შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე'შემო'დგომები

12-10-2020, 23:13
ავტორი სალანდერი
ნანახია 860

ჭადრების დერეფანს მარტო შევუყევი. ჩვენი მეოთხე შემოდგომა ჩვენ გარეშე იდგა. . .

* * *

შემოდგომა! (პირველი)

მისი გაცნობის დღე განსაკუთრებული არაფრით ყოფილა. უბრალო ამინდი იყო, ტანზეც ჩვეულებისამებრ შავი ჯინსი, იგივე ფერის მაისური და თეთრი კედები მეცვა. მუსიკასაც კი არ ვუსმენდი რამე ისეთს, თქმად რომ ღირდეს. ერთი ჩვეულებრივი თვის, ჩვეულებრივი დღე იდგა. ერთი უბრალო შემოდგომის.
თუმცა, სეზონს რა აზრი აქვს? "შემოდგომას რა აზრი აქვს?".
არაჩვეულებრივი მხოლოდ ის იყო იმ დღეს - თავისი გაჩეჩილი შავი თმით, წითელი ტუჩებით და ფითრისფერი კანით.

* * *

შემოდგომა! (მეორე)

- მოდი, რა, მოგეწონება. - ხმამაღლა გაიცინა, ხელი გამიშვა და ჭადრების დერეფნისკენ გაიქცა.
- გააფრინე? - გამეცინა, როცა დავინახე, როგორ ჩახტა ფოთლების გორაში და ფეხსაცმლის წვერით ნაზად მიმოფანტა მის ირგვლივ. - ისვრები, სულელო. - დავიყვირე და გვერდზე გავხტი, მუჭებით რომ შეაგროვა ფოთლების დასტა და თავს ზემოთ აყარა.
- ნეტავ, ამაზე სუფთა როდის იყავი? - მოწყენით გაბუშტა ტუჩები და გზა ისე გააგრძელა, უკან არ მოუხედავს. გავეკიდე. მტვრიან ხელში ხელი ჩავავლე და ვაიძულე, მობრუნებულიყო. ძლიერად მომივიდა. თუმცა, არა, უბრალოდ, ის იყო მეტისმეტად ნაზი. ისეთი მკვეთრი მოძრაობა გამოუვიდა, ზედ გულზე მომეხეთქა. ზემოდან დავხედე ჯერ კიდევ ბრაზისგან გამობუშტულ ტუჩებს. - ეს არის, ის დროა! გაბედე! - გამიელვა თავში, თუმცა მის აჩქარებულ გულისცემას ისე მძაფრად ვგრძნობდი, მივხვდი, რომ მეკოცნა, გული დაარტყამდა. მზერა ქუდში ნახევრად შემალულ მის თმაზე გადავიტანე და ოდნავ დავიხარე. თვალები დახუჭა. ელოდა. ელოდა, როდის ვაჩუქებდი შხამიან კოცნას, მაგრამ ვერ გავიმეტე. შუბლზე სულ ოდნავ შევახე ტუჩები. სუნთქვა გააჩერა. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა ვეხებოდი. ფოტოების მაგივრად სუნთქვით აჩერებდა წამებს და ორივე სამუდამოდ ვიმახსოვრებდით - მხოლოდ ჩვენთვის.
- მეწყინა. - ისე დაიჩურჩულა, მივხვდი, მხოლოდ იმიტომ თქვა რომ მიხვდა, რაღაც უნდა ეთქვა.
- მაპატიე. - ცხოვრებაში პირველად მოვიბოდიშე და თავზე ვაკოცე. მის სუნს ვერცერთი სეზონი ფარავდა.
- მიყვარს შემოდგომა. არა, ვგიჟდები. - სწრაფად დადგა ლაპარაკის ხასიათზე, როგორც კი მოვშორდი და ამოსუნთქვა შეძლო.
- შენი თვალების ფერია. - გამეღიმა და უკან გავყევი გამხიარულებულს.
- ჩემი თვალების?
-კი.
- ეგ როგორ?
- იცი რა ფერის თვალები გაქვს? - მზერა გავუსწორე და ვაიძულე შემოეხედა.
- მწვანე. - ისე სწრაფად მიპასუხა, აშკარად დარწმუნებული ჩანდა საკუთარ თავში.
- აბა, ეს რა არის? - ნეკა თითით მისივე თვალებში მოციმციმე ქარვისფერ ნაწილაკებზე ვანიშნე.
- რა?
- შენი თვალები არ არის მწვანე, ის შემოდგომისფერია.
- ეგ როგორ? - პატარა ბავშვივით გაიოცა. საერთოდ, ყველაფერს ბავშვივით აკეთებდა.
- ალაგ-ალაგ მწვანეა, ალაგ-ალაგ ქარვისფერი - შავი პატარა წერტილებით. - ხმადაბლა ვუთხარი. და თვალები ისე აუციმციმდა, ქარვისფერები უფრო კაშკაშა გაუხდა. საოცარი შესახედი იყო.
- შენი მჯერა. - თავდაჯერებულმა წარმოთქვა. გულში რაღაც ჩამწყდა. მას ჩემი სჯეროდა, მე არა.
- ბედნიერი ვარ. - ჩემდა უნებურად წამომცდა.
- შემოდგომის ეფექტი. - ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი.
- "შემოდგომას რა აზრი აქვს?", მე შენით ვარ ბედნიერი. - ვთქვი და პირველად ჩავიხუტე. მანაც ჩვეულებისამებრ დაიჭირა წამი.

* * *

შემოდგომა (მესამე)

ჩვენი საყვარელი კაფეს ვერანდაზე ვისხედით. უფრო ზუსტად, ეს კაფე მთლიანად ვერანდა იყო. სიგარეტს ვეწეოდი და თავს იმის ყურებით ვირთობდი, როგორ სვამდა ის ჩაის ყავის ჭიქიდან.
- ამას რატომ აკეთებ?
- რას?
- ჩაის ყოველთვის ყავის ჭიქით რატომ სვამ?
- ვარღვევ მინიმალურ წესებს, რომ ჩემში ჩაბუდებულმა კანონის დარღვევის სურვილმა ერთიანად არ ამოხეთქოს უკვე მახინჯი ფორმით.
- საინტერესოა, ვერაფერს იტყვი. - უნებურად გამეღიმა.
- ნუ დამცინი. - ისევ ბრაზით გაბუშტა ტუჩები.
- თორემ?
- თორემ, აი. - ჩემი თეფშიდან პურის ნატეხი მოიპარა და მტრედებს დაუფჩხვნა.
- ეს უსამართლობა იყო. რატომ მომპარე პური? - ისევ გამეცინა მის ბავშვურ ქცევაზე.
- ჩემმა მორალმა მიკარნახა, რომ მშიერი ჩიტები უნდა დამეპურებინა. შენნაირი აუტანელი არსება კი, მშიერი დამეტოვებინა.
- მაგრამ ეს უსამართლობაა.
- სამართლიანობა ყოველთვის არ არის მორალური და მორალურობა ყოველთვის არ არის სამართლიანი. - უდანაშაულოდ აიჩეჩა მხრები.
- კარგი, ეგრე იყოს. მოდი, სურათი გადავიღოთ. - ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და კამერა გავხსენი.
- შენ რომ ფოტოების გადაღებას ვერ იტან?
- ახლა მომინდა.
- შემოდგომის ეფექტი. - ისევ ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი.
- "შემოდგომას რა აზრი აქვს?". უბრალოდ, შენთან მინდოდა ფოტოს გადაღება. - ამჯერად მე გავღიზიანდი, თუმცა სასწრაფოდ გადმოჯდა ჩემ გვერდით და კამერას მიუშვირა ღიმილიანი სახე.

* * *

შემოდგომა! (მეოთხე)

ჭადრების დერეფანს მარტო შევუყევი, ჩვენი მეოთხე შემოდგომა ჩვენ გარეშე იდგა. . .

ამჯერად მე დავაბიჯებდი გორად დაყრილ ფოთლებში. მისი თვალებივით ჭრელ შემოდგომას ისევ არ ჰქონდა აზრი. არ ვიცი, როგორ გავიარე ქუჩები. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრს, როცა ჭადრის ფოთლებით სავსე ჯიბეებით მისი სახლის კართან ვიდექი. ფეხებმა თავისით მომიყვანა აქ, არადა, ვიცოდი, სახლში არ იყო. მაინც ვიდექი, ჯიუტად არ ვშორდებოდი კარს და ჭადრის ფოთოლს ხელში ვათამაშებდი. საკეტის გადატრიალების ხმა რომ გაისმა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როცა კარი უკვე ღია იყო და ჩემ წინ იდგა ის - თავისი ჭრელი სარაფნით და შემოდგომისფერი თვალებით. დუმდა. გულს ჭამდა ეს დუმილი. ვერ ნათქვამმა და ჩაყლაპულმა სიტყვებმა ყელი ჩამწვა.
- მომენატრე. - ხმადაბლა ვუთხარი, ისე რომ, წამით ვიფიქრე, ვერც გაიგონებდა. თავისი საფირმო ღიმილით გაიღიმა, თუმცა არაფერი უთქვამს. ჭადრის ფოთოლი თმაში ჩავამაგრე და ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან.
- ჯერ კიდევ მტკივა. - ისეთი სიმძიმით თქვა, გული დაფლითა.
- მაპატიე, რომ ასეთი ვარ. არც ვიცი, ჩემი დანაშაული რა არის. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ უკვე დავიბადე, ანუ ვეღარაფერს გამოვასწორებ.
- რატომ მოხვედი?
- არ ვიცი, არ ვიცი, აქ მოსვლას რა აზრი ჰქონდა, ან აქ დგომას რა აზრი აქვს.
- შემო, დგომას ყოველთვის აქვს აზრი, უბრალოდ, შენ ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ეს. - კარი ფართოდ გამოაღო და ოთახში შესულს გულზე ჩამომეკიდა.

№1  offline ადმინი ელპინი

ჩემი, ჩემი, ჩეეეეემი!!! ♥️♥️♥️♥️♥️♥️

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ჩემი, ჩემი, ჩეეეეემი!!! ♥️♥️♥️♥️♥️♥️

პატარა. . . ❤

№3  offline ადმინი ელპინი

ეს არ ხარ შენ, მაგრამ ვარ - მე და ჩვენ. . .
ისე ლამაზია, ისე სათუთი, ისე საოცარი, თვალწინ დამიდგა ყველა ის წუთი და გამაჟრჟოლა. რაღაც უცხომ ამიტანა. საშინელი მონატრება ვიგრძენი. თითქოს წლებმა ჩამირბინეს, ჩემმა ბავშვობამ, იმ სილაღემ და გული ამიდუღდა. . .
ისე, ამდენს კი არ დავკვირვებივარ და დამახსოვრება გასწავლე. . .

მიყვარს, ძალიან, ძალიან მიყვარს და მიყვარხარ შენ - უზომოდ!
და ბედნიერი ვარ.
♥️

№4  offline მოდერი სალანდერი

ჰო არ ვარ მე, მაგრამ ჩემთვის არც დამიწერია. . .
უბრალოდ მომენატრე(ა)
ძალიან მიყვარხარ პატარა ელი. . .

№5 სტუმარი

ღმერთმანი!!!
ეს ვინ დაბრუნებულა აქ, მაშინვე ვიგრძენი მრისხანე და დამთრგუნველი აურა:)
"შავი ჯინსი" რა სალანდერ? კაბა, შარვალი, შორტი თუ რომელი?:)
"მხოლოდ იმიტომ თქვა რომ მიხვდა" - აქ "თქვა"-ს წინ მძიმე გაკლია.
"შავი პატარა წერტილებით" - აქაც "შავი"-ს შემდეგ მძიმე გაკლია:)
"მას ჩემი სჯეროდა, მე არა" - აწ "მე"-ს და "არა"-ს შუაში ტირე უნდა სალანდერ.
"დაუფჩხვნა" არა სალანდერ, არამედ "დაუფშხვნა".

არ ვიცი რა უნდა ვთქვა, დაბრუნებაც ასეთი უნდა!
გენიალური ხარ სალანდერ.
ყოჩაღ და წარმატებები.
პ.ს. "ჭადრის ფოთლებით სავსე ჯიბეები" - ასეთი სიურრეალისტური ნააზრევები გაქცევს გენიად.
წარმატებები.
პატივისცემით - ჰაიკო.

№6  offline მოდერი სალანდერი

პირველ ნაწილში მე მოვიგე მეგობარო. :დ უფრო ზუსტად იმან, ვინც ეგ შეცდომები დატოვა, გასწორებისას. :დ
მეორე ნაწილში მადლობა, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

№7 სტუმარი

სალანდერი

მაგიტომ მქონდა უცნაური შეგრძნება კითხვისას:D
არ იყავი ასეთი შეცდომიანი და მეთქი ხომ კარგად არის:))
გამიხარდა მართლა შენი დაბრუნება.

№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ოთხი შემოდგომა. ჰო, შემოდგომა და არა გაზაფხული, ზამთარი ან ზაფხული. ოთხივე უჩვეულოდ ლამაზი, ცოტა სევდიანიც და ამასთანავე თბილი.
მომენატრა შენი წაკითხვა. ჩანახატებში ბევრად გახსნილი ხარ, ვიდრე საუბრებში. სულ რომ მთელი დღე გველაპარაკა ერთმანეთთან, ასეთს მაინც არაფერს იტყოდი. მე კი შენი ასეთი საუბრები მიყვარს, რომლებსაც სიტყვებად ღვრი ფურცლებზე...
დაბრუნებას გილოცავ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№9  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
ოთხი შემოდგომა. ჰო, შემოდგომა და არა გაზაფხული, ზამთარი ან ზაფხული. ოთხივე უჩვეულოდ ლამაზი, ცოტა სევდიანიც და ამასთანავე თბილი.
მომენატრა შენი წაკითხვა. ჩანახატებში ბევრად გახსნილი ხარ, ვიდრე საუბრებში. სულ რომ მთელი დღე გველაპარაკა ერთმანეთთან, ასეთს მაინც არაფერს იტყოდი. მე კი შენი ასეთი საუბრები მიყვარს, რომლებსაც სიტყვებად ღვრი ფურცლებზე...
დაბრუნებას გილოცავ! ❤️

უფრო ლამაზად ვწერ ვიდრე ვსაუბრობ, ჩემი ბრალი კი არაა. . .
მე კიდევ შენთან საუბარიც ძალიან მიყვარს და ასეთებს რომ კითხულობ ეგეც. მადლობა რომ გვერდით ხარ, სულ. ❤

№10  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სულთმობრძავი შემოდგომის ფოთლებში იწვა..
ძლიერ ავად იყო..
ტიროდნენ და ტიროდნენ ნეკერჩხლები..
წაბლები..
წიფლები..
მუხები..
ჩამოსდიოდათ და ჩამოსდიოდათ ხეებს ფოთოლი..
ის კი იწვა მისუსტებული და საწყალობლად კვნესოდა...
მისი არავის გაუგია..
ქუჩაში ორნი მოდიოდნენ..
ისე მოურიდებლად შედგა ფოთლებს ფეხებით..
აქეთ იქით ისროდა და უხაროდა..
ჩემდეგ სულაც ჰაერში აყარა შემოდგომის ცრემლები..

***
- მერე, ის ლო ჩუდად იკო?! - თვალები უფართოვდება პატარას
- ჰაერში რომ აყარა, გაბუტულ ტუჩებზე აეკრო და ავადმყოფობა სულ დაავიწყდა - მეღიმება
მე
- ტუჩებზე როგორ დაეტეოდა? - უკვირს ისევ - და ვინ იკო ჩუდათ?! ლა ელქვა?!
- სიყვარული.. სიყვარული ერქვა..
- ეგეთი პატალაა რომ ტუცებზე ეტეა?! - აკისკისდა გულიანად
ჰაერში ვაბურთავებ და გულიანად კისკისებს..

არა.. შვილი არ მყავს..
არც ის ვიცი მერამდენე შემოდგომაა..
უბრალოდ ორიოდ სიტყვით აგიხსენით სად გაჰქრა სიყვარული..

უსამართლობაა ამხელა საგანძური მხოლოდ თქვენ რომ გაქვთ heart_eyes
აღარც მოვწყდები აწი ამ ისტორიებს.. heart_eyes

№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

"სამართლიანობა ყოველთვის არ არის მორალური და მორალურობა ყოველთვის არ არის სამართლიანი."
ყოველთვის გამოირჩევი "მარგალიტებით," რომელიც ძალიან მომწონს და ვეძებ შენს შემოქმედებაში...
მიხარია, რომ დაბრუნდი.

№12  offline წევრი beshqen

finalmente heart_eyes

№13  offline წევრი რუსკიმარუსია

სალანდერ❤ შემოდგომის სუსხიან დილას გავთბი❤
მადლობა❤

№14  offline მოდერი სალანდერი

ლაზარე 13
სულთმობრძავი შემოდგომის ფოთლებში იწვა..
ძლიერ ავად იყო..
ტიროდნენ და ტიროდნენ ნეკერჩხლები..
წაბლები..
წიფლები..
მუხები..
ჩამოსდიოდათ და ჩამოსდიოდათ ხეებს ფოთოლი..
ის კი იწვა მისუსტებული და საწყალობლად კვნესოდა...
მისი არავის გაუგია..
ქუჩაში ორნი მოდიოდნენ..
ისე მოურიდებლად შედგა ფოთლებს ფეხებით..
აქეთ იქით ისროდა და უხაროდა..
ჩემდეგ სულაც ჰაერში აყარა შემოდგომის ცრემლები..

***
- მერე, ის ლო ჩუდად იკო?! - თვალები უფართოვდება პატარას
- ჰაერში რომ აყარა, გაბუტულ ტუჩებზე აეკრო და ავადმყოფობა სულ დაავიწყდა - მეღიმება
მე
- ტუჩებზე როგორ დაეტეოდა? - უკვირს ისევ - და ვინ იკო ჩუდათ?! ლა ელქვა?!
- სიყვარული.. სიყვარული ერქვა..
- ეგეთი პატალაა რომ ტუცებზე ეტეა?! - აკისკისდა გულიანად
ჰაერში ვაბურთავებ და გულიანად კისკისებს..

არა.. შვილი არ მყავს..
არც ის ვიცი მერამდენე შემოდგომაა..
უბრალოდ ორიოდ სიტყვით აგიხსენით სად გაჰქრა სიყვარული..

უსამართლობაა ამხელა საგანძური მხოლოდ თქვენ რომ გაქვთ heart_eyes
აღარც მოვწყდები აწი ამ ისტორიებს.. heart_eyes

ძალიან დაინტერესო ვინმე ხარ.
მადლობა ❤

სტუმარი Lile-eli
"სამართლიანობა ყოველთვის არ არის მორალური და მორალურობა ყოველთვის არ არის სამართლიანი."
ყოველთვის გამოირჩევი "მარგალიტებით," რომელიც ძალიან მომწონს და ვეძებ შენს შემოქმედებაში...
მიხარია, რომ დაბრუნდი.

მიყვარს როცა ვიღაც ამჩნევს ამ ყველაფერს.
მეც მიხარია რომ დავბრუნდი.
მადლობა ❤

beshqen
finalmente heart_eyes

რუსკიმარუსია
სალანდერ❤ შემოდგომის სუსხიან დილას გავთბი❤
მადლობა❤

მეც გამათბე. . .
მადლობა შენ. . . ❤

№15  offline მოდერი guroo

გავიგე, შტურმით მოსულხარ.
ვინ მოგვიყვა ეს ამბავი? ყველაფერზე გულაცრუებულმა გოგონამ, რომელიც ხავსივვით ჩაეჭიდა ერთი ჩვეულებრი დღის, ჩვეულებრივი შემოდგომის, ლამაზ საჩუქარს? მონატრება, ალბათ, ყველაზე ზუსტი სიტყვაა, იმ მწვალებელი გრძნობის გამოსახატავად, რომელიც ამ გოგონას სტანჯავს. ოღონდ თმაგაჩეჩილი, წითელ ბაგეებიანი და შემოდგომისფერ თვალებიანი კი არ ენატრება იმდენად, რამდენადაც შეგრძნებები, განცდები და ფიქრები, მის გვერდით ყოფნისას რომ იჭრებოდნენ უცხო სხეულებივით თავის გულგრილობით სავსე არსებაში. სიშავიდან ფერადისკენ გადაქაჩვა მოსწოდა და აღაფრთოვანებდა, მანაც დაიჭირა წამი, როდესაც სხეულში რაღაც ნაზი და ფაქიზი ივანებდა.
პინოს "ლიმონისფერი" წავიკითხე. ე.ი. ჩაის სვამს ყავის ფინჯნიდან, არა? მერედა რა გამჭრიახი ახნსა ჰქოდა ამაზე... წყეული გონება, მგონი, ქავილმა შეაწუხა, ისე აღტაცდა და მოიხიბლა :დდდ

№16  offline წევრი სიბილა

ვაჰ...მეც გამათბო ამ ყველაფერმა..კომენტარებმა კი კალაპოტი ს სიმრთელე დამირღვია..ასეც არ შეიძლება,ბიჭოს neutral_face neutral_face

№17  offline წევრი A.N.A

ეს ის მომენტია, როცა, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ძალიან მომეწონა, გავთბი.
უკვე ამეკვიატე.
ყოჩაღ❣️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent