შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები VII

17-10-2020, 23:36
ავტორი belle...
ნანახია 265

კვიზინი/ "წინადადება" /23:25წთ/ მთვარის 22 დღე, მესამე ფაზა...

გამთენიისას იანის ზარმა გამაღვიძა. ახალი ჩაძინებული ვიყავი, ერთი საათის ალბათ. ვერაფრით დავიძინე სანამ „დონმა“ გამთენიისას არ შემომაკითხა სამზარეულოში და არ მითხრა ჩემი მეგობარი უკვე ლოძშია, ნახევარ საათში ვარშავისკენ დაიძვრებიანო. თავი დავუქნიე, მადლობა გადავუხადე და ოთახისკენ წავჩლატუნდი. ახლა კი ისეთი შეგძნება დამეუფლა, თითქოს ბალიშზე არ მქონდა თავი დადებული, რომ გამაღვიძეს. თვალები მოვისრისე და ჩახრინწული ხმით ვუპასუხე.
- სუჰამ...
- მოიცა... - წამით შეყოვნდა - სწორ ნომერზე ვრეკავ? სუჰამ?
ორივეს გაგვეცინა. სიამოვნებისგან იბადრება როცა მის ენაზე ვესაუბრები ხოლმე. სამსახური შევიცვალე, გეგმებიც. პოლონურის სწავლა მომიწევდა და დრო იყო ამაზე მუშაობა დამეწყო.
- გაგიკვირდა?
- მესიამოვნა. ლამაზად მეტყველებ ჩემს ენაზე. ხმის ტემბრი გეცვლება.
- კარგად, თუ ცუდად? - თვალი მომეჭუტა.
- სასიამოვნოდ, რა თქმა უნდა. - ვერ ვხედავდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ იკრიჭებოდა.
- არ თქვა...
დავიმორცხვესავით. საწოლში წამოვჯექი და საბანი ნიკაპამდე ავქაჩე, ნელ-ნელა ცივი შემოდგომა მოიძურწეობდა კვიზინში.
- კარგი, მომისმინე, - კარის ჯახუნის ხმა გავიგე, ალბათ მანქანაში ჩაჯდა - ახლა სამსახურიდან გამოვდივარ. შინ მივალ, გამოვიცვლი და ქარხანაში წავალ, კარგი? ეს უნდა მოვაგვაროთ. მთელი ღამე იმაზე მეფიქრებოდა რომ საწოლში ჩუმად ტიროდი.
- იან... - თავი დამნაშავედ ვიგრძენი - არ შეწუხდე, მათი საქმე ასე თუ ისე უკვე მოგვარდა. აქაური ქართველი ჩაერია და მისი მეგობრები მათ ახალ სამსახურს და საცხოვრებელს მოუძებნიან ვარშავაში. მინდა რომ ჩემთან იყვნენ, მაგრამ ეს ეგოიზმი იქნება. ვარშავაში უკეთესი სამსახური ელით. ასე, რომ თანახმა ვარ.
- მართლა? - ისე გულწრფელად გაუხარდა შვება და მადლიერება ერთდროულად ვიგრძენი.
- მართლა.
- მაგრამ შენ მაინც არ ხარ ბედნიერი... - წამით დადუმდა - არ ხარ, თავს მარტოსულად გრძნობ, ხომ ასეა? მეც ისე ხშირად ვერ ვახერხებ მოსვლას, როგორც თავად მინდა... ხომ იცი...
- რატომ მიხსნი? - გამეცინა - ვიცი, იან, დაკავებული ხარ. არა, მარტოსულად არ ვგრძნობ თავს... კარგი ჰო, ცოტათი შეიძლება, მაგრამ ეგ არაფერია. მთავარი ისაა რომ ჩემი ხალხი უკეთ იქნება.
- ამაზე ვიმუშავებ...
- რა?
- მოგვიანებით განვიხილოთ. ახლა უნდა გავთიშო. მაპატიე რომ გაგაღვიძე. ცოტა გამოიძინე, ხვალისთვის ენერგია დაგჭირდება, ახალი სამსახური გიცდის.
- დღეს გამოივლი?
- რა სისულელეს მეკთხები? - ჩაიფრუტუნა - რა თქმა უნდა, მოგვიანებით. ცოტას მეც წავუძინებ. მთელი ღამე იმ დედანატირებ დანადგარებს ვაკეთებდი.
ქარხანას „შათ დაუნი“ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან დანადგარები რესტავრაციას საჭიროებენ რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა. იანს მათი შეკეთება არ ევალება, მისი საქმე სრულიად სხვაა, მაგრამ როგორც კეთილი ადამიანი კოლეგებს უპრობლემოდ ეხმარება ხოლმე. ასეთი დევიზი აქვს ყველაფერში - „თუ შემიძლია, რატომაც არა?“ იმდენად რაღაცნაირია, ყველაზე ცივ გულსაც გაათბობს მისი ადამიანურობა.
- კარგი, დაისვენე, ტკბილი ძილი და რომ მოახერხებ მოდი.
- აუცილებლად. შენც ტკბილი ძილი ქართველო გოგონავ, გრძელი, ლამაზი თმით.
ფრუტუნით გავუთიშე ტელეფონი. მისი სახე გამახსენდა, პირველად თმა რომ გავიშალე - ზღვისფერი თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა. ფრთხილად შემეხო - ნამდვილიაო? იდიოტი. აქ თითქმის ყველა ქერაა და ვარცხნილობასაც ძირითადად მოკლეს ატარებენ. შედეგად კი, მათ შორის ისე გამოვირჩევი როგორც შავი ყვავი, თეთრებში.
კი მითხრა დაიძინეო, მაგრამ ამ ტლიკინში გამოვფხიზლდი. ფეისზე ჩატი შევამოწმე, საბა არ ციმციმებდა, არც „ცეცხლისფერი“ ალბათ ორივეს ეძინა. ახლა ვარშავისკენ მიმავალ მანქანაში ისხდებოდნენ, რომელიც „დონმა“ წუხელ გაუგზავნა ლოძში. კმაყოფილს სუსტად გამეღიმა. წამოვდექი და ჩემოდნები გადავქექე. თბილი ტანსაცმელი ავარჩიე, თმა დაუდევრად ავიკეცე და აბაზანაში ავედი ხელ-პირის დასაბანად. სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულში ჩავედი. სახლში სიწყნარე იყო - ნახევარს ეძინა, ნახევარი კი დილის ცვლაში მუშაობდა. კარი რომ შევაღე მოულოდნელობისგან შევკრთი. „დონი“ ისევ თავის სავარძელში იჯდა. ყურსასმენები გაერჭო ყურებში და წარბშეკრული ტელეფონს სქროლავდა. ფეხის ხმაზე თავი ასწია და მივხვდი, ყურსასმენები ისევ იმიტომ ეკეთა, რომ ზედმეტად ტვინი არავის გაებურღა მისთვის. ეს პატარა ხრიკი ჩამოსვლის დღიდან დავუმუღამე და კინაღამ გამეცინა.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის, მშვიდობის მტრედო. - გამიღიმა.
- მშვიდობის მტრედო?
გამეცინა და თაოროდან ორი ფინჯანი გამოვიღე. ერთი ყავისთვის, ერთი ჩაისთვის. არასოდეს დამინახავს „დონი“ ყავას სვამდეს. წუხანდელი ჩვენი საუბარი პირველი იყო. მანამდე არასდროს გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. თუმცა, უცნაურად და მაინც ასე ბუნებრივად ერთმანეთზე ბევრი რამ ვიცოდით. გაგიკვირდება და მართლა.
- რამდენი კოვზი შაქარი?
- კოვზი ვეღარ დამითვალე? - გაეცინა. გვერდულად გავხედე. „დონ“ აშკარად ვხსნით კარტებს რომ ერთმანეთს შორიდან ვზვერავდით?
- არ დავინტრესებულვარ, თორემ ეგეც მეცოდინებოდა - რაღა დასამალი იყო, სიმართლე ვუთხარი. ისევ გაეცინა.
- ერთი და ნახევარი. - ღიმილით მიპასუხა - კიდევ რა იცი ჩემზე, ანაბელ?
ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე თითები. ყინულის კრისტალებმა რენტგენში გამატარეს, თუმცა წამით არ მიგრძვნია დაძაბულობა.
- რა „იცი“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.
მადუღარით წყალი დავადგი და მის მოლოდინში ერთ ღერს მოვუკიდე. ამ ბოლოს ბევრს ვეწევი, სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ...
- უცნაური პასუხია.
- რატომ? - მხრები ავიჩეჩე - გინდა ის ჩამოგირაკრაკო, რასაც აქაურები ჰყვებიან შენზე? არ მაინტერესებს. სხვისი შეხედულებები და დასკვნები. საკუთარი დაკვირვებით გამომაქვს დასკვნები.
- ეს უკვე საინტერესო პასუხია. - ვიგრძენი, რომ ამჯერად სხვა თვალით შემომხედა. უფრო დაკვირვებით ვიდრე მანამდე მიყურებდა. - ესე იგი, არ შევმცდარვარ, იშვიათად ვცდები ადამიანებში და მიხარია, რომ შენ ის გამონაკლისი არ ხარ.
- წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობ, მაგრამ არც ნაადრევი დასკვნებია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
სკამი გამოვწიე და მის წინ ჩამოვჯექი. გვერდზე გადახრილი თავით მდუმარედ მიცქერდა. უცებ სიცილი აუტყდა. გამეღიმა.
- რა გაცინებს?
- საყვარელი ბავშვი ხარ, - მზერა გაუთბა - ძალიან საყვარელი, პირდაპირი და მოურიდებელი. თუმცა პირდაპირი, ეს ძალიან მომწონს.
- ვიცი რომ მოგწონს, ყურსასმენებზე შეგნიშნე.
მკერდზე უქმად მოკონწიალე ბასებზე გადავიტანე მზერა. ნამიოკს მიმიხვდა და ოდნავ გაკვირვებულს ისევ გაეცინა.
- აქ ვერავისთან ვსაუბრობ, შვილო, მუნჯივით ვარ. ვის უნდა ველაპრაკო? ამ ხეპრეებს? - თავი უმისამართოდ გაიქნია და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს - რა დევს რომელიმეში, რომ მისი ამოთხრა მომინდეს? არაფერი... ცარიელი ჭურჭლები არიან, სიბინძურით სავსე, ზოგში ეგეც არ არის... ფიტულს ვუყურებ მხოლოდ, ცარიელი, გამაღიზიანებლად ცარიელი მზერის მქონე ფიტულებს.
- რამდენი ხანი ასწავლიდი უნივერსიტეტში?
ტუჩი მოვიკვნიტე, სიგარეტის რძისფერმა ნისლმა წამით დაბურა „კორლეონეს“ გაოცებით აწეული წარბები.
- აკი აქაურების ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევო?
- მე გითხარი მათ მოსაზრებებს და დამოკიდებულებას-თქო, აშკარა ფაქტები როდის და სად უარვყავი?
წამით დაიბნა. კმაყოფილმა სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე, არ მინდოდა დიალოგში დამარცხება მეგრძნობინებინა.
- საინტერესოა, ჯერ სკოლის დირექტორი იყავი 23 წლის ასაკში, მერე ლექტორი უნივერსიტეტში და ბოლოს ციხის ზედამხედველი... ჭრელი პალიტრაა „დონ“...
- რა მიწოდე? - თვალებ მოწკურულმა გვერდულად გამომხედა.
- „დონ კორლეონე“, - თეატრალურად წარმოვთქვი - შენი, მაპატიე და, ცოტა გაბღენძილი ქცევების გამო. პირველად რომ ჩამოვედი დიდად თვალში არ მომიხვედი რომ იცოდე.
მიყურა-მიყურა და უცებ ისეთ ხმაზე ახარხარდა, მე რომ აქ ერთხელაც არ გამიგია მისგან მსგავსი გულიანი სიცილი. დამცინა?
- ზედმეტად პირდაპირი ვიყავი? - გავუკრიჭე და ჩამწვარი ფილტრი საფერფლეში ჩავჭყლიტე.
- შეიძლება.
თვალები მოისრისა, ისევ იცინოდა გამხიარულებული. წამოვდექი და უკვე ათუხთუხებული ჩაიდანი ფინჯნებში მოვაპირქვავე, გავიგონე როგორ ბურტყუნებდა თავის მეტსახელს ჩუმად და ისევ ხითხითებდა.
სწორედ ამ დროს სამზარეულოში ფოტოგრაფმა შემოჰყო გაბურძგნული თავი. ნამძინარევ სიფათს გადაღლილობის კვალი აჩნდა. როგორც კი, თვალი მომკრა გაეღიმა, ზლაზვნით მოფრატუნდა და თავზე მაკოცა.
- სად ეგდე? - თვალები გადავუბრიალე - ორი დღეა სახლში არ ხარ, სად ეგდე?
- შენ რა ცოლივით მიტრაკებ? - სიცილი აუტყდა. მასხარა კაცი!
- ნიკუშ, ჩვენები წავიდნენ! - ვერაფრით დავმალე წყენა - წავიდნენ და ვერც კი დაემშვიდობე, ორი დღეა გეძებ!
- რაო? მოიცა... ჰაა???
წამში გამოფხიზლდა და ნამძინარევი თვალები ფართოდ დააჭყიტა. ჯერ მე შემომხედა, შემდეგ „კორლეონეზე“ გადაიტანა მზერა - შენ მაინც გამაგებინე, რას ბოდიალობსო.
- დალიე ხომ? და ყველა სიკეთესთან ერთად მოწიე კიდეც... - თავი გავაქნიე და ცხელი ფინჯანი „დონს“ გავუწოდე. - გეფიცები მაგრად გცემ თუ გონს არ მოხვალ! და არა ეს „ცოლის“ პრიკაზები არაა, ჩემთვის სულერთი რომ არ ხარ, მაგიტომ ვიღებ ხმას. თორემ მკი,დია რეჟიმი მუდამ ონლაინზე მაქვს!
- ბელ... - მკლავში წამავლო ხელი და თავისკენ შემაბრუნა - რა მოუვიდათ ჩვენებს?
- ყველაფრის მოყოლის თავი არ მაქვს, ნიკუშ. მთავარი ისაა, რომ ისინი აქ აღარ არიან და როცა შენი აქ ყოფნა გვჭირდებოდა ამ დროს რომელიღაც ბარში ეგდე და ტყვრებოდი. ახლა ძალიან მინდა გითხრა იდი ნახუი-მეთქი! სიტყვით მეგობრობის არ მწამს ნიკუშ, მე საქციელებს ვუყურებ!
მთელ სამყაროზე გაღიზიანებულმა მასზე ვიყარე გულის ჯავრი. გაშტერებული მისმენდა. ხმა არ ამოუღია, არც შემპასუხებია. ნაწყენი აწურული იდგა გაზქურასთან. „დონმა“ მშვიდად მოსვა ჩაი. შევამჩნიე ტუჩის კუთხეში ღიმილი როგორ გაუკრთა. სამზარეულოში დარჩენა აღარ შემეძლო. ყავის ჭიქა ნიკას მივაჩეჩე ხელებში.
- დალიე, შენ უფრო გჭირდება... სახეზე ფერი არ გადევს...
სიგარეტის კოლოფს ხელი წამოვავლე და ოთახიდან გამოვედი. კიბეებზე ასვლისას „დონის“ დაბალი ბარიტონი მომესმა - ღირსი იყავიო, რომ უთხრა სიცილით. გაცოფებულმა კარი კიარ შევიხურე შევიბრახუნე. საძინებლის ფანჯრები გამოვაღე და ერთ-ერთთან ფეხმორთხმით ჩამოვჯექი. თვალები დამეხუჭა. მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა, როცა ვბრაზდები თავის კონტროლი მიჭირს...
მედარდებოდა ეს იდიოტი, მედარდებოდა, რადგან ვამჩნევდი, რომ ისევ ძველ ისტორიებს უბრუნდებოდა შიგადაშიგ. თავისი პირით მომიყვა რა გამოიარა და როგორ, ამას ვერ გეტყვი. არ მაქვს უფლება. მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ ჩემი მეგობარი ნელ-ნელა ჭაობისკენ მიიპარებოდა და მე ამის შეჩერება არ შემეძლო. არავის შეუძლია წინ გადაგეღობოს, როცა საკუთარი თავი თავადვე აღარ გსურს. ნიკუშ, როგორ ფიქრობ, მე ყველაფერი რიგზე მაქვს? ჩემთან ყველაფერი ათიანზეა? არა, არაფერი არ არის ათიანზე, არაფერი მითქვამს იმაზე, თუ რის გამო დავტოვე სამშობლო, თუ რა ჯანდაბას ვაკეთებდი ამ გადაკარგულში და რა მიზეზით, იყო, რომ უცხო ქვეყანაში უფრო თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი თავს ვიდრე საკუთარ ბუდეში. არ გაქვს უფლება ჩემს თვალწინ ჩამოდნე და მისაყვედურო, რომ ამის გამო „გილაწუნებ“. არ გაქვს უფლება ყველა და ყველაფერი ....ზე დაიკიდო და ჭიქის ძირში ჩავარდე, როცა შენი ახლობლები გასაჭირში ერთმანეთს შესჩერებიან შეშინებული თვალებით. რა ადამიანი ხარ ასეთ დროს? - მშიშარა... მხდალი და სუსტი. არ გაქვს უფლება რომელიმე მათგანი იყო, როცა ეკლესიასთან პირობა მომეცი, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდი. შენ და საბა ჩემთვის ძმებივით ხართ, პატარა ძმებივით. არ გაქვს უფლება გეწყინოს ის რაც უნდა მეთქვა და გითხარი კიდეც!... ჰო, ცუდად ვესაუბრე, უხეშად, მაგრამ მაინც არ ვნანობდი ჩემს საქციელს. თუ ეს წაადგებოდა, თუ ეს მოაფხიზლებდა დაე ვყოფილიყავი ზიზღის ობიექტი.
მთელი დილა ფანჯარასთან ფეხმორთხმით მჯდარმა გავატარე. ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი ბოლო ხმაზე და ჟოლოს ლუდს ვწრუპავდი ბოთლიდან. ახალ სამსახურზე მეფიქრებოდა. ტომაშის სიტყვებსა და მის გამოხედვაზე. ვღელავდი, არც ისე იოლი იქნებოდა პირველი ნაბიჯები, მე ხომ მათი ენაც კი არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურით ფონს გასვლა კი აქ არ ხდება, ვერ ხდება... ახალი გარემო, ახალი ხალხი, დახვედრა... აწყობა... შეწყობა... თვალები დამეხუჭა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წინ აღმართულ უზარმაზარ კედელზე გაჭირვებით მივფოფხავდი და ყოველ მცდელობაზე უკან ვცურდებოდი.
თავი მსუბუქად მივსცხე კედელს. სახე დამემანჭა. რა ტრაგედიებში იძირები, გოგო?! აზრზე მოდი! სად ჯანდაბაში გაგეძურწა შემართება?! ახლა შენი მომავალი მართლა შენს ხელშია, გამოფხიზლდი, ნორმალურ ცხოვრებას იწყებ, შიშების დროა?! იძიოტკა! სანამ საკუთარ თავს ვამკობდი ტელეფონზე შეტყობინებები დაგროვებულა. მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება როცა ფლეიერში მუსიკის შეცვლა მომინდა. უგულოდ გადავავლე თვალი მონაწერებს. ძველი ნაცნობები, ყოფილი თანამშრომლები და ნათესავები იწერებოდნენ ერთნაირ ტექსტებს - „როგორ ხარ? საქმეები როგორ მიგდის?“ თითქმის ყველა მესიჯი ამ კითხვის შემცველი იყო. არცერთზე არ მექნებოდა გულწრფელი პასუხი, ამიტომ შევეშვი. არავისთვის მიპასუხია. ის იყო ნეტის გათიშვა დავაპირე, რომ ბოლო ესემესმა შემაყოვნა - „ ესე იგი, ასე? ისე წახვედი რომ სიტყვაც არ გითქვამს. საერთოდ არაფერი არ გითქვამს. გაქრი, გაუჩინარდი! წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენი ხანია ქალაქში გეძებ?! შენ გეკითხები და მიპასუხე! ასე როგორ მომექეცი?! შენ გეკითხები, გული საერთოდ არ გაქვს?“ სამჯერ გადავიკითხე შეტყობინება, თვალები ამემღვრა. ტუჩი მოვიკვნიტე და მოკლე ტექსტი ავკრიფე - „ღიმილაკო, ბუმერანგი ყოველთვის ბრუნდება უკან.“ წამით შევყოვნდი. გამეგზავნა? თუ საერთოდ არ მეპასუხა? გაღიზიანებულმა ტელეფონი საერთოდ გავთიშე, საწოლზე ვისროლე და თავი მუხლებზე დავიდე.
- ღრმად ისუნთქე... - ვებუტბუდებოდი ჩემს თავს - ღრმად ისუნთქე... აქ ვერავინ და ვერაფერი მოგწვდება, მარტო ხარ, სრულიად მარტო როგორც თავად გინდოდა. ადექი... ადექი და გაიარე, ზუსტად ისე როგორც ახლადფეხადგმული ბავშვი აკეთებს... გაიარე, ბელს...
ვერ გეტყვი რამდენი ხანი ვიჯექი ასე. ვერც იმას გადმოგცემ ნათლად და გარკვევით რამდენი ემოცია იბრძოდა ჩემს შიგნით გააფთრებით. ვერც იმას გეტყვი, რომ ბოლო ესემესის ავტორის სიტყვები ბოლომდე სიცრუე, ან მართალი იყო. უბრალოდ ის გავაკეთე რაც დიდი ხნის წინ უნდა მექნა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ჰოდა ეგ მერყევი და მშიშარა ადამიანი მე საქართველოში დავტოვე. თამამად გადავდგი ნაბიჯი წინ და წამით არ ვნანობდი გადაწყვეტილებას. მერე რა რომ ცოტა არ იყოს და სრულ საგიჟეთში ამოვყავი თავი? ყველაფრის მიუხედავად აქ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში, რაც არ მიგრძვნია წლების განმავლობაში. ამისთვის უგულო და ეგოისტი ვარ? - ჩერჩეტად ყოფნას მაინც სჯობს დამიჯერე. ყველაფერს მოურიდებლად იმიტომ გიყვები, რომ შეიძლება ახლა ამას ვინმე კითხულობდეს, ვისაც თავი ისე უგრძვნია თითქოს სამყაროში არსებული ყველა კარი, ცხვირწინ მიუჯახუნეს. შეიძლება დაცემულხარ და წამოდგომის სურვილი არ გქონია, შეიძლება შეგშინებია და კომფორტის ზონა მხოლოდ ამ შიშის გამო არ დაგიტოვებია, ის „კომფორტის ზონა“ რომელიც ყოველდღიურად გახრჩობს და პიროვნულად უკან გხევს - ჰოდა, მოდი ასე გეტყვი, თუ ოდესმე გიფიქრია და ახლაც ფიქრობ, რომ რამე არ შეგიძლია, რამეს ვერ გააკეთებ, ყველანაირად ეცადე და საკთარ თავს საწინააღმდეგო დაუმტკიცე. არა გარშემომყოფებს, არა მეგობრებს, არა ახლობლებს და არა ოჯახს - საკუთარ თავს. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს, მხოლოდ ასე შეძლებ იქცე საყრდენად, როგორც შენთვის ისე გარშემომყოფებისთვისაც, რომელთაც შენი დახმარება... ვინ იცის და სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
კარზე კაკუნმა ფიქრებიან გამომარკვია. თავი ავიღე, ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი და საკეტი გადავატრიალე. ნიკუშა კედელს მიყდრნობოდა თავჩაქინდრული. სახეს კეპიან ქუდში მალავდა. გული მომეწურა მისი დანახვისას. ნუ, იდიოტი არ არის?!
- ირაკლიმ მითხრა, რაც მოხდა... – ჩვენი „დონი“ ამ ბოლოს რაღაც ენაწყლიანი გახდა - შეგიძლია მაპატიო? მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე... აქ უნდა ვყოფილიყავი, შენს გვერდით, ჩვენების გვერდით. მაპატიე, ან...
- რამე იმაზე მეტი იყო, ვიდრე საკუთარი თვალით ვნახე და შევამჩნიე?
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. თვალები ამეცრემლა. შეშოთებით ამომხედა.
- არა! არაფერი მსგავსი! ,შვილი ვიყო თუ გატყუებდე!
- ნიკუშ, იცოდე, თუ გავიგებ...
- არ მეჩხუბო, აღარ მეჩხუბო... - სწრაფად მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა - მაპატიე, ვიცი რომ ცუდად ხარ, მეც ცუდად ვარ. ამ სახლში მარტონი დავრჩით, მხოლოდ მე და შენ, ამდენ სირ,ებში. არ გვინდა რა, ერთმანეთის მეტი აქ არავინ გვყავს...
- აზრზე თუ არ მოხვალ, გაგიმეტებ, გაგიმეტებ და სხვაგან გადავალ, მარტოს დაგაგდებ, გაიგე რა გითხარი?!
- გავიგე.
მიჩურჩულა ხმადაბლა და მჭიდროდ მომხვია მკლავები. იდიოტი! არამზადა! გარეწარი! მაინც გადავუსვი თავზე ხელი...

***
მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, სახლში შესვლისას მანქანის ნაცნობი ხმა რომ შემომესმა და შემოვბრუნდი. შავმა ვოლვომ ჭიშკართან დაამუხრუჭა და ქერა კაციც მანქანიდან გადმოვიდა. გამეღიმა მისი დანახვისას. როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. თეთრი შორტებისთვის ლურჯი მაისური შეეხამებინა, თეთრი კედებით.
- მაღაზია გაძარცვე? - კიბეებზე სიცილით ამოირბინა და პარკები გამომართვა.
- არავის დავუნახივარ, ჩემი სიმაღლე რაღაცაში მაინც მადგება სულ თუ არაფერი.
ენა გამოვუყე. ახითხითდა და პირველმა ააჭრა მეორე სართულისკენ. არ იცის გზა, თუ? კარი გავაღე და ოთახში შევედით. პარკები მაგიდაზე დააწყო და ისეთი სახით მომიბრუნდა, ცოტა დავიძაბე. ასე მრავალმნიშვნელოვნად მაშინ მიყურებს ხოლმე, როცა რაღაც აქვს სათქმელი.
- მოდი, სანამ მთავარზე გადავალ იმით დავიწყებ, რომ ხვალ მე წაგიყვან სამსახურში. პირველი დღეა მაინც. მიგაცილებ და ნატალკას ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი.
- ეგ როგორ გავიგო?
ხელით მანიშნა სკამზე დაჯექიო და ჩემს წინ დაეშვა. ფეხები არხეინად გაჩაჩხა და თითები ერთმანეთს გააჭდო. წერო კაცი!
- ესე იგი, მე იმიტომ მოგყვები, რომ ვიცი ნერვიულობ. სანერვიულო კი არაფერია. ერთ გოგოს მიგაბარებენ, რომელიც საქმეს გასწავლის. ინგლისური იცის და პრობლემები არ შეგექმნება. მარტოს არ დაგტოვებენ. ყურადღებას მოგაქცევენ და ასე შემდეგ. ამ საკითხში მოვგვარდით?
- და მეორე საკითხი რა არის? - ნელა მივუახლოვდი იმ საეჭვო მზერის თემას, ორი წუთის წინ რომ მიჟუჟუნებდა იმ ცისფერი თვალებით.
- სხვა ბინაში გადამყავხარ, გაცილებით კომფორტულში და რაც მთავარია სამსახურთან ერთი საათის კი არა, თხუთმეტი წუთის სავალი გზა გექნება. მალე ზამთარი მოვა და გზაში დაიტანჯები.
- სხვა ბინაში?
ავიწურე. ახლა ახალი ხალხის შეგუება არ გინდა? თან აქ ნიკუშა და „დონი“ მყავს, სხვაგან და მითუმეტეს დამპალ უკრაინელებთან რა სიკვდილი მინდა? თუნდაც ძალიან კომფორტულ სახლში?! არა, არ მინდა!
- იან... - მშვიდად დავიწყე - მოდი ამ თემას ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდეთ, კარგი? ჯერჯერობით არავითარი სურვილი არ მაქვს ჟელაზნას დატოვების. ძალიან კარგად ვგრძნობ აქ თავს!
- სპულნა გაცილებით უკეთესია, წყნარი ადგილია, იქ არ ხმაურობენ და არც ამდენი ხალხია როგორც აქ! მარტო იქნები ოთახში, პირობას გაძლევ.
უკვე ვაჭრობაზე გადავიდა. კინაღამ გამეცინა. სპულნაო, ეს ის სახლია მაშინ რომ გითხარი დაიმახსოვრე-მეთქი. აი პირველად რომ წამიყვანა პაწია, კოხტა, ატმისფერ სახლში და დამათვალიერებინა, როგორც კი შესაძლებლობა მექნება აქ გადმოგიყვანო. ისე მოთხოვნადი ადგილი კი არის, ყველას იქით უნდა, მაგრამ იანს არ გადაჰყავს. ზედახორა და აურაზური არ მჭირდება ერთადერთ ადამიანურ ჰოსტელშიო.
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეს ნიუსების დასასრული არ არის? - თვალები ეჭვით მომეჭუტა.
- ქალები მაგას მეექვსე გრძნობას უწოდებთ, ხომ? - გაეცინა - კი, კიდევ მაქვს ერთი ახალი ამბავი შენთვის.
- მაინც?
- ჩემს მეწყვილეობაზე რას იტყვი?
- უკაცრავად? - დავიბენი.
- მე ქარხნის გარდა ხომ მაქვს ბიზნესი? - მრავალმნიშვნელოვნად გაბზიკა თითი ჭერისკენ და უცებ მოვედი აზრზე რასაც გულისხმობდა.
- მერე?
- დამეხმარე, ჩამოსული ხალხის გადანაწილებაში, მათთან კომუნიკაციაში და ზოგადად ამ სფეროში. უცხო ენა იცი, შენს ქართველებთან კომუნიკაციას თავისუფლად ამყარებ. რუსულიც გესმის. იყავი ჩემი თარჯიმანი და ესეც შენი მეორე სამსახური, ნაკლები დრო და კიდევ უფრო ნაკლები ძალები სისულელეებზე საფიქრელად. რას იტყვი?
თვალები ავაფახურე. აი თურმე დილას რა იგულისხმა „ამაზე ვიმუშავებში“. აქაოდა და არ მოიწყინოს, თავი მარტოსულად არ იგრძნოსო და უცებ გამომიჩხრიკა თავისუფალი დროის გასაყვანი საქმე. გამეცინა.
- დიდი სიამოვნებით.
თავი დავუქნიე. ოღონდაც შევძლო იმ ვალის დაბრუნება რომელსაც შენს წინაშე ვგრძნობ პოლონელო და მაგაზე გეტყვი უარს?!
- ესე იგი, შევთანხმდით, პარტნიორო? - გამიკრიჭა.
- შევთანხმდით.
- ჰოდა ღვინო დაასხი მაშინ, აღვნიშნოთ, - გაბრწყინებული წამოვიწიე, რომ სიცილით გაასავსავა ხელები - ვხუმრობ, გრძელთმიანო, ვხუმრობ, ვერ დავლევ, საჭესთან ვზივარ, ხომ იცი?
სახე ჩამომიგრძელდა ნირწამხდარს. ჩემს გამომეტყველებაზე კი, მავნებელი ბავშვივით აუტყდა ხითხითი...
- ხანდახან, როგორი დამჯერი ხარ... - დანანებით გააქნია თავი.
- მაგას მიმნდობი ჰქვია, მიმნდობი... არ გაიშვა შენი ინგლისური! - მუხლი გავკარი გაჩაჩხულ ფეხზე და პარკებში დავიწყე ფოთარი.
- ჰო არა, რას ამბობ, ორი დღის უკან მე ვიწერებოდი „ცუდი გატყდა და შესაკეთებელიაო“ - ახარხარდა გამხიარულებული - ცუდი და საწოლი ვერ გაგირჩევია გრძელთმიანო, ჩემზე როგორ ამბობ რამეს?
- ასოს მექანიკურად შეშლასა და მთლიანად სიტყვის არასწორად წარმოთქმაში დიდი განსხვავებაა, წერო კაცო!
- რა „კაცო“? - წინ წამოიწია უკეთ რომ გაეგო რას უწოდებნენ.
- წერო, წერო! - თვალები გადავატრიალე.
- ეგ რა არის? - აშკარად სიტყვის მნიშვნელობას ვერ მიხვდა და კმაყოფილს თვალები მომეწკურა.
- არ გეტყვი! - ხუთი წლის ბავშვივით დავეჯღანე და ენა გამოვუყე...

№1  offline წევრი მე♥უცნაურე

'არავის შეუძლია წინ გადაგეღობოს, როცა საკუთარი თავი თავადვე აღარ გსურს.' - - მთელი ამ ღამის ამბავი, ამ წინადადებაში ჩაეტია, ჩემთვის.

№2  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
'არავის შეუძლია წინ გადაგეღობოს, როცა საკუთარი თავი თავადვე აღარ გსურს.' - - მთელი ამ ღამის ამბავი, ამ წინადადებაში ჩაეტია, ჩემთვის.

არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა სწორად გიგებენ <3 <3 <3 მესიამოვნა შენი კომენტარი <3 <3 <3

№3 სტუმარი სტუმარი xxx

როგორც იქნა დაიდო ახალი თავი. სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად რა გრძნობებს იწვევ ჩემში ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით წუთებს ვითვლი ხოლმე სანამ ისევ გამოჩნდები. გელოდები ბელს ისევ გელოდები

№4 მოდერი ჰაიკო

ვერ მოგატყუებ რომ გკითხულობ,ფეხდაფეხ მოგყვები და ყოველ წამს ველოდები როდის დაიდება ახალი, არა. განა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ცუდია, უბრალოდ დიდ ისტორიებს ვერ ვკითხულობ. ისე კი გადევნებ თვალს და შენი აქტიურობა მომწონს. სახელი ძალიან მომეწონა - პომარანჯე, ლამაზად ჟღერს.
წარმატებებს გისურვებ.

№5  offline მოდერი belle...

სტუმარი xxx
როგორც იქნა დაიდო ახალი თავი. სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად რა გრძნობებს იწვევ ჩემში ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით წუთებს ვითვლი ხოლმე სანამ ისევ გამოჩნდები. გელოდები ბელს ისევ გელოდები

სახელი მაინც დამიწერე ნორმალურად რომ გადაგიხადო მადლობა თბილი სიტყვებისთვის ;დდდ <3 <3 გმადლობ, მეც გელოდები ხოლმე კომენტარებში ^_^ <3 <3

ჰაიკო
ვერ მოგატყუებ რომ გკითხულობ,ფეხდაფეხ მოგყვები და ყოველ წამს ველოდები როდის დაიდება ახალი, არა. განა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ცუდია, უბრალოდ დიდ ისტორიებს ვერ ვკითხულობ. ისე კი გადევნებ თვალს და შენი აქტიურობა მომწონს. სახელი ძალიან მომეწონა - პომარანჯე, ლამაზად ჟღერს.
წარმატებებს გისურვებ.

მადლობა ჰაიკო <3 კი ბატონო პოლონურში "პომარანჯე" ჩემი საყვარელი სიტყვაა, ზოგადად ძალიან ლამაზი ენა აქვთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, სილამაზესთან ერთად <3 შენც წარმატებები ^_^

№6 სტუმარი სტუმარი xxx

გვანცა მქვია smile heart_eyes მიყვარხარ ძალიან ანაბელ heart_eyes

№7  offline მოდერი belle...

სტუმარი xxx
გვანცა მქვია smile heart_eyes მიყვარხარ ძალიან ანაბელ heart_eyes

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა პატარავ ^_^ <3 <3 <3

№8 სტუმარი სტუმარი Khatuna

როგორ ველოდები ახალ თავს. მართალია ცოტა სევდაც შეერია ისტორიას, მაგრამ ეს ხომ ემიგრანტის რეალური ისტორიაა უცხო ქვეყანაში. ძალიან მომწონს.ყველა ემოციაა თავმოყრილი და მეც ვგრძნობ თითქოს ამ ყველაფერს. მადლობა, კარგად წერთ.

№9 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

ჰო ვიცი რო მელოდებიი სიყვარულო ჩემოო უბრალოდდ ბავშვები და სახლის საქმეების გადამკიდეე ცშირად ვერ ვიცლიი რო შემოვდივარ და გხედავვ მგონი მთელი დღე ვნათებ ნათურის მოვალეობას ვნნაცვლებ ხოლმე ღამე აღარ ანთებენ ჩემიბი ხოლმე შუქსს :დდდდ ეს იქით იყოს და მართალია ,,არავის შეუძლია წინ გადაგეღობოს, როცა საკუთარი თავი თავადვე აღარ გსურს" ეს სიტყვებიი ძალიან მართალია თანნნ.. ხშირად მქონია ეგ შეგრძნებაა არვიცი რატომ მაგრამ ხშირადდ ვფქრობდი რო უაზრობა იყო ყველაფერი რაც ჩემ გარშემო ხდებოდა ხშირად სიცოცხლის გაგრძელების სურვილიც არ მქონიაა განა რამდენი წლის ვარ ან რა პრობლემა მქკნია მაგრამ.დილით გაღვიძებულს.სიცოცხლეც არ მდომია მართალია საკუთარი თავი შენ თუ აღარ გინდა სხვა ვერ გადაგიდგება წინ ბევრჯერ არ მქნია საკუთარი თავის სურვილი ბევრჯერ საკუთარი თავიიც მეზიზღებოდა და გარშემომყოფებიც.. გარშემო იმდენი ნათესავები მეგობრები ოჯახის წევრები მყავდა მაგრამ დაცემულს საკუთარი თავი მეთვითონ წამომიყენებიაა გან არ დამეხმარებოდნენ უზბრალოდ მე არ მდომებია ცხოვრება ესეთია საკუთარი თავის გარდა წაქცეულს არავინ და ვერავინ წამოგაყენებბს ... ჩემი ქმარი ჩემს ცხოვრებაში მზის სხივივით არის ახლა. ბავსვებიც უკვე... არვის მიცე ბელს იმის უფლება გადაგთელოსს შენს სულს დიდ შავ ლაქად დარჩება გეტკინება და ეს ტკივილი გაგანადგურებს სულიერად .. ჰოიციი გულში არააა

ცოტა არეულ დარეულად მმიწერია იმედია შინაარს გამოტან რისი თქმაც მინდოდა ბავსვებს ვაძინებ თან და :დდდდდ

ანუ არ ვიცი ნიკუშას რა აქვს გამოვლიიმაგრამ მესმის მისი იცი ძნელია როცა სიცოცხლე გბეზრდება საკუთარი თავი აღარ გინდა და ისეთი ადამიანი არ გყავს გვერდით რო სიცოცხლის აზრი დაგამახოს ჰო გითხარი ჩემი ბიჭი ჩემს ცხოვრებში მზის სხივივით არის ... იმედია კარვად იქნება ნიკუშა და შენც

უიი დონიტო ეგ სულ დამავიწყდაა ძააან შემიყვარდაა რახარ ამისთანაა რო მოსიარულე უჟმურიბაც რო გააცინე ჰაა

ღმერთო რამდენი ლაპარაკი მიყვარს კიდევ კარგი ჩემს გვერდით არ ხარ თორემ იმდენს გელაპარაკებოდი სალაპარაკო პირის ღრუს ამომიკეტავდი

№10  offline მოდერი belle...

სტუმარი Khatuna
როგორ ველოდები ახალ თავს. მართალია ცოტა სევდაც შეერია ისტორიას, მაგრამ ეს ხომ ემიგრანტის რეალური ისტორიაა უცხო ქვეყანაში. ძალიან მომწონს.ყველა ემოციაა თავმოყრილი და მეც ვგრძნობ თითქოს ამ ყველაფერს. მადლობა, კარგად წერთ.

ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა თქვენ ^_^ <3 <3 ხან სევდიანია ხან მხიარული ხან გიჟური და ხანაც ძალიან გიჟური აქაური რიტმების შესაბამისად ;დდდ <3 <3 <3

მარიამ ენჯიბაძე

კი, კი გელოდებოდი პატარავ ^_^ <3 <3 <3 <3 თავიდან ყველაფერი რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, უბრალოდ მონდომება და გამძლეობაა საჭირო. ნიკუშას რაც შეეხება... ჩემი საყვარელი ადამიანია, ვგიჟდები ამ იდიოტზე, მაგრამ ხანდახან მართლა ძალიან იდიოტია. იმედია ამას ოდესმე მოვაგვარებთ მაგრამ ნიჩეო ჯერ. აი დონი... მე დონმა იმაზე მაგრად გავუგეთ ერთმანეთს ვიდრე ვიფიქრებდი. დანასისხლად ძმაკაცები ვართ დღეს ჩემი ოჯახის წევრია და მეამაყება რომ მისნაირი ადამიანი იმ მეგობრების მოკლე და მწირ სიაში მომეპოვება რომელსაც სულსა და გულსაც მივცემ თუ დასჭირდა <3 <3 <3 რაც შეგეხება შენ... იტიკტიკე დაიკო, მე მხოლოდ მსიამოვნებს შენი ფიქრების და ემოციების ახლოს გაცნობა <3 <3 <3 <3 მიყვარხარ ძალიან და სულ გელოდები ხოლმე <333333333333

№11 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

belle...

ვაიმე ეხლა შენი მაგ სიტყვებით ისე მახარებ ვერ წარმოიდგენ ვგიჟდები შენზე

მიხარია გვერდით ისეთი ადამიანი რო გყყავს ვისაც ენდობიიი და გვერდით გიდგას რადგან ზალიანნ ძნელია როცა უცხო ქვეყანაში მარტო ხარ და არიციი რა გელიიის :( აი გაფასებ ძალიანნ ისე და რამდენი წლის ხარ შეეენ ?? :დდდ

№12  offline მოდერი belle...

ვაიმე ;დდდ <3 <3 <3 მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ლამაზო ;დდ <3 <3 25 ვარ და ცოტახანში ასაკს დავმალავ მგონი ;დდდდდდდდდდდ <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent