შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-5)


20-10-2020, 07:10
ავტორი აირ ისი
ნანახია 8 733

ესეც შემდეგი სერია . .. მომდევნო თავზე პატარა სპოილერებს დავდებ ხოლმე ხანდახან...



8 8 8

მელინადან წამოსვლის შემდეგ, ჩემი სახლის ჭიშკართან მისულს, კიბის მესამე საფეხურზე სიურპრიზი დამიხვდა იქ ჩამომჯდარი ენკეს სახით. ამ უკანასკნელს, მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს დაეყენებინა, ყურებზე დიდი ნაუშნიკები ჩამოეცვა, მუსიკის რიტმს აყოლილი თავს აქეთ-იქით აქნევდა და თან მობილურის ეკრანს მზერას არ აშორებდა. ჩემი მოსვლა საერთოდ არ გაუგია. არც მაშინ შევუმჩნევივარ, როცა ველოსიპედიდან ჩამოვედი და იგი ფარეხთან მივაყენე. ერთიანად თავის სტიქიაში ჩაძირულს, გვერდით რაღაც დიდი, თეთრი ფერის პარკი დაედო, რომელშიც, სავარაუდოდ ლუდის ქილები და ჩიფსებით სავსე პაკეტები უნდა ყოფილიყო, რისი ხელს გამოყოლებაც, ჩემთან სტუმრობისას მუდამ ჩვეოდა ხოლმე.
იმდენად მომზადებული გახლდათ მოსული, ეჭვი გამიჩნდა, მანამ ვერ შევძლებდი მის მოშორებას, სანამ მელინასთან შეხვედრის დროის მოახლოებას არ აჩვენებდნენ საათის ისრები. ეს ადამიანი ჩემთვის ნიცასავით იყო -მიყვარდა, პატივს ვცემდი, მომწონდა მასთან ყოფნა, დროის გატარება და კონტაქტი, თუმცა მხოლოდ გარკვეული ხნით. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ან მისი ფანჯრიდან გადაგდების სურვილი მიპყრობდა, ან უარეს შემთხვევაში, კლდიდან გადაჩეხვის.
ფარეხიდან რომ გამოვბრუნდი და კიბეზე პირველი ნაბიჯი ავდგი, მუსიკის ჰანგებში ჩაძირულმა ენკემ მხოლოდ მაშინ მოახერხა ჩემი შემჩნევა. გამომეტყველებაზე შევატყვე, დიდი ხანი არ იყო, რაც მელოდა. სხვა შემთხვევაში, ან გაბრაზებული სახით შემომხედავდა ან, ბასრ გამოხედვას მესროდა წარბების ქვემოდან, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ჩვეოდა ხოლმე.
-ეს ვინ მოსულა -ჩემი დანახვის თანავე, ყურსასმენები ყელზე ჩამოიცურა მან, თან ფეხზეც წამოდგა, ზანტად -სად დაბოდიალებდი?
-მნიშვნელოვან საქმეს ვაგვარებდი
-ვიცი რაცაა ეგ მნიშვნელოვანი საქმე -ჩაეცინა ორაზროვნად -მერე რა ქენი? მოინადირე შენი საოცნებო ირემი?
რა თქმა უნდა, მელინას გულისმობდა.
-სისულელეებს შეეშვი . . . რა მოიტანე?
-ლუდი, ჩიფსები ცხარე საწებლით და მაკდონალდსის მენიუ -დაზეპირებული ტექსტივით ჩამომირაკრაკა, თან კიბის საფეხურზე დადებულ პარკს დასწვდა. საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა ეს უკანასკნელი -რა ცვილის ფიგურასავით გაშეშებულხარ, დღეს ვიდეო-თამაშებს უნდა ჩავუჯდეთ. დროზე გააღე ეგ კარი და შიგნით შევიდეთ, თორემ მგონი ის შენი გვერდითა მეზობელი მოხუცი ქალი მეპრანჭება
-რომელი ქალი? -გამეცინა
-აი ის, თმები რომ იასამნისფრად აქვს შეღებილი და ჰგონია ასე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება -ამის თქმისას, ენკემ თავით ჩემი სახლის გვერდით მდგომ, კრემისფერი აგურით ნაგებ შენობაზე მანიშნა, რომლის ბაღშიც, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი "ელისაბეტის" ბებია ჩამომჯდარიყო და ღიმილიან მზერას არ გვაშორებდა.
-გამარჯობა, ვერა დეიდა! -მივესალმე ხელის აწევით მეზობელს. მის სახელს ვერა და ვერ გავიხსენებდი, თავად რომ არ ეთქვა ბავშვის წაყვანის მომენტში. რაც შეეხება პატარას, ელისაბეტის მაგივრად ანეტა ერქვა და იმ სახელთან, რომელიც მე დროებით მოვუფიქრე, არაფერი ჰქონდა საერთო
-გამარჯობა, შვილო, როგორ ხარ?
-მშვენივრად. ანეტას მოკითხვა გადაეცით ჩემგან
-გადავცემ, გადავცემ -გაეცინა, შემდეგ კი დაამატა :-თუ გინდა ამ დღეებში კიდევ დაგიტოვებ, რამდენიმე საათით
-არა, არა, გმადლობთ, მოკითხვის გადაცემაც საკმარისია -მოვუჭერი მოკლედ, იმის შიშით, რეალობად არ მიქციოს ეს ხუმრობით ნათქვამი სიტყვები-მეთქი, თან კლიტეში გასაღები სასწრაფოდ გადავატრიალე
-დროზე, შედი -ზღურბლისკენ ვანიშნე თვალებით ენკეს
-ვინ არის ის უცნაური ქალი?
-ვინ უნდა იყოს, მეზობელია
-და ანეტა?
-ანეტა ისაა, ვინც ორი კვირის წინ უზარმაზარი კოშმარი გამომატარა -მივუგე და როგორც კი შიგნით შესული დავიგულე, კარიც მაშინვე მივხურე. სახლში, გასვლამდე, ფარდები ბოლომდე ჩამოვაფარე, თან წინა დღეებში ნაყიდი ვენტილატორი დატოვე ჩართული, რის გამოც, ახლა მეტად სასიამოვნოდ გრილოდა და გარედან შემოსულს, ეს ტემპერატურა ძალიან მესიამოვნა
-კოშმარი? -ველოდი და ჩამეკითხა კიდეც -რას გულისხმობ?
-დღეს კარგ ხასიათზე ვარ და მაგის გახსენება არ მინდა. მიდი, ეგ პარკი ამოალაგე და მე მანამდე ფლეისთეიშენს შევაერთებ, ცოტა ვითამაშოთ
-კარგი, შეაერთე, თან ის მითხარი, მელინასთან ვიზიტმა რა შედეგი გამოიღო
-ის შედეგი გამოიღო, რომ დღეს საღამოს ერთმანეთს ვხვდებით
-რაო, რაო? -აშკარა გაკვირვების ნოტები იგრძნობოდა მის ხმაში -მეხუმრები თუ იმ უკარება თოჯინას დათანხმება მართლა შეძელი?
რა თქმა უნდა არ ვაპირებდი იმის მოყოლას, რომ მელინას ნამდვილი ვინაობის შესახებ შევიტყვე და აქედან გამომდინარე გავხადე იძულებული საღამო ერთად გაგვეტარებინა. საკუთარ თავზე ნამვილად არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ მსურდა მისი საიდუმლო კიდევ ვინმეს სცოდნოდა ჩემს გარდა, მათ შორის არც ენკეს.
-ხომ გითხარი ჩემთვის შეუძლებელია არაფერია-მეთქი? -ვეცადე დამაჯერებელი ხმა მქონოდა, რათა ტყუილში ვერ გამოვეჭირე -ცოტაოდენი მონდომება და მხოლოდ ეს იყო
ენკე ლუდის ქილების ამოლაგებას უკვე მორჩენილიყო და ამჯერად ჩიფსებს "უტევდა".
-აჰა, ანუ, დღეს ვიღაცას ქარიშხლიანი ღამე ექნება -ცოტა არ იყოს, შეპარვით მომიგო. მეც, თავისთავად მაშინვე მივხვდი რაც იგულისხმა
-არაფერი მაგდაგვარი -უარის ნიშნად თავი გავაქნიე -უბრალოდ საღამოს ერთად გავატარებთ და მორჩა
-მეღადავები? -ლამის შუბლს ზემოთ გადაუვიდა თვალები, მე კი ღიმილი მომგვარა მისმა გამოხედვამ -ნიკოლოზ ქალდანი გოგოსგან არაფერს ელის და მიუხედვად ამისა, მაინც მზადაა With her დრო გაატაროს? Dude სიცხე ხომ არ გაქვს?
-მოდი შუბლზე ტუჩები მომადე და შეამოწმე
-მართლა მოვიდე, ფისო? -წარბები გამომწვევარ ამითამაშა ამის თქმისას, რის გამოც, ტელევიზორის გვერდით დადებული ბეისბოლის ბურთის სროლაც დაიმსახურა პირდაპირ მუცელში
-ნადირი ხარ, რა -მიზანში საკმაოდ მწარედ მოხვედრილი ბურთი კვლავ უკან გამომიქანა, თუმცა ენკესგან განსხვავებით სწრაფი რეაგირება მოვახდინე და ზედმეტად ოსტატურად მოვახერხე მისი აცილება
-ბევრს რომ არ ლაპარაკობდე, არ მოგხვდებოდა
-შენ იცინე და რაც ცოტა ხნის წინ მელინაზე მითხარი, იქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს?
-რა დასკვნა?
-ის, რომ მაგ გოგომ უწყლოდ დარჩენილ თევზს დაგამსგავსა, Dude -აწ, უკვე ცარიელი პარკი გვერდზე მოისროლა და დივანზე მოხერხებულად მიწვა -ტიპი ჩვეულებრივად გაშტერებს და ტვინს ნელ-ნელა გაცლის, შენ კიდევ პირდაღებული ზიხარ და ამის უფლებას აძლევ
-საიდან მოიტანე ეგ ყველაფერი? -მხოლოდ მაშინ გავეპასუხე, როდესაც ფლეისთეიშენის მოწესრიგებას საბოლოოდ მოვრჩი და ცალი ჯოისტიკი ოფიციალურად მას გადავეცი
ენკემ ლუდის ქილებს თავები მოხსნა, მერე კი, ჩიფსების პაკეტს დააცხრა და დაახლოებით ოთხი ნაჭერი პირისკენ ერთდროულად გაიქანა.
-რას ნიშნავს საიდან მოვიტანე? -მკითხა პირგამოტენილმა -რაც დრო გადის, ზიანის მოყენების მეტს არაფერს გიკეთებს. ძალიან მომწონს ჩვენი მელინა, მაგრამ ეჭვი მაქვს გიყვარდება და ფრთხილად იყავი მერე მაგრად არ დაგადოს. ვამჩნევ, მაინცდამაინც არ ევასები და თუ გოგოს რეალურად არ ევასები, რთულია მის გონებაში შეაღწიო. ისიც კი არ ვიცი შეხვედრაზე რატომ დაგთანხმდა, ეჭვი მაქვს აქეთ გიგებს რამე ხაფანგს
შეუძლებელი იყო ენკეს სიტყვებზე ღიმილი არ მომდგომოდა. ისეთი ტონი ჰქონდა, როგორც დეტექტივს აქვს თავისი საეჭვო ვარაუდების ხმამაღლა გამოთქმისას. რა თქმა უნდა, კარგად ვხვდებოდი რეალურად რაც აწუხებდა და რატომ არ სურდა მელინასთან ურთიერთობა მქონოდა. იმ ფაქტს ვერ ეგუებოდა, რომ თუ ვინმესთან ნამდვილ ურთიერთობას დავიწყებდი, მაშინ ჩემთან ვეღარც გოგონებს ამოიყვანდა გასართობად და ვეღარც კლუბებში დავიწყებდით ხოლმე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალებით გაბრუებას, როგორც ამას თავისუფალი ცხოვრების წესის დროს ვაკეთებდით.
-კარგი, გეყოფა დრამატიზება -საკუთარი ქილიდან ოდნავ მოვსვი ყინულივით ცივი ლუდი, რის შემდეგაც იგი კვლავ მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე -მგონი ამ თემაზე იმაზე მეტს ფიქრობ, ვიდრე უნდა ფიქრობდე
-მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი?
-მეტი რა უნდა მქონდეს? -სპეციალურად ვთამაშობდი მის ნერვებზე, თან ძლივს ვიკავებდი ტუჩებე მომდგარ ღიმილს. ენკე უკვე მოთმინების დაკარგვის ზღარზე იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბოლოს მაინც სიმშვიდის გზისკენ აირჩია გადახვევა და უღიმღამოდ მომიგო :
-არაფერი . . . მოდი, თამაში დავიწყოთ, დროს ნუ ვკარგავთ
-კი ბატონო -სასწრაფოდ დავწვდი მის სიტყვებზე ჩემს ჯოისტიკს, ჩიფსის ერთი პაკეტი ახლოს მოვიწიე და როგორც კი ტელევიზორის დიდ ეკრანზე მოძრავი ფიგურები გამოისახნენ, მაშინვე ჭკვიანურ სტრატეგიაზე დავიწყე ფიქრი, რათა ეს ტური დამარცხებულის სტატუსით ენკეს დაემთავრებინა და არა, მე
საღამომდე, თამაშში დრო ისე გავიყვანეთ, სასუსნავებიდან ერთი პატარა ნამცეციც არ დაგვიტოვებია. ვირტუალურ სივრცეში გამართულ ორთაბრძოლებში, ხან ერთი ვიმარჯვებდით, ხან მეორე. უნდა ითქვას, საკმაოდ კარგად გავიყვანე დრო, სანამ ჩემი დღევანდელი დღის მთავარი ნაწილი დაიწყებოდა და მხოლოდ შვიდი საათის შესრულებისას გადავწყვიტე, რომ უკვე თამაშის დასრულებისა და მომზადების დაწყების დრო იყო.
ენკეს იმის სურვილიც კი არ ჰქონდა სახლში წასულიყო. აიჩემა მონიტორზე ამდენხნიანმა მიშტერებამ თვალები მატკინა და ახლა რომ საჭესთან დავჯდე, აუცილებლად გამოსახულებები გამიორდება, რის გამოც, საიდანღაც გამოვარდნილი ტრაილერი გამიტანსო.
ვერაფერს ვიზამდი. სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი მისთვის ჩემთან დარჩენა შემეთავაზებინა. როგორც ჩანს, თავადაც სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, რადან აღნიშნული შეთავაზების მოსმენის შემდეგ, სახე კმაყოფილების ღიმილიმა გაუნათა და დივანზე ბოლომდე გადაწვა.
-რახან ასეა, მე აქ დავიძინებ -მახარა -შენ რომელი საათისთვის მოხვალ? თუ გინდა, ჩემი მანქანაც წაიყვანე, გთხოვნი
-რა იყო, მარტო ვერ იძინებ და უნდა მოგიწვე?
-დავაი რა! -ბალიში მესროლა -უბრალოდ მაინტერესებს როდისთვის უნდა გელოდო. შეიძლება გამეღვიძოს და არ მინდა ქურდი მეგონო, შემდეგ კი ბეისბოლის ბიტა გადაგატეხო თავზე
-მგონი შენი სახლში შემოშვება ცუდი იდეა იყო -ჯოისტიკები გამოვაერთე, მერე კი ტელევიზორის ეკრანი ჩავაბნელე.
ენკეს გაეცინა.
-კაი ვხუმრობ რა გჭირს? ისე, რა უნდა ჩაიცვა? თუ გინდა რამეს გირჩევ
-თუ ამჩნევ, ახლა ჩვენი დიალოგი, დაქალების დიალოგს ემსგავსება
-მოიცა, რა -ხელი აიქნია, თან ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი -მართლა რჩევების მოცემას კი არ ვაპირებდი, უბრალოდ შენი გარდერობიდან თუ რამე მომეწონება, ავტომატურად ჩემთან მიმაქვს -მერე საეჭვოდ დახედა ჩემს მაჯას, ნიკაპზე ხელი მოისვა და კვლავ მზერა გამისწორა -ისე, მაგ საათზეც უკვე დიდი ხანია დადგმული მაქვს თვალი, მართლა მაგარი პატენტია
-შენ წარმოიდგინე ორიგინალია -მივუგე, მაგიდის ზედაპირზე შემოდებულ, სხვადასხვა სულელური ბრელოკებით გადავსებულ ენკეს მანქანის გასაღებს დავწვდი და ხელში შევათამაშე. ასეთ განსაკუთრებულ საღამოზე ტაქსით წასვლა ნამდვილად არ მსურდა, ამიტომ, სიამოვნებით ვისარგებლებდი მისი ავტომობილით, მით უმეტეს, როცა თავად შემომთავაზა
-კი აბა რა, მაგის ორიგინალი შენი ერთი წლის ხელფასი ღირს -მომიგო ენკემ სიცილით. მერე მთქნარებით წამოდგა ფეხზე და ისე აიღო გეზი მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ, მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია. აღარც მე ჩამითვლია საჭიროდ პასუხის დაბრუნება. თუ მტკიცებას დავუწყებდი, საათი ნამდვილად ორიგინალია-მეთქი, იმის ახსნაც მომიწევდა, საიდან მოვიტანე ფული მის საყიდლად, ამიტომ გაჩუმება უფრო გონივრულ ვარიანტად ჩავთვალე და ჩემი ოთახისკენ წასულ ენკეს, უკან სწრაფად მივყევი. შეხვედრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეგვიანა. არც თავად მინდოდა ასე მომხდარიყო. უკვე ერთი სული მქონდა, კვლავ როდის ვნახავდი იმ ჯიუტ ბამბის თოჯინას . . .






8 8 8
მანქანა ერთიანად მდელოსფერი ხავსით დაფარულ სახლთან გავაჩერე და ვინაიდან, უკვე ის დრო იყო, როცა მელინა მზად უნდა დამხვედროდა, რამდენჯერმე დავასიგნალე მისთვის ჩემი მოსვლის შესატყობინენლად.
სასიამოვნო შეგრძნება იყო იმის გაცნობიერება, რომ ეს საღამო მასთან ერთად უნდა გამეტარებინა. ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ზედმეტის უფლებას მომცემდა. არც კი ვფიქრობდი ამაზე. ერთადერთი, რაც მსურდა, მის სიახლოვეს ყოფნა გახლდათ და აგრეთვე ისიც, რომ ჩემგან ის ადამიანი არ გამოეძერწა, ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა.
ძრავა ჯერ კიდევ არ მქონდა გამორთული, ამიტომ, საქარე მინა ბოლომდე ჩავწიე და მელინას სახლს მივაპყარი მზერა. შუქი მხოლოდ ერთ ფანჯარაში ჰქონდა ანთებული, თუმცა ვინაიდან, ფარდები ბოლომდე გადაეწია, შიგნით საერთოდ ვერაფერს ვხედავდი.
გვერდითა სახლში მცხოვრები კაცი, ვინც დილით ბუჩქების კრეჭის მომენტში დავინახე, ამჯერად ბაღში გამოსულიყო და ქვის მაგიდასთან მჯდომი, ფინჯან ჩაის გემრიელად შეექცეოდა, პატარა თეფშზე დაწყობილ ორცხობილებთან ერთად. მისმა შემხედვარემ, ოდნავი შიმშილი მეც ვიგრძენი და ისიც გამახსენდა, რომ დღეს ყელში ერთი ლუკმაც არ გადამსვლოდა. ამის გამო, იდეა დამებადა მარკეტში გადავსულიყავი და სანამ მელინა გამოჩნდებოდა, რამე მარტივი მეყიდა, თუმცა ზუსტად ამ დროს, მისი სახლის ერთადერთ განათებულ ფანჯარაში, მოულოდნელად შუქი ჩაქვრა და მეც მაშინვე მივხდი, რომ წუთი-წუთზე გარეთ გამოსულსაც ვიხილავდი. სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტე უწინდელი განზრახვა, გარკვეული დროით, მომავალში გადადებულთა სიაში ჩამეწერა.
აღნიშნულ წამს, ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ სახლის დახურულ კარს მიღმა მყოფი პიროვნება გახლდათ. ცხოვრებაში პირველად ვიყავი შეპყრობილი, რაღაც განსხვავებულით დავკავებულიყავი გოგოსთან ერთად. მინდოდა მისთვის ყოფილიყო დასამახსოვრებელი ჩემთან გატარებული წუთები და არა, ჩემთვის. უბრალოდ დაუოკებელი სურვილი მქონდა, დღის ბოლოს, თუ ხმამაღლა არა, გულში მაინც ეთქვა, რომ ამ საღამოს ათბალიანი სისტემიდან, ათით შეაფასებდა და გაიმეორებდა კიდეც შემდეგისთვის. ასეთი ფიქრები ნიკოლოზ ქალდანის ხასიათისთვის სრულიად უცხო გახლდათ და მეც ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც დიდი და ჯერ კიდევ შეუცნობელი ტრიალებდა.
სახლის კარი რომ გაიღო, სალონიდან გარეთ გადავედი და მანქანას ზურგით მივეყრდენი. წინასწარ ნამდვილად არ მიფიქრია რა ეცმებოდა მელინას ამ საღამოს, თუმცა როგორც კი იგი დავინახე, გაოცებისგან ჯერ თვალების ხამხამი გადამავიწყდა, ხოლო შემდეგ კი თავი სიცილით გადავაქნიე და კინაღამ თვალებიც მოვისრისე, რათა ნანახის რეალურობაში დავრწმუნებულიყავი.
ჩემი დღევანდელი მეწყვილე, სულაც არ ჰგავდა ბარში წასასვლელად გამზადებულს. არც მიმზიდველი კაბა ეცვა და არც, სხვა რამე ელეგანტური სამოსი. ამის მაგივრად, ტანზე ანიმატორის, კერძოდ კი, კურდღლის ერთიანი, ყურებიანი კოსტიუმი მოერგო და ისე მოაბიჯებდა, თითქოს მისი ასეთი ჩაცმულობა ოდნავადაც არ უნდა გამკვირვებოდა. აშკარა გახლდათ, მის ამგვარ ქცევას რაღაც მიზეზი ჰქონდა და სულ ცოტა ხანში, ამოვიცანი კიდეც ეს მიზეზი -მელინას უნდოდა ასე გამოწყობის გამო, თავად მეთქვა უარი მასთან ერთად საღამოს გატარებაზე, მაგრამ ამ სურვილს არავითარ შემთხვევაში არ ავუსრულებდი. თუ იგი ჯიუტი იყო, მე მასზე ორჯერ უფრო მეტი სიჯიუტე უნდა გამომეჩინა, რათა ამ ბრძოლიდან წაგებულის დროშით არ გამოვსულიყავი.
-ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად იმ დაწესებულებისთვის შესაბამისი სამოსი აგირჩევია, სადაც მივდივართ -როგორც კი ხუთიოდე ნაბიჯზე მომიახლოვდა, მაშინვე მოვშორდი მანქანას და მისკენ წავიწიე -სად იშოვე ეს კოსტიუმი, ბავშვთა გასართობი ცენტრიდან მოიპარე?
მელინამ, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ღიმილის შესაკავებლად და სცადა სერიოზული გამომეტყველება დაეჭირა.
-რა მოხდა? ახლა არ მითხრა, რომ ჩემი "ლუქი" არ მოგწონს. მთელი დრო დაუღალავად ვემზადებოდი, რათა საღამოსთვის იდეალური ვყოფილიყავი
-ამხელა სარკაზმის დოზა საბოლოოდ დაგახრჩობს, ბამბის თოჯინავ -მისი კოსტიუმის კაპიუშონზე მიკერებულ, მაღლა აპრეხილ ყურებს წავეთამაშე, მელინა ჩემკენ მოვიზიდე და თვალებში ჩავაშტერდი -ალბათ, ამ საოცრებას რომ იცვამდი, ღრმად იყავი დარწმუნებული მანქანას უკან მივაბრუნებდი და წავიდოდი, თუმცა ასე მარტივად ვერ მომიშორებ თავიდან
-ჰოო? აპირებ ვარდისფერ კურდღელთან ერთად წახვიდე შენს საყვარელ ბარში და ყველასთან თავი შეირცხვინო?
-გამოიცვლი მაგ რაღაცას
-გამორიცხულია . . . როცა მაშანტაჟებდი, იმაზე არაფერი გითქვამს, რომ სამოსის მხრივ აკრძალვები მექნებოდა და ამ პუნქტის ახლა დამატება ძალიან დიდი გაიძვერობა იქნება
-ნუთუ? საოცარია გაიძვერობაზე შენ რომ მესაუბრები
-მოკლედ, ან ასე წამიყვან, როგორც ახლა ვარ, ან მშვიდობიანი ღამე ვუსურვოთ ერთმანეთს და დავიშალოთ -ხმაზე ეტყობოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა ჩემი თავიდან მოშორების იმედი, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ასე უბრალოდ დამეთმო პოზიციები, ამიტომ, კვლავ ავტომობილს მივეყრდენი, გამარჯვებულის მზერით
-თუ შენ არანაირი პრობლემა არ გაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს ასეთ ფორმაში დაენახო, მაშინ მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ, მე პრეტენზია არ გამოვთქვამ, ვარდისფერო კურდღელო -ვუთხარი რაც შემეძლო დარწმუნებით, თან ყურებიანი კაპიუშონი ქვემოთ ჩამოვუწიე და თაფლისფერი კულულები ზემოთ ამოვუყარე -აი, ასე ჯობია . . . თმა არასდროს დამალო, რადგან საოცრად ლამაზი გაქვს
ამის თქმის შემდეგ, რამდენიმე წამით თვალმოუშორებლად მიყურებდა მელინა და მზერას წამითაც არ მაშორებდა. როგორც ყოველთვის, ახლაც გაურკვეველი მეჩვენა მისი გამოხედვა და ვერაფრით მივხვდი რას ნიშნავდა, თუმცა ყველაფერი აშკარა გახდა, როცა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა :
-რა უნდა ვქვნა იმისთვის, რათა ჩემთან ურთიერთობის სურვილი დაკარგო? ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო?
-რატომ გინდა ასე ძალიან, რომ შენთან ურთიერთობა აღარ მსურდეს?
-იმიტომ, რომ სიმშვიდეს მირღვევ -ოდნავი ნერვიულობა შეეტყო ხმაში მელინას ამის თქმისას -სანამ შენ შეგხვდებოდი, ძალიან წყნარი ცხოვრება მქონდა და არც იმის მეშინოდა, რომ მშობლები ჩემს ნამდვილ ადგილსამყოფელს გაიგებდნენ
-თუ იმას გააკეთებ, რაც მინდა, ვერავინ ვერაფერს გაიგებს
-მანიპულატორი ხარ, იცი ეს?
-შენ კი, ხავსი ხარ ჩემს გონებაში, რომელსაც ვერაფრით ვიშორებ. გამოდის, ორივენი ვმოქმედებთ ერთმანეთის სიმშვიდეზე
ამჯერად, სიტყვაც აღარ გამიგია მოპასუხე მხარისგან. მელინა უბრალოდ გაექცა პასუხსაც და მეც, რადგან იმ სიტყვების შემდეგ თვალი ამარიდა, მანქანაში უხმოდ ჩაჯდა და კარი ისე ძლიერად მოხურა, ლამის მთელ ქუჩას გააგონა.
ვხვდებოდი, როგორ ძალიან არ უნდოდა ჩემს სიახლოვეს ყოფნა და ამის გამო, ხასიათი ოდნავ მიფუჭდებოდა, თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, მის ჩემდამი უნდობლობაში, მხოლოდ თავად რომ ვიყავი დამნაშავე. ყველანაირად უნდა მეცადა, მელინას ეს დამოკიდებულება როგორმე გამომესწორებინა. სხვანაირად არ შემეძლო. მჭირდებოდა ამ ადამიანთან სიახლოვე. იმდენად მჭირდებოდა, ცოტათი მეშინოდა კიდეც, თუმცა იმდენად ნამდვილად არა, მისგან შორს წასვლა და დამალვა მომდომოდა, საკუთარი გაურკვეველი გრძნობების გასაჩუმებლად.
ანიმატორის კოსტიუმში გამოწყობილი მელინა, კვლავაც უძრავად მელოდა მანქანის წინა სავარძელზე მჯდომი. მეცინებოდა მის შემხედვარეს. ნუთუ მართლა ასე აპირებდა ბარში შემოსვლას? უნდა მეღიარებინა, თუ ასე მოიქცეოდა, ნამდვილად მივიპყრობდით გარშემო მყოფთა ყურადღებას და არც ჩვენკენ მომართული მზერების სიმცირეს ვიგრძნობდით მთელი საღამოს განმავლობაში.
რაც იყო, იყო. თუ ასე უნდოდა წამოსვლა, წავიყვანდი კიდეც. ნამდვილად არ შემაფერხებდა ის ფაქტორი, რომ სხვებისგან განსხვავებით, მეტად კომიკურად იქნებოდა გამოწყობილი. თუ იგი სიჯიუტის გზას ადგა, ნიკოლოზ ქალდანში ორჯერ უფრო მეტად იყო გამჯდარი ეს თვისება და ნამდვილად არ მივცემდი საშუალებას ჩემს ნებისყოფაზე გაემარჯვა.
ავტომობილში უხმოდ ჩავჯექი. ვინაიდან სალონში ჩამოვარდნილი მდუმარება არ მსიამოვნებდა და არც მელინას ემჩნეოდა, რომ ლაპარაკის ხასიათზე იყო, ძრავის ამუშავების შემდეგ მაგნიტოფონში მუსიკა ჩავრთე და მანქანა მთავარ გზაზე გავიყვანე. იმ ადგილამდე, რომელიც ნავიგატორში მქონდა მითითებული, მანძილი არც თუ ისე დიდი გახლდათ. ჩემი გათვლებით, ზუსტად ათ წუთში უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩქარი სიარულის წყალობით, ეს მანძილი ორჯერ უფრო ნაკლებ დროში დავფარე და სასურველ უბანში მისულმა, წითელი ნათურებით განათებულ შენობას საქარე მინიდან შევავლე თვალი.
ბათუმში ჩამოსვლის პირველი საღამო, სწორედ ამ დაწესებულებაში გავატარე და შიგნით შექმნილი სასიამოვნო ატმოსფეროს გამო, წესით იქაურობა მელინასაც ისევე უნდა მოსწონებოდა, როგორც მე მომეწონა თავის დროზე. მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა- მისი ჩაცმულობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს, ასი პროცენტით სულ ერთი გახლდათ როგორი ტანსაცმლით გაატარებდა საღამოს ჩემთან ერთად, მაინც მსურდა მისთვის გამოცვლა დამეძალებინა. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ ეგრძნო თავი უხერხულად როდესაც ამდენ ხალხში მოხვდებოდა.
-იქნებ, გადაიფიქრო და გაიხადო ეგ რაღაც? -ვკითხე როგორც კი შენობასთან მიახლოებულმა სვლა შევანელე და მანქანის დაპარკინგება დავიწყე. ორ ავტომობილს შორის, თითქოს ვიღაცას სპეციალურად ჩემთვის დაეტოვებინა თავისუფალი ადგილი, რათა დაყენების დროს ზედმეტი წვალება არ დამჭირვებოდა
-რატომ უნდა გადავიფიქრო? -ეჭვით გამომხედა მელინამ -ნუთუ უხერხულობა იგრძენი იმის გამო, რომ ერთადერთი ბიჭი იქნები ამ ბარში, ვისაც ანიმატორული კურდღელი ეყოლება მეწყვილის რანგში?
-ასე ნუ იქცევი რა . . . ვიცი, დიდად არ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, თუმცა იმის გარდა არაფერს გთხოვ, რომ ცოტა ხნით სადმე გადამალო შენი ცუდი წარმოდგენები ჩემზე და შეეცადო სხვა კუთხითაც დამინახო. თუ ამ საღამოს შემდეგაც ისე ცუდ ადამიანად მოგეჩვენები, როგორც აქამდე, გპირდები, ჩვენს შორის მარტო მისალმებითი ურთიერთობა დარჩება სამსახურში მისვლისას და მეტი არაფერი
-ანუ, გარიგებას ვდებთ -საქმიანი ტონი დაიჭირა ამის თქმისას
-ეგრე გამოდის
-ვფიქრობ, მსგავსი პირობები მეც მაწყობს
-თუ ასეა, ჩემი პირობაც შეასრულე და რამე სხვა ჩაიცვი -გამიხარდა, რადგან მივხვდი, მცირედ კომპრომისს მაინც მივაღწიე ამ უზომოდ ჯიუტ არსებასთან
მელინა საზურგეს მთელი ტანით მიეყრდნო და გვერდულად გამომხედა.
-ჩავიცვამდი, მაგრამ ერთი პრობლემაა -ასეთ შემთხვევაში სახლში მოგვიწევს მიბრუნება
-მაგას მე მოვაგვარებ, აქვე ახლოს სადღეღამისო სავაჭრო ცენტრია და რამე ნორმალურს გიყიდი -მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებში მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არ მქონდა, მაინც შევთავაზე
-არა, საჭირო არაა -მაშინვე გააპროტესტა -მე უკეთესი იდეა მომივიდა
-მაინც რა იდეა?
-შენი პიჯაკი გაიხადე და მე მომეცი -სამოსის საყელოზე შემეხო ამის თქმისას -თავად მხოლოდ მაისურით შემოხვალ და პრობლემაც მოგვარდება
-მხოლოდ პიჯაკს ჩაიცვამ და სხვას არაფერს?
-ჰო, რა მოხდა? -მხრები გარკვირვებით აიჩეჩა მან -ვინაიდან ჩემზე მაღალი ხარ, სხეულს კარგად დამიფარავს და დიდი ალბათობით, ელეგანტურადაც მექნება
საწინააღმდეგო ვერაფერი ვთქვი. ნამდვილად არ იყო ცუდი აზრი და ამ საშუალებით, აღარც ზედმეტ დროს დავკარგავდით სავაჭრო ცენტრში სიარულში.
-მგონი მშვენიერი ვარიანტია -აღვნიშნე კმაყოფილებით -საყიდლებზე დიდხანს სიარული მაინც არ მიყვარს, ქალებს კი ეს პროცესი საშინლად გეწელებათ ხოლმე
-ყველა ქალს ერთ ქვაბში ნუ ხარშავ -გაეცინა მელინას -ზოგიერთს საერთოდ არ სჭირდება ორსაათიანი შოპინგ-ტური, რათა თავისთვის სასურველი სამოსი აარჩიოს
-ამით იმას ხომ არ გაუსვი ხაზი, რომ შენც ასეთი ქალების რიცხვში ხარ?
-მე იმათ რიცხვში ვარ, ვისაც სამოსს სულ დედა ურჩევდა ხოლმე და დახეული ჯინსის ჩაცმაც კი სანატრელი ჰქონდა ოჯახის სოციალური სტატუსის გამო -ღრმად ამოიხვნეშა ამის თქმისას მელინამ და იმ წამს, კიდევ ერთხელ მიმახვედრა, თუ რას გამოექცა თავისი ძველი ცხოვრებიდან
-რთულია, როცა ასეთ პირადულ საკითხებს სხვები წყვეტენ შენს მაგივრად
-დამიჯერე, ეს იმაზე უფრო შემაწუხებელია, ვიდრე გგონია, თუმცა მაინც არ მომწონს, როცა შვილები, მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავენ. რაც არ უნდა იყოს, მათი დამსახურებაა, რომ ამ ქვეყნად დავიარებით და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას
სახეზე ღიმილი მომგვარა მოსმენილმა მცირე მონოლოგმა. იმ წამს ცხადად გავიაზრე, რომ ერთხელაც კი არ მიგრძვნია მადლიერება საკუთარი მშობლებისადმი, რათა ამ ქვეყნად მომავლინეს. ეს გოგო, თითქოს ყოველ დღე რაღაც ახალს მასწავლიდა, ისეთს, რაზეც მანამდე ყურადღებას არასდროს ვამახვილებდი და თავში აზრადაც კი არ მომდიოდა.
-კარგი, მოდი სანამ ბარს დახურავენ ჩაცმის საკითხი მოვაგვაროთ და შევიდეთ -საუბარი სხვა სტადიაზე გადავიყვანე, პარალელურად კი პიჯაკის გახდა დავიწყე -მანქანიდან გადავალ და შეგიძლია მშვიდად გამოიცვალო. გარეთა ხედვის მინები დაბურულია და რომც შემოვბრუნდე, მაინც ვერაფერს დავინახავ
-რა უნდა ნახო ისეთი, რაც აქამდე არ გინახავს? -სიცილით მკითხა, თან იმ წამს გახდილი პიჯაკი ჩამომართვა
-თუ ამ თემაზე საუბარს კიდევ განვაგრძობთ, რამე ისეთი წამომცდება, რაც გაგაბრაზებს, ამიტომ ჯობია გავჩუმდეთ
-ბოლო დროს უფრო მიხვედრილი მეჩვენები, ვიდრე აქამდე, იცი?
-უღრმესი მადლობა კონპლიმენტისთვის -ოდნავი სარკაზმი ჩავდე ჩემს ტონში და მანქანიდან ისე გადმოვედი, რომ მელინასთვის მეტად აღარაფერი მითქვამს
ბარიდან ოდნავ თუ გამოდიოდა წყნარი მუსიკის ხმა. აქაურობა შეხვედრისთვის სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ დაწესებულებაში მხოლოდ მშვიდი მელოდიები უკრავდა ხოლმე და არანაირი ხმამაღალი, შემაწუხებელი სიმღერები, როგორიც მელინასნაირი ხასიათების ადამიანს ნამდვილად არ უნდა ჰყვარებოდა.
ჯანდაბა, რატომ ვცდილობდი ასე ძალიან, რათა ყველანაირად ამ გოგოს ხასიათს მოვრგებოდი, მისთვის მესიამოვნებინა და ეს საღამოც დაუვიწყარი გამეხადა? ცხოვრებაში პირველად მქონდა შემთხვევა, როდესაც ქალისგან არაფრის მოლიდინი არ მქონდა, მაგრამ მაინც მსურდა ამ უკანასკნელთან დროის გატარება, მხოლოდ მისი წესებით და მის სიამოვნებაზე კონცენტრირებით.
მართლა რა მემართებოდა?ასე ხომ არასდროს მიცხოვრია? რა შეცვალა მელინას გამოჩენამ ისეთი, რომ მსგავსი უჩვეულო ნაბიჯების გადადგმა მაიძულა? ამ კითვებიდან, არც ერთ მათგანზე არ მქონდა პასუხი. დიდად არც მინდოდა მქონოდა. ერთადერთი, რაც მსურდა ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის თავიდან მოშორება და მხოლოდ დღევანდელი საღამოთი სიამოვნების მიღება იყო.
ბარიდან გამომავალი წყნარი მუსიკა, ახალმა მელოდიამ შეცვალა. აქედან დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ კი, მანქანის კარის გაღების ხმაც მისწვდა ჩემს ყურთასმენას. სავარაუდოდ, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მელინას უკვე დაემთავრებინა თავისი სამოსის გამოცვლა და ამის შესამოწმებლად, მეც უკან მივტრიალდი.
ჩემი ვარაუდი სინამდვილე აღმოჩნდა. ქუჩის ოქროსფერი განათების ფონზე, ნათლად გავარჩიე პრადას პიჯაკში გამოწყობილი მელინას ფიგურა, ვისაც ფეხზე შავი ფერის, საკმაოდ ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმელი მოერგო, გრძელი, თაფლისფერი, ტალღოვანი თმა მხრებზე ლამაზად ეყარა და ჩემკენ საკამოდ თავდაჯერებული გამომეტყველებით მოაბიჯებდა. სუნთქვა შემეკრა იმდენად ლამაზი იყო იმ წამს. პიჯაკი, ნათლად უსვამდა ხაზს მის იდეალურად სწორ, ლამაზ ფეხებს, რომელიც ასეთ მოკლე სამოსში მანამდე არასდროს მქონდა ნანახი. ზოგადად, არ ახასიათებდა გამომწვევი ჩაცმულობა, თუმცა დღეს იმდენად ვნებიანი ქალის იერი ჰქონდა, აშკარად დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა, იმისთვის, რათა ჩემი ხელები მეკონტროლებინა და საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება არ მიმეცა.
-როგორც ვხედავ, მართლა არ ჰგავხარ სხვა ქალებს
-რას გულისხმობ? -კითხვით სავსე მზერით მომიახლოვდა და ჩემს წინ დატრიალდა -აბა, ნორმალურად გამოვიყურები?
-სუნთქვისშემკვრელად . . .
-და მანამდე დასმული შეკითხვის პასუხი რა არის?
-ის ვიგულისხმე, რომ სხვა ქალებივით დიდი დრო არ დაგჭირვებია მოსამზადებლად -განვუმარტე -ჰო მართლა, ეს ფეხსაცმელი სად ნახე? როგორც მახსოვს, კედებით იყავი წამოსული
მელინამ თავის ქუსლიანებს დახედა, შემდეგ კი კვლავ მე შემომხედა თვალებში.
-უკანა სავარძელზე ვიპოვე დაყრილი. ალბათ შენს რომელიმე გოგოს დარჩა
-აჰა, გასაგებია -გამეღიმა -თუმცა იმაში შეცდი, რომ ჩემს გოგოს დარჩა. ეს მანქანა ენკესგან ვინათხოვრე და მაგ ფეხსაცმლის მფლობელთანაც არანაირი კავშირი არ მქონია
-გასაგებია . . . კარგი, თუ ყველაფერს მოვრჩით, მაშინ შევიდეთ -ბარისკენ თვალებით მანიშნა მან, თან ერთი ნაბიჯით წაიწია დაწესებულებისკენ, აბრას თვალი ოდნავი ღიმილით შეავლო და ბანერზე წაწერილი სახელწოდება ხმამაღლა წაიკითხა : - The Colour Of Patience. დასახელებიდან გამომდინარე, წყნარი ადგილი უნდა იყოს
-მოდი, ეგ ცნობისმოყვარეობა შიგნით შესვლის მერე დაიკმაყოფილე -ხელზე, ხელი მოვკიდე ამის თქმისას, პიჯაკის საყელო ოდნავ შევუსწორე და პირდაპირ დაწესებულებაში შესასვლელი კარისკენ წავიყვანე
წინა ვიზიტისგან განსხვავებით, ამ ჯერზე, ღია იასამნისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ დარბაზში, შედარებით მეტი ხალხი შეკრებილიყო. თავისუფალი მაგიდები, აქა-იქ თუ მოგხვდებოდათ თვალში. ბარის დახლთანაც კი ყველა სკამი დაეკავებინათ კლიენტებს და საღამოს გალამაზებას სხვადასხვაგვარი ალკოჰოლური სასმელით ცდილობდნენ.
-წავალ, რამეს შევუკვეთავ, შენ კი მანამდე თავისუფალი ადგილი იპოვე და დამელოდე, კარგი?
-რის შეკვეთას აპირებ? გაითვალისწინე, ალკოჰოლიანი არაფერი მინდა
-რატომ? გეშინია, რომ მთვრალს გამოგიჭერ და სიტუაციით ვისარგებლებ?
მელინას ოდნავ ჩაეცინა.
-სულაც არ მეშინია -ამაყად განაცხადა -უბრალოდ უცნაური ალერგია მახასიათებს - როცა ალკოჰოლს ვსვამ, საშინელი სიმხურვალე მივლის მთელს სხეულში და ამის გამო, ყინულიან წყალში ჩაწოლაც კი მინდება ხოლმე
-ასეთი რამ პირველად მესმის
-შეიძლება ასეა, მაგრამ არ გატყუებ -მომიგო, ჩემი ხელისგან, რომელიც ჯერ კიდევ მის მარჯვენაზე მქონდა მოკიდებული, თავი გაითავისუფლა და დარბაზში, თავისუფალი ადგილების საპოვნელად მოატარა მზერა
-მომეწონა აქაურობა, იცი? -ოდნავი ღიმილით მომიბრუნდა -ველოდი, რომ რაღაც ხმაურიან, თინეიჯერულ კლუბთან გააჩერებდი მანქანას, სადაც ყველას ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა აცეკვებს
-ვერ გეტყვი, რომ ეგეთ ადგილებში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მუდამ ისეთებს ვამჯობინებ ხოლმე, როგორშიც ახლა ვარ
-კარგი, მგონი ერთ თავისუფალ ადგილს მოვკარი თვალი -თითით მანიშნა დარბაზის კუთხეში მდგომი ორადგილიანი მაგიდისკენ, რომლის შუაშიც, ოქროსფრად მანათობელი, ბადისებრი სანათი დაედოთ, დეკორატიული გაფორმების სახით -წავალ, დავიკავებ, სანამ ვინმეს დაუსწრია
-იმედია, როცა მოვალ, სახლში გაქცეული არ დამხვდები
-მაგაზე დავფიქრდები -ოდნავ ჩაეღიმა და მეტად აღარაფერი უთქვამს, ისე გაემართა თავის მიერ არჩეული მაგიდისკენ
მიუხედავად ხალხმრავლობისა, ბარში მაინც სასიამოვნო სიმყუდროვე იყო. წყნარი მუსიკა, თბილი აკუსტიკა და სიმშვიდის მომგვრელი დეკორატიული გაფორმება, თითქოს ხმაურის გამოწვევის ყოველგვარ სურვილს უკარგავდა თითოეულ აქ შემომსვლელს.
არც დაწესებულების ბარმენი ჰგავდა ამ პროფესიის ტიპურ წარმომადგენელს -უამრავი სვირინგით, უცნაური ვარცხნილობითა და პირსინგით. ამის მაგივრად, დახლთან ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭი იდგა, მუქ ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილი და გვერდითაც ასევე სრულიად ნორმალური ვიზუალის, დაახლოებით მისივე ასაკის გოგონა ამოდგომოდა. ამ ორის დანახვაზე, მაშინვე ჩემი და მელინას სამუშაო დღეები მომაგონდა, „ქვიშის ქარიშხალში“ და უნებურად ღიმილი მომერია.
-საღამო მშვიდობის -მივესალმე ორთავეს, თუმცა მათგან მხოლოდ ბიჭი იყო თავისუფალი, რადგან გოგონა, ერთ-ერთ კლიენტს ლუდს უსხამდა, თან რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა
-საღამო მშვიდობის, რას მიირთმევთ?
-ეს ოფიციალური ტონი მოიშორე რა, თორემ თავი ორმოცი წლის კაცი მგონია
-კარგი, კარგი -გაეცინა -მაშინ, რას დალევ, ძმაო?
-ასე ბევრად უკეთესია -მეც გამეცინა -დალევას რაც შეეხება, ერთი ირლანდიური ვისკი დამისხი და ერთიც, რომელიმე უალკოჰოლო კოქტეილი
-გასაგებია -თავი დამიქნია, მერე კი დაამატა :- უალკოჰოლო კოქტეილს რახან უკვეთავ, ესე იგი, აქ გოგოსთან ერთად ხარ
-როგორც ჩანს, შენი ლოგიკა მოწოდების სიმაღლეზეა
-უბრალოდ დიდი ხანია აქ ვმუშაობ. ახლოს მოიწი, რაღაც უნდა გითხრა -დახლზე გადმოიწია ამის თქმისას და მას მკლავებით ჩამოეყრდნო
-რა უნდა მითხრა?
-ის, რომ ქალი სწორედ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ავლენს თავის ნამდვილ ხასიათს. თუ გინდა შენი გოგო უკეთესად გაიცნო, უნდა დატესტო როგორ გამოიყურება ნასვამი
-კარგად ვერ მივხვდი რას მთავაზობ. ანუ, მეუბნები, რომ ალკოჰოლის შემცველი კოქტეილი მივუტანო და მოვატყუო, რომ უალკოჰოლოა?
-სწორედაც -აღფრთოვანებით შემოჰკრა ტაში ბარმენმა -თაღლითობით, ცოტ-ცოტას ქალებიც თაღლითობენ ხოლმე ჩვენთან მიმართებაში, ამიტომ, ამით ბევრს არაფერს დააშავებ
-მეც მაინტერესებს როგორ მოქმედებს მასზე სიმთვრალე, თუმცა თქვა, რომ სასმელი ცუდად ხდის -უკვე მაგიდასთან მჯდომ მელინას გავხედე ამის თქმისას. ეს უკანასკნელი ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და ჩემს მოლოდინში ვიღაცას ემესიჯებოდა.
ბარმენს გაეცინა . . .
-კარგი რა ძმაო, ქალები ასე ცდილობენ შენიღბონ ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი მათ ზედმეტად ათამამებს. ალბათ ამას უფრთხის და ეგ ტყუილიც ამიტომ გითხრა
გამოგიტყდებით, ლოგიკური მეჩვენა ეს მოსაზრება. მართალია, ამაღამ მელინასთვის თითის დაკარებასაც არ ვაპირებდი, თუმცა მაინც შემიპყრო იმის ინტერესმა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ და ამ ცნობისმოყვარეობამ მაიძულა ოდნავ გაიძვერული ხერხებისთვის მიმემართა.
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, რამე ძლიერმოქმედი გამიკეთე, სადაც არაყის გემო არც ისე შესამჩნევი იქნება და მას ხილის არომატები გადაფარავს
-ნუ გეშინია, ეგ მე მომანდე -თვალი ღიმილით ჩამიკრა ბარმენმა. ეტყობოდა, ძალიან უხაროდა ჩემი დარწმუნება რომ მოახერხა და თავის მხარეზე გადამიბირა. იმ წამს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა -მელინას რომ გაეგო, რასაც ვაპირებდი, ალბათ თავისი ჩვეული სიმშვიდით მეტყოდა მშვიდობით სამუდამოდო და აქაურობას დაუყოვნებლივ დატოვებდა. აღარც ჩემი შანტაჟი შეაჩერებდა და აღარც თავისი საიდუმლოს გამოაშკარავების შიში. თუმცა მიუხედავად ამ რისკისა, მაინც არ მინდოდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხელი ამეღო. დაუოკებელი სურვილი მიპყრობდა მისი ყოველნაირი სახე შემესწავლა -ფხიზელიც, მთვრალიც, გაბრაზებულიც, ანერვიულებულიც და კიდევ სხვა მრავალი. შეპყრობილი ვიყავი ამ ადამიანით. იმდენად შეპყრობილი, რომ ხანდახან საკუთარ „მე“-საც კი ვივიწყებდი და მხოლოდ მის სიამოვნებაზე ვიწყებდი ფიქრს. ისევე, როგორც დღეს . . .
-ესეც ასე, შენი შეკვეთა უკვე მზადაა -მოულოდნელად დამიდგა ბარმენმა წინ ჩემთის განკუთვნილი ჭიქები -სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ, შენს პარტნიორთან ერთად
-გმადლობ . . . მაინც რამდენად ძლიერმოქმედია კოქტეილი?
-საკმაოდ. ცოტ-ცოტა, ოცი სხვადასხვა სახეობის არაყი აქვს, წესით ეფექტურად უნდა იმოქმედოს
-მშვენიერია -კმაყოფილების ღიმილი მომადგა ტუჩებზე -მაშინ წავალ და ექსპერიმენტს ჩავატარებ
ეს რომ ვთქვი, ზუსტად იმ წამს, დახლთან მდგომმა ბარისტამაც გააცილა თავისი კლიენტი და მზერა ჩემზე გადმოიტანა. მომეჩვენა, რომ ოდნავ გამომწვევადაც გამიღიმა, თუმცა საპასუხოდ არაფერი მომიმოქმედია, ისე გავემართე იმ მაგიდისკენ, სადაც მელინა იჯდა, ჩემს მოლოდინში.
უნდა მეღიარებინა, საკმაოდ მყუდრო ადგილი ჰქონდა შერჩეული. ჩვენი მაგიდა, სხვებისგან საკმაოდ დაშორებული და ასე ვთქვათ, იზოლირებულიც კი იყო, პატარა კრემისფერი შირმის წყალობით, ნახევრად რომ ევლებოდა მას გარს.
-აი, მეც დავბრუნდი. ხომ არ მოიწყინე? -როგორც კი თავისი კოქტეილი წინ დავუდე, მაშინვე ვკითხე, თან მის წინ ჩამოვჯექი, ჩემი ვისკის ჭიქით ხელში
-არა, მუსიკა მეხმარება ყურადღების გადატანაში. და შენი პიჯაკის სურნელი -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ
-ანუ, მოგეწონა
-ძალიან . . . ბერგამოტის ტკბილ-ცხარე არომატს ვგრძნობ, სასიამოვნოა -პიჯაკის საყელო ორი თითით ასწია ამის თქმისას, კიდევ ერთხელ უყნოსა და ნეტარებისგან თვალები დახუჭა -ვგიჟდები ამ ციტრუსის სურნელზე
-შეგიძლია ხშირად იყო ხოლმე ჩემს სიახლოვეს, რათა ეს სურნელი იგრძნო
-შეგიძლია უბრალოდ შენი სუნამოს სახელი მითხრა. ამისთვის ერთად ყოფნა არ არის საჭირო
-ძალიან მწარე ენა გაქვს -ჭიქიდან ვისკი ოდნავ მოვსვი, მერე კი თვალებით კოქტეილისკენ ვანიშნე -შენ არ დალევ?
მელინამ თავის წინ მდგომ ჭიქას შეხედა, იგი ხელში აიღო, შემდეგ კი ისევ მე მომაპყრო მზერა.
-რა ჰქვია ამ კოქტეილს? -მკითხა -რაღაც არ მეცნობა
-სახელი არც მე ვიცი, ბარმენმა თავისი რეცეპტით მოამზადა და დამავიწყდა მეკითხა
-გასაგებია. მაშინ გავსინჯავ და ვნახავ რა მომიტანე -ჭიქაში ჩადებული საწრუპი, ალუბლისფერ ტუჩებში მოიქცია მან, ფეხი, ფეხზე მიმზიდველად გადაიდო, სკამის საზურგეს მოხერხებულად მიაწვა და როგორც იქნა კოქტეილიც მოსვა
-აბა, როგორია? -ვკითხე შეპარვით, რათა გამერკვია ალკოჰოლის გემო იგრძნო თუ არა
-მანგოს და ფორთოხლის არომატითაა. ცუდი არ არის
სწორედ იმ წამს შევამჩნიე, რომ მე და მელინა, ერთმანეთისგან ძალიან მოშორებით ვიჯექით, ამიტომ, გადავწყვიტე ეს მანძილი მინიმუმამდე დამეყვანა და ჩემი სკამიანად მის გვერდით გადავინაცვლე, ძალიან, ძალიან ახლოს. აღნიშნულ მომენტში ბარში Coldplay-ს სიმღერა უკრავდა და რამდენიმე წყვილი, დარბაზის შუა გულშიც ცეკვავდა, ერთმანეთზე ჩახუტებული
-შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?
-კი, თუ რთული კითხვები არ იქნება -თავის კოქტეილს ცოტა ხნით მოწყდა და მელნისფეეი თვალები ცნობისმოყვარედ შემომანათა
-სულ სამი კითხვაა, თან არც ისეთი რთული, მზად ხარ?
-ვფიქრობ, მზად ვარ, მკითხე რაც გინდა -თან საწრუპს ჭიქაში ათამაშებდა, თან მზერას არ მაშორებდა. მაბნევდა მისი ასეთი გამოხედვა. მიწვევდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ამას ჩემს გამოსაწვევად არ აკეთებდა. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ქალის წინაშე თავს ასე უცნაურად და ამას, აკლიმატიზაციის პრობლემას ნამდვილად ვერ მივაწერდი. საქმე გაცილებით უფრო სერიოზულად გახლდათ, მე კი კვლავაც არ მინდოდა იმ ფსკერამდე ჩავსულიყავი, სადაც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის ზუსტი განმარტება იქნებოდა შენახული. ალბათ, ქვეცნობიერის რაღაც ნაწილი, იმ პასუხებს გაურბოდა, რომელთაც გულის სიღრმეში ჩახედვისას იპოვნიდა.
-მოკლედ, პირველი კითხვა -დავიწყე ლაპარაკი, თან მელინას ტალღოვანი თმის კულულს საჩვენებელი თითით წავეთამაშე. ამის კეთება მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც ჩემი ქმედების გამო, ცალწარბაწეულმა გადმომხედა და მაგრძნობინა დისტანცია დაიცავიო -გულწრფელად უნდა მიპასუხო, კარგი?
-კარგი
-მაშინ, მითხარი, იქნებოდი თუ არა უფრო ბედნიერი, შენს ცხოვრებაში საერთოდ რომ არ გამოვჩენილიყავი?
შემეძლო დამეფიცა, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე და მელინა ერთმანეთს ვიცნობდით, ამ უკანასკნელმა პირველად გამომხედა სითბოთი სავსე მზერით. ოდნავ გაეღიმა კიდეც ჩემს კითხვაზე და თავისი თაფლისფერი თმა მეორე მხარეს გადაიყარა.
-ამ კითხვას რატომ მისვამ? -თვალებში ცნობისმოყვარეობა ეხატა -ჩემს პასუხზე ბევრი რამაა დამოკიდებული?
-პირველ რიგში ჩემი განწყობა და მერე უკვე ის, თუ როგორ გაგრძელდება დღევანდელი საღამო
მელინამ კოქტეილის ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა. ისედაც ლამის ნახევრამდე დაყვანილი სასმელი, ამჯერად თითქმის ბოლომდე გამოცალა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-არა, არ ვიქნებოდი უფრო ბედნიერი -მითხრა დარწმუნებით -შენ რომ არა, ენკეს სულელურ ხუმრობებსა და მასთან მარტო ყოფნას, ნამდვილად ვერ გავუძლებდი
მართალია ეს ისეთი პასუხი არ ყოფილა, როგორსაც გულის სიღრმეში ვნატრობდი, თუმცა მაინც გამიხარდა, რომ არ მითხრა უშენოდ ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო მომეჩვენებოდაო.
-ანუ, საქმე მხოლოდ ენკეშია
-მგონი მეორე კითხვაც გქონდა -საუბრის ახალ თემაზე გადატანა სცადა და აღარც მე მივბრუნებივარ ძველს. ამის მაგივრად გადავწყვიტე, მეორე კითხვისთვისაც ამეხადა ფარდა
-კარგი, მოდი მითხარი რას შეუძლია შენი წყობილებიდან გამოყვანა? ერთხელაც კი არ მინახიხარ გაბრაზებული, არც შენი აწეული ხმა გამიგია ოდესმე
-რას შეუძლია ჩემი წყობილებიდან გამოყვანა? -გაეცინა. მერე კვლავ თმაში შეიცურა თითები და ჩაფიქრებული სახე მიიღო, თან პიჯაკის ერთი ღილი შეიხსნა. სავარაუდოდ, ალკოჰოლმა აუწია სხეულის ტემპერატურა და ცოტათი დასცხა -ვერ ვიტან, როდესაც ადამიანი თავისი მდიდარი წარმომავლობით ტრაბახობს და ამის გამო, სხვებს ისე უყურებს, როგორც ტარაკნებს, ვისი გასრესაც საკმაოდ მარტივად შეუძლია
-და ასეთ შემთხვევაში, აგრესიას როგორ გამოხატავ ხოლმე?
მელინამ ქვედა ტუჩის კუთხე კბილებში მოიქცია. აქედან რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ჩემს კითხვასაც უპასუხა :
-ბოლოს, როცა მსგავს ადამიანს გადავაწყდი, მამაჩემის მიერ, ჩვენი სახლის ბაღში გამართულ წვეულებაზე შემთხვევით ფორთოხლის წვენი გადავასხი, როგორც თვითონ აღნიშნა ხუთიათას დოლარიან ვალენტინოს კაბაზე -სიტყვა შემთხვევით, ისეთო ტონით წარმოთქვა, მაშინვე მიმახვედრა, რომ ეს ყველაფერი განზრახ ჰქონდა გაკეთებული
-სერიოზულად? -გულწრფელად გამეცინა მის სიტყვებზე -ბრაზსაც კი რა შენებურად გამოხატავ, მართლა მაკვირვებ
-მესამე კითხვა დაგრჩა -ტელეფონზე დაყენებული Reminder-ვით შემახსენა მელინამ
-ჰოო, მესამეს რაც შეეხება, იგი წინა ორთან შედარებით ძალიან მარტივია და მასზე ან ჰო უნდა მიპასუხო, ან არა
ამ შეკითხვის დასმისთვის სწორედაც რომ შესაფერისი მომენტი იყო, რადგან სწორედ იმ წამს, დარბაზი Ed Sheeran Thinking Out Loud -ის ჰანგებმა მოიცვა და დარბაზშიც ნაზი, იისფერი შუქები აკიაფდა.
-კარგი, გისმენ, მკითხე
-იცეკვებ ამ მელოდიაზე ჩემთან ერთად?
-რა?
-მეცეკვები-მეთქი? -ამჯერად უფრო ხმამაღლა ვუთხარი, რადგან სავარაუდოდ, მუსიკის გამო ვერ მოახერხა გაგონება, თან ხელიც გავუწოდე კითხვის დასმის პარალელურად
პასუხი ეგრევე არ გაუცია. ჯერ დარბაზის შუა გულში მოცეკვავე წყვილებს მოავლო მზერა, შემდეგ თავისი მობილური შემოდო მაგიდის ზედაპირზე და მხოლოდ ამის შემდეგ დახედა ჩემს გამოწვდილ ხელს, რომელსაც ნელა დაადო ზემოდან თავისი მარჯვენა.
პასუხი უკვე მიღებული იყო. აღარც მე დამიკარგავს ზედმეტი დრო -მელინა სწრაფად გავიყვანე საცეკვაო მოედანზე, ჩემკენ მოვიზიდე და ცეკვისას მასთან იმდენად ახლოს მივედი, რომ ჩვენი ცხვირის წვერები პირდაპირი გაგებით ეხებოდნენ ერთმანეთს.
-ნიკოლოზ . . . -სცადა გაეპროტესტებინა, თუმცა უფრო მაგრად მოვხვიე ხელები წელზე და უფლება არ მივეცი ჩემს სხეულს მილიმეტრით მაინც მოშორებოდა
-გთხოვ, არ გინდა -ვუთხარი, თან მის ლოყას შევეხე ტუჩებით -ზედმეტს არაფერს გავაკეთებ, ოღონდ გთხოვ ასე ვიყოთ
-ეს უკვე არის ზედმეტი
-არა, არ არის . . .. უბრალოდ მინდა შენც ისევე მიგრძნო, როგორც მე გგრძნობ ახლა -ამჯერად მის ყელს მივაკარი ტუჩები და დავინახე, როგორ ნერვიულად აუთამაშდა კისერზე ძარღვი. გამეღიმა -დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე გვაკავშირებდა, ან რაც აქამდე გადაგვიტანია ერთად. უბრალოდ ამ წამით იცხოვრე და მითხარი, რას განიცდი, როცა შენთან ამდენად ახლოს ვარ?
მელინამ თვალები დახუჭა. იმდენად ცოტა მანძილი მაშორებდა მის ტუჩებთან, თავს ძლივს ვიკავებდი მათთვის სუნთქვის ამოწურვამდე არ მეკოცნა. მთელი ორგანიზმი მუხურდა, გული რაღაც არანორმალური ტემპით მუშაობდა, თვალებში გამოსახულებები ორდებოდა და თავში მხოლოდ ის კითხვა მიტრიალებდა თუ რა ჯანდაბა მემართებოდა ამ წამს?! სასმელი რომ ჩემთვის მელინას მოეცა და არა ბარმენს, ვიფიქრებდი შიგნით ისევ რაღაც ჩამიყარა მეთქი, თუმცა ახლა უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა.
-არ ვიცი რას განვიცდი -როგორც იქნა ალაპარაკდა ის -მე და შენ ერთმანეთისთვის თითქმის უცხონი ვართ და ასეთი სიახლოვეც მეუცხოვება -მერე სიმტკიცით სავსე სახე მომაპყრო, მის თვალებში ძლიერი ქალის გამომეტყველება ჩადგა და ბასრი მზერა მესროლა -ქალს არასდროს ეთამაშო, ნიკოლოზ. იგი ყველაზე ძლიერი იარაღია და როცა ფიქრობ, რომ მისი მახეში გაბმა გამოგივა, სრულიად შესაძლებელია შენ თვითონ აღმოჩნდე ის, ვისაც თავს დააკარგვინებენ
-გისმენ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გარეგნულად ასეთი ნაზი არსება, ასეთი საბედისწერო იყო, ასეთი გაიძვერა, თანაც ამხელა ვნების მატარებელი
-მეც გიყურებ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი სუფთა ლურჯი თვალების მიღმა ის ადამიანი იმალებოდეს, ვისთვისაც ყოველი ქალი ერთღამიანი გასართობია, ვისაც ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სანაგვეზე გადაგდება მოელის -ჩემს მკლავზე გადაწვა ამის თქმისას, ერთხელ დატრიალდა, მერე კი, კისერზე ორივე ხელი მომხვია და ამჯერად, თავად მოვიდა ძალიან ახლოს -ნუ მეთამაშები, გაიგე? თუ მოვინდომებ, შემიძლია შენი მექალთანური ბუნებაც დაგავიწყო და ისე მოვაწყო, რომ ძილშიც კი ჩემს სახელს აბოდებდე, ამიტომ სუსტ არსებად ნუ ჩამთვლი და ფრთხილად იყავი, შენივე ანთებულმა კოცონმა არ დაგწვას
-იქნებ მინდა რომ დამწვას? იქნებ, არც გეთამაშები და მართლა მთელი არსებით მინდიხარ? -ვკითხე და მეც, თითქოს თავში წარმოსახვითი ურო ჩამცხესო, ზუსტად იმ წამს გავიაზრე, რომ მსურდა მელინა თავიდან ბოლომდე ჩემი ყოფილიყო. მინდოდა, რომ ვყვარებოდი. აი, რა მინდოდა სინამდვილეში
-გინდა ის ზღაპარი დამაჯერო, რომ შენთვის მხოლოდ ჩემი სხეული არაა მნიშვნელოვანი? -სიცილით გადააქნია თავი -უზარმაზარი პრობლემა ხარ ჩემთვის, ეს იცოდე
-იცი რას გეტყვი? -წელზე ხელები დავადე, ცეკვისას ოდნავ მაღლა ავწიე, დავატრიალე და კვლავ ქვემოთ ჩამოსმის შემდეგ, მკლავებში ხელი მსუბუქად ჩავავლე -არც მე ვარ შეჩვეული გამუდმებით ვინმეს სახე მედგეს თვალწინ და მასზე ფიქრებს გონებიდან ვერ ვიგდებდე, მაშინაც კი, როდესაც სხვა ქალთან ვატარებ ღამეს -ნენეს შემთხვევა მომაგონდა იმ წამს -როგორც ჩანს, ორივენი ძალიან დიდ პრობლემა ვართ ერთმანეთისთვის
-თუ პრობლემად მთვლი, ჩემგან თავს შორს რატომ არ იჭერ? გამუდმებით რატომ დამდევ?
-უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, შენგან შორს ყოფნის ძალა რომ მქონდეს, მაგრამ არ მაქვს! ხავსივით ხარ ჩემს გონებაში და ეს უკვე დისკომფორტს მიქმნის!
-თუ ამჩნევ, ახლა ვჩხუბობთ
-რა გაგიკვირდა? რაც გაგიცანი მას შემდეგ მხოლოდ ვჩხუბობთ და სხვა არაფერი
-და ვისი მიზეზით?
-დამნაშავის ძებნას არ ვაპირებ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე
-აქ ასე ძალიან ცხელა თუ მე მჭირს რამე? -წინა თემა გადაავიწყდა მელინას და სრულიად სხვა კუთხით წაიყვანა საუბარი. მასთან იმდენად ახლოს ვიყავი, თავადაც ვიგრძენი როგორ საგრძნობლად მოუმატა სხეულის ტემპერატურამ და იმ წამს თავში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმაც გამიელვა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იმდენად ცხელოდა, მზად იყო ყინულით სავსე წყალშიც კი ჩაწოლილიყო ხოლმე. იქნებ, მაშინ სიმართლე თქვა და სულაც არ სურდა მხოლოდ იმიტომ შეეკავებინა თავი დალევისგან, რათა ჩემთან ზედმეტი სითამამე არ გამოევლინა? შეიძლება სწორედ ასე იყო, მე კი რა გავაკეთე? ვიღაც ბარმენის პროვოკაციას წამოვეგე და ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა დავიწყე
-რა მოხდა თავს ცუდად გრძნობ?

-ჰო, მგონი რაღაც მჭირს -ცალი ხელით მხარზე უფრო ძლიერად ჩამომეყრდნო, ხოლო მეორე შუბლზე მიიდო და თვალები დახუჭა -სავარაუდოდ, ტემპერატურამ ამიწია, წავალ პირზე წყალს შევისხამ

"ჯანდაბა ნიკა, ნამდვილი იდიოტი ხარ" -გავიფიქრე უკმაყოფილოდ, თან მელინას ლოყაზე მივადე ხელი. მართლა საშინლად ცხელი იყო

-თუ გინდა, გამოგყვები -შევთავაზე

-გმადლობ, არ მინდა, მე თვითონ წავალ

-დარწმუნებული ხარ? ცუდად გამოიყურები

მელინამ თავი მსუბუქად დამიქნია.

-დარწმუნებული ვარ, უბრალოდ პირზე წყალს შევისხამ და დავბრუნდები. ალბათ ხალხმრავლობამ იმოქმედა

-კარგი, მაშინ ტელეფონიც გაიყოლე და თუ რამე დაგჭირდება, ზარი შემოუშვი

დარბაზი კვლავ ახალმა მელოდიამ მოიცვა. პრიალა იატაკზე მოთამაშე იისფერი განათება, ამჯერად ვარდისფერმა შეცვალა, საცეკვაო მოედანს კი, უფრო და უფრო მეტი წყვილი დაემატა.მელინას გასვლის შემდეგ, მაგიდიდან ვადევნებდი თვალს ამ ყველაფერს, თან აუჩქარებლად ვსვამდი ვისკის ჩემი ჭიქიდან.
თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. რატომ ჩავიდინე ასეთი სიბრიყვე? რას ვერჩოდი იმ გოგოს? ხომ მითხრა სასმელი ცუდად მხდის და რამე უალკოჰოლო მომიტანეო? რისთვის დავიწყე ამ გამოსაცდელი ტესტების ჩატარება? ახლანდელი გადმოსახედიდან, საკუთარი საქციელი ზედმეტად სულელურად მეჩვენებოდა, თუმცა დროის უკან დაბრუნება და რამის შეცვლა უკვე ძალზედ გვიანი იყო.
დრო გადიოდა, მელინა კი კვლავაც არ ჩანდა. ათწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, უკვე ის ნაბიჯიც გადავდგი, რომ ტელეფონზე დავურეკე, თუმცა ნომერი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე.
ცოტათი ავნერვიულდი. იქნებ მართლა რაღაც უჭირდა და ასე ამიტომაც აგვიანებდა? ნუთუ ალკოჰოლმა იმაზე ცუდად იმოქმედა, ვიდრე წარმოსადგენი იყო? რაც მეტი დრო გადიოდა, ეს ფიქრები თანდათანობით უფრო მითრევდნენ და სიმშვიდეს საგრძნობლად მიკარგავდნენ. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ჩემი სისულელის გამო მელინას რამე უსიამოვნო შეემთხვა.
ერთ ადგილად უმოქმედოდ ჯდომა უკვე აღარ შემეძლო. როგორი უხერხულიც არ უნდა ყოფილიყო დარბაზიდან გასვლა და ქალების საპირფარეშოს კარზე დაკაკუნება, ეს მაინც უნდა გამეკეთებინა. ვერ დავმშვიდდებოდი, სანამ არ გავიგებდი, რომ მის თავს ყველაფერი წესრიგში იყო.
ვისკის ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი ბოლომდე გამოვცალე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი. საპირფარეშო დაწესებულების მთავარი დარბაზიდან ხელმარცხნივ, ალისფერი ნათურებით განათებული დერეფნის ბოლოს მდებარეობდა. მეც სწორედ იქითკენ ავიღე გეზი, თან გზაში გაუჩერებლად ვცდილობდი მელინასთან დაკავშირებას. სამწუხაროდ უშედეგოდ -ავტომოპასუხის ხმა კვლავ ჯიუტად მაუწყებდა, რომ მობილური ტელეფონი გამორთული ან გასული იყო მომსახურეობის ზონიდან.
მთავარი დარბაზი, უკან შესაშური სისწრაფით მოვიტოვე და მარცხენა მხარეს გადავუხვიე. აქ უკვე, მუსიკის ხმა შედარებით ყრუდ ჩამესმოდა. გრძელ დერეფანში სრული სიწყნარე ჩამოვარდნილიყო. მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კართან იდგა ბიჭი და გოგო, რომლებიც ღიმილიანი სახეებით უყურებდნენ კამერას. სავარაუდოდ, სელფებს იღებდნენ, თუმცა რამდენად შესაფერისი უკანა ხედი გახლდათ ფოტოსესიისთვის ტუალეტის კარი, ეს უკვე სხვა საქმე იყო.
მათთვის დიდი ყურადღება ნამდვილად არ დამითმია. მხოლოდ ერთხელ შევავლე მზერა და როგორც კი ქალების საპირფარეშოს მივუახლოვდი, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე ავტეხე მასზე კაკუნი. არ მაინტერესებდა, თუკი შიგნით სხვა ვინმეც იქნებოდა. არც იმაზე ვდარდობდი, რას იფიქრებდა ჩემს უკან, სურათების გადაღებით დაკავებული წყვილი. მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი მიზეზით ცუდი არაფერი მომხდარიყო და სანამ ვითარებაში არ გავერკვეოდი, მანამ აქედან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებდი.
-მელინა, აქ ხარ?! -კიდევ ერთხელ დავაბრახუნე ჩაკეტილ კარზე, თან ამჯერად დავუძახე კიდეც -მელინა, ხმა ამოიღე!
ზღურბლის მეორე მხრიდან, მიუხედავად ამ, და კიდევ უამრავი მცდელობისა, პასუხს არავინ მცემდა. მხოლოდ საეჭვო დუმილი მეფობდა და რამდენიმე წუთში, აღნიშნული სიტუაციისგან დაღლილი, უკვე შიგნით შესვლაც კი ვაპირებდი, რომ ცოტა ხნის წინ, სელფების გადაღებით დაკავებული წყვილი, ერთობლივად გამომეხმაურა :
-პრადას პიჯაკში გამოწყობილ გოგონას ხომ არ ეძებთ, ცოტა ხნის წინ რომ მანდ შევიდა?
-მაღალი იყო და თაფლისფერი თმა ჰქონდა. მას ეძებთ? -ამჯერად გოგონამ დამისვა შეკითხვა. ორივენი ისე დაკვირვებით მიყურებდნენ, თითქოს ფართო საზოგადოების წინაშე გამოფენილი, მრავალწლოვანი სამუზეუმე ექსპონატი ვიყავი
-დიახ მას ვეძებ -მუვუგე სასწრაფოდ, როდესაც გონებამ გააცნობიერა, რომ ვიზუალური აღწერილობა დაემთხვა -მითხარით რომ ისევ აქ არის
-ცოტა ხნის წინ გავიდა -ოდნავ წინ წამოვიდა გოგონა ამის თქმისას -საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ გვკითხა აქ სადმე ახლომახლო აუზი ხომ არ არისო. ვუთხარი აუზი არა, მაგრამ ბარის უკანა მხარეს შადრევნებია-მეთქი და სწორედ იქითკენ აიღო გეზი
-ჯანდაბა! -აღმომხდა, თან ნერვიულად გადავისვი კეფაზე ხელი -დიდი ხანია, რაც წავიდა?
-არც მაიცდამაინც. სადღაც ოთხი-ხუთი წუთი იქნება გასული -ამჯერად პასუხი ბიჭმა გამცა, თან მაჯის საათს დახედა, თითქოს სწორედ ამ უკანასკნელისგან ელის დამოწმებასო
იმ წამს კიდევ ერთხელ გამახსენდა მელინას სიტყვები, როდესაც ალკოჰოლს ვსვამ, სხეულის ტემპერატურა ისე მიწევს, ყინულიან აუზშიც კი მზად ვარ გადასახტომადო და მაშინვე მივხვდი, თუ რას გააკეთებდა იგი შადრევანთან მიახლოების შემდეგ.
გონებაში საგანგაშო სიგნალები ამენთო. საკუთარ თავზე საშინლად გაბრაზებულმა, ამჯერადაც თვალების წვა ვიგრძენი. უცნობ წყვილთან დიალოგის გაგრძელებაში მეტი დრო აღარ დამიხარჯავს. მათი ნათქვამიდან, ისედაც ყველაფერი გასაგები იყო, რაც აღნიშნულ წამს მაინტერესებდა, ამიტომ ინფორმაციისთვის მადლობა მაქსიმალურად სწრაფად გადავუხადე, ზურგი ვაქციე და ლამის სირბილით გავემართე ბარის უკანა გასასვლელისკენ.
გზად შემხვედრ ხალხს გვერდს ისეთი სიჩქარით ვუვლიდი, რამდენიმე მათგანი კინაღამ გავიტანე კიდეც. არ ვიცოდი კონკრეტულად რისი მეშინოდა, თუმცა მელინას რომ ჩემი მიზეზით თმის ერთი ღერი მაინც ჩამოვარდნოდა, ვგრძნობდი ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი და სწორედ ამიტომ ვჩქარობდი ასე ძალიან გარეთ მოხვედრას.
ბარის უკანა გასასვლელს რკინის, მანათობელაბრიანი დიდი კარი ჰქონდა, წარწერით "Exit". მის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგ, პირდაპირ კრემისფერი ქოლგების ქვეშ დადგმულ მაგიდებს მოჰკრავდით თვალს. მათგან დაახლოებით ოთხიოდე მეტრის დაშორებით კი მრგვალი ფორმის, თეთრი ფილებით დაფარული სივრცე მოჩანდა, საიდანაც საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იფრქვეოდა მიწიდან ამოხეთქილი შადრევნები.
გულზე მომეშვა, როდესაც მელინა სწორედ ზემოთ ხსენებულ შადრევნებთან შევნიშნე. მიუხედავად ამისა, ისეთ უცნაურ მდგომარეობაში დამიხვდა, შვებასთან ერთად შიშიც ვიგრძენი. ეს უკანასკნელი თეთრ ფილებზე, ზურგით იყო გაწოლილი, ზემოთ ატყორცნილი შადრევნიდან, ქვემოთ ჩამობრუნებული წყალი სხეულზე ესხმებოდა და ადგილიდან მილიმეტრითაც არ იძვროდა.
თვალწინ გადაშლილმა ამ სურათმა მაიძულა ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად ამეჩქარებინა. იმედს ვიტოვებდი, ცუდი არაფერი სჭირდა და ამ გზით, მხოლოდ სხეულის გაგრილებას ცდილობდა.
-მელინა! -იქამდე მისასვლელად ხუთიოდე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი რომ რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე მისი სახელი. როგორც ველოდი, არავინ გამომხმაურებია, ამიტომ, მეორედაც ვცადე : -მელინა! მანდ რას აკეთებ?!
პასუხი არც ამჯერად გაუცია. მხოლოდ დაბინდული მზერით ამომხედა, როცა ფილებზე გაწოლილს თავზე წამოვადექი და თვალები კვლავ დახუჭა. გულზე მომეშვა, ესე იგი უგონოდ არ იყო.
-მოდი ჩემთან, აქ რატომ წევხარ? -სწრაფად ჩავიმუხლე მის წინ და მაჯებზე ხელის ჩავლებით ფეხზე წამოვაყენე. აქედან რამდენიმე წამში, მისი დაბალი, მისუსტებული ხმის ტემბრი მომესმა :
-გამიშვი, აქ მინდა ყოფნა -მითხრა ისე, თვალები არც გაუხელია. აშკარად არ იყო კარგად და ვერც იმას აცნობიერებდა, რას ლაპარაკობდა იმ წამს -მოდი, შენც გაგრილდი, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს
-გააფრინე? ეს წყალი ყინულივითაა, გინდა ფილტვების ანთება აიკიდო?
-ძალიან მახურებს
-ვიცი და ეს ჩემი ბრალია. მორჩა, წუნწაობა დამთავრდა, აქედან უნდა წაგყვანო -ხელში მსუბუქად ავიტაცე ერთიანად გალუმპული და მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში. სხეულზე კვლავ მძაფრად შერჩენოდა ჩემთვის საყვარელი ქოქოსის არომატი
-შენი ბრალი რატომაა? -კვლავ მისუსტებული ხმა ჰქონდა. თავი ჩემს ბეჭზე ჩაემოედო და ტუჩები ყელთან იმდენად ახლოს მოეტანა, მის თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობდი საკუთარ კანზე. სასიამოვნო იყო. ზედმეტად სასიამოვნოც კი
-იმიტომ, რომ იდიოტი ვარ -ვუპასუხე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა -ძალიან ცუდად ხარ?
-ახლა ყველაფერი გასაგებია . . . არ დამიჯერე და მაინც ალკოჰოლის შემცველი კოქტეილი დამალევინე
-ჰო, ასეა. ყველაფრის გაფუჭებაში უმაღლესი ქულა მეკუთვნის -თან ველაპარაკებოდი, თან პარკინგზე დატოვებული მანქანისკენ მიმყავდა, რათა დღევანდელი საღამო ოფიციალურად გამეუქმებინა და შინ წამეყვანა
-ეს რატომ გააკეთე? რა მიზანი გქონდა?
-შენი ყველანაირი სახის შეცნობა -ვუპასუხე ყოველგვარი შელამაზების გარეშე -ნებისმიერი დეტალის გაგება შენზე-იმის თუ როგორი ხარ ნასვამი, როგორ გიჭირავს თავი ამ დროს, ხარ თუ არა ზედმეტად გულახდილი . . . ვიცი, რამდენად აბსურდულადაც ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა შენი მიზეზით სისულელეების კეთება უკვე ჰობად მექცა
-ნიკოლოზ . . .
-ეგრე ნუ მეძახი -სიმწრით დავხუჭე თვალები, თუმცა მალევე დავიმშვიდე აშლილი გრძნობები და ვკითხე :-რა იყო?
-ის იყო, რომ შენი მეშინია
ეს რომ მითხრა, უკვე ჩემს მანქანასთან ვიყავით მისულები და მის შიგნით ჩასმასაც ვაპირებდი, თუმცა მოსმენილმა სიტყვებმა ცოტა ხნით ადგილზე მიმაყინა და მანქანის კარისკენ წაღებული ხელიც ჰაერში გამიშეშდა.
-ჩემი რატომ გეშინია?
ღრმად ამოისუნთქა ამ სიტყვების გაგონებაზე მელინამ. ამდენი ხნის მანძილზე, თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა ზემოთ ხსენებული კითხვის დასმის შემდეგ, კვლავ ვიხილე მისი მელნისფერი ირისები, რომლებიც დანისლული მზერით შემომყურებდნენ.
-იმიტომ მეშინია, რომ არ მინდა ჭაობში ჩამითრიო -ჩემს მკლავებში ამოძრავდა ამის თქმისას, რითაც მეც მიმახვედრა, რომ სურდა ძირს დამესვა. მართალია ძალიან არ მინდოდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიყავი მისთვის ხელი გამეშვა და ასეც მოვიქეცი.
-ჭაობში რას გულისხმობ? -თვალი, თვალში გავუყარე აღნიშნული კითხვის გაჟღერებისას, რათა არც ერთი მისი რეაქცია არ დამრჩენოდა ყურადღების მიღმა
-არაფერსაც არ ვგულისხმობ. შენ თავად ხარ ჭაობი და ნუ ცდილობ მასში ჩამითრიო -თითქოს სიმტკიცის ცეცხლი აენთო მელნისფერ თვალებში -არასოდეს, დაიმახსოვრე, არასოდეს ვიქნები შენი ერღამიანი სათამაშო, ვისაც მეორე დღეს სხვენზე მიუჩენ ადგილს, მტვრიან ყუთში
-ასეც ვიცოდი
-რა იცოდი?
-ის, რომ ჩემი შეყვარების გეშინია -მისი ნიკაპი ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოვიქციე და სიახლოვის დადგენილი საზღვარი გადავკვეთე -ყოველი უჯრედით იბრძვი, რათა შენს გონებაში ღრმად არ გავიდგა ფესვები. სწორედ ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან -მე არ გაგირბივარ, მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამ შენი სახე მიდგას თვალწინ, აი შენ კი შეგეშინდა
-სისულელეს ამბობ
-არადა სულაც არ არის სისულელე -თავი გავაქნიე -შენ რა გგონია, ჩემთვის უცხო არ არის ასეთი რამ და ყოველი მეორე გოგოს მიმართ, ვისთანაც მეძინა იგივეს განვიციდიდი?
-და ჩემში რა იპოვე ასეთი, რის გამოც სხვებისგან გამომარჩიე? -ეჭვიანი ჰქონდა ტონი. გამოხედვა კიდევ უფრო ეჭვიანი.
მინდოდა ამ კითხვაზე მეპასუხა, თუმცა ჩემთან იმდენად ახლოს იყო, სხვა რამეზე კონცენტირება აღგზნებულ გონებას არ გამოსდიოდა. ჩემს წინ იდგა, საოცრად ლამაზი, სველი და ბამბის თოჯინასავით ნაზი. მთელი სხეულით ვგრძნობდი მის შინაგან სიმხურვალეს, გულისცემას, სუნთქვას და მეტის მოთმენა უკვე მართლა აღარ შემეძლო. ჩემი პირობა, რის მიხედვითაც მისთვის ამ საღამოს ზედმეტად თითიც კი არ უნდა დამეკარებიანა, იმ წამს სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, მკლავებში ხელის ჩავლებით მანქანის კარზე ავაკარი, მეორე ხელი წელზე შევუცურე და ალუბლისფერ ბაგეებზე მხეცივით ვეძგერე.
საოცარი იყო ამ ტუჩების გემო. თოთქოს მათრობდა, საღად აზროვნების უნარს მაკარგვინებდა და რეალური სამყაროსგან ზედმეტად შორს მივყავდი. წინააღმდეგობას არც მელინა მიწევდა. პირიქით, კოცნიდან ხუთი წამის შემდეგ, თავადაც მონდომებით ამყვა, თმებში თითებით ჩამაფრინდა და ბოლომდე მომენდო. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ახლაც მორიგ ხრიკს ამზადებდა ჩემთვის, თუმცა აღნიშნულ მომენტში ესეც ფეხებზე მეკიდა. რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რითაც იმ სიამოვნებას გადაფარავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ განმაცდევინა? ამას ვერანაირად ვერ შეძლებდა.
მელინას ტუჩებს მხოლოდ მაშინ მოვწყდი, როდესაც ჰაერის უკმარისობამ შემაწუხა. თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა, მკლავები ამჯერად ჩემს მხრებზე ეწყო და ხმამაღლა სუნთქავდა.
ღიმილი მომადგა. იმდენად საყვარელი იყო იმ წამს, თინეიჯერ გოგოს ჰგავდა, ვინაც ბიჭს პირველად აკოცა. იქნებ, იყო კიდეც ასე?
-მელინა -ჩუმად დავიჩურჩულე მისი სახელი, თან ლოყაზე ჩამოვუსვი გაშლილი ხელის გული -თვალებს არ გაახელ?
-არა
-რატომ? -კვლავ მეღიმებოდა
-იმიტომ, რომ შავი ფონი მომწონს
-კარგი ვიხუმრეთ და გაგვეცინა, ახლა რეალური მიზეზი მითხარი
პასუხის გაცემის ნაცვლად, თვალების უეცარი გახელა ამჯობინა მან, თან უზომოდ მკაცრი მზერა მესროლა და სახეზე ჩამოყრილი სველი თმა უკან გადაიყარა.
-ეს კოცნა ჩემთან აღარასდროს ახსენო. არც ის ახსენო, რომ რაღაც სულელური კოქტეილით დამათვრე და უკანასკნელი ლოთივით გაწოლილი მიპოვე შუა ქუჩაში, შადრევნების ქვეშ, გასაგებია?
-კარგი, დავუშვათ მე არ ვახსენე, მაგრამ თავად თუ შეძლებ იმის დავიწყებას, რაც ცოტა ხნის წინ იყო?
-ცოტა ხნის წინ, მხოლოდ წუთიერი სისუსტე განვიცადეთ და მეტი არაფერი -ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ საკუთარ თავს უფრო არწმუნებდა ამ სიტყვებით, ვიდრე მე და ეს უზომო კმაყოფილებას გვრიდა ჩემს თითოეულ უჯრედს
-ანუ მხოლოდ წუთიერი სისუსტე -ჩამეცინა -მეტი არაფერი გაქვს დასამატებელი?
-კი, მაქვს, სახლში მინდა წასვლა. შენ წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?
-არა მგონია შენი ტელეფონი ტაქსის გამოსაძახებლად გამოგადგეს -ნიშნის მოგებით მივეყრდენი მანქანის კაპოტს ამის თქმისას
-ვითომ რატომ?
-იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ შადრევნებში აბანავე
-ჯანდაბა -შეწუხებულ სახეზე ხელის გული ჩამოისვა, შემდეგ კი ჯიბეში ჩაიყო ხელი ტელეფონის ამოსაღებად და უარესი გამომეტყველება მიიღო -ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის
-სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ მე გჭირდები, თუმცა ამას ჯერ ვერ მიხვდი
-ყველაფერში ხუმრობის მიზეზს ნუ ეძებ, თორემ . . .
-თორემ რა? -კვლავ მასთან მიახლოვება ვცადე, თუმცა დენდარტყმულივით დაიხია უკან და მარცხენა ხელის გული სასწრაფოდ ასწია მაღლა
-არ მომეკარო, მანდ იდექი!
-მშვიდად, მშვიდად -გამეცინა მის ამ რეაქციაზე, რადგან მშვენივრად მივხვდი რისიც შეეშინდა -უბრალოდ მინდოდა მეთქვა ტაქსის გამოძახება საჭირო არ არის-მეთქი. სახლამდე მე მიგიყვან
ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ანერვიულებული სახე ოდნავ დაუმშვიდდა, თაფლისფერ თმაში შეიცურა თხელი თითები და ამჯერად, თავად მოვიდა ჩემთან ახლოს.
-სულ სველი ვარ, შიგნით ასე ჩავჯდე? -მკითხა საწყალი სახით
-არა უშავს, მანქანა მაინც ენკესია და იმან იდარდოს
-ახლა რომ გისმენდეს, ხომ იცი რასაც გიზამდა?
-ვიცი და იმედია არ ჩამიშვებ -ავტომობილის კარი ფართედ გამოვუღე ამის თქმისას, თან თვალებით ვანიშნე ჩამჯდარიყო. აღარც მას გაუპროტესტებია -უხმოდ დაჰყვა ჩემს ნებას, რადან სახეზე საშინელი დაღლილობა ემჩნეოდა და სავარაუდოდ, ერთი სული ჰქონდა როდის აღმოჩნდებოდა თავის საწოლში
მგზავრობისას, ცოტა ხნის წინანდელ ეპიზოდზე სიტყვასაც არ ვძრავდით. მართალია, პირადად მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მქონდა, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, როგორ იგრძნობდა თავს მელინა, ამიტომ, მდუმარების შენარჩუნებას უფრო გონივრულ ვარიანტად ვთვლიდი. ჯერ კიდევ მძაფრად მქონდა შემორჩენილი მისი ტუჩების მოტკბო გემო, თმაში თითქოს ახლაც დასრიალებდნენ მელინას თხელი თითები და ამის გამო, ვცდილობდი მთელი კონცენტრირება საჭეზე გადამეტანა, რათა უწინდელი მოგონებებით გარშემორტყმული, გზად რამეს არ შევსკდომოდი.
ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი ხანი გავიდა უხმოდ მგზავრობაში. სალონში მხოლოდ ბორბლების ასფალტზე ხახუნისა და ჩვენი სუნთქვის ხმები ერწყმოდა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მელინა ჩემთან არასდროს ყოფილა ზედმეტად კონტაქტური, მისი ასეთი საეჭვო დუმილი მაინც უცნაურად მეჩვენა, ამიტომ, გზას ცოტა ხნით თვალი მოვწყვიტე და თავი გვერდზე გავატრიალე.
გულში აუხსნელი სითბო ჩამეღვარა მისი დანახვისას. იმდენად ძლიერმოქმედი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული, არც გამკვირვებია, როდესაც ოდნავ დადაბლებულ სავარძელზე მიყრდნობილი, თვალებდახუჭული დავინახე. მშვიდი და თანაბარი სუნთქვით, საკმაოდ ადვილი მისახვედრი იყო, რომ თავისდაუნებურად ჩასძინებოდა.
თუ სახლამდე ვერ გამოფხიზლდებოდა, ნამდვილად არ ვაპირებდი მის გაღვიძებას. მომიწევდა თავად შემეყვანა შინ და საწოლშიც მე ჩამეწვინა. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებდა -ვინ გამოუცვლიდა სველ ტანსაცმელს, თუკი მის ნორმალურად გამოფხიზლებას ვერც სახლში შეყვანის შემდეგ შევძლებდი? როგორც ჩანს, დღეს საკმაოდ რთული გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი.
თუმცა ჩავაბარებდი . . .
აუცილებლად ჩავაბარებდი, რადგან სხვანაირად მოქცევის საშუალებას, უბრალოდ ჩემი ადამიანობა არ მომცემდა, თუნდაც ეს ყველაზე საოცნებო და სასურველი ქალი ყოფილიყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე . . .



№1  offline წევრი ვიპნი

ნიკუშამ მის ძმას გადაუჯოკრა,უფრო საინტერესო ბიჭი აღმოჩნდა :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს მექათანე ბიჭი მგონი მარტო მილენასი გახდება თუ მოისურვა კარგი წყვილია მადლობა ნამდვად საინტერესო ნაწარმოებია მომეწონა ველოდები შემდეგ თავს წარმატებები ????????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

სამშაბათს რატო არ დაიდო? ველოდები მოუთმენლად

 


№4  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი თამო
სამშაბათს რატო არ დაიდო? ველოდები მოუთმენლად


დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოვახერხე confused ვეცდები მალე გამოვისყიდო დანაშაული kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent