ლოტუსის სურნელი 4
ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე, თვალებს სანამ გავახელდი, მანამ ვიღიმოდი. დღეს იაპონურის კურსებზე ვეწერები, ხატიასთან, ლუკასთან, ლიკასთან, რატისთან და ხატიას შეყვარებულთან გიორგიათან ერთად პიკნიკს ვაწყობთ, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ის არის უნდა ავდგე, რომ კარი იღება და მთელი ოჯახი შემოდის -რა ხდება?-ვკითხულობ და მამაჩემის სახეს ვუყურებ, რომელსაც უკვე ის ნაპერწკლები თვალებიდან გაჰქრობოდა -არ ვიცით, მხოლოდ ის გვითხრა მამამ, რომ სურპრიზი აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა სიურპრიზია-ამბობს თამარი და ისეთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს, მეც უფრო ბედნიერი ვხვდები, შემდეგ რატის ვუყურებ, რომელსაც ტელეფონი უკავია და ვიღაცასთან მესიჯობს, ლუკა კი მოლოდინშია, მე? მეც მოლოდინში ვარ, ნეტა რა არის ასეთი, რომ მთელი ოჯახი შეგვკრიბა? -მამა იტყვი?-კითხულობს თამარი, მუდამ სულსწრაფი იყო და ახლაც არ არის გამონაკლისი, სიცილით შევხედე და რატის ვუთხარი -რატუს იქნებ დადო ეგ ტელეფონი და ჩვენ შემოგვიერთდე?-ვეუბნები და კალთაში ვუხტები, ის კი თმაზე მისვამს ხელს და ლოყაზე მკოცნის -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო -კარგი ვიწყებ, ყველანი ჩამოსკუპდით-მაშინვე ყველა ჩემს არეულ საწოლზე ჯდება, მე და რატი კი ადგილიდან არ ვიძვრით, ჩვენ ისედაც საწოლზე ვზივართ, მამა კი წინ გვიჯდება სკამზე-მოკლედ ბავშვებო, უკვე დიდი ხანია მარტო ვართ...-ჩერდება და მაშინვე ვამჩნევ, რომ ნერვიულობს, ვხვდები რისი თქმაც უნდა, მაგრამ ჯერ არაფერს არ ვიმჩნევ, რატის კი ვამჩნევ როგორ იძაბება, ხელი დაეჭიმა, კისერზე ძარღვები დაებერა, მაშინვე თავზე გადავუსვი ხელი და კისერში ვაკოცე, ეს სურნელი, მისი სურნელი მეცნობა, ძალიან მეცნობა-ჰო და გადავწყვიტე, რომ ცოლი მოვიყვანო-ყველა გაჩუმდა, ოთახში სუნთქვის ხმაც შეწყდა, ყველა დაიძაბა, მხოლოდ მე ავდექი და მამის წინ ჩავიმუხლე, მაშინვე ყველამ ჩემზე გადმოიტანა ყურადღება -მამიკო, გიყვარს?-ვეკითხები და ხელზე ვკოცნი-ის კი დამნაშავის თვალებით მიყურებს -მიყვარს შვილო, ძალიან მიყვარს-იმდენად გამტყდარი ხმა აქვს, ალბათ მალე ატირდება კიდეც, უკან ბავშვებს გავხედე, ვხედავ რომ მზად არიან აქაურობა დალეწონ, მე კი როგორც ყოველთვის ყველას დამშვიდებას ვცდილობ -მე შენ მხარს გიჭერ მამიკო, მიხარია რომ გამოჩნდა ვიღაც შენს ცხოვრებაში, მიხარია რომ ისევ ბედნიერს გნახავ, მაგრამ ხომ ხვდები რომ მას დედას არ და ვერ დავუძახებთ?-ვეუბნები და ვკოცნი-ახლა კი დაგვტოვე-ვეუბნები სიცილით და კარს ვაღებ, ისიც ბედნიერი გადის, მე კი კარს ვხურავ და სერიოზული სახით ვბრუნდები ჩემი და-ძმანისაკენ -მოდი ვილაპარაკოთ, დაიწყე უფროსო დაო-თამრის ვანიშნებ და ვემზადები მშვიდად მივახვედრო მათ ყველაფერი, თუმცა ჩემს და გასაკვირად რატი ამბობს -ნატუს, ჩვენ უკვე სრულიად შეგისწავლეთ და წინასწარ ვიცით რასაც გვეტყვი და როგორც მოიქცევი, გასაგებია მე ხმას არ ამოვიღებ, მივიღებ მას-სრულიად გაწონასწორებული ხმით ამბობს, თუმცა მის თვალებში იმ სევდის ნაპერწკლებს ვამჩნევ, რისი დამალვაც ასე ძალიან უნდა -რას ამბობ რატი, ის ვიღაც ქალი როგორ უნდა მივიღოთ? როგორ ავიტანოთ?-თითქმის ყვირის ლუკა, მე კი დარწმუნებული ვარ ახლა მამაჩემი კარს უკან დგას და გვისმენს -ლუკა დაწყნარდი-ვამბობ მკაცრად თუმცა მშვიდად -ნუ მიშლი ნატა ნერვებს-მთელი ხმით ყვირის და ბალიშს მესვრის -ახლავე ყველამ დაგვტოვეთ-ვამბობ ისე რომ ლუკას თვალს არ ვაშორებ, თუმცა ორივე მწმორჩილება, მათ იციან ჩემი ხასიათი, ჩემი ბუნება, რატი თავზე მკოცნის და თამარის ხელს ხვევს, როდესაც კარის დახურვის ხმა ისმის ლუკასთან საუბარს ვიწყებ -თქვი რაც ასე გაწუხებს, იყვირე, დაამტვრიე, დამარტყი თუ გინდა -მეზიზღება, მძულს ამ წამს ყველა და ყველაფერი მძულს თქვენს გარდა, მამაჩემიც მძულს, ვიცი რომ ამ სიტყვებს ვინანებ, მაგრამ მძულს-თან ყვირის, თან ისედაც არეულ საწოლს ურევს-იმ ქალს ცხოვრებას გავუმწარებ, მოვკლავ, შვილიც თუ ჰყავს ხომ საერთოდ, მისი შვილის სიკვდილს ვაყურებინებ და მერე მასაც მოვკლავ, მკვლელი გავხდები გესმის?-ბოლოს ცრემლებიც მოსდის, მასთან მივდივარ და ვეხუტები, ისიც მხვევს თავის მკლავებს და თავს ჩემს კისერში რგავს -კარგი დაწყნარდი, ხომ ხვდები რომ უნდა გაუგო? მისი საყვარელი ქალი გარდაიცვალა, მიწას მიაბარა წლების წინ, წლები ის უბედური იყო და მას მხოლოდ ჩვენ ვყავდით, ახლა კი გამოჩნდა ვიღაც, ვინც მამიკოს ცხოვრებას ფერები შესძინა, არ გინდა რომ შენი ერთადერთი მამა ბედნიერი იყოს? დავიჯერო არ გინდა? -მინდა, მაგრამ სხვა ქალი მამაჩემის გვერდით როგორ ავიტანო? -გგონია ეს მარტივი იქნება ჩვენთვის? მაგრამ ავიტანთ, მხოლოდ მამას გამო, მისი გულის გამო, მისი ბედნიერებისთვის -შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა-ამბობს და ყელში მიყოვება კოცნას, მე კი ვიცინი -რამე გვეშველებოდა, მიდი მოემზადე ახლა, ხომ იცი, კურსებზე ვარ გასასვლელი, დღეს მაინც მოიცალე ჩემთვის, მერე საკვები გვაქვს საყიდელი და პიკნიკზე ვართ წასასვლელი -კარგი, აახლავე ტუ გაემზადები, მინისოში საჭირო ნივთები ვიყიდოთ, მერე კურსებზე ჩაეწერე, დღეს ხომ არ გექნება გაკვეთილი? -არა, დღეს ცხრილს მომცემენ და გამარკვევნ რაღაცეებში-ვეუბნები და კისერზე ვხვევ ხელებს, ის კი დამცინავი ღიმილით მეუბნება -სულს სწავლობ და ბოლოს მაინც არაფერი არ იცი -ამას როგორ მეუბნები, ან შენ მეუბნები? ხუთი ენა ვიცი და მეექვსეს სწავლას ვიწყებ, კულინარიას თავიდან შევისწავლი და უფრო რთულს რეცწფტებსაც ვსწავლობ, არ მახსოვს სხვისი გამზადებული საკვები, ჩემსაზე მეტად მოგწონებოდა, სამოგზაუროდ რომ მივდივართ ინგლისურს იყენებ მხოლოდ, რადგან სხვა უცხო ენა არ იცი, გავაგრძელო?-ვეუბნები და მხვდება კიდევაც, თავში ხელი, მე კი დავცინი, რადგან არგუმენტები არ აქვს -კარგი გოგო გეხუმრე, მიდი ახლა გაემზადე რა მართლა, გუშინ უნდა მოგემზადებია საჭმელები რა-ამბობს ვითომ დანანებით და თავს აქეთ-იქეთ აქნევს, მაგრამ ხომ ვიცი რომ ახლა მას ჭამა უნდა? -რისთვის, რომ პიკნიკისთვის საჭმელი აღარ დაგვრჩენოდა?-ვეუბნები და ისიც ჩემსკენ მოიწევს და უცებ მიღიტინებს, სიცილისაგან გავსკდი, ჩვენს ხმაზე ჩვენი და-ძმა და მამა შემოდის და ბედნიერებს რომ გვხედავენ თვითონაც გვიერთდებიან -ამ ღორმუცელას მოშივდა და ჩაი დაუდგით და ბუტერბროდი გაუკეთეთ კვერცხით, სოსისით, მდნარი ყველითა და ოდნავი მარილით, მე უნდა ჩავიცვა-ვამბობ და ყველას გარეთ ვყრი, მაგრამ გარედან მიყვირის ყველა -სამზარეულოში ჩამოხვალ და გააკეთებ ყველასთვის, შენს გაკეთებულს ვჭამთ მხოლოდდდდ-ყვირის თამარი -აუ შენც ხო აკეთებ, მიდი რა გააკეთე რაც გითხარი, მეც მინდა, რომ ჩამოვალ სწრაფად უნდა შევჭამო და გასაქცევი ვართ, მე და ლუკა, ყველა ბუზღუნებს, მესმის, მე კი ჯარისკაცის შარვალსა და რატის შავ მაიკას ვიცვამ, ფეხზე კი ადიდასის კეტ-ბოტასს ვიცვამ და სამზარეულოში ჩავრბივარ, იქ კი დაჯღანული საახებით უყურებწნ დამწვარ ბრუტერბროდებსა და ზედმეტად შაქრიან ჩაის -როგორც ჩანს მინისოში ვერ წავალთ, რაყი და თამარი წავლენ, ხომ წახვალთ?-ვკითხულობ და ინტერესის თვალებით ვუყურებ თამარის, ვიცი რომ რატის ამაზე არანაირი პრობლემა არ ექნება -აუ მეზარებააა-იწყებს ბუზღუნს -მაშინ საუზმის გარეშე დარჩებით-ვამბობ გაბრაზებით და ხატიას ვურეკავ -აუ მართლა მეზარება-ის ისაა თამარის ჩხუბი უნდა დავუწყო რომ ხატია მპასუხობს -რა იყო?-მეკითხება ნამძინარევი ხმით -შენ და გიორგი დღეს მინისოში უნდა წახვიდეთ და პიკნიკისთვის საჭირო ნივთები იყიდოთ, სამზე აქ უნდა იყოთ -კარგი, არაა პრობლემა, პროატა ხელფასს ხვალ ვიღებ და ნახევარისთვის მეყოფა ჩემი ფული-ამბობს დანანებით -არაა პრობლემა, აქ მოდი და რომელიმეს უთხარი, მოგცემენ, ან თუ გინდა რატისთან ერთად წადი და ერთად იყიდეთ-თან ვსაუბრობ, თან კვერცხს ვწვავ "გლაზულად", ხუთი შევწვი და დაჭრილი პური გამოვიღე, ყველიც, სოსისიც და ოდნავი მარილიც ჩავდე და თითოეულის დატოსტერება დავიწყე, ამასობაში ჩაიც ადუღდა, ყველას თავისი გემოვნებით გავუკეთე და მაგიდაზე დავაწყვე, ყოველი შემთხვევისთვის ფორთოხლის წვენი გავაკეთე და ცალკე სამი-ოთხი ბრუტერბროდით მეტი -მოდით მზადააა-ვყვირი და როდესაც ყველა სხდება მაგიდასთან, მხოლოდ მაშინ ვჯდები მეც, გემრიელად მივირთვით, თუმცა ორი ბრუტერბროდი დარჩა, კონტეინერში ჩავდე, კონტეინერი კი ზურგჩანთაში და ლუკასთან ერთად დავტოვე სახლი -ლუკიტო დამელოდები ხო?-ვეკითხები როცა უკვე კურსებზე მივედით -აბა რას ვიზამ ცხოვრება-ლოყაზე ვკოცნი და შენობაში შევდივარ. მალევე მაძლევენ გრაფიკს, ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას მომიწევს სიარული ხუთ საათზე, გამოვდივარ და ისევ ლუკას ვუხტები მანქანაში -აი პროსტა სულ რატის ტანსაცმელი გაცვია, მე არ გიყვარვარ?-ამბობს გაბუტული სახით, მე კი გაოცებული ვუყურებ -რა სისულეებს ამბობ ცხოვრება? შენ ჩემი ცხოვრება ხარ, რატო ეჭვიანობ? -აბა რატომ არ იცმევ ჩემს ტანსაცმელს? -შენი აბსოლიტურად ყველაფერი სამი ზომით დიდი მაქვს-ვამბობ ოდნავ დანანებით-არადა ძაან მაგარი სტილი გაქვს-მიუხედავად იმისა რომ ლუკა ყველაზე პატარაა ოჯახში, მაინც ყველაზე დაკუნთული სხეული აქვს -აჰჰჰჰ, ანუუუუ გიყვარვარ ჰო? -რა თქმა უნდა სულელეო, ახლა კი აქ გააჩერე მწვანე ვაშლი ვიყიდოთ, მერე ლიმონი და სხვადასხვა პროდუქტები, ხო იცი როგორ მიყვარს აწეწილის ჭამა პიკნიკზე, ძალიან ბევრს გავაკეთებ, ნამცხვარსაც გავაკეთებ, ათასნაირ სალათას და შენ ხორცი უნდა იყიდო -აუ შენც უნდა წამომყვე -კარგი ჰო-ვამბობ და ყველაფერს ვყიდულობთ ნელ-ნელა, ბოლოს ხორცზე მივედით, გეფიცებით ლუკაც კი ძლივს სწევდა, იმდენი ცელოფანი ეკავა პროდუქტებით სავსე, მეც მალევე ვიყიდე ღორის ხორცი და სასწრაფოდ მანქანისკენ წავედით, ლუკამ საბარგული გააღო და როგორც კი ეს ცელოფნები ხელიდან მოიშორა მეუბნება -მე მოვკვდე ცხოვრწბაში პროდუქტების საყიდლად თუ გამოგყვე-ამბობს თან თითს მიქნევს, მე კი უკნიდან ხმა მესმის -ძმაო ნახე, მგონი ეს შენი ლოტუსია-სასწრაფოთ იქითკენ ვიხედები და გაბოს ვხედავ, ერთმანეთის თვალებს ვაწყდებით, ლუკა კი ბედნიერი სახით მისკენ მიდის -------------- რაიმე თუ აკლია ძალიან გთხოვთ კრიტიკა არ დაიშუროთ, კომენტარები მხოლოდ ამ ისტორიასთან დაკავშირებით! ვაიმე როგორ მიყვარხართთთთ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ თქვენ მასტიმულირებთ♡♡♡♡♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.