შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წელიწადის მეხუთე გაელვება


12-10-2020, 22:25
ავტორი ჰებე
ნანახია 637

წელიწადის მეხუთე სეზონი

ცრემლნი დამნამავენ, უნანებლად ;
მითხარ რაღა დარჩა ნოემბრამდე?
ახლა, ქართა დღეთა რიგებია.
ახლა, ფოთოლცვენის რიცხვებია
და შენც უბრალებლად მომეზამთრე.

  *   *   *
- შენს სატრფოს უთხარი, თავისი ძმაკაცი გამაცნოს!- სევდანარევი ღიმილით დაუქნია გოგონამ თითი და გვერდით მიმავალს ყელკავი გაუყარა. მეგობრები პარკში მისეირნობდნენ.
- შენ გიორგის იმედზე ნუ იქნები, ბიჭი შენ მოგწონს, ხოდა თავად უნდა იმოქმედო.
- უბრალოდ წინასწარ შემზადება მჭირდებოდა.- ჩაიღიმა.
- აი, იქ დგანან- ხელი გაიშვირა ელიზავეტამ პარკის კუთხისკენ, რომლის სკვერშიც ბიჭების მცირე ჯგუფი შეკრებილიყო.
- და ნიკოლოზიც იქაა?- წარბები აღელვების ნიშნად აწია ტაისიამ.
- ჰოო...- ეშმაკურად ჩაიცინა ელიზვეტამ და გვერდით მდგომს მხარი გაჰკრა- რაო, დაგვეწყო გულის ფრიალები?
- კარგი რაა, შენ მაინც ნუ დამცინი- ამოიბუზღუნა გოგონამ და ტუჩები საწუწუნოდ დაბუშტა.
- გამბედაობა მოიკრიბე ტაისია, ნიკოლოზი დღეს პირველად გნახავს.- გაუმძაფრა შეგრძნებები მეგობარმა და ბიჭებისკენ მიმავალმა ადგილზე გაშეშებული თავისკენ დაქაჩა.
     ზურგშექცევით მდგარ ახოვანს რომელსაც საშუალო სიგრძის შავი თმა ამშვენებდა ტაისიამ ბუნდოვანი მზერა შეავლო და შეყვარებულისკენ გაქცეულ მეგობარს ღიმილით გახედა.
- ლიზა?
- სიუპრიზიი!- აკისკისდა გოგონა და დაბნეულ ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა- მე და ტაისიამ შენი მონახულება გადავწყვიტეთ.
   ტაისიამ შეკრებილ ხუთიოდე ბიჭს უხერხული მზერა მოავლო და სუნთქვა შეეკრა, როდესაც შემობრუნებული ნიკოლოზის მისკენ მიმართულ თვალებს წააწყდა.
- ტაისია, იცნობ გიორგის, და ჩემო გულისსწორო, იხილე ჩემი დაქალა ტაისია, ძლივს რომ მოვიყვანე!- ბოლოსიტყვებზე თვალები ოსტატურად დააჭყიტა და დაბნეულ მეგობარს ხელი ჩაავლო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა- ხელი გაუწოდა გიორგიმ.
ტაისია თითქოს გამოფხიზლდა, წინ მდგომი ბიჭი აათვალიერა, შემდეგ ეშმაკურად მომღიმარ ელიზავეტას გახედა, ბოლოს კი გაურკვევლობაში მყოფ ბიჭს ფართოდ გაუღიმა.
-  ძვირფასო, აქედანვე მოვრიგდეთ, სანამ ლიზასთან დაქორწინებას არ გადაწყვეტ, არ გიცნობ, არ მიცნობ!- ჟესტით დისტანცია აჩვენა.
- რატომ?- ჩაიცინა დაბნეულმა გიორგიმ და გაწვდილი ხელი ჩამოუშვა.
- მინდა სიძეთი მოგმართო მაგრამ მეთაკილება, ვაიდა იმედები არ გაამართლო...- მსახიობური ოსტატობით ჩაფიქრება გაითამაშა.
- ტაისია, ნუ აშინებ ჩემს ბიჭს!- თვალები დაუბრიალა ელიზავეტამ გოგონას და ახარხარებულ შეყვარებულს გაბუტულმა ხელკავი გამოსდო. ტაისიამ თუმცა მომღიმარმა, უხერხულობის მზერა მოავლო მოცინარ ბიჭებს.
- უი, ჰო, ტას, ესენი გიორგის ძმაკაცები არიან, საბა, ლუკა, ტატო, ალექსანდრე და ნიკოლოზი.
ტაისიას ღიმილით მიესალმნენ, ნიკოლოზმა არეული მზერა შეავლო გოგონას და მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა. ტუჩებშორის მოქცეული სიგარეტი მოქაჩა და კვამლის გათავისუფლების ფონზე ხის მორზე ჩამოჯდა. ელიზავეეტამ ტაისიას შეკრულ კოპებს მხრებისჩეჩვით უპასუხა და გიორგის ხელიდან აცლილი ლუდის ბოლო ყლუპი ჩაცალა.
- აბა, ლიზა, გაგვაცანი შენი ტასო...
   მხოლოდ ლიზამ იცოდა, როგორ უფლითავდა გულს მის დაქალს ნიკოლოზის უყურადღებობა.
   შუაღამის მოახლოების ფონზე პარკი ხალხით ივსებოდა.

*   *   *
- ხომ არის მომენტები, როდესაც მთელი არსებით გინდა ჩაეხუტო. იმდენად დიდია სურვილი მისი გულისძგერის შეგრძნების, თითქოს ყველა უჯრედი გეწვის, გტკივა და სული გეფლითება. სუნთქვაშეკრული რომ შეავლებ თვალს და შენი უუფლებოობის გააზრება ყელში მარწუხივით წაგიჭერს... ლიზა, არ ვიცი წუხელ, იქ ცრემლები როგორ შევკავე... მართლა არ ვიცი- აქვითინებულმა გოგონამ მეგობრის მკლავებში ჩარგო თავი და მოწოლილი ემოციების ჩახშობას ამაოდ შეეცადა.
- იტირე ტაისია, იტირე, გათავისუფლდი, იტირე...
- რატომ არ შეიძლება ადამიანებს მხოლოდ ისინი გვიყვარდებოდეს, ვისაც ვუყვარვართ- ამოიჩურჩულა დაღლილმა.
- ასე ცხოვრებას რა " მუღამი" ექნებოდა- შეჰღიმა ელიზავეტამ და წინამო ყურსუკან გადაუწია დაქალს.
- ასეთი ცივი თვალები როგორ აქვს?
- სითბოს დიდად არც გამოხატავს- მხრები აიჩეჩა და მეგობრის გვერდით საწოლზე გულაღმა დაწვა.

*    *   *
      უნივერსიტეტის ეზო, როგორც იტყოდნენ, ქარისგან მოტანილ ფოთლებს მიჰქონდა. საწვიმრად გამზადებული ავდრის ღრუბლებში შემალულიყო მზე და გარემოს ნაცრისფერი ელფერი არასასიამოვნოდ დაჰკრავდა. ციოდა... სექტემბრის მიწურულისთვის შეუფერებლად.
     შენობის კიბეზე ჩამომჯდარ ტაისიას თხელი ქურთუკის საყელო ყელამდე აეწია და სიცივის გამო გალურჯებული თავისი ხელების შემყურე ფიქრებში წასულიყო.
-ტაისია, გაიყინები!- შენობიდან გამოსულმა ლიზამ, ვინ იცის მერამდენედ გააფრთხილა და ქუდი თავზე ჩამოიცვა.
- თავს იტანჯავ გოგო? ადექი! გაცივდები!- მოთმინება გამოსულმა გოგონას ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და ფეხზე წამოაგდო.
- რა გემართება, ლექციაზეც ფიტულივით იჯექი!
- სუნთქვა მეკვრის...- ჩაიჩურჩულა წარბებშეკრულმა გოგონამ- დილიდან უხასიათოდ ვარ, ალბათ ამინდის ბრალია, ყურადღებას ნუ მომაქცევ- ჩაიდუდუნა და გათოშილი ხელები კურთუკის ჯიბეებში შეყო. სითბო ეამა.
- კარგი! წავიდეთ! ოღონდ ჩემთან!- დაუქნია თითი ელიზავეტამ.
- თუკი ცხელ ჩაის დამალევინებ...- მთელი დღის განმავლობაში პირველად გაიღიმა.
- რა თქმაუნდა! მალე გიორგი მოვა და წავიდეთ.- თქვა ელიზავეტამ და უნივერსიტეტის ეზოდან გასვლა დააპირა.
- მოიცა!
- რა მოხდა?
- არ გინდა ფოთლები დავფშვნათ?- გაუცისკროვანდა თვალები ტაისიას- აი შეხედე!- თქვა და თავის გარშემო მოშრიალე ფოთლებს დაახტა.
- გიჟი ხარ!
- რა არის ამაში უცნაური? მიდი სანამ შენი შეყვარებული მოვიდა- ჩაიცინა და ჩანთა ძირს დააგდო, მერე კი ქარისგან გატაცებულ ფოთლებზე ხტუნვა დაიწყო. ფეხებქვეშ ჩაფშვნილ ოქროსფერებზე იცინოდა და ამჩნევდა ლიზა, თავის წინ მოხტუნავე ცხვირაწილთებულ გოგონას როგორ აკლდა გვერდით საყვარელი ადამიანი. სევდანარევი ღიმილით უყურებდა და მის ახლად აღაშღაჟებულ ლოყებზე ღიმილი სულ უფრო და უფრო უფართოვდებოდა. შეამჩნია, ეზოსთან გაჩერებული მერსედესი, მერე მანქანიდან გადმოსულ გიორგიზე გაეღიმა და შეყვარებულს უკან მოყოლილ ნიკოლოზზე კი მოლოდინისგან სუნთქვა შეეკრა. დაელოდა ტაისიას გაჩერებას და მისი რეაქციის მომლოდინე გიორგის მკლავებში გაირინდა.
- დაიღალე? - ჰკითხა ბიჭმა. ლიზამ თავი უარის ნიშნად გაუქნია, და ჯერ შეყვარებულის გვერდით მდგარ ნიკოლოზს გახედა, რომელიც არეული მზერით ტაისიასკენ იყურებოდა და გაჩერებული დაქალის აცრემლებული თვალებიც არ გამოჰპარვია.
- ოჰ, ნიკოლოზ გვიკადრე? - მიმართა ბიჭს რათა დაქალის ემოეციები არ გამომჟღავნებულიყო. ნიკოლოზმა ტაისიას ცივად მოაშორა მზერა და ლიზას გახედა.
- რას ამბობ ლიზა- გაუღიმა გოგონას, ტაისიას მზერა ბოლოჯერ შეავლო და მანქანისკენ გაბრუნდა.
- წამოდი ტას- ჩასჩურჩულა გაჩერებულ დაქალს და მისი ძირს დაგდებული ჩანთა აიღო. მანქანისკენ წაიყვანა. შეყვარებულს გამოღებულ კარზე თბილად გაუღიმა და გამოფხიზლებულ მეგობარს თვალი ჩაუკრა.
- გცივათ გოგონებო?- იკითხა ნიკოლოზმა.
- მე არა, აი ტაისიას კი ნამდვილად შესცივდა!- გვერდით მჯდომ მობუზულს მკაცრად გახედა.- ნიკოლოზ იქნებ გამათბობელი ჩაგერთო?
- რა თქმა უნდა.- იყო ბარიტონი. და ტაისიას კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გასცრა სხეულში. თავი ასწია და უკანხედვის სარკეს გახედა. ნიკოლოზის სიმწვანეშეპარულ, მისკენ დაჟინებით მომზირალ თვალებს წააწყდა და კიდევ ერთი მოულოდნელობისგან შემცბარმა ფანჯრისკენ გაიხედა. მანქანაში მსუბუქი ჩაცინების ხმა გაისმა.

*   *  *
- იცი ლიზა, მაშინ როდესაც ნიკოლოზი პირველად ვნახე, მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა- გაიღიმა გოგონამ და ჩაის თბილ ჭიქას ხელები შემოაჭდო. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ლიზა გარეთ წვიმას უყურებდა.
- ხოო, მახსოვს როგორი აღელვებული იყავი, პირველი ერთი კვირა ვერ იძინებდი, მერე კი ქუთაისში დაბრუნებული ყოველდე მთხოვდი მისი ფოტოების გამოგზავნას.-უმზერდა გოგონას ხმაში ღიმილშეპარული- თუმცა ბოლო ერთი წელი მის ფოტოებს არც კი უყურებდი...
- ხო, მის გამო ვეღარაფერს ვაკეთებდი- ჩაიცინა ტაისიამ და აკისკისებულ დაქალზე თავადაც ვეღარ შეიკავა სიცილი.
- ხანდახან მიკვირს, როგორ უძლებ? მე რომ გიორგისგან ასე ახლოს, ამავედროულად ასე შორს ვყოფილიყავი ალბათ თავს მოვიკლავდი.
- მარტივად შევეჩვიე, რადგან მე და ნიკოლოზი ერთად არასდროს ვყოფილვართ. და სიმართლე გითხრა, ჩვენი ერთად ყოფნაც კი რაღაც შორეულად მეჩვენება...- კოპები შეკრა აცრემლებულმა და ჩაი მოსვა. მერე კი დაქალის ზურგს უკან მოცეკვავე წვიმას დაუდარაჯდა.
- ასე ნუ ამბობ ტას, იმედი...
- იმედი არ არსებობს ლიზა! როცა გიყვარს იქ ყველაფერი ქრება. იმედიც კი, რადგან ბედისწერა ადამიანთა იმედებს არასდროს ითვალისწინებს!

*   *  *

- დღეს შაბათია, შესაბამისად სახლში ჩემი ოჯახი არაა, ანუ შეგვიძლია მამაჩემის კონიაკი გადმოვიღოთ და ერთი კარგად მოვილხინოთ!- ეშმაკური მზერით მიუცუცქდა ლიზა საჭმლის მზადებით დაკავებულ დაქალს.
- ვამბობ, შენთვის დალევა არ უნდა შემეყვარებინა, მაგრამ ვინ მისმენს?- დასვა რიტორიკული კითხვა.
- მე, მე მოგისმენ- შიშისგან შემხტარ გოგონებზე გიორგიმ გაიღიმა და პარკები სამზარეულის მაგიდაზე დადო.
- გული გამიხეთქე!
- ნუ წიკვინებ კარგო.-ტუჩებზე ამბორით დაადუმა ელიზავეტა, თუმცა წყვილს ტაისიას ჩამტყდარი ტუჩის კუთხე არ გამოჰპარვიათ.
- გიო, ნიკოლოზი არ მოსულა?- მრავლისმეტყველი თვალებით შეხედა შეყვარებულს.
- კი როგორ არა, ქვემოთაა, ალბათ მალე ამოვა.- მიუხვდა გოგონას ეშმაკობას და თმაზე აკოცა. შეუმჩნევლად აკანკალებული ტაისია წყვილისგან ზურგშექცევით დადგა და მოსალოდნელი შეხვედრისგან დამფრთხალმა წყლის ერთი ყლუპი ძლივს დალია.
    კარზე გასმული ზარი და გაორებული გულისცემა აშფოთებდა ტაისიას. დაქალმა რომ სთხოვა გააღეო, ეგონა მთელი დედამიწის ტვირთი აჰკიდეს მხრებზე. კანკალით წავიდა შესასვლელისკენ. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სარკეში ცრემლჩამდგარი თვალები შეიმშრალა და მხოლოდ მაშინ გააღო კარი. სურათად თავდახრილი ნიკოლოზის წარბებქვეშიდან გამომკრთალი არეული მზერა და ანჯამებს ძლიერად ჩაჭიდებული ტაისიას ხელი იხატებოდა. ნიკოლოზმა თავი მსუბუქად, უმიმიკოდ დაუქნია მისალმების ნიშნად და ბეჭებში გასწორებულმა დახედა ერთი თავით დაბალს.
- გამარჯობა- ამოიჩურჩულა ტაისიამ და ნაპირზე გადგა, რათა ბიჭი შემოეტარებინა. გვერდით ჩაუარა ნიკოლოზის სხეულმა და სურნელისგან გაბრუებული გოგონა კედელს მიეყრდნო. წუთით ასე გაშეშებული იდგა. პირდაპირ არსებულმა სარკემ და ოთახიდან გამოსულმა ხმაურმა თავი შეახსენა. კარი დაკეტა, სარკეში თვალებში ჩაგუბებული ცრემლები დამალა და ამწვარი საგულის გამო, მკერდზე ხელი მიიდო.
- ტაას, სად ხარ, ნახე ნიკოლოზმა რა მოგვიტანა!
     გოგონამ ოთახში შეაბიჯა.
- შეხედე, შენი საყვარელი ალადები!- ახარა ლიზამ გოგონას თვალებგაფართოებულმა.
- ესენი... საიდან?- გაეღიმა გულწრფელად.
- დედაჩემმა გამოაცხო, წამოღება მაიძულა- ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკოლოზმა და ტაისიას არეული დააკვირდა. სუნთქვაშეკრულმა გოგონამ ბიჭს მზერა ძლივს მოსწყვიტა და გაღიმებულმა დააქნია თავი.
- ტაისიას ცხოვრებაა ალადები!- გააცნო დასკვნა გოგონამ ბიჭებს და პირგამოტენილ, თვალებაციმციმებულ დაქალს გაბრწყინებულმა შეხედა. სამზარეულოში შევიდა სინის გამოსატანად და იქიდან გამოსულმა, ნიკოლოზის ტაისიასკენ მიმართულ გაღიმებულ სახეზე, თვადაც გაეღიმა.
...
- ტას მიდი მაღაზიიდან კექსი ამოიტანე, გთხოოვ- შეევედრა ლიზა და აივანზე მოსაუბრე ბიჭებს შეუმჩნევლად გახედა.
- კარგი რა, წეღან არ დაამთავრე ჭამა?- შუბლი შეკრა სუფრის ალაგებით დაკავებულმა.
- კიდევ მინდა- დაბუშტა ტუჩები გოგონამ.
- შეყვარებული შენ გყავს, ხოდა ის გააგზავნე.
- არ სცალია.
- დაელოდე!
- ვერ ვითმენ!
- ლიზა!
- გთხოოვ...
- შენ ჩაიდი.
- მეზარება-შვლის თვალებით შეხედა და მოსალოდნელი დამარცხები ფონზე ბაგეები შეუთრთოლდა.
- რატომ ხარ ასეთი საზიზღარი გამაგებინე!- ელიზავეტამ აწუწუნებულ დაქალს ლოყა მოჩმიტა და თავისი ხელით ჩააცვა ქურთუკი. ტაისია მაღაზიაში გააცილა და აივნიდან შემოსულ ბიჭებს გახედა.
- მე წავალ, მოსაწევს ვიყიდი, გამითავდა, რამე ხომ არ გინდათ?- იკითხა ნიკოლოზმა.
- არა არაფერი, ჩადი.- გაუღიმა ლიზამ და ბიჭი კარში გაატარა.
- ელიზავეტ, რას გეგმავ?- ჩაეკითხა გიორგი შეყვარებულს და წელზე ხელი შეუცურა.
- ჩვენი მეგობრების ერთმანეთთან დაახლოებას- მომღიმარ ბიჭს თვალი ჩაუკრა და ბაგეებზე დაეწაფა.

    ტაისიამ ზურგსუკან ნაცნობი სითბო რომ იგრძნო, გულაჩქარებულმა თვალები ძლიერად დახუჭა. სალაროსთან რიგის შემცირებას ძლიერი ნებისყოფის წყალობით დაელოდა და შემდეგ კექსის ყუთი გაუწოდა მოლარეს.
- ესეც გაატარეთ და ორივეს გადავიხდი- ნიკოლოზმა სალაროს მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი დადო და გაწვდენილი მკლავის გამო უნებურად მარწუხებში მოქცეულ ტაისიას შეხედა.
- უკაცრავად-არეული მზერა მოავლო გოგონას და ახლოს მყოფმა ჩაიჩურჩულა, მერე მოლარეს ფული გაუწოდა.  მოულოდნელობისგან შემცბარი ტაისია სუნთქვაშეკრული უყურებდა ნიკოლოზის პროფილს.
- არ წამოხვალ?- გამოაფხიზლა მომღიმარმა ბიჭმა.
ნიკოლოზმა გოგონა კარში გაატარა და ზურგსუკან მიჰყვა.
- სულ ასეთი ჩუმი ხარ? - ჰკითხა წინ მიმავალს.- თუ მხოლოდ ჩემთან?- ჩაიცინა ბოლოს.
ცრემლჩამდგარი ტაისია ხვდებოდა, როგორ კარგავდა მოკრებილ ნებისყოფას და გატყდა- მხოლოდ შენთან.- წყნარად უპასუხა ნიკოლოზს.
ადგილზე გახევებულმა ჯერ თავის ხელში მოქცეულ პარკს დახედა შემდეგ კი მიმავალ ტაისიას და ნამდვილი გულწრფელობისგან აღფრთოვანებული დაეწია გოგონას. გვერდით დაუდგა და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაჩოჩა.
- უკეთესი იქნება თუ არ მოწევ- მშვიდად შეემუდარა გოგონა და შენობაში შევიდა.
ნიკოლოზმა უსიტყვოდ დააბრუნა ღერი თავის ადგილზე და ლიფტში შესულს თვალმოუშორებლად მიჰყვა თან.  ღილაკზე სართული მიუთითა და შეკრული წარბების ქვეშიდან საოცრად აბრჭყვიალებული თვალებით ეჭვნარევი მზერა შეავლო ლიფტის კუთხეში აწურულ, კედელს თავმიყრდნობილ და თვალებდახუჭულ ტაისიას.
- აქაური არ ხარ ხომ?
- რა იცი?- გოგონამ თვალები გაახილა.
- ვიცი- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ბეჭებში გაიმართა. ტაისიამ ზურგიდან ხარბად შეათვალიერა ნიკოლოზის გრძელი, უკან გადაწეული თმა და განიერი მხრები. შეხტა როდესაც ლიფტი გაჩერდა და სინათლე ჩაქრა.
- არა...- ამოიჩურჩულა გოგონამ და კედელს მიეყრდნო.
- შუქი ჩაქრა, როგორც ჩანს მოცდა მოგვიწევს...- ამოიბურტყუნა ნიკოლოზმა.
- არა...
- რა მოხდა?- შებრუნდა ბიჭი. ტაისია უკვე ძირს იჯდა და თავის მუხლებს ეხუტებოდა თვალდახუჭული. ლიფტში ბნელოდა.
- კარგად ხარ?
- გთხოვ რამე ქენი, აქედან გავიდეთ- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში.
- ტაისია...
    როგორი ამაღელვებელი უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ პირველად წარმოთქმული შენი სახელის გაგონება... უკითხავად წამოსული ცრემლი და შიშის ფონზე გალიაში გამოკეტილი ჩიტივით აფრთხიალებული გული... და იმედი, დაბადებული იმედის ნაპერწკალი...
- ტაისია...- კანკალებდა ტაისია. გამეფებული ჩუმი სიბნელე და ნიკოლოზის ღრმა სუნთქვა გონებას უბინდავდა. მინაბული თვალებიდან მხოლოდ ბიჭის მწვანეებს არჩევდა და მის მკლავებს ჩაბღაუჯებული შეუკავებლად თრთოდა სიცივისგან, შიშისგან და სიხარულისგან. სიხარულისგან, რომ ნიკოლოზს ადარდებდა.
- მე... ვერ ვსუნთქავ...- ამოიჩურჩულა და კიდევ უფრო მეტად მოუჭირა ბიჭს მკლავებზე.
- კარგი, კარგი, შემომხედე, დაწყნარდი, ტაისია- ნიკოლოზმა თავისი ცივი ხელი გოგონას ღაწვებზე გაუხახუნა, მის კანკალს ვერ გაუძლო, მკლავები გაშალა და თავისთან შედარებით პატარა სხეული, გულში ჩაიკრა.
     ტაისიას შიში და სიცივე სიხარულად გადაიქცნენ და გაასმაგდნენ.

     ბურანიდან სისველემ გამოაფხიზლა. წამწამების ხამხამით გაახილა თვალები და თავზე წამომდგარ სამეულს შფოთვით გახედა.
- რა... მოხდა?- ხმა ჩახრენწოდა.
- ლიფტი გაჩერდა და ცუდად გახდი- მიუგო ლიზამ და გულში ჩაიკრა მეგობარი.- კიდევ კარგი ნიკოლოზი შენთან იყო  თორემ ღმერთმა იცის რა მოხდებოდა...
    შესამჩნევად დამშვიდებული ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა და ოთახიდან აივანზე გავიდა. მოსაწევს გაუკიდა და კვამლის ჩასუნთქვის ფონზე თავის ნერვიულობისგან შელურჯებულ, აკანკალებულ ხელებს დახედა.
- რამე რომ მოსვლოდა... რამე რომ მოსვლოდა... ღმერთო- სიგარეტი გააბოლა და მოაჯირს მჭიდროდ შემოაჭდო თითები. დაეყრდნო და სხეულდაძაბული ღრმად სუნთქვას მოჰყვა.
კარის დახურვის ხმა გაისმა.
- როგორაა?
- ტირის, ეტყობა შოკიდან გამოდის და თავისუფლდება- მიუგო გიორგიმ და თავადაც ტუჩებშორის მოიქცია სიგარეტი.
- შეგეშინდა?- გვერდიდან მოჭუტული თვალებით გახედა მეგობარს. ნიკოლოზმა მის კითხვაზე და ჩატეხილ ტუჩზე თავი თვალების ტრიალით გააქნია.
- იცი, ერთხელ ლიზას მანქანამ დაარტყა, შენ მაშინ აქ არ იქნებოდი. სანამ საავადმყოფოში მივედი, ერთი სიცოცხლე გავათავე. როცა ჩავიხუტე, ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა და მეშინოდა. ხელებში მყავდა საღ-სალამათი და მაინც მეშინოდა, რომ ოდესმე შესაძლებელია კიდევ მომხდარიყო მსგავსი რამ. შემეშინდა რომ მისი დაკარგვის შანსი, ყოველ ჯერზე გაიზრდებოდა- აივნის მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილი უყურებდა ოთახში, მეგობრის დამშვიდებით გართულ შეყვარებულს.
- შეგეშინდა რომ ბედისწერასთან უძლური ხარ არა?- შეეკითხა ტაისიასკენ არეული თვალებით მომზირალი ნიკოლოზი.
- შემეშინდა რომ ბედისწერა მის თავს წამართმევდა...- ღრმა ნაფაზი დაარტყა ბიჭმა და ბურუსისფერი აირი ფილტვებიდან გაათავისუფლა.

- ლიზა... ლიზა- ნაწყვეტ ნაწყვეტ ეძახდა მეგობარს და მის გულზე თავდადებული გადატანილი ემოციების გამო ჩუმად ქვითინებდა.
- ტას...
- შემეშინდა ლიზა, მაგრამ... მერე ჩამეხუტა... გესმის? ჩამეხუტა...
- ყველაფერი მორჩა, სუუ...- თმაზე უსვამდა ხელს დაქალი და მის ათრთოლებული ხელების შემყურეს გული ეფლითებოდა.
- ჩამეხუტა...
- ყველაფერი კარგადაა, დაწყნარდი.- ამშვიდებდა მანამ, სანამ სიმძიმე არ  იგრძნო. საკუთარ მკლავებში ჩაძინებულ დაქალს ცრემლნარევი მზერა შეავლო და გარეთ მდგარ ბიჭებს შემოსვლა ანიშნა.
- უკეთესი იქნება თუ საწოლში დავაწვენთ.
- მე წავიყვან!- უყოყმანოდ გაიწია ნიკოლოზი და მძინარე სხეული მკლავებში მოიქცია. არ შეიმჩნია ლიზამ ტაისიას სიახლოვის გამო ნიკოზოზის არეული სახე და მისაღებიდან გასულს ღიმილით გააყოლა თვალი.
- უყვარს არა?
- ასე ემჩნევა?
- დაქალები ერთმანეთს ჰგავხართ- ჩაიცინა გიორგიმ და თვალებმინაბულ ელიზავეტას ღაწვზე ბაგეები მიაკრო.

    ნიკოლოზმა ფრთხილად დააწვინა საწოლზე მძინარე გოგონა. ზურგიდან გამოაცალა ხელი და მოკუნტულს თბილი პლედი დააფარა. არეული მზერით მისკენ დახრილმა თვალებზე ჩამოშლილი თმა ყურთან გადაუწია და სითბოსგან შეფაკლულ ღაწვებზე გაეღიმა. გოგონას ძილში მთრთოლვარე ბაგეებზე აჩქარებული გულისცემა დააიგნორა და გრძელი თითებით  ღაწვებზე ნაზად მიეალერსა. ტაისიას ტუჩებზე ღიმილმა გაჰკრა.

   *   *   *
- ლიზა, ასე მგონია შიგნიდან რაღაც მჭამს. მის დანახვაზე ყოველ ჯერზე მინდა ვიტირო, რადგან მისი შეხება არ შემიძლია, მისი ჩახუტება არ შემიძლია. ეს ყოველივე კი მფიტავს, მღლის. ძალიან მღლის. როცა ჩვენსკენ მოდის ხანდახან წამით მგონია მოვა და ჩამეხუტება- მეთქი, მაგრამ გვერდით ჩამივლის და ზმანებები ქრება... მე შემიძლია მას ჩემი გრძნობების შესახებ მოვუყვე, მაგრამ მეშინია, რომ მოლოდინი რომელიც ასეთი შორეულია, გაქრება. ეს ასეთი მტკივნეული არ უნდა იყოს ლიზ, არ უნდა გვტკიოდეს როცა გვიყვარს...

*   *   *
უნივერსიტეტის სველ ეზოში შეაბიჯეს გოგონებმა.
- საღამოს გავდივარ, ბიჭებმა კოცონი უნდა დაანთონ, ხომ წამოხვალ?
- არ ვიცი, არამგონია. მირჩევნია შინ დავრჩე და ვიმეცადინო- უპასუხა ტაისიამ ოხვრით და ზურგჩანგა მხარე გადაიკიდა.
- კარგი რაა, მთელი დღეებია ისედაც უღიმღამო ხარ, წამო გაერთე.- შეემუდარა ლიზა.
- ნუ იცი შეჩვენება - ჩაიცინა გოგონამ და ლიზას დააკვირდა, როცა გოგონამ ჯიბიდან აზუზუნებული ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
- გისმენ... რას ამბობ გიო... კარგი ეხლავე წამოვალთ... რათქმა უნდა ახლავე!
- ლიზა?
- ტაისია- ამლოიხვნეშა შეწუხებულმა გოგონამ.- ნიკოლოზი ავარიაში მოჰყვა.- თქვა თუ არა წონასწორობა დაკარგულ მეგობარს მკლავზე ხელი ჩაავლო.
- ტას!
- სადაა- ამოსუნთქვას ძლივს ამოაყოლა სიტყვა.
- საავადმყოფოშია, სისხლი სჭირდება, პირველი უარყოფითი...
- მე მაქვს!- გამოფხიზლდა უცებ გოგონა.
- ვიცი ჰო, წამოდი სწრაფად.- ლიზამ ტაქსი მალევე გააჩერა და აკანკალებულ ტაისიასთან ერთად მანქანაში მოთავსდა.
      ირგვლივ ყველაფერი თითქოს ბუნდოვანი გამხდარიყო. ყურებდაგუბებული ვერაფერს ამჩნევდა. ვერც ტკივილი იგრძნო, როდესაც ვენაში ნემსი შეუყვანეს. ჩუმად ევედრებოდა ღმერთს ნიკოლოზის კარგად ყოფნას და ვერშეძლებული ტირილი კიდევ უფრო უმძიმებდა გულს.
     რეანიმაციიდან გამოსულ ექიმს გულაჩქარებული შეხვდა. ხოლო როცა ნიკოლოზის კარგად ყოფნის შესახებ ამცნეს, მხოლოდ მაშინ დაიცალა ემოციებისგან. ბედნიერების ცრემლებს ღვრიდა მეგობრის მხარზე და ირგვლივ შემოკრებილ ბიჭების გაოცებულ მზერას სულაც ვერ გრძნობდა. ყველა მიხვდა რაოდენ ძვირფასი იყო ნიკოლოზი ტაისიასთვის.
    პალატაში პირველი გოგონა შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს ჯერ კიდევ ეძინა, ტაისიამ მაინც შეძლო მის სახეზე აღბეჭდილი ტკივილის წაკითხვა. ბიჭისკენ დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად ეამბორა. რამდენიმე წუთი ღიმილით უყურა, შემდეგ კი კვლავ ჩუმად დატოვა პალატა. ნიკოლოზმა იგრძნო...

*   *   *
ფოთლები წამებს მისდევდნენ...
სისველისგან გადაღლილ ქუჩებში მისეირნობდნენ გოგონები.
- ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ, რა მოხდებოდა, თუ კი ნიკოლოზს იმ დღეს არ შევხვდებოდი?
- ტაისია, თავს რატომ იტანჯავ?-გააჩერა ლიზამ გოგონა.- მესმის, გიყვარს, არ გამოგივიდა მისი დავიწყება მაგრამ ასე გაგრძელებას როდემდე აპირებ?
- ალბათ იქამდე, სანამ განგებას არ შევეცოდები.- ცრემლიანი მზერა აარიდა მეგობარს და მაღლა, ავდრის ღრუბლებში შემალულ მზეს მიაპყრო თვალები.

*   *   *

   ტაისიამ ფინჯანი ყავა მაგიდაზე დააბრუნა და უხერხულობის ღიმილით შეხედა ნიკოლოზის დედას.
- მე და ტაისიამ ძალიან განვიცადეთ ნიკოლოზის მდგომარეობა, გიორგიც ჭკუაზე აღარ იყო- თავი გააქნია ელიზავეტამ და ოთახში შემოსულ ბიჭს გაუღიმა.
- ძალიან დაგვეხმარეთ, თქვენს გვერდში დგომას არასდროს დავივიწყებთ- სათნო ღიმილი შეანათა ქალმა ახალგაზრდებს- განსაკუთრებით შენ, ტაისია. შენ რომ არა...
-მოდი არ გვინდა ცუდის გახსენება-ტაისიამ ქალს ხელზე ხელი დაადო და ანუგეშა.
- ნიკოლოზი რას შვრება, არ გამოვა?- შეეკითხა გიორგის.
- ჩაეძინა ნანა დეიდა.
   პასუხზე ტაისიამ და ელიზავეტამ მზერები გაცვალეს. ლიზამ ჩაიღიმა და ქალს მიუბრუნდა.
- ნანა დეიდა, ჩვენ ნიკოლოზს დავხედავთ და წავალთ, არ გვინდა შეგაწუხოთ.
- რა ლაპარაკია ახლა?- გაუღიმა ქალმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ფეხზე კანკალით წამომდგარ გოგონას ლიზამ ხელი შეაგება და სამზარეულოდან გასულები ნიკოლოზის ოთახისკენ დაიძრნენ. კართან მისული ლიზა დერეფნის კედელს მიეყრდნო, ტაისიას გაუღიმა და შესვლა ანიშნა.
- მადლობა...- ჩაიჩურჩულა გოგონამ.
ელიზავეტამ თვალები დაუბრიალა.
ტაისიამ ოთახის კარი ჩუმად შეაღო. ნიკოლოზს ეძინა. გოგონა ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბიჭის საწოლს და ამღვერეული მზერა შეავლო მის დალურჯებულ სახესა და მკლავებს.
- ყოველთვის აცრემლებული თვალები რატომ გაქვს?- ოთახის მდუმარება თვალებმინაბული ნიკოლოზის ჩუმმა ბარიტონმა გააქრო. ტაისია შეხტა.
- გღვიძავს?
- კითხვაზე არ მიპასუხებ?- ახლა უფრო მეტად გაახილა თვალები და ტაისიას დაკვირვებული, თუმცა არეული მზერა აატარა.
- ყოველთვის ასე ვარ- უპასუხა საწოლთან უხერხულად აწურულმა გოგონამ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
ნიკოლოზმა გამშრალი ტუჩები გაილოკა.
- შეგიძლია წყალი მომაწოდო?
ტაისიამ უსიტყვოდ აიღო წყლის ჭიქა საწოლის გვერდით მდგარი პატარა მაგიდიდან და ნიკოლოზისკენ გულაფართხალებული დაიხარა. ბიჭი მძიმედ, მტკივნეულად წამოიწია ტაისიასთვის თვალმოუშორებლად დალია ორიოდე ყლუპი სითხე. მერე ოხვრით ჩარგო თავი ბალიშებში.
- მადლობა.
- არაფრის.-გაუღიმა გოგონამ და უკანსვლით გასასვლელისკენ წავიდა. კარი გააღო და ოთახი დატოვა. ფიქრებში წასული მომღიმარი ნიკოლოზი კარს მზერას კიდევ დიდი ხანი არ აშორებდა.

*   *   *

უნივერსიტეტის შესასვლელთან დაყენებულ მერსედერსზე გოგონას მზერა გაუშეშდა. მანქანიდან გადმოსული ნიკოლოზის დანახვაზე კი უცნაურმა ნაპერწკალმა გაჰკრა გულში. ბიჭმა სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო და არეული მზერით მიუახლოვდა გაშეშებულს.
- ნება მომეცი დღეს მე მიგაცილო სახლამდე- თხოვნას ჰგავდა ბიჭის ნათქვამი, თუმცა უკითხავად ჩამორთმეულ ჩანთაზე ტაისიამ კოპები შეკრა.
- შენ ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულხარ ბოლომდე. რატომ ეწევი?
- შეჩვეული ვარ- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და მანქანის წინა კარი გაუღო. ტაისია უთქმელად მოთავსდა მანქანაში და გვერდით მომჯდარ ნიკოლოზს გახედა.
- მინდოდა ცოტა გველაპარაკა.- კვლავ არეული მზერა მიაპყრო.
- მაინც რაზე?- ჩაეკითხა გოგონა.
- ჩვენზე.- გაუღიმა ბიჭმა და დაინახა ტაისიამ როგორ გადაუხვია თავისი სახლისკენ მიმავალი გზიდან მანქანამ.
- ნიკოლოზ...- ხმა გაეპარა ტაისიას.
- ნუ გეშინია, არ მოგიტაცებ- თითქოს დამცინავ ტონზე გოგონამ კოპები შეკრა.
- სახლში წამიყვანე!- შეეცადა კატეგორიული ყოფილიყო, თუმცა ხმა გაუტყდა და ვერ შეძლო. ნიკოლოზთან ვერა.
- უბრალოდ დალაპარაკება მინდა- დასერიოზულდა ბიჭიც და მანქანა მალევე გააჩერა პარკთან, პარკინგზე.
- გისმენ- მოუთმენლად გადააჯვარედინა ხელები და ყურადღებით დააკვირდა ნიკოლოზის სახეს. ბიჭმა მინაბული თვალები მოავლო გოგონას სერიოზულ სახეს და ჩაიცინა. მერე თავადაც დასერიოზულდა.
- მითხრეს რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ- ჩახრინწული ხმით შეაპარა ჩუმად. ტაისიას სახეზე ფერი ეცვალა.
- გითხრეს.- მოუჭრა მოკლედ.
- მაინტერესებს, რამდენად სიმართლეა.
- და რაიმე არსებითი მნშივნელობა გააჩნია ამას?
- დიახ!- მტკიცე იყო ნიკოლოზი.
- მაგალითად?
- ჩემთვის არ ხარ ერთი უბრალო გოგონა, რომელიც ძმაკაცის შეყვარებულის მეგობარია.- გაუღიმა თბილად და ტაისიას მოშვებულ მიმიკაზე უფრო ფართოდ გაიღიმა.
- რატომ მგონია რომ დამცინი?
- ყველა გოგო ასეთი ჯიუტი ხართ?
- უკაცრავად?!
- ტაისია, უშენოდ ვერ ვარ...

*   *  *

უღიმღამოდ ბინდდებოდა, როდესაც ნიკოლოზმა ტაისიას მისწერა. გოგონამ წიგნის კითხვას თავი ანება და შტეტყობინების ავტორის სახელის წაკითხვისთანავე გული უცნაურად შეუტოკდა. საწოლზე წამოიწია და ტელეფონის ეკრანს დააკვირდა. მერე გაეცინა, კიდევ ერთხელ გადაიკითხა შეტყობინება და ტექსტის წერას შეუდგა.
- შენი მდგომარეობა ეს მე უნდა ვიკითხო.- გააგზავნა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს. ტელეფონმა დაიწკაპუნა:
- მე კარგად ვარ, არ ინერვიულო- თითქოს დამცინავი ეჩვენა პასუხი ტაისიას, მაგრამ ეჭვნარევი ფიქრები უკუაგდო და მისწერა.
- მიხარია...- დაუბრუნა მესიჯი.
კიდევ ერთხელ დაიწკაპუნა ტელეფონმა...
იმ ღამით გვიანობამდე თრთოდა ტაისიას გული და ბავშვური ბედნიერებაშეპარული ღამეც თეთრად გაათია.

*   *  *

- ლიზა, ვერასდოს წარმოვიდგენდი, რომ მე და ნიკოლოზი ასეთი რეალურები შეიძლებოდა ვყოფილიყავით. გრძნობა რომელიც მისი სიახლოვისას ჩნდება, იმდენად არაამქვეყნიურია, მგონია სიზმარში ვარ. შემიძლია საათობით ვუყურო მის სახეს და მისი არეული მზერა... ღმერთო, გაგიჟება შეიძლება.- ელიზავეტამ ტაისიას გულწრფელ მონოლოგზე ხმამაღლა გაიცინა და მეგობრის ბედნიერ სახეზე ღიმილი შეეპარა.

*   *   *
გამათბობელს აუწია და საწოლზე ჩამოჯდა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. ელიზავეტას მომლოდინემ საწოლზე მიმოფანტული რვეულებიდან ერთი მათგანი აიღო, გადაშალა და საკუთარ ლექსზე გაეღიმა. ტუჩებშორის გაჩრილი ფანქარი გამოიღო და გრძელი თმა მაღლა კოსად დაიმაგრა. კარის ხმაზე არ ადგა, იცოდა მეგობარი მოსულიყო და მის ოთახში შემოსვლას დაელოდა.
- მოვაღწიე!- ქარიშხალივით შემოვარდა საძინებელში ელიზავეტა და ზურგჩანთა სავარძელზე დააგდო.
- სად ხარ აქამდე?- უსაყვედურა ტაისიამ და გაღებულ კარში შემჩნეულმა სხეულმა სუნთქვა აუჩქარა.
- გზაში საცობი იყო, მე და ნიკოლოზი კარგა ხანი ველოდით  დაძვრას. ძალიან დავიღალე- ამოიბურტყუნა.
- არ გშია? - შეეკითხა ნიკოლოზის დანახვით არეული გოგონა და თვალის კუთხიდან შემჩნეულ, ოთახში შემოსულ ბიჭის დანახვაზე რვეულების აკრეფას შეუდგა.
- კი, მგელივით ვარ! ლანჩი არ გინდათ?- იკითხა ლიზამ და ისევე სწრაფად გავიდა ოთახიდან, როგორც შემოვიდა. ბიჭმა წამით უყურა ტაისიას, შემდეგ საძინებლის კარი დაკეტა და გოგონას მიუახლოვდა.
- წერ?- იკითხა და საწოლის კიდეზე მორჩენილი ფურცელი უკითხავად აიღო ხელში.
- დიახ, დამიბრუნე- უხეშად მოუვიდა ნათქვამი გოგონას.
- ნუ გეშინია, არ შეგიჭამ- ცალყბად ჩაიღიმა ბიჭმა და სავარძელი ტაისიას წინ, საწოლთან ახლოს მიდგა. დაჯდა და ლექსის თავისთვის კითხვა დაიწყო. სუნთქვაარეული გოგონა აკანკალებული ხელების დამალვას ამაოდ შეეცადა. ტაისია ბიჭის სახეს თვალს ვერ აშორებდა.
- წამიკითხავ? - ნიკოლოზმა წამწამების ქვემოდან ამოხედა და იდაყვები მუხლებს დააყრდნო. ტაისიას სუნთქვას უკრავდა ბიჭის დაჟინებული მზერა და თვალები დახუჭა. ნიკოლოზი გოგონას სახისკენ გადაიხარა. ტაისია ნაზი, მსუბუქი ტემბრით აჰყვა ლექსის სტრიქონებს.
- მხოლოდ ღმერთი ითმენს აპათიებს...
მზერა დამცინავი ამარიდე...
რადგან ქართა დღეთა რიგებია...
და შენც გამუდმებით...- ტაისიამ ტუჩებზე ნიკოლოზის ბაგე იგრძნო.
მოუთმენლად დახრილი ბიჭის გამო სიტყვა გაუწყდა და სუნთქვა შეეკრა. მოულოდნელობისა და გაკვირვებისგან თვალების გახელა ვერ გაბედა. ბიჭმა ფრთხილად შეუცურა წელზე ხელი და თავისთან მიიზიდა. ნაზი კოცნებით მოშორდა გოგონას ათრთოლებულ, შეღებულ ტუჩებს და ლოყაზე მწველი, მსუბუქი კოცნა დაუტოვა. მერე ცივი თითებით შეფაკლულ ღაწვებზე ღიმილით მიეალერსა და გოგონას ძლიერად აძგერებული გულის გამო, ჩაცინება ძლივს შეიკავა.  ტაისიამ ცრემლებჩამდგარი თვალები გაახილა. ნიკოლოზის გაღიმებულ სახეზე კი მზერა უფრო აემღვრა.
- ეს რატომ გააკეთე- გოგონას ჩამწყდარ ხმაზე ნიკოლოზს გამომეტყველება ეცვალა. არეული მზერა მოავლო ტაისიას და მისკენ კვლავ დაიხარა.
- შემიყვარდი- ტუჩებზე დასჩურჩულა გოგონას მის თვალებს მომზირალმა. ტაისიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დამფრთხალი შველივით სწრაფად გაიწია მისგან.
- რა გატირებს- ჩაიცინა გოგონას ცრემლიანი თვალებით გაკვირვებულმა ნიკოლოზმა.
- ნიკოლოზ...
- ტაისია...- ამოიოხრა და გოგონას ხელები თავის ხელებში მოიქცია. დაიხარა და ხელისგულებზე აკოცა. მერე ქვემოდან არეული მზერა მიაპყრო დამფრთხალს.
- შეგიძლია ლექსის კითხვა განაგრძო?
ტაისიამ წუთით უყურა ბიჭის თბილ ღიმილს, მერე თავადაც გაუღიმა, თავი დაუქნია და სტრიქონებს ხელახლა აჰყვა.
თვალგახელილი.
- გრძნობა გამეთქვა, შენთვის უთქმელი ,
როს გამიღიმო, სდუმან თვალები...
როს შენი მზერით გული ფრთხიალებს,
ვით გალიაში მომწყვდეული ფერთხი ბეღურა,
ძილი მომათოვს შენზე სიზმრებს, ცად მობრიალეთ...
მალე ხეთა ჯარს ცის სითეთრე უმალ მოათოვს...

*   *   *
-ნიკოლოზი დღეს სახლში მარტოა, ამიტომ გადავწყვიტე მის სახლში შეკრება, თან სიუპრიზს გავუკეთებთ- ეჩურჩულებოდა სადარბაზოს კიბეებზე ამავალი ადევნებულ წყვილს. ადგილზე გაჩერდნენ, როდესაც შეღებული კარიდან, ხმაური გაიგონეს:
- ტაისია მართობს! ამის გაგონება გინდოდა? მითხარი? ახლა გაეთრიე აქედან!- აყვირებული ნიკოლოზი დაინახა ტაისიამ და მის წინ მოკლე კაბაში გამოწყობილი წითელტუჩსაცხიანი ქალი. ხელში დაკავებული ნამცხვრის ყუთი გაუვარდა და დაბნეულმა მხოლოდ ისღა მოაზრა, კიბეზე ჩაერბინა.
- ტაისია! ტაისია დამელოდე! ნუ გარბიხარ!- ელიზავეტა გაეკიდა. გოგონა კიბეების სამ საფეხურს გადაახტა და წინ წასულს ახალი შემართებით აედევნა.
- ტაისია!
- რას ამბობს ლიზა?- გაჩერდა გოგონა.
- ტას...
- როგორ შეეძლო...- ხმა ჩაუწყდა გვერდით გაჩერებული მეგობრის მკლავზე მიყრდნობილი ხმამაღლა აქვითინდა. მისი  ტკივილით გულდამწვარმა ლიზამ აღარ იცოდა რა ექნა. დაინახა რა სადარბაზოდან სირბილით გამოსული ნიკოლოზი, ბიჭს ზიზღით სავსე მზერა შეაგება.
-ტაისია!- ვედრება გამოსჭვიოდა ნიკოლოზის ხმაში.
- ღმერთო...- ამოიჩურჩულა გოგონამ და მეგობრისგან თავდაღწეული, ცრემლების წმენდით ქუჩისკენ დაიძრა.
- მე გავყვები- შეაჩერა ნიკოლოზმა ელიზავეტა.
- ტაისია!
ტაისიამ ყურიც არ ათხოვა, ნაბიჯს აუჩქარა და ჯერ კიდევ მწვანეზე გადაირბინა. ქუჩა მანქანების გამაყრუებელმა სიგნალმა აავსო.
-ტაისია გაჩერდი! ტაისია!- მთელი ხმით დაიყვირა ნიკოლოზმა და მეორე მხარეს გადასულ გოგონას დაეწია.   მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი და თავისკენ სწრაფად შემოაბრუნა. წინააღმდეგობის მიუხედავად გულში ძლიერად ჩაიკრა.
- გამიშვი, ხელი გამიშვი! - მოგუდული იყო გოგონას ხმა. ნიკოლოზმა შვებით ამოისუნთქა, მერე მკლავებზე ხელი ძლიერად ჩაავლო და დამფრთხალს თვალებში ჩახედა. მრისხანებით იყო სავსე ნიკოლოზის მზერა.
-  რაზე ფიქრობ! მანქანას რომ დაერტყა?!- დაიღრიალა გამძვინვარებულმა ბიჭმა.
- მითხარი, გადარდებ?- ცრემლიანი მზერა შეანათა გოგონამ და მერე თვალები დაბლა დახარა. მოეშვა და მკლავებს ძლიერად ჩაჭიდული ნიკოლოზის ხელებს მიენდო.
- ტაისია!
- გართობ? რომ მიყვარხარ ეს გართობს?- აფეთქდა გოგონა.- რა ტაისია, რა?! გეკითხები ასე გართობ? ნუთუ სულ არ იფიქრე როგორ მტკენ?!- მკლავები გამოგლიჯა ბიჭს და მისგან დაიწია.
- გეფიცები ყველაფერი არასწორად გაიგე!-მუდარა გარეოდა ნიკოლოზის მკაცრ ხმას.
- მე ხომ შენთვის არაფერი მითხოვია, რა დაგიშავე ნიკოლოზ- აღარ მალავდა ცრემლებს გოგონა.
- ტაისია...- ხმა გაუტყდა ბიჭს. მოქუფრულ ზეცას ახედა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და მხოლო მაშინღა შეამჩნია გოგონას თხელი მაისური და სიცივისგან დახორკლილი კანი. სწრაფად გაიხადა ქურთუკი და გოგონას მხრებზე მოაცვა.
- მადარდებ! იმაზე მეტად მადარდებ ვიდრე გგონია!- დასჩურჩულა აწითლებულ ღაწვებზე და მინაბულ თვალებზე აკოცა.
- ნიკოლოზ... გეხვეწები ნუ მაწვალებ...
- რით დაგიმტკიცო ჩემი სიმართლე?- შეეკითხა სასოწარკვეთილი ბიჭი და იგრძნო, გაცვლილი მზერა ყველაზე დიდი ემოციით როგორ დაიმუხტა. გაწვიმდა.
- წამოდი, გამიცივდები- ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ტაისიასთან ერთად ზებრაზე გადავიდა. დასველებულ ლიზასაც სადარბაზოსკენ უბიძგა და კიბეებზე ჩამომავალ გიორგის თავი დაუკრა. მის უკან ადევნებული ქალის დანახვაზე ყველა საფეხურზე შედგა.  ნიკოლოზი ტაისიას გადაეფარა.  ქალმა წითლად შეღებილი ტუჩები ააცმაცუნა.
- საღამოს გელოდები- გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ნიკოლოზს, გოგონებს ალმაცერი მზერა მოავლო და სადარბაზოდან ქოლგის შლით გააბიჯა.
წუთით გაშეშებულნი გონს მალევე მოეგნენ. ტაისიასკენ მიბრუნებულმა ნიკოლოზმა, გოგონას მოაჯირზე სიმწრისგან ჩაბღაუჯებული ხელები ფრთხილად გააშლევინა და კიბეებზე ამავალ ელიზავეტას და გიორგის გააყოლა მზერა. მერე ტაისიასკენ დაიხარა და ჩურჩულით უთხრა.
- არ დაიჯერო... გთხოვ, არ დაიჯერო...- სასოწარკვეთილი იყო ნიკოლოზის ხმა და მის ამღვრეულ, გულწრფელ მზერაში ტაისიამ დიდი ხნის ნანატრი სიყვარულის სხივი დაიჭირა.

იმ საღამოს ჩამავალ მზეს ეგებებოდნენ. გოგონა ღრუბლის ნაფლეთებზე მიმდნარ მზის წითელ სხივებს მზერითა და ღიმილით ეთამაშებოდა. ნიკოლოზი კი მის კალთაზე თავდადებული, არეული, ამავედროს დაჟინებული და ნამთვრალევი მზერით უყურებდა ტაისიას განათებულ სახეს.
- არ გცივა?- შეეკითხა და აწითლებულ ცხვირზე თითი დაჰკრა.
- ნწუ...- თავი გააქნია გოგონამ. ბიჭისკენ დაიხარა.
- სულ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა.- ჩაიჩურჩულა მის გასაგონად.
ნიკოლოზმა ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
ტაისია ნელა დაიხარა და ჯერ ერთ თვალზე მიაკრო ბაგეები ბიჭს, შემდეგ მეორეზე. ნიკოლოზმა გაუღიმა.

-მე კი... გამომეღვიძა...
დილის რვა სრულდებოდა...
გულაჩქარებულმა ნახევარი საათი დავყავი ბალიშზე თავმიდებულმა და დახუჭული თვალებიდან გადმოსულ ცრემლები უგულებელვყავი.
ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
ელიზავეტა იყო: """""აბა, შემოდგომა და უნივერსიტეტი ვის უნდა მივულოცოთო? ერთი სული მაქ როდის ჩამოხვალ, ნიკოლოზი უნდა განახო! შემჭამა გიორგიმ""""



№1 სტუმარი სტუმარი დუ სია

ძალიან კარგი იყო... იქნებ გაგრძელებაზეც გეფიქრა!
წარმატებები <3

 


№2 სტუმარი Marimari

Martlac saintereso iqneba gagrdzeleba

 


№3  offline წევრი ჰებე

სტუმარი დუ სია
ძალიან კარგი იყო... იქნებ გაგრძელებაზეც გეფიქრა!
წარმატებები <3

<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent