შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები II


10-10-2020, 23:27
ავტორი belle...
ნანახია 448

კვიზინი/ 07:02 წთ / მთვარის 26 დღე, მეოთხე ფაზა

მძინარეს რაღაც ზუზუნი ჩამესმა ყურში. შევიშმუშნე და გვერდი ვიცვალე. ებიჯო არ გაჩუმდა! ცალი თვალი ავახილე, მაგრამ ისევ მიმებლიტა. კაიიი, ისეთი სერიოზულიც არაფერი მესმის რომ გაღვიძებათ ღირდეს. ჩუმი ბურდღუნით შევტენე გაბურძგნული თავი ბალიშის ქვეშ. მოვემზადე, ისევ უპასუხისმგებლოდ უნდა ჩამძინებოდა, რომ უარესად აშრიალდა რაღაც. ბიჯოოოოო! თუ კიდევ ის დედანატირები ღამურა შემომივრდა ოთახში, რომელიც ორი ღამის უკან მესტუმრა საძინებელში და მერე მის წახეტებამდე საწოლის ქვეშ ვიმალებოდი გმირულად - ბოლო ხმაზე ვიკივლებ! აი რომ გძინავს და უცებ ტვინი რაღაც საზარელს რომ გახსენებს და თვალები დენდარტყმულივით, რომ გეჭყიტება ეგრე მომივიდა ზუსტად. გასხლეტილი ზამბარასავით წამოვფრინდი ლოგინიდან. თმააბურდულმა თვალები დავაცეცე დამნაშავის პოვნის იმედით და უცებ დავიბენი - სად ვარ??? არა... ეს ჩემი სახლი არაა... ერთი უბრალო, მაგრამ კეთილმოწყობილი ოთახია, სადაც ოთხი საწოლი დგას, ერთ-ერთზე მე ვარ გაშოტილი. ოთახის ნახევარს ფანჯრები ფარავს, რომელიც ჟალუზებს ემალებიან ეზოშიმობოდიალეთა თვალისგან დასაცავად. ერთ-ერთ ფანჯარასთან მოზრდილი ხმის მაგიდა დგას თავისი სკამით, იატაკს კი მთლიანად რუხი ხალიჩა ფარავს. მაგიდაზე ჩემი ნივთები ყრია. ყველა „შტეფსელი“ დაკავებულია. ზოგზე ლეპტოპია მიწებებული, ზოგზე ყურსასმენები, ზოგზე ტელეფონი და იტენება. მოიცააა, თავი მოვიქექე და მძიმედ დავეშვი საწოლზე. ტვინმა ძალიან ნელა მომაწოდა ინფორმაცია, რომ სადღაც რამდენიმე საათის წინ საქართველოდან გამოვფრინდი, ახლა უკვე პოლონეთში ვარ, კერძოდ კვიზინში, ერთ-ერთ ჰოსტელში სადაც ცუდი ბიძიები ცხოვრობენ და სტუმრები დიდად არ უყვართ. იმ ჰოსტელში, რომელსაც საოცრად გულისხმიერი მეპატრონე ჰყავს და საათს თუ დავუჯერებთ, რომელიც გამთენიის შვიდს მიჩვენებს, ალბათ სამსახურში უნდა იყოს უკვე და ზუსტად ისე აკიმარებდეს, როგორც მე გუშინ მგზავრობისას. (იანმა ჰოსტელი რომ დატოვა ძალიან გვიანი იყო, სახლში მისვლას თუ მოასწრებდა, მერე გამოცვლას და პირდაპირ სამსახურში წასვლას, თორემ ძილს - ნაკლებად!) კარგი, ბუტია ბავშვივით სადღაც უნდა გამხარებოდა „აბაროტის“ თემა, მაგრამ შემეცოდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ისევ რაღაც აშრიალდა და მზერა მაგიდაზე გამექცა ისევ. ეეეე! ამას უყურე! მოზრდილი ცელოფნიდან ჯერ თეთრმა ტრაკმა გამოყო თავი და მერე მთელი სხეული გამოჩნდა. გაწბილებულმა მეზობლის კატამ, რომელიც სავარაუდოდ საკვებს ეძებდა ჩემს პარკში და ვერაფერიც ვერ იპოვა, ისეთი გელა სახით შემომხედა, აქეთ ვიუხერხულე, რომ ცხელ-ცხელი ქათამი არ დავახვედრე „სტუმრად“ შემოწუწულს. გამარჯობა-მეთქი, სერიოზულად მივესალმე. მატრაკვეცამ ერთი ამხედ-დამხედა და ისე თავხედურად და ამაყად მაქცია ზურგი და კოხტა გაბარიტების ქნევით ისკუპა ღია ფანჯრიდან, პირი ღია დამრჩა და აღშოთებულს გამეცინასავით. დაგიტოვებ შენ ფანჯარას ღიას კიდე არ გინდა?! ელიკოს დეგენერატი კატა მომაგონდა „ჩიხიდან“ და უცებ გავიაზრე რა დღეში ჰყავდა ხოლმე საწყალი ჩემი თეთრხალათიანი - კი, კი, ცოდვები უკან ბრუნდება! რას მივუჩინე ის აბეზარი თავგასიებული ბეწვიანი, რომელიც მუდამ უშარდავდა ხოლმე ლოგინში? საძინებლის კარს მიღმა, კიბეებზე ნაბიჯების ხმა მომესმა და უცებ გამოვერკვიე - ანუ ახლა მე „ვაგზალთან“ ერთად ვცხოვრობ. ჰოსტელში კაკ მინიმუმ 30 კაცია, ან უფრო მეტი. სახლი სამ სართულიანია, საკმაოდ ბევრი ოთახებით. ორი სველი წერტილია მხოლოდ ერთი პირველ სართულზე და ერთიც მესამეზე. საცხოვრებელში ხალხის ნახევარს ჩემი რეისიდან ჩამოსული მგზავრები შევადგენთ, ნახევარი უკვე აქ დაგხვდა, არც ისე თბილად მაგრამ ეგეც „ნიჩეო“. ისე, ვის ვატყუებ? წუხანდელი მომხდარი ოდესმე დამავიწყდება? არა! ჯერ კიდევ თვალწინ მედგა იმ არანორმალური ცხოველის მიერ მოქნეული ბოცა, რომელიც იანის კეფას მილიმეტრებით ასცდა და შემაჟრჟოლა - მანიაკი! სწრაფად მოვწესრიგდი. ბარგი გადავქექე და ყველაზე კომფორტული ტანსაცმელი ავარჩე. შავი, ტანზე მომდგარი შარვალი, თხელ ზედასთან ერთად. თმა დაუდევრად ავიკეცე მაღლა და სიგარეტის კოლოფი უკანა ჯიბეში ჩავიცურე. კბილის პასტას და ჩოთქს ხელი წამოვავლე. პატარა პირსახოცი კისერშე შემოვიხვიე და ოთახიდან გავედი. მე მეორე სართულზე ვარ, წინა ღამით რის შეთვალიერებაც მოვასწარი იქიდან გამომდინარე ჯობია, რომ აბაზანა მესამე სართულზე გამოვიყენო - უფრო კომფორტულია. კიბეები ავირბინე და კარი გამოვაღე - ვიღაც გამხდარი კაცი თავისი ორი გაოცებული თვალით ლემურივით მომაშტერდა. თითებში წინდები მოექცია და ისე გამეტებით ხეხავდა, რეცხვის დასასრულს ძაფი ან შერჩებოდა მთელი და ან არა. ეგრევე ცივად მივხურე კარი. ბოდიში-მეთქი. ხითხითი მომესმა შიგნიდან.
- ახლავე გამოვალ, გოგონა, ეს კარი არ იკეტება, საკეტი გაფუჭებულია. ხუთი წუთი მოიცადე და შემოგიშვებ.
- გასაგებია, დავიცდი!
ცივად მივაძახე და საკაიფოდ სახეალეწილი მესამე სართულის ვერანდაზე გავედი. კუთხეში მდგომ ხის სკამზე ჩამოვჯექი და თვალი მოვავლე „ჟელაზნას“ ქუჩას. „ჯანდაბა, ეს ყველაფერი პირველი შთაბეჭდილებებია ბელს, ნუ ნერვიულობ! სიახლეა, არ გაგიჟდე ახლა! შვიდიათასკაცთან ერთად ცხოვრებაში არ გიცხოვრია! მთლად უარესი - ყველა უცხოა, მაგრამ შენ ხომ „ადაფტაციის“ ქვინი ხარ, მიეჩვევი რა. სამი დღე, ჰა-ჰა სამი და კიდე ნახევარი საღამო - ყველაფერი კარგად იქნება! შეხედე რა ლამაზია აქაურობა! განა ზღაპრულ ქუჩას არ ჰგავს ჩაწიკწიკებული კოხტა სახლებით? შენს სახლს ლამაზი ეზო აქვს, რკინის გალავნებით და კიდევ უფრო ლამაზი პატარ-პატარა მწვანე, კოხტად გაკრეჭილი ბუჩქებით. ვერანდაზე გამოსულს შეგიძლია ჰორიზონტს პირდაპირ თვალი გაუსწორო და ნახო როგორ ჩადის მზე, აქაურობა ჯადოსნურად ლამაზია, ბელ! მიეჩვევი, ამ ხალხსაც მიეჩვევი, თუ ვერა... შენებურად შეუბერე! გაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ ემიგრანტები? ახლა ერთ-ერთი მათგანი ხარ. არ დაგავიწყდეს შენი მიზანი რისთვის ჩამოხვედი აქ! წიგნისთვის! „ჩიხისთვის“! მილენას გამოჰყევი უკან და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვან! მაგარი დეგენერატი ხარ მხოლოდ პერსონაჟს რომ აეკიდე ასე უმისამართოდ, მაგრამ ჯანმრთელი და დალაგებული რომ არ იყავი, ჯერ კიდევ მაშინ გავიგეთ მე და შენ, ერთმანეთის არსებობა რომ გავიაზრეთ ტყავს შიგნით! ყველაფერი გამოვა... გამოვა-მეთქი!“ სიგარეტი ამოვიღე, ერთი ღერი ამოვაძვრინე და მოვუკიდე. შვებით გავაბოლე და ყურადღების გადასატანად, ეზოს გადავხედე. ჭაღარა კაცი სარწეველა სკამში ფაშასავით გაშოტილიყო, ჩაფიქრებული ცისფერ თვალებით ფრთხილად აკვირდებოდა ახალმოსულებს, რომლებიც უკვე გამოფენილიყვნენ ეზოში. ეს კაცი თვალში მომხვდა მოსვლის წამიდან, უბრალოდ მაშინ ისე ვიყავი გაბოროტებული მისთვის დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. როგორც ჩანს, ეს ჰოსტელი მას „უკავია ხელში“. ჩამეცინა. „დონ კორლეონე“? ანუ აქ ვის შემოუშვებენ, ვის გაუშვებენ და ასე შემდეგ, პირველ რიგში შენ გეკითხება ჭკუა, ჭაღარავ? თან ისეთი სახით იჯდა, მარტო ერთ შეხედვაც კმაროდა ჩემთვის, რომ მასში ბევრი რამ ამომეცნო, აი ასე შორიდან - იდუმალი, სახიფათო, მასაში არ ითქვიფება, შორიდან აკვირდება სიტუაციას, თუმცა მის გარეშე აქ არაფერი წყდება, თუ რამე სჭირდებათ კაცები პატარა ბავშვებივით იხრებიან მის ყურთან და ხმადაბლა ჩურჩულებენ რაღაცას. მძიმედ უქნევს თავს ან პირიქით, წარბს უკრავს და უარის ნიშნად მდუმარედ უყურებს ახალმისულს. შემდეგ ისინიც ეცლებიან და მის მიმიკებს შესაბამისად სახლში ცვლილებები ხდება - ზოგი იბარგება, ზოგი როტაციით გადადის ოთახიდან ოთახში. ზოგი კი თუ ხმამაღლა საუბრობდა, ახლა უბრალოდ გარეთ ზის და ენაჩაკმენდილი სიგარეტს-სიგარეტზე ეწევა. კაი ჩვენ ბოდიშით, დონ, სად შეგვიძლია ამდენი?! - მაყურებელი ხარ, თუ პირდაპირ „ქურდი“? ვაი, ბიჭო, ეს რა ხალხში ვარ! ახლა სხვებზე გადავიტანე მზერა - ასეთი ჭრელი ხალხი ჯერ არ შემხვედრია ცხოვრების გზაზე. ერთმანეთს არავინ ჰგავს, არც მანერებით არც ქცევებით. ზოგს სიფათზე აწერია, რომ უბრალოდ ტურაა, ზოგი ჩუმადაა და სიტუაციას აფასებს, ზოგი თამამად კისკისებს, ზოგს კი „ჰაერის“ გამოცვლა აშკარად ჰკიდია და მოურიდებლად ღლიცინებს. ზოგსაც სახეზე ისეთი მიამიტი გამომეტყველება დასთამაშებს, ვშიშობ, რომ აქ დიდხანს ვერ გაქაჩავენ. ხელის გულზე, „ჟელაზნას“ კოხტა, პატარა ეზოში პატარა საქართველო მქონდა გაშლილი, პომარანჯა მკითხველო. ყველა რჯულისა, თუ აზრონების ხალხი ცხოვრობდა აქ ერთად. ვხვდებოდი, რომ პოლონეთში ჩამოსვლა ჩემი დიდი, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების საწინდარი იქნებოდა და ამისრულდა კიდეც. სწორედ მაშინ, როცა „დონ კორლეონემ“ თავი ასწია და თავისი ცივი, ჭროღა ცისფერი თვალები შემომანათა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. წარბი შეიკრა და მდუმარედ მომაშტერდა. თვალი არ ამირიდებია - მე აქაური წესები არ ვიცი, არ ვიცი ვინ ვისზე კაი ტიპია, მაგრამ ჩემთან რქებით წამოსვლას არავის ვურჩევ. პატარა გოგო ვარ, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ სალი კლდე უნდა იყო, ცხოვრება არასოდეს შეწყვეტს ძლიერი ტალღებით შენს სხეულზე მოხეთქებას. სუსტი თუ იქნები უბრალოდ ჩაიძირები, დაიმსხვრევი, დედაგეტირება... აქ საკუთარი თავის იმედად ჩამოვედი, „დონ“, როგორც ყველას მეც ჩემი მიზანი მაქვს. მოდი ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. შენ შენთვის, მე ჩემთვის, ბრაწ! როგორც იქნა „წინდას ჯერ ქუსლი ვერ გავაგდებინე“ კაცმა აბაზანიდან თავი გამოჰყო და მეგობრულად გამიკრიჭა - შეგიძლია შეხვიდეო. ოჰ, რა პატივია! ფეხზე წამოვდექი ჩამწვარი ბიჩოკი რკინაზე მივასრისე და ძირს დაგდების ნაცვლად ერთჯერად ხელსახოცში გავახვიე. „დონზე“ ბოლოჯერ გადავიტანე მზერა, რომელიც ისევ მაკვირდებოდა და ამჯერად ტუჩის კუთხე უთრთოდა უცნაურად. უცერემონიოდ ვაქციე ზურგი და აბაზანაში განვმარტოვდი, დედანატირებ აბზანაში, რომელსაც კარიც კი არ ეკეტებოდა!...

კვიზინი/ 21:05 წთ / მთვარის 26-ე დღე, მეოთხე ფაზა / იგივე დღე, საღამო...

ჩემს ოთახში ვიყავი შებუდრებული. სწრაფი კვების პაკეტი გვერდით მედო და გამწარებული ვმუშაობდი. გადავწყვიტე სანამ იანი მოვიდოდა, ცოტა დამეწერა. ეს „ცოტა დამეწერა“ ახალი წებოვანი ფურცლების არმიად გაიშალა ოთახის ფანჯრების ნახევარზე. ჩემთვის ჩუმად მეცინებოდა. რას იფიქრებდნენ მეზობლები? სერიული მკვლელი შემოგვისახლესო? ისე ცუდი არ იქნებოდა - მომერიდებოდნენ ( ამ დროს ჩემთვის ბოროტულად რომ ვხითხითებ ხომ არაფერი?). კარზე ფრთხილმა კაკუნმა თავის აწევა მაიძულა. შემოდით-მეთქი გავძახე. კარი მაინც რომ არ გაიღო, მივხვდი, რომ ადრესატმა ნათქვამი ვერ გამიგო და ინგლისურად ვცადე. გაამართლა - სახელური გადატრიალდა და ზღურბლზე იანი გამოჩნდა. ტანსაცმლის გამოცვლა მოესწრო. ახლა თეთრი შორტები ეცვა, თეთრი კედებით და უცნაური ფერის ზედით. არა, ეს პოლონელი თავის სტილს იხდენს, თან იმენა იხდენს და მოკალი თუ გინდა! გემოვნებიანი ცისფერთვალება!
- ხელი ხომ არ შეგიშალე? - თვალი მოავლო ოთახს და წამით მზერა ფურცლებზე გაუშტერდა. ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა.
- არა. ჩამოჯექი... ამმ... ყავას დალევ? - ქართულად წავუმასპინძლე.
- გმადლობ, მაგრამ გასაქცევი ვარ. ორი წუთით შემოგირბინე, მაინტერესებდა როგორ მოეწყვე და...
- და? - მის წინ დავეშვი მეორე საწოლზე. მზერა არ მომეწონა.
- შეგიძლია ერთი ღამით ერთი ქალი დაიტოვო? მხოლოდ ერთი ღამით. გუშინ მაგიდაზე ეძინა "ტორუნსკას" (ქუჩის სახელია) სახლში. ადგილები არ მაქვს, ანაბელ, სანამ რამეს მოვიფიქრებ, იქნებ ამ ღამით დამეხმარო?
- ქართველია? - თითები ერთმანეთს გადავაჭდე.
- ქართველია - გამიღიმა - ამ ჰოსტელში უკრაინელები არ მომყავს. მარტო ქართველები ხართ. უკრაინელებს ვერ ეწყობით და ვითვალისწინებ ამას.
- კარგი.
დავეთანხმე. დიდად არ მხიბლავდა უცხო ქალის გვერდით ძილი, მაგრამ უკაცრავად და აქ ასე არ ხდება. ოთახებში ხალხის ტევა არ არის. ზოგან ექვსი კაციც კია ერთად. მე კიდევ ამხელა ოთახში მარტო მოვინდომე ნარნარი. ნამუსიც კაი საქონელია! მაგრამ საქმე იმაში სულაც არ იყო, რომ ვიღაცის გვერდით ძილი არ მინდოდა. აქ ვერავის ენდობი. ხვდები? არავის იცნობ, არავინ გიცნობს. წარმოდგენა არ გაქვს ვინ რას აგწაპნის სანამ შენ მეშვიდედან მეცხრე სიზმარზე დახტიხარ. არაფერში ხარ გარანტი და მე ეს მშვენივრად მომეხსენებოდა, თუმცა პოლონელს ხათრი ვერ გავუტეხე. სხვანაირად მადლობა როგორ გადამეხადა გუშინდელისთვის?
- მართლა? - გაუკვირდა, თან გაუხარდა.
- ჰო. არ არის პრობელმა.
- გმადლობ.
გამიცინა და წამოდგა. ქვემოთ უნდა ჩასულიყო, ქალს ბარგს ამოვატანინებო. უკან გავყევი, დავეხმარებოდი რო რამე. კიბეები ჩავიარეთ და ეზოში გავედით. როგორც ყოველთვის სავსე დაგვხვდა. აქაურებს დიდად თვალში არ ვეკვეხები. არც დიდად კომუნიკაცია მიცდია და ახლა ათი წყვილი თვალი ინტერესი მომაცქერდა გარეთ გასულს. იანმა შავთმიან ქალს ჩემოდნები ჩამოართვა და ოთახში აზიდა. კარგი შერლოკივით შევათვალიერე დაუპატიჟებელი სტუმარი. ერთი უბრალო, დაბალი, შავგვრემანი და ძალიან დაღლილი შუა ხნის ქალი იყო, შავი ბრდღვიალა თვალებით.
- გამარჯობა - გავუღიმე.
- გამარჯობა. - მიმიკა არ გაჰქცეია გვერდით. რა იყო, ქალო, შენს კატას გადავუარე მანქანით, თუ რას მიბღვერ?!
- დღეს ჩემთან დარჩები. რამე ხომ არ გჭირდება? ჭამე რამე? - ოჰ რა ნაცნობია ეს მძიმედ გადაყლაპული ნერწყვი. გამეცინა.
- კარგი, არ ინერვიულო. ოთახში ავიდეთ, ცოტა რაღაცეები ვიყიდე. დიდი ვერაფერია მაგრამ მე და შენ გვეყოფა.
- მე...
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწორედ ამ დროს იანმა ჩამოირბინა კიბეებზე. იიი, წერო კაცი, რამსიმაღლეა, ოღონდაც!
- ამას არ დაგივიწყებ! - გამიკრიჭა - ხვალ ერთი ბოთლი ღვინო ჩემზე იყოს.
- ვაა, არ თქვა! - გავმხიარულდი - აქ მადლობას ასე იხდიან? მეკაიფები? შენ ხომ სახლის მეპატრონე ხარ!
- ჰო, ჰო, გუშინაც სახლის მეპატრონე ვიყავი, მაგრამ კატეგორიული „არავითარ შემთხვევაში“ კი მივიღე პასუხად!
ახითხითდა საოცრად კარგ ხასიათზე მყოფი პოლონელი. არ უნდა წყვიტო ყურებში? ტიტლიკანა უკრაინელებთან რომ მტენიდა სხვენში რას მოელოდა უკაცრავად წყვილს თავზე წავადგებოდი ამბიციური ღიმილით - შუაში მე ვწვები-მეთქი, თუ როგორაა ამ არაჯანსაღის საქმე?! სახეზე მეწერა ალბათ ფიქრები, რომ ხელები დანებების ნიშნად ასწია მაღლა.
- ვხუმრობ, ვხუმრობ, არ მომწონს ეგ სახე! - გამიკრიჭა ისევ. მეც გამეცინა და თავი გავაქნიე.
- გეჩქარებოდა მგონი! - წარბისაწევით შევახსენე.
- და გზაში ვარ უკვე!
თვალი ჩამიკრა და ეზოს კიბეებზე დაეშვა ხითხითით. იდიოტი ნუ! ხელი დამიქნია, ბოლოჯერ მომაძახა საჩუქარი ხვალ ჩემზე იყოსო, შავ ჯიპში ჩახტა და საბურავების წივილით გაეცალა სახლს. თავი გავაქნიე და ახალმოსულს მივუბრუნდი.
- რა გქვია?
- ლეილა.
- სასიამოვნოა, - გავუცინე - მე, ანაბელი. წამო ოთახში ავიდეთ.
- კარგი.
წინ გავუძეხი. სახლში შესვლამდე არ გამომპარვია გარეთ მსხდომთა მზერები. ბრბოში „დონ კორლეონეს“ თვალები გამოვარჩიე, ისევ სარწეველა სკამში მჯდარი ცისფერი თვალებით დაკვირვებით მიცქერდა. საჩვენებელ თითს ცერს უსვამდა ჩაფიქრებული უცნაურად მიყურებდა. რა გინდა, ჭაღარა? რატომ მაკვირდები?! ზურგი ვაქციე. ერთხელაც არ გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. გამარჯობაც კი არ გვითქვამს ზრდილობისთვის. სახლში შესულს გზად წითელთმიანი შემეფეთა.
- უი... ბოდიში... - წაიბუტბუტა უხერხულად.
- არაფერია - მხარი დავიზილე, სად გეჩქარება შე,ჩემა გამძვრა ნახევარი სხეული.
- აუ, შენ ის გოგო არ ხარ? - წასასვლელად გამზადებული მომიბრუნდა უცებ.
- ვინ ის? - გამეცინა, თან ნერვები მომეშალა. ის შენ ხარ თუ კაია!
- აი ის, წუხელ რომ მოგიყვანა მეპატრონემ. ფანჯრიდან დაგინახე. გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ რომ გამოვედი ოთახიდან ვეღარ გიპოვე.
წითელთმიანი ინტერესით შევათვალიერე. გზად თვალში არ მომხვედრია არადა ერთად ვიმგზავრეთ. აქამდე არც შემიმჩნევია, ერთხელ მოვკარი თვალი მარტო ავტობუსიდან რომ ჩამოვიცალეთ „ჟელაზნაზე“. აბუზული წიწილივით იდგა თავის ორ მეგობარ ბიჭთან ერთად. ჩემზე ასაკიანია, მაგრამ ისეთი შეხედულება და მანერები აქვს, საერთოდ ვერც იფიქრებ, რომ შვილი და „დაჟე“ შვილიშვილი ჰყავს (ეს მერე გავიგე, რომ დავახლოვდით).
- კარგი, მერე ვისაუბროთ. ამას დასვენება სჭირდება.
თავით ვანიშნე სტუმარზე რომლის სახელიც უკვე დამვიწყებოდა. რა გავაკეთო? სახელებს ვერ ვიმახსოვრებ ამიტომ მეტსახელებს ვუფიქრებ ადამიანებს და ასე უფრო მარტივია რა, სახალისოც.
- კარგი, აიყვანე და ჩამოდი, ყავა დავლიოთ!
თვალი ჩამიკრა გახალისებულმა. კიდევ ერთხელ შევათვალიერე და გამეცინა. წითელთმიანო „ცეცხლისფერი“ რატომ ხარ? ვიმეგობროთ? რა ვიცი, ვცადოთ...
- ხუთ წუთში ჩამოვალ.
შავთმიანს ვანიშნე გამომყევი-მეთქი და პირველმა ავირბინე მეორე სართულზე....



№1 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

როგორ მახარებ ხოლმე რო იცოდეე წუხელ უფრო დიდი თავი იყოო დაა მეპატარავა ეს რო მოვრჩი გული დამწყდა ეგ ნოხუციი მომწონს მაგრამ შენი აღწერილობით თუ ვიმსჯელებ და ჯერ დასკვნებიც ადრე ცოტა მაშინებს და მართლა კორლეონეს გავს ???? აუ მალე დადე კიდე ბელს რააა მიყვარხარ და წარმატებები ????

 


№2  offline წევრი beshqen

ოხ ანაბელ...მეც შენთან ერთად ვარ მაგ ამბებში,ისე წერ, რომ სხვანაირად ითრევ მკითხველს,არმინდა დასრულება..ყველაფერს ასე მაგრად როგორ წერ,ვგიჟდები..და ისედაც უმაგრესი გოგო ხარ ყველაფერში kissing_heart გელოდები მე შენ სულ

 


№3 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

სასწრაფოდ სხვა ზედმეტ სახელი უნდა მოგიფიქრო არ მიყვარს ყველას რო ვგავარ ???????????????? რამე განსაკუთრებულს მოგიფიქრებ და გეტყვი ????????????????

 


№4  offline მოდერი belle...

მარიამ ენჯიბაძე
როგორ მახარებ ხოლმე რო იცოდეე წუხელ უფრო დიდი თავი იყოო დაა მეპატარავა ეს რო მოვრჩი გული დამწყდა ეგ ნოხუციი მომწონს მაგრამ შენი აღწერილობით თუ ვიმსჯელებ და ჯერ დასკვნებიც ადრე ცოტა მაშინებს და მართლა კორლეონეს გავს ???? აუ მალე დადე კიდე ბელს რააა მიყვარხარ და წარმატებები ????


კი, ქცევებით და ხალხის მასთან დამოკიდებულებით მართლა კორლეონეს ვამსგავსებ ;დდდდ ვიზუალით დიდად არა მაგრამ წაჰკრავს ;დდდ <3 <3 <3 მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა და დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები ჩანაწერები გავზარდო ხოლმე ;დდდ <3 <3

beshqen
ოხ ანაბელ...მეც შენთან ერთად ვარ მაგ ამბებში,ისე წერ, რომ სხვანაირად ითრევ მკითხველს,არმინდა დასრულება..ყველაფერს ასე მაგრად როგორ წერ,ვგიჟდები..და ისედაც უმაგრესი გოგო ხარ ყველაფერში kissing_heart გელოდები მე შენ სულ


ბექააა ^_^ <3 <3 <3 ჩემო საყვარელო უღრმესი მადლობა შენ <3 <3 მიყვარს შენი შემოსვლა ხოლმე ჩემს ჩანაწერებში ;დდდდ <3 <3 გელოდები ხოლმე ყოველი თავის ბოლოს შენი ემოციებით ^^ <3 <3 <3

beshqen
ოხ ანაბელ...მეც შენთან ერთად ვარ მაგ ამბებში,ისე წერ, რომ სხვანაირად ითრევ მკითხველს,არმინდა დასრულება..ყველაფერს ასე მაგრად როგორ წერ,ვგიჟდები..და ისედაც უმაგრესი გოგო ხარ ყველაფერში kissing_heart გელოდები მე შენ სულ


ვაი, ეს რაღაც ახალი და საინტერესო გამოწვევაა ველოდები "ნიქნეიმს";დდდ <3 <3 გაკოცე ბევრი შენ <3 <3 <3

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

ვერ ვიტან უცხო გარემოს და ჰო, საშიშია ნამდვილად ეგეთი გარემო. ბევრი საშინელებაც მომხდარა და მსმენია ((
რაღაც საინტერესო თავგადასავალი რომ მოგიწყვია საკუთარი თავისთვის, ამასაც ვხედავ.

 


№6  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
ვერ ვიტან უცხო გარემოს და ჰო, საშიშია ნამდვილად ეგეთი გარემო. ბევრი საშინელებაც მომხდარა და მსმენია ((
რაღაც საინტერესო თავგადასავალი რომ მოგიწყვია საკუთარი თავისთვის, ამასაც ვხედავ.


ხო იცი ადამიანი საკუთარ თავს რომ გაუჩალიჩებს ისე მტერი ვერ გიზამსო ;დდდდ ეგრეა ჩემი საქმეც ;დდდდ <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

შეუდარებელი ხარ.

 


№8  offline მოდერი belle...

სტუმარი nancho
შეუდარებელი ხარ.

უღრმესი მადლობა ძვირფასო <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent