შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 23)


16-10-2020, 19:47
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 363

მალე ბაკურიც გამოჩნდა. უმისამართოდ მოძრაობდა და დაძაბული სახით საუბრობდა. გოგონა გუმანით მიხვდა, საქმე ლაშას ეხებოდა. „ვლადიკავკაზში კი არა ქვეყნის დასალიერში ჩამოვალ“. - მოესმა ბაკურის სიტყვები. კაცმა ტელეფონი გათიშა. ღრმად ჩაისუნთქა და სახელზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა.
- რა მოხდა? - ჰკითხა მოახლოვებულ კაცს.
- ზვიადი მომიძებნე, უთხარი არჩლთან, სახლში დამელოდოს.
- ახლავე დავურეკავ. - ტელეფონი მოიმარჯვა გოგომ.
- ვიჩქაროთ. გზიდან დაურეკე. - მოშორებით მდგარი მანქანისკენ დაიძრა ბაკური.
- მშვიდობაა? ნუ მაშინებ პაპა.
ბაკური შედგა. შეშინებულ გოგოს შეხედა. თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა და მშვიდი ტონით მიმართა
- ყველაფერი კარგადაა შვილო. შიშის არსს კი ერთი ადამიანი შეიგრძნობს მალე.
არჩილთან მისულებს კარი ლილიმ გაუღო.
- ზვიადში მოვიდა? - შესვლისთანავე ჰკითხა შვილს ბაკურმა.
- მისაღებში გელოდება.
სწრაფი ნაბიჯით შევიდა მისაღებში, ხევსურს ხელი ჩამოართვა და თავის მოძრაობით ლაშას საძინებლისკენ ანიშნა. ლილი და თაკო უსიტყვოდ მიხვდნენ, ბაკურს ზვიადთან განმატოვებულად საუბარი სურდა.
- მომისმინე. - კარი მოიხურა და მაშინვე დაიწყო ბაკურმა. - ვლადიკავკაზში უნდა წავიდე.
- ლაშაზეა რამე ახალი? - გული აუფრიალდა ხევსურს.
- ვიპოვეთ ზვიად, წეღან დამირეკა ვალერამ.
- ცოცხალია?! - წამოიყვირა ზვიადმა. - სად არის, როგორ არის?
- ჩუმად! სანამ ყველაფერში არ დავრწმუნდებით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. სამხედრო ჰოსპიტალში ჰყოლიათ.
- კარგად არის?
- კომაში ყოფილა. გამოვიდა და ახლა კარგად არისო. ალბათ მალე გადაიყვანენ ჰოსპიტალიდან.
- რას ვაპირებთ?
- ვალერა ერთ-ერთ რუს სარდალს ელაპარაკება, ვინც ცხინვალში იბრძოდა. ფიქრობს, ფულით შეიძლება ლაშას გამოხსნა. მაგრამ არ არის დარწმუნებული, თავი მაინც უნდა დავიზღვიოთო.
- რას გულისხმობთ?
- თავდასხმას, გადაყვანის დროს.
- როდის მივდივართ? - სახე სიხარულით გაებადრა ზვიადს.
- ამაღამვე შვილო. შენი გამოცდილება მჭირდება, როგორმე საზღვარზე უნდა გადავიპაროთ.
- მაგის მეტი რა ვიცი პაპა. მაგრამ, ახლა როცა ჰოლანდიელი გამოჩნდა, სხვა რამ უფრო მედარდება.
- რას გულისხმობ?
- წარმოგიდგენიათ რა დაემართება, როცა გაიგებს, რომ მოღალატედ შერაცხეს? ჰოლანდიელს ვერაფერი გატეხდა, ვერც ტანჯვა, ვერც ტკივილი. ეს ბრალდება გატეხს პაპა. მისთვის სამშობლო უზენაესია. ერთადერთი რამ არის, რაზეც ჩვენც კი გაგვცვლიდა.
- მაგის მეტი სადარდებებლი არ მოგცეს ღმერთმა. - ღიმილით მიმართა ხევსურს. - ჩვენ ლაშა წამოვიყვანოთ და გპირდები, სანამ უკან მოვბრუნდებით ყველას ეცოდინება ვინ დასწამა ცილი ჩემს ბიჭს.
- რაო? - გაუკვირდა ზვიადს. - იცით ვინც არიან და არაფერს ვაკეთებთ?
- შორი გზა გველის შვილო. ამაზე გზაში ვილაპარაკოთ.
- რა ამბობ პაპა?! მითხარი ვინ გაბედა, გეხვეწები მითხარი და ჩემი ხელით ამოვგლეჯ ენას.
- მოთმინება გვმართებს ზვიად. არც ჩემთვის არის ადვილი, მაგრამ ჯერ ის ჩირქი მოვაშოროთ, რაც ლაშას მოსცხეს, შემდეგ კი ვერსად დამემალებიან.
მოულოდნელად ოთახის კარი თაკომ შეამოღო. გოგონას სახე გაფითრებოდა. ნახატი მათ წინ, მაგიდაზე გაშალა და აკანკალებული თითი ნახატის ცენტრისკენ მიიტანა.
- შეხედეთ!
ნახატი საწყის კონდიციაში დაბრუნებულიყო. ტილოზე აღბეჭდილი, ძირს გადმოვარდნილი ბიჭი ძველებურად ამხედრებულიყო.
ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალის მთელი სამედიცინო პერსონალი უცნაურ პაციენტზე საუბრობდა. თითქმის უსიცოცხლო პაციენტის რაღაც ძალებით მაინც აგრძელებდა ბრძოლას. თვეზე მეტი იყო გასული, რაც უცხოელი პაციენტი კომაში იმყოფებოდა. მეოთხე სტადიის კომატოზური მდგომარეობა ექიმებს მისი გადარჩენის იმედს უკარგავდა. პაციენტს არანაირი რეფლექსი აღარ გააჩნდა. მისი მდგომარეობა სპონტანური სუნთქვის შეჩერებით, არტერიული წნევისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნით ხასიათდებოდა. სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ორგანოები ხელოვნურ მართვაზე იყო, პარალელურად მიმდინარეობდა მკურნალობის კურსი, რომლის მიზანი კომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა იყო. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტი არა თუ კომიდან გამოდიოდა, რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა. ბოლოს, გულის გაჩერებას სისხლის მიმოქცევის შეჩერებაც მოჰყვა. რამდენჯერმე მისი მართვითი სუნთქვიდან გამორთვა განიზრახეს, თუმცა აპარატი პაციენტის ტვინის სიცოხლისუნარიანობას ადასტურებდა. „კლინიკური სიკვდილია“, ამბობდა ნეიროქირურგმა და გულის დახურული მასაჟის გაკეთებას ბრძანებდა. მალევე პაციენტის გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ღდგებოდა, თუმცა პაციენტის შემდეგი დღეები იმედის მომცემად არ გამოიყურებოდა. ბოლო სტადიის კომატოზური მდგომარეობა, რაც თავის ტვინის ქერქის ზედა ფენის დაზიანებისგან იქნა გამოწვეული პაციენტის გამოჯამრთელების იმედს ყველას უკარგავდა.
სარდალი ვასილევის ბრძანებით, ჰოსპიტალი უიმედო პაციენტს მართვითი სუნთქვიდან არ თიშავდნენ. თუმცა ბოლოს, მთავარი სამხედრო ექიმის დაჟინებული მოთხოვნით მისი აპარატიდან გამორთვა გადაწყდა.
- რატომ გადაწყვიტეთ მისი აპარატიდან გამორთვა. - მისალმების გარეშე იკითხა მთავარი ექიმის კაბინეტში შესულმა ვასილევმა.
- გამარჯობა ბატონო იგორ! - მთავარი ექიმი სტუმარს შეეგება. დასაჯდომად სკამი შესთავაზა, კარადიდან ძვირადღირებული ალკოჰოლული სასმელი გამოიღო, ჭიქები კონიაკით შეავსო და მონოტონური ტონით დაიწყო. - მისი მდგომარეობა უიმედოა. მეოთხე სტადიის კომაშია, ორჯერ კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. უამრავი ჭრილობა ჰქონდა, მართალია ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ მისი ტვინი პრაქტიკულად განადგურებულია. მარტივად რომ აგიხსნათ, ტვინი ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში მუშაობს და სასწაულიც, რომ მოხდეს და კომიდან გამოვიდეს, არათუ მეხსიერების დაკარგვა ალბათ საუბარსაც ვეღარ შეძლებს.
- რას ვკარგავთ? დაველოდოთ, იქნებ გაგვიმართლოს.
- მესმის, მაგრამ ვფქრობ აჯობებს აპარატი, რომელზეც შეერთებულია, სხვა პაციენტებისთვის, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, მათთვის გამოვიყენოთ და არა მტრის ჯარისკაცისთვის, ვისი მდგომარეობაც, როგორც გითხარით, უიმედოა.
- თქვენ მგონი ჰიპოკრატეს ფიცი დაგავიწყდათ. - ჩაიცინა ვასილევმა და კონიაკი გადაჰკრა.
- როგორ გეკადრებათ. - იწყინა ექიმმა. - მშვენივრად მახსოვს და სწორედ ამიტომ მინდა ეს აპარატი სხვა პაციენტების გადასარჩენად გამოვიყენო.
ვასილევმა ცარიელი ჭიქა შეივსო, თითებს შორის მოიქცია და ხელის სწრაფი მოძრაობით მეორე ჭიქა გამოსცალა.
- სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებულიც კი ვიყავი ამ პაციენტით. - განაგრძო ექიმმა. - იმდენი ჭრილობა რაც მას ჰქონდა, ნებისმიერი ექიმი გადარჩენის მხოლოს ერთ პროცენტს თუ მისცემდა. ამ ჭრილობებმა ვერაფერი დააკლო. რომ არა ტვინის ქერქის დაზიანება ახლა ჩიტივით იქნებოდა.
ვასილევს მომაკვდავი პაციენტის საბედისწერო დღე გაახსენდა. გათენებისას ოსმა სეპარატისტებმა სისხლში მოსვრილი სამხედრო ტყვე რუსების ბლოკ-პოსტთან მიათრიეს. ჯარისკაცს რამენიმე ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. იქ მყოფი, თითქმის ყველა მებრძოლი აგრესიას ვერ მალავდა. ტყვეობაში მოხვედრილი ჯარისკაცის ბოღმა ყველა ჯარისკაცს ახრჩობდა, ერთი ბრძანება და მის მოსაკლავად ხელი არავის აუკანკალდებოდა. თუმცა ვასილევისგან მკაცრი ბრძანება ჰქონდათ, ყველა ტყვე მასთან მიეყვანათ და მისი ნებართვის გარეშე, დატყვევებული ჯარისკაცის თუ მშვიდობიანის მოკვლა არავის გაებედა. სარდალმა კედელზე მიყუდებულ დაჭრილს დახედა. ერთი შეხედვით მიხვდა, რამდენიმე ჭრილობიდან მომდინარე ინტენსიური სისხლდენა მალე გონებას დააკარგვინებდა. ჭრილობების გარდა ცემის კვალიც ეტყობოდა. მიუხედავად ყველაფრისა ტყვე ისევ გონზე იყო.
- დაჭრილის ცემა რა ვაჟკაცობაა?! - უსაყვედურა ოსებს, შემდეგ კი დაჭრილთან ჩაიკუზა და თვალებში ჩახედა. - ესე იგი, ეს არის მფრინავი ჰოლანდიელი. - გაიღიმა შეზარხოშებულმა. - ფრთები ხომ არ მოგტყდა ჰოლანდილო?!
- სროლაც არ შეგიძლიათ ნორმალურად, ძაღლებო! - სუსტი ხმით, ღიმილნარევად ჩაიქირქილა ტყვემ.
- სიკვდილს ნატრობ?
- მომკალი, გირჩევ!
- მირჩევს. - გადაიხარხარა ვასილევმა. - ცივი შამპანიურიც ხომ არ დაგალევინო?
ლაშამ, ყველასთვის მოულოდნელად, მასზე მიშტერებულს სარდალს სახეში შეაფურთხა. იმედი ჰქონდა ამ დამცირების შემდეგ სასიკვდილო ტყვიას მიიღებდა. არაბული მშვენივრად ხვდებოდა, რომ ეს უდიდესი შეურაწყოფა იყო არმიის სარდლისთვის, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. შერცხვენილმა ვასილევმა, ნერწყვი მოიწმინდა ფეხზე მძიმედ წამოდგა და ბრძანა ტყვე ექიმთან გაეყვანათ.
- ექიმი?! ნება მოგვეცით აქვე მოვკლათ. - აყვირდნენ განაწყენებული ოსები.
- ექიმთან გაიყვანეთ. - მრისხანეთ გადახედა რუს ჯარისკაცებს ვასილევმა.

მეორე დღეს ტყვეების გაცვლა იყო ჩანიშნული. ვასილევს მკაცრი მითითება ჰქონდა მიცემული, ნებისმიერ ფასად უნდა გამოეხსნა პატიმარი, რომელიც ქართულ ციხეში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იხდიდა სასჯელს. მისი აზრით აზრით, ქართული მხარე ჰოლანდილის ნაცვლად, დაუფიქრებლად დათმობდა პატიმარს. მეორე დღეს სარდალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოსალაპარაკებლად მოსულმა ძველმა ნაცნობმა, ვასილ ჯავახიშვილმა საქართველოს უშიშოროების დანაბარები გადმოსცა. ტყვე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა ქართულ მხარეს არ აინტერესებდა. უფრო მეტიც, მათი აზრით, ის მოღალატედ აღიქმებოდა და მისი მიღება არ სურდათ. პატიმარს კი მის გარეშეც გადასცემდნენ რუსეთს. ვასილევი დაიბნა. „იქნებ მართლა ჩვენი ჯაშუშია“ - გაიფირა. ყველა შესაბამის უწყებაში გადაამოწმა, მაგრამ მასზე არავის არაფერი სმენოდა. ტყვეების სიიდან ამოიღო. ახლა უკვე აღარაფერში სჭირდებოდა. მაგრამ მისი ინტერესი ჰკლავდა. ათეულობით რუსი ჯარისკაცის მკვლელი ტყვე შეეძლო სიკვდილით დაესაჯა, ან განაწყენებული ოსები მოემადლიერებინა და მათთვის გადაეცა. ბოლოს გადაწყვიტა დაეცადა, როცა ჭრილობები მოუშუშდებოდა, დაკითხავდა და ამის შემდეგ გადაწყვეტდა როგორ მოქცეულიყო. ბლოკ-პოსტში მისულს ტყვე კომაში დაუხვდა. ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადააგზავნა, იმის იმედით რომ თუ კომიდან გამოვიდოდა, შესაძლებელი იყო მისგან მტრის ბევრი სამხედრო საიდუმლო გაეგო. დღეებს კვირები მიდევდა. არაბულის მდგომარეობა კი უფრო მძიმდებოდა. ხელი ჩაქნეული ჰქონდა, როცა ერთ დღეს, რუსი კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშრდნენ. როგორც გაირკვა ლაშა არაბულის სანაცვლოდ უამრავ ფულს იხდიდნენ. ვასილევს ახალი ინტერესი გაუჩნდა. სარგებელი იმდენად დიდი იყო, რომ მისი დაკითხვა მეორე ხარისხოვანი გახდა. თუ ერთ კურდღელს ვერა, მეორეს და უფრო მსუყეს მაინც დაიჭერდა.
სარდალი ფიქრებიდან მედდის ყვირილმა გამოიყვანა. თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო ოთახში აქოშინებული შემოვარდა და ექიმის მისამართით დაიყვირა.
- ექიმო, ის... ის...
- რა მოხდა?! - მკაცრად იკითხა ექიმმა.
- ის კავკასიელი კომიდან გამოვიდა.
- რაო?! - ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით კაბინეტი დატოვა და პალატისკენ დაიძრა. ვასილევიც სასწრაფოდ უკან მიჰყვა.
პალატაში შესულებს პალატაში რამდენიმე ექიმი დაუხვდათ, ყველა მათგანი პაციენტს შემოჰხვეოდა. პაციენტს თვალები გაეხილა და ქართულ ენაზე სვამდა კითხვებს.
- როგორ გრძნობ თავს? - ჰქკითხა რუსულად ნევროლოგმა.
- სად ვარ? - ახლა რუსულად იკითხა.
- საავადმყოფოში. - უპასუხა ექიმმა.
- მაგას ვხედავ. - ბრაზნარევად გამოუვიდა პაციენტს.
- ვლადიკავკაზში.
ლაშამ აღარაფერი იკითხა, თვალები ოდნავ ჩახარა და დადუმდა. მთავარმა ექიმმა ექიმების ალყა გაარღვია და პაციენტს მიუახლოვდა.
- გახსოვს რა გქვია? რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა მთავარმა ექიმმა.
ლაშამ პასუხის გასაცემათ თვალები ისევ წამომართა, მისი მზერა წამიერად კუთხისკენ მდგარ ვასილევს შეეჯახა. კბილიბში შეუმჩნევლად გაამოსცრა. თავი მალევე მოთოკა და ხმადაბლა, მოჩვენებითი მწუხარებით ჩაილაპარაკა.
- მე... მე არაფერი მახსოვს.



№1  offline წევრი ვიპნი

ერთხელ უკვე წამეშალა ატვირთული კომენტარი,მაგრამ როგორც ლაშას გულანთებული გულშემატკივარი კიდევ დავწერ,არ დავიზარებ:) მიხარია რომ დიდ ტანჯვა-წამებას აცდა,როგორც იქნა გამოაბრწყინა ლაშა-მნათობმა,ტყუილად არ დაგირთქმევია თურმე ეგრე:) ბოლო მომენტი მომეწონა ყველაზე მეტად: "მოჩვენებითი მწუხარებითო" და კიდევ ძალიან მაინტერესებს ჰოლანდიელის გამოხსნის ოპერაციას როგორ აღწერ.დიდი ინტერესით ველოდები მაგ ეპიზოდს:) იმ ჩურჩუტ ვითომ გულდათუთქულ ქეთის იმედი მაქვს რაიმე ისეთს ჩაადენინებ რომ დამავიწყოს ლაშას ნახატი როგორ დატოვა და გაიქცა თავის საშველად.

ჰო კიდევ მომეწონა რომ ვასილევის ზრახვები აღწერე ბოლომდე და კითხვები არ გამიჩნდა ლაშას გადარჩენასთან დაკავშირებით.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო და იმედის მომცემი დაიხსნიან ლაშას მაგრამ როგორი ცხოვრება ექნება თუ მის სახელს არ გაუფთხილდებიან და სიმართლე ვერ დამტკიცა

 


№3 სტუმარი სტუმარი ინკოგნიტო

სასწაული თავი იყო,ძალიან გამიხარდა ჰოლანდიელის გამოჩენა. ავტორო თუ დროულად არ გამოჩნდები ხოლმე იცოდე მოგძებნი და პასუხს გაგებინებ ჩემი ტანჯვისთვის. ეს ხუმრობით :) თქვენი თაყვამისმცემელი

 


№4 სტუმარი Marimari

Yochag lashas, mtavaria gadarcha, exla sxva yvelaferi mogvardeba nel-nela, holandielis mbraldebelic unda daisajos kargad, tviton roa ufro mogalate. Warmatebebi:-)

 


№5  offline მოდერი ჰოლანდიელი

Marimari
Yochag lashas, mtavaria gadarcha, exla sxva yvelaferi mogvardeba nel-nela, holandielis mbraldebelic unda daisajos kargad, tviton roa ufro mogalate. Warmatebebi:-)

რა თქმა უნდა მოთალატე აუცილებლად დაისჯება

ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობს ამ ნაწარმოებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent