შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აალება (თავი 3 )


27-10-2020, 05:40
ავტორი marita1230
ნანახია 7 988

ყელში მობჯენილმა არაადამიანურმა ბგერებმა ცრემლი დაუშრო , მუხლებში მოხრილმა ხელში ხალათის ბოლოები მოიქცია და მუშტები შეკრა . აგონიაში მყოფი გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტდა . იყინებოდა , მაგრამ მაინც მკაფიოდ შეიგრძნობდა დაჭრილი ფრთების ადგილას მყოფ ტკივილად გარდაქმნილ ფრთაშესხმულ სიცარიელეს. ჭაობის მარწუხებივით ეზიდებოდა განვლილი წარსული ელენას და ხვალინდელი დღის იმედს უქრობდა. სტკიოდა , კარგად ნაცნობი და მოუშუშებელი , ღრმად აღბეჭდილი სულის იარის გამოცოცხლება სამუდამოდ უმახინჯებდა არსებას და მასში არსებულ ყველა ბედნიერებას აქარწ....ბდა .
მოულოდნელად ,სხეულში ანთებულმა ნაპერწკლებმა ფართო მაშტაბი აირჩია და ტკივლით დაიწყო გამოკვება . ოთახში ნივთების მსხვრევის ხმა , ელენას შერჩენილი ნაწილების გაქრობას აჟღერებდა. დაპატარავებულმა , დასუსტებულმა ხშირი სუნთქვის დარეგულირება კარადაზე ჩამოყრდნობით სცადა. თვალი გაუსწორა მის წინ არსებულ დანაწევრებულ სარკეს და მისი სულის ამოიცნობაც კი ვერ შეძლო . მიხვდა რომ , მისი ბზარებისგან შექმნილი ნარჩენებიც მისი ტკივილის გამაყრუებელ ცეცხლში გაქრა. შემდგომ ჩაიკეცა , წარსულის მოგონებები ტალღებივით აზვირთდა და ამღვრეული ფენებით წაბილწა გონება . შეშინებული სხეულის ტანისსამოსით დაფარვას შეუდგა და საბოლოოდ აკანკალებული ხელი სახელურს დაადო . გაქცევა სურდა , მირბოდა ელენა მაგრამ ვერსად ემალებოდა განვლილ გზას.
-არ წახვიდე ელენა , ნუ გაიქცევი, დაანახე რომ ძლიერი ხარ, ხომ ხარ ? არ გახსოვს შენი პირობა ? შენ დამპირდი , იყავი ელენა . ჩემი ელენა .
ნაცნობი ხმის გაგონებაზე სხეული გაეყინა , აუკანკალდა და ამღვრეული თვალები გაუსწორა გამოსახულებას.
-მენატრები
სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და კარებთან ჩაიკეცა.
-მეც მენატრები . მენატრება შენს ნაწილად ყოფნა მაგრამ უნდა შეძლო ამ ყველაფერთან გამკვლავება რომ ოდესმე მეც შევძლო შენში დაბადება .
-დაბრუნდები ?
-დავბრუნდები , უფრო ლაღი ,ფერადი და ბედნიერი
-შეუძლებელია
- შენთვის ?
ღიმილით წარმოთქვა სიტყვები და ელენას დახუჭულ თვალებს მისი არსებობაც გაჰყვა . შავ , გრძელ წამწამებზე დაკიდებული გიშრის წვეთები კი კვლავ სწავლობდნენ ელენას სხეულს. ჭრილობას უამებდნენ და აალების შედეგად ფერფლად ქცეული არსებაში სიმშვიდეს თესდნენ, ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. ისევ ეშინოდა ? ალბათ , შეეშინდებოდა კიდეც , მაგრამ სულში შემოპარული განთიადი , სიმშვიდის აკორდებს სიყვარულის ხმაზე აჟღერებდა. ალმოდებული ბედნიერება კი ტკივილის ფსკერზე დაბუდებულ ნამცეცებს ცრემლის ბილიკით აშრობდა და აღმოცენებულ სიახლეს ფიქრის მიღმა მიმალული ზღვის ტალღებისკენ აგზავნიდა.
დამშვიდებულმა, მზერა მოავლო ირგვლივ არსებულ ქაოსს და ნელი ნაბიჯები გადადგა სარკისაკენ. ისევ გამოეწყო , ისევ კლუბის ნაწილად იქცა . სცენაზე გასული კვლავ ჩვეულ ფერებში შეიღება .თუმცა, მწველ გრძნობებში ჩაკარგული მაინც აღიქვამდა წარსულის ტკივილს, ირონიულ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან და გზადაგზა ზურას მომზირალ ირისებში იკარგებოდა. გრძნობდა , ცნობდა და გამეფებულ ვნებას მათ შორის გაბმული ზიზღის ხაზით ეგებებოდა.
სხვანაირი იყო ელენა და ყველა გრძნობდა მასში დაბადებულ განთიადს. სხვა ხიბლით გარემოცული , ოსტატურად იყენებდა ირგვლივ მყოფთა შეკრულ სუნთქვას .თამაშს აყოლილს მარტივად ეტყობოდა სცენაზე ახლად შეტანილი სიკეკლუცე. სიამოვნების უცხო სხივები სანახაობას მეტად მგრძნობიარეს და ამაღელვებელს ხდიდა. სხეულის ენაზე ამღერებული სულის იარას პირველად მიჰყვებოდა ელენა და ხორცამდე დასული გულისკანკალით ეგებებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ მოტანილ ტკივილშერეულ ბედნიერებას.
მოპირდაპირედ , ტყავის სავარძელში მოკალათებული ირონიული ღიმილით ეგებებოდა ძელზე შემოხვეულ გოგონას. თითოეული უჯრედით შეიგრძნობდა ირგვლივმყოფთა შეკრულ სუნთქვასა და აჩქარებულ გულისცემას.მზერის მოუტარებლად ხვდებოდა, სხეულდაჭიმული, ცხოვრელური ჟინით დაბრმავებული ბრბოს შინაგან მღელვარებას.უყურებდა როგორ აკერპებდნენ ქალს, ფრთაშეკეცილ, ხორცად ქცეულ არსებას და გაუაზრებლად ემონებოდნენ. ჭურჭლამდე დასულები ვერაფრით უმკლავდებოდნენ მოლოდინს , აშკარა საერთო სურვილს . ყოველივე ეს კი ეჭვიანობის სხივებს ურევდა მასში გავრცელებულ საღ აზრს .
ნირწარმხდარმა , იდეით შეპყრობილმა ტუჩებთან მიტანილი სასმლით ჩაიხშო ყელში მოწოლილი ბურთი და სამიზნის თვალმოუშორებლად შეეცილა დაბალი , ბოხი ბარიტონი ქალის აალებულ ატმოსფეროს
-ვყიდულობ
იყო სიტყვა და საწყისი , ფერშეცვლილი , გაუგებარი გზის .
-მოხარული ვარ .
იყო პასუხი და ირგვლივ გავრცელებული ვნება .


***
მხრებზე დაფენილი ქერა დალალები სინქრონში ჰყვებოდნენ ლეას ნაბიჯებს,რომელიც ბავშვური გულუბრყვილობით სავსე, დაბნეულ თვალებს ირგვლივ აცეცებდა და ხალხმრავლობაში ნაცნობებს გულაჩქარებული ეძებდა. იმდენად ეუცხოებოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სხეულზე მორგებული ლამაზი კაბა გაქცევაც კი სურდა. მიუხედავად ამისა მაინც მყარად ერგებებოდა გარშემო არსებულ უამრავ მზერას იქამდე, სანამ სასურველ მიზანს არ მიუახლოვდა, მერე განვლილმა წლებმა და თბილმა მოგონებებმა გადაფარა ყველაფერი . ყველას დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგება .
-რა ლამაზი ხარ ლეა.
სიყვარულით ამოთქვა ნინიამ მისი სახელი და მკლავებით გაუთბო მოშიშვლებული ზურგი . ხელი ჩაკიდა და ლაპარაკით დაიძრა მაგიდისაკენ. აჟიტირებულები , გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდნენ ერთმანეთს და არც კომპლიმენტებს იშურებდნენ.
-ანათებ
-მადლობა ჩემო პატარა , გაკოცებდი მაგრამ დაგსვრი , მერე ჩაგკოცნი.
ბოლოს მოყოლილ სიტყვებს ლეას ატრიალებულმა თვალებმა გასცა პასუხი , ადრესატი კი ჩაცინებით გამოეხმაურა მის თვალებს .
-წამოდი დავჯდეთ , მერე ვიცეკვოთ , ბევრი დავლიოთ , ბევრი ბევრი და ისევ ვიცეკვოთ
-რომ დავლიო და შენი ბიძაშვილი მოვიტაცო რას იზამ ? ისე მგონი მიზეზები უფრო მიღვივებენ სურვილს, დავლიოთ , ბევრი დავლიოთ. ვითომ მოტაცებულს უკან მიიღებენ ? რას ფიქრობ რას იტყვის ლელა დეიდა ?
-გაჩერდი , ახლა მოვკვდები. ნამდვილად არ გვაწყობს დალიო. ეს აზრები როდიდან გაწუხებს შენ ? ან ის რამ გამოაშტერა ღმერთო , ასეთი რძლის გაშვება იქნებოდა ხელიდან ?
-ოოო , ნუ მეღადავები
-მოიცა შენ არ ხუმრობდი ?
დაქალის ფხუკუნს ხელის მსუბუქი კვრით შეხვდა და ბავშვივით ამობუტბუტებული სიტყვების შემდეგ ტუჩებიც გაბუშტა.სკამზე მოთავსებულმა დარბაზს მოავლო მზერა . არარეალურ სამყაროში გაჭრილი ხელზე ნაზმა შეხებამ გამოაფხიზლა , ღიმილით გადაფარა სხეულში შეჭრილი უარყოფითი ემოციები და ბოლო-პირველი დღის აღნიშვნას შეუდგა .

***
ორი საათის შემდეგ , უკვე შემთვრალი საზოგადოება თავისუფლად ირეოდა დარბაზში და მუსიკის ჰანგებს ცეკვასთან ერთად სიცილის ბგერებსაც უნაწილებდა. ცვალებადი განათება და გაშვებული კვამლი მეტად უმძიმებდა არეულ გონებას ახალგაზრდებს . სკამზე მოთავსებულმა ლეამ ნინიას გახედა , ეშმაკურად გაუღიმა და საყვარელი მუსიკის ხმას ტერფები ააყოლა . მიუხედავად იმისა რომ დაღლილი იყო , მაინც ვერ გამოტოვა , ვერ დათმო და გაწვდილი ხელით ნინიაც გაიყოლა.
თვალდახუჭულმა , რიტმს თეძოები ააყოლა და მუსიკაში დაიკარგა , სხეულს თავისუფლება აჩუქა და ემოციებს მიენდო . დავლილმა ჟრუანტელმა და აჩქარებულმა პულსმა არსება აუბობოქრა , მაგრამ ვერ დაიჯერა და ახალი შეგრძნებებიც მოძრაობად აქცია. სხეულზე მოსეირნე მწველ მზერას გრძნობდა , მწველს , ერთადერთსა და საყვარელს მაგრამ გაურბოდა , არ უნდოდა ამჯერადაც ილუზიას გაეფუჭებინა განწყობა, ილუზიას რომელშიც მათე სასმლის ჭიქით ხელში მშვიდი , ვნებაშერეული თვალებით შორიდან აკვირდებოდა .
მწველი მზერა სხეულზე შემოხვეულმა ხელებმა და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაფარა .
-შეიძლება ?
დავლილი ტალღისა და ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად ბიჭის ნათქვამი მაღალი ბგერები სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში . ლოყებაწითლებული , სხეულზე შემოხვეული ხელებისგან გათავისუფლდა და უარყოფის ნიშნად ღიმილით გაუქნია თავი . სიმღერაც შეიცვალა და ლეაც გაეცალა ხალხმრავლობას .
აივანზე გასულმა მზერა მთვარეს გაუსწორა . შემდეგ ყურადღება მის ირგვლივ მიმოფანტულ ვარსკვლავებსაც მიაქცია . მოაჯირს გაყინული თითები მოაშორა და ამჯერად თვალები მინის იქით მყოფ ახალგაზრდებზე გადაიტანა . ინტერესით ათვალიერებდა მოცეკვავე სხეულებს და მაგიდასთან მჯდომ უცხო სახეებს . განსაკუთრებული ყურადღება პატარა გოგონამ მიიპყრო , რომელიც გულიანად იცინოდა და სიცოცხლეს ასხივებდა , იმდენად მიიზიდა მის ემოციებში ჩაიკარგა , შორიდან დაიწყო მისი არსების შესწავლა თუმცა წარმოდგენა ნინიას შეღებულმა კარმა გაუფანტა
-იმდენი გეძებე გადარეულო , სად გაქრი ასე უცებ .
-სუფთა ჰაერზე გამოსვლა მინდოდა, ვეღარ გნახე . თან იმ ბიჭსაც გამოვექეცი .
გაუღიმა და ხელები მოხვია , თავი მხარზე ჩამოადო და მზერა ისევ დარბაზისკენ გადაიტანა , როცა გოგონა ვერ იპოვა იმედგაცრუებულმა აატრიალა თვალები და ცივი ცხვილი მეგობრის ყელში ჩარგო .
-გავიყინე გოგო , შენც გაყინული ხარ, ვერ აღიქვამ ? რამდენი ხანია აქ ხარ ?
-არვიცი , ვფიქრობდი
-შევიდეთ. გავთბებით და მერე ვილაპარაკებთ
საყვარელი ლოყები დაუკოცნა და მასთან ერთად გადადგა ნაბიჯები . კლასელებისკენ დაიძრნენ და მათ შეუერთდნენ.
-საპირფარეშოში გამომყვები ?
თვალები აუციმციმა ნინიამ და მთვრალმა ლოყაზე კოცნითაც დაასაჩუქრა მეტი ეფექტისთვის .
-წამოდი.
კისკის ამოაყოლა სიტყვები და სწრაფი ტემპით დაიძრა გასასვლელისკენ .
-ნეტა ექსკურსიაზე სად წავალთ ?
-ექსკურსიამდე ორი სემესტრია პატარავ , მოვიფიქრებთ რამეს .. შენ გაქვს რამე იდეა ?
-არვიცი სად მინდა , მაგრამ ვიცი რომ ბევრი ლამაზი დღე მინდა თქვენთან ერთად , კოცონის გარშემო გატარებული ბევრი მხიარული ღამე და ბევრი სისულელე , რომელსაც ბედნიერად გავიხსენებთ . რომ ვუკვირდები სულ არ მინდა სკოლის დამთავრება . არ მინდა ახალი გარემო , ახალი პასუხისმგებლობები , სხვა თუ არაფერი , ჯერ მგონია ჩემი ასაკი მიცავს . არვიცი რატომ მაქვს ეს შეგრძნება და ფიქრები, და დღეს ბევრს ვწუწუნებ მგონი ხო ?
შუა ლაპარაკისას შებრუნდა უკან გადადგა ნაბიჯები და მთვრალი ღიმილიც აჩუქა ნინიას. ყურადღებაგაფანტული მობრუნებას აპირებდა მკვრივი სხეულის შეჯახება და უჩვეულოდ ნაცნობი ჟრუანტელი რომ იგრძნო , დაბნეულმა მოავლო მზერა ღიმილით მომღიმარ ბიჭს და მისგან დახსნილი აწითლებული ლოყებით ჩამოუდგა წინ .
-ქალბატონებო
მზერის შეუცვლელად მოიქცია ლეას მტევანი ხელში და ცხელი ტუჩებით გაუთბო გაყინული კანი.
-მგონი ვიმსახურებ თქვენი სახელის ცოდნას.
ხელზე ეამბორა ნინიასაც და მოთმინებით დაელოდა პასუხს.
-ნიკა
-მე ლეა ვარ , ეს კი ნინიაა ჩემი დაქალი .
ზრდილობიანი ტონის მიუხედავად მაინც მარტივად შესამჩნევი იყო ლეას მოუსვენრობა და დაძაბულობა , ბიჭს კი ნაკლებად სურდა მისი თავიდანვე დაფრთხობა , არც უხერხული საუბრის სურვილი გააჩნდა და მცირე დიალოგის შემდეგ , მალევე გაათავისუფლა მისგან.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა , იმედია კიდევ შევხვდებით და ცეკვაზე უარს აღარ მეტყვი.
-ჩემთვისაც, ნახვამდის.
ღიმილით დაუბრუნა პასუხი და დაბნეულმა განაგრძო გზა მეგობართან ერთად.
-ღმერთო ეს რა იყო ? რატო გამოექეცი კი მაგრამ ჭკუა სულ არ გაქვს , სულ გამოგაშტერა მათემ , მათე მათე განა აღარავინაა ქვეყანაზე მაგის გარდა ?
-ტყუილად ბრაზდები , ხომ იცი რომ ..
-ხო ვიცი , მაგრამ ჩემი ბიძაშვილი შენზე სულელია და მე რა ვქნა ?
-არარის სულელი , უბრალოდ არ მოვწონვარ და მორჩა .
-მაინც არ მესმის როგორ შეიძლება შენ გიყურებდეს და არ მოწონდე და ვერ ხვდებოდეს რომ გიყვარს ...
-დამშვიდდი , მთვრალი ხარ და არეული , გუშინ ჩვენ შვილებს ნათლავდი დღეს კი სულ სხვა მამას უძებნიდი. არ ინერვიულო , აქვს უკვე ჩემი ნომერი ნიკას და დამირეკავს თუ მოინდომებს .
-არ მინდა რომ გტკიოდეს ლეა.
-ეგ იმას არ ნიშნავს რომ პირველივე შემხვედრს უნდა ჩამოვეკიდო კისერზე , ჩემი ქმედება კი მსგავს რაღაცას გავს. შენ კიდე დაბნეული ხარ და მთვრალი , რაც იმას ნიშნავს რომ სხვა დროს უნდა ვილაპარაკოთ , ახლა კი გავერთოთ.
-მათეს ხსენება როგორ გაფხიზლებს ასე უცებ შენ ეს გამაგებინა . წავედი მე , ლუკას ცეკვას შევპირდი და უნდა ვეცეკვო , მაგრამ ფეხები რომ მტკივა.
სასაცილოდ დამანჭა სახე და ლეაც გააცინა.
-ნუ წუწუნებ , წამოდი .
ღიმილით წავიდა წინ და ჩაკიდებულ ხელს სიყვარულით დახედა. მუსიკას აჰყვა და მის ბგერებში ჩაიძირა.
მოგვიანებით ნინიას ახმაურებულ მობილურს ლეას აჩქარებული გულისცემა მოჰყვა .
-ნინელი , ნახევარ საათში მოგაკითხავ და წავიდეთ კარგი ?
-ოჰ მიკადრე ბატონო ? ამდენი ხანია გელი ახლა დარეკავს ,ახლა დარეკავსთქო და ისე დააგვიანე ბიძიაც გახდები მგონი მალე
-ბევრი დალიე ? სადაა შენი დაქალი ? მალე მოვალ .
-ლეა ნიკას ეცეკვება , ისეთი ლამაზები არიან ერთად ბავშვს აღარ მოვუნათლავ და რომ ეყოლებათ ჩემსას მოვატაცებინებ .
ლეას გაფართოებულ თვალებზე , სიცილი აუტყდა ნინიას თუმცა ბრწკენის შემდეგ ნაღვლიანად მოავლო თვალი ნატკენ ხელს .
-გაგიჟდი ? რას ეუბნები.
-10 წუთში მანდ ვარ ნინია , ლეა წამოიყვანე და წამოდით გვიანია უკვე .
-აბა ნახევარი საათიო ?
-სისულეებს ლაპარაკობ , ესეიგი იმაზე მეტი დალიე ვიდრე მეგონა და ველოდი .
-ოოო, რა არის სისულელეა ერთი ...
-ნუ ბუტბუტებ , ქვემოთ დამხვდით .
წყვეტილი ზუმერი ლეას ანერვიულებულმა ხმამ ჩაანაცვლა და ნინიას მზერაც დაიმსახურა.
-რეებს ეუბნებოდი , სულ გაგიჟდი ? მართლა რომ იფიქროს
-რომ იფიქროს რა ლეა ? შენი ქმარია , შეყვარებული , ძმა , მამა თუ ვინ არის რომ გაბრაზდეს ? იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რამეს , დაინახოს და
-ღმერთო , ნამდვილი არანორმალური ხარ .
-წამოდი , გიჟია , უფრო ადრე მოვა , დავემშვიდობოთ ბავშვებს და ჩავიდეთ.
დამშვიდობების შემდეგ ჩასულებს , მართლაც ქვემოთ დახვდათ მანქანაზე მიყრდნობილი მათე , რომელიც ყურადღებით უყურებდა მომავალ გოგონებს. შეუმჩნევლად შეათვალიერა პროვოკაციულ კაბაში გამოწყობილი ლეა და დიდი მონდომების შედეგად დაიმორჩილა შორს წასული ფიქრები.
-გილოცავ ნინია.
მშვიდი ბარიტონით გააჟღერა სიტყვები და ყელზე შემოხვეულ ნინიას თმის სურნელი მოპარა.
მანქანის კარებთან ატუზულ ლეას მოშიშვლებულ წელზე მოხვია ხელი და თვალი გაუსწორა. ჩაიძირა მის ცისფერ სფეროებში ლეა. მოწმენდილ ცაზე სიყვარულის სხივები გაავრცელა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა საღი აზრის შესანარჩნებლად.
-გილოცავ ლეა.
წარმოთქმულ სიტყვებს ბედნიერებად გადაქცევა არ დასცალდა , მათეს ცხელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო ლეამ უკვე შეფერადებულ ღაწვზე. სიხარულის მოტანილი სხივები უცაბედად გაიშალა მის არსებაში და მძივებად გაიბნა მთელს სხეულში. იმპულსებივით გაგზავნილმა მოწოლილმა ბედნიერება ვარსკვლავებივით განლაგდა ლეას თვალებში .
-არ ჩაჯდებით ?
გაწელილი წამი ნინიას წამოსროლილმა სიტყვებმა გაუფუჭა და ლოყასთან მიტანილი ხელიც ადგილს დაუბრუნდა.
-მადლობა მათე .
ღიმილიანი სახით დაუბრუნა პასუხი და სკამზე მოკალათდა. მანქანაში გავრცელებული მათეს სურნელი და მისი ახლოს ყოფნა უფრო ურევდა არაფხიზელ გონებას . მშვიდი მუსიკის ფონზე , საყვარელი სურნელითა და აწითლებული ღაწვებით დამშვენებულმა , ვერც კი გაიგო როგორ შეაბიჯა მორფეოსის სამყაროში .

***
სცენიდან ჩამოსული უცნაურ მუხტს გრძნობდა . საკუთარი ხორცის ზიზღი განსხვავებული სახით ევლინებოდა . ოთახში შესულმა , გულთან დაკრეფილი ხელებით სცადა პულსის დამშვიდება და სხეულში შეჭრილი სიცივის განდევნა . შემდეგ მოულოდნელად თვალები სარკეში მყოფ გამოსახულებას გაუსწორა და ბოლოს მაკიაჟთან ერთად სიმშვიდის ხარვეზებიც შეისწორა. იცოდა მოვიდოდა , მოაკითხავდა . სავარძელში მოკალათებული , შეძლებისდაგვარად, მშვიდად ელოდა ხორცხშესხმულ წარსულს. სახელურის დაწევამ ყურადღება მიიპყრო ,კარში მდგომის დანახვაზე ამწვარმა ჭრილობამ კი ღიმილი გამოიწვია. შემდეგ ირისები გაუსწორა ზურას თვალებს .
-გელოდებოდი.
ხელში შეთამაშებული ჭიქით დაუდასტურა საკუთარი სიტყვები და მამაკაცის ბაგეებს მიმართულებაც მისცა.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა კარგია საინტერესო მაგრამ რატო არ ამატებთ ახალ თავს

 


№2  offline წევრი marita1230

სტუმარი ნესტანი
მომეწონა კარგია საინტერესო მაგრამ რატო არ ამატებთ ახალ თავს

მიხარია რომ მოგწონთ , დავამატე ახალი თავი , იმედია ისიც მოგეწონებათ .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent