შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 3 თავი

17-10-2020, 19:07
ავტორი lullaby
ნანახია 851

ფურცლები
2008 წელი
***
"იმ თვის ბოლოს მამა ჩამოვიდა გერმანიიდან და ლეპტოპი ჩამომიტანა. გამიხარდა, რადგან მალე ინტერნეტიც შემოვიყვანეთ და „ადნაკლასნიკებში“ დავრეგისტრირდი. მობილურით გიორგის ძალიან იშვიათად ვეკონტაქტებოდი, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ეს სიტაუციას გამოასწორებდა. თითქოს ასეც მოხდა. მხოლოდ თავიდან. დაახლოებით ორი თვე, თითქმის ყოველ დღე ვკითხულობდით ერთმანეთს. ის დედაზე მიყვებოდა. ამბობდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვე მისცეს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბევრს არ ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ რა მიხვედრა უნდოდა, ძალიან განიცდიდა. საიტზე მის აქტიურობას ვერ ვხედავდი. სავარაუდოდ, ინტერნეტით მხოლოდ ჩემი და ლაშას გამო სარგებლობდა. ამბობდა იმასაც, რომ მამასთან ურთიერთობა ეძაბებოდა იმის გამო, რომ დედამისს მკურნალობას არ აძალებდა. ქალს კი მედიკამენტების გარეშე მოკლე, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა გადაწვეტილი.
ამასობაში, მეთერთმეტე კლასიც დავამთავრე და საბუთები ღამის სკოლაში გადავიტანე. იქ არავინ დადიოდა. ნიშნებს უპრობლემოდ წერდნენ და მეც მაწყობდა ეს ამბავი. ივნისის ბოლოს უკვე კურატორების ძებნა დავიწყე, რომ ეროვნული გამოცდებისთის მოვმზადებულიყავი. ნანიკომაც მომბაძა და ზაფხულის მშვიდად გატარება გადაწყვიტა იმისთვის, რომ სექტემბერში სამხატვრო აკადემიაში შეეტანა საბუთები.
ჩვენი სამეგობრო ისევ ვიკრიბებოდით, მაგრამ გიორგის გარეშე ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა. სიცილი სამ ხმაში თითქოს ისე მხიარულად აღარ ჟღერდა, როგორც ამას მიჩვეულები ვიყავით მასთან ერთად. დედის ამბავმა ბიჭი ძალიან შეცვალა. აღარ იყო ისეთი გახსნილი, როგორსაც ვიცნობდი. შეტყობინებებზე მოკლედ მპასუხობდა. რაც დრო გადიოდა, შეკითხვებსაც იშვიათად მისვამდა. მწყინდა, მაგრამ მესმოდა კიდეც მისი. წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორი იქნებოდა მომაკვდავი დედისთვის ყოველ დღე ყურება და ყოველ დღე იმაზე ფიქრი, რომ მალე ხელებში ჩაგაკვდებოდა. მაგრამ მაინც, ძალიან მენატრებოდა ის ბიჭი, ჩემი თმებისგან ულვაშებს რომ იკეთებდა და სესილის შენიშვნებზე იცინოდა.
მიმოწერებმა ნელ-ნელა იკლო. ინტერვალი ჯერ ერთი დღე, მერე ორი დღე, ერთი კვირა გახდა. გული საშინლად მტკიოდა. აღარც ცეკვის სურვილი მქონდა. თითქოს რეპეტიეციებზე მოვალეობის გამო მივდიოდი. სესილი შენიშვნებით მიკლებდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, ისე არ მოხდეს, რომ სოლოები დაკარგოვო.
- ჩემთვის სულ ერთია. - სტუდიიდან გამოსვლისას ვუთხარი ნანიკოს, როცა ქალის მუქარა გამახსენა. ისეთმა გაცოფებულმა შემომხედა, რომ ლამის ვინანე ნათქვამი.
- შენ ვერ ხარ კარგად ხო? - ტერიტორია მოათვალიერა. შეამოწმა, რამდენად ხმამაღლა შეეძლო საუბარი. - წარმომიდგენია და ვხედავ კიდეც როგორ ხარ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ძალიან იდიოტურად იქცევი. რაღაცნაირად თავი ხელში აიყვანე. გეგმები გაქვს. გიორგის წასვლით ცხოვრება არ ჩერდება.
- ნანიკო, ვიცი, რასაც ამბობ და შემეშვი. ვხვდები ყველაფერს.
- ხვდები? მაშინ მარიონეტის თოჯინასავით რატო დადიხარ? დღის გეგმა საითაც გადაგისვრის იქით მიექანები. მესმის, რაც გჭირს და როგორც ხარ, მაგრამ ამის გამო ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება და უნდა მოხდეს, ნუ გააუფასურებ.
- ნუ დარდობ, სულ ასე არ ვიქნები. მივეჩვევი.
- მე კი მგონია, რომ კი არ უნდა მიეჩვიო, უნდა გამოასწორო.
- რა? როგორ?
- ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე და მერე... მერე იქნებ სხვა ვინმეზეც. - შემომაპარა. გაბრაზებულმა თვალები დავუბრიალე, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, გააგრძელა. - თუ არადა, მისკენაც დალაგდება სიტუაცია, სულ ასე ხომ არ იქნება. ისევ ჩამოვა. შეიძლება მოგვიანებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთში საცხოვრებლად არ დარჩება.
მერე ძალიან რთული აგვისტო დადგა. მამა ახალი ჩამოსული იყო და სოფელში ვაპირებდით დასასვენებლად წასვლას, რომ საზღვრებზე სიტუაცია დაიძაბა და მალევე შემოვიდა საქართველოში რუსეთის ჯარი. ბევრი ჩვენი მეზობელი წავიდა მთაში თავის გადასარჩენად, მაგრამ ჩვენ არსად მივდიოდით. მამა დარწმუნებული იყო, რომ ოკუპანტებს დედაქალაქამდე არავინ მოუშვებდა. გარეთ იშვიათად გავდიოდით. პირველი რამდენიმე დღე ტელევიზიით ვადევნებდით საშინელ კადრებს თვალს. პრეზიდენტის გამოსვლები, სურათები გორიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან. დაბომბილი და გაძარცვული სახლები, დაღუპულები. მერე ვითომ მხარში მდგომი ევროპელების კომენტარები. მოსახლეობის რეაქციები. ძალიან მძიმე იყო მთელი დღით ამ ყველაფერის მოსმენა და მერე ფიქრი. მეშინოდა და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი. იმ პერიოდში გიორგიც მწერდა. ხანდახან, მაგრამ მაინც. აინტერესებდა, როგორ ვიყავი, რა ხდებოდა თბილისში და მომიწევდა თუ არა ქალაქის დატოვება. ამბობდა, რომ ჩვენ გამო ნერვიულობდა და წუხდა, რომ საქართველოში არ იყო. მიხაროდა მისი სიტყვები. მაშინ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებაც კი მივიღე, რომ თუ რუსეთის ჯარი თბილისამდე მოაღწევდა და საფრთხის წინ აღმოვჩნდებოდი, გიორგის აუცილებლად მივწერი, რომ მიყვარდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერმა ჩაიარა და ჩემი საიდუმლოც ჩემთან დარჩა. გიორგი კი გაქრა.
თექვსმეტ სექტემბერს ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღე ნანიკოსთან და ლაშასთან ერთად ჩემს ოთახში აღვნიშნე. მეტი არავინ მინდოდა ჩემს გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დედა ამბობდა, სხვა მეგობრებიც დაპატიჟეო. მხოლოდ ტორტის გაკეთების უფლება მივეცი. რომ გაიგო ლაშამ ლუდი მოიტანა, ერთი კი გაიქნია თავი უკმაყოფილოდ, მაგრამ არაფერი უთქვამს. რაღაცები გავიხსენეთ, თამაში ვცადეთ, ცეკვაც. მერე ფილმებს ვუყურეთ. მერე გიორგიზეც ჩამოვარდა ლაპარაკი და სასმელისგან ისედაც გულამღვრეულს, მონატრებისგან ლამის ტირილი ამივარდა. ნანიკომ მალე შემამჩნია, რომ ზღვარზე ვიყავი და თემა სასწრაფოდ შეცვალა. ბიჭთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა მე და ჩემი დაქალი საერთო საიდუმლოს გამო თვალებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ერთხანს ისიც ვიფიქრე, რომ ლაშასთვისაც მეთქვა, რას ვგრძნობდი გიორგის მიმართ, მაგრამ თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ ისინი დიდი ხნის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. არ მინდოდა ლაშას გიორგისგან რაიმე დამალული ჰქონოდა ჩემ გამო და თავი მასაც უხერხულად ეგრძნო. იმ საღამოს გავიგე, რომ ბიჭები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. არ მწყენია. პირიქით, მიხაროდა, რომ გიორგი მასთან მაინც გრძნობდა თავს გახსნილად და ვიღაც მაინც ჰყავდა, ვისაც ელაპარაკებოდა.
ოქტომბრიდან დაიწყებოდა ჩემი აბიტურიენტობის დღეები. ერთ ღამეს საკუთარ თავს სერიოზულად დაველაპარაკე და ვაიძულე ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მტკივნეული იყო, გულის ძალიან ღრმა ნაწილში გამოეკეტა. უნდა დამევიწყებინა ის, რომ გიორგი მივიწყება. ივიწყებდა იმას, რაც ჩემთის ყველაფერი იყო. უნდა გამოვფხიზლებულიყავი და სწავლისთვის მიმეხედა. აღარ უნდა მეფიქრა იმაზე, რას აკეთებდა, როდის ჩამოვიდოდა, როგორი ჩამოვიდოდა, ფიქრობდა თუ არა ჩვენზე. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა და ვალდებული ვიყავი, მხოლოდ ახალ საფიქრალზე გამემახვილებინა ყურადღება.
ოთო. ეს ბიჭი არ ნებდებოდა. ჯერ კიდევ ახალი წასული იყო გიორგი, რომ რამდენჯერმე აღმოჩნდა ცეკვის სტუდიაში. ორჯერ დაგვემგზავრა ლაშა, როცა ის სახლამდე აპირებდა ჩემს გაცილებას, რაც საკმაოდ უცნაური იყო. ერთხელ თავისი კლასელის ნახვა მოიმიზეზა, მეორედ „რაღაც საქმე“ და როცა მესამედ გზაჯვარედინთან დავიშალეთ. სახლში მისულმა, მაშინვე ლაშას მივწერე.
„ - ლაშ, რა ხდება?“
„ - რაზე მეკითხები?“
„ - ჩემკენ რატო დადიხარ. ვიცი, რომ საქმე არ გაქვს და იმიზეზებ.“
„ - რატო უნდა ვიმიზეზებდე?“ - არ ტყდებოდა მაინც.
„ - იმიტომ, რომ გიცნობ. ოთოს გამო დადიხარ?“
„ - მგონია, რომ არ გსიამოვნებს მაგ ტიპთან ერთად სიარული და ვერ ეუბნები.“
გამეცინა და ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება.
„ - ვაიმე, ლაშა.“ - ბევრი სიცილის სმაილი გავუგზავნე.
„ - რა გაცინებს? ეგრეა?“
„ - არა, არ არის ასე, უბრალოდ შენზე მეცინება.“
„ - ჩემზე იცინე, მაგრამ თუ ისე იქნება, როგორც ვთქვი, უბრალოდ მითხარი, კაი?“
„ - კარგი ძმაო, თუ რამე არ მომეწონება, მაშინვე გეტყვი. ჯერ-ჯერობით, კი ყველაფერი რიგზეა. ნორმალური ტიპია, არაფერს აშავებს.“
„ - ხოო, ეგრე ცდილობენ ხოლმე გოგოს შებმას.“
სანამ რუსების გამო ცეკვის რეპეტიციები არ შეგვიწყდებოდა, ოთო ხანდახან მაკითხავდა და, რადგან ის მხოლოდ უწყინარ საუბრებს ჯერდებოდა, მეც არაფერს ვამბობდი. მაგრამ გზაჯვარედინზე ყოველი ჩვენი დაშორება გიორგის მახსენებდა და მაშინვე პროტესტის შეგრძნება მიჩნდებოდა საკუთარ თავთან. ნანიკო არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ საუბრებში ტონზე ვამჩნევდი, რომ ოთოსთან ჩემი დამოკიდებულება და პირიქით, ძალიან უხაროდა. ცდილობდა მასზე რაღაცები დაეტყუებინა. ხანდახან ბიჭზე რაღაც კომპლიმენტს იტყოდა და მაკვირდებოდა, დავიჭერდი თუ არა მე ამას.
ოქტომბრიდან კი, ისე აღმოჩნდა, რომ ქართულის რეპეტიციებზე მე და ოთო ერთ პედაგოგთან მოვხვდით. ეს რომ გაიგო, იმდენი გააკეთა, მასწავლებელს ჩემს ჯგუფში ჩაასმევინა თავი. არც ველოდებოდი, რომ ბიჭი უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტდა, სკოლაში თავზეხელაღებული იყო და დიდად არც სწავლა აინტერესებდა, მაგრამ ქართულის გაკვეთილებზე აღმოვაჩნე, რომ საკმაოდ ნიჭიერი იყო. ჯგუფის ახალ ნაცნობებთან ერთად კარგ დროს ვატარებდით. ნანიკო სწავლობდა. ლაშაც. მათი სწავლის ხანგრძლივობა ორ წელს გრძელდებოდა. ერთხელაც მითხრეს, რომ როცა პროფესიულებს დაასრულებდნენ, ქორეოგრაფიულზე აპირებდნენ ჩაბარებას. ვიცოდი, ცეკვის მიმართ მათი სიყვარულის ამბავი. ცეკვა ხომ ყველას ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. გამიკვირდა და თან ძალიან გამიხარდა. უნივერსიტეტისთვის მზადება უკვე დაწყებული მქონდა, ამიტომ ამ ინფორმაციამ გარკვეული პერიოდი შემარყია. რაღაც ეჭვები გამიჩინა. ვფიქრობდი, მართლა მინდოდა უნივერსიტეტში ფილოლოგიის სწავლა თუ თავს ვიტყუებდი. მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე შევძელი მწყობრში ჩადგომა.
იანვრის ბოლო იყო, სესილის რეპეტიციაზე ახლადმისულ მე და ნანიკოს ლაშა რომ დაგვეწია და გვითხრა, გუშინწინ გიორგის დედა დაეღუპაო. მთელი დღე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა სიტყვები მიმეწერა მისთვის, როცა ჩვენი ბოლო საუბრიდან ხუთი თვე იყო გასული. ვცდილობდი, ემოციებს არ ავყოლოდი, მაგრამ ზუსტად ეს „როგორ“ მიშლიდა ნერვებს. როგორ მოხდა, რომ ამდენი დრო მჭირდებოდა, ჩემი მეგობრისთის მესიჯი მიმეწერა? რატომ მოხდა ისე, რომ სიტყვების შერჩევა მჭირდებოდა? ბოლოს, როგორღაც ავაწყე ორი წინადადება და თითქმის შუა ღამე იყო, რომ მივწერე.
„ - ლაშამ მითხრა... ძალიან ვწუხვარ დედაშენის გამო, გიორგი. ვიცი, რომ კარგად არ ხარ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე იქნები.“
მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მიპასუხა.
„ - მადლობა მარიამ. კარგად ვიქნები, ალბათ.“
რა თქმა უნდა, იმედი არც მქონია, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგებოდა და არც დიდ შეტყობინებას ველოდი, მაგრამ ამ ორმა სიტყვამ გული საშინლად მატკინა. და უარესი. მარიამ? როდის მეძახდა მარიამს? არასდროს არავის ჩემთვის ასე არ მოუმართავს. რატომ გადაწყვიტა, რომ ახლა მარიამი მერქვა? იმდენად დამივიწყა, რომ სახელიც შემიცვალა? როდიდან ვიყავი მარიამი და არა მარი, ის, რაც მერქვა? თვალები ამიწვა ჩემმა ფიქრება. ის პატარა აზრიც, რომ მისთვის მეპასუხა და საუბარში ამეყოლიებინა, ჯანდაბაში მოვისროლე და საშინლად გაბრაზებულმა გამოვრთე კომპიუტერი. დიდი ხნის შემდეგ, იმ ღამით ისევ ვიტირე მის გამო.

მარტი
***
გორის კომბინატში ისევ გაზაფხულის ფესტივალზე ვიყავით. წინა წლისგან განსხვავებით, მეტი კონკურსანტი ანსამბლი იყო. ჩვენ ორი ცეკვა გაგვქონდა. პატარა ჯგუფელებს ლაზური და დიდებს ყაზბეგური. ცეკვა ძირითადად ბიჭებს ეკუთვნოდათ, ამიტომ სოლოებისთვის მხოლოდ ოთხი გოგო ვიყავით. სიურპრიზად ჩვენ ისევ პატარა გასახდელი გვერგო. სანამ ოთახიდან ჯგუფელების ნაწილი გამოვიდოდა, გარეთ ვიდექი და ვიწელებოდი.
- ხომ იცი, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ? - მომიახლოვდა ლაშა და წარბები აზიდა.
- ცერი, ქუსლი, ცერი ქუსლი! - მოძრაობა გავუკეთე, მაგრამ ვიცოდი რასაც გულისხმობდა.
- რა ცერი და ქუსლი გოგო, ის გვყავს მოსაძებნი. - გაეცინა, თან წელზე ხანჯალს იმაგრებდა.
- ხატია, ჩვენი ხატია, როგორც სამშობლო... - ხელები გავშალე. მერე ჩანთიდან ჟელე ამოვიღე და ბიჭის თმის დაყენება დავიწყე.
- ნუ მეღადავები. ნეტა საერთოდ აქაა? - გაიხედა და თვალები დაიწვრილა.
- თავი გამიჩერე! აქ იქნება. ვის არ უნდა თურქეთის „პაეზდკა“? - ჩავიფხუკუნე.
- თურქეთი, ეგეც არ იყოს ამერიკა.
- ვიღაც-ვიღაცები, იქაც არ არიან ნამყოფები, რომეო. - დავუბრიალე თვალები. ლაშას გაეცინა და ორივე ლოყაზე მიჩქმიტა.
- ღმერთოო! - იმ წუთას ნანიკო გამოვიდა გასახდელიდან, ჩენთან გაჩერდა და შემომხედა. - შედი, მარა იქ ისეთი ამბავია, ვერ გაიგებ ვისი ფაფახი ვის თავზეა. ჩვენ რა ვქნათ აბა, მოვძებნოთ? - მხარზე ჩამოადო ხელი ლაშას. თვალებგაბრწყინებულმა ბიჭმა თავი დაუქნია.

გასახდელში არავინ დამიტოვებია, ისე გამოვედი იქიდან. ოთახი ყველა დანარჩენი გასახდელისგან მოშორებით იყო, ამიტომ მარტივად შევამჩნიე „აჭარულის“ ფორმაში გამოწყობილი სამი გოგო კუთხეში, რომ ჩურჩულებდა. ჩვენები არ იყვნენ, ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია. ფაფახი დავიმაგრე, ჩემი ნაწნავები ქამარში ჩავიტანე და ჯგუფელებისკენ წავედი. სესილი ბავშვებს დასტრიალებდა და სათითაოდ ამოწმებდა, ვინმეს რამე უწესრიგოდ ხომ არ ჰქონდა.
- აბა? რა ქენით? - ლაშასთან მივედი.
- ანსამბლი ვიპოვეთ, მარა თვითონ ვერა. დაბლა ჩავიდაო, ნანის უთხრეს.
- მერე, ვერ ჩახვედი?
- არაა მაგის დრო, ორ ცეკვაში ჩვენ ვართ. ახლა გავიგე, რო ეგენი მეთორმეტეები არიან, ასე, რომ... - ყურებამდე გაიკრიჭა ლაშა. მეც გამეცინა. სცენასთან დადარაჯება ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.
- ნებიერიძე! - დამიძახა სესილიმ. ცივმა ოფლმა დამასხა ისეთი სახე ჰქონდა. - ტუჩზე ვინ წაგისვამს ლაშა თუ ხიზანიშვილი?
პირზე ავიფარე ხელი. პომადის წასმა დამვიწყებოდა. სანამ გოგოები დამცინოდნენ, გასახდელისკენ გავვარდი. გულამომჯდარმა კარი გავაღე და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ვერ მოვითმინე და მთელ ხმაზე ვიყვირე. მოულოდნელობისგან მეორე ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი. თვალებში მოწოლილი ცრემლი რომ გადავყლაპე და ირგვლივ ყველაფერი დავინახე, ფეხს დავხედე. ქუსლიდან ჭიკარტი ამაყად იმზირებოდა. სანამ ამოვიღებდი, იატაკს დავხედე, იქვე კიდევ სამი ცალი ეგდო. ზუსტად კართან. შემოსასვლელში. იქ, სადაც თხუთმეტი წუთის წინ, როცა გამოვედი, არაფერი ყოფილა. ჭიკარტებს იმხელა პირები ჰქონდათ, მახათს უფრო ჰგავდნენ, ამიტომ მისი ამოღება შემეშინდა. მერე გამახსენდა, რომ მალე ჩვენი სცენაზე გასვლის დრო იყო და ქუსლიდან სწრაფად ამოვიცალე. ჩუსტი და წინდა გავიხადე და ლამის გული გამისკდა, როცა დავინახე, როგორ იღებებოდა ჩემი კოლჰოტი წითლად. თან ისე სწრაფად, რომ მთელი ფეხის გული გამისისხლიანდა. მაშინვე ჩემს ჩანთას გადავწვდი, სალფეთქი ამოვიღე, ქუსლზე ორმაგად დავიდე და წინდა და ჩუსტი ისე ჩავიცვი. წითელი პომადა სწრაფად გადავისვი ჭიკარტები ავკრიფე და გასახდელიდან გავედი. ქუსლის დადგმა ვცადე, მაგრამ მეტკინა. ისე ავნერვიულდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. როგორ ვიცეკვებდი? გაღიზიანებული, მუშტებშეკრული მივდიოდი ჯგუფელებისკენ და ყველანაირად ვცდილობდი, რომ კოჭლობა არ დამტყობოდა, მაგრამ ნანიკოს არ გამოჰპარვია.
- რა დაგემართა? - მკითხა ჩურჩულით, როცა მივუახლოვდი. ვიცოდი, რომ ის ჭიკარტები იქ თავისით ვერ გაჩნდებოდნენ. ვერც გასახდელში იქნებოდა ქინძისთავი, რადგან სესილისგან კარგად ვიყავით ჰიგიენასა და დისციპლინაზე დამუშავებულები. მსგავსი შემთხვევებისგან თავიდან ასაცილებლად, მათთვის სერიოზული ყურადღება უნდა მიგვექცია. მერე ის სამი გოგო გამახსენდა, საეჭვოდ, რომ იყვნენ მიყუჟულები ჩვენი გასახდელის კუთხეში და ლამის ვიფეთქე, ისე გავღიზიანდი. მიუხედავად ამისა, აყალმაყალის ატეხვა არ მინდოდა.
- ქინძისთავს დავაბიჯე დერეფაში, ოღონდ ჩუმად, სესილიმ არ გაიგოს. - მაშინვე გავაწყვეტინე გოგოს სიტყვა, როგორც კი პირი გააღო.
- ძალიან გტკივა? ცეკვას შეძლებ?
- შევძლებ, არ იდარდო. - დავამშვიდე ის, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. ნაჩხვლეტი ადგილი მიფეთქავდა და ძალიან მაწუხება. ასე მეგონა, ერთი ქუსლის დარტყმა და ფეხი მომძრებოდა.
- ყველა მოცეკვავე ჯოჯოხეთში მოხვდება, ვინც ასე საკენკივით ყრის ქინძისთავებს. ნაგვები! - ჩაისისინა ნანიკომ და მაჯაზე მომეჭიდა.
ეს იყო ერთადერთი შემთვევა, როცა ჩემთვის ცეკვა ტანჯვასთან ასოცირდა. ჩვენ რომ ოსური გაგვეტანა, ვერაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ ყაზბეგური? როცა ფეხში ქუსლი მთავარია? მოთმინებისგან გული მისივდებოდა და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიცინოდი კიდეც. სცენიდან გამოსვლის მერე ვამაყაობდი საკუთარი თავით. იმდენად გავუძელი ტკივილს, სესილისაც კი არ შეუმჩნევია არაფერი. და ბოლოს, როცა პირველი ადგილი დავიმსახრეთ და თურქეთის ტური მოვიგეთ, ჩემზე ბედნიერი არავინ ყოფილა დედამიწაზე.
ლაშამ ვერ მოახერხა კულისებში ხატიასთვის ჩასაფრება და მისი პოვნის იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, რომ ავტობუსისკენ მიმავალმა შევამჩნიე, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე გოგო. მაშინვე ტრანსპორტში ავედი და ბიჭს დავუძახე. ისიც წამოხტა. ხელით ვაჩვენე ჯგუფელებთან ერთად მიმავალი ხატია. ლაშამ შემომხედა, როგორ გამოვიყურებიო და დინჯი ნაბიჯებით გაემართა გოგოსკენ.

***
მერე გაიარეს თვეებმა ისე, როგორც მანამდე მიდიოდნენ. მეცადინეობები ეროვნული გამოცდებისთვის, ხანდახან სესილისთანაც. ხანდახან, რადგან კულმინაციური დღეები ახლოვდებოდა და ცეკვას დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი. თუ იმ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, რომელსაც ძალიან მაგარი ანსამბლი ჰყავდა, მაშინ ასათიანთან დამშვიდობება მომიწევდა. ქალს ეს ავუხსენი და თან დავპირდი, რომ თუ კონცერტებზე დავჭირდებოდი, აუცილებლად დავეხმარებოდი. მაგრამ იმდენი კარგი მომავალი თაობა დადიოდა მასთან, რომ თავისუფლად ჩამანაცვლედბა ყველა, ვინც მოინდომებდა.
ვიყავი სკოლაში, შევავსე განაცხადი და მალე საგამოცდო ბარათიც ავიღე. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა მშობლებისთვის იმედები გამეცრუებინა. არ ვფიქრობდი, რომ ჩავიჭრებოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა დაფინანსება მომეპოვებინა.
მერე იყო ბოლო ზარიც. ვერ ვიჯერებდი, რომ სექტემბრიდან სკოლაში კი არა, უმაღლეს სასწავლებელში წავიდოდი. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მღელვარებისგან ფრთებს მასხამდა. რამდენჯერმე ისიც გამახსენდა, როგორ ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე მე და გიორგი. ეს ერთი აბიტურიენტობის წელი, ეს მეცადინეობები, ეს მღელვარება და ნერვიულობა ხომ ერთად უდნა გამოგვეარა. ერთად უნდა აგვერჩია უნივერსიტეტები და ერთნაირად ჩაგვეწერა განაცხადში იმის იმედით, რომ ერთ სასწავლებელში მოვხვდებოდით. ის კი... ისე მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ მის მიმართ გრძნობა ერთგულად რჩებოდა ჩემთან.
ოთოც.
დავმეგობრდით. ისე არა, როგორც მე და გიორგი ვიყავით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა და დროსაც არც თუ ისე იშვიათად ვატარებდით ერთად. ვიცოდი, რომ მისი მხრიდან ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო და ველოდი, რომ ადრე თუ გვიან ამაზე დამელაპარაკებოდა. ქართულის მეცადინეობის უკანასკნელი დღე იყო, სახლში ვბრუნდებოდით, პარკში შესვლა რომ შემომთავაზა. მითხრა, რამე დავლიოთ და აღვნიშნოთო. ღია კაფეში ჩამოვსხედით და ცივი ყავა შევუკვეთეთ. მერე მთელ წელს გადავავლეთ თვალი და ბოლოს ჩვენს ურთიერთობამდეც მივიდა თემა.
- ალბათ უკვე ფიქრობ იმაზე, რის თქმასაც შეიძლება ვაპირებდე, ხო? - ოთოს ხელები მაგიდაზე ეწყო და სალფეთქს ატრიალებდა თითებში.
- მგონი ხო. - ძალებს ვიკრებდი სალაპარაკოდ. დიდი ხნის წინ მქონდა მისთვის სათქმელი სიტყვები შერჩეული, მაგრამ მაშინ, როცა უკვე მათი თქმა უნდა გამხდარიყო საჭირო, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესაფერისად რბილი ვიქნებოდი. თუმცა, ის კი გარდაუვალი იყო, რომ რაც და როგორც არ უნდა მეთქვა, ბიჭს მაინც ნაწყენს დავტოვები.
- ხო. შორიდან ამდენი წელი ვიცნობდით ერთმანეთს და მეტისმეტად მისახვედრი იყო ჩემი ასე უცბად გააქტიურება. - გაეღიმა თავის სიტყვებზე. - ალბათ ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად, ერთ დღეს, ერთ მომენტში მივხვდი, რომ მომწონდი.
- არ მითხრა, რომ ეს მაშინ, მაკდონალდსში მოხდა, სიყვარულის დღეს. - მეც გამეღიმა და გიორგის სიტყვები გამახსენდა, ამ დღეს ყველას ჰგონია, რომ ერთმანეთი უყვართო.
- არა, ოდნავ ადრე. ნოემბერი იყო, რაღაც კონცერტი გქონდათ ფილარმონიაში და გარეთ შემხვდი, ბიჭებთან ერთად ვიყავი, თუ გახსოვს.
- მახსოვს. - თითები ერთმანეთს გადავაჭდე. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი.
- იცი აქამდე რატომ არ გითხარი? - შემომხედა ოთომ. საუბარზე არა, მაგრამ მიმიკებზე ეტყობოდა, რომ ისიც ღელავდა. მუქ ნაცრისფერ თვალებს წამდაუწუმ მაცილებდა და ღიმილიან ტუჩებსაც ხშირად ილოკავდა. ოდნავ წამოზრდილ წვერზე ისვამდა თითებს. - არ მერიდებოდა, უბრალოდ... ვფიქრობდი, რომ სხვა მოგწონდა.
სუნთქვა შემკევრა. ეს მეტყობოდა? ასე მეტყობოდა?
- და იცი, მგონია, რომ ახლაც ასეა.
- რატომ გგონია?
- წელიწადზე მეტია შენს გარშემო ვტრიალებ და ვიცი, რომ თავიდანვე ხვდებოდი ყველაფერს. მე არაფერს გამოვხატავდი იმის გამო, რაც გითხარი და იმის, გამო, რომ არ მინდოდა ჩემთან თავი უხერხულად გეგრძნო და სწავლაში ხელი შეგშლოდა. მაგრამ... შენგანაც არაფერი ყოფილა. ალბათ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. შენგან არაფერი მიგრძვნია საიმისო, რომ მე უფრო ადრე მელაპარაკა ამაზე.
- და ახლა რატომ გადაწყვიტე? რა შეიცვალა? - ვკითხე. ყელი ჩავიწმინდე. ნერვებისგან ხმა წამსვლოდა.
- სწავლას მოვრჩით და თან... ვერავისთან გხედავ. - მხრები აიჩეჩა.
- და მაინც ფიქრობ, რომ ვიღაც სხვა მომწონს?
- ხო მარი, ვფიქრობ. ან ასეა, ან უბრალოდ, როგორც ბიჭი არ გაინტერესებ.
- იცი, რომ დღესდღეობით ოდნავადაც არ გავხარ იმ ბიჭს, შატალოებს რომ აწყობდა და მასწავლებლებს ტუალეტის კარებს უკეტავდა? - ორივეს გაგვეცინა მოგონებებზე. - შეიცვალე და მთელი ამ წელიწად-ნახევრის მანძილზე ამას კარგად ვხედავდი. ხო, სიყვარულის დღის შემდეგ შენი დამოკიდებულება რთული მისახვედრი არ იყო და თავიდანვე ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ... ოთო... არც კი ვიცი, როგორ გითხრა ისე, რომ...
- მარი, უარს რომ მეუბნები ამას ვხვდები, და რომ მეტყოდი ისიც ვიცოდი. - გამაჩერა ბიჭმა. - უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მომწონხარ. ადრე ვითომ შენი უარის მიზეზის მოსმენაც მინდოდა, იქნებ როგორმე შანსები მომეძებნა და მეცადა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არ ღირს.
- შენ კარგი ბიჭი ხარ, ოთო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მე არ ვარ ის, ვინც შენ უნდა მოგწონდეს. შეიძლება გავრისკო, შენც და საკუთარ თავსაც მივცე შანსი და ვეცადო, მაგრამ...
- არ გამოვა.
- შეიძლება ახლა ნაწყენს გტოვებ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გჯერა ჩემი, მერე უფრო გულნატკენს დაგტოვებდი. იმედი მოგცე და მერე გაგიცრუო... ეს არ იქნება ჩემგან სწორი.
- მესმის. - გაიღიმა ოთომ. სახეზე ეტყობოდა, რომ მართლა ელოდა ჩემგან უარს.
- მაპატიე, კარგი?
- საპატიებელი არაფერია და იმედია, მიზეზი ისაა, რომ სხვა მოგწონს, თორემ ჩემს დაწუნებას ვერ გადავიტან. - ორივეს გაგვეცინა. თუმცა არც ისეთი იოლი მოსასმენი იყო, რეალობაზე რომ ხუმრობდა. იმ წუთას გიორგის საშინელი მონატრება ვიგრძენი და უკვე ყურადღება მეფანტებოდა. მე და ოთომ მშვიდობით დავასრულეთ საუბარი და სიცილით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მაინც სევდიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

***
წარმოუდგენელი ნერვიულობა გამოვიარე ქართულის, უნარებისა და მათემატიკის გამოცდებზე. ვღელავდი, მაგრამ მერხთან მოთავსებულს, ტესტების მოლოდინში თუ ასე საშინლად დამესხმებოდა თავს პანიკა, ვერ წარმოვიდგენდი. პირველ, ქართულის გამოცდაზე სამჯერ მაინც დამივარდა ძირს კალამი. ერთხელ წყალიც გადამცდა და ხველება ამიტყა. რამდენჯერმე დავიშალე აკეცილი კოსა და თავიდან შევიკარი. დამკვირვებელი ისე მიყურებდა, მალე ალბათ მომხსნიდა ტესტირებიდან. მეორე და მესამე გამოცდა შედარებით მშვიდად გადავიტანე, მაგრამ ერთიანობაში მთელი სამი კვირა იყო ჩემი ტანჯვა და შფოთიანი ძილი.
კლასმა ბანკეტის გაკეთება ეროვნულების მერე გადავწყვიტეთ, როცა სანერვიულო აღარ გვექნებოდა და მშვიდად დავგეგმავდით ყველაფერს. მე და ნანიკოს დედა გვიკერავდა კაბებს. ჩემს მეგობარს გრძელი შავი, მხრებზე გადასული და მუხლს ზემოთ შეხსნილი კაბა გამოუვიდა. კიდეებზე ასევე შავი ბისერების ზოლი გასდევდა და ულამაზესი იყო. ჩემი კი მოკლე, მუქი მწვანე აბრეშუმის კაბა იყო. ტანზე ოდნავ მომდგარი და გრძელი ფარფარა შიფონის მკლავებით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც პირველად და თან ბანკეტის გამო ვიყიდე. წარმოდგენა არ მქონდა, სხვა დროს ან სად უნდა ჩამეცვა კიდევ. ნანიკო ორი დღით ადრე დარჩა ჩემთან. გეგმა ასეთი იყო, რომ ბანკეტის დღეს ლაშა გამოგვივლიდა მანქანით და წაგვიყვანდა რესტორანში. ამიტომ კლასელ ბიჭებს თავაზიანად ვუთხარით უარი.
დილიდანვე აფორიაქებულები ვიყავით. გოგოს ერთი სული ჰქონდა კაბა ჩაეცვა, ისე მოსწონდა. დილით ადრე გავიღვიძეთ და სანამ სალონში წასვლის დრო მოვიდოდა საუზმისთვის ჩავედით. ჭამა არ გვინდოდა, მაგრამ დედამ დაგვაძალა, საღამომდე მშივრები რატომ უნდა იყოთო, ფული მომცა და პურისთვის მაღაზიაში გამაგზავნა. ივლისის ბოლო იყო და დილის ათ საათზე უკვე საშინლად ცხელოდა. მთავარ ქუჩამდე ნელა ამოვუყევი. გზის მეორე მხარეს საცხობში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ იმ წამს წითელი აინთო და გზაჯვარედინზე შევჩერდი თუ არა, ზუსტად იმ საცხობის წინ, სადაც მე მივდიოდი, საშინლად ნაცნობ აღნაგობას მოვკარი თვალი, რომელიც გაზეთების ჯიხურში რაღაცას ყიდულობდა. გული ამიჩქარდა და მუშტები შევკარი.
- ის არ იქნება. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ზუსტად იმ დროს შემობრუნდა გიორგი. ისე გამოიხედა ჩემკენ, თითქოს იცოდა, რომ იქ დავხვდებოდი. სუნთქვა შემეკვრა. ჩემს სხეულზე ჟრუანტელი არ წყდებოდა. იქ იყო. მე კი ადგილიდანაც ვერ ვიძროდი. მკერდში სიბრაზისგან, წყენისგან, მონატრებისგან, სიყვარულისგან საშინელ სიმძიმესა და სიმხურვალეს ვგრძნობდი. ვერც კი მივხვდი, როდის ამევსო თვალები ცრემლებით, მაგრამ ლოყებზე გადმოცურების ნებართვა არ მიმიცია. ამას არ ვიზამდი. ახლა არა. გიორგი მიყურება და არ იძვროდა. არ მიდიოდა. ალბათ მელოდებოდა, როდის გადავიდოდი, მაგრამ შუქნიშანზე აინთო თუ არა მწვანე, ნაბიჯი თვითონ გადმოდგა და ზებრაზე გადმოსვლა დაიწყო. მოულოდნელობისგან უკან დავიხიე. თან მინდოდა წასვლა, თან არა. თან საშინლად მინდოდა მისი ნახვა, თან არა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მის წინ თავის შეკავებას შევძლებდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასეთი ძლიერიც ვიქნებოდი.
ჩემს წინ შედგა. გამაღლებული მეჩვენა. ცოტა გამხდარიყო, თმა შეეჭრა და სახეზე ოდნავ ეტყობოდა წვერი. თვრამეტი წლისას არ ჰგავდა, ცოტა უფრო მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კაკაოსფერი, წყლიანი თვალებით შემომცქეროდა და მათვალიერებდა. მერე ოდნავ შეირხა და ამოიოხრა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ჩამეხუტა. გაუაზრებლად მოვხვიე მეც ხელები და ხარბად შევისუნთქე მისი თბილი სურნელი. იმ წუთას ვერაფერს ვეტყოდი, ვერც ვუსაყვედურებდი და ვერც იმას გავუმხელდი, როგორ მენატრებოდა. ვერც შეკითხვებს დავუსვამდი. მაშინ უბრალოდ მინდოდა ასე ვმდგარიყავი და ბოლომდე დამეჯერებინა, რომ გიორგი აქ იყო. ჩემთან ასე ახლო.
- მაპატიე, მარიამ. - მითხრა და ვიგრძენი, როგორ ჩამოასრიალა თითები ჩემს გაშლილ თმაზე. სხეულზე სასიამოვნო ეკლამა დამაყარა.
- ასე ნუ მეძახი. - ჩავიბუტბუტე საყვედურით მის მხართან. იმედი მქონდა, ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვერ გრძნობა.
- შეიძლება დღეს საღამოს ბანკეტზე მიგაცილო? - მკითხა მისმა მონატრებულმა, რბილმა ხმამ და არ გავუშვივარ, ისე დაელოდა პასუხს. ჩემი პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- შეიძლება. - ვუთხარი. - მაგრამ იმედია ხვდები, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრები.
გიორგის გაეცინა და გამიშვა. მის თვალებს ეტყობოდათ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა. მე კი საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ ახლა, როცა ის ჩემს წინ იდგა, როცა ამდენი ხნის შემდეგ ძველებურად შემხვდა, ისე აღარ ვბრაზობდი მასზე, როგორც ადრე. ვერაფერს გახდები ასეთ დროს, წარმოუდგენლად ბევრი რამის პატიება შეუძლია გულს, როცა შეყვარებულია.
- არა, გამოძვრომას არც ვაპირებ. მოგისმენ და ყველა სილას დამსახურებულად მივიღებ.
მითხრა, რომ მამამისიც აქ იყო და მასთან ერთად რაღაც საქმეზე უნდა ევლო. შევთანხმდით, როდის უნდა მოსულიყო ჩემთან და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ისე ვიყავი დაბნეული, ლამის ისიც დამავიწყდა, სახლიდან რატომ ვიყავი გამოსული. დაბრუნებულმა მაშინვე ლაშას დავურეკე და გაბრაზებულმა ვკითხე იცოდა თუ არა, რომ გიორგი ჩამოსული იყო. ნანიკომ ყვირილი დაიწყო, ეს რომ გაიგო და გაოგნებული მიყურებდა. არც მან იცოდა, მითხრა, მეც ცოტა ხნის წინ დამირეკაო.
თავ-გზა ამებნა. აღარც ბანკეტი მინდოდა და არც ის ორდღიანი ექსკურსია. როგორ უნდა მომეცადა მთელი სამი დღე? მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რას მეტყოდა გიორგი. როგორი იქნებოდა ჩვენი საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემმა დამხმარე გონებამ, რომელსაც ნანიკო ერქვა, სწრაფად გამომაფხიზლა. გამოვიცვალეთ და სალონში წავედით მოსაწესრიგებლად.

ლაშა იმაზე ადრე მოვიდა ჩვენთან ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ორივე უკვე მზად ვიყავით. დედა ამაყი და აწყლიანებული თვალებით გვათვალიერებდა.
- ასეთი ლამზები რომ ვართ, შენი დამსახურებაა მაიკო დეიდა. - დედაჩემს ეხვეოდა ნანიკო.
- თუ მანეკენი ლამაზი არაა, რაც გინდა ჩააცვი იმას ჩემო გოგო. - წარბები აზიდა დედამ. - რამე ხომ არ გინდათ წასვლამდე?
სანამ პასუხს გავცემდით, კარზე დააკაკუნეს. გიორგიაო, ყველამ ერთად ვთქვით და გაგვეცინა.
ბიჭი ისე შემოვიდა სახლში, თითქოს პირველად ყოფილიყო, მაგრამ ერთ წელზე მეტი იყო გასული და არც მიკვირდა მისი ის უხერხულობა, რაც ემჩნეოდა. ლაშას უკვე მოესწრო მისი ნახვა, ნანიკო კი ხელებგაშლილი გაიქცა მისკენ და მოეხვია. თან ხმამაღალი საყვედურებით ისე იკლებდა, რომ სათქმელი აღარაფერი დამიტოვა.
- ეს ისევ ისეთი ხმაურიანია. - გაეცინა გიორგის და გოგო ხელით გასწია გვერდით. მერე დედა მოიკითხა და ჩემამდეც მოვიდა. გამიღიმა და შემათვალიერა. გაკვირვებული ჩანდა. პირველად მხედავდა სადღესასწაულო მაკიაჟითა და ჩაცმულობით. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- რა გჭირთ ვერ გავიგე, ენა გადაყლაპეთ? - წამოიძახა ნანიკომ, გვერდით ამომიდგა და ხელები გაშალა. - კომპლიმენტები, კომპლიმენტები ცალტვინებო! რუსებს ეგ არ ეშლებათ, არ გასწავლეს? - წაკბინა გიორგის და ენა გამოუყო.
- ძალიან ლამაზები ხართ ორივე. - თქვა მან და ჩვენს წინ ჩამოჯდა ლაშასთან ერთად.
- უხეირო! - თვალები გადაატრიალა ნანიკომ.
- გეყოფა, ისედაც იცი, რომ ლამაზი ხარ. - იდაყვი ვუთავაზე გვერდში და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო.
სანამ რესტორანში წასვლის დრო დადგებოდა, მოკლედ და ზედაპირულად განვიხილეთ, რა ხდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე. გიორგისგან გავიგეთ, რომ მამამისი დროებით იყო ჩამოსული. მისთვის სახლი უნდა ეყიდა და ისევ დაბრუნებულიყო უკან, რადგან ბიჭი საქართველოში აპირებდა დარჩენას და ცხოვრების გაგრძელებას. როგორც ჩანდა, ურთიერთობა დაელაგებინათ და უკვე ორი ამბავი იყო მასზე, რაც მახარებდა. იცოდა, რომ გაუჩინარების გამო მე და ნანიკო მასზე ნაწყენები ვიყავით და ვხედავდი, როგორ უხაროდა, როცა ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებით მისთვის დაძაბულობის მოხსნას ვცდილობდით. რა თქმა უნდა, ეს ის საუბარი არ იყო, რაც მე მისგან მჭირდებოდა, მაგრამ მანამდე ჯობდა, ჩვენს შორის უხერხულობა აღარ ყოფილიყო, რომ გულახდილობაში ხელი არ შეეშალა.
ძალიან ცოტა დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ ოთხს შორის ისეთივე დიალოგები შემდგარიყო, როგორც ადრე. იქნებ ზუსტად ესაა მეგობრობა, რომ თვალს ხუჭავ ყველაფერზე და უსიტყვოდ გესმის მისი, ვინც შენთვის ძვირფასია? ლაპარაკმა ისე ჩაგვითრია, უკვე რვა იყო დაწყებული, რომ გაგვახსენდა, ბანკეტზე ვიყავით წასასვლელები. რვა საათზე რესტორანში უნდა ვყოფილიყავით. აღმოჩნდა, რომ გიორგის ბიძამისისთვის მანქანა ეთხოვებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ (უფრო ნანიკოს იდეა იყო), რომ მე გიორგი წამიყვანდა, გოგოს კი ლაშა.
გზაში ბევრი არ გვისაუბრია. მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ წამოსვლის წინ დავრეკავით და მე და ნანიკოს წამოგვიყვანდა.
- მოიცადე. - მითხრა, როცა მანქანა რესტორნის წინ გააჩერა. გადავიდა, კარი გამიღო და ხელი ღიმილით გამომიწოდა. გამეცინა მის ჟესტზე, ხელი შევაგებე და მეც გადმოვედი მანქანიდან. - ნანიკომ კი შემჭამა, მაგრამ ხომ იცი, რომ ლამაზი კომპლიმენტების თქმა არ მეხერხება.
- ვიცი, ნუ აქცევ ყურადღებას.
- მართლა ძალიან ლამაზი ხარ. ისედაც იყავი, მაგრამ... გიხდება ეს... - თვალი შემავლო. კაბაზე დავიხედე. გამახალისა მისმა დაბნეულობამ.
- გაპრანჭულობა?
- ხო, რაც არის.
- მადლობა, გიორგი. - გავუცინე.
- კარგად გაერთე ეს დღეები, არაფერზე იფიქრო. მე წასვლას აღარსად ვაპირებ. - მითხრა და ჩემს უკან ნანიკოს გახედა, რომელიც რესტორნის კართან მიცდიდა. თავი დავუქნიე და დროებით დავემშვიდობე."

28 ივლისი, 2019 წელი
***
სესილის ძველი მოსწავლეებიდან ათნი ვგროვდებით. ცარიელ დარბაზში ვსხედვართ და ვუსმენთ მის გეგმებს. მთელი საუბრის მანძილზე ქალს სახიდან ღიმილი არ შორდება და ვერ ავხსნი, ეს რამდენად სასიამოვნოა. მახსენდება მისი მეცადინეობები, მისი ჩვევები, სიმკაცრე და დისციპლინა. საუკეთესო წლები დავყავი მასთან. ახლა კი, როცა ცეკვებს გვინაწილებს და გვეუბნება, ვინ რას გავაკეთებთ, ასე მგონია, რომელიმე ფესტივალზე ვაპირებთ გასვლას და მღელვარებისგან ფეხზე გადადებულ ფეხს ვაქანავებ. ქართული, სამაია და აფხაზური აქვს გეგმაში. ამბობს, მონახაზს გაჩვენებთ, რომ ივარჯიშოთ. ვიცი, რომ ხშირად ვერ შეძლებთ აქ მოსვლასო.
ჯერ აფხაზურით ვიწყებთ. მონახაზში რაღაც რჩევებს ვთავაზობთ და ისიც უყოყმანოდ გვთანხმდება. როგორც ჩანს, ასაკმა მეტად დამთმობი გახადა. ისეთი პრინციპული აღარ ჩანს, როგორიც რამდენიმე წლის უკან იყო. მისი ქალიშვილი, ქეთევანიც აქაა და მისი შვილიშვილი სოფიც.
- ბებო, შენი გოგონების სამაიის ფორმები მოგვერგება? - ეკითხება გოგო ქალს. - მგონი ცოტა პატარები არიან.
- ნუ დარდობ მაგაზე ჩემო ლამაზო, თქვენც მშვენიერი ფორმა გაქვთ შენარჩუნებული. - მოხუცი თვალს გვავლებს და ორი წამით ჩემზე აჩერებს მზერას. აი, ისევ! ისე მეკვრება სუნთქვა ამ მზერისგან, თავი მართლა მისი ჩვეული მოსწავლე მგონია. მერე ჩუმად მეღიმება. საბედნიეროდ ამ თვალებით კონტაქტს ვერავინ ამჩნევს.
სამაიასაც გავდივართ. საკმაოდ ლამაზი მონახაზი აქვს, ამიტომ იმას ვაკეთებთ, რასაც სესილი გვეუბნება. სცენიდან ვხედავ, სკამების პირველ რიგში ჩამომჯდარი ლაშა და გიორგი როგორ გვაჯავრებენ და ხელების მოძრაობებს აკეთებენ. კოლეჯის პერიოდი მახსენდება მათ შემხედვარეს და მეცინება.
- მარი, მიდი სანამ ქართულს გავივლიდეთ, ერთი შენე გამიკეთე. - მეუბნება სესილი. - ისევ ისე უდეფექტოდ გამოდგის?
- ვცდილობ მასწ. - ჯერ კიდევ ვიმორცვხებ ქალის კომპლიმენტზე.
- ნუ თავმდაბლობ გოგო! - ქვემოდან მიყვირის ნანიკო. - გატყუებთ მასწ. ბევრად უკეთესია ახლა.
- მერე რა გაყვირებს. ეგ შეგშვენის? ცოტა ხნის წინ სამაიას ცეკვავდი. - თავს აქნევს სესილი და თვალით მანიშნებს დაიწყეო. ნანიკო ფხუკუნებს და აწურული იმალება გიორგის და ლაშას უკან.
მე სცენის თავში ვიკავებ ადგილს, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, წერტილს ვიღებ და ბრუნებით ჩავდივარ სცენის კიდემდე. აპლოდისმენტებს ვიღებ და მადლობის ნიშნად თავს ვუკრავ მაყურებელს.
- ხომ ვამბობდი! - მაინც ყვირის ნანიკო.
- კარგი გოგო ხარ. - თავს მიქნევს სესილი, მერე მიახლოვდება და ჩუმად მეუბნება. - ორი-სამი კოლო დაიკელი და უკეთესი იქნები.
- მასწ, ხელაძეს არ აწუხებს ჩემი ორი-სამი კილო. - ვეუბნები ნაწყენი, მაგრამ მაინც მეცინება.
- ხელაძეა თუ ფეხაძე, არ ვიცი. ლამაზი ფიგურა გაქვს, მაგრამ ჩემი ქართულის ფორმის „ზმეიკა“ შენს ზურგზე შეუყოვნებლად უნდა ასრიალდეს. შევთანხმდით? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. როგორც ჩანს, თვალის სიზუსტეს ასაკმა ვერაფერი დააკლო. - აბა, ბატონო გიორგი. ამობრძანდით სცენაზე. - ეძახის სესილი. ბიჭი დგება. სანამ სცენაზე ამოვიდოდეს, ვგრძნობ, როგორ მეყინება ხელ-ფეხი ნერვიულობისგან, რადგან სოფიც აქაა. გოგო, რომელიც აქამდე მისი მეწყვილე იყო. აქაა და ახლა უნდა უყუროს, როგორ ანაცვლებს მას სხვა. უნდა უყუროს. ასე მშვიდად და იმ ღიმილით, რომლითაც მიახლოვდება.
- მშურს. რა მაგრად გამოგდის ბრუნები. - მეუბნება გოგო. - გახსოვს თურქეთში რომ გნახე პირველად? მახსოვს, როგორი იდეალური იყო. რა კარგია, რომ ბოლომდე ინარჩუნებ.
- ვარჯიში უნდა და ყველას გამოუვა. არც ისეთი რთულია. შენთვის მით უმეტეს. - ვეუბნები და ჩვენთან მოსულ გიორგის ვუღიმი. - ამასაც კარგად გამოსდიოდა. გამეცადინოს უთხარი.
- არაა. - იცინის სოფი. - ასე მგონია წერტილი, რომელსაც დასაწყისში ვიღებ, სივრცეში მეკარგება და შუა გზიდან სადღაც მივფრინავ.
- ვინ არ გაფრენილა სცენიდან, მშვენიერო? - მის თითებს იჭერს ბიჭი და თავაზიანად მიაცილებს დარბაზში ჩასასვლელ კიბეებამდე. სოფი კისკისებს. თითებს ერთმანეთში ვხლართავ და ველოდები, როდის მოგვაქცევს შვილთან მოსაუბრე სესილი ყურადღბას. გიორგი ისევ ჩემთან ბრუნდება. - რა გჭირს? - მეკითხება და ხელებს გულზე იკრეფს. ვიბნევი და კოპებს ვუკრავ.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს.
- ნერვიულობ მგონი. - ეღიმება და მაკვირდება.
- ნოსტალგიის ბრალია. - ხელებს მაჯაზე ვკიდებ და სცენის კუთხისკენ მიმყავს.
- მარიამ, ხელები გაქვს გაყინული. - თითებს მიჭერს.
- არ მაქვს. აქ დადექი და დავიწყოთ. - სწრაფად ვაქცევ ზურგს და მეორე მხარეს თითების ფშვნეტით მივდივარ. სესილი გვხედავს და ჩვენსკენ მოდის. დარბაზის პირველ რიგში ჩამომსხდარ ჩვენს მეგობრებს ვავლებ თვალს. ნანიკოს ფეხი-ფეხზე გადაუდია, ნიკაპი თითებით უკავია და ინტერესით გვაკვირდება. სოფი ლაშას ელაპარაკება და თან ჩემსა და გიორგის შორის ცვლის მზერას. ნერვიულობისგან მუცელში რაღაც მაქვს დაჭიმული და ვგრძნობ, როგორ იშლებიან იქიდან ცივი ტალღები.
„ - გამოგივა. მასთან ერთად უნდა გამოგივიდეს!“ - ვეუბნები საკუთარ თავს. ეს უბრალოდ მონახაზია. წერტილებია, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ, ხასიათში მაშინ ჩავსვამთ, როცა იუბილე მოახლოვდება. ახლა მუსიკაც კი არაა. უბრალოდ თვლებია. ერთი, ორი სამი. მეტი არაფერი.
- აბა, გიორგი! - ხელით ანიშნებს სესილი ბიჭს, რომ დაიწყოს. - წრე. გახსოვს იმედია, ხო?
- მასწ, როგორც პირველი სიყვარული, თქვენ და ქართული არასდროს დამავიწყდებით. - მომხიბვლელად უღიმის გიორგი ქალს. სესილი თავს აქნევს და მასაც ეცინება. თვალს აყოლებს ბიჭის ნაბიჯებს.
- ერთი წრეც დაა... გასმები ხაზზე... ერთი, ორი სამი!.. გიორგი, მეორედ რომ მოხვალ ჩუსტები წამოიღე. ი-იი, მარი! - წელზე ხელით მიბიძგებს სესილი, რომ წინ წავიდე. წრე, ბრუნები, გაქცევები, ისევ წრე, ტრიალი. სრულ ფეხშიც კი არ მიწევს ცეკვა და ცოტა ვდუნდები. გიორგის თავი მშვენივრად უჭირავს. მე კი მოძრაობებს და სესილის ვაქცევ ყურადღებას. - კარგი, კარგია ბავშვებო. მარი, ძალიან ლამაზი ხელი გაქვს და ადრინდელისგან განსხვავებით, მშვენივრად დასრიალებ. - მიღიმის ქალი.
- აბა რა მასწ, ჩემი ნიჭიერი გოგოა. - მხრებზე მხვევს ხელს გიორგი.
- ხოდა დაუჯერე ამ გოგოს და როცა სამეცადინოდ დაგიძახებს, გაჰყევი. - სესილი გამაფრთხილებლად უწევს თითს თვალწინ ბიჭს. ის კი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- გესმის? - თვალებს ვუბრიალებ მას. გიორგი ლოყაზე მჩქმეტს.
- გიორგი, არაფერი გესწავლება შენ უკვე ჩემგან. ქართული ისე იცი, როგორც ორჯერ ორი. უბრალოდ, როგორც ჩანს, დიდი ხანია არ გიცეკვია და მობილიზება გჭირდება. მარი, შენ კი გათავისება. ასე, რომ დადექით თქვენს სტუდიაში და მუსიკაში იმდენჯერ გაიარეთ, რამდენჯერაც არ დაგეზარებათ.
- აუცილებლად მასწ, - ვპირდები ქალს. - დღეის სწორს მოვალთ. ხომ აქ იქნებით?
- აბა სად წავალ. - ხელზე მეფერება ის და კულისებისკენ გავდივართ. ერთმანეთს მალევე ვემშვიდობებით და არტ-ჰოლიდან გამოვდივართ. რადგან აქვე ვარ დედასთან მისვლას ვგეგმავ. ის-ისაა ბაღში მოსეირნე მეგობრებს ვუბრუნდები, რომ ჩემი მობილური რეკავს. უცნობი ნომერია.
- დიახ. - ვპასუხობ.
- გამარჯობა მარი, ლუკა ვარ. - მესმის ბიჭის ხმა და ნაბიჯს ვაჩერებ.
- ლუკა? - გაკვირვებული ვეკითხები.
- ხო. გაგაკვირვე, როგორც ჩანს და იმედია სასიამოვნოდ.
- მაგას ცოტა ხანში გეტყვი. - მეცინება. ნანიკო თვალს მავლებს. ჩემი სათვალთვალო კამერა ყოველთვის აქტიურია. მათგან რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ.
- ცოტა ხნის წინ ერთ ძალიან ლამაზ ადგილს ჩავუარე, თან ყავის ძალიან მაგარი სურნელი გამოდიოდა და გამახსენდი. მერე ისიც გამახსენდა, რომ დავითს შენი ნომერი მოვპარე და აი...
- როგორი გულახდილი ხარ? - გულიანად მეცინება კიდევ უფრო გაკვირვებულს.
- პირველი ნახვისთანავე ისედაც ვერ მოგხიბლე. ბე გეგმა კი ზუსტადაც რომ გულახდილობაა.
- კარგი, გასაგებია. - ვამბობ და ვფიქრობ. ჩემი გონება გამალებით მუშაობს. ისევ იწყება. მეორედ. და არ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვიცი, მას მერე როგორ მოვიქცე. არ ვიცი, უნდა ვცადო თუ არა კიდევ ერთხელ. არაფერი არ ვიცი. ღმერთო!
- ვფიქრობ, ეს ადგილი უნდა ნახო. და კარგი იქნება თუ ყავასაც ერთად მივირთმევთ.
მეგობრებისკენ ვბრუნდები, რომლებიც რაღაცაზე იცინიან. იმ წამს გიორგი იჭერს ჩემს მზერას და თავის გაქნევით მანიშნებს, თუ რა ხდება. ასევე ვპასუხობ, რომ არაფერი.
- კარგი, ლუკა. მისამართი გამომიგზავნე. გარეთ ვარ და წამოვალ.
მობილურს ვთიშავ და გასასვლელისკენ წასულებს ვეწევი.

***
მეცინება ლუკას გამოგზავნილ მისამართს რომ ვკითხულობ. ეს ჩემი საყვარელი კაფე-ტერასაა, რომელში უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. შენობის მეორე სართულზე ავდივარ და ტერასაზე გასულს მაგიდასთან მჯდომი მხვდება. ნაჭრის შარვალსა და თეთრ მაისურში კარგად გამოიყურება. რომ მხედავს, დგება, მესალმება და დასაჯდომად სკამს მიწევს.
- იმედი მქონდა, რომ უარს არ მეტყოდი. - იღიმის ბიჭი და ხელებს მაგიდაზე აწყობს.
- რატომ უნდა მეთქვა. ალბათ რამდენი იწვალე ამ ადგილის შესახებ რომ გაგეგო. - ვეუბნები ნიშნისმოგებით.
- სიმართლე გითხრა, არა. ფეისბუქზე ვნახე შენი ჩექინები.
ორივეს გვეცინება. ვიცოდი, რომ ამას იტყოდა. მერე მიმტანიც მოდის.
- ყავაზე კი დაგპატიჟე, მაგრამ თუ გინდა თითო ჭიქა ღვინო და ტკბილეული...
- არა, არა. ყავა იყოს და ხილი. წყალიც თუ შეიძლება.- ვეუბნები მიმტანს და სესილის ხათრით დასაკლები ჩემი სამი კილოგრამი მახსენდება. თანაც, ღვინო პირველივე შეხვედრაზე, მაშინ, როცა ყველაფერს დაკვირვება სჭირდება, არ მგონია კარგი აზრი იყოს.
- კარგი. - თავს უქნევს ლუკა მიმტანს.
- კიდევ რა საჭირო ინფორმაცია ნახე ჩემს ფეისბუქზე? - ვეკითხები ინტერესით და ნიკაპს ხელისგულს ვაყრდნობ.
- მმ... - ფიქრობს ის. - პოეზია გიყვარს. მგონი აზიაში გინდა მოგზაურობა. ბევრი არ გძინავს. თეთრი ფერი გიყვარს.
- მგონი დროა ჩემი ექაუნთი დავკეტო. - მეცინება გაკვირვებულს.
დაახლოებით ორ საათს ვატარებთ ტერასაზე. მხიარული ადამიანია, რომელსაც ცოტა ბევრი ლაპარაკი და ტრაბახი უყვარს, თუმცა თავს ამით არ მაბეზრებს. პირიქით, მისი ეს ხასიათი მაცინებს და კარგ განწყობაზე მაყენებს. უშუალოა და არც უხერხული სიტუაციები იქმნება საუბრის დროს. შეკითხვებს მისვამს და პირველი შეხვედრის კვალობაზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას იგებს ჩემზე. ასევე მეც. ჩემზე ორი წლით პატარაა და თუმცა გარეგნულად არ ეტყობა, მის ამ ტრაბახა ხასიათს ასაკს მივაწერ. ჩემთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ რამდენჯერმე სპეციალურად ვუსვამ ხაზს. მაინტერესებს გაბრაზდება თუ არა, მაგრამ რეაქცია არ აქვს. ვიგებ, რომ მამამისს ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია აქვს და თვითონ ერთ-ერთი მათგანის მენეჯერია. არც იმას მიმალავს, რომ დიდად შრომისმოყვარე არაა და, რომ მამამისთან ამის გამო ბევრჯერ უწევს კამათი. მერე ვხვდები, რატომ მეგობრობს დავითთან და აღვნიშნავ კიდეც. ხუმრობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ხვდება და იმასაც მიყვება, როგორ გაიცნო ბიჭი.
- შენს სამეგობროს შორიდან ვიცნობდი, როცა ნიასთან ვიყავი ხოლმე. - ამბობს ლუკა და თითებს მაგიდაზე ათამაშებს.
- იყავი? - ვერ ვხვდები.
- ხო. სკოლის მერე, კოლეჯის პერიოდში შეყვარებულიები ვიყავით. ნუ შეყვარებულები რა - ვხვდებოდით ერთმანეთს. - ბიჭი ისე იღიმის, რომ ყველაფერი აშკარაა. თვალები შუბლზე ამდის. ღმერთო ჩემო, ეს ამბავი ნანიკოს ჭკუიდან გადაიყვანს.
- უყურე შენ? - ვამბობ და მახსენდება კოლეჯის ამბები.
- რატომ გაგიკვირდა?
- არა, არ გამკვირვებია, უბრალოდ... მოკლედ ძველი ამბავია, დაივიწყე. - ვოხრავ და საათს ვუყურებ.
- ჩვენი დაშლის დროა? - მეკითხება ლუკა.
- მგონი ასე ჯობია. დილიდან სამსახური... სამწუხაროდ, ანსამბლი მამაჩემს არ ეკუთვნის და ვერ დავაგვიანებ.
- ნელ-ნელა ვაჩენთ კბილებს საკბენად არა? - წარბებს სწევს ლუკა.
- კარგი, რა. არ მითხრა, რომ გულზე მოგხვდა. - თავს ვაქნევ.
- გულზე მხოლოდ თქვენი მშვენიერი ღიმილი მხვდება, ახალგაზრდა ქალბატონო. - ამბობს ბიჭი და ღიმილით შემომყურებს. ნაუცბათევი კომპლიმენტი მსიამოვნებს და მეც ღიმილითვე ვპასუხობ.
- იცით, როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი, ახალგაზრდა ჯენტლმენო.
- ნებას მომცემთ, ჩემი განსწავლულობით სხვა დროსაც მოვახდინო თქვენზე შთაბეჭდილება?
- შესაძლოა. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ოხ, ეს ამოუცნობი პასუხები. - ტუჩებს მუწავს უკმაყოფილოდ. მეცინება. მერე მაგიდის საფასურს იხდის, კაფედან გამოვდივართ და გზის პირას ვჩერდებით. - შემიძლია სახლამდე მიგიყვანო. - თავის მანქანაზე მანიშნებს. - თუ ტაქსი გირჩევნია...
- მანქანით ვარ, მადლობა. - ჩემს მანქანაზე ვუთითებ. და ისიც თავს მიქნევს. მობილურზე მესიჯი მომდის. ჩემი ცნობისმოყვარე დაქალია. ალბათ კვდება ინტერესით, თუ რა ხდება აქ. - და კიდევ ერთი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, ლუკა. შენ ყველაფერში ისეთი გულწრფელი იყავი, მეც არ შემიძლია სიმართლე არ გითხრა. ცოტას ვყოყმანობდი, მოვსულიყავი თუ რამე მომემიზეზებინა...
- ანუ რაღაც შარმი მაინც მაქვს, რომ უარი არ მითხარი. - იღიმის ის.
- მართლა კარგი საღამო გავატარე. - მეცინება.
- მშვენიერია. - ჩემს ხელს იღებს ის და თითებზე მკოცნის. - მაშინ, ღამე მშვიდობისათ, მარიამ.
- ღამე მშვიდობისა. - ვუღიმი და ჩემი მანქანისკენ მივდივარ. შიგნით ვჯდები და თითებს საჭეს ვუჭერ. „მარიამ.“ ასე მხოლოდ გიორგი მეძახის. მხოლოდ ის.

***
ნანიკოს მოკლედ ვუყვები, როგორი საღამო გამოვიდა, მაგრამ ვერ კმაყოფილდება. სახლში მისულს, კართან მხდვება ატუზული. სანამ აბაზანაში ვარ, თვითონ მოჰიტოს აკეთებს.
- შენთვის ისეთი ამბავი მაქვს... გაგიჟდები, ნანი. - წარბებს ვუთამაშებ გოგოს. მაგიდასთან ვსხდებით, ოსურის დარჩენილი ორი ქამრის დასრულებას ვგეგმავ. გოგო მომლოდინედ მომშტერებია. - იცი, ლუკასგან რა გავიგე? ეგ და ნია კოლეჯის დროს ხვდებოდნენ.
- არაა! - პირს აღებს გოგო და თვალებს ჭყეტს. მერე მალევე იაზრებს მოსმენილს. - ვიცოდი ღმერთო, ვიცოდი! ხომ ვამბობდი? გაიხსენე, რას ვამბობდი? ვიღაც ჰყავსთქო, მაგრამ არავის ეჯერა მაგისი ვითომ კდემამოსილი სახის გამო. კახპა გოგო!
- ხო, მახსოვს. - მეცინება. - ისიც მახსოვს, გამოსაჭერად რომ გაჰყევი. ძაან იდიოტი იყავი ნანი.
- უფრო ჯიბრიანი. დიდად არ შევცვლილვარ. ჩემო ინტუიციავ, ვაბოდებ შენზე. - ჭიქას მიჭახუნებს და სვამს. - კაი, მიდი მოყევი მაგ ლუკაზე. ერთი ნაკლი უკვე ვუპოვე, ნიას ყოფილია.
- სხვა ბევრი ნაკლიც აქვს და ექნება კიდეც, მაგრამ რა გითხრა, ნორმალური ტიპია. კარგი საღამო გავატარე, მართლა. უშუალოა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
- რატომღაც მდიდარი მამიკოს შვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. - ტუჩს ამრეზით სწევს ზემოთ.
- ზედაპირულად ასე ჩანს, ხო. მამამისს აქვს მაღაზიები და იქ მუშაობს მენეჯერად, მაგრამ ხასიათში არ აქვს ეგ, ხო ხვდები.
- შენ რას ფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, შენი ტიპი არ არის.
- შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ფაქტია, კარგ ხასიათზე მაყენებს. ადამიანის აყოლიება და თავის ტალღაზე გადართვა შეუძლია.
- ხოო? ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მერე, ურთიერთობაში შეიძლება დომინანტობა მოიწადინოს?
- არ მგონია. - თავს ვაქნევ და მოჰიტოს რამდენიმე ყლუპს ვსვამ. - ასეთი ტიპი არ ჩანს.
- გამოდის შთაბეჭდილება მოახდინა. რას აპირებ? - მაგიდაზე ფრჩხილებს რიტმულად აკაკუნებს ნანიკო.
- არ ვიცი. ალბათ მივცემ შანსს მასაც და ჩემს თავსაც.
- კარგია, მარ. თუ ოდნავ მაინც მოგწონს, შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს.
- პირველი ცდის მერე მეშინია, სიმართლე რომ გითხრა.
- რის? რომ ისევ არაფერი გამოვა?
- ხო. და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება.

29 ივლისი, 2019 წელი
***
მე და გიორგის მანქანიდან ოსურის ფორმები გადმოგვაქვს და სტუდიაში ავდივართ. ქობულეთის ფესტივალამდე ერთი კვირაც არაა დარჩენილი და ძალიან ვღელავ. ჩვენს დამლაგებელს ალბათ ჩვენზე მეტად უხარია. ფანჯრები ღია გვხვდება და რაფებზე შემოწყობილი ჩემი ყვავილებისთვის წყალიც კი დაუსხამს. ფორმებს მაგიდაზე ვაწყობთ და ბავშვებიც მალევე იწყებენ მოსვლას. ფორმებს რომ ხედავენ თვალები უნათდებათ. სანახავად ახლოს მოსვლას ვერ ბედავენ და ვხედავ, როგორ აკვირდებიან შორიდან. ცოტა ხანში ყველას თავის ფორმას ვაძლევ. თავქუდმოგლეჯილები გარბიან გასახდელში გამოსაცვლელად. მერე კი, მწყობრში ჩამდგრებს, ჩოხებში, კაბებსა და ჩიხტებში გამოწყობილებს რომ ვუყურებ სიამაყისგან და კმაყოფილებისგან გული ძლიერად მიძგერს.
- როგორ მომწონს. - ვეუბნები გვერდით მდგარ გიორგის.
- მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. - ღიმილით ავლებს თვალს მოსწავლეებს და ერთ-ერთს ეძახის, იმას ვისაც წვერზე მივეცი შენიშვნა. - ბერიანიძე, ნუ ცანცარებ მანდ!
- დაგვცხა, მასწ! - პასუხობს ბიჭი.
- მოთმინებაზე რამე გსმენია? ერთხელ გავიაროთ და გაიხდით. - ბერიანიძე უკმაყოფილოდ ფრუტუნებს. - სახე გაასწორე, თორე სოლოში პარტნიორს შეგიცვლი! ჩვენც ასე ვწუწუნებდით? - მეკითხება გიორგი ჩუმად.
- დიახ. - მეცინება. გიორგი მხრებს იჩეჩავს, ვერ ვიხსენებო და მუსიკას რთავს.

რეპეტიციის შემდეგ სტუდიაში ვრჩებით. მალე მეგობრები მოვლენ და სესილის ცეკვებს გავივლით. გიორგი წყლის ბოთლს მაძლევს და ჩემს გვერდით ჯდება. იმ წუთას ფეისბუქის მესენჯერზე შეტყობინება მომდის. ლუკაა.
„ - ახლო მომავალში კინოტური ხომ არ დაგვეგეგმა?“ - ღიმილს ვერ ვიკავებ, მაგრამ გიორგის ახლოს ყოფნა უხერხულ სიტუაციას მიქმნის.
„ - შეიძლება.“ - ვწერ ბიჭს და მობილურს ვდებ.
- მგონი ორი მშობელი გამოგვაკლდა. - მეუბნება ის და სიას ჩაჰყურებს.
- ქობულეთზე ამბობ? - წყალს ვსვამ.
- ხო. ცუდია, სრული დაფინანსება რომ არ გვაქვს. ფულს „ციცინათელასთვისაც“ ავკრეფდით.
- არაუშავს. მეორე წელს კიდევ ვცადოთ. წელს ბოტანიკურში წავიდეთ. ან მშობლებსაც დაველაპარაკოთ. თუ ჯიბეზე ხელის გაკვრა არ დაენანებათ შვილებისთვის, ციცინათელაშიც წავიყვანთ.
- ხო ეგეც მართალია. - ამბობს. მე ისევ მესიჯი მომდის.
„ - შეიძლება? ისევ? გუშინაც და დღესაც? ხუმრობ?“
ისევ მეღიმება.
„ - მოგვიანებით გიპასუხებ. რეპეტიციაზე ვარ.“
მობილურს ვდებ და ვხედავ, როგორ აყოლებს მას თვალს გიორგი. მერე ჩემს სახეს ამჩნევს.
- ვის წერ? - მეკითხება. გული გამალებით მიწყებს ძგერას. ისეთი რეაქცია მაქვს მის შეკითხვაზე, თითქოს მიკრძალავდნენ ვინმესთან ურთიერთობას.
- აამ... ლუკას. - ვეუბნები, სიას ვართმევ და მეც ვიხედები, ვითომ რამე მაინტერესებდეს.
- ლუკას? - ცალ წარბს სწევს გიორგი და თავჩახრილს ქვემოდან მიყურებს. ცდილობს თვალებში შემომხედოს. - იმ ტიპზე ამბობ?
- ხო. დილით ფაისბუქზე დამამატა და...
- მერე?
- რა მერე? - მხრებს ვიჩეჩავ.
- ანუ... რამე ხდება? - ისევ მაკვირდება.
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის, რომ გუშინ ტერასაზე შევხვდით. - ჩემი სულერთიას როლი ისევ პროფესიონალურ დონეზე თამაშობს.
- შეხვდით. - იმეორებს და ერთი წამით ფიქრობს. - შენს ტერასაზე.
- ხო.
- ნანიკომ იცის.
- გიორგი... - თვალებს ვატრიალებ.
- ჩემთვის თქმას არ აპირებდი?
- რა თქმა უნდა, ვაპირებდი. - ვუბრაზდები. - ნუ გაქვს რა ეს ტონი.
- არანაირი ტონი არ მაქვს. როგორი ტიპია? - იატაკზე ჩამომჯდარი, ხელისგულებს პარკეტზე აწყობს. დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ იმიტომ მეკითხება, რომ წყენის თემა შეცვალოს, მაგრამ მე მაინც ვპასუხობ:
- რა ვიცი. ნორმალურად მხოლოდ გუშინ ვილაპარაკეთ. ასე, რომ ერთი შეხედვით ცუდი არაა.
- სახლამდე მიგაცილა?
- მანქანით ვიყავი.
- აჰა. - წარბებს სწევს. - მოგწონს?
- მაინტერესებს, შეძლებს თუ არა, რომ მომეწონოს.
- გამოუვა? როგორ ფიქრობ...
- არ ვიცი.
- შევამჩნიე სოფის დაბადების დღეზე... სიმართლე თუ გინდა, დიდად თვალში არ მომდის.
- მივცეთ, შანსი. იქნებ დაიმსახუროს ჟიურის სიმპატია.
გიორგის მკრთალად ეღიმება.
- ნუ მიბრაზდები. ასე გამოვიდა უბრალოდ. შენთვის რამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია. - მისკენ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი.
- თუ რამე არ მოგეწონება, მაშინვე დაახვევინებ. თუ შენ არა, მაშინ...
- გიორგი! - ვაწყვეტინებ. - ვიცი, არავინ არაფერს მაიძულებს. და საეთოდაც. ძალიან სერიოზულად იღებ ამ ამბავს.
სანამ შეტევაზე გადმოსული გამომეტყველებით რამეს მეტყოდეს, ხმაურით შემოდიან სტუდიაში ლაშა და ნანიკო. მეც ვდგები და მათკენ მივდივარ.

***
ღმერთო! ეს რეპეტიცია არაა. ეს უბრალოდ ჩვენი ძველი ცეკვების და სოლოების გახსენებაა. არც ველოდი, რომ სესილის მოცემულ დავალებას, პირველივე ცდაზე სერიოზულად მოვეკიდებოდით. ამ გეგმას ბოლომდე ჩაშლილად მაშინ ვაცხადებთ, დავითი ლუდის შეკვრით რომ შემოდის. მერე სოფი და ხატიაც მოდიან და კიდევ ოთხი ჯგუფელი. დროს კარგად ვატარებთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საშინაო დავალების შესრულება.
ლუკას ორი დღის შემდეგ ვუთანხმებ კინოში წასვლას და ამჯერად ნანიკოსაც და გიორგისაც ვეუბნები ამ ამბავს.
- მიდი დაო, ბოლომდე მოაჯადოვე ეგ ბიჭი. - ლოყაზე მკოცნის ოდნავ ნასვამი ნანიკო და ვიცი, რომ ამას გიორგის რეაქციის სანახავად ამბობს. ასე ბევრჯერ გაუკეთებია. მაგრამ მის სახეზე ვერც ამჯერად ხედავს სასურველ გამომეტყველებას. მერე მობილურს ცენტრზე აერთებს, თავისი ფლეილისტიდან რაღაც ელექტროს რთავს და საცეკვაოდ გვეპატიჟება.
სახლში მისული შხაპს ვიღებ, ყავას ვიკეთებ და ჩემი ფურცლებით შევდივარ საძინებელში, მაგრამ რატომღაც წარსულის გახსენება არ გამომდის, ან უბრალოდ არ მინდა. ერთხანს იმასაც ვფიქრობ, რომ წერის სურვილი დავკარგე, მაგრამ უკანასკნელ წინადადებებს რომ ვავლებ თვალს, ვხვდები, რომ ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა. ფიქრებისგან თავის დასაღწევად ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.

***
სოფის დაბადების დღე ჯერ არ დასრულებულა. მაგიდა ძალიან ხმაურობს, მაგრამ ეს ხმაური სასიამოვნოა. იმ მქუხარე ტაშს ჰგავს, სცენიდან, გულაჩქარებულს რომ გესმის. მე და გიორგი მაგიდის თავსა და ბოლოში ვსხედვართ. ხელში ღვინის ჭიქა მიკავია და ვგრძნობ, რომ სასმელი ძალიან ბევრია ჩემს ორგანიზმში. ალბათ ამიტომაა, წამდაუწუმ რომ თვალი გამირბის ბიჭისკენ. რამდენჯერმე გიორგიც ამჩნევს ჩემს მზერას და ზუსტად იმ სიყვარულით მიღიმის, როგორზეც მიოცნებია და არა მეგობრული სითბოთი. მსიამოვნებს, მაგრამ არ ვიმჩნევ. თითქოს ამჯერად როლები გვაქვს გაცვლილი. თითქოს მას ვუყვარვარ და ცდილობს თავი არ გაყიდოს.
სოფიც აქაა. მაგიდის შუაში ზის და ვერ ხედავს ამ ყველაფერს. იმასაც კი ვფიქრობ, ნეტავ თუ იცის, რომ ბიჭს მე ვუყვარვარ და არა ისთქო.
მერე ვხედავ, როგორ დგება გიორგი, მაგიდას უვლის, ჩემთან ჩერდება და ხელს მიწვდენს. ვყოყმანობ. სოფის ვუყურებ. ის ვერც კი გვხედავს. მერე კი გამოწვდილ ხელს ვეჭიდები და ვდგები. გიორგი მიდის. ერთ კარს აღებს, მერე მეორეს, მესამეს და ჩერდება. რესტორანში აღარ ვართ. ეს... ეს ნანიკოს სახლია. მისი დის ოთახი. ბიჭი საწოლზე ჯდება. მე კი მის გვერდით. გადაჭდობილ თითებს მაგრად ვუჭერ ერთმანეთს. ვუცდი და მოლოდინით გული მისივდება.
- ვიცი. - მეუბნება გიორგი. ვხვდები რასაც გულისხმობს და სხეულზე ჟრუანტელი მივლის. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიაზრო, რომ მთელი ეს დრო თავს ვიტყუებდი. ცრემლები კალაპოტს არიან მოწოლილები და მხოლოდ ნებართვას ელოდებიან. თვალებს ვახელ. ახლა ჩემს ოთახში ვართ, ჩემს სახლში. საწოლზე კი ფურცლებს ვხედავ, ჩემს ფურცლებს შიშისგან გული მიჩქარდება. გიორგიმ ეს არ უნდა ნახოს. არც ერთ შემთხვევაში. ხელს ვავლებ და ზურგს უკან მიმაქვს. ბიჭს კი ეღიმება.
ფურცლები
2008 წელი
***
იმ თვის ბოლოს მამა ჩამოვიდა გერმანიიდან და ლეპტოპი ჩამომიტანა. გამიხარდა, რადგან მალე ინტერნეტიც შემოვიყვანეთ და „ადნაკლასნიკებში“ დავრეგისტრირდი. მობილურით გიორგის ძალიან იშვიათად ვეკონტაქტებოდი, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ეს სიტაუციას გამოასწორებდა. თითქოს ასეც მოხდა. მხოლოდ თავიდან. დაახლოებით ორი თვე, თითქმის ყოველ დღე ვკითხულობდით ერთმანეთს. ის დედაზე მიყვებოდა. ამბობდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვე მისცეს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბევრს არ ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ რა მიხვედრა უნდოდა, ძალიან განიცდიდა. საიტზე მის აქტიურობას ვერ ვხედავდი. სავარაუდოდ, ინტერნეტით მხოლოდ ჩემი და ლაშას გამო სარგებლობდა. ამბობდა იმასაც, რომ მამასთან ურთიერთობა ეძაბებოდა იმის გამო, რომ დედამისს მკურნალობას არ აძალებდა. ქალს კი მედიკამენტების გარეშე მოკლე, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა გადაწვეტილი.

- კარგად გაერთე ეს დღეები, არაფერზე იფიქრო. მე წასვლას აღარსად ვაპირებ. - მითხრა და ჩემს უკან ნანიკოს გახედა, რომელიც რესტორნის კართან მიცდიდა. თავი დავუქნიე და დროებით დავემშვიდობე.

- ვიცი. - მეუბნება ისევ და ოდნავ ჩემკენ იხრება. ვგრძნობ, როგორ მაწვება ყელში ტკივილი და ამდენწლიანი მოთმინება ერთიანად თავისუფლდება ჩემგან. ცრემლები მაინც გადმოდიან ლოყებზე და ვტირი. გიორგი ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს. საოცარ შვებას და სიმსუბუქეს ვგრძნობ, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება. დაღლილს მეღვიძება და ცრემლებს ვიწმენდ.

№1 წევრი nukito20w

რატომ არის ესეთი მტკივნეული ჩემთვის,არ მესმის. მუცელში ვიგრძენი ჩხვლეტა. ეს გულიც ისე ამიჩქარდა და შემრცხვა. მარიამის ნაცვლად მე დდდ.
კიდევ ერთხელ გამოვტყდები, მომწონს უზომოდ ეს ამბავი.❤❤❤

№2  offline წევრი NA NO

,,კაკაოსფერი, წყლიანი თვალებით შემომცქეროდა და მათვალიერებდა. მერე ოდნავ შეირხა და ამოიოხრა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ჩამეხუტა. გაუაზრებლად მოვხვიე მეც ხელები და ხარბად შევისუნთქე მისი თბილი სურნელი. იმ წუთას ვერაფერს ვეტყოდი, ვერც ვუსაყვედურებდი და ვერც იმას გავუმხელდი, როგორ მენატრებოდა. ვერც შეკითხვებს დავუსვამდი. მაშინ უბრალოდ მინდოდა ასე ვმდგარიყავი და ბოლომდე დამეჯერებინა, რომ გიორგი აქ იყო. ჩემთან ასე ახლო"
მარიამმა თავად თუ იცის რამდენად ძლიერია... ამ გოგოს სიფრთხილე, სხვებზე ზრუნვა და სიყვარულის უნარი უბრალოდ საოცარია ????

ამდენი წელი გრძნობის დამალვა ძალიან რთულია, ძალიან :(
საბოლოოდ კი ესაა ამბავი, რომელიც ყველას ცხოვრებიდან ფაზლის პატარა ნაწილს იპარავს.

№3 ახალბედა მწერალი lullaby

nukito20w
რატომ არის ესეთი მტკივნეული ჩემთვის,არ მესმის. მუცელში ვიგრძენი ჩხვლეტა. ეს გულიც ისე ამიჩქარდა და შემრცხვა. მარიამის ნაცვლად მე დდდ.
კიდევ ერთხელ გამოვტყდები, მომწონს უზომოდ ეს ამბავი.❤❤❤

მე გეტყვი რატომაც. ჩვენთვის ალბათ უმრავლესობისთვის ძალიან ნაცნობია ის, რასაც მარიამი განიცდის. გვახსენდება და გვინდა თუ არა, ოდნავ, სულ ოდნავ მაინც გულს გვტკენს. ან ასეა შენს შემთხვევაშიც, ან უბრალოდ ძალიან ემოციური ხარ. და ძალიან ძალიან მოხარია, რომ ასე ახლოს მიდის შენს გულთან <3

NA NO
,,კაკაოსფერი, წყლიანი თვალებით შემომცქეროდა და მათვალიერებდა. მერე ოდნავ შეირხა და ამოიოხრა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ჩამეხუტა. გაუაზრებლად მოვხვიე მეც ხელები და ხარბად შევისუნთქე მისი თბილი სურნელი. იმ წუთას ვერაფერს ვეტყოდი, ვერც ვუსაყვედურებდი და ვერც იმას გავუმხელდი, როგორ მენატრებოდა. ვერც შეკითხვებს დავუსვამდი. მაშინ უბრალოდ მინდოდა ასე ვმდგარიყავი და ბოლომდე დამეჯერებინა, რომ გიორგი აქ იყო. ჩემთან ასე ახლო"
მარიამმა თავად თუ იცის რამდენად ძლიერია... ამ გოგოს სიფრთხილე, სხვებზე ზრუნვა და სიყვარულის უნარი უბრალოდ საოცარია ????

ამდენი წელი გრძნობის დამალვა ძალიან რთულია, ძალიან :(
საბოლოოდ კი ესაა ამბავი, რომელიც ყველას ცხოვრებიდან ფაზლის პატარა ნაწილს იპარავს.

კი, და ზუსტად ეგ უნდა შეძლოს ამ ისტორიამაც. ყველას ცხოვრებიდან პატარა, გაცრეცილი მონაკვეთების დროებით გამკვეთრება. და ძალიან მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ. <3 მარიამი საკუთარ თავს კარგად იცნობს. იცის, როგორ უნდა იყოს ძლიერი. სხვანაირად ცხოვრების უფლებას თავის თავს არც აძლევს. სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება.
უღრმესი მადლობა, რომ ეს სიტყვები წამაკითხე და გამაბედნიერე <3

№4 სტუმარი wero

რას მიკეთებ?! ძალიან სასიამოვნო თავი იყო. იმედია შემდგე თავს მალე დადებ!^^

№5 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი ამ თავს.იმდენჯერ შემოვედი სანახავად ხომ არ დაიდო და რო დამხვდა ისე გამიხარდა.რაღცნაირად განვიცდი მარიამის სიყვარულს ისე მტკივა მისი ეს განცდა ძალიან ძნელია ჯერ ხომ ცალმრივი სიყვარული და ახლა თან გიყვარდეს მეგობარი და ამას საუკეთესოდ მალავდე და მის ბედნიერებას უყურებ სხვასთან არვიცი.აი ყოველ მომენტში მინდა ველოდები რომ გიორგისგამაც რაღაც დავიჭირო რაღაც მსგავსი მარიამის ან ეჭვიანობა ლუკაზე ამ არვიცი.შენ ისე მოზომილად გაქ გადმოცემული გიორგის ემოციები მარიამის მიმართ აი მეგობრის ჩარჩოშია რაღაცნაირად და სიყვარულს ვერ ვაბრალებ.მოზომილიც არ ქვია ალბათ რეალურად ესეთია მარიამთან გიორგი მეგობარია.ძალიან ვგულშემატკივრობ მარიამს იმედს ვიტოვებ რომ ბოლოს ორმხრივი იქნება მისი სიყვარული.შენ კი მარიამ ძალიან კარგად წერ

№6 სტუმარი Marimari

Ratomgac vfiqrob rom giorgi tavidan mowonda da maris mimart grdznobebsac eyreboda tavi, magram raxan mari tavs ikavebda da ar agrdznobinebda ver gaidga fesvi giorgi grdznobebma, mere asparesze sofo gamochnda da gadaerto giorgi gonebac, es chemi azria, exlac vfiqrob rom gulgrili araa maris mimart da isic distancias icavs kide megobrobis saxelit, iqneb qartulis cekvisas kargad garxsnat goneba orives:-) bolos ertad minda rom iyvnen. Warmatebebi

№7 ახალბედა მწერალი lullaby

wero
რას მიკეთებ?! ძალიან სასიამოვნო თავი იყო. იმედია შემდგე თავს მალე დადებ!^^

მიხარია, რომ ისიამოვნე ^^ არ დავაგვიანებ ძალიან...

სტუმარი თამო

ეგრეა კი, გიორგი მოზომილია მარისთან, მაგრამ ეს მეგობრობის ბრალია თუ არა, მაგას ვნახავთ ^^ ეჭვიანობის მომენტები თუ კარგად დააკვირდები ჩანს და აწიც გამოჩნდება, თუმცა მაგას მერე გავარკვევთ, როგორც მეგობარი ისე ეჭვიანობს თუ უფრო სერიოზულად ^^
მიხარია, ასე რომ მიგაქვს გულთან მათი ამბავი და დიდი დიდი მადლობა, რომ აზრსაც მიტოვებ <3

Marimari

ძალიან ახლოს ხარ სიმართლესთან ჩემო კარგო, რა არის ამაში დასამალი. ^^ თუმცა რა როგორ იქნება, ცნახავთ ნელ-ნელა... იმედია, ბოლომდე გამოგვყვები <3
უღრმესი მადლობა, რომ აზრი დამიტოვე <3

№8  offline წევრი ნანა73

უუჰ, რა სასიამოვნო მოლოდინში ვარ რომ იცოდე!
მიყვარს ეს წყვილი, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ თავისი გრძნობები და დამოკიდებულება.
როგორც არ უნდა გასცდეს საზღვრებს სურვილები, ის პაწაწინა გაელვებები, რაც ყოველთვის ჩანს ცხადად თუ მალვით.
კიდევ მიყვარს ეს მოცულობითი თავები, წარსულის და აწმყოს მონაცვლეობა და ეტაპობრივად წინ გადადგმული ნაბიჯები. ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ლამაზები და ლაღები არიან.
ვგიჟდები ქართულ ცეკვებზე და ულამაზეს შემსრულებლებზე!!!

❤️❤️❤️

№9 სტუმარი სტუმარი ტკბილიწიწაკა

ამეტირა...

№10  offline წევრი marita1230

ადრე ვცეკვავდი , ჩემი მასწავლებელი სესილის ასლია და მისი პერსონაჟი ჩემთვისაც ისევეა გაკერპებული როგორც მარიამისთვის.( არვიცი ასე რატომ მგონია).
სცენაზე გასვლის წინ მხოლოდ ჩემს გულისცემას , ადუღებულ სისხლს , გაყინულ ხელებს და აწითლებულ ლოყებს ვგრძნობდი. შემდეგ იყო შეკრული სუნთქვა და შეჩერებული გუსლისცემა რომელიც ჩემი გასვლის მომენტს მამცნობდა და ფრთებს ვისხამდი , ვიყავით მხოლოდ მე და მაყურებელი, მე და ჩემი გულისცემა . მე და სხეულის ენაზე ამღერებულის სულის ამოძახილი.მე და სცენაზე , მაყურებლის წინ დაბადებული ახალი სიცოცხლე რომელიც ისტორიას წერდა. სახლი იყო, რომელიც თავისუფლებას მჩუქნიდა. იმდენ ემოციას იწვევდა და იწვევს ალბათ არც არასდროს მექნება სიტყვები ამისთვის. იმდენად ახლოა თქვენი ეს მოთხრობა ჩემთვის , მეც მარიამთან ერთად გავდივარ სცენის გზას .
სამწუხაროდ მეც რომ დავდექი არჩევნის წინაშე ცეკვა დავთმე , დღემდე მესიზმრევა რომ ისევ ვცეკვავ ისევ სცენაზე ვარ დღემდე ვგრძნობ მოკაშკაშე ვარსკვლავებს თვალებში მოცეკვავეების ყურებისას (არ ვიცი ამას რატომ ვწერ, უბრალოდ მგონია რომ გამიგებთ და ამდენი ემოცია სად წავიღო მეც არ ვიცი ).
იმდენად ამაღელვებელია თქვენი ნაწერი , იმდენ რამეს იტევს . ისე ლამაზად გამოხატავთ გრძნობებს, ისე ზუსტად , გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თქვენით . წარმატებებს გისურვებთ .

№11 ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
უუჰ, რა სასიამოვნო მოლოდინში ვარ რომ იცოდე!
მიყვარს ეს წყვილი, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ თავისი გრძნობები და დამოკიდებულება.
როგორც არ უნდა გასცდეს საზღვრებს სურვილები, ის პაწაწინა გაელვებები, რაც ყოველთვის ჩანს ცხადად თუ მალვით.
კიდევ მიყვარს ეს მოცულობითი თავები, წარსულის და აწმყოს მონაცვლეობა და ეტაპობრივად წინ გადადგმული ნაბიჯები. ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ლამაზები და ლაღები არიან.
ვგიჟდები ქართულ ცეკვებზე და ულამაზეს შემსრულებლებზე!!!

❤️❤️❤️

მე კიდევ შენს ემოციურ კომენტარებზე ვგიჟდები ნანიკო <3 მიხარია, ასეთი თვალით რომ უყურებ ამ ისტორიას. წინ გადადგმული ნაბიჯები ჯერ ისევ წინაა და იმედია ისინი უფრო გაგახარებენ <3

სტუმარი ტკბილიწიწაკა
ამეტირა...

ვაიმე... რა გითხრა (( <3

marita1230
ადრე ვცეკვავდი , ჩემი მასწავლებელი სესილის ასლია და მისი პერსონაჟი ჩემთვისაც ისევეა გაკერპებული როგორც მარიამისთვის.( არვიცი ასე რატომ მგონია).
სცენაზე გასვლის წინ მხოლოდ ჩემს გულისცემას , ადუღებულ სისხლს , გაყინულ ხელებს და აწითლებულ ლოყებს ვგრძნობდი. შემდეგ იყო შეკრული სუნთქვა და შეჩერებული გუსლისცემა რომელიც ჩემი გასვლის მომენტს მამცნობდა და ფრთებს ვისხამდი , ვიყავით მხოლოდ მე და მაყურებელი, მე და ჩემი გულისცემა . მე და სხეულის ენაზე ამღერებულის სულის ამოძახილი.მე და სცენაზე , მაყურებლის წინ დაბადებული ახალი სიცოცხლე რომელიც ისტორიას წერდა. სახლი იყო, რომელიც თავისუფლებას მჩუქნიდა. იმდენ ემოციას იწვევდა და იწვევს ალბათ არც არასდროს მექნება სიტყვები ამისთვის. იმდენად ახლოა თქვენი ეს მოთხრობა ჩემთვის , მეც მარიამთან ერთად გავდივარ სცენის გზას .
სამწუხაროდ მეც რომ დავდექი არჩევნის წინაშე ცეკვა დავთმე , დღემდე მესიზმრევა რომ ისევ ვცეკვავ ისევ სცენაზე ვარ დღემდე ვგრძნობ მოკაშკაშე ვარსკვლავებს თვალებში მოცეკვავეების ყურებისას (არ ვიცი ამას რატომ ვწერ, უბრალოდ მგონია რომ გამიგებთ და ამდენი ემოცია სად წავიღო მეც არ ვიცი ).
იმდენად ამაღელვებელია თქვენი ნაწერი , იმდენ რამეს იტევს . ისე ლამაზად გამოხატავთ გრძნობებს, ისე ზუსტად , გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თქვენით . წარმატებებს გისურვებთ .

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ცეკვაზე შეყვარებული მკითხველი ჰყავს ამ ისტორიას... ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ ამით... უღრმესი მადლობა ასეთი ემოციური კომენტატისთვის. იმ შეგრძნებებისთვის, რაც მარიამს არაერთხელ გამოუვლია <3
არჩევანის წინაშე შესაძლოა არავინ იყოს, მაგრამ მოიწევთ ცეკვის მტკივნეულად მიტოვება. საშინელი შეგრძნებაა, როცა იმას გწყვიტავენ, რითიც სუნთქავ ((

№12 სტუმარი მე

არ ვიცი რა სიტყვებით შეგამკო, იმდენად საოცარი ხარ! აი როგორ ველოდი შენს ახალ მოთხრობას და ნამდვილად აგვაფეთქე :დდდ ნამდვილად საოცარია და სასიამოვნოა, რადგან ბევრისთვის ძველი წელების გახსენებას და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელის დავლას იწვევს. მოთხრობის შინაარსს რაც შეეხება თავიდანვე მგონია რომ გიორგისაც გრძნობები აქვს მარიამის მიმართ და ამას შესანიშნავად მალავს, არვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს, არვიცი, მაგრამ თითქოს ვგრძნობ რა ემოციებიც მოდის გიორგისგან. თუთქოს, არც ის პატარა ეჭვიანობა არ ყოფილა მეგობრული და სერიოზული გრძნობების ბრალია. ჩემს რაღაც მხარეს ჰგონია რომ თითქოს გიორგიმ იცის რასაც გრძნობს მარიამ მის მიმართ მეორე მხარეს კი ჰგონია გიორგი ფიქრობს რომ მარიამი მის გრძნობებს უპასუხოდ დატოვებს. არ ვიცი გულწრფელად გეუბნები ძალიან არეული ვარ, ერთი სული მაქვს ახალი თავებიდან შენი პატარ-პატარა მინიშნებები მოვაგროვო და ავაწყო მთავარი :დ ძალიან შემაყვარე თავი, მართლა!❤️

№13 სტუმარი Marimari

lullaby
wero
რას მიკეთებ?! ძალიან სასიამოვნო თავი იყო. იმედია შემდგე თავს მალე დადებ!^^

მიხარია, რომ ისიამოვნე ^^ არ დავაგვიანებ ძალიან...

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი ამ თავს.იმდენჯერ შემოვედი სანახავად ხომ არ დაიდო და რო დამხვდა ისე გამიხარდა.რაღცნაირად განვიცდი მარიამის სიყვარულს ისე მტკივა მისი ეს განცდა ძალიან ძნელია ჯერ ხომ ცალმრივი სიყვარული და ახლა თან გიყვარდეს მეგობარი და ამას საუკეთესოდ მალავდე და მის ბედნიერებას უყურებ სხვასთან არვიცი.აი ყოველ მომენტში მინდა ველოდები რომ გიორგისგამაც რაღაც დავიჭირო რაღაც მსგავსი მარიამის ან ეჭვიანობა ლუკაზე ამ არვიცი.შენ ისე მოზომილად გაქ გადმოცემული გიორგის ემოციები მარიამის მიმართ აი მეგობრის ჩარჩოშია რაღაცნაირად და სიყვარულს ვერ ვაბრალებ.მოზომილიც არ ქვია ალბათ რეალურად ესეთია მარიამთან გიორგი მეგობარია.ძალიან ვგულშემატკივრობ მარიამს იმედს ვიტოვებ რომ ბოლოს ორმხრივი იქნება მისი სიყვარული.შენ კი მარიამ ძალიან კარგად წერ

ეგრეა კი, გიორგი მოზომილია მარისთან, მაგრამ ეს მეგობრობის ბრალია თუ არა, მაგას ვნახავთ ^^ ეჭვიანობის მომენტები თუ კარგად დააკვირდები ჩანს და აწიც გამოჩნდება, თუმცა მაგას მერე გავარკვევთ, როგორც მეგობარი ისე ეჭვიანობს თუ უფრო სერიოზულად ^^
მიხარია, ასე რომ მიგაქვს გულთან მათი ამბავი და დიდი დიდი მადლობა, რომ აზრსაც მიტოვებ <3

Marimari
Ratomgac vfiqrob rom giorgi tavidan mowonda da maris mimart grdznobebsac eyreboda tavi, magram raxan mari tavs ikavebda da ar agrdznobinebda ver gaidga fesvi giorgi grdznobebma, mere asparesze sofo gamochnda da gadaerto giorgi gonebac, es chemi azria, exlac vfiqrob rom gulgrili araa maris mimart da isic distancias icavs kide megobrobis saxelit, iqneb qartulis cekvisas kargad garxsnat goneba orives:-) bolos ertad minda rom iyvnen. Warmatebebi

ძალიან ახლოს ხარ სიმართლესთან ჩემო კარგო, რა არის ამაში დასამალი. ^^ თუმცა რა როგორ იქნება, ცნახავთ ნელ-ნელა... იმედია, ბოლომდე გამოგვყვები <3
უღრმესი მადლობა, რომ აზრი დამიტოვე <3

Ra tqma unda mogyvebi bolomde, mainteresebs ra moxdeba.

№14 ახალბედა მწერალი lullaby

მე
არ ვიცი რა სიტყვებით შეგამკო, იმდენად საოცარი ხარ! აი როგორ ველოდი შენს ახალ მოთხრობას და ნამდვილად აგვაფეთქე :დდდ ნამდვილად საოცარია და სასიამოვნოა, რადგან ბევრისთვის ძველი წელების გახსენებას და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელის დავლას იწვევს. მოთხრობის შინაარსს რაც შეეხება თავიდანვე მგონია რომ გიორგისაც გრძნობები აქვს მარიამის მიმართ და ამას შესანიშნავად მალავს, არვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს, არვიცი, მაგრამ თითქოს ვგრძნობ რა ემოციებიც მოდის გიორგისგან. თუთქოს, არც ის პატარა ეჭვიანობა არ ყოფილა მეგობრული და სერიოზული გრძნობების ბრალია. ჩემს რაღაც მხარეს ჰგონია რომ თითქოს გიორგიმ იცის რასაც გრძნობს მარიამ მის მიმართ მეორე მხარეს კი ჰგონია გიორგი ფიქრობს რომ მარიამი მის გრძნობებს უპასუხოდ დატოვებს. არ ვიცი გულწრფელად გეუბნები ძალიან არეული ვარ, ერთი სული მაქვს ახალი თავებიდან შენი პატარ-პატარა მინიშნებები მოვაგროვო და ავაწყო მთავარი :დ ძალიან შემაყვარე თავი, მართლა!❤️

შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ ემოციებში ვარ ახლა ასეთი კომენტატის შემდეგ ^^ მიხარია, ასე ახლოს რომ მიიღე გიორგის და მარიამის ამბავი... ვნახოთ ბოლოსკენ რა ახსნებს მისცემენ ერთამნეთს, როგორ გაუმკლავდებიან ამ გაუგრბრობებს და ჩუმად ყოფნებს. მიხარია, რომ აზრი დამიტოვე, უღრმესი მადლობა ამისთვის <3333

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent