შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიმონისფერი [სრულად]

9-10-2020, 01:22
ავტორი ელპინი
ნანახია 3 891

გავაპროლოგოთ.

- ორცხობილები არ გინდა, პატარა ელი?
- როცა გავიზრდები და უარს ვერ გეტყვი, კი.
- და თხილიანი შოკოლადი?
- იცოდე, ნუ დაივიწყებ, რომ მერე უნდა მიყიდო.
- პატარა ელი, ნუში?
- ბევრი რამ გიგროვდება. იცოდე, გაგყიდი. ტკბილეული ძალიან მიყვარს. ძალიან.
- გინდა დაგპირდე, რომ სხვას არასდროს ვუყიდი იმას, რაც შენ გიყვარს?
- მინდა, როგორ არა. ოღონდ მერე არ მითხრა - ძალიან ბავშვური ხარო, კარგი?
- ეგ რომ არ გითხრა, იმიტომ ხარ პატარა ელი; და გპირდები.
- უნდა წავიდე, დრო მაჩქარებს. ვ(გ)იმახსოვრებ.
- ყველაფერს თან გატან, ხომ იცი.

ბავშვობაში დედა მეუბნებოდა - უცხო ადამიანმა რამე რომ შემოგთავაზოს და გიყიდოს, თავი შორს დაიჭირეო. არ ვიცოდი, რის გამო უნდა მოვქცეულიყავი ასე, მაგრამ, რადგან დედა ამბობდა, ვეთანხმებოდი. ისე, ძნელი კი იყო ჩემთვის, რომ უარი მეთქვა საყვარელ ორცხობილებზე და - არამარტო.

ზოგჯერ უნდა დაიკლო სიტკბო, რომ მერე ორმაგად იგრძნო.

***
დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა რძისფერი კანი გაქვსო. ეს არ იყო უბრალოდ თეთრი. რომ მეტყოდნენ როგორი თეთრი ხარო, ვპასუხობდი - რძისფერი - მეთქი. დღემდე ასე ვარ. რძეს სხვა ფერი აქვს. ყოველთვის უკვირთ, როცა ამას ვამბობ. არადა, მე ისეთი რძისფერი ვარ, კანქვეშ, რაც არსებობს ჩემს სხეულში, ხმამაღლა სუნთქავს. მიყვარს მზის შუქზე გარეთ სიარული. მაშინ ბევრად დიდი ლანდი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ. გამვლელები ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს. მეც ისე ვიღიმი, როგორც ჩემს ბროლის კბილებს შეეფერება და თავს ვიწონებ. რატომაც არა? რა, კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს რძისფერი კანი? ახლა თეთრი, გრძელი კაბა მაცვია. ვიცი, რომ ლამაზი ვარ. ყველგან ამას ვგრძნობ. ხელში ქიშმიშიანი ორცხობილები ისე მიჭირავს, თითქოს ვინმე წამართმევდეს. ლურჯ ავტობუსს ველოდები. მხოლოდ ის მიმიყვანს სახლში. სასაცილოა, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ფანჯარასთან ჯდომა და სივრცის თვალიერება მიყვარს. მოკლედ რომ ვთქვა, როგორც ყველას თვალებში ვკითხულობ, რაღაცნაირი ვარ, უცხო და თითქმის ხელშეუხებელი.

ფანჯარასთან ვჯდები, როგორც კი ლურჯ ავტობუსში ავდივარ. მოუსვენრად ველოდები ვინ მოკალათდება ჩემ გვერდით, რომ კანის ფერი შევამჩნიო და თითებზე დავაკვირდე. თვალებს აქეთ-იქით ვაფაციცებ. ხან გარეთ, ხან - შიგნით სივრცეში. არომატული ლიმონის სურნელს ვგრძნობ ჩემთან ახლოს. ძალიან ახლოს. ისე ახლოს, რომ ჩემი რძისფერი კანი წამიერად ლურჯდება სიცივისგან. ვერ ვხვდები, ვინ არის ასეთი ზამთარი შემოდგომისფერ გადაკრული. განგებ არ ვიხედები, რომ არ. არ. მეშინია, ვინმე ისეთი არ იყოს, თავისი სიცივით ჯერ მომხიბლოს და მერე თავი შემაყვაროს. უცხო კი ისაა, რომ მეცნობა და რაღაცას მახსენებს. ჩემთან თბილა. მზისგან გაყვითლებულ ცას თვალს ვაშორებ და ძალიან ფრთხილად, ისე თითქოს რაღაც გამანადგურებელს უნდა შევხედო, მზერას ვაპარებ. ჩემს თავს ვიჭერ, რომ მეშინია. ხელებზე ვაკვირდები. ყვითელი კანი აქვს. ზუსტად ლიმონისფერია მისი კანი. ყვითელი ლიმონისფერია. შეიძლებოდა მწვანე ყოფილიყო? ღმერთო ჩემო. ამდენხნიანი დაკვირვების მანძილზე პირველად ვხედავ ასეთ კანს. ისეთს რომ მზე ვერ ლანდავს, რადგან ერთი ფერი არიან. ისე მინდა ვკითხო ლიმონის ჭამისგან დაემართა ეს, თუ სხვა რამ, თავს ძლივს ვიკავებ.

ჩემკენ მოდის. იმდენი თავისუფალი ადგილია და მაინცდამაინც აქ მოდის. იქ, სადაც მე ვზივარ. ჩემს ორცხობილებს ხარბად უყურებს და უცებ ვხედავ შოკოლადს, რომელიც ჯიბეში შესამჩნევად ჩაუდია. არც აციებს, არც აცხელებს და ჩემ გვერდით ჯდება. მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით მშორდება განგებ. მე მინდა შემეხოს და ვიგრძნო - ლიმონისფერი კანის გემო. სურნელი ჩემ ირგვლივ ტრიალებს. რომელ სუნამოს იყენებს რომ ვკითხო, სისულელეა, ხო? კი. სუნამო ვერ იქნება - იმიტომ, რომ კანის სუნია. იქნებ, უბრალოდ ლიმონი დაწურა და სუნი აიყოლა? იშმუშნება. სახეს ჩემკენ ატრიალებს, მერე ჩემს მუხლებზე დადებულ ორცხობილებს უყურებს. შეკვრას ვხსნი. თითებზე მომჩერებია და ჩემს მოძრაობებს აკვირდება. იცის, რომ ვგრძნობ მის მზერას. მარცხენა ხელს წინა სავარძლის საზურგეს ადებს და გრძელ თითებს მაჩვენებს. ლიმონისფერ კანზე წვრილი კაპილარები ეტყობა. რაღაცას მაგონებს. ისეთი კავშირი აქვს ამ მომენტს ხელოვნებასთან, ნახატებზე დატანილი სიყვითლე მაგონდება. მას შეიძლება ლიმონის ხე სახლში აქვს. ამის წარმოდგენაზე ტანში მცრის. არა. არამარტო ეს ხე, მის სახლში ყველაფერი ლიმონისფერი იქნება, ვიცი. ძალიან უხდება. ზუსტად ისე, როგორც მე რძისფერი. უფრო სწორად, - მსგავსად. როგორც მე არ ვწყვეტ მის თვალიერებას, თვითონაც იგივეს აკეთებს. მერე ის მარცხენა ხელი ჩემს ზღვარზე მოაქვს, მაგრამ არ მეხება.
- ერთი ორცხობილა შეიძლება? - საშუალო ტონალობით ცივი, აკორდული იოგების ხმით მეკითხება და მე ჯერ მისი ბაგეებისგან გაჟღერებულ მუსიკაზე ვფიქრობ.
- არ შეიძლება? - ისევ აგრძელებს ლიმონისფერი და არ ჩერდება.
- მგონი, კი. ზოგადად - არ მიყვარს, რომ მართმევენ.
- სანაცვლოდ ჩემს შოკოლადს შემოგთავაზებ. - ბაგეებზე მომსკდარ ღიმილს არ ერიდება და ისე უხდება სიცილი, ვგიჟდები. ამ დროს - არც კი ვიცი, ვინ არის. მგონი, საკმარისია, რომ ლიმონისფერია. მისი ყველა დეტალი ისეთი გასაგიჟებელია, საბოლოოდ სუნთქვა შემეკვრება აღმოჩენის დასრულებისას.
- იყოს ეგრე. თხილიანია? - თვალები მენთება, ვგრძნობ.
- კი. - ორცხობილას იღებს და პარალელურად შოკოლადს მაწვდის. ზუსტად ისეთია, როგორიც მე მიყვარს. ამ ყველაფერში იმხელა სიჩუმე ყვირის, გული მეკუმშება. ალბათ, ყველაზე მეტყველი სიჩუმეა. ის ლაპარაკობს.
- ვგიჟდები ამ შოკოლადზე.
- ვიცი. შემჩნეული გ(მ)ქონდა შენ შოკოლადი და მე შენს თვალებში - სხივი, ვიდრე თვითონ შემოგთავაზებდი.
- გავწითლდი?
- ნუ გეშინია. შენს თვალებში ჩემი თავი მომეწონა.
- კითხულობ?
- გადაშლილი წიგნი ხარ. ისეთი კანი გაქვს, სიტყვები შენში ლანდავს.
- კიდევ კარგი, რომ არ ჩანს რამდენი ორცხობილა და შოკოლადი ვჭამე. - უმიზეზოდ გამეცინა ჩემს თავზე. ისე მარტივად გავიფაქტე, სხვა გზა არ იყო. ჩემთან ერთად იცინოდა. ზუსტად იმ წამს, როცა მე. უზომოდ მომწონდა მის ლოყებზე სიღრმეები.
მზემ სხივი განსაკუთრებულად შემომანათა უცებ და ხელი თვალებზე ავიფარე. ჩემი მაჯის საათიც იმ წუთას ახმაურდა. როცა პულსი მიძლიერდება, მხოლოდ მაშინ ემართება ასე. მე ვფიქრობ, ხარბმა მზერამ გამოიწვია ეს.
- გრძელი თითები სისხლის მოძრაობას აჩვენებენ.
- ასე ნუ მაკვირდები, თორემ საათი მოქმედებს.
- შევამჩნიე. აქამდე ხმადაბლა წრიპინებდა, არ გაგიგია?
- ღმერთო ჩემო, ნუ მარცხვენ. - თვალები დავხუჭე და მთლიანი სახე ხელებით დავიფარე. მერე თვითონ შემეხო. ძალიან მსუბუქად მომკიდა ხელი და ჩამომაღებინა სახიდან. ლამის დავიწვი. ისეთი ცხელი იყო, როგორც წეღანდელი მზე.
- მე აქ ჩავდივარ, არ დამივიწყო. ეგ შოკოლადი დაიტოვე და შემდეგშიც მიცნობ.- მითხრა და ავტობუსის კარს იქით გაქრა. დამიტოვა საფიქრალი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ლიმონისფერი იყო. ალბათ, საკმარისი უნდა ყოფილიყო. სადმე რომ ისევ მენახა, ვიცოდი, სუნით და ფერით ვიცნობდი. ისე ვლაპარაკობ, თითქოს მცენარე იყოს, მაგრამ სხვა არაფერი მაგონდება.

მოვიდა და წავიდა. ისე მოიქცა, თითქოს არც ვუნახივარ. შეიძლება მოსწონს ადამიანების მოგონებებად შეგროვება. უცნაური კი იყო. თან ორცხობილა კი არ შეჭამა, ხელში დაიტოვა. თანვე წაიღო. ვინ იქცევა ასე? იქნებ, ლიმონიან ჩაის უნდა დააყოლოს? იმდენი კითხვა მაქვს და პასუხი არც ერთზე, ნერვები საფეთქლებთან სიძლიერით მასკდება. არ მიყვარს გაურკვევლობა. არც მოლოდინის რეჟიმი. დაუწყებელი დაასრულა. ეჭვი მაქვს, თითქოს განგებ მოიქცა ასე. განგებ იმიტომ, რომ ფიქრი არ შემეწყვიტა. ახლაც ვგრძნობ სუნს, რომელიც ჩემს მარჯვენა მხარზე შერჩენილა მისი სიახლოვისგან. საშინელებაა, როცა ადამიანს ყველაფრის გარეშე იცნობ. მაინტერესებს, როდის, როგორ და რომელ სიგარეტს ეწევა. ან თუ არ ეწევა, მინდა კიდევ ვნახო და ჩემ თვალწინ გააკეთოს ეს. ძალიან მოუხდება. მას ისეთი ლამაზი თითები აქვს, უდაოა - მოუხდება. ვგიჟდები სიგარეტზე. უფრო მეტად, ტუჩებში გაჩრილ ღერზე. პიტნის გემო მომწონს. უცხო არომატი აქვს, მაგრამ ტუჩებზე რჩება. ეს მინდა დავინახო. სულ წამიერად. ჩემს თავზე მეცინება. უაზრო ოცნებები მაქვს ზოგჯერ. არა, მე ვაძლევ აზრს ასეთ ოცნებებს. ან სიამოვნებით ვუყურებდი როგორ სვამს ჩაის; როგორ უსმენს მუსიკას; როგორ კითხულობს; როგორ ჭამს; როგორ წერს; მოკლედ - მისი ყველაფერი მაინტერესებს. ცნობისმოყვარეობა მჭამს. სადმე აუცილებლად უნდა ვნახო. კიდევ ერთხელ უნდა შევხვდე, თორემ ისე ვერ დავისვენებ. ახლა ვერაფერი მოვასწარი. როგორ შეიძლება ადამიანი გაგეცნოს და არაფერი გითხრას? არა. არ მიყვარს ასე. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, რადგან მომწონს.

***
- შენსას მე გადავიხდი.
- ლიმონისფერო? - უკან არ ვბრუნდები, ხმაზე ვცნობ.
- კი, მე ვარ. ისეთი ორცხობილები მოგიტანე და ჩასვლამდე მოგისწარი.
- ახლაც უნდა გაიქცე? - ძირს ჩამოსული ვეკითხები.
- არ იდარდო, შეგავსებ. - ღიმილით მითხრა და ოქროსფერი თმა ყურს უკან გადამიწია.
- ხომ მოწევ?
- გაიზარდე, პატარა ელი.
ამაზე ტვინი დამიტრიალდა. რაღაც ფრაგმენტი ამომიტივტივდა. ასე ბავშვობაში მეძახდნენ. უფრო სწორად, მეძახდა. ან მომენტები მეორდება, ან რაღაც უჩვეულოს აქვს ადგილი.
- ახლა გავგიჟდები.
- გეგონა შენი რძისფერი კანი დამავიწყდებოდა?
- კარგი - მეთქი!
- დაპირებას გისრულებ. ეგ საათი მოიხსენი, თორემ სადაცაა გასკდება.
- დამცინი?
- არა, ჩაიზე გპატიჟებ. შენ ისეთი თვალები გაქვს, ყველაფერი ჩანს და ვიცი, გინდა.

ხომ ვთქვი, ლიმონის ხე ექნება სახლში - მეთქი. ჰყვარებია. აბსოლუტურად ლოგიკურია. ყველა კუთხეს სიყვითლე დაჰკრავს, როგორც მის კანს. ვინმეს ეგონება - სახლიც დაავადმყოფებულიაო. სიძველის ფერია ირგვლივ; და ისეთი სუნი, რომ ფილტვებს ვერ ვივსებ, უფრო მეტად მინდა ჩავისუნთქო.
ჩაის ვსვამთ. დაუწყებელი დასასრულის გაგრძელებაა. ზოგჯერ ასეც ხდება.
მართლა უხდება სიგარეტი. ქვედა ტუჩი უფრო სქელი აქვს. ენით ისველებს ხოლმე. დაბალი წვერი ისე მომწონს მის სახეზე, მინდა ხელით დიდხანს შევეხო. მინდა - ვიგრძნო.
- პატარა ელი, შენს გაზრდას ველოდი.
- ვერ ვიფიქრებდი, მართლა.
- დავლიოთ ჩაი; და მერე გასწავლი როგორ მოუარო ლიმონის ხეს სახლში.

მე მივხვდი, ეს კანის ფერი ბუნებრივი იყო და არა - ლიმონისგან. კანმა შემდეგ შეაყვარა ციტრუსი. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთს გადაება.
რაც არ უნდა იყოს, მისი კანი ლიმონისფერია და ჩემი - რძისფერი. თითქმის ჰგავს, რადგან ორივე ღიაა. და გვერდიგვერდ - უცხო.

***
- თოლიას ჩამოსასხმელი ნაყინისთვის ქალაქი უნდა შემომატარო ამ სიცივეში?
- კარგი, რა. ძალიან მიყვარს. ამეკვიატა და მინდა.
ამ ნაყინს საოცარი გემო აქვს. ისეთი ცივია, ყელში მოხვედრისას სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს.
- გაცივდები, პატარა ელი. - ცხვირზე თითი დამკრა.
- შენ მომივლი, არ ვდარდობ.

მართლა არ მიდარდია. იმდენი ლიმონიანი ჩაი დავლიე, ლამის გავმჟავდი. ღამითაც არ ეძინა და მზერას თვალდახუჭულიც ვგრძნობდი. ერთი მძიმედ რომ ამომესუნთქა, მაშინვე აფორიაქდებოდა.
- ხომ გითხარი, რატომ არ დამიჯერე?
- სამაგიეროდ, ასახდენი ოცნებების ჩამონათვალში ერთს ხაზი გადავუსვი. - ეს ამშვიდებდა და უცებ გაჩუმდებოდა.
მე კი ვუყურებდი და მინდოდა დიდხანს მქონოდა ტემპერატურა, რომ მას ემკურნალა.

***
<<ჩაიცვი და ქვემოთ გელოდები, ავტოდრომზე მიმყავხარ, პატარა ელი. შავი მანქანა ჩემია.>> - ასე დაიწყო ოცნებების ახდენა.

ამის წერისას იმდენი ლიმონი ვჭამე, გავმჟავდი.

№1 სტუმარი სტუმარი სალანდერი

დაბრუნებას გილოცავ. . . ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სტუმარი სალანდერი
დაბრუნებას გილოცავ. . . ❤

ის სულელური სიტყვა, დიდო. . . ♥️

№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ნამდვილად არ ველოდებოდი შენს გამოჩენას და ძალიან გამიხარდა.
ისეთი საოცარი შეგრძნებებით წერ, ყველაფერს ეტყობა, თითოეულ სიტყვას. თითქოს შენზეც გადმოდის, რასაც ავტორი გრძნობდა წერის პროცესში...
--------------------
When nothing goes right, go left!

№4  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ნამდვილად არ ველოდებოდი შენს გამოჩენას და ძალიან გამიხარდა.
ისეთი საოცარი შეგრძნებებით წერ, ყველაფერს ეტყობა, თითოეულ სიტყვას. თითქოს შენზეც გადმოდის, რასაც ავტორი გრძნობდა წერის პროცესში...

ჩემი ქეთი, ყველაზე გულისხმიერი და გულთბილი. . . მიყვარხარ. . . ♥️

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვაა.. რა კაი იყო..
მომეწონა კი არა და ძალიან მომეწონა..
სანამ წავიკითხავდი, სათაური ვნახე და იმ განზრახვით შემოვედი რომ გაგხუმრებოდი - ლიმნისფერი თქო,
ჰო, ხანდახან ეგეთ ცუდ ხასიათზეც ვიღვიძებ, შენ კი არ შეგეშალა რამე, არა, უბრალოდ მე ადამიანობას დღის მანძილზე ხელახლა ვსწავლობ ყოველდღე..
ჰოდა რისი თქმა მინდოდა, მოვედი ამღვრეული და გავთბი და გავთენდი..
აი, ასე უნდა წერდეს ნებისმიერი, ვისაც ფრითენზია აქვს რომ წერს მკითხველისთვის..
მადლობა რომ დაგვიწერე ასეთი ღუნღულა რამ..
აქ ყველამ იცის რომ ასეთი სითბოს გამო მე თინა ნიკოლი და ქეთი განსაკუთრებით მიყვარს.. აი ის ქეთი, ზემოთ, მისი კომენტარი რომ გათბობს..
როგორ მძულს რძე, მაგრამ ასე სიამოვნებით რა ხანია არა წამიკითხავს რა..
ბრავო.. ყოველი შენნაირი ადამიანი უნდა ბრწყინავდეს აქ. მეტი თბილი და მურაბა ადამიანი ჭირდება საიტს რომ ეს არსაიდან მოსული აგრესია და შური გაქრეს ჩვენი რიგებიდან..
ადამიანი ადამიანისთვის მზეა ))

№6  offline მოდერი guroo

ახლა იმაზე ვფიქრობ, ხომ არ მოვიცადო, რომ ბალთაზარის კომენტარს უპასუხო? იმსახურებს შენი ემოციების ვულკანს მისი კომენტარი, ნამდვილად იმსახურებს.
შენც იცი, ბევრი რამ იყო ისეთი, იმ ძაღლს რომ დამამსგავსა, რომელმაც ერთხელ უკვე იგემა შენგან ნათხივლები სისხლი და ახლა ვეღარაფერმა შეაჩერა, რომ არ გავეშებულიყო და კბილები ჩაგავლო: წვეტიანი, ბინძური.
უხერხული იყო შენი კბენა. თავი არ დამაგლეჯინო :დდდდ smile smile heart_eyes heart_eyes

№7  offline ადმინი ელპინი

ლაზარე 13

არ მახსოვხარ აქამდე და უზომოდ მიყვარს დადებითი ადამიანები. ძალიან მინდა ხოლმე, მეტმა ადამიანმა წამიკითხოს, ოღონდ ეს განა იმიტომ, რომ ან ნახვის და ან კომენტარის რიცხვი მაინტერესებს, უბრალოდ, სიყვარული და სითბო რომ იგრძნონ, რისთვისაც მე ვცხოვრობ და რასაც სულ ვეძებ.
იცი რა არის? როცა გეტყვიან "შენ სხვა ყველაფერზე მეტად ადამიანო ხარო", ზუსტად მაშინ იგრძნობ რეალობას ყველაზე მეტად და ისე მოგეწონება, დამიჯერე. . .
მადლობა შენ, რომ წამიკითხე და აი, ასეთი კომენტარი დამიწერე. მაშინ ვგრძნობ ხოლმე, რომ აქ უნდა ვიყო, თორემ ზოგჯერ მეც ვიღლები ყველაფრით. მერე რომ ვისმენ ამდენ თბილ სიტყვას, ვიცი - უნდა ვიცოცხლო.
ბრავო მეტისმეტი იყო, გული გამეგლიჯა სიხარულისგან. . .
ახლა ზამთარი მოდის, მურაბა ყველას ექნება სახლში, ჰოდა, აი, ეს ნაწერი და მურაბა იდეალურად წავა ერთად, მე ვფიქრობ. ძალიან მიყვარს ბოლოს დაწერილი სიტყვები! უზომო მადლობა ამისთვის! ♥️

და კიდევ, ქეთი ცალკე სამყაროა, უახლოესი იდეალური ადამიანი - ჩემთვის. ♥️

№8  offline მოდერი ჰაიკო

მოგესალმები ელპინო.
გამიხარდა შენი დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
გუშინ წავიკითხე გვიან და დღესაც წავიკითხე, დღეს უფრო უკეთესად აღიქვა ტვინმა ახალი ფერები და ამ ფერების მნიშვნელობა, მე - როგორც რითმით მხატვარი, რამდენიმე ფერს მოგპარავ ჩანახატიდან:)
"ლიმნისფერი"
"შემოდგომისფერი"
"რძისფერი"
როგორც ყოველთვის შეუდარებელია,ემოციურია და თბილია.
"დაუწყებელი დასასრულის გაგრძელებაა" - ეს ფრაზაც ძალიან მეჩემა.
ნუ დაიკარგები,მოგვენატრა შენი ისტორიები.
წარმატებები.

№9  offline ადმინი ელპინი

guroo
ახლა იმაზე ვფიქრობ, ხომ არ მოვიცადო, რომ ბალთაზარის კომენტარს უპასუხო? იმსახურებს შენი ემოციების ვულკანს მისი კომენტარი, ნამდვილად იმსახურებს.
შენც იცი, ბევრი რამ იყო ისეთი, იმ ძაღლს რომ დამამსგავსა, რომელმაც ერთხელ უკვე იგემა შენგან ნათხივლები სისხლი და ახლა ვეღარაფერმა შეაჩერა, რომ არ გავეშებულიყო და კბილები ჩაგავლო: წვეტიანი, ბინძური.
უხერხული იყო შენი კბენა. თავი არ დამაგლეჯინო :დდდდ smile smile heart_eyes heart_eyes

ვაიმე, რას იძახი, გურო? გაგიჟდი? ცოტა გამეცინა, მაპატიე. :დდდ
საერთოდ, ვისაც კი ჩემთან კომენტარი დაუწერია, ყველა იმსახურებს უკან იგივე დავუბრუნო, მაგრამ ვერ ვწვდები ხოლმე, ისე ვიბნევი.
ცოტა სადისტურად და უხერხულად (:დ) იყო აღწერილი, მაგრამ მიხარია რომ არ წყვეტ ჩემს წაკითხვას. მადლობა! ♥️

ჰაიკო

ჰაიკო, დღემშვიდობის.
გულწრფელად გამიხარდა შენი კომენტარი, ხომ იცი, მაგრამ, აბა, კრიტიკა? ვერაფერი იპოვე? სადღაც რაღაც მძიმე დაგიტოვე. გაგეპარა? :დ
ყოველთვის ორჯერ წაიკითხე, გაგიმარტივდება, მერწმუნე.
მოიპარე, ოღონდ "ლიმონისფერი", კარგი? ასე მომწონს, ლამაზია. . .
მადლობა აქ ყოფნისთვის შენ და იმ ფრაზის დამახსოვრებისთვისაც! ♥️

№10  offline მოდერი ჰაიკო

ელპინი

არაფერი გამომპარვია, არასდროს არაფერი მეპარება, უბრალოდ შინაარსმა უშინაარსოდ აქცია პუნქტუალური შეცდომები:)
მადლობა სიტყვის ჩუქებისთვის:)

№11 სტუმარი სტუმარი სალანდერი

ნეტა ამ ბინძურ სამყაროში, როგორ პოულობ ამ ზღაპრულ რეალობას. მე ალბათ მხოლოდ იმას შევამჩნევდი, რომ ლიმნისფერ კანს, სიდამპლე შაპარულივით ეტყობა ვენები. შენ ასე ლამაზად რატომ გვიყვები? - მშურს.
ჩემთვის ზღაპრული შენ ხარ, თავშესაფრად ქცეულო. რეალობა არაა ზღაპრული, მაგრამ შენ რომ გაფერადებას ვერ შეძლებ, იმ სამყაროს რა ვუთხარი. ზოგჯერ სადისტურად მაინტერესებს, შენ რომ ფერები დაგიკარგო, როგორი იქნები? ან იქნები კი საერთოდ? ფერადად აღქმა რეალობის ასე ალამაზებს? შენ რომ გკითხულობ მინდება ხოლმე, სულით ხორცამდე დალტონიკი არ ვიყო, თუნდაც სულ რამდენიმე წუთით. პატარა ელ_ი. მგონი არასდროს გაიზრდები. ან რატომ უნდა გაიზარდო, შემოდგომასავით ფერადო, როცა ასეთი პატარაც ახერხებ, ყველაზე შავ-თეთრად მიყვარდე.
ხშირად გამოანათე.

და ჰო, რა გამახსენდა. . .

"წვიმასავით მინდები, წერასავით მჭირდები.
რიონივით მოვალ და, სიბინძურეს მოგიტან.
ხომ არ გაიზრდები და ხომ არ გამიდიდდები?
მე პატარა მიყვარხარ, "სიშავთეთრეს" რომ იტან."

№12  offline ადმინი ელპინი

ოხ, მჟავე, ოხ! ეგ შენი ლურჯი ვენები არასდროს დამიკარგო. წარმოიდგინე, როგორი ლამაზია ლიმონისფერზე ლურჯი. დაახლოებით ჩემი ახალი ჭიქის მსგავსი.
მე რომ ფერები დავკარგო, საერთოდ არ ვიქნები. არ ვიარსებებ, ხომ იცი? როცა ფერადი სათვალით უყურებს ყველაფერს, სამყარო უფრო ლამაზია და მხოლოდ ეს მეხმარება იმ ტკივილის და შავ-თეთრის (სულიერი) გადატანაში. . .
ცოტა მაინც ხომ გასწავლე, რა გინდა? ვარდისფერს და სტაფილოსფერს არჩევ, კიდევ გვჭირდება დრო და მზად იქნები.
ძალიან მიყვარხარ, ძალიან. ხანდახან ძალიან მაბრაზებს ეგ შენი სიშავე, რომ იცოდე. უნამუსო.
საღამოს მაგრად ჩაგეხუტები!

და ბოლოს, ყველაფერი იდეალურია. . .

№13 სტუმარი სტუმარი Khatuna

პატარა ისტორია და უამრავი ემოცია. საოცარი სიტყვები და აზრთა წყობა. ძალიან მომეწონა. ამაფორიაქა და გამაღიმა. მადლობა

№14  offline ადმინი ელპინი

სტუმარი Khatuna
პატარა ისტორია და უამრავი ემოცია. საოცარი სიტყვები და აზრთა წყობა. ძალიან მომეწონა. ამაფორიაქა და გამაღიმა. მადლობა

მადლობა თქვენ ასეთი სიტყვებისთვის! ძალიან მოკლედ გადმოეცით, მაგრამ უზომოდ ბედნიერება მაჩუქეთ! გამიხარდით! ♥️

№15  offline წევრი პოპო

ლიმონისფრად გამაფერადა...))
საოცარი უნარი გაქვს მკითხველი "ზღაპრულ რეალობაში" გადაისროლო და დიდხანს,
ძალიან დიდხანს არ გადმოიყვანო იქიდან...
უნარი გაქვს სიფერადის ♡♡♡
ლიმონისფერობის უნარიც გაქვს ლიმონო ♡

№16  offline ადმინი ელპინი

პოპო
ლიმონისფრად გამაფერადა...))
საოცარი უნარი გაქვს მკითხველი "ზღაპრულ რეალობაში" გადაისროლო და დიდხანს,
ძალიან დიდხანს არ გადმოიყვანო იქიდან...
უნარი გაქვს სიფერადის ♡♡♡
ლიმონისფერობის უნარიც გაქვს ლიმონო ♡

ვაიიიჰ, ვინ ხარ შენ? რა ლამაზი სახელია პოპო, მომეწონა. :)))
მიხარია, აი, უზომოდ ბედნიერი ვარ, გული მევსება სიყვარულით ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ ჩემ თავზე, ვიბერები ჩვეულებრივად.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ♥️

№17  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

კაცი.. რომელიც განთიადსაც აღარ ახსოვდა relaxed

ირიჟრაჟა..
ისე ირიჟრაჟა, მთელს სხეულს ქაოტურ ელექტრონებად მოედო და სასიამონო ღიმილი დაუტოვა მწიფე შინდისფერი ბაგეების ბედნიერების ჩასახვევში.. ძოწისფერი ვარდის ფურცლები დაუდევრად მიმოფანტა შიშველ მხრებზე და მისი მშვენიერებით აღტაცებულ დილას თვალი ცბიერი კმაყოფილებით მიმოავლო..
მშვენიერი იყო..
ჩაეღიმა და..
ველური კატასავით გაწვა დროსა და რეალობაში..
შოკოლადში ჩამდნარი ქარვა და ბაჯაღლო სითბოს ყოველწამიერ შეგრძნებაზე გუშინდელ ბოდვას იმეორებდა უმისამართოდ ვნებააშლილი..
საწოლზე ობლად დარჩენილი ვარდი და კონვერტი დახვდა..
ბანალურობაზე ჩაეღიმა და..
დაუდევრად გახსნა..
"შენ მე გამიხსენებ.."
მეტი არაფერი ეწერა..
უყურებდა წყლის წვეთები როგორ ეფერებოდნენ ჩამოღვენთილ მელანს..
მუქი, ღვინისფერი სითხე არსაით ინთქმებოდა უსასრულობაში..
სიცარიელემ ურცხვად შემოჰხვია შიშველი ხელები სველ სხეულზე..
კონვერტი აბაზანაში დაახრჩო და შეიმოსა..
ვარდი არ მოუხდა..
ეკლებმა გუნება გაუფუჭა..
კამელიებს შეშურდათ..
საკუთარ თავს უმტრო..
ია გაენაზა და..
მიხაკი..
როგორ ეტკბილა..
სადარბაზოში ელოდნენ..
გაოცდა...
უხმაუროდ ჩაეშვა..
დედამიწა დაიძრა..
იასამნები..
მზე..
ბაბუაწვერა..
ნიავი..
მზე..
სითბო..
ღიმილები...
პეპლებად მოფრინავდნენ მისკენ..
ვერ დაიჭირა..
ვერანდა...
არა..
მზე ჩავიდა..
ღიმილები გაქრნენ..
ციცინათელები..
- მილედი.. - თავაზიანად სთხოვეს..
ციცინათელების დარბაზში ვირთხები ზღაპრულ სუფრას შლიდნენ..
კარნავალი..
მარტო იყო..
ჰაეროვანი..
გაიწვიეს.. საცეკვაოდ..
ვალსი არა..
არც ტანგო..
არც სალსა..
- რაღაც სხვა მინდა.. - გაუელვა თავში
ეძებდნენ ფიქრები..
თეთრი ცხენი..
მარტო...
თვალებს არ ახსოვდა..
თითები ვერ გრძნობდნენ..
აირია..
აიმღვრა..
- რად დამაკლდი?!
წითელი ღვინო..
ვერანდა..
ჰო.. ვერანდა.. რა თქმა უნდა..
სუნთქვის კვალდაკვალ ყვრიმალებზე..
მერე.. საით..
ნეტავ საით..
იქნებ ლავიწები..
არა..
ნუთუ თვალებია..
მაგრამ შინდი ხომ მწიფდა..
- და მაინც, ვინა ხარ?! - ბავშვივით აქვითინდა
- ძვირფასო, მე თვით განთიადსაც აღარ ვახსოვარ, თუ მეორედ არ მნახა..
- მაგრამ.. შენ გამიხსენებ..

ეიფორია...
ეიფორია...
ეიფორია...

****
ირიჟრაჟა...

ამონარიდი დღიდან, "როცა გათენდა"
მადლიერების ნიშნად, აწ უკვდავი
მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე...

№18  offline ადმინი ელპინი

ყველაფრის ინსპირაცია "შენ გამიხსენებ" იყო? - როგორც ორცხობილა ჩაილექა ტვინში და მერე ამოტივტივდა, ზუსტად ისე. . .
მინდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი იყო.
და ცოტა მებევრა ჩემთვის, მემგონი, ამას არ ვიმსახურებდი. . .
ზღვა ემოციები. . .
მადლობა შენ ამისთვის! ♥️

№19  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰო, ეგ იყო და როგორც მე გავთენდი, ვეცადე იგივეს, სამწუხაროდ არც ისე ნიჭიერი ვარ..
მთელი გულით ვიმედოვნებ რომ მცირედი მაინც გამომივიდა ????????

ლაზარე 13
ჰო, ეგ იყო და როგორც მე გავთენდი, ვეცადე იგივეს, სამწუხაროდ არც ისე ნიჭიერი ვარ..
მთელი გულით ვიმედოვნებ რომ მცირედი მაინც გამომივიდა

№20  offline ადმინი ელპინი

ნიჭიერი ხარ - გულწრფელად. . .
გამოგივიდა! ♥️

№21  offline წევრი მე♥უცნაურე

'ამ ყველაფერში იმხელა სიჩუმე ყვირის, გული მეკუმშება.'

უჰ, როგორი იყო იცი?! მონატრების ისედაც დიდზე დიდი ბურთი,კიდევ უფრო მეტად რომ გეჩხირება ყელში და თავადაც გრძნობ იმ ლიმონიანი ჩაის გემოს და სურნელს, მის მიერ მორთმეული, ვინ იცის რამდენჯერ რომ დაგილევია და ჩაიზე მეტად იმაზე კონცენტრირებული იყავი, რომ საოცარი მანერა აქვს ლიმონის ჭრის და შენზე ზრუნვით, მთლიანად გათბობის.

და ჰო, ამატირე ნამდვილად, რადგან შემოდგომას ყველაზე მეტად არ უხდება სიცარიელე და აუხდენელი ოცნებები.

№22  offline ადმინი ელპინი

მე♥უცნაურე

წინა კომენტარებს ვკითხულობდი, ჩვევა მაქვს. უნდა გავსულიყავი, ოცდამეერთე კომენტარი რომ გამოჩნდა და გავხსენი. ველოდი, როდის ამოიწერდა ვინმე რამე ფრაზას და ყველაფერზე მეტად გამიხარდა ახლა ეს, რომ იცოდე. . .
ძალიან მიყვარს შემოდგომა, ცოტა სიგრილე, ჩაი, პლედი და ყველაფერი იდეალურადაა. . .

ოცნებების ახდენის დროც მოვა. . .
მადლობა! ♥️

№23  offline წევრი აბაშიძე

ელ.

ყველამ დამასწრო.

ცოტა ვბრაზდები.

მაგრამ...

შემოდგომას უხდება ლიმონი.

შემოდგომას უხდები შენ.

ამ უაზრო ამინდსაც კი.

სხვათაშორის მომენატრე და ცოტა უნამუსოები ვართ.

თოლიას ჩამოსასხმელ ნაყინზე გამეღიმა.

ხო რომ იცოდეთ მე ელ პინი ვნახე.

ეს ისე.

შეგშურდეთ ცოტა.

მახსოვს პირველად რომ წაგიკითხე და არ მჯერა უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა.

ხო დიდი დროა.

არაფერი შეცვლილა.

ისევ ყველაზე დახვეწილი და რაღაცნაირი ხარ.

ოღონდ უფრო გაზრდილი.

ხვდები როგორც მიხარია რომ დაბრუნდი.

ვიცი.

აღარ დაიკარო დიდხანს.

შემოდგომას უხდები-მეთქი.

შემდეგამდე.

№24  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

რომ მნახე და თქვი, გამეცინა, რა ეგოისტი ხარ, მაპატიე. :დ
შემოდგომას სეირნობაც უხდება, მაგრამ ახლა ისეთი ქარია, წაგვიღებს, ცოტა კიდევ დაველოდოთ, ან მე რომ მიყვარს, ხომ იცი. . .
მომწონს, რომ გაგასინჯე ეგ ნაყინი. არ მეჩვენება და მართლა კარგი გემო აქვს, ხო? :))
კიდევ ბევრი წელი გაგველევა. ჩემს წაკითხვაში თუ არა, გაგრძელებაში მაინც.

ქეთოოო, აქ რომ მელაპარაკები ამდენს, ისეც მელაპარაკე. . . ♥️

№25  offline წევრი პოპო

ელპინი
პოპო
ლიმონისფრად გამაფერადა...))
საოცარი უნარი გაქვს მკითხველი "ზღაპრულ რეალობაში" გადაისროლო და დიდხანს,
ძალიან დიდხანს არ გადმოიყვანო იქიდან...
უნარი გაქვს სიფერადის ♡
ლიმონისფერობის უნარიც გაქვს ლიმონო ♡

ვაიიიჰ, ვინ ხარ შენ? რა ლამაზი სახელია პოპო, მომეწონა. :)))
მიხარია, აი, უზომოდ ბედნიერი ვარ, გული მევსება სიყვარულით ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ ჩემ თავზე, ვიბერები ჩვეულებრივად.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ♥️

ნადირი ვარ, ნადირი ვარ joy joy
რისი მადლობა საყვარელო,მიხარია რომ გკითხულობ...აუცილებლად წაგიკითხავ მომავალშიც ♡♡

№26  offline ადმინი ელპინი

გმადლობ! ♥️

ვაიმე ეს რა იყო, სიმართლე გითხრა შენი სტორია პირველად წავკითხე და ვნანობ, შეუდარებელი იყო, ღმერთო, ეს რა საოცრება ისტორიაა, არ მჯერა, ახლა ავდგები და სხვებსაც წავიკითხავ, ამიერიდან შენს პატარა მაგრამ დიდ აზრიან ისტორიებს, მოუთმენლად ველი heart_eyes kissing_heart

№28  offline ადმინი ელპინი

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმე ეს რა იყო, სიმართლე გითხრა შენი სტორია პირველად წავკითხე და ვნანობ, შეუდარებელი იყო, ღმერთო, ეს რა საოცრება ისტორიაა, არ მჯერა, ახლა ავდგები და სხვებსაც წავიკითხავ, ამიერიდან შენს პატარა მაგრამ დიდ აზრიან ისტორიებს, მოუთმენლად ველი heart_eyes kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, თუ ასეა! ♥️

№29  offline წევრი სიბილა

მარტო შენ შეგეძლო ხო ამ სიჩუმეში ასე გეყვირა,ელ

№30  offline ადმინი ელპინი

სიბილა
მარტო შენ შეგეძლო ხო ამ სიჩუმეში ასე გეყვირა,ელ

ჰო, მგონი. . . ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent