შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 2 თავი


15-10-2020, 17:43
ავტორი lullaby
ნანახია 804

23 ივნისი, 2019 წელი
***
დისკომფორტი მაღვიძებს. თურმე პულტზე მეძინა და გვერდზე მისი კლავიატურა მატყვია. ვიწევი და ფეხებთან მიმოფანტულ ფურცლებს რომ ვხედავ, ახლაღა მახსენდება, რა გავაკეთე. მერე ისიც მახსენდება, რომ ჩემს საძინებელში გიორგის სძინავს. კი, აქედანაც ჩანს, რომ ჯერ ისევ სძინავს. ფურცლებს, რომლებზეც ჩემი წარსულის წერა დავიწყე, თავს ვუყრი და საგულდაგულოდ ვინახავ. რეპეტიცია თერთმეტზე იწყება. ჯერ რვა საათია. წყალს ვივლებ და ყავას ვიკეთებ.
ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ახლა, როცა ვიაზრებ, რომ ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩემს გონებაში აღარაა, რატომღაც შვებას ვგრძნობ. მართალია, ეს საიდუმლო დიდი ხანია უკვე მხოლოდ მე არ მეკუთვნის, მაგრამ მასზე საუბარი აკრძალული თემაა. ვამბობ, რომ შევეჩვიე დუმილს და ჩემს მდგომარეობას, მაგრამ საკუთარ თავს როგორ მოვატყუო? ამაზე საუბარი მიჭირს. იმ ერთადერთთანაც კი, რომელმაც იცის, რას ვუკეთებს ჩემს თავს. მიჭირს ჩემს გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი. ხოდა ახლა, ფურცლებს საუკეთესო გამოსავლად ვთვლი. ისინი მხოლოდ მომისმენენ. არც თვალები აქვთ და არც პირი, რომ მათგან საყვედურს ველოდო. ხოდა ზუსტად ეს მჭირდება მეც.
საძინებელში შევდივარ და ზემოდან დავყურებ ჩემს საწოლზე სასაცილოდ გართხმულს. ლოყაზე ბელიშისგან ნაოჭი გასჩენია და თვალებზე მაჯა აქვს აფარებული. მეცინება, ტანსაცმელს ვიღებ და გამოვდივარ. პირველი შემთხვევა არაა, რომ ჩემთან ასეთს ვტოვებ. თავს მიხედავს.


***
სტუდიაში ავდივარ. გზად ჩვენი დამლაგებელი მხვდება და მეკითხება „ზბორები“ კიდევ რამდენი ხნით გაგიგრძელდებათო. ჩვენს წუწუნა ნელის ერთი სული აქვს, როდის გავა შვებულებაში. ვეუბნები ორი კვირაც მოიცადე და თავისუფალი იქნებითქო, მაგრამ დიდად გახარებული მაინც არ ჩანს. ალბათ ამიტომაცაა დარბაზში ფანჯრები დაკეტილი. იმედია, მომავალ წელს მაინც შევძლებ კონდიციონერის გაკეთებას. ფეხზე ვიცვლი და ფანჯრებს ვაღებ. შემდეგ სარკის წინ ვდგები და რამდენიმე მოძრაობას ერთმანეთს ვახდენი. გოგონების ხორუმის გაკეთება არც ისეთი იოლი საქმეა.
მალე ბავშვებიც იწყებენ მოსვლას. სანამ მოწესრიგდებოდნენ, ინტერნეტბანკში შევდივარ და სტუდიის ქირის ფულს ვიხდი. შემდეგ ვხედავ, კართან ჩამომჯდარ ბიჭებს, მობილურს ვდებ და მათკენ მივდივარ. ისე არიან ლაპარაკში გართულები, რომ ვერც კი მამჩნევენ.
- აბა, რა ხდება აქ? - თავზე ვადგები თუ არა, მაშინვე ფეხზე დგებიან. - ენას ვახურებთ, თუ სხეულს?
- ცოტ-ცოტა ორივეს მასწ. - იკრიჭება ხუჭუჭა ბერიანიძე.
- და შენი აზრით ცეკვისას სხეული უფრო გჭირდება თუ ენა? - ვეკითხები. ბიჭი ოხრავს და მეგობრებს დამარცხებული უღიმის. - ესე იგი გავერკვიეთ? - თავს მიქნევს. - მაშინ ხვალ პირგაპარსული მოდი, რომ ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ისე, შენიშვნა არ მიიღო. - მხარზე ხელს ვურტყამ. - ბავშვებო, დაუჩქარეთ! - თვალს ვავლებ დარბაზს და მოლოდინში მობილური მირეკავს. სესილია. რატომღაც გული უცნაურად მიჩქარდება. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ქალი არ მინახავს. მოკითხვის შემდეგ მთხოვს, რომ საღამოს მასთან მივიდე სტუდიაში. ვთანხმდები და დროებით ვემშვიდობები.
- გამარჯობა მარიამ. - მესმის ზურგიდან ნაცნობი ხმა და ვბრუნდები. სოფია, გიორგის შეყვარებული. მიღიმის, თუმცა მაინც ეტყობა, რომ არც ისე კარგ ხასიათზეა. მერე მიახლოვდება და ლოყაზე მკოცნის. - როგორ ხარ?
- კარგად, სოფი. შენ როგორ ხარ? - მეც ვუღიმი, მაგრამ მაინც დისკომფორტს ვგრძნობ. უკვე წლებია ასეა.
- არამიშავს, მადლობა. გიორგი აქ არის? მობილური გამორთული ჰქონდა და ვიფიქრე რეპეტიციაზე იქნებათქო.
- არა დღეს არ მოვიდა. გუშინ დავითთან ზედმეტი მოუვიდა. ჩემთან დარჩა. შეგიძლია გაიარო, იქ იქნება ისევ.
- აჰ, გასაგებია. კარგი, მაშინ გავუვლი. - სოფი თავიდანვე ძალიან მომწონდა თავისი პიროვნებით და სილამაზით. ერთ-ერთი საუკეთესო მექართულე იყო, ვინც კი ოდესმე მენახა. ხშირად ვაკვირდებოდი, რომ მისი მანერები მესწავლა, თუმცა ვერაფრით დავიმსახურე, რომელიმე კონცერტზე ქართული მეცეკვა. სოფიმ იცოდა, რამდენად ახლო მეგობრები ვიყავით მე და გიორგი და მის მიმართ კეთილგანწყობა გაორმაგდა, როცა ეს ფაქტი საკმაოდ ცივილურად მიიღო. არასდროს შემიმჩნევია ეჭვიანობა. ან კარგად მალავდა ბიჭის გამო, ან მართლაც არასდროს ეჭვიანობდა. მე? ჩემზე უკვე არც ღირს არაფრის თქმა.
გოგომ უკან დაიხია, ალბათ წასვლას აპირებდა, მაგრამ შეყოვნდა.
- ხო მართლა, მარ, ზეგ ჩემთან გელოდები. იმედია არაფერი გაქვს დაგეგმილი.
- ზეგ რა... უი შენი დაბადების დღეა, ხო? კი, მოვალ, აბა რას ვიზამ. - ვუღიმი გოგოს. - შენ რა გადაწყვიტე? ქობულეთში წამოხვალ?
- არ ვიცი. იქამდე კიდევ დიდი დროა. მოვიფიქრებ.
გოგო მემშვიდობება და მიდის. სესილიზე არაფერს მეუბნება. უცნაურია. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ბავშვებს ვაკვირები.
- პირველი ხაზი გაასწორეთ! ნუნუკა, მხრები! ვხურდებით და შემდეგ აფხაზურს გავდივართ!

***
რეპეტიციიდან გამოსულს, გიორგი მირეკავს და მეუბნება, რომ ახლა გავიდა ჩემგან. სოფიზე არაფერს ვეკითხები. ვიცი, თუ რამე ექნება სათქმელი, უკითხავად მეტყვის.
სანამ სესილისთან მივიდოდე, დედასთან მივდივარ სახლში. ხუთი წელია მაიკომ შინ გახსნა ატელიე და საწარმოში აღარ მუშაობს. მამა მძღოლი აღარაა, მაგრამ თავისი პატარა ოფისი აქვს, სადაც მთელ დღეს ატარებს. ბინა, რომელშიც ახლა მე ვცხოვობ, ადრე გაგირავებული გვქონდა მანამ, სანამ გივიმ არ მაჩუქა. დიდი ხანია იქ გადავედი, მაგრამ მაიკოსთან და მამასთანაც ხშირად მოვდივარ ხოლმე.
დედას ხორუმის ქუდები დაუმთავრებია და მეუბნება, რომ ოსურის ქამრებსაც დამიქარგავს, თუ მივუტან. ჩემს ყოჩაღს კოცნით ვიკლებ, მშობლებთან ერთად ყავას ვსვამ და სესილისთან მივდივარ.
შევდივარ თუ არა დერეფანში, გონებაში მაშნვე ის ყველაზე ტკბილი და მტკივნეული დღის მოგონება ჩნდება. სანამ კიბეზე ავდიოდე, თითქოს საიდანღაც ჩამესმის ხმლის დავარდნის ხმა. ეს სურნელი და დერეფნების სიგრილე ნოსტალგიურ ღიმილს მგვრის. შორიდან ჩამესმის დოლის ხმა. ოხ, სესილი, ვერასოდეს შეელევი დოლ-გარმონს.
ხუთი წლის უკან გულზე ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ ანსამბლ „დაირას“ მისი შვილი ქეთევანი ხელმძღვანელობს, თუმცა ისიც ვიცი, რომ სესილი ხშირად დადის რეპეტიციებზე და ახალი ცეკვების ძირითად მონახაზებს ის ქმნის. შესაძლოა, უკვე ძალიან მოხუცია, იმისთვის, რომ ასეთ შრომატევად საქმეს ეჭიდებოდეს და შესაძლოა, მის სტუდიაში ჯერ არ დგას მუსიკალური ცენტრი, მაგრამ მისი ანსამბლი „დაირა“ ისეთი თანამედროვეა, რომ ხშირად მშურს ხოლმე, როცა მის ცეკვებს ვადევნებ თვალს. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის მოსწავლედ ვითვლები.
დარბაზის კარს ფრთხილად ვაღებ და ბავშვების ყურადღებას ვიპყრობ. ქეთევანი შორიდან მესალმება და ზურგით მჯდომ სესილის ეუბნება, რომ მოვედი. ქალი დგება და ჩემს დანახვაზე თბილად იღიმის. კი, ოპერაციის შემდეგ ასაკი განსაკუთრებით დაეტყო, მაგრამ მისი მზერა, მოწესრიგებულობა და დისციპლინა ვერაფერმა შეცვალა. ახლა ხელ-ჯოხი უკავია, თუმცა მაინც წელში გამართული მიახლოვდება და მეხვევა.
- ოხ, როგორ იცით კატებმა ლომების დავიწყება. - თავს აქნევს ის და დარბაზიდან გამოვყავარ. თავისი კაბინეტისკენ მივუყვებით გზას.
- კარგით რას, მასწ. ისედაც ძალიან მრცხვენია. ხომ იცით, რომ თქვენი დავიწყება შეუძლებელია? - ვუღიმი ქალს.
- რა თქმა უნდა, ისიც იცით, როგორ დაიძვრინოთ თავი მსგავსი შენიშვნებისგან. - თითს მიქნევს. მეცინება.
- მომიყევით, როგორ ხართ? ჯანმრთელობა ხომ არ გაწუხებთ?
- ახლა მხოლოდ ის მაწუხებს, შევძლებ თუ არა ჩემი ძველი სიამაყეების შეკრებას. რას ფიქრობ, რამდენი გაშლის ხელს?
- რამდენსაც თქვენ მოისურვებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენებიდან არ მგონია ვინმემ უარი თქვას.
- ძალიან კარგი. - ეღიმება ქალს. მერე მიყვება, როგორ გადაწყვიტა უფროსმა დელეგაციამ მისთვის იუბილეს მოწყობა. ვინ იყვნენ, რას გეგმავენ, როდის და ასე შემდეგ. ცოტა არ იყო მიკვირს, რომ ახლა მასთან მხოლოდ მე ვარ. ნანიკომ ხომ მითხრა, რომ ქალს ჩვენი შეკრება უნდოდა. მაშინ სად არიან სხვები? - არ ვიცი, ასე გვიან რატომ დავფიქრდი ამაზე, ჩემო გოგო, მაგრამ ძველი შეცდომა მინდა, რომ გამოვასწორო. - მეუბნება სესილი და წყლიანი მწვანე თვალებით დაფიქრებული მიყურებს.
- თქვენ? შეცდომა? - გაოგნებული ვარ. - რას ამბობთ, მასწ. თქვენგან იმდენი რამ ვისწავლე, რომელ შეცდომაზეა ლაპარაკი.
- შენ შეიძლება რაღაცები დაგავიწყდეს, მაგრამ მე ყველაფერი მახსოვს. - სათვალეს იხსნის და ისე იღიმის, თითქოს იმ მოგონებას უყურებს, რომელიც ახლა გაახსენდაო. - მე რომ არ ავჩქარებულიყავი და შენთან ცოტა მეტი მემუშავა, ასე არ გატკენდი მაშინ გულს. - ვხვდები, რაზე ამბობს და გული ისე მიჩქარდება, თითქოს იმ დროსა და იმ მომენტში ვიყო. - მერე გაკვირდებოდი და დავინახე, რომ ზუსტად ისეთ მოცეკვავედ ჩამოყალიბდი, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყავი და ძალიან ვინანე მაშინდელი ჩემი არჩევანი.
- მასწ, კარგით, რა. ვიცი, რაზეც ამბობთ, მაგრამ რაც იყო - იყო. თქვენ თუ არა, აბა სხვამ ვინ იცოდა, რა იქნებოდა სწორი.
- არა, მაშინ სწორი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ შეცომის გამოსწორება ხომ შემიძლია?
- რა თქმა უნდა, ეგ ყველას შეუძლია.
- ხოდა, მაშინ რას იტყვი, იცეკვებ ჩემთვის ქართულს იუბილეზე?
პირი მიშრება. ვერ ვიჯერებ, რომ სესილისგან ეს სიტყვები მესმის. ვცდილობ გაოგნება არ შევიმჩნიო, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებ. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს, მაგრამ არ ვიცი რომელი, ან საერთოდ უნდა ვიკითხო თუ არა.
- მაგრამ... მასწ, სოფი? მეგონა...
- უბრალოდ მითხარი, იცეკვებ თუ არა.
- კი. მაგრამ...
- ანუ თანახმა ხარ.
- არ მინდა, რამე გაუგებრობა...
- სოფიმ იცის. ნუ ნერვიულობ. - მეუბნება და კიდევ უფრო მაკვირვებს. ვერაფერს ვხვდები.
- და ვისთან ერთად... - მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ.
- რა სისულელეს მეკითხები მარი. რა თქმა უნდა, გიორგისთან ერთად. - ეღიმება ქალს.


***
გაბრუებული გამოვდივარ სტუდიიდან და ცოტა ხნით კიბეზე ვჯდები. როცა პირველად დავინახე გიორგი მექართულეს ამპლუაში, მაშინ გამიჩნდა ოცნება, რომ ოდესმე მისი პარტნიორი ვყოფილიყავი სცენაზე ამ ცეკვაში. რამდენმა წელმა გაიარა მას შემდეგ, რამდენმა კონცერტმა, რამდენმა წვეულებამ... რამდენი ცეკვა გვიცეკვია ერთად, მაგრამ არასდროს ქართული. არასდროს ის, რაზეც ასე ვოცნებობდი. და ახლა? ახლა, როცა ყველაფერი თითქოს ცხოვრების რუტინას მიჰყვება, ახლა, როცა თითქოს მდორედ მიედინება მის მიმართ გრძნობები ჩემში. ამან ყველაფერი ისევ უნდა აამღვრიოს?
მობილურს ვიღებ და ნანიკოს ვთხოვ ჩემთან სახლში მოსვლას. რომ არ დაველაპარაკო, შეიძლება გავგიჟდე.
- შოკი! - თვალებს ჭყეტს გოგო, როცა ყველაფრის მოყოლას ვასრულებ. - ანუ, სოფიმ იცის, რომ სესილის იუბილეზე ქართულს შენ იცეკვებ.
- არ ვიცი, სოფიმ რა იცის. - მხრებს ვიჩეჩავ და აივნიდან ჩამავალ მზეს ვავლებ თვალს. - სესილიმ ხომ არ იცოდა დავთანხმდებოდი თუ არა.
- უარს ვერ ეტყოდი. - ტუჩებს იბზუებს გოგო. - თანაც, მისი გადასაწყვეტია თავის იუბილეზე ვინ რას იცეკვებს. მარი, მორჩი ამ უაზრობებზე ნერვიულობას, გთხოვ.
- უბრალოდ არ მინდა ამან რამე დაძაბულობა გამოიწვიოს, ხო ხვდები?
- რა დაძაბულობა? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? რაიმე კონკურსი ხომ არაა? ეს უბრალოდ ცეკვაა ჩვენი მასწავლებლისთვის, რომელიც მან თავად დაგეგმა. მით უმეტეს, სოფისთან უკვე შეთანხმებული აქვს. შენ ანიჭებ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
- შეიძლება. - ვოხრავ. - გიორგის გუშინ მთვრალს წამოსცდა, სოფის არ ენდომება ქართულის ცეკვაო.
- ხო-ო? ხოდა, მით უმეტეს. - წარბებს ზემოთ სწევს ის და ცოტა ხნით ფიქრობს. - მგონი, რაღაც ისე ვერაა მაგათ შორის.
- მეც ასე მომეჩვენა, მაგრამ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
ნანიკო თვალებს ატრიალებს და ყავის ფინჯანს მაგიდაზე დებს.
- მგონი წელს „ზბორები“ არ გვექნება. - ამბობს ის. - და სიმართლე გითხრა, ძალიანაც მიხარია. არსად გამგზავრება არ მინდა. რაჭაში მინდა წასვლა.
მე და ნანიკო სახელმწიფო ნაციონალურ ანსამბლში მიგვიღეს პროფესიონალ მოცეკვავეებად მას მერე, რაც კოლეჯი დავამთავრეთ. იქ მოხვედრა მანამდეც რამდენჯერმე ვცადეთ ქასთინგების მეშვეობით, თუმცა მანამ არაფერი გამოგვივიდა, სანამ ხელში დიპლომები არ დავიკავეთ. უკვე ოთხი წელია იქ ვცეკვავთ. ანაზღაურებით დიდად ვერ ვიტრაბახებთ, თუმცა ძალიან კარგი გარემოცვა, დიდი გამოცდილება და საკმაოდ ბევრი „პაეზდკა“ სრულიად საკმარისია ჩვენთვის.
- ხო, კარგი იქნება, მართლა. წელს ძალიან დავიღალე. მოდი პარასკევს ვკითხოთ ხელაძეს ამაზე. - ჩვენს ხელმძღვანელზე ვეუბნები ნანიკოს და ისიც თავს მიქნევს.
- ხო, რაღაცნაირად დატვირთული წელი იყო.
- ეგ მე მკითხე გოგონი. - მეცინება და ის ოთხი ოსურის ქამარი მახსენდება, სკამის საზურგეზე გადაკიდებულები მოქარგვას რომ ელოდებიან. კვირაში სამი დღე ჩემი და გიორგის ანსამბლის რეპეტიციები, ორი კი - ჩემი სამსახური. კი, ვცეკვავ, მაგრამ საერთოდ არ ვარ მოცლილი.
მეგობარს მალევე ვაცილებ, მუსიკას ვრთავ და ორ ქამარსაც ვამთავრებ. შემდეგ უჯრიდან ფურცლებს ვიღებ და ღიმილით დავყურებ. ჩემი პატარა საიდუმლო რატომღაც მაბედნიერებს. ის-ისაა ისევ აივანზე გავდივარ საწერად, რომ მობილური მირეკავს. გიორგია.
- რას შვები? - მეკითხება.
- არაფერს, აივანზე ვარ. შენ?
- ახლა მივედი სახლში. დღეს სესილისთან ვიყავი და იცი რა მითხრა?
- ვიცი. - ვამბობ და პასუხის მოლოდინში გული გამალებით მიწყებს ძგერას. რამდენიმე წამით სიჩუმეა.
- დავფიქრდი და... ისე რანაირად მოხდა, რომ მე და შენ ქართული არასდროს გვიცეკვია? - მეკითხება გიორგი.
- არ ვიცი. - ჰაერს ხარბად ვისუნთქავ შვებისგან და მეცინება. - თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მოგიწევს.
- ეგრეა. არ დავუშვებ შენს გვერდით ახალბედასავით ვაპარტყუნო ფეხები.
- შენი ჩოხა მოგერგება?
- ბოდიში? - იცხადებს ბიჭი.
- დაგცინე. - ვეუბნები და მის ტონზე ვკისკისებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ცეკვას თავი დაანება, მაინც იდეალურ ფორმაშია.
- შენ კი არ გგავარ, თვეში სამჯერ რომ იმატებ და იკლებ.
- ბოდიში? - გაოგნებული ვწევ წარბებს.
- დაგცინე. - ხითხითებს ის. - რეპეტიციამ როგორ ჩაიარა?
- კარგად.
ცოტა ხნით ისევ ჩუმადაა. მისი ნაბიჯების ხმა მესმის. ალბათ კიბეზე ადის თავის სახლში.
- მარიამ.
- ხო.
- მგონი ცოტა უცნაური იქნება ჩვენი ქართული, არა?
- ვისთვის იქნება უცნაური?
- ჩვენთვის. - ამბობს გიორგი. ემოციებისგან ეკალი მაყრის და ღიმილს ვერ ვიკავებ.
- შეიძლება, მაგრამ უცნაურობაც კარგია. - ვამბობ დაუფიქრებლად, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საკუთარი თავისთვის, არ ვნანობ.
- შეიძლება. - ამბობს ისიც და ხმაზე ვამჩნევ, რომ ეღიმება. - კარგი, ხვალ და ზეგ თავისუფალი ხარ ხომ?
- ხო.
- კარგი. ახლა წავიდეთ და ძალები აღვიდგინოთ.
- შენ განსაკუთრებით. - მეცინება. - მიდი გიო, ძილინებისა.
- ძილინებისა, მარიამ.



ფურცლები
აპრილი, 2008 წელი
***
“კლასელები სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სკოლის შემდეგ მაკდონალდსში აპირებდნენ წასვლას. გიორგიმ კი ცეკვიდან რამდენიმე ჯგუფელი ფილმის სანახავად დაგვპატიჟა თავისთან. როგორც თქვა, მამიდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იქნებოდა. ერთი სულით ველოდი, როდის წამოვიდოდი კლასელებისგან. ვიცოდი, რომ ძალიან კარგ საღამოს გავატარებდით. წამოსვლამდე ნანიკო ტუალეტში შევიდა. მე კი გარეთ ვიცდიდი ოთო, ჩემი პარალელური კლასელი რომ მომიახლოვდა ქურთუკში ხელებჩაწყობილი.
- უკვე მიდიხარ? - მკითხა ბიჭმა. დაბნეული ჩანდა იმის კვალობაზე, თუ როგორი თავზეხელაღებული იყო სკოლაში და სულ პრობლემები ჰქონდა მასწავლებლებთან თავისი ენის გამო. თუმცა, ძალიან სასაცილო ბიჭი იყო და მთელ სკოლას ართობდა.
- ხო, სხვა გეგმებიც გვაქვს მე და ნანიკოს. - ჩანთა შევისწორე და შუშის კარს მიღმა ვეცადე გოგოს დანახვას.
- აა ეგეც მოდის?
- ხო. რამე მოხდა? - გამეცინა მის უკმაყოფილო სახეზე. ჩემი მეგობარი თავისი შემტევი ხასიათის და მწარე ენის გამო გულზე დიდად არავის ეხატებოდა.
- არაფერი, ვიფიქრე, გაგაცილებდი სახლამდე. - ორი წამით შემომხედა და მერე თავის ფეხსაცმელს დაუწყო თვალიერება.
ცუდად მენიშნა მისი ნათქვამი. ტუჩები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს, რომ რამე არასწორად არ მეთქვა.
- მადლობა ჯენტლმენობისთვის, ოთო. - მხარზე მსუბუქად დავარტყი ხელი ბიჭს და გავუცინე. მაგრამ ისე იყო აურა დაძაბული ჩვენს შორის, რომ მაინც ავღელდი. - სახლში არ მივდივართ, მეგობართან ვაპირებთ წასვლას.
- ხოო, გასაგებია. იქნებ სხვა დროს? - შემომხედა. არა, არა, არა! ვყვიროდი გულში. ვხვდებოდი, საითაც მიჰყავდა საუბარი და რას აპირებდა მომავალში. რა უნდა მეთქვა?
- ვნახოთ, შეიძლება. - უხერხულად გავუღიმე და ნანიკოც გამოვიდა.
- ბარამიძე, შიგნით შეეთრიე, ტვინი მოგეყინება. კიდე ეგ გინდა? - თავში უთავაზა გოგომ და კისკისით ჩამათრია კიბეზე. ოთოს სახეზე შევატყე, რომ ჩემს მეგობარს მალე ალბათ ჩამოახრჩობდა. გამეცინა და შვებისგან ამოვიოხრე. - რა ჯანდაბა უნდოდა, სიყვარულს ხო არ გიხსნიდა? - მკითხა მეტროსკენ წასულმა.
- სახლამდე გაგაცილებდიო. - საწყლად გავხედე მას. ნანიკომ თვალები ჭყიტა და ერთი წამით ადგილზე გაიყინა.
- რაო-ო? ოთიკოს შეხედეთ? ეგ თავისით ვერ მიხვდება, რომ შენთან შანსები არ აქვს და რამენაირად უნდა შევაპაროთ.
- ენა დაიმოკლე, თვითონ მივხედავ. - გამეცინა.
- შემთხვევით, ხომ არ გესიამოვნა...
- ნანიკო! - თვალები დავუბრიალე და ესკალატორზე დავეშვით.


***
გიორგის მამიდას ლამაზი სახლი ჰქონდა კედლებზე ნახატებითა და სარკეებით. ტყავის სავარძლებით, მარმარილოს მაგიდით, ძვირფასი ხალიჩებით და ბიბლიოთეკით. გრძელი ორმაგი ფარდებითა და ბდღვრიალა ჭაღებით. როგორც აღმოჩნდა, გიორგიმ მოგვატყუა, ჩემსა და ნანიკოს შემდეგ ლაშა მოვიდა და ყველა აქ ვყოფილვართო დაიძახა. გიორგიმ ეშმაკურად გაიღიმა.
- აკი რამდენიმე ჯგუფელს ვეტყვიო? - ჰკითხა ნანიკომ.
- წამოდი შენ სამზარეულოდან გამომატანინე რაღაცები. - უპასუხა ბიჭმა და ოთახიდან გაქრა. ჩემი მეგობარი თვალებდაწვრილებული გაჰყვა. გამიხარდა. ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. რაც უფრო ცოტანი ვიქნებოდით, გარემო უფრო საჩემო იქნებოდა. როგორც ჩანდა, გიორგისაც ასე ერჩივნა.
სახლის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთი, უზარმაზარეკრანიანი ტელევიზორი იყო, რომელშიც ფილმი „ნაბიჯით წინ“ უნდა გვენახა.
- დღეს ვის რა აჩუქეთ? - ბიჭებს ჰკითხა ჩემმა მეგობარმა და თასიდან მუჭით მზესუმზირა ამოიღო.
- ეგ კი არა, - გამოგვხედა ლაშამ. - გახსოვს, გორში გოგომ ქუდი რო გათხოვა?
- მერე? - წარბები აზიდა ნანიკომ.
- რომელი ანსამბლიდან იყო ან რა ერქვა, იცი?
- ეეე ლაშაა! - თვალები ვჭყიტე ბიჭის გაბრწყინებული სახე რომ შევამჩნიე, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა და თან დივიდის ტელევიზორზე აერთებდა. - მოგეწონა?
- აუ, ხო. - გაეცინა ბოლოს და გიორგის ნასროლი პატარა ბალიში დაიჭირა. - ვეღარსად დავინახე, თორე...
- ხატია ერქვა და გორიდან იყო. მოიცა ანსამბლს რა ერქვა?.. - ჩაფიქრდა ნანიკო.
- მგონი „მერანი.“ - გამახსენდა მე.
- ბიჭო, იქვე ვერ თქვი? მოვივლიდით კომბინატს, ვიპოვიდით, გაიცნობდი და რავი... - უთხრა გიორგიმ და დისკი დივიდიში ჩადო. მერე კი ერთი სავარძელი მეორესთან მიაცურა და ჩაჯდა. მუხლზე ისე მოისვა ხელი, მომეჩვენა, რომ სტკიოდა. თითოში ორი ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამიტომ, ერთში მე და ნანიკო მოვთავსით.
- რავი, გადარბენაზე ვიყავით. აი, ივნისში თუ წავედით ისევ, მერე ვნახოთ. - გვერდით მიუჯდა ლაშა გიორგის.
- ეგ კი არა, დღეს ქალბატონს ლამის სიყვარული აუხსნეს. - თქვა ნანიკომ ფხუკუნით და გავიგე, როგორ შემოჰკრეს სადღაც გონგს. ვეცადე არ შემემჩნია, რომ საშინლად არ მინდოდა, ეს თემა აქ წამოჭრილიყო და მეც ვცადე ხუმრობის ტონს აყოლა.
- ვის, შეენ? - შემომხედა ჩემს გვერდით მჯდომმა გიორგიმ და ფილმის ჩასართველად აწეული პულტი ისევ ქვემოთ ჩამოსწია.
- ხუმრობს, არ უსმინო. - გავუცინე და თავი გავიქნიე. ბიჭმა ჯერ ნანიკოს გახედა, მერე ისევ მე შემომხედა.
- ხოო ვხუმრობ აბა! კიდევ კარგი გამოვედი, თორემ დნებოდა ოთიკო შენს მუხლებთან. - გოგო მაგიდაზე ჭიქას გადასწვდა და წვენი მოსვა.
- ო-ოჰ, გეყოფა, ნანი, რა სისულელეებს ამბობ! - იდაყვი გვერდში ვუთავაზე. - მკითხა ასე მალე რატო მივდიოდი სახლში.
- და რომ სახლამდე სიამოვნებით მიგაცილებდა. - მაინც მომიღო ბოლო ჩემმა მეგობარმა.
- ნებიერიძე, რა იყო, რატო გაწითლდი? - გამომხედა ლაშამ სიცილით.
- ახლა ორივეს ტვინს გაგიხვრეტთ! - გაბრაზებულს მაინც გამეცინა.
- მე კიდევ ვფიქრობ, რომ ვალენტინობას და დღევანდელ დღეს ყველას ჰგონია, რომ ერთმანეთი უყვარს. - თქვა გიორგიმ და ცალყბად გამიღიმა.
- მეც ეგრე მგონია. - დავეთანხმე. მერე გაეცინა, ფილმი ჩართო და შეკრული მუშტი გამომიწოდა. მეც მუშტი დავახვედრე და ყურადღება ტელევიზორზე გადავიტანეთ.
მაგრამ ხშირად მეფანტებოდა გონება. ოთოზე ვფიქრობდი, ალბათ მოვწონდი. ნეტავ რას იზამდა შემდეგში? გიორგისკენაც გამირბოდა თვალი. არ მინდოდა, რომ ეს გაეგო, არ ვიცოდი, რატომ. მაშინებდა ეს ამბავი ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ისიც გრძნობდა ჩემს მიმართ რამეს. ყოველ შემთხვევაში, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ოთოს აქტიურობის გამო, შეიძლებოდა მისით დავინტერესებულიყავი. და, მიუხეავად იმისა, რომ ბოლოს მხარი ამიბა, მისი პირველი რეაქცია მაინც მაფიქრებდა.
- მარ. - მომესმა მისი ჩურჩული გვერდიდან და დავინახე ხელს რომ იწვიდა ჩემსკენ. გამიკვირდა, მაგრამ მუჭი გავშალე. გიორგიმ ხელისგულზე გარჩეული მზესუმზირა დამიყარა და როცა გახარებულმა და გაოცებულმა შევხედე, თვალი ჩამიკრა და ფილმის ყურება გააგრძელა.
იმ დღიდან ვცდილობდი, ოთოს თვალში არ მოვხვედროდი. ვფიქრობდი, რაც უბრო იშვიათად დამინახავდა, უფრო მალე დავავიწყდებოდი. ანდაც იგრძნობდა, რომ მისგან თავს შორს ვიჭერდი. მაგრამ ვცდებოდი. არ მაწუხებდა, თუმცა ღიმილზე ვატყობდი, რომ რუსთაველზე ჩვენი დაწყებული საუბრის გაგრძელება უნდოდა. ერთხელაც, უკვე სკოლიდან გამოსულს დამეწია. მითხრა, მაინც შენკენ მოვდივარ და ერთად გავუყვეთ გზასო. ისე გამოვიდა, რომ მაინც სახლამდე მიმაცილა. ცოტა დაძაბული ვიყავი, თუმცა ისეთზე არაფერზე გვისაუბრია, რაც უხერხულობას შექმნიდა. ძირითადად სკოლის ამბებზე ვლაპარაკობდით. მაშინ კი დამშვიდებული შევედი სახლში, მაგრამ ვიცოდი, ეს არ იქნებოდა ოთოსგან უკანასკნელი ცდა.
მართალიც აღმოვჩნდი. რამდენიმე დღის შემდეგ, ცეკვის რეპეტიციიდან გამოსულს კიბეზე შემეჩეხა. მითხრა, შენი ჯგუფელის სანახავად ვიყავი მოსული და ერთად წავიდეთო. უარი არ მითქვამს. ვერ ვეტყოდი. მხოლოდ იმაზე ვღელავდი, რომ მალე გიორგი მომძებნიდა. ჩვენ ხომ ყოველთვის ერთად მოვდიოდით რეპეტიციიდან სახლში. ოთოსაც ვუთარი, რომ მეგობარს ველოდებოდი. შევატყე, რომ დიდად არ გახარებია ეგ ამბავი, მაგრამ ჩემთან ერთად იცდიდა. ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მივწერე. მითხრა, ლაშასთან წავედი და გაფრთხილება დამავიწყდაო. ის იყო, მე და ოთო გზას დავადექით, რომ ნანიკომ სტუდიიდან გამომძახა, გიორგი გეძებდა, წიგნის მოცემა უნდოდაო. რაღაც არ ემთხვეოდა და თავი საშინლად ვიგრძენი.
ასე მოხდა კიდევ ორჯერ. მინდოდა ოთოს ეს შემთხვევით შეხვედრები შეეწყვიტა, მაგრამ თვითონ მიზეზს არ მაძლევდა, დავლაპარაკებოდი და მეთქვა, რომ არ გამოვიდოდა ის, რაც მას უნდოდა. არც კი ცდილობდა, რამე ეგრძნობინებინა ჩემთვის. პირიქით, გზად ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე მესაუბრებოდა და მაცინებდა კიდეც, ისეთ ამბებს მიყვებოდა.
ნანიკო პროფესიონალურად აწვდიდა ჩვენს სამეგობროს ამ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, ხმა არ ამოეღო. ვფიქრობდი, რომ იმის თქმა, მე და ოთო მხოლოდ სკოლელები ვიყავით, საკმარისი არ იქნებოდა მათ დასარწმუნებლად. ხანდახან, მაგრამ ლაშასთან და ნანიკოსთან ერთად, ამაზე გიორგიც ხუმრობდა. არ ვიცოდი ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ დინებას მივყვებოდი. დღეები კი ჩვეულებრივად გადიოდა. სკოლა, ცეკვა. დროდადრო შეკრებები ხან სკვერში, ხან ჩემთან ჯოკერის, ხან გიორგისთან „ფლეისთეიშენის“ სათამაშოდ. ვსაუბრობდით მომავალზეც. ლაშას და ნანიკოს პროფესიული სასწავლებლები ჰქონდათ არჩეული. ჩემს მეგობარს ძალიან უნდოდა თიხაზე მუშაობა ესწავლა, მაგრამ არც ცეკვისთვის თავის დანებებას აპირებდა. ლაშაც. ამბობდა ცეკვას გავყვები, მაგრამ კომპიუტერებზე მუშაობა უნდა ვისწავლოვო. მე და გიორგის კი უნივერსიტეტში სწავლა გვინდოდა. მაგრამ იმ უნივერსიტეტში, რომლის ანსამბლიც ორივეს ძალიან მოგვწონდა. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი სტუდენტობა, რამდენად კარგად ვისწავლიდით ცეკვის და გართობის გამო. რამდენად დაგვაინტერესდებოდა ჩვენივე არჩეული პროფესიები, ასევე ცეკვის სიყვარულის გამო. იმასაც ვფიქრობდით, ჩვენი ამ ძვირფასი ჰობისთვის უფრო სერიოზული სახე ხომ არ მიგვეცა და დაგვევიწყებინა ყველა დანარჩენი პროფესია, მაგრამ უარს ბევრი რამის, პირველ რიგში კი მშობლების გამო ვამბობდით. ძალიან უნდოდათ, რომ უმაღლესში გვესწავლა. მეც ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო. ამიტომ, იმ ზაფხულს საბუთებს ღამის სკოლაში გადავიტანდი, რომ მეთორმეტე კლასი ეროვნული გამოცდების სამზადისისთვის დამეთმო.


მაისი
***
გიორგიმ მეჩვიდმეტე დაბადების დღე თავის ეზოში გადაიხადა. დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა მეჩუქებინა. მერე ჩემს ზარდახშაში ნათესავის ნაჩუქარი ვერცხლის უსაშინლესი ბეჭედი ვნახე და რადგან არც დედა იყო წინააღმდეგი, მის ნაცნობ ოქრომჭედელს ბეჭდისგან პატარა სალამური გამოვაძერწინე. გიორგი უკრავდა სალამურზე და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. მოეწონა, თან ისე, რომ დღემდე ყელზე აქვს შებმული.
თბილი და მშვიდი ამინდი დაემთხვა. მამიდამისი ღელავდა, საღამოს შეგცივდებათო, მაგრამ დავრჩით თუ არა ჩვენი შესანიშნავი ოთხეული, ბიჭებმა კოცონი დაანთეს. მე და ნანიკო საქანელა სავარძელე ფეხებმოკეცილები, პლედში გახვეულები ვისხედით. ბიჭები კი კოცონის მეორე მხარეს. ცოტა ლიქიორი გვქონდა დალეული. მე და ჩემს მეგობარს საკმაოდ მალე გვეკიდებოდა სასმელი, ამიტომ დიდხანს ვიკისკისეთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა. ბიჭები დაგვცინოდნენ, მაგრამ არ გვაინტერესებდა. ბევრი ვიმღერეთ და ვიხმაურეთ. რამდენჯერმე მეზობლებმაც კი გადმოგვხედეს ცერად. მერე ნანიკომ აიჩემა მარილიანი ჩხირები მინდაო და ლაშასთან ერთად მაღაზიაში წავიდა.
მეღიმება, მაშინდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. კოცონი, პლედი, კრიალა, სავსე მთვარე და ბიჭი, რომელიც მიყვარდა. როგორ არ უნდა ვყოფილიყავი იმ მომენტში მოჯადოებული და ყურებამდე შეყვარებული?
- კარგი საღამო გამოვიდა, ხო? - მკითხა გიორგიმ. ცეცხლის შუქზე საოცრად მიმზიდველი იყო.
- ძალიან. მაგრამ მთავარია, იუბილარი იყოს კმაყოფილი. - გავუღიმე.
- იუბილარი აღარ ვარ. უკვე პირველი დაიწყო. - მობილურზე საათს დახედა მან. - მაგრამ კმაყოფილი ვარ, თანაც ძალიან. - მერე ადგა, მომიახლოვდა და ჩემს გვერით დაჯდა. სიამოვნებისგან გავიბადრე, როცა ხელი გადამხვია და გულზე მიმიკრო. საშინლად ვღელავდი, მაგრამ ბუნებრივად მოქცევაც არაჩვეულებრივად გამომდიოდა. თავი მხარზე ჩამოვადე და პლედის ქვეშ ფეხები კომფორტულად მოვკეცე. წინასწარ წარმოვიდგინე ნანიკოს დაწვრილებული თვალები, ჩვენ რომ დაგვინახავდა და გამეღიმა. - იცი, ჩემებს არ უნდოდათ საქართველოში რომ ჩამოვსულიყავი. - თქვა გიორგიმ. არ ველოდი ამ თემაზე თუ დაიწყებდა საუბარს.
- რატო? - ვკითხე დაფიქრებულმა.
- რა ვიცი, ამბობდნენ იქ მომავალი არ გაქვსო. ფიქრობენ, ცხოვრება იქ უკეთესია, ვიდრე აქ.
- როგორც ჩანს, შენ ასე არ ფიქრობ.
- არა. მეც ასე ვფიქრობ.
- მართლა? - გული მომეწურა, ისე ცუდად ჟღერდა მისგან ეს სიტყვები.
- ხო, იქ მეტი თავისუფლებაა, მეტი შესაძლებლობებია, კარგი სწავლება და დაფასებული სამსახურებია. მაგრამ მე მაინც აქ ყოფნა მირჩევნია.
- კიდევ კარგი, თორემ ტექსტს ვალაგებდი შენს გასალანძღად.
- გადავრჩი. - გაეცინა ბიჭს. ჩემი თმის ნაწილი ეკავა და ხუთივე თითზე თითო წრედ იხვევდა. - კი დამთანხმდნენ, აქეთ წამოსვლა რომ გადავწყვიტე, მაგრამ, ვიცი, რომ ნაწყენები არიან.
- რახან მაინც გამოგიშვეს, ვფიქრობ, შენი ესმოდათ და სანერვიულოდ არ ღირს.
- დედა ხშირად მეკონტაქტება ხოლმე და ვდარდობ მის გამო. მგონი ჯერ კიდევ ვერ ეგუება, რომ იქ არ ვარ.
- დედაა, გიო. ვერასდროს შეეგუება, რომ ასე შორს იქნები. შეიძლება იმაზე მეტი დრო სჭირება, ვიდრე ეს რამდენიმე თვეა.
- შეიძლება.
- არ უსაყვედურო ხოლმე ყურადღების გამო. ყველაზე მეტად ეგ სწყინთ მშობლებს.
- მართალი ხარ. - მითხრა და ჩემი თმის ბოლო სახეზე მომიღუტუნა. გამეცინა და მოვიშორე. - იცოდე, ეს თმა რომ ოდესმე შეიჭრა, არქიტექტურას ვისწავლი, რომ საუკეთესო სახრჩობელა ავაშენო და იდეალური ჩამოხრჩობა მოვაწყო.
- აბა?! თმა ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ. - შევიცხადე, მაგრამ ბედნიერებისგან, ლამის ვიფრინე, როცა ასეთი დამოკიდებულება გამოხატა თმის მიმართ.
- ჩემს ნათქვამს წაუყრუე თუ რა ქენი?
- სახრჩობელა ცუდი არაა. სულ მინდოდა საქანელა მქონოდა.
- მთავარია იქანაო და კისრით რომ იქნები დაკიდებული, არაუშავს ხო?
ორივეს სიცილი აგვიტყდა, მაგრამ მალევე ჩავჩუმდით. რამდენიმე წამით მხოლოდ კოცონზე დამწვარი ფიჩხების ტკაცუნი ისმოდა.
- მარ... - თქვა გიორგიმ და სავარძელი ოდნავ გააქანავა.
- ხო.
- იმ ბიჭს შენგან რა უნდა?
დავიბენი. ისე დავიბენი, რომ ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი აჩქარებული გული თითქოს ყელამდე იყო ამოსული და რამის თქმის საშუალებას არ მაძლევდა. განა იმას ვერ ვამბობდი, რომ ოთო ჩემთვის არავინ იყო, უბრალოდ მისი დასმული შეკითხვა თავგზას მიბნევდა. მერე თავი ავიღე მისი მხარიდან. გიორგის ოდნავ შეეკრა წარბები და მუქი მომნუსხველი თვალებით ცქერით, ჩემს პასუხს ელოდებოდა. მაგრამ, სანამ მე სიტყვებს თავი მოვაბი ნანიკო და ლაშა დაბრუნდნენ. თან ისეთი ხმაურით, რომ საუბრის გაგრძენება შეუძლებელი იყო. მერე ჩვენც მათ განწყობას ავყევით და ამ საკითხს აღარც მივბრუნებივართ.


***
- მარი, მუსიკას უსმინე, შენთვის ნუ ცეკვავ! - დამიყვირა სესილიმ ოსურის რეპეტიციისას და გამოვფხიზლდი. რამდენიმე დღე იყო გასული იმ საღამოდან, მაგრამ გიორგის შეკითხვაზე მაინც მეფიქრებოდა. ისედაც ყველანაირად ვცდილობდი, რომ მის გამო ცეკვაზე ყურადღება არ გამფანტვოდა და მაშინ კიდევ უფრო დაბნეული ვიყავი. უკვე მეშინოდა, რომ სესილი დამიძახებდა და პირადად ერთ გრძელ შენიშვნას მომცემდა. ცეკვა მშვიდობით დავასრულეთ. ქალმა ხუთი წუთი შესვენება გამოაცხადა. გოგოებთან იატაკზე დავჯექი და გიორგის შევავლე თვალი, რომელიც ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო, ბიჭებს ელაპარაკებოდა და მუხლზე გაუცნობიერებლად ისვამდა ხელს. უკვე მეორედ დავინახე მსგავსი შემთხვევა და ეჭვი გამიჩნდა, რომ ფეხი სტკიოდა. იმ წამს შემამჩნია, რომ ვუყურებდი. გამიცინა, თვალი ჩამიკრა და ფეხი რაფაზე მოკეცა.
- ბიჭებო, ტრიუკებზე ვივარჯიშებთ და გახურით! - დაიძახა სესილიმ. შეკრებილები სამუხლეების გამოსატანად გასახდელში გავიდნენ. მეც მათ გავყევი და გიორგის დავუძახე.
- ფეხი გტკივა? - ვკითხე პირდაპირ გულზეხელებდაკრეფილმა.
- რა? რა ფეხი... - გაეცინა.
- უკვე მეორედ დაგინახე მუხლზე ისვამდი ხელს.
- შენ არ ისვამ ხოლმე მუხლზე ხელს? ნუ იგონებ რაღაცებს.
- გიორგი! - დავუბღვირე. ბიჭმა შემაბრუნდა, მხრებზე ხელები ჩამკიდა და დარბაზთან ძალით მიმიყვანა.
- შედი, სანამ შენი თმები ფაფახს დავამსგავსე. - კარი გააღო, ხელი მკრა და შიგნით შემაგდო. თითქოს საეჭვო მართლაც არაფერი იყო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენე. ამას ისიც დაემატა, რომ სესილიმ ბიჭს სამუხლეების არქონის გამო უსაყვედურა და ტრიუკებზე ვარჯიშის უფლება არ მისცა. სახლში წამოსვლისას კიდევ ერთხელ ვცადე, ამაზე დალაპარაკება, მაგრამ თემა ოსტატურად შემიცვალა. იმ საღამოს ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. მეორე დღეს კი ცეკვაზე არ მოსულა. შეტყობინება მივწერე, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. არც ლაშამ იცოდა სად იყო და არც მის ზარზე უპასუხია. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ფანჯარასთან ვიდექი და გზას ვუყურებდი, რომ დამენახა, თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ სესილიმ მალევე შეგვკრიბა.
- ბავშვებო, პირველ ივნისს არტ-ჰოლში კონცერტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ქართული და ოსური გავიტანოთ. მექართულე გოგოს შევარჩევ, მეწყვილე კი ლაშა იქნება. - ყველას გაუკვირდა, რადგან ანსამბლის მექართულე მოსვლის დღიდან გიორგი იყო. - ეს იმიტომ, რომ ვინც არ იცის, დღეს გიორგის მოულოდნელად მოსკოვში გამგზავრება მოუწია.


***
ვერ ვიჯერებდი. ჯერ ნანიკოს გადავხედე, მერე ლაშას. ორივეს გაკვირვებული სახე ჰქონდა. სესილის მიზეზი არ უთქვამს. ალბათ საჭიროდ არ თვლიდა, თორემ აუცილებლად ეცოდინებოდა, რატომ მოუწია წასვლა გიორგის.
რეპეტიცია დაიწყო, მაგრამ დარბაზში არ ვიყავი. დროდადრო ყურებში მიგუბდებოდა. ვერაფრით ვიაზრებდი, რომ ბიჭი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, განა რეპეტიციაზე არ იყო, ან თბილისში, არამედ საქართველოში. რატომ წავიდა? რატომ ასე უთქმელად? რატომ ასე სასწრაფოდ? რა მოხდა? ხომ კარგად იყო? შეკითხვებისგან თავი მისკდებოდა. ვერ ვცეკვავდი. თითქოს ძალა გამომეცალა. ცერზე ვერ ვიწეოდი, რომ ოსური გამევლო. ხაზს ვერ ვიჭერდი, სინქრონს ვარღვევი. სესილიმ ბევრი შენიშვნა მომცა, ბოლოს კი ალბათ ყელში ამოუვიდა და დარბაზიდან გამიშვა. ნანიკომ თვალი გამომაყოლა. უნდოდა, რომ დამდევნებოდა, მაგრამ ქალმა შეამჩნია და არ გამოუშვა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და სტუდიიდან გამოვედი. ისე ვიყავი მიჩვეული გზაჯვარედინამდე გიორგისთან ერთად სიარულს, რომ მაშინ მთელს თბილისში თავი მარტო დარჩენილი მეგონა. სანამ სახლისკენ ჩავუხვევდი, ჯიბიდან მობილური ამოვიღე და მიუხედავად იმისა, რომ პასუხის იმედი არ მქონდა, მივწერე:
„ - ხომ კარგად ხარ?“
მთელი საღამო ცრემლებს ვიკავებდი და ყელში მოწოლილმა ტირილის შეგრძნებამ ლამის დამახრჩო. არ მინდოდა, დედას რამე შეემჩნია, ამიტომ მასთან ერთად ვივახშმე, მერე ვუთხარი ძალიან მეძინებათქო და საძინებელში ჩვეულებრივზე ადრე შევიკეტე. ასე მეგონა მხოლოდ გული კი არა, ყველაფერი მტკიოდა. მახსენდებოდა მისი საუბარი თავის დაბადების დღეზე და ვერ ვიჯერებდი, რომ იმ ყველაფრის შემდეგ ასე წასვლა შეეძლო. მხოლოდ ნაწყენი და გულნატკენი კი არა, გაბრაზებულიც ვიყავი. ჩვენ ხომ ვმეგობრობდით, ხომ ამბობდა, რომ მისი მეგობარი ვიყავი. მაშინ როგორ მოახერხა ისე, რომ არც მე და არც ლაშას არაფერი გვითხრა? რა თქმა უნდა, იმასაც ვიაზრებდი, რომ შეიძლებოდა, რაღაც მოულოდნელი და სასწრაფო ყოფილიყო, სხვანაირად ერთ დღეში წასვლას არ გადაწყვეტდა. მაგრამ ერთი შეტყობინება. ერთი ზარი, ერთი სიტყვა. ერთი „მივდივარ“ როგორ ვერ თქვა?
იმ ღამით ტირილით დაღლილს დამეძინა. შაბათს კი გაღვიძებულს მესიჯი დამხვდა გიორგისგან.
„ - მაპატიე, მარი. არ იღელვო, მე კარგად ვარ. დედაა ავად. სიმსივნე აქვს. მამამ დამირეკა და მითხრა, რომ დედა ძალიან ცუდად იყო. არ ვიცი, რამდენ ხანს იცოცხლებს, ამიტომ მასთან უნდა ვიყო. მაპატიე, რომ ვერაფერი გითხარი. მომენატრები.“
შეტყობინება რომ გადავხარშე, უარესად გავხდი. უარესად, რადგან გიორგი ახლა ძალიან ცუდად იყო, მე კი მის გვერდით არ ვიყავი. არ ვიქნებოდი დიდხანს. ტირილით რომ გული ვიჯერე, მხოლოდ შემდეგ მოვახერხე პასუხის დაბრუნება.
„ - ძალიან ვწუხვარ გიორგი. გთხოვ, როცა ლაპარაკი მოგინდება მომწერე. თუ არადა, იმედია, მანდაც გყავს ჩვენნაირი მეგობრები, რომლებიც მოგისმენენ. მეც მომენატრები.“
შეიძლებოდა, იქ ჩვენზე უკეთესი მეგობრები ჰყოლოდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ მე ლაშა და ნანიკო ვიყავით, ისინი, ვინც ამ საშინელ ამბავს გადაატანინებდა. გული მიკვდებოდა, როცა ბიჭს სრულიად მარტო მყოფს წარმოვიდგენდი მაშინ, როცა ვინმესთან საუბარი და გულის გადაშლა დასჭირდებოდა. ცხოვრებამ ისე მოაწყო, რომ იქ დააბრუნა, სადაც გული არ უწევდა და თან ყველაზე მტკივნეული მიზეზით. მე კი მისი ტკივილი მტკიოდა.
თერთმეტის ნახევარი იყო, გარეთ ნაბიჯების ხმა რომ გავიგე და მალევე ჩემს ოთახში ნანიკო შემოვიდა ლაპარაკით.
- არ ამდგარხარ? დღეს ადრე გამოვედი და გამოგიარე. გაიგე გიორგის... მარი... - მისგან ზურგით ვიყავი და გადმობრუნებულზე ჩემი ტირილისგან აწითლებული სახე რომ დაინახა, გაშრა. - მარი, რა გჭირს? - საწოლზე ჩამომიჯდა და თვალებში მომაცქერდა. მე კიდევ ისევ ავტირდი, მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე. - კარგი, ნუ ტირი რა, დამშვიდდი. - შეშინებული ხმა ჰქონდა და ზურგზე ძლიერად მიჭერდა ხელებს. - გიოს დედის გამო? მესმის ხო, მაგრამ... მარი, ასე ნუ განიცდი. რა დაგემართა, ღმერთო... - ვერ ვმშვიდდებოდი და ჩემს მეგობარს ვაშინებდი, ამიტომ ვცადე ცოტა თავი ხელში ამეყვანა. გოგომ თმა უკან გადამიწია და თვითონაც აწყლიანებული თვალებით შემომხედა. - ეს... გიოს გამო ხო? - მკითხა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ დარწმუნებული იყო და არც პასუხი სჭირდებოდა. აღარც მე მინდოდა დამალვა. ვგრძნობდი, რომ მარტო ვეღარ გავუმკლავდებოდი. ისევ ტუჩები დამებრიცა, სახე მაისურში ჩავმალე და მის კალთაში ჩავდე თავი. - ჩემო გოგო. - საწოლზე მოკალათდა და თავზე მომეფერა. ცუდად ვიყავი, მაგრამ იმდენად აღარ, რადგან ახლა ნანიკოც იზიარებდა ჩემს დარდს. თავიდან ვერ ვიგდებდი გონებაში ერთდროულად დატრიალებულ მოგონებებსა და წარმოსახვისგან შექმნილ გულნატკენი გიორგის სურათებს. თითქოს ცრემლებს მანამ უნდა ერბინათ ჩემს ლოყებზე, სანამ თავად არ გადაწყვეტდნენ დაღლას და შეჩერებას.
გავიგე, ნანიკომ სესილის რომ დაურეკა და უთხრა, რომ იმ დღეს ვერც ერთი ვერ მივიდოდით რეპეტიციაზე. არ ვიცი, ქალმა რა უპასუხა და არც მიკითხავს ჩემი მეგობრისთვის. იმ წუთას მეგონა, სტუდიაში ვეღარასდროს გავჩერდებოდი გიორგის გარეშე. მეგონა, რომ იქ აღარავინ და აღარაფერი იქნებოდა, ვის გამოც უნდა წავსულიყავი და მეცეკვა.
არ ვიცი, რამდენ ხანს უსმინა ჩემს ტირილს. ცუდად გახდებიო მერე მითხრა. ადგომა და პირის დაბანა მაიძულა. თვითონ სამზარეულოში ჩავიდა ჩაის გასაკეთებლად. კიდევ კარგი, რომ დედა დილიდან კერძო გამოძახებაზე იყო. ვიღაცას საქორწილო კაბას უკერავდა. ნამდვილად არ მინდოდა ასეთი ვენახე და მერე ყველაფერი ამეხსნა.
ნანიკოსთვის თურმე დილით ადრე მიუწერია ლაშას გიორგის დედის ამბავი. ლაშას კი ბიჭის მამიდისგან გაეგო. ბოლოს და ბოლოს ვუთხარი, რომ გიორგი დანახვის წამიდან მიყვარდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ აქამდე ვუმალავდი. რომ არ წასულიყო, ალბათ კიდევ დიდხანს არ მეცოდინებოდა არაფერიო მისაყვედურა. მაგრამ მერე ბევრი ვილაპარაკეთ. რეალობის შეგრძნება დავიბრუნე. ნანიკომ ძალიან ბევრი მალაპარაკა იმ გრძნობაზე, მარტოს რომ დამქონდა გულით. თვითონ ღიმილით მისმენდა და ხანდახან სასაცილო კომენტარებს მიკეთებდა. ერთგვარ თერაპიად მექცა გოგოსთან გატარებული ის დილა.


***
რა თქმა უნდა, წავედი რეპეტიციაზე მეორე დღეს და მისვლისთანავე გაოცებული დავრჩი, როცა სესილიმ მკითხა, როგორ ხარო. ბოდიში მოვუხადე გაცდენისთვის და მხოლოდ მაშინ დავინტერესდი, რა უთხრა წინა დღეს ნანიკომ. გოგოს მოუტყუებია, ვითომ მამამისმა სოფელში წაგვიყვანა და ჩამოსვლა ვერ მოვასწარით. ამიტომ მასწავლებლის პირადად მოკითხვა ისევ უცნაური იყო ჩემთვის.
როგორც გავიგე, მექართულე გოგო ჯერ ისევ არ ჰყავდა შერჩეული, ამიტომ რამდენიმეს სამდათვლითი (ქართულის ნაბიჯები სამზე ითვლება) გაატარა. ცეკვა ქართულისთვის არასდროს ვარიანტიც კი არ ვყოფილვარ, ამიტომ ქალმა მეორედ გამაოცა, როცა მითხრა მოემზადე და წრე გამიკეთეო. საშინლად ვიყავი გაორებული. პროტესტის შეგრძნება მქონდა, რადგან, სწორედ მაშინ მეძლეოდა ჩემი საოცნებო ცეკვის შესრულების შანსი, როცა გიორგი არ იყო. და თან ძალიან მინდოდა, რომ მეცადა და იმ რამდენიმე, ჩემზე გაცილებით კარგ მექართულე გოგონებს შორის სწორედ მე გამმართლებოდა. ეს გაორება კი ცეკვასაც დაეტყო. სესილის გამომეტყველებაზე რომ არ დასწერვოდა ყველაფერი, ისედაც მშვენივრად ვხვდებოდი, რომ საშინლად გამომდიოდა. როცა გამაჩერა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მეორე შანსიც მომცა. არა, ჩემი ოცნება არ იმსახურებდა ასეთი დაბნეული ნაბიჯებით ასრულებას. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. ღრმად ჩავისუნთქე და კიდევ ერთხელ გავაკეთე სამდათვლითით წრე. სესილიმ ისევ გამაჩერა.
იმ დღისით ქალს არჩევანი არ გაუკეთება და რეპეტიციის დასასრულს მესამედ გამაოცა.
- მინდა, რომ შანსი მოგცე და შენ გაცეკვო. - ცალკე მითხრა, როცა ბავშვები დარბაზიდან გადიოდნენ. - ხოდა, შენც თუ გინდა, დანარჩენებზე მეტად უნდა ეცადო, თორემ სამეცადინოდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
იმაზე მეტად ვეცადე, ვიდრე შემეძლო. ხელზე, ფეხზე, წელზე, მანერაზე ვმუშაობდი და რაღაც იმედიც კი გამიჩნდა, მაგრამ სესილის თავი ვერ მოვაწონე. პირველი ივნისის კონცერტზე ქართული სხვამ იცეკვა.


25 ივლისი, 2019 წელი
***
- შენი ბედი, რომ გოგოები არ მაინტერესებს, თორემ დიდი ხნის წინ შეგაბამდი. - ხითხითებს ნანიკო და აივანის კარში მდგომი სიგარეტს უკიდებს. ულამაზესია თავის შავ, აბრეშუმის კომბენიზონში. თმა აწეული აქვს და მოშიშვლებულ ზურგზე საკმაოდ მოზრდილი ლამაზი ორნამენტის ტატუ მოუჩანს.
- დღეს კარგი შანსი გექნება ვინმე შეაბა, თუ ასეთი მოწადინებული ხარ. - მეცინება. სარკის წინ ვდგავარ და ხელში გიორგის ნაჩუქარი თმისსამაგრი მიკავია. ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა.
- ხანდახან ძაან მეზარება ხოლმე. მით უმეტეს, ვგრძნობ, რომ ჩემი ყურადღების და დიდებულების ღირსი არავინაა. - ყელს იღერებს გოგო. - გაიკეთე, რას ელოდები. - მეუბნება თმისსამაგრზე.
- არ მგონია კაბას მოუხდეს. - ვიმიზეზებ და შოკოლადისფერ მატერიას ვავლებ თვალს.
- თვალებს მოუხდება, მარიამ. - ეღიმება მრავალმნიშვნელოვნად და თვალს მიკრავს. ვხვდები მის მინიშნებას და თავს ვაქნევ.
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ. - შორიდან ვკოცნი, თმას სახელდახელოდ ვიკეცავ მაღლა და თმისსამაგრს ვიკეთებ. მოგრძო ჩოლკას გვერდით ვიყრი და ნანიკოსთან აივანზე გავდივარ.
- დიდი ხანია ამაზე არ გვილაპარაკია... - შეპარვით მეუბნება გოგო.
- რა არის სალაპარკო, ნანი. - მხრები ვიჩეჩავ, ვჯდები და მაღარლქუსილიანი ფეხსაცმლის ზონარს ვიკრავ.
- უბრალოდ ვიცი, რომ შენი საყვარელი პროფესიაა ყველაფრის გულზე დახვევა.
- და ისიც იცი, რომ ვცდილობ დრამატული არ ვიყო.
- ღმერთო, - თვალებს ატრიალებს და ნახევრამდე ჩამწვარ ღერს მაწვდის. - წლები გადის და შენი მაინც არ მესმის.
- მე კი პირიქით ვფიქრობ, - სიგარეტს სანაგვეში ვაგდებ. - სხვა შემთხვევაში, გიორგი დიდი ხნის წინ იქნებოდა შენგან ინფორმირებული.
- ნეტავ იცოდე, რამდენჯერ მქონია ამის სურვილი.
- წარმომიდგენია. - მეცინება და ვდგები. - აბა, წავიდეთ?
- წავიდეთ, მივულოცოთ დაბადების დღე ქალბატონ მურმანის ეკალს. - უკმაყოფილოდ იღებს თავის ჩანთას და საჩუქარს ნანიკო.
სინამდვილეში ჩემი მეგობარი სოფის არაფერს ერჩის. მის მიმართ ასე მხოლოდ მაშინაა განწყობილი, როცა გიორგის მიმართ ჩემს გრძნობებზე ცდილობს, რომ მალაპარაკოს. ეს კი ძალიან იშვიათად ხდება. აღარც ვსაყვედურობ, რადგან ნანიკოს საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ.

***
რესტორანში შესვლისთანავე ვხვდებით სოფის. როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზია. ნაცრისფერი ტანზე მომდგარი კაბა აცვია. სწორად შეჭრილი მოკლე შავი თმა უკან გადაუწევია და ყურებზე თვალისმომჭრელად უბრწყინავს მოზრდილი საყურეები. საჩუქრებს იღებს, მაგიდისკენ მიგვითითებს და გვეუბნება, მალე დავბრუნდებიო.
რესტორანში ბევრი ხალხი არაა, მაგრამ მაინც ხმაურია. შიგნით მკრთალი განათებაა, მაგრამ მაინც ვხედავ იუბილარისთვის ლამაზად გაწყობილ მაგიდას, რომელიც უკვე თითქმის სავსეა.
- როგორ გამომრჩა ის ფაქტი, რომ ეს ნაცარქექიაც აქ იქნებოდა. - დავითზე ამბობს ნანიკო და ტუჩს ამრეზით სწევს ზემოთ. - ღმერთო, როგორ მეზიზღება.
- არა, ნანი, შენ დავითი არ გეზიზღება. - ჩემი ტონით ვცდილობ დავაჯერო, რომ ეს მხოლოდ მისი აკვიატებაა. ვხედავ, რომ დავითიც შორიდანვე გვამჩნევს და მაშინვე ზურგს გვაქცევს.
- სწორედაც, რომ მეზიზღება. მაყრის, რომ ვუყურებ. გასაგებია? - მიბრიალებს ცისფერ თვალებს.
- კარგი. - ხელს ვკიდებ მაჯაზე და ერთი წამით ვაჩერებ. - რატომ? მიზეზი მითხარი. ერთი მაინც.
- აი, სწორედ ესაა გულწრფელი და სპეტაკი ზიზღი, როცა მიზეზი არ გაქვს. კმაყოფილი ხარ?
- სპეტაკი ზიზღი? - სიცილი მიტყდება და ვერ ვჩერდები. - ღმერთო, არ ვიცი, თქვენს შორის რა არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი, რომ ორმხრივია.
- ამ სიტყვებს წინ დაგახვედრებ, დაიმახსოვრე. - თითის აბზეკვით მაფრთხილებს და მიდის. სიცილით მივყვები.
ნაცნობებს ვესალმებით და ვსხდებით. დავითი მაგიდას იდაყვებით დაყრდნობია, სიგარეტს ეწევა და ისე სერიოზულად და დაფიქრებით ათვალიერებს ჩემს მეგობარს, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ. ნეტავ გამაგებინა, ერთმანეთს რას ერჩიან. მერე მზერა მის გვერდით მჯდომ გიორგიზე გადამაქვს და მის ღიმილიან სახეს ვუცინი.
- როგორი სიმპატიური ხარ? - სიამოვნებით ვეუბნები კომპლიმენტს და ჩანთას სკამის საზურგეზე ვკიდებ. თმა უკან გადაუწევია, პირიც გაუპარსავს და ეს შავი პერანგი ხომ საერთოდ, საოცრად უხდება. ბიჭი ცხვირს ჭმუხნის. ასე იცის, როცა კომპლიმენტს ეუბნებიან.
- შენ კი ძალიან ლამაზი. - სკამზეა მიყრდნობილი,გრძელი თითები კი ღვინის ფუჟერზე შემოუხვევია. მომნუსხველად ბრიალებენ მისი თვალები, მაგრამ რატომღაც სევდიანები მეჩვენებიან. მადლობას ვეუბნები და ჭიქას ვუწვდი, რომ ღვინო დამისხას. ისიც არ მზარდება. - თავი მოაბრუნე? - მეუბნება უცბად. დაბნეული ვტრიალდები. როდისღა შენიშნა თმისსამაგრი? - რამდენი ხანია შენს თმაზე არ მინახავს. - გაკვირვებულს ეღიმება. - მეგონა აღარც გქონდა.
- რა სისულელეს ამბობ, რას ჰქვია, აღარ მქონდა. - შუბლს ვკრავ ნაწყენი და მუშტს ვუღერებ. გიორგის ეცინება. - ძალიან დავაგვიანეთ? გზად რამდენიმე საცობში მოვყევით.
- მნიშვნელოვანი არაფერი გამოგიტოვებიათ. გაგვიმარჯოს! - თვალს გვიკრავს მე და ნანიკოს. ჭიქებს ერთმანეთს ვუჭახუნებთ და ღვინოს ვსვამთ. მერე სოფიც მოდის, გიორგის გვერდით ჯდება და გვიღიმის. ბიჭს ყურში რაღაცას ეჩურჩულება, გიორგის ეცინება და ისიც ჩურჩულით პასუხობს. თვალს ვარიდებ და იმ წუთას მოსულ ლაშას და ხატიას რომ ვხედავ, სიხარულისგან ფეხზე ვდგები და ვეხვევი. ორივეს ჩემს გვერდით ვისვამ და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ყველაფერს დაწვრილებით ვეკითებით მე და ნანიკო.
საღამო ჩვეულებრივ გრძელდება. ერთმანეთის მოკითხვა, სასმელი, ცეკვა. ძველი სიმღერების გახსენება და მუსიკოსებისთვის შეკვეთა. ბევრი სიცილი და ერთმანეთის სიყვარული. მერე როგორც ხდება ხოლმე, მოგვიანებით, ცოტა ნასვამზე ყველაფერი გაცილებით მეტი მოგვდის. იმაზე მეტი ფიქრი და აზრი იწყებს თავში ტრიალს, ვიდრე უნდა იყოს. იმაზე გაცილებით მეტს ხედავს თვალი, ვიდრე უნდა ხედავდეს. როცა ფხიზელზე მაგიდას თითქმის ერთი სალაპარაკო თემა აქვს, რამდენიმე ჭიქის შემდეგ ყველა იშლება. წყვილდება, ან ჩემსავით განმარტოება ურჩევნია. მელანქოლიურად ჟღერს ხომ? თუმცა ასე ნამდვილად არ გამოვიყურები. არ მჩვევია ჩემი განწყობის სხვისთვის თავზე მოხვევა.
დაღლილობას ვიმიზეზებ და მაგიდასთან ვჯდები. მოცეკვავე მეგობრები შორიდან მემუქრებიან და მეცინება. ჭიქაში წყალს ვისხამ და მოწყურებული ბოლომდე ვცლი. ღვინო სასიამოვნოდაა ჩემს სხეულს დაპატრონებული. ვხედავ ზურგით მდგარ ნანიკოს, როგორ ეპარება უკნიდან დავითი, ერთხანს თმაზე აკვირდება და მერე უცბად აძრობს იქიდან ორივე ხელით სარჭებს. გოგო ბრუნდება და დამნაშავეს რომ ხედავს გაცხარებული ეკამათება. დავითი სიცილით კვდება. ვხედავ ლაშას და ხატიას, გოგოს ალბათ თვალში ჩაუვარდა რაღაც და ლაშა დაკვირვებული ათვალიერებს მეუღლის თვალს. ვხედავ გიორგის და სოფის. ბიჭს მობილური უკავია. გოგოს მისი მეორე ხელი უჭირავს და მეგობრებთან საცეკვაოდ ცდილობს მის წაყვანას. მერე უახლოვდება, პერანგის საყელოს უსწორებს და ლოყაზე კოცნის. თვალს ვაშორებ და ჩემს ღვინიან ფუჟერს ვუყურებ, ვიღებ და ერთ ყლუპს ვსვამ. მაგრამ ერთ წამში ისევ მათკენ გამირბის თვალი.
შენ უკვე მიეჩვიე, მარი. ამაში ტრაგედიას აღარ უნდა ხედავდე. შენთვის ჩვეულებრივი მოსიყვარულე წყვილი უნდა იყოს. მათი დანახვისას გული ასე საშინლად აღარ უნდა გტკიოდეს. რა ჯანდაბა გჭირს? გიორგი შენი მეგობარია და ის ბედნიერია. უკვე დიდი ხანია. და ამით შენც ბედნიერი არ უნდა იყო? მაშინ რა ჯანდაბად გაწვება ყელში დარდი და რა ჯანდაბად გინდა აქედან გაქცევა? შენთვის ხომ მასთან მეგობრობაც საკმარისია? ასე არ არის? განა უკვე არ გაითავისე ეეს? განა არ ამაყობ იმით, რომ ცალმხრივ სიყვარულთან თანაცხოვრება წლების მანძინლზე იდეალურად შეძელი? ახლა რა ხდება? ორი ჭიქა ღვინო მოგერია და საკუთარ თავთან გაშიშვლებას და დასუსტებას ცდილობ?
- ფიქრისთვის არც ისე შესაფერისი ადგილია. - მესმის გვერდიდან ხმა და ვფხიზლდები. საკუთარი მარწუხებიდან ისე სწრაფად ვთავისუფლდები, რომ გული მიჩქარდება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემს გვერდით ლუკა ჯდება. ის ლუკა, დავითის წვეულებაზე ნიას მეგობრად რომ მთვლიდა. მის მოგრძო, ქერა თმას თითებით არეულობის კვალი ამჩნევია. მუქი ლური თვალები კი მხიარულად ციმციმებენ.
- შეიძლება. - ვყოვნდები. - აქამდე რატომ ვერ შეგამჩნიე?
- იმიტომ, რომ ახლა მოვედი. გვიანი სტუმარი ვარ. იმედია მიმიღებთ. - იღიმის.
- ეგ დღის მთავარ პერსონას უნდა ჰკითხო. - თვალით სოფიზე ვანიშნებ, რომელსაც მაინც გაუყვანია გიორგი საცეკვაოდ.
- როგორც ჩანს, ჩემთვის არ სცალია. - წარბებს სწევს და ისიც წყვილს ავლებს თვალს. მერე ცოტა ხნით დგება. მაგიდაზე სუფთა ჭიქას პოულობს, ღვინოს ისხამს და ისევ ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. - აბა? ბოლოს რა სადღეგრძელო დალიეთ? - მეკითხება ხელოვნური ინტერესით და ჩემდა გასაკვირად მეცინება.
- არ გავხარ იმ ადამიანს, ეს რომ აინტერესებდეს. - ვეუბნები.
- მართალი ხარ. მაშინ, რას გაუმარჯოს ჩვენ თუ ფიქრისთვის შეუფერებელ ადგილებს? - ოდნავ ჩემკენ იხრება პასუხის მოლოდინში.
- ადგილისთვის შეუფერებელ ფიქრებზე რას იტყვი?
- ჰმ, - წარბებს სწევს გაკვირვებული. - შენთან ერთად სიამოვნებით დავლევდი.
ჩვენს ფუჟერებს ერთმანეთს ვახვედრებთ და ღვინოს ვსვამთ. ცოტა ხნით ვსაუბრობთ და მასზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილებები მიქრება. როგორც ვიგებ, ლუკა ნიას კლასელია და ჩვენს რამდენიმე კონცერტზეც ყოფილა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მეგობრობდა გოგოსთან. იქიდან იცნობს დავითსაც და სოფისაც. შესაძლოა ჩემი საქმე არაა, მაგრამ მისი აქ ყოფნა მაინც მაკვირვებს. დიდი ხანია სოფის ვიცნობ, მისგან კი არასდროს გვსმენია ლუკას შესახებ. აქ, გოგოს დაბადების დღეზე კი მხოლოდ მისი ძალიან ახლო მეგობრები არიან. თუ ლუკაც ასეთივე მეგობარია, მაშინ რატომ აქამდე არ ვიცნობდით? მოცეკვავეებს ვავლებ თვალს და იმ წუთას ენერგიული მუსიკა შედარებით მშვიდი მელოდიით იცვლება. გოგო გიორგის ეკრობა, მხარზე ნიკაპით ეყრდნობა და ბიჭთან ერთად ნელა ირხევა. გონებაში ამოტივტივებული კადრები სხეულზე ჟრუანტელს მგვრიან და თვალებზე მოწოლილი ცრემლი ერთი წამით მხეველობას მიბინდავს. სუნთქვას ვიკრავ და ოსტატურად უკან ვაბრუნებ ყველა ამღვრეულ გრძნობას.
- როგორ ფიქრობ, ცეკვაზე უარს ყველაზე ხშირად ჩვეულებრივი ადამიანები ამბობენ, თუ მოცეკვავეები? - მეკითხება ლუკა და სანამ პასუხს გავცემდე, გიორგის თვალებს ვაწყდები. ვუღიმი. მას კი ჩემგან ლუკაზე გადააქვს მზერა, ორი წამით უყურებს, მერე ისევ მე მიბრუნდება და მკრთალი ღიმილით მპასუხობს. მკერდში რაღაც სიმხურვალეს ვგრძნობ და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს.
- ალბათ ისინი, ვისაც ცეკვა არ უნდათ. - ვპასუხობ ლუკას. გიორგი ისევ ჩვენსკენ აპარებს თვალებს. ალბათ მანაც არ იცოდა ბიჭის სტუმრობის შესახებ.
- ანუ ახლა ცეკვა, რომ შემოგთავაზო და უარი მითხრა, მიზეზი ის იქნება, რომ ცეკვა უბრალოდ არ გინდა?- პასუხის მოლოდინით მიყურებს და მიღიმის ლუკა.
- ვფიქრობ, უარს არ გეტყვი. - ვპასუხობ და ვცდილობ, მეც გავუღიმო.
- მშვენიერია!
ბიჭის გამოწვდილ ხელს თითებით ვეჭიდები და მოცეკვავეებისკენ წასულს მივყვები.
ვცეკვავთ, მაგრამ ეს რბილი მოძრაობები ჩემზე არ მოქმედებენ. მხოლოდ ღვინო და ჩემს წინ მოცეკვავე წყვილი, რომლისგან ერთ-ერთის თვალები მე და ლუკას უყურადღებოდ არ გვტოვებენ. მეჩვენება, რომ გიორგი ბიჭის გამოჩენით არც ისე კმაყოფილია. ალბათ არის რამე, რაც მე არ ვიცი. ან ეს უბრალოდ მეგობრული ინტერესი ან ყურადღებაა. რაც არ უნდა იყოს, მსიამოვნებს, რომ გიორგი თვალს მადევნებს. ლუკას მხარს მიღმა რამდენჯერმე ვუღიმი კიდეც, რომ გაიგოს, ჩემთან ყველაფერი რიგზეა. ისიც ყოველ ჯერზე ღიმილით მპასუხობს და ასე გრძელდება ცეკვის დასრულებამდე. მერე ლუკა სოფის ეხვევა და დაბადების დღეს ულოცავს, დანარჩენ სტუმრებსაც ესალმება და თითქმის ყველა ვბრუნდებით მაგიდასთან. მას მოშორებით უწევს დაჯდომა და ნაცნობებთან საუბრის გაბმა, თუმცა ვამჩნევ, როგორც ცდილობს, რაც შეიძლება მეტჯერ დაიჭიროს ჩემი მზერა. მერე კი, გიორგი ჯდება ჩემს გვერდით, მხრებზე ხელს მხვევს და ისე აგრძელებს სოფისთან და დავითთან საუბარს. კოლეჯიდან ერთ-ერთ სახალისო მოგონებას ვიხსენებთ და ვიცინით. თუმცა, არც ლუკას შეცვლილი მზერა მრჩება უყურადღებოდ. საბედნიეროდ, ჩემი სიცილის მიზეზი მოყოლილ ამბებში ირევა და ვერავინ არჩევს.
- ტვინი ნუ შემიჭამეთ, ტო, ცეკვას თავი იმიტომ დავანებე, რომ ჩემს შესაძლებლობებს კაციშვილი არ აფასებდა და თვითშეფასება გამითელეთ. - ხელს იქნევს დავითი და საკუთარ თავისმართლებაზე თვითონაც ეცინება.
- შესაძლებლობებში ალბათ სათვალის შუბლით ტარებას გულისხმობ. - სერიოზულად აღნიშნავს ნანიკო და ღვინოს წრუპავს. გვეცინება.
- ვგულისხმობ, რომ შენ ჩემთან საქმე არა გაქვს ალქაჯო!
- მართალი ხარ. ტიპთან, რომელიც ამბობს, რომ ხუთი წელი ცეკვაზე ვიარე და დრო დავკარგეო, რა საქმე უნდა მქონდეს. - თვალებს ატრიალებს ნანიკო და მობილურში იხედება.
- ზუსტადაც, მაგას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემში პროფესიონა,ლს ვერავინ ხედავდა.
- ხო არ ღადაობ, ბიჭო. - იცინის გიორგი. - კოლეჯის პირველ პრაქტიკულზე გამოტყდი, რო ხორუმი არ იცოდი. იქიდანვე ჩანდა შენი პროფესიონალიზმი.
- ახლა ყველა გრეხი უნდა გამიხსენო თუ დავამთავროთ ეს „ცეკვა“ ფერხულით?
- ფერხულით ცეკვები არ მთავრდება, მარა კაი ძმაო. სანამ ცეკვას დაბრუნებიხარ და ფაფახი დაგიხურავს, დავამთავროთ. - ღვინის ჭიქას იღებს გიორგი, ჩემსას უჭახუნებს და ცოტას სვამს. ნანიკო შანსს არ უშვებს ხელიდან და თავისთვის ბოროტულად ხითხითებს. დავითი მობილურს აცლის ხელიდან და მორიგი კამათიც იწყება.
- ამათ რამე უნდა მოვუხერხოთ. - მაგიდის მეორე მხრიდან ჩუმად გვეუბნება სოფი.
- მესმის! - ერთი წამით დავითთან კამათს ეთიშება ნანიკო და თვალებს გვიბრიალებს. სიცილი გვიტყდება. - მოსაწევად გავდივარ. ვინმე წამომყვეს, თორემ მარტო თუ დავრჩი მკვლელობას დავგეგმავ.
- მოვდივარ. - წარბებს სწევს სოფი და სიცილით მიჰყვება გოგოს.
- მენატრება ხოლმე კოლეჯის პერიოდი. - მეუბნება გიორგი და იდაყვით ჩემი სკამის საზურგეს ეყრდნობა.
- ხო, ლამაზი ორი წელი გავატარეთ. ბევრი მოგონება დაგვიგროვდა იქ.
- გახსოვს, მილაშენკომ ლექციიდან რო გამაგდო? - ეცინება გიორგის.
- რავი, რომელზე ამბობ, ბევრჯერ გაგაგდო მაგან.
- აი, ლექსის წერა რო გვქონდა დავალებად და დავითმა რო წაიკითხა. ნეტა თუ ახსოვს. უნდა ვკითხო, რო შემოვა. რამდენი ვიცინეთ, ვეღარ ვჩერდებოდი. ისედაც ატეხილი ვიყავი და მაგან დამიმატა.
- ხო, მახსოვს. საერთოდ მილაშენკოს ლექციები განსაკუთრებით მახსოვს.
ორივეს გვეცინება. რამდენიმე წამით დარბაზს ვავლებ თვალს და მერე არც კი ვყოყმანობ, ისე ვეკითხები:
- ბოლო დროს უცნაური მეჩვენები, ტყუილი თუ მართალი?
- შესაძლოა, მართალი. - თავს ოდნავ გვერდით ხრის გიორგი. - მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი?
- კარგი. - ტუჩებს უკმაყოფილოდ ვმუწავ. - მაგრამ არ დამავიწყდება, იცოდე. - თვალებით ვაფრთხილებ.
- უნდა გახსოვდეს, აუცილებლად. - ეცინება ბიჭს და ორი წამით უკან იხედება. - იდეა მაქვს. ხომ არ გვეცეკვა? - თავით მოცეკვავე წყვილებისკენ მანიშნებს.
- ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ. - ვუცინი მას, ხელს ვკიდებ და ვდგები.
გიორგი გულზე მიკრავს და ხელებს წელზე მხვევს. მის მხარს ნიკაპით ვეყრდნობი და მშვიდ მელოდიას ფრთხილად მივყვებით. საუკეთესო შეგრძნებაა, როცა მის არსებობას ვიპარავ. მხოლოდ სამი წუთით, მაგრამ ეს სამი წუთი იმაზე ბევრია, ვიდრე მჭირდება, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყო. შეუძლებელია თავის გაკონტროლება ამ ქურდობებისგან. ამას მთელი ჩემი არსება ისე მთხოვს გარკვეული დროის შემდეგ, როგორც სიცოცხლისთვის ორგანიზმი ჰაერს. მასთან სიახლოვით, მისი სურნელით ტკბობით თითქოს იმ ენეგიით ვივსები, რამაც მომავალში კიდევ უფრო მომთმენი და ძლიერი უნდა გამხადოს.
თვალებს ვხუჭავ და ნანიკოს დაბადების დღის მოგონება ჩემში ისე ცოცხლდება, თითქოს ორი წუთის უკან ყოფილიყოს. მაშინვე ვცდილობ იმ შეგრძნებების დაბლოკვას, რასაც გონებაში გაცოცხლებული სურათები იწვევენ, მაგრამ გვიანია. სწრაფად ვრცელდება ჟრუანტელი ჩემს სხეულზე და გული გამალებით მიწყებს ძგერას. სუნთქვას ვიკრავ და გიორგის ლოყას ვადებ მხარზე. გეყოფა მარი, ხომ იცი, რომ მისთვისაც ძვირფასი ხარ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ?
ბიჭი თავზე მადებს ხელს და მკერდით ვგრძნობ, როგორ ისუნთქავს ჰაერს ხარბად. შემდეგ თითებით თავის ნაჩუქარ თმისსამაგრს ეხება, თითქოს მის შესწავლას ცდილობდეს. მეღიმება.
„ - მიყვარხარ.“
ათასჯერ მაინც ვასწრებ გულში გამეორებს, სანამ მუსიკა მთავრდება. ხალხი ტაშს უკრავს და ჩვენი თბილი გარსიც სადღაც ქრება. გიორგი მიშვებს, იცინის, შუბლზე მკოცნის. მე ისევ მისი მეგობარი ვხდები. მეც ვუცინი და სანამ მაგიდასთან მივიდოდეთ, დაღლილობაზე წუწუნსაც ვასწრებ. სოფი და ნანიკო უკვე იქ გვხვდებიან. გიორგი ბიჭებისკენ მიდის და მათთან ჯდება. ვხედავ, სოფი რომ თვალს აყოლებს ისე, თითქოს მასთან საუბარი უნდოდეს, მაგრამ ისევ ხატიასთან აგრძელებს ლაპარაკს. მერე ნანიკოს მზერას ვაწყდები. გოგო თმას თითზე იხვევს და არ იმჩნევს, მაგრამ ვხვდები, რომ მაკვირდება. თვალებით ვანიშნებ, რა ხდებათქო. ის კი ჩემკენ იხრება.
- არ ვიცი თქვენს შორის რა არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი, რომ ორმხრივია. - ამბობს და თავს იქნევს თავის სიტყვებში დარწმუნებული.
- ვწუხვარ, რომ რევანშის შეგრძნება უნდა გაგიქარწყლო, მაგრამ ეს მეგობრობაა, გოგონი. - ვუღიმი ჩემს ჭკვიან მეგობარს და ღვინის ჭიქას ვიღებ.

***
სუფთა ჰაერისთვის აივანზე გასულს მყუდროებას მირღვევენ. ლუკა ისეთი გამომეტყველებით გამოდის გარეთ, რომ ზუსტად ჩემი ფიქრები აწერია. ორივეს გვეცინება.
- ძალიან მეტყობა შენთან საუბარს რომ ვცდილობ, ხო? - მიახლოვდება და აივნის მოაჯირს ზურგით ეყრდნობა.
- არ მითხრა, რომ სოფის დაბადების დღეზეც თავი ამიტომ დაიპატიჟე. - გულზე ვიკრეფ ხელებს. სიმართლე რომ ვთქვათ, მაღალ ქუსლებზე დგომაც აღარ შემიძლია, ისეთი ძალაგამოცლილი ვარ.
- არ გეტყვი. - მხრებს იჩეჩავს. - რა უნდა ვქნა, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს?
- არ ვიცი. - თავს ვაქნევ. არ მინდა პასუხის გაცემა. არც ის მხარე მინდა, საითაც ლუკა ცდილობს ჩვენი საუბრის და ურთიერთობის წაყვანას. ახლა მხოლოდ სახლი და დღევანდელი ემოციებისგან დაცლა მინდა. - შესაძლოა, დღეს არც დრო და არც ადგილია ამაზე საფიქრელად.
- მთავარია ტყუილად არ ვცდილობდე. რას იტყვი?
- მარ... - აივნის კარს აღებს ნანიკო და ლუკას დანახვისას დაბნეული აცეცებს თვალებს, თუმცა მიხარია, რომ უკან არ ბრუნდება. - ხელს კი გიშლით, მაგრამ მივდივართ.
- რას ვიზამთ... - წარბებს სწევს გაწბილებული ლუკა. ვუთანაგრძნობ, ვიცი, რაცაა უპასუხოდ დატოვებული შეკითვები. ბიჭი გზას მითმობს და დარბაზში ვბრუნდებით.
ყველა უკვე კარისკენ მიდის.
- რა ხდება აქ? - მეჩურჩულება ნანიკო და ლუკაზე მანიშნებს. - მაგიდასთან საუბარი, ცეკვა, აივანზე განმარტოება.
- მერე გეტყვი. - ხელს ვუჭერ მაჯაზე, რომ ცნობისმოყვარეობა დაიმშვიდოს.
- მარი! მე კი არა, დღეს მგონი შენ შეაბი ტიპი...
- ჩუმად!
გარეთ გავდივართ. უკვე ორის ნახევარია. საბედნიეროდ ხელაძის ხვალინდელი რეპეტიცია საღამოსაა. ჩვენზე ადრე გამოსულები მალევეც ახერხებენ ტაქსების გაჩერებას. სოფი და გიორგი ერთად აპირებენ წასვლას. ჩვენც მათთან ვდგავართ. სოფის გამოძახებული ჰყავს ტაქსი და სადაცაა მოვა. ნაცნობები თანდათან მიდიან. სამწუხაროდ ყველას სხვადასხვა გზა გვაქვს. ნანიკო ხატიასთან და ლაშასთან ერთად მიდის. როგორც ვატყობ, ლუკა მანქანითაა მოსული და, როცა ის დავითთან საუბარს ამთავრებს და ჩემკენ მოდის, გულში ვლოცულობ, რომ სახლში წაყვანა არ შემომთავაზოს. სოფის ტაქსი მოდის და მეც გზის პირას ვჩერდები.
- მარი... - ზურგიდან მიახლოვდება ლუკა და სანამ რამეს მეტყოდეს, გიორგის ხმა მესმის, რომელიც მანქანის ღია კართან დგას.
- მარიამ, არ მოდიხარ?
- ახლავე. - მაშინვე თავს ვუქნევ, ლუკას ვემშვიდობები და მისკენ მივდივარ. - მადლობა. -ვეჩურჩულები ბიჭს, სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდე. გიორგი თვალს მიკრავს, კარს მიხურავს და თვითონ მძღოლის გვერდით ჯდება.



პ.ს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, დატოვებული კომენტარებისთვისთ... თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მახარებს ეს ამბავი. <3333
დალდონი, მაპატიე, რომ ვერ გპასუხობ, ფეისბუქზე ბლოკის გამო (( ძალიან მიხარია, რომ შენც აქ ხარ და კითXულობ <3
მგონია, აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ კომენტარებში, თანაც პირველივე თავის, გაიჟღერა იმ ფრაზამ, რომლისაც მეშინოდა - "ერთი სული მაქვს, მარიამს როდის დაადგება საშველიო." არ ვიცი, შესაძლოა ისტორია 13-14 თავი მაინც გამოვიდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ თავზე იმის მოლოდინში არ იქნებით "როდის ეშველება მარიამს" :დდ რადგან მთელი ისტორია მის უპასუხო სიყვარულზეა აგებული. ამიტომაცაა ეს ამბავი სენტიმენტალური ^^ და თუ შეძლებთ მთელი ამ დროის მანძილზე მასთან ერთად განიცადოთ ყველაფერი, იქნებ ბოლოსკენ გაგეღიმოთ კიდეც <3

მიყვარხართ ჩემო ვანილებო <3



№1 სტუმარი სტუმარი თამო

უკვე რო მინდა სულ ვიკითხო ეს ისტორია და მარიამის განცდემი მგონია რომ.გიორგიც იგივეს გრძნობს.ძალიან საინტერესოა მოვლენების განვითარება

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

როგორ მესმის მარიამის????
შენ კიდევ რა გითხრა, საუკეთესო ხარ????

 


№3  offline წევრი gogincha

ძალიან მომწონს მარიამის განცდები, მისი დამოკიდებულება მეგობრების მიმართ. რამდენად უფრთხილდება არსებულ ემოციურ კავშირებს თითოეულ ადამიანთან მის გარშემი. კარგი იქნებოდა გიორგის განცდები და ემოციები რომ გვენახა, შეიძლება მოვლენებს ვუსწრებ მაგრამ ძალიან მაინტერესებს ნუთუ მართლა ვერასდროს ხვდებოდა მარიამის გრძნობების შესახ :)) წარმატებები და ველოდები შემდეგ თავებს.

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
უკვე რო მინდა სულ ვიკითხო ეს ისტორია და მარიამის განცდემი მგონია რომ.გიორგიც იგივეს გრძნობს.ძალიან საინტერესოა მოვლენების განვითარება

ძალიან მიხარია, რომ დაგაინტერესა <3
ვნახოთ რა იქნება მომავალში ^^

სტუმარი კატო
როგორ მესმის მარიამის????
შენ კიდევ რა გითხრა, საუკეთესო ხარ????

უღრმესი მადლობა <3
მიხარია მისი რომ გესმის. მსგავსად ალბათ ბევრი ჩვენგანი ყოფილა, ცოტა ხნით მაინც თუ ასე წლობით არა (( <3

gogincha
ძალიან მომწონს მარიამის განცდები, მისი დამოკიდებულება მეგობრების მიმართ. რამდენად უფრთხილდება არსებულ ემოციურ კავშირებს თითოეულ ადამიანთან მის გარშემი. კარგი იქნებოდა გიორგის განცდები და ემოციები რომ გვენახა, შეიძლება მოვლენებს ვუსწრებ მაგრამ ძალიან მაინტერესებს ნუთუ მართლა ვერასდროს ხვდებოდა მარიამის გრძნობების შესახ :)) წარმატებები და ველოდები შემდეგ თავებს.

მიხარია ასე კარგად რომ ხედავ მარიამს )) გიროგის რაც შეეხება, კი, მგონი ცოტა ადრეა მის განცდებზე საუბარი... ათი წელია გასული მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა მარის ცხოვრებაში და კი, ნორმალურია ეს შეკითხვა რომ გიჩნდება. მდორედ განვითარდება მოვლენები და ბოლოს ალბათ იმასაც გვეტყვიან, რა ხდებოდა გიორგისკენ.
მადლობა, რომ აზრი დამიტოვე <3

 


№5  offline წევრი Mai dire mai

იყოს ბევრი თავები,არაუშავს,შენი ოსტორიები ისე მიყვარს,რომ პირიქით გამეხარდება რაც ბევრი იქნება.იმიტომ,რომ ვიცი დიდ სიამოვნებას მივიღებ❤რაც შეეხება მარიამის და გიორგის ურთიერთობას,მეგობრობას,სიყვარულს,მათ ცხოვრებას ერთად და უერთმანეთოდ,უდიდესი სიამოვნებით მივადევნებ თვალს❤❤❤❤

პ.ს.მაგრამ ბოლოსკენ მაინც მირჩევნია მარიამის სიყვარული უპასუხოდ არ დარჩეს❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Annabelle

რაც უფრო ღრმად შევდივარ ისტორიაში უფრო და უფრო ვინუსხები <3 <3 თამამად ვიტყვი რომ ერთადერთი მწერალი ხარ რომელიც გულთან ასე ახლოს მოდის. ვანილოო, ასეთი რომანტიკული ასე თუ მომეწონებოდი რას ვიფიქრებდი??? მარიამო ასე გკითხავ - რანაირი ხარ?????? მოიცა სანამ ემოციებს გადმოგაფრქვევ აი ის მომენტები უნდა გამოვჭიმო, რომლებზეც პულსი განსაკუთრებით ამიჩქარდა:
1. "დავფიქრდი და... ისე როგორ მოხდა, რომ მე და შენ ქართული არასოდეს გვიცეკვია?" (ამ დრო მთელი სიცხადით ვგრძნობ გულში რაღაც როგორ თბება მერე ლღვება და მერე მჭიდროდ მიჭერს მარწუხებს, არ ვიცი რა არის მაგრამ საშინლად სასიამოვნოა და მეღიმება.
2. გიორგის მზერა მარისა და ლუკას ცეკვისას - ამ დროს იდიოტივით მეცინება და მაგრად თანამშრომლების გაკვირვებული მზერები. ბიჭიი შენს თვალებში იმ ჭინკებს ვხედავ მარტო მე კი არა ყველა ლოგიკურად მოაზროვნეს რომ გვესაუბრებიან, მარიამის გარდა ;დდდდ
3. გიორგის მარიამის გვერდით დაჯდომა, ხელის გადახვევა და უდარდელი საუბარი, რაც ჩემთვის ასე ითარგმნება - "ხელი ბიჭო! იცოდე ვის ტერიტორიაზე დაბოდიალობ!" ეს მოკრძალებული ნამიოკი "ჩემია" ბოლო გულიანად მაკისკისებს ცოტა ძაან დიდი ბოდიში შენთან ლუკა, მაგრამ ჩალას არც ისეთი გემრიელი გემო აქვს და მოდი სხვასთან მოსინჯე. არაფერი პირადული მაგრამ ამ ორის ქიმიაში ვინც ეკვეტება ნანიკოს თქმისა არ იყოს წრფელი გრძნობით მძულს აი ასე უმიზეზოდ ;დდდდდდდდ (ნანიკოზე ვაფრენ, ბევრი საერთო გვაქვს ;დდდდდდდდ) ძაან სწორი გოგოა ყოველთვის სწორ დროს გამოცხადებული ;დდდდდდდდდდ
4. და ბოლოში გიორგის მიერ საბოლოო და უზარმაზარი წერტილი ლუკას ცხვირწინ და ჩემი უკვე ვეღარ შეკავებული ემოციები ხარხარი რომ ამიტყდა და ლამის ჩავსტვინე კიდეც ;დდდდდდდ <33333 კაროჩე მე შეურაცხადი ვარ და ეს ბიჭი შეყვარებული ;დდდდდდ ანუ ორივეს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარს და მე ისევ ნანიკოს ტყავში ვარ - მარიამ, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ შორის ეს ორმხრივია. ბრმაც დაინახავს, ყრუც გაიგონებს და უგრძნობიც შეამჩნევს იმ ვარდისფერი ვანილის არომატს იდუმალ, მბზინვარე და თბილ მაგიად და აურად რომ დასდევს ამ წყვილს. ღმერთმანი შენი პირველი ისტორიაა რომელიც სხვა დანარჩენებს (ვგულისხმობ ფავორიტებს) აი ასე უბრალოდ ფარავს, გოგო გესმის რას გელაპარაკები?????
აი დღეს რომ შემოვედი და აქ დამხვდა თუ არ ვიკივლებდი სიხარულისგან არ მეგონა ^_^ ;დდდდდდდ <3 <3 და არააააააა არავითარი "მარიამს როდის ეშველება" - ღმერთო რა მშრალი წინადადებააა?????????????!!!!!!!!" კაიი, არა მათ შორის იმაზე მაგარი და მისტიური ხდება ცოდვაა ამ კითხვის დასმა ხალხო ცოდვააააააააა!!!!!! აი წავიკითხე ეს ბოლო "პ.ს." და ტუჩები ისე ამეპრიხა თითქოს რაღაც მაგარ გემრიელს მივირთმევდი და ტონა მარილი დამიყარეს ზედ ;დდდდ კაიიიიიიიიიიიით!!!! არა, ვანილო, იდეალურად მიდიხარ, იდიალურად გრძნობ და იდეალურად გადმოსცემ. ეს ის ისტორიაა რომელსაც საუკუნეც ისე დაველოდები რომ ზედმეტად არ შეგაწუხებ. ვიცი რა და როგორი მომზადება სჭირდება ამ ნატიფი ემოციების ფურცელზე დანთხევას. ისეთი აღფრთOვანებული ვარ შენით რომ ასე მგონია პირველად მაქვს ბედნიერება შენს ნამუშევარს გავეცნო. წინაზე გითხარი თავიდან შემიყვარდი მეთქი, მაგრამ ახლა იგივე გრძნობა მაქვს და ეს ისტორია მე ფურცლებზე მინდა მარიამო. არ მაინტერესებს შენი ბლოკი და ამბები! როგორც კი ბოლომდე ჩაამთავრებ მეილზე გადმომიგზავნე უნდა ამოვბეჭდო და იმდენჯერ წავიკითხო რამდენჯერაც თავს ნიტოდ ვიგრძნობვ <333333333 და რაც შეეხება გიორგის,... არა ეს რომ არ მოვისმინო მივიცვლები, მოვკვდები და ამოვწყდები - ფბ ტყ მე ყველა ახლობელი სულიერად და ფიზიკურად კიდე!!! აქ მომწერე ჩვენი საიტის ჩატში თორე ინფარქტს მივიღებ!!!! ველოდები დიდ ტექსტს რომელიც დეტალურად გამარკვევს ამბებში რომელიც მაინტერესებს და მშვენივრად იცი რაც მაინტერესებს ;დდდდდდდდდდდდდდ მოკლედ ბევრი კოცნა ჩახუტება სითბო კომპლიმენტი და სიგიჟე ჩემგან მხოლოდ და სპეციალურად შენთვის ვანილო... უკონკურენტო ხარ!!! <333333333333333333333 ძალიან ძალიან დიდი სიყვარულIთ შენზე დებილივით შეყვარებული და ბედნიერად გაკრეჭილი პაზლების ქურდი <33333333333 პ.ს. იმედია დალაგებული ტექსტი ვიბჟუტურე ;დდდდ პ.ს.ს. მარიამზე უბრალოდ ვაფრენ!!!!!!!! <333333333333 პ.ს.ს.ს. სესილიზე ცალკე პოემა უნდა დავწერო ასე გარბენით ხსენება არ შეჰფერის და არც ეკადრება დივას <3333333333333 პ.ს.ს.ს.ს ვა თავი ავწიე და ვიუცხოვე სხვაგან ვარ და რამხელა ნახტომი გამომივიდა შენი ფურცლებიდან ჩემს რეალობაში შენ ჯვარი გწერია ;დდდდდდ <33333333333333333

მოიცა დამავიწყდა ცეკვაზე მეთქვა სულ გამთიშე - 7 წელი შეეეენც?????????? ზემოთ მართლა არსებობს რაღაც მგონია და არ გვიმხელენ ;დდდდდდდდ <333333333 სოულმეითო ოცნებაც კი ერთი გვქონია - მეც სულ სხვა განცდები მქონდა "ქართულის" ცეკვისას ჩემი ოცნება იყო შენს მსგავსად და სკოლაში ავიხდინე დასასრული ქართულით რომ დავხურე <33333333333333 არა არა ეს ისტორია კიდე იმდენი ისტორიის მატარებელია მარტო ჩემთვის რომ არ ვიცი რომელ ერთზე გადავირიო <33333333333333333

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

Mai dire mai
იყოს ბევრი თავები,არაუშავს,შენი ოსტორიები ისე მიყვარს,რომ პირიქით გამეხარდება რაც ბევრი იქნება.იმიტომ,რომ ვიცი დიდ სიამოვნებას მივიღებ❤რაც შეეხება მარიამის და გიორგის ურთიერთობას,მეგობრობას,სიყვარულს,მათ ცხოვრებას ერთად და უერთმანეთოდ,უდიდესი სიამოვნებით მივადევნებ თვალს❤❤❤❤

პ.ს.მაგრამ ბოლოსკენ მაინც მირჩევნია მარიამის სიყვარული უპასუხოდ არ დარჩეს❤❤❤❤

ძალიან ძალიან მიხარია შენი სიტყვები, და მიხარია, რომ გესმის ისტორიის მთავარი ხაზი <3 და თუ ჩემი ისტორიები იცი, ალბაათ ისიც გეცოდინება, რომ ცუდი დასასრულები არ მაქვს :დდ <33333

სტუმარი Annabelle
რაც უფრო ღრმად შევდივარ ისტორიაში უფრო და უფრო ვინუსხები <3 <3 თამამად ვიტყვი რომ ერთადერთი მწერალი ხარ რომელიც გულთან ასე ახლოს მოდის. ვანილოო, ასეთი რომანტიკული ასე თუ მომეწონებოდი რას ვიფიქრებდი??? მარიამო ასე გკითხავ - რანაირი ხარ?????? მოიცა სანამ ემოციებს გადმოგაფრქვევ აი ის მომენტები უნდა გამოვჭიმო, რომლებზეც პულსი განსაკუთრებით ამიჩქარდა:
1. "დავფიქრდი და... ისე როგორ მოხდა, რომ მე და შენ ქართული არასოდეს გვიცეკვია?" (ამ დრო მთელი სიცხადით ვგრძნობ გულში რაღაც როგორ თბება მერე ლღვება და მერე მჭიდროდ მიჭერს მარწუხებს, არ ვიცი რა არის მაგრამ საშინლად სასიამოვნოა და მეღიმება.
2. გიორგის მზერა მარისა და ლუკას ცეკვისას - ამ დროს იდიოტივით მეცინება და მაგრად თანამშრომლების გაკვირვებული მზერები. ბიჭიი შენს თვალებში იმ ჭინკებს ვხედავ მარტო მე კი არა ყველა ლოგიკურად მოაზროვნეს რომ გვესაუბრებიან, მარიამის გარდა ;დდდდ
3. გიორგის მარიამის გვერდით დაჯდომა, ხელის გადახვევა და უდარდელი საუბარი, რაც ჩემთვის ასე ითარგმნება - "ხელი ბიჭო! იცოდე ვის ტერიტორიაზე დაბოდიალობ!" ეს მოკრძალებული ნამიოკი "ჩემია" ბოლო გულიანად მაკისკისებს ცოტა ძაან დიდი ბოდიში შენთან ლუკა, მაგრამ ჩალას არც ისეთი გემრიელი გემო აქვს და მოდი სხვასთან მოსინჯე. არაფერი პირადული მაგრამ ამ ორის ქიმიაში ვინც ეკვეტება ნანიკოს თქმისა არ იყოს წრფელი გრძნობით მძულს აი ასე უმიზეზოდ ;დდდდდდდდ (ნანიკოზე ვაფრენ, ბევრი საერთო გვაქვს ;დდდდდდდდ) ძაან სწორი გოგოა ყოველთვის სწორ დროს გამოცხადებული ;დდდდდდდდდდ
4. და ბოლოში გიორგის მიერ საბოლოო და უზარმაზარი წერტილი ლუკას ცხვირწინ და ჩემი უკვე ვეღარ შეკავებული ემოციები ხარხარი რომ ამიტყდა და ლამის ჩავსტვინე კიდეც ;დდდდდდდ <33333 კაროჩე მე შეურაცხადი ვარ და ეს ბიჭი შეყვარებული ;დდდდდდ ანუ ორივეს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარს და მე ისევ ნანიკოს ტყავში ვარ - მარიამ, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ შორის ეს ორმხრივია. ბრმაც დაინახავს, ყრუც გაიგონებს და უგრძნობიც შეამჩნევს იმ ვარდისფერი ვანილის არომატს იდუმალ, მბზინვარე და თბილ მაგიად და აურად რომ დასდევს ამ წყვილს. ღმერთმანი შენი პირველი ისტორიაა რომელიც სხვა დანარჩენებს (ვგულისხმობ ფავორიტებს) აი ასე უბრალოდ ფარავს, გოგო გესმის რას გელაპარაკები?????
აი დღეს რომ შემოვედი და აქ დამხვდა თუ არ ვიკივლებდი სიხარულისგან არ მეგონა ^_^ ;დდდდდდდ <3 <3 და არააააააა არავითარი "მარიამს როდის ეშველება" - ღმერთო რა მშრალი წინადადებააა?????????????!!!!!!!!" კაიი, არა მათ შორის იმაზე მაგარი და მისტიური ხდება ცოდვაა ამ კითხვის დასმა ხალხო ცოდვააააააააა!!!!!! აი წავიკითხე ეს ბოლო "პ.ს." და ტუჩები ისე ამეპრიხა თითქოს რაღაც მაგარ გემრიელს მივირთმევდი და ტონა მარილი დამიყარეს ზედ ;დდდდ კაიიიიიიიიიიიით!!!! არა, ვანილო, იდეალურად მიდიხარ, იდიალურად გრძნობ და იდეალურად გადმოსცემ. ეს ის ისტორიაა რომელსაც საუკუნეც ისე დაველოდები რომ ზედმეტად არ შეგაწუხებ. ვიცი რა და როგორი მომზადება სჭირდება ამ ნატიფი ემოციების ფურცელზე დანთხევას. ისეთი აღფრთOვანებული ვარ შენით რომ ასე მგონია პირველად მაქვს ბედნიერება შენს ნამუშევარს გავეცნო. წინაზე გითხარი თავიდან შემიყვარდი მეთქი, მაგრამ ახლა იგივე გრძნობა მაქვს და ეს ისტორია მე ფურცლებზე მინდა მარიამო. არ მაინტერესებს შენი ბლოკი და ამბები! როგორც კი ბოლომდე ჩაამთავრებ მეილზე გადმომიგზავნე უნდა ამოვბეჭდო და იმდენჯერ წავიკითხო რამდენჯერაც თავს ნიტოდ ვიგრძნობვ <333333333 და რაც შეეხება გიორგის,... არა ეს რომ არ მოვისმინო მივიცვლები, მოვკვდები და ამოვწყდები - ფბ ტყ მე ყველა ახლობელი სულიერად და ფიზიკურად კიდე!!! აქ მომწერე ჩვენი საიტის ჩატში თორე ინფარქტს მივიღებ!!!! ველოდები დიდ ტექსტს რომელიც დეტალურად გამარკვევს ამბებში რომელიც მაინტერესებს და მშვენივრად იცი რაც მაინტერესებს ;დდდდდდდდდდდდდდ მოკლედ ბევრი კოცნა ჩახუტება სითბო კომპლიმენტი და სიგიჟე ჩემგან მხოლოდ და სპეციალურად შენთვის ვანილო... უკონკურენტო ხარ!!! <333333333333333333333 ძალიან ძალიან დიდი სიყვარულIთ შენზე დებილივით შეყვარებული და ბედნიერად გაკრეჭილი პაზლების ქურდი <33333333333 პ.ს. იმედია დალაგებული ტექსტი ვიბჟუტურე ;დდდდ პ.ს.ს. მარიამზე უბრალოდ ვაფრენ!!!!!!!! <333333333333 პ.ს.ს.ს. სესილიზე ცალკე პოემა უნდა დავწერო ასე გარბენით ხსენება არ შეჰფერის და არც ეკადრება დივას <3333333333333 პ.ს.ს.ს.ს ვა თავი ავწიე და ვიუცხოვე სხვაგან ვარ და რამხელა ნახტომი გამომივიდა შენი ფურცლებიდან ჩემს რეალობაში შენ ჯვარი გწერია ;დდდდდდ <33333333333333333

მოიცა დამავიწყდა ცეკვაზე მეთქვა სულ გამთიშე - 7 წელი შეეეენც?????????? ზემოთ მართლა არსებობს რაღაც მგონია და არ გვიმხელენ ;დდდდდდდდ <333333333 სოულმეითო ოცნებაც კი ერთი გვქონია - მეც სულ სხვა განცდები მქონდა "ქართულის" ცეკვისას ჩემი ოცნება იყო შენს მსგავსად და სკოლაში ავიხდინე დასასრული ქართულით რომ დავხურე <33333333333333 არა არა ეს ისტორია კიდე იმდენი ისტორიის მატარებელია მარტო ჩემთვის რომ არ ვიცი რომელ ერთზე გადავირიო <33333333333333333

შენ მე მომკლავ შენი კომენტარებით და ეგ იქნება... :დდ
აი არ ვიცი, როგორ გითხრა რა მემართება იმ ყველაფერს რომ ვკითხოლობ განხილვაში, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ისტორიაში ^^ შენც რომ იჭერ და თან როგორ იჭერ :დდ <3
ვარდისფერი ვანილის მბზინავი არომატიო - აი ზუსტად ეგაა, რაც მარიამს და გიორგის დასტრიალებთ ირგვლივ და რად იქცევა ეგ, ვნახოთ ^^
მართლა ვერ ვიფიქრები ეს ჟანრი თუ ასე აგიყოლიებდა და ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ... თან რომ გეგმაში გაქვს სრული ვერსიის შენახვა. აი ის მიხარია ყველაზე მეტად, რაღაც-რაღაცებს რომ გვახსენებს ყველას წარსულიდან მარის და გიორგის ამბავი ^^
ხო, გიორგის რაც შეეხება, ბევრი არაფერია მოსაყოლი, მაგრამ მოგიყვები :დდდ შე ცნობისმოყვარე გოგო :დდდ
ხო პ.ს. ს რაც შეეხება. მეშინოდა, მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო ამდენი "შორით ტკბობა და გმობა". გამოცდილება მაქვს მკითხველის წყალობით, ვიცი როგორი მოუთმენლები არიან, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან კარგები მყავხართ, რომ უგებთ ამ ამბავს <33

პ.ს. დავასრულებ თუ არა წერას, შემოგეჭრები შენს თავგადასავალში გოგონი... ერთი სული მაქვს <333

 


№8  offline წევრი ნანა73

შემაგვიანდა კომენტარი, მაგრამ არაუშავს.
ძალიან მომწონს!
აი, ასე რომ გვიყვები ერთი გოგონას ცხოვრების ეპიზოდებს და მიმდინარე მოვლენებს, ეჭვი მაქვს რეალობასთან დიდი კავშირში მყოფს.
ურთიერთობას, ბავშვობიდან წამოსულს და გრძნობების კორიანტელს, თითქოს მშვიდად და ზედმეტი ფორიაქის გარეშე, მაგრამ მაინც როგორ ამაღელვებელ ნიუნსებს და დეტალებს.
დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და ველოდები რა მოხდება მომავალში.
❤️❤️❤️❤️

 


№9 წევრი nukito20w

პირველ რიგში,მომწონს ძაააალიან ძალიან. აი, სევდას სულ ვგრძნობ გიორგის და მარიამის ნაწილამდე,როცა მივდივარ.თან მტკივნეულია ჩემთვის და გაქცევა მინდა მაგ ნაწილისგან ხოლმე, მაგრამ მაინც ვკითხულობ. სხვანაირად არ შემიძლია. მაინც,როგორი სხვანაირია მარიამი. მოწყენილი, თითქოს ხომ ხალისიანი,მაგრამ მაინც დარდიანი. მერე როგორ უყვარს ცეკვა?! ეგ აძლებინებს,ალბათ, ცალმხრივობას. ისე, შენი საყვარელი საქმიანობა რაც არის, ის არ გიღალატებს და საუკეთესოდ აღგზრდის,გაგწაფავს.
წარმატებებს გისურვებ❤.

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
შემაგვიანდა კომენტარი, მაგრამ არაუშავს.
ძალიან მომწონს!
აი, ასე რომ გვიყვები ერთი გოგონას ცხოვრების ეპიზოდებს და მიმდინარე მოვლენებს, ეჭვი მაქვს რეალობასთან დიდი კავშირში მყოფს.
ურთიერთობას, ბავშვობიდან წამოსულს და გრძნობების კორიანტელს, თითქოს მშვიდად და ზედმეტი ფორიაქის გარეშე, მაგრამ მაინც როგორ ამაღელვებელ ნიუნსებს და დეტალებს.
დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და ველოდები რა მოხდება მომავალში.
❤️❤️❤️❤️

ნანიკო, ძალიან მიხარია ასე დაკვირვებით რომ კითხულობ და ყველაფერს აქცევ ყურადღებას. <3
რა გითხრა, რეალობასთან დიდად არ აქვს კავშირი, თუ არ ჩავთვლით ჩემს უსაზღვრო სიყვარულს ცეკვის მიმართ და პატარა ნოსტალგიებს. ^^ მიხარია, რომ გხიბლასვ ეს ყველაფერი და, რომ გხედავ ჩემი ისტორიის კომენტარებში <3

nukito20w
პირველ რიგში,მომწონს ძაააალიან ძალიან. აი, სევდას სულ ვგრძნობ გიორგის და მარიამის ნაწილამდე,როცა მივდივარ.თან მტკივნეულია ჩემთვის და გაქცევა მინდა მაგ ნაწილისგან ხოლმე, მაგრამ მაინც ვკითხულობ. სხვანაირად არ შემიძლია. მაინც,როგორი სხვანაირია მარიამი. მოწყენილი, თითქოს ხომ ხალისიანი,მაგრამ მაინც დარდიანი. მერე როგორ უყვარს ცეკვა?! ეგ აძლებინებს,ალბათ, ცალმხრივობას. ისე, შენი საყვარელი საქმიანობა რაც არის, ის არ გიღალატებს და საუკეთესოდ აღგზრდის,გაგწაფავს.
წარმატებებს გისურვებ❤.

მართალი ხარ, ცეკვა ბევრ რამეში დაეხმარება მარიამს ^^ ძალიან მიხარია შენი სიტყვები, მიხარია, ასეთი ემოციური რომაა სიუჟეტი შენთვის და იმედი მაქვს ბოლომდე ასე იქნება... უღრმესი მადლობა აზრის დატოვებისთვის <3

 


№11 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომწონს. საერთოდ მომწონს თქვენი ისტორიები, კარგად წერთ. გრძნობა, ემოცია, მეგობრობა და იუმორი, კარგად იკითხება და ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ მარიამსა და გიორგის შორის ქიმია არის, იქნებ მე მინდა ასე იყოს და თქვენ სხვანაირად ფიქრობთ. მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს. თქვენ კი წარმატებები.

 


№12 სტუმარი wero

როგორი ემოციებით დახუნძლული თავი იყო. მინდა,რომ მალე დადო შემდეგი თავი. მადლობა შენს ასეთი კარგი,რომ ხარ!

 


როგორ მინდა დავიწყო კითხვა, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობიდა გამომდინარე დაუსრულებელ ისტორიებს ვერ ვკითხულობ, ამიტომ დაგელოდები და დასრულებუს შემდეგ წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ, შენი სხვა ისტორიების მსგავსად, ესეც არაჩვეულებრივი იქნება ❤️❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი Khatuna
ძალიან მომწონს. საერთოდ მომწონს თქვენი ისტორიები, კარგად წერთ. გრძნობა, ემოცია, მეგობრობა და იუმორი, კარგად იკითხება და ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ მარიამსა და გიორგის შორის ქიმია არის, იქნებ მე მინდა ასე იყოს და თქვენ სხვანაირად ფიქრობთ. მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს. თქვენ კი წარმატებები.


მიხარია სხვა ისტორიებიც რომ იცით ჩემი და იმედია, არც ნაბიჯებით გაგიცრუებთ იმედებს. გიორგის და მარის რაც შეეხება, ვფიქრობ ყველაფერს ისე ხედავთ, როგორც არის, რადგან მე არაფერს ვმალავ მათსას ^^ დიდი მადლობა, რომ აზრი დამიტოვეთ <3

wero
როგორი ემოციებით დახუნძლული თავი იყო. მინდა,რომ მალე დადო შემდეგი თავი. მადლობა შენს ასეთი კარგი,რომ ხარ!


ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3 დღეს საღამოს თუ არა, ხვალ დილით აუცილებლად დავდებ ^^

გამოგონილი პერსონაჟი
როგორ მინდა დავიწყო კითხვა, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობიდა გამომდინარე დაუსრულებელ ისტორიებს ვერ ვკითხულობ, ამიტომ დაგელოდები და დასრულებუს შემდეგ წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ, შენი სხვა ისტორიების მსგავსად, ესეც არაჩვეულებრივი იქნება ❤️❤️


შენი ნებაა ჩემო კარგო <3 დიდი მადლობა, რომ ინტერესით ელოდები <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ყველაზე ბოლოს ვწერ კომენტარებს და შემომელია სიტყვების მარაგი ხალხო ცოტა ჩემთვისაც დაგეტოვათ,ისეთი მაგარი ნაწარმოებია ძალიან მომეწონა საინტერესო სევდიანი და გასაოცარი ნაწარმოებია,სიყვარულით ემოციებით სავსე მადლობა წარმატებები ????????????♥️♥️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent