შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (1-3)


17-10-2020, 15:08
ავტორი nukito20w
ნანახია 863

მოკვდავთა სამყოფელში სურვილი დადიოდა,დადის და ივლის. ამ სურვილს, დარჩენის სურვილი ჰქვია.ადამიანები ტოვებენ : შედევრებს,შთამომავლობას ან ანგრევენ და ანადგურებენ დიდ არეალს ან პიროვნებებს,რადგან არ სურთ დავიწყება. დავიწყება სააქაოში უტოლდება არარსებობას. თითქოს არც არაფრისთვის უცხოვრიათ გარდაცვლილებს,მკვდრებს ან მოკლულებს.

სამაგიეროდ,ცოცხლებში საქმე სხვაგვარადაა. სანამ ცოცხალი ხარ, ერთ გადაბრუნებულ ნაბიჯს არ გაპატიებენ. არ გაპატიებენ განსხვავებულობას და არაფერს ისეთს, რაც სხვაზე უკეთესს გვხდის.

ისეც ხდება ხოლმე,რომ სადღაც გავივლით ან ვისაუბრებთ, ან ხმასაც არ ამოვიღებთ, უბრალოდ გავიღიმებთ და იქ მყოფთა გონებაში სამუდამოდ ვრჩებით.
ჰო,შეიძლება ვერც ვფიქრობდეთ ამაზე და გვიკვირდეს კიდეც, ღმერთო ჩემო,ნეტავ რატომ დავამახსოვრდი?!
კითხვაზე პასუხი კი მრავალნაირი შეიძლება იყოს.გააჩნია სიტუაციას და გააჩნია იმას, თუ როგორ შთბეჭდილებას ვტოვებთ მათზე.

აი,ნიკეა მართლაც დაუვიწყარია. იმდენად დაუვიწყარი, რამდენადაც:უყვართ , სურთ, იზიდავთ,მოსწონთ, სძულთ, შურთ. ლამაზმანს ავი თუ კარგი გრძნობებით უკავშირდებოდნენ. რეაქცია კი ორმხრივი იშვიათად იყო და არის.დიახ, ლამაზმანისთვის არამკითხე მოამბეების ნატიფად დაკიდება ფეხებზე არც მარტივი იყო და არც რთული.ხან გამოსდიოდა,ხან არა. ხან აღელვებდა,ხანაც გულიანად ეცინებოდა. ესეც ხომ ნორმაა, რაღაც გვაღელვებს,რაღაც კი არა. ეს კი ზუსტად ჩვენი გადაწყვეტილებაა.
----
ტანის ნარნარი რხევით ჩადის კიბეებზე. თავაწეულს წვრილი ყელი მოეღერებინა და მზის სათვალე ცხვირზე დაეკოსებინა.
მოკლე ქვედაბოლოდან სწორი, ლამაზი ფეხები მოუჩანს.პერნაგი კი მასშივე ჩაეტენა და წინა რამდენიმე ღილი შეეხსნა.თმები კი ანც ნიავს აჰყოლოდა. ლამაზად ეთამაშებოდა მხრებზე,თან საამო სურნელს ატოვებდა სივრცეს.

ჩვეული ღელვა დაჰყვებოდა დილიდან.ან როგორ არ გაჰყვებოდა?! დღეს ბოლო შუალედური გამოცდა ჰქონდა საწერი.დიდად არ ეჩქარება, ნახევარი საათი ხომ წინ აქვს.
ტაქსს ელოდება,ან ავტობუსს. ორივე აწყობს და დიდად არ განიცდის იმ ამბავს, ჯერ რომ არცერთი არ ჩანს.სიმშვიდეს ინარჩუნებს და უსიამოვნო განცდას იშორებს თავიდან.

მოწკრიალე მობილური ამოიაცურა ჩანთიდან და საუკეთესო მეგობარს უპასუხა მომაჯადოვებელი ღიმილით.

-რაო,სანდრა?! უკვე მიხვედი?!- კუშტი შეკრა და ცხვირის წვერზე თითი გაისვა.

-შენ როდემდე უნდა იყო ბანალურად არაპუნქტუალური?!- ლოდინი სძულდა ალექსანდრა დადიანს.რამდენჯერაც ქალბატონი იგვიანებდა,იმდენჯერ უნდებოდა "აბაროტის"აღება და ნიკეას დაყუდება მინიმუმ 2 საათი.

-ვერ გეტყვი,რადგან არცერთ ჯერზე ჩაითვლება ზრახვად.- მხრები აიჩეჩა და მზისგან შეწუხებულმა ზღვისფერი თვალები მოავლო ქუჩას.- არ ჩანს:არც ავტობუსი, არც ტაქსი...- ამოიოხრა ნერვიულად.უკვე დაგვიანების პირი უჩანს.

ჯერ იყო და ყეფა მოესმა. გული ისე აუჩქარდა,ყელში ამოებჯინა. შემხტარს ერთიანად დაასხა ცივმა ოფლმა.გვერდიდან იგრძნო როგორ შეახტა
მსუქანი ლაბრადორი ფეხზე და ლამის წააქცია. ერთი კი წამოიკივლა, მაგრამ დილით ქუჩაში არავინ იყო, გარდა ერთი მამრობითი სქესისა,შოროდან რომ მოჰქროდა ამ უზნეო ძაღლისკენ.

მთელი ტანით აკანკალდა. თვალებგაფართოებულს ქვედა ტუჩი დაებრიცა სატირლად.
სახეზე ფერები გადაუვიდა...

-რა მოხდა?!- სანდრა დადიანი დაიბნა და ცოტა აღელდა.

-ძაღლია,ძაღლი,ალექსა.- თვალებში შიში ჩაუდგა.
ძაღლმა დაუყეფა და თითები ისე დააწყო მკლავზე, გაიკაწრა და გოგონასაც თვალები აემღვრა...
ხელზე ეწვეთებოდა უზნეო ძაღლის დრობლები და ყელში მოსწოლოდა გულის რევის შეგრძნება სისუფთავეზე ჩაციკლულს.

-ნუ გეშინია,არ გაიქცე მთავარია.- დადიანი ამხნევებს დისტანციურად.
გოგო ვერ იძროდა და მზის სათვალის ქვეშ მალავდა ამღვრეულ თვალებს...

ძაღლმა ენის მოსმა დაუწყო სახეზე და სათვალეც გააყოლა ენის მოძრაობას.
ჰაერში გასროლილი და მიწაზე დანარცხებული-გატყდა.

-აუ,მოდი რა,გეხვეწები..- ხმა აუკანკალდა თხელ სხეულს.- მოდი რა. გეხვეწები,მეშინია...

ის იყო და ხელით მოშორება სცადა, რომ ფეხზე იგრძნო ცხელი სითხე...

თვალები დაუმრგვალდა, როცა გაიაზრა ეს სითხე შარდი იყო.

-შე საზიზღარო!-ხელი მიჰკრა ძაღლს და უკან გადააგდო.. - არამზადა!

ძაღლი ფეხზე წამოხტა და მეორედ შეახტა ყეფით..
თავი ვერაფრით შეიკავა ლამაზმანმა და უკან გადაეშვა ლაბრადორთან ერთად.

ტელეფონი ხელიდან გაუცურდა, გატყდა!
ტანი და თავი ერთდროულად ასტკივდა. იგრძნო ლავიწებზე ძაღლის ნერწყვი და გული შეუღონდა. სახე ახლოს მიეტანა ადამიანის საუკეთესო მეგობარს და უღრენდა.

-ჯერი,მოშორდი!- პატრონი ჩააფრინდა მთელი ძალით და უკან გაქაჩა. -ჯერი-მეთქი! ცუდი ბიჭი, ცუდი!- ყელზე საჭერი გამოაბა და უკან დაქაჩა, იქვე ბოძზე მიაბა, რომ დაზარალებულს მიჰხმარებოდა...

-კარგად ხართ?!- დახრილმა იგრძნო შარდის სუნი და ლამის წნევამ დაარტყა,ვაი თუ მოკლა ქალიო...

შერცხვენილი და შეშინებული იყურებოდა სივრცეში ნიკეა..
მერე დაფიქრდა, ახლა იერიშს მივიტან და გავიქცევი, ვეღარც შევხვდებით ერთმანეთსო..

-საშინლად ვარ,საშინლად! თავი მტკივა და ტანი,შენმა ძაღლმა მომაფსა..- ძლივს წამოსწია თავი და ახალგაზრდას ძლიერ მკლავებს ჩაეჭიდა..-წამომაყენე!-ყავისფერებში მკაცრი მზერით ჩააშტერდა.
მომთხოვნი ტონი იგრძნო აღალგაზრდამ და ისე უცებ დაემორჩილა,თვითონაც გაოგნებული იყო. აქამდე ასეთი თვალები არსად ენახა.

-ტუტუცი,თავხედი ძაღლი!- წამომდგარს იდაყვები აეწვა. თხელი თითები თავზე მიიწყო, ისე ძლიერ სტკენოდა,ისე...

-რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?!- ზრდილობა არ დაავიწყდა.

-უკვე დამეხმარე, ჯერ არის და მომაფსა,დამდორბლა,წამაქცია ..- თვალი მოავლო ასფალტს...- ჩემი ტელეფონიი.- დამტვრეულ სათვალეზე დიდად არ უდარდია, ახალს იყიდდა ოდესღაც და თუ ვერ მოახერხებდა,საარსებო აუცილებლობასაც დიდად არ წარმოადგენდა.
ხელში აიღო,ეკრანი სულ დამსხვრეულიყო და არც ირთვებოდა...-არა,არა,არა... - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ბრაზს რომ არ აჰყოლოდა.- მობილურიც გამიფუჭდა...- თავისი ძმის საჩუქარი იყო და გული ეტკინა ძალიან.- გამოცდაზე დავაგვიანებ...- თვალები აემღვრა.. ქვედა ტუჩი აუთამაშდა სატირლად.-რა უნდა ვქნა, ესეთ დღეში ვერ მივალ..- ბრაზისგან აუწყლიანდა თვალები. ზღვა იმღვრეოდა ადამიანში. ისე ასკდებოდა აზვირთულ ტალღებად, მალე წარღვნა დაატყდებოდა თავს.

-სახლამდე მიგიყვანთ...

-არ მჭირდება!- ბრაზს აეტანა.- არაფერი მჭირდება,არაფერი!- თითი დაუქნია ტუჩის კანკალით.-შენგან მითუმეტეს.ერთი ძაღლი გაბარია და მაგასაც ვერ მიხედე! უპასუხისმგებლო და თავხედი ხარ! ტუტუცი!- უნდოდა ბრაზი ამოენთხია,მაგრამ ისე უცნაურად გამოიყურებოდა,ვერ ბრაზდებოდა ახალგაზრდა მექალთანე.

ძაღლი აუყეფდა მეორე მხრიდან და მრისხანედ მიატრიალა გოგონამაც სახე.

-უწესო,უზნეო და აღუზრდელო ძაღლო! - დამნაშავეს ეძებდა მთელი მონდომებით. - მწვრთნელი ვერ გაღირსეს?! გაგიჭირდა ბატონო?!-ისევ პატრონს მისდგა.

ჯერიმ შეუღრინა.აბა,რა ექნა. 2 წლის ჯერი ვერც კი ხვდებოდა, ესე რატომ უბრაზდებოდა უცხო ადამიანი.

-რას მიღრენ! მე კი არ გავნე შენ! ტუტუცო!

-ვგონებ,აღიზიანებ.- ბიჭი მიეყრდნო ბოძს,რომელზეც ჯერი მიება.
უკვე ართობდა ლამაზმანის რეაქციები.

-მე შენ მაღიზიანებ! ერთი ძაღლი გაბარია და ვერ მიგიხედავს ნორმალურად! იდიოტი!- დახრილმა აიღო მიგდებული ჩანთა გაჭირვებით. წელი ცუდად დაერტყა და ტკივილი აგიჟებდა.

-დაგეხმარები..

-გითხარი არ მინდა-მეთქი! საკმარისად დამეხმარე და თუ საგანი შემეტენა,ჩათვალე შენი ცანცარა ძმაკაცის ბრალია! - თითი ჯერისკენ გაიშვირა გასწორებულმა.- და შენიც.- კბილებში მრისხანედ გამოსცრა.- როგორ ვერ გიტან და როგორ მეზიზღები!- რაც იგრძნო ზედმეტად წრფელად გაუზიარა.- უუუხ!

-ვწუხვარ,მაგრამ ვერ შევცვლი ვერაფერს,ერთადერთი დახმარება შემიძლია..- განიერი მხრები აიჩეჩა.

-მოიშორე ეგ უხარისხო ჰოლივუდური ღიმილი!- ქათქათა კბილების ძლიერ შეშურდა.- შენი გამოუსადეგარი დახმარება,
არავის სჭირდება,იდიოტო! ჩერჩეტი!-ვერ შეძლო ლამაზმანის ბრაზის სერიოზულად აღქმა. მის სხეულს სწავლობდა თვალებით და ყველა ფორმას აღტაცებული იბეჭდავდა გონებაში..

-კარგი, ზედმეტები მოგდის.-ხუჭუჭა თმებში სერიოზული გამომეტყველებით შეიცურა ხელი.არადა,გულში სიცილით კვდებოდა.

-კიდევ მე?! - წამოიყვირა აღელვებულმა.- გეკითხები,კიდევ მე?! დაზარალებული ვარ მთლიანად და შენი ჯერის შარდის სუნი ამდის,არადა "ჯიმი ჩუ-ს" სუნამოს სუნი ამდიოდა წუთების წინ!-წამოიყვირა.

რამდენიმე გამვლელმა კი იფიქრა,გიჟიაო,მაგრამ არავის აღელვებდა.

- "ტვალეტის წყლის" სუნი იგრძნო და იმიტომაც მოგაფსა.- მხიარულად გაშალა ნავარჯიშები მკლავები.

მოეწონა,ძალიან მოეწონა გოგონა, რომელსაც უკვე აშკარად არ მოსდიოდა თვალში არც სიმპათიური ყმაწვილი და არც მაიმუნი ლაბრადორი.

-რამხელა სითავხედეა, რამხელა!- კბილებში გამოსცრა.- სულ შენი გატუტუცებული იქნება ჯერიც.- თითი გაიშვირა ჯერისკენ.ჯერიმ კვლავ დაუყეფა. აბა რა ექნა, სხვანაირად ვერ აგრძნობინა ნიკეს პატარა ვარ და ყურადღება მჭირდებაო.

-შენობითი ფორმა მომწონს.- წარბები კმაყოფილმა აზიდა და ლამაზმანს კიდევ ერთხელ მოატარა მზერა სხეულზე.
პერანგის რამდენიმე ღილი ასწყვეტოდა და მკერდის ნაწილი თვალისმომჭრელად მოშიშვლებოდა.

-მეც დროს ვკარგავ რა..- უნდა აევლო გვერდი,მაგრამ ვერ მოითმინა.- დამნაშავედ მაინც უნდა იგრძნო თავი, იმხელა მატერიალური და არამატერიალური ზარალი მომაყენე.დიდი სიამოვნებით გაგიგდები წიხლ ქვეშ და იქამდე გიბათქუნებდი მუშტს,- მუშტი მოუღერა ცხვირწინ.- სანამ არ მიგასიკვდილებდი. ზედმეტად არასერიოზული ადამიანი ხარ. იმდენად არასერიოზული, სიტყვები არ მყოფნის. - ხმაში ტირილის ნოტები გაერეოდა მალე, ამიტომ მობრუნდა და გვერდის ავლა სცადა.

-აღდგენა... გამოცდის აღდგენა შეგიძლია.- ნერვები მოეშლა.
სტიპენდიით მთლიან სემესტრის გადასახადი მოეხსნებოდა და მშვიდად ამოისუნთქებდა. ახლა რა? არც არაფერი.

-ამ წამს სტიპენდიანტი გააფუჭე, შე არასწორო!ყოჩაღ. გამოთაყვანებული! ყეყეჩი!- არც მობრუნებულა, ხელები გაშალა და სახლისკენ აიღო გეზი. ბრაზი ისე მოაწვა ყელში,ლამის გაიგუდა.

ჯერის მიუბრუნდა.

-ლამაზია ხომ?!- ჯერიმ დაუყეფა. - მართალი ხარ,ცოტა თავხედია, მაგრამ ეშველება. - თავზე გადაუსვა სიცილით ხელი.- რაო,უზნეო და ტუტუცი ძაღლი ხარო?! - მთელი სიყვარულით მოუსვა თხელი.

ჯერი გაათავისუფლა და უკან გაჰყვა დაზარალებულს. ჯერის უჩურჩულა, შენი ხმა არ გავიგო, თორემ დაისჯები და საყვარელ დესერტს დაემშვიდობებიო. საუბრით არ შეუწუხებია ნიკე, უბრალოდ აკვირდებოდა. აკვირდებოდა მისი ნაბიჯების ზომას,რომელიც სხეულში ჩამდგარი ბრაზის გამო საკმაოდ გაზრდილიყო. წვრილი კოჭებიდან წვივებს აუყვა და ბარძაყებიც შუთვალიერა სანახევროდ.მკვრივ უკანალზე ქვედაბოლო კი სუნთქვის შემკვრელად ეტმასნებოდა და გულგრილს ვერანაირად ტოვებდა.

თვალები დახუჭა და არეულ თმებზე შეხედა მალევე. ოდნავ ნამიანი ჰქონდა, ძაღლის დორბლს გაესველებინა და ღიმილს ჰგვრიდა ყმაწვილს.

ჯერიც უჩვეულოდ წყნარად მიჰყვებოდა, ნიკეას ნაბიჯებს ყნოსვით ედევნებოდა.

ცოტა ჩამორჩნენ.ჯერ არ უნდოდა დაენახა მის სრულყოფილებასა და იდეალურობას. მერე დაინახა როგორ შეირბინა დენიკინის დროინდელ სადარბაზოში.

მიზანს მიაღწია. ჩაეღიმა და მობილური მოიმარჯვა.

-მერე რომ დაგირეკო?!შეხვედრაზე შევრბივარ.-ჩქარა მიაყარა გეგა კვანტალიანმა.

-აბა,ჩემო ნიჭიერო!დახმარება მჭირდება. რაღაცაში უნდა გამომადგე.

-ამოღერღე.- უკმაყოფილოდ ჩატეხა ტუჩის კუთხეები გეგამ.

-მისამართს მოგწერ და გამირკვიე აქ ვინ ცხოვრობს.

-ეჰე,მაგის გაცემის უფლება არ მაქვს. პირადი ინფორმაციაა.- მინისტრია და მსგავსი ქმედება არ შეშვენის.

-ერთი გოგო უნდა ვიპოვო.არც სახელი ვიცი და არც გვარი.არაფერი საერთოდ, მხოლოდ ის რომ სტუდენტია და მისამართი.-წამოიყვირა გახალისებულმა მექლათანემ.

-და მაგის გარკვევა გაგიჭირდა?!-ჩაეცინა.-მე ასეთს არ გიცნობ ბიჭო.

-კვანტო,ლაყუჩებს ყელზე დაგახვევ და გლანდებს ცხვირში გადაგიბამ პოლიპებზე. - ჩაეღიმა.- უსინდისო ვიყო,ბავშვობის ტრამვას გავიხსენებ,შენ რომ მომაყენე... -საეჭვოდ გაჩუმდა წუთით.-შენს სოფელში, 60 წლის ლამარას სახლში რომ შევიპარეთ და სრულიად შიშველი ვნახეთ ...

- დაივიწყე რა! მაგის მერე ქალს კარგა ხანი ვერ ვუყურებდი. 2 წელი ხო საერთოდ, ქალს არ გავკარებივარ. -ჩაეცინა.- ოჰოო, თავადო გოგოს დაკერვა გაგიჭირდა?!

-კი,ჯერის ბრალია.-ძაღლს გადახედა.ჯერიმ თავი დაბლა დახარა. დამნაშავედ გრძნობდა თავს.-მაგრამ ეს ცუღლუტი რომ არა,ამ გოგოს კარგა ხანს ვერ ვნახავდი. სამი გაჩერება მარბენინა.-თავი გააქნია ღიმილით და ჯერის მოეფერა.

-შანსი ნოუ გაქვს. ვერ გავცემ ინფორმაციას. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უფლება არ მაქვს.- მხრები აიჩეჩა.

-ბოლო სურვილს ვიყენებ. იცოდე გაგიბაზრებ, რომ ფუფლო ხარ.- გაეცინა გულწრფელად.
საერთოდ,ისიც გაახსენდა ცისფერთვალა გოგო რა დღეში ჩააგდო,ჯერიმ და უარესი ხარხარი მორთო.

-ჩერქეზა, სახეს გაგაძრობ,იმდენს გირტყამ. რა იყო, რა!- დამიანე ჩერქეზიშვილს დაემუქრა.

-მოდი,აბა! - წარბები აათამაშა.- ეს გოგო ასიანი უნდა ვიპოვო. ჯერიმ დააზარალა და ზარალი უნდა ავანაზღაურო. კეთილ საქმეს ნუ აღუდგები წინ.

-შე იდიოტო! მოგეწონა ხო?!- გამოიჭირა.

-ცოტას გავერთობი და ისევ შენი ვიქნები,ფისო!- დამიანემ ვირტუალურად აკოცა.

-კარგი,გავიგებ რა შემიძლია და ძებნის არეალს შეგიმცირებ!- ბოლოს დანებდა. - თავს გაგიხეთქავ, ხალხში რომ ფისო დამიძახო!

-ვიცოდი რა. ეს მაღალჩინოსნები მაგარი ძმები ხართ. ვენაცვალე ახლობლობასა და ნეპოტიზმს.- მართლა გახარებულმა წამოიძახა.

-ჩერქეზ, სახით გათრევ.

-მოდი-თქო.- გაუღიმა და ჯერი წაიყვანა.- სურვილი შემისრულე,თორემ ფუფლო ხარ.

-------
ნერვებმოშლილმა შეაღო სახლის კარი. ფეხსაცმელები იქვე გაიხადა და ფეხშიშველი შექანდა სააბაზანოში.

-ნიკე,შენ ხარ?!-ნიკეას დედა გამოვიდა სამზარეულოდან დაბნეული მზერით.

-კი,დე..- გამოსძახა ნახევრად შიშველმა.

-ფუ,რა სუნია.. დედიკო, გამოცდაზე არ მიდიოდი?!-ქალი დაიბნა. ჯერ ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება და თაყვანისმცემლების რაოდენობაც მატულობს.

-ვიღაცის ცანცარა ძაღლი დამეტაკა, მომაფსა! ტელეფონი და სათვალე დამიმტვრია.- ატირდა დუშის ქვეშ დამდგარი. -თათუ, რამეს ვიზამ...-ხმა ძლივს დაიმორჩილა.

-ვაიმე! რას იზამ ახლა?-შეჰკივლა ქალმა.-დედიკო,რა შეგვიძლია გავაკეთოთ?!

-სტიპენდია აღარ იქნება...- იქვე ჩაცურდა აქვითინებული.

სწავლის თანხის გადახდა ძალიან გაუჭირდებოდა,ძალიან.

-ვაიმე...- ქალმა ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.- დედიკო,არ ინერვიულო. მოწესრიგდი და ჩაი დავლიოთ. მთავარია არ დაგგლიჯა, არაფერს ვჩივი..-თვალები ჩაუქრა.- შენ მყავდე კარგად,ჩემო პატარა თოჯინავ.
მესამე სამსახურის მოძებნა დამჭირდებაო იფიქრა.
გული იმაზე უფრო სწყდებოდა, შვილის შრომა წყალში რომ იყრებოდა.
თვალს მომდგარი ცრემლების შეჩერება სცადა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ჭერს აჰხედა იმედიანად.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. იგრძნო რომ მარტო აღარ იყო. არ გასწირავდა ის ერთადერთი. არც არასდროს გასწირავდა.

ნიკეა გულამომჯდარი ტიროდა. აღარც სტიპენდია ჰქონდა და აღარც მობილური. ერთადერთი სათვალეც დაემსხვა, ძლივს შეკოწიწებული ფულით რომ იყიდა. ისიც ძლივს გაიმეტა თავისთვის.

დილითაც სუნამოს უკანასკნელი წვეთები მიიპკურა ყელში და ახლა, საყვარელი ნივთებიდან აღარც არაფერი დარჩა.

-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!- გლუვ კანზე უხეშად ისმევდა ღრუბელს. არ ადარდებდა, წვა.. შიგნეულობა უფრო ეთუთქებოდა, გადასახადის წარმოდგენისას.

ისევ უძვრებოდა ნესტოებში ძაღლის სუნი შარდისასაც ერეოდა და ყელში აწვებოდა უსიამოვნო გრძნობა.

-სამსახური მჭირდება..- ცრემლები მოიწმინდა და ტანის გულმოდგინედ გასუფთავებას შეუდგა.
სად უნდა ეშოვა ან როგორ, არ იცოდა. მხოლოდ ის იცოდა, წარმატება რომ უნდოდა.

ისევ აემღვრა ზღვისფერები და ხმელეთზე გაჭრილი არხებივით ჩამოუცურდა ცრემლები.

გასუფთავებულს კანზე საოცარი სურნელი ასდიოდა. თვითონ იმდენად შეჩვეული იყო,ვერ ამჩნევდა.
სარკეში ჩაიხედა და საიდანღაც მოპოვებული თავდაჯერებულობით თქვა.

-ნიკე,იშოვი სამსახურს, დაამთავრებ უნივერსიტეტს და ეს დღე ხალისით გაგახსენდება.- პირსახოცი შემოიკრა და ჰაეროვანი ნაბიჯებით გასწია სამზარეულობდე.

-დე,იდაყვები გადამეყვლიფა.- წინ გამოუწია მოხრილი იდაყვები.

-დავამუშავებ,მაცადე. - გრძელი კაბა ჩამოეშალა ქალს და ფეხზე წამომდგარს უკვე წამლების ყუთი მოჰქონდა.
კარგად დაუმუშავა და ოთახში შეუშვა, ჩაიცვი და დაიძინეო..

მთელი ღამე გაათენა,იმდენი იმეცადინა. მთელი ღამე იმეორებდა და თემებს ყვებოდა ხმამაღლა.
რთული საგანი ბოლოში მოიტოვა,კარგად გავიმეორებო და ჰა...
ვინმე ხუჭუჭა ბიჭს გაექცა ძაღლი და იმდენად მარცხენა ფეხზე ადგა, მაინცდამაინც ნიკეა ჩხაიძეს დაეტაკა თავისუფლებაში გაჯეჯილებული.
----
ისე მშვიდად ეძინა დედამისის გვერდით,ჩვილივით. თითქოს არც არაფერი ჰქონდა სადარდებელი.

ქალი კი ისევ ეფერებოდა წასვლამდე. მერე გვაინობამდე ვერც მოვიდოდა.
თმებზე გადაუსვა ხელი და ლოყას გაუყვა.
თავზე აკოცა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.

-თამუშკა,ბოდიში.- ჩაიბუტბუტა სიბნელეში.

-არ გრცხვენია,ნიკე?- მოტრიალდა გასასვლელად გამზადებული.

-იმიტომ გიბოდიშებ,რომ მრცხვენია.-ყელში მოაწვა ღელვის ბურთი.

საწოლზე წამოჯდა თავდახრილი.

- 3 წელი უნივერსიტეტში თანხა არ გადაგვიხდია შენი შრომის წყალობით, დედიკო.- გაეღიმა ქალს.- ერთ სემესტრს რამენაირად გადავიტანთ, დიდი ამბავი. მეორეში ამოქაჩავ და თუ ვერ, ეგეც დიდი ამბავი. მთავარი წლები არ შეგიწუხებივარ გადასახადზე.- მიახლოებულმა ნოტიო თმა გადაუწია უკან და ლამაზ ნაკვთებზე დააკვირდა.- აუცილებელი არაა ყველაფერი გამოგივიდეს. ზოგჯერ უნდა დამარცხდე, რომ განვითარდე. სულ თუ ყველაფერი გამოგივა, სიხარულს ეგ არ მოგიტანს. აი, მუდმივი სტიპენდია ხომ გაგიჩვეულებრივდა?! ისე ამბობდი, თითქოს ბარიერზე ძლივს გადაფოფხდი, არადა ეგრე არ იყო ხომ?! ახლა დაეცი და ნატრობ იმას, რაც გქონდა.- გაეღიმა. - ჩემს თავს გადავახტები და მამაშენსაც ვთხოვ დახმარებას თუ საჭირო გახდა.

-მაგის სახელი არც მიხსენო!- წამოიყვირა ზიზღიანად.- არაფერში მჭირდება მისი დახმარება.

-ხომ იცი,უყვარხარ. შენ ყველაზე მეტად უყვარხარ.- თმებზე წაეთამაშა ქალი.

-მატყუებ. ახლა მატყუებ!- ნერვიულად გაატრიალა სახე გვერდით.

-ნიკი,ხომ იცი მართალი ვარ. როგორც შეუძლია,ისე უყვარხარ. მეტის გაცემა არ შეუძლია. არავის უსწავლებია მისთვის.- თავის შვილს მიაშტერდა.- ჩემი თოჯინა.- ლოყებზე მოუჭირა თითები.

-არ მაღელვებს.- ჯიუტად ასწია წარბები.

-მაგრამ მაინც, ვალდებულია შენთვის რამე გააკეთოს. - დაველაპარაკები,თუ არაფერი გამოგვივიდა.- მხრები აიჩეჩა.

-მე არ დამენახოს.- იმედგაცრუებული გადაეშვა უკან, საწოლზე და დედის ამოოხვრას ყურადღება არც მიაქცია.
----------------

- wooooow- სანდრა გაოცებული იჯდა.

-კი და ახლა აღდგენაზე გავდივარ.- ჩხეიძემ განაცხადა დაღონებულმა.

-არადა,3 წელი სერიოზული სტიპენდიანტი იყავი.- თავი გააქნია ალექსანდრამ.- ის თავხედი არც მოგეხმარა ხო?

-არაფერში მჭირდება.- ამოიღრინა.- ეგ საძაგელი!

-აუ,მობილურიც არ გაქვს,რა უნდა ქნა?!ამმ, ჩემს ტელეფონს მოგცემ. ნუ ცოტა ძველია,მაგრამ სხვა არ მაქვს.- მორიდებით შესთავაზა. არ უნდოდა ნიკეას თავი ცუდად ეგრძნო და სწორი სიტყვების პოვნას ცდილობდა.

-ქალბატონო ალექსანდრა, ვაფასებ თქვენს წინადადებას, მაგრამ მეუხერხულება.-მტევანზე ნაზად დაადო თავისი.

-გეუხერხულოს სხვასთან, რაღა ჩემთან გაწვება?!- წარბები აწკიტა.- ცხოვრება მარტივად გიგზავნის რაღაცას და არ იღებ, სულელო!- გადახრილმა თმა მოჰქაჩა.

-ააააააა- წამოიკივლა ტკივილისგან და გააგრძელა სიმღერით.- ლელუია, ალელუია.

-აი,რა გეშველება?!- თავი გადააქნია დადიანმა სიცილით. - გავიცინეთ,გვეყო. მორჩა კინო, დავაწექით ჩემთან!ტელეფონი სახლშია.

-დაიკიდე,იქნებ გაკეთდეს.- უიმედოდ დახედა დამსხვრეულ ეკრანს.

-ძვირი ღირს ეკრანის გამოცვლა და მთელი ამბები. შიგნით კიდევ რა არის დაზიანებული, კაცმა არ იცის. გაგყვლეფენ.- ბიუჯეტის დაცლა იგულისხმა დადიანმა.

-ჯანდაბას!- თავი გააქნია გაღიზიანებულმა.

-და გააკეთე ამის მერე სიკეთე! წამოხტი ფეხზე ჰე! -თვითონ წამოდგა და ხელზე მოქაჩა.

სულ ძალით წაიყვანა სანდრამ თავისთან. ჰოდა, ბოლოს ისე მოხდა, სანდრას გოგოებმა დაურეკეს, კლუბში წავიდეთო.

ნიკეამ თავი გაიგიჟა, არ უნდოდა წასვლა.
-კარგი რა,წამოდი. არ დავლევთ და ყველაფერი კარგად იქნება. - სანდრამ დააიმედა.

-დაძაბული უნდა ვიყო. არ მინდა რა.- ხელები გაასავსავა ჩხეიძემ.

-მარტო მიშვებ?! არ გენანები?- თავი მოისაწყლა.

-თავს მაცოდებ?- თვალები დააწვრილა ნიკეამ.

-არა,უბრალოდ ყველა ღონეს ვხმარობ,რომ შენ წამოხვიდე. ისედაც არ დადიხარ,არასდროს!- თვალებში მიაშტერდა ჯიუტად.

-არ მინდა და რა გავაკეთო! ადრე მინდა დაძინება, 2 დღეში გამოცდა მაქვს შენგან განსხვავებით!- წარბები აწკიტა და ახალ მობილურში ჩადო სიმ ბარათი.

-აი,2 დღეში! 2-ში. გაქვს დრო.

-ხო,მაგრამ ვერ გავერთობი,სანამ ვიცი ის ტირანჩო გამოცდა მელის წინ.- ხელები გაშალა.- თან Il tempo se ne vaaa- წაიმღერა.

-დრამა,დრამა და თუ მაჩ დრამა.- ღია ჩალისფერ თმებში შეიცურა თითები სანდრამ და თვალები დახუჭა. - ოდესმე მოდუნებას შეძლებ? თუ ინდური სერიალის პერსონაჟად დარჩები მთელი ცხოვრება?!

-კი.- დარწმუნებით გაიმეორა ნიკემ.- რა იყო,რა გრეხია ?!- სასაცილოდ დაუქაჩა თვალები.

- კი!გთხოვ,წამოდი. იცოდე, ანას დავურეკავ, იძალადებს და მაინც წაგიყვანთ.- ჩაეღიმა.- ჩაგტენით მანქანაში და მაინც წამოხვალ.

-ადრე ვგეგმავ დღეს დაძინებას!- მალე ჩართო მობილური და მონაცემების შეყვანა დაიწყო.

- თამუს დაველაპარაკები და 1-მდე გაგაჩერებს. წელიწადში ერთხელ გართობისთვის გაათენე,ხო შეიძლება?!- სანდრა გაღიზიანდა.

- კარგი!- წამოიყვირა დანებებულმა და ნერვები მოეშალა,მარტივად რომ დანებდა.

-არის,არის!- წამომხტარი ისე ჩაეხუტა, სუნთქვა შეეკრა ნიკეს. თუმცა თვითონაც მოეხვია. მერე ლოყაზე იგრძნო რამდენიმე კოცნა და გაიტრუნა.

-ჩემი ნებიერაა.- თმა აუჩეჩა და ფეხზე წამოაგდო, გამოვიცვალოთო.
-------

მაინც ვერ შეძლო მოშვება და გამხიარულება. სანდრას მიეკედლა. ჯერ იყო და ტაქსში მხარზე ჩამოადო თავი.
-ტონალურით დამსვრი და სკანდალს მოვაწყობ.- ღიმილით მოუთათუნა თმაზე ხელი.

- არ გსვრი,სანდრა.- ამოიჩურჩულა მოწყენილმა.

-უბრალოდ გაგაფრთხილე. დავისვრები და სასჯელის განხილვას დავიწყებ. - დინჯად ამოილაპარაკა.

-გამტყიპე,ლომო!- გაეცინა.

-ფიზიკური ძალადობისკენ მიდრეკილება არ მაქვს,შენდა სასიხარულოდ.- თმაზე დაუსვა ხელი.-გეფიცები, ზოგჯერ ლეზბო ბაასი მიგყავს.- ყურში უჩურჩულა ხითხითით.

-მერე რა გინდა,ჩემზე ტკბილი ვინ გყავს?!- უჩურჩულა ნიკემაც.

-არც არავინ.- გაეცინა.- უბრალოდ შენი კომენტარებით ხალხს ეჭვს უჩენ.შენ გამო კი ნაშები მიფრთხებიან.

-ეგრე, ლოთი ხარ,სანდრა, მაგრამ ვინმე რამეს გეუბნება?! შენ ნაშებს კი კონკურენციის ეშინიათ.- წელში გასწორდა ამაყად.

-კი,შენ. შენთან კონკურენცია ცოტა რთული საკითხია.

-მერე რა გინდა,გულახდილი ვარ.- თავი გაიმართლა.-რაც ხარ,ეგ ხარ. რა ვქნა,მოგატყუო?

-აუ,სასამართლოში გიჩივლებ.- თვალები დაქაჩა დადიანმა.

-საქმეს არც განიხილავენ,ისე გამოგიშვებენ.-ჩაეცინა.

- აბა,კი! ერთი სული მაქვს, განიხილონ შენი ქმედებები.- ტაში შემოჰკრა ალექსანდრამ.

-ეგ კი არა, სამსახურს ვეძებ.- დაიჩურჩულა.

-თუ რამე გამოჩნდა,გეტყვი.- გაეღიმა.

-ძიძადაც წავალ და დამლაგებლადაც ვიმუშავებ,არ მექნება პრობლემა,ოღონდ რამე იყოს და...- თავი გააქნია ჩუმი ხვნეშით ნიკეამ.

-მოიცა რა! სანაცნობოში ტყუილად კი არ მყავს ელიტა.- გაეცინა.- ენები იცი,გზა ხსნილ!

-კარგი,რაც გამოჩნდება საჩემო მითხარი.- უპასუხა ჩხეიძემ..

კლუბის მოპირდაპირე მხარეს ჩამოვიდნენ. მშვიდად გადავიდნენ გადასასვლელზე და ხესთან მდგარ გოგონებს მოკრეს თვალი.

-ანაა! სოფ!- ხელი აუწია მხიარულად და მიახლოებულმა გადაკოცნა.

- სად იყავით ამდენ ხანს?! - სოფიმ წამოიწყო.

-ნიკეს ბრალია! არ მომყვებოდა.- სანდრამ ნიკეს დაადო ეგრევე ხელი.

-აფერისტი!- წარბი აწკენტილმა ჩახედა სანდრას თვალებში და მზერით გაახსენა, ნახევარი საათი რომ ეწვალა ლაინერს.

-ოოოო,ლაინერი ვერ წავისვი ნორმალურად!- წამოიყვირა.

-მოგეშვა ხო?! ასეა, ცოდვას რომ ჩაიდენ,აღიარებ და მოგეშვება.- ბეჭზე მოუთათუნა ნიკემ.

-აიი,როგორ მინდა,სასამართლოში გახდევინო ბოდიშები!- თავი გადააქნია დადიანმა.

-კარგი,შევიდეთ! ბიჭები შიგნით არიან.- ანამ წამოიყვირა.

-ვინ?- ალექსანდრამ წამოიძახა. ნიკეს არ გაუხარდა.

- თორნიკე და აჩიკო.- სახე დამანჭა სანდრამ სოფის კეკლუც მზერაზე.
გულში იფიქრა,ეს თორნიკე ხომ ვერ მოვიშორეო.

-არ შევდივართ?- ნიკემ წამოწია წინადადება.
------
თავიდან წინააღმდეგობა გასწია, არ უნდოდა დალევა და მერე კონტროლის დაკარგვა,მაგრამ ანა ფანჯიკიძემ თავისი ხელით დაალევინა 3 ჭიქა არაყი.

-აღარ მინდა!- ხელით გააწევინა ჭიქა ანას და ჩამოშლილი თმები კეფაზე დაიმაგრა.

უკნიდან ამოუდგა აკაკი და თავი ძლივს შეიკავა, გრძელი კისერი რომ არ დაეკოცნა.

მკლავი მოჰხვია და ტანზე მიიხუტა.

-უი,შენც აქ ხარ?!- გაოცებულმა წამოიყვირა და მოულოდნელად გაუღიმა.

-აბა სად უნდა ვიყო?! გამარჯობა, გოგოებო.- მიესალმა მოხითხითე ახალგაზრდებს.

-გაგიმარჯოს.- სანდრამ უბრალოდ ხელი აუწია,ისიც იმიტომ რომ თორნიკე მიუახლოვდა და მასთან კონტაქტის სურვილი დიდად არ ჰქონდა.

- მოიწყინე?! გინდა წავიდეთ?!- ყურში უჩურჩულა ნიკეას აკაკიმ.

-არა! დამალევინეს და კარგ ხასიათზე ვარ.- გაუღიმა.

-1 ჭიქა შენთვის წამალი ყოფილა.- თავს ძლივს იკავებდა, მთელ სახეს რომ არ დაჰყოლოდა კოცნით.

-3.- ჩაუსწორა და მასზე მიშტერებულს ჩამოშორდა. - სამწუხაროა, ცეკვა მინდა!

-მერე,აქ არ ვარ?!- მიახლოებულმა თეძოებზე დააწყო ხელები.

-ნააააჰ,შენთან არა! სანდრასთან!- უკან დაიხია ისევ და სანდრას მოჰხვია ორივე მკლავი.

-ჩემი ქალი!- ფერდში უჩქმიტა სიცილით სანდრამ.

-შენი ოფიციალური ნაშა ვარ.- წარბები აათამაშა ნიკემ.

ხმაურიანი,უცნაური მუსიკა ისმოდა. ჰო,ნელი,მშვიდი მოძრაობები არ ივარგებდა. ამიტომაც რიტმს ააყოლეს სხეულები და სულ აღარ დარდობდნენ იმაზე,რომ უკვე გვიანდებოდა.
მერე კიდევ დალია რამდენიმე ჭიქა, სულ ყველას მოშორდა. მათ გამოეყო. ტანი ააყოლა ხმამაღლა მოღრიალე მუსიკას. თეძოები შეარხია, ხელებით გრძნობები გადმოსცა. მხრებში გაიმართა და პირველად მოუნდა იქამდე ცეკვა,სანამ მუხლები არ მოეკვეთებოდა.
ბაგეები შეეხსნა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ყველა დაივიწყა. თმიდან სამაგრიც ჩამოუვარდა და მხრებზე დაეფინა მშვენიერება.

ალბათ, ყველას გვაქვს მომენტი, როცა ყველას და ყველაფრის დავიწყება გვინდა.გვინდა გაქრობა უმტკივნეულოდ... ჰოდა,ახლა ის სადღაც სიბნელეში იყო. პირველად არ ეშინოდა სიბნელის და პირველად ისროდა სხეულიდან უვარგის გრძნობებს.
--------

მოიბეზრა,ყელამდე ამოიყვანა უკვე და ნიკე ანერვიულებული დაეძებს სანდრას.ხელს კი კლუბის მოცანცარე განათება უშლის და უარესად ღიზიანდება.

-ნიკე..-თავად იპოვა და ყურში ჩაჰყვირა დადიანმა.-წავიდეთ რა.- კლუბური გარემო დიდად არ ჰხიბლავთ და ნიკეაც მზადაა უკანმოუხედავად გაჰყვეს მეგობარს.

-წამოდი!- მაჯაზე მოჰხვია ნაზი თითები და გასასვლელისკენ აიღეს გეზი. ნერვებს უშლიდა მოციმციმე შუქი ნაირ-ნარ ფერებს რომ ერეოდა. ცხვირი შეჭმუხნეს მოსაწევის საზიზღარ სუნზე და მხედველობა დაძაბულებმა გაიარეს გაღებულ კარში.

-ტაქსს გამოივძახებ,უმანქანო მართვის მოწმიანო ახალგაზრდავ.- დადიანმა ენა გამოუყო. ნიკეას გაეცინა.

-სანდრა,თავი დამანებე.-გაეცინა ნიკეს ხმამაღლა და მოურიდებლად.-შენ შენს ვერ აღებულს მიხედე!-წაკბინა საყვარელი მეგობარი.

-ვერ კი არა,არ აღებული. ჩამეძნა და ვერ გავედი გამოცდაზე.-ტელეფონის ეკრანს ჩაჰკირკიტებს.- ვერ მაბულინგებ დღეს,მოიკოჭლე!-თავი გადააქნია გამარჯვებულმა.

-მერე,ნიშანია,ალექსა!არ დაგვღუპო და არ ქნა გამოცდაზე გასვლა!-დადიანმა თვალები აატრიალა ნიკეს სიტყვებზე.

-თორემ შენ რომ გაქვს,ხომ რას ამბობ.-არ დაუთმო მეგობარს.- 2-ჯერ ძლივს დაგსვეს საჭესთან და ეგეც ლამის ამოიჟლიტეთ.

კარიდან აღელვებული გამოვიდა თორნიკე ამაშუკელი. ყველაფერი გააკეთა საიმისოდ რომ ალექსანდრა დადიანთან მისასვლელი,თოვლის სქელი საბურველით გადაფარული გზა გაეწმინდა. მაგრამ ჯერ ვერაფრით გამოსდიოდა.ეს იყო ის,რაც აწამებდა. ისე გაგიჟებით უყვარდა და მისი არ ერქვა.

-აქ რა ხდება?-სახეზე ისეთი მშვიდი იერი შემოეკრა,თითქოს სადარდებელი არ ჰქონდა ქვეყნად.

-უკვე წასვლას ვგეგმავთ.-ალექსანდრამ წამით ამოიხედა მაღლა.

-რატომ ჩქარობთ?!-ვერაფრით დათმობდა სანდრას ამ წამს. ისედაც იშვიათობა იყო, გოგო მის წინ მდგარიყო.

-3 საათი დაიწყო უკვე და ინერვიულებენ.-ნიკე მიეშველა მეგობარს.

-მე წაგიყვანთ.-ნიკე დაფიქრდა თანხმობაზე.

-არა.-თუმცა იუარა მასზე გადარეული ამაშუკელის წინადადება.- ტაქსი გამოვიძახე უკვე.- ის იყო უნდა დაეჭირა სიტყვა "შეკვეთა" რომ ხელიდან ააცალეს მობილური.

-ჯერ არა და მე წაგიყვანთ.- ალექსა გაბრაზდა.ნესტოები დაებერა, ლამაზი წარბები კუშტად შეკრა. გაბრაზებაც ისე მოუხდა,ლამის იქვე გატყდა ამაშუკელი.

-ჩემი მობილური დამიბრუნე.-ნაკოწიწები სიმშვიდით მიუგო.-მაგვიანდება.-ქვემოდან ისე აჰხედა,ცოტაც და მის ნებას დაჰყვებოდა.

-ალექსანდრა,რატომ ბრაზობ?!-სიყვარული ჩააქსოვა მიმართვაში და შეათვალიერა მონდომებით.

-არ ვბრაზობ,დამიბრუნე და წავალ.-ხელი გაუწოდა.

მათ შორის იმხელა ბარიერი იყო აღმართული,ვერ გაბედა ხელის წავლება და მკერდში ჩაკვრა. არადა,სული მისდიოდა ისე უნდოდა საყვარელ ადამიანს შეჰხებოდა თუნდაც თმის ერთადერთ ღერზე.გული მტკივნეულად აუკვნესდა ახალგაზრდა ბიჭს და თვალებით მიეალერსა.

-მიგაცილებთ მე,თქვენი მონა-მორჩილი თორნიკე ამაშუკელი.-რევერანსით სცადა სანდრას გულის მოგება.

-შუ-ნიკეამ გვარი ზედმეტად დაუმოკლა.-არ შეწუხდე,მართლა გვეჩქარება და გეყოს რა მაიმუნობა.- ღიმილი დაამატა ბოლოში.-ნუ აწვალებ, "აბაროტებში" ძლიერია.

-ჰე,წამოდით. მიგიყვანთ უცებ.- დადიანს უყურებდა ისევ.- ჰე,ახლა.-მანქანის სადგომისკენ ანიშნა თავით.

სანდრას ნება რომ ყოფილიყო,ჩაწიხლავდა იქვე. თუმცა ერჩივნა არისტოკრატული სვლებით გაესწორებინა მიწასთან.

-ასე არ სჯობს?! -ხელები გაშალა მცირედით გახარებულმა. ახლა შეეძლო მისი სურნელიც ეგრძნო.

-გააჩნია ვისთვის.- სანდრამ უკან არ დაიხია.

-თქვენთვის,თორემ მე გზას ვიგრძელებ.- ისე შეწუხებულმა გადაულაპარაკა ნიკეას, გოგოები შედგნენ.

-უკაცრავად?!-დადიანმა წამოიძახა.-მადლობა თქვი, მანქანაში თუ ჩაგიჯექი.

-არაფრის.-გაახალისა ობიექტის ყურადღებამ.

-შეგერგოს.-კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა ალექსამ.

-ეგ ერთი და სხვა მრავალი!-მანამდე აწურულმა ნიკეამ წამოიძახა სიტუაციის განსამუხტად და პირველი ჩახტა მანქანაში.

წინ არაფრით ჩაუჯდა.

-გაიხარე,ნიკე!-კმაყოფილი მიუჯდა საჭეს.-შენი დაქალი ზედმეტად უმადურია.

-შემთხვევით,ხომ არ გინდა ცხოვრების მთავარმა მიგაბულინგოს სამუდამოდ?!- წინ მისწია სახე და მისას გაუსწორა.თვალებით აგრძნობინა,ნამეტანი მოგდის და სდექ ხაზი იცოდე სად არისო.

-შენ ისტორია კარგად გცოდნია.-ტუჩები გაუბუჟდა მისი სახის სიახლოვისგან. ახლოს იგრძნო მისი სურნელი, გამოათრო.-გვიწყალობე პლებეებს.

-არ ქნა!-ნიკე წამოიწია.

-ისე,რომ იცოდე- მიეყუდა დადიანი.მანქანა დაძრა ოდნავ გონს მუსულმა.- მისმენ?

-არა, საინტერესოდ არ საუბრობ ხოლმე.- მხრები აიჩეჩა.

სოფის დედამისმა დაურეკა და იძულებული გახდა, წასულიყო. აკაკიმ აიღო თავის თავზე გოგოების დაბინავება, ნიკე კი თორნიკეს ყურადღების ქვეშ დატოვა.

-ოო,გულს მტკენ.- დრამატულად დაიდო გულზე ხელი.

-არაუშავს,ცივ წყალს დალევ.- სანდრამ მხარზე დაჰკრა ხელი.

-ისე, მე ამის ნაშა ვარ და ნუ ეფლირტავები!- ნიკე ჩაერთო.

-ამის არა, სანდრა ვარ.-ეგრევე გაუჭედა.-მეორეც, ვინმეს მართლა შეყვარებულები ვეგონებით!

-მერე რა,ჩემზე მაგარი ნაშა ინატრონ!- გაეცინა გულწრფელად.

წინ თორნიკე კვდებოდა სიცილით.

-დაწყნარდი და წინ იყურე, მოვკვდებით და იქ მოგთხოვ პასუხს!- დადიანმა გაუჭედა.

-არ შემიძლია, ეს მაგრად დამთვრალა.

-ეს არა,ნიკეა ჰქვია.- შეუსწორა წარბაწეულმა.

-უი,მე ბოდიში!- ცოტა აღიზიანებდა დადიანის სიტყვები და ქმედებები.- მისამართს თუ მეტყვი, ბედნიერი ვიქნები.

-მე შენ უფრო ინფორმირებული მეგონე.

-სან, მაგდენით აღარ შევიწუხე თავი. შენ რომ გიცნობ,ეგ ყველაზე დიდი ინფორმაციაა.- ამაშუკელმა გადაწყვიტა აჰყოლოდა.

-კი, წილად გხვდა პატივი,ჩემი გამარჯობის.

-ალექს, მეძინება.- თვალები მიეხუჭა ნიკეას.

-აქ არ გაბედო დაძინება,თორემ აი ამის მანქანაში ჩაგტოვებ.- მიტრიალდა მეგობრისკენ წარბაწეული.

-ვცდილობ,მაგრამ ძილი მეხვეწება.- ამოიჩურჩულა შემთვრალმა.

-აგაყვანინებ სახლში,ნუ ღელავ.- შანსი მიეცა კიდევ ერთხე, სანდრასთან სიახლოვის.

-მე სულ არ ვღელავ.- მხრები აიჩეჩა.- შენ ხარ შფოთვებში, თორემ მე რა. ნიკე არ დაიძინო!- შეაჯანჯღარა გუნება წამხდარმა. გულზე არ ეხატება ეს თორნიკე და რა ქნას?!

-კი,გეტყობა. დაანებე თავი, ჩაეძინა.- მშვიდად მთვლემარეს შეეშვა დადიანი.

- ჩემი მეგობარია თუ შენი?

-შენი,რა თქმა უნდა.- მხრები აიჩეჩა საჭესთან.

-ხოდა,მე გადავწყვეტ, გავაღვიძებ თუ არა.

- ნერვები გეშლება. ესე მგონია, ფსიქიატრთან ვიზიტი არ გაწყენდა.- ჩაეღიმა და სარკიდან გააპარა მზერა.

-იქნებ რეკომენდაცია გაუწიო რომელიმე ფსიქიატრს.- ცინიკური მზერა არ მოუშორებია ამაშუკელისთვის.

-კი,ერთი ვიცი...

-მითუმეტეს,შენ გივლია და იქ რა მიმიყვანს.

-არა,მე არა. ჩემი ძმა.

-აჰა, არეულები ყოფილხართ.

-არანაირად!- სერიოზულობას არ ჰკარგავს.- გაწონასწორებულია, მშვიდი,წყნარი.

-მაღალი,უხვი, მდაბალი...- გაეცინა ბოლოს დადიანს.

-ასე რა! რას იშლი ნერვებს.

-ძალიან კარგი ნერვები მაქვს.- ისევ შეუღრინა.-ეს შენაა,რომ ავად გეჩვენები,თორემ ისე ძალიან საყვარელი ვარ.

-ვიცი!- მიუხედავად იმისა,რომ დადიანს სიტყვაც კი არ უთქვამს მისამართზე, ამაშუკელმა კორპუსის წინ გააჩერა.

-აბა,არ ვიციო?! გაიძვერავ!- თავი გააქნია ღიმილით.

-არ მითხარი და ქუჩაში ხომ არ ვიბოდიალებდით. ვერ მიტან და ძალით ხომ არ გაგიჩერებდი?!

-მართალია.ახლა ამაყვანინე სახლში რა.- თხოვნითი ტონი გაერია უნებურად ხმაში. ამაშუკელს სიგიჟემდე ესიამოვნა ეს ტონი.

-ახლავე.- სარკეში გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
ნიკე ისე მოუხერხებლად გაწოლილიყო,ძლივს აიტაცა ხელში,არადა მძიმე სულ არაა.

-გასაღები მომეცი და ჩავკეტავ მანქანას.- ჯიბისკენ ანიშნა ამაშუკელმა.-ჯიბეში უნდა ჩავყო ხელი?!- გაოცებულს აღმოხდა.

-კი,რა პრობლემაა.- ნიკეა უკეთესად მიიხუტა,თორემ უკვე უვარდებოდა ხელიდან.

-კარგი...- ძლივს მონახა გასაღები და წამში ჩაკეტა მანქანის კარები. მერე ლიფტში შევიდნენ, ბოლოს ბინაში.

-ოთახში შემაყვანინე რა.- არც კი შეწინააღმდეგებია. ფრთხილად მიაწვინა ლოგინზე. წამშივე მიხვდა, ვისი საძინებელიც იყო და უხერხულად შედგა. - გმადლობ. ჩაი ხომ არ გინდა,ან ყავა... ხილიც მოიპოვება და კიდევ, ნამცხვარი!- პირველი შემთხვევა იყო, სანდრა რომ თავად გამოხატავდა ინიციატივას.

-მადლობა მერე გადამიხადე, გვიანია უკვე და მეზობლებმა თუ დაგვინახეს,შენებს ეტყვიან.- გაუღიმა.

- ანუ მაგდებინებ თავს.- გაუღიმა.- ერთ ვაშლს მაინც დაგიჭრი,წამოდი.

ქურთუკი იქვე გადაკიდა და სამზარეულოში სანამ შეაჭრიდა, მანამ ხელები დაიბანა.

ამაშუკელს ესეც ეყო. 10 წუთი ეყო ბედნიერებისთვის და მთელი ღამის გასათენებელი მიზეზიც მიეცა.
---------

-კვანტო,ამოღერღეე!- დამიენი ელოდა პასუხს.

-გითხრა?!- კვანტალიანმა გადაწყვიტა განგებ ეწვალებინა.

-კი.- იქვე ჩამოჯდა და ქვემოდან მიაშტერდა მეგობარს.

-ნუ..-დრო გაწელა.

- ჩემი კაი, ხელს ავწევ იცოდე და პირველად გაგლახავ!- თითი დაუქნია დემიენმა.

- რა დღეში გაქვს ნერვები,რა არის, ბიჭო! წესიერად მელაპარაკე, ციხეში ჩაგაყუდებენ იუსტიციის მინისტრზე ძალადობისთვის.- ამაყად გაიხედა ფანჯარაში.

- აუ, სალისთან მაგვიანდება, მალე თქვი!-კოპები შეკრა.

-ეუ, ახლა ძმაო უნდა აირჩიო, ან ჩვენი ლამაზმანი და ან სალი.- ფანჯარაში გაჰყო თავი გეგამ.

-გეგა, თუ თქმას არ აპირებ, ჩემით გავარკვევ.- გაღიზიანებული წამოდგა.

-ნიკეა ჩხეიძე. პირადი ნომერი პირადია და არ გეტყვი. მობილურის ნომერი - მოტრიალდა უეცრად და მაგიდაზე დადებული საქაღალდე გაშალა. - აქ წერია და მე არ მეხება.არ არის დაოჯახებული, არც ვინმე ჰყავს. ნაქირავებში არიან. მამა არ ჰყავს, მხოლოდ დედა და ძმა. ძმა არ ცხოვრობს მათთან.

- რა საყვარელია.- პირადობის ფოტოს რომ დახედა, გულიანად გადაიხარხარა. - ნახე, აქაც სწერვაა.- მეგობარს მიუტრიალა ფოტო.

-ეე,როდის იყო მე ვუყურებდი შენს რჩეულებს?!

-ოოო, მე როდის დაგაბრალე ეგ?- კარგად დააკვირდა დამიანე ჩერქეზიშვილი.

-არასდროს.- ხელები გაშალა.- რა დაუშავე?!-უკვირდა, ნიკეა რომ ვერ ჩაიგდო ხელში.

-აუ, ჯერი ჩამოვიყვანე ქალაქში, ვეტერინართან უნდა წამეყვანა. მოკლედ, დილით გავიყვანე სასეირნოდ და აიშვა.- საბუთებს თავი მიანება.-მობილურზე მირეკავდნენ და წამით მოვადუნე ყურადღება. მივარდა ამ გოგოს! ააყირავა, ტელეფონი და სათვალე დაუმტვრია. ბონუსად ფეხზე მიაფსა და მაგარი გითხრა?! სტიპენდიანტი იყო, გამოცდაზე მიდიოდა და ჩვენს გამო ვერ წავიდა.-გაღიმებულ კვანტალიანს გაუსწორა მზერა.

-იცი რა ვიფიქრე?! ისტორიას გავეცანი და იქნებ, სწავლის ერთი წელი დარჩა, მაღალი ქულებიც ჰყავს, ხომ არ დავაფინანსოთ?

- ისე კარგი აზრია, რამდენიმე სტუდენტი დააფინანსოთ იქნებ. ამ გოგოს ავუნაზღაურებ მე. ტელეფონიც უნდა ვიყიდო, სათვალეც...- თავი გააქნია.

-და მიიღებს შენგან?!კარგი სვლაა.

-არაა საჭირო იცოდეს თუ ვინ აჩუქა საჩუქარი.-ხელები გაშალა ღიმილით.
კაცი,რომელიც მხოლოდ საჩუქრებით გაწონებს თავს, მას ფასეული არაფერი გააჩნია.

-აბა,როგორ აპირებ დაუახლოვდე?! - კოპები შეკრა.

-რამე გზას გამოვნახავ. ბოლო-ბოლო ინფორმაციას გავეცნობი მასზე და ეგ იქნება. უნივერსიტეტში გავივლი, ხალხს გავიცნობ. -ყველა იმედს ეჭიდებოდა ჩერქეზიშვილი.

-თუ რამე ჩაიფიქრე,კაცი ვერ გადაგათქმევინებს. წადი,შენს საყვარელთან ახლა.- გულზე მიიხუტა ფურცლები და მადლიერი გამოემშვიდობა მეგობარს.

-იუ არ ჯიგარ! თუ მაჩ ჯიგარ!- ხელი აუწია ბოლოს.
---------



საწოლიდან წამომდგარმა ამოიცვა შარვალი.

- სადმე მიდიხარ?!- დამიანემ ერთი გადახედა ქალს.

-კი,სალი.- მოთმინებით უპასუხა.

-და სად?!- შიშველ ტანზე აიფარა ზეწარი.

-სახლში,უნდა დავიძინო.- მშვიდად სუნთქავდა მაინც.

-დარჩი, ამაღამ მაინც..- წამოჯდა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაცურა.

-ხომ იცი, არ შემიძლია.- ფანჯარა გამოუღო და მაისური გადაიცვა.

-შეგიძლია,უბრალოდ არ გინდა.- ტუჩებთან მიიტანა ქერამ ღერი და წაუკიდა.

-მართალი ხარ, არ მინდა.- მიახლოებულმა თავზე ხელი გადაუსვა,ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით.

-ანუ,ვამთავრებთ?!- გააბოლა და სიტყვებიც ამოაყოლა.

-რა ვიცი,გინდა ეს?! თავს თუ კარგად იგრძნობ, დავასრულოთ.- გამწარდა სალომე, ახურდა. ნუთუ სულერთი იყო ეს ყველაფერი?!

-არა.- ღერი ჩაასრისა საფერფლეში და ზეწარი ჩამოიშორა ტანიდან.- რას იტყვი?!

ვერაფერს იტყოდით, ლამაზი იყო სალი. სავსე მკერდით, გამომწვევი სხეულით.

-ჯანდაბას,მაინც მალე წავალ.- თმებში ჩააფრინდა და ტუჩებში აკოცა ვნებიანად.
საწოლზე გადააწვინა და ქამარი შეიხსნა.
ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ჩასუნთქვებიც კი არ ეყო.
იყო ჩვეულებრივი სიამოვნება და სხვა არაფერი. გონებაში, ის სასაცილო გოგო უტრიალებდა, გემრიელად რომ მიალანძღა ბოძთან.

არც ქალის ხმა ესმოდა,არც უნდოდა ზედმეტად შეჰხებოდა. უკვე აღარ აინტერესებდა დიდად, რადგან უკვე იცოდა, რაც დახვდებოდა. ეს კი დიდად აღარ აღუძრავდა ინტერესს.
სალიზე იგივეს ვერ იტყოდით. ჯერ კიდევ უნდოდა ტკბობა. მკლავებიც მონდომებით შეუცურა მაისურის ქვეშ და ფრჩხილები ჩააჭირა.
კვნესით უხვედრებდა სხეულს.

უცებ მოიშორა, ისე უცებ, ქალს მთელი ტანი გაეყინა.

ზეწარი კარგად შემოიკრა და ქამრის შესაკრავზე მოჯაჯგურეს უტეხი მზერით აჰხედა.

-ახლა მართლა დავასრულეთ.- გაუღიმა და გვერდი იცვალა.- სახლის გასაღები კომოდზე დატოვე.

უყოყმანოდ ამოიცურა ჯიბიდან გასაღები და კომოდზე დაუდო.
უნდოდა დასამშვიდებლად ხელი მაინც მოესვა ზურგზე,მაგრამ არაფრით გამოუვიდა.

ქალი კი გახუნდა მისთვის.

-სალი, ნახვამდის.- გაუღიმა ნაძალადევად და წავიდა.

სალი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა, არ ესიამოვნა პოზიცია,რომელშიც აღმოჩნდა. არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მამაკაცი ყურადღებას არც კი აქცევდა. მივიდოდა ღამით, წვებოდა მასთან და მისი არ იყო. სალი ვერ შეეგუებოდა პარტნიორს, რომელიც მასთან ყოფნის დროსაც არ იყო მისი.
მიხვდა,გაათავისუფლებდა დამიანესაც და თავის თავსაც. მისცა მშვიდად წასვლის ნება.
წამით კი დასწყდა გული, გაახსენდა გიჟური ღამეები მთელი მრავალფეროვნებით.ესეთ ძლიერ პარტნიორს,ალბათ, ვეღარც ვეღირსებიო, მაგრამ რა ექნა.
--------
-ამის დედაც! რა დამემართა!- საჭეს დასცხო ხელის გული და თითებით მოიზილა შუბლი.
ერთი მარტოდ დარჩენილი ქალი რომ ვერ ანუგეშა,მაგან გააბრაზა, თორემ თავისუფლად იყო.

ბოლოს ხელი ჩაიქნია და სახლში წავიდა. ტანიდან ჩამოირეცხა ქალისგან აყოლილი სუნი, რომელიც აღიზიანებდა. ვერაფრით იგუა..

გულაღმა გაწოლილმა, სოციალური ქსელი შექმნა და ნიკეას ძებნას შეუდგა. 20 წუთი ეძება და მაინც მიაგნო. გოგოს ფოტოებს ჩაუყვა ღიმილით. მოციმციმე თვალებს დააშტერდა და პირადობის ფოტო გაახსენდა. უარესად გაიკრიჭა და ბოლოს ახარხარდა.

-არა,რეალობაში ბევრად ლამაზი ხარ, ნიკეა. პირადობის ფოტოში რა დაგემართა..- თავი გააქნია.- იქაც ჯერი ხომ არ მოგახტა,არა?!
--------

დილით ინანა ყველა დალეული ჭიქა. უცნაურად იყო, ისევ ეძინებოდა და თან მჟავე მოუნდა.

-მეორეჯერ, აღარ წამოგყვები.- სანდრას ბუზღუნი შემოესმა და გაღიზიანდა.

-აუ, ხმადაბლაა....- წაიბუტბუტა.

-ღმერთო! თავი მისკდება! - წაიბუზღუნა ჩხეიძემაც.

-მჟავე კიტრი მაქვს და ბორშია... მიდი, ავდგეთ რა. - წამოიწუწუნა სანდრამ.

თავი მოიწესრიგეს თუ არა, იმ წამსვე ბორშს მიუსხდნენ, მერე მჟავე კიტრი ამოჭამეს და მაინც თავის ტკივილი აწუხებდათ.

-მე გასასვლელი ვარ, სივი უნდა გავგზავნო.-ნიკეა უკვე დაღლილიყო.

-უკვე იპოვე სამსახური?!- გაიოცა ალექსანდრამ.

-არა, შევათვალიერებ. იმედია 20 წლის გოგოს არ მომთხოვენ 10 წლიან გამოცდილებას და 50 სერთიფიკატს,თავისი 4 უცხო ენით.- ამოიხვნეშა.

-ბიძაჩემს დავურეკავ და გავარკვევ თუ არის ვაკანტური ადგილი. გადაიმეორე დღეს საგამოცდო საკითხები, ხვალ ხომ იცი, წერა გაქვს.- დაარიგა მეგობარი დადიანმა.- ხვალ შენი ცოდნა უნდა გამოავლინო. დაიცალე, არ დაგენანოს.- ბრძოლისთვის შეამზადა.

-ახლა,კარგად შემომხედე. ვგავარ სახეზე გამმეორებელს?!- გაეცინა.- დღეს ვისვენებ და გამოძინებას ვაპირებ. ხვალ უნდა მივიდე 2 საათით ადრე.

-დაგვიანების გეშინია?!-დადიანმა გამოიჭირა.-სახეზე გამქრალს უფრო ჰგავხარ.

-ჰო, გადავხედავ შესვლამდე საკითხებს და ეგაა.-თვალები დახუჭა.

-იღბალა ხარ!- გაეღიმა.

-მე რომ იღბალა ვიყო...- ამოიოხრა და თავისი ტანსაცმელი მოძებნა.- ამდენ ხანს არ დავკარგავდი მაისურის ძებნაში, რომელიც დაკეცილი დევს ლოგინზე.- მხიარულად გაშალა ხელები და ფრთხილად ამოიცვა ჯინსის შარვალი.
----------
მართლა 2 საათით ადრე მივიდა. რვეულები არც კი გადაუშლია. ნერვიულობისგან თითები მოეყინა. კანი აუჭრელდა სიცივისგან და გონებაში ფიქრები აერია.

-როგორ ხარ?!- გვერდით მიუჯდა აკაკი.

-ნორმალურად,თავად?!- ფეხები ძირს დაუშვა.

-გადასარევად.

-ამ,აღდგენაზე ხარ მოსული?- ჩხეიძემ მოუთმენლად იკითხა. ვერ გაძლებდა დიდი ხანი ჩუმად.

-არა, ვიცოდი მოხვიდოდი..- გაუღიმა აკაკი ზამბახიძემ.

-უი,მადლობა.- გაუაზრებლად წამოროშა.

-გინდა,დამამშვიდებელი ვიყიდოთ?!ფერი არ გადევს.- ანერვიულდა.

-არა,შეიძლება ჩამეძინოს.- ხელები გაასავსავა.-ჯანდაბა, გული ნახე როგორ მიცემს!- ხელი გაუწოდა,რომ პულსაცია ეგრძნო აკაკის.

ნაზი კანი იგრძნო და გული აუჩქარდა მასაც. ნიკეას გულისცემას ითვლიდა და უკვე ზომაზე მეტს რომ გასცდა, გამორიცხულია, დამამშვიდებლის გარეშე ვერ შეგიშვებო!

-ალერგიული ვარ, ყველა წამალს ვერ დავლევ.- წარბები შეკრა ნერვიულად.

-რაზე ხარ ალერგიული?- ზამბახიძე ჩაეკითხა.

-ზეპირად არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა.- შეიძლება წამალმაც მომცეს რეაქცია ან სარეცხმა საშუალებამ. შეიძლება ბალახის შეხებაც ვერ ავიტანო, არ ვიცი.- ისე საყვარლად უთხრა, გონება აურია.

-კარგი,ახლა გადავრეკავ მამიდაჩემთან. ექიმია.

-ზეპირად საიდან უნდა იცოდეს?!

-მოიცადე...

დამამშვიდებლები გამოკითხა,რომელიც აქამდე ჰქონია დალეული და ბოლოს, რომელიღაც ურჩიეს.

-აზრი არ აქვს,არ დავლევ. რამე რომ მოხდეს, საგნის შეტენვის თავი არ მაქვს.- ხელები ასწია.

-არ ჩაგაძინებს,უბრალოდ ნერვებს დაგიმშვიდებს.

-თავს დებ?!- ჩხეიძემ გამომცდელად შეხედა.

-მე ვიყო ქათამი!- გულზე ხელი დაიდო თავდაჯერებული სახით.

----------
წამალი მაინც არ დალია. მოიტყუა, სხვანაირად ვერ გარისკავდა. ერჩივნა ენერვიულა,ვიდრე რამე დამართნოდა დამშვიდებულს.

პირველი 5 წუთი ვერ არჩევდა კითხვებს ეკრანზე. ბოლოს გონს მოვიდა და კითხვებზე პასუხი გაახსენდა, სამაგიეროდ 2 თემა ჰქონდა დასაწერი.
ძლივს დაილაგა აზრები. დაიწყო ზოგადით წერა და მერე დაკონკრეტდა. რაც გაახსენდა თემასთან კავშირში, ყველაფერი დაწერა და ბოლოს გამოვიდა აღელვებული.

-ჰა,რა ქენი?!- კარში დახვდა ზამბახიძე.

-ყველაფერი დავწერე...- ემოციურად გამოიფიტა.

-მაგრად დაწერდი.- უცებ გადაწყვიტა და კარშივე მიულოცა ჩახუტებით.

-მადლობა,მადლობა.ვნახოთ რა შედეგი იქნება. დამკვირვებლები სულ ჩემს სიახლოვეს დადიოდნენ და ყურადღება მეფანტებოდა.- ამოიწუწუნა მოდუნებულმა. წინააღმდეგობის თავიც არ ჰქონდა.

-მაინც მაგრად დაწერდი.- კიდევ ერთხელ მოეხვია. - საღამოს ხომ გეცლება?!

-მოცლით კი მეცლება, მაგრამ გათიშულს მეძინება.- ესე აკრულმა დაახევინა უკან. წელზე მოხვეულ ხელს წამითაც არ უშვებს და მოციმციმე თვალებში ჩაჰყურებს. მზერა ტუჩებამდე უცოცდება.

ჩხეიძეს უსიამოვნო განცდა ეუფლება.

-იცი, დავიღალე და უნდა წავიდე.- აიძულა ისევ თვალებში შეეხედა.

-წაგიყვან.-შესთავაზა აკაკიმ.

-არ მინდა. სულ რამდენიმე გაჩერების გავლა მომიწევს.-წელზე მოხვეული ხელის მოშორება სცადა უხერხული ღიმილით. გამოუვიდა.
ჩამოშორებულმა თავისუფლად ამოისუნთქა.- გამიხარდა შენი ნახვა დღესაც.- თავი დაუკრა და გაქვავებულს ჩქარა ჩაუარა.

-ხვალ გამოგივლი!- გასძახა მალევე.

-არ გამიგიაა.- დაუბრუნა უკან პასუხი და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

სახლში მივიდა თუ არა, სივის შედგენა დაიწყო. მერე გადაგზავნა რამდენიმე ადგილას. ბოლოს სახლი მიალაგა.
აბაზანიდან გამოვიდა მისავათებული. სველი თმები მაღლა აიწია და ხალათის ქამარი შეიკრა.
ბოლო დროს მოუკლო სოციალურ ქსელში ვიზიტს. ჰოდა, გადაწყვიტა შეეჭყიტა. მოსულ შეტყობინებებს დაღონებული დააცქერდა. ზოგზე ეგრევე გადაწყვიტა,რომ არც გახსნიდა,ისე წაშლიდა. ზოგს უპასუხა და ბავშვობის მეგობრებს მისწერა.
ისე გაეპარა მთელი საათი,ვერც მიხვდა. ჰოდა, ბოლოს თავი მიანება მობილურში კირკიტს და საძინებელში შეჭრილმა გამოიღო ახალი მაისური. გადაიცვა და შეძვრა ზეწრის ქვეშ. ლამპა აანთო და ახალი წიგნის კითხვას შეუდგა.

ადრე არ დაუწია კითხვა. ეჯავრებოდა კიდეც ადრეულ ხანებში წიგნი. მტრად აღიქვამდა. რომ წამოიზარდა და რაღაც თავისი ნებით წაიკითხა,თანაც დიდი სიამოვნება მიიღო ამისგან, მას მერე აღარც დაუნებებია თავი. თუ მარტო იყო სახლში, ხმამაღლა კითხულობდა მხატვრულად.
მობილური აუწკრიალდა, მამამისის ზარზე იმხელა ბრაზი ჩაუდგა, ზიზღში აერია და არც კი უპასუხა, ისე გადადო გვერდით.
---------

-როდემდე არ უპასუხებ და როდემდე აარიდებ თავს?!- აღელვებულმა შემხსნა სახლის კარი ნიკეას დედამ.

-ვერ მომთხოვ მიყვარდეს და ვერ მომთხოვ მივიღო!- კბილებში გამოსცრა და წიგნს ჩაჰხედა ისევ.

-შენთან ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს!- წამოიკივლა.

-არ მაღელვებს,გესმის?! მე პატარაობაში მჭირდებოდა და მაშინ ვითხოვდი ყურადღებას. ახლა, არაფერში მჭირდება! - გაბრაზებულმა წამოიძახა.- შენ მეყვარები, მაგრამ ის,ვინც მიმატოვა და ჩემზე უარი თქვა, არასდროს! მე იმასთან საქმე აღარ მაქვს. არც მინდა მქონდეს.

-რაც არ უნდა იყოს,მამაშენია. ის რომ არა,შენ არ იქნებოდი.

-შენ გაგამწარა,მეც გამამწარა და ზუსტად ამას არ დავივიწყებ. მუდმივად სულელს მეძახდა და აზრს არასდროს მეკითხებოდა. მე ხომ პატარა და სულელი ვიყავი. თან გოგო. აბა რა, მე რა აზრი მომეკითხებოდა. ახლა რომ ვუკვირდები, მისი შიში უფრო მქონდა,ვიდრე რიდი. მიყვარდა სიგიჟემდე და მინდოდა გვერდით. ის არასდროს იყო. ახლა სიბერემ მოუკაკუნა კარზე და შეიძლება ეშინია. არ ვიცი. თუ დაამშვიდებს, უთხარი ვაპატიე და მომეშვას.

-ღმერთო ჩემო,რა გავაკეთო!- თავში წაიშინა ხელები.

-თამუშკა...- პატარაობიდანვე ასე მიმართავდა.- ის კაცი, შენი არჩევანი იყო თავის დროზე. მე ხომ მაქვს არჩევანის უფლება?!

-მშობელს არ ირჩევენ,გესმის?! ვერ აირჩევ. ვერ მოისვრი ნაგავსაყრელზე, ისე თითქოს ცარიელი კონსერვის ქილა იყოს. შენ ადამიანი ხარ, მეც და ადამიანური ვალდებულებები არსებობს. რისი უგულვებელყოფაც, ცხოველებად გვაქცევს.- საწოლზე ჩამოჯდა და თავი დახარა.- მაპატიე, რომ უკეთესი ცხოვრება ვერ გაჩუქე. მე რაც შემიძლია,ესაა. თუ ჩემი განსჯა გინდა იმისთვის,რომ არასწორი მშობელი აგირჩიე, გახსოვდეს რომ ერთ დღეს,შენც იქნები მშობელი.
შენც მოგიწევს დაფიქრდე პატარა ადამიანზე. მოგიწევს გააკეთო არჩევანი: ცუდსა და ცუდს შორის, ან კარგსა და ცუდს შოროს. შეიძლება კარგსა და კარგს შორისაც მოგიწიოს.

-მაგრამ არ გაკრიტიკებ...

-გქონდა პერიოდი,მაკრიტიკებდი ამის გამოც!- თხელი თმები უკან გადაიყარა.- რაც შევძელი, ის გავაკეთე. სხვა რამ რომ შემძლებოდა, გავაკეთებდი. მამაშენი ასაკში შედის. ჰოდა, როცა სიბერე გვიკაკუნებს კარზე, მაშინ კიდევ უფრო მეტად მოდის სიკვდილის შიში. იცი, რა რთულია საკუთარი ცოდვები ზიდო?! იმას თავისი აქვს უხვი! თუ პატიობ, აპატიე და გაუშვი ბრაზი. თუ ვერ პატიობ, იმუშავე რომ აპატიო. მე მინდა, ბედნიერი იყო და შენი სულისთვის გეუბნები. შენი თავისთვის. მინდა თავისუფლად იარო,აი ამ ბრაზის გარეშე. არ იყო და ნუ იყო. გერჩივნა, გენახა როგორ მაყენებდა შეურაცხყოფას? როგორ არ გვცემდა პატივს?! გერჩივნა, ხელი შემეწყო და დავრჩენილიყავით სახლში, რომელსაც სულ წამოგვაყვედრებდნენ? არ მინდა ბატონო!

-იცი რა რთული იყო,ჩემთვის?!

-ვიცი და არ ვამბობ, რომ ის მართალი იყო. ახლა შენ ცდები. დალიე ერთი ჭიქა ჩაი მასთან ერთად და წამოდი. უპასუხე ზარზე, დღეში ერთხელ დაგირეკავს, მეტჯერ ხომ არა?!

-მე რომ უახლოეს მომავალში ვუპასუხო, დედა, ისეთ რამეს ვეტყვი, გული გაუსკდება. ბრაზი სანამ არ გამინელდება, იქამდე არც კი სცადო ჩემთან რამე. თავს ვერ ვაკონტროლებ და მერე უარესად დავიტანჯები,ჩემს გამო თუ გული გაუსკდა.- წიგნი გადადო გვერდით და თავი დადო ბალიშზე.- მოეშვი მასზე ლაპარაკს. აღარ მინდა რომელიმეს გული გვეტკინოს. მე შენ არაფერზე გთხოვ პასუხს. უბრალოდ მომეცი საშუალება, რომ დავმშვიდდე.

-შენ მართლა უყვარხარ. უბრალოდ სიყვარულის გამოხატვა არ იცის. არავის გამოუხატავს სიყვარული მის მიმართ. ცოდოა, დე. ესეთი ადამიანები ლერწამებივით არიან. სადაც სითბოს იგრძნობენ, იქით იხრებიან.

-მაცივარშია შენთვის საჭმელი. შეგიძლია,მიირთვა და მალევე მოდი რა ჩემთან. მომენატრე.- გაუღიმა.

-ჩემი პეპელა..- ლოყებზე მოუსვა ორივე ხელი.- ეს ლოყები უნდა მოგაჭამო, სულ სულ..- რამდენჯერმე აკოცა ქალმა.- შემომანათე ციმციმა თვალები..- ორივე თვალზე მიაკრო ტუჩები.- რა ლამაზი გოგო ხარ და რა ჭკვიანი. რა კარგია,რომ ჩემთან მოხვდი.- შვილი ჩაიკრა გულში. ნიკეა ჩხაიძე სიგიჟე იყო დედისთვის.

-თამუ...- გადაიკისკისა..

-ჩემი კისკისა...- ცხვირზე წაუჭირა თითები.

-მგუდავ?!

-აბა რას ვიზამ, ამოგახრჩობ სულ..- წამოდგა ფეხზე გადაღლილი.

-მალე მოდი რა,შენთან მინდა, დე.- ბედნიერბისგან გულისცემა გაუხშირდა.

-დე,სულ ხომ ჩემთან იქნები?!

-კი,თამუშკა.- საბანი ყელამდე ჰქონდა გადაკრული.

-ჩემი თოჯინა.- გული დაუსევდიანდა. ესეთ ლამაზ გოგოს დიდხანს არავინ გაუჩერებდა. სულ ვიღაცას მოსწონდა ან უყვარდა. თამარას ეშინოდა, ეშინოდა თავისი შვილის დათმობის.
სულ დედიკოს პატარა თოჯინა უნდოდა ყოფილიყო.მერე რა, სულ 18 წელი რომ იყო დედა-შვილს შორის სხვაობა. მერე რა,თუ ერთად თამაშობდნენ. თამარას ცალ მხარეს ნიკე ეწვინა, მეორე მხარეს საყვარელი თოჯინა. ისე იძინებდა, სხვანაირად ვერ იყო კომფორტულად.
მიუხედავად იმისა,რომ თავადაც პატარა იყო,როცა ნიკეა დაიბადა, იგრძნო მთელი გააზრებით პასუხისმგებლობა.
ნიკეა დედის გარდა იშვიათად თუ გაიკარებდა ვინმეს. დედიკოსთან იყო ყველაზე კარგად. მამაზე გიჟდებოდა,ისე უყვარდა. ერთხელ გაღიზიანებულმა ხელი ჰკრა პატარას და მას მერე შიში ჰქონდა მამის.ჰო,ეს აღარ აპატია თამარამ. ადგა და სახლში დაბრუნებულს კარიც კი არ გაუღო.
ეხვეწნენ შეურიგდიო, მაგრამ ისიც კარგა ხანს ითმინა: უპასუხისმგებლო ქმარი. ბონუსად რომ სვამდა და უმუშევარი იყო.
ბოლოს აღარ უყვარდა და ნანობდა, ცოლად რომ გაჰყვა საერთოდ. აღიზიანებდა მისი ყველაფერი. ყველა დეტალი და აღარც უნდოდა სახლში შემოეშვა.
გული მაშინ უფრო აუცრუვდა, შვილს რომ წლობით აღარ ნახულობდა. არც კი ურეკავდა, არა თუ აკითხავდა.
ჰოდა,საუკეთესო გამოსავალი იყო ჩამოეშორებინა ის, ვინც ცხოვრებას უმწარებდა.
-----------

მოგესალმებით!აი,დავბრუნდი და ვიმედოვნებ,მოგეწონებათ.ჰო,ცოტა უცნაურად იწყება და უცნაურზე უცნაური შეხვედრით ვითარდება მოვლენები.ჰოდა, გაგიზიარეთ პირველი თავები,რადგან წინა მოთხრობაზე ისეთი ტკბილი ემოციები მივიღე,ვიფიქრე რომ მიღირს. თან როგორ მიღირს!ნეტავ გაცოდინათ... წინაზე ბევრი ვიფიქრე,დამედო თუ არა,იმიტომ რომ არ ვიცოდი რა დამხვდებოდა აქ.ახლა დიდად არ ვფიქრობ.პირდაპირ გიზიარებთ. არც კი ვიცი უნდა ველოდო თუ არა რამეს,მაგრამ ადამიანის გუნება ხომ იცით?! მოლოდინები გვაქვს მუდმივად.



№1  offline წევრი svien

velodebi male gagrdzelebas...❤❤❤

 


№2  offline წევრი nukito20w

svien
velodebi male gagrdzelebas...❤❤❤

მალე იქნება.❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი დასაწყისია, ბევრი არ გვალოდინო

 


№4  offline წევრი nukito20w

სტუმარი ლია
კარგი დასაწყისია, ბევრი არ გვალოდინო

დიდი დიდი მადლობა❤❤. არა,ბევრს არ გალოდინებთ. დდდ

 


№5  offline წევრი Mai dire mai

მომეწონა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤

 


№6  offline წევრი nukito20w

Mai dire mai
მომეწონა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤

Awwww❤❤❤,მადლობა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასიამოვნო წასაკითხი არის.ველი შემდეგ თავებს
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი nukito20w

La-Na
სასიამოვნო წასაკითხი არის.ველი შემდეგ თავებს

დიდი მადლობა,ჩემო კარგო. მალე აიტვირთება.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent