შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 19)


27-09-2020, 12:04
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 509

თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში საგანგებო შეხვედრა იმართებოდა. სხდომას ესწრებოდა, როგორც სამთავრობო ისე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგელები. შეხვედრის ბოლო საკითხი ტყვეთა გაცვლას ეხებოდა. დაპირისპირებული მხარეები ვერაფრით თანხმდებოდნენ. ქართული მხარე მოითხოვდა ტყვეები გაცვლილიყვნენ პრინციპით „ყველა-ყველაში“. რუსული მხარე, გარკვეულწილად ეთანხმებოდა აღნიშნულ შემოთავაზებას, თუმცა დამატებითი მოთხოვნაც ჰქონდა. საქმე ეხებოდა წლების უკან დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს, ვინც სასჯელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის იხდიდა. ქართულ მხარეს მრსჯავრდებული ოფიციალურად უნდა გაეთავისუფლებინა საპატიმროდან და რუსული მხარისათვის გადაეცა. დამწრეთა აზრები ორად იყოფოდა. თუმცა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ რუსეთის ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებიდათ.
- რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს სარდალი ვასილევი. - დაიწყო უშიშროების მინისტრმა. - მასთან მოსალაპარაკებლად ისეთი ადამიანი გვჭირდება ვისაც ის მოუსმენს. აქამდე ყველა ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რუსები საკმაოდ კატეგორიულები არიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ბიზნესმენი, ვასილ ჯავახიშვილი, რომელსაც მოსკოვში მსხვილი ბიზნესი აქვს, მეგობრობდა ვასილევთან. ბატონო სერგო. - მიმართა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს. - ჯავახიშვილს ვესაუბრეთ და გელოდებათ, მოსალაპარაკებლად დაამუშავეთ და შეხვედრაზე წაიყვანეთ.
- არის. - თავი დაუკრა სერგო ფალავანდიშვილმა.
სიტყვა გენერალური შტაბის უფროსს გადაეცა.
- ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, ვაძლევთ რუსებს პატიმარს, თუ არა. - შტაბის უფროსმა დამსწრეებს თვალი მოავლო, შემდეგ კი გიორგი ახვლედიანს მიმართა. - თქვენ რას იტყვით ბატონო გიორგი?
- უნდა გადავცეთ. მითუმეტეს, რომ ყველამ ვიცით, აღნიშნული პატიმარი სახელმწიფოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
- არ წარმოადგენს?! - გააწყვეტინა სერგო ფალავანდიშვილმა. - მაშ რატომ ითხოვენ ასე კატეგორიულად?! - იკითხა ირონიული ტონით და მოჩვენებით გაკვირვების ნიშნად ხელები ცინიკურად გაშალა.
- იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი მტერი უპატრონოდ არ ტოვებს თავის ერთგულებს! ჩვენ კი ვხედვართ და საკუთარი მებრძოლების დახსნაზე ვერ ვთანხმდებით! - შეუვალი ტონი ჰქონდა პოლკოვნიკს.
- ბატონო სერგო. - ჩერთო შტაბის უფროსი. - სწორედ თქვენი მოვალეობა იყო დავდაცვითი წერტილების სწორად შერჩევა. თუნდაც თლიაყანის არ დაკავება რად ღირს! თქვენგან განსხვავებით უბრალო კაპრალიც კი მიხვდა ამას! - ლაშასთან სატელეფონო ინციდენტი შეახსენდა შტაბის უფროსმა. - გაგახენოთ მისი ნათქვამი ზედმეტს ტლიკინას, რომ მიიჩნიეთ?!
- კი, მაგრამ ხომ იცით, რომ თლიაყანაზე ნამდვილად იყო განლაგებული ჩვენი ქვედანაყოფი. რუსების მასიურმა შეტევამ დაგვახევინა უკან.
- ვითომ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ?! - განრისხებული წამოიჭრა ფეხზე. - თლიაყანაზე არტილერია უნდა განთავსებულიყო! - მრისხანება მალევე მოთოკა. სკამს დაუბრუნდა და მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა. - ახლა ამის დროა არ არის. გადავწყვიტოთ პრიორიტეტული საკითხები. ზოგიერთების კონპეტენციაში მოგვიანებით გავერკვევით.
ყველასთვის აშკარა იყო, „ზოგიერთში“ სერგო ფალავანდიშვილი იგულისხმებოდა.
- სწორედ ეგ წყეული ჰოლანდიელი იყო ვინც ჩვენს ლოკაციებს აწვდიდა მტერს! - წამოიყვირა ჩიხში მოქცეულმა ფალავანდიშვილმა.
- რაო?! - წამოხტა ახვლედიანი.
- მაქვს ინფორმაცია, რომ მტერთან თანამშრომლობდა.
სხდომის მონაწილეებს ჩურჩულის ტალღამ გადაირბინა.
- ერთი წუთით. - წამოდგა შტაბის უფროსი. - გიორგი, ადგილს დაუბრუნდი! - მიმართა ახვლედიანს. შემდეგ კი ფალავანდილშვილს გამომცდელი თვალებით შეხედა.
- საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? ეს თუ სიმართლეა აქამდე რატომ არ თქვი?!
- დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა მომაწოდა ინფორმაცია. ჯერ ჯერობით მტკიცებულება არ მაქვს, ამიტომ არ გავამჟღავნე. - სიცრუეს განაგრძობდა ფალავანდიშვილი.
- კონკრეტულად რომელმა ოფიცერმა?
- კიტა მჭედლიშვილმა.
- მკვდარი ჯარისკაცი მოგყავს მოწმედ?! - გაცეცხლდა ახლედიანი. - კიტა ჯავაში მოკლეს და ეს ყველამ კარგად ვიცით! არაბული კი ტყვეობაშია!
- ასეა, კიტა მჭედლიშვილი მკვდარია. მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რასაც ვამბობ?! - არ ეპუებოდა ფალავანდიშვილი.
- მოვრჩეთ! - წამოდგა მინისტრი. - ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით. - მთავარსარდალს ჩავაყენებ საქმის კურსში, იმასთან დაკავშირებით, რომ შევთანხმდით პატიმრის გადაცემაზე. საკუთარი დავალება ყველამ იცის, საქმეს მივხედოთ.
სხდომიდან შეშინებული და ნირწამხდარი გამოვიდა სერგო ფალავანდიშვილი. „ჩემს სახელ და კარიერას ამ ლაწირაკს არ გადავაყოლებ“. - ფიქრობდა გულში.
ერთ საათში ვასილ ჯავახიშვილს სახლში ეწვია. მაპინძელი უგუნებოდ დაუხვდა, რადგან სერგოს სტუმრობის მიზეზი დაახლოებით იცოდა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიძნესმენს არანაირად არ სურდა სამხედრო კომპლიქტში, თუნდაც მცირედით ჩართულობა. რუსეთში კარგად ნაცნობი ბიზნესმენი საქართველოშიც საკმაო ქონებას ფლობდა. მისი მოკლაპარაკებაში ჩართულობას კი შესაძლებელია რომელიმე მხარესთან დაძაბულობა გამოეწვია. თუ მოლაპარაკებაზე უარს იტყოდა, დიდი ალბათობით, საქართველოში მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა. თუ დათანხმდებოდა, შესაძლოა მისი საქაციელი, რუსეთს ჩაეთვალა, როგორც მისი საქართველოსთან მოკავშირეობა. როგორმე სტუმარი უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ჩართულობა შედეგს ვერ გამოიღებდა. თუმცა სერგო ფალავანდიშვილმა ზუსტად იქ დაარტყა, რაზეც სტუმრის მოვლამდე თავადაც ფიქრობდა.
სამუშაო კაბინეტში განმარტოვდნენ და ხემძღვანელობის დავალება დაწვრილებით გააცნო.
- ბატონო ვასილ, როგორც მოგახსენეთ სამშობლოს თქვენი დახმარება სჭირდება. ვფიქრობთ თქვენი ნაცნობობით შეძლებთ საჩვენოდ შემოატრიალოთ საქმე.
- უარი, რომ გითხრათ? - მოსინჯა ჯავახიშვილმა.
- თქვენ საკმაოდ დიდი აქტივები გაქვთ ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია ამ აქტივებში გარკვეული სამართლებრივი ხარვეზების პოვნა. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი უარის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, რუსეთში ნაშოვნი ფულით, როგორ აფინანსებდით ქართულ შეიარაღებას. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ზიანი მიადგება ამით თქვენს ბიზნესს რუსეთში.
- კი, მაგრამ ეს ხომ ტყუილია.
- რა თქმა უნდა. - გაიღიმა სტუმარმა.
- გასაგებია. - ჩაიალაპაარკა ვასილმა და თავი ჩახარა.
- ანუ შევთანხმდით.
- ერთი რამ ვერ გავიგე. როგორც მითხარით, რუსეთი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა. უარზე იყავით და ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკება არ შედგა. მაგრამ ამბობთ, რომ ახლა თანახმანი ხართ, ხომ ასეა?
- დიახ.
- მაშინ მე რაღაში გჭირდებით?
- საქმე იმაშია, რომ გაცვლა უნდა მოხდეს ყველა-ყველაში. როგორც გითხარით საწყის ეტაპზე პატიმარს არ ვაძლევდით, რამაც რუსული მხარე საკმაოდ გააღიზიანა. თუ სხვას გავგზავნით მოლაპარაკებაზე, ვშიშობთ, ამ პრინციპით გაცვლაზე უარს იტყვიან. შემოგვთავაზებენ გაცვლას ერთ-ერთში. ამ შემთხვევაში ჩვენს ყველა მოქალაქეს ვერ გავათავისუფლებთ.
- ესე იგი მათ მეტი ტყვე ჰყავთ?
- სწორად მიხვდით. - თავი მსუბუქად დაუკრა სტუმარმა. - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. - ფალავანდიშვილმა მოკლე პაუზა გააკეთა და განაგრძო. - ტყვეებს შორის არის ვინმე ლაშა არაბული, ის არ უნდა გაიცვალოს.
- ლაშა არაბული? - ყბა ჩამოუვარდა ვასილს.
- რა იყო, იცნობთ?
- მე? აა... არა, არა. - ენა დაება ჯავახიშვილს.
- კარგად მომისმინეთ. რუსეთის მხარემ ლაშა არაბული ტყვეების სიიდან უნდა ამოიღოს. თქვას, რომ შეეშალათ და ასეთი ტყვე არ ჰყავთ.
- მერე?
- მერე არაფერი. რაც უნდათ ის ქნან. - ჩაიქირქილა ფალავანდიშვილმა. - არ მგონია ამით ნაწყენები დარჩნენ.
- შეიძლება მიზეზი ვიცოდე?
- ზედმეტ კითხვებს სვამთ! გაითვალისწინე, არაბულის საკითხი ჩემი პირადი დავალებაა და სიტყვა არსად დაგცდეს. ლაშა არაბული სამშობლოს მოღალატეა!
- და საქართველოს მოღალატე რუსებს ტყვეობაში ჰყავთ? - ალმაცერად გახედა ჯავახიშვილმა.
- გითხარი ზედმეტ კითვებს სვამთქო! - ხმა გაუმკაცრდა სტუმარს.
- რა გაეწყობა... შევთანხმდით.
- მშვენიერია. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა. - მოემზადეთ, ახლავე გავდივართ.
ვასილ ჯავახიშვილი უგუნებოდ აღარ გამოიყურებოდა. საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად, ფალავანდიშვილის მოთხოვნაზე მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ მოსალაპარაკების ბოლოს დეტალმა ხასიათი გამოუკეთა. ლაშას არ დაბრუნების შესაძლებლობა მას საკმაოდ ხიბლავდა. მარტივად შეეძლო საყვარელი ქალიშვილისთვის არასასურველი ადამიანი აერიდებინა.
- გამოგყვე ვასილ? - რამაზი ეზოში დაუხვდათ.
- არ არის საჭირო. - მოკლედ მოუჭრა ძმიშვილს. - საღამოს დავბრუნდები.
ვასილის ქცევა ეუცნაურა.სანამ მანქანაშიჩასხდებოდნენ სტუმარი შეათვალიერა, ბიძას კი ეჭვნეული თვალი გააყოლა.
ქეთი, მთელი დღეები, საკუთარ შემოქმედებას შეჰყურებდა და საყვარელ მამაკაცზე ფიქრობდა. ნახატი სახელად „გერგეთისკენ მიმავალნი“ ფორმას დღითიდღე იცვლიდა. ცხენზე ამხედრებული წყვილიდან, მამაკაცის სილუეტი უფრო და უფრო იხრებოდა მარჯვნივ, სადაცაა ცხენიდან გადმოვარდებოდა. ქალის სილუეტს დააკვირდა. არ იცვლებოდა. ერთი ის იყო, რომ ნახატის შექმნისას, ცხენზე, ქალი მამაკაცის უკან იჯდა. ხელები წელზე შემოეხვია და თავი მინდობილად მიედო მის ზურგზე. შეცვლილ ნახატზე კი ქალს ხელები უცნაურად დარჩენოდა ჰაერში. „ღმერთო, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი“. - ფიქრობდა თავისთვის. მარტო მას რომ შეემჩნია, იფიქრებდა მელანდებაო, ჭკუიდან ვიშლებიო. მაგრამ ბაკური, თაკო და ლუკაც იგივეს ხედავდნენ ნახატზე. „მათ ორიგინალი არ უნახავთ და იქნებ ეჭვიც შეაქვთ ჩემს ნათქვამში?“ – „იქნებ ფიქრობენ, რომ მე ზუსტად ასეთი დავხატე, როგორიც ნახეს, მაგრამ ახლა რაღას იფიქრებენ როცა ნახატი ისევ შეიცვალა“
ნახატის შექმნის დღე გაახსენდა. სანამ ხატვას დაიწყებდა. ერთმა აზრმა გაუელვა. რაკი ნახატზე ეკლესიაც იქნებოდა, გადაწყვიტა მოძღვარისთვის კურთხევა ეთხოვა. „უფრო ადვილად დავხატავ და ლამაზის გამომივა“. - იფიქრა მაშინ. ბოტანიკური ბაღის ქვაფენილი სწრაფი ნაბიჯით ჩამოიარა და სიონის ეკლესიისაკენ დაიძრა. მოძღვარს მისი განზრახვა გაანდო და კურთხევა მიიღო. იგივე მოძღვართან გადაწყვიტა მისვლა. იქნებ მისგან გაეგო რა ემართებოდა ნახატს. გოგოს იმედი ფუჭი გამოდგა. მოძღვარმა ნახატი შეათვალიერა, უდროობა მოიმიზეზა და „უსაქმური მატყუარა“ უკან გააბრუნა.
აქამდე ნათელმხილველების, ექსტრასენსებისა და მსგავსი მოდგმის ადამიანების არასჯროს სჯეროდა. ფულის გამომძალველ აფერისტებად მიაჩნდა ყოველთის. ახლა ესეც უნდა მოესინჯა. სხვა გზას ვეღარ ხედავდა. ინტერნეტი გადაქექა. ერთ-ერთ ექსტრასენსს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა, ხალხის ნაწილი ამტკიცებდა, რომ განსაკუთებულ ძალს ფრლობდა, თუმცა მასთან მოხვედრა ადვილი არ იყო. საკონტაქტო ნომერი აკრიფა. ექსტრასენსის დამხმარე გოგონას სოლიდურ ანაზღაურებას დაჰპირდა და გადაუდებელ ვიზიტზე ჩაეწერა. როგორც კი მისამართი მიიღო მაშინვე მისკენ გაემართა. დანიშნულების ადგილზე მოზრილი რიგი დახვდა. გვერდი აუარა, კართან მდგომ მამაკაცს დახელი და გვარი უთხრა და ურიგოდ შევიდა. მისაღებში, გოგონას დაპირებული თანხა გადასცა და ექსტრასენსთან შევიდა. ორმოც წელს გადაცილებული, უცნაურად ჩაცმული ქალი დაყენებული, ნაძალადევი ღიმილით დაუხვდა. სავარძელზე დაჯდომისკენ მიუთითა და ვიზიტის არსი ჰკითხა. ქეთიმ დაწვრილებით მოუყვა ნახატის შექმნის ისტორია და შემდეგში განვითარებული მოვლენებიც. დაკეცილი ტილო ჩანთიდან ამოიღო, მაგიდაზე დადო და მის წინ გაშალა. ქალი შეცბა. სახეზე ალმური მოედო. სკამზე მჯდომმა, ტილოსკენ გადახრილმა ექსტრასენსმა მთელი ტანით უკან დაიხია. ქეთი, თითოეულ მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდა. ქალი, რამდენიმე წუთს გაუნძრევლად, უხმოდ იჯდა და გაფართოვებული თვალებით უყურებდა ტილოს. მერე ნელნელა მისკენ მიიწია, მარჯვენა ხელი თითები ნელი მოუძრაობით მოუსვა და ლაპარაკი დაიწყო.
- ძალიან... ძალიან დიდი ენერეგია მოდის... ეს ეკლესია, ეს მთა. - თოვლით დაფარულ მყივარწვერს გადაუსვა თითები. - ეს ცხენიც კი... - არა! არა! - წამოიყვირა უცებ. - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვარდეს!
- რას გულისხმობთ? - ძლივს ამოთქვა სიტყვები, ქალის უეცარი წამოყვირებისგან დამფრთხალმა ქეთიმ.
- ეს ბიჭი... - ემოციების მოთოკვას ცდილობდა ქალი. - ეს ბიჭი არ უნდა გადმოვარდეს ცხენიდან!
- რა მოხდება თუ გადმოვარდება? - იკითხა აკანკალებული ხმით.
- ის მოკვდება!



№1 წევრი ვიპნი

ამ ვასიკო-ვასკაზე გული მიგრძნობდა რაღაც არაკაცობას რომ გააკეთებდა ლაშას საწინააღმდეგოდ.მოკლედ ახლა მხოლოდ ღმერთის და ბაკურის იმედი უნდა გვქონდეს ❣️

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
ამ ვასიკო-ვასკაზე გული მიგრძნობდა რაღაც არაკაცობას რომ გააკეთებდა ლაშას საწინააღმდეგოდ.მოკლედ ახლა მხოლოდ ღმერთის და ბაკურის იმედი უნდა გვქონდეს ❣️

ვასიკო ვასკა :D D

 


№3 სტუმარი Stumari

Arachvwulwbrivia, vgijdebi ise momwons. Dilidanve vatvaliereb xolme axal tavs

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მომწონს, ეხლა წავიკითხე ყველა ერთად ????

 


№5  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი ნათია
ძალიან მომწონს, ეხლა წავიკითხე ყველა ერთად ????

მადლობა ნათია

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან მაგრამ როგორ წირავენ ლაშას თავიანთი თავის გადასარჩენად სამწუხაროა

 


№7 სტუმარი incognito

ოოო დაიძაბა დაიძაბა,მშვენიერია

 


№8 სტუმარი სტუმარი ლანა

გუშინ დქვიწყე კითხვე ესრა კარგი იყო ყოჩაღ???????? ველოდები შემდეგ თავს სულ მოუთქმლელად????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent