შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 15)


20-09-2020, 21:39
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 368

სამლოცველოს ბოლოდან დინჯი ნაბიჯების ხმა მოისმა. სიბნელიდან მოხუცებული, წვეროსანი გამოვიდა. გამხდარი, ორ მეტრამდე სიმაღლის კაცი ნელის სვლით სამლოცველოს შუაში გაჩერდა.
- დამლოცეთ მამაო. - პირველი ზვიადი მიუახლოვდა და მის წინ ქედი მოიხარა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო. - დაიჩურჩულა განდეგილმა. პირჯვარი გამოსახა და მზერა ლაშაკენ გადაიტანა. მისკენ დაიძრა, ერთი მეტრის დისტანციაზე შედგა და თვალებში ჩახედა.
- გელოდებოდი!
ლაშას გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. ზვიადის მსგავსად მანაც ქედი მოიხარა და დალოცვა ითხოვა. მოხუცმა მასაც ჯვარის გადასახა, ტუჩების მოძრაობით, ხმადაბლა გაურკვეველი წინადადებები დაიჩურჩულა. შემდეგ კი შეციებული ბიჭები კელიაში მიიპატიჟა.
- მშვიდობით მოხვედით შვილებო? - იკითხა მოცუხმა და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
- ღვითის მადლით მამაო... ხევისბერმა მოკითხვა შემოგითვალათ და ძღვენი გამოგიგზავნათ. - ლაშამ ხატის ამოსაღებად ზურგჩანთის გახსნა დაიწყო.
- სწორედ წმინდა გიორგის ხატმა მოგიყვანათ აქამდე. - სათნო ღიმილი აღებეჭდა განდეგილს.
- საიდან იცით რომ...? - გაოცებულმა ზვიადმა მომცრო ხატი გაუწოდა განდეგილს.
მოხუცმა დაიჩოქა. ხატის წინ პირჯვარი გამოისახა. წამოდგა და ხატი სამლოცველოში გაიტანა. უკან მალევე მობრუნდა, თან დაკეცილი ტილო შემოიყოლა. დაბალ, ფიცრებისგან შეკრულ მაგიდაზე დადო და ბიჭების მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
- არაბულო! - ეს ტილო ხევისბერს წაუღე. ჩემი ხელით არის ზედ წმინდა გიორგი ამოქარგული. ქარგვა დავაჩქარე, ვიცოდი დღეს ამოხვიდოდი. თუ მოახერხებ ჩარჩოში ჩაუსვი და ისე მიართვი.
გაოცებული ბიჭები დამუნჯებულიყვნენ. კითხვის დასმას ვერ ბედავდნენ.
- ნუ გიკვირთ შვილებო. მეორე კვირაა ხილვები მაქვს...
- ხილვები? - თავიდაუნებურად იკითხა ზვიადმა.
- წმინდა გიორგიმ, დაილოცოს მისი ძალა და მადლი, ინება და ხილვად მომევლინა. შენს მეგობარს მისი ძალა მფარველობს, მისი თვისებებით განიმსჭვალება და მისებრს დაჩაგრულთა დამცველობას იკისრებს... სწორედ მისი ძალით მოხვედით აქამდე. ბევრი ადამიანისთვის ეს გამოქვაბული უხილავია. ძნელია შორიდან თვალი შეჰქკიდო შემოსასვლელს, თუკი არ იცი რომ ნამდვილად აქ არის. უწინ ბევრი ძე კაცისა ვერ ამოვიდოდა აქამდე. მხოლოდ ერთი გზა იყო ამოსასვლელი. მას იქით ბუნებაც, კლიმატიც შეიცვალა.
- ჯაჭვის ხმა მესმისო ეგრე არ თქვი? - ჟრუანტელი დაუარა ზვიადს და ლაშას გადახედა.
ლაშამ, თანხმობის ნიშნად, ნელი მოძრაობით თავი დაუქნია, ისე რომ ბერისთვის თვალი არ მოუშორებია.
- დიდება შენდა ღმერთო! - ხელები აღაპყრო მოხუცმა. - ის ჯაჭვი მრავალი წელია, აქ აღარ არის. მკვლევარებს წაუღიათ უწინ.
კვლავ დადუმებულ ბიჭებს მოავლო თვალი.
- შვილებო!
- გისმენთ მამაო. - ერთხმად შეაგებეს სიტყვა.
- ლოდში მოყოლილი ყვავილივით გაუძლოთ უნდა...
მოხუცის ნათვამს ვერცერთი ვერ ჩასწვდა, თუმცა ხმა არც ერთს ამოუღია.

ფიქრებიდან გამორკვეულმა ზვიადმა ლაშას მიმართა.
- ნაქარგი წმინდა გიორგი გადაეცი იმედოს?
- გადავეცი. ბოლოს რომ ჩამოვედი მაშინ მივეცი ჩარჩოში ჩასმული. საიდან გაგახსენდა? - დაინტერესდა ლაშა.
- ბეთლემის გამოქვაბული გამახსენდა ძმაო. ნეტავ ბერის სიტყვები ამას ნიშნავდა?
- რას?
- ლოდში მოყოლილ ყვავილზე რომ გვითხრა, ჩვენს დღევანდელ ყოფას ნიშნავს ვითომ?
- რა გითხრა აბა, იმედია ამას და მეტს არაფერს.
- იმედია... ახლა რას ვაპირებთ?
- სადაც საჭიროა იქ წავალ, აქ ჩარჩენილ მშვიდობიანებს დავეხმარები გასვლაში. - თავი ჩახარა. შემდეგ კი მსუბუქი ღიმილით წამოსწია თავი.
- კარგზე ვისაუბროთ. - თვალი გაუსწორა მეგობარს. - ბოლოს ხევსურეთში მითხარი ცოლი მომყავსო.
- ჰოო. - სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა ლიქოკელს.
- გენატრება?
- მენატრება ჰოლანდიელო, ეხლა რომ მკითხე მივხვდი, რომ მენატრება... ცრემლი გამომაყოლა ბიჭო, პირობა დამადებინა რომ დავბრუნდებოდი. დავპირდი, მაგრამ იქნებ აღარც მეღირსოს ბედნიერება, იქნებ ჩვენთვის ყველაფერი აქ დამთავრდება.
- დარდი გაუშვი. მოითმინე და ერთ დილასაც გამოიღვიძებ, მოულოდნელად შეამჩნევ ალუბლის ტოტზე ამომსკდარ კვირტს, გულით გაიხარებ და მიხვდები, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
- გავუძლებ, გავუძლებ...
- მოთმინება გამძლებას არ ნიშნავს ზვიად. მოთმინება შორს მჭვრეტელობაა. რომელიც საბოლოო შედეგის გარდაულობაში გვარწმუნებს. იცი რა არის მოთმინება? ეკალს რომ უყურებ და ვარდი ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეთ. მოუთმენლობა სიბეცეა, შედეგის განწვრეტის არქონა. შენნაირ ღვთის მოშიშ ადამიანებს მოთმინება არ ელევათ, რადგაც იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.
- ახლა კი დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. რაც უფრო დავაგვიანებთ წასვლას, მით უფრო გაგვიჭირდება გაღწევა.
- მე ვრჩები ზვიად. შენ კი შენს დანაყოფს უნდა შეუერთდე.
- ჰოლანდიელო! - ხმა გაუმკაცრდა ლიქოკელს. - მოგიკვდეს ჩემი თავი თუ გვერდიდან მოგშორდეთქო, მეორედ გეუბნები! ძმობაში არ დამზოგო იცოდე და სირცხვილი არ მაჭამო!
- კარგი ნუ გაგიჟდები ხოლმე. - გაიცინა არაბულმა.
- შენ? შენ არ გენატრება ქეთი?
- მენატრება... მის გაცნობამდე მეგონა არაფერი მაკლდა თითქოს. თურმე ასე ჰქონია კაცს, სანამ არ მოვა ვინმე, ის ერთი და არ მიგახვედრეს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის მანძილზე. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც. საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახებს, რომ ის გაუდაბურებულია. შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გინდოდა. მთავარი მიზანი ყოფილა, იპოვო ადამიანი ვინც შენს სულს შეავსებს. მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ. კაცმა ისიც უნდა იფიქრო, ის კი შეავსებს შენს სულს, მაგრამ შეავსებ კი შენ მისას? იქნება კი ჩემნაირთან ბედნიერი?
- როგორ თუ შენნაირთან? - წარბები დაქაჩა ლიქოკელმა.
- როცა ვკლავ, მისგან აუცილებლად მომყვება რაღაც. ან კვნესა ან ხელის მოძრაობა, სუნიც კი, თუკი ახლოს არის. მე ამას მსხვერპლის წყევლას ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ მიიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება კაცს ტანში... ცოდოა ჩემნაირ ადამიანთან ზვიად.



№1 სტუმარი incognito

როგორ მომწოონს, ცოტა დიდი თავები დადე გთხოვ, ახალი თავების მოლოდინში ძალიან ბევრჯერ შემოვდივარ,ბავშვივით მიხარია ხოლმე ახალი თავის აღმოჩენა

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

მადლობა დალდონი,მიხარია რომ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent