შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები VI


16-10-2020, 23:35
ავტორი belle...
ნანახია 324

კვიზინი/ დამშვიდობება/ 15:36 წთ/ მთვარის 21 დღე, მესამე ფაზა...

ჟელაზნას სამზარეულოში მაგიდასთან ვიჯექი და ჩაფიქრებული თითებს ვაკაკუნებდი მუხისფერ ზედაპირზე. იანის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი მაგრამ თავი არ ამიწევია. უხმოდ ეწეოდა სიგარეტს და მიცდიდა ხმას როდის ამოვიღებდი. მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა და წარმოუთქმელ სიტყვებს ვღეჭავდი ენასთან ერთად.
- არ მითხრა, რომ დარჩენა გადაიფიქრე! - ისევ თვითონ დაარღვია მდუმარება. მზერა ნელა გადავიტანე მასზე, აღელვებული მიყურებდა.
- რა სისულელეს ამბობ? - შევუბღვირე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საშინელი უპასუხისმგებლობა და უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან. დარწმუნებული ვარ ვოვასთან საუბარი მშვიდ ნოტებზე არ მოგიწევდა.
პოლონელი „ჰიტლერისა“ და ჩემი აწ უკვე ყოფილი სააგენტოს უფროსის ხსენებაზე იანს უდარდელად გაეცინა, მაგრძნობინა - შენი „ჰიტლერი“ ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენსო.
- ტომაშსზე აღარაფერს ვამბობ, - დავამატე ჩუმი ბურტყუნით - დიდად აღფრთოვანებული არ მეჩვენა. შენი ხათრით ამიყვანა...
- ანაბელ! - ღიმილით შემაწყვეტინა - საკმარისია, რა მნიშვნელობა აქვს რა როგორ იყო? მხოლოდ იმის მოსმენა მინდა რომ არ მიდიხარ.
- არ მივდივარ.
ყრუდ გავიმეორე. დამშვიდებული სკამზე გადაწვა და ბოლო ნაფაზი ძლიერად ამოსწოვა ფილტრს. სწორედ ამ დროს სამზარეულოს კარი შემოაღეს. „ცეცხლისფერს“ და კიდევ რამდენიმე ჩემს ყოფილ გუნდელს (იმ პატარა ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც „აქცია“ მოვაწყვეთ ქარხანაში) სამგზავრო ჩემოდნები ხელში ეკავათ. ნახევარ საათში ტრისტანის გამოგზავნილი მანქანა ლოძში წაიყვანდა ყველას. მზერა ჩემი დამცველისკენ გამექცა. საბა მუდამ ფარივით მეღობებოდა წინ, როცა „კიროვნიკები“ ტვინს მიბურღავდნენ ხოლმე გაცილებით მძიმე სამუშაოზე წასაყვანად. ჩემი პატარა გმირის დანახვაზე თვალები ამიწყლიანდა. ამ ბიჭზე შენთვის არაფერი მომიყოლია, გარდა იმისა რომ ხშირად მესარჩლებოდა სამსახურში. ჩემზე გაცილებით პატარაა, იქნება ასე თვრამეტის ან ცხრამეტი წლის. არავინ იცის საიდან მოდის, ან სად მიდის. არც ისე კომუნიკაბელურია, იშვიათად ერთვება დიალოგებში, მაგრამ როცა საუბარს იწყებს ასაკოვანი და დამჯდარი მამაკაცისგან ვერაფრით განასხვავებ. პირველად ჩემ გამო ამოიღეს თვალში და უშნოდ გადაეკიდნენ. მეორედ კი პირადად მას დაეტაკნენ და გუნდმა მარტო არ დავტოვეთ. შედეგად ყველამ სამსახური დავკარგეთ. თუმცა, მე უკვე მქონდა ახალი, მაგრამ ის? მას რა ელოდა? გაგონილი მქონდა ლოძში რაც ხდებოდა. იქაური ჰოსტელები არაუფიციალური ბორდელებია. ათასი ძაღლი და ღორი ერთად ყრია. ისეთი კატასტროფაა, მხოლოდ ქალაქის სახელის გაგონებაზეც კი ჟრუანტელი მივლის. ის ხომ ჩემი ძმის ტოლი იყო??? ჯერ კიდევ პატარა... უნებურად თვალები ამემღვრა და სახე მოვარიდე. ჩემოდანი ძირს დადგა, ღიმილით მომიახლოვდა და მომეხვია.
- არ იტირო, - გამიცინა - რა კაცი ვიქნებოდი ხმა რომ არ ამომეღო? საერთოდ არ ვნანობ მომხდარს. მიხარია შენი ამბები. ჩემზე არ იდარდო მაინც არ ვაპირებდი აქ დიდხანს დარჩენას.
- მაპატიე...
არ ვიცოდი რისთვის ვიხდიდი ბოდიშს. ყელში ბურთი გამეჩხირა და ვერაფრით გადავაგორე. საზიზღარი შეგრძნებაა, როცა შენ ნაპირზე ხარ მშრალად და შორიდან უყურებ როგორ იძირება ნავი, რომელსაც ფსკერისკენ შენი ახლო მეგობრები მიჰყავს. ჰო, ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს. ბედისწერამ ერთმანეთს შეგვახვედრა, ერთი ბილიკით გვატარა ერთი თვე. კი, სულ რაღაც ერთი თვე და ამ დროის განმავლობაში, გზად ერთმანეთის ფასი და სიყვარული ვისწავლეთ. აქ სხვანაირად ხდება ყველაფერი. მეგობრობას სხვა ფასი აქვს. აქ ათასმაგად ძვირფასია ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ენდო... ენდო-მეთქი, წარმოუდგენლად მძიმე სიტყვას გეუბნები და კიდევ უფრო მძიმეა ამ სიტყვის მნიშვნელობა. შემდეგ კი რაღაც მომენტში აცნობიერებ, რომ სამუდამო არაფერია და დგება დრო, როცა გზები იყოფა. შენ ერთ მხარეს რჩები, დანარჩენი სამყარო კი ხრამის მეორე მხრიდან გიქნევს ხელს. საზიზღარია... აუტანელია ეს შეგრძნება, უსუსურობის, როცა მათ დასახმარებლად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია...
- საბა... - ხმა გამებზარა. საუბარს მართლა ვერ შევძლებდი. ენას კბილი დავაჭირე, სანამ ცრემლები წამომცვივდებოდა.
- მორჩით ახლა დრამებს!
„ცეცხლისფერმა“ მუჯლუგუნით გასწია ბიჭი და გადამეხვია. გიჟი ქალი! დარტყმული ქალი! ყველაზე მგრძნობიარე და მაინც ყველაზე ძლიერი ქალი! ხანდახან აუტანელი, ხანდახან ქალისთვის შეუფერებლად უხეში, ხანდახან გამაღიზიანებელი და მაინც... მაინც ჩემი თბილი „ცეცხლისფერი“ რომელიც მოკლე დროში მარტივად შემიყვარდა. ხალხო... მტოვებთ? მართლა მტოვებთ?
- ჭკვიანად იყავი, - მიჩურჩულა ყურში და თითები სახეზე მოისვა. ცრემლებს მიმალავდა თავისი ჭკუით - თუ რამე გაგიჭირდება უბრალოდ ხმა მოგვაწვდინე და სადაც არ უნდა ვიყოთ ჩამოვალთ. გაიგე? ერთ ქალაქში აღარ ვიქნებით, მაგრამ ერთ ქვეყანაში ვართ. ყველგან მოგწვდებით!
- მორჩი ახლა!
გვერდში მსუბუქად ვუჩქმიტე და არაადამიანური ძალისხმევით შევიკავე ემოციები. არ მიყვარს გამომჟღავნება, არ მიყვარს ჩვენება, რომ მტკივა, ვერ ვიტან დამშვიდობებას! შეგრძნებას, თითქოს მას ვეღარ ნახავ... მძულდა! მეზიზღებოდა ის გრძნობა, რომელიც სხეულში უჩუმრად შემოპარულიყო და სულს მიმძიმებდა - როცა საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ჩემი გუნდი სხვა ქალაქში მიდიოდა, თავი ასე უსუსურად ცხოვრებაში არ მიგრძვნია. უცხო ქვეყანაში მარტო ჩამოვედი, მარტოობაა არ მიგრძვნია. იგივეა, როცა ხელში არაფერი გიკავია, ვერაფერს მოისაკლისებ, მაგრამ როგორც კი რაღაც ახლობელი გაგიჩნდება და შემდეგ დაკარგავ, იგრძნობ... იგრძნობ რომ სხეულის ერთ-ერთი ნაწილი დაუნდობლად მოგაგლიჯეს. რას ვიფიქრებდი, რომ ასე მოკლე დროში ეს ადამიანები ჩემთვის ასეთი ახლობლები გახდებოდნენ?! სანამ ცრემლები მაჯობებდნენ „ცეცხლისფერს“ სწრაფად ჩამოვეხსენი და სწორედ ამ დროს „დონ კორლეონეს“ შევასწარი თვალი, შორიდან მიყურებდა, მაგრამ როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა, თვალი ამარიდა და ეზოში გავიდა. მე და მას უსიტყვო კომუნიკაცია გვაქვს. მზერით უფრო მეტს ვსაუბრობთ ვიდრე სიტყვებით მოვახერხებდით, სულ რომ მცდელობა გვქონოდა ერთს ან მეორეს. ცისფერ თვალებში სევდას მოვკარი თვალი და გული მადლიერებით ამევსო - მადლობა თანაგრძნობისთვის „დონ“ მე ჩემი თავი არ მეცოდება, ჩემი მეგობრები მებრალებიან იმ ჯოჯოხეთისთვის საითაც მალე წაიყვანს ტრისტანის წყეული ფურგონი.
თუმცა, ბელ, გამოფხიზლდი. შენ იმაში გაგიმართლა რომ იან ნოვაცკი უბრალოდ ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა, უბრალოდ ძალიან მაგარი პიროვნება, თორემ მიმოიხედე... განა შენც ჯოჯოხეთში არ იყავი? მისი დამსახურებით შეიცვალა ყველაფერი... მისი დამსახურებით გაქვს მშვიდი ოთახი, შემაწუხებელი ხალხის გარეშე, მისი დამსახურებით გაქვს ნორმალური სამსახური ადამიანური პირობებით! გამოფხიზლდი... აქამდეც ჯოჯოხეთში იყავი, მაგრამ შენ ხარ ასეთი შტერი მეოცნებე ყველაფერს რომ სხვა ფერებში ხედავ და სხვისი „რეალური“ გადმოსახედის გიკვირს!
- ანაბელ... - იანის ხმაზე მთელი სხეულით შევკრთი. ეს რა იყო ჩემს ფიქრებს უსმენდა? ჩემი მეგობრების შემყურე სულ გადამავიწყდა სამზარეულოს კარს მიყრდნობილი პოლონელი - გარეთ გამოდი ორი წუთით...
თავით მანიშნა ეზოსკენ. მეგობრებს გადავულაპარაკე მალე დავბრუნდები-თქო და პოლონელს უკან მივყევი. ბაღში გამოსული ლამაზ ხესთან შედგა და წარბშეკრულმა ზემოდან დამხედა.
- ეს ხალხი ვინ არის შენთვის? მათ წასვლას ასე რატომ განიცდი? - მკითხა ინტერესით და სიგარეტს მოუკიდა. - ნათესავები არიან?
- არა, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები. - მხრები ავიჩეჩე და ანთებული სიგარეტი თითებიდან წავართვი.
- ერთი თვეც არ იქნება რაც აქ ხარ, ასე როგორ დაახლოვდით? - ეჭვის თვალით შემომხედა - ძალიან მარტივად ენდობი ადამიანებს, ზედმეტად მარტივად. არ მომწონს ეს. ასე იოლად დაზიანდები. ახლა მარტო რომ დარჩე იტირებ. ზუსტად ვიცი.
- იან... ახლა ამის დროა?
აკანკალებული ხელებით სიგარეტს გამეტებით მოვქაჩე. რა გინდა პოლონელო? რატომ მიმატებ? ერთხანს მდუმარედ მაკვირდებოდა სახეზე. ისევ იდუმალი ჩრდილები დასთამაშებდნენ ცისფერ თვალებს, გულში ჩარგული მზესუმზირებით. ისევ ვერ ვიგებდი მის ფიქრებს. არც მიცდია, იმ წამს სხვა არაფერზე შემეძლო ფიქრი.
- კარგი... - სიგარეტი გამომართვა და პოლო ნაფაზი ამოსწოვა ფილტრს - რახან შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ხალხია, დახმარებას ვეცდები. არ ვიცი რამდენად გამომივა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დირექტორმა სამსახურში აღადგინოს ხუთივე. ჩემი ახლობელის მეგობარია ეგ კაცი. დავეკონტაქტები. შენ უკან არ დაბრუნდები. მათ დაბრუნებას კი ვეცდები. საკმარისი იქნება ეს შენთვის რომ აღარ ინერვიულო?
- ერთი წუთით...
დავიბენი. მომესმა, თუ მართლა აპირებდა ყველას დახმარებას? მისთვის სრულიად უცნობი ადამიანების??? შენ იცი, რომ აქ ქართველი ქართველს სწირავს? იცი, რომ ათასი საზიზღარი და ამაზრზენი ფაქტის მომსწრე პირადად გავხდი?!
- იან... მეტისმეტია... მათი დახმარება მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ ეს შენთან მეტისმეტია...
- მე შენ გკითხე, - ლამის დამიმარცვლა - ეს შენთვის საკმარისი იქნება, რომ აღარ ინერვიულო-მეთქი?
მალულად გავხედე საბას. წარბშეკრული შორიდან მიყურებდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. გული მომეწურა.
- ჰო. - ლამის წავიჩურჩულე - თუ მეცოდინება, რომ ბავშვი კარგად იქნება, ჰო... ჩემი ძმის ტოლია, წარმოდგენაც არ მინდა იქ რა პირობებში მოუწევს ყოფნა.
- გასაგებია. - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა ნომერი - როგორც გითხარი ვერაფერს დაგპირდები, უნდა ვცადო...
სენსორი ყურთან მიიტანა და გაბმულ ზუმერს მოთმინებით დაუწყო ლოდინი. არავინ პასუხობდა. ჩუმი გინებით ხელახლა სცადა დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ.
- „კურვა მაჩ“! - წაიბურდღუნა გაღიზიანებულმა - სად აქვს ტელეფონი?! დღეს კვირაა და ალბათ ქალაქში არაა. ვიქენდზე არასოდეს პასუხობს მობილურს. დღეს შენს მეგობრებს წასვლა მოუწევთ, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ყველანაირად ვეცდები და უკან დავაბრუნებ. კარგი?
ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე და თავი დავუქნიე. რა უნდა მეთქვა? საერთოდ არ იყო ვალდებული თითი მაინც გაენძრია. ჩამოსვლის დღიდან თავისტკივილად ვექეცი...
- ანაბელ... ნუ გაქვს ასეთი სახე...
- კარგი, მაპატიე... - სახე მოვისრისე - უნდა დავემშვიდობო, კარგი? ცოტა ხანში მანქანა მოაკითხავთ და წავლენ. მოგვიანებით ვისაუბროთ.
- მოიცადე... - გამაჩერა - მათთან ერთად წასვლაზე არ ფიქრობ ხომ?
- არა-მეთქი.
სუსტად გამეღიმა. თვითონაც გაეღიმა. თავი დამიქნია და ხელი შემიშვა. მოგვიანებით გინახულებო მითხრა და მეგობრებთან მარტო დამტოვა. შევბრუნდი და კარის ზღურბლთან მომლოდინე საბასაკენ გავაბიჯე. ვეცდები დაგეხმარო, პატარავ, ძალიან ვეცდები... ღმერთია მოწმე, რომ მთელი გულით მინდა...


კვიზინი/ 22:59 წთ / მთვარის 21 დღე, მესამე ფაზა, იგივე დღე...

შუადღეს ჩემი გუნდი ლოძში წაიყვანეს. განერვიულებული მთელი დღე ბოლთას ვცემდი ოთახში. არც ჭამა მინდოდა, არც სმა. ღერს ღერზე ვეწეოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. როცა ტუჩები სერიოზულად ამეწვა, გაღიზიანებულმა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩავსრისე. ლოგინზე დავეხეთქე და სახე ხელებში ჩავრგე. უკვე ოთხი საათი გასულიყო და მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მსმენია. ჟელაზნას უზარმაზარი სახლი ერთ საღამოში გამოცარიელდა, გამოყრუვდა და თითქოს დაბრმავდა კიდეც. ისე ვიუცხოვე ლამის უკვე მშობლიური კედლები, რომ უარესად გავღიზიანდი. ის იყო სამზარეულოში დავაპირე ჩასვლა ყავას მაინც გავიკეთებ-მეთქი, რომ საბას ზარი შემოვიდა ტელეფონზე. გულამღვრეულმა მაშინვე ვუპასუხე. ვიდეო თვალი ჩამირთო.
- ქუჩაში რას აკეთებ? - თვალები დამიმრგვალდა.
- ამ ქაჯს ჰკითხე! - ხითხითით გახედა სკამზე მობუზულ „ცეცხლისფერს“.
- ხალხო არ გამაგიჟოთ, რა ხდება? სად ხართ? ქუჩაში რატომ ხართ?
- იმიტომ, ჩემო ლამაზო დაიკო, რომ შენმა დაქალმა ისტერიკები მოაწყო ბაითის ნახვისას. „სახლში“ შესულებს ერთი უკრაინელი ფეხებთან წაგვექცა. გალეწილი მთვრალები იყვნენ, ზოგი საკუთარ ნაწყევში გორაობდა. კაროჩე ეგეთი რამე ფილმებშიც არ მინახავს. ეს არანორმალური კიდე ბოლო ხმაზე აკივლდა და ატირდა. აქ არ დავრჩებიო. ასე რომ ჯერჯერობით აქ ვართ, სანამ ტრისტანი რამეს მოგვიხერხებს ხვალისთვის.
თვალები დამეხუჭა. ვიცოდი... ვიცოდი, რომ რაღაც საზიზღრობა დახვდებოდათ იქ, მაგრამ...
- ჰეი! - საბამ სიცილით ამიქნია ხელი - ახლა შენ ისტერიკებიღა მაკლდა და გამაგიჟებთ კაცს ამ ერთ ღამეში!
- ქუჩაში ვერ დაიძინებთ! - წავიბუტბუტე ჩუმად და მალულად მოვიწმინდე თვალის კუთხეში გამოჟონილი ცრემლი.
- იქ დაბრუნებას ქუჩაში ყოფნა მირჩევნია! - მომესმა წითელთმიანის სისინი.
- დაველოდები როდის დაიშლებიან, არ მინდა ვინმე შემომაკვდეს - მაგიჟებდა საბას მშვიდი ტონი - მერე ამასაც ავიყვან და სამზარეულოში გავათენებთ. ჩვენები იქ არიან, გარეთ ცივა და დარჩენა არჩიეს. ეს ჩავარდა ისტერიკებში და ჰაერზე გამოვიყვანე. იქნებ კიდურები რომ წაეყინება მერე მიხვდეს ცუდსა და უარესს შორის ისევ ცუდი რომ ჯობია.
- გავგიჟდები... მართლა გავგიჟდები...
თავი გავაქნიე და სახზე ხელი მოვისვი. ნუთუ ეს ყველაფერი ერთ დღეში ხდებოდა? ერთ დედანატირებ დღეში, რომელიც ერთ საუკუნედ გაგვეწელა ყველას.
- იმიტომ დაგირეკე, რომ არ გენერვიულა! - შემიბღვირა - ჰო, მაგარი სიტუაცია არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ნერვიულობით უნდა მოკვდე. ხვალამდე გავძლებთ რა და მერე ღმერთი პატრონია, ან ტრისტანი.
სარკასტრულად გაეცინა გამწარებულს. არ იმჩნევდა მაგრამ ვხვდებოდი, რომ ნერვიულობდა. ვინ არ ინერვიულებდა? უცხო ქვეყანაში ისეთ პირობებში აღმოჩნდი, რომ სადაც არ უნდა გადადგა ფეხი უიმედობას ენარცხები სახით. ამ ემიგრანტების ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და მეზობლები კი ფიქრობენ, რომ აქ წამოსულებს არაფერი უჭირთ, რომ ყველაფერი რიგზე აქვთ და დოლარებს დღეგამოშვებით ბაღიდან წყვეტენ სასწაულად გაზრდილი მწვანე ხიდან... მეცინება, მწარედ მეცინება ადამიანო შენს ფიქრებზე...
- კარგი, ბელს, ახლა უნდა წავიდე. რა ვიცი, ავბრუნდებით უკან, იქნებ საწოლებში ეყარნონ უკვე. გარეთ ძალიან ცივა, სამზარეულოში ვიქნებით. არ ინერვიულო. როგორც კი მოვახერხებ ისევ დაგირეკავ.
- კარგი...
საკუთარი ხმა არ მეცნო. სუსტად გავუღიმე, ხელი დავუქნიე და როგორც კი ტელეფონი გაითიშა მკერდში ტკივილი ვიგრძენი. ეს ბავშვი საშინლად მაგონებდა ჩემს ძმას...
ის იყო ტელეფონი ბალიშზე მივაგდე, რომ იანის ზარი შემოვიდა. როგორ დაბარებულივით იცის ხოლმე დარეკვა. მენტალისტია, თუ მისანი?
- ჰო...
- როგორ ხარ?
- ნორმალურად.
- შენს მეგობრებს ელაპარაკე?
- ახლახანს.
- მერე?
- მერე იმაზე ცუდი სიტუაცია დახვდათ ვიდრე ვიფიქრებდით. ქუჩაში იყვნენ გამოსულები. საბამ კი მითხრა სახლში ავბრუნდებითო, მაგრამ არამგონია იქ გაჩერება შეძლონ...
- ქუჩაში არიან? - ხმა დაეძაბა.
- ჰო.
- ანაბელ, სამსახურში ვარ, ვერ გამოვალ... რომ არ ვმუშაობდე ლოძში წავიდოდი და ჩამოვიყვანდი უკან, მაგრამ არ შემიძლია...
- მორჩი! - გულზე მომხვდა მისი ნათქვამი - მაგიტომ არ მითქვამს. გეყოფა მუდამ დახმარების მცდელობა, თავს ცუდად ვგრძნობ.
- მე კიდევ მაშინ ვგრძნობ თავს ცუდად, როცა ჩემი მეგობარია ცუდად. გესმის ჩემი? ხომ გესმის, არა? შენი მეობრების განსაცდელს საკუთარივით განციდი. ჩემთვისაც იგივეა.
- ვიცი, იან, ვიცი...
„ზედმეტად კარგი ადამიანი ხარ, პოლონელო, ხანდახან იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ რეალური ხარ და არ გაქრები“ - დავასრულე გულში.
- დაიძინე, ხვალისთვის იქნებ რამე მოვახერხო.
- შენც ეცადე ორი საათი მაინც მოიპარო სამსახურში, ორი დღეა არ გიძინია ნორმალურად. დღეში სამი საათი ჯანმრთელობა გგონია?!
- ჩემთვის საკმარისია.
გამიცინა და უსინდისოდ ვიგრძენი შვება. დადებითი აურის მატარებელია. აი ასე, გაჭირვებაშიც კი გაგრძნობინებს თავს უკეთ.
- პოლონელო, ნერვებს მიშლი. - წავიბუტბუტე.
- ქართველო, ნერვებს ნუ იშლი - წამით ისევ დაუბრუნდა მხიარული ნოტები ხმაში.
სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გავიგონე. წარბი შევიკარი. ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო?
- იან, უნდა წავიდე. სამსახურის ცვლას რომ დაასრულებ დამირეკე, კარგი?
- კარგი... ტკბილად დაიძინე, არაფერზე ინერვიულო.
- დროებით. - ნაჩქარევად დავემშვიდობე.
- დროებით.
გათიშული ტელეფონი ბალიშზე მივაგდე და კარი გავაღე. დაბნეულობისა და გაოცებისგან ადგილზე გავხევდი. ზღურბლთან „დონ კორლეონე“ იდგა ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით, სუსხიანი მზერით დამყურებდა ზემოდან.
- ხომ არ გაგაღვიძე?
პირველად გავიგონე მისი ხმა ასე ახლოდან. რაღაცნაირი ჯღერადობა ჰქონდა, დაბალი, მძიმე ბარიტონით. ჩემს უკან ოთახს მოავლო თვალი, ალბათ საუბარი გაიგონა და ეგონა ოთახში ვინმე იყო.
- არა. რა მოხდა?
- ვისაუბროთ? - წარბი შეიკრა.
- რაზე? - დავეჭვდი.
- სამზარეულოში გელოდები.
გატრიალდა და ხის კიბეზე დინჯად დაეშვა. ჯერ კიდევ გაშტერებულმა თვალები ავახამხამე. ოთახში შევბრუნდი სიგარეტის კოლოფს ხელი წამოვავლე დაბნეულმა ოთახს თვალი მოვავლე და კარი გავიხურე. „დონი“ სამზარეულოში დამხვდა. მისთვის განკუთვნილ უზარმაზარ სავარძელში იჯდა, ფანჯარასთან ახლოს, გაზქურასთან. ვერანდის კარი გამოეღო, სიგარეტს აბოლებდა ფიქრიანად.
- რისთვის დამიძახე?
- შენს მეგობრებს ორ დღეში ვარშავაში წაიყვანენ, - თვალი გააყოლა ოთახში ზანტად მოლივლივე სიგარეტის კვამლს - იქ ახალი სამსახური და ბინა დახვდებათ. სრულიად სხვა სააგენტოსთან ექნებათ შეხება. კონტრაქტს გაუფორმებენ და საბუთებსაც მოაწესრიგებენ. ერთ კვირაში თავად ჩავაკითხავ რომ დავრწმუნდე, ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა.
მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ნელა დავეშვი სკამზე და „კორლეონეს“ ყურადღებით დავაკვირდი სახეზე. გვერდულად გამომხედა. ისევ ცივად იმზირებოდნენ ცისფერი კრისტალები.
- რატომ?
- რა რატომ? - წარბშეკრულმა მორიგი ნაფაზი ამოსწოვა ფილტრს.
- ამას რატომ აკეთებ? რატომ ეხმარები?
- შვილო... - ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა. მუხლებს იდაყვები დააყრდნო და ქვემოდან ამომხედა მკაცრი მზერით - ისინი ქართველები არიან, ის ბავშვი ჩემი შვილის ტოლაა. მე ქართველ კაცს, ღამით მშვიდად როგორ უნდა მეძინოს, როცა ვიცი, ჩემიანს უჭირს, სცივა და წასასვლელი არსად აქვს?!
- შენ მათთან ახლოს არ იყავი!
მაინც მიჭირდა მისი ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეცნობიერად მისგან თბილ იმპულსებს ვგრძნობოდი.
- მე უკვე გითხარი ამას რატომაც ვაკეთებ, - მშვიდად გამიმეორა - და ამას მხოლოდ იმიტომ გეუბნები, რომ არ ინერვიულო. თქვენ ჯერ კიდევ ბავშვები ხართ, ნიავმა გადმოგყარათ უცხო მხარეში. რა პირით ვუწოდო საკუთარ თავს მამა, თუ შვილის ტოლა ბავშვის გასაჭირს გულგრილად შეხედავს ჩემი თვალები? ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა. მეტი აღარფერი მაქვს სათქმელი. მშვიდობიან ღამეს გისურვებ. გამოძინება არ გაწყენდა.
სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩასრისა, წამოდგა და კარს მიაშურა. სანამ გავიდოდა წამით შეყოვნდა და უკან მომხედა.
- კარგი და მოწესრიგებული შვილი ხარ, პატარა გოგოვ, ვიმეგობრებთ მე და შენ...
აი ეს სიტყვები მითხრა „დონმა“ სანამ სამზარეულოში დამტოვებდა საკუთარ ფიქრებთან, ერთი ღერი თეთრი „მარლბოროს“ ამარა...



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ვიტირე... აი, ამ ემოციებზე, ყველაზე ერთად...
ჯერ დამშვიდობება...
მერე იანის განუსაზღვრელი მზრუნველობა და ჰუმანიზმი.
მერე იმათი საცოდაობა, საშინელ პირობებში რომ აღმოჩდნენ და ბოლოს ეს კაცი?!
რა დაატრიალე ბელ, ხვდები? ❤️ ყველა შენს გარშემო ტრიალებს ახლა და ამ მომენტში.
და ჰო, ძალიან მაგარი გრძნობაა ასეთი ადამიანები გვერდით და ის იმედი, რასაც მათი არსებობა გჩუქნის! ❤️

 


№2  offline წევრი შამხათი

ვაიმე, ანაბელ, ამეტირა... საკუთარივით განვიცდი შენს ამბებს. კარგად მინდა რომ იყო.

 


№3 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

მე მიყვარს ,,დონი" და იანიც აუუ ეს ის შემთხვევაა როცა მემააყება ადამიანი... 18-19 წლის მაზლი და ძმა მყავს და მეც იგივეს გავაკეთებდი რაც იანმა და დონიმ ქნეს .. აიი ძნელია და ძან მესმის მე შენი ვარსკვლავ გოგონა ვიცირი გაუძლებ და კარგად იქნები ვიცი ვგრძნობ იცი შენ ძლირი ხარ ყინულოოო .. იქნებ გაგალღოლს ვინმე ხვთის ნიერმა ჰაა ??? ნუ ცეცხლისფერმა ფოტოგრაფმა და საბამ კი სეძლეს მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ მიხვდები სენ ???? მიკალქაააალ

 


№4  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
ვიტირე... აი, ამ ემოციებზე, ყველაზე ერთად...
ჯერ დამშვიდობება...
მერე იანის განუსაზღვრელი მზრუნველობა და ჰუმანიზმი.
მერე იმათი საცოდაობა, საშინელ პირობებში რომ აღმოჩდნენ და ბოლოს ეს კაცი?!
რა დაატრიალე ბელ, ხვდები? ❤️ ყველა შენს გარშემო ტრიალებს ახლა და ამ მომენტში.
და ჰო, ძალიან მაგარი გრძნობაა ასეთი ადამიანები გვერდით და ის იმედი, რასაც მათი არსებობა გჩუქნის! ❤️


ეს მხოლოდ ზედაპირული მდგომარეობა იყო, რომელიც გადმოვეცი. გაციელბით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ ჩემი მეგობრები, თუმცა მკითხველის ამდენად დათრგუნვა არ მინდოდა. რაც გაჩვენეთ ესეც სრულებით საკმარისი იყო ჩემი აზრით <3 კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოველი დღე გადარჩენისთვის არის, მადლობა უფალს რომ მყავს ისეთი ადამიანები გვერდით ვისი დამსახურებითაც ცხოვრება გაცილებით მარტივი და ლამაზია <3 ძალიან დიდი მადლობა შენ ემოციებისთვის და თითოეული თბილი ცრემლისთვის <3 არ იტირო... ცხოვრება ასეთია, რთული მაგრამ მაინც ლამაზი <3 <3

შამხათი
ვაიმე, ანაბელ, ამეტირა... საკუთარივით განვიცდი შენს ამბებს. კარგად მინდა რომ იყო.


როგორ მომენატრე შენ იცი? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ. პაზლების შემდეგ აღარ "მინახიხარ" და შენი კომენტარებში ნახვა თან ასეთი კომენტარით დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის <3 გმადლობ და ძალიან მიხარიხარ რომ აქ ხარ <3 <3 <3 მე არაფერი მიჭირს... კარგად ვიქნები, შენც კარგად უნდა იყო... <3 <3

მარიამ ენჯიბაძე
მე მიყვარს ,,დონი" და იანიც აუუ ეს ის შემთხვევაა როცა მემააყება ადამიანი... 18-19 წლის მაზლი და ძმა მყავს და მეც იგივეს გავაკეთებდი რაც იანმა და დონიმ ქნეს .. აიი ძნელია და ძან მესმის მე შენი ვარსკვლავ გოგონა ვიცირი გაუძლებ და კარგად იქნები ვიცი ვგრძნობ იცი შენ ძლირი ხარ ყინულოოო .. იქნებ გაგალღოლს ვინმე ხვთის ნიერმა ჰაა ??? ნუ ცეცხლისფერმა ფოტოგრაფმა და საბამ კი სეძლეს მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ მიხვდები სენ ???? მიკალქაააალ


ჰო ჰო ვიცი საითაც მჩქმეტ ;დდდდ <3 <3 <3 რაც შეეხება ამ ორ უმაგრეს ადამიანს, კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ <3 <3 ეს ორი ის ადამიანია ვისაც სიცოცხლეს ვანდობ... აი ასე, ძალიან მარტივად. ჯერ ბევრი რამ არ მომიყოლია კიდევ, ჩავთვალოთ რომ ყველაფერი ახლა იწყება... <3 <3 არაფერს ვმალავ, სიმართლეს ვწერ.. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს, ხანდახან არც ისე ლამაზს მაგრამ მაინც... მიხარია რომ აქ მყავხარ მარუს <3 <3 :* :* კი კი ყინული ვარ, მაგრამ არა მეგობრებთან და ახლობლებთან <3 <3 <3 შენთვის თბილა ტკბილო <3 <3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან ემოციური თავი იყო. ძალიან მომეწონა.

 


№6  offline წევრი შამხათი

ანაბელ, კი გამოვჩნდი, ოღონდ ფეისბუქზე, მუდმივად ვადევნებ თვალს შენს ამბებს, ეს ისტორია, ამ ეტაპამდე, წაკითხული მაქვს იქაც. ძალიან მაინტერესებს, მერე რა მოხდა, როგორც მივხვდი, რაღაცეები შეგეცვალა ისევ. მინდა, რომ კარგად იყო.

 


№7  offline მოდერი belle...

შამხათი
ანაბელ, კი გამოვჩნდი, ოღონდ ფეისბუქზე, მუდმივად ვადევნებ თვალს შენს ამბებს, ეს ისტორია, ამ ეტაპამდე, წაკითხული მაქვს იქაც. ძალიან მაინტერესებს, მერე რა მოხდა, როგორც მივხვდი, რაღაცეები შეგეცვალა ისევ. მინდა, რომ კარგად იყო.


ფეისზე გამოქვეყნება შევწყვიტე, თუ რატომ დავწერ მაგასაც... აქ მირჩევნია ჩვენს კუთხეში და ყველაფერს ისე მოგიყვებით, დაუფარავად. იმ დეტალებსაც რომელზეც აქამდე ვდუმდი... <3 <3 <3 ეტაპობრივად მივყვები და ყველაფერს დავწერ <3 <3 მადლობა ჩემო საყვარელო მხარდაჭერისთვის <3 <3

სტუმარი Khatuna
ძალიან ემოციური თავი იყო. ძალიან მომეწონა.


ძალიან დიდი მადლობა თქვენ <3 <3 <3 ^_^

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ანაბელ უამრავი აზრი მომდის,მინდა ბევრი ვწერო ,რაც კი საქებარი სიტყვაა,აღმატებულ ფორმაში,.უძლიერესი ხარ,.ჟანრობრივად,აღწერაში,ფაქტების სიზუსტეში,გრძნიბაში,ემოციაში,თხრობაში..მეთბილები და მესიყვარულები,ემიგრაციაში დახმარწბა მართლაც რომ ძალიან მაგარია,უცხოელიებიც ადამიანები არიან ეს ნამდვილად ვიცი,ბელ გელოდები სასწაულად,.

 


№9  offline მოდერი belle...

სტუმარი nancho
ანაბელ უამრავი აზრი მომდის,მინდა ბევრი ვწერო ,რაც კი საქებარი სიტყვაა,აღმატებულ ფორმაში,.უძლიერესი ხარ,.ჟანრობრივად,აღწერაში,ფაქტების სიზუსტეში,გრძნიბაში,ემოციაში,თხრობაში..მეთბილები და მესიყვარულები,ემიგრაციაში დახმარწბა მართლაც რომ ძალიან მაგარია,უცხოელიებიც ადამიანები არიან ეს ნამდვილად ვიცი,ბელ გელოდები სასწაულად,.


უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო, თბილო და ტბილო ადამიანო ^_^ <3 <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი სიტყვები <3 გმადლობ კიდევ ერთხელ <3 <3 <3 ძალიან ბევრი თბილი ჩახუტება შორიდან <3 <3 <3

 


№10 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

belle...
მე♥უცნაურე
ვიტირე... აი, ამ ემოციებზე, ყველაზე ერთად...
ჯერ დამშვიდობება...
მერე იანის განუსაზღვრელი მზრუნველობა და ჰუმანიზმი.
მერე იმათი საცოდაობა, საშინელ პირობებში რომ აღმოჩდნენ და ბოლოს ეს კაცი?!
რა დაატრიალე ბელ, ხვდები? ❤️ ყველა შენს გარშემო ტრიალებს ახლა და ამ მომენტში.
და ჰო, ძალიან მაგარი გრძნობაა ასეთი ადამიანები გვერდით და ის იმედი, რასაც მათი არსებობა გჩუქნის! ❤️


ეს მხოლოდ ზედაპირული მდგომარეობა იყო, რომელიც გადმოვეცი. გაციელბით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ ჩემი მეგობრები, თუმცა მკითხველის ამდენად დათრგუნვა არ მინდოდა. რაც გაჩვენეთ ესეც სრულებით საკმარისი იყო ჩემი აზრით <3 კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოველი დღე გადარჩენისთვის არის, მადლობა უფალს რომ მყავს ისეთი ადამიანები გვერდით ვისი დამსახურებითაც ცხოვრება გაცილებით მარტივი და ლამაზია <3 ძალიან დიდი მადლობა შენ ემოციებისთვის და თითოეული თბილი ცრემლისთვის <3 არ იტირო... ცხოვრება ასეთია, რთული მაგრამ მაინც ლამაზი <3 <3

შამხათი
ვაიმე, ანაბელ, ამეტირა... საკუთარივით განვიცდი შენს ამბებს. კარგად მინდა რომ იყო.


როგორ მომენატრე შენ იცი? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ. პაზლების შემდეგ აღარ "მინახიხარ" და შენი კომენტარებში ნახვა თან ასეთი კომენტარით დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის <3 გმადლობ და ძალიან მიხარიხარ რომ აქ ხარ <3 <3 <3 მე არაფერი მიჭირს... კარგად ვიქნები, შენც კარგად უნდა იყო... <3 <3

მარიამ ენჯიბაძე
მე მიყვარს ,,დონი" და იანიც აუუ ეს ის შემთხვევაა როცა მემააყება ადამიანი... 18-19 წლის მაზლი და ძმა მყავს და მეც იგივეს გავაკეთებდი რაც იანმა და დონიმ ქნეს .. აიი ძნელია და ძან მესმის მე შენი ვარსკვლავ გოგონა ვიცირი გაუძლებ და კარგად იქნები ვიცი ვგრძნობ იცი შენ ძლირი ხარ ყინულოოო .. იქნებ გაგალღოლს ვინმე ხვთის ნიერმა ჰაა ??? ნუ ცეცხლისფერმა ფოტოგრაფმა და საბამ კი სეძლეს მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ მიხვდები სენ ???? მიკალქაააალ


ჰო ჰო ვიცი საითაც მჩქმეტ ;დდდდ <3 <3 <3 რაც შეეხება ამ ორ უმაგრეს ადამიანს, კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ <3 <3 ეს ორი ის ადამიანია ვისაც სიცოცხლეს ვანდობ... აი ასე, ძალიან მარტივად. ჯერ ბევრი რამ არ მომიყოლია კიდევ, ჩავთვალოთ რომ ყველაფერი ახლა იწყება... <3 <3 არაფერს ვმალავ, სიმართლეს ვწერ.. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს, ხანდახან არც ისე ლამაზს მაგრამ მაინც... მიხარია რომ აქ მყავხარ მარუს <3 <3 :* :* კი კი ყინული ვარ, მაგრამ არა მეგობრებთან და ახლობლებთან <3 <3 <3 შენთვის თბილა ტკბილო <3 <3 <3

vaime shegchamm exlaaaa bels ♡♡♡

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს რა იყო სრული შოკი ძაან ემოციური თავი იყო ძალიან ვინერვიულე, მაგრამ გამიხარდა დინი და იანი რომ გყავს რომლებიც გითხილდებიან ამეტირა დონმა რომ გითხრა მე რა მამა ვიქნებიო შვილის ტოლა ბავშვს თუ არ დავეხმარებით მჯერა ასეც იქნება შენ ისეთი თბილი და ტკბილი ხარ ყველას შეაყვარებ თავს მინდა რომ სულ კარგად და გახარებული იყო წარმატებები ???????????? ჩემო კარგო♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent