შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 13)

15-09-2020, 23:07
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 316

მზე ახლად ამოწვერილიყო. ყველა მათგანი უკვე სამშვიდობოს გრძობდა თავს. მაგრამ მტერი მაინც ახლოს იყო. საჭირო იყო, გორის მიმართულებით, დროულად დაძრულიყვნენ. ლიქოკელმა ბოლო მითითებები მისცა ჯარისაკაცებს. უთხრა, სამანქანო გზებზე არ ევლოთ და ფხვენისამდე შხირად არ შეესვენათ. თუ ავიაციას შეამჩნევდნენ მაშინვე გაფანტულიყვნენ. ხუთმა ათეულმა ჯარისკაცმა მიტოვებული შენობა დატოვე და გეზი სამხრეთისკენ აიღო. ზვიადმა თვალი გააყოლა, „ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო“. - ჩაილაპარაკა და უცნობს მოუბრუნდა.
- შენი სახელი არ მიკითხავს უფროსო.
- ვაჟა.
- წავიდეთ ვაჟა, „შაოსანი ჯეელი“ მოვინახულოთ.
სწრაფი ნაბიჯით დაიძრნენ. ძმადნაფიცის ნახვის სურვილით აღტკინებულს, გული გამალებით უცემდა. „მოვდივარ ძმაო!“ - ხშირად იმეორებდა გონებაში. მოზრდილი ბორცვი გადაიარეს და სოფელიც გამოჩნდა. რამდენიმე სახლს ცეცხლი ეკიდა. ერთხანს მაღალ ბუჩქნართან შედგნენ. ზვიადმა სოფელს თვალი მოავლო, დაბომბვის კვალი არსად ჩანდა. ასეც რომ ყოფილიყო ხმას აუცილებლად გაიგონებდნენ. „მაროდიორები“ - გამოსცრა კბილებში. უცებ, სოფლის ვიწყო მოსახვევიდან, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოვარდა. ჟიგულის მარკის ავტომობილი ერთ-ერთ სახლთან გაჩერდა და ოთხი შეიარაღებული ბოევიკი გადმოხტა. ყველა მათგანს, მწვანე, დაფოთლილი ფორმა ეცვა და თეთრი სამკლაურები ეკეთათ. მძღოლი გარეთ დარჩა, დანარჩენები კი სახლში შეცვივდნენ.
- რუსები არიან? - იკითხა ზვიადმა და ლაშას ბინოკლი მოიმაჯვა.
- არა, ოსები არიან. ჩემი კლასელის, ზალინა ბესტაევას ძმიშვილები. - ჩაილაპარაკა ვაჟამ. - ამ არაკაცებმა ომამდე ხომ სისხლი გაგვიშრეს სოფელს და ახლა რაღა გააჩერებთ?! დარბიან ალბათ და ძარცვავენ ყველაფერს.
მალევე სატვირთო მანქანა მოვიდა, ჟიგულს გვერდი აუარა და გასაძარცვი სახლის შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს გაჩერდა. ბოევიკებმა სახლიდან ავეჯის გამოზიდვა დაიწყეს. ზნედაცემული ჯარისკაცები, არა მხოლოდ მსხვილ საყოფაცხოვრებო ავეჯსა თუ ტექნიკას, წვრილმან ჭურჭელსაც კი ეზიდებოდნენ და სატვირთო მანქანის საბარგულზე აწყობდნენ. ამ ყველაფრის შემყურე ლიქოკელს გულისრევის შეგრძნება დაუფლა. ერთი სული ჰქონდა, იარაღ-შემართული მათკენ გაქცეულიყო და ავტომატის გრძელი ჯერი გადაეტარებინა. თავი მალევე მოთოკა. ყველა მათგანსაც რომ გამკლავებოდა, სროლის ხმაზე დამხმარე ძალა მალევე გამოჩნდებოდა, ეს კი არა მხოლოდ მის, ლაშას დაღუპვასაც ნიშნავდა.
- რომელია შენი სახლი? - მიმართა ვაჟას.
- აი, გვერდით. - გახევებულად მდგარმა კაცმა ხელით გაძარცვული ოჯახის გვედით, ოციოდე მეტრის მოშორებით მდებარე სახლზე მიანიშნა.
- ანუ შემდეგი შენი სახლია?
- ჩემი სახლიდან ბევრს ვერაფერს წაიღებენ. ყველაფერი, რაც ფასეული იყო ჩემებს გავატანე ქალაქში, მაგრამ სარდაფში აუცილებლად ჩავლენ, რუსებისთვის არაყს ეძებენ ხოლმე. შენი მეგობარი სარდაფშია და ადვილად მიაგნებენ.
- ჰქონდა იარაღი ჩემს მეგობარს?
- ჰქონდა, ავტომატი და მაყუჩიანი პისტოლეტი.
- სიარული თუ შეეძლო?
- ძლიერი ბიჭი ჩანდა, დაჭრილიც კი თვითონ იმუშავებდა ჭრილობას. ახლა ბევრად უკეთ უნდა იყოს.
- კარგია. - ჩაილაპარაკა ზვიადმა. ბინოკლი კიდევ ერთხელ მოიმარჯვა, ბოევიკებს გახედა და მათი იარაღის შეფასებას შეუდგა. უმრავლესობა კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებდა, ორ მათგან კი მხოლოდ პისტოლეტი მოუჩანდა ქამარში. ახლა ვაჟას სახლს გახედა. შენობის ძირში, მომცრო, კვადრატული გისოსები მოათვალიერა. სარდაფის სარკმელები უნდა ყოფილიყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაშა დიდი ალბათობით სეპარატისტების ხმას გაიგონებდა და მზად იქნებოდა ბრძოლისთვის. ამასობაში ოსებმა ძარცვა დაასრულეს, ფარდებს ცეცხლი წაუკიდეს და ვაჟას სახლისკენ დაიძრნენ. ჟიგულმა და სატვირთო მანქანამაც მომდევნო ჭიშკართან გადაინაცვლა. მძღოლები ჩამოქვეითნენ, დანარჩენი ბოევიკები კი სახლში შევიდნენ.
საჭირო იყო ლაშასთვის მისი ადგილზე ყოფნა ემცნობებინა. ზვიადმა მოლაღურის ხმაზე რამდენჯერმა დაუსტვინა და ვაჟას მიუბრუნდა.
- იარაღის ხმარება იცი?
ზვიადის ქცევით გაკვირვებულმა ვაჟამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- გამომართვი. - ავტომატი გაუწოდა კაცს. - არსად წახვიდე. აქედან მხოლოდ მაშინ გაიქეცი, თუკი ცოცხალი მომკლავენ, ან რომელიმე ოსი გააღწევს შენი სახლიდან.
- რას აპირებ? ნებას მისცემ სახლში შევიდნენ?
- ჰო, სწორედ ამას ვიზამ... შევიდნენ, შევიდნენ სასაკლაოში და უკანასკნელი რასაც იგრძნობენ მისი ტყვიები იქნება! - ავად გამოსცრა ხევსურმა.
- ვისი, დაჭრილის? - იკითხა დაბნეულმა კაცმა.
ლიქოკელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. ძმადნაფიცის შაშხანა ზურგზე მოიგდო და წელში მოხრილი ბუჩქნარს გაუყვა. ასიოდე მეტრიღა რჩებოდა სახლამდე. ბუჩქნარიც მთავრდებოდა. მეტად მიახლოება აღარ ივარგებდა. მუცელზე გაწვა, შაშხანა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ, ხან ჟიგულის, ხანაც სატვირთოს მძღოლს უმიზნებდა. ვაჟას სახლიდან ბრახუნის და მტვრევის ხმები ისმოდა. ჩანდა ბოევიკები ჯერ კიდევ პირველ სართულზე იყვნენ და გაავებულები გამოუსადეგარ ნივთებს ლეწდნენ. ზვიადი დარწმუნებული იყო, სარდაფში მყოფი ლაშა ცოტას მოიცდიდა, მტერს დაარწმუნებდა, რომ სახლი ცარიელი იყო, შემდეგ თავად ავიდოდა პირველ სართულზე და მტერს მოულოდნელად თავს დაესხმებოდა. ოფიცრის სიტყვები გაახსენდა. გერმანიაში, თეორიულ წვრთნაზე ძმადნაფიცის გვერდით იჯდა და ოფიცრის სიტყვებს იწერდა. „მოულოდნელობა სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი პრინციპია. რაც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის დაბნევას ან მისი ყურადღების მოდუნებას. მოულოდნელობა შეიძლება იყოს, სრული ან ნაწილობრივი, ხოლო მაშტაბების მიხედვით - სტრატეგიული ან ოპერატიული დიტაქტიკური. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ომის დასაწყისში, ისე მისი მსვლელობისას, სტრატეგეიული ოპერაციის ჩატარების დროს“.
ზვიადი მეგობრის გასროლას ელოდა და მოთმინება ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა. წვრთნების დროს უამრავჯერ უსვრია შაშხანიდან, არასდროს გასჭირვებია. ახლა კი გულისცემა გახშირებოდა, ერთიანაც ყველა კიდური აუცახცახდა. უამრავი სახის ბრძოლა გადაუტანია, საველე ბრძოლა იქნებოდა, ურბანული თუ ხელჩართული. მაგრამ მსხვერპლის თვალთვალი, გაუნძრევლად ყოფნა და მოთმინება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ხშირად უხუმრია მეგობრისთვის. „შენ რა გენაღვლება, ხარ შენთვის შეყუჟული. მე ვიკითხო თორემ....“. პასუხად მხოლოდ მისი ირონიული ღიმილი და თავის უმაყოფილოდ გადაქნევა მიუღია. ახლაღა დარწმუნდა, რა გარჯად და ნერვებად უჯდებოდა შენიღბულ ჰოლანდიელს სამალავში ყოფნა, ლოდინი და შემდეგ ზუსტი გასროლა. ოდნავი უყურადღებობა, შფოთვა, მილიმეტრულად არასწორი მოძრაობა და შესაძლებელია გასროლა არასწორი ყოფილიყო, რასაც შესაძლოა თანამებრძოლების დაღუპვა, ან ოპერაციის სრული კრახი გამოეწვია. „ახლა გადავრჩეთ და ხმა აღარ ამოვიღებ ჰოლანდიელო“ - გაიფიქრა ზვიადმა, თავს ძალა მაქსიმალურად დაატანა და თავი შეიმაგრა. მოულოდნელად სახლიდან წამოსული ბრახუნი ხმა შეწყდა. ზვიადმა ყურადღება კარისკენ გადაიტანა, უკმაყოფილო ოსების გამოსვლას ელოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. „ალბათ სარდაფში ჩადიან, შევცდი“ - გულმა რეჩხი უყო ლიქოკელს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. სამიზნე სასწრაფოდ მოატრიალა, ჟიგულის მძღოლი მიზანში ამოიღო და სასხლეტი დაუფიქრებლად დაუშვა. მაშინვე მეორე მძღოლისკენ შემართა შაშხანა, თუმცა გასროლა აღარ დასჭირვებია, სატვირთოს შუბლგახვრეტილი მძღოლი უსულოდ იწვა. მალევე მოესმა ძმადნაფიცის სიგნალი. ფლეტისებრი სტვენამ ბედნიერების ჟრუანტელი მოჰგვარა ზვიადს. კარში გამოსულმა ლაშამ, ბუჩქებში გაწოლილ ძმადნაფიცის ხელი დაუქნია და თავისთან მიიხმო. ზვიად ბუჩქებიდან წამოიმართა და მოწყვეთით დაეშვა მეგობრისკენ. მხურვალედ გადაეხვია და მისი ჭრილობა მოიკითხა. როცა დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო გაკვირვებულმა ჰკითხა.
- რა თვალი გაქ ასეთი? როგორ შემამჩნიე, პირდაპირ რომ ჩემსკენ დაიქნიე ხელი?
- ეგრე რომ ვიმალებოდე აქამდე მკვდარი ვიქნებოდი. - გაიღიმა არაბულმა.
- კარგი რა, ვჩანდი?
- გეხუმრე, არ ჩანდი.
- აბა როგორ მიხვდი?
- პირველ რიგში სროლის ტრაექტორია. მეორე რიგში შენ მასხალათის ჩამცმელი არ ხარ მინდროზე, რომ წოლილიყავი. ბუჩქნარი კი მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო და მეტი სად უნდა ყოფილიყავი?
- ამ დროს ფიქრს როგორ ასწრებ. - ჩაილაპარაკა ზვიადმა და სახლის შესასვლელისკენ წავიდა.
ოთხივე გვამს, ჩვეულებისამებრს თითო ნატყვიარი ეტყობოდა შუბლზე.
- პისტოლეტიდან ესროლე? ხმა ვერ გავიგე.
- ჰო, მაყუჩით ვესროლე. ხმაურს მოვერიდე, შორიახლოს რომ მეგობრები ყოლოდათ ხმას გაიგონებდნენ.
- ავტომატი რატომ არ გამოიყენე, ოთხნი იყვნენ მაინც.
- ოთხ კაცს ავტომატი რათ უნდა ბიჭო?
- შეშლილი ხარ...
- მადლობა, მეც მიყვარხარ. - გაიღიმა ლაშამ. - ამ სახლის პატრონი სად არის?
- ზემოთ დავტოვე. - უპასუხა ზვიადმა. - დაგვინახავდა უკვე, ჩამოვა მალე. - ჩვენ დროზე უნდა წავიდეთ აქამდან ლაშა.
- წავიდეთ, მაგრამ მანამდე ეგ მძორები მოვაშოროთ აქედან. - მიუთითა მოკლულებზე. - სახლში ნუ დავუტოვებთ გვამებს.
დახოცილი ოსები სახლიდან გამოათრიეს და სატვირთო მანქანის დაბარგულზე შეყარეს. ლაშა კაბინაში ავიდა, დაქოქა და ეზოდან გამოიყვანა. უკან უნდა გადმოსულიყო, რომ სავარძელზე ნაჭრის, პატარა ჩანთას მოჰკრა თვალი. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩანთაში უამრავი ოქროს სამკაული აღმოაჩინა. „ამდენი ნაქურდალი ოქრო ჰქონიათ და კიდევ ავეჯს ეზიდებიან ეს ღორებო“. - გაბრაზდა არაბული, მანქანიდან გადმოვიდა და ზვიადისკენ დაიძრა.
ლიქოკელმა ვაჟას ჟიგულის გასაღები გაუწოდა და უთხრა, რომ დახოცილებს ძებნას დაუწყებდნენ და სასწრაფოდ დაეტოვებინა სოფელი.
- შენები სად არიან? - ჰკითხა ლიქოკელმა.
- თბილისში გავაგზავნე ჩემს ძმასთან. - უპასუხა ვაჟამ.
- შენ რატომ არ წახვედი?
- ამ სახლის მეტი არაფერი გამაჩნია. როდემდე შევეკედლებოდი ჩემს ძმას. ისიც ვიწროდ არის ქალაქში. ვიფიქრე სახლს ყურადღებას მივაქცევდი, მალე ჩაწყნარდებოდა ყველაფერი და ჩემებს უკან ჩამოვიყვანდი.
- ბიძაჩემო! - მიმართლა ლაშამ. - შენი დიდი მადლობელი ვარ. ბოდიში და მადლობაც ერთდოულად მაქვს სათქმელი. შარში გაგხვიე…
- ჩემს კარზე მოსულ დაჭრილ სტუმარს, მტერსაც მივხედავდი შვილო. ესეც რომ არა, ის დამპლები მაინც მოვიდოდნენ და იქნებ ცოცხალიც არ დავეტოვებინე. - თქვა ვაჟამ და ზვიადს მანქანის გასაღები გამოართვა. - ახლავე წავალ. წყალსაც წაუღია სახლიც და კარიც, წავალ და ცოლ-შვილს ჩავეხუტები.
- აი ეს გამომართვი. - ოქროთი სავსე ჩანთა გაუწოდა ლაშამ. - შეიძლება ეს მამაპაპისეული სახლი ვეღარ დაიბრუნო, მაგრამ ამით ნამდვილად შეძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას.
ფრთხილად გახსნა ჩანთა კაცმა და სახეზე ფერი ეცვალა.
- არაფერი მითხრა. - სიტყვა პირთან შეაყინა ლაშამ. - დაჯექი და ახლავე წადი. - მიუთითა მანქანაზე.
უხმოდ მოტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა. ერთი კიდევ შეხედა ახალგაზრდებს მადლობელი თვალებით და ძრავი ჩართო. როგორც კი ვაჟა დაიძრა ზვიადი და ლაშაც სატვირთოსკენ წავიდნენ.
- ხომ იცი, ის ოქრო საწყალი ხალხის ძარცვით იქნებოდა მოგროვებული. - უთხრა ზვიადმა.
- ვიცი ზვიად, მაგრამ აბა იმ ხალხს სად ვიპოვნიდით? ერთ კაცს მაინც მოვუმართეთ ხელი ამით. ერთით ნაკლები უსახლკარო ლტოლვილი ეყოლება ჩვენს ქვეყანას...

№1 სტუმარი სტუმარი mariko

გამობრწყინდი ჰოლანდიელო? ????

№2 სტუმარი Marimari

Yochag bichebs, mixaria orive kargad roa, gansakutrebit ki chveni holandieli:-) imedia mshvidobinad gavlen samshvodobos. Raxan damtavrebuli gaqvs mainteresebs, kide bevri darcha sanam saxls daubrundebian bichebi? Yvela axal tavshi mgonia romelime dashavdeba da vnerviulob cotas. Warmatebebi holandielo, didxans nu gvalodineb xolme.

Isic vicit samsaxuris gamo ver deb xshirad, samsaxurshi warmatebebi :-D ????

№3  offline წევრი ჰოლანდიელი

Marimari

წინ კიდევ უფრო საინტერესო იქნება : ) მადლობა მარი. არ მინდა საჯაროდ დავასპოილერო ის ცოტა ხალხიც კი ვინც კითხულობს : ) მომწერე პირადში და გამოგიგზავნი თუ გინდა

№4 სტუმარი Marimari

ჰოლანდიელი

raxan awi ufro saintereso gvelis win davelodebi:-) :-) sxvebivit mec:-D

Martla gansxvavebuli istoriaa aqaurebisgan, patriotizmic aris, megobrobac, dzmadnaficobac, babuas da shvilishvilsis didi siyvarulic ertmanetis mimart da qalvazhuri siyvarulic:-)

№5  offline წევრი ჰოლანდიელი

ძალიან კარგი, ასე ჯობია : )

№6  offline წევრი ვიპნი

ჰოლანდიელო ომი და ბრძოლები შენი სფეროა,ისე ძალიან მაგრად აღწერ ყველაფერს,მეც იქ მგონია უჩინმაჩინის მოსასხამმოხურული ვდგავარ და ყველაფერს შევყურებ.მიხარია რომ აღმოგაჩინე❣️❣️❣️ იმედია ამ მოთხრობის დამთავრების მერე არ მიატოვებ საიტს,ან თუ რამე ბლოგის ლინკი ჩაგვიგდე ან ფბ-ს ჯგუფი გააკეთე :)

№7 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცრად დახვეწილი ისტორიაა, ზომიერი, ყველაფერს მოიცავს. წარმატებები.

№8  offline წევრი ჰოლანდიელი

ვიპნი
ჰოლანდიელო ომი და ბრძოლები შენი სფეროა,ისე ძალიან მაგრად აღწერ ყველაფერს,მეც იქ მგონია უჩინმაჩინის მოსასხამმოხურული ვდგავარ და ყველაფერს შევყურებ.მიხარია რომ აღმოგაჩინე❣️❣️❣️ იმედია ამ მოთხრობის დამთავრების მერე არ მიატოვებ საიტს,ან თუ რამე ბლოგის ლინკი ჩაგვიგდე ან ფბ-ს ჯგუფი გააკეთე :)

ველოდები ხოლმე შენს კომენტარს ))

№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა თავია ქვეყნის სიყვარული თ გაჯერებული და ჩვენი გმირები დიდი ტკივილიც ვინც შეეწირა ამ ბრძოლას ცოტა იყო არ მეყო მადლობა წარმატებები

№10 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მაგარია და მართლა ძალიან კარგი იქნება თუ ამის მერე წერას ისევ გააგრძელებ ძაან მაგარია თავი მეც ომში მგონია რომ ვკითხულობ❤️

№11 სტუმარი poti

amis mere imedia kide shemogvtavazeb siaxlebs

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent