შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 14)


17-09-2020, 17:06
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 380

სატვირთო ტყის კორომთან დატოვეს, თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას გორის მიმართულებით. რამდენიმე საათი იარეს. შორიდან გაჰყურებდნენ დაცლილ და განადგურებულ ვარიანს. სოფელში მხოლოდ უპატრონოდ მიტოვებული საქონელი დასერინობდა. დაღლილობამ და შიმშილმა თავისი გაიტანა. ლიახვის პირას, ჭალაში შეჩერდნენ დასასვენებლად. ზვიადმა ზურგჩანთიდან ერთადერთი შემორჩენილი „ტუშონკა“ ამოაძვრინა. ლაშას კი ორიოდე შოკოლადი შემორჩენოდა.
დღე იწურებოდა. ჩამავალი მზის სხივები ალაგ-ალაგ აღწევდა ჭალაში და მდინარესთან მოკალათებულ ორ მეგობარს თვალებს სჭრიდა. ძალადაკარგულ სხივებს უშენდა და თვალის გუგებს უვიწროვებდა ბიჭებს. წამიერად გასული დღეები დაავიწყდათ, მზის ჩასვლის სიდიადითა და აღმატებულობლისგან გული შეეკუმშათ. აგვისტოსთვის დამახასიათებელი ცხელი მზე არ იყო, უჩეულოდ თბილოდა, თბილი იყო, როგორც ედემის ბაღის ფოთოლცვენა. საიდანღაც, კავკასიონიდან მონაბერი სუსხი, თითქოს ყრუდ ატანდა ძვალ-რბილში. არადა, გახედავდი და ვეებერთელა, მრგვალი ცეცხლის ლავა თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.
ადამიანი, შესაძლოა მზის ჩასვლას თვით ჯომოლუნგმას ფერდობებზე შეხვედრია, ან ყაზბეგის მყინვარწვერიდან გადაშლილი ხედით დამტკბარა, მაგრამ ასეთი ვნებიანი მზის ჩასვლა ბიჭებს არსად ენახათ. საიდანღაც არწივი აფრინდა. დიდრონი ფრთები ააშრიალა და ჰაერი ტალღებად გასერა. გრძელი კისერი ზევით აისროლა და ცის კიდეში რკალი მოქარგა. აიჭრა, უფრო მაღლა აიჭრა. გაფერადებული ცა ყველაზე ახლოს იყო მასთან. შემხვედრი ქარი კი მის ფრთებზე წუილის მელოდიას აჟღარუნებდა. არაფრად მიაჩნდა, ქარს მიაპობდა და გრძნობდა უზენაესობას თავის ფერხთით განთხმულ სამყაროზე. სამყაროზე, რომელიც ფრთების ყოველი გაქნევისას ფართოვდებოდა, მისი ბინადარნი კი უჩინარდებოდნენ, თავად წითური მზეც კი სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა ქვესკნელისკენ, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა სუსხს და ნელ-ნელა ნებდებოდა.

- ამ არწივმა ჩემი ხევსურეთის კლდეები მომანატრა. - სევდიანად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა.
- დაიწყო ეხლა. - მოჩვენებითი უკმაყოფილების ნიშნად ხელი აიქნია არაბულმა.
- შენ რა, არ მოგენატრა? რომ იცოდე, შენ ჩემზე მეტად ხარ... ისა, რას მეძახი ხოლმე? ჰო, სენტიმენტალური ხევსური. განა ვერ დავინახე რა თვალებით გასცქეროდი.
- ვნახავთ მალე ნუ დარდობ. - გაიღიმა ბიჭმა.
- ვნახავთ რო? თუ დეზერტირობაზე არ დაგვაბრალეს.
გაკვირვებულმა ლაშამ ჩვეული ცინიზმით ასწია წარბი.
- ჰო, რა იყო, არც მე დავრჩი ჩემს დანაყოფში და არც შენ შეასრულე ბოლო ბრძანება. დადექი და უმტკიცე რას ვაკეთებდით, იქნება არც დაიჯერონ?
- ვის უნდა უმტკიცო ზვიად?! იმათ, კუდამოძუებული რომ გაიქცნენ?! იმდენი რამ ვნახე, ზოგიერთი მტერზე მეტადაც კი შემძულდა... თუ ოფისებში მოკალათებულ ყვავებთან აპირებ რაიმის მტკიცებას?! - ბრაზი მოუვიდა არაბულს. - მთავარია კაცი საკუთარ თავთან და სამშობლოსთან იყოს მართალი. არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი! შენ არწივი ხარ ძმაო!
- არწივი?
- ჰო, არწივი! ყვავი ერთადერთი ფრინველია, ვინც ბედავს არწივს ზურგზე შეაჯდეს და კისერში ნისკარტი ჩაავლოს. იცი არწივი ამ დროს რას აკეთებს?
- რას?
- არც არაფერს. არ ებრძვის. მასზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავს. უბრალოდ მაღლა და მაღლა მიფრინავს. რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად. იგი თანდათან გონებას კარგავს, იგუდება უჟანგბადობით და ძირს ვარდება... ჰოდა ჩემო ძმაო, როცა ადამიანი თავისი მაღალი მიზნიკენ მიდის, ვინმესთვის რაიმის მტკიცებაში დრო არ უნდა დაკარგოს. მხოლოდ წინ და ზევით უნდა იაროს და ყველაფერი ზედმეტი თავისით ჩამოსცილდება!
- შენც არწივი ხარ ჰოლანდიელო! ნამდვილი, კლდის არწივი! - გაბადრულმა მიმართა ძმადნაფიცს.
მალევე ისევ მელანქოლიური იერი დაედო ხევსურს. ახლა მყინვარწვერი გაახსენდა. შარშან ამ დროს, სწორედ მყინვარწვერს ლაშქრავდა ძმადნაფიცთან ერთად. მანამდეც უმარავჯერ ასულან გერგეთში. ცხენებით იჯირითებდნენ. სამებაში ილოცებდნენ, ბოლოს მინდორზე წამოჯდებოდნენ და მყინვარწვერის სიდიადით ტკბებოდნენ. მისტიურ ზემოქმედას ახდენდა მყინვარი ყაზბეგი. განსაკუთრებით ლაშას აფიქრებდა ეს ყველაფერი. ზვიადს ხშირად სმენია მისგან, „რაღაც არის მყინვარწვერში, რაღაც მისტიური მოქმედებს ჩემზეო“.
- გინდა ცხენებით ავიდეთ მყინვარწვერზე? მეტეო სადგურამდე მაინც - ჰკითხა ერთხელ ლიქოკელს.
- ამ ცხენებით გავიჭირდება, მიუთითა დაბერებულ, ნაქირავებ ცხენებზე.
- იქით კვირას ხორასნელით წამოვალ ხევსურეთში, მერე აქ წამოვიდეთ.
- ხორასნელით? კახეთიდან აქამდე?
- მერე რა მოხდა, უფრო შორს არ დადიოდნენ ჩვენი წინაპრები? ახმეტიდან გადმოვალ, თიანეთის გავლით ჟინვალისკენ. იქიდან ბარისახოში ამოვალ შენთან. მერე ჟაუხებისკენ წავიდეთ ჯუთაში. ჯუთადან კი რაღა დარჩება გერგეთამდე.
- ავიდეთ ძმაო. თანაც, ჩვენი ხევსიბერისგან მსმენია, მყინვარწვერზე საყდარი თუ გამოქვაბული ყოფილა. ბეთლემს ეძახიანო.
- ვიცი. - ჩაერთო ლაშა. - ილიას განგელი მაგ საყდარში მყოფ ბერზეა დაწერილი.
- ჰოო, აი ზუსტად, იმედოს მეგობარიც ეგრე ასულა განდეგილად მანდ. თქვა ახალგაზრდობის მერე აღარ მინახავს, იქნებ ცოცხალიც აღარ არისო.
ერთი კვირის თავზე, საღამოხანს ჩავიდა ბარისახოში, შავ ბედაურზე ამხედრებული არაბული. ხორასნელის სილამაზემ და მედიდურობამ დანახვისთანავე მონუსხა ლიქოკელი.
- მართალაც ისეთი ყოფილა, როგორსაც აღწერდი. - მიმართმა მეგობარს და ცხენს გრძელ ფაფარზე ხელი გადაუსვა. ხორასნელმა, უკმაყოფილების ნიშნად თავი გვერდზე გადაიქნია. - იმედოს მოვუყევი სადაც მივდივართ. ჩემსა ჩამოვიდა, ლაშასაც მოვინახულებ და გზას დაგილოცავთო.
შუა ღამემდე ისაუბრეს ბიჭებმა ხევისბერთან.
- ბეთლემის გამოქვაბული, ციცაბო, მოწითალო ანტეზიტის მთებშია. იქ წმინდა გიორგის საბრძანებელია შვილებო. ღვთის მადლით, თუ ბერი იქ დაგიხვდათ ჩემი მოკითხვა და ეს ხატი გადაეცით საჩუქრად. - წმინდა გიორგის ხატი გაუწოდა ლაშას. - არაბულია გვარად, გაახარებს ნათესავის ხილვა.
- თუ არ დაგვიხვდა? - იკითხა ზვიადმა.
- საყდარში დააბრძანეთ მაშინ, უკან არ წამოიღოთ.
ინათა თუ არა, საგზალი ცხენებს აჰკიდეს, ხევისბერს გამოემშვიდობნენ და გზას გაუდგნენ. რამდენიმე დღეში, განსხვავებული კლიმატით დაღლილი მეგობრები ყაზბეგის მეტეო სადგურზე ათევდნენ ღამეს და აკლიმატიზაციის პროცესს გადიოდნენ. გამთენიისას ლაშა დაფეთებული წამოვარდა ფეხზე. ხმაურზე ზვიადსაც გაეღვიძა და გაკვირვებულმა გახედა.
- უცნაური სიზმარი ვნახე ზვიად.
- რა ნახე?
ლაშა შეყოვნდა. წამიერად დაფიქრდა.
- ზუსტად არ მახსოვს... - დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
- ხომ კარგად ხარ?
- ბერი ცოცხალია ბიჭო! გზა უნდა გავაგრძელოთ, ახლოს ვართ.
ცხენებით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ჩეიცვეს, მსუბუქად ისაუზმეს, ცხენები მეტეო სადგურთან მიაბეს და ციცაბო აღმართს აუყვნენ. სუსტი ქარი ჰქროდა. რაც უფრო ზევით მიიწევდნენ ნისლი მით უფრო ძლიერდებოდა. მწყემსის ნაგაზებივით კლდის ნაპრალებიდან ამოდიოდნენ, ზლაზვნით მიიწევდნენ ზევით, ერთიანდებოდნენ, მზის სხივებს აქრობდნენ და ქარის ზუზუნის დახმარებით, მთის კალთიდან წამოღებულ თოვლს სეტყვად აყრიდნენ ორ მოლაშქრეს.
- გაჩერდი. - ქარის ხმაურში დაუყვირა ლიქოკელს.
- რა იყო. - მიუახლოვდა ზვიადი.
- გაიგონე?
- რა უნდა გამეგო?
- ჯაჭვის ჟღარუნს ჰგავს.
- არაფერი მესმის.
ათიოდე მეტრი კიდევ გაიარეს და ციცაბო ფერდობზე ხელოვნურად ნაგები კარიბჭე შენიშნეს. მომცრო კედელზე დიდი წითელი ჯვარი გამოსახულიყო. ბოლო ძალები მოიკრიბეს, კლდის ციცაბო ფერდზე გამოკვეთილი გამოქვაბულისკენ ავიდნენ, პირჯვარი გამოისახეს და რკინის კარი შეაღეს. ფეხი შედგეს თუ არა, საოცარი სიმშვიდის გრძნობა დაეუფლათ, დაღლილობა და სიცივე ერთიანად მოეხსნათ. ირგვლივ მიმოიხედეს. ორი ვიწრო სარკმლიდან დღის სინათლე სუსტად აღწევდა. კედელზე ნაქსოვი, მოზრდილი ხატები ეკიდა. კუთხეებში, ალაგ-ალაგ პატარა ხატები და სასანთლეები შენიშნეს. სამლოცველოში იყვნენ. ერთი შეხედვითაც შესამჩნევი იყო, მათ ამჟამინდელ სამყოფელს უპატრონობა არ ეტყობოდა.
სამლოცველოს ბოლოდან დინჯი ნაბიჯების ხმა მოისმა. სიბნელიდან მოხუცებული, წვეროსანი გამოვიდა. გამხდარი, ორ მეტრამდე სიმაღლის კაცი ნელის სვლით სამლოცველოს შუაში გაჩერდა.
- დამლოცეთ მამაო. - პირველი ზვიადი მიუახლოვდა და მის წინ ქედი მოიხარა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო. - დაიჩურჩულა განდეგილმა და პირჯვარი გამოსახა. შემდეგ მზერა ლაშაკენ გადაიტანა. მისკენ დაიძრა, ერთი მეტრის დისტანციაზე შედგა, თვალებში ჩახედა და სათნო ღიმილით მიმართა.
- გელოდებოდი!



№1 სტუმარი სტუმარი mariko

ვგიჟდები ჰოლანდიელზე!

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი mariko
ვგიჟდები ჰოლანდიელზე!

: )

 


№3  offline წევრი ვიპნი

მგონი მთელი დღის დაღლილობა მომეხსნა:) ცხენების თემა ცალკე სიმფონიაა,ჰოლანდიელის და ბერის შეხვედრა კი ცალკე სასწაული ❣️

 


№4  offline მოდერი ჰოლანდიელი

დალდონი, გადახვევები აუცილებელია პერსონაჟის უკეთ გასაცნობად

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო ფაქტები გაქ მოყვანილი ადამიანს აინტერესებ,ჩინარი მღვდელი ლაშასი ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო მადლობა წარტებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent