შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 24)


22-10-2020, 18:56
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 488

ვლადიკავკაზში ჩასული ბაკური და ზვიადი, ვალერასგან წინასწარ შერჩეულ მისამართზე მივიდნენ. კონსპირაციულ ბინაში ვალერა არ დაუხვდათ. მასპინძლობას ახალგაზრდა კაცი უწევდათ. გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა, ჭიქები შეუვსო და მაგიდასთან, მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
- ბევრი მსმენია და მიხარია თქვენი გაცნობა. - მიმართა ბაკურს მასპინძელმა. - ვალერა ყოველთვის სიამაყით გვიყვებოდა თქვენზე. სამართლიან და ვაჟკაც ადამიანად გახასიათებდათ. ბედნიერია, რომ თქვენი დახმარების შანსი მიეცა.
- სად არის? - იკითხა ბაკურმა.
- საღამომდე დაბრუნდება. - უპასუხა მასპინძელმა. - გთხოვთ მის მოსვლამდე არსად გახვიდეთ. მე კი მანამდე ყველაფერს მოგიყვებით.
- ლაშა როგორ არის?
- ვასილევი ბიჭის ადგილსამყოფელს არ ამბობს, თუმცა ვუთვალთვალებდით და ვიცით, სამხედრო ჰოსპიტალში ჰყავთ.
- ბევრნი იცავენ?
- არც ისე. ბიჭი რომ კომაში არ ყოფილიყო, დაცვას გავუმკლავდებოდით. მაგრამ მისი კომაში ყოფნა გვიშლის ხელს. სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
- გასაგებია. ახლა ეს მითხარი, ვასილევმა გითხრათ, რომ კომაშია?
- არა. - თავი გააქნია მანპინძელმა. - ჩვენი არხებით გავიგეთ. ვასილევი საერთოდ არ ახსენებდა, რომ კომაშია.
ბაკურმა ხელი ნერვიულად მოისვა წვერზე და მწარედ გაიღიმა.
- ვალერაც ასე ფიქრობს. - ღიმილის არსს მიუხვდა მასპინძელი. - დარწმუნებულია, რომ ვასილევი ბიჭის გადმოცემას არ აპირებს.
- დაზღვევაზე ახსენა რაღაც. რას გულისხმობდა? - შემდეგი კითხვა დასვა ბაკურმა.
- მოკლედ, საქმე ასეა. - მასპინძელმა სკამი მაგიდასთან მიაახლოვა და ბაკურისკენ გადაიხარა. - ვასილევმა თანხის ნახევარი წინასწარ მოითხოვა. ვალერამ კი სანაცვლოდ ვიდეო ჩანაწერი სთხოვა. სადაც სახელი და გავრები უნდა დაასახელოს, ვინც ლაშას ტყვეების სიიდან ამოღება სთხოვა. ამით საქართველოში მისი სახელის აღდგენას შეძლებთ.
- ყოჩაღ, კარგად მოუფიქრებია. - აღტაცება ვერ დამალა ბაკურმა.
კარის ჩხაკუნის ხმა მოისმა. ლიქოკელი ნერვიულად წამოხტა და ხელი ქამრისკენ წაიღო.
- დაწყნარდი, ვალერაა. - თქვა მასპინძელმა და თავადაც წამოდგა.
მალე ოთახში, სლავური წამოშობის კაცი შემოვიდა. შუა ხანს გადაცილებულ, გამხდარ კაცს სახე დანაოჭებოდა და თმაში თეთრი ფერი მოსდებოდა. ერთი შეხედვით უდროოდ დაბერებულს ჰგავდა, თუმცა თვალებიდან ახალგაზრდული სიამაყე და ვაჟკაცობა მოსჩანდა. კაცმა ხელჯოხი კედელთან მიაყუდა და ბაკურისკენ დაიძრა.
- ბებერო მგელო. – აღტაცებული ხმით მიმართა ვალერამ და გაშლილი ხელები გადაეხვია.
რამდენიმე წუთში, ბინაში მყოფი ხალხი ვიდეო ჩანაწერს უყურებდა. კადრში მხოლოდ რუსი სარდალი ჩანდა. ის, მოჩვენებითად, მეგობარს ვიდეო ზარით ესაუბრებოდა. საუბარი ერთმანეთის მოკითხვით, ცხოვრებისეული თემებით დაიწყო, ბოლოს კი ვასილევმა ცხინვალში მომხდარი ეზიპოდი გაიხსენა.
„ხომ იცი? ორმოცი წელია სამხედრო ვარ. მაგრამ რაც ცხინვალში მოხდა, მსგავსი რამ არ მინახავს. ბრძოლები რომ მორჩა, ტყვეები უნდა გაგვეცვალა. ერთი მაგარი მებრძოლი ჰყავდათ ქართველებს. მფრინავ ჰოლანდიელს ეძახდნენ. უამრავი ჯარისკაცი დაგვიხოცა. ტექნიკა გაგვინადგურა. ყველაზე მნიშვნელოვანი ტყვე სწორედ ეს ჰოლანდიელი გვყავდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო, რამდენიმე ადგილას დაჭრილი იყო. სისხლად იცლებოდა, მაგრამ არ ტყდებოდა. ხელ-ფეხ შეკრულიც კი წინააღმდეგობას გვიწევდა. ნეტავ მისნაირები მყოლოდა ჩეჩნეთში, ერთ კვირაში ავიღებდი გროზნოს. მეგონა ყველაფერზე წავიდოდნენ მის ნაცვლად. საქართველოს მხრიდან, მოლაპარაკებებში, ვინმე სერგო ფალავანდიშვილი მონაწილეობდა. გაოცებული დავრჩი. ძველი მეგობარი, ვასილ ჯავახიშვილი მომიგზავნა და მისი პირით შემომითვალა, რომ ეს ტყვე სიიდან ამომეღო. არ ვიცი რა ინტერესი ამოძრავებდა ან ერთს ან მეორეს, მაგრამ ფაქტია ამ ქართველი ჯარისკაცის ბედი არ აინტერესებდათ. უფრო მეტიც, მოხარულები იქნებოდნენ თუ მოკვდებოდა. სანაცვლოდ ჩვენი ყველა ჯარისკაცი, მათ შორის ჩვენი ჯაშუშიც გაათავისუფლეს საპატიმროდან. ჩვენმა მხარემაც, მის გარდა ყველა ქართველი ტყვე გადასცა. მოგვიანებით კი მათ ჯინაზე მფრინავი ჰოლანდიელი გავათავისუფლე... აი ასე, ავდექი და გავათავისუფლე.
როგორც კი ჩანაწერი დასრულდა ვალერა ბაკურს მიუტრიალდა
- რას იტყვი? ჯავახიშვილის ხსენებას ნამდვილად არ ველოდი ბაკურ.
ბაკური ერთ წერტილს გამძვინვარებული თვალები მიშტერებოდა.
- ჩემს ადგილზე რას იზამდი?
- ვერაფერს გირჩევ ბაკურ, შენი გადასაწყვეტია... მე ქურდი ვარ, იმას ვერ გეტყვი სამართალდამცავებს გადაეცითქო ჩანაწერი. მაგრამ თუ ამას არ იზამ და შენით იმოქმედებ, ლაშა საქართველოში ვეღარ ჩავა. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში თავშესაფარი ჩემზე იყოს, კარგად იცი არაფერს გავუჭირვებ.
- აკრგი, მოვიფიქრებ.
- ახლა სხვა დანარჩენი განვიხილოთ. - განაგრძო ვალერამ. - დარწმუნებული ვარ, ეს ვასილევი ბიჭის გადმოცემას არ აპირებს.
- რატომ?
- ბიჭის გადმოცემის პროცესში ჩემი იქ ყოფნა მოითხოვა. სხვას არ ვენდობიო. ხომ იცი? დიდი ხანია ძებნილი ვარ, დარწმუნებული ვარ ჩემს ასაყვანად აკეთებს ყველაფერს. ფული უკვე აქვს. თუკი პოლიციას ჩემს თავს დააჭრინებს, ალბათ ჯეროვნად დაუფასებენ და კარგ კარიერას მოიწყობს.
- მართალი ხარ. - დაუფიქრებლად დათანხმდა ბაკური.
- ხუთამდე სამხედრო იცავს შესასვლელს, პალატის კართან კიდევ ორი ჯარისკაცი დგას. მაქვს ინფორმაცია, რომ ლაშა კომიდან გამოვიდა. მაგრამ ეს რომ სიმართლე არ გამოდგეს ჩვენი შეჭრა უშედეგო და დამღუპველი იქნება.
- მე შემიძლია ამის გარკვევა. - აქამდე ჩუმად მჯდომმა ზვიადმა დამტვრეული რუსულით წამოიძახა.

მას შემდეგ, რაც ლაშა გონს მოვიდა სარდალი ვასილევი ჰოპიტალს არ ტოვებდა. დაცვას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა. თავად კი გონებაში ყველაფრის აწონ-დაწონივით იყო დაკავებული. ვალერას მოლოდინი სიმართლე იყო. სარდალი ნამდვილად არ აპირებდა ლაშას გადაცემას. ლაშას მიმარათით დაგროვილი ბოღმა სხეულს უმღვრევდა. დამსახურებული სარდალი უბრალო ჯარისკაცმა, ყველას თვალწინ შეარცხვინა. მან კი საპასუხოდ ვერაფერი მოიმოქმედა. ბრძანების თანახმად, ტყვეების ლიკვიდაცია აკრძალული ჰქონდა. ამის გამო უსიტყვოდ აიტანა დამცირება, მაგრამ გულში ნადები ბოღმა ვერაფრით მოიშორა. ახლა შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ერთი სვლით რამდენიმე კურდღელი შეეძლო დაიჭირა. პირველ რიგში, ვიდეო ჩანაწერით საკმაო ფული გამოიმუშავა. აღნიშნული ჩანაწერი შეეძლო თავადვე აეტვირთა სოციალურ ქსელებში. ამით ქარულ ჯარს დაამცირებდა. ამასთან, საქვეყნოდ შეეძლებოდა ეჩვენებინა, როგორი ჰუმანური და სამართლიანი სარდალია. მან ხომ სამშობლოსგან უარყოფილი მტრის ჯარისკაცი ტყვეობიდან გაათავისუფლა. მანამდე ვალერა „გატჩინკის“ შეხვედრის ადგილზე შეუთანხმდებოდა“, ადგილზე მისულ კანონიერ ქურდს რუსული სპეცსამსახურები დახვდებოდნენ. საბოლოოდ კი ლაშა მას დარჩებოდა.
- ხვალ ქართველი პაციენტი გადაგვყავს. - მთავარი ექიმის კაბინეტში შესვლისთანავე თქვა ვასილევმა.
- დიდად გაგვახარებთ. - კმაყოფილებით ჩაილაპრაკა ექიმმა.
- სიარული შეუძლია?
- ჯერ-ჯერობით არა, ძალების მოკრეფვა სჭირდება.
- მეხსიერებაზე რას მეტყვით, როდის შეიძლება აღუდგეს?
- ვერაფერს გეტყვით. ეს პროცესი, მედიცინისთვის, დღემდე ამოუხსნელი ფენომენია. ყოფილა შემთხვევები, კომიდან გამოსულ პაციენტს დროის, მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი დავიწყებოდა. ზოგს ბავშვობის წლები, ზოგს კი კომამდე არსებული ზრდასრულობის წლები ან თვეები. იშვიათ შემთხვევაში საერთოდ ყველაფერიც დავიწყებია პაციენტს. ჩვენ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. მას საერთოდ არაფერი ახსოვს და ვერც იმას მოგახსენებთ როდის შეიძლება გაახსენდეს. ამას შეიძლება დღეები, თვეები ან წლებიც დასჭირდეს.
- დარწმუნებული ხართ, რომ არ სიმულიანტობს?
- სიმულიანტობს? - გაიოცა მთავარმა ექიმმა. - რა გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია.
- უნდა მოვინახულო. - ჩაილაპარაკა ვასილევმა. წამოდგა და კარისკენ წავიდა. სანამ გავიდოდა მოტრიალდა და იკითხა. - ხელბორკილი ხომ ადევს?
- არა, თქვენებს უარი ვუთხარი. ისედაც ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს. სიარული მაინც არ შეუძლია და რა საჭირო იყო ხელბორკილი?
ვასილი უხმოდ გატრიალდა და კორიდორში გავიდა. პალატასთან მიახლოვებულმა, კართან მდგომი მცველები მოიკითა. მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუთათუნა და ოთახში შევიდა.
- მოხვედი აზრზე ჰოლანდიელო? - ცბიერი ღიმილით წამოადგა თავზე.
- მე ჰოლანდიელი ვარ?
- არაფერი გაგხსენებია?
- არა... ვინ ხართ?- უემოციო თვალები მიაპყრო სარდალს.
- სარდალი ვასილევი. - უაპასუხა მკვახედ. - რუსული ენა მშვენივრად გახსოვს, თითქმის უაქცენტოდ საუბრობ. რაღა სხვა დანარჩენი დაგავიწყდა?
- არ ვიცი.
- რა ენაზე ფიქრობ?
- ქართულად.
- ქართველო ძაღლო!
- რა მქვია? აქ რატომ ვარ? რა დამემართა? - ერთიანად დააყარა კითხვები.
- მორჩი ამ მასკარადს! - მოთმინებამ უმტყუნა ვასილევს. - ხვალ აქედან გაგიყვან და ვნახავ თუ არ აჭიკჭიკდები. წინ ბევრი დრო გვექნება. ისე გაწამებ მევედრებოდე მომკალიო. ვერც კი წარმოიდგენ როგორი ფანტაზია მაქვს.
- რა დაგიშავეთ? - შეშინებული ხმით იკითხა ლაშამ.
- კარგი. - ხელი ჩაიქნია ვასილევმა. - მოდი გაგანათლებ. ჩავთვალოთ, რომ მართლა არაფერი გახსოვს. - სარდალი სკამზე მოკალათდა და დაიწყო. - მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს ბოლო მოგიღო, ჩემთვის ნამდვილი ღვთის საჩუქარი გახდი. შენი წყალობით ბევრი ფული ვიშოვე და მალე კარიერასაც გავიუმჯობესებ. ვბერდები, როდემდე უნდა ვიწანწალო სამხედრო ბანაკებში, წვრთნებზე, სწავლებებზე? ჩემს თავს უკვე თბილ, კომფორტულ კაბინეტში წარმოვიდგენ. ვხედავ როგორ მოაქვს ყავა და კონიაკი მომხიბვლელ მდივანს... - ოცნებებში წასულმა ვასილევმა რამდენიმე წამით პაუზა გააკეთა. შემდეგ თავი კვლავ წამომართა. კმაყოფილებით სავსე სახე გესლიანი იერით შეეცვალა. - შენ კი ჩემი ძაღლი გახდები. შენისთანები გამიტეხია?!
- რა დაგიშავეთ? - ისევ შიშნარევი ხმით გაიმეორა კითხვა ლაშამ.
- ჰმ, რა დამიშავე ჰო?! წლების ნაგროვები ავტორიტეტი შემილახე! ვგრძნობ, როგორ დამცინიანს ზურგს უკან ჩემი ჯარისკაცი! მაგრამ მალე გავიმარჯვებ, მალე ყველას მივუჩენ საკუთარ ადგილს! იცი საბოლოოდ როდის ვიქნები გამარჯვებული?! როცა გატეხილს გნახავ. როცა ყველაფერზე ალაპარაკდები, მერე კი ზლუქუნით სიკვდილს განატრებინებ... ისე, რომ იცოდე ჩვენი პირველი შეხვედრისასაც მევედრებოდი მომეკალიო.
საავადმყოფოს ეზოდან მოლაღურის სტვენა მოისმა. გალობა ჩვეულებისამებრ, ფლეტის ხმას ჰგავდა. შემდეგ კი კატის კნავილის მსგავ ხმაში გადაიზარდა.
- რა უცნაურად უსტვენს ეს ფრინველი! - ჩაიბურტუნა ვასილევმა. წამოდგა და მოლაღურის სტვენით შეწუხებულმა პალატის შეღებული ფანჯარა დაკეტა. სკამზე დაბრუნებულმა მომღიმარ ლაშას შეხედა.
- რა გიხარია?
- ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა ვასილევ.
- ჰოო?
- შენი პირველი სიტყვები იყო, „ფრთები ხომ არ მოგტყდა ჰოლანდიელო?“
- ოჰო! - ტაში შემოჰკრა ვასილევმა. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ლაშამ გააწყვეტინა.
- ერთი რამ უნდა შეგისწორო. ჩვენი პირველი შეხვედრისას არა თუ გევედრებოდი, გირჩიე მოგეკალი...
- მართალი ხარ, მირჩიე.- გადაიხარხა ვასილევმა.
- უნდა დაგეჯერებინა.
რუსმა სარდალმა გონს მოსლა ვერ მოასწრო, რომ ლაშა ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე. ვასილევის თავს ჩააფრინდა და ხელების სწრაფი მოძრაობით დაუტრიალა. წამიერად გაშეშდა. თვალები ავის მომასწავლებლად უელავდა. ზიზღით დაჰყურებდა, სკამიდან გადმოვარდნილ უსიცოცხლო სხეულს.
- კისერი ხომ არ მოგტყდა ვასილევ?! - ჰკითხა იატაკზე დაგდებულ გვამს. შემდეგ კი ფანჯრისკენ მიტრიალდა და მოლაღურის ხმით ნაცნობი სიგნალი გაუშვა.



№1  offline წევრი ვიპნი

არის,დაბრუნდა ჩემი ბიჭი ❣️❣️❣️❣️ ცოტა ხო არ იჩქარა??უფ,დავიძაბე.იმედია შემდეგში ასე ძალიან არ დააგვიანებთ :P

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაჰ როგორ გამახარე არიიის გადარჩა ბოლოს და ბოლოს იპოვეს იმედია უვნებლად დაბრუნდება სახლში

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი დაბრუნდება სახლში იქ როგორ აირევა სიტუაცია კარგი იყო მომეწონა საინტერესო მადლობა წარმატებები ველოდები შემდეგ თავს ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ვაოო,მაგარი იყო,ამბები გველოდებააა.

 


№5 სტუმარი Marimari

Auu patara iyo, ar meyo :-( imedia shemdegi ufro didi iqneba, yochag holandielis, imedia mshvidat gamoaxweven. :-)

Ise is gogo araa lashnairi kacis girsi, tveebi iyo gasuli wlebi xom ara, ro ar ineba dalodeba, ise ar yvarebia rogorc sachiro yofila tore daicdida kide, warmatebebi holandielo:-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent