შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბინძურის ნაფეხური

13-10-2020, 12:37
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 075

ზამთრის შუა რიცხვები იყო, რომ მოთოვა. საცხოვრებელი ბინის პატარა სარდაფში, რომელიც საცხოვრებელ ადგილად გადაეკეთებინათ, ორი გაყინული სხეული ერთმანეთს ეკვროდა. დედას გულში ჩაეკრა გაყინული შვილი, მისი ხელები თავისაში მოექცია და სულის შებერვით ცდილობდა გაეთბო.
- დედა, ნუ დარდობ, მალე ღუმელს დავდგამთ აქ და აღარ შეგვცივდება.
- ჰო, ჩემო პატარა, ჰო. - ჩუმად ჩაიბუტბუტა ქალმა და შეეცადა ცრემლები შეუმჩნევლად მოეწმინდა.
- დედა, მიყვარხარ. - ხმადაბლა ამოილუღლუღა ბავშვმა და უფრო მჭიდროდ მიეკრო მშობელს. გათოშილ ქალს მგრძნობელობაც დაეკარგა. თავისი ქურთუკი ბავშვისთვის მოეხურა, თუმცა, პატარა ჯერ ისევ კანკალებდა. სიცივე იყო, თანაც ძალიან, შვილის გალურჯებული ტუჩებით მარტივად ხვდებოდა ქალი. ბავშვის წითლად აღაჟღაჟებული ლოყები კი იმას ამცნობდნენ, რომ მისთვის სიცხეს ისევ არ დაეწია. წამალი უნდა მოეტანა შვილისთვის, მას კი ოცთეთრიანიც არ ეგდო ჯიბეში.
- ლევან... - ხმადაბლა დაუძახა ბავშვს და შეეცადა მისთვის თვალებში ჩაეხედა.
- ჰო, დედა. - სიმწრით დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს.
- მე წავალ, წამალს მოგიტან და მალე დავბრუნდები.
- არა, არ მინდა, მალე კარგად გავხდები, აი, ნახავ.
- ჩუმად, ჩემო პატარავ, ჩუმად. - შუბლი და თვალები დაუკოცნა ბავშვს, საწოლზე მიაწვინა, რაც შეეძლო, თბილად დააფარა და სარდაფის ჭრიალა კარი გააღო. გარეთ გამოვიდა, დათოვლილ ქუჩას გახედა. კადრები და ხმები ერთმანეთში ირეოდა. მანქანების ხმას ხალხის ხმა ერწყმოდა, თუმცა, მოცდის დრო არ იყო. თხელი მაისურის ამარა მყოფს აღარც სციოდა, აღარც შიოდა, აღარც არაფერს გრძნობდა. გზას სწრაფი ნაბიჯით დაადგა, თითქოს, სადღაც აგვიანდებოდა. ხალხი მოძრაობდა ქუჩაში, ბაზრის ტერიტორიაზე გადაუხვია, სურსათ-სანოვაგით დატვირთული ადამიანები სახლისკენ მიიჩქაროდნენ.
- დამეხმარეთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, შვილი მყავს ავად. - სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა პირიდან.
- ამათ ხომ სულ ვიღაც ჰყავთ ავად, რით აღარ მორჩნენ? - საღაციდან დამცინავი ხმა ჩაესმა.
- ქუჩაში კიდე არაუშავს, კარდაკარაც რომ დაიწყეს სიარული და ისე აგროვებენ ფულებს? - გამოეპასუხა ვიღაც.
- დამეხმარეთ, გემუდარებით. - ამჯერად ხორცით მოვაჭრეებთან მივიდა.
- აჰა, ძვლები მაქვს და წაიღე. - ვიღაცამ ცელოფანი მიაჩეჩა.
- არ მინდა. ფული მომეცით, გთხოვთ.
- ოჰ, პრეტენზიებიც რომ აქვთ. - უკან გამოგლიჯა ცელოფანი და დაბღვერით გახედა. ქალს კი არაფერში სჭირდებოდა მორჩენილი ძვლები, რომელსაც ვერაფრით მოხარშავდა. მას ფული სჭირდებოდა, წამლის ფული.
- დამეხმარეთ, გემუდარებით. - ისევ ხრიალებდა. ვიღაცამ ყველის პატარა ნაჭერი მიაწოდა, ქალმა ისევ უარი თქვა, მის შვილს ხომ ლაქტოზის აუტანლობა ჰქონდა.
- რომ გიჭირდეს, საჭმელს აიღებდი. - ხელები დაიფერთხა ყველის ვაჭარმა და თვითკმაყოფილი მზერა მოავლო მისი ქველმოქმედების სურვილით აღტაცებულ დანარჩენ მოვაჭრეებს.
- დამეხმარეთ, დამეხმარეთ. - ისევ ყვიროდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, თუმცა, ქალაქის ხმაური მის ხმას შთანთქავდა. ხმას, რომელიც ღირებულებას მხოლოდ არჩევნების დღეს იძენდა. მიხვდა, რომ ბაზარში ფულს არავინ მისცემდა. ამჯერად აფთიაქში შევარდა, წამალს ითხოვდა, იხვეწებოდა.
- გაუშვი, რა. - ერთმა ფარმაცევტმა გაბრაზებით მიმართა მეორეს.
- ვერ მივეკარები, ხომ დამისვრის ხალათს.
- გადი, თორემ დაცვას დავუძახებთ. - ამჯერად თეთრ მეტლახზე დაჩოქილ ქალს მიმართა. მიხვდა. მიხვდა, რომ არავინ დაეხმარებოდა. შვილი კი ელოდა, დრო გადიოდა. ეკლესიისკენ გაეშურა, ეზოში შევიდა თუ არა, ისევ დახმარება ითხოვა. გარეთ ბევრი ხალხი არ იყო, წირვას ესწრებოდა ყველა, მხოლოდ რამდენიმე გამოპრანჭული ახალგაზრდა დალანდა და მათკენ გაიქცა.
- დამეხმარეთ. - მთელი ძალა მოიკრიბა ერთი სიტყვის სათქმელად.
- ტიპი რა კატეგორიულია? - უდარდელად გაიღრიჭა ერთი.
- თავს გავიდნენ, აბა, რა გგონია? - დაეთანხმა გვერდით მდგომი პომადაგადაგლესილი გოგო.
- აქ რომ შემოხვალ, ათასი ლარის ხურდა უნდა წამოიღო, თორემ ამათ ვერ გააძღებ.
- ცოტა წესიერად, არ მოგაფურთხოს, თორემ სახეს ჩამოგბანს ისეთი შეფურთხება იციან. ქალს უნდოდა ეთქვა, რომ მსგავს რამეს არასოდეს იკადრებდა, მაგრამ ვიღაცამ ხელი ურწია და გვერდზე გააგდო.
- ეე, აქ ჩვენი ტერიტორიაა, ვინ მოგცა აქ მათხოვრობის უფლება?
- მე მათხოვარი არ ვარ. - თვალი გაუსწორა მრისხანე შავ თვალებს.
- არა ბებიაშენისამ, პატრიარქი ხარ. დავაი დაახვიე. - კიდევ ერთხელ ურწია ხელი.
ისევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა. მიხვდა, რომ აქ ღმერთი არ იყო. იმას კი ვერ მიხვდა, ის ხალხი რაღას აკეთებდა ეკლესიაში - ღმერთის გარეშე.
წამოვიდა. აღმართს დაუყვა. პრადოს ჯიპიდან მამაო გადმოვიდა, ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა. აღარ მივიდა, საუბარი არ შეაწყვეტინა, უკვე ხომ იცოდა, რომ ღმერთი აქ არ იყო. გვერდი ორმა ქალმა ჩაუარა.
- დამეხმარეთ. - სასოწარკვეთით მიმართა.
- აუჰ, დაეხმარე. - ხელკავი გამოსდო ერთმა მეორეს.
- ასეთი თბილი ფეხსაცმელები მე არ მაცვია და კიდევ ესაა დასახმარებელი. - დაამატა ისევ. ორი ზომით პატარა ფეხსაცმელზე დაიხედა. ნაგვის ურნასთან იპოვა რამდენიმე დღის წინ. მეორეს პასუხს აღარ დაელოდა. დაღმართი ჩაირბინა. ქუჩას ჭრიდა, სვეტაფორზე გაჩერებულ მანქანას რომ მიუახლოვდა. ვიღაცას უკან ფანჯარა ჩაეწია, სიგარეტს ეწეოდა. ეცნო, ეს სახე ადრე ტელევიზორში უნახავს. ფანჯარას მივარდა.
- დამეხმარეთ, გთხოვთ.
- გაიწიე, არ დამსვარო. - ხელი სასწრაფოდ გასწია მანქანაში მჯდომმა ქალმა.
- დამეხმარეთ. - უკან გამოიწია და ისე გაიმეორა.
- საჭმელს გიყიდი, თუ გინდა, ფულს არ მოგცემ.
- გთხოვთ, ფული მჭირდება.
- კაი, რას ამბობ? - დამცინავად ჩაილაპარაკა, ნამწვი ფანჯრიდან გადმოაგდო და მინა სწრაფად ასწია.
- მისცემ ფულს და სადღაც უნდა ილოთონ, ან წებო იყნოსონ, რად უნდათ საჭმელი? ამიტომ არ ვაძლევ ფულს. რომ უჭირდეს, საჭმელი გაახარებდა. - მშვიდად მიმართა მძღოლს.
ქალი კი გაშეშებული იდგა თოვლით დაფარულ ქუჩაში.
ვერაფერი გააკეთა.
შვილს ვერ უშველიდა.
გონებაში ქარიშხალი დატრიალდა.
მერე თითქოს გონება გაუნათდა.
სახლისკენ გაიქცა.
სარდაფის კარი გამოხსნა და ბავშვთან მივიდა.
- დედიკო, მომიტანე წამალი? - იმედიანი თვალებით შეხედა ქალს.
- წავიდეთ და ერთად ვიყიდოთ, ჩემო სიცოცხლე. - გაყინული მზერით შეხედა შვილს. მთელი სახე დაუკოცნა, ცრემლიც აღარ სდიოდა. ფეხზე წამოაყენა შვილი, რაც შეეძლო, თბილად ჩააცვა. ქუდი ჩამოაფხატა, შარფით ყელი შეუხვია, ხელი მაგრად ჩასჭიდა და გარეთ გაიყვანა. ავტობუსების გაჩერებას მიუახლოვდნენ, ბავშვი პირველივე ავტობუსთან მიიყვანა და წუთით შედგა.
- შენ იქ დაჯექი და დამელოდე, ახლავე დავბრუნდები. - ბავშვთან ჩაიმუხლა და შარფი გაუსწორა. მერე ხელი გაუშვა. დეკემბრის იმ თოვლიან დღეს ხუთიოდე წლის პატარას წამში გაეყინა ხელები. დედის სითბო, თითქოს, აქამდე ჰყოფნიდა მის პატარა თითებს გასათბობად.
ბავშვი ავტობუსში აუშვა, მძღოლთან ყველაზე ახლო სკამზე დააჯინა, ისევ დაუკოცნა სახე და ავტობუსიდან ჩავიდა. წასვლისას კიდევ ერთხელ მობრუნდა. - ყველაფერი კარგად იქნება. - უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით წარმოთქვა.
პატარა ავტობუსის ფანჯრიდან აკვირდებოდა თოვლიან ქუჩას, რომელსაც დედის ნაკვალევი აღარასოდეს დამჩნევია.

* * *
მეორე დღეს მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა.

* * *
რამდენიმე თვის შემდეგ, ლევანი იმიჯზე ზრუნვის მიზნით იმ კინოვარსკვლავმა იშვილა, რომელიც "მათხოვრებს" ფულს არასოდეს აძლევდა და იმ ეკლესიაში მონათლა, სადაც ღმერთი ისევ არ იყო.

* * *
პატარა ქალაქი მთელ ამ სიბინძურეს იტევდა.
ხალხი კი, ისევ ჰაერის დაბინძურებაზე დარდობდა.

№1  offline ადმინი ელპინი

. . . ♥️♥️♥️♥️♥️

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
. . . ♥️♥️♥️♥️♥️

. . . ❤

№3  offline ადმინი ელპინი

ძალიან ლამაზია, მჟავე და ისე რეალური, რომ გული ჩამწყდა. . .

შენ კიდევ - იდეალური, მაგრამ მე და ღმერთი, ხომ იცი. . .

მიყვარხარ! ♥️

№4  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ძალიან ლამაზია, მჟავე და ისე რეალური, რომ გული ჩამწყდა. . .

შენ კიდევ - იდეალური, მაგრამ მე და ღმერთი, ხომ იცი. . .

მიყვარხარ! ♥️

მეც მიყვარხარ. . .
შენს ღმერთს, მე არ ვეხები პატარავ. . . ❤

№5 სტუმარი

წავიკითხე და სათქმელი არაფერი მაქვს.
ეს ის შემთხვევა როცა შინაარსი ყველაფერს აუფერულებს.
100%იანი ხარ.

№6  offline მოდერი სალანდერი

წავიკითხე და სათქმელი არაფერი მაქვს.
ეს ის შემთხვევა როცა შინაარსი ყველაფერს აუფერულებს.
100%იანი ხარ.

ეგ არის.
მადლობა.

№7  offline წევრი ტურაგო

ვბრაზდები და ამავე დროს გული მწყდება ხოლმე როდესაც ვხედავ როგორი უსამართლო,დაუნდობელი,თაღლითი და საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანი.ზოგჯერ იმდენად დიდია ასეთების რიცხვი,რომ მათ ფონზე"კარგი" პიროვნებები გვეკარგებიან. ყველაზე მეტად კი ადამიანებში ღმერთის არარსებობა მაფიქრებს.სამწუხაროა როდესაც ზედაპირზე ამოტივტივებული სიყალბეები,იქ სიღრმეში დამალული სინათლის ძებნას აღარ გვანდომებს...

ძალიან ღრმა/ემოციური საკითხია რაც მოყევი სლანდერ ამ პატარა ჩანახატით.რეალობა მოყევი და თან ძალიან კარგად.

№8 სტუმარი სტუმარი ნინო

შენ ამ საიტის ყველაზე მაღალი დონე ხარ. ის დონე ჯერ რომ ვერავინ შეწვდა. აქ სტანდარტებს შენ აწესებ. მენატრებოდი და დაბრუნებას გილოცავ. არასოდეს გაჩერდე გენიოსო. და ერთი თხოვნა სალანდერ ფეისბუქი დამიტოვე რა.

№9  offline მოდერი სალანდერი

ტურაგო
ვბრაზდები და ამავე დროს გული მწყდება ხოლმე როდესაც ვხედავ როგორი უსამართლო,დაუნდობელი,თაღლითი და საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანი.ზოგჯერ იმდენად დიდია ასეთების რიცხვი,რომ მათ ფონზე"კარგი" პიროვნებები გვეკარგებიან. ყველაზე მეტად კი ადამიანებში ღმერთის არარსებობა მაფიქრებს.სამწუხაროა როდესაც ზედაპირზე ამოტივტივებული სიყალბეები,იქ სიღრმეში დამალული სინათლის ძებნას აღარ გვანდომებს...

ძალიან ღრმა/ემოციური საკითხია რაც მოყევი სლანდერ ამ პატარა ჩანახატით.რეალობა მოყევი და თან ძალიან კარგად.

მადლობა ტურაგო. მიხარია.

სტუმარი ნინო
შენ ამ საიტის ყველაზე მაღალი დონე ხარ. ის დონე ჯერ რომ ვერავინ შეწვდა. აქ სტანდარტებს შენ აწესებ. მენატრებოდი და დაბრუნებას გილოცავ. არასოდეს გაჩერდე გენიოსო. და ერთი თხოვნა სალანდერ ფეისბუქი დამიტოვე რა.

ისი რა ქვია. :დ
კარგი, მიუხედავად იმისა რომ არაფერში გეთანხმები მაინც სასიამოვნოა და მადლობა.
პირველი რაც დავდე იმის პირველი კომენტარი ნახე. ფბ_თი მაქვს ნაპასუხები.

№10 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ყველა მატერიალურს ხაზი გადუსვი, გააუფერულე და როგორც ისკვდილს, ასეთივე შიშით ჩაგვახედე "ხალხი" ან უფრო "ბრბო" საკუთარ სულში. ????
როგორც ყოველთვის, საუკეთესო ხარ!

№11  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი Lile-eli
ყველა მატერიალურს ხაზი გადუსვი, გააუფერულე და როგორც ისკვდილს, ასეთივე შიშით ჩაგვახედე "ხალხი" ან უფრო "ბრბო" საკუთარ სულში. ????
როგორც ყოველთვის, საუკეთესო ხარ!

ჰო, მგონი სულ ეგაა რაც მინდოდა.
მადლობა.
მიხარია რომ ისევ აქ ხარ. . .

№12 წევრი მწერალი ქალი

მტკივნეული რეალობაა...ძალიან კარგად წერ.

№13  offline მოდერი სალანდერი

მწერალი ქალი
მტკივნეული რეალობაა...ძალიან კარგად წერ.

ძალიან დიდი მადლობა. . . ❤

№14  offline წევრი რუსკიმარუსია

disappointed_relieved disappointed_relieved
"იმ ეკლესიაში მონთლა, სადაც ღმერთი ისევ არ იყო" disappointed_relieved

№15  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია
disappointed_relieved disappointed_relieved
"იმ ეკლესიაში მონთლა, სადაც ღმერთი ისევ არ იყო" disappointed_relieved

სამწუხაროდ. . .

№16  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ჩამეწვა გული, რა იყო ეს?
საინტერესოა, რამ მოგცა მოტივაცია, ეს სევდიანი მოთხრობა შეგექმნა.
ეკლესიაში ღმერთი ყოველთვის არის! ღმერთამდე მისასვლელ გზას კი ცოტა პოულობს...
--------------------
When nothing goes right, go left!

№17  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
ჩამეწვა გული, რა იყო ეს?
საინტერესოა, რამ მოგცა მოტივაცია, ეს სევდიანი მოთხრობა შეგექმნა.
ეკლესიაში ღმერთი ყოველთვის არის! ღმერთამდე მისასვლელ გზას კი ცოტა პოულობს...

მოტივაცია,მხოლოდ ამინდებია, ჩემებური. დანარჩენი რეალობა და სულ ესაა.
ღმერთი ხშირად არ არის სახლში. სახლიც მისია თუ არა, ისევ მხოლოდ ღმერთმა იცის. . .
უღმერთო ღმერთის სახლები ბევრია. მე ასე ვფიქრობ. . .
შენ მადლობა. . . ❤

№18  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

***

- უფალო, შეგვიწყალე.. უფალო, შეგვიწყალე... - მოისმოდა ზლუქუნი და თავპირისმტვრევა დაუსაბამო წყვდიადიდან..
ჯანდაბა..
მივიწყებული ადგილია...
ბნელი და მკვდარი..
სიკვდილის სატახტო დედაქალაქი..
სიკვდილის ანგელოზები მუდამ მდუმარებაში არიან და..
სიჩუმეა..
ხოლმე..
- უფალო.. - ახლოვდებოდა გოდება..
ბნელ ტალანში თმააბურძგნული, პერანგისამარა, ერთიანად მტვერსა და რაღაც წებოვანში ამოზუნზლული სებასტიანი შემოეხეტა..
ბნელ იატაკზე პირაღმა დაასკდა თავით და სისხლით მორწყო იქაურობა.
და ჰოი საოცრებავ..
მსახური, რომელიც თავისი ოქროს საათისა და ფრაკის გარეშე არსად მინახავს, აგონიაში იყო..
- სებას - ამემღვრა გუნება - როგორ ბედავ ასე ტანტალს?! რა.. - სიტყვა გამაწყვეტინა..
- მილორდ, გონს მოდით, ჩქარა, დრო არ ითმენს, გვიხმობს..
- რას ჰბოდავ - გავცეცხლდი.. ვინ გაბედავდა ამ დროს..
შეშლილმა მსახურმა ხელები ზე აღაპყრო და..
სახიდან მთელი ქედმაღლობა ჩამომერეცხა..
.. ტეტრარქორის ბეჭედი..
- მამა.. ამოთქვა ელდამ ჩემი სხეულიდან..
სებასტიანი ტიროდა..
სებას - ხმაში გაჟღერებულმა მწუხარებამ გონს მოიყვანა ჩემი წმინდა რეგალია..
ყველა შეკრიბე..
.. საით.. საით მიილტვით.. უგუნურნო..
- გეყოს, ჰორაციუს, ახლა შენთვის არ მცალია - გავუღიმე უნებლიედ
- დიდი ხანია, აღარ გცალიათ, მილორდ -გამიღიმა მოწყალედ
დავიძარით..

***

პატარა ქალაქში ერთად ჩამოვიდნენ..
სახეზე ვერავინ დაიხსომა...
ებრაელებივით ეცვათ..
ქალს განუმეორებელი, ცისფერი თვალები ჰქონდა..
ასეთ ცისფერს ვეღარსად ნახავს დღეს ადამიანი..
ცაც კი აღარაა ცის ფერი..
მეორე ახალგაზდა, საოცრად სათნო სახის ყმაწვილი კაცი იყო..
რომ გენახათ, აუცილებლად იფიქრებდით რომ მაინცდამაინც თქვენთან იყო მოსული..
თეთრი ფერის, ხელით ნაქსოვი ტოლოს სამოსელი ეცვა..
შუა ზამთარში, შიშველ ფეხებზე სანდლები ამოეცვა და თოვლი და ქარბუქი ასე გამოევლო..
თანმხლებ ლამაზ ქალს რატომღაც დედას ეძახდა..
წინდებს უქსოვდა უცნობი ქალი მას..
- კეთილო კაცო - მიმართა ახალგაზრდამ იქვე მდგომ ჯმუხ მამაკაცს, რომელიც ძვირიან სიგარეტს ნამუსს ხდიდა კბილებქვეშ - ღამის გასათევს ვეძებ დედაჩემისთვის.. გზად დაგვიღამდა და ყინვაა.. იქნებ..
- აგერ, ეკლესია იქაა, კუთხეში - ჩაეცინა უცნობს - სტუმარი ხომ ღვთისაა.. - თავისივე ხუმრობაზე გულიანად გაეცინა და ზურგი შეაქცია უცნობს..
- წამოდი, დედა, სახლში წავიდეთ.. - გაუღიმა თბილად და ეკლესიისკენ წაიყვანა..
წირვა ჯერ არ დაწყებულიყო და ეკლესიის კარები ჩაეკეტათ..
გაეღიმა..
კარი გააღო და სახლში შევიდნენ..
ტაძარი წირვისთვის ემზადებოდა..
საკურთხევლის წინ, დედის სახე დალანდა...
დაესვენებინათ..
.. სანთლები კარგად იყიდება..
მესანთლე ლოცულობდა..
ფასი კიდევ უნდა მოვუმატო..
კიდევ კარგი მამაომ არ იცის რომ შესაწირიდან ფულს ვიღებ..
გუშინ მოძღვარს 100 ლარი დაუვარდა..
ლოცულობდა დიაკვანი..
რომ კითხო უფლის კაცია და.. ზედმეტად თეთრს არ გადმოგიგდებს..
კიდევ კარგი ვერ დაინახა...
უუფალოოო..
ღიღინებდა მღვდელი..
შენ კარგადა მყავდე, ოღონდ, ეს სულელი ცხვრები გავისტუმრო და ამ წმინდა ღვინოს შენი სახელის ხსენებას მოვახმარ დილამდე..
მერე და რა ცხვარი დაიკვლება შენაქოში..
შენ ფულს მხოლოდ კარგი ხალხისთვის დავხარჯავ.. მაშ..
ტაძარში პირველი მლოცველი მოვიდა ნაადრევად..
- ცოდვილი ხარ.. ღმერთს ემსახურე..
რატომ მაშინ არ გაიღო ღმერთმა ხმა, ჩემი ძმა რომ მოვწამლე..
რო გეკითხა ამ ტუტუცი მღვდლისთვის, ღმერთს უყვარდა..
ღმერთმა შემქმნა მეც და ეგეც თქვენი კეთილი ღმერთი..
მაგრამ გულით მწადია თქვენი სახეები ვნახო როცა გაიგებთ რომ ღმერთი არ არსებობს..
წამოდი.. შვილო - გაუღიმა დედამ
სხვაგან დავბინავდებით..
ბაზრად გაიარეს გზად..
მოშივდათ..
ყველა ხედავდა უცხო, მშიერ დედა-შვილს..
არავინ მოდიოდა..
ნუთუ გაბერწდა ჩემი დანალოცი მიწა?! - შეწუხდა..
გაუბედავი ნაბიჯების ხმა გაიგონა..
- გადაიღლებოდით, სტუმრებო - დარცხვენით უღიმოდა უღიმოდა უცნობი.. - ბევრი არაფერია, ცხოვრება გაჭირდა.. მარა მიირთვით.. სტუმარი ღვთისაა..
ყველი და პური..
შეეხათრა მისი სამყოფი პური ყოვლისმცოდნეს, მაგრამ უარი ვერ აკადრა მის სტუმართმოყვარეობას..
პატარა ქალაქს დიდი სტუმარი ჰყავდა..
სარდაფში ციოდა..
კარებში არავინ შეგებებიათ..
ორი გაყინული სხეული აჰკვროდა ერთმანეთს..
ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა..
დახედა დედამ ცისფერი თვალებით სხვის შვილს და გაუღიმა..
სიცოცხლემ გაცლა შეწყვიტა..
მოიხსნა თავშალი და პატარას მოახურა..
ბავშვი ხედავდა სტუმრებს და ფიქრებში უღიმოდა..
- ვუშველოთ.. შვილო..
ყმაწვილ კაცს არაფერი უპასუხია..
საკუთარი სამოსის ნაფხრეწებით ავსებდა სარდაფის ღრიჭოებს..
სიცივემ დაიჩოქა..
სასოწარკვეთილმა დედამ ვერაფერი შენიშნა..
შვილს წამალს ჰპირდებოდა..
- ნუ წახვალ.. ეხვეწებოდნენ სამივე..
ქალი წავიდა..

***

დაგაგვიანდა...
წავიდა...
მეტი არაფერი უთქვამს...
დედას გავხედე..
- თავი არ მოაკვლევინო, შვილო.. იზრუნე მასზე..
...
ქვემოთ მხოლოდ წყვდიადი იდგა..
მდინარე არ ჩანდა..
მხოლოდ ხმაზე ხვდებოდა რომ იქ, ქვემოთ მდინარე იყო..
აღარაფერი იყო წყვდიადის გარდა..
უეცრად თმაში ვიღაცის ხელები იგრძნო..
მდინარის სიცივე არ უგრძვნია..
სამჯერ გაიბრძოლა..
ვერ გაიგო, რისთვის ახრჩობდნენ..
მერე კი.. დანებდა..
სებასტიანს უნაკლოდ ემუშავა..
ერთიანად კანკალებდა თხუთმეტი წლის, უმწეო გოგონა..
- შვილო.. რატომ..
- მომიახლოვდი - გავუღიმე..
მე შენ ლილიას დაგარქმევ..
- სად არის ღმერთი.. - კანკალებდა..
- რად მიმატოვა..
- სად არის...
დამშვიდდი..
გამომყევი, რაღაცას გაჩვენებ..
ბაზარი იცნო..
ყველის ვაჭარი დახლს ალაგებდა..
სხვებიც იშლებოდნენ..
- აქ, რატომ..
- იყუჩე, ბალღო..
სახლამდე გავყევით..
- ძვირფასო.. მოხვედი?! - მიეგება კართან მეუღლე - წამლები მოიტანე?!
- ვერაფერი ვივაჭრე - ათვალწუნებით თქვა კაცმა
- კი მაგრამ ექვსი თავი ყველი არ.. - გაუღიმა ქალმა
- ხალხი მშიერია - ყელთან მობჯენილი მწუხარებით შეაბიჯა კაცმა ჭლექიანი შვილის ოთახში..
ბავშვს საშინლად ახველებდა..
მა.. მი.. იკო..
ამოახველა გახარებულმა..
კაცმა შუბლზე აკოცა ერთა შვილს
ზღა.. ზღაა.. აუტყდა ხველა ისევ..
- მოგიყვები, მამი.. მოგიყვები.. - მიეფერა პატარას..
***
- მე.. მე ხომ არ ვიცოდი.. - თავი დაეხარა გოგონას.. - მერე სად არის ამ დროს ღმერთი?!
კარებზე დააკაკუნეს..
უცნობი წყვილი დაუპატიჟებლად შევიდა ოჯახში..
ოჯახის უფროსს რაღაც უთხრეს..
მორიდებითა და სიხარულით დაუთმეს გზა უცხო სტუმრებს..
ავადმყოფის ოთახში შევიდნენ..
ბავშვს რაღაც დაალევინეს და წავიდნენ..
დილით ჭლექი უკვალოდ გაქრა..

...

- და ამით რა?! - ვერ წყნარდებოდა..
- ჩაიცვი ეს ტანსაცმელი და გაჩვენებ სად იყო ღმერთი..
ღმერთი კი ყველგან იყო..
...
გამთენიისას წირვაზე მყოფ ახალგაზრდებს სატვირთო დაეჯახათ..
...
პოლიციამ სამი მათხოვარი ეკლესიის კართან იპოვა გაყინული..
...
შენაქოსკენ მიმავალ გზაზე, ხევში, მამაოს კუთვნილი პრადო იპოვეს..
...
ხმა გავარდა რომ ბაზარში, ამოუცნობი ვირუსით ოცდაათამდე მოვაჭრე დაავადდა..
...
ბაზარში მომუშავე ყასაბი შვილმა საყასბო დანით საკუთარ საწოლში მოკლა..
..
მავან და მავან აფთიაქში შეიარაღებულ ძარცვას სისხლისხვრა მოჰყვა..
დაიღუპა ორი აფთიაქარი..
...
სახლისკენ მიმავალი ორი ქალბატონი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს..
...

განთიადის სინათლე სამიათას სამასმა ადამიანმა ვეღარ იხილა..
გათენდა..
ქალაქი გლოვობდა..
ღმერთი იქ აღარ იყო..

****
საცხოვრებელი ბინის სარდაფში აღარავინ იყო..
მხოლოდ კედლებს დარჩენოდათ სახსოვრად მისი სამოსის ნაფლეთები..

..

ამბობენ..
ავტობუსში, პატარა ბიჭის გვერდით, ლამაზი, ცისფერთვალება ქალი იჯდა..
ბიჭუნა კი როგორც დიდი ხნის ნაცნობს, მთელი გზა ეტიტინებოდა..
- დედიკო ხომ კარგადაა?!
- ნუ გეშინია.. დედიკოს აღარ ცივა და აღარ შია..
- როდის დაბრუნდება?!
- სულ შენთან იქნება..

ქალმა შვილს ავტობუსიდან ჩასვლამდე სახე დაუკოცნა, სასოწარკვეთილს, ის კი აღარ უგრძვნია რომ ბავშვს სიცხე აღარ ჰქონდა...

პატარა ქალაქი უღმერთოდ გაიზარდა..
მაგრამ თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს...

გავა წლები და ლევანიც იგივე ჯიპიდან წაუკითხავს რომელიმე ლამაზმანს "ტანო ტატანოს"
და ორი თვის ორსულს აბორტის ფულს შეატოვებს ხელში...
საცხოვრებელი სახლის სარდაფი რა ხანია დაანგრიეს..
ხელებაცახცახებულმა მოხუცმა ქალმა კი ნაფლეთები წამოკრიფა და ახალ სამოსელს უქსოვს შვილს..

ტეტრარქორის ბეჭედი - მასიური სიკვდილის ბრძანება

ასე, ერთი ერთში ჯერ არასდროს დამთხვევია ჩემი განწყობა ნაწერს..
ისე წერ, პირფერობაა ყოველგვარი სიტყვა შესამკობად..
დარწმუნებული ვარ ჩემმა ნაწერმა ისეც ბევრი გითხრა..
გმადლობ, რომ არსებობ და.. დაბრუნდი..

№19  offline მოდერი სალანდერი

ლაზარე 13

მგონი მეც დამნაშავე ვარ. მეც აქამდე უნდა წამეკითხა შენი ნაწერი. ეს კი ზედმეტად ახლო იყო. . .
უღმერთოების ქალაქი, არ იმსახურებს ლოცვის უფლებას. მიხარია რომ თანამოაზრე ვიპოვე, თუ რაღაც საერთო განწყობის მაგვარი.
მადლობა შენ რომ აქ იყავი, თან ასე.

№20  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე აწი სულ აქ ვიქნები.. მადლობა რომ დაბრუნდი..

№21 სტუმარი სტუმარი თაკო

გთხოვ ვრცელი ისტორიით დაბრუნდი. ძალიან მომენატრე და ისეთი ნოსტალგია შემომაევა რომ დაგინახე...

№22  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი თაკო
გთხოვ ვრცელი ისტორიით დაბრუნდი. ძალიან მომენატრე და ისეთი ნოსტალგია შემომაევა რომ დაგინახე...

მეც მომენატრეთ. ვრცელ ისტორიას ჯერ ვერ დაგპირდები, ვნახოთ რა გამომივა.
მადლობა შენ. . .

№23  offline წევრი ანუკიანკა

საოცარია❤️

№24  offline მოდერი სალანდერი

ანუკიანკა
საოცარია❤️

მადლობა. ❤

№25  offline მოდერი guroo

მე კი სიამოვნებისგან კბილები ამიკაწკაწდა, როცა ორიოდე სარკასტულ ფრაზას წავაწყდი, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე ულუფა გამოდგა ყველაფერი ერთად.
მომწონს შენი დაკვირვების უნარი. რამდენნაირი ადამიანის სახე დაგვიხატე ამ პატარა ჩანახატში და რა დაუნდობლად გადააჯაჭვე ისინი ამ მწუხარებით გაჟღენთილ ამბავთან.

№26  offline წევრი სიბილა

ეჰ..დაეხმარა ..მაინც..

№27  offline მოდერი სალანდერი

guroo
მე კი სიამოვნებისგან კბილები ამიკაწკაწდა, როცა ორიოდე სარკასტულ ფრაზას წავაწყდი, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე ულუფა გამოდგა ყველაფერი ერთად.
მომწონს შენი დაკვირვების უნარი. რამდენნაირი ადამიანის სახე დაგვიხატე ამ პატარა ჩანახატში და რა დაუნდობლად გადააჯაჭვე ისინი ამ მწუხარებით გაჟღენთილ ამბავთან.

ჰო, შენ გიყვარს სარკაზმი, როგორც მე, როგორც ბუნებას.
თუ ამ ადამიანების რამდენიმე დღეს შევკრავთ, ეს გამოვა. მე მხოლოდ ერთ დღეში მოვაქციე, იქნებ ზედმეტიცაა, მაგრამ საჭირო. . .

სიბილა
ეჰ..დაეხმარა ..მაინც..

ისე როგორ. . .

№28  offline წევრი A.N.A

პატარაა ვითომ,არადა იმდენად ბევრის მთქმელი, იმდენად რეალური, მძიმე და სამწუხარო რომ მეტის არც დაწერას და არც წაკითხვას ექნებოდა აზრი.
კიდევ რამდენ ცხედარს დაიტევს მტკვარი????
მადლობა რომ აქ ხარ და გვაჩვენებ იმას რაზეც ბევრი ასე ვერ დაწერს❣️

№29  offline მოდერი სალანდერი

A.N.A
პატარაა ვითომ,არადა იმდენად ბევრის მთქმელი, იმდენად რეალური, მძიმე და სამწუხარო რომ მეტის არც დაწერას და არც წაკითხვას ექნებოდა აზრი.
კიდევ რამდენ ცხედარს დაიტევს მტკვარი????
მადლობა რომ აქ ხარ და გვაჩვენებ იმას რაზეც ბევრი ასე ვერ დაწერს❣️

მადლობა შენ ანა, რომ აქ ხარ და ყველაფერს ისე ხედავ, როგორც ბევრი ვერ. მტკვარი ყველაფერს დაიტევს, როგორც ქალაქი. . .

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent