შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{ალში}

16-10-2020, 11:32
ავტორი სალანდერი
ნანახია 564

შუაღამეა, უსიამოვნო შეგრძნება მაღვიძებს. მშვენივრად ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ამაზე ფიქრს ახლა არ ვაპირებ. თვალებს ვაჭყეტ და ღია ფანჯრიდან შემოსულ სუფთა, გრილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. თორმეტი დეკემბერი თენდება, გარეთ თოვს და ამ წუთას ერთადერთი შვება ეს არის. საწოლიდან სწრაფად ვდგები, შიშველ სხეულზე ზეწარს ვიფარებ და ფანჯარასთან ახლოს მივდივარ. ახლა ოჯახის რომელიმე წევრი რომ მიყურებდეს, აუცილებლად ხაზს გაუსვამდა რომ გავცივდები, თუმცა ღამეა და ვინაიდან შიშველი ძილი მიყვარს, ოთახშიც არავინ შემოვა გაუფრთხილებლად.
საკუთარ ანარეკლს ღია ფანჯრის მინაში ვაწყდები და მეცინება. ისე შემომიფარებია ეს ფართხუნა ზეწარი, თითქოს ვინმეს ჩემი დანახვა შეეძლოს. მყისიერად ვუშვებ ხელს, ზეწარი იატაკზე ეცემა და მე ამჯერად სრულიად შიშველ საკუთარ ანარეკლს ვუყურებ.
ვგრძნობ როგორ ვდგები უფსკრულის პირას. სადაცაა ანარეკლთან კამათში ჩავებმები, ამიტომ სწრაფად ვაშორებ თვალს და ეზოში ვიხედები.
საშინლად ლამაზია თოვლი. არა მხოლოდ ლამაზი, სიმშვიდის მომტანიც. სიმშვიდის მომტანი ჩემთვის, რატომ? - ჯანდაბა, ამაზე ვერ გიპასუხებთ, ფიქრი არ მინდა.
რამდენიმე წუთი სწრაფად ვსუნთქავ, თითქოს ბოლოჯერ მეძლევა საშუალება, ჩემ საყვარელ ამინდში ვისუნთქო. პირს ვაღებ და ვცდილობ მეტი ჰაერის მოლეკულა ჩავუშვა ფილტვებში. ჩემს შიგნით ანთებულ ცეცხლის ალს მხოლოდ ეს თუ ჩააქრობს ახლა.
ნელი სვლით ვშორდები ფანჯარას, თუმცა ისევ არ ვხურავ, რადგან ვიცი თუ დავხურავ ჰაერი არ მეყოფა.
საათი ოთხის ნახევარს აჩვენებს. ოთახის შუა გულისკენ მივდივარ და იატაკზე ვწვები.გვერდები ნელ-ნელა ეხება გაყინულ პარკეტს და ოდნავ შვებას ვგრძნობ. ღამე ისეთი ნათელია როგორიც არასდროს. იმდენად ნათელი, რომ იატაკზე გაშხლართული, მშვენივრად ვარჩევ ჭერზე ბზარებს. ცოტა ხნით მათ მოხაზულობას მზერით ვიმეორებ, თუმცა თვალები სწრაფად მეღლება და ვხუჭავ.
ამჯერად ჩემს წარმოსახვაში ვიმეორებ ჭერზე გაჩენილ ბზარებს და თანდათან ვაცნობიერებ რატომ ვაკეთებ ამას.
დაძინება მჭირდება, სასწრაფოდ უნდა დავიძინო რომ არ ვიფიქრო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
იძულებული ვხდები დავემორჩილო საკუთარ გონებას და ვგრძნობ როგორ იმატებს სხეულში ტემპერატურა.
ისევ თქევსმეტი წლით უკან ვბრუნდები, ისევ თორმეტი დეკემბერია, მაგრამ არ თოვს, მხოლოდ ქარია.
საათზე ვიხედები 21:00_ს აჩვენებს.
- თხუთმეტ წუთში დაიწყება. - ვფიქრობ და მზერა ჭიშკრისკენ გადამაქვს.
თვალს სივრცეს მანამ ვუშტერებ სანამ სამ გამოკვეთილ ფიგურას არ შევხედავ ჭიშკარში შემოსულს.
პირველად დედაჩემის ანარეკლს ვამჩნევ, ხელში პატარა გოგონა უჭირავს და ახლა ლოგიკით უფრო ვხვდები, რომ ეს პატარა გოგო ჩემი ერთი წლის და არის, ვიდრე მისი ფიგურის მოყვანილობით.
დედას მეორე ხელს ვეძებ რადგან ვიცი მასში ჩემი ხელი აქვს ჩაბღუჯული და აი ისიც. საკუთარ ლანდს ვარჩევ. კარგად ვაკვირდები პატარა გოგონას, ფითრისფერი კანით, პატარა ხელებით, ოქროსფერი კულულებით და დიდი თაფლისფერი თვალებით. ისე უბრწყინავს და უელავს, ვერაფრით ვიჯერებ რომ ეს იგივე თვალებია რომელსაც მე ვუყურებ სარკეში.
ფიქრებიდან ლურჯი ჭიშკრის მძიმე მიჯახუნების ხმას გამოვყავარ. ადგილს ვწყდები და პატარა მეს ვუდგები გვერდით.
- არ შეხვიდე! - მკაცრად ვაფრთხილებ და სახლის კარისკენ ვანიშნებ თვალით. ბავშვი უდარდელად იმეორებს დედის ნაბიჯებს და ყურსაც არ იბერტყავს, ჩემს თხოვნაზე.
- არ შეხვიდე, მთელი ცხოვრება ვინანებთ ორივე. - კიდევ უფრო მკაცრად ვამბობ, თუმცა პატარას რეაქცია ისევ არ აქვს.
უკვე კართან ვართ, ამჯერად ოთხნი, სამის მაგივრად და მეფიქრება. რა მოხდებოდა იმ ღამითაც რომ ოთხნი ვყოფილიყავით.
კარის ჯაჯგურის ხმა მაფხიზლებს ამჯერად და თავს ვირწმუნებ რომ პატარა მეს ჩემი ხმა , ქარის გამო არ ესმის.
მუხლებზე ვდგები მის ყურთან ფრთხილად მიმაქვს სახე და ხმადაბლა ვეჩურჩულები.
- წავიდეთ რა. - ახლა ვედრება უფრო ისმის ჩემს ხმაში ვიდრე ბრძანება.
დიდრონ თაფლისფერებს ყურადღებით მაპყრობს და რამდენიმე წამით გაოცებით მაკვირდება.
- რა უდარდელია ეს ლაწირაკი, ნეტავ იცოდეს რა ელის. - ვფიქრობ და გაღიმება მინდება, თუმცა სახე მეღრიცება, იმის წარმოდგენისას რომ ეს ლაწირაკი, წლების შემდეგ მე ვარ და სევდიანი თვალებიც, მის კი არა, უკვე ჩემს სახეს დაამშვენებს.
პატარა სწრაფად მაშორებს თვალს და ისევ დედის ხელს ექაჩება. ისე სწრაფად შედიან სახლში, ფეხზე წამოდგომას და მათთან ერთად შესვლას ძლივს ვასწრებ სანამ კარს დახურავენ.
ოთახს თვალს ვავლებ და წარმოვიდგენ ცოტა ხანში ცეცხლის ალში როგორ გაეხვევა ყველაფერი.
- ბებოს ნავთის გადმოსხმა დავიწყებია ლამპაში, გამოვიტან და გადმოვასხამ. - დედაჩემის ხმა მესმის და მყისიერად მოვდივარ გონს.
ამჯერად მისი მიმართულებით მივდივარ და წინ ვუდგები.
- არ გინდა. - ვცდილობ ჩემს თვალებში შეხედვა ვაიძულო, თუმცა ყურადღებას არ მაქცევს. გვერდს მივლის, ჩემს დას იატაკზე დაფენილ სქელ ხალიჩაზე აჯენს და გარეთ გადის.
რამდენიმე წუთში ბრუნდება უკან, ხელში პლასტმასის ბიდონი უჭირავს, რომელიც ნავთით არის სავსე, ნავთით რომელიც წინა დღით იყიდეს და ნავთით რომელშიც ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ რაღაც სხვა სითხეა შერეული.
- შეეშვი რა, არ გვინდა რა. - ვემუდარები და ვცდილობ ხელი მოვკიდო, თუმცა როცა შეხებას ვერაფრით ვახერხებ, მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ მე მხოლოდ მაყურებლობა შემიძლია ახლა.
თავს დანანებით ვაქნევ და თვალს ჩუმად ვადევნებ როგორ ხსნის დედა თავს ჯერ ლამპას, შემდეგ ნავთით სავსე ბიდონს.
ჩემი დის გაბმული ტირილი ისმის და დედაც ბავშვისკენ ბრუნდება.
მხოლოდ ჩემი მზერა რჩება, ჩემივე პატარა ორეულზე მიყინული, რომელიც ასანთს იღებს და ისე აქნევს რომ ხმაური გამოსცეს.
- მასე აუთამაშე რა დე, სანამ ამას ჩავასხამ. - თავზე ხელს უსმევს დედა და ისევ ბიდონს იღებს რომ დაწყებული საქმე დაასრულოს.
პატარა ორეული რამდენიმე წამით ათამაშებს ასანთს და შემდეგ სწრაფად აცლის ერთ ღერს.
- გთხოვ, ჯანდაბა გთხოვ. - კიდევ ერთხელ ვაპყრობ მუდარით სავსე მზერას და ხმადაბლა ვჩურჩულებ.
პატარა ორეული დიდრონ თაფლისფერებს ჩემს სახეს უსწორებს და მისივე თვალებში ვკითხულობ, რომ მასში ჩასახულ დემონს, ახლა ვერაფერი შეაჩერებს. აკრძალული ხილის გასინჯვის სურვილით შეპყრობილ ევას ჰგავს. ცოდვის სურვილი უელავს თვალებში და ასანთის ღერს სწრაფად უსვამს კოლოფს.
ანთებულ ღერს ნაპერწკლები სცვივა, რომელიც ბიდონში მანამ ვარდება სანამ ასანთის ღერიც ხელიდან გაუვარდებოდეს და მათთან ერთად ამოჰყოფდეს თავს.
ალი სწრაფად ვარდება და პატარა ორეულის ოქროსფერ კულულებსა და თბილ ბეწვიან პიჯაკს ედება.
დედას ხელიდან სწრაფად აგდებს უკვე თავდახურულ ლამპას და ბავშვზე მოკიდებული ცეცხლისჩაქრობას, დაბნეული ცდილობს.
თვალებს მოსალოდნელი საშინელების მოლოდინში მაგრად ვხუჭავ. მე ხომ ზუსტად ვიცი ახლა რაც ელის პატარა ორეულს, თვალებს ვხუჭავ და სხეული მიქვავდება.
ვგრძნობ როგორ გამოვიკეტე ისევ პატარა სხეულში, და ახლა თავიდან მომიწევს იმ ტკივილის გავლა რომელიც ოთხი წლის ასაკში ერთხელ უკვე გავიარე.

* * *
თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ვაცნობიერებ, შესაძლოა თვალის გუგები ამომწვას ცეცხლმა, არამედ იმიტომ რომ წონასწორობის დაცვაში მეხმარება. შიშისას ყოველთვის თვალებს ვხუჭავდი და ახლა ეს ჩვევა აშკარა აუცილებლობა აღმოჩნდა.
სახის კანი არანორმალურად მეწვის, მაგრამ ვერ ვტირი, ყრუ ჯავშანი მაქვს თითქოს სხეულზე, შორიდან მომდის ადამიანების ხმები რომლებიც უკვე ეზოში გაყვანილს მარხევენ იმის იმედად რომ ცეცხლს ჩააქრობენ. ყველას ავიწყდება რომ ქარია, ქარი რომელიც კიდევ უფრო აღვივებს ხანძარს და მეც კიდევ უფრო მეწვის სახის კანი.
- პლედი გადააფარეთ, ცოცხლად იწვის. - ვიღაცის ყრუ ხმა მწვდება, თუმცა იმედი აღარ მაქვს რომ მიშველიან.
- სახის კანი მიიკრავს. - სწრაფად უარყოფენ ვერსიას, თუმცა წეღანდელი ხმის პატრონი პლედს მახვევს და სასწაულებრივად აქრობს ცეცხლს. კიდევ უფრო მეტი ხმა ისმის, თუმცა ერთადერთი ხმა რომელიც არ წყდება დედაჩემის გაბმული კივილია.
პლედს სწრაფად მაცლიან, რომ არ მიმეწებოს და ერთადერთი ფრაზა რომელიც მესმის, არის ყრუ, შესაცოდი გაოცებით წარმოთქმული. - ღმერთო.
- რა დროს ღმერთია. - ვფიქრობ თუმცა ვერ ვამბობ. სახეს ვერ ვამოძრავებ, ვერცერთ მიმიკას ვერ ვფლობ, მხოლოდ იმას ვგრძნობ როგორ იღვენთება კანი.
მერე ხმები, მოძრაობა და საავადმყოფოს სუნი.
ბოლოს კი ექიმის სევდიანი კომენტარი. - ვერასდროს დაემსგავსება ადამიანს, სახე აღარ აქვს.
უფრო მეკარგება, ხმის ამოღების ან თვალების გახელის სურვილი, ექიმი კი დაუნდობლად განაგრძობს. - თუ სამ დღეში ხელიდან აღებულ მარლას, სისხლი არ გამოჰყვება, მარცხენა ხელის ამპუტაცია მოგვიწევს. - მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ამპუტაციის მნიშვნელობა არ ვიცი, ვგრძნობ რომ კარგს არაფერს მპირდებიან
ვხვდები გონებას როგორ ვკარგავ და არც ვაპირებ შეწინააღმდეგებას, მეტის მოსმენა არ მინდა.
მეშინია!
წამებით გასული სამი დღე და ერთი წვეთი სისხლი, რომელიც ავადსახსენებელ "ამპუტაციას" თავიდან მაშორებს.
- სადღაც ერთი კაპილარი ცოცხალია, კიდური აღდგება. - ისეთი ხმით ამბობს ექიმი, წამით იმასაც ვგრძნობ, როგორ თვალები როგორ უბრწყინდება.
დანახვა მინდა, თუმცა თვალებს ვერ ვახელ. მეშინია!
თავი ბალიშზე არ მეტევა, ერთმანეთზე გადაკერილ ორ ბალიშს ვიყენებ, რომლებიც ხშირად ისვრება კანის ჩამონაღვენთი ლაქებით, მიუხედავად იმისა რომ შეხვეული ვარ.
საავადმყოფოდან ისე გვწერენ, ჩემი სიცოცხლის გარდა, არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი. ვიცოცხლებ, მაგრამ უსახოდ.
სწორედ ამ დროს ჩნდება ჩემს ცხოვრებაში ექიმი, რომელიც გვპირდება რომ სახეს დამიბრუნებს.
ხელსაც მაგრამ უამრავი იარა დამრჩება.
- ხელზე საგრძნობლად დაეტყობა, ნიკაპთან დაემჩნევა და ადგილ-ადგილ სახეზეც, თუმცა მნიშვნელოვნად არა. - ამბობს მას შემდეგ რაც ჩემს უსახო, სახეს ყურადღებით ათვალიერებს.
იმ დღეს ტკივილის ახალი ეტაპი იწყება.
რამდენიმე თვის მანძილზე ექვსჯერ მაჭრის სახეზე კანს და ყოველ ჯერზე ახალი ამოდის, მისივე ჯადოსნური მალამოების წყალობით.
დღეში ორჯერ მივდივარ მასთან, მშვიდად მელაპარაკება და ისე ამუშავებს ჭრილობებს.
თანდათან ვგრძნობ როგორ პატარავდება თავი, თუმცა იმასაც ვხვდები როგორ მარიდებს დედა სარკეს.
არც მე მივდივარ. მეშინია!
სახეზე მეშვიდე ტყავი ამოდის, მეშვიდეჯერ მიხორცდება და როცა კიდევ ერთ არაადამიანურ ტკივილს ველი, ექიმი ამბობს რომ მე ადამიანის სახე მაქვს.
პირველად ვიხედები სარკეში და ჰო, იარები არიან, მაგრამ ვერ ვხვდები რაში შემიშლის ხელს.
ხელი? ხელზე მკაფიოდ მეტყობა, მაგრამ არც ეს მაღელვებს დიდად.
წლები გადის, ადამიანის სახე მაქვს, მაგრამ იარებით სავსე.
სკოლაში შესვლის პირველ დღეს იწყება კომპლექსი. როცა მასწავლებელი სიბრალულით მეკითხება შემიძლია თუ არა, მარცხენა ხელის გამოყენება.
ვამბობ რომ ჩვეულებრივ ვიყენებ, თუმცა დარცხვენილი ვიხედები. ყველას ყურადღებას იქცევს ჩემი იარები. ადამიანებს ან ვეცოდები, ან გამირბიან. იქნებ მეჩვენება კიდეც მაგრამ მაინც ვიწყებ საზოგადოებაში ხელის დაფარვას.
ასაკშიც მომყვება და ცხრა კლასს ისე ვამთავრებ მარცხენა ხელს გამუდმებით ტყავის ხელთათმანი მიმშვენებს.
ამას ერთვის მზის სხივებზე ჩემი რეაქცია. სახის კანი არანორმალურად მიწითლდება და მეწვის. გამუდმებით ვემალები მზეს და ეს კიდევ უფრო აშინებს ჩემს "მეგობრებს".
ზაფხული სამუდამოდ მზიზღდება, სხეული მუდამ მეწვის და არსებობა გაუსაძლისი ხდება.
ცეცხლის შიში დამჩემდა, ღამითაც მესიზმრება და შინაგან სიმხურვალეს ვერასდროს ვანეიტრალებ.
მხოლოდ ზამთარში ვგრძნობ შვებას. ზამთრის სიცივე, ჩემი ორგანიზმის ტემპერატურას მწყობრში აყენებს და შინაგან სიმხურვალეს ანეიტრალებს.
არასდროს მცივა, თუმცა შიგნიდან რომ არ ვიწვი ესეც შვებაა.
ერთადერთი იმედი პლასტიკური ოპერაცია, რომელსაც ზუსტად ვიცი რომ გავიკეთებ.
ვგრძნობ საკუთარი ნერვული დაბოლოებებით მოქსოვილ ქსელში როგორ ვებმები და ჩემს თავს ვაცნობებ რომ გაღვიძების დროა.
- გაიღვიძე გთხოვ. თინეიჯერობას თავიდან ნუ გაივლი, გაიღვიძე გთხოვ. - ხმადაბლა ვჩურჩულებ და საკუთარი ჩურჩული მაფხიზლებს.

* * *
თვალებს ვახელ, შიშველი ზურგით იატაკს ვარ მიწებებული. ნელ-ნელა ვიწევი. ვხურვარ, მიუხედავად იმისა რომ ზამთარია ვიწვი. ალბათ სიზმრის ბრალია.
ფეხზე ვდგები და სარკესთან მივდივარ.
ჯერ გაწითლებულ ზურგს ვათვალიერებ, შემდეგ პირისახით ვუბრუნდები და საკუთარ ანარეკლს და დაკვირვებთ ვუყურებ.
- ისევ უნდა გამექცე? - მშვიდად მეკითხება.
- რა გინდა?
- რას გავხარ? - ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
- დღეს არა რა. - მუდარა ჟღერს ჩემს ხმაში.
- როდის? ოცი წლის ხარ, ოდესმე უნდა მელაპარაკო.
- შენთან ჩხუბის ხასიათზე არ ვარ. - მკაცრად ვეუბნები ჩემივე ორეულს სარკეში.
- მორჩი რა, ვინ იქნებოდი ამ ყველაფრის გარეშე? - თვალებით იარებისკენ მანიშნებს.
- ადამიანი, რომელსაც ამდენი სისულელე არ ექნებოდა ტანზე, რომელსაც ზაფხულის მზე სიამოვნებას მიანიჭებდა, გამუდმებული სიმხურვალის გამო თორმეყ დეკემბერს ფანჯრებ გაღებულ ოთახში არ დაიძინებდა, ადამიანი ვიქნებოდი რომელიც ერთხელ მაინც იგრძნობდა სიცივეს, ორჯერ სწრაფ გულისცემას რომელიც იმ ღამემ სახსოვრად დაუტოვა, ერთხელ მაინც შეანელებდა, ადამიანი რომელსაც გამუდმებით ოცდაშვიდმეტის ზემოთ არ ატარებდა ტემპერატურას და კიდევ ათასი უცნაურობა არ ექნებოდა. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი გესმის?
- გინდა კი ჩვეულებრივი ადამიანობა? გინდა საკუთარი ისტორია მოიშორო? ეს იარები, ისინი ამბებს ყვებიან, შენს ისტორიას ყვებიან, ისინი ამბობენ " დიახ მე ვიცხოვრე, მეშლებოდა, ვაშავებდი და პასუხს ვაგებდი".
- დავიღალე. - ჩამქრალ თვალებს ვაპყრობ ორეულს.
- რით? - ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
- იარებით.
- სხეულზე, წარსულის პატარა ნარჩენებს, რომელმა უწოდა ნეტავი იარა. - დანანებით აქნევს თავს და მჟღერი ხმით მუსიკასავით აჟღერებს ფრაზას.
- მორჩი. - თითქმის ვღრიალებ.
- წადი, სუფთა ჰაერი ჩაყლაპე და დაფიქრდი იმაზე რაც გითხარი. - შეუვალი ჩანდა ორეული და უსიტყვოდ გავშორდი სარკეს. ჩაცმის თავი არ მქონდა, თან საყვარელი რიტუალიც დიდი ხანი იყო არ შემესრულებინა, ამიტომ შიშველმა გავიარე მისაღები და აივანზე გავედი.
ისევ თოვდა, ახურებულ სხეულს მალამოდ მოედო სხვებისთვის გამყინავი სიცივე. მოაჯირზე დადებული თოვლი ხელებით შევაგროვე და შიშველ სხეულზე შევიზილე.
საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, წამიერად გავგრილდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს აღარ ვიწვოდი.
სუნთქვა აღარ მიჭირდა.
მართალი იყო ორეული, ვინ ვიქნებოდი ამ იარების გარეშე? მექნებოდა საკუთარი ისტორია? მექნებოდა მოსაყოლი? ან თუ მექნებოდა ვინ მოყვებოდა ამას?
ვინ იტყოდა რომ დიახ, მე სისულელეები ვაკეთე. დიახ მე დავაშავე და დავისაჯე. დავიწვი და ფერფლიდან აღვსდექი, მეტკინა და გავუძელი.
დიახ მე ვიცხოვრე და ამის შესახებ ჩემი იარები ყვებიან.
იარები? ნეტავ მართლა, ამ პატარა წარსულის ნარჩენებს ვინ უწოდა იარა პირველად?
პირველად ვიგრძენი რომ საკუთარი თავის და ისტორიის არ მრცხვენოდა. ათჯერ რომ დავბადებულიყავი ათივეჯერ ვიცხოვრებდი და ეს თუ არა, სხვა იარები დამიმშვენებდა სხეულს.
ოთახში შევბრუნდი, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ დიდრონ თაფლისფერებს გადავაწყდი. ჰო არ იყო ის სხივი, იმ დღეს ოთხი წლის პატარა გოგონას რომ ჰქონდა, მაგრამ ახლა გამოცდილება იყო აქ. სიღრმე იყო და ისტორია. მთელი ცხოვრება იყო ამ თვალებში და ვიგრძენი, დღესვე რომ მოვმკვდარიყავი გული არ დამწყდებოდა.
- მე ვიცხოვრე. - წარსულის ნარჩენებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ამჯერად ზიზღის ნაცვლად კმაყოფილება ვიგრძენი.
მარლბოროს კოლოფს დავავლე ხელი და აივანზე გავედი. ერთ ღერს მოვუკიდე და იასამნისფერ ბოლში ჩავიძირე.
გარეთ თოვდა, აივანზე შიშველი ვიდექი და საკუთარი წარსულის ნარჩენებს ვათვალიერებდი დროდადრო.
- გმადლობ რომ იცხოვრე. - ღიმილით ჩავულაპარაკე საკუთარ თავს და სიგარეტის ბოლთან ერთად სუფთა ჰაერი ჩავუშვი ფილტვებში.
აღარ მცხელოდა!
აღარ მეშინოდა!
პლასტიკურ ოპერაციაზეც უარი ვთქვი

№1  offline ადმინი ელპინი

ეს მტკივნეულად მახსოვს. . . ♥️

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ეს მტკივნეულად მახსოვს. . . ♥️

მეც. . . ❤

№3  offline მოდერი ჰაიკო

მოკლე,ლაკონური,კონკრეტული,ტკივილიანი,გენიალური.
სალანდერ!!!

№4  offline მოდერი სალანდერი

ჰაიკო
მოკლე,ლაკონური,კონკრეტული,ტკივილიანი,გენიალური.
სალანდერ!!!

ჰაიკო, მადლობა. ❤

№5  offline მოდერი guroo

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამის დაწერამდე, ვიდრე თეთრ ფურცელზე სიცარიელეს შეავიწროებდი შენი შავი სიტყვებით, რომლებიცც ძალიან მყარია და ფერი არ გადაუვა, წარსულის მოგონებებში ჩაკარგულს სიამაყით გიძგერდა გული, რადგან ფიქრობდი, იმწამს რომ მომკვდარიყავი, გული არ დაგწყდებოდა. მერე მეტაფორაც მოუძებნე ამ სიღრმეს და დაგვიწერე ის, რის წაკითხვასაც არ ვნანობ.
არ ვიცი, რა შეიძლება იყოს უფრო ამაღელვებელი, უფრო ლამაზი და მომაჯადოებელი, ვიდრე ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების სრული გაცნობიერების მომენტია. ეს უეცარი გასხივოსნება, ნამდვილი ეპიფანია და კანის შიგნიდან ბოლო ხმაზე ყვირილი, რომ ღირებულია მისი არსებობა და დასაფასებელი, ყოველთვის ქარიშხალივით დამივლის ხოლმე გრძნობათა სისტემაზე, რომელიც ხშირად მიძინებული მაქვს, და ალაბათ, ბოლო დონეზე მსიამოვნებს გრიგალის მერე ნანგრევებად დარჩენილი სიმშვიდე რომ ისევ თავს იმძინარებს.
ჩემთვის ეს ტექსტი მძიმედ გადაგორებული ტკივილების მიუხედავად ცოცხლად დარჩენილის გამარჯვებაზეა. მესმის, რომ არავინ ეჯიბრება ერთმანეთს ტკივილების გაძლებაში, მაგრამ წყლულებგაჩენილს დამარცხებულად გთვლიან, რადგან ცვილის რეალობა მხოლოდ ცვილისავე თოჯინებისთვის არსებობს და შენ, ჩამოღვენთილს, ამ რეალობაში მომავალი არ გაქვს.

№6  offline წევრი A.N.A

მეგონა შენ ისტორიას ყვებოდი ისეთი მძაფრი იყო. ნუ ეს სიმძაფრე ემოციურობა და რეალურობა ყველა შენ ისტორიას აქვს რაც კი გიდევს ამჟამად.

დაწვაზე მეტად თუ რამე მაშინებს არ მგონია, არადა არ გამომიცდია და ნურც გამოვცდი ამ ტკივილით ცხოვრება მართლაც საშინელებაა.

სალანდერ,შენი ფსევდონიმის დანახვა უკვე მახარებს და შენდეგ გახარებასაც მოუთმენლად ველი. ❣️

№7  offline მოდერი სალანდერი

guroo

გურამ, იმდენად სწორად თქვი ყველაფერი არაფრის დამატება არ მინდა.
უბრალოდ მადლობა. . .

A.N.A
მეგონა შენ ისტორიას ყვებოდი ისეთი მძაფრი იყო. ნუ ეს სიმძაფრე ემოციურობა და რეალურობა ყველა შენ ისტორიას აქვს რაც კი გიდევს ამჟამად.

დაწვაზე მეტად თუ რამე მაშინებს არ მგონია, არადა არ გამომიცდია და ნურც გამოვცდი ამ ტკივილით ცხოვრება მართლაც საშინელებაა.

სალანდერ,შენი ფსევდონიმის დანახვა უკვე მახარებს და შენდეგ გახარებასაც მოუთმენლად ველი. ❣️

ჰო, ტყუილად არ გეგონა. (ავტობიოგრაფია)
მეც მიხარია შენი ნიკის დანახვა ანა, მადლობა. . . ❤

№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ნი..
სოციალური ექსპერიმენტი
დაბადება..

იქამდე არაფერი იყო.
დიდ შავ ზეს და ზღვასავით ლურჯ ცას ეძინათ ერთად მხოლოდ.
ვერ ისვენებდა ძილში შავი ზე.
ხან ფეხებთან მიუწვებოდა ლურჯ ცას..
ხან თავთან..
ხან ბუთოებზე დაადებდა თავს და ხანაც მურივით შავი სხეულით ძალუმად მიეკვროდა..
ამ დროს გაიბუტებოდა ხოლმე ლურჯი ცა, ღაბუა, ბამბისქულა ლოყებს დაბერავდა
და ახლოს აღარ იკარებდა ზეს.
როგორც კი გაებუტებოდა ლურჯი ცა შავ ზეს, მაშინვე ასლუკუნდებოდა ხოლმე შავი ზე.
როცა ზე ტიროდა, ყველაფერი ტიროდა ირგვლივ.
ხომ ასეთი ძლიერი იყო ზე, მაგრამ მაინც ვერ ჯობნიდა ლურჯ ცას.
ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ შავ ზეს და ლურჯ ცას ერთად ეძინათ, აქამდე არნახულმა ტკივილმა გააღვიძა ლურჯი ცა.
შავი ზე მთელი სხეულით ძალუმად ეტმასნებოდა ისე, თითქოს სურდა შერეოდა ლურჯ ცას.
ვერაფრით გაეგო ლურჯ ცას, რა იყო ეს ტკივილი.
შიშის წვეთები მოსწყდა ლურჯ ცას მთელი სხეულიდან და რაც უფრო შფოთავდა ლურჯი ცა, მით უფრო მეტი წვეთი მოცოცავდა ციდან..
ვერაფრით იშორებდა ლურჯი ცა შავ ზეს..
ტკივილი ძლიერდებოდა და ლურჯმა ცამ ტირილი დაიწყო..
შავმა ზემ, ტკბილ სიზმარში მყოფმაც კი გაიგონა ლურჯი ცის ტირილი და შფოთიანს გამოეღვიძა.
შეშინებულ ლურჯ ცას შიშის წვეთები მთელი სხეულიდან სცვიოდა და პატარა ბავშვივით კანკალებდა
სასწრაფოდ გაუშვა შავმა ზემ ლურჯი ცა..
მაინც ვერაფრით მშვიდდებოდა შეშინებული ლურჯი ცა, მოთქვამდა და მოთქვამდა.
ჩაიხედა წყვდიადში შავმა ზემ და დიდი ლურჯი თვალი დაინახა.
შეშინებული მიეხუტა ლურჯ ცას, მიეფერა და მისი საყვარელი სიმღერა წამოიწყო.
ლურჯმა ცამ თავი დაადო შავ ზეს და თვალები დახუჭა.
გრძნობდა შავი ზე, როგორ ცახცახებდა შიშისაგან მისი ყველაზე საყვარელი არსება, მთელი არსებით ცდილობდა დაემშვიდებინა.
ბოლოს ჩაეძინა ლურჯ ცას და გაქრნენ შიშის წვეთებიც
შავმა ზემ დაინახა რომ დიდი ლურჯი თვალი არ გამქრალა
ლურჯი თვალი უღიმოდა და ეთამაშებოდა შავ ზეს
ნანახით გაოცებულ შავ ზეს გვიან ჩაეძინა..
ბოლოს გაიღვიძა ლურჯმა ცამ
დაინახა, როგორ უღიმოდა ქვემოდან დიდი ლურჯი თვალი და შეშინდა.
გააღვიძა შავი ზე.
ნახევრად მძინარე შავმა ზემ თვალების ფშვნეტით ანუგეშა ლურჯი ცა.
დაინახა ლურჯმა ცამ რომ დიდი თვალი საშიში არ იყო და დამშვიდდა.
მაგრამ ახლა მხოლოდ ლურჯი ცა აღარ იყო ლურჯი
დიდი თვალიც ლურჯი ცასავით ლურჯი იყო.
იეჭვიანა ლურჯმა ცამ და ძალიან დიდი ხნით გაებუტა შავ ზეს
ვერაფრით იმართლა თავი შავმა ზემ რადგან არ იცოდა საიდან მოვიდა დიდი თვალი
არც ის იცოდა რატომ იყო ცასავით ლურჯი.
აღარ ურიგდებოდა ლურჯი ცა შავ ზეს და დარდობდა შავი ზე
გადიოდა ხანი და ერთად აღარ ეძინათ ლურჯ ცასა და შავ ზეს
თავიდან შავ ზეს ეგონა მალე შეურიგდებოდა ლურჯი ცა
მაგრამ როცა ასე არ მოხდა, ატირდა შავი ზე
ყოველ დღე უფრო ხმამაღლა ტიროდა
ტიროდნენ მდინარეები..
ტიროდნენ მთები..
ტიროდნენ კლდეები..
ტიროდნენ ტყეები..
წითელი წყალი გასდიოდათ შუნებს.. ონუმებს.. ჰაცებს.. თუხებს..
ტიროდა ყველა და ყველაფერი..
ლურჯი ცა კი მაინც არ ურიგდებოდა შავ ზეს..
სასოწარკვეთილმა ზემ შავ ხელებში ჩარგო უფორმო თავი და მთელი ხმით აღრიალდა.
ამ დროს ყველას მამიკო ლურჯ ცასთან ახლოს ღუნღულა ღრუბელზე წამოწოლილიყო.
გაიგონა შავი ზეს მოთქმა, ადგა და მივიდა მასთან
- რა ატირებს ზეს?! - ყველას მამიკომ ყველა სულიერის სახელი იცოდა ჯერ კიდევ მაშინ
ზეს თავი არ აუწევია, სლუკუნებდა მხოლოდ
- რატომ ტირის პატარა ზე?! მიეფერა მამიკო ზეს
- ზეს ცასთან უნდააა - ამოისლუკუნა ზემ
- მაშინ რატომ არ მიდის ზე ცასთან?! - გაუღიმა მამიკომ
- იმიტომ ლომ - ამოხედა გაოცებულმა ზემ - ცა გაიბუტა
- რატომ გაიბუტა ცა?! - გაიღიმა მამიკომ
- ზე ძალიან ჩაეხუტა ცას და გააბლაზა - ასლუკუნდა ისევ ზე
- ნუ იტირებს ზე, მე შეარიგებს ზეს ცასთან
- მალთლა?! გაუხარდა ზეს
- ჰო - გაუღიმა მამიკომ
ზემ შეწყვიტა სლუკუნი.
შეწყვიტეს ტირილი მდინარეებმა
მერე მთებმა..
მერე კლდეებმა..
ტყეებმა შეიმშრალეს ცრემლები..
აღარ მოსდიოდათ წითელი წყალი შუნებს.. ონუმებს.. ჰაცებს.. თუხებს..
მამიკოს თხოვნით შეურიგდა ლურჯი ცა შავ ზეს.
იმავე ღამესვე წინანდელზე ძალიან ჩაეხუტა შავი ზე ლურჯ ცას და პირველად აქამდე
ლურჯმა ცამ ოქროსფერი თვალი გაახილა და გათენდა..
შავი ზე სადღაც გაქრა..
ოქროსფერ სინათლეში გახვეულ ღრუბელზე კი უცნაური არსება იწვა..
საოცრად პატარა და უმწეო ჩანდა..
ლურჯი ცასავით ზღვისფერი თვალები ჰქონდა პატარას..
ოქროსფერი სხივებივით მოელვარე კანი,
პატარა, გაბუტული ლოყები..
ტყის მარწყვივით წითელი, პატალა პირი,
ბუნჩულა ხელები და პატარა, მოუსვენარი ფეხები.
ხასიათით ზეს ჰგავდა, სილამაზით კი ცას..
ზესავით შავი კულულები ჰქონდა პატარა ანგელოზს..
გაოცებული და ბედნიერი ლურჯი ცა ზედ დაჰფოფინებდა უცნაურ არსებას..
ყველას მამიკომ ხელში აიყვანა მოხითხითე ახალი სიცოცხლე,
მერე ოქროსფერ თვალს ახედა, პატარას გაუღიმა და თქვა
პირველი ოქროსფერი თვალის პატარა დედოფალს დაგარქმევ
- ამხელა სახელი ერქმევა ესეთ პატარას?! გაიოცა ლურჯმა ცამ, თან ხელებში საცოდავად
შეჰყურებდა, უნდოდა თავად აეყვანა ხელში უცნაური არსება, თავადაც ვერ გაეგო რატომ
მაგრამ არავისთვის არ უნდოდა მისი გაყოფა. სამყაროში პირველად გაჩნდა დედის ინსტიქტი
ისე, რომ სიტყვა დედა ჯერაც არ წარმოეთქვა პირველ ახალშობილს
- მიდი, დედიკოსთან, ნი, პირველი ოქროსფერი თვალის პატარა დედოფალო
- ნი?! აიყვანა გახარებულმა ცამ ხელში ჩვილი - ნი,ნი, ნიი - იმეორებდა უსასრულოდ - ი ქი, ქი, ქი, რა ლამაზია ნი, ნი ყველაზე ლამაზი და სუფთა იქნება. ნი ჩემია. - ჩაიკრა პატარა გულში.
პატარა ნიმ პაწაწინა თითებით მოძებნა დიიდი ფიების მთა და ხარბად ააცმაცუნა პირი
დიიიდი ფიების მთიდან თეთრმა წყარომ ამოხეთქა.
პატარას ძალიან მოსწონდა ეს წყალი.
თავიდან გაოცდა ლურჯი ცა..
ადრე არასდროს წამოსვლია ბუთოებიდან თეთრი წყალი..
გაოცებულმა მოსინჯა უცნაური სითხე, ეგემრიელა.
ეგ იყო, აჭუჭყუნდა პატარა ნი.
არ მოეწონა მის ფიებს რომ მიეკარნენ. უფრო ძლიერად მოხვია პაწაწა ხელები დიიიდი ფიების მთას და ტუჩების ცმაცუნს მოუმატა.
თეთრი წყალი მოდიოდა და მოდიოდა.
პატარა ვერ ასწრებდა ჩაყლაპვას და ბუნჩულა ლოყებზე გადასდიოდა პატარ პატარა თეთრი მდინარეები.
ხანდახან შეჩერდებოდა, ჯერ ლურჯ ცას გაუცინებდა, მერე გადაიკისკისებდა და ჭამას აგრძელებდა.
- უნდა დაუმალოს შავ ზეს ლურჯმა ცამ თეთრი წყალი - ფიქრობდა ლურჯი ცა - თორემ სულ დაულევს გემრიელ წყალს პატარა ნის ონავარი ზე.
უცნაურად უხაროდა ლურჯ ცას პატარა ნი.
პატარა ნი ძალიან სასაცილო და ღორმუცელა იყო.
დაძინებამდე ბევრი ფიები შეჭამა პატარა ნიმ.
როცა ლურჯმა ცამ ოქროს თვალი დახუჭა, შავი ზე მოვიდა ლურჯ ცასთან და დაინახა
მძინარე პატარა.
ჯერ შეეშინდა..
ვეღარ მიდიოდა ახლოს.
მერე რაკი დაინახა როგორ უღიმოდა ლურჯი ცა, ფრთხილად მოუარა უცნაურ არსებას და
ჩაეხუტა შეშინებული თავის სატრფოს.
- ეს პატარა ნია, პირველი ოქროსფერი თვალის დედოფალი, შენი და ჩემი ნი, ჩვენი ნი..
ზემ არ იცოდა რა იყო შვილი, მაგრამ გახარებული, ფრთხილად მიუახლოვდა მძინარე ნის.
ჯერ ფრთხილად შეეხო, მერე მოეფერა შავი ხელებით. პატარამ დაიჭირა მისი ხელი, ლოყაზე
მიიდო და დაიძინა. უცნაურმა ელვამ გაუარა ხელში ზეს.
უეცრად დამშვიდდა.
გაიღიმა..
პატარას გვერდით მიუწვა და გარს შემოეხვია.
- ჩვენი ნი - იღიმოდა უაზროდ. - ნი პატარაა.. მე და ცას მამიკომ ნი გვაჩუქა
- ახლა აღარ გაებუტება ზეს ცა.
- ლა კალქია, ქი, ქი, ქი, ქი
ბედნიერი ლურჯი ცა გვერდით მიუწვა შავ ზეს.
შავმა ზემ ბუთოებზე სცადა თავის დადება, მაგრამ ცამ შორს დაიჭირა.
- შავ ზეს ბუთოებზე ძილი უნდა - აჭუჭყუნდა შავი ზე.
- არ შეიძლება - შერცხვა ლურჯ ცას.
- რატომ?! - გაუკვირდა ზეს - აქამდე ხომ ეძინა შავ ზეს ბუთოებზე?!
ლურჯი ცა გაჩუმდა. არ იცოდა რა ეთქვა.
შავი ზე მიეფერა.
პატარა ბავშვივით მიუწვა გვერდზე და არეული, გაუბედავი წინააღმდეგობის მიუხედავად თავი ბუთოებზე დაადო, თან ამშვიდებდა უმიზეზოდ აღელვებულ და დარცხვენილ ლურჯ ცას.
ხედავდა ლურჯი ცა, ვერ გააჩერებდა შავ ზეს და დაჰყვა მის ნებას.
დადო თუ არა შამა ზემ თავი, თეთრმა მდინარემ ამოხეთქა ბუთოებიდან და ერთიანად გაწუწა და შეაშინა შავი ზე.
შეშინებული, ის ის იყო უნდა გაქცეულიყო რომ მოულოდნელად დააგემოვნა თეთრი წყალი
ძალიან ეგემრიელა.
ორივე ხელი ხარბად შეუშვირა თეთრ მდინარეს, რომელიც მალევე გაქრა და სულ დალია
გახარებული ილოკავდა დატკბილულ თითებს, კიდევ უნდოდა.
ახლაღა შეხედა ლურჯ ცას. დარცხვენილი და აწითლებული ლურჯი ცა უხერხულად იწვა თვალდახრილი და ელოდებოდა შავი ზეს კითხვებს.
- ეს რა გემრიელი თეთრი წყალია, საიდან მოვიდა?! - მიუჯდა შავი ზე გვერდით ლურჯ ცას.
- ბუთოებიდან - ამოთქვა ლურჯმა ცამ მორცხვად.
- ადრეც ქონდა ლურჯ ცას თეთრი წყალი?! - იკითხა შავმა ზემ
- არა - დასერიოზულდა ლურჯი ცა
- აბა საიდან გაჩნდა თეთრი მდინარე ჩემს ბუთოებში?! - უარესად გაოცდა შავი ზე
- ნიმ გააჩინა დღეს მზის თვალის პირველი სხივისას.
- ნი ასეთი ძლიერია?! - გაოცდა შავი ზე.
- ჰო, ოქროსფერი თვალიც ნიმ გააჩინა.
- ნი ხომ ჩვენია - გაუღიმა ტკბილად.
- ნის ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს, როგორც შენ - ჩაეხუტა ლურჯ ცას შავი ზე.
- და შენი ხელებივით შავი კულულები - მიეხუტა ლურჯი ცაც.
- ნი ჩვენია - ჩაიკისკისა შავმა ზემ
ბედნიერი ლურჯი ცა და შავი ზე ფრთხილად მიუწვნენ ნის, დიდხანს ეთამაშებოდნენ მძინარე ნის, ბოლოს ჩაეძინათ ჩახუტებულებს.
პატარა ნის ტკბილად ეძინა სანამ ლურჯი ცა ოქროსფერ თვალს გაახელდა.
როცა ცამ ოქროსფერი თვალი გაახილა, შავი ზე გაქრა.
პატარამ ორივე ხელით ჩაბღუჯა დიიდი ფიების მთა და ტუჩები ააცმაცუნა.
ლურჯ ცას გამოეღვიძა, ხელში აიყვანა პატარა ღორმუცელა და ფრთხილად მიეფერა კულულებზე.
პატარა ნი უფრო ხშირად უცინოდა.
ფიების შემდეგ ბევრი ითამაშეს ლურჯმა ცამ და პატარა ნიმ.
ბოლოს პატარა ნიმ ცმაცულა პილი ფართოდ გააღო, დედიკოს მკლავებზე რბილად მოთავსდა და ტკბილი ფშვინვა ამოუშვა.
იიი ლიი სიი მი მი მი მი ნი
სიი ლი მი მი მი მი მი ნი
აა ლი ნიიი
უმღეროდა პატარა ნის ლურჯი ცა.
როცა ნის ჩაეძინა, ლურჯმა ცამაც დახუჭა ოქროს თვალი და შავი ზე მოვიდა..
ყოველთვის, როცა ლურჯი ცა ოქროსფერ თვალს გაახელდა, ზე მიდიოდა და ნი იღვიძებდა.
მას ლურჯი ცა ეთამაშებოდა, აჭმევდა, შხაპუნა წვიმაში აჭყუმპალავებდა და ბამბისქულა ღრუბლებით ამშრალებდა.
საღამოს, როგორც კი პატარა ნი იძინებდა, მოდიოდა ზე და თავისი სხეულით ათბობდა პატარა ნის და ლურჯ ცას..
ასე იყო დიდ ხანს...
ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე ეს მეჩუქებინა.. წინასწარმეტყველური ჩანახატი იყო.. ჯერაც მონუსხული ვარ და ვიქნები გულახდილი, არ ვიცი, ამჯერად, ეს საჩუქარი რატომ ავირჩიე.. დილიდან ვმუშაობდი ვარიანტებზე და ბოლოს ამაზე შევჯერდი...
ეს მხოლოდ საჩუქარია გამოუთქმელი აღფრთოვანების ნიშნად.. სიტყვები არ მეყო რომ ემოცია ზუსტად გადმომეცა, ამიტომ ჩემთვის მარტივი გზა ავირჩიე და შეფასების ნაცვლად საჩუქარი გაგიკეთე..
ეს იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩანახატი.. რაც წავიკითხე, ასე მგონია, არ მქონდა ამის ცოდნის უფლება, არ დამიმსახურებია ჯერ და ყოველი კვირის ბოლოს დავუბრუნდები...

№9  offline მოდერი სალანდერი

ლაზარე 13

მადლობა საჩუქრისთვის და შეფასებისთვის. . . ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent