შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი (თავი 2)


10-10-2020, 16:48
ავტორი L.eli13
ნანახია 548

რესტორანში შესვლამდე ცოტახანი მანქანაში დაჰყო.
არ უნდოდა იქ მისვლა,ნამდვილად არ ქონდა ახლა ამის ნერვები.
თუმცა რაც უფრო მალე მოიშორებდა,მით უფრო მეტ თავის ტკივილს აიშორებდა თავიდან.
რამოდენიმე წუთში უკვე მის პირდაპირ იჯდა მაგიდასთან და ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბრას.
-აბა თემო? რაზე დამიბარე?-
პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-იქნებ ჯერ რამე მიირთვა?-
მამაკაცს ნამდვილად არ უნდოდა დრო მალე გასულიყო.
-მოცლილი ნამდვილად არ ვარ-მშვიდად ჩაილაპარაკა და გაუღიმა-გთხოვ საქმეზე გადადი,ყველანაირი ზედმეტობების გარეშე.-
ყველანაირი გზა მოუჭრა,
ნამდვილად არ სურდა მოღალატესთან ერთად,ერთ გარემოცვაში დიდი ხანი ყოფნა.
სხვა რა გზა ჰქონდა კაცს? ამოიოხრა და დაიწყო.
-მოკლედ ბავშვთა სახლის გახსნა მინდა,ვიცი გაგიკვირდება და სანამ მკითხავ გეტყვი,დიდად არასდროს ვიყავი დაინტერესებული ქველმოქმედებით,თუმცა მინდა ფული რაიმე სიკეთეს დავახარჯო,ღმერთი დამიფასებს- თემო "მორწმუნე" გახლდათ,თუმცა მართმადიდებლობის და რწმენის სრული არსი ვერ გაეგო.სიკეთის კეთება იმისთვის რომ "ზემოთ" პლიუსები დაგეწეროს? სრული უაზრობა.-თუ დაინტერესებული ხარ განვაგრძოთ,იმედია არაპროფესიონალიზმს არ გამოიჩენ და უარს მხოლოდ ჩვენი წარსულის გამო არ იტყვი- წარბაწეულმა თქვა და საქმიანი კაცის იერი მიიღო.
-როგორც ყოველთვის,საკუთარ თავს არ კარგავ თემურ-თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ-განაგრძე.


***

ნამდვილად არ უნდოდა ყოფილ შეყვარებულთან საქმის დაჭერა,თუმცა ასეთ შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა.ბავშვები? ის რაც ყველაზე მეტად უყვარდა.ქველმოქმედება და ვიღაცისთვის დახმარების გაწევა? ის რაც ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა.
აქამდეც უფიქრია ამაზე,თუმცა გამბედაობა არ ჰყოფნიდა,რომ ჩავარდნილიყო? ამას საკმაო ოდენობის თანხა ესაჭიროებოდა,ახლა კი ძლიერი ზურგი ჰყავდა თემოს კომპანიის და ფულის სახით.
კარგად იცოდა რატომაც აკეთებდა ამას კაცი,მაგრამ არ აპირებდა ამ საქმის გადაგდებას,სხვების სასიკეთოდ გამოიყენებდა.


***

-სად წავიდეთ... ქალბატონო?-ბოლო სიტყვა დაბოხებულ ბარიტონზე ამოთქვა.
-სახლში წამიყვანე გაბრიელ...-დაღლილმა ჩუმად ჩაილაპარაკა.
უსიტყვოდ შეასრულა მითითება.
სწრაფად დაძრა ავტომობილი და ელენეს სახლისკენ წავიდა.
რამოდენიმე წუთიანი სიჩუმე,გაბრიელმა დაარღვია.
-თქვენთან რამოდენიმე კითხვა მაქვს-დაბალ ტონზე ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-რა ხდება-თავი აწია და სარკეში პირდაპირ მის შავ თვალებს შეეჩეხა. ლამაზიაო,წამიერად გაიფიქრა ელენემ.
-ის თავდახმები რამდენჯერ განმეორდა,როგორ.მაინტერესებს ყველაფერი რაც გამოიძიების შედეგად აღმოაჩინეს.-არასდროს მოკიდებია დავალებულ საქმეს ზერელედ,არც ამჟამად აპირებდა
სიზარმაცის გამოჩენას,იმის და მიუხედავად რომ იქ ყოფნა დიდად არ სიამოვნებდა.მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვითონაც თვლიდა რომ არ იმსახურებდა.
-მარიას დაუკავშირდი,ყველაფერს მეილზე გადმოგიგზავნის.


***


პირველი თავდასხმა სულ რაღაც რვა თვის წინ,თებერვალში განხორციელდა.ბანკიდან საკმაო ოდენობის თანხა გაიტანეს,შემდეგ კი დაწვეს. არანაინი წერილი და მინიშნება არ დაუტოვებიათ,თუმცა იმას დიდი ფიქრი არ დასჭირვებია,რომ ეს უბრალო ძარცვა არ იყო.
მარტო ფული რომ ყოფილიყო მათი სამიზნე,არანაირად არ დაწვავდნენ მას.
ამის გამო ელენეს ბიზნესმა საკმაოდ იზარალა,თუმცა პარტნიორების დახმარებით და მისი ძალისხმევით გამოძვრა.
მეორე თავხდასხმა პირველიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა,მარტში.
რამოდენიმე დღე ქვეყნიდან იყო გასული,სახლში დაბრუნებულს ყველაფერი არეული დახვდა,საკმაოდ ძვირად შეფასებული საკუთარი პორტრეტი განადგურებული.ალბათ მიხვდებით რამხელა შოკი იქნებოდა ეს ელენესთვის.ღმერთს მადლობას უხდიდა,რომ ლილი იმ დროს სახლში არ იყო,ალბათ შიშისგან გული დაარტყავდა ქალს,ან უფრო უარესი...
ის სახლი მაშინვე მიატოვა და აქ გადმობარგდა.სამწუხაროდ დედა ისევ ვერ დაითანხმა მასთან ერთად წამოსვლაზე,საფრთხის მიუხედავად.
მესამე და ამ დროისთვის ბოლო კი,მაისში მოხდა.
შუა ღამეს ხმაურმა გამოაღვიძა,მისაღებ ოთახში ჩასულს კი საშინელი სანახაობა დახვდა.
მისი ძმის სამხედრო ფორმა ბუხარში იყო შეგდებული და იწვოდა,ბუხრის გვერდით კი ღია ფანჯარაში,შავი გამოსახულება შეამჩნია,რომელიც მას აკვირდებოდა,თუმცა ადგილიდან მალევე აორთქლდა.
ვერაფერი მოიმოქმედა,ჩაიკეცა და გაშტერებული უყურებდა სცენას.
მას არ ეხებოდნენ,თუმცა საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა გაფრთხილება,საფრთხე ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა.


***

-რამე გაარკვიე გაბრიელ?-
გენერლის ხმამაღალი ნოტები ისმოდა მობილურიდან.
-ყველაფერს გადავხედე.სამი თავდასხმა,აქედან არცერთი განხორციელებულა პირდაპირ სამიზნეზე.ალბათ მისი შეშინება უნდოდათ,მიზეზი და მიზანი ჯერჯერობით უცნობია.არც მინიშნებებია დატივებული,
ყველაფერი სუფთადაა შესრულებული.
-გასაგებია.ამ საქმეს არ შეეშვა გაბრიელ,რამეს თუ გაარკვევ ან დახმარება დაგჭირდება დაგვიკავშირდი.
-გასაგებია


***

-ბოლო თავდასხმიდან ხუთი თვე გავიდა-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა კაბინეტში მაგიდასთან ჯდომმა.
კალამს ხელში გაუჩერებლად ათამაშებდა,თვალი კი ერთ ადგილზე ჰქონდა გაშტერებული.
-რა უნდათ?-ამოიოხრა და შუბლზე ხელი მოისვა-მტრები არ მყავს...ეს ყველაფერი მამაჩემის ან ჩემი ძმის გამო ხდება.
აშკარაა,თუმცა...-ფიქრი კარზე მიკაკუნებამ გააწყვეტინა.
-შემოდი ლილი
-ქალბატონო ელენე,რაღაც ამანათია თქვენთვის-
"ამანათი?" გონებაში ცუდად მოხვდა ეს ამბავი. ლილის ხელებში მოქცეული შეფუთული საგანი ცუდად ენიშნა.
-მომეცი ლილი-მაგიდიდან სწრაფად წამოიმართა და ხელი გაუწოდა-მადლობა-გაუღიმა,ყველანაირად ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა.


ლილიმ კაბინეტი დატოვა თუ არა,წინ,მაგიდაზე დადებულ ამანათს ეჭვის თვალით დახედა და აკანკალებული ხელებით,ძალიან ნელა შეეხო.მძიმედ ამოისუნთქა.
ლოცვის დაწყებამდე ცოტაღა აკლდა,კანკალით გახსნა და დიდ,მოკრძალებულ,თუმცა ლამაზ ბარათზე მიწერილი,ლამაზი მოყვანილობის ასოები სწრაფად ჩაიკითხა.
-ღმერთო-მაგიდას დაეყრდნო და თავზე ხელები მიიჭირა.გაეცინა.
სიმწრით.თავისუფლად ამოისუნთქა.
-რა სასაცილო ხარ ელენე-შვების ღიმილით დახედა,პირადად თავდაცვის მინისტრის გამოგზავნილ წერილს,სადაც წვეულებაზე იპატიჟებდა.



***

-გასაგებია და მე უნდა წამოგყვეთ როგორც თქვენი მძღოლი? თუ დაცვა? უმჯობესი იქნება თუ მეც შიგნით შენობაში ვიქნები,უფრო ადვილი იქნება თვალყურის დევნება-არანაირი მიმიკური ჟესტები,გაქვავებული სახით საუბრობდა.
-გაბრიელ,შენ ვალდებული ხარ ჩემ გვერდით იყო ნებისმიერ სახიფათო სიტუაციაში,თუმცა იქ ხალხმრავლობა იქნება,მაღალი ფენის ადამიანები,ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.ვერავინ გაბედავს იქ შემოსვლას და ალიაქოთის ატეხვას.
დარწმუნებული ვარ მინისტრს,
შესაბამისი ზომები აქვს მიღებული.-არ გავდა ეს დიალოგი "უფროსი-ქვეშევრდომის" ლაპარაკს.
-ქალბატონო ელენე-მკაცრად ჩაილაპარაკა-სწორედ იმის გამო,რომ ბევრი ხალხი იქნება არ ღირს თქვენი მარტო დატოვება.
იქიდან ისე გაქრებით ვერც შეამჩნევენ,ყოველგვარი ალიაქოთის და ხმაურის გარეშე-
წარბაბი შეეკრა.ნუთუ ამდენს ვერ ხვდებოდა ეს ქალი?
-აღარ მინდა ამაზე საუბარი!-
გაჯიუტდა ელენე-რაც ვთქვი ის შეასრულე!-არც მან დააკლო ხმას მკაცრი ტონალობა.
ზურგი შეაქცია და კიბის საფეხურზე ფეხი დადგა.
-ორშაბათისთვის მზად იყავი,ყველა საჭირო ნივთს მარია
მოგაწვდის.
გაბრიელმა რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა გონების დასამშვიდებლად.


***

სხვებისთვის დასვენების,
ელენესთვის კი ისევ სამუშაო დღეები მალევე მიილიამ
კვირა საღამოს მოიზომა მარიას შერჩეული სამოსი.
შავი ფერის,ატლასის გრძელი კაბა. საშუალოდ ამოღებული,
წვრილ ბრეტელზე,ოდნავ მოტმასნილი მატერია.
ალბათ ლამაზად გამოიყურებოდა,
არ ქონდა მისთვის არანაირი მნიშვნელობა.ასეთ დროს,შეხვედრებზე,წვეულებებზე, ყოველთვის მარია ირჩევდა ტანსაცმელს,ელენესთვის იმდენად უმნიშვნელო იყო არ უნდოდა ამაზე დროის დაკარგვა.მის მდივანს ყველაფერში ენდობოდა.


ორშაბათი დღის პირველი ნახევარი სამსახურში გაატარა.
სახლში მხოლოდ მოსამზადებლად დაბრუნდა.
წყალი გადაივლო,კაბა ჩაიცვა,თმა დაივარცხნა,ტუჩსაცხი გადაისვა და მორჩა.
ძირს ჩასულს სმოკინგში გამოწყობილი გაბრიელი დახვდა,ოდნავ უკმაყოფილო სახით.
-რამე მოხდა გაბრიელ?-გაეღიმა,
თან სხეულზე დახედა.ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა ბიჭი.
-კარგად გამოიყურები-ნაზად გაუღიმა.
-საერთოდ არ იყო საჭირო ამის ჩაცმა,მანქანაში უნდა ვიჯდე.-
თქვა და უხალსტუხო პერანგზე,რომელსაც ორი ღილი ჰქონდა შეხსნილი,საყელო გაუსწორა.
მისი კომპლიმენტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-ყველამ უნდა დაინახოს,რომ ყველაფერში მოწესრიგებული ვარ-წარბაწევით ჩაილაპარაკა.
ვითომ ხომ არაფერი,თუმცა მაინც მოეხდინა ესეთ საზოგადოებაში ტრიალს მასზე გავლენა.
გაბრიელმა ერთი ამოიხორა და მანქანაში,ელენეს შემდეგ ჩაჯდა,
პერანგს კიდევ ერთი ღილი შეუხსნა.
-ბარემ გაიხადე და ისე წამოდი-წარბაწეულმა უთხრა ელენემ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
გაბრიელს არაფერი უთქვამს,გზისთვის თვალი არ მოუშორებია,დაჭიმული მართავდა საჭეს.
-სხვის ნათქვამ,მითუმეტეს შენზე უფროსი ადამიანის კომპლიმენტზე კი მადლობა უნდა გადაიხადო,უზრდელობაა-ცალი წარბი აწია,ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და თვალს არ აშორებდა წინ მჯდომს.
მისგან ისევ არაფერი.
გაბრიელმა პირიდან ჰაერი ისე გამოუშვა თითქოს სადაც იყო ცეცხლს გამოაფრქვევდა.
კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს.როგორ აღიზიანებდა ეს უკან მჯდომი ამ წამს.
რად უჯდებოდა თავის შეკავება ვინ იცის.
-მადლობა-ყბები იმდენად დაეძაბა,ვინმეს ეგონებოდა ეს-ესაა მოტყდებაო.


***

მანქანა დიდი,განათებული შენობის წინ შეაყენა.
-აქ დამელოდე,თუ რამე მოხდება დამირეკე-მანქანიდან გადავიდა და მის წინ დადგა თუ არა, უთხრა.
-დიახ-არც შეუხედავს ისე დაბრუნდა თავის ადგილას.
-რა უტაქტობაა-ტუჩები მომუწა და წარბები შეჭმუხნა.შენობისკენ მაღალქუსლიანების კაკუნით წავიდა.
დღეს რაღაც არ იყო ჩვეულ ხასიათზე.


საგანგებოდ მოწყობილ დარბაზში შეაბიჯა თუ არა მაშინვე მიიპყროს ბევრის ყურადღება.
ელენეს სახელი არაერთ რამეს უკავშირდებოდა.
მის ძმას და მამას,
ქველმოქმედებას,
ჯარისკაცებისთვის საჭირო რაღაცების დაფინანსებას,
აფინანსებდა გარდაცვლილი სამხედროების გაჭირვებულ ოჯახებს,იყო
ერთერთი ყველაზე წარმატებული,თუმცა ბევრისთვის ახალ ფეხადგმული და ადვილად გასასრესი ბიზნესვუმენი და ასე შემდეგ.
-სასიამოვნოა თქვენი აქ ხილვა ელენე-ნელი,მამაკაცური ნაბიჯებით მიუახლოვდა ერთერთი მისი ბიზნეს პარტნიორი.
-ასევე ბატონო ნიკა,ნამდვილად არ ველოდი თქვენს აქ ხილვას,
თქვენმა მდივანმა მივლინებით არის წასულიო-ხელზე ამბორის შემდეგ მის გვერდით დადგა მაღალ მაგიდასთან.
-ასეც იყო,თუმცა მინისტრის მიპატიჟებას უარით ვერ გავისტუმრებდი.კარგადაც მოვქცეულვარ-თეთრი კბილები ოდნავ გამოაჩინა და მიმზიდველად გაუღიმა.
მსუბუქი ფლირტი მოდიოდა მისი მხრიდან,რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ელენესთვის,როგორც ქალისთვის,თუმცა არანაირად არ აპირებდა ამაში გაბმას და პასუხის დაბრუნებას.
-საინტერესოა დღეს რა ხდება-სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი-მინისტრს ამასთან დაკავშირებით არაფერი მოუწერია,როგორც ჩანს საიდუმლოა-თვალი მოავლო დიდ,მაღალ სცენას და მის ირგვლივ შეკრებილ ხალხმრავლობას.
ყველა ერთმანეთში ირეოდა,საუბრობდნენ დაბალ ხმაზე,იცინოდნენ.თვალი აუჭრელდებოდა ადამიანს მიშტერების შემთხვევაში,იმდენი განსხვავებული ფერი იყო.
-არ ვიცი,როგორც ჩანს გრანდიოზული რამ აქვს ჩაფიქრებული-ჩუმად ამოაყოლა ოხვრა სუნთქვას ელენემ,
ნელნელა იწყენდა.არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ამდაგვარ შეკრებებზე.
თან რაღაც უსიამოვნოდ უხურდა სხეული.
მინისტრი ჯერ არ ჩანდა,
ხალხი ისევ განაგრძობდა ზუზუნს,
ელენეც იდგა და უსმენდა ნიკას საუბარს,თან წრუპ-წრუპით სვამდა სასმელს,გონებაც ნელნელა სასიამოვნოდ ებინდებოდა.


_____

გადატვირთული გრაფიკის გამო კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავდებ ალბათ.
კარგი იქნება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ,ეს სტიმულს შემმატებს.
თუ რამე შენიშვნა გაქვთ დააკომენტარეთ,
მაინტერესებს თქვენი აზრი



№1  offline წევრი Gemini mood

პირველ თავში აშკარად მოვლენები ეტაპობრივად და კარგად ვითარდებოდა მეორე თავმა ჩემი აზრით მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი შეიძინა იმედია მესამე თავი ცოტა გახსნის ისტორიას და წინ წაიწევს.... გელი და გამახარებ თუ შემდეგი ცოტა დიდი თავი იქნრბა

 


№2  offline წევრი L.eli13

Gemini mood
პირველ თავში აშკარად მოვლენები ეტაპობრივად და კარგად ვითარდებოდა მეორე თავმა ჩემი აზრით მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი შეიძინა იმედია მესამე თავი ცოტა გახსნის ისტორიას და წინ წაიწევს.... გელი და გამახარებ თუ შემდეგი ცოტა დიდი თავი იქნრბა


კი,ამ თავში ასეთუისე შევეხე ზოგადად ერთერთ მთავარ საკითხს,რომ შემდგომში არ დაიბნეთ.
ვეცდები მომდევნო უფრო დიდი მოცულობის იყოს,მადლობა❤

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან მომეწონა საინტერესო საკითხავიია... ძალიან გთხოვ თავები დროულად დადე

 


№4  offline წევრი L.eli13

ნია
ძალიან მომეწონა საინტერესო საკითხავიია... ძალიან გთხოვ თავები დროულად დადე

დიდი მადლობა❤ ვეცდები ყველანაირად

 


№5 სტუმარი Nia

Vamowmwb xshirad sauts axali tavis molodinshi ????
Vici rom advilia ara wera magram zalain damainteresa da gagrzelebas velodebii ????
Gelodebi moutmenlad... ise ise yoveli shemtxvevustvis dacwere ( imedia ar miwyen moutmenlobas
)

 


№6  offline წევრი L.eli13

Nia
Vamowmwb xshirad sauts axali tavis molodinshi ????
Vici rom advilia ara wera magram zalain damainteresa da gagrzelebas velodebii ????
Gelodebi moutmenlad... ise ise yoveli shemtxvevustvis dacwere ( imedia ar miwyen moutmenlobas
)

პირიქით მიხარია რომ ასე ელი❤ მართლა ყველანაირად ვეცდები არ დავიგვიანო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent