შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //17//


13-09-2020, 18:29
ავტორი ენქეი
ნანახია 1 001

სულ რაღაც ნახევარ საათში ირაკლიმ გაარკვია თუ სად იმყოფებოდნენ გოგოები, ბიჭები მაშინვე რესტორნისკენ გაეშურნენ, ადგილზე მისულები კართან წამით შეყოვნდნენ და შიგნით შეაბიჯეს. დარბაზში ნაზი საცეკვაო მელოდია ისმოდა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა და სინათლეც მკრთალად ანათებდა ხალხის ირგვლივ თუმცა, ბიჭებს დიდად არ გასჭირვებიათ თავიაანთი გოგონების შემჩნევა ამდენ ხალხში, მაგიდასთან მხოლოდ ლილე იჯდა ბიჭთან ერთად და რაღაცაზე გამალებით ესაუბრებოდა. ბარბარეს ორივე ხელი ბიჭის კისერზე ქონდა შემოხვეული და მუსიკას ტანს ზანტად აყოლებდა, ეს გეგმა სულ უფრო და უფრო აწუხებდა.
-პარტნიორს ვითხოვებ -ხელიდან გამოსტაცა ბიჭს ბარბარე და მთელი სხეულით ზედ აიკრო.
-რატი? -გაფართოებული თვალებით მიჩერდა გოგონა -აქ რას აკეთებ?
-ჩემი გაგიჟება გინდა ქალბატონო?
-საიდან მოიტანე, უბრალოდ ვცეკვავდი.
-ვისთან ერთად? საერთოდ რამდენი ხანია რაც იცნობ?
-დაკითხვას მიწყოობ?
-ხო გიწყობ და პასუხსაც ველოდები.
-მგონი არ ხარ შენ კარგად.
-მე არ ვარ გოგო კარგად? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებში გამომტყდომოდი ჩემს ჭკუიდან გადაყვანას ცდილობ, ვიღაც ორი დღის გაცნობილ ბიჭს ეცეკვები და ფეხებზე გკიდია ტვინში სისხლი რომ მექცევა შენი ასე დანახვისას.
-ასე არ არის, მე უბრალოდ მეგობარს ვეცეკვებოდი.
-ბარბარე! ან ახლავე წამოხვალ აქედან ან საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!- თვალები წამოენთო რატის.
-დავრჩები. -არ ჩამორჩა ბარბარეც
-იცოდე ნაწყენი ისევ შენ დარჩები -სხეულიდან მოიშორა და ხალხის ბრბოში წამში გაუჩინარდა.

***
-როგორ ხართ ახალგაზრდებო?- ღიმილიანი სახით მიაჩერდა კაკი ლილეს და უცნობ ბიჭს.
-კაკი? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მზერა გაუსწორა
-ასე უნდა ლილე? გასართობად მოდიხარ და სიტყვა არ დაგცდენია. –„იწყინა“ კაკიმ
-არუშავს ძმაო, ჩვენთვის უკეთესი გასართობი მოვიფიქრე -მხარზე ხელი დაკრა რატიმ
-რა? რა გასართობი?
-მალე ნახავთ ძვირფასო -ახლად მოსულ ლოლიტას სანდრომ მკვლელი მზერა ესროლა და გვერდით მაგიდაზე ადგილი შეუკვეთა...

***
ერთი საათიც არ იყო გასული სამი საკმაოდ გამომწვევი ახალგაზრდა გოგონა დარბაზში რომ შემოვიდა და გეზი პირდაპირ მათი მაგიდისკენ აიღო, ბიჭები სათითაოდ გადაკოცნეს და მათ გვერდით განაწილდნენ.
დაძაბულები ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს გვერდით მაგიდასთან მსხდომი ლილე,ბარბარე და ლოლიტა.
-რა ჯანდაბას აკეთებენ - სიბრაზისგან ჭიქას მაგიდაზე ათამაშებდა ლილე
-სამაგიეროს გვიხდიან იმის გამო რაც გავაკეთეთ.
-ხომ გითხარით რომ ცუდი გეგმაათქო, თქვენ კიდევ არ დამიჯერეთ -ხელები გაასავსავა ბარბარემ
-მაგას შენ კი არა მე ვამბობდი -კამათში აყვა ლილე
-კარგი ახლა, რაც მოხდა მოხდა, ვერაფერს ვერ შევცვლით.
-შეხედე -თავით ანიშნა ბარბარემ რატიზე და უცხო ქერათმიანზე რომელიც რატის მთელ სხეულზე ხელებს უფათურებდა -მოვკლავ, იმ თმებს ღერა-ღერა დავაწიწკნი
-დამშვიდდი ბარბარე, თავი ხელში აიყვანე.
-არა, არა სანდროს ნამდვილად მოვკლავ - წვენის ჭიქას ხელი დაავლო ლოლიტამ და ფეხზე წამოდგა
-რას აკეთებ? გაგიჟდი? -ხელში წვდა ლილე
-ახლა ვაჩვენებ ამ იდიოტებს სეირს. -ხელი გაინთავისუფლა და მათი მაგიდისკენ აუღელვებლად გაემართა.
-ლოლიტაა, რა სიურპრიზია. მიკვირს რომ გვიკადრე -ღიმილით მიესალმა კაკი
-მოკეტე ძმაო, შენი თავი არ მაქვს. -დაუღრინა ლოლიტამ და გოგონას გადახედა -შენ კი შემდეგში სანამ სუფრასთან დაჯდები პირი მოიწმინდე და მაკიაჟი შეისწორე .-წინადადება დაასრულა და სახეში სასმელი შეასხა.
-შენ რა გაგიჟდი? -დაიწიკვინა გოგომ და ფეხზე წამოვარდა.
-ხმა გაკმინდე სანამ ეგ დაბერილი ტუჩები დაგიხეთქე- თვალები დაუბრიალა ლოლიტამ და სანდრო ფეხზე წამოაგდო. -წამოდი მივდივართ.
-მე აქაც კარგად ვარ.
-სანდრო ძალიან გთხოვ ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორეემ ამ მაგიდას თავზე დაგამხობთ.
-და მერე შენი ბიჭი?
-ქასთინგზე ვიპოვე შენს საეჭვიანოდ მჭირდებოდა, ახლა კი წამოდი.
-მხოლოდ მაგიტომ?
-ხოო, მაინტერესებდა რა რექცია გექნებოდა, ანუ იეჭვიანებდი თუ არა.
-ბოდიში მაგრამ ჩემს შეყვარებულს ვერ ვაწყენინებ, უნდა წავიდე. და ხოო მართლა ეგ დაბერილი ტუჩები საშინლად არ გიხდება -ღიმილით დაასრულა საუბარი ლოლიტას ხელი მჭიდროდ მოკიდა და დარბაზი მასთან ერთად დატოვა.
-არ მეგონა ასე მალე თუ წამომყვებოდი.
-ცოტაც და იმ გოგოს შუაზე გაგლეჯდი.
-და მაინც როგორი საძაგელი გამოხედვა ქონდა, რომ ვიხსენებ გული მერევა.
-იმ გოგოზე ნუ ინერვიულებ, შენს გარდა ვერავის რომ ვერ ვამჩნევ ხომ იცი.
-რავიცი აბა, ისე უყურებდი ლამის შეგიყვარდა.
-ნუ სულელობ გთხოვ, ერთადერთი ადამიანი ვინც მიყვარს და მეყვარება შენ ხარ, ასერომ ასეთი სისულელეებისგან თავს ნუ დაიღლი.
-ნამდვილად?
-ნამდვილად! -დაეთანხმა და მანქანის კარი გაუღო, როგორც კი მანქნაში ჩასხდნენ მაშინვე გაუჩინარდნენ რესტორნის ეზოდან და თვალს მიეფარნენ...


***
-ახლა გავგიჟდები ლილე, მართლა გეუბნები ცოტაც და შემომაკვდება ის გოგო.
-კარგი დამშვიდდი გთხოვ.
-სადღაც მიდის, სად სად მიდის. -თვალები დაძაბა მხედველობის არედან რომ არ დაჰკარგვოდა.
-გარეთ გადის ალბათ მოსაწევად.
-კარგი, გავყვები. -ფეხზე წამოიჭრა ბარბარე
-სად მიდიხარ გოგო?
-უნდა დაველაპარაკო.
-ამ სულელებთან მარტო არ დამტოვო გთხოვ-მუდარის ტონით უთხრა.
-თქვენც წადიც,აღარაფერში გვჭირდებით, მალე მალე -მის გვერდით მჯდომ ბიჭს ხელით ანიშნა ადექიო და სამივე ერთდროულად გაყარა დარბაზიდან
-არანორმალური, ქარაფშუტა -რამდენჯერმე კი ჩაიბუტბუტეს ბიჭებმა მაგრამ მალევე მოშორდნენ იქაურობას
მაგიდასთან მხოლოდ ლილე და ბარბარე დარჩნენ, ლილეს ხელიდან გამოეცალა ბარბარე და წამსვე რატის უკან მიჰყვა.
რამდენიმე წამიც არ იყო გასული ყელში გახშირებული სუნთქვა რომ მიაფრქვიეს და ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა.
-როგორც ვხედავ სულ მარტო ხარ.
-ხო კაკი მარტო ვარ, ამხელა მაგიდასთან მარტო ვზივარ როგორც საცოდავი ქალი და წითელ ღვინოს შევექცევი.
-რატომ საცოდავი ქალი? კასტინგის ბიჭმა დიდხანს ვერ გაქაჩა?- მის ხმაში ცინიზმი აშკარად იყო გარეული.
-აჰაა, შენი დასაცინიც გავხდი.
-არა, მე შენ არ დაგცინი.ჩემს საყვარელ ქალს რატომ უნდა დავცინო. უბრალოდ ვერ ვხვდები ის ბიჭი რაში გჭირდებოდა.
-მე... უბრალოდ შენს გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი -თავი იმართლა და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-გაიტერესებს მიყვარხარ თუ არა ხომ ასეა? -კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თავად განაგრძო - დუმილს თანხმობად მივიღებ და ხო, მიყვარხარ ლილე, უბრალოდ შესაფერის მომენტს ველოდი სათქმელად მაგრამ რადგან ასეთი სისულელეების ჩადენა დაიწყე ჯობს სიმართლე იცოდე, უმჯობესია იცოდე რომ მიყვარხარ -მისი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა.
-თავიდანვე ვამბობდი რომ ცუდი გეგმა იყო გეფიცები, გოგოებსაც ვუმეორებდი მაგრამ არ მოისვენეს- აცრემლიანებული თვალები მიანათა კაკის და სხეულზე მთელი ძალით აეკრო.
-ჩემი ბრალია, შენთვის რომ მეთქვა შენი კურსელების საცემად მივდივართქო მსგავსი კითხვები აღარ შეგაწუხებდა.
-შენ რა ერეკლე და თემო სცემე?
-ხოორაიყო?
-გაგიჟდი? ეს რატომ გააკეთე?
-გეწყინა?
-არა მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავი.
-ყვავილები ხომ არ გავუგზავნო მობოდიშების სახით? -დასერიოზულდა კაკი
-არა, უბრალოდ...
-არანაირი უბრალოდ, მაგრამ და მსგავსები. მოდი წავიდეთ აქედან რა, ამათი ყურება უკვე აღარ შემიძლლია.
-მერე რატი და ბარბარე?
-მიხედავენ ეგენი თავს წამოდი. -ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდა...

***
-ასე ჩემს ჯიბრზე იქცევი არა? -მანქანაზე მიყუდებულს ჯერ კიდევ შორი მანძილიდან მიაძახა ბარბარემ
-ოჰჰ, თავად დრამების დედოფალიც მოსულა.
-ასე რატომ მექცევი?
-როგორ გექცევი?
-ისე თითქოს ფეხებზე გკიდივარ და შენთვის არც ვარსებობ.
-მეე? მგონი საკუთარ თავში გეშლები.
-მე კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ.
-ეჭვიანობ ბაბი? -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა რატის
-ეჭვიანობა რა შუაშია? მე რომ ვინმე ბიჭთან მასე დაგენახე რას იზამდი? მითხარი რას გააკეთებდი?
-ალბათ მოვკლავდი.
-მეც ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი, გოგო კალთაში გიხტებოდა და შენც ამის უფლებას აძლევდი მხოლოდ იმიტომ რომ გაგემწარებინე და ესეც იმიტომ ხდებოდა რომ არ გითხარი მიყვარხართქო. ხო მართლა მიყვარხარ და მერე რა? რა იცვლება ამით?
-ძალიან ბევრი რამ ბარბარე, ძალიან ბევრი რამ. -წელზე ხელები მოხვია და თავისკენ მიიზიდა - ის რომ მე მიყვარხარ და შენც იგივეს გრძნობ ძალიან ბევრ რამეს ცვლის ჩვენს შორის -წამით მის გამოხედვას აკვირდებოდა შემდეგ უბრალოდ მონატრებულ ტუჩებს დაეკონა და საყვარელი ქალი ამ ამაზრზენი ხალხისგან შორს წაიყვანა...



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს თავი არ მომეწონა უაზრო გოგოები რომ იქცევიან და ფინთი გოიმები იმათ გავდნენ და არც ესეთი ბალურ თავს არ ველოდი. კარგად წერ მაგრამ ეს თავი არაა ისეტი როგორიც შენ იცი. ველოდები შემდეგ თავს relaxed

 


№2  offline მოდერი ენქეი

საუკეთეს
სტუმარი ნინა
ეს თავი არ მომეწონა უაზრო გოგოები რომ იქცევიან და ფინთი გოიმები იმათ გავდნენ და არც ესეთი ბალურ თავს არ ველოდი. კარგად წერ მაგრამ ეს თავი არაა ისეტი როგორიც შენ იცი. ველოდები შემდეგ თავს relaxed

heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

გელი,გელი ,მოგელიიიიი :))

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ისტორიის გაგრძელებას აარ აპირებ?

 


№5  offline წევრი Megioki

აღარ გააგრძელებ ისტორიას? :P არადა მართლა კარგი ისტორიაა ❤️
--------------------
M.oki

 


№6  offline წევრი Ele Ni

ისტორიას იმედია დააარულებ!

 


№7 სტუმარი სტუმარი ნისა

შემდეგ თავს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent