შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 17)


23-09-2020, 17:24
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 385

პირველი მსხვერპლი შეარჩია. ტანკთან მდგომი რუსი ჯარისკაცი, ვინც ყველაზე მეტს ყვიროდა და ბრძანებებს გასცემდა მიზანში ამოიღო. შაშხანამ მოგუდულად გაიჩხაკუნა, რუსი დაეცა. სამიზნე მაშინვე მანქანების სიახლოვეს გადაიტანა, გონს მოსვლა და თავშესაფრის მოძებნა არ აცადა. ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ოსი განგმირა. გაქცევას ან ტანკებთან და მანქანებთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. ვინც კი მკვეთრ მოძრაობას ეცდებოდა უსულოდ ეცემოდა. შოკირებულმა, მიწაზე გართხმულმა მტერმა სხვადასხვა შენობებისკენ დაუმიზნებლად სროლა დაიწყო. ჰოლანდიელი კი აგრძელებდა. ყოველ მეხუთე გასროლაზე ჯიბიდან ტყვიებს იღებდა და ცარიელ ვაზნას ავსებდა. მისი უწინდელი ემოციები სადღაც გამქრალიყო. ნახევარი საათის უკან თუ გაშმაგებული ყვიროდა, ისროდა და მტრის საპირისპიროდ დაუფიქრებლად გარბოდა. ახლა წარბშეუხრელად, გაყინული, უემოციო თვალით იმზირებოდა სამიზნეში, ჩახმახზე ყოველი მისი თითის დაშვება მომდვენო მებრძოლის სიკვდილით სრულდებოდა. ჩვეულებისამებრ, სასროლ პოზიციას არ იცვლიდა, თითქოს სურდა კიდეც მისი მდებარეობა შეემჩნიათ.
მტერი ხელის გულზე ჰყავდა. თვალის ერთი მოძრაობით გადათვალა. ათამდე დარჩენილიყვნენ. თუმცა ერდროულად თუ გაიქცეოდნენ მანქანებისკენ, უმეტესობა ადგილის დატოვებას მოახერხებდა. შაშხანა დატენა და ცეცხლი ავტომობილების ბენზინის ავზებისკენ მიმართა, რამდენიმე გასროლა და ერთ-ერთს ალი ავარდა. ერთს მეორე მოჰყვა. ამასობაში მებრძოლებმა დრო იხელთეს, ტანკებთან მისვლა და ჩაძრომა მოახერხეს.
ჰოლანდიელისთვის ოპერაციის მეორე ეტაპი იწყებოდა. ტანკები სკოლის მიმართულებით დაიძრნენ. სასწრაფოდ წამოხტა და კიბეებისკენ გაიქცა. ეზოში ჩასულმა შაშახანა მანქანაში ჩააგდო. ყუმბარმტყოცნი და სათადარიგო ჭურვი აიღო. შენობის საწინააღმდეგო მხარეს გაიქცა და გზასთან ჩასაფრდა. ლაშას მოლოდინი არ გამართლდა, ტანკები ას მეტრში შედგნენ და იერიში შორიდან მიიტანეს. მალე პირველი ჭურვი მოხვდა სკოლას. მეორე გასროლამ კი მარცხენა ფასადი ჩამოანგრია. რამდენიმე წუთში, სკოლა თითქმის მიწასთან იყო გასწორებული. მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა. გაცოფებული მტერი მალე მიმდებარე შენობებზე გადავიდოდა. არაბული ვიწრო ბილიკით, სახლებს შორის გაიქცა. გზადაგზა ჯიბიდან წინასწარ გამზადებული ბამბა ამოიღო და ყურებში ჩაიტენა. ერთ-ერთ ტანკს გვერდულად გაუსწორდა და ყუმბარმტყორცნი მხარზე შემოიდო. პირველივე გასროლა წარმატებული აღმოჩნდა. ტანკი შესამჩნევად შეტორტმანდა და მწყობრიდან გამოვიდა. სასწრაფოთ სათადარიგო ჭურვის მორგება დაიწყო. მეორე ჯავშანმანქანა უკვე ტყვიათმფრქვევს ატრიალებდა, რომ ჰოლანდიელმა ისევ გაისროლა. მეორე გასროლა უფრო წარმატებული გამოდგა, ჭურვი ტანკს კოშკურაში მოხვდა, რაც შიგნით მყოფების უეჭველ განადგურებას ნიშნავდა.
კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა. პირველი ტანკიდან, გადარჩენილი ეკიპაჟის წევრებმა გამოღწევა სცადეს. თუმცა ტანკს ზემოდან მოქცეულ ქართველ ჯარისკაცს ხელყუმბარა მოემარჯვებინა. როგორც კი თავსახურს ახადეს, გახნილი ხელყუმბარა ჩააგდო და გადმოხტა.
უკან მიბრუნებულმა ზვიადის ამბავი მოიკითხა.
- ტყვია ამოვიღე, ჭრილობა დავამუშავე და გავკერე. - თქვა ექიმმა.
- მადლობა ქალბატონო, ამას არ დაგივიწყებთ. - მიმართა ექიმს, შემდეგ კი მის მეუღლეს მიუბრუნდა. - გორისკენ წასვლა არ შეიძლება.
- წითელუბანში წავიდეთ, ნათესავები მყავს. იქით შედარებით სიმშვიდეა.
- რა მანძილია?
- ოცამდე კილომეტრი იქნება.
- კარგი. დღის შუქზე საშიშია, მალე დაბნელდება და წავიდეთ. - თქვა ლაშამ.
მომცრო, დაბალ მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებში კალამს მოჰკრა თვალი. სკამი ახლოს მიიდგა. სქელი რვეულიდან ბოლო ფურცელი ამოხია და წერას შეუდგა. მალევე დასრულა, ფურცელი ოთხად მოკეცა და ზევიდან სახელი ბაკური და ტელეფონის ნომერი დააწერა.
- მოდი შვილო ჩემთან. - მოულოდნელად მიმართა ექიმმა ლაშას. - ჭრილობა მაჩვენე.
გახსნილილი ჭრილობა, სპირტით დაუმუშავა და თავიდან გაუკერა.
- მკვეთრი მოძრაობები არ უნდა აკეთო, თორემ ისევ გაგეხსნება.
- ვეცდები ქალბატონო. - თქვა ლაშამ და ნელი მოძრაობით წამოდგა.
დაჭრილები ფრთხილად მოათავსეს უკანა სავარძელზე. მორფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლიქოკელს გუგები შევიწროვებოდა, სახელზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. „ლაშა“, ლაშა“, - უმიზნოდ იმეორებდა არაბულის სახელს. მასპინძელი კაცი და მისი ცოლი მძღოლის გვერდი სავარძელზე მოთავსდნენ. ლაშა საჭესთან დაჯდა, კაცს გზის მითითება სთხოვა და მანქანა დაძრა. უსაფრთხოების მიზნით მანქანის ფარები არ ჩართო. მთვარის შუქზე მიუყვებოდა ხრეშიან გზას და დროდადრო აქეით-იქით იხედებოდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ცოტაც და სოფელს გასცდებოდნენ, რომ მარჯვნიდან, გზის გადაღმა სინათლე გამოჩნდა. ფარებ-ანთებული ორი ავტომობილი სიგნალებით მათკენ მოიწევდა.
- ოსები! - განწირულად წამოიყვირა ქალმა.
„ვერ გავექცევით“ - გაუელვა გონებაში. არც მანქანიდან სროლა ივარგება. საპასუხო ცეცხლს მალევე გახსნიდნენ, დაჭრილებს კი სწრაფად ვერ გადმოიყვანდა მანქანიდან. მოულოდნელად მოწყვეთით დაამუხრუჭა.
- ჩქარა საჭესთან გადმოდი. - დაუყვირა კაცს. შაშხანა აიღო და მანქანიდან გადავიდა. ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო და კაცს გაუწოდა.
- აქ ნომერი წერია. სამშვიდობოს, რომ იქნები დაურეკე აუცილებლად, უთხარი ლაშასგან ვრეკავთქო.
- რას აკეთებ შვილო?!
- შევაჩერებ! წადი, ჩქარა წადი! - ლაშამ ისე იღრიალა, რომ დაბნეულმა კაცმა სიტყვის თქმა ვეღარ გაბედა, გაზის სატერფულს ბოლომდე დააწვა და ადგილიდან მოსწყდა.
გზის პირას, ბალახში გაწვა. შაშხანა დაამაგრა და ცეცხლი გახსნა. დაწინაურებულ მანქანას სინათლის ფარები ჩაუმსხვრია. რამდენიმე გასროლის შემდეგ წამოხტა და გზაზე აჩრდილივით გადაირბინა. საპირისპირო მხარეს ჩაწვა და ცეცხლი განაახლა. პირველი ავტომობილი შეჩერდა. ტყვიას ძრავიც დაეზიანებინა. მებროლები გადმოხტნენ, გაიფანტნენ და სროლა ატეხეს. მეორე ავტომობილი კი მოძრაობას აგრძელებდა. ნებისმიერ ფასად მეორე მანქანაც უნდა დაეზიანებინა. თუ ვერ მოახერხებდა, ზვიადს და დანარჩენებს სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდა. მოახლოვებულ ქვეითებს ყურადღებას აღარ აქცევდა. მთავარი ამოცანა მანქანა იყო. უშედეგოდ გამოჰკრა სასხლეტს. ვაზნა ცარიელი იყო. ჯიბეები მოიქექა. ორი ტყვიაღა დარჩენოდა. სწრაფად დატენა. წინა საბურავის ესროლა. წონასწორება დაკარგულმა მანქანამ სვლა შეანელა, რამაც ზუსტი გასროლისთვის საჭირო, კიდევ რამდენიმე წამი მისცა. როგორც კი მანქანა გაუსწორდა, საწვავის ავზი მიზანში ამოიღო და სასხლეტი დაუშვა.
როცა მეგობარი სამშვიდობოს დაიგულა, თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო. პისტოლეტი იძრო, თუმცა წამოიმართა თუ არა ზურგიდან ნასროლი ტყვია მარჯვენა ფეხში მოხვდა და ჩაიკეცა. თვალის დახამხამებაში თავს რამდენიმე მებრძოლი წამოადგა. პისტოლეტი იარაღის მუქარით ხელიდან გააგდებინეს. თანამებრძოლების დაღუპვით გამწარებულმა ერთ-ერთმა ოსმა იარაღი შემართა და ლაშას დაუმიზნა.
- არ ესროლო! - იარაღი ჩააწევინა მეორემ. - შეიძლება ის იყოს... ცოცხალი სჭირდებათ.
- ვინ ის?!
- მფრინავი ჰოლანდიელი.
- მესროლე შე . - რუსულად დაიხრიალა ლაშამ.
- უარესი მოგელის ჰოლანდიელო! უარესი ვიდრე შუბლში ტყვია! - ავად ჩაიქირქილა ოსმა.
ბაკურს შვილიშვილიზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ გაერკვია, მეოთხე დღე იწყებოდა, რაც თბილისში ჩამოვიდა. ღამეს შვილთან და სიძესთან ათევდა. დღისით ლაშას ყველა ნაცნობს ხელახლა უკავშირდებოდა, თუმცა ახალს და სასიკეთოთს ვერაფერს ისმენდა. ერთადერთი, რაც მან და არჩილმა პოლკოვნიკისგან შეიტყვეს იყო ის, რომ ლაშა ბოლო ბრძანდებას არ დაემორჩილა და დამოუკიდებლად მოქმედება არჩია.
ახლად გაღვიძებული ბაკური გულდამძიმებული გამოვიდა მისაღებში. არჩილს ტელევიზორი ჩაერთო და საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. წამყვანი იტყობინებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მაშტაბური ბრძოლები შეწყდა. ევროპა და ამერიკა რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესია და დაუბრუნდნენ კომფლიქტამდე არსებულ საზღვრებს.
- რაო არჩილ, რას ამბობენ? - იკითხა ბაკურმა და სავარძელში დაეშვა.
- ჩვენები აღარ იბრძვიან, ყველგან რუსები დგანან.
მოულოდნელად კაკუნი მოისმა. კარის ზღურბლზე გიორგი ახვლედიანი იდგა.
- ბოდიშს მოვიხდი, ცალკე მინდა საუბარი არჩილ. - დაჯდომისთანავე თქვა პოლკოვნიკმა.
- მასთან დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი სიმარია.
- მეუღლე? - ლილი მოიკითხა გიორგიმ.
- სძინავს, მითხარი არ ხდება. - მოუთმენლად მიმართა არჩილმა
- არჩილ, დასაწყისში ვიტყვი, რომ ტელეფონით არ მინდოდა ამაზე საუბარი, მოსვლა ვარჩიე. კარგად იცი, როგორ პატივს გცემ არჩილ...
- სული ნუ ამოგვხადე პოლკოვნიკო! - გააწყვეტინა გაბრაზებულმა ბაკურმა. - ლაშაზე გაქვთ ინფორმაცია?
- ხვალ ტყვეების უნდა გავცვალოთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ლაშა ტყვე არის.
- მერე? - დაიძაბა ბაკური.
- გამთენიისას მქონდა კომუნიკაცია რუსებთან. თავიდან დაადასტურეს, რომ მათ ყავდათ. შემდეგ კი ტყვების სიიდან ამოიღეს.
- რას ნიშნავს ამოიღეს? - გაფითრდა არჩილი.
- არ ვიცი. როგორც განაცხადეს, შეეშალათ და ასეთი ტყვე არ ჰყავთ.
ბაკური და არჩილი დამუნჯებულიყვნენ, სახე ორივეს გაფითრებოდა და სიტყვას ვერ ძრავდნენ.
- სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის. - განაგრძო პოლოვნიკმა. - ეს სრული სისულელეა, მე ყველა გზით ვეცდები ასე არ მოხდეს...
- რა! რა არ მოხდეს? - იკითეს ერთდროულად.
- როცა დაბრუნდება შესაძლოა ღალატში დასდონ ბრალი. ხელმძღვანელობიდან რამდენიმე მათგანი ფიქრობს, რომ ლაშა გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა მტერს.
- რაო?! - წამოიყვირა ბაკურმა.
- ასე რატომ ფიქრობენ? - იკითხა არჩილმა
- მან უკან დახევის ბრძანება არ შეასრულა, ეს თვენც იცით. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთ თათბირის დროს დავუკავშირდით, ანგარიში ჩაგვაბარა. მერე რაღაცაზე გაღიზიანდა და საკმაოდ მკვახედ მიმართა რამდენიმე მაღალჩინოსანს.
- და ამის გამო?! - გაოცდა მამა.
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ბრალდება სისულელეა! ჩვენში დარჩეს არჩილ, ვფიქრობ ზოგიერთ მაღალჩნოსანს, საკუთარი ტაქტიკური შეცდომის გადასაფარად სჭირდება ეს ყველაფერი.
უცბათ ბაკურის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს დახედა, ნომერი არ ეცნო.
- გისმენთ.
- ბაკური ბრძანდებით?
- ბაკური ვარ.
- ლაშასგან გირეკავთ. - მოისმა ტელეფონში.
დენდარტმულივით წამოიჭრა ფეხზე
- ერთი წუთი. - უთხრა უცნობს და ოთახი დატოვა.



№1  offline წევრი ვიპნი

პაპას გამო მადლობა :D რა ცეცხლი დაატრიალე, ვალერინის ტაბლეტები ახლა მჭირდება, ხომ არ გაგიჟდი,იქედან თავი როგორ უნდა დააღწიოს,თანაც იციან მის შესახებ,ეს ბედოვლათი ჩინოვნიკებიც ,უუხ .მომეშალა ნერვები.
როგორ გთხოვო ძალიან არ აწამონ-თქო.ნერვები სულ განადგურებული ექნება იქედან რომ ჩამოვა,ჯანმრთელობაზე აღარაფერს ვამბობ.გატეხილი სულის გამთელება გაუჭირდება ქეთევანს,თან უკვე დაწყებული აქვს ამას წუწუნი ჩემნაირს არ იმსახურებსო .
ხვალამდე რა გაძლებს :(

 


№2 სტუმარი სტუმარი David

საღოლ ძმაო. არ ველოდი,აქ სულ სასიყვარულო მელოდრამებს ვაწყდები ხოლმე,ძაან დამაინტერესე. ველოდები ახალთ თავებს

 


№3 სტუმარი georgian

sagol dzamao gagrdze ra
.. amas ro morchebi gagdzele kide wera egeti shinarsis

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

სიტყვები უბრალოდ ზედმეტია.ძალიან კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი ჰოლანდიელი

La-Na
სიტყვები უბრალოდ ზედმეტია.ძალიან კარგი იყო

მიხარია რომ მოგწონს

 


№6 სტუმარი Marimari

Rogor ar mindoda lashas tyveoba:-( imedia male gamoiyvanen da ar awameben chem bichs, imdia galatsac ar daabraleben da mshvidobianad damtavrdeba yvelaferi.

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი ისტორიაა,საინტერესო ფაქტები და მოვლენებია აღწერილი,იმედია გადარჩება ,აბა დროებით

 


№8  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი nancho
კარგი ისტორიაა,საინტერესო ფაქტები და მოვლენებია აღწერილი,იმედია გადარჩება ,აბა დროებით

მადლობა ნანჩო

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნერვები მეშლება ეხლა მაგის ტყვედ ჩავარდნა იქნებოდა ისედაც გამწარებული სულით იბრძოდა და თავის სიცოცხლე არ ადარდებდა სხვის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა ყოვეღთვის სამშობლოს სიყვარული დანაშაულია,ღალატში რომ დებენ ბრალს,ქეთას მიტოვებას ხომ ფიქრობდა თან ცხოვრებად არ გაურთულებო არ მოკლათ ლაშა თორემ მე ვალერიანი არ მშველის ზოგიერთებივით,ძლიერი დამამშვიდებელი მჭირდება დადეთ მალე რა სულოუთმენლად ველოდები მადლობა წამატებები????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent