შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 21)


4-10-2020, 18:48
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 410

რამაზი რაღაცის თქმას აპირებდა, როცა მის რაციაში შხრიალის ხმა გაისმა. ჭიშკართან მდგომი დაცვა სტუმრის მოსვლას ატყობინებდა.
- ვინ არის ამ დილაადრიან? - ჩაილაპარაკა რამაზმა და რაცია მოიმარჯვა.
- ბატონ ვასილთან უნდა შეხვედრა.
- ვინ არის? - გაიმეორა კითხვა.
- ბაკური მქვიაო. - მოისმა რაციაში.
- შემოუშვით! - დაუფიქრებლად უბრძანა დაცვას.
- გავჩხრიკოთ?
- არა, ხელი არ ახლოთ. ეზოში შემოაცილეთ.
რამაზი, სტუმართან შესაგებებლად ეზოში გავიდა. კაცმა ფართო ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა. რამაზს მიუახლოვდა და ხელი უხმოდ გაუწოდა. ვასილისგან განსხვავებით, რამაზი ყოველთვის მოსწონდა. ახალგაზრდა კაცისთვის ხშირად მიუცია რჩევა, საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა. ნათესავური კავშირით შენიღბული ხელქვეითი ნუ გახდებოდა. ბაკურისთვის მის სიტყვას ყოველთვის ფასი ჰქონდა. სწორედ მისი თხოვნით აპატია ვასილს და პირობა მიიღო, რომ აღარასდროს გადაიკვეთებოდა მათი გზები. ეს პირობა დაირღვა. რამაზის ბრალეულობით, თუ მის გარეშე, პირობა არ შერულდა. სხვა შემთხვევაში, აღარც რამაზს მოუსმენდა, მაგრამ იღბლიან მილიონერისთვის ახლა საკუთარი შვილი აღმოჩნდა მფარველი ანგელოზი.
- არ ბერდებით ბატონო ბაკურ. - თავაზიანი ღიმილით მიმართა რამაზმა.
- მე შენი ბატონი არ ვარ! - ბაკურს აშკარა აგრესია ეტყობოდა. - სახლშია?
- სახლშია, შევიდეთ. - ხელის მოძრაობით შესასვლელისკენ მიუთითა და უკან მიჰყვა.
ჯავახიშვილის სამუშაო კაბინეტში შესულ ბაკურს ვასილი კართან შეეგება. ხელი ჩამოართვა და ჩვეული არტისტიზმით გულითადად მოიკითხა. ბაკურმა მხოლოდ ნაძალადევი ღიმილით უპასუხა, ოთახში შევიდა და სავარძელში დაეშვა. ვასილმა სტუმრის გულგრულობას ყურადღება არ მიაქცია და ძმიშვილს სთხოვა მიმტანისთვის დაეძახა.
- დაჯექი, ბევრი დრო არ მაქვს. - ვასილის მისამართით ჩაილაპარაკა ბაკურმა. - შენც დარჩი რამაზ. ემანდ, მოთმინებამ არ მიმტყუნოს და ბიძაშენს რაიმე არ დაუშავდეს.
ვასილი გაღიზიანებული ჩამოჯდა.
- შენი შვილიშვილისა და ჩემი გოგო ურთიერთობის ამბავს გაიგებდი ალბათ?
- დღეს გავიგე, რომ შენი შვილია.
- მათი ერთად ყოფნა ისედაც არ გამოვიდოდა.
- გამოვიდოდა? - წარსულ დროში ნათქვამი სიტყვა ეუცნაურა. - რას ნიშნავს არ გამოვიდოდა?!
ჯავახიშვილმა ენაზე იკბინა.
- ვიფიქრე იმის გამო მოხვედი, რომ ეს საქმე მოგვეგვარებინა. - სწრაფად გადააკეთა ვასილმა. - ამის გამო წარსულ დროში ვთქვი.
- შენთან თანათესავება არც მე მომხიბლავს, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის, ახალგაზრდები თვითონ გადაწყვეტენ ყველაფერს. ამის გამო არ მოვსულვარ.
- გისმენ მაშინ.
- შენ მისმენ?! - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - მოთმინება არ დამაკარგვინო ვასილ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
ჯავახიშვილი ერთიანად დაიბნა. ვატოსა და ჯაბას კონფლიქტი არც კი გახსენებია. ჩათვალა, რომ მისი მოსვლა ტყვეების გაცვლის პროცესს უკავშირდებოდა. ვერაფრით მიხვდა საიდან შეიძლებოდა ბაკურს გაეგო, მაგრამ დარწმუნებული იყო, ამის გამო ესტუმრა ძველი ნაცნობი.
- ტყვეების გაცვლას თავს ვერ აბავდნენ. რუსების ერთ-ერთი სარდალი, ვინც ჩართული იყო გაცვლის საკითხებში ჩემი ძველი ნაცნობია. ჩვენი უშიშროების თხოვნით ჩავერთე მოლაპარაკებებში.
ბაკურს გული აუჩქარდა. საუბრის ასეთ წამოწყებას ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენდა. ემოციების შეკავება უჭირდა. ვასილი თუ გაკვირვებას შეატყობდა, შესაძლებელია ყველაფერი აღარ მოეყოლა. თავს ძალა დაატანა და მოაჩვენა, თითქოს სწორედ ამ საკითხე სასაუბროდ იყო მოსული.
- განაგრძე. - ძლივს ამოთქვა ბაკურმა.
- რუსები, თავიანთი პატიმრის გადაცამესაც ითხოვდნენ. დავთანხმდით. მათ კი ყველა ჩვენიანი უნდა გადმოეცათ.
- მერე?! - ვეღარ ითქმენდა კაცი.
- წასვლამდე, უშიშროებისგან გავიგე, რომ ლაშაც ტყვედ ჰყავდათ. მოლაპარაკებებში ჩართვაზე სწორედ ამის გამო დავთანხმდი.
- რატომ? - ბაკური ერთ წერტილს მიშტერებოდა, თითოეულ ნათქვამ სიტყვას დაკვირვებით ისმედა. პერიოდულად შეხედავდა და მისი თვალებიდან სიმართლის ამოკითხვას ცდილობდა.
- ბაკურ, იცი ალბათ, რომ ჩემი გოგოც ცხინვალში იყო. ლაშამ გადაარჩინა და სამშვიდობოს გამოიყვანა. რაც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, ჩემი შვილის გადამრჩენის გამო უკან არაფერზე დავიხევდი. დაუფიქრებლად წავედი და გენერალს ლაშას გადმოცემასაც ვთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ტყვეთა სიაში ეწერა, ამბობდნენ ასეთი ტყვე არ გვყავსო. ვასილევს ძველი მეგობრობა დავაფიცე, დიდი ფულიც კი შევთავაზე. მანაც იგივე მითხრა, ასეთი ტყვე არ გვყავსო. კარგად ვიცნობ ბაკურ, ლაშა რომ იქ ყოფილიყო, იმდენი ფული შევთავაზე უარს ვერ იტყოდა.
- ჩვენი უშიშროება რას ამბობდა?
- ჩემთან საუბარში დარწმუნებული იყვნენ, ლაშა მათ ჰყავდათ, მაგრამ რაღას იღონებდნენ. ძალიან შეწუხებულები იყვნენ. საუკეთესო ჯარისკაცი დავკარგეთო. ვარაუდობდნენ, ცოცხალი აღარ არისო.
- შენც იქ იყავი? - ბაკურმა თავი წამოსწია და რამაზს გახედა.
- არა, რამაზი იქ არ იყო. - ძმიშვილის ნაცვლად უპასუხა ვასილმა.
- შენთვის არ მიკითხავს. - გაცხარდა სტუმარი. - შენ ის გირჩევნია მითხრა, აქამდე რატომ არ მითხარი?! ან ლაშას მშობლებს რატომ არ შეატყობინე?!
- როგორ უნდა მეთქვა? არც კი ვიცოდი საქართველოში თუ იყავი. მშობლებთან დაკავშირებას ვაპირებდი, მისამართის გარკვევას ვცდილობდი.
- აქამდე ვერ გაარკვიე ჰო?! შენი საწირაკი შვილი, დანით რომ მიუვარდა ლაშა ძმას, მაშინ ხომ მშვენივრად იცოდით?!
- ბაკურ... - თავის მართლება სცადა ჯავახიშვილმა.
- ეხლა კარგად მომისმინე! - დაიწყო ბაკურმა. - შენს სიტყვებში ბევრი ტყუილს ვხედავ. სახეზე გაწერია, ყველაფერს არ მეუბნები. არც შენს თვალებში სჩანს გულწრფელობა. - წამიერად შეყოვნდა და ისევ უხმოდ მდგარ რამაზს შეხედა. - ილოცე რამაზ, ილოცე, ბიძაშენი არაფერ შუაში იყოს, თორემ ღმერთს ვფიცავ არ ვაცოცხლებ!
- ბაკურს, ხომ იცი, რომ პატივს გცემ? - წამოიწყო რამაზმა. - რაც ახლა ვასილმა მოგიყვა, მეც იგივე მოვისმინე მისგან. ჯაბას დაჭრას რაც შეეხება, ჩვენ წინასწარ არაფერი ვიცოდით. სხვა შემთხვევაში, პირადად მე არ დავუშვებდი ამ ყველაფერს. მოგვიანებით არც ლაშამ დააკლო, ჩემს თვალიწინ ვატოც და მისი მეგობარიც უარეს დღეში ჩააგდო. იქ ვიყავი, ვთხოვე წასულიყო. ხელი არ გამინძრევია იცოდე.
რამაზის სიყვებში სიმართლე დაინახა. ისევ ვასილ მიუბრუნდა, ზიზღნარევი მზერა ესროლა და სწრაფი მოძრაობით წამოდგა.
- ქეთი რომ არა, დღის ბოლომდე ცოცახალი აღარ იქნებოდი! - ყრუდ ჩაიალარაკა. კარისკენ მიტრიალდა და დაიძრა.
რამაზი უკან მიჰყვა. ჭიშკრამდე მიაცილა, უნდა დამშვიდობებოდა, რომ აივნიდან ქეთის ძახილი მოისმა.
- პაპა. - დაიყვირა გოგომ. - არ წახვიდეთ.
ორიოდე წუთში ეზოში გამოიჭრა, ბაკურსკენ გაიქცა და ჩაეხუტა. რამაზს თვალები გაუფართოვდა. მის ხელში გაზრდილი ბიძაშვილისგან მსგავსი ემოციები არასდროს ენახა. ბავშვობიდან, მშობლებთან ურთიერთობაშიც კი თავდაჭერილი გოგო ბაკურს ისე თბილად ჩაეხუტა, რამაზი განცვიფრებას ვერ მალავდა. სჯეროდა, რომ სიტყვით ყოველთვის მოიტყუებოდა ადამიანი, ჩახუტებით ვერა. სიტყვებს დიდებისგან სწავლობენ ბავშვები, ჩახუტებას კი დიდები სწავლობენ ბავშვებისგან.
- როგორ ხართ? თქვენ აქ საიდან?
- შენ იყავი კარგად შვილო... - სევდანარევი ღიმილით უპასუხა, თავზე ხელი, მზრუნველად გადაუსვა და საჩქაროდ გაბრუნდა.
დაბნეულმა და გაკვირვებულმა გოგომ, რამაზს ინტერესით სავსე მზერა მიაპყო.
- ვინმე გამაგებინებს რა ხდება? - ცრემლი ჩამოუგორდა ქეთის.
რამაზმა გოგონას ცრემლებს ვეღარ გაუძლო. დარწმუნდა, რომ ცრუ ილუზიებს მწარე სიმართლე სჯობდა. ეზოს განაპირად, მასთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. ბაკურთან ძველი ნაცნობობა გაუმხილა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უამბო. არ დაუმალავს ისიც, რომ ლაშა, ცოცხალი აღარ იყო.



№1  offline წევრი ვიპნი

რა ინტრიგანი ბიჭი ხარ ,ეს რა იყო, ჩემი ნერვები პიკზეა,ვერ ვიტან იმ საზიზღარ გაქსუებულ მილიონერს.ბაკური ჩემი ფავორიტი პაპაა❣️❣️❣️

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფ როგორ არ გაუმართლა ბატონ ვასილს.ლაშაზე მეტი ინფორმაცია რა.ველი ახალ თავს

უფ როგორ არ გაუმართლა ბატონ ვასილს.ლაშაზე მეტი ინფორმაცია რა.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ არ მეყო ერთი ამოსუნთქვაქა იყო იმედია მალე გამოჩდევა ლაშა

მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ არ მეყო ერთი ამოსუნთქვაქა იყო იმედია მალე გამოჩდევა ლაშა

მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ არ მეყო ერთი ამოსუნთქვაქა იყო იმედია მალე გამოჩდევა ლაშა

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ხოო მეც მეცოტავა,მაგრამ რას ვიზავ,,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent