შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანატრელი თავისუფლება (თავი1)


27-10-2020, 15:55
ავტორი Alisaa Jackson
ნანახია 648

შუქი ჩამქვრალია,გარეთ წვიმს, ფანჯრების რაფაზე წვიმის წვეთების დაცემის ხმა ისმის. სამზარეულოში სანთლები ანთია, რომელსაც თაფლის სუნი კიდევ არ დაუკარგავს. ქართული ჰიტების ხმა ისმის ტელეფონიდან, რომელსაც მოფუსფუსე 19 წლის გოგონა ყვება, თან საჭმელს ამზადებს. უცებ ღიღინს წყვეტს და მუსიკას თიშავს, რადგან კარზე ზარუნია.
- სად ხარ აქამდე?
გაბრაზებული სახე აქვს წვიმისგან გალუმპულ გოგონას.
- სულ სველი ხარ, შემოდი, არ გაცივდე, ვინმეს ხომ არ დაუნახავხარ? და თან გოგონას სახლში უშვებს.
- არა, არავის დავუნახივარ, სანამ მოვიდოდი, კარგად დავზვერე ყველაფერი, ვინმე ხომ არ მომდევს, მეთქი, რა გვაქვს საჭმელი?
- დღეს ოლივიე გავაკეთე, დღეს ხომ ქართული საჭმელების გაკეთების დღე გვაქვს.
- ხო,მართალი ხარ. წავალ გამოვიცვლი და ვისაუზმოთ.
სუფრასთან დასხდომას აპირებდნენ, როდესაც კარზე ფხაკუნის ხმა გაიგეს. ორივემ დანა იმარჯვა, კარებთან მივიდნენ, გააღეს და რას ხედავენ პატარა ლეკვი.
- აუუ, რა საყვარელია,კესანე, ავიყვანოთ რაა.
- არა ნია, ვიმალებით მიტოვებულ სასტუმროში, ვინმემ ლეკვის ხმა რომ გაიგოს?
- აუ გთხოვ, ნუ სვანობ ხოლმე, ზოგჯერ ძანნ გეტყობა,რომ იმენა სვანი ხარ!
- კარგი ხო, ჯანდაბას
დათანხმდა და სახლში შემოიყვანეს,კარგად აბანავეს, საჭმლითაც კარგად დაანაყრეს
- ამის შემდეგ შენი სახელია, ,,ლუსი"
- სახელი კარგად მოიფიქრე, კესანე და ჯერ არ გინდოდა.
- ნია გაჩუმდი, ძლივს დაიძინა,ნახე რა ტკბილად სძინავს.
- მე და შენ უნდა ვისაუბროთ.
- დაურეკე მათ, იმის უფლება მაინც აქვთ რომ იცოდნენ ცოცხალი და სახსალამათი ხარ.
- მეკაიფები, რა უფლება აქვთ?! მათ ჩვილი ბავშვი აკვანში დანიშნეს, და იცი ის ბავშვი ვინ იყო?! მე ვიყავი, მე! რომ დავრეკო, ყველაფერს მოიმოქმედებენ ჩემს დასაბრუნებლად, მე მაგას ასი წელი არ დავუშვებ,მე იქ არასდროს დავბრუნდები. არ დავრეკავ!
- კარგი, როგორც გინდა
დილა თენდებოდა, ,,ჯიუტ სვანს" ყავა უკვე დაელია და ჭურჭელსაც რეცხავდა. ღმერთო, როგორ ენატრებოდა საქართველო, სვანეთი, კოშკები, მისი მეგობრები,ოჯახი. ის ოჯახი ენატრებოდა რომელმაც ჩვილი კესანე აკვანში დანიშნა, მაგრამ ამას არ აღიარებდა,რადგან ვერ პატიობდა მათ ამ საქციელს. არ უნდოდა იმ ლამაზ მხარეს, დაუნდობელ,მკაცრ ტრადიციებში ჩაეთრია, მაგრამ ფიქრებით და გულით იქ იყო ყოველთვის.
უცებ კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა,ნია საწოლიდან წამოხტა, გაიხედა ფანჯრიდან და თავისთვის თქვა
- ჯანდაბა ნიღბიანი მამაკაცები,კესანესთან გავარდა.
- რა ხდება?!
- მათ გვიპოვეს, ამ წინადადების თქმა და კარის შემომტვრევა ერთი იყო, გოგონებმა კივილი ატეხეს ოთახში გაქცევა და ჩაკეტვა დააპირეს, მაგრამ შიგნით შემოვარდნილებმა მათ პირზე მძაფრი სუნის მქონე ნაჭრები ააფარეს. გონს რომ მოვიდნენ გოგონები,დასაკით ოთახში ისხდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ოლივიე ქართული კერძი თუ იყო პირველად გავიგე

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ნუ საინტერესოა გააგრძელე !

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან საინტერესოა გააგრძელე

 


№4  offline წევრი Alisaa Jackson

《Sunshine》
ნუ საინტერესოა გააგრძელე !

მადლობა დიდი, აუცილებლად გავაგრძელებ

სტუმარი ქეთი
ძალიან საინტერესოა გააგრძელე

მადლობა დიდი, აუცილებლად გავაგრძელებ

სტუმარი ნინი
ოლივიე ქართული კერძი თუ იყო პირველად გავიგე

შემეშალა, ეტყობა შენიშვნა მიღებულია

 


№5  offline წევრი EllaTriss

დასაწყისისთვის კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤
წარმატებები

 


№6  offline წევრი Alisaa Jackson

EllaTriss
დასაწყისისთვის კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤
წარმატებები

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent