შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 22)


10-10-2020, 13:00
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 432

დაბნეულმა და გაკვირვებულმა გოგომ, რამაზს ინტერესით სავსე მზერა მიაპყო.
- ვინმე გამაგებინებს რა ხდება? - ცრემლი ჩამოუგორდა ქეთის.
რამაზმა გოგონას ცრემლებს ვეღარ გაუძლო. დარწმუნდა, რომ ცრუ ილუზიებს მწარე სიმართლე სჯობდა. ეზოს განაპირად, მასთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. ბაკურთან ძველი ნაცნობობა გაუმხილა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უამბო.
ქეთი კანკალმა აიტანა, ისტერიკის ჭვლებმა დაუარეს. გასული დღეების განმავლობაში, ლაშას სიკვდილი ბევრჯერ დაუშვა გონებაში. ყოველი მომდევნო დღეც კი მისი გადარჩენის იმედს უკარგავდა. შინაგანად ამის შეგუება უჭირდა. უყვარდა, მთელი არსებით გრძნობდა, რომ უყვარდა. მერე რა, რომ ეს მისთვის არასდროს უთქვამს. არც ბიჭი გამოსტყდომია სიყვარულში. მასთან უერთიერთობის დროს დარწმუნდა, რომ ადამიანმა, ყველაზე მთავარი, გულის ჭრილობებით უნდა გამოხატოს. ერთი კია, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მისგან კვალი ყოველთვის დარჩება. ნაიარევი თუ არ არის, გული რა გულია! ამ იარების წყალობით, კუნთების უბრალო გროვა ჩვენი განვლილი წლების მოწმე და უკანასკნელი თანამოსაუბრე ხდება. ბოლო პერიოდში, სიყვარულით ანთებული გული ცივ გონებასთან ჭიდილში იყო. გონება ირწმუნებოდა: „ის ცოცხალი აღარ არის! ომი დამთავრდა. თუ ცოცხალია აქამდე გამოჩნდებოდა. შეეგუე, შეეგუე! ხომ კგრძნობ, რომ მის გულსაც უყვარხარ? მაშ რატომ არ გამოჩნდა?“ გოგონას გული არ ნებდებოდა. ისე კვლავ ცეცხლის ალში გიზგიზებდა და ცივ გონებას მასზე გავლენის მოხდენის უფლებას არ აძლევდა. “ის ცოცხალია!“ - არ ნებდებოდა გული. „აი ნახავ, მალე დაბრუნდება და სამუდამოდ გაგაჩუმებ.“
- ნახატი. - წამოიყვირა გოგომ და სკამიდან წამოიჭრა.
- რა ნახატი? - რამაზმა პასუხი ვეღარ მიიღო და გაქცეულ ბიძაშვილს გაკვირვებული მზერა გააყოლა.
ქეთი ელვის სისწრაფით გავარდა სახლისკენ. კიბეებზე აირბინა, საკუთარ ოთახში შევარდა და მაგიდაზე გაშლილ ტილოს დახედა. გოგონა ერთიანად გაშეშდა. ნაბიჯს ვეღარ დგამდა. ერთბაშად გაიყინა. გაიყინა, როგორც ცივ ზამთარში ფოთლებ გაცვენილი ხე. გაყინულ სხეულში აგიზგიზებული გული ნელ-ნელა ძალას კარგავდა. „ხომ გეუბნებოდი“ - უთხრა გონებამ და მომაკვდა გულს საკუთარი ცივი მარწუხები მოახვია.
დრო უმოწყალოდ გარბოდა. დღეები დღეებს მისდევდნენ. ქეთისთვის ყოველი, გათენებული დილას მტანჯველი ფიქრების დასაწყისი იყო. „ცხოვრება განაგრძე, დრო ყველაფერს კურნავს“ - ესმოდა ყველა მხრიდან. საბოლოოდ დრომ მართლაც თავისი გაიტანა. დაკარგული სიყვარული, ნელ-ნელა გულის შორ, ვიწრო კუნჭულში ჩამარხა. არაფერს ნანობდა. პირიქით ეცოდებოდა კიდეც ის ადამიანი, ვისაც ასეთი გრძნობა არ გამოუცდია, გრძნობა, რომელიც დენივით დაგარტყავს, მთელ სხეულს ბედნიერების ჟრუანტელს მოჰქგვრის და არაფრთოვანებს. უკვე კარგად იცოდა, ბედნიერება იმიტომ არის ბედნიერება, რომ მოკლეა. მალე მიაქვს დინებას და ეს ციცინათელების მცირე შუქი ისევე მალე ქრება, როგორც უცებ გამოჩნდება ხოლმე წყვდიადში.
რამდენიმე დღეში მისი გამგზავრების დროც მოვიდოდა. თაკოსაც შეხვდებოდა, ავბედით ნახატს დაუტოვებდა და გერმანიაში გაფრინდებოდა. დილითვე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გოგონა, ლაშას საყვარელი მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდა.
- პაპამ მთხოვა და ღვთაების მონასტერში მიმყავს. იცი? ლაშა ხშირად ამოდიოდა ხოლმე აქ.
- ვიცი, წამიყვანა ერთხელ. - უპასუხა ქეთიმ. - სამ დღეში მივფრინავ, შენი ნახვა მინდოდა.
- საღამოს ვიქნები.
- მანდ რომ წამოვიდე მეც?
- წამოდი, შორი არ არის, ერთი საათიც არ დაგჭრიდება.
ქეთი მაშინვე მოემზადა. ოთხად მოკეცილი ნახატი ჩანთაში ჩაიდო და მარტყოფისკენ დაიძრა. სოფელში შესულმა, ადგილობრივებს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჰკითხა და გრძელ აღმართს აუყვა. მანქანა ეკლესიისგან მოშორებით, ფართო საპარკინგე ადგილზე გააჩერა. ფეხით გაუყვა გზას. შესასვლელთან შეჩერდა, სკამზე ჩამოჯდა. „ალბათ რამდენჯერ მჯდარა აქ“ - გაეფიქრა უცებ და სევდა შემოაწვა.
შემოდგომის მშრალი, თავაშვებული ქარი მეეზოვესავეთ მიახვეტებდა ჭრელ, ძალაგამოცლილ ჭადრის ფოთლებს, ტალღა-ტალღა ეფინებოდა ტაძრის განაპირა ჩაყოლებულ ბილიკს რბილ, ხმაურიან ხალიჩად. უსმენდა ქარის შექმნილ შემოდგომის რექვიემს. ყოველი ფოთლის ერთ მოძრაობას ერთ ნოტს უსაბამებდა. რამდენი ნოტისგან შედგებოდა ეს ნაწარმოები. უსმენდა და იწერდა იქ, მსხვილ მფეთქავ არტერიასთან.
ოქტომბრის ქარი საშიშ მუსიკას უკრავდა. უსიცოცხლო, გაყვითლებული ჭადრის ფოთოლი მუსიკამ მუხლზე დაასვა. იგრძნო... ხელში თოთო ბავშვივით აიყვანა და ხელის გულზე დაისვენა. ქარმა მელანქოლიურად გააგრძელა მღერა. მიხვდა, რომ შემოდგომის ეს დიადი კომპოზიტორი ახალ სამგლოვიარო მარშს ქმნიდა. დასტიროდა დაობლებულ ხეებს, საკუთარი ხელით ჩამომხრჩვალ თითოეულ ფოთოლს, რომელთაც სინანულით უგალობდა. წამით შეზიზღდა ქარი. მკვლელი და გულბოროტი უწოდა. ქარმა საწყალობლად დაიკვნესა, მიუხვდა თითქოს ბრალმდებელს და უფრო მეტად მოხვია მარწუხები ჭადრის ფოთლებს. ფოთლები დანებდნენ. მათ აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ. კომპოზიტორი კვლავ სინანულით სჩადიოდა ახალ ცოდვას და დანაშაულს. იგი შვილებს უკლავდა ხეებს და გარდაცვლილი ფოთლები მიჰყავდა დედებისგან შორს...დედა ხეები ნერვულად კანკალებდნენ და ცდილობდნენ შვილების შენარჩუნებას.
- მოხვედი? - გვერდით მიუჯდა თაკო.
- კი. პაპა სად არის?
- ბერებს ელაპარაკება. მე გამოვედი, მომერიდა.
- როგორ არის?
- ეჰ, როგორ იქნება? - სევდიანად ჩაიაპარაკა თაკომ. - ვერ ეგუება. დღემდე იძახის, ჩემი ბიჭი ცოცხალია და მისი გლოვა არ გაბედოთო. მის მშობლებსაც კი აუკრძალა შვილის გამოგლოვება. ცოტაც მაცადეთ და ნახავთ ყველაფერს, ის ცოცხალიაო.
- ნეტავ ასე იყოს..
- სხვათა შორის ზვიადიც ამას იძახის. - გააგრძელა თაკომ. - არც ის არის სრულ ჭკუაზე. ჯერ იყო და ხევსურეთში დაბრუნებულს საცოლე გათხოვილი დაუხვდა. გადარეული დაბრუნდა. მერე კინაღამ დაიჭირეს.
- რას ამბობ, რა მოხდა?
- თავდაცვის სამინისტროში მივარდნილა. დაულეწია ყველაფერი, ძლივს გააკავესო. ყვიროდა, როგორ გაბედეთ ლაშას მოღალატეობაში დადანაშაულება, მისნაირად ქვეყანა რომელს გიყვართო.
- რატომ არ მითხარი? მამაჩემს ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაშინვე გამოუშვებდნენ.
- პაპამ აგვიკრძალა, მათგან არაფერი გვჭირდებაო. ათ დღემდე ჰყავდათ დაჭერილი. საბოლოოდ პოსტ-ტრამვულ აშლილობას მიაწერეს და გამოუშვეს.
- ეხლა როგორ არის?
- უკეთ არის. პაპასთან ერთად დადის ხოლმე. ისევ ლაშას ეძებენ, რაღაცას იძიებენ. არ ვიცი, არ ვიცი. - თავი გადაიქნია თაკომ. - ძალიან ვნერვიულობ, ვეხვეწები დამშვიდდეს, დაისვენოს. ერთი შეხედვით ძლიერი და ვაჟკაცურია, მაგრამ იცი როგორი მიამიტი და სუსტი გული აქვს?
- კარგი ბიჭია ზვიადი. - გაიღიმა ქეთიმ და ღიმილიანი თვალები მიაპყრო.
- ასე რატომ მიყურებ? - დაიმორცხვა თაკომ.
- ისე, უბრალოდ.
- შენ როგორ ხარ? მიდიხარ ესეიგი? - სასწრაფოდ თემა შეცვალა თაკომ.
- მივდივარ და მინდა ნახატი დაგიტოვო. - ჩანთა გახსნა ქეთიმ. - არ შემიძლია ამის დატოვება.
- რატომ? - წარბები შეკრა თაკომ.
- აღარ მინდა ამდენი დარდი, აღარ შემიძლია ნახატის ყურება. მუდმივად მას მახსენებს.
- იცი? მე, რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი ამ ნახატს არავის მივცემდი.
- რატომ?
- ნუ გაშლი შენც, ნუ შეხედავ. გქონდეს ასე დაკეცილად შენახული. - ხმაში უკმაყოფილება დაეტყო თაკოს. - კარგი, როგორც გინდა. მომეცი და პაპას მივცემ.
- მადლობა. - თავჩახრით ჩაილაპარაკა თაკომ.
- როგორ ფიქრობ? ლაშა რომ ცოცხალი აღმოჩნდეს, რა პასუხი უნდა გასცე? ორი თვეც ვერ დაგელოდე და ის ერთადერთი ნივთი, რაც საყვარელ ადამიანთან მაკავშირებდა, მაშინვე მოვიშორეო?!
ქეთიმ ვეღარაფერი უპასუხა. ოთხად მოკეცილი ტილო სკამზე დატოვა და გულდამძიმებული მანქანის მიმართულებით დაიძრა.



№1  offline წევრი ვიპნი

ნახატი რატო არ გაშალა ამ სულელმა გოგომ,იმედი მაქვს მობრუნდება ნახატის წასაღებად,აუ სრული ლანძღვის ღირსია,ასეთ ვაჟკაცური ბუნების ხალხს სუსტი ნებისყოფის და ეგოისტი ბუნების ქალები რატო უყვარდებათ :@

 


№2 სტუმარი saxeli

patara tavia danarcheni kargia

lashaze raxdeba gvsinteresebs

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად აღწერე შემოდგომა.მიყვარს ღვთაება ,მართლაც მღერის იქ შემოდგომმა,ისეთი კარგია .მეცმგონია,რომ ლაშა ცოცხალია,

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

სასწაულად აღწერე შემოდგომა... ფოთოლცვენა... ქარი...
წარმატებები!

 


№5 სტუმარი saxeli

paatara tavebia da cudia tan kvirashi srtxel deb : tavs gvaviwyeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent