიჭირს კონცენტრირება საკითხზე, დავალებების ესე კეთება. წიგნიდან არ სწავლა და მთელი ამბები. ვივი რას მეუბნება,აბა თუ გამოიცნობთ?!

-რამე ანდაზას მოთხრიდა.- ნიკო იღიმის კმაყოფილი.

-არა. ეგ ხო,მაგრამ მე რომ ჩემს სათვალეს ვერ გავიკეთებ და ლამაზ საზაფხულო კაბებს ვერ ჩავიცვამო.. სერიოზულად განიცადა.

-ეე,ვისზე რას ამბობ.. ლურჯი ტუში ვიყიდე და ვერც მე წავისმევო,ლამის იტირე.- თმები გადავიყარე გვერდზე.

-ზოგს რა გასჭირვებია და ზოგს რა.- ტაბიძე ამოთქვამს.

-ხო,აბა?! სწავლით,ყველგან ვსწავლობ.- თვალებს ვაბრიალებ.

-და მაინც, მართვის გამოცდაში ჩაიჭერი.-ნიკო დამცინის.

-8-ჯერ.- მეცინება მეც. -თვითონ ჩემზე მეტჯერ,ამიტომ...

-თეორიაში თუ პრაქტიკაში?- ასათიანს ლურჯი თვალები უბრწყინავს.

-ორივეში ორივე ჩავიჭერით.- ნიკო მხვევს მკლავს.
ტაბიძე წვენს მიირთმევს.

-რა ვქნათ, როცა ვიჭრებოდით იღბალი ჩვენკენ კი არა,ეშმაკებისკენ იყო და.- მხრებს ვიჩეჩ.

-ჰო,აბა.. ფორტუნა სულ შენკენ კი არ იქნება.-ტაბიძე თვალს მიკრავს სიცილით.
რას ცდილობს?
- ნამდვილად. კიდევ რომ ჩავჭრილიყავით,ძალიან უხერხული იქნებოდა.

-კიდევ რომ ჩაჭრილიყავით, ჩემი მეგობრები აღარ იქნებოდით,აღარასდროს.- სანდრო იდაყვებს ეყრდნობა.

საუბარში შევყევით. გავიხსენეთ მოგონებები და იმდენი ვიცინეთ, მუცელი აგვტკივდა. ნუ ვიკა ორმაგად დაზარალებული იყო, კოჭთან ერთად მუცელიც სტკიოდა.

მერე წამომაძახა სემინარზე დისტანციურად რაებიც ჩამიდენია და საჯაროდ მომაყოლა.

-აუ,ცოტა ბოდიში,ვღელავო.. ნუ თუ ცოტა ბოდიში,ვივი,გაპატიებენ.- სანდრო მამშვიდებს.

-მაპატია ზუმ.

-სამაგიეროდ,თინათინი სადაც შეგხვდება,ყველგან შენი სააღდგომო ჩაბარება გაახსენდება.- ეცინება.

-მანდ რაღა მიქარა?!- ვატო მაშტერდება.

-ეგეც უნდა მოვყვე?! ჯანდაბას,თუ შერცხვენაა,ბოლომდე შერცხვენა იყოს... თინიკო სანივთო სამართალს გვასწავლიდა და მე წინა დღეს,მაგრად ვიწვალე, მივაკვდი სემინარის მასალას.
დავაყენე მაღვიძარა 7-ზე,რომ სემინარი გადამემეორებინა. დარეკა პატიოსნად,არ დამაღალატა და მე,რა თქმა უნდა, ჩაეძინა.როგორც შემეფერება. ძილი და საწოლი ჩემი ის ნაწილია,რომელსაც ფიზიკურად ვერ ვუღალატებ.
ნუ კარგი. დარეკეს და მაღვიძებენ მთელი ამბებით. წამოვფრინდი ვითარცა აფთარი. როგორც იქნა, თან ვჭამ,თან ვნერვიულობ,თან ვსწავლობ და თან ვიცმევ. გახდა 11 საათი და მწერენ-ვივი, როდის შემოეთრევი,დაიწყო სემინარი 10-ის ნახევარზეო. ბნედა დამეცა,თან რა დამეცა...მეთქი- თორმეტზე არ გვქონდა?! თურმე მე შევცდი. ნუ კარგი ისევ,შევედი და როგორც იქნა, ჩემი ცოდნა უნდა გამოვავლინო და ჩავრთე მიკროფონი. ამ დროს მამაჩემი აღებს მაცივარს და მაწვდის კვერცხს,ჩამირტყიო. ნუ ვყვები და თან ვურტყავ.. "ჭეშმარიტად აღსდგას" ძახილით. მერე იქ ცალკე ვიომე,პირში მეცემოდნენ ბავშვები. არ მაცდიდნენ მოყოლას. იქ ამბავი წავიდა?! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. მერე გავაგდე მამაჩემი,სემინარი მაქვს-თქო. გავიდა და ცოტა ხანში, როცა ვივი მზადაა პასუხი გასცეს კითხვას, შემოდის ხმაურით. მეთქი-რატო მბომბავ? მოუნდა მოხარშვა რაღაცის.. მეთქი-ჩუმად და ვერ მოისვენა. გავედი იქით.ვაახ, დედას ძინავს. გამოვედი აქეთ. ვაა,ბავშვები ტელევიზორს ახრიგინებენ. შევედე აბაზანაში,მომიკაკუნეს...
ფაქტობრივად,თავს იქით ძალა არ არის რა..
ისე მებრძოდა ყველა,გეგონება მეორე მსოფლიო ომში ვეხმარებოდი ჰიტლერს და შური იძიეს.

-ბოლოს?!- დათუნა კითხულობს.

-ქულა მაინც დამიწერა.- ეცინება მაგრად.

-ესეც ბედნიერი დასასრული!- ხელებს ვშლი თვითკმაყოფილი.
----
-დაშორდაო.- მობილურს დებს ლოგინზე. მიყურებს უემოციოდ.

დილის სიახლეც ასეთი უნდა. ჯერ არც კი გვისაუზმია და ეგრევე გვაჯახეს ახალი ამბავი.
-დაშორდაო?-თვალები გამიფართოვდა.

-ჰო,მარიამს უთხრა,ჩემს მეგობარს.
აბა,მე რაღას მეტყოდა.-თავი ჩახარა.

-მანჩომ როგორ დათმო? გამიკვირდა.

-ასე თქვა,შენ უნდა აგირჩიო ან ქმარიო. მე ქმარს ვირჩევო და დაადო.- გამეცინა.

-მაგანაც რომ მიაგდო,რა ცუდ დღეშია.- ვიკასაც ეცინება. - ხომ გაგიგია,ორი კურდღლის მადევარი,ვერც ერთს დაიჭერსო.- გადმოვაფრქვიე სიბრძნე.

-ღირსია გიორგა.- თაფლიან წყალს მივირთმევ უზმოზე კვლავ.

-ნამდვილად.- ამოისუნთქა.-უკვე უცხოვდება ჩემთვის ის გრძნობა.ვერც კი წარმოიდგენ, როგორ აღარ მსიამოვნებს ეგ ადამიანი.რომ ვფიქრობ, მაღიზიანებს.საერთოდ აღარაფერი მაკავშირებს..

-ჯერ კიდევ გაკავშირებს.- შეშდება. ვერ ხვდება,მაგრამ მართალი ვარ.
ახლა სძულდება.სიყვარული სიძულვილში გადადის და სანამ სიძულვილიც კი იარსებებს მათ შორის,კავშირი იქნება.

-მაგრამ მაგაზე არ იდარდო. აი, ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა, არაფერია ამ სამყაროში გარდაუვალი,გარდა სიკვდილისა და გადასახადებისაო. - ეცინება.

-რა იდიოტი ხარ.-მჭ....ტს ერთი მომენტი ისე მიხუტებს.- თავს იხრჩობდი, არა?!

-ვიხრჩობდი კი არა, ყურადღების მიპყრობა ვცადე. აბა,ვატო ხომ უნდა მომეყვანა ჩემამდე.- ეშმაკურად მეცინება.

-ხო,სულ მაგაზე ფიქრობდი რა.- ეცინება თავადაც.

-ხო,აბა! ვიცოდი რომ ვატუნა მოვიდოდა. ნუ ნიკუშამ კი ამომათრია,მაგრამ მერე ხომ მეხუტებოდა.

-შ ე შ ლ ი ლ ო ! დ ა ც ე ნ ტ რ ი ლ ო..

-ნორმალური აბა, ჩემი მტერი იყოს.

-ხომ იცი,სიტყვებით ვერასდროს გამოვხატავ გრძნობებს..-ვიქტორია დახურულ კარს მიხსნის. ნებას მრთავს წავიკითხო განცდები.

-ვი,ვიცი და მეც მიყვარხარ..

-უკვე მერამდენედ დამიმტკიცე ეგ.- თვალებიდან დიდი სითბო ეღვრება.-რამე რომ მოგსვლოდა და მე გადავრჩენილიყავი..

-თვალები გიოფლიანდება, წესიერად მელაპარაკე.-თმებს ვუწევ სახიდან. ძალიან ნაზია, სათუთი.. - არ ვიცი,ალბათ, თუ მე მოვკვდებოდი,შენც წაგიყოლებდი.- თვალებს ატრიალებს.
-ძლივს სერიოზულად გადავწყვიტე საუბარი და ხელს მიშლი. - ვიკიტო მუჯლუგუნს მკრავს.

-ვიკა,ნუ დარდობ იმაზე,რაც არ მოხდა. დატოვე წარსულში...

-ღმერთო..

-და ნუ ფიქრობ რომ ცუდი მეგობარი ხარ. რადგან ერთადერთი ხარ,ვისთანაც შემიძლია ყველაფერი ვთქვა და არ შევალამაზო ის,რაც ხდება. სულ მისმენ,როცა მჭირდება დაცლა რაღაცისგან და დროს მითმობ. გაცნობის დღიდან ერთად ვაღამებთ და ვათენებთ,მაგრამ ერთი იცოდე! აი,თუ დაქორწინდები, ჯერ მე ვიქნები და ბოლოში მაინც შენი ქმარი. ჯერ მე, მერე სხვები.

-ხო,აბა?!ვიღაც ქმარი შენზე წინ როგორ უნდა დავაყენო?!

-ზუსტადაც.იცოდეს ყველამ თავისი ადგილი.-თავი ამაყად ავწიე.
მივეხუტე და ვიყუჩეთ. სპონტანური დუმილის საათი გვქონდა.

----
-მაჩვნე აბა კოჭი.-დათა ამოდის წამლებით ხელში.
ვიქტორია ნებდება და განაჩენს ელის.
კოჭზე ნაზად ახებს თითებს. აშკარად შესიებული აქვს..

-გტკივა?

-ცოტა.-ინაზება.

-წაგისმევ მალამოს და გადაგიხვევ, კარგი?! ცოტა ხანს ამიტანე.-თავს უქნევს.

-არ მატკინო,თორემ დაგერხევა.- გაუთამამდა ისევ.

-უკაცრავად,გვაცადეთ მკურნალებს ჩანჩქერიდან გადაჩეხილების მოვლა.- ასათიანი ლურჯებს უბრიალებს.

-თქვენთან შეჯიბრის გამო გადავასკდი,სხვათაშორის.

-მერე რას გვეჯიბრებოდი, დაგპატიჟა ვინმემ?!

-არა ბიჭოს,სანდროს დავუთმობდი რა.აა,დათა!- წამოიკივლა წარბშეჭმუხნულმა. გადავწყვიტე არ ჩავერიო.
-ბევრმა ლაპარაკმა იცის. ფეხიც გაგიმოძრავდა და გეტკინა. აბა ჩუმად ყოფილიყავი?! ენასაც არ იღრძობდი.

-ვივი,შენ წამისვი,მტკენს!- უბღვრეს და ფეხიდან ხელს აშორებინებს.

-წესიერად ახალგაზრდავ. მადლობის მეტი რა გეთმქის?

-არ მინდა საერთოდ,დამანებე თავი!-ნერვები ეშლება.

-გინდა. თან მე სწორად გისმევ და უფრო მალე დაგიამდება.

გავშტერდი. ასათიანი ნახე რა?!

-მართლა?!
-ხო,აბა.. ხომ არ მოგატყუებ?!
-მალე ვივლი ჩვეულებრივად?

-კი,თუ დამიჯერებ.

-აუფ,მომინდომა რა.

-არ დამიჯერებ და შენი აჯობებს.

-შემაშინა რა.

-აბა რა,დიდი გოგო ხარ.- უღიმის.
გადავწყვიტე მარტო დავტოვო. სხვა შემთხვევაში, ომში მომიწევს ჩართვა.მერე მე ვერ გამაჩერებენ.
კიბეებზე მხიარულად ვეშვები.
მისაღებში სხედან და კარტს თამაშობენ ბიჭები.

-ჰეე,დაგჯაბნი ახალა,ბიჭოო.- სანდრო ტაბიძეს უტევდა.

-სანდრო,ჩაგამიწებს,სანდროო.- ნიკუშამ ბოროტულად ჩაიცინა.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ,მოვა შენი ჯერიც.ეე,ბიჭო..ვატო,რას მიკეთებ?! აუ!-სანდროს იმედები გაუცრუვდა.

-აქვე დამნებდები,აქვეე.-ვატო ხელს ჰკრავს.-ჩამაბარე ჰე, წაგებული.-თვალს მიკრავს ვატო.

მღელვარება რომ მეპარება, უხერხულად ვიღიმი.

-ვაა,საიქიოდან მობრუნებულო!- ნიკანო დგება.- რას გვაჭმევ?

-ძლივს მოვიბრუნე სული აქეთ და კიდევ მე გაჭამოთ?! თან შენ არ იყავი ის მოტრაბახე ყმაწვილი, კულინარიაში ძლიერი ვარო,რომ ამბობდი?!

-მერე ვინ თქვა,სუსტი ვარო?

-დაე,დავტესტოთ შენი ნიჭი.- ჩამეღიმა.

-ანუ დღეს მე შემეტენა საჭმილს კეთება?!-წუხს ნიკა.

-დიახ.

-შენ ხარ ზარმაცი გოგო. ასე არ შეიძლება.- თავს იქექს ნიკა.

-ნიკუშ,ზარმაცი შენ და შენი ძმაკაცები ხართ.- თვალით ვანიშნე დანარჩენებზე.- და კიდევ, მზად ვარ წარმოუდგენელი უმოქმედობით შემოვიფარგლო. ესეც ქმედების ნაწილია,ხომ გახსოვს.

-აი,ყოჩაღი გოგო ხარ შენ.- ნიკუშა მხარზე მადებს ხელს.

-ნიკუშ,გჩაგრავენ,ბიჭო?!-სანდრო ერთვება.

-კი არ ვჩაგრავთ,დახვეწაში ვეხმარებით.-ბეჭზე ხელს ვურტყამ ღიმილით და მათ ვტოვებ.

ბაღში გავდივარ,იქვე ვჯდები სკამზე და ვიღიმი. მზე პირდაპირ თავზე დამნათის და სულ არ მეშინია მზის დაკვრის.

მარტო ყოფნა მიყვარს ძალიან. მიყვარს ჩემს სამყაროში თამამად ნათქვამი ყველა სიტყვა. მიყვარს სიწყნარე.ამ დროს შიგნით ვხმაურობ ხოლმე.
თავისით ლაგდება მერე ფიქრები და ვრჩებით მე და სიმშვიდე.

და,რა იყო ჩემი შინაგანი ხმაურის მიზეზი?! ყველამ კარგად ვიცით. ჩემი გადარჩენა და ტაბიძე.

სასწაულია,არა?! მე მიყვარს ვიღაც.
მას არ ვუყვარვარ,მაგრამ მე ხომ მიყვარს?! მაგიჟებს ეს სიახლოვე ნარევი სიშორე. თან რომ გეშენება და თან გეუცხოვება.
სევდიანად მეღიმება.

ვინ იფიქრებდა,მე რომ ამას დავუშვებდი.მთელი ცხოვრება ხან ვის ვიწუნებდი და ხან ვის. არავის ვიკარებდი ახლოს.არც მინდოდა შემყვარებოდა ვინმე. არ მქონია სურვილიც კი.
ერთ მშვენიერ დღეს, შევედი ლექცია-სემინარზე,რომელიც 3 საათი გრძელდებოდა და სასწაული თუ გამაჩერებდა ერთ სივრცეში,თან ერთ პოზიციაში მჯდომს სამი საათი. სავალდებულო საგანი რომ არ ყოფილიყო, არასდროს ავირჩევდი.
იქვე იჯდა ტაბიძეც. ლექტორთან ახლოს და ყურადღებას არავის გვაქცევდა. საერთოდ არავის.
ცოტას ლაპარაკობდა.იმდენად ცოტას,თითზე ჩამოსათვლელად მახსოვს მისი გამოხატული აზრი.
აი,მე კი მიწევდა აქტიურობა. ლექტორი ყოველ უიმედოდ დასმულ კითხვაზე გადმომხედავდა პასუხის მოლოდინში და მეც იძულებული ვიყავი,მეპასუხა. დავალებებსაც ხშირად მაკითხებდა და ყოველ ჯერზე ვცდილობდი,რომ უკეთესი გამომსვლოდა. ხან გამომდიოდა, ხან არა. ყოველ "არგამოსულ" დავალებას განვიცდიდი ხოლმე. რაღაც დროის შემდეგ, მარტივად შემეძლო დაკიდება. ყოველთვის ვამბობდი გულში,მერე რა,ვივი?! არც არაფერი. ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა ასე..

შემაწყვეტინეს ფიქრი. დედა მირეკავდა უკვე მეორეჯერ დღეს.
-აუუ,დამალაპარაკე რა.. გეხვეწები,დედიკო.- მაშოს ხმა გავიგე ტელეფონს მიღმა.

-მაშოო,მაშკა..- დავუძახე აქედან.

-მომეცი,მომეცი. დედა,მაბრაზებს.. იცი?! გუშინაც ადრე დამაწვინა დასაძინებლად.- ეგრევე საჩივარი გაამზადა,გეგონება რამე დაეშავებინოს მისთვის.

-აბა,რას ამბობ?! მე შენს ადგილას, მომენატრეთი დავიწყებდი ტიკტიკს.- ჩამეცინა.

-მომენატრე,მაგრამ უთხარი.. არ მინდა ძილი მე ადრე. დიდი გოგო ვარ უკვე და ტვინი სულ არ დამიბერდება. ტყუილობდით თქვენ ყველა... აბა,დედა რომ გვიანობამდეა ფეხზე?!შენც რომ რაღაცებს კითხულობ ხოლმე ხოლმე?!- პატარა ვასასიმა ყველაფერი იცოდა..

-მეც მომენატრე,მაგრამ ადრე დაძინება აუცილებელია და მე შენ როდის მომიტყუებიხარ?! გატყუებ ხოლმე?!

-ამმ,აბა მე ხო ბევრჯერ დავიძინე გვიან და კარგი ტვინი მაქვს მაინც. არაა ბებერი..

-ეგ იმიტომ,რომ დედა და მე გაძინებდით ადრე. უფრო ბევრჯერ ჩვენ დაგაძინეთ ადრე და იმან გიშველა.

-მაინც ვერ მეყვარება ძილი. მაგის მეგობარი არ ვარ და არც ვიქნები. - სიჯიუტე გაერია პატარას ხმაში.

-ძილს აწყენინებ..

-მაგან მეც მაწყენინა და ღირსია.- ბრაზობდა.

-გახსოვს,პეპი რომ წაგიკითხე?! პეპიმ იცოდა,რომ ადრე ძილი კარგი იყო და ამას დედიკო არ ეუბნებოდა ხოლმე.

-ხო,დედა არ ჰყავდა.ვერ ვხვდები, რატომ უჯერებდა ძილს?! - სავარაუდოდ, პაწია მხრებს აიჩეჩავდა.

-პეპი კარგი გოგოა,ხომ იცი. გახსოვს რას აკეთებდა?!

-არა..

-თავადვე წვებოდა დროზე.

-აა, მოვცხებ ჩემს თავსო.- გაეცინა.. -ტაკუნებში მისცხებდა?- გადაიკისკისა.

-არ ვიცი,მგონი.-მეც ავყევი კისკისში.- ესე იქცეოდა პეპი.."მე თვითონ ვეუბნები ჩემ თავს.ჯერ მოფერებით: "პეპი,დაიძინე." თუ არ დავუჯერე,უკვე მკაცრად ვიმეორებ. თუ ამანაც არ მიშველა,მოვცხებ ჩემს თავს..." იქნებ,სცადო შენც?! თუ გაამართლა,ვნახოთ..- დავსერიოზულდი უცებ.

-მეხუმრები?!- გაბრაზებას იწყებდა.

-არა,აბა გამეცინა?! - არ მინდოდა გაბრაზებულიყო.

-არა.

-ხომ ხედავ,მე შენ არ გეხუმრები, მაშო.

-აუ,მოვიწყინე. ჩამოდი რა.

-მე შენი მასხარა ვარ?!

-ეგ რა არის?

-გამრთობი,ვინც სასაცილოდ იქცევა,რომ შენნაირი საყვარელი გოგონები გაართოს.

-მაშინ,კი.ხარ.- მოგუდული ხმით თქვა. პირზე იფარებდა ნამცეცა თითებს.

-ოოხ,მაიმუნო შენ. მე ჩამოვალ, დაგკბენ!

-არააა.. -იკივლა.

-ჩუმად,გოგო! არ შეაშინო დედა.

-მე არავისაც არ ვაშინებ.

-დარწმუნებული ხარ?

-კი,დარწყმუნებული ვარ. - სიტყვა არასწორად გაუგია.

-ნუ თუ დარწყმუნებული ხარ,ვერ შეგედავები.

-რაა?

-წადი,რამეს უყურე რა. - დედამ აართვა ტელეფონი და ძალიან მალე დამემშვიდობნენ.

დავრჩით მე და მზე. მე ღიმილი გამეპარა სახეზე.

-შენგან კარგი მასწავლებელი დადგებოდა.-გული ძლიერად ამიძგერდა. ღიმილით გავხედე. ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი ხელები და მიღიმოდა.

-მათემატიკაში ძალიან სუსტი ვარ, არც მყოლია ძლიერი მასწავლებლები. დაწყებითების პედაგოგობა ამ მიზეზით გამოვრიცხოთ. რაც შეეხება მაღალ კლასებს, მაგათ ვერ გავუძლებდი. ამიტომ არ მინდა, გმადლობთ.-ჰორიზონტს გავყურებ ისევ.

-დასანანია,შენი ნიჭის გამოუყენებლობა. -მეცინება.

-დამიჯერე, ეს ნიჭი არაა. პედაგოგობა სულიდან მოდის. საერთოდ,ნებისმიერი პროფესია სულიდან მოდის. რაღაც შენია, რაღაც არა.

-რომ გეცადა,გაიგებდი,რასაც მე ვგულისხმობდი. - გვერდით მიჯდება.

-ბებას ჰყავდა მოსწავლე. მუსიკის პედაგოგი იყო და არ აჰყავდა ისეთი ბავშვები, რომლებსაც ოდნავადაც არ გამოსდიოდათ ან არ უყვარდათ მუსიკა. ერთხელ, თანამშრომელმა სთხოვა ძალიან და აიყვანა მისი შვილი. პირველი გაკვეთილის შემდეგ კი მიხვდა,რომ ამ ბავშვს,საერთოდაც არ უნდოდა დაკვრის სწავლა. თან სულ არ აინტერესებდა ეს მუსიკა.

-შემდეგ?-დაინტერესდა.

-უთხრა იმ ქალს,მაგრამ ქალმა თავი გაიგიჟა. ბებასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ამზადებდა. ერთ დღეს, თბილისს თოვლი ეღირსა და გახარებული ბავშვები გარეთ გავარდნენ საგუნდაოდ. ეს ბიჭიც გაკვეთილზე მისვლის ნაცვლად, შეჰყვა თამაშს და სულ არ გაახსენდა ეს შენი მუსიკა..

-გაბრაზდებოდა, ბებიაშენი.- წარბები შეკრა.

-ინერვიულა. შემდეგ ჯერზე თავდახრილი მოვიდა ბავშვი. ბებომ ჰკითხა,თუ რატომ არ იყო წინა ჯერზე. ბავშვმა კი უთხრა: "არ მინდა მოგატყუოთ და სიმართლეს გეტყვით. გუნდაობას ისე შევყევი, სულ არ გამახსენდა,რომ თქვენთან უნდა მოვსულიყავიო." ბებას გაეცინა და ჩაიხუტა.

-ჩაეხუტა?!-გაიოცა.

-გულწრფელობისთვის. ბიჭმა იცოდა,რომ დედა გაუბრაზდებოდა, იცოდა რომ,შესაძლოა, მასწავლებელიც გაბრაზებოდა, მაგრამ აღიარა. ეს გაუხარდა ბებოს და იმიტომ მიეფერა. პიროვნებაში პირველი მისი ადამიანობა ფასდება...იმის შემდეგ, რაც ბებამ გააკეთა, ბავშვმა მოინდომა მეცადინეობა და რაც შეეძლო, აკეთებდა.

-აი,ამას ჰქვია მასწავლებელი.- გაეღიმა.

-ჰო,ჩემი ბება ნამდვილი პედაგოგი იყო. ყველაზე სასიამოვნო ადამიანი,ვინც კი შემხვედრია. ვერასდროს ვწურავდი ბოლომდე,იმდენად სხვა იყო.- სევდა მომაწვა ყელში და თვალები ამემღვრა. არ მინდოდა ცრემლი გადმომეღვარა,მაგრამ იმდენად მიყვარდა და იმდენად მენატრებოდა, არასდროს გამომდიოდა გახსენება უცრემლოდ.

-იქნებ ოდესმე ლექტორობაც ვცადო,ძალიან საინტერესო იქნება.- დავაყოლე დაიმედებულმა სიტყვები.

-დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი შენს ლექციებს.- გულწრფელობა დაეტყო.

-იმედი მაქვს,ძალით არ შეიტენიდი ჩემს საგანს,თორემ რეპუტაციაზე იმოქმედებდა.- ჩამეცინა.

-ჩავაბარებდი და ისე დაგესწრებოდი. მჯერა,უფლებას დამრთავდი.

-რა თქმა უნდა.- თავი დავუკარი.

სახლიდან ხმაური გამოდიოდა. წერეთლის ხმა ჩვენამდეც კი აღწევდა.
-ვივიენთან გამიყვანე,მიდი მიდი.- დათას ხელში განკარგულებას გასცემდა წერეთლი.

-მიმყავხარ,დამშვიდდი.-ასათიანი აწყნარებდა.

-მე სულ მშვიდად ვარ.- ღია ჩალისფერი თმები გადაიყარა ცალ მხარზე.-საერთოდ შენ ხარ უხერხული ადამიანი,თორემ მე ძალიან წყნარი ვარ.

-ძირს დაგსვამ იცოდე.- კარში გაჩერდა დათა.-მერე იხოხე გასიებული კოჭით.

-დამსვი! სანდრო წამიყვანს ან ნიკო. უთქმელად მომეხმარებიან.- ნერვები მოეშალა.

-არ უნდა გადამერჩინე.- წუხს დათა.

-სინანული გვიანია.- ვატომ გასძახა. მე ჩავიხითხითე.

-არ მჭირდება შენი მიყვანა და გადარჩენა. გადამაგდეთ ჩანჩქერიდან!

-ვიკა,მეორეჯერ მე იქ გადამხტომი აღარ ვარ.- თავი გადავაქნიე და ისე გავძახე.-კარში კიდევ ნუ დგახართ, ვალი იცისო..

-მაგის გარეშეც ამკიდა ვალი ამ ვაჟბატონმა.-დათას შეუბღვირა წერეთელმა.- ანგარებიანი ხარ.

-რატომ,სანაცვლოდ მოგთხოვე რამე?-წერეთელი გამოიჭირა ასათიანმა. თან მშვიდად წამოიყვანა ჩვენკენ.

-ტვინი გამიბურღე სანაცვლოდ და ყოველ წამს მაძახებ. გთხოვე გადამარჩინე-თქო? არა. გთხოვე, მომხედე-თქო? არა...

-საქმეც იმაშია,რომ მაგის გარეშე გავაკეთე ყველაფერი.- სკამზე დასვა და თმა გადაუწია სახიდან. გაეღიმა. ვერ შეძლო სითბოს დატოვება სხეულში. ვიქტორია აიძულებდა თავისი ჭირვეულობით, გამოეხატა ყველა ფარული განცდა.
მგონი ასათიანს აგიჟებდა. მგონი კი არა,აგიჟებდა,თანაც ისე, დაწყნარებაც კი უჭირდა ხოლმე.

-ნახე რა,თავმომწონე სულელი. ნუ მითათუნებ ხელებს თმებში. - წარბები შეკრა და ხელი გააწევინა.
გულზე მოხვდა ასანთიანს. სახეზე დაეტყო განცდა.

- ტლიკინა და ჭირვეული.- წარბი აუტკიცა ზევით ლურჯთვალამ. ისე გაბრუნდა, ვიკასთვის არც მოუსმენია.

-ნახე,რა მაკადრა?!- ვიქტორიამ შეიცხადა.

-ეგრე შენ სულელი დაუძახე.- მხრები ავიჩეჩე.

-შენ ვისკენ ხარ?!

-შენკენ,რა თქმა უნდა.

-კიდევ კარგი,თორემ წეღან ჩანდა, თითქოს ეშმაკებისკენ იყავი.- უკმაყოფილოდ ამოიოხრა.

-მოგეჩვენა,ნამდვილად.- შევიცხადე.

-ვატო,ნუ მემასხრება უთხარი.- ვიქტორია დროს არ კარგავდა.

-ნუ ემასხრები,ვივი.- საზურგეზე გადაწვა და გაიჭიმა ტაბიძე.

-კარგი-თქო,გადაეცი.

-კარგიო.- ვიკას უთხრა.

-ის რას ამზადებს,ნეტავ?!- დავვინტერესდი.

-ისინი..- ტაბიძემ ჩამისწორა.

-დაიცადე,რას აკეთებენ?- ვიკა დაინტერესდა.

-ვივიენმა იგანდეგილა დღეს და საჭმელს ბიჭები ამზადებენ.- ჩაეცინა.

-აუ,თავზე დავადგეთ,დავცინოთ რა.- ყელზე კანი გამოიწელა ვიკამ, თხოვნის ნიშნად.
ვატოს ჩაეცინა.

-ბოროტობ.- თითს ვუქნევ.

-შენ კიდევ ნუ პატიოსნობ რა. მიდი, გთხოოვ.- პატარა საყვარელ გოგოს დაემსგავსა უცებ.

-ვიქტორია,ცოდვაა დაცინვა. არ შეიძლება.-წარბები შევკარი.

-გეხვეწებიი,ღმერთს ვთხოვ და მე მომკითხავს,წამო რაა.- თავი ვერ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვიცინი. ვატოს სიცილიც მესმის და ორმაგად მეცინება.-აუუ,ვივიენ! წამო რა,ნუ ხარ მოსაწყენი!

-რადგან ცოდვას შენს თავზე იღებ და იქაც გააიასნე.-ცისკენ იშვერს ტაბიძე ხელს.- თან ასეთი გულით ითხოვ..- ფეხზე წამომდგარი ხელში იტაცებს ჩემს მეგობარს.- ხომ არ გაწყენინებთ,არა?!

-ეგეთები არ "მოსულა", არც სამართლებრივად და არც ქურდულად.- მწვანე თვალები უფრათოვდება.ის თვალები,ჩემს გულის გასაგიჟებლად წამი რომ სჭირდებათ.- საქმის თანამონაწილეები ვართ! დაე, კაცურად ავიღოთ ცოდვა ჩვენივე თავზე.- ამაყად მივდივარ წინ და უკან ჩამოტოვებულებს გავყურებ.

-არ მოდიხართ?-დაბნეული ვუყურებ.

-ვივი,ომში გასაშვები გოგო ხარ!- ვიკა ამაყი დედიკოსავით წევს თავს.-ჩემი გაზრდილია.-თავში უვარდება.

-ჰე,ახლა!-ხელით ვანიშნებ რომ ფეხი გამოადგან.- ვიკისროთ საკისრელი.

-აწი,მეცოდინება გარჩევებზე თუ მომიწევს წასვლა, ვინ წავიყვანო.- ვატომ ვიკა შეისწორა მკლავებში და წამოვიდა ჩემკენ.

-და გარჩევებზე რატომ დადიხარ, გოიმი ხარ?!-გაუაზრებლად მცდება.- თუ ძალა გერჩის,ვატუუს?!

ვიკამ სიცილი ვერ შეიკავა ჩემს გამოხტომაზე,მაგრამ თან თვალები დამიბრიალა.

-აბა,სადღაც ხომ უნდა დავიხარჯო.- თავი გადაწია გვერდზე.გამეღიმა, რადგან ვიგრძენი,თუ როგორ მიყვარს და რამხელა ნაწილი უჭირას ჩემს სულში.

-მუსკულების "წამარიაჟების" პიკი.- თვალებს ვაწვრილებ და ხელებს თეძოებზე ვიბჯენ. მომწონს მისი წვალება. მომწონს რომ უწევს ფიქრი ჩემს სიტყვებზე. მსიამოვნებს რომ თავის თავში 1%-ს მაინც მითმობს და ესეც მყოფნის. მყოფნის მარტოდ გაგრძელებისთვის.

-ეეხ!-თავი გააქნია და სამზარეულოში შევიდა. არაფერი უთქვამს,საერთოდ არაფერი.

გუნება წამიხდა. განმარტოვება მომინდა და 1 ღერის მოწევა. თუმცა აქედან მხოლოდ 1 პუნქტს ვიღებ და ისიც მოწევაა. არ მინდა მივეჩვიო,არც ის მინდა ჯანმრთელობა გავიუარესო.
მივყვები კიბეებს. ნელ-ნელა ვშორდები და სამზარეულოდან გამოსული მხიარული ხმებიც მცირდება,შემდეგ-იხშობა.
წარმოდგენა არ მაქვს, რა მიშველის..
ბოლო დროს ჩვევა მაქონდა, გაღიზიანებულზე ფურცელს იმდენ ხანს ვჩხაპნიდი, სანამ თეთრი ფონის ნაცვლად, ლურჯი არ გაჩნდებოდა.
გაღიზიანების ხარისხს მიმცირებდა. ახლა ნამდვილად არ მინდოდა ფურცლის გაფუჭება უაზროდ. მინდა რამე შევქმნა ჩემი გრძნობით და რადგან ხატვა კარგა ხანია შევწყვიტე, მზად ვარ წარსულის "პოეტი" გავაღვიძო ჩემში. გულში მაგრად მეცინება,რაის პოეტი-თქო, მაგრამ ერთხელ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მეც კალამსა და ფურცელს მივენდე. მას შემდეგ ვწერდი გარკვეული პერიოდი.მგონი რაღაც გამომივიდა მაშინ და ახლა?! ახლა რა გამომივა?! ეგეც დიდი ხანია აღარ მიცდია.

ლოგინზე გავწექი და წინ დავიდე რვეული, კალამთან ერთად. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან დავიწყო. დაწყება ხშირად მერთულება ხოლმე. განსაკუთრებულად მაშინ,როცა ბევრ განცდას ერთდროულად ვიტევ. რთულია ქაოსში დალაგება.
სარკმლიდან გავიხედე.
რა საოცარია სამყარო. როგორი ფერადი და როგორი საუცხოო. ყველაზე უცნაურად და მიმზიდველად ნახატი.

რაფაზე ჩამოვჯექი და რვეული მივაყუდე მუხლებს. იქნებ რამე დავწერო,იქნებ...

გარეთ გავიხედე კვლავ. რაღაცას ვეძებდი,ისეთ რაღაცას,რაც დამაწყობდა.რაც თვალებს ამიხელდა.. ძალას ვეძებდი, რომელიც გამაცოცხლებდა.

ეზოში რამდენიმე ხე მყარად იდგა და ზაფხულის თვებში განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. თავს იწონებდნენ ფოთლების ნაზი რხევით, ნიავის ფონზე. ცა გალურჯებულიყო, მაგრამ ყველა წერტილში განსხვავებული ტონი იგრძნობოდა.
საერთოდ,ბუნებაში ფოთოლიც კი არ არის ერთნაირად მწვანე. თითოეულ ფოთოლს თავისი სხვადასხვა ტონის მწვანე ჰქონდა. თითოეულ გვირილას,თავისი თეთრი ფურცლები ჰქონდა განსხვავებულად აქათქათებული.. მინდორიც კი, მინდორიც კი არ იყო ერთნაირი მწვანე საფარველით გადაფარული.
მზის სიხივებს მოეკლო და ცას ისეთი ფერი მიეღო, უეჭველად გაწვიმდებოდა. თვალები გამიბრწყინდა და ქათქათა ფურცელს შევახე კალმის წვერი.

"ბუნებაში სასეირნოდ გავედი,
გამიწვიმდა,დამისველდა წამები.
წამი წამს რომ გაეკიდა, დავნებდი.
დანებებულს შემომაცვთდა განცდები.

დაღვრილიყო ცრემლი სატკივარისა.
ახმაურდნენ წვიმისფერი გრძნობები..
ამოვარდნილ ქარებს ჰქონდათ სურნელი,
იყო ცივი და არაფრის მომცემი."

გავჩერდი... ხომ ვთქვი,სათქმელის დაწყება და დასრულება მიჭირს-მეთქი?!

წვიმამ დასცხო. მე კი სივრცეს გავყურებდი ... ჩავფიქრდი. გამოვიკეტე ყველა კარი და დავრჩი მე,ჩემს მფარველთან ერთად.
ტაბიძემ გაირბინა და თოკებიდან სარეცხის ჩამოხსნა დაიწყო სწრაფად.ნიკუშაც გარეთ გამოვარდა დასახმარებლად.
ეს ყველაფერი,თავიდანაა გასარეცხი.
მძიმედ მოვისუნთქე.
ვატომ წამით გამისწორა მზერა, მერე ეტყობა წვიმამ შეუშალა ხელი და საქმე განაგრძო. სულ გაილუმპნენ,სულ.
არ მინდოდა შესციებოდათ და ვიფიქრე,ქვემოთ ჩავირბენ, პირსახოცს მოვახურებ ორივეს-მეთქი. ისე სწრაფად ჩამოვხტი რაფიდან და ქვედა სართულისკენ თავქუდმოგლეჯილი ჩავასკდი,რომ არაფერზე მიფიქრია. პირსახოცები მოვიმარჯვე და კართან დავდექი.

ველოდი აღელვებული და ველოდი მთელი გრძნობით. ძალიან მინდა გათოშილი გავათბო.მინდა ვიგრძნო ისევ მისი სურნელი. ვიგრძნო სიახლოვე და გავაქრო ეს ნაზავი სიშორის. არსებული ბარიერები ჩვენს შორის.
გული სწრაფად ფეთქვადა. ფეთქავდა მოლოდინით აღსავსე. სუნთქვა ამიჩქარდა იმაზე მეტად, ვიდრე წარმომედგინა.
-ვივიი!- სანდრო ეყრდნობა კალათით ხელში კარს. - ჰე, მალე ახალგაზრდებო, რა გაზოზინებთ,რა.- იმათ გასძახა. თვითონ მშრალად იდგამ. რა ენაღვლებოდა,შეატენა იმათ საქმე და თვითონ არ დავსველდეო, დადგა კარში.
-შენ კიდევ, დამშვიდდი, განდეგილო დეიდა.- თითი ამიქნია. ჩამეღიმა და თავი გადავაქნიე.

-შენ არაფერი გამოგასწორებს, არაფერი!-ვერ ვიტევდი აღტაცებას ჩემში.

გიჟებივით შემოცვივდნენ ბიჭები. შევხტი კიდევაც მოულოდნელობისგან. პირსახოცები გავუწოდე. არც კი შევხებივარ მას. ოდნავადაც კი არ ვყოფილვართ ახლოს. თითქოს ჩვენს გვყოფდა უხილავი,მაგრამ მყარად რაღაც.ეს რაღაც მაფერმკრთალებდა.

-ვაიმეე,ჩემი სიღვარული ზუნზული..- ნიკომ მიმიხუტა სველ ტანზე. გამეცინა და მეც მოვეხვიე.
სიცილის დროს ტაბიძის თვალებს გადავეყარე. პირსახოცი ეჭირა კვლავ. იდგა დინჯად.
გულში ვიგრძენი, რაღაც ხანჯალივით როგორ ჩამესო. მესმოდა როგორ ხმაურობდა წვიმა, ბიჭების ხმა გავიგე მერე და ეგეც შეწყდა. სამაგიეროდ, დარტყმამ კი არ გამიარა, არამედ გადამიარ-გადმომიარა. ამხელა სივრცეში ჰაერი აღარ იყო, რადგან მე ვიკუმშებოდი. ფილტვები ივსებოდა რაღაცით და არც კი ვიცი, რა იყო.
თვალები დავხუჭე. სხვა შემთხვევაში ცრემლები გადმომეღვრებოდა და თავს ვერ შევიკავებდი.ყელში მომაწვა უხილავი გორგალი.
საშინლად ვიყავი, აუტანლად და რომ ვერ ვყვებოდი ტემპს,უჰაეროდ და უსაკვებოდ ვრჩებოდი. როცა რჩები, არც არაფერი გასაზრდოებს იქამდე, სანამ სწორ გზას არ იპოვი.

მე კი ახლა ვერაფერს ვხედავდი. მინდოდა ნიკოს ნაცვლად,ტაბიძე მომხვეოდა,რომ როგორმე მეგრძნო მყუდროება. თუმცა რომელ მყუდროებაზეა საუბარი, უუფლებო ვარ მასთან. აი,ასე. ყველაზე უარესი მაინც ეს იყო. ეს მკლავდა ზუსტად.

მაგრად მოვეხვიე ნიკოს. ეს მჭირდებოდა ამოსუნთქვისთის. ნიკო მიმიხვდა მგონი,რადგან ხმა ამოიღო თუ არა, ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
-ზუნზუ, გავილურძგე, ქენ იუ გაშვება ბესრუმში? ოჩენ ოჩენ გაყინვა მჭირს.

-მიდი,ჰო! ძუძგე! მეც რა დღეში ჩამაგდე.-წარბები შევკარი და უკან დავიხიე,თან სველ ტანსაცმელზე დავიხედე.

-აბა,ზუსტად სამამდე დავითვლი და ვინც მიასწრებს ხოხვით აბაზანამდე, ის არ იქნება ჩმორი.- სანდრო იდგა ამაყად, იდეის წარდგენის მერე.

-შენ გარეცხავ საკუთარი ხელებით!- თვალები დავუბრიალე. სარეცხის მანქანაში ისეთ ბინძურ ტანსაცმელს არ შევაყრევინებდი.

-შენ ინანებ მაგ სიტყვებს.-თითს მიქნევს.-1,2 და 3!- ყვირის. არავინ ვმოძრაობთ. ინდივიდუალური წრისთვის განკუთვნილი ნორმის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციას ჰგავდა ჩვენი უმოქმედობა.

-მაშინ, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, ის მოიტანს წყაროდან წყალს. მე მარტო აღარ ჩავალ იქ. 3 დღეა მე დავათრევ წყლის დოქებს,ინამუსეთ ვინმემ.- მე ჩემი თავი ეგრევე გამოვრიცხე. მაგის ამწევი ფიზიკურად ვერ ვიყავი. აქეთ მათრევდა,იმხელა დოქებზეა საუბარი.

-ბიჭო,შენ რა წუწუნა ხარ, სანდრო. გაგონილა ასეთი რამე?- ნიკომ მჭიდროდ შემოიხვია პირსახოცი.

-რა შუაშია წუწუნა,წელში გავწყდი.
აბა ერთი შენ ამოათრიე და ვნახოთ, როგორია. სცადე აბა.
-მე ამოვიტან ეს კვირა. არ იუ კმაყოფილ?- ვატომ დაამშვიდა.

-ზედმეტადაც კი.- ბედნიერი სახით მომაჩეჩა სარეცხით სავსე კალათა და სამზარეულოსკენ გასწია.- წავედი აბა მე, იმათ მივხედო.

-აბა,რა სანდრო,აბა რა. უშენოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის,ტყე არ კრთება სასიხარულოდ... -დავიწყე მე ჩემი.

-ვივიენ,დაგერხევა!- სანდრო ტრიალდება და ერთს კი მიკრავს თვალს,მერე კი უჩინარდება.

-ეე,წესიერად ბიჭო!- ნიკო უბღვერს.

-ნიკო,მე ნუ გადამახტები!- გულზე ხელი მივიდე.

-შენი ხათრით,თორემ იმას ვაჭმევდი კატლეტებს!- ნიკო თავს აქნევდა წარბშეკრული.

-გააკეთეთ?-გავიოცე.

- გაზთან დავტოვე და დამიწვა ყველა.- ვატოს გადახედა.

-მაგისგან არ გამოვა ნორმალური მზარეული რა.- თავი გავაქნიე ოხვრით.

-აბა?! ჰე,ახლა! გამოვიცვალოთ, ცივა.. - ღიმილით ავედევნე უკან.

ზედმეტი არაფერი თქმულა. ვატო და ნიკუშა საუბრობდნენ. მე ხმას არ ვიღებდი, არ ვეჭრებოდი.ისე მივყვებოდი,ვერც გრძნობდნენ,თითქოს არც ვვარსებობდი.

-ზუნზუ,ჩვენ წავიჭყუმპალავებთ, მერე ვითამაშებთ და ჩამოვალთ.

-მარტო რა უნდა ითამაშოთ?-დავვეჭვდი.

-ძალიან მაგარი თამაში ავაგდე.პიპიებით დავკატაობთ.- ტაბიძემ ჩიხითხითა.

-იკატავეთ თქვენ,იკატავეთ. ადმინისტრაციული წესები გაითვალისწინე და ეგ ხარ, ჯარიმას აცდები.მე კიდევ წავნარნარდები, საქმეს მივხედავ.

ესე სიცილ-სიცილში ჩამოვშორდი და ოთახში დავბრუნდი. ხომ მინდოდა გამოცვლა?! ხოდა, მეც გამოვიცვალე და ჩემი რვეული ავიღე. მერე წამოგორდი საწოლზე.

ძალიან უცნაური გრძნობა მქონდა.ვერც ვხსნიდი რა მჭირდა. მინდოდა რაღაცაში გადმომცა ეს ქაოსი.ამიტომ ჩაღიმებულმა მოვიმარჯვე კალამი და მოვხაზე რამდენიმე ორნამენტი. ხაზვას ისე შევყევი, დროც კი გამეპარა. სამაგიეროდ, საკუთარ თავთან პაემანი მოვასწარი. პაემანზე კი იმდენ საინტერესო რამეზე დავფიქრდი და მივხვდი რაღაცას. ჩემს თავში ვიპოვე შეცდომა. ძალიან ბევრი შეცდომა და გულუბრყვილობა დავინახე. ეს ჰგავდა სიბნელიდან სინათლეში გადასროლას.

ცამ ისევ იცვალა ფერი. ჩამობნელდა. წვიმამ გადაიღო.სინესტე შეპარული ქარი გადარეული დაჰქროდა უკიდეგანო და უსაზღვრო სივრცეში.
ცოტა შემცივდა, ცოტა კი არა, კარგად შემცივდა. სხვა გზა არ იყო, პლედი მოვისხი მხრებზე და ბავშვებთან ჩავედი.
-მოვიდა ჰერკულესი?!-სანდრომ შემიმჩნია. ვიკას გვერდით იჯდა. ამჯერად ისტერიკა არ მომიწყვია.
-დიახ,დაგადგათ საშველი.- გამეღიმა და კედელს მივეყრდენი.

-ზუნზუ,მოდი დაჯექი.-ნიკუშა ჩაიჩოჩა. ისეთი სიტუაცია იყო, ვატოს და მის შოროს უნდა ჩავმჯდარიყავი. მხრები ავიჩეჩე და ნიკოსთან მივიჩოჩე. არ შემეძლო ვატოსთან რამე გამომემჟღავებინა ამ მომენტში.მეტი არ შემეძლო.

- შენ სულ მშიერი ხარ,ხო?! წამო გაჭამო,წამო, წამო.- ნიკა მკლავზე მექაჩებოდა. სიზარმაცის საათი სერიოზულად გავააქტიურე და თავი გავაქნიე.

-ცოტა ხანში რა.-ამოვიწუწუნე.

-ვი,ადექი და ჭამე! თორემ შენი წნევა დიდხანს არ მოგითმენს.- ვიკა მაფრთხილებდა.

-აგჰ!- დავყევი მათ ნებას და 2 ცალი კატლეტი ნიკოს ხათრით ვჭამე,ერთი კი დათს და ვიკას.

2 ფილმი ვნახეთ ძველი.ვიკამ აარჩია და დივანზევე მიეძინა. სანდრომ აიყვანა ოთახში, ჩავაწვენო. დათას შეწინააღმდეგება უნდოდა,მაგრამ არ შეეძლო. ყველამ ვიცით თუ რატომაც....

ნიკუშას და დათს მაგრად ეძინებოდათ. უკვე პირველი გამხდარიყო და თავს ძლივს იჭერდნენ,თანაც ძალიან დაიღლებოდნენ. გზაში სანდროც შეხვდებოდათ და მას უკვე დაეზარებოდა ჩამოსვლა.

მე კი ძალიან ვისიამოვნე და განვიტვირთე. გამოვფხიზლდი,რადგან ძილის დრო გადამსვლოდა.თანაც ფილმმაც იმოქმედა,ამიტომ გამჭირდებოდა ჩაძინება. ვატოსთან მარტო დაჩენა ჩემს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა.პირიქით,მინდოდა მოვრიდებოდი.

ზეციურმა ძალებმა ჩემი მინდა არ გაითვალისწინეს და დავრჩით მარტონი.

-შენ არ გეძინება?ყველას მიაყვინთავა.- ჩამოშლილი თმა სამაგრით დავიმაგრე.

-არანაირად.ჯერ მტკიცედ ვდგა. -დამიჭირა ხასიათი.

-"მტკიცედ სდგა"? -ვკითხე შუშანიკის წამებიდან ფრაზა.

-დიახ,დიახ.ჯერ ენერგიული ახალგაზრდა გახლავართ.

-მუსკულები და რამე, ხო?! - ჩამეცინა.

-მგონი უფრო, ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება ენერგიულობა.- სერიოზულობაში შეიჭრა.

-აბა რა, ჩვენი ჩაკუნთული ვატუნა ხარ.- თვალი ჩავუკარი.- კუნთოვიჩა რომ დაგიძახო?!- სახეზე შევატყვე, რომ ღიზიანდებოდა.

-მე მაინც მგონია,რომ შენი ჩაის დალევის დროა.- მკვეთრად შეცვალა საკითხი,მე კი უფრო გავვოცდი. -ფორთოხლით.
ჩემი გაკეთებული ჩაის გემო დაუმახსოვრებია.

-წვიმამაც გადაიღო და სუფთა ჰაერზე დავსხდებოდით, რას იტყვი?!- მაცდურად ჟღერდა, თუმცა მასთან მარტო დარჩენა?! ჩემთვის არ იქნებოდა კარგი. მისთვის გულის ტკენა არ მინდოდა, არც ჩემი თავისთვის. არადა,როგორია ერთ-ერთი ცუდად ვიგრძნობდით უეჭველად თავს. მე ჩვეული ვიყავი ამ ყველაფრით ცხოვრებას. ხო, იშვიათად მიფრთხილდებოდნენ. აი, ვიკა იყო,ვინც ყოველ სიტყვას უფრთხილდებოდა ჩემთან და ხანდახან არაფერს ამბობდა, რომ არ მწყენოდა.. ჰო,უნივერსიტეტში ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ყველა ასპექტში და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

თავი დავუქნიე. ამით საკუთარი თავი არ დავინდე. გავაკეთე ჩვენთვის ჩაი, მერე კი დავსხედით ვერანდაზე. ფეხები ავკეცე სკამზე და კარგად მოვიხვიე პლედი.
სასიამოვნო ჰაერი შევისუნთქე. ჟანგბადი,ეს ისაა რაც ორგანიზმს სიჯანსაღისთვის სჭირდება.

ახლოს მეჯდა. მის სახეს მკრთალად ვხედავდი. მიყურებდა და მეც ვუყურებდი. ლამპა მსუბუქად ანათებდა არეალს.

-ეს მართლა უგემრიელესია.- გულწრფელად მითხრა ტაბიძებ.

-დიდი მადლობა.- გავუღიმე.- მიხარია,თუ მოგწონს.- მესიამოვნა ძალიან.

-კი,ძალიან მომწონს. არ დაგიმალავ და მზარეულობაც გამოგდის.- გამეცინა,თან ძალიან ხმამაღლა გამეცინა. ისიც ამყვა.

-მეხუმრები,ხო?! მტკივნეული თემაა ჩემთვის.- ჭიქას ვიქცევ მტევნებში. სითბო მივლის ხელისგულებიდან..

-არა,არ გეხუმრები. სხვა რაღაცები არ ვიცი, მაგრამ რაც გავსინჯე, გამოგივიდა და თან საკმაოდ კარგად.

-აი, კარგი ბიჭი ხარ! მამშვიდებ. თუმცა ჩემი კულინარიული კარიერა სახლში დაბრუნებისთანავე დასრულდება.- მოვსვი და გავუღიმე.

-ნებდები?- მკითხა.

-არა,რატომ?! რასაც აკეთებ, სიამოვნებას ხომ უნდა განიჭებდეს?!მე არ მანიჭებს.- მხრები ავიჩეჩე. თვითონაც ნეტარებით მიირთმევდა ჩაის.

-რა ვიცი,აქ კი ხალისიანად ტრიალებდი და...- ჩაიღიმა. მან რა იცის?

-აქ თავზე არ მადგანან და ვმაიმუნობ ხოლმე.- მეღიმება.- ვაფასებ ადამიანებს,ვისაც კარგად გამოსდის საჭმელების კეთება. მე მგონი, ჩავფლავდები ყველა ჯერზე.

-რამხელა ოპტიმიზმია.- თავი გააქნია.- მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ!

-არა!- გავაჩერე ეგრევე. არ დავუშვებდი მისი თანდასწრებით ჩაფლავებას.

-ვი,მომისმინე ჯერ!-გამაჩერა.- პროდუქტებზე სიარული ჩვენ მოგვიწევს,შენ კი არა.. ხოდა, გავაკეთოთ რაღაცები,რას იტყვი?! ვნახავთ ინტერნეტში რაღაცებს, ან დედაჩემს გამოვაგზავნინებ საჭმელების რეცეფტებს.. - სახე გაებადრა.

-და მერე ჩემს ხარჯზე გინდათ გემრიელად ჭამა ხო?!- თვალები დავაწვრილე.-გაები ჩიტო მახეში, გაებიი.- თითი დავუქნიე და ისევ მოვსვი. გაეცინა..- არ გრცხვენიათ ხომ?! აბა,ჯანსაღი კვებაო?! მე თუ აქ მაცხობინეთ ნამცხვრები და კალორიული საჭმელები მამზადებინეთ, არ წახვალთ აქედან ტანწერწეტა ხალხი,არაა.

-შენთვის გეუბნები,თორემ განა ჩვენ გვინდა ჭამა.. აი,თუ დაოჯახდი, ხომ მოგიწევს საჭმელების გაკეთება? თუ შენი ქმარი არ აღმოჩნდა ნიჭიერი სამზარეულოში.

-მოუწევს აღმოჩნდეს.- ჩამეღიმა.- თუ არადა,ივლის მშიერი, დაკუჭული პერანგით და საერთოდ, თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს. მეც ხომ უნდა მომხედოს, არა?! იქნებ თმების ჩაწნა მომინდეს,ან იქნებ კაბის გარეცხვა.. თუ მომშივდა,ხომ საერთოდ გაუპრობლემდება.

-გამოდის,ყველაფერი მან უნდა გასწავლოს?!- ზედმეტად გაფუჭებული გონება მქონდა და პირველ რიგში ბინძური აზრი მომაწვა და მერე გაპატიოსნდა.

-რატომ ყველაფერი?! მე სხვა რამეს ვასწავლი.მეც ვიზურონებ რომ სახლში მზა საჭმელი ჰქონდეს მაინც და მოვუტან რამეს. თუ შესცივდება, გათბობაში მივეშველები და ასე რა..

-გამოდის ჯერ არავინ გიყვარს.- მიყვარს და თან როგორ... უბრალოდ სხვისთვის ვერ შევძლებდი იმავეს გაკეთებას, რასაც მისთვის გავაკეთებდი. მისთვის ყველაფრის სწავლა შემეძლო. თუ მათემატიკით იქნებოდა დაინტერესებული, მასთან ერთად ვიჯდებოდი და ვიწვალებდი უამრავს,რომ მცოდნოდა რა უყვარს და რატომ უყვარს... რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერს ჩავწვდებოდი, ოღონდ საშუალება მოეცა.

-ვინ თქვა ეგ?!- ისევ დავსუნე არომატული ჩაი და მოვსვი კიდეც.

-მე.

-კარგი.- ხანდახან დავა არ მინდოდა. ახსნაც მეზარება ხოლმე და ამ სიტყვით ვიძვრენ თავს. თუმცა ეს "კარგი" დათანხმება არ არის ხოლმე.ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე აღარაფრის თქმა მსურს.

-კარგი?!-მიხვდა რომ არ ვნებდებოდი..

-ჰო.

-და რატომ?!

-ჰო,კარგი. აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობას მიყვარს თუ არა ვინმე და მერე შენი არგუმენტების მოსმენა,რომ თითქოს მე არავინ მიყვარს,რადგან მე მისთვის არანაირად არ წავალ კომპრომისზე. სინამდვილეში კი, არც კი იცი,რას გავაკეთებ და რას არა. არც უნდა იცოდე, ან რატომ უნდა იცოდე?! მე ხომ ჩემი ადამიანისთვის უნდა ვიყო თავგანწირული. - ვუღიმი. ღიმილის მიღმა კი სევდა იმალება.

-პასუხი მივიღე.- ჩაიღიმა. არ მციოდა, საერთოდ არ მციოდა. პირიქით, ამოუცნობი სითბო მავსებდა.

-მშვენიერია.- მოვსვი შეგრილებული ჩაი. ძალიან ძალიან არომატული და სასიამოვნოა.

-მართლაც რომ.. გემრიელი ხელი გაქვს.

-დღეს მანებივრებ კომპლიმენტებით. გმადლობ.

-დღეს პროფესიაზე მითხარი რაღაც... სულიდან მოდისო თუ რაღაც და შენ?! შენ გრძნობ რომ სწორი პროფესია აირჩიე?!

-მგონი. მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მომწონს ის,რასაც ვსწავლობ და ზოგჯერ ტირილამდე მივდივარ, იმდენი მაქვს წასაკითხი და სასწავლი. მერე ცრემლებს ვიწმენდ და წიგნს ვიღებ ხელში, ვაგრძელებ! მერე მსიამოვნებს სწავლა,თან ძალიან.მგონია რომ ეს ნორმაა. ჩვენ ადამიანები ვართ და ზოგჯერ პანიკა გვიტევს,როცა რაღაც ბევრი გროვდება, ან როცა პრობლემა იქმნება.- ვუყურებ მკრთალი განათების ფონზე და ვგრძნობ,დიდ სიყვარულს მის მიმართ. მინდა შემოვხვიო მკლავები და გამოვუტყდე ყველაფერში,მინდა პასუხი იყოს დადებითი. ძალიან ბევრი მინდაა გონებაში. ძალიან ბევრი სურვილი, რომელიც არც კი მისრულდება.. რომელი შესრულება,როცა მგონია, რომ არც მისმენენ.. ალბათ,ჰო.. იმას თავისი წილი ადამიანი ჰყავს. ის ადამიანი სხვაა. ჰო,ალბათ,ასეა. მაშინ ჩემი წილი? ჩემი ცალი? ის არ გამოდის?!
ვერაფერი გავიგე... მაშ,ასე რატომ მტკივა გული?!რატომ ვგრძნობ მის სიახლოვეს ესეთი აჟიოტაჟით?! კანი რატომ მიხურს,როცა ის მეხება?!

-ხო, ცოტა ნერვიული ხარ. - ძალიან მაგრად ვიცინი ამაზეც.

-ცოტა?!ძალიან ნერვიული ვარ, ძალიან! აფექტურ მდგომარეობაში ვწერ ხოლმე გამოცდებს. სემინარზე შესვლამდე იმდენად ვღელავ, ვიკას ვაგიჟებ. შენი შფოთვები მკლავსო,რამდენჯერმე მითხრა. ერთხელ, პრეზენტაციაზე უნდა შევსულიყავი და ნიკო იყო ჩემთან მაგ დროს, ძალიან ვნერვიულობდი,აი ძალიან.. ნიკუშა შემომყვა და ჩემთან ახლოს დაჯდა. ხელზე მეთამაშებოდა, ცდილობდა დავეწყნარებინე.. მერე ძალიან სპონტანურად ავდექი და გავედი.. რა მოვბოდე თუ მახსოვდეს..

-ნიკომ რაო...- ჩაეცინა.

-იბორძიკე, მაგრამ თავი გადაირჩინე მაინცო.

-აი, აი,ყოჩაღი ხარ! გამოდის, სამართალი შენია?!

-მაგას პრაქტიკა მიჩვენებს. შეიძლება სწავლობდე,იზუთხავდე და იზეპირებდე,მაგრამ ვერ იყენებდე პარქტიკაში. ან პირიქით..

-და თუ შეცდი?!

- გავაგრძელებ ძებნას...

-და თუ ვერ მიაგნებ?!

-ვინც ეძებს, ის პოულობსო, ხომ გაგიგია?!

-აი,დავუშვათ.. იურისტებს გიყვართ დაშვება...

-მეომარი თუ ბრძოლაში კვდება, ეს მის სისუსტეს კი არა, სიმამაცეს და თავდადებას ნიშნავს.. როცა ვინმე კვდება,მისი მისია იწურება. ხოდა, მეც გავაგრძელებ ძიებას. რა ვიცით, იქნებ რამე ნიჭიც კი აღმოვაჩინო. იქნებ სულაც, შემოქმედებითი უნარები გავაღვიძო ჩემში?! აუცილებლად მივაგნებ ჩემს საქმეს. აუცილებლად. -დარწმუნებულმა ვთქვი.

-ვივიენ,შენ..-გაჩუმდა..

-რა,მე?-ვკითხე.

-ვინც გიყვარს,შეუძლებელია იმას არ უყვარდე. შეუძლებელია გხედავდეს,გისმენდეს და არ შეუყვარდე..

-დაამ, ეგ საინტერესო აღარაა. მე თუ მიყვარს,ის ვალდებული არაა, იმავეს გრძნობდეს.

-ისევ თუ?

-ჩემს სიყვარულს ისევ რატომ მივადექით?!-ავღელდი. არ ვიყავი მზად მიმეხალა,რომ ის იყო ყველა ჩემი უჯრედი.

-იქნებ გჭირდება მასზე საუბარი..

-და თუ არ არსებობს?! პლატონურად შევიყვარო არარსებული?! - მივადექი ანერვიულებული.ისეთი განცდა მქომდა,თითქოს ვშიშვლდებოდი.

-უკვე ძალიან საინტერესოდ საუბრობ.- გაეღიმა.

-მე აღარ მესაინტერესოება.- ხელი ჩავიქნიე.

-ვივიი..

-ჰოუ.- შევხედე ამღვრეული თვალებით. ვერც დაინახავდა ვერაფერს...

-შენი აზრი მაინტერესებს..

-გისმენ.

-ხელშეკრულებას დებს ჩემი გუნდი.

-მერე?-უხილავმა ძალამ მომაშორა სითბოს. ნელ-ნელა მომეპარა სიცივე. შემოაღწია სხეულში და გულამდე სვლა დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ მყინავდა და მიკანკალებდა ძვლისგან და ხორცისგან შემდგარ არსებას.
შევშინდი გული არ გახეთქოს-თქო... ჩემი და-ძმა გამახსენდა,პეპის რომ ვუკითხავდი გამაჩერეს.. მკერდზე მიმადებინეს ხელი და თქვეს "-ვი,ნახე ჩემი გული როგორ ცანცარობს?! -მკერდზე მომადეს მერე ხელი. - შენი გულიც ცანცარობს,იმიტომ რომ გიყვარვართ და გიხარია.. ხოდა,ჩვენც არასდროს გაგვეყინება."

-3 თვით მომიწევს წასვლა..

-და უნივერსიტეტი?-ყბაც კი მიცახცახებდა. ვერაფრით ვაჩერებდი სხეულს...

-ხელს შემიწყობენ.

-თუ ხელს გიწყობენ... უნდა.. ვფიქრობ,უნდა წახვიდე.- ვერც კი აღვწერ,როგორ მიჭირდა საუბარი. იმხელა სივრცეში,ისევ მცირდებოდა ჟანგბადი,ისევ..

-თუ გავიმარჯვებთ, შეიძლება გუნდში გადამიყვანონ და იქ მომიწიოს დარჩენა...- გული არ უნდა გამეყინოს.
არაუშავს, არაუშავს... ვივი, შენ მთელი სემესტრი გაუძელი, მერე არნახვასაც შეეჩვიე. გთხოვ,ახლა გაუძელი. უიმისოდ ცხოვრება ხომ შეძელი?!
ჯანდაბა!

-ძალიან კარგია.-გავიღიმე.

უნდა გავეცალო უნდა..

-ხოო..

-გირჩევ... ამ,უნდა წახვიდე.. შენი მომავალი... ვაუუუ,ენა მებმის, მაპატიე.ეს,ეს მოულოდნელი იყო, ძალიან და მიხარია,შენს გამო..- ვცრუობდი. არაფერიც არ მიხაროდა.. მკლავდა და მახრჩობდა.

-არ ვიცი,მგონი უნდა დავრჩე.

-უნდა განვითრდე. ჩემი აზრით, ესეა სწორი.. არ ვიცი,როგორც გინდა. მაპატიე,ძალიან მეძინება და უნდა დაგტოვო. ძილინებისა...

რომ არ ავტირებულიყავი, სწრაფად წამოვხტი ფეხზე და კარისკენ წავედი.
კიბეებზე ავირბინე სუნთქვაშეკრულმა. მეშინოდა სუნთქვას ხმამაღლად მოღრიალე ცრემლები არ ამოჰყოლოდა.

ოთახში ავვარდი, ავვარდი და აბაზანაში შევიკეტე. არავის უნდა გაღვიძებოდა,ასეთი არავის უნდა ვენახე..

ცრემლები მცვივა და მწვავს.
რა ჯოჯოხეთი ყოფილა,რა წამება, რა არაადამიანობა,რა...

მუჭში მოქცეულ ჯვარს ვეპოტინებოდი ხელით, მინდოდა სიახლოვე მეგრძნო. ღმერთთან სიახლოვე, მხოლოდ ის მისმენდა.. მხოლოდ ის..

ღმერთო, წაიღე გრძნობა, თუ ის ვერასდროს შემიყვარებს.. წაიღე, წაიღე,წაიღე...

კართან ატუზული ვბუტბუტებდი უამრავი ცრემლით. მინდოდა გამქრალიყო გრძნობა,მე რომ მარტო დავატარებდი.. მინდოდა ეს ტკივილი განელებულიყო, მერე გაქარწ....ბულიყო.

ამ წამს ვიყავი სიტყვები, მთელი ჩემი არსით:" წაიღე გრძნობა, თუ არ ვეყვარები."
----



დილის სუსხი ძვლებში მატანდა. თითები კარგად მომყინვოდა და მოშიშვლებულ ფეხებზეც მასკდებოდა ცივი ჰაერი. მივყავდი ფეხებს,რადგან გონებამ მიმატოვა.
ცრემლებად ვიღვრებოდი, ვიღვრებოდი და ვმთავრდებოდი. ეს რა საშინელება მჭირდა, რა სისასტიკე... სხეულით უნდა მეტარებინა სიყვარული,რომელიც მუდმივი ტანჯვით მაცხოვრებდა.
სადამდე გავუძლებ?! სადამდე შევძლებ?! სადამდე მეყოფა ენერგია? ან მეყოფა კი საერთოდ?!

ესე მარტო მივხეტიალობდი, უიმედოდ, უმისამართოდ. უეცრად ღვთიური ძალით შემომეხვია მზრუნველობა და სითბო. სიკეთეა, ნამდვილი სიკეთე.

-ბიძი,სულ გაყინულხარ..- მოხუცი კაცი მახვევდა თავის თხელ ქურთუკს.-დაიკარგე?! რამე დაგიშავეს?!- წინ ჩამოყრილ თმას მიწევდა ანერვიულებული,მე კი სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ტირილი მინდოდა,ძალიან მინდოდა განმედევნა ჩემგან მეომარი განცდები.. -მოდი, გენაცვალე,მოდი..

მომხვია მკლავი და სახლისკენ გამიძღვა.
მინდოდა გაქცევა, დაუმორჩილებლობა და ღრიალი. ღრიალს ამოყელილი თუ ამოგლეჯილი სასოწარკვეთა და წვა,წვა სულის... ძალიან მინდოდა ამომეხეთქვა ლავასავით და ამით მორჩენილიყო. მომეშვებოდა და ამხელა სიმძიმე არ დამაწვებოდა.

-დაჯექი,აი აქ.. მიდი,ბიძი..წყალს მოგიტან ახლავე..- ჩამომსვა ეზოში, სკამზე,მერე უცებ მომირბენინა წყალი და საკუთარი ხელით დამალევინა.არ მესიამოვნა,ცივი იყო...მეც ხომ ისედაც მციოდა, მაკანკალებდა და მატირებდა.

-გეხვეწები,ხმა ამოიღე,რა.. გამისკდა გული.- მევედრებოდა.- რამე გტკივა? რა გაწუხებს? გეშინია? მე აქ ვარ,არ უნდა გეშინოდეს. გეფიცები,არაფერს დაგიშავებ.

-მი.. მიდის..- თავი ხელისგულებში ჩავრგე. ცრემლები ღვარღვარით მცვიოდა. როგორ მახშობდა რაღაც, როგორ მგუდავდა და ჰაერს მაცლიდა,მაცლიდა ატალახიანებულ მიწას და მაცლიდა ხელმოსაჭიდს. მერთმეოდა მთავარი და ის, რითაც სულდგმულობს ადამიანი.

-ვინ?! ვინ მიდის? წაგიყვან!მასე ნუ ტირი რა. მითხარი სად წაგიყვანო და ახლავე.-ზურგზე მისმევდა ხელს მოხუცი.-გული გაგიხდება ასე ცუდად. ამოისუნთქე... ღმერთო,გვიშველე. ისუნთქე, ისუნთქე... მიდი,შვილი..

საერთოდ ვერ მესუნთქებოდა. ვერ იყო ჰაერი,ვერ იყო სიწყნარე და ვერ იყო ყოფნა. მეგონა მწვავდნენ ცოცხლად,მეგონა ვეღარ ვიქნებოდი.. მეგონა ამ წამს დავსრულდებოდი..იმიტომ რომ შიგნიდან მასკდებოდა აზვირთულ ტალღებად ქაოსი. თითოეული მომსკდარი ტალღა,მაზანზარებდა და როგორც კლდეს სცვიოდა ნატეხები, ისე მასროლინებდა სიმწრის ცრემლებს.


---------

ღვინის ჭიქა სასმისით შევავსეთ. ფეხზე წამოვდექით მე და ბატონი ცოტნე. ცოტნე მეზობელია. ის მოხუცი მეზობელია, დილის 6 საათზე რომ გადავეყარე..
-ბიძი,ამ ჭიქით ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს.- გამიღიმა.

-გაუმარჯოს,ბატონო ცოტნე..- ნაღვლიანად მივუჭახუნე ჭიქა და გადავკარი. ცოტა შემაჟრიალა.

-ეე,დაჯე,დაჯე..მიაყოლე ეს კიტრი და ყველი. გესიამოვნება.- რძის ნაწარმის ატანა არ მქონდა ბავშვობიდან,მაგრამ ახლა სიამოვნებით ვჭამდი. - დალევის კურსებს გაგატარებ,ნამეტანი სუსტი ხარ.

-გალოთებას არ ვგეგმავ. მისით არ დაწყებულა ჩემი ცხოვრება და არც...-გავჩუმდი.

-ეხ!სიყვარული ღვთიური რამეა. ღვთიური რამე კი დიდი ბედნიერება და სასწაულია.

-ვატოსთან ბედნიერი არ ვყოფილვარ. საერთოდ არ ვყოფილვარ.- ჭიქა შემივსო ისევ.- და როცა მეგონა დავივიწყე, მაშინ გამომეცხადა ძლივს შექმნილ სიმშვიდეში და თავგზა ამირია. გაკვალულ გზაზე მოთოვა და კვალი ამირია.

-საერთოდ არ ყოფილხარ ბედნიერი, როცა გამოლაპარაკებიხარ?! გული არ აგძგერებია ისე ძალიან,რომ შეგშინებოდა გახეთქვის?! არ აღელვებულხარ მისი ღიმილის დანახვისას?!რომ შეგხებია,არ აფორიაქებულხარ?!

-დიახ,ოღონდ ყველაფერს დიდი ტკივილი მოჰყვებოდა და მოჰყვება. აი,წუხელაც...

-წუხელ გადაჭრით გითხრა,რომ მიდის?

-არა,რჩევა უნდოდა. მე კი ვერ შევძელი ტყუილი მეთქვა ან მისი მომავალი დამენგრია.

-და შენი თავი გასწირე. - თავი ჩავხარე.

-არაუშავს.

-ოხ,როგორ ვბრაზობ და გული მწყდება! -გულიდან ამოსული სიტყვები იყო.

-არაფერია..გამივლის მე. ვისწავლი ამით ცხოვრებას. თუ წარსულის აჩრდილი მოვიშინაურე და მივაჩუმე,ამასაც შევძლებ.- საკუთარი თავი დავიიმედე. სხვა გზა არც მქონდა.

-ვივიენ,ძლიერი გოგო ჩანხარ,იცი?!

-მე რომ ძლიერი ვყოფილიყავი, ეს ყველაფერი არ დამემართებოდა.

-სისულელეა. ყველაზე ძლიერიც კი სუსტდება სიყვარულის წინაშე.- ხელი ჩაიქნია. - მოდი,ამ ჭიქით შენს სიყვარულს გაუმარჯოს. აი, მაგ პატარა გულში რომ იტევ ამხელა სასწაულს,სწორედ,იმას..
დაე,ფარდა აეხადოს დღეს...

-არა. დაე,ჩემი გრძნობა დარჩეს მხოლოდ ჩემთან. თუ კი ამ სიყვარულმა შემიწირა, ე.ი. ჭეშმარიტი ყოფილა. -უიმედოდ ვთქვი.-სხვის შეყვარებას ვერ შევძლებ. გული ისე ვერ იფართხალებს,მისი დანახვისას რომ სჩვევია.

-ვინმე თუ გამოჩნდა?!

-სხვის კარს ვერ შევაღებ,ვერც სხვის ჩახუტებას შეძლებს ჩემი მოკვდავი სხეული და ვერც სხვასთან ერთად გავიყოფ რამეს. ან ის და ან არავინ.

-გამოდის,მარტო იქნები?! ესეთი ერთგულება დაგანგრევს.

-აბა,სხვასთან ერთად,როგორ?! - სუსტად გავიღიმე.- ერთგულება ადამიანის ღირსებაა. - ღვინის ჭიქას ჩახედე აწყლიანებული თვალებით. მეტირებოდა კვლავ.. - ადამიანს,რომელსაც სწამს, ის არასდროსაა მარტო. ბება, მეუბნებოდა ხოლმე, გაუფრთხილდი სიტყვებს, რადგან ყველა ადამინში არის ღმერთი და თუ ტკენ ვინმეს, პირველ რიგში მას... სწორედ ამიტომ, ჩემს გულში რომ უფალია, ის მარტო არასდროს დამტოვებს და კიდევ,მარჯვენა მხარზე ჩემი ანგელოზი.- წამომეტირა უკვე მერამდენედ. საიდანღაც ვიღაც მიცავდა,რომ არ გავაფრინე,ზუსტად ამის წყალობაა.

-იტირე,იტირე. გულზე მოგეშვება და თუ ამ ჭიქას მიაყოლებ, ხომ საერთოდ კლასიკაა. ღვინო კურნავს,ხომ იცი შენ?!- ნუთუ რამეს შეუძლია,ჩემი განკურნება?!

-გავლოთდები მე..- ჩამეცინა მოხუცზე.
-------
- წასულების არ დავლიოთ, ბატონო ცოტნე?- ფეხზე წამოვიმართე ბანცალით. ჩაეცინა და თავი გადააქნია.

-ბიძია,ე, ის ყმაწვილი რომ მოდის, მაგი შეგვიშლის ხელს,თუ არა, მთელი დღე შემიძლია ვსვა..- თავი ნელა გავატრიალე.

-ისაა...-დავიჩურჩულე. ამ სიცივეში, უთხელესი მაისურით გამოსულიყო.
ნეტავ,ხომ არ სცივა?! თუ გაცივდა მერე?!

-ვივი,აქ ხარ...- შვება დაეტყო სახეზე. -გამარჯობა..- მიესალმა.

-კი,აქ ვარ ვატუნა და წასულების სადღეგრძელო გვიწევს..- მოხუცისკენ შევტრიალდი.

-მეტს აღარ დალევ.-ჭიქა ამართვა.

-მომეცი.-ვცახრდებოდი.

-დიდი მადლობა,მას რომ მიხედეთ.- მე რა,დამაიგნორა?!

-მომე..-ისევ ჩემსას ვაწვებოდი.

-რისი მადლობა,დაჯექი შენც მის გვერდით. ახლავე მოვიტან თეფშს.

-არ შეწუხდეთ, ისედაც უნდა მივიყვანო ვივიენი შინ..

-შენ არ მისმენ?! მომეცი ეგ ჭიქა! სადღეგრძელო წმინდა რამეა..

-აუ,რა მთვრალია.- თავზე გადაისვა ხელი.

-მიუჯექი გვერდით,სტუმარი ღვთისაა.- გაუღიმა ცოტნემ.
-ძალიან გთხოვ,ნუ გამანაწყენებ.

-ეს არ სვამს.- ცერით მივანიშნე.- მუსკულა ბიჭოა და ჯანსაღ ცხოვრებას აწვება.

-დაჯექი,შენ მანდ. წვენს მოგიტან.- თავი გააქნია სიცილით ცოტნემ.

-აბა,ღვინო კურნავსო?! გული ჯერ კიდევ მტკივა..- გაუცნობიერებლად მოვბოდე.

-წამალს დაგალევინებ,მითხარი ოღონდ სად გტკივა.- ტაბიძე აღელდა.

-წამალი ვერ უშველის..

-ნუ გადამრიე.თრობა უშველის?- ვატოს ნერვები მოეშალა.

-შენ ნუ მასწავლი,რა მიშველის და რა არა. -გავუბრაზდი.

-შენ კიდევ,სპორტულ მუსკულა ბიჭოს ნუ ასწავლი სიჯანსაღეს.- წარბები შემიკრა.

-სიჯანსაღე და იჯანსაღე. მომეშვი ახლა.ეგ მომეცი!- ჭიქისკენ ვიწევდი.

-სლოგანის ავტორო,შენც უნდა გაგაჯანსაღო.- ჭიქა უკან გასწია.

-არ მინდა,არა! მომეშვი-მეთქი!- გავღიზიანდი. -შენ რატომ მოხვედი საერთოდ?! არ მინდოდა შენი მოსვლა, ვიკა მინდა მე.- თვალები ამემღვრა.-ვიკასთან მინდა.- ტუჩი დამებრიცა და ტკივილისგან ამომესლუკუნა.

-კარგი,არ იტირო რა. გეხვეწები,არ იტირო.- ჭიქა დადო მაგიდაზე და ჩახუტება სცადა.

-არ გაბედო მოკარება!-მუჭით მოვიშორე ცრემლი..

-ისევ ტირის?! აჰა,დალიე წვენი..

-არ მინდა..

-ტიროდა?!-თავი დაუქნია ცოტნემ.-მადლობა.- ჭიქა გამოართვა.-მოდი,დალიე.. ნუღარ ტირი რა.- ჭიქა მოჰქონდა პირთან.

-ნუ მელაპარაკები, ნუ მოდიხარ ახლოს და ნუ ზრუნავ.- ცრემლები გადმომცვივდა ისევ. - ნუ მიახლოვდები,მტკენ!- ამომეტირა სასოწარკვეთილს.

ღმერთო,რა სირცხვილია..

-ნახე,არ ვზრუნავ.. არც კი გეხები,რანაირად გტკენ?!არც გელაპარაკები, აი ბატონ ცოტნეს ვეუბნები. არც ახლოს მოვდივარ, აი საერთოდაც არ..-ჭიქა დამიდგა წინ.-შენით დალიე,კარგი? მიდი,შენით..

-არ მინდა,დამანებე თავი.- ხელი ავუქნიე.

-ჩემი ხათრით რა.- თვალი ავარიდე მის მწვანეებს და სკამის ზურგს მივეყუდე.

-ბიძი,გამიხარდება თუ დალევ ამ წვენს,შენთვის გამოვწურე, სპეციალურად.- მოხუცმა გამიღიმა.

-ჩემთვის?

-კი,შენთვის. მინდოდა გაგხარებოდა.-ისეთ სითბოს ასხივებდა მისი მზერა, დავემორჩილე და ბოლომდე გამოვცალე ჭიქა. მესიამოვნა. მართალი იყო,მშველოდა...

-ძალიან გემრიელი იყო, მადლობა.- ცრემლებს ვიწმენდდი და ისე ვუღიმოდი. - დიდი მადლობა.

-შეგერგოს.- მართლა შემერგო. - მიირთვი რა,შენც. - ტაბიძეს შეუტრიალდა.

-მადლობთ,მაგრამ სახლში უნდა მივიყვანო.

-შენ არსად გამოგყვები. - გავჯიუტდი.

-აბა,როგორ დავბრუნდე ახლა სახლში?! ან მერე საზღვარგარეთ როგორ წავიდე უშენოდ?! - თვალები გამიფართოვდა.

-მე დედაშენი არ ვარ. დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და შეძლებ უჩემოდ.- წარბები შევკარი.

- ხომ,ხედავთ,ბოდვა დაიწყო უკვე.- ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. - ადექი,ჰე! მიმყავხარ.

- არა. წასულების სადღეგრძელო დარჩა,მერე კიდევ წასულებზე ვერ გავჩერდებით..

-რამდენი ჭიქა დალია?-იკითხა ვატომ.

- ათს გასცდა.- სიცილით უპასუხეს.

-4 ჭიქის მერე უშვებს აფრებს და 10-ის მერე,ხომ საერთოდ..

-საერთოდ, ასაშვები,უნდა აუშვა.

-ადექი,მიდი..

-არა-თქო,ხომ გითხარი?

-კი,მაგრამ გთხოვ.

-ნუ მთხოვ..

-რაღა აზრი აქვს,უკვე ხომ გთხოვე?

-არ მინდა შენთან,ვიკა მინდა..- ტუჩი მომებრიცა.

-ვიკასთან წაგიყვან, ფეხი სტიკვა, ცოდოა.ვერ ადგება,ხომ გახსოვს?!

-მაშინ მოვიდნენ ნიკო და სანდრო. შენთან არ მინდა.

-სძინავთ.

-გააღვიძე,რა..

-ვივი,უკვე ჭირვეულობ.

-შენ თვითონ, თუ კარგია!

-ბე ბე ბეე?!- ბავშვივით გამომიყო ენა.გამეცინა.

-შენ არ გცივა?!-ვერ მოვითმინე და ვკითხე.

-არა,დამშვიდდი.

-დატოვე აქ და მივაწვინოთ სადმე, გამოფხიზლებული წაიყვანე.

-უჭირს სხვაგან დარჩენა.- საიდან იცის რა მიჭირს და რა არა? ჩაიმუხლა ჩემთან და ხელები ჩამჭიდა.- მითხარი რომელი ტორტი გინდა ან საჭმელი ნებისმიერი,გაგიკეთებ.

-შენ ხომ არ იცი?!

-ვიცი,მომიწია სწავლა,რადგან შენ არ იცი.- გამიღიმა.

-დამაძინებ შენ და ეგრე არ მინდა. - ტუვები მოვმუწე.

-არ დაგაძინებ. სახლში მივიდეთ უბრალოდ და მიყურე,როგორ მოგიმზადებ შოკოლადის ნაყინს.

-გემრიელი იქნება?!- თვალებს ვჭუტავ.- ზოგი მომწაროა და უგემური.

-მე ხომ ნამდვილს ვაკეთებ?! გემრიელი იქნება.თან დაგისვამ სამზარეულოში და მომეხმარები შენც.- თავი დავუქნიე და წამოვდექი. წელზე შემიცურა ხელი, რომ არ წავქცეულიყავი. გულმა რიტმი დაარღვია ისევ.

-ბატონო ცოტნე,დიდი მადლობა რომ მიხედეთ და გვიმასპინძლეთ, წავიყვან შინ ახლა

-გინახულებთ მე კიდევ..- გავუცინე.

-კი,შვილი. როცა გინდა მოდი ჩემთან. - ჩახუტება მომინდა ძალიან. ტაბიძეს ცელები შევუშვი და მოხიცს ჩავხუტე.

-ჩემი სიკეთე ხართ დღეს. არასდროს დაგივიწყებთ.- თავი დავადე მხარზე.

-გენაცვალე მე.- თავზე მაკოცა.- წაცუნცულდი ახლა.

ფეხარევით გავყევი ეზოდან. მოგვაცილებდა ბატონი ცოტნეც. ვგრძნობდი რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა. მხარზე ჩამოვადე თავი და გავყევი.

-მეორეჯერ აღარ გახვიდე ესე უთქმელად.-შუბლზე მომაკრო ტუჩები. ტკივილნარევმა სიამოვნებამ დამიარა.

-ვიხუთებოდი.- ამოვიჩურჩულე.

-შენ ხომ უნდა დაგეძინა?!

-ვერ დავიძინე.

-და მთელი ღამე თეთრად გაათენე?

-ჰო.- ისევ დავიჩურჩულე. მთელ სოფელს გაჰღვიძებოდა. ზოგი მომღიმარი შემოგვყირებდა,ზოგიც თვალებდაწვრილებული.

-რატომ?!

-ჩემთვის ცუდი,სხვისთვის კი კარგი ამბავი გავიგე.- გული შემეკუმშა.

-შეგიძლია მითხრა,თუ გინდა..

-ცუდად ვარ...- თვალები დავხუჭე და მისი სურნელი მოვიპარე ფილტვებისთვის. ამის უფლებაც არ მქონდა,ამიტომ ვიქურდე აბსტრაქტულად. ამისთვის ვერავინ დამსჯიდა.

-გული გერევა? გინდა,ხელში აგიყვან?

-არა,ესე ვიყოთ.. გული აგიჩქარდა.

-ჰო,შენსავით.- ცხვირის წვერზე ვიგრძენი მისი ტუჩები.

-ნუ მკოცნი,არ შეიძლება. თან ხალხი რას იფიქრებს..

-აღარ გაკოცებ საერთოდ.- ეწყინა საყვედური.მეც მეწყინა,რომ დამეთანხმა.

-თბილისში დავბრუნდები ხვალვე.- ყბა ამიკანკალდა.

-არა..არ წახვიდე.-სწრაფად წამოისროლა სიტყვები.- რატომ უნდა წახვიდე?!საერთოდ არ მოგეკარები,ხმასაც არ გაგცემ, არ წახვიდე ოღონდ..

-ეგრე თუ მომექცევი,მითუმეტეს წავალ.-თვალები მქონდა დახუჭული და მის მკლავს მივყვებოდი.

-ვივიენ..

-ნუ ხარ ესეთი ჩემთან. - ისე მომინდა ჩავხუტებოდი, სული მიმდიოდა.გული საცოდავად მომეწურა..
მთვრალსაც მახსოვდა ჩემი უუფლებობა და ეს მიგლეჯდა ხორცს..
-სხვანაირად არ შემიძლია.

-გული მტკივა.-ცრემლები მცვივა ისევ.

-წამომყვები?

-მოგყვები,ხომ ხედავ..

-მაგას არ ვგულისხმობ. სჯობს გამოფხიზლდე და მერე გეტყვი.

-ვატო,რა გინდა ჩემგან?

-არც არაფერი,იმის გარდა,რაც არის და რაც იქნება.

-ნუ მელაპარაკები გამოცანებით..

მზე ღრუბლებში მიმალულიყო. მოიღრუბლა ძალიან,აშკარად გაწვიმდებოდა ისევ..

-დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი,
მე კი ისევ მარტო ვარ და გელი,
დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელს ველი,
როგორ მინდა მოფერება,კარგო შენი..
ციდან ცვივა ფანტელი, ცა ფირუზის ფერია
მოგეფერო მინდა,მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია..- წავიღიღინე აგვისტოს თვეში..

-ესეც სიმთვრალის უკუჩვენება. გაწვიმებას აპირებს,ვივი.. არ თოვს, არც ცაა ფირუზის ფერი..

-მაგრამ "მოგეფერო მინდა, მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია" შეეფერება სიტუაციას..

-სხვა უყვარს?

-არ ვიცი.

-გამოდის შანსი გაქვს..

-შანსი ყველას აქვს.

-ნუ განაზოგადებ წინადადებას, როცა შენზე ვსაუბრობთ.

-ჩემს გარდა იცი რამდენ ადამიანს შეიძლება უყვარდეს?

-და იქნებ მასაც შენ უყვარხარ?!

-ყოველ შემთხვევაში,ჩემთვის არ უთქვამს..

-იქნებ შენვე იჭერდი თავს შორს?!

-შენ რა იცი?!

-ეგ მე ვიცი.ვივიენ,ხომ წამომყვები?!

-საზღვარს შენ სცდები.. საქართველოს ტერიტორიას, გესმის?! მე როგორ უნდა წამოგყვე,ან რა სტატუსით ან რა მიზეზით?

-რასაც გრძნობ, ეგ საკმარისი მიზეზი არაა?! როდემდე უნდა შეეწინააღმდეგო..

-ვთქვათ,მართლაც ასეა,შენ რატომ გინდა?!

-მინდა,ჩემთან იყო. მინდა თავგანწირული ვიყო შენთვის.

-მეგობრებიც კი არ ვართ..

-ჩვენ ყველაფერი ვართ.- გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა.

-აი,შენ აზოგადებ ახლა. -წამოვროშე ისევ.

-ჩვენზე ვსაუბრობ.

-ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ.

-მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ.- მთვრალი ვერ ვვაზროვნებდი.

-სახლში მინდა.

-მიმყავხარ.

ზეცა გვნამავდა..სახლში ასე მიხუტებულები მივბრუნდით. ყველას ეძინა მშვიდი ძილით, მეც მეხუჭებოდა თვალები.

-გეძინება?!-თავი დავუქნიე.-ფეხზე გავიხადოთ, ტალახი აგვყოლია.
კოჭზე შემახო თითები,კინაღამ ჩავიკეცე.. გამაკანკალა.

-მეთვითონ,ტაბიძე.- ღრმად ამოვისუნთქე.. მაინც არ დამანება და თვითონ გამხადა ფეხზე. ხელები დამაბანინა,თვითონაც დაიბანა და დივანზე მიმაწვინა. მერე მომაფარა ზეწარი.

-კარგი გოგო ხარ.- გამიღიმა და თმის სარჭი მომაძრო. მერე კი თითები შემიცურა თმაში.

-"იყო და არა იყო,რა-ს" დავიწყება, შეუძლებელია.- მკერდში გულმა შეიფართხალა.- მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი, ერთი გენიალური აბზაცის შედგენას და მხოლოდ შენ თუ მიიქცევდი ამხელა ყურადღებას აუდიტორიაში პირველივე დღეს.- თითებზე ფრთხილად გადამისვა ხელი.- ძალიან ლამაზია,ძალიან ნაზი.. ეს ხელები, მხოლოდ ალერსს და მოფრთხილებას იმსახურებს.- მტევანზე დამიტოვა ამბორი.
თვალები მიმეხუჭა და ისე გავითიშე,ვერც ვიგრძენი. მხოლოდ მის შეხებას ვგრძნობდი და საოცარი სიმშვიდით ვივსებოდი. იარაც ისე აღარ მტკიოდა,როგორც უწინ. ტაბიძე იყო ჩემი შვება,ჩემი სახლი..
---
მობილურის ხმა მაღვიძებს.გვერდს 3-ჯერ მაინც ვიცვლი გვერდს და ყურებზე ხელს ვიფარებ, მაგრამ ხმა არ წყდება. თვალებს ვახელ,ძლივს ვპასუხობ..

-ტელეფონს ერთხელ დაგიმტვრევ.- ჩემი უფროსი ძმა იმუქრებოდა.

-ამ,ჩამეძინა და იქით ვტენიდი. როგორ ხარ?!- მეგონა თავში მიკაკუნებდნენ. ვერც ვიყურებოდი ნორმალურად.

-სანამ უპასუხებდი,კინაღამ გავგიჟდი. ტელეფონს ხმა ჩაურთე და ახლოს გქონდეს სულ.

-კარგი,ბოდიში რომ განერვიულე.- ზოდიაქოთი ლომია და არ ღირს კამათი მასთან. ნერვებს დავაწყვეტთ ერთმანეთს, ამიტომ გამოსავალი მაინც, მობოდიშება მგონია.

-არაუშავს. მანდ რამე ხომ არ გჭირდება?!ამ დღებში მინდა ჩამოვიდე და გნახო..- ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. დამერხევა..

-კი,მაგრამ.. სამსახურიდან ძლივს გიშვებენ დასასვენებლად, ზედმეტად გზის დაგრძელება რად გინდა?!- ტუჩს ვიკვნეტ.

- თან გნახავდი,ნუ ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ვაპირებ და ვნახოთ.

-კარგი,მომენატრე და მიყვარხარ.- გამეღიმა. ვიცი,როგორ ახარებს ხოლმე ჩემგან ამის მოსმენა.

-მეც,თან ძალიან..- გავთბი მთლიანად.-გავიქეცი ახლა და თუ რამეა,დამირეკე,კარგი?!

-კარგი,გკოცნიი.- სწრაფად გავუთიშე და თავზე მივიჭირე ხელი.

-ვის აკოცე დისტანციურად?!- ბავშვები შემოდიან,სანდრო კი გვერდით ვიკას მისვამს და ელოდება დასმულ კითხვაზე პასუხს.

-ჩემ..

-ერთია,არ იცნობთ.- ვიკა მიხტება შუა ლაპარაკში.

-ვოიი,ზუნზუ.. ნაშა ააგდე?!- ნიკო ხითხითებს.

-არა,ხასა..- დათას ვართმევ წამალს და წყალს,ვატო კი მკაცრი სახით მაწვდის შოკოლადიან ნაყინს.

-ხასა დაისვი?!

-კი,აბა.- ვსვამ წამალს და ვიკას ვადებ თავს. მგონია სკალპი ამძვრება ტკივილისგან.

-ვივი,მე პატიოსანი გოგო მეგონე.

-დაბალ ხმაზე, გთხოვთ.

-რა პრეტენზიული ხარ ნაბახუსევზე?

-მე ტკბილს ვიტყოდი.- ვიკა ეჭრება ნიკოს.- 3 ჯადოსნური სიტყვა თქვა: მიყვარხარ,მემატრები და გაკოცე.- ტაბიძისკენ იხედება ქურდულად.
რა ხულიგანი გოგოა.

-შენ ფლირტი და სიყვარული ნუ გერევა.- დათა მარიგებს.

-ვინ თქვა,რომ მერევა?!- წარბებს ზემოტ ვწევ.

-შე პატარა ეშმაკუნა.- სანდრო მიგვიხვდა, მე და ვიკას..

-ეგ კი არა,ტაბიძე.. დაპირებული ნაყინი გაგიკეთებია.- გავუღიმე.

-ხო,შეგპირდი და..- წარბი არ გაუხსნია.

-გაგისინჯავ ახლავე.- პირველ ლუკამს გემოს რომ ვუგებ, სიამოვნებისგან თვალებს ვნაბავ. ცივია,უგემრიელესი..

-უგემრიელესია,უუუუ! ყოჩაღი ხარ ძალიან.- შევაქე. სიყვარულით აღსავსე მზერით მივეფერე. - ჯერ ასეთი,არსად გამისინჯავს.

-ზუნზ,შენ გაგვიგურმანდი ბოლო 2 დღეა.ესე არ შეიძლება,ძმაო.

-აბა,მეწუწუნებით სულ და..

-ხოდა,მრავალფეროვნება შემოიტანე შენც. გადაგვიგვარდა კუჭები სულ ყიყლიყოების და დახვეულების ჭამით.- სანდრომ უკმაყოფილება გამოთქვა.

-ეე,სოკოს სუპი გაგიკეთათ ვიკიტომ, მე სალათსაც ვჭრიდი.. უმადურებო!იმ ნამცხვრების ღირსი არცერთი ხართ.- მეწყინა და ჭამა განვაგრძე.

-ვივი, ნუ გწყინს.. -ხმა არ გავეცი.- ვივი.ვივიუს,ცივიუს! ვივიუს გავიყინიუს..ვივიენ..

-აი, ნამდვილი მაიმუნი ბავშვია.- სანდრუნამ თითი დამიქნია.

-შეგვირიგდიი!

-მაშინ, "love me,feed me,never leave me".

-რა პრობლემაა. - ნიკომ გამიცინა.

-აუ,რა ბანძი ამინდია..- რომ იჭექა, ფიქრი გავახმოვანე.

-მაგარი.. სახლში გამოვიკეტეთ მეორე დღეა. - დათამ თავი გააქნია.

-აუ,არადა,ზაგარი მინდოდა.- ვიკამ დაიწუწუნა.-ვარჯიშიც.

-ხო,მოპუტკუნდები ახლა ამდენი ხანი რომ იჯდები.- სანდროს უნდოდა გაეწვალებინა.

-სანდრო,გაგბერავ და გაგაფრენ.- წარბი ავუწიე.

-განანებ მაგ სიტყვებს.

-სანდრიკო,1 გრამიც არ მაქვს ზედმეტად მომატებული. - ვიქტორიამ წარბები შეკრა. -შენ ისევ არ ივარჯიშებ,ხო?!

-მართალია,არა.- თავი გავაქნიე. არ გამომდის და რა ვქნა.

ვიკას სჯერა,რომ ერთხელაც დავიწყებ ვარჯიშს მასთან ერთად, მაგრამ ეგ მომენტი ჯერ არ დგება.

-შენს სად დალიე,ქალბატონო?!- სანდრო წამოიწია.

-ნიკუშას მეზობელია,ცოტნე. შევხვდით და ბლომად დავლიეთ.

-წასულები ვერ მოასწრეს.- ვატომ ჩამისწორა.

-რაა?- ვკითხე.

-სადღეგრძელოებს სვამდით და არ მომყვებოდი,წასულების არ დაგვილევიაო,მერე წასულებზე ხომ არ გავჩერდებითო.. მერე ატირდი უმიზეზოდ და თავზე დამამხე. თქვენთან უნდოდა, წადი შენო.ჯერ ვიკა მინდა,მომიყვანეო, მერე სანდრო და ნიკოო.

-ვიო..- ვიკა მომეხუტა თბილი ღიმილით .

-აუ,რამდენი დამილევია,ჩემი კარგი ქვეყანაა..- თავში შემოვიკარი ხელი.

-კი,თან მერე მოხუცს კაცს ისე ჩაეხუტე,სულში შეუძვერი ლამის.

-არაუშავს. კარგი ბიძია იყო.

-ისა და ვატო,რატომ არ გინდოდა?! - ნიკუშა მეკითხებოდა.

-აზრზე არ ვარ,თქვენთან მინდოდა, ეგ მახსოვს.

-ძალიან გაწვალა?- დათამ ჰკითხა ვატოს.

-თავიდან ნერვები დამაწყვიტა, მერე ნაყინს დავპირდი,ცოტა მოვეფერე თავზე და დამჯერი გოგო გახდა.-ფრაგმენტები მახსოვდა. მოხუტება, გულის აფართხალება, დეკემბერზე სიმღერა, ცხვირზე მაკოცა,შუბლზეც. თავგანწირულიო..

-ვივიენ,ნაყინზე დაიკერე?!- სანდროს გაეცინა.- არადა,ეს გოგო არაა ნაყინზე განსაკუთრებულად შეყვარებული.

*სანდრო,მოკეტე!* გონებაში დავიღრიალე.

თამაშები მოვიძიე ინტერნეტში, ისეთები,ყველას რომ გვეთამაშა.

პირველი თამაში იყო,"ნახე რა არის ქუდში" სიტყვები დავწერეთ ქაღალდზე და ნიკოს კეპში ჩავყარეთ.. კარგად ავურიეთ და საათის ისრის მიხედვით დავიწყეთ ფურცლების ჩამორიგება.
ვისაც რა სიტყვა შეგვხვდებოდა, იმის მიხედვით უნდა გვემღერა.

ისეთი სასაცილო იყო, მუცლის კუნთები გვტკიოდა ხარხარისგან. მერე ვითამაშეთ " ჩაიცვი, როგორც შეძლებ".
მოკლედ,მაგრად ვიხალისეთ.. აი, სანდროს 3 ჯინსის შარვალი ეცვა,2 შორტი-წითელი და მწვანე, 4 მაისური,2 პერანგი გარედან და ჩემი ჟაკეტი,რომელიც მაინც და მაინც მის ზომებში ვერ ჯდებოდა. ნიკოს 7 სპორტული შარვალი ეცვა და გარედან ვიკას კაბა. დათამ მე ფოტოებს გადავიღებ,ვიკა იცინის და სად სცალიაო.. ვატომ მე რა შემატყვეთ,მაიმუნისო და გაწუწა..
მე რა ვქენი?! იმ ორს დავცინოდი გულიანად.

-----
კიბეებს ავყევი,კარგ ხასიათზე ვიყავი და ვიკასთან ერთად ვაპირებდი სერიალის ნახვას. რა ხანია,მეუბნება რომ ვუყურო და მარტო არ მახსენდება.

-და ახლა ისე მოიქცევი,თითქოს არ გახსოვს არაფერი?!- ვატო მიახლოვდებოდა.

-არაფერი არ მახსოვს და მადლობა, რომ მარტო არ დამტოვე.

-არც ჩემთან ერთად წამოსვლის წინადადება გახსენდება?!- წარბები შევკარი.

-რა?!

-არ წამოხვალ ჩემთან ერთად? სასწავლებლის ამბავი თუ ხელს გიშლის,მოვაგვარებ მაგას.- გულისცემა ამიჩქარდა.

-და რა მიზეზით უნდა წამოვიდე?

-შენ იცი პასუხი.

-არა,არ ვიცი.-ჩაიღიმა.-ვატო, არ ვიცი პასუხი და არც ის ვიცი, რა მიზეზით მაქვს შენთან ერთად წამოსვლის უფლება.

-ყველაზე მეტად შენ გაქვს ჩემთან ყოფნის უფლება.-მტკიცედ იდგა.

-არა,ყველაზე მეტად მე არ მაქვს. ვინ ვარ შენი?!

-მთლიანად ჩემი ხარ.-მეგონა გული ყელში ამომებჯინებოდა,ისე გიჟივით ძგერდა.

-იცი,რა?! მოთამაშე ხარ. მეთამაშები და მე შენი მარიონეტი არ ვარ. - თვალები ამემღვრა.- რა ჯანდაბა გინდა,ამიხსნი?!

-შენ-თქო.

-რა მე,რა მე.. რატომ ფიქრობ რომ მე დავთანხმდები შენთან ყოფნას. რა მიზეზით დაგაყენებ წინ შენ და არა იმ ადამიანს,ვისაც მართლა ვუყვარვარ?!

-ეს გასაუბრება არაა,რომ ჩემი თავსი ობიექტური შეფასება მოითხოვო. მე შენი,შენ კი ჩემი. - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.

-მანდ იდექი,არ მინდა შენი შეხება,შენთან არაფერი მინდა.

-დავიტანჯეთ..- არ შეუჩერებია ჩემს პანიკას.

-მიყვარხარ და ამას ცუდად იყენებ, გესმის?! მტკენ გულს და მე არ ვარ ის ადამიანი,ვინც ამას მოითმენს.

-ვიცი. აღარ მინდა გტკიოდეს და აღარ მინდა ტიროდე.

-რატომ მიმჩნევ საერთოდ,რატომ?! საერთოდ ვერ მამჩნევდი აქ ჩამოსვლამდე,სახეზეც კი ვერ მიცანი!- კივილი მინდა,მაგრამ თავს ვიკავებ.

-პირველივე დღიდან მახსოვხარ! დავალებას კითხულობდი, 5 წუთში დაწერილს და იწყებოდა ფრაზით " იყო და არა იყო,რა." ფურცელს ჩაჰყურებდი და გრძნობით კითხულობდი. ინტონაციაც კი მახსოვს.

-რა ხდება ჩემს თავს?!- სახეზე ავიფარე ხელები აცახცახებულმა.

-ერთად.. ჩვენ..ვი, "მოგეფერო მინდა,მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია" ჩვენთან არ არის. დღეს მღეროდი,ტკბილი ხმა გაქვს, მაგრამ ჩვენზე არაა. არადა, თქვი რომ შეეფერება სიტუაციას. ეგრე არაა.-სახიდან ხელი ჩამომაწევინა. გადმოიხარა და ლოყაზე ფრთხილად მაკოცა. თვალები დამეხუჭა,ლოყა კი ახურდა.

-ჩაგეხუტები რა,გთხოვ.- თვალდახუჭულმა დავუქნიე თავი. ბეჭებზე ვიგრძენი სითბო. ვიგრძენი უჩვეულო სიყვარული და ვიგრძენი კისერში მისი ტუჩები.
გული გაგიჟდა. შეშლილივით აძგერდა.ვიცი რომ იგრძნო, ვიცი.. მისი გულისცემაც ვიგრძენი...
ცხვირის წვერი გამისვა კიანზე.

-მთელ მსოფლიოში, ყველაზე ლამაზი ღიმილი გაქვს და ყველაზე მაცდური გამოხედვა.
----


დღეს სასიამოვნო ამინდი იყო. მზე ამოწვერილიყო და უმაღლესი მწვერვალიდან შემოგვცინოდა. ფოთლებიც რითმულად აშრიალებულიყვნენ და მშვენიერ მელოდიას ქმნიდნენ ჰორიზონტზე. ჩიტებიც ჭიკჭიკებდნენ და ეჟღურტულებოდნენ ერთმანეთს. ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა ბუნების ხმები.ზოგჯერ სულ არ ესმოდა მათი საუბრის ენა, მაგრამ შინაარსი დღესავით ნათელი იყო.

-არ ვიცი,ვივი. დავიბენი ძალიან.- ვიქტორია თმებში ხელს იცურებს და ტილოზე ხატვას გარკვეული დროით წყვეტს.ზოგადად არ სჩვევია სხვების თანდასწრებით ხატვა,მისთვის ზედმეტად ინტიმური საკითხია.თუმცა დღეს ასეთ ხასიათზე დამხვდა. გავიღვიძე და წამიმჯდარი თავისთვის ხატავდა. არც გამოუხედავს,ისე მითხრა დაიწყე მოყოლაო. ახლა კი მისი რეაქცია დავიბენიში გამოიხატებოდა.

-ნუთუ, ასე მალე გავიყიდე თავი?! მე ხომ მანამდე ვერიდებოდი და არც არაფერს ვცდილობდი მასთან.-შუბლზე გადავისვი მღელვარედ ხელი.- არ უნდა დამელია, პირსახოცითაც არ უნდა დავხვედროდი.როგორ ავყევი ემოციებს?-ფეხზე წამოვდექი და ტილოს თეთრი შორტი ამოიცვი, ბრეტელიან მაისურზე ხაკისფერი პერანგი შემოვიცვი. ვერ ვისვენებდი და მიჭირდა შგუება წუხანდელთან.

-ყოველთვის თბილად უყურებდი. თვალებით უცინოდი ხოლმე და ტყუილად გიკვირს შედეგი.-თმები უწესრიგოდ დავიმაგრე.-ერთი შენ თმის დავარცხნას ისწავლიდე რა.-თავი გვერდით გადახარა.- არა, ესე გქონდეს, გიხდება. - მომიწონა ბოლოს.

-ვი,თუ მატყუებს?! არც კი უთქვამს მიყვარხარო.- ხელისგულებში ჩავმალე სახე.- რა ხდება,ვერ ვგებულობ.

-სამაგიეროდ, გუშინ ვეღარ დამალა განცდები.ვეღარ დაიტია გრძნობა.

-იქნებ,თბილისში დავბრუნდე?!- შეშინებულმა ამოვთქვი. - მას აღარ ვნახავ. მშვიდად ვიქნები..

-არა! ვივიენ,არა! გაქცევა იქნება და მხდალი არ ხარ,რომ გაიქცე. თანაც მარტო, როცა ხარ დიდი დრო, მოწყენილი ლუზერი ბავშვიკო ხდები.

-როგორ წამომცდა, მიყვარხარ-თქო. ჯანდაბა,როგორ!- თავში წავიშინე ხელი.

-შენი შფოთვები ერთხელაც გადაგვიყოლებს. რაღა აზრი აქვს დრამას?! მოხდა უკვე. ახლა უბრალოდ გააგრძელე.შეხედე სიტუაციას და რაც იქნება,იქნება რა. არ ღირს დარდი მაგაზე. აი, გაიგო და რა?! მაინც ვერ გატარებს თავის ჭკუაზე. კი,უზომოდ კეთილი და მზრუნველი ხარ, მაგრამ საზღვრებს იცავ მაშინ,როცა უნამუსოდ გექცევიან. ამიტომ,მე სულ არ მეშინია.-ისე ამბობდა, თითქოს არ იცოდეს,როგორ ასუსტებს სიყვარული ყველას. თუმცა ის სუსტი არასდროს ყოფილა.

-ვიკა, ნერვებს მიშლი ახლა.როგორ არ ვიდარდო?როდის იყო მე სიმშვიდით გამოვირჩეოდი?

-მე შენი შფოთვები მშლის და მარყევს.- შემომიტრიალა.- რთულია, დაიგნორება?!- არც კი იცის, რა რთულია ამდენი რამის ატანა ჩემს გულსა და გონებაში. ზოგჯერ ისე ვცარიალდები და იმდენად არაფერია ჩემში, თავადვე ვგიჟდები.

-ნიკუშა ხომ უნდა წასულიყო ამ დღებში თბილისში,ხოდა გავყვები. მასთან ერთად ერთ სივრცეში ვეღარ გავჩერდები.ვიგუდები აქ.- ყელზე ვიჭერ ორივე ხელს.

-გაბედავ და დაგერხევა. ხმას აღარასდროს გაგცემ.- თითს მიქნევს.

-ჩემთვის რთულია,ესე ქმედებებით სინამდვილისა და ტყუილის გარჩევა. ზოგჯერ ქმედებებითაც სტყუიან ხოლმე. მე სუსტი ვარ და კარგად იცი,შენ ეს. - თვალებს ვხუჭავ.

-აი,ტყუილი დიდხანს ვერ ძლებს.და შენ სუსტი რომ იყო,ამდენს ვერ გადაიტანდი. შენ მე წარსული გამანდე, გამიშიშვლე და მე გავვოგნდი. ვერსდროს ვიფიქრებდი, რომ ამდენს აიტანდი. არ ჩერდებოდი, ახლაც არ გაჩერდი და მიასკდი რაღაცას შუბლით..

-ვიკა,არ გვინდა. წარსულზე ლაპარაკი აღარ მინდა. ძლივს მოვინელე.- ნაღველი მომედო.

კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

-გოგონებო, კოჭლ ზაურასთან მოვედი,შემიძლია შემოსვლა?!- დათას ხმა წუთშივე ამოვიცანი.

-მოდი.-გავძახე.

-შენ მიფრთხილდი, იქით არ მიკოჭლდ ზაურდე.- ვიკა ენის გასატეხებში მოძლიერდა?! ვაუ.

-კაპარჭინა გურიშვილი, გური კაპარჭინაშვილი.
ჯავახია ჯოხიშვილი, ჯოხი ჯავახიაშვილი.- დათამ მალამო და ბინტი ტუმბოზე დადო.- აბა,თუ იტყვი ჩქარა და გამოთქმით.

-ახლა ენის გასატეხებზე მაფიქრე რა! როდის გავივლი ადამიანურად?!- ამოიწუწუნა.

-დღეს სცადე ცოტა გავლა. ოღონდ ფეხს არ დააწვე ძალიან. მე მოგეშველები.

-დათუნა, დანარჩენები სად არიან?- ვიკითხე.

-წამოგვყარა ნიკომ უთენია და სამზარეულოში ეჯიბრებიან ერთმანეთს. -ძველი ბინტი მოხსნა. - ნახე,ისეთი შესიებული აღარაა, ჩამცხრალია.აი,რომ მიჯერებდი იმიტომ. მაგის გამო შოკოლადს მიიღებ.

-მალე მორჩებოდეს და შენთან მოვრიგდები.- ვიკა ისევ თავის ფეხს დაჰყურებდა შესაბრალისი მზერით.

-დაიცა,ჩვენ რა,ვურევთ?!- ასათიანმა თვალებში შეხედა.

-მაგრად.- მე ვუთხარი ვიკას ნაცვლად.

-არანაირად, სიყვარულით "ვკბენთ".- ვიკამ გვერდით გაატრიალა თავი. ტილო გადადო გვერდზე.
ასეთ დროს არავის უნდა გვენახა მისი ნახატი. დასრულებამდე არ გვქონდა უფლება. დათამ უბრალოდ თვალი გააყოლა,მაგრამ ვერაფერს დაინახავდა,ამიტომ წერეთელი მოდუნდა.

დათა თავის საქმიანობას შეუდგა. ვიკა ჩუმად იჯდა. ნერვებსაც კი არ უშლიდა,როგორც სჩვევია ხოლმე.ყურადღებით აკვირდებოდა დათუნას ქცევებს.პირველად იყო, ესეთი მშვიდი და ინტერესიანი მის მიმართ.

-ამას დავასრულებ და დაბლა ჩასვლაში მოგეხმარებით. ნიკომ გიტარა დააძრო და დღის მხიარული დასაწყისი გველოდება.

-ხასიათზეა ბიჭი,როგორც სჩანს.- ტაში შემოვკარი და აბაზანაში შევაჭერი.

ჯანდაბას,ვივი. რაც იქნება,იქნება! ყველაფერს გადავიტან, ყველაფერს! თუ ვერ გადავიტან და ერთი მაგის დედაც ვატირე რა!

ცივი წყალი შევისხი სახეზე და ღრმად ამოვისუნთქე.
ჩამეცინა.
სტაბილური ცხოვრება მაქვს რაღაც კუთხით.უცებ იმედი მომეცემა ხოლმე და მერე ხელიდან მეცლება. ურღვევი ჯაჭვია ჩემთვის ეს. აი,ბავშვს რომ აწვალებენ მშობლები-პირთან მიაქვთ კოვზი და მერე უკან სწევენ. ყველას ეცინება ამაზე, ბავშვის გარდა. როგორია,აღებ პირს ლუკმის მისაღებად და სიცარიელე გასკდება,მეტი არაფერი. გული მტკივა ზუსტად ამ მიზეზით.არადა, თავს ვაჯერებ რომ ერთ დღესაც მე გავიღვიძებ და ფერს იცვლის ჩემი ყოველდღიურობა.

კარი გამოვიხურე და ვიკას ჩასვლაში მივეხმარეთ მე და ასათიანი. მარჯვნიდან ის იჭერდა, მარცხნიდან მე.

-პირიქით უნდა დამდგარიყავით.- ვიკა შეჰყურებს დათას.

-ვიკა, მე შენი ანგელოზი ვარ ამ წამს.- ასათიანი ეწინააღმდეგება.

-გიწევს. თქვენთან შეჯიბრის დროს დავზარალდი.- მხარზე მაწვება წონით კამათისას. მუცლის კუნთები მეჭიმება,ფეხის კუნთებთან ერთად. მხრებზე მთელი სიცხადით ვგრძნობ სიმძიმეს და ლამისაა სახით დავასკდე იატაკზე.

-ვიკა,ხელებს გაგიშვებ იცოდე!- აწითლებული ვეუბნები.- ჰე,გოგო! წამივიდა გულიი!-დათამ სიცილით გადაიტანა ვიკას წონა თავისაზე. ძლივს ამოვისუნთქე.

-თქვენი კამათი ამგვარი მოძრაობისას არ გავიგო! ერთი ციდა გოგო ვარ! ერთი გარეცხვაღა დარჩენილი..- ამოვიწუწუნე.- მეტი კი არ მინდა.- ვიკამ გადაიკისკისა.

-ერთი გარეცხვა მომეწონა. დაგლიჯე,ვივ.-მეორე მკლავიც მოჰხვია დათას.- ჩამიტანე რა!ამ კიბეებზე ვეღარ გავქაჩავ.- ძალიან საყვარლად უთხრა.

-ახლავე,ახლავე.- წამსვე შეუსრულა თხოვნა.

უცებ ჩაირბინა ხელში ატაცებული წერეთლით ასათიანმა. ვიქტორია გაჰკიოდა,ნუ მაჭანჭყარებო. მერე ამანაც რომ არ უშველა, დაგივარდები და დაგერხევაო! მუქარაზე გადავიდა. არც ამან უშველა.

მეც სიცილით დავეშვი კიბეებზე, იმ სასაცილო სანახაობისას, ვიკა რომ ასათიანის ყელში თავჩარგული გაჰკიოდა და დათა რომ ხალისობდა.

დივანზე დავეხეთქე.

-რა ხდება,რა ყაყანია?!- წინსაფარშემოხვეული გამოდის ნიკო სამზარეულოდან. ფქვილშია სულ ამოგანგლული.

-უნდა გენახა.- გამეცინა. -შენთან მოთოვა თუ რა გჭირს,ბიჭო ჰა?!

-ვოი,ზუნზუუ! გაცუღლუტდი შენ, ხომ იცი?!

-ნიკოლოზ,ბიჭო! შენში გადამგდებმა სულმა გაიღვიძა?! - სანდრო გამოვიდა გამკიცხავი მზერით.-ოხ,გაიღვიძეთ?! თქვენთვისაც ამოვიდა მზე ცის კამარაზე, ქალბატონებო?!

-სანდრო,იფრთხილე. შენთვის არ ჩავიდეს ცის კამარაზე მოკაშკაშე მზე.-ვიკა სიცილით ამოთქვამს.

-შენ განანებ მაგას.-თითს უქნევს სანდრუშა.

-რით გვიმასპინძლებთ?- წამოვიწიე.

-ოხ,დილის სპაზე რას იტყვით, ან შოკოლადის მასაჟებს ინებებთ?! თუ ქოქოსის ზეთებით და ამბებით გნებავთ,გოგონებო?!- ირონია არ დაუკლია.

-სრული პაკეტი წარგვიდგინეთ, თუ შეიძლება.-ვიკა წამოიწია გაბადრული სახით.

-ე.ი. ტყემალი გვაქვს, ვატო ადგას ახლა თავზე. კიდევ, ჩემი ძმა ნიკო ხაჭაპურებს და 2 ლობიანს აცხობს.- ჩაიღიმა მაიმუნურად.- ტყემლის აბაზანებს აქებენ,სხვათაშორის. ძალიან კარგი რამეა, მისწრებაა ჯანმრთელობისთვისო.

-პირადად მე,ჭამას ვამჯობინებდი.- ნიკო ეყრდნობა კედელს. მგონი ავიწყდება კიდეც,რომ ფქვილიანი ხელი აქვს და სახეზე გვარიანად იზელს ხელებს. მაგარ ნაგუნდავებს ჰგავს. აი,სულ სახით რომ ათრევენ თოვლში,ისეთს.

-ისა,და თქვენ?!- ჩავეძიე.

- მე კარტოფილი შევწვი.- ამაყად წაიგრძელა კისერი სანდრომ.

-უფრო,დაწვა.- ნიკო იცინის.- საჭმელად უვარგისია.

-დანახშირებული თუ არაა, წავა რა.- დამშვიდება ვცადე.

-ეს გარედან აქვს მოშავო ფერი, თორემ შიგნიდან კაი ტიპია. გაგაცნობთ. - თვითკმაყოფილი იდგა. - კეთილი გული და რამე.

-მოშავო რატომ?!-დათამ იკითხა.

-კაცო,ნუ რასისტობ შენ. გეუბნები კარტოფილია მუქ ტონებში გადაწყვეტილი. განგებამ ასეთი შექმნა,მე რა ვქნა?!

-აი,განგებამ შექმნა და შენ რა უქენი?!- მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით.- ნახშირად მაინც გამოდგება?!

-შენ,ინანებ!-თითს უქნევს.- გასინჯავ ჩემს ნახელავს და ნახავ.

დიდხანს გაგრძელდა კამათი. დავიღალე ძალიან ამათი ყურებით და მობილურში შეტყობინებებს გავეცი პასუხი. არადა, ბოლო ხანებში ესეც მაღიზიანებდა.

-სუფრა გაშლილ! დამშეულნო, ეძგირეთ!- სანდრომ დაგვიძახა. ფეხზე წამოვიზლაზნე და ტელეფონი შორტის ჯიბეში ჩავიცურე.
----------

სუფრასთან ვისხედით. მე ცალკე ვიყავი,ჩემთვის. დანარჩენები ხალისობდნენ და სანდროს აწვალებდნენ. ესეც არ ნებდებოდა.

წუხანდელი ღამე მიტრიალებდა გონებაში. მაშინებდა,ძალიან. აღარ მინდოდა,წარსულის გაცოცხლება. იმ შეგრძნებების ნაწილი რამდენიმე ხანია, მივატოვე. ნაწილთან ერთად კი ვცხოვრობ. ეს თანაცხოვრება,ძალიან რთულია. ძალიან ძალიან....
თეფშს დავხედე შეწუხებულმა. არ მინდოდა ჭამა,არც ლაპარაკი მინდოდა და არც ვინმესთან ახლოს ყოფნა. გაქცევა მინდოდა აქედან. მარტოობა და სიმშვიდე.

-ვი,რამე უთხარი, მავიწროვებენ.- სანდრომ შემომჩივლა.

-ვის უბედავთ,ჰა?!- ჩანგალი დავდე თეფშზე.- სანდროს?! ბოდიში მოიხადეთ რა!

-მოგწონს ახლა ეგ კარტოფილი?- ვატო მეჭრება. ინსტიქტურად ვიხედები მისკენ. რა ხანია, ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ,ძალიან არეული ვარ.

-კეთილი გული აქვსო,ხომ თქვა? მე მომწონს.- კარტოფილი მადიანად გავსინჯე.ისე,გეგონება ერთი სული მქონდა,როდის ვიგემებდი. არადა, სულ არ მინდოდა. საშინელება იყო. ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა! ძალით ვიღიმი და ვცდილობ სახეზე არ შემეტყოს რასაც განვიცდი ამის ჭამის დროს.- ამიტომ,ტოლი ნახეთ,კოჭი ისე გააგორეთო,უთქვამს ბრძენს.- წყალს ვაყოლებ ეგრევე. მართლა დაუნახშირებია!რა ჯანდაბაა.

სანდრო თვითკმაყოფილი ეყრდნობა.

-მეტი აღარ ჭამოთ,ინფექციურში ამოვყოფთ თავს და ამას თავს გავუხეთქავ,ისე ვცემ.- ნიკო იმუქრება.

-შენ თუ არ გინდა,ნუ ჭამ. აი, მე და ვივი შევჭამთ. არა,ვი?!-გული შემიწუხდა,მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა,უარი ვერ ვუთხარი. ერთ თეფშს,რამენაირად გადავიტანდი..

-დიახ,დიახ.- თავი დავუქნიე.- ვიქტორია, წამალი გამიმზადე ზემოთ.- მისკენ გადახრილი ვეჩურჩულები. ხითხითებს და ჭიქას ადგილზე აბრუნებს.

-ვივიენ!- წარბებს კრავს სანდრო.

-რა?!- ვიოცებ და ტუჩზე კბილებს ვიჭერ,ღიმილის შესაკავებლად.

-არ მაფასებთ.- წინსაფარს იხსნის ფეხზე წამომდგარი და გაბრაზებული ახეთქებს სკამზე.- შენც,ბრუტუს?!შეენც?- მე მიყურებს იმედგაცრუებული. - შენც დამაღალატე?!

-არა,რას ამბობ?!- ფეხზე ვდები.

-შესდექ,ფარისეველო! მე შენ მეგობრად გიგულე და თურმე მათსავიათ გადამგდები ყოფილხარ! ჰოიი,განგებავ! - დრამებს დგამს და ოთახიდან დემონსტრაციულად გადის.

-ვერაა ეს კარგად,ვერ!- საფეთქელზე თითს იტრიალებს ნიკო და კუკუო ამბობს სტვენით.

მხრები ავიჩეჩე და ჯიბრზე გავაგრძელე ჭამა. ტაბიძის ჯიბრზე. მზერას აპარებდა ჩემკენ და იღიმოდა. ნერვები მომეშალა, თან ძალიან.

-ბიჭო,სახლზე რას აპირებ?- დათას ეკითხებოდა ნიკო.

- საძირკველია გასამაგრებელი და მთელი სამუშაოები ჩასატარებელი. ხვალიდან ახმაურდებიან დამხმარეები.- თვალებს ვატრიალებ.
სიმშვიდეს მოკლავენ.

-ეუფ,თავზე უნდა ედგე?!- ნიკო შეწუხებული სახით ეკითხება. თავს უქნევს ასათიანი.- ჩვენც იქვე ვიქნებით,გაგართობთ.- ნიკუშა აიმედებს.

იმედია,ჩვენში მხოლოდ ბიჭები იგულისხმა და არა ჩვენ ყველა. გავადრამებ,თუ მეც მომიაზრა.

ფეხზე წამოვდექი და ცარიელი თეფშები,ნიჟარაში ჩავაწყვე.

-ზუნზუ,ჩვენ ვიზამთ.- თავი დავუქნიე.

-და,რატომ?! რამე გააფუჭეთ?- ვკითხულობ დაეჭვებული.

-უკვე მეწყინა.- ნიკო თავს ხრის.
-მოგეხმარები.- შევთავაზე.

-არა,კაცო. რად მინდა მოხმარება.

-იცოდე,კარგად უნდა გარეცხოთ. დამდუღვრებით და ამბებით. - ვაფრთხილებ. იცის ჩემი დამოკოდებულება ჰიგიენასთან მიმართებით.

-გეკადრება?! ისე მოვაბზრიალებ, გაოგნებული...არა,განცვიფრებული დარჩები.- ჩამეცინა.- მანამდე, სიმღერები დააძრე ტელეფონში შენ. ის ბუნჩულა კაცი, შემოვირიგოთ. - სანდროს გულისხმობდა.

- მაგას არ ვუმღერებ. არ დამვიწყებია, გამოცდაზე რაც გამიჩალიჩა.- წარბები შევკარი.

-ოხ,მაინც ხო ჩააბარე.

-ერთ ბედში ვიყავით მე და შენ.- ჩამეღიმა.-აუ,რაც მე ვინერვიულე. - ვატო სულ დავივიწყე.ვითომც იქ არ იყო.

-რა შესცოდეთ ასეთი?!- ტაბიძემ იკითხა.

-მათ ჰკითხე. ამათ კისერზე იქნებოდა ის ცოდვა.

..................☆☆☆

-ჰე,ახლა! მოიფიქრეთ რამე, შემოვირიგოთ.- ნიკუშა ვერ ისვენებდა და ღელავდა სანდროს განწყობაზე. თან წეღან ვცადეთ გამოლაპარაკება,მაგრამ ამაოდ.

-აი,ვივიენი უმღერებს.- ვიკამ მე შემტენა საქმის მოგვარება.

-ისე,ხო..შენ ხომ გიმღერა!-თავისი ჭკუით, უცებ მოაგვარა პრობლემა ნიკომ.

-თქვენ ხომ არ გაშფოთებთ,აბა?!- შევეჭერი დიალოგში.

-წესიერად,ზუნზ! თუ კაია შენ რა.- ნიკომ დოინჯი შემოიჭდო.

-მე ხომ მიმღერე!- ვიკა ჩემთვის შემოტენვას გეგმავდა.

-მე გავაბრაზე?- წარბები ავწკიპე.

-სხვათაშორის,შენ დააგვირგვინე.- ვატომ ყურადღების მიპყრობა გადაწყვიტა.

-ოოოხ,რაებს მაბრალებთ?! საერთოდ, თქვენ რომ დაგეფასებინათ მისი მცდელობა, ახლა ნამდვილად არ იქნებოდა განაწყენებული.- დივნის საზურგეს მივეყრდენი. თმა უკან გადავიწიე.

-იმას ვერავინ შევჭამდით.- ნიკო ხელებს ასავსავებს.

-მე ვჭამე.-ამაყად განვაცხადე.

-შენ გმირი ხარ.- ტაბიძე არ ნებდებოდა.

-შენ,ვივიენ,ინფექციურში ამოყოფ თავს.- ვიკას მაიმუნურად ეღიმება.

-თქვენ სანდროს მრისხანება არ აგცდებათ,ცოდვილნო. მე გამივლის მაინც, სანდროც შემირიგდება. თქვენ იკითხეთ თორემ მე რა?!- წაბები ავზიდე კმაყოფილმა.

-ზუნზ,გეფლიზებით მთელი მსოფლიო მუხლის ჩოქვით.

-ნუ ჩმორდები, ნიკუშ!- ვიკა ხელს უშლის.

-აუ,მიდი რა.. კეთილობ ხოლმე და რამეს "იმოზგებ". მიდი რა.- ახლოს მომიჯდა.-ჰე,ზუნზ.. ვფიცავ, ყველაფერს შევასრულებ.- მეღიმება.

-well,მოკლედ რადგან სიმღერაზე მიდგა საქმე..

-არა,ვივი!- ვიკა მეწინააღმდეგება.

-მაშინ,მარტოებმა მოაგვარეთ. მე მაინც მირიგდება. საღამომდე ცუდად გავხდები და ინერვიულებს...

-უხ,შენ გველაძუა "მოზგო", გველგესლა.-ვინ იტყოდა ამას,თუ არა ნიკოლოზი?!

-ნიკო,სანამ მე თქვენსკენ ვარ, შეირგეთ,თორემ "დაკიდების ნატიფი ხელოვნება" მაქვს წაკითხული. თანაც ხომ გახსოვთ, თეორია თუ გავიგე,პრაქტიკას ვამხეცებ.- ვატოს ეცინება.

-რა გჭირთ ხალხო,ეს თქვენკენაა, თქვენ კიდევ ეშმაკებისკენ!- ძალიან საყვარელია,ძალიან.. მაგრამ "ეს" არ ვარ.

-ბატონო ტაბიძე, თქვენზეც ბრაზობს, ვვგონებ.- თვალებს ვაბრიალებ.

-კარგი, რა იდეას გვთავაზობ?- წინ იწევა და მაშტერდება..

-მანამდე,დათა სად არის?

-დავხედავ, სახლს რას უშვრებიან ვნახავო.-ნიკო ახმოვანებს.

-მაშინ, თანამოქალაქენო! მოემზადეთ, უნდა დავიბრუნოთ ბუტია კაცი!

-გსმენავთ.- მთლიანი ყურადღება მივიღე.

-მსმენავ კი არა, გიტარა და ტაფ-ქვაბებ-ჩანგლები დააძრე.

-რატომ?- ვატო დაიბნა.

-ბენდი საკრავების გარეშე გინახავთ?- ნიკოს ჩაეცინა.

- ხომ გითხარით!- ვიკამ თვალები დააბრიალა.

-სხვათაშორის, მოსიარულე კრეატივია. მიდი,ზუნზ!- ნიკუშა აშკარად მოიხიბლა.

-რაის კრეატივი, მეც ხომ მიმღერა.- თმები გადაიყარა გვერდით. - პირველი მე მიმღერა.

-შენთან ბენდის გარეშე მოვგვარდი. ესეც კრეატივი.

-მხოლოდ დაამატე რამდენიმე კაცი. -ეჭვიანობა შევნიშნე.

-სამაგიეროდ, გულით გიმღერე.- თვალი ჩავუკარი.-ვიქტორია, შენ ჩემი პატარა ბენდი ხომ იცი?!- ჩაეღიმა.

-აუუუ,გითხრათ? -ვატომ კიო.- თავის და-ძმებისგან შეადგინა ბენდი.

-როგორ?- დაიბნენ.

-როგორ და სიმღერებს ასმენინებდა რა. უცებ ნაბოლარა დაწვდა ბალიშს და ვითომ გიტარაზე უკრავდა. მერე მეორე წრიპა გამოქანდა და იმან საერთოდ ფლომასტრები ითრია, დრამერობდა.- გაეღიმათ.

-ვივი,შენ?-ტაბიძემ მკითხა.

- გაგიკვირდება და ვმღეროდი.- მეღიმება გულწრფელად.

-რამდენი გყავს სახლში?- ნიკუშა წუხდება. აგჰ! დამავიწყდა მეთქვა, ის ბავშვებს ვერ იტანს..

-3.

-საწყალო.-"მითანაგრძნო"

-ნიკო..- ვატო იბნევა.

-ვატუნა,ამას ბავშვები არ უყვარს.- მეღიმება.- აუ,რამდენს ვიცინებ, ბავშვით რომ წაგვადგეს უეცრად.

-ეე,წესიერად!- ნიკო დაიძაბა.

-წესიერად კი არა, მანდ არ მომიყვანო, დაგჭეჭყავ მოპარული ჟეშტივით.- დავემუქრე.

- ეე,იცოდე წაგაფორთხიალებ.

-უკვე აგრესიას ვხედავ.- თვალები დავქაჩე.

-ვატო,შუაში ჩადექი.- ვიკა აფრთხილებს.

-"დაზადნა". - ნიკუშა ამაყად გადაწვა.

-ჰოდა,შემოირიგე თვითონ.- ფეხი ფეხზე გადავიდე დემონსტრაციულად.

-აღარც მინდა რა.-გაიბუტა.

-კაი,ჰო. ნუ მებუტები,ვაჟკაც!

-მართლა დაზადნა..- ვიკა გაოგნებული იყო.
------
მართლა გამოათრიეს ტაფები, ჩანგლები,ქვაბები და გიტარა. ნუ ამდენი რაღაც სულ არ მჭირდებოდა, მაგრამ უფუნქციოდ ხომ არ ვიდგებითო, გააპროტესტეს.
ძალიან საყვარლობა სიმღერა ავურჩიე,შანსი არ იყო,არ შეგვრიგებოდა ამაზე.
აგჰ,ვიკამ სცენები მოაწყო. ამას მხოლოდ მას ვუგზავნი ხოლმე და ვეუბნები, ქალები რომ მევასებოდნენ, ამას მოგიძღვნიდი- მეთქი.

ტექსტი გადმოვაწერინე და ნიკოს ნოტები ვაჩვენე,რომ აეწყო გიტარაზე.მოკლედ, ცოტა ვიწვალეთ თუ ბევრი, სანდრო შემოვიტყუეთ მისაღებში.

უკნიდან ჩანგლის ურითმო კაკუნი შემომესმა,ტაბიძე აფუჭებდა შესავალს. აგჰ!

You know I can't smile without you
I can't smile without you
I can't laugh and I can't sing
I'm finding it hard to do anything
You see I feel sad when you're sad
I feel glad when you're glad
If you only knew what I'm going through
I just can't smile without you

You came along just like a song
And brightened my day
Who would have believed that you were part of a dream
Now it all seems light years away

And now you know I can't smile without you
I can't smile without you
I can't laugh and I can't sing
I'm finding it hard to do anything
You see I feel sad when you're sad
I feel glad when you're glad
If you only knew what I'm going through
I just can't smile

Now some people say happiness takes so very long to find
Well, I'm finding it hard leaving your love behind me

And you see I can't smile without you
I can't smile without you
I can't laugh and I can't sing
I'm finding it hard to do anything
You see I feel glad when you're glad
I feel sad when you're sad
If you only knew what I'm going through
I just can't smile without you

ტაბიძის ურითმო ჩანგლის კაკუნს, დათაც ემატებოდა და დასასრულში, იმდენად უცნაურად დააჯდა, გაგვეცინა.
სანდრო ჩუმად გატრიალდა. ლამის წნევამ დამარტყა,რას შვრება,ეს ბიჭი-მეთქი!
წინ გადავუდექი.

-რატომ გამირბიხარ,რატომ მემალები, რატომ გამითეთრე, კარგოვ,თმა..- თვალებდაქაჩულმა წავუმღერე. იმანაც თვალები დაქაჩა.

-გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებიაა, მე ხომ გულით ვიხედები,გული ჩემი თვალებიაა...- მეტს ვეღარ გააგრძელებდა, სასიყვარულო შინაარსი მოდიოდა.

-სანდრო,იცოდეე!- ნიკომ გაჭედა.- მიმღერე რამე,მიმღერე თუნდაც მრავალჯერ ნამღერი..- მოულოდნელობისგან მეცინება.

-უმღერე,სანდრო! უმღერე!- ტაბიძე იცინის.

-ამდენ ნაიარევს,ამდენ ნაიარებს, ვინ მომიშუშებს მე ამდენ ნაიარებს.. - საიდან მოიტანა?!

- სანდრო! მომიტევე,რაც მახსენდება ეს ვარ..- პირზე ხელს ვიფარებ,რომ არ ავხარხარდე და თავს ძლივს ვიჭერ..- მე სიყვარული მეგონა,თურმე სიზმარი ყოფილაა, ო,რა იმედით გელოდი, ვინ მომიშუშებს იარებს , მეგონა შენ მიმღეროდი,თურმე ენძელა შრიალებს,
შრიალებს,შრიალებს,თურმე ენძელა შრიალებს...- მეტი არ გამახსენდა,მაგრამ კი ვიცინე გულით.

-ეს რაღაც აფრენს კარანტინის მერე.- ნიკუშა და სანდრო ფორთხავენ.

მე თვალები მიწყლიანდება,იმდენს ვიცინი.
ვიკა,რა თქმა უნდა, სტაბილურობას ინარჩუნებს და სთორისთვის ემზადება.

-ჰე,ნეკი ნეკისა და წავიდეთ,სადმე.- ცრემლებს ვიწმენდ.

-არ გირიგდებით. შენ,მითუმეტეს. ზურგში ჩამეცი ლახვარი.- თავისივე ნათქვამზე ეცინება.

-შენს გამო თავი შევირცხვინე ამდენ ხალხში, ახლა რომ არ მოითაფლო, ჩაგაქვესკნელებ.-ვიკა ბრაზობს.

-ჩემი აზრით, მე აღარ გპატიობ.- ცხვირი ავიბზუე.

-ეე,რას არ მპატიობ?!- წინ გადამიდგა.

- ვირზე რომ შეჯექი,აი იმას.

-კაი,ჰო.შევრიგდეთ.. ბრაზი გადამივა ერთ 8 საათში და მოგიტევებთ.

-ნუ თუ 8 საათში გადაგივლის,რა პრობლემაა.- ნიკოს გააქვს მთელი ატრიბუტი სამზარეულოში.

-ჰო,მანამდე ჩვენ გავისეირნებთ. კარგი ამიდია თან. ვიხალისებთ, შენ იჯექი გაბუსხული სახლში და იტანჯე.

ბოლოს გადაიფიქრა ბუტიაობა, როგორც სჩანს.

დღეს კარგი ამინდი იყო, გარეთ გავედით და ვიკასაც მივეხმარეთ. მივეხმარეთ,რა.. სანდროს ეჭირა და აწვალებდა. ჰოდა,ვიკას სიცილის ხმაც ექოდ ისმოდა. ძირს გავაფინეთ ზეწარი და ზემოდან დავსხედით. ნიკუშამ თავის გიტარა წამოიღო და ჩამომჯდარი, მელოდა როდის ვიპოვიდი მობილურში სიმღერის ტექსტს,რომ ავყოლოდით, თორემ ისე ამდენი სიმღერა საიდან უნდა გვცოდნოდა ზეპირად.

-აბა,აბა... თუ გამოიცნობთ ეს სიმღერა რაზეა?! - წარბები ავწკიპე ხალისიანად. ჩავრთე ეგრევე,არც დაველოდე პასუხს..- აბა,რას გახსენებთ?

On a dark desert highway
Cool wind in my hair
Warm smell of colitas
Rising up through the air
Up ahead in the distance
I saw a shimmering light
My head grew heavy and my sight grew dim
I had to stop for the night

There she stood in the doorway
I heard the mission bell
And I was thinkin' to myself
'This could be heaven or this could be hell
Then she lit up a candle
And she showed me the way
There were voices down the corridor
I thought I heard them say

Welcome to the Hotel California
Such a lovely place (such a lovely place)
Such a lovely face
Plenty of room at the Hotel California
Any time of year (any time of year)
You can find it here

Her mind is Tiffany-twisted
She got the Mercedes Benz, uh
She got a lot of pretty, pretty boys
That she calls friends....

-ეეე,ჩვენი მოქმედი სამოთხე...- სიყვარულით წამოიძახეს..

-აუ,ხოო.

-მენატრება უკვე.- ვიკა თავს მადებს მხარზე.

-ეე,ვივი,ჩელენტანო და რამე?!- სანდრო ჩამეძია.

-კი,მიყვარს.

-სიყვარულზე გამახსენდა, ვატო..- ნიკუშამ დაუძახა.- ხატიაზე რას გეგმავ?- სახიდან ყველა ემოცია გამიქრა. მინდოდა მეც გავმქრალიყავი. რა კარგი იქნებოდა, რომ არ ვყოფილიყავი. რომ არ გამეგო საერთოდ ეს ყველაფერი.

ხატია ის გოგო იყო, ვისთან ერთადაც დროს ხშირად ატარებდა. არ ვიცი,ხალხის დასანახად, თუ რეალურად,მაგრამ წყვილივით იყვნენ.

პასუხის მოსმენა არ მინდოდა, ფეხზე წამოვდექი,ჩანთაც ავიღე, სანამ რამეს იტყოდნენ და გვერდით გავედი.

ნიკოზე მომეშალა ნერვები,არადა რა კარგად ვიყავით. ან და,ნიკო რა შუაშია. საიდან უნდა სცოდნოდა?!

ხეს მივეყრდენი და ჩანთაში ჩატენილი სიგარეტის ღერი მოვიძიე.
ახლა მე სუსტი ვარ. რატომ? იმიტომ რომ კომფორტს ვეძებ. კომფორტია მე რომ ამ ღერს გემოს გავუსინჯავ და ნერვებს დამიწყნარებს. აი, მაშინ ვიქნებოდი ძლიერი, სიგარეტის გარეშე რომ გამოვმძვრალიყავი. რაც რთულია,იმას რომ შევჭიდებოდი.

გავუკიდე ერთ ღერს და ისეთი ღრმა ნაფაზი დავარტყი, ყელიც კი დამეხუთა. წამომახველა და თვალები ამიწყლიანდა.

-ვივი,წამოდი!- სანდრო ამომიდგა გვერდით. -შენ..

-მოვალ ცოტა ხანში.- გავუღიმე.- ამას ჩავამთავრებ და..

-არა,ახლავე მოხვალ! ნუ დაანახებ, რომ რამეს ნიშნავს. როცა იცის ადამიანმა თავისი მნიშვნელობა, ძალიან ბერვს ჰბედავს და კადრულობს.- წარბებს კრავს.- ეგ ნაგავი კიდევ გადააგდე! გაგაქრობ!

-ახლა ლექციების თავი არ მაქვს. ისედაც რაღაცას ვებრძვი და ახლა კიდევ მემატება! მაცადე, გადავაგორო წამი,თორემ გულიც გამისკდება!- ნერვიულად მივაყოლე მეორე და მესამე ნაფაზი. არ მაღელვებდა, რომც მოვეკალი ახლა.-სანდრო, რომ წავიდე?!- ხმა ამიკანკალდა.

-არა! მე შენში სუსტს ვხედავ.- ჩამეცინა. შუბლზე მეორე ხელი მივიდე. -გადააგდე ეგ!

-ზედმეტები ხომ არ მოგდის?!- წარბები ავწკიტე.

-აი,ახლა იცოდე რა!- თითი დამიქნია. ამყვა.

-იცოდე,რა! დაკატლეტება ჩემი მოგონილია! შენგან სოიოს კატლეტებს შვექმნი.

-შენგან ლიფსიტის სოუზს გავაკეთებ!-წარბები შეკრა.

- მოგაასფალტებ.

-იცოდე,კამფეტს გაჭმევ!

-მე შენში,ნაზს ვხედავ.- თვალები მოვჭუტე.

- მე შენში გამქრალს დავინახავ,თუ არ მიატოვებ მაგ რაღაცით ფილტვების ხეთქვას.

-სამართალზე რომ ვაბარებდი, ჩემს ძმას ეშინოდა, ძალიან სუსტიაო. მე რატომღაც,მინდოდა ყოველთვის,იცი?! მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება.- ნიკაპი მიცახცახებს.

-ეე,ტრაკს აქ მხოლოდ ჩვენ ვათამაშებთ. - წარბები ასწია ზემოთ.

-ნიკანომ არ გაგვიგოს.- თავი გავაქნიე. - მართლა მეფიქრება,თან გუშინდელის შემდეგ.

-რამე გითხრა?

-კი მითხრა. ჩამეხუტა კიდეც.- თვალები გაუფართოვდა.

-ჰო,არ მოგესმა. თეთრად გავათენე, თეთრად!- უკვე ამ ღერს ვამთავრებდი.

-დაიცადე, როგორ?

-საღამოს მოგიყვები, რომ მიიძინებენ. ახლა სირცხვილია, წამო წავიდეთ.- ეს ღერი მივასრისე და თან წავიღე,რომ გადამეგდო.
გვერდით :ძლიერი, გაწონასწორებული, მუზანდასახული, გამგები და სწორად მოსაუბრე ადამიანი რომ გყავს, იქ ყველაფერს გადაიტან კაცი. ეს დრო, ზუსტად ისაა " წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია".

დავბრუნდით და ჩამოვსხედით.
თვალებში სევდა მქონდა ჩამდგარი, ან როგორ არ მექნებოდა?! ტაბიძის მწვანეებს შევყურებდი უტეხად. არ ვსაყვედურობდი ,არ მქონდა უფლება.ის მიხსნიდა თვალებით რაღაცას,მაგრამ გაგება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ამ არეულობაში,არ მესმოდა.

-სად დაძვრებით,ჰა?- ნიკუშამ იკითხა.

-ქალებში.- მოკლედ მოვუჭერი. ნაგვის პარკში ეს ღერი ჩავაგდე. მერე სველი ხელსახოცი ამოვაცურე და ხელები გავიწმინდე.

-მოწიე?-დათა ჭმუხნის ცხვირს.

-კი. -ღრმად ამოვისუნთქე.

-მწეველი ხარ?-აი, ისეთი ტონი იყო, მეგონა რამე სერიოზულად მივქარე.

-არ არის მწეველი.- ვიკა წარბს სწევს.- ყველა ისე უყურებთ, გეგონება ცოდვა დაიდო კისერზე. გოიმებივით იქცევით.

-ოი,ოი! თავს გახვედით! სიგარეტი ხიხია.- ნიკო გაგოიმდა უცებ.

-შენ მარნეული გამორთე!- ვიკა გაღიზიანდა.

- აი,რომ დაიკიდოთ არა?!- წარბს ვწევ. - თუ მინდა მოვწევ,თუ მინდა გავლოთდები და თუ მომინდება, ნაშებსაც ავყრი. აი,ასე! -ვიკას მაიმუნურად ეცინება.- და საერთოდ, რა სირცხვილის კორიდორს მიწყობთ?! თვითონ კარგად აბოლებენ ღერს ღერზე და ნაშებსაც კარგად ყრიან. ეჰე,ტოლი ნახეთ, კოჭი ისე გააგორეთო, უთქვამს ძველ ხალხს.

-მორჩა, აიჭრა.- სანდრო იცინის.

-ჰოდა ეგრე! კიდევ რამეს იტყვით და ფეხით ჩავალ ქალაქამდე.

გაჩუმდნენ.

დაქანცული ვიყავი ფიქრით. უკვე აღარ მინდოდა, მომბეზრდა ძალიან.ყელში ამოვიდა,ამდენი გაშინაარსება ქმედებების.. მოვდუნდი, ცოტა ხანს გამოვეთიშე და ხმა არ გავიღე.არც მინდოდა, რამე თქმულიყო. გულიც გამისკდებოდა.

ჩემი ტელეფონიც გაიგდეს და ვერც ვერაფრით გავირთობდი თავს. იმ სიმღერებისაც აღარ მესმოდა, ესენი ასეთი მონდომებით რომ ასრულებდნენ.

გულდაწყვეტილი ვიჯექი. მინდოდა ფიქრებს გავქცეოდი, მაგრამ წამშივე მეწეოდნენ. არ გამომდიოდა.

ცელქი ნიავი მომეალერსა კანზე. მომეალერსა და გადამწვარი გამაგრილა.

ხატია ხომ ჰყავს,მე რაღატომ მთხოვდა წაყოლას?თუ მან უარი უთხრა და მე ვცვლიდი მის "ადგილს"?

-ვივი, მოგწერეს.-ვიკა ტელეფონს მაწვდის.

-მერე ვუპასუხებდი..- მძიმედ ამოვთქვი.

-არანაირად! ეს ის ბიჭია, შენ რომ იწუნებ.- წარბშეკრულმა მოვხსენი მობილურს ბლოკი და გაკვირვებულმა ავხედე.

-ვიწუნებ?- ვის ვიწუნებ?

-ნუ აი,როგორ ვერ ხვდები?! "გეჩალიჩება".

-კი,აი მაგრად.- გამეცინა ნერვულად.- მოქალაქევ, რანაირად?ანუ არაფერი უთქვამს და არც თავს იგიჟებს.

-ო,კარგი გაჩერდი რა. სულ ჩვენთან არიან,როცა უნივერსიტეტში ვართ! გარდა მაგისა, ეგ მხოლოდ შენ გწერს და

-მერე რა.- მხრები ავიჩეჩე. - მოწერით შენც მწერ. დავიჯერო, მეჩალიჩები,ცუნცულ?- თვალი ჩავუკარი მაცდური ღიმილით.

-მე უკვე დაკერილი მყავხარ.- თვალი ჩამიკრა.

-გოგონებო,ჩემს გამო ნუ ჩხუბობთ.- ნიკო ჩაეკვეტა. ყველამ მას გავხედეთ.

-ნიკუშ,შენს გამო ზღვას გადავცურავ და გეკადრება?! - თვალი ჩავუკარი.
☆☆☆☆☆

იჯდე შენთვის მთელი ღამე, ფიქრობდე,ფიქრობდე და ფიქრობდე,უწყვეტად. შორიდან შეჰყურო შენს თავს, სხეულში კი იგრძნო სიცივე. აი, ისეთი, გამყინვარება რომ მოჰყვება. მეც ვიწექი გულაღმა, გაუნძრევლად. სხეულში არა, სულში მქონდა სიცარიელე. არაფერი მინდოდა, არც სუნთქვა. ეგეც მეზარებოდა ბოლო დროს. სამაგიეროდ, ცრემლები გაბატონდნენ ჩემზე. რაღაც მტანჯავდა,რაღაც ჩემზე ბევრად ძლიერი. მერამდენე წელია ვერ ვიშორებ,ესეც შემიჩნდა ჯიუტად. რატომ არ მანებებს თავს? რა უნდა?!ჩემი სული უნდა?!
ოთახში ვეღარ მოვისვენე, დაბლა ჩავედი.

-მეგონა გადამაგდე და ჩაგეძინა.- სანდრო გამეჭიმა წინ.

-წამო გარეთ.- ვანიშნე.
გარეთ გადავდგი თუ არა ნაბიჯი, ცას ავხედე. მოკრიალებულიყო და ვარსკვლავები კეკლუცურად აციმციმებულიყვნენ.
ეზოში დავსხედით,სკამებზე.ის პირისპირ დაჯდა..

ხალათი კარგად შემოვიკარი სხეულზე და მოვუყევი გუშინდელი.

-მეც კი დავიბნეოდი.-თავი გადააქნია.- ჯერ თითქოს არ ახსოვდი, მერე შენთან გამოლაპარაკებას ცდილობს, უცებ გთავაზობს წაყოლას და უსტატუსოდ. მაგრამ, მე ვიცი და ვენდობი.. უსტატუსოდ არაფერი იქნება.ხომ გიყვარს შენ?

-მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისია?!- გული დამწყდა.- არა, არ არის.

დავმძიმდი.

-ვივიენ, იქნებ გარისკო?!

-არ ვიცი. არ მაქვს იმის ძალა, კიდევ ერთი იმედგაცრუება გადავიტანო.

-ჩემი კაი,თუ მესმოდეს....- ძალიან შეწუხდა. მე გამეცინა.

-აი,მაგ მდგომარეობამ დამღალა და ამიტომ მინდა აქედან წასვლა.

-თუ გადაწყვეტ რომ წაჰყვე, ისე არაფერი იქნება, როგორც შენ ფიქრობ. -ძალიან მაწვებოდა წაყოლაზე,რაც მაეჭვებდა.

-მაგაზე დავფიქრდები. შენ მიდი, დაიძინე და მეც ავალ მალე.- ან ავიდოდი,ან არა.

-აქ ვიქნები.

-ღამეს ათევთ?- ტაბიძის ხმა გავიგე. არ მინდოდა მასთან სიახლოვე ახლა. საღად ვეღარ ვვაზროვნებდი, ის რომ ესე იქცეოდა.

სანდრო წამოიწია.

-ვატ

-სანდრო!- თვალები დავაბრიალე. მეც მაგარი ვარ,სიბნელეში რას დაინახავდა?! ახლა მარტო ვერ დავტოვებდი.

- მოდი,დაჯექი.- ვატოს ანიშნა. ნერვები მომეშლა,რას იპატიჟებს? - ვივის არ ეძინება ჯერ, ამიტომ გაბარებ შენ. აბა,ჰე წავედი მე.- ისე სწრაფად წამოდგა,მერე თავზე გადამისვა ხელი და მითხრა, არ შეშინდეო, დავიბენი.

-მეც..-ფეხზე უნდა ავმდგარიყავი და მას გავყოლოდი.

-ვივი.- ვატომ დამიძახა.

-მეძინება.- ფეხზე ავდექი.

-გამირბიხარ.- ძალიან მშვიდად ესვენა.

-კარგი.- მანიპულირების ხერხად ჩავუთვალე რეპლიკა და გამოვბრუნდი.

-ახლაც.- ჩაეღიმა.- ამ კარგით, ვიცი რასაც გულისხმობ.

-რა გინდა?!- ნერვები მომეშალა.

-რას იტყვი, საფრანგეთი ცუდია?- მკითხა.

-იტალიას ვამჯობინებ.- სკამზე ჩამოვჯექი. რის დამტკიცებას ვცდილობ?

- მაგრამ შენი პროფესიისთვის, ძალიან კარგი იქნება საფრანგეთი ან გერმანია.- წინ გადავიხარე, აი ისე,რომ ჩემი სახე კარგად დაენახა.

-ჩემი პროფესიისთვის,ბევრი რამეა კარგი.- გამეღიმა.

-ნუთუ?! შენში ხომ ფრანგული სისხლიც ჩქეფს?! არ გაინტერესებს, როგორია?!- გონება გამინათდა. ჩემი წყალობით, საფრანგეთს იხელთებდა. ეს არამზადა!

-იცი?! ჩემში ეგ მხარე, არ ყივის.- გავსწორდი და საზურგეს მივეყრდენი.

-იტალია ხომ ყივის,სამაგიეროდ.- გულში ნემსებივით შემერჭო რაღაც. ეს რაღაც,სიმართლის გააზრება იყო.
თუ საბუთებს ავაგროვებდით, მოქალაქეობას მოვიპოვებდი და ისივ ჩემთან დაახლოებით, საფრანგეთის მოქალაქეობას გამოჰკრავდა ხელს.
მკერდში ვიყავი დაჭრილი, შიგ გულში.
ნეტავ გამსკდომოდა ეს გული და დავმთავრებულიყავი.

გაიძვერა ბიჭი.

-ვატო, შენ რა გინდა?!

-ხომ გითხარი, უკვე?

-პირდაპირ მითხარი. - მზად ვიყავი კი გულის გახეთქვისთვის?

-გითხარი,შენ- თქო.

-იტყუები. საფრანგეთი გინდა შენ. ჩემი გენეოლოგიაც გამოგიკვლევია.- ვახალე ეგრევე.

- რა?!- წამოიწია.-ეგრე გგონია?! ეგეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე?

-ჩემთან ნუ თამაშობ!

-მე კი არა,შენ თამაშობ.

-იცი რა?! არ მაღელვებს სად წახვალ და სად არა! აი, ასე. თავშიც ქვა გიხლია.- ფეხზე წამოვდექი.

-ყველაზე უარესი ისაა,რომ არავის ენდობი.

-არა,უარესი ისაა,რომ ზოგჯერ ილუზიებში ვცხოვრობ და არასდროს მჯერა,რომ გამიმეტებენ. აი,შენ დღეს, ნიღაბი ჩამოიხსენი! - თითი გავიშვირე მისკენ.- და უარესი ისაა,რომ ამ წამსაც,როცა მინდა მიგახრჩო, ამ სიყვარულს ვერაფერს ვუხერხებ!- ხელი მივკარი მკერდზე. მკლავებზე მომეჭიდა,რომ არ გავქცეულიყავი.

-ისტერიკებით შორს ვერ წახვალ. რაც გინდა მეძახე, რაც გინდა მიწოდე და სადაც გინდა გამექეცი, მაგრამ გახსოვდეს, ჩემგან ვერ წახვალ.- სახესთან ძალიან ახლოს მოიწია.

-შენ ვერაფერს იზამ.- უკვე კარგა ხანია,რაც გულს ჩვეული რითმი დაერღვია.

-როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ.- ახლოს მიზიდავს. ჩვენს შორის მილიმეტრიც კი არ რჩება.

-ტაბიძე, ფარდა აგეხადა უკვე. სიცრუე დიდ ხანს არ დაიმალება. თუმცა იცი რას ვერ ვხვდები?! რომ გამოგყვე, გავხდე შენი და ა.შ. როგორც შენი სვლებით საზღვრავდი, რაც ვარაუდის ფარგლებში, ქორწინებას მოიცავს, ჩემგან თავს განქორწინებით დააღწევდი?- ხელებს ადუნებს.მიშვებს და მეც ვეშვები თითის წვერებიდან. - შენ ხომ იცი, მამაჩემი რომ ამდენს არ გაგაბედნიებს?- გამეღიმა.- ჩემი წარსულის გამოკვლევას, ჩემი ახლანდელობაც გამოგეკვლია.

-შენ მართლა მასე ფიქრობ?!- გაოცებას არ მალავდა. ჩემთვის ერთგვარი სცენა იყო.- შენ რომ ფიქრობ,მე იმაზე მეტი ვიცი. მაგრამ მთავარი აქ ჩემი ცოდნა კი არა, შენი მდგომარეობაა. - რა ცუდად მეთამაშებოდა. - იმის დაჯერებაც კი არ შეგიძლია, რომ შენ მადარდებ და არა საფრანგეთი.

-არ მჯერა შენი.- გული გახეთქვამდე მქონდა. პირი გამიშრა ღელვისგან.- ვატუნა, რატომ იქცევი ასე?მე ჯანდაბას, მაგრამ შენს თავს როგორ ექცევი?

-ვივიენ!

-ვივიენ კი არა, ამბავი რომ გასკდეს, ჩემებს შენ ვერ გადაურჩები, დამიჯერე.

-ეს თანხმობაა?!- მეკითხება.

-არ უნდა შეაღო ის კარი, რომელშიც დიდი საფრთხე გელოდება.

ისევ შემცივდა.

-ღამეს უხდები ძალიან.- მისი ხმა მომესმა.- კიდევ უხდები ვერანდას, ვერანდაზე ფიქრს.

აღარ მომიხედავს. გზა გავაგრძელე. უხმაუროდ შევედი ოთახში.
გავწექი უღონოდ. ვერ მემორჩილებოდა საკუთარი თავი. ნერვებისგან ცახცახი დამეწყო. სულში წარსულის სიცარიელე შემიძვრა. გამძარცვა და მაწამა.

გავბუჟდი მთლიანად. გრძნობა დაეკარგა სხეულს წუთით. ცრემლები მომწყდა მიყოლებით.
-ვივიენ..- ვიკა გადმოტრიალდა ჩემკენ.

-ჩამეხუტე, მცივა.- აცახცახებული მივეხუტე.

-რა გჭირს?- წამოიწია შეცბუნებული.

-უბრალოდ არ გამიშვა. მეშინია.
----
"განა სახეზე ღიმილი რომ კრთის,გულიც იცინის?!

გგონია ვერ ვგრძნობ ჩემი ბედის უკუღმართობას?!

სულით ობლობას დიდი ხანია რაც შვეჩვიე,

და გულიც მიტომ შეეჩვია ძალით გართობას."

უჩვეულო სიბნელე გადაშლილიყო სივრცეში.საიდანღაც უფსკრული მეჭიდებოდა.ფეხებზე მხვევდა გამჭირვალე ჯაჭვებს და მითრევდა. ეს ყველაზე ბნელი ღამე იყო,რაც კი აქამდე მინახავს. უკუნეთი სიბნელე და სიბნელისფერი ტკივილი ჰკიოდა.ჰკიოდა და კედლებს შემსკდარი იქაურობას ფრჩხილებით ჰკაწრავდა.

მხოლოდ ეს შეგრძნება ცოცხლობდა და მაწამებდა. მხოლოდ მისი საზარელი კივლი ჩამესმოდა, მე კი რა შემეძლო?!
არც არაფერი,რადგან ცხადად ვიგრძენი, როგორ მებღაუჭებოდა სხეულზე და სულს მაცლიდა!
თუმცა ის კი არ იცოდა, ნამდვილი მესაკუთრე თავად რომ არ იყო.

-შშშ..- ვიქტორია თმებზე მისმევდა ხელებს ჩუმი ქვითინით. ალბათ, შეშინდა..ის ხომ არ იყო ჩვეული ჩემს ასეთ სახეს.

-ბოდიში..- დავიჩურჩულე ქვითინარევ სიბნელეში და ისე ჩავეხუტე, როგორც არასდროს. მანაც მკლავები მომხვია სასოწარკვეთით. სხვანაირად არც შეეძლო, ჩემთან უნდა ყოფილიყო, თუ გადარჩენა უნდოდა.

----------------

როგორც იქნა, გადავაგორეთ ჩემი კოშმარი,ახლა ვიკას იქით ვაწყნარებდი.
ესეთი გადასხვაფერებული აქამდე არ მენახა. სასოწარკვეთამ ლამის შესანსლა.

-თუ ასე ხარ აქ,უნდა წახვიდე. - ატირებული არასდროს მენახა,ახლა ტიროდა ჩემ გამო. - მაგრამ მარტო იგივე თუ დაგემართა... გადავირევი...

-წავალ,ვიკა.-ხელებს არ ვუშვებდი,ვეჭიდებოდი მთელი ძალებით.- ნუღარ გეშინია, დავბრუნდი.-არადა,როგორ ვცდილობდი,ასეთი არავის ვენახე. სწორედ ამიტომ.

-შემეშინდა,ძალიან. წუთით ვიფიქრე,ხელებში ჩამაკვდება-თქო და ლამის იქით ჩაგაკვდი.- გული ძლიერად უცემდა.-რა გჭირს?მხოლოდ ერთი ტაბიძის გამო გჭირს ესეთი რაღცები?!- ლამპა ავანთე.

-არ ვიცი რა მჭირს.ფსიქოლოგთან მივალ,ოღონდ დამშვიდდი,კარგი?! ნერვული შეტევა იყო,ალბათ. ტაბიძემ უნდა მომინელოს კაცო?!-ჩავიცინე,სევდის და დაძაბულობის გასაფანტად. - იმ ამბებმა ვერ წამაქცია ერთი ციდა ფილარმონია გოგო და ეგ წამაქცევს?

-თუ არასდროს მომიშვებ შენს შეგრძნებებთნ ახლოს, ვერ დაგეხმარები,გესმის?!- მზად არ ვარ. ჯერ ისეთი სიტყვა არ მომისმენია,რომ დამმხმარებოდნენ და მეორეც,ვიცი რა ოდენ დამთრგუნველია ეს სხვისთვის.

-ხომ იცი,ყველა ადამიანში ცხვოვრობს ერთი დეპრესიული ალტერი.- გამეღიმა და მის ყავისფერებს ჩავხედე, ასეთი ცრემლიანიც რომ საოცრად თბილი იყო.

-ყველაფერს ხუმრობაში ნუ ატარებ,თორემ ფიზიკურად ვიძალადებ.-დამემუქრა.

-სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავ.-წარბებს კმაყოფილი ვწევ ზემოთ.

-ზედმეტები ხომ არ მოგდის?!-მეცინება.-ჩაგატაფავებ.-წარბებს კრავს.

-გამბედავო,ახალგაზრდავ!

-ვივიენ,სერიოზულად!

-სერიოზულად ვხუმრობ,რას უწუნებ? რა იყო რა, გრეხია?!- დავძაბე.

-დარდის ნახვამ,გულის ტკივილი იცის.გულის ტკივილმა, გულჩთხრობილობა. გულჩთხრობილობამ ნაღველის ხვევა და ბოლოს,ეს დედა ნატირები,გულია , ხახვი ხომ არა,მეორედ ამოვიდეს?! და სკდება.აბა,სხვა რა ჰქნას?!-ისე გულიანად თქვა,გამაჟრჟოლა.

-წარსულია დამნაშავე.-წავიჩურჩულე.-ვიცი,რომ უნდა გავუშვა, მივატოვო, დავივიწყო. ის ამბები ისე მძიმედ გადავიტანე,ან გადავიტანე კი?! არ ვიცი რა ხდება და რა ტრიალებს, მაგრამ ის ვიცი,რომ სხვაგვარად არ შემიძლია...არაფერი მინდა. შემიძლია საათობით ვიჯდე მარტო და არაფერი ვაკეთო. უბრალოდ ამ მარტოობითაც ვიტანჯები და ძლივს ვარ სოციუმში.თავს ძლივს ვიკავებ,თორემ მინდა,ყველაფერი დავადუმო, გავაქრო და ავვორთქლდე ისე,თითქოს არც არასდროს მიარსებია.-თვალებში ყურება არ შემეძლო, რადგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. პირველად იყო,რომ ესე ვაცხადები,ყველა და ყველაფერი "ამ ჩემს ფეხებს"-თქო! და თან, მადარდებდა.ოღონდ რა მადარდებდა, არ ვიცოდი.
აი, სიმართლე!

და რა ცუდი ადამიანი ვარ ამ წამს.როგორი ეგოისტი?! ის არასდროს მაწუხებდა თვისი განცდებით,მე კი თავს ვახვევდი,ბოლო დროს.
ჩემგან ამას არ იმსახურებდა. ეს შეიძლება მე 1%-ით დამხმარებოდა, მაგრამ მას აზარალებდა.

-და ჩემს ცხოვრებაში,ყველაზე კარგი,იცი რა არის?! -ისევ თავდახრილი ვიჯექი.- ის,რაც არასდროს მაღიზიანებს,რაც ნერვებს მიწყნარებს და მსიამოვნებს?!

-არა.-იმდენად ჩუმად თქვა, კანკალით.... ტიროდა.

-კლასიკური მუსიკა:ბახი,მოცარტი, ბეთჰოვენი,ჩაიკოვსკი,შუბერტი,შოპენი,ვივალდი. არ მბეზრდება გესმის?!აი,იტალიური სიმღერებიც. ხომ არ მესმის, მაგრამ მე-ჩემება. - დიდი აღტაცებით გავუზიარე.

-მომასმენინებ?!-თავი მაღლა ავწიე. მკრთალ ფონზე მისი თვალები დავინახე;სევდიანი, დაღლილი, გამგები. გულამდე რომ აღწევს,ისეთი.

-სონეტები,ვალსი და ის ყველაფერი,რაც დღეს იშვიათობას იზიდავს?!- ჩავიღიმე.- არ იუ შუარ,ბეიბი?!

-რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა გიყვარს და გამშვიდებს ჩემზე მეტად?!-მე მასში ეჭვიანობის ნოტები შევნიშნე.

-ხვალ განახებ.შენ სულ ადრე გეღვიძება და ცოდო ხარ,ძილი არ გეყოფა.- რა დროსაც არ უნდა დაწოლილიყო,ცხრის-ნახევარზე ფეხე დგებოდა.

-არა,ახლა მინდა.-გაჯიუტდა.

-ვის უყვირი,ჰა?!ხვალ-მეთქი!

-მალე,არ მოგეშვები!-შიზიკი!ღამის ორ საათზე უნდა გამამართინოს არისტოკრატული საღამოები?!

ასე ვიყავით.მე ჩავრთე მობილურში ჩამოტვირთული: სიმფონიები, სონატები,მარშები და ყველაფერი ის,რასაც ვუსმენდი.

დაიწყო ნაზი მელოდიებით,ჯერ მხოლოდ როიალის ხმა ისმოდა, მერე ვიოლინოს, მერე კიდევ ჟღერდნენ სხვადასხვა საკრავები და დაიწყეს ამბების თხრობა ნოტებით. სიგიჟეები ხდებოდა. არა მარტო ნოტებში,არამედ ჩემს სულშიც.

გადავწექი და თვალები დავხუჭე,განვმარტოვდი და ვიკასაც ვაცადე განმარტოვება. შეიძლება იგივე ვერ ეგრძნო მას,მაგრამ მე მჭირდებოდა ახლა განთავისუფლება.

ისე რა კარგი მეგობარია,არა?! რამდენს მითმენდა...
ხელი გავაცურე მისკენ და მაგრად ჩავჭიდე.

-გმადლობ.- დავიჩურჩულე ღრმა ამოსუნთქვისას.

-იდიოტო.- იმანაც წაიჩურჩულა.

-------------------

მეც და ვიკასაც დღის შუქი გვიყვარდა. დილით ორივე ფარდებს ვწევდით და ოთახებს ვანათებდით. ყველა ოთახის ფანჯარას ვაღებდით,რომ ჰაერი გაწმენდილიყო. მერე სახლში ჰარმონია შემოაბიჯებდა სახლში ამაყად. შემოჰქონდა სიმშვიდე, სინათლე, სიყვარული და სხვანაირი სითბო.

საწოლზე წამოვჯექი.უჩვეულო სიმშვიდე იდგა სახლში.მეც უჩვეულო სიმშვიდით ვიყავი მოცული. ფეხზე ავდექი.ზეწრები უნდა გამოგვეცვალა უკვე და ეგენიც მოვაშორე საწოლს. შხაპიც უნდა მიმეაღო.
ჩემნარი ზოზინა ადამიანისგან გასაკვირიც კია, მაგრამ 20 წუთში მზად ვიყავი და საფეხურებზე ანცი ბავშივით დავეშვი. სარეცხ მანქანაში შევყარე თეთრეული.

ძალიან უცნაურია,არავინაა სახლში.სამზარეულოში გავედი,ნაძირალა ტაბიძეს გამომცხვარი ნამცხვარი მივირთვი.ისეთი გემრიელი იყო,მე რომ არასდროს გამომივიდოდა.

მასზე ვბრაზობდი და მწყინდა. ისეთი მრისხანება შემომაწვა,ახლა რომ გამოჩენილიყო გავგლეჯდი შუაზე.
არა,ღირსი ხომ არის,ცოლად გავყვე და სიცოცხლე გავუმწარო?

-თვით არისტოკრატია ზის გრაციოზულად და კლასიკური მუსიკის გარეშე მიირთმევს საყვარელი ადამიანის მიერ გამომცხვარ,უბრალო ნამცხვარს?!- ტაბიძე მიჰყრდნობოდა კარის ჩარჩოს. მგონი წუხანდელი გაუგონია.

-წესით,უბრალო პლებე,ამდენს არ უნდა საუბრობდეს!თანაც თაღლითი პლებე.-თვალი ავარიდე. სიბრაზე ჯერ კიდევ ყელში მაწვებოდა.

-დიდი ოხუნჯი ვინმე ბრძანდებით,მადამ.-ბროწეულის წვენი ჩამოვისხი და არაფერი ვუპასუხე.-პასუხსაც არ ვკადრულობთ?!

-ძალიან მომბეზრდი,იცი?!- გაღიზიანებულზე შემეძლო უკიდეგანოდ უტაქტო ვყოფილიყავი და ეს ჩემი დიდი მინუსი იყო.-შენი ყველაფრიანად.- მისკენ მივბრუნდი.

-მე კი ჯერ ახლა ვიწყებდი შენს შეცნობას.-მოვსვი და ჩამეღიმა სიმწრით. -მობეზრება ცოტა გვიან მოდის ხოლმე.

-დაგეთანხმები ჩემს საინტერესოობაში, მაგრამ შენ რომ უკვე გაიშიფრე,პატარავ?!-ტუჩი მოვიკვნიტე.

-მასე დარწმუნებითაც ვერ ვიტყოდი, შენს ადგილზე.- ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. ნერვებს მიშლიდა, ცოტა მაკლდა ის ჭიქა არ შემელეწა პირდაპირ სახეში,მე რომ ხელში მეჭრა.

-კარგი.- ჩავიღიმე.

-ვივი,ველი შენს პასუხს. 2 კვირა მალე ამოიწურება..

-მგონი,სმენადაქვეითებული ხარ,ხომ?!

-რა ვიცი, ფორმა 100 მოგიტან და გადახედე, რამე პრობლემა თუ მაქვს, ვიმკურნალებ.- ნერვიც კი არ უტოკდებოდა.

-მუსკულა,ბიჭუნავ! შარს ნუ ეძებ. ნაბიჯის გადადგმამდე, გზას თუ გახედავ,აუცილებლად დაინახავ, რომ ერთზე ასიანი დაგერხევა. ჰოდა,ის გზა,რომელიც ახლა მარტივი და ხარისხიანი გგონია, შეიძლება, სულაც ჩაიხერგოს.
ჭკუას მოუხმე!- მაღიზიანებდა მის სახეზე მოფენილი ღიმილი. რაღაცას აზეიმებდა.

-ოდესმე მითქვამს, რომ ძალიან უცნაური ხარ?!- იდიოტი!

-რა ვიცი,არ მახსოვს. -მხრები ავიჩეჩე და აწ უკვე ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩავდგი. კარისკენ წავედი, იმ იმედით, რომ მარტივად ავუვლიდი გვერდს.- აბა ჰე და აბა ჰო, კაცუნ! გამატარე.

-ჯერ მითხარი, გამომყვები?!

-მორალურად ძალადობ და გცემ!- შევუბღვირე.

-კარგი რა, მიდი!

-აი,რომ გამოგყვე..რა ხეირი გაქვს, მოქალაქეობის მიღების გარდა?! - სერიოზულად დავვინტერესდი. აღარ მინდოდა, დაენახა როგორ მტკიოდა.

-შენ იქნები ჩემთან.- მხრები აიჩეჩა.

-როდის დამთავრდება თამაში?!- უკვე დავიღალს.

- მგონი აქ უსასრულობის ნიშანი გვინდა ან გაურკვევლობის.

-აგჰ,ანუ დრო გვიჩვენებს.- ტუჩები მოვმუწე.

-მომყვები?!- თვალები გაუფართოვდა.

-როცა ერთი იდიოტი თავს იფეთქებს,მეორემ ხელი კი არ უნდა შეუწყოს,არამედ აზრზე მოიყვანოს. ჰოდა,ის გენიოსი მე ვარ,ჯიჰადისტ!- ცერებზე ავიწიე და წამოზრდილი თმა ავუჩეჩე. ძლივს შევიკავე თავი, მართლა.

-მაგარი მეტაფორები გაქვს რა.- გაეღიმა.

-კი,აქებენ.-წარბებით ვანიშნე გაწეულიყო.

-ქორწინება აფეთქებასთან რატომ ასოცირდება?- მკითხა.

-და,აბა, ქორწინებაში მყოფი ბედნიერი ადამიანი მანახე.- ჩამეღიმა.

-ანუ ცოლად რომ მოგიყვან, უბედური ვიქნები?

-რომ არა,ძმაო! თუ.

-ძმაო არა,ახალგაზრდავ. ბოლო ბოლო 1-2 თვეში ხელს ვაწერთ.- ისეთი თავდაჯერებით თქვა, გეგონება მართლა მივყვებოდე.

-ნუ სულელობ! გამატარე!- ბრაზით შევკარი წარბი.

- რატომ ეწინააღმდეგები იმას,რაც შენც გინდა?!- მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი.

-შენ რა იცი,მე რა მინდა?! წარმოდგენა არ გაქვს,რა მინდა.

-დაიცა,ისე შემიყვარე, ჩვენს ოჯახზე არ გიფიქრია?

-ძალიან გაბლატავდი.- თავი გადავხარე გვერდით.- ისეც არ მიყვარხარ,მთელი ცხოვრება რომ გიტანო.- ისე ვთქვი, ვითომც არაფერი.

-მონატრება ძნელი იქნება.- ვიცი. ვიცი და ვიცი. ჩამოვიკაწრე.

-ვისთვის როგორ.- თავი დავხარე.

-ჩემი არ ყოფნისას,ვინმე რომ გაიკარო..

-საერთოდ არ იქნება ეგ შენი პრობლემა! ის სხვა თუ იქნება, ვეყვარები მაინც,თან ისე ვეყვარები, ორივეს რომ გვეყოს.- როგორ ვიტყუებდი თავს და როგორ ვატყუებდი მას.

- იქნებ და ხვალ ჩავიდეთ?

-სად მიდიხართ,კი მაგრამ?!

-მივდივართ, ჩვენ ორნი. თბილისში.

-დედა,რავა გირახუნია ეგ თავი.. ძალიან ჩამოარტყი?- შეწუხებულმა ვკითხე.

-ამხელა იურისტი გოგო და მაიმუნი ხარ.შეგშვენის?

-მამაჩემი დაგამშვენებს შენ, თუ არ მოისვენებ და ჩემი ძმა დაგიმატებს. თან 2 მყავს,არ დაგავიწყდეს.

-დაიცა, 2 ხო პატარაა შენზე.- მიღიმოდა.-ხულიგანო..

-პატარა ეძახე და ჯანზეა.

-აა,ხო! კარგი,მოვიდნენ და მიტყაპუნონ,ჯანდაბას.

-გამატარე რა,იდიოტი ხარ.- გამეცინა.

-ისევ შენთვის,თორემ მე რა..

-სულ ჩემზე დარდი არ გაძინებს რა..

-აი,შენ კი არ გაძინებს.- ისეთი მომთმენი და ამტანი იყო, მაგიჟებდა.

-გამატარებ თუ სამაშველოს გამოვუძახო? თუ თავი გამჭირვალე გგონია?

-ჰე,შეგიძლია ჩამეხუტო.- კარში დადგა და ხელები გაშალა.

-შენთან ჩახუტებას,ყველაფერი მირჩევნია.- ცხვირი ავიბზუე.- ფარისეველო მაქინაცისტო!

-აი, როგორი ეჭვიანი ხარ!

-გეთანხმები. დედა პატარებს რომ ეფერება, მეც ვუძვრები.- ვუღიმი ისე,თითქოს სულ არ ვბრაზობდე.

-არა,მაინც რატომ მეწინააღმდეგები,ვერ ვხვდები რა.

-მთელი 2 წელი,ტაბიძე! მთელი ორი წელი,არ გიაქტიურია და ახლა, გადაწყვიტე მეცე?! რა იყო, ეგეთი მარტივი ვჩანვარ?!

-ისე.. მართლა რამდენი დრო გავიდა.. - ჩაფიქრდა.

-მეც მაგას ვამბობ. გამატარე ახლა!- შევუღრინე.

-შენ აცრაზე წაგიყვან ერთხელ.

-ჯერ გიკბენ,ისე უხერხულია! გამოიწიე!- ხელით ვეცადე გამეწია.- ვატო,რა გჭირს?! აბეზარი ხარ, ძალიან!

-გაბედავ ჩემთან ერთად წამოსვლას?!- გამბედაობაზე მესაუბრება?!

-შენ კარგად იცი,პასუხი.

-ვერ გაბედავ?!უბრალო ეჭვის გამო?!

-მე რომ ახლა ეგ ნაბიჯი გადავდგა, ძალიან უნდა მჯეროდეს შენი და უნდა მიღირდე.

-არც მენდობი, არც გიღირვარ.. რა გამოდის,ტყუილი ყოფილა

-არა,ვატო. გიცავ შეცდომისგან.

-შეცდომისგან?! რატომ თვლი..

-ოჯახი სიყვარულია. სიყვარულს მოაქვს ერთგულება და სიმტკიცე. მოაქვს თავგანწირვა.

-რაღაც,არ ფიქრობ,რომ ტყუილად ნერვიულობ?! ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღე მარტივად გადაწყვეტილება.- ჩამეცინა.

-ჰოდა, მივიღე.

-არ მიგიღია, ვივიენ!- ამოიოხრა.

-ხატია წაიყოლე ან რომელიმე სხვა,თუ ფრანგული სისხლით დაილია ხალხი?!

-ამმმ,შერჩევით ტურს გამოვაცხადებ.

-არ იღლები?

-რას კადრულობ?! ვისვენებ შესანიშნავად.

-აუ,გამატარე რა!- ნერვები მომეშალა.

-გაიარე..- გადგა. გავმწარდი და თან როგორ! კიბები გიჟივით ავირბინე და კარი მივაჯახუნე.

მეც შევიყვარე რა-გენია..
--------------
გაქცევა იყო გამოსავალი,თორემ ამხელა წნეხს ვერ გავუძლებდი.
მაინც ვვმერყეობდი. ვერც წასვლა გამებედა და ვერც დარჩენა. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების ამბავი ტრიალებდა.

უკვე მილიარდჯერ ვიცვალე გვერდი საწოლში. გამოსავალს ისევ წასვლაში ვხედავ.

... სულით ობლობა..

...მე... და მე...

ბალიშს ვხვევ ორივე მკლავს.

დავიღალე,საშინლად დავიღალე ჩუმი კივილით! ვყვირი და არავის ესმის! თვალებში ვუყურებ ხალხს და ვერავინ ხედავს. ვწერ... ვერავინ ხვდება.
ათღთოლებულ სუნთქვას ვაყოლებ ცრემლებს.


***
ფარდა დაეშვა,
გაშიშვლდა სცენა,
თვალებს ხუჭავენ,
ეცემათ ბნედა.

უთხელეს კანზე, მოჩანს ვენა,
დავიკივლე და ვინმეს ესმა?!
ძალიან დაღლილს,აღმომხდა კვნესა,
გაიგონეს და ეცათ ელდა.

სისხლიან ცრემლებს
მოჰყვება შხამი,
ჩამალულ დარდებს, ასკდება წამი.

------
ოთახში შევდივართ.
-ანუ,გადაწყვიტე?- ფანჯარას უახლოვდება.

-კი,ვიკა. შენი დატოვება არ მინდა, მაგრამ მე უნდა წავიდე. იმასთან ერთად, კიდევ უფრო მეძნელება.

-ეეხ,მილიონერიც რომ იყო, 100%-ით დავიჯერებდი. ვიფიქრებდი, ტაბიძე დახამდა- თქო.

-მაინც სასურველი ვარ. ვერაფერს იტყვი.- გამეცინა.

-ნამდვილად. რაც შეუკვეთე, ის ჩამოგივიდა და მაინც უკმაყოფილო ხარ.

-კი,დედა ამბობს,უკმაყოფილო დაიბადეო.- ვვოხრავ.

-არ მინდა წახვიდე იმ ვირის გამო.

-ეგ ვირია მიზეზი,ჩემი წასვლის.

-სახლში არ ჩაჯდე და ცრემლებში არ ამოიხრჩო! იცოდე, ერთხელ მაინც რომ გამოგიჭირო ეგეთ დღეში,გცემ!

გავუღიმე.თავიც დავუქნიე დამჯერი გოგოსავით.

სიმართლე ის იყო, რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი. აი,ახლაც! გული გაქცევისკენ და მარტობისკენ მექაჩებოდა. არადა,მინდოდა ვიღაც მომხვეოდა ტირილის დროს, დავეწყნარებინე და ეთქვა, რომ პრობლემის გადაჭრაში მომეხმარებოდა. მინდოდა, უთქმელად შეემჩნიათ რაღაც და ვერავინ ამჩნევდა, მაინც.
ვიკასთვისაც უცხო იყო ეს შეგრძნებები, ამიტომ ვერასდროს შეძლებდა გაეგო ბოლომდე.

-უშენოდ ღამე ძალიან ცუდი იქნება.

-ჩემთვისაც,ვიკატორე.- მიახლოებული მოვეხვიე.
------

-გახსოვს,რა გითხარი?! გაიქეცი, დამემალე სადაც გინდა,მაგრამ მაინც გიპოვი-მეთქი.

-ვატო,ვერ მაშინებ,იცი?! თუ გინდა, სულაც ნიტროშენთებულმა მსდიე.- მკლავი გამოვგლიჯე უხეშად.

-ნუ მეუბნები,რა გავაკეთო.

-არ გეუბნები,გთავაზობ.- შემოვბრუნდი წასასვლელად.

-ჩემს იქით,გზა არ გაქვს.

-ახლა,შენს ჯიბრზე მოვიყვანო ქმარი? ესე გინდა დაგიმტკიცო?- შებრუნებული ვახლი. ისეთი გამწარებული ვარ, შემიძლია ეგ ნაბიჯიც გადავდგა.

-ვივიენ.-ყურთან იხრება.- უჩემოდ ვერ შეძლებ. უჩემოდ არაფერია..- ცხელი ჰაერი მომეფრქვია. ჟრუანტელმა დამიარა.

ხომ შეიძლება არ მიყვარდეს?! ხომ შეიძლება?!

მკლავზე დამისვა თითები. შემაკანკალა. თბილი თითები აქვს, რაღაცნაირად დამუხტული.

-ვივი..-მკლავს აუყვა ანცი თითებით. გადავიდა ყელზე და ბოლოს ნიკაპში ჩამავლო. კანი ამეწვა. მეგონა ყველა ადგილას ისე მეხებოდა,როგორც წამის წინ.

-ვატუნა..-თვალებდახუჭუმლმა ამოვთქვი.- ცუდი ბიჭი ხარ, ძალიან.

ჩაცინების ხმა შემომესმა. თვითკმაყოფილი იდიოტის როლში იყო.
ხელები კისერზე შემოვხვიე. თავიდან დიდი სიფრთხილით და რიდით..
დახრა მოუწია.
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, აფართხალებული გული მიშლიდა ხელს, საკუთარი ფიქრების გაგებაში. მერე ამას მისი მტევნების ჩამოლაგებაც დაემატა ჩემს თეძოებზე.
ტუჩები მივიტანე მეც მის ყურთან.

-ერთხელ ყველაფრისთვის ან მე დაგსჯი და ან ღმერთი.- სუნთქვა ამიჩქარდა. თვითონ თეძოებზე წამიჭირა ხელები.

-სასჯელს ველი,ძალიან ტკბილს.- ამოიჩურჩულა.

-მიიღებ სასჯელს, მიიღებ.- ვეღარ მოვითმინე და ლოყაზე ვაკოცე. მისი კანი რომ ვიგრძენი, მოშორება აღარც მინდოდა. ისევ მიმეხუჭა თვალები,ტუჩები ვერა და ვერ მოვაშორე. არც ის იჩენდა ინიციატივას სიშორისთვის და ესეც მყოფნიდა.

-არ წახვიდე,ვივიენ!-ისევ გამახსენა ყველაფერი. თავი მკერდზე მივადე და ხელები ზედვე მივატოვე.

-წავალ. ესეა სწორი.- დავეხსენი. ვერ გავვუძლებდი, ვერანაირად.
----

-ნიკუშ,თბილისში როდის აპირებ წასვლას?

ვეკითხები თვალების ცეცებით. არ მინდა ვინმემ გაიგოს ჩვენი დიალოგი.

-ხვალ, დილით.

-მეც წამოგყვები რა. დედამ დამირეკა,ვჭირდები და უკან უნდა დავბრუნდე.- ტყუილი მოვიგონე უცებ.

-კარგი რა?!-წარბები შეკრა.

-სხვა გზა არ მაქვს.- თავი დავხარე.

-მესმის,მაგრამ .. ჩამოგაკითხავთ!

-არა,არა!- წამოვიყვირე ეგრევე.- დაისვენეთ, განიტვირთეთ.

ბევრი ვეცადე და ძლივს დავარწმუნე. დავაჯერე რომ ესე სჯობდა.
ესე იყო სწორი ან არასწორი, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო.
------------
-იმედია,ისევ შევხვდებით.- გულდაწყვეტილი მოვეხვია ბატონ ცოტნეს.

-აბა,რა! კიდევ ჩამოხვალთ.. ან შენ ჩამოხვალ.- თავზე მაკოცა მზრუნველად.

-დიდი მადლობა.ვერასდროს დავივიწყებ,ხომ იცით?!
------

-მიყვარხარ,მაგრამ მაგარი ჩმორი ხარ!- სანდრო მიჩეჩავს თმებს.

-სანდრო, დაგაგდებ და დაგახტები დოინჯით.-ვემუქრები. თმებს ვიწევ მაღლა და მანქანის სარკეში მონდომებით ვიყურები.- ვიკას გაუფრთხილდით და არ აწვალოთ. ფეხით ჩამოვალ და გცემთ!-თითი დავუქნიე.

-ჰე,ზუნ! წავდივართ!

-ეროვნულზე, ქართულის გამოცდაში რამდენი ქულა აიღე?

-შენზე მაღალი,ვითომ არ იცოდე.

-ჩემზე მაღალი... საინტერესოდ ჟღერს.- აივნიდან ტაბიძე მიყურებდა.

-ეეი,წამალი დაგავიწყდა!- ვიკა მოდის ჩემკენ.- ისე ვერ აიტან მგზავრობას.

-და ახლა,დრამინას კაიფში უნდა იყოს?!- ნიკო ღელავს.

-აბა,ყოველ 10 წუთში გაუჩერებ მანქანას?!

-ეგ კი არა, ტელეფონი დამაკავშირებინე ბლუთიზით. სიმღერები ხომ გვინდა!- წავიწუწუნე და მობილური მივაწოდე.

-ოხ,რა ზარმაცა ხარ!

----
მეძინებოდა,თან ძალიან. წამალმა საერთოდ მომთენთა. თვალები მქონდა დახუჭული და ნიავის ხმაურიან ნავარდს ვუყურადებდი.



დათოვლილ მთებში,ერთი ხიდია..
იქ მისულთათვის შვება დიდია.

მუცლიდან ზემოთ ავუყევი და ჯვარს ჩავეჭიდე.

"გადამარჩინე...გეხვეწები... "

სუსტად გაისმა ჩემი ხმა.

-----
საყრდენი გეცლება. ეშვები უმაღლესი წერტილიდან. კივილს ვერ ასწრებ,სუნთქვაც კი ჭირს ასე.. ეხეთქები დამშვიდებულ, მაგრამ ცბიერ ტალღებში. ეშვები, ნელ-ნელა.
მიგათრევს.
გიპყრობს უჰაერობა და სიცივე ნარევი სისველე.
შიში გეპარება ძალიან ჩუმად, ფეხაკრეფით... მალულად, ბოროტად.
ჯერ ცოცხალი ხარ, ზღვის ზედაპირზე ცდილობ დარჩენას, რადგან სიცოცხლე გინდა და მაინც, რაღაცნაირად არ შეგიძლია.

.......
-ვივი,უკვე დაბრუნდი?- დედა მიკრავს გულში.

-ჰოო,მომენატრეთ ძალიან...- ვხვევ ორივე მკლავს.
სითბო მჭირდება ძალიან. თვალები მემღვრევა, რადგან ნანახი განცდები მებრძვიან. მეჭიდებიან, რადგან ჩემი გაშვება არ სურთ.
თანაც დედა ხომ ის ადამიანია, ვისი კანიც მილიარდობით ადამიანისას გირჩევნია?! იმას ხომ სხვანაირი სურნელი ასდის?! იმისი ნათქვამი სიტყვა, ქვეყნიერებას რომ გვირჩევნია და იმისი ერთი კოცნა,მალამოდ რომ გვედება გულზე?!
მიყვარს ჩემი ლამაზი დედიკო. ნაზი კანით,თბილი-სევდიანი თვალებით. მოსიყვარულე გულით და გადამეტებული მზრუნველობით.

სხვანაირად არც შეუძლიათ დედებს.

-ჩვენც..- ლოყებზე მკოცნის და ისევ მიკრავს. მგონი გრძნობს რომ არ ვარ კარგად. -ვი, რა კარგია,რომ დაბრუნდი. -გული მიჩუყდება.
ბავშვები კივილით გამორბიან. მუხლებზე ვდგები და ორივე ხელს ვშლი.

-აააააა...- ვკივი და ორივე მათგანს ვიკრავ.
-------
რაღაცები მეორდება,რაღაცები კი უბრალოდ აღარ ან ვეღარ.
----
ვიკამ ხომ დამაბარა,იწანწალე გარეთ,გაერთეო. არც ვიწანწალიჩე და არც გავერთე. ოთახში ვიყავი მთელი დრო.
ვიწექი ავადმყოფივით უღონოდ. ზედმეტი განძრევის თავი არ მქონდა. გული სუსტად მიცემდა, ძალა არ მქონდა სიცოცხლისთვის. მეჭირა მობილური და ვწერდი უამრავს. ვიწექი და ვწერდი..
ძალიან ცოტას ვჭამდი, ძალიან ძალიან და თავბრუ მესხმოდა.
იმდენად ცუდად ვიყავი, კითხვა მიჭირდა. დედაც მეჩხუბებოდა.. ხან რა მეშლებოდა და ხან რა..
ბავშვები ხმაურობდნენ და პირდაპირ ფსიქიკაზე მოქმედებდა ქაოსი. მერე მომიწვებოდნენ მთელი რიგი მოთხოვნებით და მრევდნენ...
ხანდახან იმდენად გულწრფელად მაცინებდნენ, სულ მავიწყდებოდა, რაღაც მავნე რომ ცოცხლობდა ჩემში.
საღამოს ისეთი დაქანცული გახლდით, თითქოს ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა.
მალე ღამდებოდა, ძალიან მალე.. ისე მეპარებოდა დრო,ვერც ვგებულობდი. მერე რომ არ გამერეკა ძალიან, წიგნები მეჭირა, ძალით ვკითხულობდი და მერე გაღიზინებული ვტიროდი. მაინც რა მაზოხიზმია,არა?!
მერე მთვარის სონატას ჩავრთავდი და თითებს ისე ვათამაშებდი, თითქოს კლავიშებზე ვუკრავდი. გიჟური შეგრძნება იყო.. თითქოს ჩემში შემოქმედებითობა იღვიძებდა...

მერე მოკუნტული ვწვებოდი. რამდენჯერმე მამაჩემი დამხედავდა და ძალით წამომაგდებდა ფეხზე. კომედიურ სერიალს ჩამართვევინებდა და სასაცილო კომენტარებს ურთავდა. ხან ძალით ვიცინოდი და ხან გულით. მერე მკითხა, ვინმემ ხომ არ გაწყენინაო და მე არაფერი მითქვამს.
თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, ძალიან ცუდად და სუსტად. ბრძოლით ვიყავი გადაღლილი და წამოდგომის,წინააღმდეგობის ძალა სულ არ მქონდა.

ფსკერი მეძახდა ძალიან ხმამაღლა. სხვებს არ ესმოდათ, არ ვიცი რატომ... ჩემთვის იყო ძალიან ნაცნობი. მაშინებდა, მტანჯავდა. მეც ჯვარს ვუჭერდი ხელებს და დაზეპირებულ ლოცვას ვიმეორებდი. მაშინვე რაღაც ხმაურობდა და საკუთარი ბგერები აღარ მესმოდა.

გადიოდა დრო.კივილი მინდოდა- მე არ შემეძლო. გადიოდა დრო, სხვები იცინოდნენ-აღარ შემეძლო.
გადიოდა დრო, ბნელდებოდა და მე რა შემეძლო....

უკვე გაზრდილიყო მოწამლული ნაყოფი. სხეულით დავათრევდი არასასურველს,ვერ ვაგდებდი.
-------

*ქვემოთ გელოდები,ჩამოდი!*

მესიჯს დავყურებდი გულაჩქარებული, მაგრამ საშინელი გულგრილობა მჭირდა. ვერ აღვიქვამდი ბოლომდე რისკებს და ვერც იმ მონატრებას, რაც ტაბიძის მიმაღტ მჭირდა.

*არა!*

*კარგი,15 წუთში ამოგაკითხავ მაშინ და მამაშენს პირადად გავიცნობ.* - ჯანდაბა! ტაბიძე!

*დამელოდე.*

ახლა რა ვუთხრა მშობლებს?!
ტვინი მიდუღდება ფიქრით. დედასთან გავდივარ, სხვა გზა არ მაქვს.

-დე,ახლა უნდა გავიდე.- ტუჩების კვნეტით ვიწყებ ლაპარაკს. თითებს ვიწვალებ.

-გვიანდება,ვივი! - წარბები შეკრა.- სად უნდა გახვიდე?! თან არაფერი გიჭამია...

-გეხვეწები და რომ ამოვალ, მოგიყვები. მამას უთხარი, აფთიაქში გავგზავნე-თქო! გთხოვ,რა.

-დამიცადე,მეც ჩავიცმევ და..- სკამიდან წამოდგა.

-არა,არა. ნუ ღელავ, არაფერია ისეთი. გპირდები, უსაფრთხოდ ვიქნები და არაფერი მოხდება. მთელი მოვალ!- ძალიან ვთხოვე.

-კარგი. იცოდე ფრთხილად! - თმაზე მისმევ ხელს და კარში მაცილებს. ფეხზე უცებ ვიცვლი და შეშლილივით ჩავრბივარ კიბეებზე.
სადარბაზოში ბნელა, ესეც კი მაშინებს და მთრგუნავს.
ფეხებში სისუსტე მაქვს, მეშინია ძირს არ დავასკდე.
ტაბიძის ნომერს ვეძებ ანერვიულებული და ვრეკავ.

-ჰოუ.

-ჰოუ,კი არა.. შეიძლება ჩემებმა გამოიხედონ ფანჯრიდან და მანქანა გაიყვანე ეზოდან. მე გამოვალ 5 წუთში.

-ვივიენ..

-თუ ჩემი ნახვა გინდა, გააკეთე რასაც გეუბნები!- გულისცემა ყურებში მესმის.

-მაღაზიამდე ჩამოდი,იქ დაგხვდები.-გავუთიშე.

რაღა უნდა ჩემგან?! რა ჯანდაბა,ხდება!

ღრმა სუნთქვებით ვცდილობ თავის დაწყნარებას,მაგრამ არ გამომდის.
სადარბაზოდან გავდივარ. უცნაური შეგრძნება მეუფლება. რამდენი ხანია გარეთ არ გავსულვარ..

მაღაზიამდე ჩავდივარ სვენებ-სვენებით. ესე ადრეც კი არ ვყოფილვარ.
მანქანაში ვჯდები.

-გამარჯობა.- მესალმება.

-გაგიმარჯოს.

-ცოტა გავიაროთ,კარგი?! მეზობლებმა არ დაგინახონ.

-კარგი.- ვეყრდნობი მანქანის სავარძელს. არაფრის თავი არ მაქვს. ძალიან დამღალა ამდენმა წინააღმდეგობამ და გამართულად დგომამ.
მეც ადამიანი ვარ.

რადიოს რთავს. იქაც ისეთი სიმღერა ირთვება,მე რომ შემეფერება.
ვიტნიც მთელი გულით მღერის და კიდევ ერთხელ მინდება გავქრე.

Share my life
Take me for what I am
'Cause I'll never change
All my colors for you
Take my love
I'll never ask for too much
Just all that you are
And everything that you do- ჩუმად ვღიღინებ გულში. რაღაც ძაფივით წყდება. თვალებს ვხუჭავ.

I don't really need to look
Very much further
I don't want to have to go
Where you don't follow
I will hold it back again
This passion inside
Can't run from myself
There's nowhere to hide

Don't make me close one more door
I don't want to hurt anymore
Stay in my arms if you dare
Or must I imagine you there
Don't walk away from me
I have nothing, nothing, nothing
If I don't have you, you, you, you, you

ნეტავ შემეძლოს საკუთარი თავისგან გაქცევა. უკან აღარც მოვიხედავდი.

You see through
Right to the heart of me
You break down my walls
With the strength of your love, hm
I never knew
Love like I've known it with you
Will a memory survive
One I can hold on to

I don't really need to look
Very much further
I don't want to have to go
Where you don't follow
I will hold it back again
This passion inside
I can't run from myself
There's nowhere to hide
Your love I'll remember forever

Don't make me close one more door
I don't want to hurt anymore
Stay in my arms if you dare
Or must I imagine you there
Don't walk away from me
I have nothing, nothing, nothing

Don't make me close one more door
I don't want to hurt anymore
Stay in my arms if you dare
Or must I imagine you there
Don't walk away from me
No, don't walk away from me
Don't you dare walk away from me
I have nothing, nothing, nothing
If I don't have you, you
If I don't have you, oh you

თავს გვერდით ვაბრუნებ და დახუჭულ თვალებს უფრო მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.
ვერ აღვწერ იმ გრძნობებს,რაც ჩემს თავს ტრიალებს. ვერ გადმოვცემ იმას, რაც ამდენ ყუთშია შეფუთული და მიჩქმალული. ვერც ვერავინ გაიგებს და არც არავის ესმის...

-არ უნდა წასულიყავი.- თითებზე მეხება. მანქანა გაუჩერებია. ლისზე ამოვუყვანივარ.

ძალიან მიყვარს. ღმერთო ჩემო, რა ვუყო ამ გრძნობას?! სად გადავაგდო? როგორ ამოვიგლიჯო?

-ვატო,არ უნდა თუ უნდა, ჩემი გადაწყვეტილება იყო და არის. პასუხს ვაგებ შედეგზე!- ხელს ვაცლი. - თუ უბრალოდ უნდა გამკიცხო,დაიწყე და მივიძინებ უცებ,ქვეყნის ცოდვა მაქვს, სანამ შენ ბოლოში გახვალ...

-ვირი ხეზე ავაო თუ რას ამბობენ?- თვალებგაფართოებული შევყურებ.

-რისთვის ვართ ჩვენ აქ? შენ ხომ უკვე წასული უნდა იყო კოჯორში თუ წოდორეთიო..ვერ ვიხსენებ..

-ვივიენ,ვერ წავალ უშენოდ საფრანგეთში. იცი შენ ეს ძალიან კარგად.-დაიწყო.

-და მე მაიძულებ,ჩემი თავი.. ჩემი ყველაფერი გადავდო?!- წამოვიმართე უცებ.

-დაგეხმარები! სულ ერთად ვიქნებით იქ..

-ვატო,ახლა კარგად მომისმინე!- ძალიან დაღლილი ვარ,ვერც კი ვბრაზობ,იმდენად.- ვერ გამეყრები მარტივად. იცი ეს რის გამოცაა.. მამაჩემი თუ გაიგებს,რომ რამე მიქარე,ისე გაგაქრობს, გააზრებასაც ვერ მოასწრებ. ჩემი ძმა,ცალკე დაგბეგვავს და მე მომიწევს ქვრივად დარჩენა.-რაღაცის თქმას გეგმავს.- არა! მადროვე. არ გიყვარვარ! გარდა ამისა, ვერ ავიტან მოღალატე ქმარს! რაც არ უნდა იყოს, ჩემი ჩემია!- მკაცრად ჟღერდა,მაგრამ ესე ვთვლიდი. - შენ არ ხარ მზად ჩემთვის. ვატო, კარიერას მწირავ და წირავ...

-ყველაფერი შეიძლება მიწოდო, მოღალატის გარდა.- მშვიდად თქვა.- განქორწინებაზე კი ძალიან ჩაიციკლე.

-ბოლო ეგაა.-უღონოდ, გულისწყვეტით ამოვთქვი.

-ვი,ძალიან მჭირდება იქ წასვლა და თან შენთან ერთად.

-ხვდები მაინც რას აკეთებ?!- ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე.

-კი!

-არა,ვერ ხვდები!გიჟი ხარ, ადამიანო?!

-ვივიენ,ვხვდები და მინდა! შენც გიყვარვარ და ამიტომ, არ ვამბობ უარს.

-ღმერთის გწამს?- თვალებში ჩავაშტერდი.

-რას მეკითხები?!

-ვატუნა, გეშინოდეს მაშინ!

-ვი..

-გამოგყვები! წამოვალ. ვიღებ მოვალეობას და იღებ შენც. შენ დაელაპარაკები ჩემებს. შენვე აუხსნი, ან მოიგონებ ტყუილს..- თავი დავხარე.
ვინც მიყვარს,იმას არ ვუყვარვარ. ვნადგურდები? კი! მაშ მნიშვნელობა არ აქვს,რა გამანადგურებს...

-დარწმუნებული ხარ?

-მე არაფერში არ ვარ დარწმუნებული. არც დაოჯახება შედის ჩემს გეგმებში და არც მამაკაცი საერთოდ.- პირდაპირ მივახალე.- ვიღაც რომ გიყვარს, გგონია რამეს გეგმავ?

-მე..

-რა შენ? დაიკიდე,ვატო. ყველა იკიდებს! შენც დაიკიდე! - სახე გვერდით გავატრიალე.

-ვეცდები ბედნიერი იყო.

-კარგი.- ისე დავეთანხმე,როგორც ყველას ყველაფერში ვეთანხმები. არადა,არ მჯეროდა იმის,რასაც ამბობდა.

-უკვე ჩემი ხარ..

-ოღონდ,ეგ ბანალური ფრაზები არ გვინდა რა.- ფანჯარაში გავიხედე.- შენი,ჩემი... ეს სუბორდინაციულობა ძალიან მოსაწყენია. ორივემ კარგად ვიცით, რას ვაწერთ ხელს.- ძალიან ცივი ვიყავი. ძალიან...

მომავალი რომ ვერ დავინახე, იმიტომ მივეკედლე სხვას.
არ არის სწორი. ვიცი,შეცდომაა.

-ახლა,სახლში მიმიყვან? ინერვიულებენ..

-მადლობა.- სერიოზულად?! მეცინება.

-შეგერგოს.- მხარზე ხელს ვუტყაპუნებ.

-ცოტა არაადეკვატური ხარ,მაგრამ ხასიათი გაქვს. არ მოვიწყენ.- ჩაეღიმა.

-ნამდვილად. მე ვიზრუნებ პირადად, ვატო!

-როდის ამოვიდე?

-როცა გინდა. მაინც არ ვვოჯახდებით სიყვარულით.- მხრებს ვიჩეჩ.

-ხშირად უნდა იძახო?

-დიახ. სხვა რაღაცასაც შეგახსენებ ძალიან ხშირად.

-უკვე დამაინტერესე..

- ჯერ სად ხარ. ახლა იწყება ყველაფერი.- წარბები ავწკიპე.- ისე, ჯვრისწერა თუ მოითხოვეს, არ გაგიკვირდეს.

-აუ.. მაგასაც მოითხოვენ?-შეწუხდა.

-დიდი ალბათობით. ბავშვი ჯვარდაწერილ წყვილს უნდა ეყოლოსო თუ რაღაც მასეთს ამბობენ.- მხრები ავიჩეჩე.

-ბავშვს არ ვაპირებთ.- ეგ ისედაც ცხადი იყო,მაგრამ ასე მოხლაც არ იყო ჩემთვის კარგი.

-აწი დაემორჩილე და საძინებელში რამეს ვიზამთ თუ არა, ჩვენ გარდა არავის ეცოდინება.

-ეგეც მართალია. დავიცავთ თუ არა თავს, ჩვენი გადასაწყვეტია. ფეხით არ გავიაროთ?- ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან.

-ჩემთან ერთადაც არ დაგაძინებ და სხვა დანარჩენი ინატრე რამდენიც გინდა.

-უკარება გოგონა ხარ?

-აი,გოგონას ან ქალს იტყვი, თუნდაც ღადაობით და გაგშორდები.- გამეცინა.- ნუ გოგონა კიდევ შეიძლება,მაგრამ მეორე არა!

-ხანდახან მგონია,რომ ყველას მაგრად გვეკაიფები შენს "პონტში".

-და ახლა რა ვქნა, ეჭვები დავადასტურო თუ გაურკვევლობაში გამყოფო?!- მანქანის კარი გამოვაღე და ფრთხილად გადავედი. თავბრუ მესხმოდა.

-დაიცა,ჩავკეტავ და გავიაროთ.- შემომთავაზა.

-პირად სივრცეში მეჭრები?

-ვივიენ,გეყოფა ენამწარეობა. მალე საწოლიც კი საზიარო გვექნება და იქ სიმწარე არ გვინდა.- ამედევნა. ბილიკს გავუყევით.
რატომღაც დღეს ბევრი არ იყო აქ. არადა,აქ სულ არიან ხოლმე.

- შენ რაღაც, დაიმედებული ხარ ხო?!

-კი.- გაეღიმა.

-ახ,იმედი კარგი რამეა.

-ეგ ხო.- წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.-ფრთხილად!- ველოსიპედმა ჩაგვიქროლა.- მგონი შენ თვითონ ხარ სმენადაქვეითებული! ამხელა ველოსიპედი მოჰქროდა და ვერც კი შენიშნე.

-აუ,როგორ გაგიტყდებოდა, რომ ჩავეთრიე ბორბალში..- გავიცინე.

-ნუ!- შემომიღრინა.

-რა იყო,სიმართლეა..- მხრები ავიჩეჩე და წინ გავიჭერი.

-ყოველ წამს უნდა მახსენო?

-არა,რატო.. 1-2 წუთის შუალედს დაგიტოვებ.

-მეღადავები?

-კი.- გამეცინა.

-იცინე შენ,იცინე.. პირველად კოცნა ქორწილში მოგიწევს.

-რატომ?! ჰო და კიდევ, ქორწილი არა. იდიოტობაა.- ტუჩი მოვიკვნიტე.

-აბა,ყველაფერი წესის მიხედვითო?

-დაიცა,შენ რა ჩემი ფეხსაცმლიდან აპირებდი ღვინის დალევას?- გაჩერდა. მერე ისე ახარხარდა, ლამის მეც ავყევი.

-ჰიგიენური ბიჭი ვარ მე, მაგრამ თუ ეჭვი გეპარება,დავლევ.

-აუფ! ძალიანაც რომ მეხვეწო, არა!-

-მაშინ აღარ შეგეხვეწები.

-ჰო.- ახლა მე გავჩერდი. აშკარად დავიღალე. გადაჩვეული ვიყავი ბევრ სიარულს.-უნდა ჩამოვჯდე მე.

გული მიწუხდა უკვე. თან მხოლოდ ერთხელ მქონდა დღეს ნაჭამი.

-მოდი.- ამომიდგა გვერდით და სანაყინესთან ჩამომსვა.- რისი ნაყინი აგიღო?

-არ მინდა. - თვალებში ბინდი მქონდა გადაკრული უკვე.

-ცუდად ხარ. შემიძლია შოკოლადიც მოგიტანო. მითხარი რა,დროულად.- ნიკაპზე შემეხო ფრთხილად და თავი ამაწევინა.
თვალებში ჩავხედე. მართლა ღელავდა,ეს თვალები ვერ მომატყუებდნენ ამ წამს.

-ნაყინი იყოს. შოკოლადის ან მარწყვის..ან ვანილი. სულერთია.- თავი დამიქნია.

-ცოტა მოითმინე და მოგიტან.- მომშორდა წამშივე.
საშინელი მარტოსულობა მოვიდა ჩემთან. კარზე არც დააკაკუნა, ისე შემოვიდა.
წინ გადავიხარე და მუხლებს დავეყრდენი. სახე ჩავმალე ხელისგულში,თან თვალები მივლულე.

ყველაფერი კარგადაა, შენ შეძლებ! გაუძელი! გაუძელი! - შთავაგონებდი ჩემ თავს.

-აი, ნახე რა "ძერსკი" კოვზია. - ფრთხილად გავუსწორდი და მადლობა გადავუხადე.
ეს იყო,რაც შემეძლო.- ეს წვენიც და შოკოლადიც.

-დიდი მადლობა.-ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. ხელის კანკალით მიწევდა პირველი ლუკმის მიღება.
ნერვებისგან,ალბათ.

-მოიცადე,მოდი!

-ჩემით.

-ნუ ჯიუტობ. -გამომართვა.- აბა,ჰე მოვიდა მატარებელი! გამიღე პირი!

თვითონაც გააღო და ისე გამეცინა, თავადაც გამიკვირდა..

-დასანანია, შენ რომ მამობაზე უარს ამბობ.- პირში ჩამტენა კოვზი.

-ესეა,გამოტენილი პირით არ საუბრობენ.- შეტევისთვის რომ მოვემზადე,მეორე მატაკა! - აბა,რა გითხარი!

-უხეშობ!- ხელი გავუკავე.

-გაგტყიპავ ახლა! მიდი,გამიღე პირი, წრიპა!- თან მეწყინა, თან მესიამოვნა.-ვინ არის ლამაზი გოგო?! ვინ არისო?

-ისე ნუ მელაპარაკები,თითქოს იდიოტი ბავშვი ვიყო! -წარბი შევკარი და პირი ისევ გავუღე.

-არა,რა იდიოტი. ჩემი ჯეკპოტი ხარ.

-გეთანხმები. მაგრამ იმდენს ვერ ხვდები, ფსონზე ნაკლები მოგება რომ გაქვს.- გამეცინა.- ხედავ? მათემატიკაში ჩემზე სუსტი ხარ!- დავცინე.

-ჭამე შენ, გირჩევნია.-ცოტა დიდი ლუკმა მოუვიდა და ყელი გამეყინა.

-გასწი ცოტა ხანს! ყელში ლოლოები დამეკიდა!- ყელზე მივიდე ხელი.

-აუ,მართლა?!ძალით არ გამიკეთებია..- შეწუხდა.

-არაუშავს.- ხელი ავიქნიე.- ახლა უკეთ ვარ,ჩემით შევჭამ.- გამოვართვი.

-ახლა ვფიქრობ,რა ვუთხრათ შენებს?- ეს ახლა ფიქრობს?

-რამე ისეთი,რაც სანანებელს არ გაგიხდის საქმეს.-ეცინება.- ვითომ დიდი ხანია ვხვდებით,თავიდანვე სერიოზულად ფიქრობდი ჩემზე და მეც ვიტყვი,რომ მიყვარხარ.

-სიმართლის მაცვალი არის მაგაში.- ჩაწიკწიკებული კბილები მოუჩანს.

-კი,ცოტა.- ვეთანხმები მერყეობის გარეშე.

-საფრანგეთზე უკვე მე მოვაგვარებ.

-მაგარი ხარ.- შევაქე.

-დიახაც.- ჩაფიქრდა.- ვი, რატომ მე?

-რა რატომ?! რატომ შემიყვარდი?- დამიდასტურა.- არ ვიცი. ალბათ, იმოტომ რომ ჭკვიანი ხარ.

-ეე,აბა ბოლო ხანებში რომ მაკნინებ?

-ნუ მაგ ვარიანტში ხარ დასაკნინებელი.-თავი გადავხარე. - სიყვარული ისე იშვიათად მოდის, რომ მე შენს ადგილას დავფიქრდებოდი.

-ჰო?!

-კი. ოტია იოსელიანი ამბობდა, ადამიანი რომ იბადება,იმის ცალიც იბადებაო. არ გეშინია,ის ცალი რომ გვიან გამოჩნდეს და მერე გვიანი აღმოჩნდეს?! მაშინ ხომ შემიძულებ...- "გულგრილად" გავაგრძელე ჭამა.

-სიყვარული საერთოდ არ არსებობს.- გამეცინა.

-ნუ არსებობს,მაგრამ თვითონ მეკითხები, რატომ გიყვარვარო და არ გჯერა თან.. უცნაურია.- ჩავფიქრდი.

-თქვენ ეძახით ასე..

-კარგი, როგორ გინდა. თუმცა გამოჩნდება ერთ დღეს ადამიანი, რომელიც აზრზს შეგაცვლევინებს.- ღრმად ამოვიოხრე.

-მერე გაშინებს ეგ?!- ეშმაკურად გაეღიმა.

-არა,რატო.. მე ხომ გააზრებული მაქვს ფაქტი, რომ შენ არ გიყვარვარ.-მხრები ავიჩეჩე.- ვატუნა, ვინმე თუ გამოჩნდება, უნდა მითხრა..

-უკვე უკვე ...

-არა,მართლა გეუბნები. უსიყვარულოდ უცხო სხეულმა მობეზრება იცის. მერე მე თუ ზედმეტი აღმოვჩნდი ან..

-და მაგ სიყვარულით,შენ რომ სხვა შეიყვარო?!

-ხომ გითხარი, უსიყვარულოდ უცხო სხეული გბეზრდება. თუ ვერ ესაუბრები, თუ სიჩუმეც არ შეგიძლია აიტანო მასთან ერთად, ძალიან ძნელია. ისე იცხოვრო ვინმესთან, რომ არ გიყვარდეს, ჯოჯოხეთია. - მესიჯი მომივიდა, დედა მწერდა, ვღელავ მალე მოდიო.

-ვატო,სახლში წამიყვანე. მელოდებიან.-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი გაჭირვებით.
-------
ჯერ მანქანამდე ვდუმდით, მერე მანქანაში. ასე უცხოდ თავი არ მიგრძვნია ჯერ.
ალბათ, ფიქრობდა უსიყვარულობაზე... ან მომავალი და გართულებები აღელვებდა.
მთავარი საქმე მე უნდა გამეკეთებინა და არა მას. სადარდებელიც მე უფრო მქონდა.

სახლთან რომ მიმიყვანა,მაფლობა გადავუხადე და ისე გადმოვედი, ერთხელაც არ შევხებივარ. ისეთი მობეზრებული და დადარდიანებული ვიყავი,რა გადამრევდა?! არც არაფერი...
--------

ისევ მივწექი ჩემთვის,ბავშვები მივაძინე და ახლა რული არ მეკიდებოდა.
თითებს ისევ მუცელზე ვათამაშებდი და უხმო ნოტებს ვაჟღერებდი. უხმო ბგერები იწერებოდა უხილავ ფურცლებზე და ქრებოდა. ჩემში კი რჩებოდა..

ყველაფერი გამოვრთე, უკვე ძილს ვაპირებდი, დედა წამადგა თავზე.

-ვი,დაწვა ყველა..- საწოლზე ჩამომიჯდა.

-ჰო?! შენ ისევ გვიან იძინებ..

-რაღაც უნდა მოგეყოლა.- არ დავიწყებია. გულმა რეჩხი მიყო.

-ჰო.. მოკლედ,არსებობს ერთი ადამიანი..- უნდა მომეყოლა რაღაც, ისე მელოდებოდა...ისე ღელავდა.
რა ისტორია უნდა შემეთხზა?! სიმართლე რომ მეთქვა, არ მომცემდა უფლებას,მე კი ვეღარ გავუძლებდი ამდენ წინააღმდეგობას.

მოვატყუე დედა...ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანდი.

-ჯერ ადრეა,იქნებ დაფიქრებულიყავით?!- დედა აღელდა.- მამაშენი რომ გაიგებს, ხომ იცი..

-არ ვიცი.. ძალიან მინდა მე მასთან.. - ამოვიტირე დედის კალთას მოხვეული.

-რამეს მოვიფიქრებ,არ იტირო..- ვერ ვწყნარდებოდი. ვტიროდი და ვტიროდი. ყველაფრის გამო.
ვატო არც არაფერ შუაში იყო. შუაში და თავშიც მხოლოდ ჩემი წარსული იყო... ის,რამაც წესით გამაძლიერა..
აბა,სიძლიერე?!

-გეყოფა,ახლა!გული გაქვს ცუდად ისედაც!- ფანჯრები კარგად შეაღო და გვერდით მომიწვა.

-მასთან მინდა ძალიან...

მეშინოდა ყოფნის. ის ტალღები ხან ზემოდან მივლიდა და ხან მატივტივებდა..



***
თეთრი გაშავდა,
ამინდი აშარდა,
ჩემში გა-სხვავდა,
ის რაც არ ჩანდა.

სევდების წვიმას,
ამოჰყვა ქარი,
წამოჰყვა თოვლი,
არ იყო ჩქარი.

მომღიმარ ბაგეს,
ცდუნების მახეს,
ტყუილის სარკეს,
ბევრ რამეს ართმევს.

---------
-ვინ არის?- კარი ელვისებური სისწრაფით იღება და მამა შემოდის.
სუნთქვა მიჭირს და ნერვიულობისგან წნევა მიწევს..

ღმერთო,გადავრჩე!

-არ გინდა..- დედაც ედევნება.

-რა არ მინდა?! მგონია სასწავლებლად დადის,მერე მეგობრებთან და თურმე გოგოს შეყვარებული ჰყოლია, თან უკვე დაქორწინებაც მოუნდომებია.- გაბრაზებულია თუ ნაწყენი ვერ ვარჩევ.. ორივე ვარიანტში ცუდადაა სამე.

-და არ ვისწავლე?!- წამოვროშე დიდი სისულელე. ერთ ადგილას მივეყინე.

-როგორც ჩანს,ვერა.

-ქულებს არ დასტყობია..- თავი დავხარე.

-ვივიენ, სახელი და გვარი მითხარი, ვინ არის.. თორემ იმას ხომ დაეტყობა,შენც არ აგცდება!- ბრაზი ნელ-ნელა მიგროვდებოდა და მეშინოდა არ ამოეხეთქა.

-და რას უპირებ?- თვალები გამიფართოვდა.- ჩამომაშორებ?

-კი, სახილდან ფეხს ვერ გაადგამ. სახლიდან კი არა,ოთახიდანაც.- გამყინავი ხმა ჰქონდა.

-უსამართლობაა..- თვალები ამემღვრა.- მგუდავ! მახრჩობ და სულ ასე იყო! შენ როგორც მოგწონდა,სულ ისე ვიქცეოდი.. ახლა,ერთადერთხელ შემიყვარდა და უფლებას არ მაძლევ?!- ცრემლები მომწყდა..- რამე დაგიშავე?! გეკითხები,რამე დაგიშავე?!- დიდი ბრაზისას ასე მჩვევია ხოლმე, მეტირება და ვერ ვწყნარდები დაცლამდე.

-აქამდე სულ გვატყუებდი, გამოდის.

-კი, სხვა შემთხვევაში,არ გამიშვებდით.

-ნამდვილად.- დამეთანხმა.- მეტი არ მინდა,რამე ისე ვერ იყოს!

-და აბა,რატომ გიკვირს?!-მუჭით შევიმშრალე ცრემლები.- რით მაშინებ?

-შენ არა,იმას აენთება! მითხარი ვინ არის,თორემ მაინც მივაგნებ. - თითი დამიქნია. - ვივიენ!

-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ. ვატო ჰქვია, ტაბიძე.- თავი დავხარე.

-ამან,ფეხი არ გაადგას სახლიდან! მე გავდივარ!- კიდევ ერთხელ გაისმა მკაცრი ხმა.

-კარგი,რა.. რა მოგივიდა!- უკან აედევნა დედა.-ვითომ შენ არ გყოლია შეყვარებული?

-მეკაიფები?

-ცოტას..- გაიცინა.

-წავედი!

უნდა გაეგო ტაბიძეს, უნდა გაეგო.
მობილურს გიჟივით დავეტაკე და სწრაფად გადავრეკე.

-ჰოუ.- ნამძინარები ხმა ჰქონდა.

-მამამ გაიგო.- ძლივს ამოვთქვი. - ჩემზე მეტად,შენ დაგერხა.

-ჰო?! როდის ამოვიდესო,რა თქვა..- ნახევრად ჯერ კიდევ ეძინა.

-სახლიდან გასვლა ამეკრძალა.- ტუჩი მოვიკვნიტე და ბარძაყზე ჩავისე ფრჩხილები.- მოგძებნის და ცალკე დაგელაპარაკება...

-ღადაობ?! რა იყო,პატარა გოგო ხარ?!

-შენ აბა,ერთი ცივი წყალი შეისხი სახეზე! მეღადავება რამე? შემატყვე?- გავბრაზდი ძალიან.

-შენ დილიდან სულ ესეთ კარგ ხასიათზე ხარ?-იდიოტი.

-ზუსტად 10 საათიდან ისტერიკებს ვისმენ! პასუხი აგე საკუთარ ქმედებებზე! - გაღიზიანება მეტყობა.

-მამაშენის ნომერი მომწერე, სანამ მიპოვიან,მე დაველაპარაკები.- ამოიოხრა.

-აუფ,ვაწუხებ თურმე! მარტივ მამრავლებად დაგშლიან, სიმართლე რომ გასკდეს..- შიშისგან გული ამიჩქარდა. რომ გაიგოს,მამამ რომ გაიგოს! წარმოდგენაც არ მინდა,რა დატრიალდება.

ვატოს რამე რომ მოსვლოდა?! რა მეშველებოდა?!

-რაც გითხარი,ის გააკეთე! ვდგები, წვრილწვივა..

-ფრთხილად იყავი,კარგი?! - ისევ და ისევ ვმეგობრობდი ცრემლებთან.

-ესეთი სიმპატიურივე დავბრუნდები, გპირდები. შენ ჭამე ცოტა, ჩაი დალიე და რამე დამამშვიდებელიც მიაყოლე. დაისვენებ.

-სისულელე არ უთხრა.. იცოდე, სანამ შენამდე მოვლენ, ყველაფერი ეცოდინებათ შენს პირადსა და არაპირადზე.- ამომესლუკუნა..

-ოხ,ეს პაპარაცები.. დამიტოვონ რაღაც პირადული.- ისევ ხუმრობდა.

-მაგარი ჭკუამხიარული ვინმე ხარ. მე აქ გული მისკდება და შენ მანდ მაიმუნობ.

-შენ მაგარი პესიმისტი და მელანქოლიური ვინმე ხარ.- ჩაეცინა.

-ამათ თუ გადაურჩი,მე ავანაზღაურებ.- ფანჯარასთან მივედი და თბილისის ხედს გადავხედე. ღამით უფრო ლამაზია. ფანჯრებიდან სინათლე მოჩანს, ლამპებიც ციმციმებენ და მთვარეც დაგვნათის ხოლმე.

-შენი გატყეპვა მირჩევნია,იმათ მოქნეულ წიხლს.- აშკარად აბნევდა ჩემი ხმა.

-სულელო! თავს გაუფრთხილდი.

-ნომერი ჩამიგდე,ვი. ნუ მაწვალებ მაგის მოპოვებაზე.

-ჯანდაბას!

-დაიცა,არ გათიშო!- შემაჩერა.- მართლა მოვაგვარებ, უბრალოდ მშვიდად იყავი.

-ჰო..- მძიმედ ამოვისუნთქე.

-არა,ვიცი რომ არ იქნები.. მინდა იყო,გესმის?! მინდა ჩემი გჯეროდეს..- გაჩუმდა წუთით.- რომ გეუბნები ესე იქნება, ე.ი. იქნება.

-რატომ გინდა?- დაბალ ხმაზე ვთქვი.

-აი,გახსოვს რომ გითხარი, შენ იმის უფრო გჯერა,შენთან ანგარება რომ მაკავშირებს,ვიდრე იმის რომ მაღელვებ-თქო.. თურმე არც გიფიქრია მაგაზე. თურმე წუთიც არ დაგიხარჯავს,მაგის გასააზრებლად.

-შენ ხომ არ გიყვარვარ.

-ვივი, მინდა კარგად იყო,გესმის? არ მინდა,ამდენ რამის გადატანა გიწევდეს.

-მაგრამ მიწევს..- ყელში მომაწვა ნაღველი.

-ხოდა,არ მინდა! შენ ხომ განსხვავებული გოგო ხარ?! ყველაფერი შეგიძლია,რასაც მოინდომებ. ჩემთვის იყავი წყნარად. უყურე რამე ფილმს, კარგი?!ან სერიალი ნახე.. მომიყვები იცოდე! - ჩამეღიმა. ცრემლების მორიგი ნაკადი შევიმშრალე.

-თუ არ მინდა?!-არც მოსმენა მინდოდა რამის და არც ყურება. სუსტად ვიყავი,თან ვნერვიულობდი.

-ვიცი,შენ რაც გინდა. ერთი დღე გაძელი უჩემოდ,მოვალ მერე და გავიაროთ სადმე.

-ვატო,ჭკვიანად იყავი!- ამოვისრუტუნე.

- ისევ ერთი წუთი!- სიჩუმეა.- ადანდალი დანდალი,ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დაანდალიი! ღვინოს დავლევ წყალს არა,შენ გაკოცებ სხვას არა...- გამეცინა გულით. ჯერ ასე წრფელი სიცილით არ მიცინია,როგორც ახლა..
იმდენად უსმენოდ იყო, იმდენად საშინლად ნამღერი,თავს ვერ ვიკავებდი.მაგარი უნიჭო ქმარი მეყოლებოდა.

-გიჟი ხარ! არასერიოზული ადამიანი!-ისევ მეცინებოდა.

-ასე რა!- გაეცინა თვითონაც.- არავის უთხრა რომ გიმღერე. ჩვენი საიდუმლო იყოს! წავედი ახლა.

სწრაფად გათიშა. მე კი ისევ ყურზე მქონდა მიბჯენილი მობილური. თითქოს ისევ მის ხმას ვუცდიდი. თითქოს კი არა,მისი ხმის გაგონება კვლავაც მინდოდა.
ვიღიმოდი ფანჯარასთან და შესისხლხორცებულ სისუსტეს ვგრძნობდი.

ბინდი ჩამოწვა. ისე ჩამოწვა, რაღაც კარგი წამართვა და რაღაც ცუდი დამიტოვა. დაღლილმა ძლივს მივაღწიე ლოგინამდე. მივწექი, მუხლები მოვკეცე, ტელეფონიც იქვე მივაგდე.

დავრჩი მარტო.მარტო დარჩენა ესე არ გამძნელებია. ესეთი საშინელი განცდა იშვიათად მსტუმრობდა. აი,ახლა იყო ეგ იშვიათობა..

-დე,ნახე რა მოგიტანე. ცოტა ჭამე რა.- პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ არც თავი მქონდა და არც ძალა. პირს ოდნავადაც ვერ ვაღებდი.
თვალები როგორც კი დავხუჭე მოსატყუებლად,იმ წამსვე ნაგროვები ცრემლები გადმოასკდნენ. ისე სწრაფად ჩაცურდნენ კანიდან, აშკარაა ვეღარ უძლებდნენ ასეთ ყოფნას.

თმებში შემიცურეს ნაზი თითები. ასეთი მხოლოდ დედას ჰქონდა.

-ცოტა დაიძინე და რომ გამოიღვიძებ,მერე შევჭამოთ.- მციოდა. რაღაც ვიგრძენი. მგონი მომაფარეს გადასაფარებელი. მაგრამ აქ მაინც ციოდა. მაინც სხვანაირი სიმარტოვე იდგა. თავისით გლოვობდნენ მიხუჭული თვალები.
-----------------
როდის მოვახერხე ჩაძინება,არც კი მახსოვს. მაგრამ ყელი მაქვს გამომშრალი და საშინლად მწყურია. ესე მგონია,შუა უდაბნოში, შუა დღის მზეზე დამაგდეს უწყლოდ.
თეთრ კედელს გავუსწორე მზერა.
რა ჯანდაბა ხდება?!
ცოცხალია? კარგადაა? სუნთქავს?
ნერვიულობის ტალღები მივლიან.
ტელეფონს ხელის ცეცებით ვაგნებ და ნაპოვნს, ვაფრინდები. როგორც კი ვხსნი, მესიჯი მხვდება. ახლა თუ რომელიმე სასურსათო მაღაზია მწერს ან ტექნიკის სახლი, გადავრეკავ და ისე გავლანძღავ, მეორეჯერ რომ არ დაესიზმრებათ!

ტაბიძე ყოფილა.

" რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქნების." წამსვე ვიმარჯვებ და მასთან ვრეკავ.

-შენ ნორმალური ხარ?!- სიტყვის თქმასაც არ ვაცდი,ისე ვერთვები.

-მართვის მოწმობას რომ ვიღებდი, "ფსიქო" მომყიდეს, ამიტომ მე ნუ მეკითხები, არ შევუმოწმებივარ.- ჩაეცინა.

-მეც ეგრე,მაგრამ..

-დაიცადე! ვივიენმა რაღაც უწესო ჩაიდინა?!

-კი.- მთელი გულით გამეღიმა.

-რა ცუღლუტი გოგო ხარ?! - ისევ მაიმუნობდა.

-ვატო,ხომ არაფერი დაუშავებიათ?- ნერვიულობას თავისი მიჰქონდა.

-კი, დამიშავეს. კინაღამ გადავრჩი.

-იდიოტო!- გავბრაზდი.- მართლა გეკითხები.

- ისევ ისეთი იდეალური ვარ, ვი.- ნარცისი იდიოტი.- თითიც კი არ უხლიათ. კაცურად ვისაუბროთო.

-მერე რა გითხრეს?

-ეგ ჩვენ ვიცით. წვრილა, რაო.. რას უყურე შენ?- წვრილა?! გიჟი ხომ არ არის?!

-ჩამეძინა. ოღონდ როგორ, არ ვიცი. ვნერვიულობდი,ეგ მახსოვს.- ჩამეცინა.

-შენ დამამშვიდებლები უნდა გიყიდო. ფსიქოპატივით იქცევი, მაგრამ რას გერჩი?! ჩაძინება ყველა ვარიანტში შეგძლებია. ვვამაყობ შენით!

-კი,მაგით დაკვეხნა თამამად შემიძლია.-გავიჭიმე. - რა გითხრეს?

-დაგვერხა,ვი.. მთელი ცხოვრება ერთმანეთს უნდა ვუყუროთ.

-მე არ ვიცი,მაგრამ შენ დაგერხა.- გული დამწყდა ძალიან.- იმ ადამიანის ყურება მოგიწევს, ვინც ოდნავადაც არ გიზიდავს. არც კი გიყვარს..-ძალიან მინდოდა ყვირილი.- თუ გინდა, დაველაპარაკები და..

-ეგ კი არა,სავახშმოდ დამპატიჟეს.

-ჰა?!- გაკვირვებულს აღმომხდა.

-დიახ,დიახ! ეს შენ ამბობ ჩემნაირ ტანწერწეტა ადამიანზე უარს, თორემ განრისხებულ მამაშენსაც მოვეწონე.-თავდაჯერებული იყო.

-ავ, რა სისაყვარლეა.. თქვენ რომ მოაწეროთ ხელი?

-დიდი ჭირვეული ვინმე ხარ. თან ძილის გუდა.

-ღამის ძილზე უარს ვინც ამბობს, ის ყველაზე უღირსად ექცევა თავის თავს. - ვიბრძენე.

-წავედი,წავედი..

-კარგი.- სწრაფად გავთიშე. მუხლებს მოვხვიე მკლავები. ჯანდაბა,რას ვაკეთებ?

მიმახრჩობენ გოგოები.. საერთო ჯგუფს ვქმნი და პირველი ვწერ.

" გიხაროდენ,გამასაღეთ! მადლობა გადაუხადეთ ზეციურ ძალებს!"- პატივისცემით მე.

"კიდევ რაღაც სიზმარი ნახე თუ ფსიქიატრიულმაც არ მიგიღო?!" - ანუკი წერდა.

"თავში გიქრის?!"," ?".. მსგავსი შინაარსის წერილები იწერებოდა.

" ტაბიძე ხომ იცით?! დდდ ესაო ისაო და ცოლად გამომყევიო. მეც რა პრობლემაა-თქო"

"ვრეკააავ!" ვიკას უხმო ყვირილი ისმის ჩატში.
ხომ დარეკეს?! მომაყოლეს ამბავი, მერე კიოდნენ სათითაოდ, როგორ დაგვიმალეო. მერე რა გეჩქარებაო.. მერე კიდევ დავითრგუნე და ადიოს-თქო. წავშალე ყველა სოციალური ქსელი მობილურიდან. რომ არ შევეწუხებინე. ხმა საერთოდ გამოვურთე მობილურს.

აგჰ! ჩემი ცხოვრებაა!

-ვივი, ტელეფონში ჩამირთე რა რამე.- პატარა ნიკო ამოხოხდა საწოლზე.- ნაყინს მოგიტან.

-მოიტანე და რამეს ვიპოვი.- ღიმილით გავაყოლე თვალი. მობილურში კი ახალი მუტფილმი ჩავრთე.წესით უნდა მოეწონოს, ჩემზე დავტესტე.

ჭიქით ხელში შემოტანტალდა. უკან დედაც მოჰყვა.
ჭიკა გამოვართვი და ამოძრომაში მოვეშველე.

-მოდი,ბუთხუ..- ლოყაზე ვაკოცე და ტელეფონი მივაწოდე.

-არაფერი უთქვამს?- მკითხა დედამ.

-კი,დათანხმდა. -თვალები გაუფართოვდა.

-რაა?!

-ჰო.- მხრები ავიჩეჩე.

-არ გინდათ ჯერ.- დედამ დაიწყო.- ადრეა. მორჩენილიყავი სწავლას და მერე.

-დედა..

-არა! რატომ ჩქარობ?! კარგი რამე გგონია??მარტივი? - თვალები აენთო.

-არაფერი მგონია..

-არ ხარ მზად.- პანიკა ეწყებოდა.

-ვიცი..

-რას ნიშნავს იცი?!

-მიყვარს და ვიცი რომ ეგეც არ იქნება მარტივი.

-და რომ გერეოდეს გრძნობა?

-ეს ისაა. ან ეს და ან არავინ.- ესეთი მტკიცე,ესეთი მყარი არასდროს ვყოფილვარ.

-არა. ვერ გავძლებ მე! არ ვარ დარწმუნებული რომ სწორია. არ მომწონს..-თვალები აუწყლიანდა.

-კარგი რა.. - გული მიჩუყდება.

პატარა ნიკო ყურადღებას არც გვაქცევს. მე ხელით ვუჩვენებ რომ დაჯდეს დედას. მოდის,რომ მოდის ვეხუტები.

-არ მითხრა რომ რამე მიქარე.- მხარზე მკოცნის.

-არა,რა მივქარე. ქორწილის მერეც თუ ვერ მივქარე, ეგ თქვი შენ.- ეცინება.

-კაცმა ისე უნდა ივარგოს,რომ მასე " მიგაქარინოს" ქორწილის მერე. დღეში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც უნდა გაქაჩინებდეს.- ბოლო ხმაზე მეცინება.

-რაებს მასწავლი?!

-ესაო,ისაო.. აღარაა დრო? ახლა უნდა გაზიარო, ჭეშმარიტებას.- მეცინება.

-გისმენ,აბა.

-ბავშვთან ნუ მალაპარაკებ! ფანჯარა დახურე და ჩემს სამფლობელოში გელი. მალე მოცუნცულდი და ეს ნაყინიც წამოიღე!- გასცა განკარგულება და ოთახიდან გავიდა.
მეც ფანჯარა დავხურე, სამაგიეროდ კარი ღია დავტოვე,რომ ბავშვი მეკონტროლებინა.
_________________

-აი,ასე..-პირდაღებული ვუსმენდი დედას.

-აქამდე სად იყავიი.. მოგეყოლა!

-ეხ,ცოდნა ძვირად ფასობს, გენაცვალე. არ ვიცოდი,ვინმეს თუ ხვდებოდი,თორემ გაგანდობდი!- მეცინება.

-ჩემი სექსოლოგი ხარ დღეიდან.- წარბები ავათამაშე.

-დაიმატე შენ გირჩევნია! ჰო, კიდევ. ბავშვი არ გინდათ ჯერ. სწავლაში ხელს შეგიშლის. ვინმე თუ გკითხავს კიდევ,როცა დავაპირებ, კი გაიგებ-თქო,უთხარი.

-კარგი.- ნამცხვარი მოვიჭერი.

-მე რაღა ვქნა უშენოდ?!- დაღონდა.

-სულ ხომ არ ვშორდებით?!- მისკენ ვტრიალდები.

- მერე რა. ყოველ დღე არ გამოხვალ შენი ოთახიდან პერანგით. მერე მე აღარ გეჩხუბები, გამოიცვალე-თქო.. მერე აქ აღარ დატრიალდები, საუზმის გასამზადებლად. უხასიათოდაც აღარ გამოიკეტები იმ ოთახში, შენი სურნელი რომ ტრიალებს. ეგეც გაქრება.- ძალიან დიდი სევდა იგრძნობოდა.- ყოველ დღე აღარ გავრეცხავ შენს ტანსაცმელს. მერე ოთახიდან აღარ გამოვარდები საკოცნელად. შენი ტანსაცმელები ჩამოიხსნება და შენი ნივთები აქედან გაქრება..- ცრემლები ჩამოეღვარა. მე ვიდექი გაოგნებული. რაღაცნაირი ფიქრები დამტრიალებდნენ თავს და რაღაცნაირ, ტკივილნარევ გრძნობას მიჩენდნენ.- გვიანობამდე აღარ ვისაუბრებთ. მე აღარ მეცოდინება ჭამე თუ არა იმ დღეს. ცუდად რომ გახდე,ვინ მოგხედავს?! არადა,ძალიან სუსტი ხარ. - ხელები აიფარა ლოყებზე.- თუ გაწყენინა,ვერ დაგიცავ..

ისე ამოიტირა,იტანჯებოდა.. მე არ მინდოდა რამე ტკენოდა, ოდნავ მაინც. ვწუხდი ზედმეტად.

მიახლოებული თრთოლვით შევეხე სახეზე. ჯერ შუბლზე ვაკოცე და მერე ლოყებზე.
საოცარი კანი აქვს,ძალიან ნაზი.

-შენ მიყვარხარ სიგიჟემდე! ქვეყნად შენზე ტკბილი, კეთილი და საოცარი ადამიანი არ მოიძებნება. ულამაზესი ხარ. ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ვინმე. ყველაზე იღბლიანი ბავშვი ვარ, შენს შვილად რომ მომავლინა ღმერთმა ქვეყნიერებას. სულ რომ მუხლმოდრეკილმა ვიხადო მადლობები,არასდროს იქნება საკმარისი.
სახე გაუნათდა. გაეღიმა მორცხვად. ლამაზი ღიმილი აქვს, რაღაცნაირად კეთილი და გულიანი. ლოყა ეჩუტება ხოლმე ღიმილისას. გულწრფელად უციმციმებს ნამტირალევი თვალები.
დასანანია ხშირად რომ არ ვეფერები ესე და საალერსო სიტყვებსაც რომ ვაკლებ. მე რომ სულ ვეუბნებოდე როგორ მიყვარს, სულ ესე გამიღიმებდა და მეც სულ სასწაულის მომსწრე ვიქნებოდი.
.......
ნაზ ჟღერადობას, ხრინწიანი ხმა ერევა. რაღაცნაირად, გულიდან წამოსული სიტყვები მგონია.
მეც მკერდში, პატარა წერტილად ვგრძნობ საოცარ სითბოსა და სიყვარულს. აღმაფრენას. ისე იზრდება და სხივონსდება, ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებს.

She
May be the face I can't forget.
A trace of pleasure or regret
May be my treasure or the price I have to pay.
She may be the song that summer sings.
May be the chill that autumn brings.
May be a hundred different things
Within the measure of a day.- ძალიან დაბალ ხმაზე ვყვები, მორიდებულად.

She
May be the beauty or the beast.
May be the famine or the feast.
May turn each day into a heaven or a hell.
She may be the mirror of my dreams.
A smile reflected in a stream
She may not be what she may seem

Inside her shell

She who always seems so happy in a crowd.
Whose eyes can be so private and so proud
No one's allowed to see them when they cry.
She may be the love that cannot hope to last

May come to me from shadows of the past.
That I remember till the day I die

She
May be the reason I survive
The why and wherefore I'm alive
The one I'll care for through the rough and rainy years
Me I'll take her laughter and her tears
And make them all my souvenirs
For where she goes I've got to be
The meaning of my life is
She, she, she.

- რა კარგი გემოვნება გაქვს. ხარისხიანი.- დედა მეუბნება.

-შენ ხომ არ დაგემსგავსე?!- ვუღიმი.

-ნამდვილად.- თხელი სარაფანი აცვია,თავისივე ხელით შეკერილი. თმები მაღლა აქვს აწეული და კოსად შეკრული. - შენთან არიან.- ვიკას რომ ვხედავ,ლოგინიდან ვხტები და ისე მივრბივარ მისკენ, სულ არ მანაღვლებს, პერანგი რომ მაცვია. ვეხუტები,ისე ვეხუტები, არ მინდა გაშვება საერთოდ. მკერდში ვიგრძენი საოცარი მოანტრება ჩემი მეგობრის.

-ეს სიმღერა ჩემთვის არ გამოგიგზავნია! თუ უკვე ვატოს ვუგზავნითო?! მე დამადე?!- ეჭვიანობის სცენას დგამს.

-მე ყავას გაგიკეთებთ და ნაყინს შემოვიტან.- დედა გადის ოთახიდან.
-ოო,რამდენი ჩაგიგდე,სულ გავიწყდება მოსმენა!- ვშორდები და უკან ვიხევ.-რა,არა?!

-ზოგს ხო ვუსმენ! ეგ არ გამართლებს.- სკამზე ჩამოჯდა. - თანაც ასჯერ დაგირეკე! მესენჯერში ცალკე, ინსტაზე მოგწერე,მობილურზე კიდევ ცალკე!
რა უნამუსო ხარ! მოვკვდი ნერვიულობით.-მზის სათვალეს მაგიდაზე დებს.

-როგორ არ მამართლებს,თუ არ მოისმენ,ჩაგდებას რა აზრი აქვს?!- ხელები გავშალე და საწოლის ალაგებას შევუდექი. - თანაც მობილური ნიკოს მივეცი,უყურებდა რაღაცას.- მხრები ავიჩეჩე.

-აქვს,აქვს. ვნახავდი! ბოლო პერიოდში სულ გადაიკარგე. ფსიქოლოგთან მიხვედი?!- იკითხა.

-არა. ნერვები არ მქონდა. - მხრები ავიჩეჩე.

-ყოჩაღ. მოწადინებული გოგო ხარ.- თავი გააქნია დამტუქსველად.

-კი,ნამდვილად.- გადასაფარებელს ვასწორებდი.-უი,შენ და დათამ რა ქენით?!-უცებ გამახსენდა.

სულ ასე ხდებოდა.

-რა უნდა გაგვეკეთებინა?- წარბები შეკრა.

-ბავშვი!-წამოვიყვირე უაზროდ.

-რა ბავშვი?!- დედა შემოვიდა.

დ ა მ ე რ ხ ა ?!

-მაიმუნობს.- ვიკა არ იბნევა.- ერთი ბიჭი დაიჩემა,გინდა თუ არა მოსწონხარო.- ეცინება.

-ჰოო?!- ინტერესდება ეგრევე.

-დასასვენებლად რომ ვიყავით წასულები,-ვიწყებ.- იქ ერთი ბიჭი იყო, დათა ჰქვია.

-იქაური?

-არა,თბილისელი.უბრალოდ, ისვენებდა რა.-ვიკამ განავრცო. თან ნაყინის ჭამას შეუდგა. მეც მომაწოდეს.

-ნუ ვიკას მიმართ იჩენდა ყურადღებას. ფეხი იტკინა. ჰოდა, დამუშავებაში გვეხმარებოდა ხოლმე და ხომ იცი.. მწველი მზერები და რამე.- გამოტენილი პირით ვთქვი.

-არაფერი უთქვამს და..- წამოიყვირა.

-აუცილებელი არაა,ბიჭებმა რამე თქვან. მთავარია ყურადღებას როგორ იჩენს და იქცევს.- დედამ თქვა.-შეხედე სიტუაციას და ისე იმოქმედე.-მხრები აიჩეჩა.- თუ შენც მოგწონს და კარგი ბიჭია, რატომაც არა?!- მხრები აიჩეჩა.

მაშო ეძახდა და ბოდიშის მოხდით დაგვტოვა.

-მიყვარს დედაშენი.- ვიკამ თვალი გააყოლა.

-დათამ რაო?!-ისევ მთავარ კითხვას დავუბრუნდი.

-რა ვიცი,ვკამათობდით ძირითადად. მერე სახლს ზედამხედველობდა,იყო მთელი ქაოსი და ხმაური. ჭკუიდან ვიწეოდი.

-მე გამოვასწარი.- გამეცინა.

-რა გაცინებს,რა! რა მობოდე გუშინ ჩატში.- თავი გადააქნია. უკვე ცარიელი ჭიქები დავდგით მაგიდაზე.

-ვიკა,მე მიყვარს,მას ვჭირდები და

-თავს აყენებინებ!- ხმადაბლა წამოიყვირა.- სადაა შენი თავმოყვარეობა?!

-ვიკა..

-რა!შენ ცდები,მე გეუბნები.- უხეშად მითხრა.- დანარჩენებთან არაფერი ვთქვი! როგორც ჩანს,იმათთვის არ გითქვამს.

-ჰო,ეგ რომ ვთქვა, ჩამწიხლავენ.- ჩამეცინა.

-არა,რა. ვეტყვი შენებს იცოდე.- გულმა რეჩხი მიყო. მღუპავდა ცოცხლას.

-ვიკა,ჩემი არჩევანი ასეთია. მე ვთქვი ჰო. მერე ვესაუბრე ჩემებს. მამაჩემმა ძლივს თქვა თანხმობა. ძალადობის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა და ახლა რომ ეგ თქვა.. ვატოს ააორთქლებენ.- თვალები დავხუჭე.- მას თუ რამე დაემართა, როგორ გავძლო? ან როგორ გავაგრძელო..- ტუჩი მოვიკვნიტე და დავასრულე ლოგინის ალაგება. ვცდილობდი არ ავყოლოდი. არ მინდოდა კამათი, არც გულამდე მიტანა რამის. სადარდებელი ხომ ისედაც მქონდა?!

-რატომ გამოგყავს მამაშენი ტირანი?!- ვიკა ვერ მიგებდა.

-ტირანი არ გამომყავს. უბრალოდ ვერ აიტანს რეალობას. სიმართლის თქმით, იმას ცოდვას დაადებინებ, მე გავგიჟდები და ერთ ადამიანს საერთოდ გაუნადგურებ ცხოვრებას.- ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.

-ღრმა დეპრესიაში ხარ ისევ.. ხვდები,მაინც რომ თავს იღუპავ?!

-ვიკა,მეტი არ შემიძლია. მართლა არ შემიძლია ატანა. ამდენი ფიქრი. ამდენ რამეზე დარდი. დავიქანცე და ბრძოლის თავი აღარ მაქვს. ერთადერთი რისთვისაც ბრძოლას გავაგრძელებ, სწავლაა. რაშიც თავს დავიხრჩობ,ეგაა. გადავიტან ამასაც როგორმე..- გადაღლილი ჩამოვჯექი.

-მე ხომ ვიცი რა რთულია ცალმხრივობა. ვერასდროს გაგიგებს და იქნები მარტოსული.

-ისედაც ვარ.- სევდიანად ჩამეღიმა. საწოლზე ჩამოვჯექი.- წლებია, ჩემს თავზე არ მისაუბრია. წლებია გადავეჩვიე ნუგეშს. სამაგიეროდ, მივეჩვიე იმას,რომ საკუთარი თავი ერთადერთია,რომელიც ჩემთან მეგობრობაზე უარს ბნელ კედლებშიც არ ამბობს.

-გაუძლებ?!- მეკითხება.

-თუ ვერ გავუძლებ, შედეგს ყველა ნახავთ. არ იღელვო,ისე არავინ დარჩებით.

-რა არის?!როგორ ლაპარაკობ?!

-ჩემი ცხოვრება ხომ არის?! მინდა ეს შეცდომა.

-იცი რა არის აქ სიმართლე?! ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით შენს სიყვარულზე. არასდროს ცდილობდი ვატოსთან რამეს. ახლოს თუ მოვიდოდა,გარბოდი. რეალურად კი რამდენიმე დღეში, თანხმობა უთხარი. არადა,ხომ გიცნობ... გათვლაში არც გქონია ოჯახის შექმნა და შენი დაბალი თვითშეფასებით თუ ვიმსჯელებთ, " შანსი არ მაქვს" ლოგიკით მოძრაობ და ამიტომ, მე ნუ მატყუებ და თუ მაინც გაქვს გადაწყვეტილი ტყუილი მითხრა, იცოდე რომ ნაცარს თვალებში არ ვიყრი.- ნელ-ნელა მრისხანება აწვებოდა, მაგრამ ცდილობდა,ყველაფერი ისე ეთქვა,რომ არ გავეღიზიანებინე.- მე შენი მეგობარი ვარ. ჩემი მოვალეობა რა არის?! გითხრა სიმართლე,ხომ?! დაგეხმარო შეცდომის თავიდან აცილებაში და შენ კიდევ მაგ შეცდომას,შუბლით ასკდები! ამის მერე ნორმალური ხარ?

-ვიკა..- თვალები ამემღვრა.- დავიღალე.-ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. - სულ რომ გადამიყოლოს ამ ამბავმა,არ ვდარდობ. -თვალები დავხუჭე.- ვიცი ეგ ყველაფერი. ვიაზრებ,მაგრამ არაფერი მინდა. სადღაც შორს ვარ. ძალიან შორს ვარ. -სახეზე ავიფარე ორივე ხელი. -გეფიცები,გაძლებაზე ვარ. რა დროს გამისკდება გული,არ ვიცი. უბრალოდ,წინააღმდეგობის უნარი აღარ მაქვს. მე კი ძალიან, ძალიან მარტო ვარ.- წამომდგარმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.- შემომხედე,მე ლამაზიც კი არ ვარ, რომ თავი მოვიწონო. ნახე, როგორი სუსტი ვარ. ჩემგან რა უნდა გამოვიდეს?! რა უნდა შევქმნა?!

-შენს ლაპარაკს სიჯანსაღის ნატამალი არ ურევია.- თვალებგაფართოებული ამბობს. - ესე უმიზნოდ აპირებ გაგრძელებას?! რა დაგემართა?! სად გაქრა ის ვივიენი,მე რომ ვიცნობდი?!

-მაშინ დაფარვისთვის ძალა მქონდა, ახლა აღარ მაქვს.- თავი გადავაქნიე. ცრემლების შეკავებას ვცდილობდი უკანასკნელი ძალებით.

-ღმერთო ჩემო! შენ..

-მე შიგნიდან ჩავკვდი უკვე. გაცოცხლებისთვის მჭირდება ძალა. ძალიან ძალიან მჭირდება. ეგ ძალა არც ასე დარჩენაშია, არც ვატოსთან თანაცხოვრებაში. მე მაინც გავაკეთებ,გასაკეთებელს. წავყვები და..

-და გახდები ისეთი ცოლი, როგორიც მას უნდა?! როცა მოეპრიანება წავა ქალებში, მერე მოვა და შენთან თუ მოინდომებს,წინააღმდეგობის თავი არ გექნება. ბრაზი დაგახრჩობს და იმედგაცრუება გაწამებს. - გული მქონდა უკვე ცუდად.- მე არ მესმის,ამდენის უფლება როგორ უნდა მისცე. ვერ გაგიგებს. არ ეცოდინება რა გიყვარს. არ მოგისმენს. იქნები მარტო..- სულ უფრო და უფრო მანადგურებდა ამ ყველაფრის გავრცობა.ისედაც ვიცოდი, რაც დატრიალდებოდა და ისიც ვიცოდი, მე რომ კვდებოდა.

-მეძინება.- მოულოდნელად ამოვიჩურჩულე.- ძალიან დავიღალე, აი,ძალიან ძალიან. დავიღალე,ასევე ძალიან.- ავიჩოჩე საწოლზე და თავი დავდე ბალიშზე.

-შენთვის კარგი მინდა.- მხარზე ჩამომეყრდნო და ნიკაპი ჩამოდო.

-არ მიღალატებს.- ძლივს ამოვისუნთქე. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. უბრალოდ ძილი მერეოდა. თავს ვერ ვიკავებდი.-მოდი,შენც ამოძვერი რა.- მთელი გულით ვთხოვე. დამნებდა.


-ამ სიცხეში ჩახუტება რომ მომთხოვო, ფანჯრიდან გისვრი.- დამამთქნარა,თან მსუბუქად ჩამეცინა.

-კარგი,შენ დაიძინებ და მე რა ვქნა?! ამ,სერიალს ჩავუჯდები ან დედაშენთან გავალ.- გადაწყვიტა უცებ.
-----------
ისე გავიდა რამდენიმე დღე, ტაბიძე არ გამოჩენილა. არადა,მინდოდა ერთხელ მაინც შემხმიანებოდა. ეკითხა როგორ ვიყავი. პასუხი არ მქონდა,მაგრამ ხომ უნდა ეკითხა?!
მერე მამას შეუთანხმდა, ამოვალთო და ამოვიდნენ გასაცნობად. ვიჯექი მხრებში გამართული და ვიღიმოდი. მერე გავიცინებდი. ტაბიძეს გავხედავდი ხოლმე, ყურადღებას დიდად არ მაქცევდა თვითონ,მაგრამ ჩემებს კარგად გაუგო. იღიმოდა ხოლმე. მიხაროდა,თუ ღიმილის მიზეზი ჯერ კიდევ ჰქონდა.
ბავშვებმა საჩუქრებით გაიხარეს ძალიან. მოუშინაურდნენ ვატოსაც. თან ისე,უკვე სერიოზულად განიხილავდნენ კინოში წასვლის საკითხს.
მე ვპასუხობდი უამრავ შეკითხვას, ხანდახან დედა მეხიდებოდა. მეც ამ დროს თავს ვხრიდი და დავყურებდი ჩემს ხაკისფერ კაბას.
ასეთ მხიარულებაშიც კი მგლოვიარე ვიყავი. ხაკისფერი კაბის ქვეშ, გლოვისფერი მემოსა.
სიცილის მიღმა,სიცარიალე იმალებოდა. სარკეში შევამჩნიე, სევდიანი მქონდა თვალები. ვერ შეამჩნევდნენ, მხოლოდ მე ვამჩნევდი.
საღამოსკენ,ცალკე გამოვედი და დავაწვინე ბავშვები. ცოტა ზღაპრები წავუკითხე. მალევე ჩაიძინეს.
მერე რომ ავდექი ფეხზე,ცრემლები გადმომცვივდა. არ უნდა მეტირა, დამეტყობოდა ეგრევე. ხელებით მოვიშორე. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ნაბიჯები გადავდგი.
უცნაური იყო. რა ჯანდაბა მინდოდა და რა ჯანდაბა ხდებოდა.
იმ საღამოს ყველა ვიცინოდით.
---------

-აბა?! როგორ მოვიქცეთ?!- ვატო კითხულობდა. თვალი მოვარიდე. ხალხს ვუყურებდი. სეირნობდნენ და იცინოდნენ ძალიან ბევრს. საუბრობდნენ,კამათობდნენ..

-ქორწილი ძვირი ჯდება ძალიან.- ამოვიოხრე. -თან რასაც აწყობენ, არ მომწონს.- ვერ ვუყურებდი. ვისერებოდი შიგნიდან. იფანტებოდა ტკივილი.

-შენ როგორი მოგწონს?!- მას რა ეგონა?! ვერ გავწვდებით ვერაფრით. ერთადერთი მიზეზი, სწავლისას რომნარ ვდუნდები ეგაა.ფიზიკურად ვერ გავწვდები სრულ წლიურ გადასახადს.

-რა მნიშვნელობა აქვს?!

-როგორ არ აქვს.

-ვატო,არ აქვს.

-მე კი ვამბობ აქვს-თქო. როგორი გინდა?!

-მხოლოდ ის ადამიანები მინდა, ვინც მიყვარს. დიდი სივრცე მინდა, ლამაზად დაწყობილი მაგიდები. ღია ფერებით მორთული.- გამეღიმა ჩემთვის.- ვერანდა.. ვერანდა მინდა.- წამოვიყვირე გაუაზრებლად. მერე პირზე ავიფარე ხელი, ხალხმა რომ გამოიხედა.

-იქნება,რაც გინდა.- თვალებში ჩავხედე. რაღაცას განიცდიდა თვითონაც. არ ვიცი,რას. მე უცხო ვიყავი,არც მეტყოდა.

-ამ თვალების ღირსი რომ არ ხარ, თუ იცი?!-ჩამეღიმა.

-ღირსი რომ არ ვიყო, არ მექნებოდა.- გაიჭიმა. მართლა რა ჭკუამხიარული ვინმეა.

-მაგ ლოგიკით,მეც არ უნდა მიყვარდე.-წარბები ავზოდე ჩაფიქრებულმა.

-და რომ გიყვარვარ, ეგეც ხომ რაღაცას ნიშნავს?!-დაფიქრდა.- მოიცადე.რა სიყვარული,რაებს ამბობ. შორს ჩვენგან.- ხელს იქნევს.

-შენგან არ ვიცი,მაგრამ ჩემგან შორს..- მეორე მკლავს ჩავეჭიდე. ნერვიულობისას ასე მჩვევია.

-კარგი რა..

-კარგი. დედაშენის მიმართ რას გრძნობ?აი, რომ ხედავ რაღაც აწუხებს ან ღელავს.. თუ აგვიანებ, არ გირეკავს?!

-კაცმა დედა მასეთ რამეზე როგორ უნდა ანერვიულო?! თან ამ დროში.

-არასდროს უნერვიულია?- თვალები გამიფართოვდა.

-კი,როგორ არა.მახსოვს, ერთხელ გარეთ გავერთე, ფეხბურთს ვთამაშობდით ბიჭები სკოლის მერე. სულ არ გამხსენებია არაფერი.- მივშტერებოდი.- სახლში საღამოს მივედი. დედა იჯდა ოთახში, ტიროდა. მამა მეძებდა და რომ დამინახა, გამოიქცა და ისე ჩამიკრა გულში, არ დამავიწყდება. გული გიჟივით უცემდა. თვალები ჩასწითლებოდა და ნერვიულობისგან წნევა დაეცა. მაგის მერე, ყოველთვის იცის დედაჩემმა "სად" ვარ და როგორ ვარ.

-"სად" ვარში რა იგულისხმე?- ჩავეკითხე.

-სულ სიმართლეს ხომ ვერ იტყვი.. ჰოდა,ხანდახან კეთილ ტყუილს ვეუბნები.

-აი,შენ რომ დედიკოს ნერვიულობა აღარ გინდა და ზრუნავ მასზე, ეგაა სიყვარული.- გავიღიმე. - აი, როცა ცუდადაა,ვერ აიტან თუ გიყვარს. როცა უხასიათოდაა,ვერ გაგეცინება. ეგაა სიყვარული.

-შენ ეგრე ხარ?!-დაიბნა.

-შენს მიმართ? ეგრე ძალიანაც არ მიყვარხარ-თქო,ხომ გახსოვს!- ვიცრუე.

-აიტ, შენ მაიმუნო.- ცხვირზე დამკრა თითი. - რა პატარა ცხვირი გაქვს!- ოდნავ მომიჭირა თითები. გული რომ ამიფრიალდა და ცეცხლი წამეკიდა,ხომ იცით?!

-ეიიი!-ხელი გავაშვებინე.- მავიწროვებ.

-მეწყინა.- ტუჩები მომუწა.

-გეწყინა კი არა,სახლში დროულად მიმიყვანე. ინერვიულებენ.- გავუღიმე.

კარგიო. მანქანაში ჩავსხედით. მერე რადიო ჩავრთეთ.ის სიმღერა ისმოდა,მე რომ დილით ვუსმენდი.
არ უცდია გადართვა,მხოლოდ რამდენჯერმე გადმომხედა. მე კი სუფთა ჰაერს ვისუნთქავდი. კანზე ეკლები მაყრიდა და მკერდში სიყვარული ძგრედა,გულის ნაცვლად.

უცნაური იყო,რასაც ვაკეთებდი. მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება?! თანხმობაც რაღაცისთვის ვთქვი. რისთვის არ ვიცი,მაგრამ ხომ ვთქვი?!
უკვე 9 შესრულებულიყო. მეც დამშვიდობების შემდეგ ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან.
-მოიცადე! შუქი არ ინთება?!

-არა. -თავი გავაქნიე.- გავანათებ მობილურით,არაუშავს.

მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა.

-იყავი,არ მინდა.

-მოდი,წვრილა.-ხელი ჩამკიდა. სიმხურვალემ დამიარა. შევშინდი. ვაი თუ ცახცახი ამივარდეს და მიხვდეს..
დაძაბული მივყვებოდი. ნერწყვსაც ვერ ვყლაპავდი,ყელში მეჩხირებოდა. სადარბაზოში რომ შევედით,მივუახლოვდი. ძალიან მეშინოდა სიბნელის.

-რა გჭირს?!- მკითხა დაბნეულმა და ტელეფონში ჩართული ფანარი მომანათა.

-არაფერი.- პირი გამიშრა ღელვისგან.

-ნუ გეშინია,მოდი.- ისე გამიშვა ხელი და მიმიხუტა,ვერც მივხვდი. ზურგზე მისმევდა ხელს.
გული აჩქარდა,გადაჩქარდა და გადმოჩქარდა. მე ის მიკვირს,როგორ არ გასკდა... თვალები მაგრად დავხუჭე და მკერდზე უფრო ძლიერად ავეკარი. მკლავების მოხვევაც გავბედე წამში.
მისმა სურნელმა მომიღიტინა ნესტოებში.

-ესე მაგრა,როგორ გიცემს გული, წვრილა..- კითხვა არ იყო. ვიგრძენი თავზე ძალიან ცხელი ტუჩები. ალბათ,ჩემი დამშვიდება უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცალკე შიში მჭამდა და ცალკე ეს სიახლოვე. ბედად,სინათლეც არ იყო და გული მისკდებოდა.- იყო და არა იყო,რა.. იყო ერთი,პატარა და მშიშარა წვრილა..

-ვატო,მაგრად გცემ.

-მიდი აბა.- გაეცინა.- ცალი მკლავით გაკავებ,ჯერ მარტო.

-ეს ლიფტიც,რით ვერ მოვიდა.- ტირილამდე ცოტა მაკლდა.

-კარამდე მიგიყვან,ოღონდ ნუ კანკალებ ასე.- ისევ დამისვა ხელი ბეჭებზე.- ჰოდა,ეს წვრილა, იყო მაგარი რომანტიკოსი, ბუნებით.

-მერე?!- ლიფტის კარი გაიღო.

-მერე, ერთხელაც ბედმა გაუღიმა და მეგობრებს შორის,პირველს სთხოვეს ხელი. -ლიფტში შევედით ესე,ჩახუტებულები. მე ისევ ისე მიცემდა გული.

-ბედმა კი არ გაუღიმა,ზურგი აქცია.

-ჰე,ჰე.. წესიერად ილაპარაკე! ნახე,რა ბიჭი ვარ.

-აბა,გადასარევი.- ლიფტის კარი კვლავ გაიღო.

-მიდი,გაცუნცულდი.აქ შუქია.- ლოყზე მაკოცა. სუნთქვა შემეკვრა.
მოვშორდი-არ მინდოდა.
სახლში დავბრუნდი-არ მინდოდა.
--------







მშვიდია ღამე,უშფოთველი
და რა ანაღვლებს..
განა ვერ ვხედავ, გლოვისფერი რომ შემოუსხამს?!
სადღაც გაისმა ხმა ნაბიჯების,
ისიც ჩემია..
მოვიწევ შენკენ და არ გასხია გრძნობის მანტია.










ყოველთვის,როცა ცრემლებში ვიხრჩობოდი ან მარტოსულობის განცდა მიტევდა, მაშინვე ჩნდებოდა მობულურის ეკრანზე მესიჯი ან ზარი,რომელიც აუცილებლად იმას ნიშნავდა,რომ ჩემი თავი უნდა დამევიწყებინა და მათთავის მესმინა.
ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, ძალიან მიყვარს ახლობლები და ყველა,ვისგანაც საპასუხოს ვგრძნობ. რადგან ორმხრივობა ჩემთვის მთავარია. ერთი ტაბიძეს ვერ მოვუხერხე ვერაფერი.
აი,ახლაც.. როცა ჩუმად ვღვრიდი ცრემლებს,მობილურის ეკრანი ანათებდა. ვიკა რეკავდა, ანუ რაღაც ხდებოდა მის თავს.

-გისმენ.-ფრთხილად ვთქვი.

-რა გჭირს შენ?!

-არაფერი.- გავიღიმე.

-მოწყენილი ხარ?!- ეეხ!

-ჰო,რა ხდება?!- ყურადღება მისკენ მივმართე. ეს ყოველთვის შველოდა სიტუაციას.

-გიორგი იზ ქამ ბეექ.- გადაიკისკისა.-შენმა საათიანმა ლექციებმა გაჭრა,ჰოდა რომ ვნახე.. ჩავუტარე.- ხალისიანი იყო.

-აბა,აბა,მომიყევი.

-გოგოებთან ვიყავი ასული. ცოტა დავლიეთ,ჰოდა ის გადამთიელიც მობრძანდა. გადაგვკოცნა.რაღაც ბანძი დიალოგები შეუშვა. გაამახვილა ყურადღება იმაზე,რომ ვსინავ,არ ვპასუხობ. ჰოდა, გავიცინე. რა გაწუწუნებს,ალბათ, დააშავე და ისჯები-თქო.

-მაგაზე რა თქვა?!

-პატარა ბავშვივით ბუტიაობო?! ლომებს არ ვებუტები-თქო. აუ, რა მთვრალი ვიყავი,მაგრამ არ მოვეშვი. შევუყვანე დიალოგები და სანდროზე გაჭედა. დაკნინება დაიწყო. მერე მე ვერ ავიტანე.

-აუ,მოშვას ამ სანდროს რა!- გავღიზიანდი.

-ვერ შეგაბა კიდევო?! ტიპი რა საწყალიაო. უთხარი მე რომ შემხვდიო?! ამწია ჭკუიდან,ვფიცავ. სანდროს სულ არ აინტერესებს შენ შეგხვდი თუ არა, საერთოდ ის იკითხე,თუ ახსოვხარ?! მერე როდის იყო, მეგობრები ეარშიყებოდნენ ერთმანეთს-თქო.
ის,როგორც მეგობარს არც გიყურებსო. შენ რა იცი,ორი წუთითაც არ გყავს ნანახი-თქო.
ვიციო. მეთქი-წესიერაად!- გამეცინა.- ის წამომცდა,შენ რომ გგონია ერბო ქონია,ერბო ერბოქ და ქონი ქონია.-გაეცინა.- მერე გამახსენდა,კონლრეტულად შენი რომ არის საავტორო უფლება.

-ეს სანდრო ცოცხლად შეჭამა რა.- თავი გადავაქნიე.

-ბოლოს გამომაცილა. გზაში ნერვები მოვუშალე. ბოლოს ისე გაბრაზდა,წითელზე გაიარა და ჯარიმა აირტყა.

-გიჟი ხარ.- მეცინება.

-მერე,სახლთან რომ მივედით, გირჩევნია უთქმელად გადახვიდეო. კარგი-თქო და ისევ გავაბრაზე. კარი არც მქონდა მიხურული,რომ გაქანდა.- ეცინებოდა.

-რა უთხარი ეგეთი?!

-რა მახსოვს..აა,ყოფილ შეყვარებულზე და მანჩიკოზე ვეხუმრე ბლომად. - გაეცინა.- ხომ არ შევარჩენდი,არა?!

-მართალი ხარ.

-------
კალენდარში ჩამოიგლიჯა ზაფხულის ცხელი დღები და დაიწყო ძალიან ფერადი,გრილი შემოდგომის თვე.
მაინც ნათელი დღები იყო. მზე მწვერვალიდან კაშკაშებდა და კეკლუცურად ათამაშებდა სხივებს.
ხეებს ჯერ კიდევ ემოსათ ფოთლები, თუმცა ზოგი უკვე გაშიშვლებასაც იწყებდა. ალაგ-ალაგ ეყარა შეყვითლებული ფოთლები.
ფანჯარაში ვიყურებოდი მღელვარედ. ვიქტორიას ხელი მეჭირა. მაგრად ვუჭერდი თითებს. ისიც იტანდა.
გოგონები იცინოდნენ. ათასგვარ ხუმრობას იგონებდნენ ჩემი ინტიმური ცხოვრების დასაწყისზე. მერე ანამ დაიჩურჩულა, მე ხომ მომიყვებიო.

-ჭკვიანად თუ მოიქცევი, ყველაზე სახალისოებს მოვყვები.- თვალი ჩავუკარი ეშმაკურად.

-ხომ არ ღადაობთ,თვითონ master of sex theory-გან გავიგებთ ამბებს. და მხოლოდ თეორიაში კი აღარ იქნება ძლიერი, არამედ პრაქტიკაშიც.- თვალები ავატრიალე.

-იმდენს ცანცარებთ, ისტორიის გარეშე არ დარჩეთ.- ნიშნისმოგებით ვუთხარი.

ისევ სიცილი ატეხეს.

ყველაფერი კარგად არის.

ყველაფერი რიგზეა.

მე ყველაფერი გამომივა.

მე ყველაფერი შემიძლია.

ძლიერი ..

არ ვარ.

არაფერი ვარ.

ვლოცულობ. ოღონდ ამ ლოცვაში მთელი ჩემი არსებით ვენდობი ღმერთს და როცა მთელი შენი არსებით ითხოვ რაღაცას, მიიღებ ნანატრს.
მანქანა ჩერდება,მეც გადავდივარ.

-ჰა,მოდიხართ თუ გზაში ხართ?!- ტაბიძე გვიახლოვდება.ემოციებს ვიკავებ.

-ფორმაში ხარ კვლავ.-წერეთელი ათვალიერებს.

-გამარჯობა.- ახალგაზრდა ბიჭი გვესალმება.

-გაიცანით,ჩემი ძმადნაფიცი ბაჩო სიხარულიძე. - წარგვიდგინა. ხელს გვართმევს ბაჩო.

-ვიკა წერეთელი.- ზრდილობიანად უღიმის.

-ვივიენ მერლანი.

-სვანი ხარ?!- სიხარულიძე მეკითხება.

-რა აღარ.-ვვოხრავ.-ნარევი სისხლი მაქვს.ზოგს ძალიან ადგება ეგ.- გავიღიმე.

-გამოდის,ბევრი რამ გიკავშირდება.

-კი,კი. განსაკუთრებით საფრანგეთი.-ვაჟკაცის გასაგონად ვთქვი თავაწეულმა.ხითხითი მომესმა გვერდიდან. ვიქტორია უცებ გაბედნიერდა.
გაიცნო ანაც,ელენეც,სალომეც, ნორაც,ანუკიც,სოფიც.

-შევიდეთ,ხო?!- 2 მანქანა კიდევ შემოვიდა ეზოში. ტაბიძეს სიტყვაც კი გაუწყდა.
ჩვენი მშობლები მოვიდნენ.

ვიკა შეტრიალდა,შევიდეთო. მუქი ლურჯი კაბა ეცვა და ძალიანაც უხდებოდა.

-აბა,ბავშვებო,არ შედიხართ?!- ლიამ მომისვა ბეჭზე ხელი. ვატოს დედაა.- რა ლამაზი ხარ.

-მადლობა.- გავიღიმე გულწრფელად.-თქვენზეც იმავე შემიძლია ვთქვა.

რაღა დროს ჩემი სილამაზეაო. მერე ვატომ მოჰხვია ხელი და ყურში უჩურჩულა რაღაც. არ გამიგია, სამაგიეროდ დავინახე, თვალები რომ აუციმციმდა ქალს.

-აუ,როგორ ცხელა.-დედამ დაიწუწუნა.

-წყალი მოგიტანოთ?-მამამ იკითხა.

-არა,რა წყალი. მალე შევიდეთ და მოაწერონ ხელი.- ლიამ გვანიშნა შევლაგდეთო.

-დედაჩემი ფიზიკურად ძალადობს.- ვატომ გადმომიჩურჩულა.

-ამხელა კაცი და ცანცარა!- გავუბრაზდი.

-მხოლოდ შენთვის,წვრილა.- წელზე მომაწვა,მიბიძგა.

-ნუ მეძახი ეგრე!- შევუბღვირე.
-----

-გილოცავთ! სულ გახარებულები, გამრავლებულები და ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა.- მსგავსი ფრაზებით გვლოცავდნენ.
მეხუტებოდნენ და აბა შენ იციო, "პირველი ღამისთვის" გამამხნევებელ ფრაზებს მესროდნენ.

ვატომ მთაწმინდაზე ერთი რესტორანია, ძალიან მაგარი ხედებით და დიდი ვერანდით, დაახურინა თურმე. სულ ჩვენ ვიყავით.
გაოცებული ვათვალიერებდი თეთრ კედლებს,ნახატებს რომ დაემშვენებინა კიდევ უფრო. მერე უდიდესი ვერანდა მოჩანდა.

-რა ლამაზია.- ვიკას გადავუჩურჩულე.

-აუ,კი.- თვალები გაუნათდა.- მშვენიერი სურათებიც გამოვა.- გაეღიმა. -ოღონდ არ გეტყვი შენ როდის გადაგიღებ,თორემ კადრს გამიფუჭებ.- ამოვიოხრე. ყველას შეეძლო კამერასთან პოზირება, მე კი არა.ყველაზე ხელოვნური და ულამაზო მაშინ ვჩანდი ზუსტად.

-ერთი წუთით, ვივი.- ხელზე დამქაჩა ტაბიძემ. მისკენ გადავიხარე.- 3 დღეში მივფრინავთ, ბილეთები გვაქვს უკვე.

-კარგი.-თავი დავუქნიე.

ყველაფერს ვშორდებოდი. მკლავებს გხვევენ და უმისამართოდ გისვრიან. ესე ვიყავი.

მიუხედავად ყველაფრისა, სასიამოვნო და მხიარული დრო გავატარე. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი. ყველა პატივისცემით მეპყრობოდა,რაც ანალოგიურ განცდას მიღვიძებდა. ამდენი თავაზიანობა, გულწრფელი ღიმილი, კეთილი სურვილები, ამდენი ჩახუტება.. სითბოს გაცემა- მიღება..

თავაზიანად ვუღიმოდი ყველას. ძალიან გულწრფელად ვეხვეოდი სხვებსაც. კომპლიმენტებზე ვმორცხვობდი ძალიან. მთელი ეს დრო, ტაბიძე მედგა გვერდით. ალბათ,არ უნდოდა თავი უცხოდ მეგრძნო. თუმცა ისეთი თავაზიანი და ზრდილობიანი ხალხი ირეოდა ჩვენს ირგვლივ, წამით არ მიგვძვნია სიცივე.
ვიკა მედგა ახლოს და მაცინებდა ხშირად. ჩემთვის კისკისა ადამიანია. რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, ყოველთვის ახერხებს ერთხელ მაინც გამაღიმოს წრფელად.
ნეტავ ოდესმე შევძლებ ამისთვის მადლობის გადახდას?!ალბათ, ვერა.
მერე ჩვენს სიმღერას ვართვევინებ, აი სანდრო რომ შემოვირიგეთ და ვიკამ იეჭვიანა იმას. მერე ვუჩურჩულებ შენ გიძღვნი-თქო და ვეხუტები საჯაროდ. ძალიან თბილია.
ოდნავ ცახცახებს კიდეც და სრუტუნებს.
რა მაგარია,როცა პატარა რამითაც შეგიძლია გაახარო ადამიანი. წლობით სიცოცხლეს გიმატებს, ალბათ.
-უშენოდ არ მინდოდა საზღვრების გადაკვეთა,ვიცი მომენატრები და უშენოდ ყველაზე უფერული ხანა დამიდგება.- ვეჩურჩულები ყურში.

-ყველაფერი კარგად იქნება. თუ არადა, შემომაკვდება შენი უნიჭო ქმარი.-მაგრად მიჭერს მკლავებს.- ჰო და კიდევ,თუ ჰგონია შენი თავი ამართვა,ძალიან ცდება! საფრანგეთშიც მოგაგნებთ! ერთი ჩავხურო ბოლო სემესტრი!

-შენ ამას შეძლებ. შენი შესაძლებლობების ისე მჯერა, საკუთარის არ მწამს ეგრე.- სწორ თმებზე ვუსმევ ხელს. არ უყვარს თმებზე შეხება. თუმცა არაფერს ამბობს.
სხვა სიმღერებიც ირთვება, მერე მართლა ძალიან ბევრს ვცეკვავთ. თან გოგოებმა ვისკი დააძრეს და სათვალავი ამერია,იმდენი დავლიე უკვე.

2 საათის დაგვიანებით შემოდიან ნიკო და სანდრო.

-აი,ამ ვიგინდარას ბრალია!- ნიკო თითს იშვერს სანდროსკენ.- ჩაეძინა და ველოდე 1 საათზე მეტი.

-ჩემი რა ბრალია,ძილი მომერია.

-ოიი,შენ ზარმაცა. -ნიკუშა პასუხობს.

-მთავარია მოხვედით.- გავუღიმე მთვრალმა.

-რა არის, ყანწით ჩაგასხეს?- სანდროს ეცინება.

-გოგოებმა იმაიმუნეს.- ვატო მიდგება გვერდით. -ჰაერზე გაგიყვან,წამოდი.- არეული ნაბიჯებით მივყვები.

იმხელა ვერანდაა და აქედან მთელი თბილისი მოჩანს. თან უკვე შებინდებულა. ზოგი ფანჯრიდან შუქი იპარება, ზოგი ლამპა ანთებულა კიდეც. რა ლამაზია, ღმერთო ჩემო.

-ქორწინების პირველივე დღეს ავლენ საკუთარ ცუდ მხარეებს?!- ჩაეცინა.

-შენზე ცუდი მაინც არ ვარ.- ზურგით მივეყრდენი მკერდზე. გულმა ჩვეულება არ დაარღვია. ისევ აძგერდა ნორმაზე სწრაფად.

-შუა დღის მერე აღარ იკბინებოდი და გამიხარდა. თურმე სულ ტყუილად.- მუცელზე მჭიდროდ მომხვია მკლავი. მოაჯირზე ვაწყობ ხელებს.

-შენ კიდევ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენ. მთელი დღეა არ მცილდები,მგონი დედაშენში აგერიე.- ამოვიოხრე.

-არა,დედაჩემს შავი თმები აქვს, შენ ... შენ ცოტა უფრო სხვანაირი.

-მართალი ხარ. ჩემნაირი არავის აქვს.-კმაყოფილს ჩამეღიმა.

- ჰო,ჩალისფერია მუქი და მზეში მოშოკოლადისფრო დაჰკრავს.

-ყოჩაღ! შეგიმჩნევია.-თვალები დავხუჭე. მშვიდად ვიყავი.

-კი,ლამაზი კაბა გაცვია. ამ ფერს რა ჰქვია?!

-სპილოსძვლისფერი.- მივეშველე.

-ჰო,ძალიან გიხდება. ლამაზი ყელი აქვს და მხრები. ესეთი ჭრილიც უხდება ფეხთან.- თურმე შეუნიშნავს.

-მადლობა,სხვებმაც მითხრეს.- მისი გაწვალება მინდოდა.

-კიდევ რაო,რა გითხრეს.

-მაგას ვეღარ გეტყვი.-ჩამეცინა.

-მიდი,რა.

-არა.- მკაცრად ვთქვი.

-ჰე,თქვი.

-ნწუ.- ტუჩები მოვმუწე.- მაგრად მეძინება.-თვალები მეხუჭებოდა.

-უხერხულია ახლა წასვლა, თორემ წაგიყვანდი.

-მართალი ხარ.-სუნთქვას ამოვაყოლე.

-მოდი,წვენს დაგალევინებ. ცოტას გამოფხიზლდები. თან იცი რა ვქნათ?! ცივ წყალს მოგისვამ სახეზე.

-გიჟი ხომ არ ხარ, ჩამომერეცხება ყველაფერი სახიდან!- ძალიან თხლად კი მესვა, მაგრამ არ მინდოდა ჩამოერეცხა ჩემი მაკიაჟი.

-ყავას დაგალევინებ, ნაყინით.

-ყავა...ყავა... ყავა.- თავი გადავაქნიე.- ნაყინი კარგი რამეა,წამო აბა.- თავი გადავაქნიე.

ბართან მიმიყვანა და შეუკვეთა. მერე წინ დამიდგეს. დედაჩემი მოგვიახლოვდა.

-ხომ კარგადაა?!

-დათვრა და ეძინება.- დამაბეზღა ეგრევე.

-ენატანია ხარ.- გავცხარდი.

-მაგარია!- თავზე ხელი გადაისვა.- მთელი ღამე კონცერტებს გამართავს.- დედას გაეცინა. მე არა.

-დაწვება თუ არა,გაითიშება.- დაამშვიდა.- თუ გინდა,ჩვენ წავიყვანთ ამაღამ.

-არა,იყოს. მივხედავ თავად.

-აუ,ფეხები მეტკინა.- დავიწუწუნე.

-მანქანაშია მეორე ფეხსაცმელი და იმას მოგიტან.- დედამ თქვა.

-მე მოვიტან,თქვენ არ შეწუხდეთ.- ტაბიძემ უთხრა.

-გასაღები მე არ მაქვს თან, იყოს, მე მოვუტან.- სევდიანად გაეღიმა.
----
უკვე საღამო დამთავრებულიყო. ვატომ მანქანაში ჩამსვა,თავად კი საჩუქრებს ალაგებდა საბარგულში.
უკვე კარგად ვიყავი. გული სხვანაირ რიტმში მიცემდა.

იმდენი კომპლიმენტი ვისმინე, სიხარულისგან გული გიჟივით მიცემს. ისეთი კარგი საღამო იყო, არ მეთმობოდა. ჩემი კაბაც ძალიან მომწონდა.

-აიტ,წვრილა! ძილი გაგიტყდა?!- მანქანის კარი გამოაღო ჩასაჯდომად.

- აუ,სადმე წავიდეთ რა.- გავუცინე.- გთხოვ, მე და შენ.გავერთოთ! - ყელზე კანი გამოვიწიე ხვეწნის ნიშნად.

-კლუბში გინდა?!- მკითხა სწრაფად.- სერინობა?! ხომ არ მოგშივდა?!

-მთელი ღამე ჩემი ხარ.- ხელები დავკარი ერთმანეთს.- კლუბით დავიწყოთ, მერე ვჭამოთ და მზის ამოსვლისას ვისეირნოთ.

- კარგი, აქვე ერთი კარგი ადგილია.
მაგრამ კაბა რომ გაგიფუჭდეს?!

-გამოვიცვლი.- წამოვიყვირე მხიარულად.- მაქვს წამოღებული.

-შენ მომზადებულხარ. სად გამოიცვლი?!

-მანქანაში.- მხრები ავიჩეჩე. ღვედი გამიკეთა.

-დაფარულ ადგილის ვგულისხმობ. თავზე ჭერი, გვერდებზე კედლები უნდა ჰქონდეს. - მანქანა დაძრა.

-ღამეა და არავის ადარდებს ჩემი სხეულის ყურება შუა ღამეს.

-არა.-მშვიდად მიმეორებს.

-კი.

-წასვლა ხომ გინდა?!

-კი,აბა?!

-ჰოდა, მანქანაში და ღია ადგილებში არ გამოიცვლი.- ნერვები მეშლებოდა უკვე. უკან გადავწიე ხელი და პარკიდან ზურმუხტისფერი კაბა გადმოვაცურე.- რას აკეთებ?! - ხელი ავწიე და ელვა წვალებით ჩავიხსენი.- რას აკეთებ?!-იძაბება. ღვედს ვიხსნი. -ვივიენ! მანქანას გადავაყენებ და მაგრად ინანებ. ვის ველაპარაკები?-უკვე ტანი აზიდული მქონდა და კაბას ვიხდიდი.

-არ მაღელვებს!- წითელზე გააჩერა.

-ლამპიონები განათებენ! მანქანებიდან მძღოლები გიყურებენ! გადაირიე?!- წამოიყვირა. წყობიდან გამომყავდა აშკარად.- ფეხებზე ჯარიმა! ციხეში წავალ იცოდე!

-ვის ემუქრები ერთი,ვიცოდე?! ან ვის აღელვებს ჩემი სხეული?!- მეორე კაბა გადავიცვი. გაზს მიაჭირა ფეხი და მანქანაც ისე გავარდა,ლამის სკამიანად გავამტვრიე უკანა ფანჯარა. - შიზიკი ხარ?! ფსიქოპატო! გული გადამიქანდა!- ტონს ავუწიე.

-პირველივე დღეს ნერვებს მიშლი!- უფრო აწვებოდა გაზს.

-გააჩერე!- შიშისგან ვერაფერს ვახერხებდი. ხელზე ჩავაფრინდი ტირილით. -გეხვეწები,მეშინია! მოვკვდები ახლა..- ამომესლუკუნა.
სიჩქარეს მოუკლო და გზიდან გადააყენა მანქანა. არ მიყურებდა, უბრალოდ საჭეს ეჭიდებოდა მთელი ძალით და თავის დაწყნარებას ცდილობდა.

-მოდი,წვრილა,ჩემთან.-მკლავზე მომხვია თითები. მე ისევ ვტიროდი.
მერე მთლიანად გადმოიხარა ჩემკენ და თავისკენ გადასვლაში მომეხმარა.
ვკანკალებდი,ისე შემეშინდა. სუნთქვა მიჭირდა უკვე.- ბოდიში, ბოდიში. ძალით არ მინდოდა.- ცრემლებს მწმენდდა და ლოყებზე მკოცნიდა. -მაპატიე,გეხვეწები.- მკერდზე მიმიხუტა. შუბლზე მკოცნიდა და ხელებს მისმევდა შიშველ ბეჭზე. აბა კაბის ჩამოწევა ვერ მოვახერხე და...

-წვრილა,რა მშიშარა ყოფილხარ. პატარა წიწილა. სუფთა წიწილა ხარ. უბრალოდ შენ ძალიან ნაზი კანი გაქვს,ის ბეწვიანია. მოდი, შენც მოუშვი წვერ-ულვაში, თმები გაიზარდე,გადაგღებავ და ეგ ხარ.- თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.- ბოდიში,დებილობებს ვამბობ. არ ვიცი,როგორ დაგამშვიდო.- ისე გულუბრყვილოდ მითხრა,თავი ვერ შევიკავე ჩახუტებისგან. ყელში ვაკოცე რამდენჯერმე.

-თავხედო ბავშვო.

-თავხედიც ხარ და თამამიც. შუა ქუჩაში მომინდომა გატიტვლება.- კაბა დაქაჩა ქვემოთ. მუცლამდე ჩამომიწია.- სირცხვილია, აიწიე ცოტა, ტაკუნებიც დავფაროთ.- ზედმეტად არ მეხებოდა. -თან რა ლამაზი ზურგი ჰქონია ამ კაბას, როგორ მოგიხდება.

-უნდა გადავიდე,თუ გინდა რომ ჩამოიწიოს. ბოლოში მომდგარია.- ამოვისრუტუნე.

-ჯერ ესე იყავი,დაწყნარდი და გადაგიშვებ. არაუშავს, ტაკუნები მაინც არ გიჩანს.- ხელს მიშვებდა წრიულად ზურგზე.

-ეგრე დამეძინება!- გავაფრთხილე.

-ჰოდა,მელაპარაკე. ქორწილის დღე ხომ არ დამთავრებულა,არა?! კლუბი გინდოდა.

-გადამინდა.- ჯიუტად ვთქვი.

-არადა, მაგრად გავერთობოდით.

-არ მინდა.- მინდოდა ძალიან. ხომ შემეძლო მეთქვა?!

-მართლა,მართლა?!

-კარგი,ჰო.. წავიდეთ.- მის სურნელს ვიპარავდი ჩემი ფილტვებისთვის.
ძლიერი მკლავები აქვს. განიერი მხრები და მასთან შედარებით, მართლა წვრილა ვარ.

-ფრთხილად გადადი იქით მაშინ. ნელა აიწიე და კაბას დავწევ.- დამარიგა. თავი დავუქნიე მორჩილად. ოდნავ ავიწიე,მანაც კაბა ჩამოწია და გვერდით გადასვლაში მომეხმარა. ძლივს გავისწორე საბოლოოდ. - აი,ასე. თმა ჩამოგეშალა ცოტა.

-ვაიმე,საშინლად მაქვს?!

-არა,არა. ლამაზად გაქვს.- ხელზე მომეფერა.- აღარ გაიხსნა ღვედი,კარგი?!

-ნერვები არ მომიშალო მაშინ.

-შენ მომიშალე და თავი ვერ გავაკონტროლე. ბოდიში, განზრახ არ ყოფილა.

-სულ ასე სწრაფად ატარებ?!- ვწუხდი.

-ხშირად.

-მაშინ ფეხით იარე.

-გამორიცხულია.

-მეშინია ეგრე რომ ატარებ.

-არაფერი მოგვივა. შენ რომ იჯდები, სულ ნელა ვივლი. თუ მეტყვი, 20-ს არ გავცდები.

-არა,მასე ნელაც არა. უბრალოდ, მშვიდად ატარე. ყველანაირი სიგიჟეების გარეშე.- ვთხოვე.
---
კლუბში შევედით თუ არა, მის მტევანს მოვეჭიდე. რას დავიჩემე, კლუბები ხომ არ მიყვარს?!

-დავლიოთ!- დავიყვირე ჩემი ხმა რომ გაეგო.

-მეტს არ დალევ.- გამაფრთხილა. პირდაპირ გულსა და ტვინში მირტყავდა ეს ხმა.

-გთხოოვ! ვერ ავიტან ამ ხმაურს.- ახლოს მიმიზიდა,იმდენ ხალხსა და სიბნელეში რომ არ დავკარგულიყავი. -ვატუნა,გთხოვ.

-კარგი! მხოლოდ ლიქიორი.- კაბის ბრეტელები შემისწორა.
დღეს ძალიან მზრუნველია. ბართან რომ მივედით,ცარიელ სკამზე შემომსვა.
-ლიქიორი გვინდა, ალუბლის.- ბარმენს უთხრა. იმას გაეცინა. მეც ეგრე გამეცინებოდა.

-ისედაც ბევრი დალია.- ჩემზე მიუთითა. თავი ამტკივდა ხმაურში. ფერადი განათებაც მხედველობის ორგანოს მიღიზიანებდა.
მალე გამომიცურეს ჭიქა,ხალისით გადავკარი და მერე დავიჭყანე.

-რა იყო?!-წარბები შეკრა.

-რაღაცნაირია. დედა ტკბილს აკეთებს ხოლმე.- გამაჟრჟოლა.

-სხვას არ დაგალევინებ. მაქსიმუმ წვენი,ან შეიკი..

-კლუბში რისთვის დადიან?!

-გასართობად.

-გართობაში რა მოიაზრება?

-ორივე სქესი,ცეკვა,დალევა, ზოგისთვის მოწევა და ნარკოტიკები. აქედან შენთვის ცეკვაა დაშვებული.

-ვატო!- მეწყინა.

-ჯანდაბას! მარტინი მიეცით.- დამნებდა. სიხარულით შემოვკარი ტაში.

-კარგი ბიჭი ხარ.

თავი გადააქნია სიცილით. მერე საცეკვაოდ გამიტყუა. აღარ უნდოდა დამელია,ალბათ, მაგიტომ.
გიჟური ჰანგები ირეოდნენ. კლუბურ მუსიკას თავისი გაჰქონდა და ვის აღელვებდა?! არც არავის. მთავარი იყო, მე ხასიათზე ვიყავი და ვერთობოდი. ესე თამამად მარტოც ვერ ვცეკვავ ხოლმე.

მერე ესეც რომ მოვიბეზრეთ, წამოვედით ფეხით. გვშიოდა, თუმცა ის არ ჭამდა ღამით. მარკეტში შევედით. რამდენიმე შოკოლადი და 2 შეკვრა ჩიფსი ჩავაგდეთ, წვენთან ერთად. ესე უნდა შემოგვეარა რუსთაველის ქუჩა და მზის ამოსვლას შევხვედროდით.
ისე მშიოდა,თავი ვერ შევიკავე და შოკოლადებს დავესხი თავს. თან ვლაპარაკობდით ვაჟას მოთხრობებზე. მერე გადავედით დუმბაძეზე, ჭავჭავაძეზე, ბარათაშვილიც არ დაგვიწყებია. უცხოელ მწერლებსაც გადავწვდით.
იმდენი ვისაუბრეთ თუ ვისაუბრე?! მე უფრო ვლაპარაკობდი,ვიდრე ის.

-ნახე, მზე იწვერება.- ხელი გავიშვირე. ცამ უკვე იცვალა ფერი.

-ჰო.

-რა ლამაზია,არა?! რამხელა მშვენება.-გაოცებულს აღმომხდა.- რა მაგარია სიცოცხლე და ყოველ დღე იმის ხილვა,თუ როგორ იწყებს ხელახლა ცხოვრებას.- გაქვავებულმა ამოვთქვი.

-ჰო.

- რა ჰო!-გავღიზიანდი. მიყურებდა, ალბათ,შოკში ჩააგდო ჩემმა ემოციება.- რატომ ჩაიხვიე?

-დაგეთანხმე.

-ნუ მეთანხმები.

-კარგი. არ გეთანხმები.

-და რატომ მეწინააღმდეგები?!

-ხშირად მეძახი იდიოტს, ალბათ, მაგიტომ. -ისე საყვარლად თქვა, გული მომილბო.

-უაღრესად და უკიდეგანოდ იდიოტი ხარ.-გამეცინა.-ნუ გეშინია. ეგრე დუმბაძეს ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს ეძახდა. თავიდან სწყინდა და მერე მიხვდა, რომ უსაზღვროობა ძალიან დიდი რამეა. ახლა,ეს შედარება ცოტა სისულელეა,მაგრამ შენი იდიოტიზმიც რაღაცას ნიშნავს, ალბათ.- გაეცინა-რა?!

-ძალიან საყვარელი ხარ.- გული ამიძგერა სხვანაირად.

-ვიცი.ჩემო ძვირფასო,ეგ აქსიომაა, რამდენჯერ გითხრა?!- ხელი გადამხვია და მანქანის მიმართულებით აიღო გეზი.
-

ზურგზე ვგრძნობ სიმძიმეს,რაც მაიძულებს თვალების გახელას. ჯერ ისევ ძილ-ბურანში ვარ და თავის აწევაც კი მიჭირს,რომ გავარკვიო რა მადევს ზემოდან.
მერე ცხელი ჰაერი მეფრქვევა ზურგზე და უხილავ ღინღლებს მიშლის. წელზე შემოუხვევია ხელები და გატოკების საშუალებასაც არ მაძლევს.

-ვატო,კისერი გეტკინება.- ვჩურჩულებ და ოდნავ ვმოძრაობ. პატარა გაფართხალების ამბავია.- ვატო..- ისევ ვჩურჩულებ. არა, რამ გააჩერებინა თავი ამდენ ხანს?! კისერი არ ეტკინა ან თავი?! ბოლო ბოლო ძვლებზე უდევს, ბალიშზე ხომ არა?!

-ცოტაც რა.-მკლავებს მიჭერს უფრო მაგრად. ცოტაც და ძვლების ტკაცუნს გავიგებ.

-ვატო,გადადი! ბეჭი ლამისაა ჩამიმტვრიო და ძუძუებში გახვიდე.- გავბრაზდი. თავს მეორე მხარეს რომ ატრიალებს, ტუჩებით მეხება. ემოციები ისე მაწვება, კანკალს ვიწყებ. -ვატო,კარგი რა. მტკენ.- სწრაფად სწევს თავს და მისკენ მატრიალებს.

-რა გტკივა?!- მწვანე თვალებს მანათებს პირდაპირ. დღის შუქზე გასაოცარი სანახავია. ისე უბრწყინავს,გეგონება მზესთან ეცილებაო.

-არ ხარ მაგ თვალების ღირსი. - მოუთმენლად შევეხე კანზე. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელ სახეს დავუკოცნიდი. ტუჩები მეხვეწებოდნენ მის კანზე ნავარდს. გამიღიმა. თეთრი, ქათქათა კბილები გამოუჩნდა.

-რა ცუღლუტი გოგო გახადი ამ ბოლო დროს.-მკერდზე ჩამომადო ნიკაპი.

-შენს სითამამესაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!- წარბები შევკარი. -პირდაპირ მარჯვენა მკერდში მჭრი.

-აა,უი. ვერ შევნიშნე.- გამეცინა.

-რას შენიშნავდი, გაწი-გამოწიე 1 ზომას უკაკუნებს.- შემფასებლურად დამხედა.

-ახლა უკვე ზედმეტები მოგდის.- ყურზე მოვქაჩე.

-არა,რა ერთი! მეტი იქნება.- ძალიან სერიოზულად დამჩერებოდა.

-შენ რა გაღელვებს?!- წარბი ავწიე.

-არაფერი. უბრალოდ ვფიქრობ.

-ხვალ მივფრინავთ?!-ხელები მოვაშორე საერთოდ.

-კი,გამთენიის 4 საათზე. - წამოამთქნარა. რა თავხედია.

-ჩვენები ვნახოთ,ხო?!- თავი დამიქნია.

-არ მოგშივდა?! ვისაუზმოთ და მერე გავიდეთ,დავიაროთ ოჯახ-მეგობრები.

ნელა წამოვდექი ფეხზე. უნდა გადამევლო აუცილებლად,ისე ვერ გავძლებდი.

-ნახე,ჯენტლმენები ხომ ქალბატონებს უთმობენ ხოლმე და ადრე, საქართველოში, კაცი გადიოდა სახლიდან პირველი ან შედიოდა პირველი, რომ თუ საფრთხე ელოდა, თავად დაჰხვედროდა.- ვატომ დამაყუდა კედელთან.

-მერე?!

-მერე ის რომ, სააბაზანოს მე ვიღებ პირველი.- ისე სწრაფად გაიძუნძულა, ვერ მოვასწარი გააზრება.
მერე ადევნებულმა სულ შაჰ აბასი ვეძახე და ზემოდან უაღრესად კრეტინი ხარ-თქო, ვუკაკუნებდი.
იცინოდა. ჩემი გაბრაზება უნდოდა და მიიღო.

-აბა,კარგი იყო,დილით რომ გამაღვიძე?!- მომინდომა გამთენიას შეჯიბრი.

-ვირო!- ფეხი მივარტყი კარს და ამაყი სახით გავედი სამზარეულოში.

-ვირო!-გამაჯავრა აბაზანიდან.

ჩაისთვის წყალი დავადგი. მაცივარშიც შევიჭყიტე. დიდად, მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნიდა,მაგრამ ბუტერბროდებით გამოვძვრებოდით.

კარგ ხასიათზე ვიყავი,რაც ტაბიძის დამსახურება იყო. გუშინ და დღეს, მთლიანად ჩემი ცვლილება,მისი დამსახურებაა.
თეფშებზე ბუტერბროდები დავაწყვე და ჩამოვჯექი.
მის თეფშს ვუყურებდი. იქნებ,არ მოსწონს ჰოლანდიური ყველით? ან კეჩუპი?!მე ხომ ისიც არ ვიცი, როგორი უყვარს და რომ დაიწუნოს?!
ჩაი ჩამოვასხი, ხილიც დავჭერი და აკურატულად დავაწყვე თეფშებზე.

-აი,მესმის!- ხელები დაატყაპუნა ერთმანეთზე.

-არ ვიცი როგორი ბუტერბროდი გიყვარს.- ამივიჩურჩულე. მისკენ არც გამიხედავს.

-მთავარია, ცხარე არ იყოს და თუ მაინც ცხარე გამოგივიდა, დავანთოთ პირში ცეცხლი, ჩვენი რა მიდის.

-არ არის ცხარე.- ამოვიოხრე.- წიწაკა არ გქონია.

-მერე,ენა ვერ ჩაუდე?!

-მაგდენი ვერ მოვიფიქრე.- ყველაფერი დავუწყვე და ჩამოვჯექი იქვე.
------
ჩატში მესიჯები რომ ვნახე,ყველა იმას კითხულობდა,ჰა როგორი იყოო. ამათმა რა იცოდნენ, საერთოდ არაფერი რომ იყო?!
მერე ხუმრობით დავწერე, ყველა ოთახი შემოვიარეთ და უსულო საგნები წავბილწეთ-თქო. თურმე ვატოს დაუნახავს, რასაც ვწერდი და ეცინებოდა მაგრად. იდეებს მაწვდიდა ასე და ასე უთხარიო. მეთქი-გიჟი ხომ არ ხარ,რატომ უნდა იცოდნენ, როდის,რა და სად გვქონდა?!მერე, გამეცი პასუხი, სად გვქონდაო?! მეთქი,მეთქი- შენს ოცნებებში და უკვე ზედმეტები მოგდის!
-საფრანგეთში წასვლაზე არ გიოცნებია?!- მკითხა უეცრად.

-არა. მაგის უნახავად თუ მოვკვდი, არ ვიდარდებ.

-რატომ?!

-სანახავი რა არის მანდ?! ძალიან ცოტაა და გარდა ამისა, ქუჩებში ვირთხები დარბიან. რა სიბინძურეა,წარმოგიდგენია?!- სახე დავმანჭე ზიზღით.

-შენ ფაუნასთან ვერ მეგობრობ ხომ?

-ვერანაირად.- თვალები მოვჭუტე.- ვერ შევეხები ყველაფერს, შეიძლება გულმაც დამარტყას. ერთხელ გველი დავინახე, თავისთვის იკლაკნებოდა ეგ უბედური და უაზრო არსება. ჰოდა იმდენი ვიტირე გაშეშებულმა, უცხო ხალხი მაწყნარებდა.- გამაჟრჟოლა იმ მახინჯი არსების გახსენებისას.

-მგონი შიში უფრო გაქვს.

-ვაიმე,კი.- დავეთანხმე.- არც მაქვს სურვილი დავძლიო.

-ლეკვებიც არ გიყვარს? ან კატები.

-კატა არ მიხსენო. სულ ისეთი სახეებით მიყურებენ, მგონია ვძულვარ.- გაეცინა. -bitch face გააქტიურებული აქვთ. თანაც ეგენი თაგვებს ჭამენ. იუუ!

-როგორ გეტყობა,ასფალტზე გაზრდილი ბავშვი რომ ხარ.- ჩაეცინა.

-ლეკვები მირჩევნია,მაგრამ თუ აგრესიულია,ვერ გავეკარები. მეშინია.

-აკვიატებული ხარ მგონი.- ფანჯარაში გადავიხედე. ძაღლი იწვა საწყლად. თუ შია?!ან თუ სწყურია?!- მალე ჩაიცვი რა, წავიდეთ.

-მზად ვარ,ჩანთებს ჩავიტან დაბლა და გავიდეთ.- თავი დავუქნიე. ბოთლში ჩავასხი წყალი და პარკში გადმოვიტანე: ძეხვი, პური, ყველი.
ძაღლს ჩავუტანდი და შეჭამდა ცოტას. იქნებ მერე სხვასაც მიეტანა?!

-წვრილა,ყველაფერი ჩავიტანე და სახლი უნდა დავკეტო.- თავი დავუქნიე და ჩანთა გადავიკიდე.

-წავედით.

-ეგ რა მოგაქვს?!

-ძაღლისთვისაა.

-გინდა აჭამო?!

-მშიერი ხომ არ იქნება,აბა?!

-ცოტა ავია,ახლოს იყავი ჩემთან.- აქამდე წამითაც არ გამივლია, რომ საფრთხეს შემიქმნიდა.

-და რას ამბობ,შენ უნდა გეცეს?- შემეშინდა.

-არა,მემეგობრება მე ეგ.- გაეცინა.

-ჰოდა,შენ მიუტანე.- წარბები შევკარი.

-არა,შენ მიგატანინებ. ხომ უნდა გიცნობდეს,არა?! მერე მარტო რომ მოგიწიოს სახლში მოსვლა და დაგიყეფოს,შეგეშინდება. ჰოდა, ახლა კარგად დაამახსოვრებ თავს.

დამჯერი ბავშვივით ვედევნებოდი და ყურადღებით ვუსმენდი.

გარეთ გავედით თუ არა, ძაღლმა ყურები ცქვიტა და თავი წამოყო. აი, სად დაგერხა,ჩემო ვივიენ.
-გადავიფიქრე,შენ მიუტანე.- სადღაც გაქრა ჩემი თავდაჯერებულობა.

-მართლა რა წიწილა ხარ,რა არის, ჰა?! მე შენთან ერთად მგონია, მთებს გადავდგამ და თუ იჩმორე, აბა რა გამოვა?!- ხელი გადამხვია.
ჩემდა ჭირად წამოდგა ფეხზე და უკვე ისეთი სახე მიიღო, გაქცევას ვგეგმავდი.-ნუ იმჩნევ რომ გაშინებს, გიჟი კი არაა ისე გეცეს.- ვითომ მამშვიდებდა.

-აუ,შენ მიუტანე და უცებ ჩავჯდები მანქანაში. - ძალიან ვთხოვე.

-ანუ მე მწირავ?!

-აბა,ვმეგობრობთო?- თვალები გამიფართოვდა.

-კი,წვრილა,ვმეგობრობთ.

-მერე რას მემაიმუნები,ხომ ხედავ რომ მეშინია!

-ტესი,მოდი აბა.. მოდი,მოდი!- ტაშს უკრავდა და ძაღლს ისე ეძახდა.

ახლა არ მოვკვდე,რას აკეთებს!

-ნუ ეძახიი!- ვთხოვე. ტესი პირდაპირ მისკენ გაიქცა კუდისქიცინით. ოღონდ არ შემომახტეს,მეტი კი არ მინდა. სულს დამალევინებს.

-რა კარგი გოგო ხარ.- თავზე მოუსვა ხელი. - მიდი,წვრილა, დაუდე საჭმელი. წვრილა. მიჭირავს,ხომ ხედავ. არ გავნებს. -ტესის ეფერებოდა.- რა ჭკვიანი ხარ, რა კარგი.

ძლივს გავბედე ცოტა მიახლოვება. ოდნავ გადავიხარე და წინ დავუდე პარკი.

-ვი, ამოუღე. -ტესიმ გამომხედა. მეც გავხედე. ისე მიყურებდა, გეგონება რამე დამეშავებინა.-მიდი, წვრილა. კარგი გოგო ხარ.

სულ კანკალით ამოვიღე ყველი და ძეხვის ნაჭრები. ტესი ეგრევე აქეთ მოვიდა და დაყნოსა. მერე მე დამყნოსა გაშეშებულ ხელებზე.

-ნახე,ხომ გითხარი კარგი გოგოა-თქო.

-გოგოებთან ურთიერთობა შენი სტიქიაა.- პურიც დავუდე და პარკი დავკეცე. აუცილებლად უნდა გადამეგდო.

-კი,გეთანხმები.

-ნამეტანი ხომ არ მოგდის?!- ჩამეცინა. -ისე,ქორწინება ჩემზე ცუდად იმოქმედებს.

-რატომ?!- გავიმართე და ტესის თავზე ხელი გადავუსვი. ჯამში წყალი ჩავუსხი.

-ვერ ვიფლირტავებ.- მოწყენილმა ვთქვი.

-რა?!- მანქანისკენ წავედი.

-სველი ხელსახოცი არ გაქვს? ხელის გაწმენდა მინდა.

-რა ფლირტიო?!

-ჰო,აწი თუ დაიწყებენ ჩემთან რამეს, ვერ ავყვები. მოსაწყენია.- ამოვიოხრე.- ხელსახოცზე გკითხე, თუ გაქვს?!

-ვისთანაც ფლიტაობ,იმას ჰკითხე.- მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. ხელზე შეისხა სპრეი, მერე სველი ხელსახოცით გაიწმინდა. მეც ანალოგიური გავიმეორე თვითკმაყოფილი ღიმილით.

-გქონია,რას მალავდი.- მხრები ავიჩეჩე.-რა იყო,გენანება?!

-არ დამიმალავს,გადაგამისამართე.

-მადლობა,მაგის გულისთვის შენი შეწუხებაც შემიძლია. სხვა სხვა რამისთვის.-ტელეფონი ავათამაშე ხელში.

-ანუ, მე შენი მონა ვარ და სხვები საყვარლები?- მკითხა. თან მანქანას ძრავდა.

-რა სწორი დასკვნებია,მაგრამ მონა უხეშად ჟღერს. მზრუნველთმოხელე იყავი,არ გინდა? ან მზრუნველთუხუცესი.

- ვაიმე, მეტი არ მინდა,ვივი, რამე ისე არ იყოს რა.

-როგორ?-ჩავეძიე.

-მე გაფრთხილებ. მე თუ ერთგული ვიქნები,შენც არანაკლებ უნდა იყო.

-სად დამინახე არაერთგულება?!

-ჯერ არსად.

-ჰოდა,წესიერად. ტოლი ნახე,კოჭი ისე გააგორეო. ძველი ხალხი ბრძენი იყო.

-ძალიან გამითამამდი,ხომ იცი.

-კი. შენ თვითონ გამათამამე.

-წვრილა, მაგრად მოგხვდება.

-ტაკუნებში.- გამეცინა. წუხანდელი გამახსენდა.

-რა ზუსტად მიხვდი.

------

პარიზმა საერთოდ ვერ აღმაფრთოვანა. თან ძალიან მეძინებოდა და ყოველ წუთს ვატოს ვაწუხებდი.
ცოტა მციოდა და ჟაკეტიც ამოვაძვრინეთ ჩანთიდან. ეგრევე შემოვიცვი,ვიყინებოდი,თან მეძინებოდა.
ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, იქაც რომ შევედი, ძილი არ მეწერა. თვითონ სახლი ისეთი დასალაგებელია,შეიძლება შევირყე.

-სასახლეში ვართ.- ვატომ ამოიოხრა.

-ხომ გინდოდა საფრანგეთი, დატკბი ახლა.- თვალები ავატრიალე. - ვაჟკაც, მაღაზიაში გავიდეთ, დასალაგებლად ნივთები დაგვჭირდება,თანაც სუფთა.. საჭმელიც არ გვაქვს.

-ჰე,ჩანთებს ვტოვებთ და ჩავდივართ მაღაზიაში.

-ნუ ერთადერთი დადებითი მხარე ისაა,რომ ნაკლებს გადავიხდით ქირას და სახლი ნათელია. მზე მოადგება..

-წამოდი,არ ვიცი მე რა დაგვჭირდება.-დაღლილი სახე ჰქონდა. ყველაფერს თვითონ აგვარებდა და არ წუწუნებდა.

ჯერ ცოტა იაფიან მაღაზიას ძლივს მივადექით,ისიც ჩემი სიჯიუტით, თორემ ეს მთელ ბიუჯეტს დაუტოვებდა იმათ.
იატაკისთვის ცალკე ხსნარი ვიყიდეთ, ფანჯრისთვის, აბაზანისთვის და ავეჯისთვის კიდევ სხვა.
მერე ცოტა წავიმაიმუნეთ სექციებში. ხან ფრანგულად მეტყოდა სისულელეს,ხან ინგლისურად და ქართულს ურევდა, ბევრი მაცინა.
მერე მე ჩემი ნაცოდვილარი იტალიურით ვპასუხობდი და გერმანულ სიტყვებს ვურევდი. ესეც მასწავლებლის გარეშე რაც ავითვისე ჩემით,ეგ იყო.

-დღეს მზა საჭმელი ვიყიდოთ, წვრილა და ხვალ პროდუქტებს მოვიტან.- პარკები მოჰქონდა მორჩილად.

-ვერ ვიტან ამ წვრილას! ნუ მეძახი.

-რატო?! მე მომწონს ეს სახელი. თან მარტო მე გეძახი,შენც ბრაზობ და მეტი ქიმია რა გინდა?!

-კი, ატომივით ავფეთქდები და ეგ იქნება შენს მიერ გამოწვეული რეაქცია.

-ჩემს მიერ გამოწვეულ რეაქციას "კოცნაუმი" ერქმევა.-გულს მიჩქარებდა.

-სანიმუშო იდიოტი ხარ.- თავი გადავაქნიე. - ბავშვებს მენდელევიც ჰყოფნით და ახლა შენც ნუ გაუხდი სალანძღავს თავს. იმათ თავისიც გასჭირვებიათ.

-სანიმუშო იდიოტი. ჩემი იდიოტობა სანიმუშოა. ანუ, ხელს რომ გამოიშვერენ, იდიოტთა შორის ვინაა თითით საჩვენებელიო, მე დამინახავენ. რა მაგარი რამეა.- პოზიტიურად უყურებდა საკითხს.

-რა გახალისებს,ნეტავ მაცოდინა. იმდენი საქმე გვაქვს.- რომ გავაანალიზე,შევწუხდი.

-იმედს ვიტოვებ,გადავლების თავი გვექნება.

-კი,მაგრამ ამჯერად მე შევალ პირველი.

-კაცობას მართმევ?!

-აუ,მშია.- დავიწუწუნე.

-სახლთან კარგი საცხობია,იქ ვიყიდოთ.-გამიღიმა.

-შენ რა იცი?!

-რა ვიცი,ვცადოთ.- მხრები აიჩეჩა.- ფასადი მომეწონა გარეთ და მაგით გადავწყვიტე რომ კარგია.

-ხედავ?!რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს.- გამეცინა.

-აუ,მანქანა გვჭირდება.- დაასკვნა.

-აბა,რა გეგონა,ხელი რომ დამავლე და ცოლად მომიყვანე.

-შენც დამთანხმდი,მერე რა.

გზაში ბევრი ვიწუწუნე და გავერთე. სურათებიც გადავუღე სასაცილოდ რომ მოათრევდა ნივთებს,მაგაზე დავცინოდი. მერე ვიყიდეთ იმ საცხობში,ტაბიძე რომ მოიხიბლა ფასადით. სახლში ოფიციალურად განადგურებულები დავბრუნდით.

დივანზე წამოგორებული მეკითხება-ახლა?!

-უნდა დავალაგო.-წამოდგა.

-აბა,რას ვაკეთებთ?

-შენც აკეთებ?

-კი.

-ჭერი უნდა ჩამოვფერთხოთ და მერე დავაპილასოსოთ სახლი.- იმაში გვიმართლებდა,რომ პატარა სახლი იყო.
თავზე ბენდენა წამაკრა,თმები დაგესვრებაო.ხომ მაინც უნდა ვიბანავო-თქო და ცოდვაა ეგ თმები,ესეთი მტვრისთვისო. თავი ვერ შევიკავე და ისევ გული ამიჩქარდა. მერე სიმღერები ჩავრთეთ და საქმეს შევუდექით. ამ ჭერის საფერთ ჯოხს იქნევდა აქეთ-იქით მოუქნელად და უარესად მტვერავდა. გადამრია. ვჩხუბობდი და არ მისმენდა. მერე გაბრაზებულმა მოვჩქმიტე და ჯიჯგნია მეძახა სულ. მერე მე მოვაპილასოსე. ვატომ დაიარა,მტვრები გადაწმინდა. მერე სარეცხიმანქნა ჩავართვევინე, ეგ ცალკე 5-ჯერ დაატრიალა. ერთობოდა თან. მერე სველი წესით გავწმინდე. პირები გამოვუცვალეთ დივნებს, ფარდები გავრეცხეთ,ფანჯრები მე დავწმინდე და ვატო მიჭერდა,არ გადაფრინდე მესამე სართულიდანო. მერე ჩამომსვა და მაისური გამისწორა. აბაზანაც დავხეხე,უკვე თითები მტკიოდა, ვატომ მე სამზარეულოს ვიზამო, მაგრამ ვერ ვენდობოდი ბოლომდე. დამიცადე-თქო. მივიხმარე ყველგან და ბოლოს ყველაფერი რომ მოვილიეთ, დასაბანად შევვარდით ცალ-ცალკე,რა თქმა უნდა. მიკაკუნებდა ცოტა მალე, მეტს ვერ ავიტანო. მერე ხალათით გამოვიზლაზნე,მაგაზეც გაბრაზდა.

როგორც ჩანს,ერთ საწოლში გვიწევს დაძინება. საძინებელში შესულმა მძიმედ ამოვიოხრე. პერანგი გადავიცვი უცებ და ლოსიონი წავისვი. კანი გამომიშრო, აქაურმა წყალმა.

საფრანგეთის კიდევ ერთი მინუსი. სერიოზულად არ მიხარია აქ ყოფნა.

-ვა,წვრილა. - ჯანდაბა.. ეს აპოლონი აქ,მოკვდავთა სამყოფელში საიდან?!თვალი ავაყოლე სწორ ფეხებს, პირსახოცი გამოვტოვოთ ხომ?!
ნამდვილად, თანახმა ვარ.
პირდაპირ პრესიდან მივყვები და სუნთქვა მეკვრება. მერე განიერ მხრებამდე ავდივარ.
გადავირიე.

-წვრილა,მარცხვენ.-გაეცინა.

-ნუ დარბიხარ პირსახოცით სახლში.- თეთრეული ამოვაძვრინე ჩანთიდან.

-აა,მაშინ მოვიშორებ.- ხელი წაიღო.

-სხვაგან მოიშორე.- წამოვიყვირე.

-რატომ,რაღა გვაქვს დასამალი?!

-სერიოზულად?!- უკვე ვჭედავდი.

-კი,სერიოზულად. -ანუ,გიჟია?! - შენ არ იყავი? მანქანაში მხოლოდ ქვედა საცვლით რომ იჯექი?!

-მთვრალი ვიყავი.

-მერე რა, მახსოვს შენი მკერდი.

-მეც,მაგრამ შიშველი არ დავრბივარ, ხვდები სხვაობას?!

-ჩაცმულს სექსი არასდროს მქონია. რა საინტერესოა,შენ შეძლებ მაგაზე დამიყოლიო თუ მე მიგაჩვევ სიშიშვლეს.- თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა.

-იცი,ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემს სხეულს მხოლოდ ის შეეხება, ვისაც სიგიჟემდე ვეყვარები. - ჩაეღიმა.- ჰო,რა იყო?! არ მინდა ჩემი სხეული მოსწონდეთ ან უნდოდეთ მხოლოდ. მთელი მისტიურობა სადღაც მიდის მერე, მე კი ხელოვანი ვარ სულით და მთავარი სიღრმეებია.ის დეტალები, სადაც ჩასვლა ბევრს არ უნდა ან აშინებს.

-ჰო,ეგ შევამჩნიე,წვრილა.- თავისთვის საცვალი ამოიღო და მაისური.- მაგრამ გავიწყდება, მე რომ გითხარი ბანალურად, ჩემი ხარ-თქო. მანდ მოკვდა ყველა მესამე და დამატებითი პირი.

-და შენ გგონია შეხების უფლებას მოგცემ?! იოცნებე, მუსკულავ.

-იოცნებე კი არა, ხვალ ადრე გავდივართ, შენი საბუთები უნდა მივიტანოთ უნივერსიტეტში.

-აკადემიურ წელზე ვფიქრობ.- უყოყმანოდ ვუთხარი.

-რაა?! რატომ?

-ინგლისური ეგრე მაგრადაც არ ვიცი, სამართალი რომ ვისწავლო. სწავლა სხვა რამეა,ტერმინებია და მერე ქულებიც მაღალი მჭირდება დაფინანსებისთვის. ჰოდა,რამე რომ ვერ გამომივიდეს, მაგრად ვიზარალებ მორალურადაც და ფინანსურადაც.

-მე დაგეხმარები.

-ვატო,ვალდებული არ ხარ. თან შეჯიბრები გექნება,ვარჯიში და ა.შ.

-მერე რა,წვრილა?! ვცადოთ სწავლა, პირველ სემესტრს შევხედოთ. განა რა, რომ სცადო რამე დაშავდება?! შეიძლება არცდით უფრო დაკარგო რაღაც. ცოტას მე მოგეხმარები, მეგობრებსაც გაიჩენ და იმათთან ერთად იმეცადინებ. თან მაგარია.. სადიპლომოს დაწერაშიც მოგეხმარები. მე ცოტას განმანათლებ სამართალში, მე უბრალოდ გაუგებრებში მოგეხმარები. მერე თუ მოგინდება, ფრანგულსაც გასწავლი.- გაბრუნდა გასასვლელად.- დაფიქრდი აბა. რასაც მეტყვი,იმას გავაკეთებ,მაგრამ მინდა სცადო უბრალოდ.

-მეშინია იმედების გაცრუების.

-რა იმედებზე საუბრობ?! აი,მე ხომ მჯერა შენი. ვხედავ როგორი შრომისმოყვარეც ხარ. ვხედავ რომ კონცენტრირება შეგიძლია საქმეზე და ჭკვიანი გოგო ხარ. მაგრამ ხანდახან შესვენებაც მოგინდება, მერე რა. მაგ დროს მე გამოვჩნდები და გამოგაფხიზლებ. რამე რომც შეგეშალოს,არაუშავს. ჩვენ ხომ ცდაზე შევთანხმდით.- მართლა გავიდა ახლა. მე კი ჩაფიქრებული დამტოვა ოთახში.
ცოტა ხანში ჩაცმული შემობრუნდა. მე რომ დამრჩა ფიქრში გართულს თეთრეული გასაშლელი,მან გაშალა.
გვერდი-გვერდ ვიწექით. მე ისევ ვფიქრობდი და ასე ფიქრში ისე ჩამეძინა,ვერც მივხვდი.
დილით ადრე შემაღვიძა,რა ვქნათო... მეც წამოვხტი, გვაგვიანდება-თქო.
ვნერვიულობდი და სახეზე მეწარა როგორც. მაწყნარებდა,ისეთი არაფერია,რაც თბილისში არ გაგიკეთებიაო.
ძალით მაჭამა, გზაში ცუდად არ გახდეო და ჟაკეტი წამომიღო, ვაი თუ შეგცივდაო. მგონი შვილად უფრი აღმიქვავდა,ვიდრე ცოლად ან საყვარელ ადამიანად.
მერე მთელი კვირა მარტო ვიყავი სახლში. ვატო მირეკავდა ხოლმე, რამე ხომ არ გიჭირსო და მერე ისევ მტოვებდა.
გზები არ ვიცოდი და ვერც ვბედავდი მარტო გასეირნებას. სამაგიეროდ, მარტო და აზრიანად ყოფნა ვისწავლე. ვკითხულობდი წიგნებს და ვწერდი პატარა მოთხრობებს: სიყვარულზე, მეგობრობაზე,ერთგულებაზე, პატივისცემასა და დაფასებაზე. ვწერდი ბევრს რწმენასა და ადამიანობაზე.
ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი დედას,მამას იმდენად არა. ვსაუბრობდი მეგობრებთან და ვატო მენატრებოდა სიგიჟემდე.

აი,ახლაც, ლეპტოპი მედო მუცელზე, ფეხები აივნის მოაჯირზე შემომეწყო და ვწერდი სიყვარულზე. ცალმხრივ სიყვარულზე,ცოტა დაფასება და გაგება რომ აქვს.

-აი,წვრილა. აივნიანი სახლი შენთვის ავარჩიე.- გამიხარდა მარტოსულობასთან მარტო რომ აღარ ვიყავი. ღიმილით გავხედე. ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რაღაცნაირად ტკბილი. მე მამშვიდებდა. თვალები ჰქონდა კეთილი. ცხვირთან ვჭედავდით ცოტა, თორემ ეგეც უხდებოდა. - სწავლა ზეგ გეწყება,ხომ?!- ახსოვდა. ძალიან გამიხარდა. გულის გახეთქვამდე.

-კი,მეწყება და ახლა შენთან ერთად მინდა ჩაის დალევა. დამეწვევი?!

-წამოდი,ვიჭორაოთ.- ხელი გამომიშვირა.

-იცი რას მივხდვი?!

-აბა..

-შენ რომ არ გწამს,ის გრძნობა მაგიჟებს,ისე მიყვარს.- გავუღიმე.

-მაგარი რამეა.-გამიღიმა და თავზე მაკოცა.- რაღაც სხვანაირი სუნი გაქვს. შამპუნი შეცვალე?!

-ჰო,სხვა გზა არ იყო.- თავი დავხარე უხერხულად.- ძალიან ცუდი სუნი აქვს?!

-არა,არა. ესეც კარგია,წვრილა. - ხელი მომხვია.

-გილოცავ გამარჯვებას. შენით ვვამაყობ. მედალი მომიტანე?- ვკითხე თვალებანთებულმა.

-კი,აი.- ხელში დამაჭერინა.

-ვაიმე! გავგიჟდები ახლა!- საოცარი სიამაყის განცდა მეუფლებოდა. - ძალიან ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ვვამაყობ,მართლა. -ცერებზე ავიწიე და კისერზე ხელი შემოვხვიე. აუცილებლად უნდა დახრილიყო, თორემ ტუჩებზე ვერ მივწვდებოდი.
ჰოდა,რომ დაიხარა, ვატოს ნათქვამი რეაქცია გამახსენდა. უბრალოდ ფრანგულად არ მიკოცნია.აი ლოყაზე რომ ვკოცნით სწრაფად ხოლმე,ისეთი კოცნა იყო. მე კი ავხურდი,მისი არ ვიცი. ტუჩებზეც კი დამიარეს უხილავმა ჭიანჭველებმა და მდუღარე გადამევლო თავიდან ბოლომდე.
წელზე მომხვია მკლავები და მიმიხუტა. ესე გემრიელად ვერავინ მეხუტება ხოლმე. გულსაც ასე სასიამოვნოდ ვერავინ მიჩქარებს.

-ყველაზე მოსაწყენი კვირა იყო შენს გარეშე. მომენატრა შენი მაიმუნობები.- თმაზე დამისვა ხელი. მერე ესე ატაცებული გამიყვანა სამზარეულოში და შემომსვა დახლზე.
თვითონ გაამზადა სავახშმოდ საჭმელი. მერე დავსხედით და ვისაუბრეთ ბევრი. აინტერესებდა რას ვაკეთებდი და მეც ვანახე. არ ვიცი,რატომ.. მაგრამ ვანახე. პატარა ლექსებიც ვანახე,იქვე ფაილში მიბმული. მერე ხელზე მაკოცა,ტყუილად კი არ ვამბობ,ჭვიანი ხარო. აბა ამდენს ვერ გაიაზრებდა სულელი და უფესვებო ვინმეო. მერე ცოტა ხანს ჩამიხუტა,როცა გენდომება ლაპარაკი,ვილაპარაკოთო. ესე გულში ჩახვევა,არ ვარგაო.
მერე მართლა მაკოცა. ისე მაკოცა, ავცახცახდი და გონება დამებინდა. მეგონა დრო გაჩერდა. მხოლოდ საშუალო ზომის ტუჩებს ვგრძნობდი ჩემსაზე.იმის იყო,ვინც მე მიყვარდა და ამის გააზრება გულს მიჩქარებდა. მკლავები ხომ შემომხვია, ჰოდა მეც ცეცხლივით ავგიზგიზდი. სხეულში შემიძვრა ამოუცნობი,პატარა, ხულიგანი არსებები და ისე უკითხავად დადიოდნენ,თითქოს უვიზო მიმოსვლა ჰქონოდეთ. ჩამიხუტა,ისე ჩამიხუტა, არასდროს რომ მოგინდება დახსნა მკლავებისგან. მივეჩვიე უცხო ტუჩებს,ისე მივეჩვიე,თავად ვუკოცნიდი. მერე მომწყდა ტუჩებიდან. ჟრუანტელი მივლიდა რაღაცნაირად. შავი ფერი დომინირებდა, რადგან ძალა წამერთვა.

-ჩვენი რეაქციაა "კოცნაუმი".- დაიჩურჩულა სიმშვიდეში. აივანზე, მე რომ ხშირად ვზივარ ხოლმე. უკვე ღამე იყო,ძილის დრო ახლოვდებოდა. მე კი გული გიჟივით მიფართხალებდა.
----
მოაჯირთან ახლოს ვიჯექი. თავი ჩამომედო მკლავებზე და ვუსმენდი მოცარტის შემოქმედებას. თვალები მიმეხუჭა. მთვარის შუქზე თმები ჩამომშლოდა და ნიავი, მოალერსე მშობელივით მისმევდა თავზე ხელს.
როგორი ჩვეულებრივი ქალაქი იყო. როგორი უცხო ჩემთვის და ჩემი წარმომავლობა აქედან იწყებოდა. ძალიან უცნაურია.
ბოლო ხანებში ძილი ამერია. აი ვატო მაგრად იღლებოდა და უცებ ითიშებოდა.
ჩვენი რეაქციის შემდეგ, არაფერი ყოფილა. ან რა უნდა ყოფილიყო?! მე ხომ ვიცი ყველაფერი. მე ხომ ტყუილში არ ვცხოვრობ.
ნაზი მელოდია მეღვრებოდა სულში და მასევდიანებდა. თითებს ვაყოლებდი რითმულად,რომ ისევ შემექმნა ჩემი ისტორია უხმო ნოტებით.
რატომ ვიყავი,ესე?! რატომ ხდებოდა ყველაფერში არაფერი?!
ან რატომ არ მიდიოდა გრძნობა ჩემგან?! ღმერთს არ ესმოდა, თუ მე ვიყავი აკვიატებული?! რატომ მიჭერდა წარსული ყელში, როცა მე ესე გავრბოდი?! რატომ მექცეოდნენ ცუდად,როცა მე ცუდი არავისთვის მინდოდა?!
ძალიან ცუდად ვიყავი აქ. ძალიან მარტოსული და მოწყენილი. მერე სარკეში ვეძებდი სილამაზეს და ვერ ვხედავდი ხოლმე. ხელს ჩავიქნევდი, ჩემი საშველი არაა- თქო.
უკვე სწავლა მეწყებოდა და ეგეც ჭკუიდან მშლიდა. ნერვიულობისგან ძილი მიფრთხებოდა. ვერავისთან ვსაუბრობდი,რადგან თუ ვიწყებდი, არც არავინ ისმენდა. რას მოისმენდნენ? არ ესმოდათ ჩემი და.. ვატოს ვერც ვაწუხებდი, თავისი გასაჭირი ჰქონდა.
ისევ მე ვიყავი ჩემი თავის მშველელი.
სწავლა რომ დაიწყო, პირველი კვირა ტირილში გავატარე. ისე შემეშინდა,იმდენი იყო სასწავლი, გული გადამიქანდა. 1 საგანში, 4 წიგნი უნდა გამეარა და დამატებით სახელმძღვანელოებიდანაც გვაძლევდნენ. სავარჯიშოებიც ბლომად იყო. ისე ვიძაბებოდი, ვაი თუ გავწყდი და ეგაა-თქო. დავმთავრდებოდი მანდვე. მერე ვატომ გამომოჭირა, მთელი საათი მამშვიდა და ჩემთან ერთად დაიწყო თითოეული წინადადების წაკითხვა და თარგმნვა. ჩავინიშნოთო,თან მეუბნებოდა. ძალიან საყვარელი იყო.მე რა ვიცოდი,სათვალეებს ხმარობდა თურმე.ისე უხდებოდა გატეხილ ცხვირზე დაკოსილი, ჩაკოცვნა მინდებოდა ხოლმე. რომ ამიხსნა სალექციო მასალა,ჯერ ქართულად მომაყოლა,მერე ინგლისურად და ყოჩაღო, შემაქო. იმ დღეს ტესტირებაც მქონდა და მაქსიმუმი რომ ავიღე, კინოში წამიყვანა. გასეირნება არ გაწყენსო. ძველი ფილმი გადიოდა, ოდრი თამაშობდა და სიამოვნებით ვნახე. ჩემი საყვარელი მსახიობი იყო. მერე ცოტა გამატარა ქალაქში და მეგობრებზე გამომკითხა. არ გამიჩენია და რა მექნა?! ენის კომპლექსი იმდენად მქონდა, ტვინში სწორად გააზრებულ ფრაზას,შეცდომით ვამბობდი ხოლმე. ამიტომ არავის უნდოდა ჩემთან სიახლოვე. რაც არ უნდა მეცადა,არ გამომდიოდა. ცხოვრებაში პირველად მჭირდა ასეთი რაღაც. თურმე რა ძნელი ყოფილა.ჩემზე უკეთესი სტუდენტები იყვნენ და დიდად არ ვაღელვებდი. მარტო ვიჯექი ხოლმე შესვენებებზე და კონსპექტებს ჩავყურებდი. ხან ვჭამდი კაფეტერიაში და ხანაც მავიწყდებოდა. ხანდახან დანარჩენების სიცილი მესმოდა ხოლმე, მაგრად ერთობოდნენ და მეც მინდებოდა. ორმაგად მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, მათ რომ ვხედავდი.
ერთი სული მქონდა სემესტრი ჩამეხურა,რომ ნორმალურად გამომეძინა და კურსელები აღარ მენახა,ცოტა ხანს მაინც. ისეთ დღეში ვიყავი, ჭამას ძლივს ვასწრებდი. დაღლილობისგან მუხლები მეკვეთებოდა ხოლმე. ზოგჯერ მეტირებოდა და სუნთქვა მიჭირდა. მერე ვატო მაწყნარებდა, მე აქ ვარ, რა გაშინებსო. გამოცდები რომ დამეწყო, საერთოდ ვეღარ ვარჯიშობდა, მივყავდი და მელოდა ხოლმე. მერე შედეგებს ის ნახულობდა და თვალებანთებული მეფერებოდა, რა მამაძაღლი ნიჭი გაქვსო, ამბობდა.
აი,ახლაც, დივანზე ვიწექით. მეცადინეობის ნაცვლად, თავს ვირთობდით ფილმის ყურებით. რატომღაც მეფერებოდა. ზურგზე მისმევდა ხელს რითმულად და იცინოდა. თავი მედო მის მკერდზე პირველად და სრულიად მოდუნებული ვიყავი. სიმარტოვემ მიმატოვა. მიხვდა,ალბათ, ახლა ზედმეტი იყო.

-წვრილა, მხოლოდ ნახევარი სემესტრი და ბალაკავრი მორჩება. წარმოგიდგენია,რამხელა გოგო იქნები?!-წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაახსენდა ამ დროს. ფილმიც კი არ არის მსგავსი თემატიკის.

-კი.მთავარია მეორე ეტაპიც ჩავხურო და ღირსეულად დავიცვა სადიპლომო.- ყელში ჩავუმალე თავი. გაფიქრებაც კი მზარავს, რამხელა ნერვიულობა მომიწევს.

-აბა,ახლა!- წამომაჯინა თავისივე მუცელზე.
უცნაირია. ჟრუანტელი მივლის და გული მიჩქარდება არანორმალურად. მუცელშიც რაღაც მიტრიალდება და ქვემოთ ვგრძნობ, რომ ვსველდები.- მე რა გითხარი?! უბრალოდ ვცდილობთ, ხომ ასეა?!

-კი.- თავი დავუქნიე. ზედმეტი მოძრაობისგან თავს ვიკავებდი. ისედაც მალე შემარცხვენდა გამოჟონილი სისველე და დამატებითი რაღაცები არ მჭირდებოდა.

-აბა რა გაღელვებს?! არავის ეცოდინება ზუსტი თარიღი, როდის გექნება. მხოლოდ ჩვენ ორს. მე წამოგყვები და დავესწრები კიდეც. ამიტომ ნუ ღელავ.- მტევნებზე გამისვა ცერი.

-შენ .. ბოლო დროს, ძალიან კარგად მექცევი.- გულახდილად ვუთხარი.

-ხოო?! მერე? - გაიღიმა.
არ უნდა ვიმოძრაო.სუნთქვა მიმძიმდება, ვატყობ.

-მერე არაა სწორი. მეგობრებთანაც იშვიათად ხარ ჩემ გამო.- თავი დავხარე.

-მეგობრებთან საკმარისად ვარ. რა გაწუხებს,ვივიენ?!- მომაშტერდა. თავს ვერ ვწევდი,ისე მიჭერდა სევდა ყელში.

-მოდი გავეყაროთ, ესე არ შემიძლია. - ისე გამიჭირდა ამის თქმა, ხელისმოწერაც კი არ გამჭირვებია ეგრე. - თავისუფლები ვიქნებით და მაშინ ბევრად მარტივი იქნება,ვიდრე ახლაა.

-არა.

-ეგეთი მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანა შენთვის?!- გულდაწყვეტილმა ავხედე.- იმდენად მნიშვნელოვანია, მზად ხარ ჩემი ახირებაც აიტანო, არც სხვას შეეხო და არც მე. ესე როგორ შეგიძლია?! თუ უკვე იპოვე ქალი, რომელიც სიამოვნებას განიჭებს?!- იმდენ ხანს მიღრღნიდა ეჭვები გულს, თავს ვერ ვიკავებდი.

-წარმოუდგენელია.-ჩაეცინა.

-რა?! რა არის წარმოუდგენელი?! 6 თვეა ერთად ვართ. მე არ გიკარებ და რა არის აქ წარმოუდგენელი?- წამოვიყვირე. მინდოდა გავცლოდი. ოდნავ ვიწევი კიდეც,რომ გადავიდე. მაგრამ მაკავებს.

-ვივიენ, შენი აზრით, იმდენად ცუდი ადამიანი ვარ, ყოველ დღე ქალებთან ვწვები ან ქალთან და მერე ამ სხეულით შენთან მოვდივარ და ერთ ლოგინში ვიძინებთ?!- ნიკაპში ჩამავლო ხელი და თავი ამაწევინა. მე კი არ მინდოდა ენახა შეკავებული ცრემლები,თუმცა ნახა.- ეგეთი კაცობის დედა ვატირე მე. აი,ზუსტად! სულ რომ შიშველმა ქალებმა ირბინონ ჩემს წინ, ერთს არ გავხედავ, იმიტომ რომ შენ ხარ უკვე. მე გადავდგი ნაბიჯი, აგირჩიე და შენ მე ამირჩიე. - ბარძაყებზე მაწყობს ხელებს გულდაწყვეტილი. - გადაძვერი,ვივი. შენ თუ ეგრე ფიქრობ,თან უმიზეზოდ, მაშინ საერთოც არაფერი ყოფილა.

გული მეტკინა. ვერ გავუშვებდი ესე. არ შეიძლებოდა. გადავიხარე და შემოვეხვიე. თბილი სხეული ჰქონდა, გასაოცრად თბილი და ამ სითბოს მე ვისრუტავდი მთლიანად.
ძალიან მიყვარს,ისე მიყვარს, შეიძლება მართლა გამისკდეს გული. ისე მიყვარს,ტანჯვა უფროა, ვიდრე სიდიადე.

-არ ვიცი. საიდან, უნდა ვიცოდე?! ვნერვიულობ და შიშში ვცხოვრობ. ნებისმიერ წამს შეიძლება მოგინდეს წასვლა და მე მომიწევს გაშვება.ეგოისტი ვარ. ვერ გისურვებ ბედნიერებას მაშინ. - ვერ ვაკონტროლებდი თავს.- ზოგჯერ ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა. როგორც პატარა ბავშვს,ისე მექცევი. და-ძმასავით ვართ და მაგიჟებს ესეთი ყოფნა. არა,მეტს არ ვითხოვ, უბრალოდ გამარკვიე ჩემგან რა გინდა.იმიტომ რომ ჩვევად მექცა დაძაბულობა.- სახე რომ ამომაყოფინა კისრიდან ტუჩებში მაკოცა. ისევ დავიბენი. აბა, რამდენიმე თვე იყო გასული, ტუჩებზეც კი არ შევხებივარ და ჩემთვის ისევ პირველი კოცნასავით იყო.
კისრიდან ზურგზე ჩააცურა თითები და მაისური გადამაძრო.
მასთან სიშიშვლეს ვერ ვგრძნობდი, მარტო სიმხურვალე მივლიდა ტანში. შიშველ ზურგზე დაასრიალებდა ხელებს და კანში მაჭერდა თითებს. ვნება ხუთავდა ჰაერს და თავის ფერებს ავრცელებდა ირგვლივ. მე კი კისერში ვუჭერდი მოზღვავებული ემოციებისგან. მგონი გავკაწრე კიდეც.დაცდენილმა ბგერამ შემატყობინა.

-გეყოფა!- გაწევა მინდოდა, რადგან სიმტკიცეს ვკარგავდი. უნდა მომშორებოდა,თორემ თავსაც დამაკარგვინებდა.

-რა სისულელეა,არც პატარა ბავშვი ხარ და არც და-ძმა ვართ ერთმანეთისთვის.- შუბლით მეყრდნობოდა.- ჩემი თავის ვერც მე გამიგია,შენ რომ ითხოვ ახსნას, ვატო ტაბიძეს ვერ გავაგებინე..- ისევ ტუჩებზე დამეტაკა.

-ვატო..- ძლივს ამოვთქვი კოცნებს შორის.- საკმარისია.-ვთხოვე. - გეხვეწები.-მოფრქვეული ჰაერი მრევდა საერთოდ.

ხელები შემიშვა,ტუჩები კი მომაშორა. ამღვრეული თვალებით შევყურებდი. ვიცოდი უნდა გამოვცლოდი, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო. გაბუჟებული ვიყავი. მარტო გაბუჟებული კი არა, ახურებული და ჭიანჭველებშესეული. სუნთქვაარეული და თვალებამღვრეული. ესეთს რა შემეძლო?!

-ესე არაა სწორი, არ არის.- ძლივს ამოვთქვი.- უნდა გაერკვე და ისე. უნდა გაერკვე,აუცილებლად. მე ვიცი ჩემი თავის,შენ არა. ესე არ შეიძლება. ვერ გააგრძელებ იმას,რაც არ იცი,გინდა თუ არა.- ტუჩებზე მიყურებდა, მერე მზერა კისერს ჩააყოლა. ალბათ, ლავიწებსაც მიაქცია ყურადღება და მკერდსაც.
ჯერ მხოლოდ მზერა იწვევდა ულევ განცდებს.მეგონა ნავთი გადამასხეს და ცეცხლი ზუსტად მისი მზერის მიმართულებით წაუკიდეს.
-მოფერების საშუალებასაც კი არ მაძლევ. მაგარია.- თავზე გადაისვა ხელი.

-მე რას გელაპარაკები და შენ რას მპასუხობ?!-გულაჩქარებული ვკრავ ხელს მკერდზე.ცრემლებს ვერ ვიკავებ და რამდენიმე წვეთი მეპარება.- საზიზღარი ადამიანი ხარ.

-ვივიენ,ცოტა ხანში შენ უნდა მასწავლო სექსი.- ამოიოხრა.- ყველაფერი დამავიწყდა უკვე. შეგრძნებებიც კი.- გამეცინა სერიოზულად.

-მე თეორიაში ვარ ძლიერი.- ტუჩი მოვიკვნიტე. ეშმაკურად გაეღიმა. თეძოებზე დამაწყო ხელები. ერთხანს ცერებით მეფერა.

სუნთქვა ამითრთოლდა. ამითრთოლდა და ტუჩები ამიკანკალდა. სუნთქვა ისე ამერია, ფილტვების დახეთქვის შემშინდა. ლამის ზედვე შემოვაგლიჯე სამოსი და ჩემი გავხადე.

-ვატო...- ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.
ძალიან ჩამოცხა. ვიფიქრე, ამ შუა ღამეს, მთვარეს ნაცვლად,მზე ხომ არ ბრწყინავს ცაზე-თქო.
გამომშრალი ტუჩები გავისველე ენით,თორემ გამოხმებოდა, ზუსტად ვიცოდი.
მუცელზე მომეფერა თითებით. ჩემი სხეული ისე ანიშნებდა რაღაცებს, მხოლოდ ტაბიძისთვის რომ იყო გასაგები. მუცელი ხომ არ იკმარა, ნეკნებამდეც ავიდა და ტაომ უსინდისოდ დამაყარა.
შეიძლება საკუთარი პატრონის ასე უნამუსოდ გაყიდვა?! გაგონილა?!

-ტაბიძე...- ხელებში ჩავაფრინდი. კიდევ რომ შემხებოდა, შეიძლება გულიც წამსვლოდა აქვე.

-არაფერს ვაშავებ, ცოტას მოგეფერები,სულ სულ ცოტას.- მკერდამდე ასრიალდა უსირცხვილოდ. თვალები დახუჭა და ისე მოიქცია ხელებში, თითქოს მისთვის საყვარელი რამე ყოფილიყოს. - როგორი ნაზია, როგორი სასიამოვნო.-ნაზად ეალერსებოდა ცერებით. სითბო გასხივოსნდა.
ზუსტად იცოდა როგორ უნდა შემხებოდა,რომ ჭკუა დამეკარგა.

ამაღამ მგონი ჩემი შეცდენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
იმდენად უცხო გრძნობები გამიჩნდა, ვერც კი ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. ისეთი სასიამოვნო იყო ყველა შეხება, მაკანკალებდა. ამხელა სიამოვნებასაც ატანა ხომ უნდა?! ვერ ვისვენებდი..
რაღაც თავისით გაიბა და დაიქსელა. იმოტომ რომ აშკარად, სადაც არ უნდა გაგეხედა,ვნება იყო. თვალები დავხუჭე. ისეთი უჩვეულო იყო ეს ყველაფერი, მეგონა მეჩვენებოდა.
მერე მხრებზე ჩამოყრილ თმებში შემიცურა ცალი ხელი და თავისკენ ისე დამქაჩა,ჩასუნთქვა ვერ მოვასწარი.

აღარ იყო ნაზი.ტუჩებზე მკბენდა და ხელებს იქ დაასეირნებდა, სადაც გაუხარდებოდა. მეც ისე ავყოლოდი, ფაქტი იყო, არ მაღელვებდა არაფერი. კოცნებით ამოვუვსე ყელი და ლავიწები. ჭკუას მაკარგვინდებდა,ისე მინდებოდა შეხებდა და ახლა ვისრულებდი ოცნებას. მერე ტუჩებს მივუბრუნდი.ისე მენატრებოდა, არ შემეძლო უკოცნელად მიტოვება. თმებში შევუცურე თითები და აღელვებულმა მოვქაჩე. წამშივე ამიმატრიალა და ხელები თავს ზემოთ გამიკავა.

-გაები.- კოცნით დამიხშო ბგერები პირშივე. ისე მკოცნიდა, თითქოს დიდი ხნის ნატვრა ყოფილიყოს მისთვისაც. მოღერებულ ყელში ჩაძვრა. ყელიდან ლავიწებზე ჩავიდა და პატარა მკერდზე ისე მომიჭირა ხელი, დავიკივლე.
არანორმალურად მეტკინა და თან მესიამოვნა. იმდენად მესიამოვნა, უნებურად შევატყობინე ქვეყნიერებას.

-რა გაყვირებს!- პირზე ამაფარა ხელი.ჰოდა,მეც ვუკბინე.

-თუ ძუძუ ჩაჩუტე,ცხვირ-პირს დაგიმტვრევ!- გაკავებული ხელებით გავიხვანცალე.
ჩაეცინა.

- ფორმაშია,ნუ ღელავ!- თავისუფალი ხელი მომისვა, წამშივე გაგზავნა იმპულსები და გაშლილ ფეხებს შორის მომაწვა.
პირდაპირ ვაგინით ვგრძნობდი მის სურვილებს.
-ჯანდაბა!-წამოვიყვირე არეულმა.

-პოლიციას დაგვაყენებენ!- სწრაფად მაკოცა და ისევ სწორ ხაზს ჩაუყვა კოცნებით. მეწვოდა ყველაფერი და საერთოდ მშლიდა ვაგინაზე მოწოლილი მისი სხეული. ცალკე გამოჟონილი სისველე მახელებდა.

-ვატო..- ამიცახცახდა ყველა ნაწილი. ხელები განმითავისუფლა. დრო ვიხელთე და მისი კანი შევისწავლე თითის ბალიშებით. ის კი ცხვირის წვერს მისმევდა კანზე. სიტკბოს ტოვებდა ყველგან.

- ვივიენ...- მხრები დამიკოცნა. ფეხები შემოვხვიე ქვემოდან მოქცეულმა. ესეც ბარძაყებზე მიჭერდა ხელებს და ნელ-ნელა ზემოთ აცურებდა. ჩემი გამყიდველი ორგანოსკენ. მკერდზე შემეხო სველი ტუჩებით. ძალიან ტკბილი ტუჩები ჰქონდა,თან ენას თუ მიახმარებდა, კონტროლს მაკარგვინებდა და თავად ვერ ვაჩერებდი სხეულს.

-ძალიან მიყვარხარ, ძალიან.- ყურში ჩავჩურჩულე და ბიბილოზე მივეფერე ტუჩებით. ქვედაბოლოს შიგნით შეიპარა თითებით და კლიტორზე თამამად მომაწვა. ყელზე შემომაფრქვია ცხელი ჰაერი.თავისითვე მიმეხუჭა თვალები და წამომეყვირა.

-ახლა უნდა მიყურო.- უხეშად მკოცნიდა ტუჩებზე და თითს მაჭერდა, მონაპოვარ წერტილზე.
თვალებს ვერ ვახელდი, რადგან მაცახცახებდა და ვერც ტანს ვაჩერებდი. გაბრაზდა,რომ გაბრაზდა ტუჩზე მიკბინა და მეც შევხედე სურვილისფერ თვალებში.

-უნდა მიყურო. მე გითხარი.-ცერით ს თავი აეღო, საჩვენებელი და შუა თითი ერთდროულად შეეცურებინა ვაგინაში და ისე დაასრიალებდა გაწვრთნილ თითებს,მეც მწვრთნიდა სიამოვნების მწვერვალებისთვის.
რამ მაიძულა ხელის ჩაცურება არ ვიცი, მაგრამ შარვლის გარედანვე წავავლე ხელი მგძნობიარე ორგანოზე.

-რას აკეთებ...- თვალები დაეხუჭა.

-არ ვიცი.. -ხელი მოვუჭირე და ამანაც ცალკე გადამრია.

-ამოძრავე..- წარმოდგენა არ მქონდა მიმართულებაზე. არც იმაზე მქონდა წარმოდგენა,ახლა რას ვაკეთებდით, მაგრამ კივილი მინდებოდა,ისე ოსტატურად პოულობდა ჩემში გასაგიჟებელ წერტილებს. ტუჩებით ალერსსაც არ წყვეტდა და მისი ოხვრაც სასიამოვნოდ მეღვრებოდა ყურებში. ეტყობა იმას ჩემი კვნესა მოსწონდა, თან დააფიქსირა, რომ მკერდი იყო ყველაზე სუსტი წერტილი ჩემთვის და არ ისვენებდა.
ისე გავგიჟდი,პირდაპირ საცვალში ჩავუყავი ხელი და ისე მოვეფერე, ცხოვრებაში წარმოდგენაც რომ არ მქონდა ესეთ რამეს თუ ვიკადრებდი ოდესმე.

კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა, შოკისგან ორივე გავქვადით. ჯერ ისევ ისე აქვს თითები. არც მინდა მომაშოროს და მეც არ მინდა მისი ესე მიტოვება.

-არარსებულია.- შიშველ მკერდზე დამადო თავი და ვაგინიდან მოშორებული თითები პირდაპირ მკერდზე მომხვია. ჯანდაბა, როგორი სველია.

-გააღე,იქნებ რა ხდება.- მძიმე სუნთქვით ამოვთქვი. ოფლის წვეთებს ვგრძნობდი სხეულზე.

-ჩემი ბედის კარგის სტრაიკი.- ნერვები მოეშალა. -საძინებელში შედი და ვაღებ.- მკერდზე მკოცნის და დგება. უცებ ვიღებ ნივთებს და გავრბივარ საძინებელში.
სწრაფად ვიცმევ და ოთახიდან სააბაზონიში შევიდვარ ხელების დასაბანად. მერე გავრბივარ რომ ვნახო რა ხდება.
ფრანგული ენა მესმის. ტაბიძე საუბრობს.

-რა ხდება?!- ინგლისურად ვკითხულიბ. აბა,ფრანგულის გაგებაში არ ვარ. კართან ოფიცერი დგას. ახალგაზრდა ბიჭია, მეორე ქალია.

- თქვენმა მეზობელმა დარეკა, კივილის ხმა გამოსულა თქვენგან.- მაგრად გამეცინა.

-სექსი გვქონდა და.- სხვათაშორის ვთქვი. ვითომ ეს ყოველ დღე ხდებოდეს.- ზოგჯერ ველურია ხოლმე..- წარბებით ვანიშნე ვატოზე. ეს დაბნეული მიყურებდა.
რა, მოვიტყუე?! ლამის სექსი გვქონდა. ლამის კი არა,გვქონდა.

-მართლა,ყველაფერი რიგზეა?! იცოდეთ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი.-ვითომ სახეზე არ მეტყობოდა ემოციები?

-დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიში, ცრუ განგაშისთვის. რამეს ხომ არ დალევთ?!-ვიკითხე თავაზიანად.

-არა, გმადლობ. საბუთებს შევავსებთ და წავალთ.- გვიღიმოდა ქალი ეშმაკურად. თან მეცინებოდა უხერხულობისგან.

-ვატო,შენ შეავსე! მე არ ვიცი ფრანგული.- თვალით ვანიშნე. ამანაც თავი დამიქნია და ყურადღებით დაიწყო შევსება. ისეთი საყვარელი იყო, შორიდან ვეფერებოდი თვალებით.
ყურადღებით გვათვალიერებდნენ. განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭი. მე მიყურებდნენ გამომცდელად, მე კი ვატოს ვუყურებდი სიყვარულით სავსე მზერით.მერე დავემშვიდობეთ და კარი, როგორც კი მივხურე, ვატო მომიტრიალდა გამკიცხავი მზერით.

-რა, მოვიტყუე რამე?!- მსუბუქად ავიჩეჩე მხრები.

- გეტყობა მაგაში მკერდი და მეორეც,რა სექსი... გადაირიე?! ან ესეთ ფორმაში როგორ გამოდიხარ საინებლიდან!

-20 წუთიც რომ დაეგვიანა, გათავებული ამბავი გვქონდა.- ჩაეღიმა. -ეი,წესიერად! ბილწი აზროვნების კაცო! -თვალებს ვუბრიალებ.

-ჰოდა,წამოდი. ხომ იცი,ტყუილი არ შეიძლება და გავანამდვილოთ.

-გამაზე უკვე. ხასიათი მეცვალა. ისევ ფილმის ყურება მინდა.- მხრები ავიჩეჩე.-შენი " საოხრესთვის" არ მცხელა. - ტუჩის კვნეტით მოვაშორე მზერა ნავარკიშებ სხეულს.თავაწეული გამოვბრუნდი. ვიკა მირეკავდა და ჩქარა მივირბინე ტელეფონთან.

-მომენატრე! -ჩავყვირე პირველმა.

-მეც,ძალიან, ძალიან.. სიტყვებს ვერ ვპოულობ,ისე.- გული გამითბა.

-რა ხდება მაქეთ?! ჩააბარეთ გამოცდები?- ვიცოდი რომ დადებითი პასუხი იქნებოდა.

-კი,კი. მაგრამ გიორგი მაკითხავს ბოლო დროს ხშირად და ისევ სანდრო ჰყავს აკვიატებული. მეც სულ ვეკამათები,მაგრამ ჰა.. შეაყარე კედელს ცერცვი.

-ჰო,ეგ მძიმე არტილერიაა. რაო,რაო.. მომიყევი აბა კარგად..

ჩამოვჯექი იქვე და ვიკას გავუბი საუბარი. ტაბიძემ უყურადღებობა ვერ აიტანა და საძინებელში შეიკეტა ღრენით.
გამეღიმა. მიყვარდა მისი წვალება და ახლაც, მიხარია რომ დროულად გავჩერდით. თორემ ვიცი, ან მე ვინანებდი და ან ის.
ვიკას ნახევრად ვუსმინე. ფიქრებით ისევ ვატოსთან ერთად ვიწექი დივანზე და ისევ ისე ვეალერსებოდი, როგორც რამდენიმე წამის წინ. დაბანაც კი არ მინდოდა, მისი სურნელი ესე ახლოს მქონდა და როგორ ჩამომერეცხა?! გულის წყვეტით დავიბანე მაინც და ოთახში ფეხაკრეფით შევედი. ჩუმად ჩავწექი ჩემს მხარეს. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა.
ვატოს არ ეძინა. არ მიმჩნევდა უბრალოდ. მეც არ ვაპირებდი ზედმეტად მის შეწუხებას. ისიც ეყოფა, დღეს რაც მიიღო.
მერე ჩემკენ იწევა და მკლავს მხვევს.

-რა მაიმუნი გოგო ყოფილხარ.- მოშიშვლებულ ყელზე მკოცნის. მე ტაო მაყრის ისევ, მაგრამ ჩუმად ვარ.- და ის შამპუნი ვიპოვოთ, ადრე რომ იყენებდი.
---
-გაიღვიძე!- ვეხვეწები.- გაიღვიძე რა..- ვტირი გულამოსკვნილი. იმედით რომ თვალებს გაახელს და ყველაფერი ისევ ისე იქნება..

-ვივიენ,გადი! ვივიენ!- დედა შემორბის ოთახში და გარეთ მიშვებს.

-უშველე. ცუდადაა..- ვეხვეწები შეშინებული.

-წადი.-იმეორებს.
მე ვუჯერებ. ზღურბლს გაცდენილი კუთხეში ვცურდები და პატარა თითებს ვიფარებ სახეზე.

------
ბავშვი მიჭირავს ხელში და დანგრეული ფსიქიკით მივრბივარ კართან. ამდენის ატანა არ შემიძლია.
პატარა გოგონა მხვევს მკლავებს და მეჭიდება. ისიც ტირის. შეშინებულია. გონსაც ვერ მოდის ჯერ, თვალები ყვირილზე დააჭყიტა.
სკანდალი! ქაოსი,კივილი,ტირილი, შიში.. გაქცევა..

მაჩერებენ! მაკავებენ და ისევ ჩხუბის ხმა ჩამესმის. წასვლის უფლებას კი არ მაძლევენ.

-----
მართმევენ! იჩხრიკებიან და ამსხვრევენ. მპარავენ და მარცხვენენ.

----
უსამართლობა. დაუფასებლობა. დამცირება და შრომა. იმედები და ისევ მსხვრევა.
-----
გეხებიან. შენ არ გინდა. არც მე მინდოდა..
ჩაიარა,არაუშავს.
ცრემლებს იწმენდ და აგრძელებ.
-----
საყვარელ ადამიანს აბარებ მიწას.
ვეღარ ეხუტები,როცა გინდა. ვეღარ ესაუბრები. ვეღარ უყურებ მის სიცილს და ვერც ვერაფერს უზიარებ. აღარაა და მორჩა.
მერე ზეცას აჰყურებ ან სახლში ჭერს. ოცნებობ მის დანახვაზე და ხმის გაგონებაზე. ხან სიზმრად გევლინება და ხანაც არა.
-----
ხარ მარტოსულობის სასახლეში ჩარაზული. შენ კი არ რაზავ ყველა კარს, ყველა გირაზავს კარს და ერთეულები ჩნდებიან დახმარების ხელის გამოსაწოდად. ისიც თუ გაგიმართლებს მაშინ.
----
წვალდები. უპატიებლობა გაწვალებს და არ გასვენებს.
---

მციოდა. ისე მციოდა,ვერაფერი მათბობდა. წარსული მობრუნებილიყო და თავს მახსენებდა,თან ისე მახსენებდა, ორად მხლეჩდა. მაწამებდა.
ესე ვიყავი,მარტო. თავადვე ვიხუტებდი ჩემს თავს და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი.
ნერვებისგან მაცახცახებდა და ისე ვტიროდი, გული ყელში მებჯინებოდა. სუნთქვა საგრძნობლად მერეოდა და მკლავდა ცოცხლად.

აბა,რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო?!

ყველაფერი გამოგივაო?!

მოერევიო?!

ძლიერი ხარო?!

კარგი ადამიანი ხარო?!

არავინაც არ ვიყავი. უბრალოდ ღმერთს უნდოდა ჩემი მოვლენა და დამბადა. მე არც მკითხეს, მაგრამ მაჩუქა... მერე მფარველი მომივლინა და ესე მარტოობაში იდგა ისიც ჩემსავით და ტიროდა.
მინდოდა მომხვეოდა. იმას რომ ეთქვა,ერთად ყველაფერი გამოგვივაო, დავუჯერებდი. სასწაულებრივ ხელებს მივენდობოდი.
ბეთჰოვენის სონეტი ჟღერდა მძიმედ. ჩემს უჟღერადო ყვირილს ახმოვანებდა.
ხანდახან მეგონა ბოლო ხმაზე ვყვიროდი და სახეზე ტანჯვა მეწერა. თურმე ვხაოდი და ნიღაბი მფარავდა.
გადაკარგული დავეძებდი სულიერ სიმშვიდეს.
მწყუროდა სიცოცხლე და თავისუფლება.
მინდოდა ტკივილი მომეშორებინა და სიმშვიდე მომეპოვებინა, თორემ გული ვეღარ უძლებდა ამხელა დარდს.
კანს მიწვავდნენ ცხარე ცრემლები. ზეცას გლოვისფერი ემოსა. ცაზე ვარსკვლავიც კი არ ჭაჭანებდა და სიცივეც უმოწყალოდ ისუსხებოდა.

მე კარგად ვარ.

გაივლის.

კარგად ვარ.

ყველაფერი კარგადაა.

ცუდი პერიოდი მაქვს უბრალოდ.

გადაგივლის.

გადამივლის...

ფანჯარას ზურგს ვაქცევ. ჯვარს ხელს ვუშვებ და იქვე, სამზარეულოს კუთხეში ვცურდები.
ისევ პატარა ვივიენი ვარ. ისევ მჭირდება შველა.
ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს რომ ხმა დავიხშო. სახეს ხელისგულებში ვრგავ და ლოცვას ვიწყებ.
"გევედრები,მიშველე. ძალიან დავიღალე და მტკივა. გეხვეწები.. "
ვჩურჩულებ გამაყრუებელ სიჩუმეში.

მირეკავენ. უამრავი ზარი შემოდის. ვატოც რეკავს, მწერენ.
ვბრაზდები. ისე ვბრაზდები, საერთოდ ტელეფონს ვრთავ.

არასდროს ესმოდათ. ვერც ახლა გაიგებენ. ეს აკვიატება არაა, მართლაც ასეა.

ჩემს ბებიკოსთან ერთად ვსეირნობდი ღამით,ძალიან ხშირად. ვლაპარაკობდით, ვიცინოდით და ხანაც ვწუხდით.
მასთან სიახლოვე ისე მენატრება, თბილ ქურთუკს ვიცმევ,თავზე ქუდს ვიხურავ და ჯიბეში ჩაცურებული მობილურით და რამდენიმე ხურდით,გავდივარ ქუჩაში.
ძირს ვიხედები პირველი, რადგან მეშინია მღრღნელების.
მშვიდობაა და ზეცას ავყურებ ნაღვლიანად.

-იცი..-ხმადაბლა ვიწყებ.-მენატრები სიგიჟემდე. ვიცი,რომ მხედავ და გრძნობ ჩემს ყოფნას. შენ არ იღელვო, გადამივლის.- მცივა,ძალიან მცივა. მაგრამ ბებოსთან საუბარს არ ვწყვეტ. არც სიარულს. მივდივარ და მივდივარ. ესე სულ წინ..- ლამისაა გავგიჟდე,რომ არ ვიცი, როგორ ხარ. მე ვერ მოვდივარ შენთან და შენ რომ მესტუმრო სიზმრებში?! იქ მაინც დაგინახავდი და გავიგებდი როგორ გრძნობ თავს. მეყოფა ეგ, გეფიცები. დანარჩენს,მოვითმენ. - ბნელ ცას ავყურებ. კიდევ კარგი, ლამპიონები მაინც ანათებენ, თორემ მთვარე არ კადრულობს გამოჩენას.- ხო, საქართველოში აღარ ვარ. მენატრება. აქ გაცილებით რთულია ყველაფერი, მეგობარიც კი არ მყავს.რომელ მეგობარზეა საუბარი, ჭიქა ჩაისაც კი არ სვამენ ჩემთან ერთად. არაუშავს. იქ ხომ მყავდნენ?! ძალიან ბევრი, ძალიან ძალიან და მაინც ვერ ვიყავი სავსე.
ეგ არაფერი. შენ ხომ ხარ. ახლა ვინმე მხედავდეს, ეგრევე ფსიქიატრიულში გამაქანებდნენ. - ჩამეცინა. ესე მივუყვებოდი ქუჩას. სახელიც კი არ ვიცოდი და ორიოდე კაცი თუ ჩამივლიდა უყურადღებოდ. არ ვდარდობდი. ლაპარაკი მინდოდა და ვლაპარაკობდი იმასთან, ვინც მენატრებოდა. მერე რა რომ ცოცხალი აღარ იყო და ვერ ვეხუტებოდი?! მაინც სხვანაირ სიახლოვეს ვგრძნობდი მკერდში და სიმშვიდე მოჰქონდა თითქოს. ცხვირი კარგად მომყინვოდა და ლოყებიც მეწვოდა. ფეხებზე ისე შემცივდა,უეჭველი იყო,მუცელი არ მაპატიებდა გაუფრთხილებლობას.
ერთ ქუჩას,მეორე მოჰყვა,მერე ჩიხი და გზაჯვარედინი. წავედი უმისამართოდ. გადასასვლელზეც იდიოტივით გადავედი, ლამის დამარტყეს. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი რომ სიცოცხლე მინდოდა.
ფეხებთან საზიზღარმა ვირთხამ ჩამირბინა თუ არა, კივილი ავტეხე. ისე შემეშინდა ავტირდი გაქვავებული. ერთხანს ვიდექი ასე. ცრემლები თავისით მომდიოდნენ. სხეულიც მიცახცახებდა. დედასთან მომინდა ძალიან. რამდენიმე წუთის მერე გონება გამეხსნა, ვატო გამახსენდა და ტელეფონი ჩავრთე. უკვე მერამდენედ რეკავდა და ვუპასუხე.

-სად..- ხმამაღალი ტონით იწყებს. ეგეც კი მაფრთხობს უარესად.

-დავიკარგე და ვირთხაა აქ. გეხვეწები,წამიყვანე. მეშინია.. თან ბნელა.-გულგახეთქილმა ამოვიტირე. - ვაიმე, მართლა როგორ ბნელაა.. მეშინია.

- მარტო ხარ?სულ სულ მარტო?! - აღელდა.

-ჰო. მცივა და მეშინია.- გულამომჯდარი ვტიროდი.- წამიყვანე რა. რაღაც ქუჩაა, არ ვიცი..მიპოვე,თორემ გული გამისკდა და ეგაა.- ვნერვიულობდი სიგიჟემდე. დაბნეული ვაცეცებდი ამღვრეულ თვალებს და ვატოს გამოჩენას ველოდი მთელი გულით.

-წვრილა,აბა აღწერო იქნებ სად ხარ?! ხომ უნდა გიპოვო,მიდი მოათვალიერე მანდ სიტუაცია და თან მელაპარაკე. მალე გიპოვი და წამოგიყვან. ჩაის დაგალევინებ. წყალს გადაივლებ და ჩამოირეცხავ ქალაქის მტვერს. მაგ ვირთხასაც დავიჭერ და ტაკოს ავუწითლებ, იმდენს მოვცხებ.- თვალებს ვაცეცებდი ისევ და ვისროდი სიტყვებს. ვუთხარი ტრაექტორია, რაც მახსოვდა.

-იცი,რა გამახსენდა?!- სუნთქვა არეოდა,ეტყობა მორბოდა. მე ადგილიდან ვერ ვიძროდი, მეშინოდა.
თვალებს ვაცეცებდი შეშლილივით. ხან გამვლელს ვუყურებდი წაშლილი და ხან ძირს.. ყოველ გაფაჩუნებაზე წნევა მიწევდა. მკერდში კი გული ისე ცემდა, ალბათ, მალე სხეულში ვეღარ გაჩერდებოდა.

-არ ვიცი. მოდი რა,იჩქარე.- შევეხვეწე.

-ჰოდა,გიყვები.- გაეცინა.- ჩვენს ჯგუფში,ერთს მოსწონდი ძალიან..

-მერე?! მოდი რა..- ფეხები ავაბაკუნე. იქნებ ხმაურის შეშინებოდათ.

-ჰოდა, რანაირად არ მოგიდგა, რანაირად არ სცადა დაახლოება, მაგრამ კამათი გამოუვიდა მხოლოდ.- წარბები შევკარი. რა კამათი? ვერ ვიტან კამათს..- შენთვის წმინდას შეეხო და სახე აახიე. იტალიას როგორ უბედავ და მუსოლინსო. მერე გერმანიაზე შემოგიტია და გაუჭედე,ზედმეტები მოგდისო. ზუსტად ჰიტლერი იყო,ვინც შეაწუხა მსოფლიოო.ტიპი გადაირია.

-მაღიზიანებდა ეგ ბიჭი.- სახე მომეჯღანა.-შენ სად ხარ?!- ძირსაც ვიხედებოდი. კიდევ რომ დამენახა, თავს დავიხრჩობდი. შიში მივლიდა თმის ღერიდან ტერფებამდე.

-სამაგიეროდ,ყველაზე მაგრად მე დაგკერე. ვაღიაროთ რა..- გამეცინა და ცრემლები შევიმშრალე.

-არც კი მოგინდომებია.- ამოვისრუტუნე. ალაგ-ალაგ თუ ჩამიქროლებდა მანქანა და ორიოდე კაცი. იმათაც დაფეთებული შევყურებდი.

-ჰოდა,მაგიტო ვარ ძალიან მაგარი.- წაიამაყა.- აბა, მობრუნდი და კივილის გარეშე გამოექანე. უნდა ჩაგეხუტო,ჩემო წვრილა.- თბილი ხმა ჰქონდა. ტელეფონი ჩამოვწიე და ეგრევე მოვბრუნდი. სიხარულისგან თუ გამისკდებოდა აწი გული. ჰოდა, ისე სწრაფად გავიქეცი და ჩავეკარი, წამშივე სიმშვიდე მოვიდა ჩემთან. ამანაც ხელში ამიტაცა და მაგრად შემომხვია მკლავები.

-აბა,თაგვი დამანახე. უნდა დავაჭრა ყურები,მაგ ვირისთავს. მაიმუნის ტაკოს უნდა დავამსგავსო ეგ არამზადა,გათახსირებული..

-შენსა და ვირთხას შორის გათახსირებული,შენ ხარ.- ყელი ჩავუკოცნე. მაგიჟებდა. ძლივს ვშორდებოდი ხოლმე.- მიხარია რომ მოხვედი.- იმედიანად ვიყავი. ვიცოდი, ახლა ვერანაირი საფრთხე ვერ მომეკარებოდა.

-აი,მადლი ქენი,ქვაზე დადეო, ხომ იცი.. ვქენი და სულ გათახსირებული მეძახე. - ცხვირზე მაკოცა ღიმილით.

-რა,ცუდია?!

-არა,მაგრამ მომეფერო,ხომ შეიძლება?

-ხომ გაკოცე. ახლაც გაკოცებ.- ლოყაზე მივაკარი ტუჩები. მოშორება იყო ის,რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. -დამსვი. ჩავეხუტეთ,გვეყო..- დამსვიც იმ იმედით ვუთხარი, რომ ვირთხას აღარ გადავეყრებოდი.

-მაგარი გიჟი გოგო ხარ.- დამსვა წუთშივე.- გიყვარვარ,გეფერები, დაგსდევ,გპოულობ და მაპანღურებ. მადლობა პატრულს,რომ მეხმარება.- ხელები გაშალა საყვარლად.

-სახლში მინდა რა.- ამოვიჩურჩულე მოშვებულმა. დაქანცული ვიყავი.

-მეც. თან სექსი და რამე-რუმე.- ტაში შემოჰკრა.

-შენ წესიერად იყავი.- თითი დავუქნიე. წამშივე გამირბინა თაგვმა თვალწინ და ისევ შემოვახტი წივილით.
ჯანდაბა! ვერ ვიტან. როგორ ვერ ვიტაან! საძაგელი არსება.

-წამიყვანე ესე.ფეხის დამდგმელი აღარ ვარ ძირს.- ვცახცახებდი.
როგორ მაშინებდნენ ეს გარეწარი მღრღნელებიი! თავისი უშველებელი ორი კბილით და გაიძვერული მანერებით.

-რა ჯანდაბაა!- კისერს ატრიალებს რომ ნახოს..

-ნუ იყურები. წავედით სახლში!- წელზე მაგრად შემოვხვიე ფეხები. - რომ მომეკაროს,გეფიცები, ისეთ ისტერიკას მოვაწყობ, მთელი საფრანგეთი ჩვენზე ისაუბრებს.

-რა მაგარია,ვითომ ჩემი შვილი ხარ. ვითამაშოთ?! -მეხუმრება?

-ნუ მაიმუნობ. წამიყვანე.- ცოტა შევფართხალდი.

-გააჩერე უკანალი.- მაგრად მიჭერს ხელს. მე კიდევ სახეში ისეთს ვაწნი,თავს გვერდით აბრუნებს. - ოხ,გაიღვიძა თქვენში კდემამ?! დაგსვამ ახლავე..- გადაიხარა და ჩემი მოშორება სცადა. მაგრად მოვეჭიდე და კოალასავით შემოვეხვიე.

-სულ ეღვიძა.- შევეპასუხე.- არ გაბედოო! ვატოოო! გეხვეწები. მეშინია,გთხოვ..- თვალებს მაგრად ვაჭედი და ყოველ გამოძრავებაზე ენერგიულად ვეხუტებოდი.- გემუდარები,მეშინია. მართლა, ძალიან...- შესამჩნევად ვტირი.

-რა გატირებს.. ჩემი კაი, შენ რა ცრემლები ჯიბით დაგაქვს??-თავს ვადებ სრუტუნით მხარზე. ფეხებს უფრო მაგრად ვუჭერ და ყელზეც ვხვევ მკლავებს.- ვივი,თავნებობ.- ლოყაზე მაგრად მკოცნის. ლოყაც მიხურდება.

-ჩემი სხეულის აბონიმენტი არ გიყიდია,ამიტომ დააწყნარე შენი თავი.- ვჩურჩულებ გაბრაზებული. გაყინულ ცხვირის წვერს ვუსმევ ყელში.

-აი,შენთან კაცი ვერ მოდუნდება. შეშლილი ხარ. თან ძველი სურნელი დაგიბრუნებია.- მძიმედ მიდის. ვემძიმები და გაუჩერებლად მელაპარაკება გზაში. უნდა დამამშვიდოს.თან გამოსდის,თან არა. შეშინებული ვაცეცებ თვალებს.- ისე, რა მოქნილი გოგო ხარ.

-მერე?

-გაგიმართლა. ნაკლებად შეწუხდები სექსისას და კომფორტის ზონა გექნება..- ისევ ქუჩას გაუყვა. ეცინებოდა.- მეორეჯერ უჩემოდ არ წახვიდე.

-რასაც მინდა,იმას ვიზამ.- გავბრაზდი კიდევ ერთხელ.

-და მერე დამირეკე ტირილით,ვატო დავიკარგე,მიშველეო.- გამაჯავრა.

-სხვა რა საქმე გაქვს? თან ჯერ გჭირდები.

-მჭირდები.- გაიმეორა სხვანაირი ტონით. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.ჰოდა, მე ჩემი მთელი ცოდნა გამოვიყენე მათემატიკაში და ალბათობის თეორიით დავუშვი ვარიანტები. მერე მივხვდი,საერთოდ რომ არ გამომდიოდა და მოვეშვი. ამასობაში, სახლში ასე ატაცებულმა შემიყვანა. ბოლოს ძირს დამსვა.
აქ სხვანაირი სითბოა.

-ვატუნა,აწი.. გარეთ ნასიარულები ფეხსაცმლით სახლში არავინ გავატაროთ. არც ჩვენ გავიაროთ.- ფეხზე გავიხადე ეგრევე.- ძირებიც უნდა მოვრეცხოთ.-დარწმუნებით ვთქვი.თავბრუ მესხმის და ღებინების შეგრძნება მეუფლება.
ძლივს ვდგავარ. სხეულიც გაყინული მაქვს.ფეხებიც და რაღაცნაირად,მძიმედ ვარ.

-როგორც იტყვი.- მხრები აიჩეჩა. ქურთუკი თვითონ გამხადა. - გაიხადე, წყალი ხომ უნდა გადაივლო.- თავი არ მაქვს, მართლა. - სანამ გაციებულხარ, გადაივლე.- თავს ვუქნევ.

- მცივა და მეძინება. წამოწოლა მინდა.- დამამთქნარა. ლოყები მეწვოდა,ეტყობა ზამთრის სუსხმა იმოქმედა და კანი დამისუსხა.

-მოდი,მე დაგეხმარები. ოღონდ არ მეჩხუბო.მართლა გიშველის.- თვითონვე მხდის ფრთხილად. მე უფრო მცივა და თან ბინდისფერი მებვრძივს წამდაუწუმ.
წყლის ნაკადის ქვეშ მაყენებს და მას რომ მოსწონს სუნი,იმ შამპუნს მასხამს თავზე. ვბორძიკდები, მაგრამ მიჭერს.

-დილის მერე არაფერს შეჭამდი.- უკმაყოფულო სახე აქვს.

-ცუდად ვიყავი.- სხეულს ვერ ვიმორჩილებ. ხან სად მივექანები ინერციით და ხან სად.
ცხელმა შხაპმა გამათბო, მაგრამ სული შემიხუთა. ვატოც ისე გულმოდგინედ მასუფთავებდა, მაფიქრებდა იმაზე,რომ შესაძლოა ოდნავ მაინც ვუყვარდე. ან ვაღელვებდე.ისიც დასაშვებია, უბრალოდ ადამიანური ფაქტორი იყოს.
ხალათს მაცმევს და თმებსაც თვითონ მიშრობს. სარკიდან ვაკვირდებოდი გაშტერებული, თვითონ კი ფენს სასაცილოდ ატრიალებდა ხელში.

-მადლობა.- როცა გამორთო, ღიმილით ვუთხარი და ხალათითვე მივწექი საწოლზე.

- ნამიანია ეგ,გაცივდები იცოდე.- მაფრთხილებს.- გინდა,ისევ მე ჩაგაცვა?! მერე დამიწყებ,ვატუნა, ჩემი სხეულია და ბლა ბლა ბლა- ენას ყოფს.. მეღიმება და ძილი მერევა.- რა ჯიუტი ხარ! გაუგონარი ვინმე და ეგოისტი.

-ჰო..- ვითიშებოდი ნელ-ნელა. თვითონ მხდიდა ხალათს. უნდოდა მაისური გადაეცმია,მაგრამ გვერდი ვიცვალე და მიხვდა,რომ უნდა მომშვებოდა.
მერე რა მოხდა?! მე მშვიდად მეძინა. მას? არ ვიცი.
-------
დილით ზლაზვნით წამოვდექი. მონატრება მგუდავდა. დედასთან მინდოდა და ბავშვები მენატრებოდნენ სიგიჟემდე. ჩავიცვი და ეგრევე გადავურეკე. ვეფერე შორიდან, მერე დედამ მეძინებაო და შენ დაიძინე,ცოტას ხანს გიყურებ-თქო. ლაპარაკში ჩაეძინა და მერე მეც გავთიშე.
მერე ლიაკომ დარეკა. ლიაკო ვატოს დედაა.

- როგორ ხართ?- ვკითხე ღიმილით. ვატომ ჩამოჰყო თავი კამერაში.

-ლიაკუშ!- გაუღიმა.

-მე კი არა,თქვენ როგორ ხართ. ვაიმე, გამხდარხარ!- შეიცხადა ეგრევე.- არ ჭამთ,თუ როგორაა თქვენი საქმე?! ბიჭო, სპორტის კაცუნა! ვივის ხელს ხომ არ უშლი სწავლაში?!- თვალები მოჭუტა.

-ეგრე მიცნობ, ლიაკო?!- ეწყინა.

-არა,რა ხელს მიშლის,პირიქით, მეხმარება.- გულწრფელად ვუთხარი.- ჩემთან ერთად ათენებდა და აღამებდა. ახლა ვაჟბატონს დარჩა გამოცდები და ვისვენებთ ორივე.- ამოვიოხრე.

-ვაი, რთულია?!- რომ დავუკვირდი, რთული იყო,შეუძლებელი არა.
მერე ლიაკომ რეცეპტებს ჩაგიყრიო, თავი კი დავუქნიე,მაგრამ რისი გამკეთებელი ვიყავი?! ისევ ტაბიძე თუ მომიმზადებდა რამეს. აი, ყოველთვის ვიცოდი, ქმარს რომ მოვიყვანდი, კარგი მამასახლისი იქნებოდა. ოღონდ ეს მამასახლისი თემის ან გვარის მეთაური კი არ იქნებოდა, არამედ დიასახლისის ვერსია. ოღონდ მამაკაცებისთვის. გამეცინა. რა სისულელეები მაფიქრდებოდა ხოლმე.

ოთახიდან რომ გავედი, ვატო სამზარეულოში ცოდვილობდა, მეგობრები დაუპატიჟია თურმე. მე დავალაგებო, შემპირდა. ხმა არ ამომიღია,ჩემ გამო ისედაც სულ უარს ამვობდა გართობაზე და ამაზე ამბავს არ და ვერ ავტეხდი.
ჰოდა, კდემა მოსილივით ჩავიცვი და დავჯექი ოთახში.
ვიკა მირეკავდა,ამბები ჰქონდა მოსაყოლი.

-დაიწყე!

-მიყვარხარო..- გაეცინა.- მაგრამ მე არ მიყვარს. ახლა იტანჯოს ჩემსავით.- გადაიხარხარა.

-ჩემი აზრით,ღირსია.- მხრები ავიჩეჩე.- გიორგა მთავრდება შენს ცხოვრებაში.

-კი არ მთავრდება. დამთავრდა გრძნობები და დარჩა ის,რაც მან უნდა იგრძნოს. ახლა აქტიურობს, სულ მწერს და მკითხულობს. მე კი მოკლედ ვპასუხობ. როგორც თავად არ მომილოცა დაბადების დღე, არც მე მიმილოცავს. ჰოდა, ღისრიცაა. ამდენი ხანი, საშინლად მექცეოდა და ახლა იგივეს რომ უკეთებენ, აბაროტი აუღეს და ჭკუაზე აღარაა ბიჭი.

-მიხარია,მართლა. - გამეღიმა გულწრფელად. პირველად იყო ასე თავისუფალი და ფრთაგაშლილი.

-მეც! კიდევ უნდა გაგახარო. მე და ასათიანი ვხვდებით!- გადაიკისკისა. მე გავშრი სულ წამის რაღაც ნაწილში და იმხელაზე დავიკივლე, ვატო შემოვარდა გაფითრებული.

-რააა?! რა მაგარიაააა! ვაიმეე! გავგიჟდები ახლა!

-რა ხდება!- ვატო იყურებოდა დაბნეული. უკან ვიღაც ამოსდგომოდა,ალბათ მეგობარი. გამარჯობა-თქო და მოვუბოდიშე.. ფრანგულად ეგ მაინც ვიცოდი.

როგორი უხერხულია.

-კარგი ამბავი მითხრეს.- ინგლისურად ვთქვი. ამათაც მოეშვათ და ვატომ გამოდი,რომ დაასეულებ საუბარსო. მეც ვიკას ვუჩიჩინე, მომიყევი-თქო. გადავირეოდი, რომ არ მომესმინა..

- 2 კვირაა სულ. მწერდა მსუბუქად, მეც წაკბენით ვპასუხობდი. მერე არ გავიაროთ სადმეო? მოწყენილი ვიყავი და მეც სხვა რა მინდოდა?! გავისეირნეთ, ვისაუბრეთ და მერე ვიჩხუბეთ.მერე სახლამდე მიმიყვანა. არ მოუწერია 2 დღე. მერე მე მოვიკითხე ხუმრობით, მერე ისევ მან და წავედით სად?! არც მეტი და არც ნაკლები! გამოფენაზე. ვიღაც უცხოელი ფოტოგრაფის ყოფილა. სხვათაშოროს, მომეწონა. მერე კაფეებში დავიარებოდით, კინოშიც. მაგრამ ახლა,რაღაც პირადსაც დავიტოვეებ!- ხალისიანად გაიცინა და გათიშა.

" უხ,შენ ინტრიგანო თევზებო!" - სწრაფად ავკრიფე.

" ????????????????"

ტელეფონი იქვე დავდე და ოთახიდან გავედი.
ვატომ წარუდგინა ჩემი თავი, მეც გამაცნო ჟორჟ დიუბუა. წინა ჩამოსვლაზე გაუცვნია და მეგობრობენ დღემდე.
ჟორჟი სახალისო ისტორიებს მიყვებოდა ვატოზე. ვატო მასზე ჰყვებოდა და ორივე გულიანად მაცინებდა. თან ვახშამიც საკმაოდ გემრიელი იყო და სრულ კმაყოფილების ზენიტში ვიყავი. თან ცოტა ფრანგულ ღვინოსაც ვაყოლებდი.
არული ნეტარება. ტუჩებზე ენა გადავიტარე. მერე ვატოს მზერა შევნიშნე და დავაიგნორე.
ჟორჟს ცოცხალი თვალები ჰქონდა. რაღაცნაირად ხალისიანი. ისეთი, რომ ჩაგხედავდა,თავის მორევში გადაგითრევდა და მთლიანად შეგიცვლიდა განწყობას. შემომთავაზა ფრანგულის სწავლაში დაგეხმარებიო, მანდ ვატომ,გამოცდების მერე თავად ვასწავლიო.
მე მადლიერად შევხედე ჟორჟს და აუცილებლად შეგაწუხებ თუ რამეს ვერ გავიგებ-თქო. ტაბიძეს გადარევა დაეტყო, მე კმაყოფილება.
არა,ეჭვიანობა არ იყო. თავის მეგობარზე როგორ უნდა ეეჭვიანა, უბრალოდ თავად შემომთავაზა პირველმა და თავადვე უნდოდა ესწავლებინა ჩემთვის.
9-კენ წავიდა ჟორჟ დიუბუა. ფეხზე ამოიცვა, ქურთუკი მოიცვა და მადლიერი დაგვემშვიდობა.
ვატომ გაითვალისწინა ჩემი სურვილი.
მერე ჩუმად ავალაგეთ მაგიდა. ნიჟარაში ჩავაწყვე გამოყენებული ჭურჭელი. ვატომ მე მივხედავო. დაღლილი იყო და არ ვაცადე.
მაგაზე ვიკამათეთ. მე აქეთ ვექაჩებოდი თეფშს,ის იქით. მერე ის მომქაჩა, მკერდზე მივასდი და გატეხილი ცხვირი, ლამის მეორეჯერ გავიტეხე.

-ცხოველო!- წამოვიყვირე.

-გეტკინა?!- სამზარეულოს დახლზე შემომსვა და ცხვირზე აფარებული ხელი ჩამომაწევინა. კარგად შემითვალიერა.

-არა! გაიწიე რა!არ მჭირდება შენი არაფერი!- შევუღრინე.

-ვატუნაა, მოდი თაგუნიები არიან და ვირთხუნიებიი!- დაიწიკვინა და ცხვირზე თითები მომიჭირა.

-ხელიიი!- მივარტყი ხელში.- უვიზო მიმოსვლა არ გეგონოს!- ცხვირი მივიზილე და ფეხები ავათამაშე.

- რა ოჩენ ფრეთენზიული პიროვნება ხარ?

-მომეშვი რა. ბრწყინვალე იდიოტი ხარ!

-მე ვიტყოდი კაშკაშას.

- ნარცისი კრეტინი. - თვალები დავაკვესე ფიცხად.

-რაღაცნაირად, ეფექტური და ეშხიანი.- ფრთხილად მიახლოვდებოდა. თავსაც ჩემკენ ხრიდა ეს გაიძვერა.- რას აკეთებ?!

-არაფერს. უბრალოდ- ისე ნაზად მომეკრო ტუჩებით ყელზე, ჟრუანტელმა დამიარა თავიდან ფეხებამდე. მსუბუქად მეხებოდა მშვენიერი და ჯადოსნური ბაგეებით.

-გაეთრიე!- თვალები მიმეხუჭა თრთოლვით. ხელები მაგრად კი მივკარი,მაგრამ ვერ დავძარი.- ნუ მეხები-თქო!- ისე ავღელდი, ის გასარეცხი ჩანგალი მოვისროლე, გვერდით რომ ეგდო,ნიჟარაში.

-მეორეჯერ გამოიძახებენ პოლიციას! - სხვათაშორის ამოთქვა და ჩამიხუტა.

-გამიშვი რა! იდიოტო!- ზურგში ჩავცხე ორივე ხელი. მერე ორივე მოვხვიე.

-ჯერ შემირიგდი.- თმებზე დამისვა ხელები.- გეხვეწები, თმები არასდროს შეიჭრა და არც შეიღებო რა. როგორც არ უნდა გაბრაზდე ჩემზე.

-ვნახოთ,რამდენად გამაბრაზებ.- ყურში ჩავჩურჩულე თვითკმაყოფილებით.

-რასაც მე გპირდები,მე გავაკეთებ. სხვისგან ნუ იღებ შემოთავაზებას.- მტევნებს პირდაპირ მკერდზე მხვევს. მერე უკან იხევს ოდნავ,რომ დამაკვირდეს აფორიაქებულ სახეზე.- თორემ ვიცი შენი სისუსტეები და პირდაპირ ამ გასაგიჟებელი რაღაცით დავიწყებ. უნდა გენახა,დილით როგორ გამოიყურებოდმენ.- სერიოზულად შოკი მქონდა. ტიპი ისე საუბრობდა, თითქოს ძუძუები ფიზიკურ ან იურიდიულ პირებში გადიოდნენ. - მაგარი ტიპები არიან.- მაისურის გარედან არც არაფერი მეტყობოდა და მან საიდან მიაგნო, წარმოდგენა არ მაქვს.

-პირდაპირ სანუდედ დაბადებულები.- გამეცინა და ხელები მოვაშორებინე. დახილადან ჩამოვხტი. ტაბიძემ ისევ ქვედაბოლო შემისწორა და ჩემი მოსროლილი ჩანგალი თავად გარეცხა, ზუსტად ისე, როგორც მე ვრეცხავ ხოლმე.
ახლა ზუსტად ვიცოდი,რომ სუფთა იყო.
-------
აივანზე ვიდექი. მციოდა და ვეწეოდი. ზოგჯერ ნერვები არ მყოფნიდა და ატანა მიჭირდა რაღაცების. ჰოდა,გულის გადაყოლება მინდებოდა და ისსვ სუსტ გზას მივმართავდი.
ღვინოს ვაყოლებდი.

შევხტი მოულოდნელობისგან.
გვერდიდან შემომესმა ხმა, რაღაც მითხრეს ფრანგულად.მე კიდევ ვერ გავიგე. პლედი შევისწორე და ღიმილით გავხედე.

-მაპატიეთ, ფრანგული არ ვიცი.- ინგლისურად ვცადე ბედი. სიმპათიური ბიჭი იყო. მაღალი, მაგრამ გამხდარი. ყავისფერი თმითა და ცისფერი თვალებით.

- ჟულიენი.

-ვივიენი.-გავუცინე.

-ახალი გადმოსული ხარ?- თავი დავუქნიე.

- საქართველოდან ვარ.- არანაირი ჯორჯია, გურჯისტანი,გრუზია და ათასი ოხრობა. პირდაპირ საქართველო ვუხსენე და დაიბნა. მერე ავუხსენი. აბა,ყველამ ისე რომ გვეძახოს,როგორც გაუხარდება, კარგი იქნება?! არა, ხო?! მეც არ მომეწონებოდა. ეგეც ავუხსენი.
ჟულიენი მომეწონა. კარგი ადამიანი ჩანდა,რაღაცნაირად. ეტყობა მასაც მოვეწონე, ვახშამზე დაგვპატიჟა.
-----
ბევრს ვფიქრობდი წერაზე. დავიწყებდი, მერე ვშლიდი. მერე ისევ ვკრეფდი და ისევ ვშლიდი. ბევრი რამ მიტევდა ერთად და მიჭირდა დახარისხება.
ვიყავი ჩემთვის. ვიჯექი და ვსვამდი.
ისეთი კარგი იყო. არა,დარდს არ მიქარვებდა. უბრალოდ მარტივად მთიშავდა და მსიამოვნებდა, შინაგანი მონსტრის მიყუჩება. მეშინოდა დამოკიდებული არ გავმხდარიყავი. მართლა მეშინოდა. მაგრამ როცა არაფერი მქონდა,რითაც ყურადღებას გადავიტანდი, საუკეთესო გამოსავლად მესახებოდა.

წვიმდა და მე მთელი კვირა მარტო ვიყავი.ვატო დღეში 2-ჯერ მაინც მირეკავდა, მომიკითხავდა და ქრებოდა. კიდევ რამდენიმე დღე ვერ ვნახავდი შეჯიბრის გამო. მე კი ასე, მარტო ვიყავი. პატარა სივრცეში და უკიდეგანო სიცარიელეში. ბევრს ვტიროდი, ძალიან ბევრს. წარსულს ვატრიალებდი გონებაში კასეტასავით.
წარსულისგან გაქცევა სისულელეა, მხოლოდ მისი დამარცხებაა შესაძლებელი. მე კი ჯერაც ომი მაქვს მასთან.

სიბნელის შიში მქონდა ბავშვობიდან. ჰოდა, ამხელა ასაკშიც კი მაპანიკებდა ზოგჯერ. ვკითხულობდი ბევრს და ჟულიენს ვუახლოვდებოდი. მართალია, დიალოგი მიჭირდა კომპლექსების გამო,მაგრამ თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა და ვცდილობდი. საბოლოოდ,მე ჩემი თავდაპირველი ჩომბე ინგლისური გავმართე შედარებით.
კარგი ადამიანი სჩანს. კარგად ჩაცმა უყვარს, თავს უვლის და ძალიან მხიარულია. უკრავს თურმე რამდენიმე საკრავზე და ლამაზ ფოტოებსაც იღებს. იშვიათად ხატავს, მაგრამ თუ ხატავს, გასაოცარი გამოსდის.
ახლა კი ერთად ვისხედით და ვუყურებდით ფილმს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან".
ვიცინოდით ბევრს,თუმცა იყო მომეტებიც,მე რომ გულზე მხვდებოდა.
-მიყვარს ეს ფილმი.- ხელი გაიშვირა ეკრანისკენ და ჩემი გაკეთებული სენდვიჩი მიაყოლა. - მონრო მშვენიერი იყო.

-შედევრია,გეფიცები.-ხელები ავწიე.- ოდრის ფილმები, კიდევ რომი შნაიდერის.

-გერმანელი თოჯინა.-ღიმილით წარმოთქვა.

-თუ ოდესმე შვილი მეყოლება და გოგო, აუცილებლად რომის დავარქმევ.-დარწმუნებულმა წარმოვთქვი.
ღმერთო,შვილი.. ოდესმე შვილი და თუ.. თუ მეყოლება.
არა,არა,არა. არც ვატოს ვეყვარები, არც კი ვენდომები ცოტა ხანში.. ან..

გული მტკივა და ფიქრებს იქვე ვტოვებ.

-ნეტავ გეყოლოთ.- ხელები გულზე დაიწყო. არ მაცდის ფიქრების მოშორებას.- შენსავით დიდი თვალები თუ ექნა და მამიკოსავით მწვანე. შენი ფეხები უნდა გადაეცეს მემკვიდრეობით, თმებიც.

-ჟულ!- გამეცინა.- ჯერ არაფერს ვაპირებთ. მოვრჩეთ არარსებულ ბავშვზე საუბარს.- გავიღიმე. რა მაღიმებდა.

-მე ვილოცებ რომ ვატომ შეგაცდინოს.- თეთრი ღვინო გამოიტანა.- რომ ჩამოვა,მე აქ დაგალევინებ და გაგიშვებ ისე, რომ თავი ვერ აკონტროლო. მერე ვნება და სიყვარული გამოიღებს ნაყოფს. ეს იქნება თქვენ მიერ შექმნილი სასწაული.- მზაკვრული გეგმა გამიზიარა წრფელი ღიმილით.

-როგორ უნდა გამოვთვრე,რომ ვატომ ეგ შეძლოს.- გადავიხარხარე. ჯანდაბა, ფხიზელზე ლამის შევცდი და..- თან მას შვილი არ უნდა.

-რას ლაპარაკობ. მე უკვე წარმოვიდგინე. არ მაინტერესებს, პატარა რომის ველოდები. მე უნდა მოვნათლო.

-კათოლიკე ხარ.- თვალები ავატრიალე.

-გამონაკლის დაუშვებენ.- მხიარულად თქვა და ღვინო ჩამოასხა ჭიქაში. - რომ დამინახავენ, უსათუოდ დამრთავენ ნებას.

-რა მაგარია,ყველაზე მოდური ნათლია იქნები. -ღვინო მოვსვი. - ოღონდ არაოფიციალური.

-გეფიცები, მის სამოსზე მე ვიზრუნებ.- თვალები გაუბრწყინდა. - მე და ნიკოლა გავასეირნებთ ხოლმე.- ნიკოლა მისი შეყვარებულია.ისიც ძალიან სიმპათიურია და ჟულიენი მუდმივად ეჭვიანობს.

-აა,ანუ აღარ ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში?!

-პატარა რომის არ გაგატან და არც შენ გაგიშვებ. -თითი გამოიშვირა ჩემკენ.
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი შვილი ვერასდროს წარმომედგინა და დიდად არც მიოცნებია, სადღაც მკერდში, უნებლიედ სიყვარული ვიგრძენი მის მიმართ. თან იმხელა, ლამის გული გამისკდა ბედნიერებისგან.კარს გავხედე,მინდოდა პატარა ფეხებით შემოერბინა და ჩამხუტებოდა.
გული დამწყდა. ჩემი შვილი არ არსებობდა.
-კარგი.- მხრები ავიჩეჩე.

-რომ ჩამოვა იმუშავეთ მაგ საკითხზე.- მოყუდებული ღვინო გადამცდა.

-ჟულ, რა პირდაპირობაა.

-ჰო,აბა,ჩემს გოგონას ველოდები.- სიყვარულით თქვა. - თხელი, სწორი თმები ექნება. საუცხოო ფერის. ან მამიკოსავით ხვეული. რომი ტაბიძე. ჩვენი პატარა რომი.- თვალები გაუშტერდა. მე ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიმაგრე.

- ჟული,დაკვრას მასწავლი?!- საუბრის თემა შევცვალე, რადგან მტკენდა თემა. წამომდგარმა პიანინოს კლავიშებს გადავუსვი თითები,იმანაც წამსვე გააჟღერა არეული ნოტები.

-კი! ნოტები ხომ იცი?!- პერანგი შეისწორა.

-არა და არც მჭირდება.- თვალებგაფართოებულმა ამომხედა.

-გადაირიე?- მკერდზე დაიდო ხელი.

-არა,ნოტებს არ ვისწავლი. დაუკარი, ჩავიწეროთ ან დამაზეპირებინე სვლები.- მხრები ავიჩეჩე. თვალები სასაცილოდ დააჭყიტა.

-იმედია მეხუმრები.- გაიცინა.- რა თქმა უნდა,მეხუმრები. ცუდი გოგო ხარ.-დივანზე დავეხეთქე. რა იცოდა,რომ არ ვხუმრობდი.

-მართლა,ჟული!- შეაქანა. ხოდა, რომ შეაქანა, ინერციით დივანს დაასკდა.

-გადამრიე შენ მე. თევზი ლაყუჩების გარეშე ვერ იცოცხლებს წყალში, უკუდოდ ვერ გაცურავს და შენ ნოტების გარეშე გინდა დაუკრა?!- თვალებს ატრიალებდა სასაცილოდ.- გამორიცხულია.- ხელები გაასავსავა.- არა,ძვირფასო, ჯერ ნოტები და მერე სხვა დანარჩენი.

-კონცერტზე კი არ მიშვებ! მინდა ხერხები მასწავლო. საქსაფონზე მინდა ვცადო დაკვრა და ვიოლინოზე. ვგიჟდები.- ბედნიერად ამოვთქვი. ამ წამს ისე ძალიან მინდოდა, მზად ვიყავი სიცოცხლეც კი გამეღო.

- ვაიმე,გული დამარტყავს!უკვე ვგრძნობ,მიჭერს. ეს რას ამბობს, ხალხი წლობით სწავლობს ჯერ ნოტებს,მერე საკრავებზე მუშაობას და ამან დამაზეპირებინეო. სულ გაგიჟდა,ღმერთო!- პანიკას სწევდა უაზროდ. -ჩემს პირად ექიმს გადაურეკე, უთხარი რაც მითხარი და წამლები ჩაიწერე. ვკვდები მგონია.-თავი გადააქნია.

-მასწავლე რა.- ვთხოვე.

-ნოტების გარეშე შეუძლებელია. გადაურეკე.- ტელეფონი მომაწოდა და მიეგდო დივანზე "უსულოდ".თან ბუტბუტებდა, სად გაგონილა ასეო.
ევროპელი პედანტები. ამოვიოხრე და ნომერი ავკრიფე. 5 წუთი ველაპარაკე მის პირად ექიმს, იმანაც მიეცი დამამშვიდებელი, წინა ჯერზე რომ გამოვუწერეო. ჟულიენმაც დალია.

- ადექი და წნევა გამიზომე ახლა. დროულად. მგონი 160 გასცდა შენ გამო.- დამაბრალა უცებ მე.
ხელს მიშლიდა წნევის გაზომვაში. ნორმა ჰქონდა და არ გესმის, მე ვგრძნობ თავი მისკდებაო. წნევის დამწევის დალევა უნდოდა, მაგრამ არ ვაცადე. მეთქი- რას შვრები?! თავს იკლავ?! მერე აპარატმა მოუშალა ნერვები, გაფუჭდაო.

-რა შფოთვებში ხარ,რა არის!- გავბრაზდი.- სულ ნუ მასწავლი მაშინ.

-ძვირფასო,ჯერ ნოტებს ვისწავლით.

-არა,დასტრესილი ვარ. საზიზღარი ქალი მასწავლიდა მუსიკას და მომაძულა.- დაღონებულმა ვთქვი.- ახლა შენც ისეთი დრამები დამიდგი, სულ აღარ გავეკარები.- გავიჯიუტე.

-მიდი,გთხოვ გასწავლი. მე სულ არ გეჩხუბები და არც გიყვირებ. თან პატარა რომის დედიკო უნდა გახდე.-ძალიან მინდა ამოვიტირო, ძალიან. მართლა.

-არც გული წაგივა?არც გადაქანდები?!

-ჩვენი რომის გულისთვის ყველაფერს ვიზამ.- გულზე მუშტი დაიკრა.
ჩემი რომი. პატარა რომი.

----

- მამაშენი ვერ ისვენებს.- დედამ დაიწყო.- ნერვიულობს შენზე.

-ახლა სად არის?

- იქით ოთახში.

-დაუძახე.- ვთხოვე.მანაც დაუძახა.

-ეე,როგორ ხარ?!- თვალები აუციმციმდა მამას. - როდის იწყებ სწავლას?

-კარგად,შენ?!

-კარგად. რა ხდება მანდ,მარტო ხარ?!

-არც არაფერი. სწავლის სემესტრს მოვრჩი და მალე ბაკალავრს დავხურავ. ერთი სული მაქვს.

-კი,მა. შენ მაგარი გოგო ხარ, გამოგივა,ვიცი. ვაჟბატონი სადაა?!

-შეჯიბრი აქვს და ველოდები, როდის დაბრუნდება.- გავიღიმე.- წესით ხვალ ა უნდა ჩამოვიდეს.

-თუ რამეა,მითხარი ეგრევე.- გამაფრთხილა.- გაიგე?!

-რა უნდა იყოს?!- თვალები ავატრიალე.

-ეგ შენ იცი.

--------
მენატრება და სულ ასე ხდება. მე ვრჩები, ის დადის. სად დადის და რას აკეთებს,არ ვიცი. გული მისკდება ყოველ ჯერზე. ვერ ავიტან მისგან ღალატს და მეც უსამართლოდ ვიქცევი. მაგრამ არ მინდა იმ ქალთა რიცხვში ვიყო, ვისაც ეხებოდა მაშინ, როცა მხოლოდ უნდოდა და არ უყვარდა. ერთხელ მივეცი მაგის ნება, იყო მისგან ვნება და სიყვარული არა.
მართლა არ ვიცი რა ვქნა. არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი. ერთის გარდა, მიყვარს. ეგ ცხადია.
ფიქრში ჩამეძინა. იქაც არეულ სიზმარს ვხედავდი. ვატოს ეჭირა ბავშვი. თხელი თმები ჰქონდა, მაგრამ ხვეული. პატარა თითებით უწელავდა ტუჩებს და კისკისებდა.
-რომი..- თავზე გადავუსვი ხელი. უკვე უნდა მეკოცნა,რომ მობილურის ზარმა გამაღვიძა. არც თავი მქონდა პასუხის და არც ენერგია. კვლავ გავითიშე,მაგრამ ჩემი რომი იქ აღარ ყოფილა. წაიშალა.
-----
პერანგით ვიჯექი დივანზე და ლეპტოპში ვწერდი პატარა ლექსს.
კარგად ვეხვეოდი პლედში და ჩაის ვსვამდი პერიოდულად.
ისე შევხტი კარის მიჯახუნების ხმაზე,ზედ გადავისხი ბედად გაგრილებული ჩაი.

ოხ,რა!
სწრაფად გადავდე ლეპტოპი. ეგრევე წამოვიწიე,რომ გამომეცვალა.

-რატომ არ პასუხობ ტელეფონზე?- გაბრაზებულმა დაახეთქა ჩანთა ძირს. იდგა ერთ ადგილას და თვალები უელავდა სიბრაზით მოცულს.
სიამოვნების განცდამ შემიპყრო. შევძელი,მე შევძელი მასში იმის გამოწვევა,რაც მინდოდა.

- ნახევარი საათის წინ გამეღვიძა.- მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი. საძინებელში ვგეგმავდი გასვლას. - და რადგან უკვე გზაში იყავი,ჩემი ვარაუდით, აღარ შეგატყობინე, რომ ვსუნთქავ.

-ხომ გაგეღვიძა,გადმოგერეკა! - წარბები ზემოთ აზიდა.

-სულ არ გკიდია,ცოცხალი ვარ თუ მკვდარი?!- წამოვიყვირე ხელების შლით.- არ გადარდებ და ერთი სული გაქვს მომიშორო. სახლში სულ აღარ ხარ. სადღაც დადიხარ და ქალს ქალზე იცვლი, ალბათ. - თვალები დავუქაჩე.

-ისევ პანიკური შეტევა გაქვს.- თავი გადააქნია.- მოღალატე კაცზე რა ვთქვი?! ეგეთის კაცობის-თქო,არ ვთქვი?!- განიერი მხრები ჰქონდა, ნავარჯიშები სხეული და განრისხებული მზერა.

-იცი,რა..

-არა,არ ვიცი. მე იქ ვნერვიულობდი და შენ აქ თურმე საღამურით დატანტალებ სახლში არხეინად. რა გენაღვლება, მე ვდარდობ,შენ ხომ არა?!

-ინერვიულე,არ გაწყენს.

-დაიკიდე.-ხელი აიქნია.- სულ მასე აკეთებ. მილიონჯერ რომ გითხრა, არ გესმის.- თეთრი ფურცლები დაახეთქა მაგიდაზე.- ეს დედანატირები, ვგავარ იმ არასწორ კაცს,ცოლი სახლში მყავდეს და ვიღაცებს დავსდევდე?! ეგრე მიცნობ?! ან სად გამომიჭირე?

-გულს მირევ.- თვალები ამიწყლიანდა.-საზიზღარი ხარ! განქორწინება მინდა!- ტონს ვუწევდი საგრძნობლად.- ხელი რომ არ მომიწერო, მაინც წავალ! აქაურობა მძულს! ვერ ვიტან!

-მეგობრები თუ არ გყავს,შენი ბრალია და არა ჩემი.- მხრები აიჩეჩა. სუსტ წერტილში მომარტყა.

- ძალიანაც მყავს ჟულიენი, მაგრამ მეზიზღება აქაურობა. მძულს. შენც ვერ გიტან.- კბილებში ვცრი და დემონსტრაციულად ვიქნევ ხელებს. ნაგროვებ ბრაზ ვხეთქ.- ვერც სასწავლებელს,ვერც იმ ლექტორებს. ვერავის! - კივილამდე რამდენიმე ნოტი მაკლია. მაგრამ მართლა ვგრძნობ ბრაზს, გულს რომ მიღრღნის ამდენ ხანია.- ყველა მეცილებით საკუთარი თავის ფლობაში. მართმევ ცხოვრებას! მართმევ იმის უფლებას,ვიღაცას ვუყვარდე და მეფერებოდეს! საზიზღარი კაცი ხარ! რადგან შენს იქით გზას არ მაძლევ. მე სხვა ქვეყანა მინდოდა. მე სხვა საქმიანობა მინდოდა და ყველაფერი სხვაგვარი მინდოდა. არ ვიცი, არაფერი ვიცი და ახლა, ვერც სიკვდილს ვბედავ და ვერც მომავალზე ფიქრს. უღონოდ ვარ..- ტირილი ამივარდა. ამდენი უსამართლობისგან, ამდენი ბრაზისა და ჩაგვრისგან.

-ვივიენ..- ჩემი გაჩუმება სცადა. - ჟულიენი ვინ არის?!- მხოლოდ ეს გაიგო? მხოლოდ ეს?!

-რაა?!- ამომაკანკალა. ჯანდაბა! ეს რა ცხოვრება მაქვს და როგორ ვერ ვერევი!

-ვინ არის,ჟულიენი.

-მეზობელი და მეგობარი.- შევუღრინე.

-და კაცი?!

-კი. სხვათაშორის, ჰყავს სატრფო.- ამომესლუკუნა.

- ჯანდაბა!-ეს ნავარჯიშები კაცი წამოვიდა ჩემკენ. ვიფიქრე, მიმასრისავს კედელზე და ეგაა-თქო. ჰოდა, მართლა მიმაჯახა კედელს, მაგრამ თვითონაც ამეკრო პატარა სხეულზე. ვნება ვიგრძენი. მომინდა შემომეხია სამოსი მისთვის და კოცნებით ამომეხრჩო.

-რა..- უხეში კოცნით მიხშობს ბგერებს.

-მაღიზიანებ!-კბილებს მაჭერს ტუჩზე. მტკივა.მოზრდილ თმებში ვუცურებ ხელს და ვქაჩავ.

-გამიშვი!- თეძოებით სულის შემხუთველად მაწვება.

-მაგრად მიშლი ნერვებს. - კისერზე მხვევს მტევანს და ტუჩებს ეპატრონება მთელი მონდომებით და ხელებით სადაც უნდა,იქ მეხება.
-მომენატრე.- ყურში მეჩურჩულება და თეთრი,გრძელი პერანგის ბრეტელებს აცურებს მხირდან. ქსოვილიც მიჰყვება დინებას და ფეხებთან ეცემა მორჩილად. ტუჩებით დაიარება ყელში.
თვალები მეხუჭება. ძალა აღარ მაქვს. მინდა მქონდეს,მაგრამ არ მაქვს. ინსტიქტებს ვენდობი მთელი სხეულით და სურვილებს.- მართლა მომენატრე.- გული ძლიერ მიცემს. თვალებში ვუყურებ და არაფერს ვაკეთებ. - ვერ გამეყრები. დაიმახსოვრე,ვერასდროს. ძალით რომ დამჭირდეს მიბმა,მიგაბამ. ვერ გაგიშვებ,ვივიენ, არ შემიძლია.- ტუჩებზე ნაზად მკოცნის.- მართლა, მინდა ჩემთან იყო.-უფრო მაწვება თეძოებით. -არაფერს გიშავებ, არაფერს. არც შეგეხები,თუ არ გენდომება. თუ ასე გძულვარ, წამით არ მოგეკარები. თუ შენ ჩემი შეხება არ გინდა..- კისერთან დახრილი, ცხელ ჰაერს მიტოვებს კანზე და უკოცნელად მტოვებს.- მოძალადე არ ვარ.

-ხარ!- ხელებს ვკრავ მოულოდნელად. -ხარ და ხარ. მაგის გამო ვარ შენთან.-უკან ვახევინებ და საცვლის ამარა მივიწევ მისკენ. ვიწვი, სურვილი მწვავს.- შენ გინდოდა ჩემთან ერთად თუ ჩემი გამოყენებით მომავლის აწყობა.-ისევ ხელებს ვკრავ და შოკისგან დივანზე ეცემა.- შენ ძალიან ცუდად მომექეცი და იცი ეს. მანდომებ თავს, მიახლოვდები, მეხები და მეშვები. მაგრძნობინებ ბევრ რამეს.- ზემოდან ვექცევი ფრთხილად. ჩემს თავს არ ვგავარ, საერთოდ სხვა ვარ ახლა.-მოდი,მეც ბანალურად გეტყვი,ჩემი რომ ხარ და მორჩა.- ტუჩებზე ვკოცნი. მყვება, მყვება და მყვება. წელზე მიცურებს ხელს. ბეჭებამდე ადის. კისერს მიკოცნის მხურვალედ,მერე ლავიწებს..

-როგორ ვერ გიტან.-ვვოხრავ და კისერზე ვხვევ მკლავებს.- მეზიზღები. -მთრთოლვარედ ვაფრინდები მაისურზე.

-წვრილა,მორჩა.- კისერში თავჩარგული ოხრავს. კვლავაც მეფრქვევა ცხელი ჰაერის მასა და ჭკუას მაკარგვინებს.- თავს ვეღარ შევიკავებ. არ უნდა ინანო.

-ჩემი წამოწყებაა.-მერე თავს ვაწევინებ,რომ ვაკოცო. - პასუხისმგებელი ვარ,ძმაო.- ტუჩებზე ვაფრინდები. თამამად ვუკოცნი და ფრანგული ელემენტებით ვალამაზებ. რაღაც დადებითი ფრანგებსაც ჰქონიათ. რბილ კანზე დავუსრიალებ ხელებს. მინდა გრძნობდეს.. კოცნებით მივუყვები ყელს. მე რომ ასე ძალიან მიყვარს.სურნელს ვისრუტავ და ფილტვებში ვლექავ.

-ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა პატარა მკერდი.- მკერდზე ჩამოპოტინებული ხვნეშის. მკერდიდანვე მივლის სითბო. აი,მუცელს სხვა მისია აკისრია. იქ სხვა გრძნობა ღვივდება,სულ სხვა გრძნობა და ვსველდები. ოთახის ტემპერატურაც უდაბნოსას ემსგავსება.
უკანალზე მეხება.

-ვატო..- ვჩურჩულებ სიჩუმეში. ის კი მკერდზე მეალერსება ტუჩებით. თვითონ ვერ იკავებს თავს და ერთადერთ ნაჭერს მაგლეჯს სხეულზე. მის სიველურეს, ბარძაყებზე ნაკაწრები მოჰყვება და ტკივილისგან ვკვნესი.მერე თმებში ვუცურებ ხელს და წამოწეული ვუკოცნი მღელვარედ ბაგეებს.

- აუტანელი მოძალადე! ნაძირალა!- ხელით ვუხსნი ქამარს. ტუჩებზე კოცნას არ ვწყვეტ. არც ვაპირებ. თურმე როგორ მომნატრებია.
ღილს ვუხსნი და ელვას ვუწევ დაბლა. ვჩერდები,არც კი ვიცი,რატომ..
ის ჯიბეს იქექავს და აგნებს სრულიად ახალ,გაუხსნელ შეფუთვას.

-წვრილა?- თვალებში მიყურებს. მე თავს ვუქნევ და ველოდები რომ მოირგოს. ირგებს კიდეც და გამოუცდელობისგან,თუ ცხოველური ინსტიქტისგან სწრაფად ვთავსდები მასზე. თვალები მემღვრევა ტკივილისგან და ოდნავ ვყვირი. სუნთქვა მიჭირს და დისკომფორტს ვგრძნობ.

-ჯანდაბა,კარგად ხარ?- თმებს მიწევს სახიდან ნერვიულად.

-კი,კი,კი.- დახუთულ ჰაერს ვისუნთქავ ღრმად და ვუსმენ ჩვენს გრძნობებს. თეძოს ვარხევ რითმულად, ძალიან ნელა, რომ შევეჩვიო მდგომარეობას. საერთოდ, მავიწყებს მისი ტუჩები ოდნავ დისკომფორტსაც კი, მთელი ზედა ტანი რომ დაულაშქრავს. უცხო სხეულის შეგრძნება იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, სულაც აღარ ვფრთხილობ და მოძრაობებს გათამამებული ვაჩქარებ. საერთოდ მთიშავს მისი სიამოვნებისგან გათანგული სახის დანახვა. ქშინვა და ოხვრა,ჩემს კვნესას რომ ერწყმევა ვნებისფერ სიჩუმეში. მკერდით მკერდზე ვეკვრი და კისერს უკან ვაგდებ. მხურვალე ტუჩებით მოიარა ყელი, ლოყა,ბოლოს ბაგეები. გამიღვივა შეგრძნებები. დამიამა პირველი ერთობის ტკივილი. მეფერებოდა ყველგან, მკოცნიდა ბევრს და თბილად მიმზერდა. ვგრძნობდი, მხოლოდ მე მეხებოდა ასე და სხვას არავის. ტუჩებზეც ისე საუცხოოდ მეკონებოდა, მეგონა აყვავებისთვის მჭირდებოდა. მაკანკალებდა უცხო შეგრძნებებისგან. მივლიდა ჟრუანტელი.
ფეხები დამეჭიმა. რაღაც მომაწვა,იმდენად მომაწვა გაოფლილი მოვეხვიე კისერზე და ყელში ჩავურგე თავი. მერე დამიარა ჭიანჭველებად განცდამ და ვიფეთქეთ ერთად. ვერ ვსწორდებოდი. ძლივს ვსუნთქავდი და ვეკვროდი. არადა, ყველაზე მეტად მინდოდა გადავლება ამ წამს, უბრალოდ მოძრაობის თავი არ მქონდა. თვალები კვლავაც დახუჭული მაქვს და ყელში ვაფრქვევ ცხელ ჰაერს.
უკან გაწევის მრცხვენია. ძალიან მრცხვენია. ტირილი მინდება, იმდენად უცნაურად ვგრძნობ თავს.

-ვივიენ.- ბეჭებზე მისმევს ხელს. - ვივიენ..-ჩურჩულებს ბოხი ბარიტონით.-წვრილა,კარგი რა..

-ნუ მცემ ხმას. ვერ გიტან.- სუნთქვა მიჩქარდება.- მეზიზღები.

-რა სამწუხაროა, მე არა. შეიძლება ითქვას კიდეც,მიყვარხარ.- ყურები მიგუბდება. სიცივე მივლის, ხერხემალში გადის. გული წამით მიჩერდება. მერე მერე ისე ფეთქავს, ჯერ რომ არასდროს უფეთქავს ასე..

-მეხუმრები?- მწვანეებში ჩავხედე არეულმა.

-არა,რატომ?!- მხრები აიჩეჩა დივნის ზურგს მიყრდნობილმა.

-ვატო,ვერ ვიჯერებ..- თვალებს ვხუჭავ.

-რას?რომ მიყვარს შენი არეული თმები?! ვგიჟდები შენს სუნამოებზე, მაგრამ შენი სურნელით ვსუნთქავ. შენი პატარა თითები მიყვარს, ძალიან ნაზია და ლამაზი. ულამაზესი ლავიწები გაქვს.მკერდი-გასაოცარი. თმები აბრეშუმივით ნაზი და საუცხოო ფერის. კანი გაქვს მიმზიდველი. მბზინვარე, გლუვი. ეხები და ვერ ძღები. გინდა სულ კოცნო,ისეთია. ტუჩები - საოცრად ვნებიანი და წმინდა. თვალები-სევდიანი. ცხვირი- პატარა. ვგიჟდები შენს მანერებზე. საერთოდ, გიჟივით დადიხარ. მაგაზე,გამახსენდა! საოცარი ფეხები გაქვს. ისე სწრაფად დადიხარ,ზოგჯერ მოგსდევ.-ჩაეცინა.- შიგნიდან ბევრი რამე გესმის, თქმა არ გიყვარს.

-სიმაღლეზე უნდა გეთქვა,გამოგრჩა.- თვალები გავახილე.

-ვგიჟდები მაგაზეც.ისე კარგად გიხუტებ, სხვა ვერავის ვიკრავ ეგრე.

-პატარა უკანალი მაქვს.-ისევ ხარვეზის ძიება დავიწყე.

-მე მყოფნის.- მხრები აიჩეჩა.

-შრამები..

- მაგის გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ. მერე შენი სითავხედე გამოასკდება ხოლმე. ჩხუბის დროსაც გიჟი ხარ. თვალები რომ გიწყლიანდება,გული მისკდება. მართლა...-ცრემლები მომდის ისევ.- არ ხარ ნორმალური მგონი.- იცინის.- ჯანმრთელობის ცნობა მოგიტანე, ასე კატეგორიულად რომ გჯერა ვერ ვარ ჯანსაღი,თურმე ვარ.

-ჰო,აშკარად დამიმტკიცა შენმა მეგობარმა.- მუცელზე მოვუსვი ხელი ღიმილით.

-არ დაგიმტკიცებდა და თავს მოვიკლავდი. ეს შანსიც რომ გაგვემაზა.- ეშმაკურად ჩამხედა თვალებში.-მითქვამს შენს სიცილზე?! ძალიან გიხდება. მიყვარს,როცა იცინი.

-მთავარია გიყვარვარ.

-კი,ცოტა ნელა ვვაზროვნებ და გვიან ვხვდები ხოლმე მთავარს.

-ხომ მიხვდი,არა?!- წინ გადახრილი ვაკრავ ტუჩებს ლოყაზე.

-თითქმის ყველა კუთხის და რამდენიმე ქვეყნის შეერთებავ, მინდა აბაზანაში დაგპატიჟოთ პაემანზე. - მკერდზე მადებს ხელს.

-დაკმაყოფილებული როგორი ხალისიანი ბიჭი ყოფილხარ?! ხშირად უნდა იყო ასე.-ვიცინი.- ადგომა მეზარება.

-მოგიწევს,თორემ შევსისხლხორცდით და ეგაა.- ვიხრები წინ და კისერზე ვხვევ მკლავებს.

-არ მაქვს პრობლემა.- მხარზე ვადებ თავს.ახლა მასთან ქმედუნარიანიც ვარ, უფლებაუნარიანთან ერთად.

-თუ ძალა გეყოფა, აბაზანაშიც მოგხედავ.

-ვატო, მართლა დაღლილი ვარ.

-ისეთები აკეთე,იქნებოდი. მაგრამ უნდა ავდგეთ.-ვდგები, მართლა ვდები. ეგრევე სიცივე მეცემა სხეულზე.ვცდილობ ისე დავდგე, სიშიშვლე რომ დიდად არ გამოჩნდეს.თავს ვხრი.
ოღონდ ყურადღება არ გაამახვილოს,ოღონდ..

ან სამარცხვინო რაღაა?! ტანსაცმელს იხდის და მობილურს იღებს. ვერც კი ვხვდები,რაში სჭირდება.

-ყოველთვის, დაბალი თვითშეფასება რატომ აქვთ ძალიან ლამაზებს?!- მეკითხება.- მიიწიე უკან, კედელთან.- დაბნეული ვაცეცებ თვალებს.-შენ გეუბნები, სვანო.-უკან ვიხევ, კედელთან კი ვშეშდები.- ახლა ნებართვას ვიღებ შენგან.შეიძლება გაჩვენო,როგორი ხარ ჩემს და ნებისმიერის თვალში?! კამერის მეშვეობით გაჩვენებ.-ლოყები მიხურდება.

-ვატო.-ვჩურჩულებ შეშინებული.- მე..

-უბრალოდ,ნება მომეცი, დაგანახო..-თავს ვუქნევ და თვალებს ვხუჭავ. მარჯვენა მკერდზე მეხება და სურათს იღებს. ტუჩს ვიკვნეტ ნერვიულად.- მაცადე და მოდუნდი,თორემ გაიძულებ მოდუნებას სასიამოვნო მეთოდით.- გაოცებული შევყურებ.- ის მიღებს სურათებს მკერდზე. მერე წელზე და უკანალზეც. მთლიან ზურგზე.
ხმას ვერ ვიღებ. უხერხულად ვარ. - აი,ნახე. თუ მოინდომებ, სულ გადაგიღებ ასეთებს.- ტუჩებზე მკოცნის. ტელეფონს მაჭერინებს ხელში. პირველივე სურათებზე შოკისგან პირი მეხსნება. ისე ლამაზად მოსჩანს ჩემი სხეულის ნაწილები, მშურს კიდეც.

-ნუ გშურს, შენ გეკუთვნის, მე კი მოფერების უფლება მაქვს.- უკან მცხებს და ოთახს ტოვებს.- წვრილა,აბაზანაში გელოდები!- თვალებს არც კი ვუჯერებ. ეს მართლა მე ვარ? ნუთუ ასეთი ვარ მართლა?! აბა ყველა იმას მეუბნებოდა,როგორი გამხდარი ხარო. მკერდი შენ არ გეტყობა და საჯდომიო. კომპლიმემტებსაც იშვიათად მეუბნებოდნენ?! არ ვიცი.. არც კი მახსოვს, მაგრამ ეს მე ვარ. ჩემს თვალწინ, ყოველგვარი ფოტოშოპებისა და მაიმუნობების გარეშე გადაიღო.
ტელეფონს დაბნეული ვაბრუნებ უკან და აღტაცებული მივიწევ აბაზანისკენ.
ვერ ვიჯერებ!
თამამად ვუვვარდები კაბინაში. ვერ ვიტევ დადებით განცდებს ჩემში და ალბათ,აციმციმებული თვალებით გამოვხატავ.
-ყველაზე ლამაზი წვრილა ხარ, ყველაზე სასურველი და მაიმუნი გოგო, მთელ მსოფლიოში.- ხელზე მქაჩავს და მკერდზე მიკრავს.- როგორი მართალი სწორი შეცდომა დავუშვი რამდენიმე თვის წინ, რომ გაიძულე ჩემი ცოლი გამხდარიყავი.- ტუჩებზე მკოცნის ნაზად.ვუღიმი.

-მე კიდევ, ეჭვიანობის სცენასთან ერთად, განქწორწინება მოგთხოვე.- მეცინება.

-მართლა გადამეკეტა. თან ხულიენიო თუ ჟულიენიო.

-ჟულიენი,გეია. ნუ ხარჯავ ენერგიას მასზე ფიქრში.- ვამშვიდებ.

-დარწმუნებული ხარ?!

-კი.გაგაცნობ. მაშინ ისე გაიქეცი, ვერც გითხარი დაპატიჟებულები რომ ვიყავით მასთან.- თავზე შამპუნს მასხამს.

-და მარტო იყავი.

-კი,მეგობარი მჭირდებოდა.

-მაღიზიანებ.

-შენ მე.- ვუღიმი.

-ჩემს გაღიზიანებას იცი რაც მოჰყვება.

-არავინაა წინააღმდეგი სხეულში შენი კვლავ გრძნობის. მითუმეტეს, კარგად გამოგდის.- თვალს ვუკრავ.

-ნეტავ ახალი დაწყებული არ იყოს, რას გიზამდი,ჯერ ხომ არ იცი.

-დილით მიქენი ან შუა ღამეს გამაღვიძე, ტერმინატორო.- მეცინება.

-შენ იხუმრე,იხუმრე. იწვნევ მალე.- ვერაგულად ეღიმება.- ძმას კიდევ ნუ მეძახი! ინცესტურად ჟღერს.
====
ღვინის ჭიქა შევათამაშე ხელში და მეორედ გამოვცალე. გათბობა გვქონდა ჩართული, მაგრამ მე ვიდექი სეზონის გიჟივით სრულიად შიშველი და ცოტა მციოდა.
გამთენიის 5 საათზე შემაფხიზლა ნამუსმა. უნდა მომეხადა წუხანდელისთვის ბოდიში.ჰოდა, ფეხშიშველი შევედი საძინებელში და ვატოს მხარეს მივწექი. შეირხა და მუცელზე გადამადო მკლავი.
-პატარა დამპყრობელო! მავიწროვებ.- თავს წევს თვალებმოჭუტული და შევიწროვებული.

-შენთან მინდოდა.-მკერდზე მადებს თავს.-ცოტა მიიწიე, ვერ ვეტევი.- ვწუწუნებ გადავარდნაზე მყოფი.- არ მყოფნის სივრცე, მეტს მოვითხოვ.

-ცოტა ხანში უნდა ავდგეთ.- ოხრავს. თმებში ვუცურებ თითებს.

-მაპატიე გუშინდელისთვის. ძალიან ცუდად მოვიქეცი.- მართლა ვწუხდი.

-შენი მესმის, 23 წელია არავინ გაგკარებია და იქნებოდი აგრესიული. აბა რა იქნებოდა.-ბუტბუტებს.- იმედია ასე ფანჯარასთან არ მდგარხარ.

-მართლა,ვწუხვარ.- გულზე მიჭერს რაღაც.

-არაუშავს. სწავლას მორჩები და დავბრუნდეთ,თბილისში.- თვალები მიფართოვდება.

-რა?!

-ჰო,კონტრაქტს არ გავუგრძელებ გუნდს. შენ კიდევ დაიცავ ნაშრომს და დავბრუნდეთ იქ,სადაც გიხარია ყოფნა.-მარტივად გადაწყვიტა.

-კონტრაქტს გააგრძელებ!- მტკიცედ ვამბობ. ჩემ გამო უარი არ უნდა თქვას,მეც არ უნდა დავნებდე პატარა სირთულეს.

-არაუშავს რა. თბილისში გავაგრძელოთ.-თავისკენ მქაჩავს რომ არ გადავვარდე.

-იქ,ვერ განვითარდები. უნდა დავრჩეთ აქ გარკვეული დრო. მეც მჭირდება ეს და შენც.

-ვივიენ, რამეს ვიზამთ. ქუჩაშიც კი ვერ გადიხარ შიშით. უხასიათოდ ხარ,თან ძირითადად მარტო.

-შევეჩვევი როგორმე.- თავზე ვკოცნი.- მართლა ვიზამ რამეს. ცოტას გავიჭირვებ. მთლად გაჭირვებასაც ნუ დავარქმევთ, აქაური ტკბილეული მიყვარს. ჩვენთან ასეთებს სადღა ამზადებენ?! მე აღარ მიჭამია კარგა ხანია.-თმებზე ვეფერები.- სწავლის მხრივაც, ჩვენთან ორიოდე წიგნი თუ მოიპოვება და აქ სულ მცირე,4 წიგნია ხოლმე. აქ თუ დავამთავრებთ სწავლას, აუცილებლად შევძლებთ თბილისში ამაყად ჩასვლას. მერე კარგი სამსახურიც იქნება და ბევრი გამოცდილებაც. ხელი შეწყობა მჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,რომ აქ დავრჩეთ სწავლის დასრულებამდე. - მინდოდა დამერწმუნებინა.- მაგისტრატურა დაგვრჩა ორივეს. მე სადოქტოროს დაცვა მინდა. რაღაც ფასეულის შექმნა, თან მარტივად, ჩემს ენაზე კი არა, სხვა ენაზე და სხვა ქვეყანაში.

-მარტო ხარ თითქმის და არ მომწონს,ხვდები?! იქ ბევრი მეგობარი გყავს..

-მერე რა,აქაც გავიჩენ. ინიციატივას გამოვიჩენ და გამოველაპარაკები. არ მიჭირს ეგეთები. ნუ ჩემს ენაზე, ნამდვილად არ მიჭირს. ახლა, შედარებით ხომ მოვიხსენი კომპლექსი. შენ გიყვებოდი ინგლისურად, ფრანგულსაც მასწავლი და უფრო გამიმარტივდება.

-არ მომწონს ეგ აზრი.- თითებს დაასრიალებს მკლავზე.

-რა,გეზარება მასწავლო?- გაფიცხებულმა დავარტყი მოშიშვლებულ მკლავზე ხელი.

-აახ,ჩემი! ვიღაც იფიქრებს, ვძალადობ შენზე.-შეიცხადა.

-გუშინ იძალადე და იმის წინაც. თან სულ დივანზე ხდება მოქმედება.

-რა ვქნა, ძალიან სპონტანურად იღებ აყოლის გადაწყვეტილებას და მერე ვეღარ ვხვდებით, საძინებლამდე რომ რამდენიმე ნაბიჯია.-მსუბუქად მკოცნის ყელში. თავსაც ისევე ტოვებს. არადა,ვერ ვიტან ყელში კოცნას, მაგრამ მისი-მიყვარს.

-ცდუნებაა დიდი.- ვჩურჩულებ.- ძალიან დიდი.

-ღვინო დალიე?!

-კი.

-მერე გეთქვა ჩემთვის, პათოლოგივით რომ ჩაუჯექი მარტო.

-შენთვის არ შეიძლება.- შიშველ ზურგზე ვუსმევ ხელს.

-ცოტა შეიძლება.-ცხელ ჰაერს მაფრქვევს.-გახსოვს?! ან მე მიგაჩვევ სიშიშვლეს და ან ჩაცმულნი ვიცუღლუტებთ-თქო, რომ გითხარი.

-ჰო.

-ორივე მოვახერხე.-გაეცინა.

-ჰო,ქალებშიც იყავი..

-ქალში..-მკერდის ფიცრიდან 2 თითს ასრიალებს ჰაეროვნად. ჩადის მუცლამდე, მერე ვაგინამდე აღწევს.- ები და დამატებები ჩვენი საქმე არაა.

-მაპატიებ?- ვაგინასთან ფიზიკურ კომუნიკაციას ვაწყვეტინებ უადგილო კითხვით.
ჯანდაბა!

-შენ თუ ნორმალური იყო..- ხელს მაშორებს.- განიშნებ რაზე და მაპატიებო,მეკითხები?! ჩემი კარგი ქვეყანა!

-კარგი რა,ვერ ვისვენებ ისე.- თვალებში ვუყურებ.- შენზე გადმობრალება არასწორი იყო. მე ავირჩიე გზა და განრისხებულს, შენ მომხვდი ხელში.-თავი გავაქნიე.- იმდენი ფაქტორი მაღიზიანებდა, იმდენ ხანს ვითმინე.. ბოლოს ვეღარ, მართლა ვეღარ ავიტანე..

-ისეთი არაფერი გითქვამს და კი, გპატიობ თუ რაღაც ეგეთი.

-მიხარია,სიყვარულის რომ ირწმუნე.

-მე შენი ვირწმუნე.-ამოიჩურჩულა.- აუ,გამომაფხიზლე.

-ხოდა,ფხიზელი ჩამეხუტები, მცივა თან.- ხელები მაგრად მოვხვიე. ჩემი სურნელი ერეოდა მისას. მკაფიოდ იგრძნობოდა ეს. იგრძნობოდა ჩვენი მოლეკულების ერთობა.

-რომანტიზმის ფუძემდებლებში უნდა შევაყვანინო შენი თავი.- ხვნეშის.

-შეაყვანინე.-შუბლზე ვაკრავ ტუჩებს და თითებით დავიარები მის სახეზე. საუცხოო ნაკვთები აქვს. გამოყვანილი ყბა. სავსე ტუჩები, გატეხილი ცხვირი, ხშირი, მაგრამ ლამაზი წარბები. თვალების ფერს სიბნელეში ვერ ვარჩევ, მაგრამ მე ხომ ვიცი,როგორი მწვანეა.. ულამაზესი ჭრილი აქვს. თვალებზე ვკოცნი.

-არ ვიძინებთ,არაფერს ვცუღლუტობთ... რანაირი ცხოვრებაა?! რამდენი წლის ხარ?!

-23.- ვუღიმი. მართლა ვერ ვიკავებ თავს. უცებ ამდენი უფლება შევიძინე. უცებ მომეცა საშუალება გამოვხატო გრძნობები და ხელს მიშლის.

-როდის გადაგივა რომანტიზმის ხანა?! არა,განა რამე..- დაიწყო..- მომენატრე,თან გასასვლელი ვარ ცოტა ხნით და მანამდე, მოვეფერები-მეთქი,ვიფიქრე.

-მე არსად მივდივარ და შენ რა საქმე გაქვს?!- დავიძაბე.

-ვარჯიში და სწორი კვება. სხვა რა საქმე მაქვს?!

-გუშინ ჩამოხვედი. მთელი კვირა... მთელი..როგორ გავძელი, არ ვიცი.- ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.

-მე როგორ გავძელი,თორემ შენ აქ ჟულიენთან გქონია ფრენდზონ ფართი.

-სულ ასე უნდა აკონკრეტო?

-ჰო. მანდ უკვე ხაზს ვუსვამ,ვისიც ხარ.-უთბება მზერა.-მაინც, სულ რაღაც 30 წუთი დარჩა ჩემი ადგომის მომენტამდე.

-მერე დაღლილი არ იქნები?!

-რას ლაპარაკობ,ამ ასაკში რა დაღლა. პენსიაზე როცა გავალთ, მაშინაც არ მკითხო. იდეალური გენები მაქვს.- წამოწეული დამყურებს ზევიდან.- მოდი, დავამტკიცოთ ახლა თეორემით, რომ გაპატიე. მათემატიკას სიზუსტე უყვარს.- ნაზად მკოცნის ტუჩებზე. ასევე ნაზი ამბორით მიუყვება:ნიკაპს,ყელს,ლავიწებს,მკერდს, მუცელს.ჟრუანტელს იწვევს სხეულში. მილიარდობით უხილავ ჭიანჭველას მასევს მისი კოცნები.
მხურვალებას ავრცელებს ტალღებად.
-შშშ..- ჩურჩულებს ჩემი ათრთოლებული ხმის გასაკონტროლებლად კვნესაში რომ იზრდება.

-არ შემიძლია..- მკერდზე მეხვევა მისი ტორები და ალერსით ავსებს.
წამსაც არ ჰკარგავენ დროს მისი ბაგეები, ბარძაყებსა და წვივებს ჰკოცნიან სველი ტუჩებით.

-შეგიძლია,შენ შეგიძლია...- ჩურჩულებს დარწმუნებით და ბარძაყებს მიუყვება ცეცხლოვანი ამბორით.
მე კი მისი დანატოვარი კვალის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. ვერც დასასრულზე და ვერც დასაწყისზე. ამ წამის ვარ, ამ წამის... ყოველი წუთის და წამის.
მოულოდნელად ვგრძნობ ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე მის ტუჩებს. მოულოდნელობისგან მაგრად ვაჭერ თვალებს და ზეწარს ვიბღუჯებ ხელებში. მერე ვხვდები, კივილამდე ბევრი რომ აღარ მიკლია და მაჯას ვიკბენ სიამოვნების ზენიტში მყოფი. მოძრავ წელს კი მისი ხელები მიკონტროლებენ.
სიამოვნებისგან მწყდება ცრემლები და ისე ვათავისუფლებ ემოციებს, ვერც კი ვიაზრებ, რა ჯანდაბა მოხდა ამ წამს.
სიბნელეა მილულულ თვალებში და თეთრი წერტილები ბრჭყვიალებენ.
მაჯას ვიშორებ პირიდან აცახცახებული. გონს ვერ მოვდივარ. ვერც კი ვითვლი, რამდენი ფეთქვა იყო..
ბუნდოვნად ვხედავ, ვატო მტოვებს რამდენიმე წუთით და ისევ შემორბის ოთახში.

-ჯანდაბა! ეს რა იყო..- ვჩურჩულებ.

-ოო,ესეთებს უნდა მიეჩვიო.- ეცინება. მისკენ ვიხედები, სრულიად შიშველია..-როგორი ვარ?

-ეროტიული ფილმიდან გადმომძვრალს ჰგავხარ..-თვალებს ვხუჭავ და ოდნავ ვიწევი.- დაბალწნევიანი ვარ. ესეთი რაღაც, დახუთულ სივრცეში არ გვინდა, თორემ გონებას დავკარგავ.- საწოლზე ჯდება.

-კი,ეროტიული ფილმიდან გადმოვძვერი.- ტუჩებზე მკოცნის. კბილის პასტის სუნი აქვს.

-კიჭები გაიხეხე?!- მკლავებს ვხვევ.

-კი.-ისევ მკოცნის.- ესე უფრო ჰიგიენური მგონია. არა,ორივე კი ვართ ჯანმრთელები, მაგრამ მაინც.- ისევ მიმაწვინა და ვნების მორევში ჩამითრია..

-მაინც ვერ გიტან.- გაუფრთხილებლად შემიმიტია და სიმწრისგან თუ სიამოვნებისგან წამომაკივლა.

-აუტანელი ხარ! საძაგელი და დაუმორჩილებელი.- მხრებზე ვუსმევ ფრჩხილებს მღელვარედ.

-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ!- ყურის ბიბილოზე ვკბენ ემოცია მოწოლილი..

-თავხედო მოძალადევ!- ქოშინი ჩამესმის პირდაპირ ყურში და გონებას მირევს. ნებაზე მიშვებულ თმებში მავლებს ხელს და მაიძულებს თვალებში შევხედო. - ვიღაცამ ხმა ჩაიგდო?!- მუცელში მემილიონედ მიტრიალებს განცდა და მერამდენედ განვიცდი თავისუფლებას, ვეღარ ვითვლი უკვე.

-საზიზღარო!- ტუჩებზე ვეტაკები და ქვედაზე ვკბენ. სისხლის წვეთებს ვგრძნობ ენაზე.

-პატარა გაიძვერავ..-ეშმაკურად რომ ვიღიმი,ძლიერ ბიძგს ვგრძნობ. ხელს მიჭერს ბარძაყზე, წუთების წინ ტკბილი ამბორით რომ დაიარებოდა,იმაზე..

-მეტკინა..- მზერა მერევა. ფიგურებს ვერ ვარჩევ, ვეღარც თვალებში ვუყურებ,რადგან ატომური აფეთქების მოახლოებას ვგრძნობ. წინასთან შედარებით, ვიცი რომ წამლეკავს.
ემოციებისგან უკანალზე ვასობ ფრჩხილებს,კბილებს კი მხარში ვავლებ. სხეული მეჭიმება, ამ დილას უკვე მემილიონედ და ისე ვფეთქდები.
გული ხომ საგულედან ხტება. მხოლოდ ფეხები კი არა, მთელი ტანი მიკანკალებს. ვბუჟდები, ვცარიელდები ნეგატივისგან და ვგრძნობ სიხარულს მკერდში. ამ დროს კი, ბატონი მიკოცნის ტუჩებს.
ვერ ვყვები, მოძრაობის თავი არ მაქვს. ისევ ეიფორიაში ვარ. ვარსკვალვებს ვეთამაშები მთელი არსებით.
-ვივიენ...-კისერში მირგავს თავს.- ვაგვიანებ.- ეცინება.- ცხოვრებაში პირველად და შენი ბრალია.

-შენია. შენ მეცი ორივე ჯერზე.- სწრაფი სუნთქვას ვაყოლებ. პატარა სხეულზე მის დიდ სხეულს ვგრძნობ. ჩემს ნაწილში-მისას.
თვალებს ვახელ.

მზე იწყებს ამოსვლას. ოთახიც ნათდება ნელ- ნელა და ვატო მიღიმის.

-კი, რამე თუ ნებისყოფა არ მეყო.- მეცინება სულელივით.

-კი,არც მე.. რამე თუ მეტად, სიმპატიური ყმაწვილი შემოაპარეს საძინებელსა შიდა ჩემსა.

- სხვაგანაც ვარ შეპარული.- ძალიან ლაღად მეცინება.- არ მინდა წასვლა.

-უნდა ივარჯიშო,რომ ექსპერიმენტების თავი გქონდეს.- ლოყებზე ვაწყობ ხელებს.- მე აქ ვიქნები. ჟულისაც გაგაცნობ და თუ ამოვა ნიკოლა,მასაც.

-ნიკოლა ვინღაა!- სხეულიდან მეხსნება და გვერდით ეხეთქება გაღიზიანებული.

-ჟულის შეყვარებული.- ჭერს ვაშტერდები.

რა გიჟური დილაა..

-აქ უნდა მოვიდნენ?!

-ჰო.

-ჯანდაბას.- პირველად არის მგონი ასეთი არასტუმართმოყვარე.

-ნუ იცი ეგრე. სტუმარი ღვთისაა.- მისკენ ვბრუნდები.- მცივა.- ეგრევე ჯდება და საბანს მაფარებს.- ზარმაცა ხარ.

-კი,მეძინება კიდეც.შენ კიდევ, აგვიანებ, კაცუნა!- მკლავზე ვუსმევ ნაზად ხელს.

-აი,დაიწყებ მუშაობას და მეც ეგრე ვიზამ.

- დილით სექსი გვექნება და მიიძინებ მერე?!- მეცინება.

-ჰო.-თავს მიქნევს.

-კარგი. არ შემეზღება.

-თან დაგაგვიანებინებ.- ფეხზე დგება და აბაზანისკენ მიდის წუწუნით.

-ზედმეტები მოგდის.- გავძახე.

-შენც! თავს გამოყენებულად ვგრძნობ.- მპასუხობს.

-სიამოვნება ხომ მიიღიე?

-მერე, ლაპარაკი მინდა და შენ იძინებ!

-შენ დაკარგე ახლახანს ქალიშვილობა თუ მე?!

-6 თვეზე ცოტა მეტი ვიცხოვრე ერთგულად ჩემს თავთან და მერე შენთან ვუღალატე... ახლა განსაჯე.

-მართლა გაგვასახლებენ.- თავი გავაქნიე. ვიფიქრე საჭმელს გავუმზადებ-თქო,მაგრამ დაქანცული ვიყავი და ასე ადრე ადგომაც ტრაგიკული იყო ჩემთვის. ტელეფონს დავწვდი და შეტყობინებებს დავუყევი.
მაგრამ თვალები როდის მიმეხუჭა და ჩამეძინა,არც კი ვიცი.
------
მობილურის ზარმა გამაღვიძა. ჟულიენი რეკავდა.

-ჟულ..-დამამთქნარა.

-გუშინ დავინახე ფანჯრიდან, ჩამობრძანდა ვატო. პატარა რომიზე რა აზრისაა?!

-არ გვისაუბრია მაგაზე.

-იმედი მაქვს,თავის დაცვა ვერ მოახერხა.

-ჟულ!

-ან პრეზ*ერვატივი გაეხა.

-რაებს ამბობ!- მეცინება.- ჯერ არ ვგეგმავთ არავის არსებობას.

-და მე წლობით უნდა ვიცადო?!- სასოწარკვეთილმა დაიყვირა.

-კი.სადოქტოროს დავიცავ და მერე დავფიქრდები.

-არა,არა და არა.. ბაკალავრი 6 თვე, მაგისტრატურა 2 წელი და სადოქტორო 1...ვერ მოვიცდი,ვერა! -მიყვირის.

-ღმერთო, რამ მათქმევინა რომის დავარქმევ-თქო..- ამოვიბუტბუტე.

-ნეტავ გაგეხეთ ან დაგავიწყდეთ თავის დაცვა. გამიხარდება.

-ახ,ჟულ! ამოდით ჩემთან,როცა მოიცლით. მოვრჩეთ პატარა რომიზე საუბარს.

-1 საათში ამოვალ, მაგრამ რომი მინდა. - კატეგორიულად განაცხადა.

-კარგი,ამოდით.- მანამდე მოვემზადებოდი და მილაგებასაც მოვასწრებდი.
ასეც მოხდა. ყველაფერი მოვასწარი, გადავლების ჩათვლით.
ჟულიენიც ნიკოლასთან ერთად დროულად მოვიდა.

-მოდი,ანალიზები მაინც ჩააბარე.- ჟული უკან არ იხევდა.

-კი, სისუტეს ვგრძნობ და წავალ.- ამოვიოხრე.

-რაა?!- წამოიყვირა.

-ჟულიენ,დაწყნარდი.- ნიკოლამ ჩაი მიაწოდა.

-რა დამაწყნარებს! გული გერევა? თავბრუ გესხმის?

-ეგენი ძირითადად მაქვს. დაბალწნევიანი ვარ.- მეცინება.- ორსულად არ ვარ,არა.- ხელებს ვასავსავებ მტკიცედ.

-მაგას ანალიზები იტყვის. მაჩვენე რისი დაზღვევა გაქვს.- უჯრა ამოვქექე და ჩვენი დაზღვევა ვაჩვენე.

-ეე,საკმაოდ ძვირიანია. ბევრი რამე შედის თან.- ნიკოლას აუფრიალა.- ხვალ დილიდან წადი, თუ სადმე არ ხარ გასასვლელი. ანდაც, მე წამოგყვები,სამსახურიდან წამოვედი გუშინ მაინც.- სხვათაშორის თქვა.

-რატომ?!

-უფროსი არ მომეწონა. ყელში ამომიყვანა თავისი შერჩევითი სამართლით.

-უნდა გეჩივლა..- მე და ნიკოლა ვამბობთ ერთდროულად.

-სასამართლოში სირბილის თავი არ მაქვს.- თვალები აატრიალა.- სივები გავგზავნე უკვე და გასაუბრებაზეც მივალ,როცა დამიბარებენ.

-კარგი.- მხრები ავიჩეჩე.-მაგრამ უსამართლობა არ უნდა შერჩეს. თან ევროპაა.

-ვიჩივლოთ.-ნიკოლა ეუბნება.ესეც თავს უქნევს.

-შენ კიდევ,ხვალ მოგყვები ექიმთან.ჩემი არაოფიციალური ნათლულის არსებობა პირველმა უნდა გავიგო.

-ნიკოლა,აუხსენი..- თავს ვაქნევ გადაღლილი.

-ჟულ, ბავშვი ჯერ არ უნდათ.

-წლები ვერ დავუცდი.- მტკიცედ ამბობს.

-ჟულ, მინდა ჩემით იამაყონ. გესმის?! მთელი ცხოვრება სუსტი ვგონივარ ყველას. მსახიობობა მინდოდა და გადამიხაზეს ეგრევე. ვერ შეძლებო. მერე იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მითხრეს ვერ წარმომიდგენიხარ მანდო. ჰოდა, მე მივაწექი ჩემსას,ხვდები?! - თვალები მემღვრევა.- რომი მინდა, ძალიან მინდა,მაგრამ ჯერ არ შემიძლია. ვატოს სიტყვაც არ დაუძრავს ბავშვზე. მე ვერ ვეტყვი ვერაფერს ჯერ. მითუმეტეს, ორივეს გვაქვს გეგმები. პატარა რომის კი მშობლები დასჭირდება. ჩვენ კი არ გვეცლება და ცოდოა. მომავალიც დასჭირდება. თუ მე ვერ განვვითარდი,მას როგორ განვავითარებ?!

-ყველაფერი გამოგივათ და პატარა რომიც იქნება.- ჩემთან ახლოს ჯდება და მეხუტება. მეც ვეხვევი ჩემს ახლად შეძენილ მეგობარს.

-იცი,მეგობარი მყავს. ადვოკატია, სამოქალაქო სამართლის. ძალიან მოთხოვნადია და შემიძლია, მანდ შეგაყოფინო ეგ პატარა ცხვირი.- ნიკოლამ დაიწყო.

გავშეშდი. ჯერ ვინ ამიყვანდა?!

-დაელაპარაკე და სთხოვე. უთხარი, საბაკალავრო ნაშრომსაც იცავს-თქო. 3 წელი კიდევ უნდა ისწავლის,მაგის მერე, მინიმუნო. - ჟულიენი არიგებს.- ჩემმა გოგომ მწვერვალები უნდა დაიპყროს.

-ვაუ,არ ვიცი რა ვთქვა...- ტუჩები მიკანკალებს.

-სამსახიობოზეც ხელს ნუ ჩაიქნევ. მე მყავს მეგობრები მანდ.- ჟული მჩუქნის კეთილ ღიმილს. გულწრფელად მეტირება. ვიღიმი და ისე.. ჟულიენი გულში მიკრავს და თავზე მკოცნის,რომ დამაწყნაროს.
ვერ ვწყნარდები. მხოლოდ მადლობას ვბუტბუტებ ჩუმად.

-რა გატირებს..- ეღიმება ისევ.- აგერ ნახავ, თუ ყველაფერი არ აგიხდეს. შენით პირველი მე ვიამაყებ. მერე სხვა დანარჩენმა იამაყოს.

-სიტყვები არ მყოფნის. მაპატიე, ვერ ვალაგებ აზრს.- ცრემლებს მწმენდს ჟულიენი. ნიკოლამ წყალი მომაწოდა.

-რა საჭიროა. მადლობისთვის ვინ აკეთებს რამეს?! შენი მადლიერება მთელი შენი ღვაწლი იქნება. შენი მიზნები და ქვეყნისთვის გაწეული შრომა. - თავზე მაკოცა და მკერდზე მიმიკრა.- ნელ-ნელა გადადგამ ნაბიჯებს. გადაუსწრებ ყველას. მე ხომ ვიცი არა?!

გული მიფართხალებს. ვგრძნობ რომ მოდის.
კარზე რამდენჯერმე აკაკუნებენ და ვხვდები ვინცაა.

-გავაღებ.- ამბობს ნიკოლა, მაგრამ ფეხზე ვხტები და კარისკენ გავრბივარ. არც ვაცდი შემოსვლას,ისე ვეხუტები.

-რა გჭირს?!- მაგრად მიკრავს სხეულზე.

-მომენატრე,მომენატრე.- ვჩურჩულებ პატარა ბავშვივით.- ვერ ვიტან,როცა არ ხარ.- ფეხის წვერებზე ვიწევი და თავს ვახრევინებ. მონატრებულ ტუჩებზე ვკოცნი გაოცებულს.

-სტუმრები გვყავს?!- ხელს მხვევს მხარზე.

-კი, უნდა გაგაცნო.- ტაშს ვკრავ მაგრად და მივარბენინებ მისაღებისკენ.- ნიკოლა და ჟულიენი.- ვაცნობ. -ეს ვატოა.- თვალებმოჭუტული ათვალიერებს ჟულიენი. ალბათ, მისი სპორტული ჩაცმულობა არ მოსწონს. რა ექნა, აბა?! ყველაფერი გასარეცხი იყო, ჩემი განრისხებულობის გამო და რაც იპოვა,ეგ იყო.

-სასიამოვნოა.- ღიმილით ართმევს ვატო ხელს ორივეს. მერე ჟულიენი იწყებს საუბარს გაუჩერებლად. ნიკოლაც ჰყვება. მე და ვატო ვუსმენთ. მერე ჟულიმ შეაპარა რასაც ვგეგმავდით.
ვატო დაიძაბა.
მეც დავიძაბე და ისინიც.

-ჯერ მშვიდად უნდა ისწავლოს.

-არა,გამოცდილაც სჭირდება.- ჯულიენი ედავება.- მხოლოდ მაღალი ქულები რომ იყოს საქმე, ბევრი იქნებოდა დასაქმებული.

-მაგრამ თუ ვერ ისწავლა კარგად..

-ხელს შეუწყობენ.

-მაშინ, მშვენიერია.- გაეღიმა ტაბიძეს.-თან საკუთარი ხელფასიც გექნება.

-თავიდან ცოტა დაბალი.- უხერხულად მოიქექა თავი ნიკოლამ.

-რა უჭირს მერე. მთავარია ორივეს მოერიოს.-ვატომ მიმიხუტა. პირველად მოიქცა ასე ხალხში.
პირველად.

მიხარია არჩევანის გაკეთება რომ არ მიწევს კარიერასა და სიყვარულს შორის. მიხარია ეს გაგების უნარი.

-თქვენ რას გეგმავთ?!- ვკითხე.

-იმ განუვითარებელს ვუჩივლებ.- ჟულიენი იჭიმება.- მე კი კომპესაციასთან ერთად, ახალ სამსახურს ვიშოვი. ხვალ კი ექიმთან წავალთ.- გადაჭრით თქვა.

-ექიმთან?!

-ჰო,ვშიშობ, ბავშვი ხომ არაა გზაში და მაგიტომ ხომ არ აწუხებს, სისუსტე.- ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.

-ჟულიენი აბუქებს.-ნიკოლამ გაასწორა ხარვეზი.- პატარა რომის ელოდება მთელი გულით და ყველგან ვივიენის ორსულობა ელანდება.- გაეცინა.

-პატარა რომი?!

-ჰო,რომის ვარქმევ თქვენს გოგონას.-თვალები დავხუჭე.
გაქრობა მომინდა.

-აჰა,გასაგებია. ლამაზი სახელია.

-ხედავ?! მამიკომაც მოიწონა.- ნიშნისმოგებით მითხრა ჟულიენმა.

-ხომ გითახრი..- დავიწყე.- უახლოეს მომავალში არ ელოდო.

-ხვალ გაირკვევა. ახლა მეძინება და უნდა წავიდე, საყვარელო.- ლოყაზე მაკოცა უეცრად.

წავიდნენ. ისინი წავიდნენ და მე ვატოსთან დავრჩი.

-მომწონს შენი სამომავლო ხედვები.- მშვიდი სჩანს.- კარგია, რომ ცდილობ მიაღწიო რაღაცებს. მომწონს.- მიღიმის.- ოღონდ ვჭედავ, სამსახიობო კარიერაზე. გეფიცები,ვჭედავ.-თვალებს ხუჭავს და ჭერს უშვერს სახეს.- მართლა ვერ გავუძლებ...ვერ ავიტან, შეგეხონ. თუნდაც ხელოვნების გულისთვის. სცადე,როლები ისე აარჩიე,რომ ჩემი გადარევა არ მოჰყვეს.-პირდაპირ თვალებში მიყურებს.

-ვატო,არ ვიცი.. ან ვცდი,ან არა. ნუ ხარ დაძაბული.

-არ მინდა,ხელი შეგეშალოს. უბრალოდ, ზომიერების ფარგლებში გააკეთე გასაკეთებელი. გინდოდა და გააკეთე. მინდა,ბედნიერი იყო და თუ შენ ფილმებში თამაში მოგიტანს ბედნიერებას, მზად ვარ დაგეხმარო ოცნებების მიღწევაში.
მიყვარხარ მართლა, მაგრამ ვერ ავიტან შეგეხონ ან გაკოცონ და ა.შ. დაიმახსოვრე,წვრილა.

-კარგი.-ვიღიმი.- ვნახოთ,რა შემიძლია.- წარბებს მაღლა ვზიდავ და ფეხზე ვდგები.- არ მოგშივდა?!

-კი.- მოკლედ მპასუხობს.

-გიყვარვარ?

-ჰო..-სამზარეულოში შემოდის ისიც.

-რა ჰო! მიპასუხე ვრცლად და მითხარი ის,რისი მოსმენაც მინდა.

-ვი,მიყვარხარ.

-მე ვიტყოდი, ჭკუიდან გშლი.

-ნამდვილად.- მეღიმება.

-დღეს კარგი ბიჭი იყავი. უნდა გაცდუნო და შოკოლადიანი ნამცხვარი გაჭამო. ბიჭებმა ამოიტანეს.

-ჩემი საჩუქრები სჯობს,აშკარად.- მოწყენილი ეშვება სკამზე.- დილის მერე კარგ ხასიათზე ხარ.

-ჰო,ფილმსაც ვუყუროთ დღეს რა.

-და ვიკოცნაოთ,როგორც შეყვარებულებმა?!

-კი.- სახეზე ვიფარებ ხელებს.
-------
საღამოხანს ლეპტოპში რთავს მულტფილმს. თურმე არ აქვს ნანახი ნადირობის სეზონი. ეგრევე პირზე ავაფარე ხელი,არ გაგიგონ-მეთქი.
ჰოდა,ზემოდან გადავაწექი და სიამოვნებით დავიწყე ყურება.

-ამხელა კაცი ვის ჭკუაზე დავდივარ რა.

-ჩემსაზე.- ამაყად ვეუბნები.- და ნუ წუწუნებ,ცხოვრებას გასწავლი.- ეცინება.

-ვაიი,სუფთა წვრილა ხარ!- ცხვირზე დამკრა თითი.

-უსმინე რა!- ყელში ვაკოცე.

-ეგრე მართლა ვერ მოვისმენ.- ოხრავს.

-სირცხვილია,ეს უნდა გქონდეს ნანახი.- მკაცრად ვეუბნები.- მერე მადლობას მეტყვი.

-არაფრის.

-ჰა?

-ხელს მიშლი,ჩუუ!- თავი დამადებინა მკერდზე.

-ხულიგანო.

სერიოზულად ჩაერთო ყურების პროცესში. ხარხარებდა, კი არ იცინოდა.მე ამის ხარხარზე ორმაგად ვხარხარებდი.
სულელურ კომენტარებს ისროდა, ძალიან სულელურს და მეფერებოდა ხოლმე ბეჭებზე.

კარგად ვიყავი, ახლა მართლა კარგად ვიყავი. ვატოსთან ერთად, არსებული წამებით ვცოცხლობდი და ვტკბებოდი.
მერე ტუჩები ავუხურე და დავუსივე კოცნით.
-------
დილით საავადმყოფოში წავედით, ანალიზები ჩავაბარე და წამოვედით.
მერე გავიგეთ, ბლომად ვიტამინები მაკლია და ექიმმაც, მოურიდებლად დამინიშნა უხვი რაოდენობის წამლები.

ჟული პირნათლად ასრულებდა დანაპირებს. არც ტონს უწევდა, არც ნოტებს მასწავლიდა პირდაპირ, ირიბად მაპარებდა ხოლმე. მეც ვითომ ვერ ვხვდებოდი. ვიჯექი ჯერ საქსაფონით და თითებს ძლივს ვათამაშებდი. ჰაერის ჩაბერვაც მაგრად მიჭირდა. თურმე რამხელა ენერგია სჭირდებათ ხოლმე. მასმენინებდა ოპერებს კარგა ხანი, მერე მაზეპირებინებდა თითების მოძრაობას. მეც გამომდიოდა და ბედნიერი სახლში ვეწვალებოდი. მიკვირდა,მეზობლები რომ არ რეკავდნენ პოლიციაში. ეტყობა მოსწონდათ ან კარგად დავაყრუე თავის დროზე. ჟულიენი მაქებდა. მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა და ცხოვრებით ვტკბებოდი რამდენიმე საათი.
ჯულიენის შეყვარებული ხშირად ამოდიოდა ხოლმე. ჰოდა, მეცადინეობის მერე ვსვამდით ერთად და აღარ ვიყავი მთლად მარტოსული ალკოჰოლიკივით. მალევე ვტოვებდი მარტო.
სწავლა ისევ დამეწყო. ვატო კვლავ უარს ამბობდა გართობაზე და მეხმარებოდა.
მერე ვნებისფერ ფერებში ვიხრჩობოდით ორივე დაუღალავად.
ნიკოლმა მიმიყვანა იმ თავის ნაცნობთან. ჟიზელი ჰქვია. მკაცრი ქალია,თუმცა თავაზიანი. კვირაში 3 დღე უნდა მივსულიყავი ხოლმე, შუალედურების და ფინალურების დროს კი დამასვენებდა.

საბოლოო ჯამში, პირობები მომეწონა.

----

სადღაც უკიდეგანოობაში ვიყავი. შავი შთანთქავდა ყოველივეს. მე კი გაშეშებული ვიწექი. შიში მქონდა დიდი,ძალიან დიდი. ვინმეს უნდა დავეხსენი აქაურობისგან,თორემ მარტო აღარ გამომდიოდა. საერთოდ, არაფერი გამომდიოდა.
ცრემლებად დაღვრის გარდა.

-წვრილა...- შორიდან მესმის ხმა.- ვივიენ,ვივიენ...- ზემოდან დამყურებს და სახეზე მისმევს ხელებს. ლამპას ანთებს. თვალებს ვხუჭავ. არაფერი მინდა. - წვრილა, აქ ვარ,ჩემო წვრილა. მე აქ ვარ.- დანამულ ლოყებს მიმშრალებს აკანკალებული.- ჩემო წვრილა,შენთან ვარ! შენთვის ვარ. შემომხედე,მიდი.. შემომხედე.- ტუჩებზე ვგრძნობ კოცნებს. თვალებს ვახელ.-ჩემო წვრილა..- შიბლით შუბლზე მებჯინება.- ძალიან მიყვარხარ,ძალიან.- მინდა ვუპასუხო. უბრალოდ აქ არ ვარ. ნამდვილად არ ვეკუთვნი სხეულს.- რამე გჭირდება?! ცუდად ხომ არ ხარ?! ყველაფერს მოგიტან, გეფიცები,არ დამეზარება.- ვერ ვხედავ,რადგან თვალებში ჩამდგარი ცრემლები მიშლის მის გამოაახულებას.
ხელში მიტაცებს, მე კი მთელი ტანი მტკივა. სუნთქვა მიჭირს და გულისცემაც მინელდება. ვგრძნობ რომ სხეულს ვტოვებ, მე კი არ მინდა. ვცდილობ უღონოდ.
მერე სითბოს ვგრძნობ სხეულზე. აღარ ვიყინები. ზურგით ვეყრდნობი მის მკერდს. თბილი წყალი მკერდამდე მწვდება.

-არ გაქვს უფლება! ვერ მოიქცევი ისე,თითქოს არ გესმის ჩემი! ეგოისტო!- მეჩურჩულება.- როგორ შეგიძლია ასე მომექცე, როცა მე ასე ძალიან მიყვარხარ.- კისერზე მაკრავს ბაგეებს.-ჩემგან ვერ წახვალ. შენზე უარესი ეგოისტი ვარ და ისეთ ოინს მოგიწყობ...- ბოდიშებს ვიხდი ულევი ცრემლებით. ბაგეები არ მემორჩილება. სუნთქვა მიძნელდება.- ისუნთქე,გეხვეწები ისუნთქე.-გულზე მაბჯენს ხელს.- ერთი,ორი..- წრიულად ამოძრავებს ხელისგულს.- სამი, ოთხი. ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ.-თავზე მკოცნის და აგრძელებს. ჩემი სხეულის დამორჩილებას ცდილობს. აჯანყებული სხეულის,სულს რომ სდევნის სააქაოდან.-ჭკვიანი გოგო ხარ. მიდი,ვივიენ!ჩემთვის უნდა შეძლო. ხუთი,ექვსი,შვიდი,რვა, ცხრა,ათი.-თვლას აგრძელებს. ვლღვები. მილღვება აცახცახებული სხეული. გულიც აღარ ცემს ისე ნელა,როგორც წუთების წინ. პულსს მისინჯავს თავისი მათემატიკური სიზუტით.
უხმო გლოვა მინელდება. სამაგიეროდ,ხმაურიანი მეწყება და გულამოსკვნილი ვყვები ემოციებს. სასოწარკვეთილი ვხავი. ვატო კი ოლიმპიური სიმშვიდით გამოირჩევა. მკერდიდან არ მიშორებს, არც გულზე დადებულ ხელს მაშორებს და არც მუცელზე მოხვეულს.
-ნუ გეშინია,წვრილა. მე ხომ აქ ვარ. არაფერია საშიში. ნახე, მალე მზეც ამოვა, დღეს დავისვენებთ და არსად წავალთ. ყოჩაღი გოგო ხარ.- ლოყაზე მკოცნის ხანგრძლივად.

-მე...მე..-არ ვიცოდი რისი თქმა მინდოდა.- მტკივა...- პირველივე გრძნობას ვაცხადებ.- ყველაფერი.

-დაისვენებ, გამოიძინებ და გადაგივლის. აბა,რა იქნება. ცუდი სიზმარი იყო,ალბათ. -მხარზე მადებს თავს.- ჩაიარა,მართლა ჩაიარა. უკეთ ხარ.- მკერდზე მიყრდნობილი ვჩერდები. ვუსმენ გულისყურით. თვალებს ვხუჭავ.
უკვე სიმშვიდეა,მაგრამ გამოფიტული ვარ.- ხომ ხედავ,მე და შენს ძუძუებს გვესმის ერთმანეთის.- პირველივე შესაძლებლობაზე სისულელეს ამბობს.

-ჰო,ვხედავ.გადამკვდარი ძმაკაცები ხართ.- სუსტად მეღიმება.

-სასაუბრო დაგვიგროვდა.- მეჩურჩულება.

-ჰო. -ვბუტბუტებ ბრძოლისგან გადაღლილი.

წყალი გრილდება, იძულებულები ვხდებით ამოვიდეთ.
------
-ძალიან მარტოსული ხარ და მაშინ, როცა რაღაც მართმევს შენს თავს, ზიხარ და უსმენ, ან უკრავ. არაფერი გინდა საერთოდ და მაშინებს. უშენობის წარმოდგენა საშინელებაა.რამდენიმე დღე რომ ვერ გხედავ, უკვე წუხილი მეწყება.- ლაპარაკი არ მინდა. მირჩევნია სიჩუმეში ვიწვე მისსავე მკერდზე.

-მეც ეგრე ვარ.-ვსწორდები. მუცელზე ვზივარ.- თან როგორია, შემეძლოს გეფერო და ერთ ქვეყანაშიც კი მანძილი გვაშორებდეს.-გადახრილი ვუკოცნი მხრებსა და ყელს. ყურადღებას გადაიტანს.მეც გადავიტან და კარგ ემოციებს შევისრუტავთ.

-ვივიენ,ნუ ოხუნჯობ!- ცდილობს შემაჩეროს და ემოციურ საუბარში ამიყოლიოს. მე კი წამითაც არ ვჩერდები.

-მიყვარს ოხუნჯობა.- ვჩურჩულებ და მის გულ-მკერდს განუმეორებელ დესერტად ვაქცევ.

-მართლა გეუბნები!- გულწრფელად კი ამბობს,მაგრამ შეჩერება თავადაც არ უნდა.

-მეც.- ტუჩებში ვკოცნი მღელვარედ.
მერე ანაზდეულად მიქცევს ქვემოდან და არღვევს მანძილს ჩვენს შორის.

შუბლით მებჯინება ტუჩებზე აქოშინებული.

-ეგოისტი და მანიპულატორი!- ჩურჩულებს. მერე გაბრაზებული მაბრუნებს მუცელზე და ზურგზე მეკვრის მთელი ძალით.
ეშმაკური ღიმილი მეპარება სახეზე და ტუჩს ვკბენ.
-----

-საუბარს მაინც ვერ გაექცევი.- საბანში გახვეული ვუყურებ მწვანეებში. -როგორც არ უნდა მაცდუნო.

-ჩემგან ეშმაკი ნუ გამოგყავს. შენ თუ ერთი გაღიმება გყოფნის თავის დასაკარგად,ჩემი ბრალი არ არის.

-მუცელზე მეჯექი მხოლოდ პენუარით.- თვალებს ჭუტავს.- მკოცნიდი მგძნობიარე წერტილებში და კიდევ მე გამოვდივარ სუსტი?!

-კი.- ვუქნევ თავს.- შენ თუ ძლიერი გქვია,მჩემს ოინებზე არ უნდა წამოეგებულიყავი.

-გაიძვერავ!- თვალებს ჭუტავს.

-მოძალადევ!

-როდის ვიძალადე,შემახსენე?!

-პირზე ამაფარე ხელი.

-კივილს აპირებდი.

-და რატომ?!

-მაგარი ვარ.

-მაგარი კი არა,ტყიური ხარ.

-ვივიენ! ცუდი სიზმარი ნახე?!

-არა.-თვალს ვარიდებ.

-მაშინ?!

-ვშფოთავდი, მგონი. ტირილით გამეღვიძა და მოძრაობის თავიც არ მქონდა. მეგონა სულს მაცლიდნენ.- თავი ჩახარა. იფიქრა,იფიქრა,იფიქრა.. ბევრი იფიარა და ამომხედა.

- რაღაც გაწამებს.

-ჰო.-გული მტკივა.

-რომ მომიყვე,იქნებ გაგიგო..- ხელზე მაკოცა.

-არ შეუძლიათ გაგება.მარტო ვარ ამასთან და სანამ არ გავუშვებ, იქამდე დამტანჯავს.-სევდა მერევა.

-წვრილა,სცადე... უბრალოდ სცადე.

-ადამიანი ხომ იცი,რა რთული არსებაა. ტვინი კი მეტად რთული. აი, წარსულში რაღაც მძიმე ან უსიამოვნო მომენტები თუ გადაგვხდენია, წლების შემდეგაც შეიძლება ამოიზნიქოს ტკივილებად.შეიძლება, წლობითაც იგლოვო და ვერ ხვდებოდე, რა გაგლოვებს. უბრალოდ, გრძნობდე რომ სადღაც უსამართლოდ მოგექცნენ.-თვალებს არ მაშორებს. - ჰოდა,მეც... არც თუ ისე, დიდი ხნის წინ, ცუდი ამბები გადამხდა. ცუდი კიდევ მსუბუქი ნათქვამია. გეფიცები, მგუდავს ზოგჯერ და პანიკაში მაგდებს.

-და ვერ ახერხებ გაშვებას?!

-ვერა,ვატო. ყველა გახსენება მტკივა.ვერ ვუცივდები გრძნობებს და ყველა მომძულდა, ვინც კი ხელი მკრა.

- ჰო... შემდეგ?!

-საწყისი წერტილია...

--------
ვერაფრით ვიჯერებდი რეალობას. ყველაზე დიდ სირთულეებს, ახლა რომ სიმარტივეებად აღვიქვამდი.
ისე შევეჩვიე მკაცრ რეჟიმს, სულ არ მიქმნიდა პრობლემას. სიმარტივე უფრო მღლიდა,ვიდრე სირთულე.
ვცხოვრობდი საკუთარი გადაწყვეტილებებით და აღარავის სურვილებით. ადრე მეუბნებოდნენ, თუ გინდა ბედნიერი იყო, გადაწყვიტე შენით რა გინდა და სხვას ნუ უყურებო. შენზე კარგად არავინ იცის რა გინდაო. მე კი საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა, მხოლოდ ის მინდოდა, აღარავის დავეჩაგრე. მეცხოვრა საკუთარი თავისთვის და სადღაც, რაღაცით მესიამოვნა.ყოფილიყო თუნდაც ეს კაფეში მარტოს წვენის სმა. ან სეირნობა ქუჩებში. ცეკვა მარტოს სახლში. ან დამატებითი ფაკულტეტის არჩევა. უნდა მიმეღო დამოუკიდებლად რაღაც გადაწყვეტილებები, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. რომ მეგრძნო საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლება.

დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა !

საკუთარი სურვილები!

მიზნები!

მიღწევები!

ბედნიერებისთვის მჭირდებოდა შემეგრძნო საკუთარი ძალები, საკუთარ არჩევანში.

ჰოდა, მარტო იურიდიულს კი არ დავჯერდი, ავდექი და ჟულიენის შემოთავაზებულ ვარიანტში ვცადე ბედი. მისი მეგობარი რეჟისორი იყო და შერჩევით ეტაპზე მივედი.
გზაში ზუსტად ვიცოდი, სცენა მინდიდა! ვიცოდი, თამაში მინდოდა. მინდოდა მომერგო ათასი კანი. ვყოფილიყავი ათასი პიროვნება და ყველა მათგანს რაღაც ესწავლებინა ჩემთვის.
არაფერიც არ ვთქვი. ზღურბლთან ვიდექი და ვფიქრობდი, გამერისკა თუ არა. ოთახში რომ შევდგავდი ფეხს, ათასი ხასიათის მორგებას მომთხოვდნენ.

ჯანდაბას, 25 წლის ვარ უკვე! რატომაც არა?! ვცდი. მე ხომ არაფერს ვკარგავ!

შევედი წელში გამართული.
ასეთი ემოციებით მაშინ მწამდა საკუთარი თავის,როცა ჩემს ძმას ვუთხარი, დღეს ჩავაბარებ გამოცდას და მართვის მოწმობით წავალთ სახლში-თქო. მაშინვე ფასიან გამოცდაზე გავედი და 7 წუთში ჩავაბარე გამოცდა მინიმუმ 8-ჯერ ჩაჭრილმა.

-გამარჯობა..-გულწრფელი ღიმილი მომეფინა სახეზე. მათაც ასეთითვე გამიღიმეს.
ყველაფერი გამოვა!კი,გამოვა.

მთხოვეს გულიანად იცინეო, ვიცინე. გაბრაზდიო და მივალეწე ლარნაკი მრისხანედ. ჩხუბი დავუწყე ბოლო ხმაზე. მერე სიტყვით გამომიყვანეს. იგლოვე უხმოდო და მაგიდაზე თავჩამოდებულმა ვღვარე ცრემლები. თან პირზე ვიბჯენდი ხელს, ხმა რომ არ გამომეცა.
ტექსტი მომცეს ხმამაღლა წასაკითხად. ეგეც წავიკითხე. ფრანგულად ცოტას ვკითხულობდი და გამომდიოდა.

დაგირეკავთო მითხრეს.

ამას რომ ამბობენ, დიდი იმედი არ უნდა დაამყარო.

მე ჩემი ვცადე. არ დარეკავენ და ნუ დარეკავენ.
ავდექი და წავედი ჟიზელთან. უნდა გვემუშავა. სამოქალაქო დავა მიდიოდა მიწის ნაკვეთზე. ჰოდა, ისინი ვერ აგვარებდნენ,ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა რამე.
8 საათამდე ვიმუშავეთ, მერე ვატომ გამომიარა და სახლში წავედით პირდაპირ.
მოვუყევი,უნივერსიტეტის მერე წავედი-თქო.როგორ ჩაიარაო, ჩემიკითხა.

-არ დარეკავენ.- მხრები ავიჩეჩე.- გამოცდილება სულ არ მაქვს. არანაირი. მთავარია ვცადე აუცილებელი ხომ არაა, გამოვიდეს?!

-ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. აცადე,იქნებ და გიღებენ...

-შენ და შენი ოპტიმიზმი რა.

-ჟულიენმა დარეკა, ამივდივარ თქვენთანო.

-ამოვიდეს,ვის აშინებს.- მეღიმება.

-მე მაშინებს.- საჭესთან სწორდება.- ისე იწყევლება, ხანდახან მართლა მეშინია პრეზ*ერვატივი არ შემომეხეს.

-გეშინია?!- გული დამწყდა. მართლა ძალიან დამწყდა. მობილურმა დაურეკა, იმას უპასუხა..
-----

-რამდენი ხანი დამრჩა ლოდინის?

- 1 წელი და 8 თვე.- ვატომ უპასუხა.

-პატარა რომი მაგდენ ხანში იქნება?!- ჟულიენი გაგიჟდა. - 2 წელია ვიცდი! 2!

-ჟულიენ,გეყოფა!

-არაფერიც არ მეყოფა! გუშინ გავიარე მაღაზიებში, პერანგს ვეძებდი და ვიტრინიდან, ამ ლამაზმა შარვალმა დამიძახა.- პატარა ყუთიდან ამოაძვრინა მდოგვისფერი შარვალი. ისეთი პატარა ზომა იყო, თვალი გამიშტერდა.- მერე ეს ფეხსაცმელები დავინახე.- მოსერო ფერის ფეხსაცმელები ამოიღო და თეთრი, სადა ზედა.- თავი ვერაფრით შევიკავე. მე შვილი არასდროს მეყოლება და ჯერარსული რომი მიყვარს განსხვავებულად. ბავშვები დიდად არ მხიბლავენ,რომი მეყვარება, ზუსტად ვიცი. - გული მომეწურა.
-----
შვილზე არ მიოცნებია. მართლა, არ მინატრია. ჩემი პატარა და-ძმა, ისეთ დროს დაიბადნენ, ბავშვობის წლები გადაიფარა. ზოგჯერ დღე ისე გადიოდა, თამაშსაც ვერ ვახერხებდი, რადგან პატარებისთვის უნდა მეჭმია ან დამეძინებინა. ის დრო, ბავშვები გემოზე რომ თამაშობდნენ, ან ერთმანეთთან სტუმრობით რომ ერთობოდნენ, მე ბავშვი მეჭირა ხელში და ვარწევდი. დედა მუშაობდა და ბება მაგ დროს საჭმელს აკეთებდა. ერთი პერიოდი, ბავშვის გაგონება არ მინდოდა. უცხოების ბავშვებსაც ვერ ვეფერებოდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, უფრო არ მინდოდა გაგონება რამის.
ახლა კი,რომი მყავდა ტვინში გამჯდარი. მინდოდა რომი, საყვარელი ადამიანისგან. ძალიან მინდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა სამაგისტრო გამოცდა/ნაშრომი დასასრულებელი და სადოქტორო დასაცავი. თუმცა მე ის მაღელვებდა, ვატო სულ რომ არ ახსენდებდა ბავშვს. ზოგჯერ ჟულიენს არც უსმენდა.

ვიკას ზარს ვუპასუხე.

-ტირილი მინდა!- წუწუნებს.- ვერ გავერკვიე, მიყვარს თუ არა...

-ამდენ ხანს თუ ვერ გაერკვიე, კარგად ყოფილა შენი საქმე.- მეღიმება. მე კი ვიცი,რაც ხდება, მაგრამ თქმისგან თავს ვიკავებ.

-გიორგი ჩანს ფრონტზე.- ოხრავს.- მიყვარხარო მწერს.

-მიაბლოკე რა,ტვინი წაჭამა.- მარტივად გადავჭერი საკითხი.

-და მაგისი ტანჯვის ყურება ავიცილო?! შანსი არაა!

-ხოდა,აბა რა გინდა. მაინც არჩევანს 2 კაცს შორის აკეთებ. ან სანდრო ან დათა.

-აუუ!

-დროზე გაერკვიე,რა გინდა. იმოტომ რომ მერე, გართულდება ყველაფერი.

-ვერ ვერკვევი!

-შენ რა მექალთანე კაცივით მოგდის?! ერთი ნაშად რომ უნდათ და მეორე-შეყვარებულად. ეგ მაინც იცოდე, დაგიყოლიებდი გასაყვარლებაზე.

-ნუ მეკაიფები,როცა ვდარდობ!

-ეხ,ზოგს რა გასჭირვებია და ზოგს რა.-თავს ვაქნევ სიცილით. ვატო შემოდის ოთახში. მაისურს კიდებს სკამზე და საწოლზე ზურგით ეცემა.

-გშია?!-ვეკითხები.

-არა.- ერთ ბრუნში ჩნდება ფეხებს შორის და მაისურს მიწევს ზემოთ, მერე კი შიშველ მუცელზე მადებს თავს.

-მოვიდა?! გინდა,მერე დავრეკო?- ვიქტორია მეკითხება.

-არა,არა. იყავი.-თმებში ვუცურებ თითებს.

-აუ,რა! დამეხმარე გადავწყვიტო.

-მე კი არა,შენ უნდა გადაწყვიტო. მე რა ვიცი, შენ რომელი გინდა?!

-ავირიე,მართლა.

-ფაქტია,დათას უყვარხარ. სანდროს ვერაფერი გავუგე.- მშვიდად სუნთქავს ჩემს მუცელზე. მე კი ჟრუანტელი მივლის. ტუჩებზე ვატარებ თითებს. -მაგრამ... - გონება მერევა.- ჰო,შენ უნდა აირჩიო. მე ვერაფერს, ვიზამ. - კბილებს მავლებს თითებზე. მეღიმება და ვცდილობ გამოვტაცო.

-მენატრები.- ჩურჩულებს მობილურში.

-მეც,ვიკა. ძალიან მენატრებით და ძალიან მიყვარხარ. მართლა.ჩემი ბედნიერი სტუდენტობა, თქვენთან იყო. აქ მოსაწყენი ხალხია, მაგრამ ქაჩავენ რა.- თითს საბოლოოდ ვაცლი. სამაგიეროდ, მაიმუნობას განაგრძობს და მუცელზე მადებს ხელს.
გული მიჩქარდება. მისი სიმხურვალე მედება.

-აუ,მაგ ვირს ვერ ვიტან!

-ვატო,ვერ გიტანს.- ვახმოვანებ.

-ვიქტორ, როგორ ხარ?-ხმამაღალზე ვრთავ მობილურს.

-შენზე კარგად.- ეპასუხება.

-მე მყავს ვივიენი, ამიტომ ვერანაირად ვერ იქნები.

-დავიბრუნებთ. დავარწმუნებ, გაგეყაროს და ჩამოვიდეს.- წაიგესლა.

-თუ დაითანხმებ..

-ვიტყვი,რომ მოძალადე აღმოჩნდი. ან საყვარლები გყავს.- მეცინებოდა.

-კი,მყავს.- ეღიმება. მე ღიმილი მაშრება.

-ვიკა,დაგირეკავ. ოჯახური გარჩევა მაქვს, ქურდულ-ყარაჩოღლური ელემენტებით.-ვითიშავ.- რაო?! რანაირი ხუმრობები გაქვს?

-განსაკუთრებული.- მუცელზე მაკრავს ცეცხლოვან ბაგეებს.

-შენს საყვარელს ეკოცნავე მასე.- თმას ვქაჩავ.

-ახლავე.- ზემოთ ამოწეული თავსზემოთ მიკავებს ხელებს.

-არ გაბედო!- თვალებს ვქაჩავ.- არ გაბედო,თორემ სასარგებლო ადგილს გაგიოხრებ!- მაწვება მთელი ტანით, მე კიდევ გიჟივით ვაქნევ თავს და ტუჩებს ვკუმავ.

-ვბედავ.- ყბაზე მავლებს ცალ ხელს და ტუჩებით მეკრობა.
ვგიჟდები. ვგიჟდები და ვიშლები ჭკუიდან. ხელებს ვეჯაჯგურები და კოცნითვე ვპასუხობ.
მინდა ყველა დეტალი ვიგრძნო შეხებით. დავიარო მისი გასაგიჟებელი სხეული. მერე ყბიდან მაშორებს ხელს და მაისურში აცურებს. ეტყობა მკერდთან აქვს საქმე. არც შევმცდარვარ, შემომეხვია მონდომებით და ესეც გამოეპასუხა თავისთვის.
ნაზი ამბორით მივიდა ყურამდე და ბიბილოზე გამეთამაშა.

-ეჭვიანობის სცენებს ნუ მიწყობ, დაუსაბუთებლად.- მეჩურჩულება და ჩემს სუნს ინახავს ფილტვებში. ცერს მისმევს მაისურის ქვეშ შეპარული და მერე მეშვება. გვერდით გორდება.

-რას აკეთებ?- ვეკითხები აღელვებული.

-არ გაბედოო,ხომ თქვი. დაგამშვიდე და არ ვბედავ.

-უკვე გაბედე!- თვალები მენთება.- ვირო!- ფეხე ვდგები გაბრაზებული. - ახლა მართლა ვინმე ეძებე, რომ დაგაწყნაროს!თორემ ცოლი ვერ გყოფნის.- ისაა ოთახიდან უნდა გავიდე,რომ მისი ხმა ჩამესმის.

-თუ ვხვდებოდე,რა გინდა... მოძალადე არ ვარ, ჩემთან დაწოლა გაიძულო! არ მინდაო ხომ თქვი!

-ხომ აგყევი!- დავუყვირე. ფეხზე წამომდგარი მატრიალებს სარკისკენ. კომოდის თავზე რომ ჰკიდია.

-შენი აზრები ჩემს ტვინში არ გადის. თუ მართლა ძალადობის გათამაშება გინდა,გავითამაშოთ.- გული მიჩქარდება. ხელებს კომოდზე მაწყობინებს. ქვედაბოლოს მაღლა სწევს.

-ვატო..- თვალები დავხუჭე.

-ჩშშ! ხომ გინდოდა, მოგეწონება.- მხარზე მკოცნის.- ოღონდ უყურე.- ჩამოშლილ თმებს გვერდით მიყრის. ჩვენს შორის არსებულ ბარიერად ქცეულ ნაჭერსაც აშორებს ჩემს სხეულს.
თვალებს მაგრად ვაჭერ. მინდა, მაგრამ ვღელავ... მართლა ვღელავ.

მერე მის შეხებას ვგრძნობ. უნდა მომადუნოს. მკერდზე მეფერება ზურგიდან აკრული.

-ვივი, ძალიან ძალიან ლამაზი ხარ.- ყურში მეჩურჩულება. ცხელი სუნთქვა მელამუნება.- მიყვარხარ და შენს გარდა, არავინ არსებობს. არც იარსებებს, მხოლოდ შენ ხარ ასეთი.-მაისურს მაცლის და მხრებს ამბორის კვალს ატყობს. ხერხემალს უყვება მხურვალე ბილიკებით და ჟრუანტელის ქსელებს გზავნის სხეულში.
ვგრძნობ ტუჩებს ჩემს კანზე.
ვგრძნობ მის ამონასუნთქს.
კიდევ ხელებს, მკერდზე. წამით რომ არ წყვეტენ ალერსს.
ერთიანად ვეშვები და მივყვები: რიტმს,მუხტებს,გრძნობებს,შეხებებს.
მზად ვარ,მზად ვარ,მზად ვარ. კისერს უკან ვაგდებ სიამოვნებისგან და ღრმად ვსუნთქავ.
ხელით მამოწმებს თავადაც და უკვე იცის,რა მოსდევს ამას.

-პირზე უნდა ამაფარო ხელი.- ვჩურჩულებ. ვიცი,ემოციებს ვერ შევიკავებ.
ზურგზე ვგრძნობ ცივ წვეთებს. სწრაფად ვახელ თვალებს. სარკიდან მიღიმის. ზეთი ყოფილა, მე რომ გამომშრალი კანის ბზინვარებისთვის ვიყენებ. თითებს მატარებს ხერხემალზე და მკოცნის მხარზე.

- მძიმე სამუშაო დღის მერე, გართობა არ გვაწყენდა, ხო?!- ზურგს მიმასაჟებს ნაზი, ჰაეროვანი მოაძრაობებით.

-ჩამეძინება.- თვალებს ვნაბავ. - დავწვებოდი მაინც და ისე გაგეკეთებინა.- უკვე მაგრად მაჭერს ხელს და ზურგიდან პირდაპირ მკერდთან აცურებს ხელს და მიჭერს.

გული მიჩქარდება. წინ მხრის უხეშად და უკნიდან მაწვება.
კივილი მინდება, ისეთ დღეში ვვარდები. მზად ვარ, მართლა ვიძალადო,იქამდე სანამ ქანცი არ გაგვძვრება ორივეს.

-რამდენს ლაპარაკობ?- ერთ ბიძგში მიერთდება. წამით ჩერდება სამყარო. ფეხები მიცახცახებს და გული ყელში მებჯინება.- რაო, ენა ჩაგივარდა?!

-მოძალადე ხარ!- როლში შეჭრილი ვცრი კბილებიდან და კისერი უკან მივარდება კვლავ.- პირუტყვი! არამზადა! ვერ გიტან!-ვნება მაცდევინებს ბგერებს.

-ვივიენ,ყვირილი არ გაბედო. ამჯერად დამიჭერენ.- ქოშინებს ჩემზე აკრული და მარჯვენას ჩემს მკლავზე ასრიალებს.

- გამიშვი,უნდა გამიშვა!- ვითომ ვეურჩები. წამით მართლა შეშდება და კიდევ სურვილისგან გაგიჟებული ვეუბნები, გააგრძელოს.

ხვდება,რაც მჭირდება. ხვდება, რასაც ვაკეთებ. მოსწონს, ვხვდები რომ თავადაც იზიდავს და სახეზე მეფინება ღიმილი.

ლოგინზე მაგდებს და კვლავაც ზურგიდან მეკვრის. პირდაპირ ყელში მაფრქვევს ხშირ,ცხელ ჰაერს. ქშინავს ყურთან და თმაზე მექაჩება.
ოფლით მეცვარება სხეული.
-ვატო,ვატო..- კივილს ვაპირებ და ისიც პირზე მაფარებს ხელს.

-ჩშ!- მიბრძანებს და ისევ ჩემს დაპრყობას განაგრძობს.
----------
-ხელშეკრულებაში შეცდომაა.- ჟიზელი მიდებს საბუთებს წინ.

-კონტრაჰენტებს მოელაპარაკე, აუხსენი რა ხდება და ხელახლა შეადგინე დოკუმენტები. - ყველაზე მოსაწყენი საქმიანობაა.
--------
სახლში მივყავარ ისევ ვატოს. სენდვიჩებს ამზადებს და მისმენს. ვუკითხავ სამაგისტრო ნაშრომს, დასკვნის ნაწილიდან. ახლა, მხოლოდ პრეზენტაცია მრჩება გასაკეთებელი, ეს ნაშრომი უკვე დასარედაქტირებელია და გადასაგზავნი.

-მომწონს! ახლა,შეჭამე და ავაწყოთ ეგ შენი პრეზენტაცია.

-აუ,ხვალ ავაწყოთ.- ვწუწუნებ.

-ხვალ სხვა რაღაც მაქვს გეგმაში შენთან ერთად.

-აუ,მითხარი რა.- დაინტერესებული შევციცინებ თვალებში.

-ხვალ გაიგებ. ახლა ავაწყოთ და მერე ცოტა უნდა მოგეფერო.- სხვათაშორის ამბობს. მე კი სხეულში მთელი ორომტრიალი მეწყება.
მართლა მეხმარება. გრაფიკებს მაწყობინებს მარტივად და რამდენიმე მეთოდს მასწავლის. შეიძლება კიდევ დაგჭირდესო. სახასიათო და იშვიათ ფოტოებს პოულობს, ასეთი არავის ექნება და შენ მაგარი ჭკვიანი გამოჩნდებიო.
ბევრი ვიკამათეთ. ბევრიც მაცინა თავისი კომენტარებითა თუ არგუმენტებით.
მერე მისი პრეზენტაცია ავაწყვეთ და მოფერების თავი, აღარც გვქონდა. მიგვეძინა ერთმანეთზე.
----
ხელშეკრულებას ვადგენდი მოღუშული სახით. იმდენჯერ შემადგენინეს,უკვე ზეპირად ვიცოდი სად რა უნდა ჩამეწერა. უცხო ენაზეც დიდად აღარ მიჭირდა, თუ რამე სიტყვას ვერ ვიხსენებდი ან არ ვიცოდი, ვაყო იყო ჩემი მხსნელი. მთავარი ის იყო, რომელიმე კონტრაჰენტს პირობის შეცვლა არ მოეთხოვა,თორემ თავიდან მომიწევდა შედგენა.
მოსაბეზრებელი საქმე კი იყო, მაგრამ საკმაოდ შემოსავლიანი. გარედერობი განმიახლა თავისუფლად აქედან აღებულმა თანხამ. ნაწილს დედას ვურიცხავდი ანგარიშზე, იქნებ ცოტა ამოისუნთქოს-თქო, ვფიქრობდი. ვატომ მითხრა, მთლიანად გადაურიცხე შენი ხელფასი და მე მოგცემ სახარჯო ფულსო,მაგრამ ვიუარე. ისედაც ბევრ რამეს იხდიდა თავად.
ტაბიძე მთელი კვირა არ მენახა კვლავაც. ხშირად უწევდა მარტო მოგზაურობა,მე კი ვერ მივყვებოდი, სწავლის და სამსახურის გამო. არადა, მითხრა, საფრანგეში,შენ რომ მოგეწონება, ისეთი ადგილები ვნახეო. დავვინტერესდი და გულიც დამწყდა, რომ ვერ ვნახე ვერაფერი.სამაგიეროდ, ინგლისურად და ფრანგულად წავიკითხე თითო-თითო წიგნი და იმხელა სიამოვნება მივიღე, საფრანგეთის დათვალიერებას კი მერჩივნა.
საერთოდ,წერა და კითხვა ის ნაწილი იყო,რომელსაც,ალბათ, ვერასდროს დავთმობდი. ისე, რომ წერ ხომ მაგარია, შენს სამყაროს შლი ყველასთვის, მაგრამ განა ყველას შეუძლია შენს სამყაროში სეირნობა?! არა,ყველას არ შეუძლია.
მკითხველობა ხომ საერთოდ, ყველაზე მაგარი საქმიანობაა. მსახიობივით შეგიძლია შეძვრე მილიონობით კანში. იყო შემოქმედი ავტორის დახატულ ქვეყნიერებაში.
უცებ,ტაბიძის მონატრება ვიგრძენი. სულში შემიძვრა განცდა.არანორმალურად მინდოდა ჩავხუტებოდი და გაბუშტულ ტუჩებზე მომეჩქმიტა. ვაიძულებდი ხოლმე გაჩერებულიყო,რომ მოვფერებოდი. თვითონ მაშტერდებოდა ხოლმე და ზურგზე მეფერებოდა რითმულად. მერე მიღიმოდა. ჩემი ღიმილი იყო, მხოლოდ ჩემი.ეგოისტურად მსიამოვნებდა.

საღამოს სახლის გზას დავადექი. ტაქსი გავაჩერე, ჯერ კიდევ კანკალი გამდიოდა ვირთხებისა და თაგვების არსებობაზე. თუმცა მაინც მიწევდა სიარული ვატოსთან ერთადაც და მის გარეშეც.
მეძინებოდა, თავს ძლივს ვიმაგრებდი. არადა, სამაგისტროს მოკლე ტექსტი მქონდა დასაწერი, პრეზენტაციისთვის. მეტირებოდა მაგის გაფიქრებაზეც კი. გამორჩეულად რთული არ იყო წარდგენა, მთლიანი სწავლის პროცესი იყო რთული და ეგ გადავლახე,ახლა კი პატარა გამოსვლა მაშინებდა.
ქათამი ვარ,აბა რა ვარ.

"რას აფუჭებ,ვაჟკაც?" ვატოს მივწერე. უცებ ზარი შემოვიდა მობილურზე,მირეკავდა.
" მე კი არა,შენ რას აფუჭებ!" - შემომიბრუნა.-"გაგახსენდი, ხო? თავხედო ბავშვო!"
"უშენოდ ვერაფერს"- მძიმედ ამოვისუნთქე.ბოლო ხანებში, გულზე და სუნთქვაზე მქონდა პრობლემა. ესე მეგონა,ჰაერი მელეოდა ხოლმე და გულზე მაგრად მიჭერდნენ ხელებს.
" ჩამოვალ და გასაფუჭებელი გაფუჭდეს!"-მისი ხმა ყურს სასიამოვნოდ ედებოდა.
"ნუ მიყვირი!"- გამეღიმა.
"კი არ გიყვირი, ნუდებს ვათვალიერებდი." - აღიარა.

"მაგისთვის გცხელა?!" - წარბები შევკარი.
" მაგისთვის მცხელა,აბა სხვა რისთვის?! ტყუილად კი არ გიღე."
"შე გაფუჭებულო კაცო, პირდაპირ რომ მახლი,შემაპარე მაინც!" - მეღიმება კმაყოფილს.
" როგორ დაგიმალო შენს ნუდებში რომ დავძვრები?!"
" არ დამიმალო. რა დასამალი ეგ არის."

"ჰო,კარგი ბიჭი ვარ."
"თუ ხასიათზე ვიქნები, კიდევ ჩაგიყრი."
"თუ კი არა,ჩამიყრი. მე აქ ვიტანჯები."
" შენი არჩევანია,თუ ძალიან შემაწუხებ, დარჩები ჰაერში."
"არანაირად! ძველები მაქვს და თან ნანახიც მყავხარ, ჰაერში შენ რჩები."
"მეც მყავხარ ტიტლიკანა ნანახი. ვერაფერს იტყვი."

" სულ 5 წუთით მაინც ვიყო შენთან." - ამოიწუწუნა.
" მეორეჯერ ამდენი ხნით არ გაგიშვებ.სულ მუხლის ჩოქვით რომ მეხვეწონ,შანსი არ გაქვს."
"შენ გემონებით!"- ფხუკუნებდა.-" ჩემო პატარა ქაჯთა ანტილოპავ!"

"შენ თუ ნორმალური იყო."-ჩამეღიმა.-" იცი როგორ მომენატრე?! იცი,მაინც??"

-"არ ვიცი,წვრილა."- ისე მომნატრებოდა ვერ ველეოდი.

-"იცი! მე ხომ ვიცი რომ სიგიჟემდე მოგენატრე და მალე ვეღარ გაძლებ, ჩამოხვალ."

-"კი და შემოსასვლელშივე აგიღებ ჩემო უგემურო სიამოვნების ზენიტო."

-"უგემური ვარ?"- მეწყინა.
-"ცოტა ცოტა,მაგრამ მერე გაგემრიელებ. შენი ძვლები მერჭობა ხოლმე და ჭკუიდან ვიშლები."

-"წავედი რა!აღარ დამირეკო! ვინმე გემრიელს ეხუტე!"

-"რა გწყინს ერთი რა. უნდა გიხაროდეს."

-"რა,საკუთარ ქმარს რომ ვერჭობი ძვლებით?"- გავღიზიანდი.

-"მეც ხომ გერჭობი,დიდი ამბავი. თან ორივეს გვსიამოვნებს."- იდიოტი!

-"შენ რა იცი, მსიამოვნებს თუ არა!"

-"გეფიცები,იგრძნობა. მეც მსიამოვნებს შენი ძვლების შერჭობა."- წარბები შევკარი.

-"ნეტავ არ გიქრიდეს თავში."- ჩამეცინა.- "გამაფრთხილე ჩამოსვლამდე.."

-"გაფრთხილება სულ არ გჭირდება, სადარბაზოდანვე გესმის ხოლმე ჩემი ნაბიჯების ხმა. ყურები გაქვს დაცქვეტილი."- მეღიმება.

-"ჰო,შენ რომ მოდიხარ, ცოტას ვერთობი ხოლმე."

-"ვის აქვს ყურები ლოკატორებივითო?!"

-"მე."- თავი ჩავხარე.

-"რამ მოგაწყინა,ვგიჟდები შენს ყურებზე!"

-"მხოლოდ ყურებზე?!"

-"კი. განსაკუთრებული ნიჭი გაქვს მანდ და.."- მეღიმება.
-"არადა,აღიარებული გაქვს,რომ საოცრება ვარ."

-"კი,ჩემი უჟანგავი ჟიგული ხარ."

-"ჩამოხვალ და დაგლეწავ!"- დავემუქრე.

-"ჩამოვალ და მიიღებ ყურის ძირში!"-დაიმუქრა.
-"აგფატრავ!"
-"წაგითაქებ!"-გააგრძელა.
-"გაგაცამტვერებ."
-"გაგატიტვლებ!"- კუშტი შემეკრა ისევ.
-გარყვნილი ადამიანი ხარ."
-"რატომ ერთი, პატიოსან მოფერებაზე არაფერი გსმენია?! თუ არ მოგფერებივარ ჯერ ეგრე.."

-"მომენატრე,ვირო!"

-"კი,ვიცი. იგრძნობა."
-"ნერვებს მიშლი,წავედი!"
-"ჯერ მაკოცე."
-"დისტანციურ კოცნებს არ ვარიგებ აქ."
-"ჩემთვის გენანება 1 კოცნა?"

-"კი."

-"მადლობა კოცნისთვის,გავიქეცი!"- ჩამყვირა მობილურში და გათიშა.
გადავიხადე მგზავრობის თანხა და მანქანიდან გადმოვედი. ჟულიენი მიქნევდა ხელს აივნიდან, ამოდი ჩემთანო.

-რა ხდება?!- ავძახე.

-სასწრაფოდ! გასასვენებელი სანამ გავხდი!- ამას რომ ამბობდა, აშკარად ვერ იყო კარგად საქმე. ადგილს მოვწყდი და კიბეებზე ავირბინე.
კარში დამხვდა ჟულიენი.

-ჰე რა ხდება?!- ვკითხე აღელვებულმა.

-ვერ გავერკვიე,თევზი ხარ თუ მერწყული. აშკარად ნაზავმა საოცრებები აკეთე.-ფეხზე ვიხდი და ჩანთას ვკიდებ საკიდზე.

- გარდამავალ პერიოდში დავიბადე. რა ხდება?!

-რა ხდება და რატომ არ მითხარი, შერჩევითზე თუ იყავი?! გიჟივით გეძებს კასტელო!- ხელები აიქნია თვალებგაბრწყინებულმა დემონსტრაციულად.

-ჰა?!-დავიბენი.

-ტაბიძე გადაირევა! პირდაპირ გენიალურ როლზე დაგამტკიცეს!- რას ამბობს?
-ჟულ,ამიხსენი!- მისაღებში შესული დივანზე ვჯდები.

-ახსნა შენ მოგიწევს ჩემთვის, თორემ მე შენთვის არაფერი დამიმალავს. გადარეულები გეძებენ, დაიკარგა შენი საკონტაქტო ნომერი, მერე აღგწერეს და შენი ფოტო ვუჩვენე, ეს ხომ არ არის-თქო. კი,შენ საიდან იცნობო და წნევამ ამიწია იქვე. სერიოზულად, 140 მქონდა.- რაზე მელაპარაკება?!- ვივი, მე რომ გითხარი, მსახიობებს ეძებენ ფილმისთვის-თქო, ისეთები ჩაგიტარებია, გადარეულები გეძებენ! მთავარ როლზე დაგამტკიცეს, მთავარზე!- ყვირის აღელვებული და დივანზე წვება ზურგით.

ჯერ გავრკინდი ერთ ადგილას. ჰაერის მიწოდება წუთით შეწყდა. გონება გამეთიშა. საკუთარი გულისცემა აღარ მესმოდა.
მცხელა,მერე სიცივე მივლის. გამაკანკალა.
ჟულიენი ყვირის. ბოთლს ხსნის და ჭიქას ავსებს ღვინით.

-პატარავ,ყველაფერი გამოგვივა!

-მე... ამიყვანეს?!- ყელი მიშრება.

-კი,კი,კი! შენ ითამაშებ მთავარ როლს. ჩემო ნიჭიერო! დასაჩუქრებული ადამიანი ხარ, მრავალი ნიჭით.-ემოციებშია.

-მართლა..რა მაგარია..- გონს ვერ მოვდივარ.

-რას დამიშტერდი, ამოვა კასტელო! თავს ნუ ირცხვენ! - ფეხზე წამომაგდო ბუტბუტით და აბაზანაში შემაგდო, წყლიანი ხელიც მომისვა სახეზე. - გონს მოდი! ენა გადაყლაპე?!- ლოყებზე მიტყაპუნებს სველ ხელებს.

ისევ გავითიშე. ყვირილი მომინდა ბედნიერებისგან. ემოციები ყელში მომაწვა, ხმა კი არ ამომსვლია..
თვალები ამემღვრა და სიხარულის ცრემლები დამეღვარა.

წლები ვცხოვრობდი ბნელში. არსებობისთვის ვიბრძოდი და ოცნებებს გულის სიღრმეებში ვჩქმალავდი. შორიდან ვუყურებდი, როგორ უხაროდათ სხვებს ოცნებების რეალიზაცია. მიხაროდა მეც, მაგრამ საკმარისი არ იყო. მეც მინდოდა სანუკვარი ნატვრა ამხდენოდა,მე კი არაფერი მიხდებოდა. გულდაწყვეტილი ვიყავი და ზოგჯერ სიცოცხლეც არ მინდოდა.მძიმე დაღად მესვა წარსული და აუხდენელი ოცნებები.
სულს მიწვალებდა ბნელეთის აჩრდილი და წამს დამონებული ოთახში ვიწექი უღონოდ ხოლმე.
ახლა კი ვერ ვიჯერებდი,რომ ფორტუნა ჩემს მხარეს იყო. ამდენი რამის შემდეგ, ნუთუ შანსები მქონდა?! ნუთუ ვიმსახურებ ამხელა რამეს?!
-ამიყვანეს..- ვჩურჩულებ ნერვებს აყოლილი.

ნუთუ ოცნებები ხდება?! ნუთუ შანსები ყველას გვაქვს?!

-სენსიტიური გახდი,ახლა თუ ორსულად ხარ, ღიპუცა სანამ დაგედება... ვაიმე,რომი!

-არ მჯერა!-ამოვისლუკუნე.- ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდნენ, ვიფიქრე..-ხელისგულებში ჩავრგე თავი.

-გიჟივით რომ გამოასკდი,მაგის ბრალია!ვატო გადაირევა.- მკერდზე მიხუტებს.- შებმას რომ დაგიწყებენ, იმდენს იზამს, ჩემს თხოვნას შეისმენს და დაგაორსულებს.თუ უკვე არ ქნა.

-მოიცა,გავგიჟდები ახლა! თან მთავარ როლზე?!- სუნთქვა მერევა. -ვერ ვითამაშებ მაგ როლს. თამამი სცენებიც შედის, მე ვერ ვითამაშებ. - გული მწყდება. არადა ოცნებასთან რა ახლოს ვიყავი,ცოტაც და შევეხებოდი.

-რაებს ბოდავ, ერთხელ გაკოცებენ და ეგ არის. ვატოს გავაკავებთ.

-გამორიცხულია,მას არ იცნობ. სხვა თუ მეხუტება,იმაზეც პრობლემა აქვს.

-დაიცადე,ჩემს ჩახუტებაზეც?!- თვალებს აწვრილებს.- ზედმეტია შენს ცხოვრებაში,განქორწინდი.

-თქვენ ძლივს აგიტანათ.- თავს ვაქნევ.

-მაშინ არ გაეყარო. რომი მარტოს ვერ გეყოლება.

-როდის ამოვა კასტელო?!- თემა შევცვალე თუ არა, წამსვე ზარის ხმა გაისმა.

-მოვიდა. თვალები მოიბანე და თავდაჯერებული ღიმილით გამოდი! შენ ამას შეძლებ! - ლოყაზე მომისვა ხელი.
------

- გამორიცხულია.-თავს ვაქნევ.- ავგუსტინას როლზე მოვედი მე და არა მთავარი პერსონაჟის. ვერ გავშიშვლდები ეკრანზე და ვერც თამამ სცენას ვითამაშებ.

-დაქორწინებულია და ქმარი ჰყავს ეჭვიანი.- ჟული ერთვება. - შეიძლება მსახიობები ჩაგილურჯოს ან ტრამვატოლოგიურში წაგიწვინოს, ეგეც უკეთეს შემთხვევაში.

კასტელო მაშტერდება. ჭიქას ხელში ათამაშებს.

-ჟულ,ვატო არაფერ შუაშია, მე ვერ შევძლებ სხვის შეხებას.- ვატოს დაცვის სურვილი მიტევს.- მართლა ვერ შევძლებ მსგავს რამეს.- ოცნება გამისხლტდა. კვლავაც გამისხლტდა.

-მირჩევნია ეგ მომენტი ამოვიღო საერთოდ,ვიდრე შენზე უარი ვთქვა.- წინ იწევა კასტელო.- არადა, ეგ სცენა,მეტ ხიბლს შესძენდა.

-არ მინდა,ჩემ გამო რაიმე დათმობაზე წახვიდეთ. იქნებ, ვინმე იპოვოთ, უფრო თამამი. იქნებ მან გაიხადოს ხელოვნების სახელით მილიონი კაცის თანდასწრებით.- გულზე ვიდებ ხელს.- უბრალოდ, სხვა რამეშიც შეიძლება ხიბლი იყოს. სხვა რამითაც შეგიძლიათ თავი დაამახსოვროთ მაყურებელს.

-მაგალითად?!- თვალებში მიყურებს.

-პერსონაჟის გულწრფელობით, სიყვარულით აღსავსე მზერით, მაცდური ღიმილით, ტკივილიანი ცრემლებით, თვითონ ისტორიით, უმშვენიერესი ბუნებით.

-და შენ რატომ მოხვედი, ავგუსტინას როლზე?!- თავი ჩავხარე.

-საინტერესო პერსონაჟია. ბედნიერია და მუდამ იღიმის ხალხში. ავგუსტინა,კარგი მეგობარია. ცოტა ჩაგრულიც. ყველაზე მეტად მისი გულდაწყვეტილი გამოხედვა წარმომიდგენია. ქვემოთ იხედება, იღიმის ამღვრეული თვალებით. ცდილობს დაფაროს გრძნობები, მაგრამ იმდენად დიდი იმედგაცრუება ხვდება წილად, ვეღარ იტევს და ასე დგას, თავისთვის მარტო.- ტანში გამცრა. თვალწინ წარმომიდგა ტანდაბალი ქალი.სევდიანი თვალებით და ნაძალადევი ღიმილით. სხვა გზა არც აქვს.უნდა გაიღიმოს და ღამით სასმელს მიეძალოს.

-მაგრამ შენ ითამაშებ იმ ქალის როლს,რომელზეც გიჟდებიან. იქნები იმ კაცის ცოლი, რომელმაც პირველმა მოგინადირა.- მეცინება. ხალხი აუცილებლად დამცინებს.

-ვივიენ!- ჟული მიჯდება გვერდით. მე ღვინის ჭიქას ვიყუდებ.

-შემდეგ ხალხი გაიცინებს.- ჟულიენმა მომჩქმიტა.

-უკაცრავად?!- კასტელო წარბს სწევს.

-იმდენად ლამაზი უნდა იყოს მთავარი პერსონაჟი, რომ მამაკაცები გადარიოს. მოდი, რეალურად შევხედოთ სიტუაციას, მე საკმარისი არ ვარ.- ჭიქას ვავსებ.- გჭირდებათ ვინმე გრძელფეხება.

-მე მჭირდება მართლა ლამაზი და არა გამომწვევი. მჭირდება ტანად სუსტი, სტანდარტულზე დაბალი გოგონა, ლამაზი ღიმილითა და თვალებით. რომ მდომოდა ქერა, ცისფერთვალება, დიდი მკერდით, ვიშოვიდი. მე მჭირდები შენ, შენი ხასიათით და თუ არ..

კივილი მომინდა. მართლა ყველა დამცინებდა.ისეთი გამხდარი ვიყავი, თან დაბალი და არც იმდენად ლამაზი, რომ ვინმე გადარეულიყო ჩემზე.
დამცინებდნენ და კიდეც ერთხელ მომიკვდებოდა გული. ხალხი ხომ არ გაპატიებს არაფერს. იმასაც კი, რაც შენზე არაა დამოკიდებული.
მეც არ მპატიობდნენ. ბოროტი ენითაც უთქვამთ და სიცილ-კისკისითაც ცუდი. გულიც ბევრჯერ უტკენიათ და სულ ვუღიმოდი ხოლმე. ჩხუბით ბევრჯერ არ მიჩხუბია, მაგრამ თუ მიჩხუბია,ისე რომ ცხოვრება აღარ მოსდომებია მეორე მხარეს.

არ მინდა ვინმემ დამცინოს..

-სხვებმა ისე რომ ვერ დამინახონ?! ისევ რომ ჩემს " ნაკლოვანებებს"
გაუსვან ხაზი?

-და რა ნაკლი გაქვს?!-ჟულიენი წამოენთო.-ბასეინზე მყავხარ ნანახი. მართლა ლამაზია, წარმოუდგენლად ლამაზი. წყალში ხომ საერთოდ.- თავისას მიერეკებოდა.- შენ აუცილებლად ითამაშებ მთავარ როლს. დაინახე შენი თავი ისეთი,როგორიც ხარ.

-აი,შენი ტექსტი.- წინ დამიდო ფურცლები.- შენ ხარ დამტკიცებული მთავარ როლზე, 1 კვირაში გადაღებები იწყება. წარმატებებს გისურვებთ.- გამიღიმა კასტელომ.

-მე..- ოცნებას ვუშვებდი, ის კი თავად მეჭიდებოდა.

-მადლობის თქმა უნდა,ალბათ.- ჟულიენმა მიაწოდა უცნაური სახის ნამცხვარი. აქამდე არც კი მენა