შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 1 თავი


13-10-2020, 22:30
ავტორი lullaby
ნანახია 4 105

შეჯახებაზე გსმენიათ რამე? შეჯახებასა და მის შემდეგ ნარნარზე. ფრენაზე. ფრენაზე, რომელიც გტკივა, მაგრამ თან ისეთ სიმსუბუქეს გრძნობ, რომ დაბლა დაშვებაზე არც კი ფიქრობ. წინ ათასი ნაცრისფერი ღრუბელი, ელვა და ჭექა-ქუხილი გხვება, მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერს გხის, რომ წინაღობები შენს წინ პატარავდებიან და ხელის გულზეც კი გეტევიან. მათ მუჭში იქცევ, არ ყრი, რადგან გრძნობ, ისინი შენი ცხოვრების ნაწილები არიან და ფრენას განაგრძობ.




22 ივნისი, 2019 წელი
***

უკვე მეორედ იწყებს ჩემი მობილური რეკვას და სახელის დანახვაზე მეღიმება. ყურადღებას არ ვაქცევ, რომ საქმეს არ მოვწყდე. ის კი არ ნებდება.
ჩემი მაგიდა მბზინავი ძაფებით, ლენტებითა და ბჭყვრიალა თვლებითაა სავსე. ცეკვა ოსურის ქამრებზე რძისფერი თვლების სახით პატარა შტრიხები შემაქვს. ორ კვირაში ჩვენი ანსამბლი "ნაბიჯები" ქობულეთის ფესტივალზე მიგვყავს და ამის გამო ისე ვღელავ, თითქოს პირველად გვიწევდეს კონკურსზე გასვლა. სასტუმრო დაჯავშნილია. ავტობუსიც. ბავშვებიც ფორმაში არიან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოზარდს, წვერის მოშვება რომ გადაუწყვიტავთ, მაგრამ სამზადისი მაინც მაფორიაქებს.
ნემსზე ბოლოჯერ ვაგებ ვერცხლისფერ ძაფს და ქამრის კიდეზე უკანასკნელი ორნამენტის ამოქარგვას ვიწყებ.
ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ის მქონოდა, რაც მაქვს: საკუთარი ნაციონალური ცეკვის ანსამბლი და პროფესიონალი მოცეკვავის კარიერა. დასაწყისში ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი მომავალში, აუცილებლად გეტყოდით, რომ ქორეოგრაფი-მოცეკვავე, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ ოცნებად მიმაჩნდა. ზუსტად ამიტომ, კომპლექსების უკან ვმალავდი საკუთარ თავს და არც კი ვფიქრობდი, რომ იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე ამას სხვებს ვაჩვენებდი.
მახსენდება შენიშვნები, საყვედურები, რჩევები... შემდეგ მათი გათვალისწინებები, ჩემი სიჯიუტეები და მეღიმება. ამ ყველაფრის ერთობლიობით ვარ ამაყი ახლა, როცა კულისებიდან ვუყურებ სცენაზე მონარნარე ჩემს გოგონებსა და ჰაერში აფრენილ ბიჭებს. მახსოვს, მეც მიყურებდნენ ასე და ჩემზეც ამყარებდნენ იმედებს ერთ დროს.
ხანდახან მდომებია, კალამი ამეღო და ის რჩევები და შენიშვნები, რომლებსაც ჩემთვის კარგი უნდა მოეტანათ, დანომვრით ჩამომეწერა. მერე ხშირად გადამეხედა მათთვის, რომ თავიდან არ ამომეგდო, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ ყოველთვის, მათზე გაცილებით დიდი რამ იკავებდა ხოლმე გონებაში ადგილს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მასზე კონტროლი კარგად გამომდიოდა.
მოგონებებისგან ამღვრეული, ხარბად ვუშვებ ფილტვებში ჰაერს, ძაფს ვწყვეტ და ჩემს მოქარგულ ქამარს კმაყოფილი ვუღიმი. ძალიან გამიმართლა, დედა რომ მკერავი მყავს. ცეკვის ფორმების შეკერვაში მეხმარება, მაგრამ მის გადატვირთულ გრაფიკს ვითვალისწინებ და ფორმების გაფორმებას საკუთარ თავზე ვიღებ. სულ სხვაა, როცა შენს დადგმულ ცეკვას, შენივე დიზაინის სამოსით ასრულებენ.
ისევ ზარია მობილურზე. წყალს ვსვამ და ვპასუხობ.
- როგორც იქნა! - მესმის გიორგის ხმა და მასთან ერთად მუსიკისა და წვეულების. - მარიამ, ხომ შევთანხმდით? აქ რატომ ვერ გხედავ?
- შენს კატეგორიულობას შეთანხმებას ნუ არქმევ. - მეცინება. - მე გითხარი, არ მცალია, ვერ მოვალთქო. კიდევ ოთხი ქამარი მაქვს გასაკეთებელი.
- მეხუმრები? წინ ორი კვირა გვაქვს. დაანებე მაგათ თავი.
- სამაგიეროდ ამ ორ კვირაში ბევრი რამ უნდა მოვასწროთ.
- ვერ გავიგე, რატო ჭირვეულობ?
- არ ვჭირვეულობ, უბრალოდ არ შემიძლია, ვერაა!
- ალო, არ ისმის! ანუ მოდიხარ?
- გიორგი!
- მოდი და მაგ ოთხი ქამრიდან ორს მე მოგიქარგავ. - ამბობს და ჰგონია ამით დამიყოლიებს. ორივეს სიცილი გვიტყდება. - უბრალოდ მოსვლა არ გინდა, ტყუილი თუ მართალი?
- მართალი. - ვოხრავ.
- ან მიზეზი მითხარი, ან თხუთმეტ წუთში აქ იყავი. - საათს ვუყურებ. ათის ათი წუთია.
- კარგი, ჩავიცვამ და ცოტა ხნით მოვალ. მხოლოდ ერთი პირობით.
- პირობებეზე მერე ვილაპარაკოთ! - ამბობს და მითიშავს.
მეცინება. საძინებელში შევდივარ და სარკის წინ ვდგები. ჩემს კანს ჯერ ისევ აყრია ეკალი. სხეული უკვე მიეჩვია, როდის უნდა ჰქონდეს მის ხმაზე რეაქცია და როდის არა. მილანშენკომ ვერ დაგაფასა, თორემ მსახიობად დაიბადე, მარი. ჯერ კიდევ მაოცებ, ისე კარგად მალავ საკუთრ გრძნობებს და გამოხატავ მხოლოდ იმას, რასაც მეგობარი უნდა ამჟღავნებდეს მეგობრის მიმართ.
- ნეტავ როდემდე დაიმალები. - ვეჩურჩულები ჩემს თავს და ზურგს ვაქცევ აწყლიანებულ მწვანე თვალებს. კოპლებიან კაბა-ხალათს და ბოტასს ვიცვამ, თმას სახელდახელოდ კოსად ვიკრავ, გასაღებს და მობილურს ვიღებ და გავდივარ.


***
მანქანას მოგუგუნე სახლთან ვაჩერებ და ფანჯრიდან ვავლებ თვალს ორსართულიან, ხმაურად ქცეულ შენობას. ერთხანს ყოყმანით ვიჭამ ქვედა ტუჩს, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ორჭოფობას, გადმოვდივარ და ჭიშკარს ვაღებ.
იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ველოდი. მაშინვე გიორგის ვურეკავ და ვადგენ მის ადგილსამყოფელს. შემდეგ მეორე სართულის აივანზე ავდივარ და კუთხეში მდგომს ვხედავ, რამდენიმე უცნობთან ერთად.
- მარიამ! - ისიც მამჩნევს და ხელით მანიშნებს მოდიო. ირგვლივ ვერავის ვხედავ, ვისთან ერთადაც შეიძლება დროის გაყვანა, თუ ეს ვაჟბატონი სადმე აორთქლდება. მისულს წელზე მხვევს ხელს და ლოყაზე მკოცნის. ორი დღეა არ გვიანახავს ერთმანეთი. თვითონ სოფელში იყო და რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. - ბიჭებო, გაიცანით, ჩემი მეგობარი, მარიამი. მარიამ, ლუკა და თემო.
- სასიამოვნოა. - ვუღიმი მათ და იმის იმედით, რომ ნაცნობ სახეს მოვკრავ თვალს, ისევ ვათვალიერებ აივანს.
- ჩვენთვისაც. - ერთდროულად ამბობს ორივე.
- მეგობარი? - უცნაური ტონით აკონკრეტებს ლუკა და თვალსაც უცნაურად მავლებს, მაგრამ არ ვიმჩნევ და გიორგის ვუყურებ.
- დიახ, უძვირფასესი. თვალის ჩინზე ძვირფასი. - ეუბნება მათ და თვალს მიკრავს. მერე მხრებზე მხვევს ხელს. ცოტა ნასვამია. ხელში ლუდის ქილა უკავია. მისი სიახლოვე მსიამოვნებს, მისი სიტყვების კი - რა ვთქვა. მიჩვეული ვარ ჩემს ასე წარგენას. ეს სტატუსი გარკვეულწილად მე ავირჩიე. რამის შეცვლის ძალა რომ მქონოდა, დიდი ხნის წინ გავაკეთებდი.
- მგონი გიცნობ. ნიას მეგობარი ხარ? კოლეჯიდან. - მე მეკითხება ლუკა.
- არა. მხოლოდ ერთ კოლეჯში ვსწავლობდით. - ვპასუხობ და გიორგის ვუბრუნდები.
- თავი მარტო რომ არ იგრძნო, მალე ნანიკო გაჩნდება აქ. - იქვე მდგარი მაცივრიდან ენერგეტიკულს იღებს და მაწვდის.
- ჩემს ფიქრებს ისე ოსტატურად კითხულობ, ხანდახან მეშინია ხოლმე... - მეცინება.
- სერიოზულად? აბა შემომხედე? რას მიმალავ, რომ გეშინია კიდეც? - თვალებს ჭუტავს და ღიმილით მომლოდინედ მაკვირდება. გული ისე მიწყებს აჩქარებას და ახმაურებას, ასე მგონია მუსიკის ხმას ფარავს.
- რას და, ჩემი აქ ტყუილად მოყვანისთვის, ორი დღე მარტო ჩაატარებ რეპეტიციებს. - თითს მუქარის ნიშნად ცხვირწინ ვუტრიალებს. გიორგის სიცილი უტყდება და ისევ მხრებზე მხვევს ხელს.
- აი, იმას დავიჯერებ, რომ ოდესმე დავითი ისევ გააკეთებს „კალიცოს“ (ტრიუკი ცეკვაში) და რომ შენ რეპეტიციას გააცდენ, არა.
- გაიძვერა. - შუბლზე ვადებ თითს და ოდნავ უკან ვახევინებ. მისი ნაცნობი თემო და ლუკა, ალბათ ხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა და გვემშვიდობებიან. ლუკას ღიმილს ისევ ვაიგნორებ და გიორგის ვუბრუნდები. - სოფი რატო არაა აქ? - ყელს ვიწმენდ. რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან. თითქოს შევეგუე ამ ამბავს, მაგრამ მისი სახელის ხსენებისას მაინც ვგრძნობ, რომ ყელში რაღაც იბერება.
- არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი. დავით! - გიორგი წვეულების ორგანიზატორს ეძახის და სანამ ის პარაზიტი მოგვიახლოვდებოდეს, უცნაურად იწყებენ ტრიალს მისი სიტყვები გონებაში. „არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი.“
- ვაა, ჩვენი ნებიერა მოსულა. - ხელებს შლის მუხლებში ტეხვით მოსიარულე ჩვენი მეგობარი და გულში ისე მოუხერხებლად მიკრავს, ლამისაა ამოვყირავდე. - რა არის, გოგო, ბუდ იქეცი თუ ღამურად? რატო ვერსად ვეღარ გაფიქსირებ? - მსაყვედურობს.
- მაინც სად მოგაკლდი თვალში, კლუბებში, ბირჟებზე თუ ლისის „ტუსოვკებზე“? - ენერგეტიკულს ვხსნი და ვსვამ.
- უიმე, ეს აქ ვინ დაპატიჟა? - უკმაყოფილოდ იჯღანება და „რუსულ ცხვირს“ ჭმუხნის. - არ მახსოვს ჩემს სიაში ყოფილიყოს.
- დამნაშავე თქვენს წინაშეა, თანაც ნასვამი. - ხელით გიორგის წარდგენას ვაკეთებ და მრავალმნიშვნელოვნად ვუღიმი. ხვდება და თავს აქნევს. მერე დავითზე გადააქვს ყურადღება.
- ბიჭო, მიდი აბა ერთი, „კალიცო“ გააკეთე. - ეუბნება და თან სიცილის შეკავებას ცდილობს.
- სადღა მაქვს მაგის ტრ.აკი, შე ჩემა. ხო ამომძრა მალები. - ხელს იქნევს.
- ოხ, ნეტავ თეას დააჭერინა შენი თავი და მე ახლოდან მაყურებინა. - მხარზე ვჩქმეტ დავითს, რომელიც წლების უკან ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტრიუკებში. თუმცა, თავის შესაძლებლობებს სხვა სფეროში უფრო აფასება და ცეკვა ისე მიატოვა, არც კი უნანია. სამაგიეროდ, ახლა პროფესიონალი უსაქმურია და მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით დატოვებული ჩიფსების საწარმოს შემოსავლების თავდაუზოგავი მფლანგველი. საბედნიეროდ, ზღვარს არ გადადის. უბრალოდ, მისთვის უკეთესია ენერგია, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაში უნდა დახარჯოს, მეგობრებს მოახმაროს.
- ხო არ ღადაობ, გოგო. დვალს ნუ მიხსენებ. ჯერ კიდე სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ მიყვირის ხასიათი დამანახეო.
სამივეს სიცილი გვიტყდება და სანამ ნანიკო მოვიდოდეს, უამრავ ისტორიას ვიხსენებთ კოლეჯიდან. პირადი დრამის მიუხედავად, უბედნიერესი წლები გავატარეთ ცეკვის სამყაროში.
რა თქმა უნდა, იყო ბევრი წყენა, იმედგაცრუება, სიძულვილი, ინტრიგები კულისებში, მაგრამ მეგობრები, რომ არა, ამ ყველაფერს ცალ-ცალკე ვერავინ გავუძლებდით. ვისაც მოცეკვავის ცხოვრება არ გაუვლია, მარტივად ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს უანგარო მხარდაჭერა. რას ნიშნავს დახმარების ხელს უწვდიდე მტერს, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ეს მას არ შეცვლის. იყო მომაკვდავი, მაგრამ შენს ვალდებულებებს სიცოცხლეზე მეტად აღმერთებდე. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ახლა, როცა მოგონებები ჩემს თვალწინ თითქმის ქრონოლოგიურად ლაგდებიან და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, უცნაური შეგრძნება მეუფლება. ეს შიშია. დავიწყების. რა მოხდება, დრომ რომ მოგონებები გააქროს? ის მოგონებები, რომლებიც იბრძოდნენ და შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველას ის მიგვეღო, რაც გვსურდა? რა მოხდება, თუ ერთხელ ვერ გავიხსენებ, რატომ გამაგდო სესილიმ დარბაზიდან? როგორ გავრბოდი სასტუმროდან ცეკვის ჩუსტების ამარა, რომ კონცერტისთვის მიმესწრო? როგორი იყო სიღნაღში მზის ამოსვლა? რა მოხდება, თუ მნიშვნელოვანი მომენტები წლების შემდეგ ჩემი გონებიდან უბრალოდ გაქრებიან?
- მარიამ... - მესმის გიორგის ხმა და მისკენ ვიხედები. როგორც ჩანს, დიდხანს ამიყოლია ფიქრებმა. ბიჭი თავისი ჩამუქებული, სასმელისგან ამღვრეული წაბლისფერი თვალებით მიყურებს. მახსენდება ნანიკოს დაბადების დღის წვეულება. საღამო, რომელმაც ისე ამრია, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. და, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ყველაფერი დავალაგე, ის ამღვრეული შეგრძნებები დღესაც ჟრუანტელს მგვრიან.
- რა მოხდა? - ვეუბნები და ვცდილობ რეალობას სწრაფად დავუბრუნდე.
- ეგ მე უნდა მეკითხა. მგონი ცოტა ხნით გაქრი. - მკრთალად იღიმის და ჩვენთან დაბრუნებულ დავითს ლუდს ართმევს. უკმაყოფილოდ ვაყოლებ თვალს მის ლამაზ თითებში მოქცეულ ბოთლს და სანამ გახსნიდეს, ვართმევ.
- აი, ახლა შენ გაქრები, თუ დალევას არ მორჩები. გიორგი, ხვალ რეპეტიცია გვაქვს. - ვახსენებ.
- ხომ იცი, რომ ლუდზე „პახმელია“ არ მაქვს? - ეცინება და ბოთლს უკან იბრუნებს.
- დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ლუდის გამო ნაბავ მაგ თვალებს? - ეჭვით ვუყურებ და ბოთლს ისევ ვართმევ.
- კარგი დედიკო, იყოს შენი ნება. - მეხვევა და თავზე მკოცნის. - ხომ იცი, როცა მართალი ხარ, დიდხანს ვერ გეკამათები. - ის-ისაა ჩემს გამაჯვებას სიცილით უნდა შევხვდე, რომ მუჭიდან ბოთლი სხლტება და სანამ გაოგნებას მოვასწრებდე, ბიჭი მის გახსნასაც ასწრებს.
- ისევ ბავშვი ხარ. - გულზე ვიკრეფ ხელებს.
- შენ კიდევ, გაბრაზებული მარიამი, რომელიც რეპეტიციაზე ნახევარი საათით დაგვიანებას მაპატიებს.
- თან გათამამებული ბავშვი. - მეცინება და მეც ვიღებ ლუდის ბოთლს.
- „სტრანნი“ ხალხი ხართ, ტო. - ტუჩებს მუწავს დავითი და აივანზე ამოსულ ნანიკოს, რომ ხედავს შეწუხებული ტრიალდება ჩვენკენ. - ეს ვიღამ მოათრია აქ?
მეცინება და გიორგის ვუყურებ. ბიჭი ლუდს სვამს და ზედმეტად ყურადღებით ათვალიერებს აივნის ძელზე ჩამოკიდევულ კაქტუსებს.
- მაგრად დაგენ,ძრა ჩემო ძმაო! - კბილებში სცრის ის და ისე ოხრავს, აშკარად ენერგიის მოკრებას ცდილობს. გიორგი იდაყვის მორტყმით მანიშნებს, გავერთობითო და ნანიკოც გვიახლოვდება.
გაცნობის დღიდან ჩემსა და გიორგის მეგობარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და დღემდე მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც, როგორ არ გამოსწორდა ეს. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მათ შორის ერთგვარი ქიმია იყო და საბოლოოდ გრძნობებში გადაეზრდებოდათ, მაგრამ მგონი ყველა შეცდა. თითქმის რვა წელია ერთმანეთს იცნობენ. ქიმიის ამბავში, ნანიკო აქამდე შეეგუებოდა ბიჭის აუტანელ თვისებებს და დავითისთვისაც როგორმე სულერთი გახდებოდა გოგოს ცინიზმი. თუმცა, ასე არ მოხდა და დღემდე გამუდმებით სიტყვებზე ეკიდებიან ერთმანეთს. სანამ ომი გაჩაღდებოდეს, ბიჭებს მარტო ვტოვებთ და პირველ სართულზე ჩავდივართ. გოგო სასმელს იღებს და ღიმილით მიბრუნდება.
- იცი დღეს სად ვიყავი? - მეკითება ჯაშუშური ღიმილით და ლოყაზე თავისი საყვარელი ფოსო ეჩვრიტება.
- სად?
- სესილისთან.
- ხო-ო? რა გინდოდა?
- მე არა, თვითონ უნდოდა. შენგან რო წამოვედი, ცოტა ხანში დამირეკა. მითხრა სტუდიაში შემოიარეო. გოგო, საიუბილეო კონცერტს აკეთებს.
- მერე?
- უფრო სწორად, 75-ე დაბადების დღეს უკეთებს კულტურის სახლი. უფინანსებს, ორგანიზებაში ეხმარება.
- სერიოზულად?
- ხო. ხოდა, მითხრა, რამდენიმე ძველი მოცეკვავე მინდა შევკრიბოვო. სიაში მე, შენ და გიორგიც ვართ. ნუ სოფი თავისთავად.
- ანუ ცეკვებში დავჭირდებით? მომენატრა ჩვენი სტუდია.
- აუ, მეც... რაღაცები შეუცვლიათ, დერეფანი გაარემონტეს. მარა სუნი მაინც ისევ ისეთია. რა ცუდები ვართ, თვეებია არ ვყოფილვართ.
- ხო, გამართლება არ გვაქვს. - ვოხრავ.
- კაია რომ გამოხვედი, რა. წამო, დავლიოთ.
აურზაურში იმაზე დიდხანს ვჩერდები, ვიდრე გათვლილი მქონდა. ცოტას კიდევ ვსვამთ, ვცეკვავთ, ვმღერით, ერთმანეთის საზაფხულო გეგმებზე ვსაუბრობთ და სესილის იუბილესაც ვახსენებთ. მერე მასპინძელს თავის უსაქმურ ღამურებთან ერთად ვტოვებთ და მოვდივართ. რადგან ყველაზე ფხიზელი მე ვარ, ნანიკოს და გიორგის სახლში მიყვანას საკუთარ თავზე ვიღებ. ღამის გასეირნებაც დაუგეგმავად გამოგვდის. მუსიკას მაღალ ხმაზე ვრთავ და სანამ მასთან მივიდოდეთ გზაშიც ვმღერით. გოგოსთან დამშვიდობების შემდეგ კი, უხმოდ მივდივართ გიორგის სახლისკენ. მანქანში მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული ქარის და ჩემი გულისცემის ხმა ტრიალებს. ბიჭი ერთხანს ჩუმადაა. სასაუბრო თემის მოძებნა არასოდეს გაგვჭირვებია არც ერთს, მაგრამ ახლა რატომღაც ჩუმად ვართ. ალბათ მასა და სოფის შორის რაღაც მოხდა. არაფერს ვეკითხები. ამაზე საუბარი რომ სდომოდა, თვითონ დაიწყებდა. უკვე იმდენი წელია ვმეგობრობთ, რომ არაფერია ჩვენს შორის დამალული. თუ არ ჩავთვლით ჩემი მხრიდან პატარა ხარვეზს ამ მხრივ. თუმცა, ხანდახან რაღაცები უბრალოდ არ უნდა თქვა, რომ ისიც არ დაკარგო, რაც გაქვს.
შუქნიშანზე გაჩერებული ზებრაზე გადამსველელბს ვათვალიერებ, რომ გვერდიან გიორგის ხმა მესმის.
- შენთან დავრჩები.
ვათვალიერებ და მეღიმება. სავარძელზე მიწოლილი თვალსაც კი არ ახელს. ახლა ვრწმუნდები, რომ სოფისთან მართლა მოხდა რაღაც. ალბათ იკამათეს.
- კარგი. - ვეუბნები და მანქანას ჩემი სახლისკენ ვაბრუნებ. თხუთმეტ წუთში უკვე კარს ვაღებ და ხელებს ვუწვდი, რომ გადმოსვლაში დავეხმარო. გიორგის ეცინება და ძლივს გადმოაქვს ფეხები მანქანიდან.
- ერთი ამას უყურე, არც ეგეთი მთვრალი ვარ, მეხუთეზე რო შენ ამათრიო.
- არც ვაპირებდი. ლიფტი მაქვს .
- ჰმ! - თავს აქნევს და მხრებზე მხვევს ხელს. მის თითებს და წელს ვიჭერ. მობარბაცებს. - აუ, დილით ადრე უნდა გამაღვიძო, ხო?
- არა, შეგიძლია გამოიძინო და დაისვენო. ისე წავალ, ვერ გაიგებ.
- სერიოზულად? - ორი წამით ჩერდება და ცდილობს, მთვრალ გამომეტყველებაზე სიხარული და მადლიერება დაიმჩნიოს. მეცინება.
- ხო, სერიოზულად. ოღონდ, იცოდე მაგიდას არ შეეხო.
- მთავარია თვითონ არ შემეხოს, თორემ ხელს შევუბრუნებ.
- კარგი, გავაფრთხილებ.
სახლში შესულები, პირდაპირ საძინებლისკენ მივდივართ. საწოლზე ვაწვენ და ფეხსაცმელს ვხდი. ჩემს ბალიშს იხუტებს და კომფორტულად მოთავსებას ცდილობს.
- გიორგი, ცუდად ხო არ ხარ? - ვეკითხები და მის ფეხებთან ვჯდები.
- აუ, მარიამ, მგონი გული მერევა...
- რაა? მართლა? - თვალებს ვჭყეტ და უკვე წამოხტომას ვაპირებ, რომ ხითხითს იწყებს.
- არა, დაგაბოლე.
- მოკეტე და დაიძინე, შე იდიოტო! - ხელზე ვჩქმეტ.
- ნუ იკბინები. - შუბლს ჰკრავს და ბალიშში ცხვირს ჰყოფს. - შენი საწოლია, ხო?
- ხო. - მეცინება.
- აქ დაწვები?
- არა, დივანზე.
- ოო, აქ დაიძინე. - ხელს მიჭერს. - მიგიწევ.
- დიდი მადლობა, რომ ჩემს საწოლზე ჩემთვის ადგილის გამონახვას ცდილობ.
- ხოდა დააფასე ეს ცდა და ბევრს ნუ ლაპარაკობ.
ცოტა ხნით ყოყმანის შემდეგ, საწოლს ვუვლი და მეორე მხარეს ვწვები. რამდენიმე წუთით ჩუმად ვარ, რომ დაეძინოს. ისიც არ იღებს ხმას და უკვე ადგომას ვაპირებ, რომ ჩემკენ ბრუნდება. თვალებს ახელს და ერთხანს ჩუმად მიყურებს. ვუღიმი და ვცდილობ არ გავიყიდო, რომ აღელვებისგან თითები მეყინება.
- სესილი ალბათ თავის იუბილეზე მე და სოფის ქართულს გვაცეკვებს. - ბუტბუტებს და ხშირად ეხუჭება თვალები.
- ხო, კარგია მერე.
- სოფის არ ენდომება. - ოხრავს და თვალებს ხუჭავს.
- სისულელეს ამბობ, გიორგი.
- სისულელეა ყველაფერი.
- რა ყველაფერი?
- ყველაფერი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყელში რაღაც მეჩხირება და სუნთქვას ვიკრავ, რომ ტირილი არ ამივარდეს. ნეტა რა ხდება მის თავს?
- დაიძინე. - ვეუბნები ჩაწყვეტილი ხმით. ის კი ხელის ფათურით ჩემს თითებს პოულობს, იჭერს და მეკითხება:
- ეს ის ხელია?
- ხო, ისაა. - თვალს ვავლებ ვარდისფერ ნაიარევს ხელისგულზე.
- გტკივა?
- არა, გიო. - მეცინება.
- სულ მგონია, რომ გტკივა. - ბუტბუტებს, ხელი ტუჩებთან მიაქვს და ნაიარევზე მკოცნის. ცხელი ჟრუანტელისგან თავბრუ მეხვევა. მინდა ავდგე და მისი თბილი აურისგან გავთავისუფლდე, მაგრამ თან ამ სიახლოვით ტკბობასაც ვერ ველევი. ასე შემიძლია გავიმეტო საკუთარი თავი.
- არა, გიორგი. დიდი ხნის წინ გამიარა.
- ხო, ასეც უნდა ყოფილიყო.
- ახლა დაიძინე, კარგი?
- ჩემი ანგელოზი ხარ. - ისევ მკოცნის ხელზე, თავის თითებში გადაჭდობილს მკერდის ქვეშ იქცევს, ამთქნარებს და მაშინვე ითიშება. რამდენიმე წუთით მძინარეს ვადევნებ თვალს, მაგრამ გონება წარსულისა და აწმყოს სურათებით ისე მალე იტვირთება, რომ ვეღარ ვჩერდები. ხელს ფრთხილად ვითავისუფლებ და აბაზანაში შხაპისთვის შევდივარ. იქ კი საკმარის დროს ვნახულობ იმისთვის, რომ წვეულებაზე გაჩენილ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდე და სააბაზანოდან გამოსული, დაუფიქრებლად ვიღებ უჯრიდან თაბახის ფურცლებსა და კალამს.


ფურცლები
დეკემბერი, 2007 წელი
***
„ძალიან ციოდა მაშინ, არადა მახსოვს, დედა ამბობდა, ცივ ზამთარს არ ვარაუდობენო. ხელთათმანები სახლში დამრჩა და თითებს ვერც ქურთუკის ჯიბეებში ვითბობდი. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, რომ სტუდიამდე მალე მივსულიყავი. ჩემი სახლიდან ორი გაჩერება იყო და ტრანსპორტს არასდროს ვიყენებდი. მიყვარდა ფეხით სიარული. უკვე ახლოს ვიყავი სტუდიასთან, ჩემს ორი დღის ნაყიდ მოტოროლაზე შეტყობინება რომ მომივიდა. ნანიკო მწერდა.
„ - რაღა დღეს აგვიანებ?“
„ - რა ხდება?“
„ - ჩვენს სტუდიაში ვიღაც ცეკვავს.“
„ - აბა უნდა მღეროდეს?“ - გამეცინა.
„ - უცხოა და თან ისეთია, შეიძლება აზიურებიანად შეგიყვარდეს.“
შუა ქუჩაში სიცილი ამიტყდა. ნანიკოს გული ზედმეტად დიდი იყო და ბევრს ეკავა იქ ადგილი. პასუხი არ დამიბრუნებია. ნაბიჯს ავუჩქარე. სასჯელს ვერ ავცდებოდი, მაგვიანდებოდა.
ორს ხუთი წუთი აკლდა, გასახდელში რომ შევედი და გამოცვლა დავიწყე. სესილი მალე საახალწლოდ ორი კვირით გაგვათავისუფლებდა და მანამდე ისე იყო გამკაცრებული, სიტყვას ვერ ვუბრუნებდით. ვინანე კოსა სახლში რომ არ გავიკეთე. სახელდახელოდ აკრულ თმას ქალბატონი ქორეოგრაფი აუცილებლად შეამჩნევდა. ქამარი გზაში მოვიხვიე წელზე. დარბაზიდან „ხანჯლურის“ ხმა გამოდიოდა. გამახსენდა, რომ დღეს ბიჭებთან ამ ცეკვის დადგმა უნდა დაეწყო. კარი ფრთხილად შევაღე და შევსრიალდი თუ არა, ნანიკოს ხელი მაჯაში ჩამეჭიდა და გვერდით მიმიკრო.
- სად ხარ გოგო! - შუბლშეკრულმა მისაყვედურა. მე სესილისკენ გავიხედე. ჩემი აწურული სახე და მისი კატეგორიული გამომეტყველება მხოლოდ ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს. - იმაზე გეუბნებოდი, მებოს გვერდით რომ დგას. - ნანიკომ შუბლი გახსნა და ეშმაკური ღიმილით მანიშნა მოცეკვავეზე.
არ ვიცი, პირველად რამ მომხიბლა. მისმა გარეგნობამ თუ ცეკვამ. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ თვალს ვერ ვაშორებდი და სხეულზე ჟრუანტელის ტალღები არ წყდებოდა. აქამდე ერთადერთი ცეკვა იყო, რაც გულს მიჩქარებდა. მაშინ კი, ამას ეს უცხო გრძნობაც დაემატა და კედელზე აკრული, ვგრძნობდი, რომ რაღაც ნისლიან, თბილ გარსში ვექცეოდი. ეს ცეკვის შემდეგ მიღებულ აპლოდისმენტებზე ბევრად სასიამოვნო იყო. სცენის იატაკიდან წამოსულ ადრენალინზე უფრო ამაღელვებელი. ბევრი კარგი მოცეკვავე მყავდა ნანახი, მაგრამ იმ წუთას ის იყო ჩემთვის იდეალური. ის და მისი მოხდენილი მოძრაობები იყო ყველაზე დიდი მშვენიერება დედამიწის ზურგზე.
- ხო გეუბნებოდი. - ნანიკოს ხითხითმა დამაბრუნა დედამიწაზე.
- რა... რას? - ვეცადე არ შემემჩნია, რომ უსაშველოდ დაბნეული ვიყავი, მაგრამ ენა მაინც დამება. გოგომ სიცილი გააგრძელა და მაშინღა გაჩერდა, მუსიკა რომ შეწყდა.
- რას და შეგიყვარდებათქო. - ენა გამომიყო და ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს მთლიანად სასწავლო პროცესში იყო ჩართული.
მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და კედელზე აკრული დანარჩენი ჯგუფელებივით, დარბაზის შუაგულში მყოფი ბიჭებისა და სესილის თვალიერება განვაგრძე.
სესილი ასათიანი მაშინ სამოცდაორი წლის იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, ვერასდროს მიხვდებოდი მის რეალურ ასაკს. ორი წელი იყო, მასთან დავდიოდი ცეკვაზე და ქალის ყოველი დანახვისას მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ მასსა და ბებიას შორის ასაკის სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო. ყელიანი თხელი ჯემპრი, ნაჭრის შარვალი და ცეკვის ფეხსაცმელი ეცვა. მაღალი იყო. მოხდენილი და გამართული სიარული ჰქონდა. თმას შავად იღებავდა და გამუდმებით კოსას ატარებდა. კოსმეტიკას არ ხმარობდა. ერთადერთი წითელი პომადა იყო, რომელიც საოცრად უხდებოდა მის დიდ, წყლიან მწვანე თვალებს. ჩვენს შორის ეს საერთო ფაქტი ბავშვურად მეამაყებოდა. მკაცრი იყო, მაგრამ ძალიან სამართლიანი, ამიტომ იმის შიში არ გვქონდა, რომ მოულოდნელად მისი ჯოხი ვინმეს ფეხში მოხვდებოდა. თავის მოსწავლეებზე იმდენად ზრუნავდა, რამდენადაც მკაცრად ეპყრობოდა. ცეკვის გარდა, ყველაფერში ზომიერებას იცავდა. ცეკვა მისთვის მაქსიმუმს ნიშნავდა.
- გიორგი ჰქვია. გიორგი სოლომნიშვილი. თექვსმეტი წლისაა. მშობლები რუსეთში ცხოვრობენ. თვითონაც იქ იყო და ამ წაფხულს ჩამოსულა. - ელვისუსწრაფესად ჩამჩურჩა ნანიკომ ყურში მოკლე ინფორმაცია ბიჭზე და ისევ მათზე გადაიტანა ყურადღება. - გამოიცანი, სად ცხოვრობს?
- სად?
- ნაძალადევზე. - გაეღიმა გოგოს. მეც იქ ვცხოვრობდი და მისი ღიმილი ამიტომაც იყო მრავალმნიშვნელოვანი.
- კი, მაგრამ რამდენი ხანია სტუდიაშია... რანაირად გაიგე ამდენი რამე ასე უცბად. - ჩემი მეგობრის შესაძლებლობები ვიცოდი, მაგრამ მაინც სიურპრიზებით იყო სავსე.
- რა მნიშვნელობა აქვს. - წარბები აათამაშა. - აბა? როგორია? - ისევ ბიჭზე მანიშნა, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, ჩაჩუმებულ დარბაზში ჩემი სახელი გაისმა.
- მარი! - სესილიმ დამიძახა. ჯგუფელებმა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ერთმანეთს არ უნდა მივშტერებოდით, მაგრამ მან არ იცოდა. მე მაშინვე ამობრუნებულ ცერებზე შევხტი და ის იყო ღრმად ჩავისუნთქე ორი წუთის ასათვლელად, რომ მის მზერას წავაწყდი. ბიჭმა ჩემი ცერებიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა, გამიღიმა და სესილის გაწვდილი ფარ-ხმალი გამოართვა. ნანიკომ მხარზე გამამხნევებლად მომითათუნა ხელი, მაგრამ იმდენად ვიყავი დაბნეული მისი ლამაზი ღიმილისგან, რომ ირგვლივ აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი სასჯელისგან ატკიებული ცერა თითებიც კი დიდად ვერ იქცევდნენ ყურადღებას.
- ლაშა, მუხლს მიხედე! - დაიძახა სესილიმ და მუსიკოსებს ანიშნა, დაკვრა დაეწყოთ. გიორგიმ აზიურზე ლეკვეთხი შეისწორა და სანამ მუსიკა დაიწყებოდა, ხმალი ხელში მარჯვედ შეათამაშა.
ის და ლაშა მებონია ნამდვილად აქამდეც იცნობენენ ერთმანეთს. ლაშა ჩემთან და ნანიკოსთან მეგობრობდა, ამიტომ მალევე მივხვდი, ჩემს მეგობარს საიდან ჰქონდა გიორგიზე ცნობები აკრეფილი.
რეპეტიციამ სრულ ბურუსში ჩაიარა. მექანიკურად ვმოძრაობდი და ორი საათის მანძილზე გულში ვლოცულობდი, რომ სესილის ჩემთვის ყურადღება არ მოექცია. გოგოები გიორგიზე ჭორაობას არ წყვეტდნენ, მე კიდევ ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი, რომ მათი გამაღმერთებელი კომენტარები არ მომესმინა. ნანიკო აღარაფერს ამბობდა. არ ვიცი, რატომ შეწყვიტა გიორგის ქება-დიდება, მაგრამ ასე უკეთესი იყო.
გამიმართლა, რომ სესილის ისე დავემშვიდობეთ, კონკრეტული და ლოყების ამაწითლებელი შენიშვნა არ მოუცია. დარწმუნებული ვიყავი, არ გამოეპარებოდა ჩემი არეულობა, მაგრამ ალბათ ის მაკმარა, რომ ისედაც დასჯილი ვიყავი იმ დღეს.
დარბაზიდან მეგობართან ერთად გამოვედი. ნანიკოს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ჯეინ ეარი“ და შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. კიბეზე დავეშვით და პირველ სართულზე ჩასვლისას შევნიშნე, რომ ბათინკზე თასმა მქონდა გახსნილი და ის იყო შესაკვრელად დავიხარე, რომ ჩემს გვერდით ხმაურით დაეცა ხმალი. თასმას შევეშვი და მოვკიდე თუ არა ხელი ასაღებად, ვადაზე მეორე ხელი გაჩნდა და ხმალი ძალიან მტკივნეულად გასრიალდა მუჭში. ჩემს ყვირილთან ერთად ვიღაცის შეძახილიც მომესმა და დავინახე, როგორ გააგდო იმ წუთას აღებული ლითონი გიორგიმ.
ყვირილზე ყველამ მე შემომეხვია. მუჭი ნელა გავშალე იმის იმედით, რომ ტკივილი მხოლოდ პატარა ნაკაწრისგან იქნებოდა გამოწვეული. მაგრამ მთელი ხელისგულის სიგრძეზე კანი რომ გაიხსნა, წითელი ზოლი გაჩნდა და მერე სისხლმა მუჭში დაგუბება დაიწყო, შიშისგან გავქვავდი და ვეღარ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა.
- მარი, ღმერთო! - ნანიკო ხელში მწვდა და თითები დამაკეცინა. სისხლმა გამოჟონა და ძირს დაიწყო წვეთა. ტკივილისგან თვალები ამიცრემლიანდა და შეკავების მცდელობის მიუხედავად, მაინც დამისველდა ლოყები. - რას გაშტერდით, ხალხო, ცხვირსახოცი არავის გაქვთ? - იყვირა ნანიკომ და თვალები დაუბრიალა გაოგნებულ ბიჭებს, რომლებიც გიორგის უკან იდგნენ და არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ.
- მოიცადე... ხო, მაქვს. - თქვა მან, მაჯიდან შემოხვეული შავი ბენდენა მოიძრო და მომიახლოვდა. ხელზე შემეხო, რომ შესახვევად თითები გაეშლევინებინა, მე კი უკან დავიხიე.
- მტკივა. - ხმა მიკანკალებდა და საშინლად მრცხვენოდა ამის გამო.
- მარი, შეიხვიე, რაა... - ნანიკო შეშინებული თვალებით მიყურებდა. გიორგიც. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა დაემალა, მისი კაკაოსფერი თვალები დაბნეულები დაჰყურებდნენ ჩემს ხელს. მერე გაუფრთხილებლად გამაშლევინა თითები. ერთხელ კი შევხტი გაოგნებისგან, მაგრამ სანამ ისევ გავაპროტესტებდი, მან შეხვევა მოასწრო.
- მგონი... მგონი ცოტა ღრმა ჭრილობაა. - ჩემი სისხლისგან დასვრილ თავის თითებს შეავლო თვალი და ისევ მე შემომხედა. დაზარალებული კი ვიყავი, მაგრამ დამნაშავედ მაინც მე ვგრძნობდი თავს და გაქცევა მომინდა. ოღონდ იმ სიტუაციაში დიდხანს არ დავრჩენილიყავი და ერთი საათით დავდგებოდი ცერებზე.
- მადლობა... სახლში წავალ. ნანიკო, წამო. - მაჯით ცრემლები შევიმშრალე და ადგილს მოვწყდი.
- მარი. - დამიძახა დაბნეულმა გოგომ და უკან გამომყვა. შეხვეული ხელი გულზე მივიკარი, გარეთ გამოვედი და კიბეზე სწრაფად დავეშვი. - მარი, მოიცადე, სად გარბიხარ. - დამეწია ის და კოპებშეკრულმა გამაჩერა. - წამოდი, მარგოს ვაჩვენოთ, დაგიმუშავებს მაინც. - სტუდიის წინ ვეტაფთიაქი იყო, მარგო კი - ვეტერინარი. ნანიკოს თავისი კატა დაჰყავდა ხოლმე მასთან და კარგად ვიცნობდით. ის იყო უარი უნდა მეთქვა, რომ გიორგი მოგვიახლოვდა.
- ეს დაგრჩა. - ჩემი ჩანთა გამომიწოდა. გამოვართვი, მადლობა ვუთარი და ისევ გაბრუნებას ვაპირებდი, რომ გამაჩერა. - ბიჭებმა მითხრეს, ვეტერინარია აქო. წამოდი მივიდეთ, მოგხედავს და იქნებ გაკეროს კიდეც, თუ შეძლებს.
- არ მინდა, მირჩევნია სახლში წავიდე, მართლა...
- არ გირჩევნია. - ხელი დამიჭირა და დამანახა, როგორ ჟონავდა ბენდენიდან სისხლი. მარგოს ვენდობოდი, მაგრამ გაკერვის იდეა მაშინებდა. ემოციებისგან მაციებდა. მისი მზერისგან გული ამოვარდნას მქონდა. დამალვა მინდოდა. თვალს ვერ ვუსწორებდი.
- ნუ ჯიუტობ, გოგო, წამოდი. - მეორე ხელზე ნანიკო ჩამეჭიდა და თითქმის ძალით გადამიყვანა გზის მეორე მხარეს. გიორგი წამოგვყვა და მალე ლაშაც ჩვენთან გაჩნდა.
კი, გაკერვა აუცილებელი იყო, ხოდა მარგომ ადგილობრივი ანესთეზია გამიკეთა და რამდენიმე ნაკერი დამადო. ნანიკო გაუთავებლად ლაპარაკობდა, რომ ნემსისთვის ყურადღება არ მიმექცია. გიორგიც შეფარვით, მაგრამ თან აშკარად შეამკო საყვედურებით. ლაშა პირზე ხელებს აფარებდა, რომ როგორმე მისი სამეტყველო აპარატი დაეხშო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
დაახლოებით ერთ საათში გამოვედით ვეტაფთიაქიდან. გოგოს გზა ჩემგან საპირისპიროდ იყო. ჯერ დაიჟინა სახლამდე გამოგყვებიო, მერე „გაახსენდა,“ რომ მე და გიორგის ერთი გზა გვქონდა და ოსტატურად შემატოვა ჯერ კიდევ უცნობ ბიჭს. როგორც მოგვიანებით მისგან გავიგე, ეს ილეთი ჯერ კიდევ მაშინ გათვალა, ხელს რომ მიკერავდნენ. ძალიან გავბრაზდი მასზე, მაგრამ რა უნდა მექნა. მე და გიორგი უხმოდ გავუყევით ქუჩს. დისტანციას ვიცავდი, რამდენადაც შემეძლო. საშინელ უხერხულობასა და სირცხვილს ვგრძნობდი, თითქოს მე გამეჭრა მისთვის ხელი. მაგრამ თან ვიცოდი, ეს იმის ბრალი იყო, რომ საშინლად ვიყავი მისით მოხიბლული.
- უკვე გაიგებდი, მაგრამ მაინც... მე გიორგი მქვია. - გამომხედა მან და გამიღიმა. ქუდი ეხურა და მოგრძო თმის ბოლოები შუბლსა და ლოყებზე მიჰკრობოდა. გოგოებს შეშურდებოდათ, ისეთი გრძელი წამწამები ჰქონდა.
- მე - მარი. - მეც გამეღიმა. თითქოს მაშინვე გამიქრა დაძაბულობა, როგორც კი დამელაპარაკა.
- მინდა, იცოდე, რომ კარგი რაღაცების გაკეთებაც შემიძლია.
- რა... - ჯერ ვერ მივხვდი. ჩემი გონება არაფრით უშვებდა, რომ ხელი მის გამო მქონდა შეხვეული. - ა... არა, შენი ბრალი არ ყოფილა.
- იყო. დავინახე, ხმალს ხელი რომ მოკიდე, მაგრამ აღარ მახსოვდა, რომ პირი ბასრი ჰქონდა. ასე რომ, ბოდიში. - ისევ უხერხულად გაიღიმა.
- კარგი. მაგრამ არაფერია. შეხორცდება. გაივლის. - ჩავილაპარაკე და შეხვეულ ხელს დავხედე.
- გტკივა?
- ჯერ არა.
- დიდი ბაბუის იყო. ლაშას დავპირი, რომ ვაჩვენებდი, რეპეტიციაზე ამიტომ წამოვიღე.
- ძალიან ლამაზია.
ცოტა ხნით ისევ ჩუმად გავაგრძელეთ სიარული. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ წამდაუწუმ მისკენ არ გამქცეოდა მზერა. ვერ ვიჯერებდი, რომ იმ ბიჭთან ერთად მივდიოდი სახლისკენ, რომელიც დანახვის წამიდან მომეწონა. ცოტა ხანში ჩანთიდან შოკოლადი ამოიღო და გამომიწონდა.
- ცუდი მცდელობა კია, გული რომ მოგილბო, მაგრამ რუსულია, დედა მიგზავნის ხოლმე და მოგეწონება.
- არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ შოკოლადი მიყვარს. - გამოვართვი და გზაჯვარედინზე შევჩერდი. - მე აქ უნდა ჩავუხვიო.
- გამოგყვები.
- არაა საჭირო, მართლა. აი იქ ვცხოვრობ. - ხელით ვანიშნე ჩემს ორსართულიან სახლზე, რომელიც ჩვენგან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში იყო. - შენ?
- არც მე ვარ შორს. სამშობიაროს უკან. - გახედა გზას. მერე კი ამოიოხრა და შემომხედა. - უცნაური გაცნობა გამოგვივიდა, ხო?
- ორიგინალურობა თუ გიყვარს, ორიგინალურიც. - გამეცინა. ვცდილობდი, ცოტა ხნით ჩემი აღელვება სადმე მიმეჩქმალა და ბიჭს ისე დავმშვიდობებოდი, რომ დანაშაულის შეგრძნება არ გაჰყოლოდა.
- მართალი ხარ. ალბათ ხვალ არ მოხვალ.
- ვნახოთ.
- ჯობია დარჩე. მკაცრი კია სესილი, მაგრამ არც მაგდენად.
- ხო, ვიცი.
- მაშინ დროებით, კარგი?
- კარგი, დროებით.
- როცა იგრძნობ, რომ ჩემზე ბრაზდები, შოკოლადი მაშინ შეჭამე. - გამიცინა გიორგიმ და დამემშვიდობა. უკვე სახლთან ვიყავი, ხელმა რომ ტკივილი დამიწყო, მაგრამ გონებიდან მისი ღიმილიანი, ლამაზი სახე არ იშლებოდა და ტკივილსაც ვერაფრით ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას. ძილის წინ უკვე ვიცოდი, რომ გიორგი შემიყვარდებოდა და შემეშინდა.



***
დედამ რომ გაიგო, რაც შემემთხვა, მაშინვე ქირურგთან წამიყვანა. ექიმმა ნაკერი შეამოწმა და არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ გამაყუჩებელი დამინიშნა. მეორე დღეს ცეკვაზე არ წავსულვარ. წამალი დიდად არ მშველოდა, ამიტომ ვიცოდი, რეპეტიციებზე ტკივილი ხელს შემიშლიდა. სესილის დავურეკე და მასაც ვუამბე რაც მოხდა. მშვიდად მისაყვედურა დაუდევრობის გამო და მითხრა, კვირასაც სახლში დავრჩენილიყავი.
შაბათს საღამოს კი, დაახლოებით მაშინ, როცა სტუდიიდან ბავშვები უნდა დაშლილიყვნენ, ნანიკომ მომწერა, მე და ლაშა შენს სანახავად მოვდივართ და დამნაშავეც მოგვყვავსო. საღამოს ხუთი ხდებოდა. დედა სამკერვალო საწარმოში მუშაობდა და შვიდამდე არ მოვიდოდა სახლში. მამა კი მძღოლი იყო. საზღვარგარეთ დადიოდა და ორ თვეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირით უწევდა შინ ყოფნა. ძალიან იშვიათად ორი კვირით. ხალათში გახვეული, მაშინვე წამოვხტი. საღამურები გამოვიცვალე და ცალი ხელით როგორც შემეძლო, ისე მოვაწესრიგე სახლი. მახსოვს, ძალიან მიხაროდა, მაგრამ თან საშინლად ვღელავდი. ხუმრობა ხომ არ იყო, ბიჭი, რომელიც მომწონდა, ჩემთან მოდიოდა სახლში. დარწმუნებული ვიყავი, ესეც ნანიკოს გაჩარხული იქნებოდა.
რომ მოვიდნენ უარესად დავიბენი. ყველაფერი ერთად მინდოდა გამეკეთებინა, ისინიც მომეკითხა, წვენით და ვაფლით გავმასპინძლებოდი, მათ შეკითხვებზეც მეპასუხა და თან თავი ისე დამეჭირა, თითქოს ძალიან ჩვეულებრივად ვიქცეოდი. ლაშასგან და ნანიკოსგან განსხვავებით, გიორგის ცოტა მორიდებულობა ემჩნეოდა. ხშირად ათვალიერებდა ჩემს შეხვეულ ხელს. მე კი, როგორც შემეძლო ამ შემთხვევაზე ვხუმრობდი. ვყვებოდი, როგორ დავეცი ოსურზე სრული ცერის გავლისას, კონცერტზე ჩვენი სამი ჯგუფელი ბიჭი როგორ შეასკდა ბრუნებისას ერთმანეთს. ნანიკომ ისიც გაიხსენა, თავის პირველ რეპეტიციაზე ჯგუფელი მის კაბას რომ დააჯდა და ადგომისას, ელასტიკების ამარა რომ დარჩა.
საღამო ძალიან სახალისოდ გავატარეთ. მერე დედა მოვიდა და გიორგის თავიდან დაეწყო უხერხულობის შემოტევა, მიუხედავად იმისა, რომ მაიკომ ყველაფერი კარგად იცოდა და ძალიან თბილად და ჩვეულებრივდა ეპყრობოდა ბიჭს. მალევე ნანიკომ იხსნა ჩვენი ახალი ჯგუფელი. წასვლამდე გიორგიმ მობილურის ნომერი გამომართვა და მითხრა, ხვალაც მოგიკითხავ, თუ მოსვლა ვერ შევძელიო.
სიხარულისგან ლამის ვიფრინე, როცა უკვე ძილისთვის გამზადებულს, მობილურზე შეტყობინება მომივიდა. მე და გიორგი მანამდე ვლაპარაკობდით, სანამ მესიჯების რაოდენობა არ ამომეწურა.

***
ყველაფერი კარგად მიდიოდა. გიორგის მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას ვხვდებოდი ცეკვის რეპეტიციებზე. დანარჩენ დღეებში მობილურით ვკონტაქტობდით. ჩვენს ჰობზე, ფილმებზე, წიგნებსა და მუსიკაზე ვსაუბრობით. მეგობრებზე ვყვებოდით, ოჯახსა და ძალიან ჩვეულებრივ, ხანაც უაზრო თემებზე. მოკლე დროში იმაზე მეტად დავახლოვდით, ვიდრე ჩემს ოცნებებში წარმომედგინა. ამან ჩემს ემოციების კონტროლზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ყოფნისას თუ საუბრისას გული საოცარი რიტმით მიძგერდა, აღარ ვიბნეოდი. მასთან ურთიერთობას მივეჩვიე.
იმ ახალ წელს მშობლებთან გაფრინდა მოსკოვში. მობილურით კონტაქტი ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ სულ რამდენჯერმე მოვიკითხეთ ერთმანეთი. მენატრებოდა. არდადეგებისთვის გადადებული წიგნების ნაცვლად, მთელი დღე ჩვენს მიმოწერებს ვკითხულობდი და ღიმილისგან სახის კუნთები მტკიოდა. არ ვფიქრობდი იმაზე, მასაც თუ მოვწონდი. იმ დროს ის ურთიერთობაც მაბედნიერებდა, რაც მასთან მქონდა. თხუთმეტი წლის ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ ალბათ მაინც ბავშვი და მიამიტურად მიხაროდა იმ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული გახდა. იმას, რასაც ვგრძნობდი, ვერავისთან ვამხელდი. ვერც ნანიკოსთან და ვერც დედასთან. ეს ორი ადამიანი იყო ჩემთვის ყველაფერი. არც ერთს არაფერს ვუმალავდი, მაგრამ ეს... ეს გრძნობა იმდენად სხვა და იმდენად პირადული იყო, რომ არავისთვის მემეტებოდა. ცოტაც მრცხვენოდა. შეყვარებულ მარის ვეცნობოდი. საკუთარ თავში აღმოჩენებს ვაკეთებდი. ფიქრები მეცვლებოდა, მაგრამ ვცდილობი ქცევებში არ გადამზრდოდა. ვცდილობდი იმად დავრჩენილიყავი, რაც მანამდე ვიყავი და შესაშურად კარგად გამომივიდა ამ დრომდე.

იანვარი, 2008 წელი
***
ახალი წლის არდადეგების შემდეგ, პირველი რეპეტიცია გვქონდა. უკვე დარბაზში ვიყავით შეკრებილები და სესილის მოსვლამდე სხეულს ვახურებით. გიორგის ბოლო რამდენიმე დღე იყო ჩემთვის არაფერი მოეწერა და არ ვიცოდი, როდის აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლისას შემეხმიანებოდა და რადგან ასე არ მომხდარა, ესე იგი არც იყო აქ. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც გამირბოდა ხოლმე თვალი კარისკენ.
- რაო სოლომ, ამ ჩამოვედიო? - გვერდით ჩამომიჯდა ნანიკო და შპაკატისთვის ფეხები გაწელა. ბავშვებმა გვარიდან გამომდინარე და ცეკვის შესაფერისად გიორგის „სოლო“ შეარქვეს. ყურს უცნაურად ხვდებოდა და დიდად არ მომწონდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ნანიკო მაშინვე შეკითხვებს დამაყრიდა.
- არ ვიცი, ჩემთვის არ მოუწერია. - მხრები ავიჩეჩე. - ლაშას ეცოდინება.
- მგონი ბოლო დროს თქვენ უფრო გხედავთ ერთად, ვიდრე მაგას და მებოს. - შპაკატში ჩამჯდარმა, მუხლს დაადო თავი და ქვემოდან ამომხედა. ერთხელ კი მოასწრო ჟრუანტელმა დავლა, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე.
- ვითომ? არ მგონია.
- აჰა-ა... - ტუჩები გააწკლაპუნა გოგომ და მიმახვედრა, რომ პასუხით კმაყოფილი არ იყო. ჩემი სულერთია გამომეტყველება წარმატებით შევინარჩუნე და მერე სესილიმაც გადამარჩინა. დარბაზში შემოსულმა თავისი ძვირფასი სუნამოს სურნელი შემოიყოლა და თავბრუ დაგვახვია. გრძელი შავი ბარხატის კაბა ეცვა, წელზე მსხვილი ქამრით. ტუჩზე როგორც ყოველთვის წითელი პომადა ესვა. ოდნავ მოშიშვლებულ ყელზე კი მოკლე შარფი შემოეხვია. დიდებულად გამოიყურებოდა.
- გამარჯობათ, ბავშებო! - მოგვესალმა მკრთალი, მაგრამ ძალიან თბილი ღიმილით. უკვე ვიცოდით, ასე მხოლოდ მაშინ გვიღიმოდა, როცა დიდი ხნით ვერ გვნახულობდა. აშკარად ვენატრებოდით ხოლმე. - აბა, ამოწურეთ ახალი წლის ამბების გაზიარება? - ბავშვებს გაგვეცინა და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. - ვატყობ, ზოგიერთს დიდი დრო გაუტარებია ტკბილეულთან. - მოსწავლეებს გადახედა და მზერა ჩემზეც რომ შეაჩერა, ლოყები წამომიხურდა.
- თავს მოვი.კლავ. - დავიჩურჩულე საკუთარ თავზე გულმოსულმა და გვერდიდან ნანიკოს ხითხითი მომესმა. თვითონ რა ედარდებოდა. რამდენიც არ უნდა ეჭამა, მაინც გამხდარი იყო. მე კი ოდნავ ტემპის დაგდება და ორი ზედმეტი ულუფაც კი მალევე მეტყობოდა. უფრო სწორად სესილი გვამჩნევდა ყველას. - შენი ხმა არ გავიგო! - შევუღრინე.
- რაო, სხვებზე მეტად გვიყვარს გოზინაყიო? - ქალმა ხელები თეძოებზე ჩამოიწყო და ცალი წარბი აწია. - ხიზანიშვილი, ახალ წლებზე თოვლის ბაბუის როლი ხომ არ მოგცეს სადმე?
- არა, მასწ. - ხელები ზურგსუკან ერთმანეთს ჩაკიდა ჯგუფელმა ბიჭმა და ცალყბად გაეღიმა. მიხვდა, რა შენიშვნასაც მიიღებდა.
- მაშინ ერთი საპარსი შენთვის იყიდე, ერთი მებონიას უყიდე და ხვალ ეგ წვერი არ დამანახოთ. რაო, გოგოებს მათ გარეშე უფრო დიდები არ ვეჩვენებითო? - თავი გააქნია ქალმა და ამოიოხრა. - ასე გეჩქარებათ გაზრდა?
- არც ისე, მასწ. - უპასუხა ლაშამ და ხიზანიშვილს თვალი ჩაუკრა.
- რადგან ასეა, არც ორმოცაათი ბუქნი დაგეზარებათ. - თვალით ანიშნა ბიჭებს წინ გამოდითო. ორივემ ყურები ჩამოყარეს და ბუტბუტით დაიწყეს ბუქნების გაკეთება. ის იყო, მე და ნანიკომ ერთმანეთში ეშმაკური ღიმილები გავცვალეთ, რომ დარბაზის კარი გაიღო და შიგნით გიორგი შემოიპარა. მის დანახვაზე სუნთქვა შემეკვრა და გული ისე ახმაურდა, შემეშინდა, არავის გაეგო. ზურგს უკან გადაჭდობილი თითები ერთმანეთს მაგრად ჩავაჭირე, რომ ემოციები მომეთოკა. - როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი. - თავისი ადგილისკენ მიმავალი გააჩერა სესილიმ და დასჯილებზე ანიშნა. ბიჭმა უხერხულად მოიქექა კეფა და სანამ ბუქნების გაკეთებას დაიწყებდა, მოგვესალმა. შემდეგ ორი წამით შემომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ღიმილითვე ვუპასუხე და მაშინვე სახის დაყენებას ვეცადე, რომ ბედნიერებას ღრუბლებზე მონავარდე არ დავეტოვებინე. მერე შემთხვევით ნანიკოს სახეს გადავაწყდი, რომელიც თვალებდაწვრილებული მიყურებდა.
- რა... - ჩავიჩურჩულე და ვანიშნე, სესილი დაგვიჭერსთქო.
თითქოს ენერგია შევიძინე. თავს აღარც წონაში მომატებულად ვგრძნობდი და აღარც მოწყენილი ვიყავი. ვივარჯიშეთ, ცეკვები გავიარეთ და რამდენიმე ახალი მოძრაობაც ვისწავლეთ. მარტის ბოლოს გორში კონკურსზე გვიწევდა გასვლა და სესილი ამისთვის გვამზადებდა. ორი საათის მანძილზე მხოლოდ ერთმანეთში მოკითხვა მოვახერხეთ. მასწავლებელი თითქმის არასდროს გვაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედმეტი კალორიები გვქონდა მოსაშორებელი. რეპეტიციის შემდეგ კი, ჩვეულებრივად გავუყევით გზას სახლისკენ. ერთმანეთს ორი კვირის ამბებს ვუყვებოდით ახალი წლის დღეებსა და საჩუქრებზე. გიორგი ამბობდა, რუსები ზედმეტად ხმაურიანები არიან და ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდიო. უკვე გზაჯვარედინთან ვიყავით მისულები და გამომშვიდობებას ვაპირებდი, ჩემი ხელი რომ დაიჭირა და შეკრული მუჭი გამაშლევინა.
- გტკივა? - დახედა ჩემს შეხორცებულ იარას. ნაკერები მოხსნილი მქონდა, მაგრამ ჭრილობას ჯერ ისევ გასდევდა წითელი ზოლი. მისმა მხურვალე ხელის შეხებამ ისე ამაღელვა და დამაბნია, თავი ძლივს შევიკავე, უკან რომ არ დამეხია. ვიგრძენი, როგორ ამეწვა გაყინული ლოყები და გულში ღმერთს ვევედრებოდი, ოღონდაც არ აწითლებულიყვნენ.
- აღარ, - გავუღიმე მის ჩაფიქრებულ სახეს. - ხორცდება და მექავება ხოლმე, მეტი არაფერი.
- მართლა? - ქვემოდან ამომხედა.
- ხო.
- სულ ვფიქრობ ხოლმე, ასე იდიოტურად რანაირად მომივიდა.
- უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა და დამნაშავეც აღარ უნდა გრძნობდეს თავის დანაშაულს.
- შეიძლება. - გაეცინა და წითელ ზოლს ცერა თითი ფრთხილად გადაუსვა. - იმედია გაქრება და არაფერი დარჩება. - მითხრა და ხელი გამიშვა. თითქოს საპნის ბუშტივით გასკდა ის თბილი გარსი, რაც ხელჩაკიდულებს გვეკრა გარშემო.
იმედია დარჩება და არასოდეს გაქრებათქო, გავიფიქრე მაშინ და ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ ეს ხმამაღლა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე საკუთარ თავს გავყიდდი.
- იმედია. - ჩავილაპარაკე და ხელი ჯიბეში ჩავიბრუნე.
- ხო, მართლა, შენთვის რაღაც მაქვს. - ზურგჩანთა მოიძრო და გახსნა. - საჩუქარი ჩამოგიტანე.
- რაა? - თვალები ვჭყიტე და ახლა უარესად ამეწვა ლოყები. - კარგი, რა. მე რომ არაფერი მაქვს შენთვის?
- იმედია მოგეწონება, - ყურადღება არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის. ჩანთიდან პატარა შავი ტომარა ამოიღო და გამომიწოდა. სანამ მის თასმას გავხსნიდი, დაამატა: - როგორც შენ თქვი, უკვე თითქმის ერთი თვეა გიცნობ და სულ კოსით გხედავ. ამბობენ გრძელი თმა აქვსო. ხოდა, ერთხელ გაიშალე და ამით დაიმაგრე. შენს მწვანე თვალებს მოუხდება.
ტომრიდან ულამაზესი ოვალური თმისსამაგრი ამოვაძვრინე, რომელიც თეთრი, მწვანე და ცისფერი დაუმუშავებელი კრისტალებით იყო გაწყობილი. მოქუფრულ დღის შუქზე მომხიბვლელად პრიალებდა და წარმოვიდგინე მზის სინათლეზე როგორი თვალისმომჭრელი იქნებოდა.
- ძალიან ლამაზია, გიორგი. - თვალს ვერ ვწყვეტდი. - ულამაზესია. დიდი მადლობა.
- მიხარია, რომ მოგეწონა. - გაეღიმა კმაყოფილს.
- მაგრამ, მე რომ...
- გეყოფა, კარგი. - თვალები გადაატრიალა, მერე ერთი წამით დაფიქრდა და გაეცინა. - აბა თმა გაიშალე.
- რა? - წარბები ავწიე გაკვირვებულმა და მეც გამეცინა.
- გაიშალე და ეგ იქნება შენი საჩუქარი.
რომ არ გავშტერებულიყავი ცოტაღა მაკლდა. იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებლად უცნაური იყო მისი წინადადება. მერე უცბად მოვიძრე თავიდან რეზინი და რამდენიმე სარჭი. ჩემი თაფლისფერი თმა თითქმის წელამდე ჩამოიშალა.
- ხუმრობ? - თვალები დაქაჩა ბიჭმა და თმაზე თითები ჩამოასრიალა. უზომოდ სასიამოვნო იყო მისი ქცევები და რეაქციები ჩემთვის. შეფერება ვცადე და თავმომწონედ ავაფრიალე ჩემი თმა. გიორგის გაეცინა. - რატომ არ იშლი ხოლმე?
- ვიშლი. მაგრამ შენ მხოლოდ ცეკვის დღეებში მხედავ, მაშინ, როცა კოსა უნდა მეკეთოს.
- ხო, მაგრამ რეპეტიციის შემდეგ?
- ხოო... - გამეცინა. მერე თმის ზედა ნაწილი ავიწიე და ახალი სამაგრით უკან დავიმაგრე. - აბა, როგორია? - შემოვბრუნდი რომ ბიჭს დაენახა.
- ძალიან გიხდება. - მითხრა კმაყოფილმა და ჩანთა ზურგზე მოიგდო. მინდოდა მადლობის ნიშნად ლოყაზე მეკოცნა. მთელი ჩემი სხეული მისკენ მიიწევდა, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა. შინაგანი ხმა ჩამძახოდა, რომ ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი და თავი ხელში ამეყვანა.
უბედნიერესი დავბრუნდი სახლში. მას მერე, რეპეტიციების შემდეგ თმას ხშირად ვიშლიდი და გიორგიც უფრო ხშირად მიღიმოდა ისე, მე რომ გულს მიჩქარებდა. რაც დრო გადიოდა, ჩემს თმას უფრო უახლოვდებოდა, ხან სხვადასხვა ვარცხნილობებს მიკეთებდა, ხან ეთამაშებოდა, ხან ულვაშების გასაკეთებლად იყენებდა. და ეჭვიანი ნანიკოს თვალებიც თანდათან უფრო წვრილდებოდნენ.

მარტი, 2008 წელი
***
გორის კომბინატის კულტურის სახლში აურზაური იყო. ძალიან ციოდა და ქურთუკებში გახვეულები ვცდილობდით თავისუფალი გასახდელი გვეპოვნა, რომ ჩვენი ჯგუფი შევხიზნულიყავით. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ანსამბლების სხვადასხვა ცეკვის ფორმებში გამოწყობილი მოცეკვავეები დერეფნებში გადიოდნენ რეპეტიციებს. ჩვენ კი სესილის მივყვებოდით უკან და აღელვებულები ვათვალიერებდით კონკურენტებს. კონცერტის ბოლოს 2008 წლის გაზაფხულის სამი საუკეთესო ანსამბლი დასახელდებოდა. აჭარული გაგვქონა ისეთი მონახაზითა და სცენარით, რომ სამეულში ეჭვგარეშე ვიქნებოდთ, მაგრამ ბავშვებს ძალიან გვინდოდა გრან-პრი, რომლის მოპოვებითაც პოლონეთის ტურს დავიმსახურებდით.
როგორც იქნა თვისუფალ გასახდელს მივაგენით, მაგრამ ისეთი პატარა იყო, რომ ნაწილ-ნაწილ მოგვიწია გამოცვლა. ბიჭები საერთოდ დერეფნებში განაწილდნენ და გარეთ დაიწყეს ფორმების მორგება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ნანიკოს ქუდი დარჩენოდა სახლში. ვერაფრით ავიცილებდით თავიდან იმას, რომ ეს ამბავი სესილის არ გაეგო, რადგან კულისებში გასვლამდე, ყველას გვავლებდა თვალს. ქალმა ერთხელ ამოიოხრა და ისე დაუბრიალა თვალები, ჯობდა ფეხებში ჯოხი მოერტყა. მე და ნანიკო სოლისტები ვიყავით. საბედნიეროდ ერთად არ გვიწევდა ცეკვა, ამიტომ ორჯერ ჩემგან მოუწევდა ქუდის თხოვება, ერთხელ სხვა გოგონასგან, რადგან სოლოების გადანაწილება სხვანაირად არ გვიწყობდა ხელს.
- დაივიწყეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და რაც გაფიქრებთ. - კულისებში გასვლამდე მოცეკვავეებს თვალი მოგვავლო სესილიმ. - ქამარი, ქუდი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი დავარდება, რა თქმა უნდა, შენ არ გეხება ქაჯაია. - წარბები აუწია ნანიკოს. დამწუხრებულმა გოგომ წითლად შეღებილი ტუჩები დაბრიცა. - გაიღიმეთ, რვები ითვალეთ, მუსიკას უსმინეთ და იცეკვეთ. სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი არაა. მაყურებელი მხოლოდ მაშინ შეიმჩნიეთ, როცა ტაშს დაგიკრავენ. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც პირველად გადის სცენაზე. დავარდნილ ნივთებს, ცეკვის დასრულების შემდეგ მიხედავთ. მთავარია თქვენ არ იყოთ იქ ნივთების ნაცვლად. რა გაცინებს, ბურდული, შენს მოგონებებს შევეხე? - აქა-იქ ვიღაცებმა ჩაიხითხითეს. - ღრმად ჩაისუნთქეთ და ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი სილამაზე!
წინ კიდევ ორი ცეკვა იყო. მე და ნანიკო კულისებისგან ოდნავ მოშორებით ვიდექით. გოგო ჯერ ისევ საკუთარი თავის ლანძღვაში იყო, მე თვალი წამდაუწუმ კარისკენ გამირბოდა, სადაც ბიჭებთან ერთად იდგა გიორგი და რაღაცას ყვებოდა. მოულოდნელად ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა. ისიც აჭაწულის ფორმაში იყო გამოწყობილი.
- გოგოებო გამარჯობათ. ცოტა ხნის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ქუდი დაგრჩენია. - ნანიკოს გაუღიმა მან მორცხვად. - ჩვენ მაინც ბოლო მონაწილეები ვართ, შემიძლია, გათხოვო. - მე და ნანიკომ ერთმანეთს გახარებულებმა გადავხედეთ, შემდეგ გოგონას ქუდი შევათვალიერეთ. განსხვავება მხოლოდ ერთადერთ ფერში იყო, რომელსაც დარწმუნებულები ვიყავით, ვერავინ შეამჩნევდა.
- წამოდი, მასწავლებელს ვაჩვენოთ და თუ უარი არ თქვა... - ხელი ჩაკიდა ჩემმა მეგობარმა გოგოს და სესილისკენ წაიყვანა. ქალმა უარი არ თქვა, ამიტომ ნანიკომ ქუდი მოირგო. ყველანი დავმშვიდდით. გავიგეთ, რომ გოგონას ხატია ერქვა და ცეკვას რომ დავასრულებდით, დარბაზის კართან დაგველოდებოდა. დროებით დაგვემშვიდობა და თავის ჯგუფელებს გაჰყვა.
არასრდოს მისაუბრია ჯგუფელებთან იმ გრძნობაზე, სცენაზე გასვლა, მაყურებლის აპლოდისმენტები და პროჟექტორების ციმციმი რომ იწვევს ერთდროულად. ის არ იყო პირველი და საბენიეროდ არც უკანასკნელი სცენა ჩემთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, საკმარისი იყო ფიცრულზე ფეხი შემედგა და დარბაზისთვის მომევლო თვალი, რომ მაშინვე ფრთებს ვისხამდი. ყველაფერი ქრებოდა გარშემო. ვიყავით მხოლოდ მე, მუსიკა და ჩემიანები, რომლებსაც ამ შეგრძნებებს ვუყოფდი. ცეკვა შეიძლება მხოლოდ ხუთი წუთით გრძელდებოდა, მაგრამ ეს იყო ერთი ცხოვრება, დაბადება, სიყვარული და დამშვიდობება. იმ ბოლო ამოსუნთქვის შემდეგ აღწევდა სცენაზე რეალური სამყარო ტაშით და შეძახილებით და გამოფხიზლებულები გავრბოდით მისკენ, ვინც გვეტყოდა, როგორი იყო ის ხუთ წუთიანი სიცოცხლე.
სესლილი ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ყოფილა. რამდენიმე შენიშვნა მაინც მივიღეთ და როცა დაჯილდოვებისას მეორე ადგილზე გამოგვაცხადეს, მივხვდით, რომ ეს შენიშვნები დამსახურებული იყო. ამის მიუხედავად, ბავშვები მაინც კმაყოფილები ვიყავით, რადგან ძალიან ბევრი ძლიერი ნომერი გამოდიოდა ჩვენს გარდა, რომლებსაც საკმაოდ კარგი კონკურენცია გავუწიეთ.
სესილიმ დიდებს უფლება მოგვცა, რომ სანამ შედარებით პატარა ჯგუფელები გამოიცვლიდნენ ავტობუსში მოგვეცადა, ამიტომ ავიბარგეთ და კიბეზე დავეშვით. გარეთ იმაზე მეტად ციოდა, ვიდრე დილით. ემოციებისა და ხმაურისგან დაღლილს ძილი მერეოდა, ამიტომ ტრანსპორტში ასვლისთანავე ჩემს ადგილას მოვკალათდი. ნანიკოც გვერდით მომიჯდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ შიოდა. იქვე მაღაზიაც შეამჩნია, ჩავიდა და გრძელ რიგში ჩადგა. ის იყო სავარძელზე ფეხები მოვიკეცე, რომ გიორგი ჩამომიჯდა და მისი საქციელით გაკვივებულს გამიღიმა. მერე კალთაში თავისი ჩანთა ჩამიდო, ზედ თავი დადო და კომფორტულად მოთავსდა.
- უკაცრავად? - დავხედე ზემოდან. დაბნეულს ხელები ჯერ ისევ ჰაერში მქონდა, არ ვიცოდი სად წამეღო.
- წუხელ თითქმის არ მძინებია და ძაან დავიღალე. - ამიხსნა.
- ნანიკო ზის აქ.
- ნანიკო კარგი გოგოა.
- გიორგი... - ამოვიოხრე და ფანჯრიდან გავხედე ჩემს მეგობარს, რომელიც ისევ რიგში იდგა. ავტობუსში ჯგუფელები ლაგდებოდნენ და ყურადღებას არავინ გვაქცევდა. ერთი-ორჯერ დაუძახეს გიორგის, მაგრამ ბიჭმა არხეინად გასძახა ვიძინებო.
- შეხედე, როგორი გაყინული გქონია ხელები. - შეიცხადა მან, თითები დამიჭირა, თავის მუჭებში მოიქცია და გულზე დაიწყო. ისეთი აფორიაქებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მეგონა, უკვე მიჩვეული ვიყავი მის სიახლოვეს, მაგრამ საკმარისი იყო შემხებოდა, რომ საშინლად ვიბნეოდი. - ფორმა გიხდებოდა და ლამაზად იცეკვე.
- მადლობა. - გავუღიმე. ლოყები ამეწვა მის კომპლიმენტზე. ჩვენს ხელებს დავხედე და საკუთარ თავს შევუძახე, რომ დავმშვიდებულიყავი და მომენტით ტკბობა მესწავლა. - შენც კარგად ცეკვავ. თან ძალიან კარგად. - ბიჭმა თვალები დახუჭა და წარბები აზიდა. შეიფერა. ორივეს გაგვეცინა. - შენიშვნა მივიღე.
- რაო დედოფალმა? - ამომხედა გიორგიმ. მისი მოგრძო წაბლისფერი თმა ლამპიონის შუქზე ისე პრიალებდა, მომინდა თითები ამებლანდა და მოვფერებოდი.
- წრეზე ერთი ნაბიჯით ჩამორჩიო. არადა, ნემსაძე გარბის და ვერ ვეწევი, ხომ არ ვირბენ.
- ხოდა მაშინ ნემსაძესთან შევათანხმოთ, რომ ნუ დარბის. - თვალი ჩამიკრა მან. მერე ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და ნაიარევს დააკვირდა. - ხო აღარ გტკივა? - მკითხა და ქვემოდან ამომხედა.
- რაღა დროს ამის ტკივილია, გიორგი. - გამეცინა. მან მხრები აიჩეჩა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა. ნანიკო რიგში ვეღარ დავინახე. მერე ტრანსპორტის წინა რიგებს გავხედე და შევამჩნიე, რომ წინ იყო გოგოებთან. უხერხულად შევიშმუშნე. ნანიკოსთან მერიდებოდა, მაგრამ არც გიორგის წასვლა მინდოდა. მერე ჩემი მეგობრის მზერას წავაწყდი, რომელმაც თვალები დამიელმა და ენა გამომიყო. გავუცინე. ამოვიოხრე და ბიჭს დავხედე, რომელსაც თვალები დაეხუჭა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ ეძინა. ახლოდან შევათვალიერე მისი ლამაზი ნაკვთები და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მოვფერებოდი.
მთელი გზა ასე ვიმგზავრეთ. მოკეცილი ფეხები დამიბუჟდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ავდგებოდი და გიორგის გავაღვიძებდი. სამაგიეროდ, ხელებიც გამითბა და სხეულიც. აღარ მციოდა და თან, ისიც ძალიან ახლოს იყო ჩემთან. თბილისში შესვლისთანავე წამოდგა, დაგვემშვიდობა და დიღომში ჩავიდა, რადგან ნათესავთან აპირებდა დარჩენას. ის იყო ჩემს გვრდით ადგილი გათავისუფლდა, რომ ნანიკო ჩამოჯდა და მომაშტერდა.
- ერთმანეთი მოგწონთ? - მკითხა თვალებგაფართოებულმა. სუნთქვა შემეკვრა.
- რა-ა? ხო არ გაგიჟდი, საიდან მოიტანე? - გავუცინე, რომ ჩემი დაბნეულობა დამეფარა.
- მარი! შენ მე ბრმა ხო არ გგონივარ ან დებილი?
- ნანიკო, არა მეთქი!
- აბა შენ მოგწონს? - არ დაეცა მუხლებზე.
- არა! - უფრო მეტად შევიცხადე და იმედი მქონდა, დამაჯერებელი ვიყავი.
- ხო იცი, თუ რამეს მიმალავ რა გემუქრება?
- არ გიმალავ ნანი... მეგობრები ვართ უბრალოდ. რა გჭირს?
- მე მეკითხებიან, შეყვარებულები არიანო?
- ვინ გეკითხება? - გული ისე ამიჩქარდა, მეგონა ცუდად გავხდებოდი.
- რა მნიშვნელობა აქვს. შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდეთ, არც ეს ეჭვი გაჩნდებოდა.
- ხოდა არ ვართ. ყველას გეჩვენებათ.
- ხო არ დამიმალავ რამე რომ იყოს? - ტუჩი ამოაბრუნა საწყლად.
- არა, რა თქმა უნდა. - გამეცინა და მოვეხვიე.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მასთან. ასე მეგონა, ჩემი ცხოვრების ნახევარს ვუმალავდი. ასე მეგონა, ჩემზე თითქმის არაფერი იცოდა. მაგრამ ვერაფრით ვამჟღავნებდი მასთან გიორგის მიმართ გრძნობებს. ძალიან არ მინდოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელებულიყო. იმედი მქონდა, ერთხელაც გავბედავდი და ყველაფერს ვეტყოდი.“



პ.ს. სალამით ჩემო ვანილებო <3 ცხელ გულზე მივიღე გადაწყვეტილება და პირველი ნაბიჯი გადმოვდგი თქვენსკენ.
მომენატრეთ <3
უნდა გითხრათ, რომ ამ ისტორიაში ძალიან სენტიმენტალური ვარ. ზედმეტადაც კი. და შესაძლოა ბანალურიც. თუმცა, იმდენი წელია ეს იდეა ჩემს თავში ტრიალებს, ისეთი ძვირფასია ის სფერო, რომლის დაწერაც წლებია მინდოდა, რომ თვალს ვხუჭავ ყველაფერზე.
იმედია ისიამოვნებთ <3

ისტორა ჯერ ისევ იწერება, ამიტომ ვერ დაგპირდებით, რომ ყოველ დღე დავდებ, რადგან არ მინდა ავჩქარდე... თუმცა, არც ძალიან გალოდინებთ. ფეისბუქმა ყველა ჩემი პროფილი დაბლოკა და მინდა იცოდეთ, რომ თუ ვინმეს არ გიპასუხეთ, უყურადღებოდ არ დამიტოვებიხართ. <3

ველი თქვენს შეფასებებს <3



№1 აქტიური მკითხველი ablabudaa

შენი ნიკის დანახვა უკვე ძალიან ძალიან მაგარი ამბავია, აი ისტორია ისეატია უკვე რომჩამოთრია და რო დავითვლო საათებს ახალი თავის დადებამდე. ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი izabella

აი,თუ მჯეროდეს, რომ მართლა შენ ხარ scream❤️

 


№3 სტუმარი Nino Varduashvili

ჯერ ფოტო შევამჩნიე, შემდეგ სათაური და რომ გავხსენი და ვნახე თქვენი სახელი, სიხარულისგან ცოტაც და შევკივლებდი :დდ

მართალია ჯერ პირველი თავი იყო, მაგრამ სანამ კითხვას მოვრჩი, მეგონა რომ მთლიან ისტორიას ვკითხულობდი და არ მინდოდა დასრულებულიყო.

გორში, კონცერტამდე მარიამის ემოციები, რომ გასვლისთანავე მხოლოდ ის, მუსიკა და მისიანები რჩებიან, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა, რადგან მეც მრავალჯერ განმიცდია ეს ემოციები, ეს ფრთების გაშლა და თავისუფლება, როცა სცენაზე ვარ❤️

იმდენად ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ მთელი ეს ემოციები ნაცნობია ჩემთვის, მზად ვარ მთელი კვირაც ველოდო ახალ თავს ????

ერთი სული მაქვს როდის დაადგება საშველი მარიამს <3 გიორგის პერსონაჟი კი - საინტერესო და ამავდროულად ცოტა ამოუცნობია ჯერჯერობით ჩემთვის, რაც ძალიან მომწონს.

ცეკვის წლები, მართლაც რომ, მნიშვნელოვანი და ძვირფასია... ახლა რომ ვფიქრობ, არც კი წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე :დ

მინდა კიდევ დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ შემდეგი თავები ჯერ კიდევ წინაა :დდდ

წარმატებებს გისურვებთ და სვეტიცხოვლობას გილოცავთ❤️

 


№4  offline წევრი NA NO

ვანილიკო რა კარგი ხარ????????????უკვე შემიყვარდა პერსონაჟები და ყოველი წერტილ-მძიმე ამ სენტიმენტალური სიტკბოების ???????? სოფიოს გამოჩენის ამბები მაინტერესებს ძალიან. ან გიორგიმ ამდენი წელი როგორ ვერ შეატყო ეს ელეთ-მელეთები ამ გოგოს????

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ablabudaa
შენი ნიკის დანახვა უკვე ძალიან ძალიან მაგარი ამბავია, აი ისტორია ისეატია უკვე რომჩამოთრია და რო დავითვლო საათებს ახალი თავის დადებამდე. ❤️❤️❤️

მიხარია, რომ პირველივე თავმა მიიქცია ყურადღება და იმედია ბოლომდე ასეთი ინტერესი დარჩება...დიდი დიდი მადლობა <3

izabella
აი,თუ მჯეროდეს, რომ მართლა შენ ხარ scream❤️

გიდასტურებ, მე ვარ :დდდ <3

Nino Varduashvili
ჯერ ფოტო შევამჩნიე, შემდეგ სათაური და რომ გავხსენი და ვნახე თქვენი სახელი, სიხარულისგან ცოტაც და შევკივლებდი :დდ

მართალია ჯერ პირველი თავი იყო, მაგრამ სანამ კითხვას მოვრჩი, მეგონა რომ მთლიან ისტორიას ვკითხულობდი და არ მინდოდა დასრულებულიყო.

გორში, კონცერტამდე მარიამის ემოციები, რომ გასვლისთანავე მხოლოდ ის, მუსიკა და მისიანები რჩებიან, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა, რადგან მეც მრავალჯერ განმიცდია ეს ემოციები, ეს ფრთების გაშლა და თავისუფლება, როცა სცენაზე ვარ❤️

იმდენად ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ მთელი ეს ემოციები ნაცნობია ჩემთვის, მზად ვარ მთელი კვირაც ველოდო ახალ თავს ????

ერთი სული მაქვს როდის დაადგება საშველი მარიამს <3 გიორგის პერსონაჟი კი - საინტერესო და ამავდროულად ცოტა ამოუცნობია ჯერჯერობით ჩემთვის, რაც ძალიან მომწონს.

ცეკვის წლები, მართლაც რომ, მნიშვნელოვანი და ძვირფასია... ახლა რომ ვფიქრობ, არც კი წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე :დ

მინდა კიდევ დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ შემდეგი თავები ჯერ კიდევ წინაა :დდდ

წარმატებებს გისურვებთ და სვეტიცხოვლობას გილოცავთ❤️

ნინიკო, პირველ რიგში თქვენობით აღარ მომმართო, კარგი? <3 თორემ ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. :დ

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ მარის ემოციებს იზიარებ. ცეკვა საერთო სხვა სამყაროა ჩემთვისაც და პერსონაჟებისთვისაც და ამას მომავალში უფრო დაინახავ.
იმედია მხოლოდ იმის მოლოდინში არ იქნები, მარიამს "საშველი როდის დაადგება" თორემ შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს, რადგან ძალიან დიდხანს ეს არ მოხდება. ზემოთ ამიტომაც ვახსენე სენტიმენტალურობა, რომ მთელი ისტორია ცეკვასა და მარიამის ცალმხრივ სიყვარულზეა აგებული.
მიხარია შენი ცეკვისადმი ასეთი დამოკიდებულება და მიხარია შენნაირი მკითხველი...
უღღმესი მადლობა და მეც გილოცავ სვეტიცხოვლობას <3

NA NO
ვანილიკო რა კარგი ხარ????????????უკვე შემიყვარდა პერსონაჟები და ყოველი წერტილ-მძიმე ამ სენტიმენტალური სიტკბოების ???????? სოფიოს გამოჩენის ამბები მაინტერესებს ძალიან. ან გიორგიმ ამდენი წელი როგორ ვერ შეატყო ეს ელეთ-მელეთები ამ გოგოს????

ნანო, ძალიან მიხარია ჩემმა გოგო-ბიჭებმა რომ მოახერხეს ასე უცბად შენთვის თავის შეყვარება :დდ <3 ყველაფრს ვნახავთ მალე... იმასაც, თუ რატო ვერ ამჩნევდა გიორგი მარის ვერაფერს. ან რა იყო და როგორ იყო <3 მადლობა, რომ შემომიერთდი <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Annabelle

მოკლედ ეხლა რა ხდება, ვზივარ სამსახურში ჩემთვის მოზღენილი და რატომღაც საიტზე შემორბენა გადავწყივტე და... დაა... მარიამო მიყურებს თავისი ახალი შედევრით, საუკუნეები რომ მაინტრიგებდა იმ შედევრით <3333333333333333 და რა გული მომითმენდა - მივიხედე-მოვიხედე კომპიტერის ეკრანი გულში ჩავიხუტე და "გავქრი" სამუშაო მაგიდიდან. ვანილო, შენ ის მწერალი ხარ ვინც რო რამე სამსახურის დაკარგვადაც ღირს ;დდდდდდდდ მოკლედ ვკითხულობ ტექსტს და სულ სხვა მარიამს ვხედავ, სულ სხვა ემოციებით, სულ სხვა ფერებით და სულ სხვა განცდებით. კითხვის პროცესში ღიმილი არ მომშერებია წაშტერებული სიფათიდან, ჰოდა ჩემო ვანილო მოდი ასე გეტყვი - მე ის ვანილი ვიპოვე ამ ნაწარმოებში, რომელიც მირაში მინდოდა "ნაკაწრებიდან" არ. იქნებ ასეთი მარიამი რომ ყოფილიყო ამ გოგოში ცოტათი მაინც შემეყვარებინა ეს გოგო, მაგრამ ბურთი და მოედანი კალეს დარჩა;დდდდ ნუ მოკლედ რისი თქმა მინდა მითხარი ჩემი სტილი არააო, ასეო ისეო კაროჩე იბჟუტურე რა. ჰოდა მინდა ემოციებით გატენილმა გითხრა, რომ ეს შენი ნაწარმოები რომელსაც წლები გულში ინახავდი ჩემი ფავორიტი ხდება შენს შემოქმედებაში! სხვანაირი არ ხარ მარიამო, ზუსტად ისეთი ხარ როგორიც გულის სიღრმეში სხვების თვალს მოშორებული - გრძნობს, მკითხველი გრძნობს ავტორს თითოეულ წინადადებაში და მგონი თავიდან შემიყვარდი მარიამო <333333333 სახლამდე მისვლა და კომენტარის მერე გაკეთება ვეღარ მოვითმინე (ჩემი ნიკით ვერ შემოვედი ბლინ -_- )ზუსტად ახლა უნდა მეთქვა რომ რაღაც ძალიან მაგარი წამოიწყე, ჩამითრია გამთიშა და გვერდითაც ისე დამიგროვდა ტონა ფაილები გასაკეთებელი შენც არ მომიკვდე ერთი ელიკოს კატამ გააქანა კუდი და მერე მე ეს ჩერჩეტი თავი ;დდდდდდ <3
ახლა ნაწარმოებს რაც შეეხება - ეს შენი ქიმია ხომ ყველა მამრს დასდევს უიმე. რატომ მაქვს ალერგია სახელ გიორგიზე ვერ გეტყვი, მაგრამ ტიპი იმდენად რაღაცნაირია თავის გარსსში ხვევს სახელსაც და მის გარშემო ყველაფერს რასაც შეეხება ან მიეკარება. გიორგი განსხვავდება შენი სხვა ბიჭი პერსონაჟებისგან - ძალიან განსხვავდება, თითოეულ მის ნაკვთში, მიმოხრაში თუ მარიამის მისდამი დამოკიდებულებაში იკვეთება. ჰოდა შერლოკა მეს გაუჩნდა ერთი ფრიად საყურადღებო კითხვა - გიორგი... პერსონაჟია? ;დდდდ სხვა ლოგიკური დასვნა ვერ გამომაქვს უბრალოდ. მე შენი სტილის ბიჭები ისე მაქვს გაზეპირებული ღამით რომ გამაღვიძო შეუცდომლად ჩამოგირაკრაკებ მახასიათებლებს, მაგრამ გიორგის სხვა აურა დაჰკრავს და ა? ;დდდდდდ (გიყურებ ახლა მარიამის დაქალის ნანიკოს თვალებით და მე უფრო წვრილი მაქვს რომ იცოდე ;დდდდდდდდ) მარიამი მიყვარს. პირველი პერსონაჟი გოგოა შენი ნაწარმოებებიდან (მთავარი) რომელიც მიყვარს, რაღაცნაირია გიორგის მსგავსად. რაღაც ისეთი აურა დაჰკრავს ჩვენს დიალოგში მილიარდჯერ რომ შემიმჩნევია შენთვის და ალბათ ამიტომ მიყვარს <333333333 კიდევ რატომ მიყვარს? მარიამმა გამახსენა ჩემი ბავშვობის 7 განვლილი წელი, როცა ანსამბლში ვცეკვავდი. გამახსენა როგორი გრძნობაა საკუთარ სხეულთან და სულთან მუშაობა ცეკვისას, რა გრძნობაა როცა სცენაზე გადიხარ აღფრთოვანების და ნერვიულობის სპაზმები ერთთდროულად რომ გახრჩობენ და გგონია ვეღარ სუნთქავ <3 მარიამო, მადლობა შენ რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი 7 წელი შენთან შემახსენე, შენს ნაწარმოებებში და ასე იდეალურად, ასე შეუცდომლად, ასე სასწაულად, შენებურად და მხოლოდ ისე შენ რომ შეგიძლია <3333333333333333333333333 ვანილო, შეიძლება ეს შენი სულის ნაწილი იყო აქამდე, მაგრამ ახლა ჩემიცაა, სულს შეეხე და იმიტომ. თან ისე შეეხე რომ საშინლად მესიამოვნა <333333333333333333 ვგიჟდები შენზე მარიამო და კიდევ იმდენი რამის დაწერა და თქმა მინდა, დეტალებზე ხაზის გასმა რაც თვალში და გულზე მომხვდა. ის მცირე დეტალების რომელიც სამახსოვრო შენებური შარმული ეფექტებით გაქვთ მობნეული ნაწარმოებში, მაგრამ რომ ჩამოგიწერო ერთი რომ მე ახალ წიგნს დაგიწერ და მეორე, მართლა გამაპანღურებენ სამსახურიდან კაი ერთი საათი თავხედურად რომ მოვიპარე ;დდდდდდ <3 <3 <3 ვგიჟდები შენზე პატარავ და მოუთმენლად და მაინც მოთმინებით გელოდები <33333333333333333333 ჩემი... ჩემი ვანილის ყვავილი ხარ შენ. ამაგულა ქვისგულა ბავშვი -_- იჯექი და იკითხე ახლა პოემა. ;დდდდდდდდდ <3 დიდი სიყვარულით შენი პაზლების ქურდი <33333333333333333333333333333333333333333

 


№7  offline წევრი Maia G.

მარიამ იცი როგორ გელოდი?? გამახარე,ამაღელვე,მჭირდებოდი და მჭირდებოდა ეს ისტორია❤მადლობა შენ და დაველოდები შემდეგ თავებს❤❤❤
მარიამს და გიორგის❤❤❤❤❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი Annabelle
მოკლედ ეხლა რა ხდება, ვზივარ სამსახურში ჩემთვის მოზღენილი და რატომღაც საიტზე შემორბენა გადავწყივტე და... დაა... მარიამო მიყურებს თავისი ახალი შედევრით, საუკუნეები რომ მაინტრიგებდა იმ შედევრით <3333333333333333 და რა გული მომითმენდა - მივიხედე-მოვიხედე კომპიტერის ეკრანი გულში ჩავიხუტე და "გავქრი" სამუშაო მაგიდიდან. ვანილო, შენ ის მწერალი ხარ ვინც რო რამე სამსახურის დაკარგვადაც ღირს ;დდდდდდდდ მოკლედ ვკითხულობ ტექსტს და სულ სხვა მარიამს ვხედავ, სულ სხვა ემოციებით, სულ სხვა ფერებით და სულ სხვა განცდებით. კითხვის პროცესში ღიმილი არ მომშერებია წაშტერებული სიფათიდან, ჰოდა ჩემო ვანილო მოდი ასე გეტყვი - მე ის ვანილი ვიპოვე ამ ნაწარმოებში, რომელიც მირაში მინდოდა "ნაკაწრებიდან" არ. იქნებ ასეთი მარიამი რომ ყოფილიყო ამ გოგოში ცოტათი მაინც შემეყვარებინა ეს გოგო, მაგრამ ბურთი და მოედანი კალეს დარჩა;დდდდ ნუ მოკლედ რისი თქმა მინდა მითხარი ჩემი სტილი არააო, ასეო ისეო კაროჩე იბჟუტურე რა. ჰოდა მინდა ემოციებით გატენილმა გითხრა, რომ ეს შენი ნაწარმოები რომელსაც წლები გულში ინახავდი ჩემი ფავორიტი ხდება შენს შემოქმედებაში! სხვანაირი არ ხარ მარიამო, ზუსტად ისეთი ხარ როგორიც გულის სიღრმეში სხვების თვალს მოშორებული - გრძნობს, მკითხველი გრძნობს ავტორს თითოეულ წინადადებაში და მგონი თავიდან შემიყვარდი მარიამო <333333333 სახლამდე მისვლა და კომენტარის მერე გაკეთება ვეღარ მოვითმინე (ჩემი ნიკით ვერ შემოვედი ბლინ -_- )ზუსტად ახლა უნდა მეთქვა რომ რაღაც ძალიან მაგარი წამოიწყე, ჩამითრია გამთიშა და გვერდითაც ისე დამიგროვდა ტონა ფაილები გასაკეთებელი შენც არ მომიკვდე ერთი ელიკოს კატამ გააქანა კუდი და მერე მე ეს ჩერჩეტი თავი ;დდდდდდ <3
ახლა ნაწარმოებს რაც შეეხება - ეს შენი ქიმია ხომ ყველა მამრს დასდევს უიმე. რატომ მაქვს ალერგია სახელ გიორგიზე ვერ გეტყვი, მაგრამ ტიპი იმდენად რაღაცნაირია თავის გარსსში ხვევს სახელსაც და მის გარშემო ყველაფერს რასაც შეეხება ან მიეკარება. გიორგი განსხვავდება შენი სხვა ბიჭი პერსონაჟებისგან - ძალიან განსხვავდება, თითოეულ მის ნაკვთში, მიმოხრაში თუ მარიამის მისდამი დამოკიდებულებაში იკვეთება. ჰოდა შერლოკა მეს გაუჩნდა ერთი ფრიად საყურადღებო კითხვა - გიორგი... პერსონაჟია? ;დდდდ სხვა ლოგიკური დასვნა ვერ გამომაქვს უბრალოდ. მე შენი სტილის ბიჭები ისე მაქვს გაზეპირებული ღამით რომ გამაღვიძო შეუცდომლად ჩამოგირაკრაკებ მახასიათებლებს, მაგრამ გიორგის სხვა აურა დაჰკრავს და ა? ;დდდდდდ (გიყურებ ახლა მარიამის დაქალის ნანიკოს თვალებით და მე უფრო წვრილი მაქვს რომ იცოდე ;დდდდდდდდ) მარიამი მიყვარს. პირველი პერსონაჟი გოგოა შენი ნაწარმოებებიდან (მთავარი) რომელიც მიყვარს, რაღაცნაირია გიორგის მსგავსად. რაღაც ისეთი აურა დაჰკრავს ჩვენს დიალოგში მილიარდჯერ რომ შემიმჩნევია შენთვის და ალბათ ამიტომ მიყვარს <333333333 კიდევ რატომ მიყვარს? მარიამმა გამახსენა ჩემი ბავშვობის 7 განვლილი წელი, როცა ანსამბლში ვცეკვავდი. გამახსენა როგორი გრძნობაა საკუთარ სხეულთან და სულთან მუშაობა ცეკვისას, რა გრძნობაა როცა სცენაზე გადიხარ აღფრთოვანების და ნერვიულობის სპაზმები ერთთდროულად რომ გახრჩობენ და გგონია ვეღარ სუნთქავ <3 მარიამო, მადლობა შენ რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი 7 წელი შენთან შემახსენე, შენს ნაწარმოებებში და ასე იდეალურად, ასე შეუცდომლად, ასე სასწაულად, შენებურად და მხოლოდ ისე შენ რომ შეგიძლია <3333333333333333333333333 ვანილო, შეიძლება ეს შენი სულის ნაწილი იყო აქამდე, მაგრამ ახლა ჩემიცაა, სულს შეეხე და იმიტომ. თან ისე შეეხე რომ საშინლად მესიამოვნა <333333333333333333 ვგიჟდები შენზე მარიამო და კიდევ იმდენი რამის დაწერა და თქმა მინდა, დეტალებზე ხაზის გასმა რაც თვალში და გულზე მომხვდა. ის მცირე დეტალების რომელიც სამახსოვრო შენებური შარმული ეფექტებით გაქვთ მობნეული ნაწარმოებში, მაგრამ რომ ჩამოგიწერო ერთი რომ მე ახალ წიგნს დაგიწერ და მეორე, მართლა გამაპანღურებენ სამსახურიდან კაი ერთი საათი თავხედურად რომ მოვიპარე ;დდდდდდ <3 <3 <3 ვგიჟდები შენზე პატარავ და მოუთმენლად და მაინც მოთმინებით გელოდები <33333333333333333333 ჩემი... ჩემი ვანილის ყვავილი ხარ შენ. ამაგულა ქვისგულა ბავშვი -_- იჯექი და იკითხე ახლა პოემა. ;დდდდდდდდდ <3 დიდი სიყვარულით შენი პაზლების ქურდი <33333333333333333333333333333333333333333

შე ცუდო გოგო, ვერ წარმოიდგენ რა მიქენი ((
მიხარია შენი ჩაკირკიტება და იმის გამოცნობა, რის ახსნასაც არ ვაპირებ. ამ ისტორიაში ყველაფერი ჩანს. ის ჩანს, როგორი ვიყავი ადრე და ალბათ ამიტომაა ეს ამბავი სენტიმენტალურიც.
მირა ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორც გამოვიდა. არ მქონია გეგმაში, რომ ეგ გოგო ვინმეს შეეყვარებინა :დდ და რა თქმა უნდა კალეს უნდა დარჩენოდა ბურთიც და მოედანი :დდ აქ მხოლოდ ბურთი და მოედანი. მოთამაშეები ვერ ბედავენ ვერც დარტყმას და ვერც ბურთის აღებას.
მიხარია ასე რომ შეხედე მარისაც და გიორგისაც <333 ჯერ კიდევ წინა ყველაფერი შენთვისაც და ამათთვისაც.
ჩემი გოგოები მეუბნებიან, რომ მარი მე მგავს, არადა საერთოდ სხვა ადამიანია. წლების უკან, როცა დავიწყე ამის წერა, მაშინ ნამდვილად მე ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ.
შერლოკა ანაბელს კიდევ ვეტყვი, რომ ტყუილად არ დაწვრილებია თვალები. :დდდ გიორგი პერსონაჟიცაა და რეალური ადამიანიც :დდდ შენ ვინ რას გამოგაპარებს :დდდ მაგრამ წარსულია ეგ მხოლოდ და მეტი არაფერი. დაბლოკილი რომ არ ვიყო ფბზე, მოგიყვებოდი და გაჩვენებდი კიდეც :დდდ
აი ძალიან მიხარია ეს ჩემი ორი ბავშვი ასე ახლოს რომ მიიღე გულთან და შვიდი წელიო, ცეკვაზე დავდიოდიო, ამან საერთოდ თვალები დამაჭყეტინა. :დდ მეც შვიდი წელი ვიარე გოგონი :დდდდ ზემოთ მართლა არსებობს ალბათ რაღაც და ვინმემ გაგვაგებინოს :დდდდდ

პ.ს. კომენტარი რო გავხსენი და მთელი რეფერატი დამხვდა, ნიკის ნახვამდე მივხვდი, რომ შენ იყავი და ბედნიერად გავიკრიჭე. <3333 მადლობა გულის აჩქარებისთვის და სამსახურიდან ერთი საათით ჩემ გამო გაქრობისთვის <33

Mai dire mai
მარიამ იცი როგორ გელოდი?? გამახარე,ამაღელვე,მჭირდებოდი და მჭირდებოდა ეს ისტორია❤მადლობა შენ და დაველოდები შემდეგ თავებს❤❤❤
მარიამს და გიორგის❤❤❤❤❤

უღრმესი მადლობა ჩემო გოგო <3 იმედია ზუსტად ისე წაგადგება მარიამის და გიორგის ამბავი, როგორც შენს გულს სურს <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აჰა, ვინ თქვა სასწაულები აღარ ხდებაო?!
heart_eyes heart_eyes heart_eyes
ასე არ ჯობია?! შემოსვლა მეზარებოდა უკვე..
ახლა ხშირი სტუმარიკო ვიქნები heart_eyes
უჰ, რა ბურთხუცელა რამე იყო heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი მანანა

მარიამ ასეთი კარგი რამ, კარგა ხანია არ წამიკითხავს, თითოოროლას გარდა (ყოველ შემთვევაში მას შემდეგ, რაც ეს საიტი ძალიან კარგმა ავტორებმა დატოვეს)- წარმატებებს გისურვებ და გელოდები, ,,პაზლების ქურდი,, კი მახალისებს პოლონური დღიურებით. უკვე კარგა ხანია ნახევარ საუკუნეს გადავცდი, მაგრამ კითხვა, როგორც ადრე მიტაცებდა , ეხლაც ასეა(მიუხედავ იმისა ,რომ საკმაოდ დაკავებული ვარ). მიხარიხართ და გელოდებით.

 


№11  offline წევრი ჟოზე

მარიამ ♡ როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ♥︎
აუცილებლად წავიკითხავ,მხოლოდ ერთიანად როცა დასრულდება ))

როგორც ყოველთვის. ))

♡♡♡

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლაზარე 13
აჰა, ვინ თქვა სასწაულები აღარ ხდებაო?!
heart_eyes heart_eyes heart_eyes
ასე არ ჯობია?! შემოსვლა მეზარებოდა უკვე..
ახლა ხშირი სტუმარიკო ვიქნები heart_eyes
უჰ, რა ბურთხუცელა რამე იყო heart_eyes

ბუთხუცელა :დდდ
მადლობა, რომ წაიკითხე, მით უმეტეს,არ მგონია შენი სტილის ისტორია იყოს :დდ ^^

სტუმარი მანანა
მარიამ ასეთი კარგი რამ, კარგა ხანია არ წამიკითხავს, თითოოროლას გარდა (ყოველ შემთვევაში მას შემდეგ, რაც ეს საიტი ძალიან კარგმა ავტორებმა დატოვეს)- წარმატებებს გისურვებ და გელოდები, ,,პაზლების ქურდი,, კი მახალისებს პოლონური დღიურებით. უკვე კარგა ხანია ნახევარ საუკუნეს გადავცდი, მაგრამ კითხვა, როგორც ადრე მიტაცებდა , ეხლაც ასეა(მიუხედავ იმისა ,რომ საკმაოდ დაკავებული ვარ). მიხარიხართ და გელოდებით.

უღრმესი მადლობა <3
და საიტზე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. აქ ყველა თანატოლია... მთავარია თავს კარგად გრძნობთ აქაურობის წყალობით, დანარჩენი სულ ერთია <3 მიხარია, რომ აზრი დამიტოვეთ <3

ჟოზე
მარიამ ♡ როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ♥︎
აუცილებლად წავიკითხავ,მხოლოდ ერთიანად როცა დასრულდება ))

როგორც ყოველთვის. ))

♡♡♡

როგორც გაგიხარდება ჩემო კარგო
სიამოვნებით დაველოდები შენს აზრს <3

 


№13  offline მოდერი chica sol

იმხელა კომენტარი წამეშალა, ლამის თავი მოვიკლა...
ცოტა მოკლედ ვიტყვი ახლა...
ჯერ ვიჯუჯღუნე, რატომ დადე თქო დაუსრულებელი ისტორია და დაგპირდი, რომ არ გაპატიებდი, ბოლო თავებზე რომ მალოდინო.
მაგრამ...
ყოველთვის არის ხოლმე ის მაგრამ, რაც უძლურს მხდის შენთან.
კიდევ გავბრაზდი იმაზე, რომ ბანალურს უწედებ შენს ნაწერს. მე კი სულ ჩაგჩიჩინებ, რაც არ უნდა ბანალური და ჩვეულებრივი, ათასჯერ გადაღეჭილი თემა აარჩიო, შენ ყოველთვის აქცევ მას არაჩვეულებრივად და არაბანალურად. იმიტომ კი არა, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ და მინდა გასიამოვნო ამ სიტყვებით, იმიტომ, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, შენ აკეთებ ამას და მინდა ისე დააფასო, როგორც ჩვენ, შენი მკითხველი ვაკეთებთ ამას. ნეტა ჩემი თვალით შეგახედა ერთი, ნახავდი რამდენად კარგი ხარ <3
რაც შეეხება ისტორიასა და თემას. სიტყვა "ცეკვაც" კი სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის, კითხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა. პერსონაჟებზე ცოტა თავს შევიკავებ. ზუსტად ვიცი როდიდან მოდიან ეს პერსონაჟები. ვიცი რამდენს ნიშნავენ ისინი შენთვის, ვიცი ვინ ვინაა შენთვის, ვინ ვის ჰგავს და ვინ როგორი წარმოგიდგენია. ისიც ვიცი მე რომელი ვარ და მგონია, რომ ვარ, სხვანაირად ვერ იქნებოდა, მასში ჩემი თავი რომ არ მეპოვა :დ
ისე ახლა დავფიქრდი და მგონი ჩვენ არც კი ვიცნობდით ერთმანეთს, ამ ისტორიის ნაწყვეტები რომ გქონდა დაწერილი, ხომ? შევშფოთდი, ამდენ ხანს როგორ იტევდი ამას?
კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია ამ ისტორიაზე, პერსონაჟებზეც, მსვლელობაზეც, წარსულსა და აწმყოზეც, იმიტომ რომ სრული 9თავის ჩათვლით მაქვს წაკითხული, ამიტომ ბევრი რომ არ წამომცდეს, მირჩევნია ხოლმე მოვკეტო, ზედმეტ სპოილერებს ავარიდო თავი და თავის გატეხვას კიდევ :დ
ჰომ, კიდევ... კი გაგილანძღე პერსონაჟი იმდღეს და დიდი ტკივილიც მივაყენე ფეხებშუა ამორტყმით, მაგრამ ხომ იცი ის ჩემი ცრემლების გამო დაიმსახურა და კიდევ ჩემი ამხელა ემოციების არევით. დავლაგდი ახლა და თავს შევიკავებ, აღარ ვიცეკვებ დაჩოქილის ირგვლივ, აღარც საყურეს გავიკეთებ მისი ნეკა თითებისგან და აღარაფერს ვიზამ რასაც ვიმუქრებოდი :დ
მაპატიე.
უყვარხარ შენს ემოციურს <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

chica sol
იმხელა კომენტარი წამეშალა, ლამის თავი მოვიკლა...
ცოტა მოკლედ ვიტყვი ახლა...
ჯერ ვიჯუჯღუნე, რატომ დადე თქო დაუსრულებელი ისტორია და დაგპირდი, რომ არ გაპატიებდი, ბოლო თავებზე რომ მალოდინო.
მაგრამ...
ყოველთვის არის ხოლმე ის მაგრამ, რაც უძლურს მხდის შენთან.
კიდევ გავბრაზდი იმაზე, რომ ბანალურს უწედებ შენს ნაწერს. მე კი სულ ჩაგჩიჩინებ, რაც არ უნდა ბანალური და ჩვეულებრივი, ათასჯერ გადაღეჭილი თემა აარჩიო, შენ ყოველთვის აქცევ მას არაჩვეულებრივად და არაბანალურად. იმიტომ კი არა, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ და მინდა გასიამოვნო ამ სიტყვებით, იმიტომ, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, შენ აკეთებ ამას და მინდა ისე დააფასო, როგორც ჩვენ, შენი მკითხველი ვაკეთებთ ამას. ნეტა ჩემი თვალით შეგახედა ერთი, ნახავდი რამდენად კარგი ხარ <3
რაც შეეხება ისტორიასა და თემას. სიტყვა "ცეკვაც" კი სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის, კითხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა. პერსონაჟებზე ცოტა თავს შევიკავებ. ზუსტად ვიცი როდიდან მოდიან ეს პერსონაჟები. ვიცი რამდენს ნიშნავენ ისინი შენთვის, ვიცი ვინ ვინაა შენთვის, ვინ ვის ჰგავს და ვინ როგორი წარმოგიდგენია. ისიც ვიცი მე რომელი ვარ და მგონია, რომ ვარ, სხვანაირად ვერ იქნებოდა, მასში ჩემი თავი რომ არ მეპოვა :დ
ისე ახლა დავფიქრდი და მგონი ჩვენ არც კი ვიცნობდით ერთმანეთს, ამ ისტორიის ნაწყვეტები რომ გქონდა დაწერილი, ხომ? შევშფოთდი, ამდენ ხანს როგორ იტევდი ამას?
კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია ამ ისტორიაზე, პერსონაჟებზეც, მსვლელობაზეც, წარსულსა და აწმყოზეც, იმიტომ რომ სრული 9თავის ჩათვლით მაქვს წაკითხული, ამიტომ ბევრი რომ არ წამომცდეს, მირჩევნია ხოლმე მოვკეტო, ზედმეტ სპოილერებს ავარიდო თავი და თავის გატეხვას კიდევ :დ
ჰომ, კიდევ... კი გაგილანძღე პერსონაჟი იმდღეს და დიდი ტკივილიც მივაყენე ფეხებშუა ამორტყმით, მაგრამ ხომ იცი ის ჩემი ცრემლების გამო დაიმსახურა და კიდევ ჩემი ამხელა ემოციების არევით. დავლაგდი ახლა და თავს შევიკავებ, აღარ ვიცეკვებ დაჩოქილის ირგვლივ, აღარც საყურეს გავიკეთებ მისი ნეკა თითებისგან და აღარაფერს ვიზამ რასაც ვიმუქრებოდი :დ
მაპატიე.
უყვარხარ შენს ემოციურს <3

ქალბატონო, ემოციური კომენტარი იყო. ვიცი რასაც და როგორც ფიქრობ ჩემზე და ჩემს ნაწერებზე და მადლობელი ვარ ამის გამო. არ ვაკნინებ ამ ისტორიას იმით, რომ ბანალურს ვუწოდებ. ვერც ვიზამ ამას და უკვე თქვი რატომაც. და კი, მართალი ხარ, თქვენ ჯერ არ გიცნობდით ნაბიჯების ნაწყვეტები როცა დავწერე, მაგრამ მაშინ არც ნანიკო მყავდა იდეაში, ასე რომ შეგიძლია კმაყოფილმა აათამაშო წარბები :დდდ
მიპატიებია პერსონაჟების სახელის შელახვა, ამათაც შვებით ამოისუნთქეს.
მადლობა ეს ყველაფერი რომ წამაკითხე და გამახარე... ძალიან ძალიან მიყვარხარ მეც <3333

 


№15 სტუმარი wero

სააოცარი ისტორიაა.მოხარული ვიქნები თუ შემდეგ თავს მალე დადებ. მადლობა შენ ასეთი კარგი ისტორისთვის!

 


№16  offline წევრი ვიპნი

ძალიან,ძალიან კარგი იყო,ისეთი ემოციური და თან შინაურული თითქოს მის ტყავში ძვრებოდი და ყველა ემოციას მასთან ერთად განიცდიდი,წარმატებები ჩემო კარგო ❣️❣️

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

wero
სააოცარი ისტორიაა.მოხარული ვიქნები თუ შემდეგ თავს მალე დადებ. მადლობა შენ ასეთი კარგი ისტორისთვის!

მადლობა, რომ აზრი დამიტოვე ჩემო კარგო <3
დღეს დავდებ ^^

ვიპნი
ძალიან,ძალიან კარგი იყო,ისეთი ემოციური და თან შინაურული თითქოს მის ტყავში ძვრებოდი და ყველა ემოციას მასთან ერთად განიცდიდი,წარმატებები ჩემო კარგო ❣️❣️

მიხარია შენი აქ დანახვა <3 და ასე ახლოს თუ მოვიდა შენთან, ეგ უფრო <3 იმედია ასეც ვაგრძელდება ^^

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

რა კარგია.გამიხარდა შენი ახალი ისტორიით დაბრუნება ველი შემდეგს მიუთმენლად

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
რა კარგია.გამიხარდა შენი ახალი ისტორიით დაბრუნება ველი შემდეგს მიუთმენლად

შეგიძლია უკვე დატკბე მეორე თავით <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს თქვენი პირველი ისტორიაა,რასაც ვკითხულობ და უკვე ზუსტად ვიცი რომ სხვა დანარჩენებსაც წავიკითხავ,სასიამოვნო,ემოციუიური,თბილი და გამართული ენით დაწერილი,წარმატებები მომავალში

 


№21  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ნინა
ეს თქვენი პირველი ისტორიაა,რასაც ვკითხულობ და უკვე ზუსტად ვიცი რომ სხვა დანარჩენებსაც წავიკითხავ,სასიამოვნო,ემოციუიური,თბილი და გამართული ენით დაწერილი,წარმატებები მომავალში


ძალიან მიხარია ჩემო კარგო. იმედია ნაბიჯებითაც ისიამოვნებ და სხვებითაც ❤️❤️ მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent