შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (4-6)


23-10-2020, 17:40
ავტორი nukito20w
ნანახია 1 304

დილით ჭიქა ჩაისთან ერთად გადახედა მეგობრის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. გაიგო რომელ უნივერსიტეტში სწავლობს, ისიც გაიგო დედამისი 2 ადგილას მუშაობს და ისიც, მაღალი ქულები რომ ამშვენებდა გოგონას ისტორიას. ერთი რეკვიზიტები მოაკლდა,თორემ გადარიცხავდა სწავლის წლიურ საფასურს და გულზე მოეშვებოდა.
თავად არ უნდოდა უნივერსიტეტში გამოჩენა ჯერ, ჰოდა გადაწყვიტა თავის მდივანს გაგზავნიდა ამ საქმეზე. კარგად დაამუშავებდა რას ათქმევინებდა და რას არა.
ახლა ვალად რჩებოდა სათვალე და ტელეფონი.ჰო,კიდევ! გოგოსთან დაახლოება.

ბევრი იფიქრა, იმაზე მეტი,ვიდრე ოდესმე უფიქრია გოგოზე. ჰოდა, რომ ვერაფერი მოიფიქრა,ადგა და კვანტალიანის მეუღლის ნომერი დაძებნა.

-იზოლდა,როგორ ხარ?- ღიმილით მიესალმა.

-ნუ მეძახი იზოლდას!- დაუბღვირა ისე,თითქოს დაინახავდა.

-ტრისტანა ვნახე წუხელ,შენკენ მოიჩქაროდა.

-ახლა გავთიშავ!- ორსულს ნერვები მარტივად ეშლებოდა.

-ჩემო გულის მარცხენა პარკუჭო, არ გაბედო!

-აუუ,რა გინდა,ჩერქეზ?! - დაიწუწუნა და წვენი მოსვა.

-შენი გაქექილობა მჭირდება. მიწილადე რა?

-ადამიანურად თუ არ მეტყვი, არაფერს გაგიკეთებ! გეგას ხათრითაც კი.

-თათული, შენი პროფესიული ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. თანამშრომლის აყვანა მინდა, ჰოდა ერთი მყავს გამიზნული, ისეთი პირობები შემათავაზებინე, რომ სხვაგან კი არა, ჩემთან წამოვიდეს.

-ხელფასი მეტი შესთავაზე და სამუშაო განაკვეთი ნაკლები.- მხრები აიჩეჩა და გაბერილ მუცელს მოეფერა სიყვარულით.- კარგი,მითხარი თანამდებობა და ვეცდები, პირობებით მოვთაფლო. მდაააჰ, აქამდე არასდროს გითხოვია მსგავსი რამ, ახლა რა ხდება?!

-თათუ, გენიალური კადრია.- ტყუილი დააბრეხვა. - მართლა წინ წაწევს ბევრ რამეს და არც კი იცის, ჩვენი არსებობის შესახებ.

-დამი, რა სევდიანად ჟღერს, გამოდი ჩემთან. - თვალები აატრიალა.

-რომელ საათამდე გცალია?!

-3 საათამდე, მერე ექიმთან მივდივარ.

-უი,შენი ვირი ქმარი არ მოგყვება?

-ჩემი ვირუკელა მინისტრია და ვერ ახერხებს გამოყოლას. - დანაღვლიანებულმა დაიჩურჩულა.- ადრე რომ მცოდნოდა ასეთი რთული იქნებოდა, უარის თქმას ვაიძულებდი მაგ თანამდებობაზე.

-მე წაგიყვან ექიმთან.- გაეღიმა. - პირველი ბაიაა და უნდა გავგიჟდეთ. უნდა გადავირიო! - სახე გაუბრწყინდა. თავისი მეგობრის შვილი იყო,ბავშვობის მეგობრის და ნათლიობაზეც კი დააფიქრა,იმდენად უხაროდა პატარა ადამიანის არსებობა.

-შენ მიუნხენში ხომ მიდიოდი?!

-კი, ხვალ დილით მივფრინავ. ერთი თვით.

-კარგი,მოდი. რამე წამომიღე რა.

-რა რამე?

-არ ვიცი,რამე მინდა. - ტუჩები გაბუტა საყვარლად.

-რამე საჭმელია?!

-ჰო, მშია.

-რა გშია?!

-არ ვიცი.- ვერ გადაწყვიტა რა უფრო უნდოდა. ვერაფრით გაიხსენა კერძის სახელი. ტირილი მოუნდა.

-კარგი,მაღაზიაში რომ შევალ, გადმოგირეკავ.-გაეღიმა. თავის მეგობარს მიწერა, უნამუსო ქმარი ხარო.

წამსვე გადმოურეკა.

-რატომ მლანძღავ უთენია?!- გაღიმებული იჯდა მანქანაში. სხდომა ჰქონდა ჩანიშნული და ვერ აცდენდა.

-თათული მოწყენილია. დღეს ექიმთან მე მიმყავს და არ იცის რა შია. არადა,შია.- წამომდგარმა ფეხზე ამოიცვა და ხელები გადაიბანა.- მე განვიცდი, თქვენს ნაცვლად.

-ესე მგონია,ჩემი საყვარელი ხარ.

-კი, ონკანიდან წყალი მოვუშვი და გეჩურჩულები. არ მინდა, ჩემმა მეუღლემ გაიგოს,ფისუნია.- ხმა დაიწვრილა.

-ტყუილად მიხურებ,თათუს არ გაუჭედავს. იცის რომ შეხვედრაზე მივდივარ.- არადა,პირველი შვილის მოლოდინი ჰქონდა. სუნთქვა ეკვროდა,ისე უნდოდა პატარას გულიცემის მოსმენა.

-შენს შვილს პირველი მე ავიყვან მგონი.- გაეცინა.- მე წავიყვან, სულ არ განახებთ.

-აბა,კი! მადლობა თქვი,თუ დაგანახე.- გული აუჩქარდა, თავისი შვილი რომ წარმოიდგინა. მინისტრი ბეჭებში გაიმართა. იმხელა სიამაყე იგრძნო, თავისი შვილის მამა იქნებოდა. მამა და მამობა სერიოზული წოდებაა.

-მადლობა.- წინასწარ გადაუხადა.

-კარგი,გავიქეცი. შენს იზოლდას ვჭირდები. გაკოცე,გოჭუნა.- გაეცინა.

-ნერვებს ნუ მიშლი და ნუ აღიზიანებ თათულის. ამ ბოლო დროს სულ გაღიზიანებულია. რაღაც აწუხებს და ვერ ვხვდები რა.

-ოო,წავედი რა! მე გამოვკითხავ ექიმს ყველაფერს.- მოულოდნელად გაუთიშა კვანტალიანს და თათულისთვის დაიწყო მაღაზიებში ბოდიალი.
-------
შაბათს მიუნხენში გაფრინდა საქმიან ვიზიტზე. აი, შუადღეს კი ახალი ვაკანსიის შესახებ გაიგო ჩხეიძემ და პირობებმა იმდენად მოხიბლა, სივი გააგზავნა.
ჩერქეზიშვილი არ ელოდა ასე მალე სივების მოსვლას, ამიტომ ოთხშაბათამდე არც უნახავს. აი, ნიკეა ამასობაში 6 გასაუბრებაზე იყო და ექვსივედან პასუხს ელოდა. აი, ყველაზე მეტად,სადაც ისურვებდა სამსახურის დაწყებას, სწორედ იქიდან აგვიანებდნენ პასუხს.
ზოგჯერ იმედგაცრუებების ბუშტებში ვიჭედებით. ამდენი აღარც გონებას და აღარც გულს შეუძლია. სასოწარკვეთა გვიტევს და იქ ვრჩებით, საიდანაც აუცილებლელია გაქცევა.
უეცრად განათდა ჩხეიძის მობილურის ეკრანი. დაიბარეს გასაუბრებაზე პარასკევს, 4 საათზე.
ცდა ბედნის მონახევრიაო, ხომ გაგიათ?!ჰოდა, ამ ერთსაც ცდიდა. კიდევ სხვა ბევრსაც. იქამდე, სანამ შედეგს არ მიიღებდა.

პარასკევს 4 საათზე, ადგილზე თანხმობა არ უთქვამთ. კვირას გადაურეკეს და უთხრეს, ორშაბათიდან შეგიძლიათ დაიწყოთო.
ბედნიერებისგან კივილი დაიწყო. აი,თვითონ დემიენი ყველაფერს მიუნხენიდან აკვირდებოდა გაბადრული. ისე უვარდებოდა გოგონა ხელში, როგორც თავიდანვე დაგეგმა.

-------
ნიკეა ჩხეიძემ მუშაობა დაიწყო. თანამშრომლები იმდენად კარგად ექცეოდნენ, ცოტა გაკვირვებულიც კი იყო. ყველა ეხმარებოდა და ასწავლიდა რა, როგორ უნდა გაეკეთებინა.

-ნიკეა უფროსო!- ჯარისკაცივით მიიბჯინა საფეთქელზე ხელი კოტემ.- დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურებით!- ნიკემ გაუცინა.

-ოჰოუ, თავადაც,გეთაყვა. - წარბები აუწკიპა და ლიფტში შეაჭრა ღიმილით.
ვერაფერს იტყოდა, მხიარულება ნამდვილად იყო სამუშაო სივრცეში. ერთი, უფროსს ვერ ხედავდა ვერასდროს და არც ადარდებდა ჯერ.

-მადლობა,მადლობა.- თავი დაუკრა და პირველი გაატარა ლიფტიდან.

ტუჩის კვნეტით დააკვირდა მიმავალს.

-მოიჭამე ტუჩიი!- ამოუდგა გვერდით პაატა.- ეგ გოგო ჩვეულებრივი არაა, მოეშვი.- ბეჭზე დაჰკრა ხელი.

-ეე,ბიჭო, რა გოგოა,რა გოგოო?!- მომოშტულ მუშტზე იკბინა.- თან ისე უჭირავს თავი, ვერაფერს ეტყვი.- ხელები გაშალა.

-გითხარი მე! მიხედე საქმეს და თავი დაანებე. შანსი არ აქვს აქედან არავის და თან პატარაა!

-20 წლისაა. - უკვე გაუჩინარდა ჩხეიძე.

-შენ 40 წლის ხდები, თავი დაანებე! ქალღმერთია და ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდეთ.- პაატამ უბიძგა სამუშაო მაგიდისკენ.
-----
თვეზე ცოტა მეტიც კი გავიდა. დამიანეს მოლაპარაკებების წარმოება გაუგრძელდა. უკვე ვეღარ ისვენებდა უცხო ქვეყანაში. სულ წრიალებდა, სულ ვიღაცაში ეძებდა მოციმციმე თვალებს.
როგორია,ნიკეა თბილისში, თავის ოფისში მომუშავე ეგულება და ვერ ნახულობს,რადგან სხვაგან იჭედება!ისიც კი იფიქრა, იმდენი მამრობითი სქესი მუშაობს ჩემთან, ვინმემ რომ შეაწუხოს ან რამე აკადროს, ხომ უნდა გავიფინო წიხლქვეშო.
თუმცა,თუ გაიგებდნენ სადმე ერეოდა ჩერქეზიშვილის სახელი, იქ ვერაფერს გაბედავდნენ. არა, არ იყო აგრესიული, არავის ემუქრებოდა და არავისთან ტონს არ წევდა. არც გინება ჰხიბლავდა დიდად.
წყობიდან უნდა გამოეყვანა ვიღაცას, მაგრად რომ მოედო ყბაში. ჭკუიდან უნდა აეწიათ, რომ ეღრიალა. უნდა გადაებიჯათ და უკადრებელი ეკადრებინათ, ხელი რომ აეწია.
ახლა რომ გაიაზრა, ნიკეაზე არავინ არაფერი იცოდა, ბრაზი მოაწვა. თავადაც ვერ მიხვდა,რატომ...
უბრალოდ მოეწონა, სხვა ხომ არაფერი?!
-------

უნივერსიტეტში თანხის გადახდის დრო დადგა, ჰოდა რომ ნახა ანგარიში, აშკარად სრულად იყო თანხა ჩარიცხული.
თავად არ ჩაურიცხავს, არც არავისთვის უთხოვია რამე. ჯერ იყო და თამუშკას ჰკითხა, შენ ჩამირიცხეო?! მერე მამასთვის ან ბიძაჩემისთვის ხომ არ გითქვამსო. ამაზეც უარი მიიღო. ბანკში იკითხა, იქნებ ვინმეს შეეშალა და უჭირსო.. ვერაფერი გააგებინეს და უნივერსიტეტშიც არ მიაწოდეს ინფორმაცია.

გადაირია. რა უნდა ექნა, თანხა სრულად კი ჰქონდა, მაგრამ მის მიერ ჩარიცხული ხომ არ არის?!

ბოლოს დანებდა და მიიღო. რაც არის,არისო.
------
სასწავლო გრაფიკი ისე შეადგინა, თავისუფლად მოახერხებდა მუშაობასაც. კვირის პირველი ორი დღე მიდიოდა სამსახურში პირველ საათზე, სემინარის შენდეგ და დანარჩენ დღებში, თავისუფლად. პრინციპში, ისე ჩასვა საგანები, 2 დღეზე იდეალურად ნაწილდებოდა. თან კორონას პერიოდში, ონლაინ სწავლაზე რომ იყო ხალხი გადასული, მაშინდელიდან მოყოლებული დაიტოვეს ლექციების ჩაწერის წესი. ესე სტუდენტებისთვის მარტივდებოდა საქმე.ჰოდა, ახლა ამას სათავისოდ გამოიყენებს.
------
-ქალბატონო უფროსო!

-შენზე პატარა ვარ..- გაეცინა ვიტალის გამოხტომაზე.

-ხო,მაგრამ თანამდებობით დამეტოლე აბა. ჩემზე მაღალ!- მხარი გაჰკრა მეგობრულად.

-ოიიი,სად იგრძენი ჩემი უფროსობა?!- კუშტი შეკრა ადრიანად და ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი.

-არსად,რას კადრულობ.- შავი თვალები გააფართოვა.-ვაა, უუუფროსესო უფროსო?!

-როგორ ხარ,ვიტალი?!- ხელი ჩამოართვა და გაოცებული გოგონა ჩუმად აათვალიერა დემიენ ჩერქეზიშვილმა.

-კარგად,თავად?! რა ქენი, მოიარე მიუნხენი?!- ვიტალიმ ჰკითხა.

-კი,აბა!- მზერა გადაიტანა გოგოზე.

-აა, ხო..ნიკეა ჩხეიძე. ახალი თანამშრომელია.- ვიტომ წარუდგინა. - ეს ბატონი გახლავთ დამიანე ჩექეზიშვილი.- ნიკეას ეცნო, მაგრამ ვერაფროთ გაიხსენა საიდან.

-სასიამოვნოა.. - დაბნეულმა გაიღიმა.

-ჩემთვისაც. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთვის.- თავი დაუკრა სანდომიანი ღიმილით.

-მადლობა.- სასიამოვნო ხმის ტემბრი მოედო ყურზე.

სპეციალურად არ შეეხო. სიგიჟემდე მოუნდა, მაგრამ არ გააკეთა.უბრალოდ კიდევ ერთხელ შეათვალიერა მსუბუქად და ლიფტისკენ უჩვენა ხელით. კარი უკვე გაღებულიყო და მგზავრებს ელოდებოდა.

-ქალბატონო უფროსო...

-ვიიტოო!- კოპები შეუკრა.- ნუ მეძახი ასე..- გაეცინა.

-ნიკი, მოგვიანებით შემოგიტან "ცნობის ფურცელს."- ვიტომ შეასწორა.

-ცხელი ამბების დასტა...- ჩაეღიმა.

ჩერქეზიშვილი მშვიდად იდგა. მზერას დაასეირნებდა იქ,სადაც გაუხარდებოდა.
კაბა ეცვა და ტანზე ისე შემოჰხვეოდა, ფორმებს ზუსტად გადმოხატავდა. კაბაზე ჭრელი, თხელი ქურთუკი შემოეცვა და გრძელ კისერზე უბრალო კულონი დაეკიდებინა.
ძლივს მოაშორა თვალი და ძლივს დაუთმო საქმეს მისი თავი. ვიტალი რომ დაედევნა ლაქლაქით, ლამის ქეჩოში წაავლო ხელი და გამოათრია აქეთ.
კაბინეტისკენ მიმავალი, მეგობრულად მიესალმა ხალხს და კარი მიხურა.
ნერვები აეშალა!
როდის იყო, მისას ამდენს უბედავდნენ?! მაგრამ მისი იყო ნიკეა?!
არა,არა და არა. უბრალოდ მოსწონდა და მასთან სიახლოვეში ხელს შეუშლიდნენ.
------
ჩაფიქრდა,გონება იქამდე დაძაბა, სანამ ის დღე არ გაიხსენა, როცა ყველაზე მეტად შერცხვა ცხოვრებაში.

-ჯანდაბა!- თავზე ხელისგულები მიიბჯინა და თვალები დახუჭა.- ზოგჯერ როგორ არ მიმართლებს!

ლოყები აუწითლდა სირცხვილისგან და გული შეეკუმშა.

-ღმერთო,რა სირცხვილია!- ლოყებზე დაისვა ხელი.

იმ პირთან ერთად უწევდა მუშაობა, რომლის გამოც მუშაობა დაიწყო საერთოდ.
ჰო,ამ ფიზიკური პირის ოთხფეხა ძმაკაცმა მაგრად შეარცხვინა. ახლა ყოველ შეხვედრაზე ეგ გაახსენდება პირველი.
ბოლოს მობეზრდა ამდენი ღელვა და ლეპტოპი ჩართო. საქმე არ დაიცდიდა,ღელვა კი. ამიტომ ჯერ საქმეს მიხედა.
---
შესვენებაზე კაფეტერიას მიადგა.

-არ ვიცი რა მინდა.- ტუჩზე იკბინა და თვალი მოავლო იქაურობას. სალათები ბლომად იყო, ცომეულიც მოიპოვებოდა და სხვადასხვა კერძებიც იწონებდნენ თავს.
-მე ტოლმა მინდა.- ეგრევე გადაწყვიტა ბუღალტერმა.

-აუუ,არ ვიცი, ირინკა,არა..- არადა მუცელი უკიოდა.

-ტოლმა გემრიელი აქვთ, კიდევ კარტოფილიც. ცომეულს თითებს მიაყოლებ,ისეთია.. სალათებიც არაა ცუდი.

-მოკლედ, სენდვიჩი მინდა 2 ცალი, წყალი და მეტი არაფერი. მადლობა.- ისე საყვარლად გაუღიმა, აიძულა სხვებსაც გაეღიმა.

დრო საუბარში გაიყვანეს,მშვიდად მიირთვეს და შორიდან მომზირალი ჩერქეზიშვილიც ვერ შეამჩნიეს.

-და საბაკალავრო ნაშრომზე რას აპირებ?!- ირინამ ჰკითხა.

-დავიწყე წერა, მაგრამ აიიი, ვაი მაგ წერას. ასჯერ ვასწორებ და ასჯერვე სხვადასხვა იდეა მომდის.- წყალი მოსვა და ფეხზე წამოდგა.- ავიდეთ თან,თორემ დავაგვიანებთ.

-დაა, თაყვანისმცემლები?!- თვალები აუციმციმა წამომდგარმა.
-არავინ მომწონს.- მხრები აიჩეჩა და ფრთხილად დაიძრა.
გასასვლელში შეეფეთათ დამიენი.
ჩხეიძემ არც შეხედა, გვერდის ავლა უნდოდა. თუმცა ირინამ საუბარი გაუბა.

-ხო, ახალი პროექტი იგეგმება. მოკლედ, განცხადებას გავაკეთებ დღეს სხდომაზე. -ჩერქეზიშვილმა ფრხილად გააპარა მზერა გოგოსკენ.

-ირი, დავაგვიანებთ.- უხერხულად შეეჭრა დიალოგში.

-კარგი,ჰო. წამოდი.- მკლავში ჩაავლო ჩხეიძეს ხელი და ჩერქეზიშვილს დაემშვიდობა.
ნიკეს ისევ არ ამოუღია ხმა, თავის არიდება გადაწყვიტა.
--------------
სხდომაზე 5-მა კაცმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობაზე. ერთ- ერთი ნიკე იყო. სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება,ისიც იმიტომ რომ წააქეზეს. ნერვები მოეშალა,მარტივად რომ წამოეგო. საწერ მაგიდაზე დატოვებული ფურცელი,რომელიც აშკარად დღიურიდან იყო ამოგლეჯილი. სიჩქარის თუ სხვა მიზეზის გამო, ზედმეტად ბატიფეხურად ეწერა და წამით ისიც გაიფიქრა, როგორი სულერთი იყო იმ ვიღაცისთვის. იმაზეც კი არ იზრუნა,ლამაზ ფურცელზე ყოფილიყო წარწერა ან თვითონ წარწერა ყოფილიყო ლამაზი..

" დამასწარი! ადგილების ოდენობა შეზღუდულია!"

ჰო, ბოლო წამამდე ფიქრობდა, არ ჩავერთვები და ეგ არისო, მაგრამ ისე მოულოდნელად ასწია ხელი, მეც ვიქნებიო, თავადაც გაუკვირდა. მერე თავის თავხედ ალტერ ეგოს დააბრალა.

სამუშაო დრო დასრულდა, გარეთ გასულს სალონი მოხვდა თვალში. მერე გაახსენდა, არასდროს ჰქონია მოკლედ თმა და პირდაპირ გადააჭრა გზის მეორე მხარეს.

-გამარჯობა!- პირადპირ შეაჭრა და დაბნეული მიესალმა.

-გამარჯობა,ჩაწერილი ხართ?!- ღიმილით ჰკითხა გოგონამ.

-არა,არა... დამავიწყდა ჩაწერა.- უხერხულად იგრძნო თავი.- თავისუფალი ადგილი არ გაქვთ?!

-ამმ,ჩავიხედები.-მართლა ჩაათვალიერა და გაბადრულმა ამოჰყო თავი.- ნახევარი საათი თავისუფალია.

მიჰყვა მომღიმარ გოგონას და სკამზე მოთავსდა. სარკეში ჩაიხედა და მაღლა აკოსილი თმები ჩამოიშალა...
ჰაერში გაიფანტა საუცხოო სურნელი. თმაც ისე მიჰყვა გრავიტაციას, ისე მშვიდად და გრაციოზულად, სტილისტს დაენანა თმაზე შეხება.

-თმის დავარცხნა გნებავთ?!- ხელი ფრთხილად წაიღო თმისკენ, მაგრამ შეხება ვერ გაბედა.

-არა,დამოკლება.-თმებში შეიცურა თითები და თავი გააქნია. თმებიც უჩვეულო მშვენებით შეირხა.

-ამ...

-თმაა,გაიზრდება.- ღიმილით გასწორდა სკამში. -აი,აქამდე...- მხარზე დაიდო ხელი.-მეტი არა, მხოლოდ აქამდე...

-კარგი..- ბოლოს შეეხო. რა უნდა ექნა. ფრთხილად მოაჭრა, გაუყვა და ყოველ ჯერზე, ცუდი გრძნობა ეუფლებოდა. მითუმეტეს,სარკიდან ხედავდა, როგორ ხუჭავდა თვალებს ჩხეიძე.- თხელი თმაა, ცოტა ჩაგეხვევა. პატარა ლოკონები გექნება.-სარკეში ისე ეუცხოვა მოკლე თმებში თავი, ლამის ტირილი დაიწყო. მოეწონა, მაგრამ გრძელი თმების დაბრუნებაც მოუნდა.
ხელი დაისვა ბოლოებში დახვეულ თმაზე.

-არ მოგწონთ?!- დაბნეულმა ჰკითხა გოგონამ.

-კი,როგორ არა. უბრალოდ, უჩვეულოა..- თმის სარჭი მოიძია და ფეხზე წამოდგა.- მადლობა.
გაწეული შრომისთვის უნდა გადაეხადა.
-----
ისევ არ უპასუხა მამის ზარს. სანდრას შეხვდა იქვე.

-თმას რა უქენი?!- წამოიყვირა მოულოდნელობისგან.- ჯანდაბაა! იმედია მალე :წითელი,ლურჯი, მწვანე ან რა ვიცი, სხვა ფერით არ მოხვალ! - თმებში აუხლართა თითები.- ჯანდაბაა!

-მე მომწონს.-ჯიუტად დაიჩურჩულა.

-მეც,მაგრამ შენი გრძელი თმები...- პირზე აიფარა ხელი თვალებგაფართოებულმა.- ღმერთმანი,რა ლამაზი იყო!

-კიდევ გამეზრდება.- მხრები აიჩეჩა.
იმედგაცრუებული დარჩა მეგობრის რეაქციით, ხასიათიც უფრო მეტად წაუხდა.

-გაიზრდება,აბა რას იზამს...- ისევ თმაზე მოეფერა.- არ მჯერა.- გაეცინა...- შიზიკი ეს!

-თამუშკას არც უნახავს, რომ ნახავს გადაირევა.- გაეცინა. -პირველი ხარ, პირველი!

- ყველანაირ ფორმაში ლამაზი ხარ, ხომ იცი. ესეც გიხდება,ძალიან ძალიან.- მიხვდა რომ ზედმეტი ემოციებისგან დათრგუნა მეგობარი და ახლა კომპლიმენტით ცდილობს გაახაროს.

-მადლობა..-თვალი ჩაუკრა.- აუ, დავსხდეთ სადმე. რაღაც მინდა და არ ვიცი რა. თან ახალი ამბავი მაქვს.
- რა ამბავი?

-ოო,დავსხდეთ და მოგიყვები.- დაიყოლია მარტივად.
----
-ჰოდა,ასე... ბოდიშიც კი არ მომიხადა!- ხელები მოჰხვია ჩაის ჭიქას. ფანჯარაში გაიხედა მოწყენილმა.

-იქნებ არ ახსოვხარ?!- სანდრამ წამოისროლა.

-არ ვიცი, კარგად კი მაშტერდებოდა.- თავი გააქნია.- რთულია დაივიწყო ჩემი სირცხვილი.

- იქნებ მოეწონე.

-მერე რა.- მხრები აიჩეჩა.- უკვე დამიტოვა ცუდი შთაბეჭდილება.

-ვიცი არ გაგიხარდებათ,მაგრამ გამარჯობა.- თორნიკე სიხარულით ჩამოუჯდა სანდრას გვერდით.

-მართალი ხარ და გამარჯობა.- მიესალმა გესლიანად.

-შუ,როგორ ხარ?- ნიკემ გაუღიმა.

-გადასარევად,ეკლერ! თან თუ ჩემი დანახვა არ უხარიათ,ხომ საერთოდ. - სანდრასკენ გააპარა მზერა.

-მეშინია, გადამეტებულმა ოპტიმიზმმა არ გადაგიყოლოს. - დადიანმა არც კი შეხედა.

-ნუ გეშინია,არ გადამიყოლებს. ნუ ეჭვიანობ,უკვე ვიცი შენი ქალია.- ნიკეზე მიუთითა.

-სწორად იცი.- ნიკე გამოეპასუხა და ხელზე გაეთამაშა სანდრას. დადიანი ისე გაღიზიანდა ხელი გამოსწია და საფეთქელთან დაიტრიალა,ხომ არ აფრენთ თქვენო.

-არა,რა ვაფრენთ. მე პატივს გცემ,ნუ მალავ შენს ორიენტაციას.- თორნიკე ერთობოდა.

-არჩევანს ვერ ვაკეთებ, ფიზიკურად გაგასწორო მიწასთან თუ მორალურად?!

-ბოქსზე დადიოდა და მანამდე დარბაზში ვარჯიშობდა.- ნიკემ გადაუჩურჩულა.- ზოგჯერ ძალა ერჩის, მირტყავს ხოლმე.- მკლავი აჩვენა.

-უი,უი. შემაკავებელი უნდა დავაწერინოთ პოლიციაში.- ამაშუკელმა დადიანს გადახედა. ისე საყვარლად შეეკრა კოპები, ლამის ადგილზე გააკავა და ჩაუკოცნა გაბუტული სახე.

-რატო მაბრალებ,ახლა მართლა დავრეკავ პოლიციაში. - მობილური აათამაშა ხელში.

-ჩემი ციხეში გამოკეტვა გინდა აშკარად. არადა,რას გიშავებ?!- ამაშუკელმა ჰკითხა თბილად.

-პრინციპში, არც არაფერს.- ჩაი მოსვა და ფეხი ფეხზე გადაიდო.- ხანდახან საზღვარს მირღვევ და ოკუპირებული ტერიტორიისთვის ბრძოლას მაიძულებ.

-აი,ხედავ?! ორმხრივია ჩვენი მტრობა.- გახარებულმა წამოიძახა.

- just the two of us- სიმღერას აჰყვა ნიკე, მაიმუნური ღიმილით. ტანიც ააყოლა გაბადრულმა.

-ეს შენ ხარ თემურ ლენგი და შემომესევი ხოლმე,თორემ მე არაფერს გერჩი. -თვალები დაუბრიალა მეგობარს, რომელიც ზედმეტად გამხიარულდა და საყვარელ სიმღერას აჰყვა.

-რა ბედკრულია წუთისოფელი?! მტრობაზეც კი უარის თქმა გინდა.- ამაშუკელი სახეში მიაშტერდა.

-ჰო,რაღაც კუთხით..

-და სხვა კუთხით?!- გულში სიხარულის ნაპერწკლები შეერია.

-სხვა სხვა კუთხეა.- ვითომც არაფერიო,ისე ჩაილაპარაკა.

-ანუ ორი კუთხით მიყურებ.- მაინც გაუხარდა.

-მასეც ნუ გაგიხარდება. გულმა არ დაგარტყას.- ჩაეღიმა.- მაგ ორ კუთხეში, პლიუსი და მინუსი მაქვს თუ მინუსი და მინუსი,შენ არ იცი.

-აიი,პატარა ცუღლუტო.- ცხვირის წვერზე დაჰკრა ხელი და ჩუმად მოხითხითე ნიკეას გადაჰხედა.

-აჰა,მერე იტყვის რას მერჩიო. ცხივრზე მეხები და როგორ არ შემოგიბრუნო?!- თითი დაუქნია.

-გამტყიპე,მე თუ პრობლემა მქონდეს უსინდისო კაცი ვიყო.- გაეცინა.-გოგოებო, კარგი იყო თქვენთან ჭორაობა,მაგრამ ნამცხვრები მაქვს წასაღები აქედან.

-აუ,როგორ მეწყინაა. როგორც მოსვლით გაგვახარე,ისე წასვლით.- ბედნიერმა გაშალა ხელები.

-რა სტუმართმოყვარე ხარ.- გაეცინა და ლოყაზე ისე უეცრად აკოცა ორივეს, თავადვე ძლივს გაიაზრა.-მიხარია, ჩემი წასვლა თუ გწყინს.
ალექსანდრა ახურდა და ლოყაზე მოისვა ხელი.

- რას მკოცნი,ჰა?! გაიგულავა ბიჭმა.- სახეზე სიწითლეს ჯიუტად არ იმჩნევდა.
ამაშუკელს ტუჩებზე შერჩა გოგოს კანის არომატი. ლამის გადაირია. გაბადრულმა გამოართვა შეკვეთა.

- მოგეწონა.- ნიკეას ლაღმა კისკისმა მოიყვანა გონს. არ გაუხედავს ამაშუკელითვის, ჩხეიძე რომ ღიმილით უქნევდა ხელს.

-აღიარება რომ მინდოდეს,ვერ დამასწრებდი.- წარბი აწკიპა.- ცოტა რეალობას შეხედე. რა მეამაშუკელება.

-ჩვენი შუა ეგ. აუ, ნამცხვარი მომინდა. ბრაუნიი!- წამოიძახა გახარებულმა.

-შუზე რომ ბრაუნი გახსენდება, ეგეც ხო რაღაც არის. ორივე ფეხით საგიჟეთ!- გამხიარულდა, მაგრამ სხეულში აღრიალებულ არეულობას ვერაფერი უყო.

- აუ,ბრაუნი მინდა რა..- მიმტანს ქვემოდან აჰხედა წრფელი ღიმილით.

-დაამნ,სიმპატიური მაინც არის ჩექეზიშვილი?!- სანდრამ თემა შეცვალა.

-რა ვიცი,კი.- ჩვეულებრივად ამოილაპარაკა ჩხეიძემ.

-რა ვიცი რა თქმაა,ანუ არა?!

-კი.- თავი დაუქნია.- უბრალოდ მე უკვე არ მომწონს თავისი უპასუხისმგებლობიდან გამომდინარე. თუმცა, სამსახურში ძალიან უშუალოა. ყველა ისეთ პატივს სცემს,უნდა ნახო რა...- ტუჩები მომუწა.

-მე რა ვნახო,მალე შენი ნაშა იქნება.- გაეცინა.

-უკაცრავად,ეგღა მაკლია რა.- თმა გვერდით გადაიყარა და მოტანილ ბრაუნს მადიანად დახედა.-დიდი მადლობა.
------

-დედიკო,თმას რა უქენი?!- უცებ წამოდგა ფეხზე და გაოგნებულმა შეათვალიერა.

-შევიჭერი, მიხდება?!- დატრიალდა ღიმილით.

-კი,კი. მალე გაგეზრდება.- თვალები გაუშტერდა.

-ნერვებს მიშლით! თუ მიხდება, ძველს რაღას მისტირით?!

-არ მივტირი,დე.. მიყვარს შენი თმა, მოკლეც და გრძელიც.- გაუღიმა.- ხელები დაიბანე და ჭამე რამე.

-არაფერი მინდა, უნდა ვიმეცადინო.- ლოყაზე აკოცა.- თორემ სასწავლი დამიგროვდება და მერე მართლა რა ისწავლის..- თვალები აატრიალა.

-ღამე არ გაათენო იცოდე! -თითი აუწია ცხვირწინ.

-შენ დაწექი და დაიძინე. ხვალ გადაგაკითხებ ნაშრომს და ლექტორს გადავუგზავნი.- დედას ყველა ნაბიჯის შესახებ აცნობებდა. თუ რამე ახალი წამოწყება ჰქონდა, უბრალო თემის დაწერა იყო თუ ცხოვრებისუელი მომენტები, უზიარებდა. ქალიც სულ ინტერესით ეძიებოდა. მეგობრებივით არჩევდნენ მრავალ მოვლენას. ქალს მართლა უხაროდა. უხაროდა შვილისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ იყო. მიუხედავად ყველაფრისა.

------
შუა ღამის 3 საათზე მიხვდა ზედმეტად რომ აიტკივა აუტკივარი თავი. სამსახური, საბაკალავრო ნაშრომი და თან ახალი პროექტი, ზედმეტად ბევრი იყო. იმდენად ბევრი წინასწარ დაიღალა.

დილით სემინარის ჩასაბარებლად წავიდა,იქიდან პირდაპირ სამსახურში.

კარზე მოუკაკუნეს და წამსვე შემოხსნეს. დემიენის დანახვა გაუკვირდა,თან სერიოზულად.

-შუადღე მშვიდობის.- მიესალმა კაცი ღიმილით.
თმებზე შეხედა. ეს ის ნიკეა აღარ იყო. გრძელი, მშვენიერი თმა დამოკლებულიყო და პატარა ლოკონებს იკეთებდა.
მაინც მოუხდა.რაც არ უნდა დასწყვეტოდა გული, მაინც მოეწონა..

-სალამი.- თავი დაუკრა ღიმილის გარეშე.

-როგორ ხარ?!- ჩამოუჯდა სკამზე მშვიდი გამომეტყველებით.

-კარგად,თავად?- ზრდილობის გამო იკითხა,თორემ სულ არ ადარდებდა ის,ვინც ცხოვრებას ურთულებდა.

-გადასარევად.- ისე მიაშტერდა, ჩხეიძეს უხერხულობის განცდა დაეუფლა.

-მშვენიერია. რამ შეგაწუხა?- თითები ერთმანეთში ახლართა და ისე შეხედა,ვითომც არაფერი.

-სამუშაო დროის გასვლის შემდეგ, დარბაზში გელოდები. პროექტზე გვაქვს სამუშაო.- გულში კმაყოფილების განცდა დაეუფლა. ამდენი ხნის მერე ახლოს ჰყავს და შეუძლია ძალიან მალე მიიღოს შედეგი. ცოტა მოთმინება,სულ სულ სულ ცოტა.

-ამ..- დაფიქრდა წამით. არადა, დილით განუცხადა აკაკის თანხმობა პაემანზე. - კარგი.- ამოიოხრა მოღუშულმა.

-ნუ დადარდიანდი. ოფისის მანქანა თუ არა,მე დაგაბინავებ.- თავდაჯერებულმა მიუგო.

-მე ხომ გითხარი,შენი დახმარება არ მჭირდება-თქო?! ერთ სივრცეში კი ვმუშაობთ,მაგრამ შეგიძლია თავი ამარიდო.- ნიშნისმოგებით შეხედა.

-ვერ გარიდებ. შენ მოინდომე ჩემს პროექტში მონაწილეობა,მე კი არა.- პირველად მიეცა შესაძლებლობა ასე ახლოდან დაეთვალიერებინა მისი ნაკვთები. ჯანდაბას ერთი გამყოფი მაგიდა!
ქალის მკაცრი მზერა ჭკუიდან შლის!

-არ ვიცოდი შენი თუ იყო, თორემ ...- ხელები გაასავსავა.- თორემ შენთან რა მინდა?!

-ხომ ესწრებოდი სხდომას?! იქ გამოვაცხადე. აბა, მიუნხენში რა მინდოდა მთელი თვე?! ნუ თვეზე ცოტა მეტიც.- კიდევ უფრო ახლოს მიიწია და მაგიდას ჩამოადო მკლავი.-ავვვ,თუ არ მისმენდი?! - ტუჩი მოიკვნიტა. ნიკეაც უნებურად დააშტერდა მოკვნეტილ ტუჩზე.

-ნეტავ უფროსი გხედავდეს ამ სამუშაო დროს რომ ცდები, გაგაბუნძულებდა აქედან.- თვითონ სკამის ზურგს მიეყრდნო.

-რა კარგია,რომ ვერ მხედავს.- თავი გააქნია ღიმილით. აბა,ნიკეამ რა იცოდა, მხოლოდ თავის თავის კი არა,მთელი ოფისის უფროსი რომ იყო.-პირდაპირ იღბლიანი ვარ. ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი!

-კი,მაგარი იღბლიანი თან. - თავი გააქნია.-უაზროდ იღბლიანი!

-ჯერის ფისი უნდა რამდენი ხანია, იქნებ გამოიარო?!- წარსული გაახსენა ქირქილით.

-გადააყენე.- წარბი აუწკიპა გამწარებულმა.-ააა,თუ უზნეო ძაღლი გყავს და მაგდენს ვერ აგნებინებ?! მაშინ შენზე მიაფსმევინე, პრობლემა თუ არ გაქვს.

-ჯერი მაგარი ჭკვიანი ბიჭია.- მართლა მთელი გულით ეღიმება. თან ლოყები რომ აქვს შეწითლებული სირცხვილისგან, გული გამარჯვების დროშას აფრიალებს.- უბრალოდ, ლამაზ გოგოებს აფსამს...

-იცი, კარგი მწვრთნელი ვიცი. შემიძლია მიგასწავლო.- წინ გადაიხარა ნიკეც.

-მიმასწავლე.- ისეთი ლამაზია, იმდენად სასიამოვნო სურნელი უძვრება ნესტოებში, სუნთქვა ეკვრება.

წებოვან ქაღალდს ააცალა ერთი ფურცელი და მოხდენილი ასოებით კონკრეტული პირის ვინაობა დაუწერა. ზედ მიაყოლა საკონტაქტო ნომერიც.

-მხოლოდ უზნეოებზე მუშაობს. შენც რომ დაგინახავს,მიხვდება და წაგამეცადინებს.-არც შეუხედავს, ისე გაუწოდა.

-მართლა?!

-კი.- თავი დაუანია და ზღვისფერები შეანათა.- მოგხედავს უპრობლემოდ.

-რა სასიამოვნოა!- გულზე ხელი მიიდო. უკვე გააღიზიანა მოლაპარაკემ და ფეხზე წამოდგა ჭიქა წყლის ჩამოსასხმელად. - საით?!

-წყალი მინდა,მეკრძალება?!- ცალი წარბი ზემოთ აზიდა.

-არა,რას ამბობ. არავინ დაგახრჩობს უწყლობით. -თავადაც წამოდგა და მიბრუნებულს საჯდომზე მიაშტერდა.

-კიდევ კარგი კითხე,თორემ რა ვიცოდი...- ხელები გაშალა.

-ხო,კარგია თავის დაზღვევა.- სახეზე მიიტყაპუნა ორივე ხელი და ფანჯრისკენ მიტრიალდა.- სად დამერ*ა?!

დიალოგიც კი ვერ ააწყო,ვერ გამოუვიდა. არადა, თავიდან დიდი გამბედაობით გადადგა ნაბიჯი. აქაოდა, მარტივი იქნებაო. თუმცა, ნურას უკაცრავად! რაის მარტივი, უკვე სუნთქვაზეც მოქმედებდა.

-კიდევ აქ ხარ?!- თვალები აატრიალა დაბრუნებულმა და წყალი მოსვა.-შემახსენე შენი თანამდებობა?!

-დირე "ხ" ტორის, თანაშემწის ალალი ბიძაშვილი ვარ.- გაუღიმა ნერვიულად.

-ალალი და მართალი არ ვიცი, სერიოზულად გკითხე, დამიანე! თუ დემიან?

-როგორც გინდოდეს.- ხელები გაშალა და ფანჯარას მოცილდა.- რა კარგი ხედია.- ცერა თითი უჩვენა.

-თანამდებობას მიმალავ.- ტუჩი "წყენით" ჩატეხა.- რას ვიზამთ,საქმე მაქვს. აბა, ნახვამდის.- ხელი დაუქნია ყალბი ღიმილით.

-არა,რას გიმალავ. -კარისკენ წავიდა.- რომ გეცლება, მერე შემოგივლი და მოგიყვები ოფისის ამბებს.- თვალი ჩაუკრა და ისე გავიდა ოთახიდან, უკან არ მოუხედავს.

-აშკარად,ვერ არის ჯანსაღი.- მხრები აიჩეჩა. მუშაობას შეუდგა დარჩენილი დრო. შესვენების დრო უკვე გასული იყო. არადა, შიოდა.

ბოლოს ვეღარ მოითმინა და კაფეტერიაში ჩავიდა. სამუშაო საათი 10 წუთში მთავრდებოდა, თუმცა თავის საქმე უკვე მოელია.
აკაკის დაურეკა,სიტუაციის ასახსნსლად.

-გასაგებია,ნიკე.- გააწყვეტინა უცებ აკაკი ზამბახიძემ.

- მაპატიე.- დამნაშავედ ამოიჩურჩულა.

- რა გაპატიო,ის რომ ჩემი ნახვა არ გინდა?! ბოლო მომეტში რომ კვლავ გამექეცი? ახსნას აზრი არ აქვს. არანაირი..- აკაკის ხმაში გულწრფელი წყენა იგრძნობოდა.

-განზრახვა არაა დღევანდელი შემთხვევა.-ჩხეიძე დანაშაულის გრძნობით აივსო.- მართლა, მოულოდნელად მითხრეს რომ გვიანობამდე ფეხს ვერ გავადგამ.

-მთელი წელი ვცდილობ საერთო ენის გამონახვას. პირდაპირ მითხარი, რომ მოვრჩეთ!- ზამბახიძე უკვე აიჭრა.

-მე გაკავებ?! იცი რა.. წადი და რაც გინდა,ის ქენი. ჩემთვის სულერთია.- მობილურში ჩასძახა განრისხებულმა.

-ნიკე,არც კი მისმენ... არ მიკარებ, თავს მარიდებ..

-ხოდა,კარგად ბრძანდებოდე!- მობილური გათიშა.



------------------
გამარჯობა,ძალიან დავაგვიანე?!ვეცადე მალე ამეტვირთა და ამ დრომდე ვერ მოვახერხე. მადლობა იმ თბილი კომეტარებისთვის და იმედი მაქვს მოგეწონებათ. <3<3 ♥



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან გამახარე და კარგადაც ვიხალისე დიალოგზე .ჩანს რომ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები .ოღონდ არ დააგვიანო ხოლმე რაააა

 


№2 წევრი nukito20w

სტუმარი მაკო
ძალიან გამახარე და კარგადაც ვიხალისე დიალოგზე .ჩანს რომ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები .ოღონდ არ დააგვიანო ხოლმე რაააა

გმადლობ,ვეცდები ყველანაირად მალ-მალე ავტვირთო ხოლმე❤❤❤.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კიდევ გეტყვი ,რომ ძალიან მომწონს,კარგად წერ,განსხვავებულად,საინტერესოდ.მომწონს დამიანეს სტრატეგია,ნიკეა საოცარი გოგოა..აბა დროებით და გელოდები.

 


№4 წევრი nukito20w

სტუმარი nancho
კიდევ გეტყვი ,რომ ძალიან მომწონს,კარგად წერ,განსხვავებულად,საინტერესოდ.მომწონს დამიანეს სტრატეგია,ნიკეა საოცარი გოგოა..აბა დროებით და გელოდები.


უღრმესი მადლობა❤❤❤.

 


№5  offline წევრი Megioki

ოჰოო, როგორი საინტერესო ისტორიაა ❤️ მიყვარს მე უკვე ეს ისტორიაც, ნიკეც, დამიანეც და სანდრაც. ❤️❤️

თუ სწორად მიგიხვდი მე მგონი სანდრასაც აქვს გრძნობა თორნიკეს მიმართ, უბრალოდ ჯერ ვერ უტყდება თავის თავს. ❤️

აი, დამიანეს აშკარად ცუდათ აქვს საქმე უკვე :D ვატყობ სულ გააგიჟებს და გადარევს ნიკე. :D

მოკლედ, ძალიან, ძალიან კარგი, ლამაზი და საყვარელი ისტორიაა და ეს თავიც უკარგესი იყო. ❤️ წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❣️❣️
--------------------
M.oki

 


№6 წევრი nukito20w

Megioki
ოჰოო, როგორი საინტერესო ისტორიაა ❤️ მიყვარს მე უკვე ეს ისტორიაც, ნიკეც, დამიანეც და სანდრაც. ❤️❤️

თუ სწორად მიგიხვდი მე მგონი სანდრასაც აქვს გრძნობა თორნიკეს მიმართ, უბრალოდ ჯერ ვერ უტყდება თავის თავს. ❤️

აი, დამიანეს აშკარად ცუდათ აქვს საქმე უკვე :D ვატყობ სულ გააგიჟებს და გადარევს ნიკე. :D

მოკლედ, ძალიან, ძალიან კარგი, ლამაზი და საყვარელი ისტორიაა და ეს თავიც უკარგესი იყო. ❤️ წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❣️❣️

გმადლობ,გმადლობ და გმადლობ. გამახარე დღეს ძალიან.
რა ვიცი,სანდრაზე რა გითხრა. ჯერ არ მეუბნება რა აქვს მაგ ცუღლუტს გეგმაში დდდ.აი,დემიენს კი სხვა გზა არ აქვს, უნდა გაწვალდეს დდდ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ასევე, წარმატებები❤❤❤❤❤.

 


№7 სტუმარი Life is beautiful

ძააან საკალლობააა.. ძაან ვიმხიარულე.. ერთი სული მაქვს როდის იქნება შემდეგი თავი მოუთმენლად გელით<3333

 


№8 წევრი nukito20w

Life is beautiful
ძააან საკალლობააა.. ძაან ვიმხიარულე.. ერთი სული მაქვს როდის იქნება შემდეგი თავი მოუთმენლად გელით<3333

გმადლობ,გმადლობ. ვეცდები დღეს ან ხვალ დავდო.❤❤❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია იმდენი ვიმხიარულე მომეწონა ძალიან საინტერესოა მომეწონა ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

 


№10 წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია იმდენი ვიმხიარულე მომეწონა ძალიან საინტერესოა მომეწონა ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????


მადლობა,ჩემო კარგო და ასევე წარმატებები❤❤❤.

 


№11  offline წევრი svien

male maleee...❤❤❤

 


№12 წევრი nukito20w

svien
male maleee...❤❤❤


:Ddd
კი,კიიიი❤❤❤

 


№13 სტუმარი ანუ

ძალიან აგვიანებ ხოლმე

 


№14 წევრი nukito20w

ანუ
ძალიან აგვიანებ ხოლმე


ვცდილობ მაქსიმალურად მალე დავდო, უკვე გაგზავნილი მაქვს და შემოწმების პროცესშია.

მადლობა მოთმინებისთვის❤❤.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent