შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (7)


27-10-2020, 18:49
ავტორი nukito20w
ნანახია 1 295

მშვიდად მიირთვა,მერე  თავისი სამუშაო ოთახიდან, საკონფერენციო დარბაზში გავიდა და უკვე შეკრებილ საზოგადოებას სერიოზული გამომეტყველებით მიაჩერდა.

-10 წუთი დაგაგვიანდა.- მაჯას უმშვენებდა საათი ჩერქეზიშვილს და ისე დაჰყურებდა დროს, თითქოს ტრაგედია იყო.

- 10 წუთი არც იქით,არც აქეთ. აქ ვარ.- სკამზე ჩამოჯდა, კოტეს გვერდით და მშვიდად მიაჩერდა დემიენს.

-მართალია,ხელფასზე აისახება.- მშვიდი გამომეტყველება არ მოუშორებია.
ჩხეიძეს ბრაზი მოაწვა ყელში. უკვე მეორეჯერ მოექცა ესე...

-აისახოს.- მხრები აიჩეჩა და წარბი აწკინტა.-აბა,რაზე საუბრობდით?!-  გაბუტული ტიჩებით მიაშტერდა ახსნის მოლოდინში.

-რაზე აღარ: ომსა და მშვიდობაზე, გარემოს დაცვაზე, კიდევ მიუნხენში გასატან პროექტზე,რომელიც ჩვენთვის ცხონებაა.- ფანჯარა გამოაღო ნერვებმოშლილმა დემიანემა და სიგარეტის კოლოფი ამოაცურა ჯიბიდან.- აივანზე ნუ გამიყვანთ რა,ცივა.- ერთი ღერი აუთამაშა თანამშომლებს. იმათაც უფროსთან შეწინააღმდეგების სურვილი სულ არ ჰქონდათ.

-გასაგებია და შემდეგ?!- ნიკეა ჯერ ყავისფერ თვალებში უყურებდა, მერე მის თითებზე გადააცოცა მზერა. ჩექეზიშვილმა გაუკიდა სიგარეტს და ნეტარებით გააბოლა.

-შემდეგ დუეტში, ან კოლექტიურად წავალთ მიუნხენში და წარვადგენთ პრეზენტაციას.- ვერ ელეოდა ნიკეას გრძელ თმას. წარმოსახვაში ისევ ჩამოშლილი მოელანდა და ლამის შესახებად გაიწია.- აქ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ ჩვენი პარტნიორობა მოისურვონ.- ისევ გააბოლა და დანარჩენ თანამშრომლებს შეხედა.- დასათვლელია ხარჯები ქეთ.- ბუღალტერს მიმართა.- ნახაზებს შეადგენთ ლილიკა და ზაზა.- არქიტექტორებს მიმართა.-  აი, იდეაზე კი ახლა ყველა ერთად ვიმუშავებთ. დანარჩენ დეტალებს მოვაგვარებთ მე და ნიკე.- გააბოლა და  სლაიდი გააშვებინა კედელზე მინათებული პროექტორით ლევანს.

მთელი საათი უხსნიდა რა სისტემით უნდა ემუშავათ. დიდი ფურცლები გამოიტანა და იქ დაახლოებით მოუხაზა  იდეურად. მერე ნიკეას სხვა იდეა დაებადა და შესთავაზა.შეთავაზებას წაკინკლავება მოჰყვა. ჩხეიძემ თავი ძლივს შეიკავა, ფანქარი რომ არ ესროლა სახეში.
უკვე აგიჟებდა! აგიჟებდა რომ ეწინააღმდეგებოდა.

-მე არ გეთანხმები და არ მომწონს.- ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან.

-კოტე გენაცვალოს!- ღიმილით შეხედა გოგონას.- რა არ მოგწონს, მილიონ-ნახევარია მოგება. - კოტემ   თვალი ვერ მოაშორა.

-ხო,მაგრამ იმაზე ნაკლებია მოგება,ვიდრე უნდა იყოს. არასწორი გათვლაა.- ნიკემ წამოიყვირა.

-კარგი,რას მთავაზობ?!- ჩექეზიშვილი ქალისკენ გადაიხარა. მაგიდაზე ხელები ეწყო და მშვიდად სუნთქავდა. თვალებში იმდენად უტეხად უყურებდა, ნიკეა დაიბნა კიდეც.

-რაც უკვე შემოგთავაზე,იმას.- დაბნეულმა გააცეცა თვალები. მთელი სხეული დაეჭიმა ლარივით.

-ძვირია,ის რაც შენ თქვი, მარკეტინგის ლომო.- ჩერქეზიშვილი უფრო მიაწვა.

-სამაგიეროდ ხარისხიანი და განსხვავებული. მოგებაც არ იქნება პატარა თანხა,არა ქალბატონო ქეთი?!- ბუღალტერს გადახედა, რომელიც მთელი ძალებით ითვლიდა ხარჯებს და ჭკუიდან აიწია ლამის, საქმე რომ შეაწყვეტინეს.

-მაგრამ სარისკოა.- ქეთიმ მხრები აიჩეჩა.- ან კი და ან არა...

-მაშინ მივუბრუნდეთ მილიონ-ნახევარს და 1 წელი გადავაგოროთ რამენაირად.- მხრები აიჩეჩა.

ჩხეიძე არასდროს იყო უბრალოდ გუნდის წევრი. ან თავის ჭკუაზე მიჰყავდა საქმე,ან მარტო იყო.  ახლა რა?? ახლა ვიღაც ჩერქეზიშვილი ედავებოდა რაღაცას.

საათი უკვე 2 უჩვენებდა.  პროექტის წარსადგენად 1 თვე რჩებოდა.

ყავის ფინჯნები დაილაგეს. იქნებ ამან მაინც გატეხოს მოწოლილი ძილიო,მაგრამ არა.. დიდად ვერ ტეხდა ძილს.

ნიკემ მეხუთეჯერ მისწერა დედამისს მესიჯი,დაიძინე ნუ მელოდები საქმე მაქვს მეო. იშვიათად ხდებოდა,ნიკეა რომ სახლში არ იყო და მშვიდად ყოფნა გაუჭირდა.
ეს ერთადერთი ჰყავს საფიცარი და როცა მასთან ახლოს არაა, თავს ცუდად გრძნობს.

დაიშალნენ. უკვე მართლა აღარ ჰქონდათ გაგრძელების თავი.

-ნიკე,შენ ჩემკენ!- თავით ანიშნა დემიენმა მანქანისკენ.

-არ მინდა,მადლობა.- უხეშად მიუგდო წინადადება.

-წამო,წამო. ამ ღამით ტაქსში ვერ ჩაგსვამ. მძღოლს რომ ელოდო, მართლა გვიანობამდე მოგიწევს ყოფნა.- წელზე დაადო ხელი და ოდნავ უბიძგა.

უცნაური სიმხურვალე იგრძნო ტანში ჩხეიძემ. აქამდე არ განუცდია ესეთი ღელვა. ერთიანად დააყარა ტაომ.

-კარგი,კარგი. არ ვისაუბრებთ და მშვიდად ვისხდებით.-  გააფრთხილა თითის აწევით ნიკეამ და მანქანისკენ წავიდა.

ჩერქეზიშვილი გაიბადრა. ეს სულ ციცქნა ნაბიჯი იყო,მაგრამ მერე რა... კიდევ აქვს შანსი.

მანქანაში ჩაჯდა თავადაც მშვიდად.
ძრავა გაახურა და მშვიდად დაძრა მანქანა.

-"აიტეშნიკი" ვარ.- უცებ დაიწყო.

-და პროექტთან რა კავშირი გაქვს?!- ჩხეიძემ სახე მიატრიალა მისკენ.

-ხომ გითხარი.. "დირეხტორის"  თანაშემწის ალალი ბიძაშვილი ვარ და მაბლატავებენ.-  შუქნიშანზე გააჩერა და ცალი თვალი დეკოლტისკენ გააპარა.

-იუმორისტული გადაცემა გჭირდება, სად წაიღო ამდენი ხუმრობა უკვე აღარ იცი.- ფანჯარაში გაიხედა.

-მართალი ხარ.ეგეც დავაპროექტოთ. შენ ჩემი ბექგრაუნდი იყავი.- მწვანემ რომ გაანათა,ეგრევე დაძრა.

-შენი ამბავი რომ ვიცი, კიდევ დამაზარალებ.- თავი გააქნია ღიმილშეპარულმა.

-პირიქით! ხუმრობების ხათრით თუ არა,ჩვენი წყვილის ხათრით ნახავენ გადაცემას.- ხუჭუჭა თმები უკან გადაიწია ჩერქეზიშვილმა.

-წყვილი ხმამაღალი ნათქვამია. ახლაც გამოუვალ მდგომარებოაში ვიყავი და იმიტომ ჩაგიჯექი მანქანაში.- მშვიდად იყო ჩხეიძე.

-მაგარია! მიხარია შენ თუ მიყენებ.- მკერდზე მიიდო ხელი დემიენმა. რეალურად აღიზიანებს. უბრალოდ არ უნდა შეემჩნეს.

-ხო,რა. სიკეთეა შენი მხრიდან.- მხრები აიჩეჩა საყვარლად ნიკეამ.

-სიბრიყვე უფრო.- ჩაეცინა.

-სიყეყეჩეც,იდიოტიზმიც..- გააგრძელა ნიკემ.

-მადლობა, პირველოვე ჯერზე ამდენი კომპლიმენტი არავის უთქვამს.

-ვააა,პირველი ვარ შენთვის?!- წამოწეულმა ჩხეიძემ გვერდიდან შესცინა.-შეგერგოს,ჯიგარო.- მხარზე დაუტყაპუნა ხელი.

-კი,პირველი ხარ,ვისაც ჯერიმ მიაფსა.-გაახსენა უახლოესი წარსულის გრეხი.

-ნუ მახსენებ მაგ დღეს.- ხელი აიქნია.

-აუ,მშია.- დაიწუწუნა ჩერქეზიშვილმა.-შენ არა?!

-მეძინება. ხვალ ადრე უნდა ავდგე თან.

-აუ,ჯერ ვჭამოთ რა. დილის მერე ვერ მოვახერხე ჭამა. თან მარტო ცუდად ვგრძნობ თავს.- ისე სთხოვა, უარის თქმა არ გამოდიოდა.- თან მე ვიხდი!ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებაა.- ნიკეა მარტივი გოგო არ ჩანდა,ამიტომ ჭკვიანური ნაბიჯები მიიყვანდა საჭირომდე.

-ჯერ დაგეტოვებინე სახლში და რომელიმე მეგობართან გეჭამა. უარს არავინ გეტყოდა.- დაამთქნარა და პირზე ხელი აიფარა სწრაფადვე.

-კი, შუა ღამეს ნებისმიერი გაიღვიძებს და წამომყვება. მართალი ხარ.

-კაარგიი.- ამოიდუდღუნა.-ხვალ თუ დამაგვიანდა,ვიტყვი შენი ბრალია და შენ ჩამოგაჭრან ხელფასი.- გააგრძელა ბუზღუნი.- ან ორივენ დაგვინდონ...- ტუჩები საყვარლად გაბუტა.

დემიენი უბრალოდ მშვიდად იჯდა. არადა, გულში ბედნიერი იყო, კიდევ ერთი ნაბიჯი იყო სურვილისკენ.

ერთ-ერთ კვების ობიექტთან გააჩერა მანქანა.

-ახლა ნაგავ საჭმელს მაჭმევ ხო?! აბა,კარგს გაიმეტებ ჩემთვის?!- ღვედი მოიშორა და მანქანიდან გადავიდა.
ჯერ თითის დაკარების უფლებაც კი არ ჰქონია.ვერ ექნებოდა.

-წუწუნიჩა ხარ.- მანქანიდან გადაჰყვა მშვიდი გამომეტყველებით.

-ახლა გადავიფიქრებ.- ერთი მოტრიალდა და ალმაცერად შეათვალიერა დემიენი.

-ეე,ცოტა ადრე გეთქვა. გავაჩერე მანქანა უკვე.- იმ წამსვე შეაჭრა კვების ობიექტში და უკან ადევნებული ჩხეიძის ბუზღუნი დააიგნორა.-შენ რას შეჭამ?!

-არ მშია.-გაჯიუტდა აპარატთან. არაფრით ამბობდა რა უნდოდა.

-მაინც უნდა შევუკვეთო, სჯობს ის მითხრა,რაც გიყვარს.- მონიტორზე შეკვეთის გრაფაში ამატებდა იმას, რაც წესით არ უნდა დაეწუნებინა.

ჩხეიძე უბრალოდ მოტრიალდა და ცარიელი ადგილი დაიკავა ფანჯარასთან.

ფიქრებში აირია. მკერდში უცნაურად აუძგერდა გული და გაჩნდა ფიქრი, მერე რა იქნება?!
არც არაფერი.

-როგორ ფიქრობ, ამით დაიძვრენდი თავს?!- წინ დაუჯდა და თვალებდამრგვალებულს ჩააშტერდა ზღვისფერებში.

-არ მშია,ხომ ვთქვი.- თავი გვერდით გადახარა და ნიკაპი ჩამოიდო ხელისგულზე.

-მოგიწევს ჭამა,მარტო არ მიყვარს.-  მობეზრებული გამომეტყველება მიიღო.

-იძულებულს მხდი?! თუ არ მინდა?! ხვალ ისედაც ადრე უნდა ავდგე და ახლა ნახე რა დროა...- თავისი მობილური ააფრიალა ცხვირწინ.

-მაშინ ადექი,წავედით.- ფეხზე წამოდგა უეცრად.

ამას არ ელოდა ჩხეიძე.

-კი,მაგრამ

-არა,წავედით.- კარისკენ უჩვენა ხელით.-შენთან დამეგობრებას ვცდილობდი,შენ კი არ მაცდი. თუ მართლა ისე გეზიზღები, როგორც თქვი, სჯობს გადავიდე სხვაგან სამუშაოდ.- გაღიზიანდა. ისე გაღიზიანდა მანიპულაციის ხერხს მიმართა.

-დაჯექი,ვჭამოთ.- ნიკეა მშვიდად დაჯდა.

-არა,რატო?! ვერ მიტან, გძულვარ და გეზიზღები.. იგივე შეიძლება შენც დაგმართნოდა და ასე უნდა მეხსენებინა ყოველ წუთს?!

- ახლა გინდა თავი დამნაშავედ მე მაგრძნობინო?! არ გამოგივა.- წინ გადმოიხარა.

-წავედით!

-თქვენი შეკვეთა.- ღიმილით მიუახლოვდა გოგონა და მაგიდაზე დააწყო საკვები.

-მადლობა.-ნიკეამ გაუღიმა და მერე ისევ დემიენს დაუბრუნდა მზერით.- ნუ ბავშვობ,ჭამე და წავედით. ხმა არ ამოვიღოთ და ეგ იქნება.-  თავისთვის ბურგერი აიღო და მადიანად ჩაკბიჩა.- ტყუილად მელოდები,მე წამომსვლელი არ ვარ ამ წამს.

-ღირსი ხარ დაგტოვო.- სკამზე ჩამოჯდა და დაუმორჩილებელ ჩხეიძეს შეავლო მზერა.

ასე არ გასჭირვებია არავისთან. ამდენი არავისთვის უწვალია და ჰოპ, ლამაზმანი სერიოზულად უჭედავდა!

-დამტოვე,ფეხით გავივლი.- მშვიდად აიჩეჩა მხრები.- ჩემი სახლი აქედან 30 წუთის სავალზეა.

-მახსოვს სადაც გადაგეყარე.- დემიენმა წამოაყრანტალა.

-თუ არ შეჭამ,გაციებული აღარ ივარგებს, პატარავ.- ენა გამოუყო და ხელახლა მოკბიჩა.

-და რომ გადამინდა?!

-მე ძალით ვჭამ,შენც შეჭამ!- თავისი ხელითვე გახსნა შეფუთვა და დემიენს მიუტანა პირთან.- მიდი, ჭამე!

-ჯანდაბას,მომეცი!- ხელიდან ააცალა და დიდი ლუკმა მოკბიჩა მანაც.

დემიენს არ უღიმოდა. რატომღაც მკაცრი მზერის მეტს,არაფერს სჩუქნიდა. მშვიდად ჭამა,მერე დემიენს დაუცადა  მაგიდაზე თითების კაკუნით.

მშვიდად დატოვეს ობიექტი. ხმა არ ამოუღიათ მანქანამდე. 

-ნიკე,ოდესმე დამეგობრებას შევძლებთ?!- ჩერქეზიშვილმა ეზოში რომ შეუხვია,მაშინ ჰკითხა.

-შენთან მეგობრობა არ მინდა.- ტუჩები გაისველა დაბნეულმა.-  უკვე ცუდი შთაბეჭდილება მაქვს შენზე.

დემიენს გული არ დაწყვეტია. არც კი უყვარს და რატომ დასწყდებოდა?
უბრალოდ, მიხვდა რომ სიტუაცია მაინც გართულდა. იმაზე მეტად, ვიდრე ელოდა.

-და გამოსწორებასაც აღარ ექვემდებარება?!

-ის კორპუსია.-წინ გაიშვირა ხელი.- მე რა ვიცი,თუ ცუდი ბიჭი იქენი, კი ვერ დაგივიწყებ ცოდვას.- დემიენმაც ზუსტად კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და ღიმილით გადახედა.

ჯერ კიდევ იდგა უჩვეულო სურნელი მანქანაში. ჯერ კიდევ უღიტინებდა ეს სასიამოვნო არომატი ნესტოებში.

-გმადლობ. იმედია ერთმანეთს გზაზე ისე არ გადავეკვეთებით, მე გაგლანძღო და შენ დაიჩაგრო.- ჩანთა გადაიკიდა მხარზე,ღვედი შეიხსნა და უცებ გადახტა მანქანიდა.

-მშვიდობიანი ღამე,წუწუნ.- ხელი აუწია სივრცეში.
ქალს გააყოლა მზერა. გააყოლა უკმაყოფილების გრძნობით.
-ჯანდაბა! თამაში გინდა,პატარავ!-  თვალს რომ მოეფარა, გიჟივით დაძრა მანქანა. გააჭრა სივრცეში და ვიოლეტას სახლის გზას დაადგა.
ვიოლეტა ქალი იყო, რომელიც უარს არასდროს ეუბნებოდა. სიყვარული არ იცოდა, უბრალოდ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობდა.
დემიენსაც,როცა პარტნიორის ძებნა ეზარებოდა,მიადგებოდა კარს, სადაც ლეტა გულმხურვალედ მიიღებდა.
კარზე უხეშად დააკაკუნა.  იმდენად განრისხებული იყო, სადღაც უნდა დაეცალა ბრაზი,თორემ ძილი არ ეწვეოდა.

-დემიენ?!- ქალმა კარი გააღო. ხალათის ქამარს ტყუილად იკრავდა, მაინც არ ეწერა დიდხანს ისე გაჩერება.

-ლეტა,მალოდინე.- ხელით მისწია უკან და ქამარი წამში შეუხსნა.- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?!

-არა,რას ამბობ.- თვითონ პერანგის ღილებს წაეტანა,მაგრამ ადგილზევე გააჩერა.
შესაშური ფორმების ვიოლეტა გააშიშვლა სიბნელეში და იქვე ამოხეთქა ბრაზმა, ბუზღუნა გოგონამ რომ დაუტოვა.



--------
დილით ძლივს აწია თავი. ვერ აზროვნებდა და ჯერ კიდევ მთელი ორგანიზმი ემუდარებოდა ძილი გააგრძელეო. უბრალოდ სამსახურის გაცდენის შანსი არ იყო,თორემ კი. უარს არც ეტყოდა, ან რა ნამუსით ეტყოდა.
ძლივს გააღწია სახლიდან და დროულად მივიდა ოფისში.  დემიენი არ შეხვედრია და გულზეც მოეშვა. ჯერაც არ უნდოდა მასთან სიახლოვე.
კაბინეტში შესული მუშაობას შეუდგა. საქმე თავზე ეყარა და რისთვის მიეხედა ისიც არ იცოდა. თან ლექციაც უნდა მოესმინა პარალელურ რეჟიმში.  ლამის ტვინი აუფეთქდა. 
10 წამით თვალები დახუჭა და ეცადა გონება გაენიავებინა. დაიწყო ათვლა და ღრმად სუნთქვა.  დაძაბულობის მოშორება ყველაფერზე მეტად უნდოდა. გამოუძინებელს კი იმდენი საქმის ორმაგად კეთება უწევდა.
თანამშრომლებიც გამაღიზიანებლად ხსნიდნენ კარს და კითხვებით თავს აბეზრებდნენ. ვერც იუხეშებდა და ვერც სკანდალს მოაწყობდა. ამიტომ ყველას ზრდილობიანად პასუხობდა.
შესვენებაზე გასვლა მოუნდა. მშიერი შეიძლება ცუდად გამხდარიყო და მერე მთელი დღე ასე იქნებოდა. ამიტომ ჩაირბინა უხასიათოდ კაფეტერიაში და  მოღუშულმა შეუკვეთა ის,რაც მოუნდა.
-ნიკი,რატომ ხარ მოწყენილი?!- ირინა ჩამოუჯდა წინ.

-ძილი დამაკლდა და სახეზე მაწერია.- თითი მოიტარა სახეზე.

-ყავა დაგელია,გამოგაფხიზლებდა.- ურჩია ჩხეიძეს.

-არ მინდა,2 საათი მომიგდებს ენერგიას და მერე უნდა მაყვინთაოს ისევ.- ხელი აიქნია და ჭამა გააგრძელა.

- ამ, შეხვდი აკაკის?!- ირინკა შეთქმულივით გადაიხარა მისკენ.

-არა. პროექტზე ვმსჯელობდით გვიანობამდე.ავუხსენი და გაიგო მიზეზი.- ჩხეიძეს ჭორაობა დიდად არ უყვარდა. თავის ურთიერთობებზე ბევრს არ საუბრობდა.

-რა კარგი ბიჭი ყოფილა.- ირინკას თვალები გაუბრწყინდა.

-ვნახოთ,ვნახოთ.-  ტუჩები მომუწა ჩხეიძემ.

მობილური აუწკრიალდა და იქ რომ აკაკი ამოიკითხა, წარბშეჭმუხნულმა დახედა.

-უპასუხეე! დროულად!- ირამ მიაჩეჩა ეგრევე და მეტი გზა არც დაუტოვა.-მე არ გისმენთ!

-გისმენ.- მშვიდი ხმით წამოიწყო ნიკეამ.

-გარეთ გელოდები,ნი..- თბილად უთხრა აკაკი ზამბახიძემ.

-ამ, ზუსტად 30 წუთი დამრჩა. აზრი არ ექნება.- საათს დახედა წამში.

-უნდა გელაპარაკო,აუცილებლად.- ზამბახიძემ თავისი გააგრძელა.- მალე,გელოდები. სხვანაირად,შიგნით შემოვალ.

-კარგი.-ღრმად ჩაისუნთქა და გაუთიშა.- ირა, თუ 20 წუთში არ დავბრუნდი, გადმომირეკე და თუ არ გიპასუხე ანუ

-ანუ მოგიტაცა ან კოცნაობას შეჰყევით.- ტუჩზე კბილი დაიჭირა და შავი თმები მხარზე გადაიყარა.- გაიქეციი!

-ირაა! დამირეკე იცოდე!- განმეორდა და თავის ქნევით გაეცალა.
არ გაჰხარებია. ერჩივნა წერტილი დაესვა თავიდანვე ამ ურთიერთობისთვის. ნიკეს ყელს იქით ჰქონდა მამაკაცების გამოხტომები. თავიანთი სპონტანური გადაწყვეტილებებით, რომ აუცილებლად გახდებოდნენ ნიკეას გულთამპყრობელები.
სინამდვილეში, კარიერისტი უფრო იყო და კაცი რომ ახლოს მიეშვა, სიგიჟემდე უნდა ჰყვარებოდა ან მოურეველი ლტოლვა უნდა ჰქონოდა. არ შეეძლო მარტივად ვიღაცისთვის ხელის ჩამორთმევაც კი.

-აბა?! აქ რა გვინდაო?!- გამარჯობის გარეშე დაიწყო და წინ აესვეტა 2 თავით მაღალ მამაკაცს.
აკაკის სულ ენატრებოდა. მუდმივად და შეხების უფლებაც კი არ ჰქონია... ახლა თავი ვერ შეიკავა და ორივე ხელით ჩაიბღუჯა.  ცხვირის წვერი თმებში ჩაურგო და თავზე აკოცა.

-აკაკი!- გაიფართხალა რამდენჯერმე.- მომეშვი,აქ ხალხი მუშაობს!- გაბრაზებული არაფრით უჩერდებოდა.
ეს ჩახუტებაც დადებით ემოციებს არ აღძრავდა მასში.
აბა,ზამბახიძის იკითხეთ?! კაცს გული ისე შეუფართხალდა, ლამის მკერდიდან ამოუხტა.

-მომენატრე,მაპატიე...- დისტანცია თავადვე გაზარდა. არ უნდოდა ჭირვეული სულ დაეფრთხო.- მაპატიე გუშინდელიც. მე ისე გავბრაზდი და მეწყინა.- მკლავზე დაადო ხელი.

-არა,არა! რა არის საბოდიშო?! კარგია რომ მოხდა. ამ ამბავს განვითარება არც ექნებოდა.- ზამბახიძე გაშრა.

-რაა?! რა თქვი?!- ენა ძლივს მოიბრუნა.

-არაფერი გამოგვივა. შენ მოსმენა არ იცი, მე ვერ გიგებ. წლების განმავლობაში საერთო სასაუბრო თემაც კი ვერ გამოვნახეთ და შენ

-მე მიყვარხარ!- ამოიხავლა.- მე სულ მიყვარდი და ახლაც,ახლაც მიყვარხარ. შენ კი... შენ ახლოსაც არ მიშვებ. არ მაცდი დაგანახო, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის.-  თმებზე დაუსვა თითები.

-მაპატიე,აკაკი,რა.. არ უნდა მეთქვა თანხმობა. აჯობებდა სულ არ მომეშვი.- ხელები გააწევინა და თავი დახარა. ცუდად იგრძნო თავი.

-აჯობებდა გყვარებოდი.- ნიკაპის ქვეშ ამოსდო თითები და სახე ააწევინა. ტკივილნარევი მზერა მოატარა სახეზე.
საკოცნელად გადაიხარა და ჩხეიძემ ისე უეცრად დაიხია, გული ხელმეორედ ეტკინა.

ჩხეიძე კი უხერხულობისგან იწვოდა. მისი ესმოდა კიდეც და მასაც გული უწვრილდებოდა.
უბრალოდ არ უნდოდა იმის შეხება. არ უნდოდა და მორჩა.

-ამის დედაც!- ხელები გაშალა ზამბახიძემ.-ამის დედაც,ნიკეა! როგორ შეგიძლია?! როგორ?- თითი აუქნია.

-ნიკე,რა ხდება?!- ოფისში დაგვიანდბით მოსულმა დემიენმა შენიშნა უცხოსთან მდგარი ნიკეა.  მაშინვე მიაჭრა,ბევრი არც უფიქრია.- ახალი თანამშრომელია?!- არ უნდოდა დაძაბულობა ჩერქეზიშვილს და იღიმოდა.

-შენ ვინ ხარ?!- ერთიანად მიუბრუნდა აკაკი.

-ოო,სასიამოვნოა! დემიენი, ნიკეას თანამშრომელი.- ღიმილი არ მოუშორებია.- როგორ ეძახით?! "აიტეშნიკ!"

-ეს აკაკია.- ნიკეამ გააცნო უცებ - მიდის უკვე,ეჩქარება.

-არ მეჩქარება არსად.- თვითკმაყოფილი სახით მიეყუდა მანქანას აკაკი.

- უი,შესვენების დრო გადის.- დემიენმა დახედა საათს.

-შედი და ნიკეაც შემოვა.-ზამბახიძე არ მოდუნდა.

-არა,უნდა შევვარდე მეც!-ჩხეიძემ წამოიყვირა.-ქვეყნის საქმე მაქვს და ლექციასაც უნდა დავესწრო.- სწრაფად მიაყარა აღელვებულმა.

- გამომყევი!- ბოლო იმედს ჩაეჭიდა.

-რაა?!- დაიბნა ჩხეიძე.

-ცოლად გამომყევი.- გაიმეორა.

-აფრენ?!- წამოიყვირა.

დემიენი უარესად აირია. არ ესიამოვნა სიტუაცია და თან ცუდ დროს აღმოჩნდა იქ,სადაც არ უნდა ყოფილიყო.

-არა,გამომყევი.

-არა!- მობრუნდა უცებ და რამდენიმე ნაბიჯი სირბილით გადადგა.

-დედაც შე***!- თავზე ხელი გადაისვა ზამბახიძემ და დემიენს გადახედა.- რა გინდა?!

-არაფერი,ვწუხვარ.- მხარზე დაჰკრა რამდენჯერმე ხელი და უკან აედევნა გაქცეულს.

კმაყოფილების განცდას ვერაფერი უყო. რამ გააბედნიერა,ვერ მიხვდა, მაგრამ მთავარი იყო იმ მომენტში უხაროდა.

საბურავების წივილით დატოვა ტერიტორია აკაკი ზამბახიძემ და ლელას სახლისკენ აიღო გეზი. იქაც რომ მიადგა,უპარდონოდ შეაჭრა და ნერვებს აყოლილმა ცხოვრების უდიდესი შეცდომა დაუშვა.
----
სახეზე აიფარა ორივე ხელი და წამოიყვირა მოგუდული ხმით.
ნერვები დაეწყვიტა.

-როგორ გაუბრაზებიხარ შეყვარებულს.- თავი გადააქნია დემიენმა და ეზოში, სკამზე ჩამომჯდარს მიუჯდა.

-შენღა მაკლიხარ ახლა სრული ბედნიერებისთვის.- თავი არც ამოუწევია,წინ გადახრილმა ჩამოისვა სახეზე თხელი თითები.

-კარგი რა,დავილაპარაკოთ.- მხარი მიჰკრა მეგობრულად.

-არ ვართ მეგობრები.- ხელი აუქნია და სახე ხელებში ჩარგო.

-ტიპმა ბუღი დააყენა ეზოში,ისე წავიდა.-ჩერქეზიშვილმა დაიწყო.- აშკარაა,უყვარხარ და შენ კი ეთამაშები.-  ჩხეიძე იჯდა ერთხანს ჩუმად.

-არ მინდა შენთან საუბარი,არც შენთან ყოფნა მინდა.- სახე მიუტრილა და თვალებში შეხედა.- სიგარეტი მომეცი.- ტუჩი მოიკვნიტა.

-არა,შენ არ ეწევი.

-ვინ თქვა რომ არ?! - კითხვა დაუსვა  ხმამაღლა.- 16 წლის ასაკში მოვწიე პირველად.- გამოუტყდა ღიმილით. - მამასთან ვიკამათე და...

-კარგი..-უკვე რომ გაეხსნა, მოეწონა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. ამანაც ამოაცურა და ტუჩებს შორის მოიქცია.  ჩერქეზიშვილმა მოუკიდა და რაღაცნაირი მზერით შეათვალიერა.

-რა?!- ჩხეიძემ ჰკითხა და მისკენ შებრუნდა. თან გააბოლა.- რას მიყურებ.

-გელოდები როდის დაიწყებ მოყოლას.

-მეგობრები არ ვართ და რატომ მოგიყვე?!- წარბები აზიდა, მერე კი ისევ მოქაჩა და გააბოლა.

- კარგი რა. რეალურად მე პრობლემა არ მაქვს შენთან.- ხელი აიქნია.- ეს შენ მიწევ წინააღმდეგობას. არადა,აშკარაა ბინძურ ხრიკებს არ ვიყენებ.- ჩერქეზიშვილმა ყავისფერი თვალები დამაჯერებლობით აივსო.- არც შენს ჩათრევას ვცდილობ ლოგინში და არც სხვა რამეზე

-სულელიც კი მიხვდება, რომ მოგეწონე..- გააწყვეტინა ანცი ღიმილით. კაცს სუნთქვა შეეკრა.

-მერე რა. რომ მომწონხარ, აუცილებლად რამე ცუდზე უნდა ვიფიქროთ?!- ისეთი მამაკაცური ეჩვენა.
სწორი ცხვირით, გამოკვეთილი ყბითა და ყვრიმალებით. ტუჩებით, რომელსაც ლაპარაკის დროს მოხდენილად ამოძრავებდა.

-არა,არ არის აუცილებელი.

-და მაინც,არ მენდობი.

-რატომ გენდო,პატარავ?!- ტუჩი მოიკვნიტა ნიკეამ და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.

-არ უნდა მენდო. მე ხომ მომწონხარ და ყველაფერი შემიძლია გავაკეთო.ასე ხომ შენ ფიქრობ.- ჩერქეზიშვილმა დააბნია.

-აკაკის მართლა ვუყვარვარ, მე კი არა. ოდნავადაც არ მიყვარს. ერთადაც არ ვყოფილვართ. ახლახანს დავთანხმდი პაემანზე, ისიც არ ვიცი,რატომ. თუმცა გუშინ საქმე გვქონდა და ვერ წავედი.

-და გაბრაზდა.- დაასკვნა ჩერქეზიშვილმა.

-დიახ.- თავი დაუქნია ნიკეამაც.- გუშინვე გადავწყვიტეთ,რომ მორჩებოდა ყველაფერი და დღეს დამადგა.- თვალები დახუჭა და ვნებიანად დაარტყა შემდეგი ნაფაზი.-ტიპი გიჟია, ეგრევე ცოლობა ითხოვა.

-რატომ ეთამაშები?!- ჩერქეზიშვილმაც ამოასრიალა ერთი ღერი.

-არ ვეთამაშები.- ამოიღრინა ჩხეიძემ.

-კაცმა ცოლობა გთხოვა და ისე გაიქცა,თუ მართლა გიყვარს,სჯობს შეაჩერო,თორემ 9 თვეში ბავშვს გააგორებს.- ჩაიცინა დეიმენმა და ქალის რეაქციას დააკვირდა.

-შევაჩერო?!-ჩაიცინა და ჩამწვარი ღერი საბოლოოდ ჩააქრო,მერე ნაგვის ყუთში ჩაუძახა.-ადექი, სამუშაო გვიხმობს.- მშვიდი ღიმილით წამოდგა.

- ჯერ გადაწყვიტე. მერე არ ინანო.-  მაჯაზე მოჰხვია თითები. გაყინული ჰქონდა,მაგრამ უცნაური მუხტების გავრცელებაში ხელი არ შეუშლია.

-გაგვყრიან სამსახურიდან და ნეპოტიზმიც ვერ გვიშველის.- ნიკეამ გადახედა არეული მზერით.

-არ გიყვარს. აი პასუხი და არ გაღელვებს რას იზამს. უბრალოდ მოგწონს შენით შეპყრობილის შორიდამ ყურება. გსიამოვნებს და ვერაფრით ამბობ უარს ამაზე.-  ენით გაისველა მაცდური ტუჩები ჩერქეზიშვილმა.- ამის აღიარება არ გინდა,მაგრამ მოგწონს.

-არ მაღელვებს ვინმე სხვასთან დაიწყებს თუ არა ურთიერთობას და რომ ვამბობ,არ მაღელვებს, ანუ არ მაღელვებს.- წინ გადაიხარა და სახე მისი სახის სიმაღლეზე გააჩერა. კაცმა იგრძნო ქალის სუნთქვა სახეზე და ნიკეასაც მოედო კაცის ამონასუნთქი მხურვალედ კანზე.- და შენ მოგწონვარ,თან ძალიან...- თვალებში უყურებდა ჭინკებათამაშებული ჩხეიძე და ტუჩს იკვნეტდა მონდომებით.- რა სამწუხაროა,ჩემში ემოციების გამოწვევა რომ არ შეგიძლია.- ვითომ წყენით გადახარა თავი და წელში გაიმართა.
მობრუნდა და ისე შეაჭრა ოფისში, უკან არ მოუხედავს.
გული უცნაურ ნოტაზე ძგერდა. ჰაერიც ამის მერე იმაზე ცივი ეჩვენა,ვიდრე ქუჩაში გამოსვლის მომენტში.სახეზე სისხლი მოსწოლოდა და მუცელში რაღაცის ფარფატი იგრძნო.
ჩერქეზიშვილი გამოიწვია. ასე ადგა და გამოიწვია. მშვიდად მოწია მეორე ღერი ოფისის ეზოში, სკამზე. ზამთრის სუსხში. 
იმაზე მეტად მოეწონა,ვიდრე მოსწონდა. ჩხეიძის არომატი ისე დამამშვიდებლად მოქმედებდა, ქუჩაში მოხეტიალე სოცივეც კი ვერ უხდენდა განწყობას.
უკვე გონებაში მკაცრად დალექა აზრი, რომ მას ასე მარტივად ვერ გაუშვებდა.
ღირს კი,ერთი ღამისთვის ამდენი წვალება?!  ალბათ,მისთვის ღირს. ვერაფრით ერეოდა სურვილს, მასთან სიახლოვე რომ ერქვა.
მისი კანის სტრუქტურაც კი აითვისა მტევანმა და ახლა უფრო მეტად იგრძნო ადრენალინი.

-ჯანდაბა,რას მიკეთებს...- ამოიდუდღუნა და ოფისში შეაჭრა.
---------
-თამუ..- პატარა გოგო შეახტა ნიკეას დედას.- როგორ მომენატრე,ჩემო საყვარელო..- ლოყა მიაბჯინა და პატარა, გალეული მკლავები მოჰხვია ქალს. ქალმაც აიტაცა ბავშვი. ლოყა და კისერი აუვსო კოცნით.

-ჩემი პრინცესა, პატარა პეპელა..- გაუცინა და თვალები დაუკოცნა.- ჩემი ჭკვიანი გოგო, მომიყევი რა ქენი და მანამდე,მაგრად ჩამეხუტე!

ბავშვი სიხარულით მოეხვია.

ამ ოჯახში ძიძად უკვე მესამე წელი იყო, რაც მუშაობდა. სიგიჟემდე უყვარდა პატარა კაროლინა, კაროლინაც გიჟდებოდა ძიძაზე. ყველაზე ბედნიერი იყო მასთან.

- სკოლაში სისულელეებს მაწერინებენ. შენ ხომ უკვე მასწავლე წერა და კითხვა.- ლოყებზე მოუსვა ხელი.-  მიმატება-გამოკლებაც ხომ მასწავლე, ესენი კიდევ რაღაც ხაზებს მაწერინებენ.- ფეხები მოჰხვია წელზე და მხარზე თავი ჩამოადო.

-ჩემი ყოჩაღი. მერე მაგას რა უნდა, უცებ გავაკეთებთ და თამაშისთვის უამრავი დრო გვექნება.- ოქროსფერ დალალებზე დაუსვა ხელი.- ჩემი ლამაზი გოგო.- გულში სიყვარულით იკრავდა და ფაფუკ ლოყებს უკოცნიდა.

-შენც ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი.- პატარა თითებით მოეალერსა ქალს კანზე.

-თამარა, გამარჯობა.- ხალათით გამოფარფატდა კაროლინას დედა, ქეთევანი და მიესალმა ქალს.

-როგორ ხარ?!- ქალმა გაუღიმა.

- კარგად. შენთან თხოვნა მაქვს რა, დღეს ღამით მივფრინავთ მე და ვაკო,შეგიძლია ერთი კვირით აქ დარჩე, კაროლინასთან?!-  გახარებულმა იკითხა. - პატარას დავუტოვებ დედაჩემს. -  ქალი ბედნიერებისგან ანათებდა.

-ვაიმე, სახლშიც საქმეები მაქვს და მეორე სამსახურშიც გასასვლელი ვარ.- კაროლინა ძირს დასვა და წარბები შეჭმუხნა.

-გთხოვ, ცალკე გადაგიხდი. პატარას დატოვებაზეც დედას ისეთი რეაქცია აქვს.- ყელზე კანი გამოიწელა.
პატარა 8 თვის ჰყავდა.

-ვაიმე..

-შენთან დავრჩები რა. წამოვალ, გთხოვ.-  პატარამ ფეხზე მოჰხვია ხელი.-შენთან მინდა.თუ გინდა შენს სახლში წავიდეთ.

-ჰო,თამარა! მძღოლი გაგიყვანთ, ძალიან გთხოვ დაიტოვე კაროლი!

-კარგი,კარგი. წავიყვან ორივეს.

-მოიცადე, ჩემს ციცქნა კაცუნასაც დაიტოვებ?! გაფასებ,გაფასებ, თამარა! მითხარი რა ჩამოგიტანო!-  ორივე ხელი მოჰხვია ქეთიმ.- ჩემი საოცრება ხარ. ოქროსხელება!- ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე და ოთახში გაიქცა აჟიტირებული.

-შენ რატომ ხარ მოწყენილი?!- კაროლინას დაჰხედა, თავდახრილი რომ იდგა.

-დედიკო ისედაც მენატრება და უკვე მიდიან.- თვალები აუწყლიანდა.

-ჩემო სიცოცხლე.- დახრილმა აიტაცა ხელში.- შენ ხარ ჩემი კისკისა გოგო.- მოესიყვარულა.- დედიკოს და მამიკოს სიგიჟემდე უყვარხარ. იმათაც ენატრები სიგიჟემდე. უბრალოდ,საქმე აქვთ იქ. მალე წავლენ და წამოვლენ. ჩემო ნამცეცა.- მკერდზე მიიხუტა ძლიერად.

-მაგრამ დედიკო მინდა.- ატირდა უცხო ქალის მკერდზე.-ჩემთან სულ არ არის.- აუცახცახდა პატარა მხრები.

-აბა,რა გატირებს?! ჩვენ გავერთობით მთელი დრო და ერთად დავიძინებთ ღამით.- თმებზე გაეთამაშა.- ამ კვირას გვაქვს უფლება შოკოლადები ვჭამოთ და ბევრი ვისეირნოთ.

ისევ ტიროდა და პატარა მკლავებს ჰხვევდა ძიძას.
- ჩემს შვილს გაგაცნობ,იცი რა ლამაზია?!- ლაპარაკი არ შეუწყვეტია ქალს.

-მართლა?!-პატარამ ამოხედა აცრემლებული თვალებით.

-კი,გაგაცნობ! ცეკვავს ხოლმე დილით და ისე ალაგებს. სიმღერებს რთავს ხოლმე ხმამამღლა და აი,ასე ცეკვავს!- ხელში ააფრიალა და დატრიალდა თამარა.
ბავშვის კისკისმა შეცვალა გარემო. გაახალისა ირგვლივ ყველაფერი. თამარასთან ერთად ცეკვავდა და პატარა გული უძგერდა გიჟურად პატარას.

-და ჩვენ ისე ვიხალისებთ,ისეეეეე!- სავარძელში დაეშვა ბავშვით და  გვერდებში მოუღუტუნა მოკისკისეს.

ბავშვს სულ გადაავიწყდა დედასთან განშორების პერიოდი რომ ახლოვდებოდა. თამარასთან ერთად აცხობდა ნამცხვას და ყველაფერს სვრიდა, რასაც კი შესწვდებოდა.

-კაროლინა, მომიტანე კარტოფილი რა.- კალათა მისცა და გაუშვა დამოუკიდებლად.

-ჩავალაგე ამათი ტანსაცმელიც.- ქეთიმ გამოაგორა 3 ჩემოდანი.- შინდისფერი მათია.

-ყველაფერი ჩააწყვე? პამპერსი, ბოდეები, შიდა მაისურები და თბილი წინდები?!

-კი,კი. ჩაჰხედე. ტატუნას სძინავს და ცოტა ხანში ჩავაცმევ. ბავშვის ფაფასაც ჩაგიდებ.

-გასაგებია. მცენარეებს მიხედვა უნდა,ვერ შევძლებ აქ გამოსვლას.

-მეზობელს ვთხოვ.- მხრები აიჩეჩა.

-არ დაგავიწყდეს,ცოდოა და გახმება იცოდე.- თამარამ კაროლინას გამოართვა ჯამი და მაგიდაზე შემოასკუპა.- მადლობა. - მადლობაც გადაუხადა პატარა პრანჭიას.

-ეი,დაუჯერე ჭინკა!- ლოყაზე აკოცა კაროლინას.- იცოდე დავრეკავ და გავიგებ,რას იმაიმუნებ!- თითი დაუქნია.

-დედიკო, არ წახვიდე რა..- ტუჩი სატირლად დაებრიცა კაროლინას.

-არ გამაგიჟო ახლა. რა გატირებს?!

-შენთან მინდა.- თავი ვერ შეიკავა და ისევ ატირდა.

-ჩემო სიცოცხლე..- ხელში აიტაცა და ოთახში გაიყვანა კაროლინა.
---------

5 საათის მერე საკომფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ ისევ პროექტის ამბებს განიხილავდნენ. პირველად მუშაობდა ყველასთან ერთად ჩხეიძე.

-სუში შევუკვეთეთ!- მაღლა ასწია კოტემ სუშით დატვირთული ყუთები.

-აუ,რა  კარგი ბიჭები ხართ!- ქეთომ შეაქო. დემიენმა თავი გააქნია, 1 საათში მოიტანე ხომ გითხარიო და დაქანცული ჩაჯდა სკამში.

-რა მოსაწყენი ხარ!-ნიკე წამოდგა და ერთჯერადი თეფშები გადაუნაწილა. მერე ყუთები გახნსა.- ისევ შუა ღამეს მოგშივდება და ნახავ!

-ავვვ,მზრუნველი ჩხეიძე ჩაერთო...-  დემიენმა თეფშე გადმოიღო თავისი წილი.

-დააფასე,საყვარელო. სულ ასეთი კი არ ვარ.- მოკლე თმები აიწია სამაგრით და მანაც თავისი წილი აიღო.

ალაპარაკდნენ. ჩხეიძე ღიმილით უსმენდა, მერე ეცინებოდა და თავადაც ჰყვებოდა ხუმრობებში.
დემიენი უყურებდა და ძალიან საყვარელი ეჩვენებოდა.
ესე კარგ ხასიათზე,მანამდე ნანახი არ ჰყავდა და ახლა ისე მოინუსხა მშვენიერებით, თავადაც უკვირდა თავისი თავის.
ჭამა რომ დაასეულეს, ისევ საქმეს შეუდგნენ. მერე ისე იდებატეს დემიენმა და ნიკემ, ლამის პატარა აჯანყებაში გადაეზარდათ.  კოტე ჩაუდგა შუაში, ერთი ქვეყნის შვილები ხართ,რა გაჩხუბებთო.
წუხალდენთან შედარებით ადრე დაიშალნენ.
12-ზე წამოვიდა ნიკეა შინ ოფისის მანქანით. არაფრით ჩაუჯდა დემიენს და ისიც გაიქცა მრისხანების ჩასაცხრობად ვიოლეტასთან.

სახლის კარი თავად კი ფრთხილად შეაღო, მაგრამ თამარა თუ ბავშვით დაუხვდებოდა,ვერც იფიქრებდა.

-დედიკო,მოხვედი?!- თმები სასაცილოდ გასწეწვოდა და პატარა ტატოს არწევდა.

-ჰო. უკაცრავად,ეს ბავშვი როდის გააგორე?!- თვალებდამრგვალებულმა მიუთითა შეწუხებულ ბავშვზე.

-ქეთიმ დამიტოვა ერთი კვირით კაროლინა და ტიტე.- წამომდგარმა დაარწია ბავშვი ხელში.

-რაა?!რატომ?

-ვენაში მიფრინავდა.- მხრები აიჩეჩა და ბავშვს მიეფერა.-  დაიძინე,გენაცვალე,იავნანინაო..- ღიღინი დაიწყო და პატარაც გაჩუმდა ნაცნობი ხმის გაგონებისას.- ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო..

-ღმერთო ჩემო!-ქურთუკი დაკიდა,თვალები აატრიალა და ხელების დასაბანად გავიდა აბაზანაში.

ჭიქა წყალი დალია და გამოიცვალა. საძინებელში პატარა გოგონა დაუხვდა, ლოგინში იწვა და ლოყის ქვეშ ამოედო პატარა ხელი.
ღიმილი მოჰგვარა ჩხეიძეს.

-დე,ერთ ლოგინში უნდა ვიწვეთ 4 კაცი?!- ვერ წარმოედგინა უცხოებთან დაძინება.

-ჩშშ!- დაუბრიალა თვალები თამარამ და ჩაძინებული პატარა გაიყვანა საძინებლში.

-ჩემს დედიკოს მართმევენ!- გაბუტული ჩამოჯდა და ლეპტოპი გახსნა. საბაკალავრო ნაშრომის წერა უნდა გაეგრძელებინა და ლექტორისთვის გადაეგზავნა.
წყაროებს გაგიჟებული ეძებდა ინტერნეტში, თამარა კი გადაღლილი სახით გამოვიდა.

-კაროლინა გიცდიდა,შენი გაცნობა უნდოდა.- კედელს მიეყუდა ქალი.

-ხვალ გავიცნობ წასვლამდე.- ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.

-იცოდე არ ებღვირო,ბავშვები არიან! მე უნდა დავწვე,მართლა გადავიღალე და ენერგია წაიღეს მთლიანად.- წამოამთქნარა.- მალე დაიძინე რა, თორემ ადრე ადგომა გაგიჭორდება.- ნიკეამ თავი დაუქნია და წერა გააგრძელა. თან წყაროებს ეძებდა ინტერნეტში გაცეცხლებული.
ცოტა ხანს წერა და ისე ჩაეძინა დივანშივე,ვერც მიხვდა.
დილით დააგვიანდებოდა კიდეც, ტიტეს ტირილი რომ არ დაეწყო.
წამომხტარმა ჯერ ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,მერე ბავშვის ხმა გაიგო და გაახსენდა უცხო ხალხი რომ ჰყავდა შინ.
ტვინში ურაკუნებდა პატარას ტირილი,თამარამ სთხოვა ერთი წუთით დამიჭირე,სანამ გავამზადებ ამათო.
ჩამომჯდარმა ალმაცერად შეათვალიერა სახედამანჭული ბავშვი, ტირილის მეტს რომ არაფერს აკეთებდა.

-არ იტირო,არ იტიროო.- ხელში მოფართხალეს ვერ აწყნარებდა ვერაფრით.
მერე წამოდგა და ბოდიალი დაიწყო გრძელი პერანგით, მართლაც ქალღმერთს რომ ამსგავსებდა.

-მზეო,მზეო ცხრათვალა,
ვის უცინი,ვისა..
შენ გიცინი პატარავ,დილა მშვიდობისა- ბავშვმა ტირილს უკლო და დააკვირა უცხოს.

-მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები,
დილამშვიდობისა..- რამდენჯერმე წაუღიღინა ღიმილით და ბავშვი იმდენად საეჭვოდ დადუმდა,თამარამ და კაროლინამ ერთად გამოხედეს...

-რაო,რაო,ტიტე უსინდისო..- ბავშვს გაუცინა და ბავშმაც გაუღიმა. ისე სასაცილოდ უჩანდა ღრძილები, უნებლიედ წაუცდა ტუჩები ჩხეიძეს და ლოყაზე აკოცა.- ფისო,ფისო,ფისო, ფისო უსინდისო..-  თამარას გაეღიმა. ისე მოუხდა ბავშვი.

კაროლინა დინჯად იდგა და უყურებდა თავისზე დიდს,მის ძმას რომ უნებურად ამშვიდებდა.

-გამარჯობა.- ამოიბუტბუტა ბოლოს და თამარას მიეკედლა.

-გაგიმარჯოს.- წამით მოადუნა ყურადღება და გოგონას გაუღიმა.

-დე,ეს კაროლინაა. კაროლინ, ეს ნიკეაა ჩემი შვილი.- თამუს მშვიდი გამომეტყველება დაუბრუნდა.

-ეე,რა მაგარი სახელია?! გიხდება.- ნიკეამ უთხრა და პატარა ხელში შეათამაშა.- რა მაგარი ვიღაცაა, ნახე რა დღეშია?! ტირილით აიკლო სამეზობლო და უცებ კისკისებს.

-ჰო,აბა სხვა რა საქმე აქვს?!- კაროლინამ ხელში აყვანა ითხოვა.
თამარამ ააფრიალა და აბაზანაში შეაფარფატა. 30 წუთში მძღოლი გამოუვლიდა და სკოლაში წაიყვანდა.

-ეჰეე,მხიარულო ბიჭუნავ, შემატოვეს შენი თავი და დავაგვიანებ!- მსუქან ლოყებზე აკოცა.

ფაფა გაუმზადა ცალი ხელით და დივანში ჩასვა.

-აბა,პატარა უსინდისოვ, გააღე პირი!- კოვზი მიუტანა პირთან და ტიტემაც დაუჯერა. -ყოჩაღ. მთლად უსინდისოც არ ხარ!

-ნუ ეძახი ეგრე! ჩემი ჭკვიანი და დამჯერი ბიჭია ეგ.- თამარამ დაუძახა.

-შენ გამო დედა აღარ მეფერება და მეჩხუბება,ტიტე.- ცხვირზე დაჰკრა ხელი.

თამაშ-თამაშით აჭმევდა. საბავშვო სიმღერებს იხსენებდა და ბავშვიც სმენად ქცეულიყო.

კაროლინას დაემავიდობა ხელის დაქნევით და თამარამ ჩაიყვანა პირველ სართულზე, მძღოლისთვის რომ ჩაებარებინა.

-რაო,პატარა ცუღლუტო?!- ჯამი გასარეცხად ჩადგა ნიჟარაში და თვითონ ჩაისთვის წყალი დაადგა.

-ნიკი, მომიყვანე ბავშვი და ჩაიცვი. დააგვიანებ.- ღიმილით აართვა პატარა კაცი და მკერდზე მიიხუტა.
ეფერებოდა და ნიკეას პატარაობას იხსენებდა. სულში სითბო ეღვრებოდა.

ნიკეა იდგა და უყურებდა.
მერე უცნაური გრძნობა დაეუფლა, იეგოისტა და გაკაპასებული წავიდა ჩაის დასასხმელად.

-გადავლებას ვერ ვასწრებ.- ამოიოხრა და ეცადა გასვლამდე დაესრულებინა კონკრეტული  მონაკვეთის წერა.

-დე,იქნებ ადრე ადგე ხოლმე. ესე როგორ შეგიძლია არ მესმის.- თავი გააქნია და პატარა ადამიანს მოეფერა ზურგზე.

-თათუუ,მე გასაქცევი ვარ.-ჩაკეცა ფაილები და ლეპტოპი გამორთო. მანტო მოიცვა და ფეხზე ამოიცვა შუზები.-საღამომდე, თამუშკა.- კოცნა გაუგზავნა და კარი გაიკეტა?!

-რაო,ციცქნა?! ლა ვქნათ ჩვენო?!- ლოყაზე მოეფერა.- წავიდეთ ეზოში?! გინდა?!- ბავშვი ახვანცალდა,რაც იმის მაინიშნებელი იყო,რომ ასეთ ყინვაში უნდა გაეყვანა გარეთ თამარას.



№1 სტუმარი Life is beautiful

ძააან საკალლლობაააა<33333

 


№2  offline წევრი nukito20w

Life is beautiful
ძააან საკალლლობაააა<33333


მადლობა,მადლობა❤❤❤❤❤.

 


№3 სტუმარი სტუმარი Eka

male dade raa❤

 


№4  offline წევრი nukito20w

სტუმარი Eka
male dade raa❤

ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ❤.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადე ხოლმე რა

 


№6  offline წევრი nukito20w

სტუმარი ანი
მალე დადე ხოლმე რა

შევეცდები,მართლა. ❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი დარინა

მიყვარს შენი ისტორიებიი, მსუბუქი და გემრიელად წასაკითხიაა, წინა ხომ ჩემი საყვარელი ისტორიაა უკვე და მგონი ესეც ჩაეწერება იმ სიაშიი, ნიკესკენ ვარ მთელი გულით ღირსია მისვას დამიანეე თავის ადგილზეე და დაანახოს რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის, ველოდები გაგიჟებით შეყვარებულ დამიანეს აი ეჭვიანობისგან ჭკუიდან რომ გადავიდეს :დდდდ წყვილი ძალიან მომწონს და ველოდები როდის აუფარფატდებათ სიყვარულის პეპლები ორივეს.

 


№8  offline წევრი nukito20w

სტუმარი დარინა
მიყვარს შენი ისტორიებიი, მსუბუქი და გემრიელად წასაკითხიაა, წინა ხომ ჩემი საყვარელი ისტორიაა უკვე და მგონი ესეც ჩაეწერება იმ სიაშიი, ნიკესკენ ვარ მთელი გულით ღირსია მისვას დამიანეე თავის ადგილზეე და დაანახოს რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის, ველოდები გაგიჟებით შეყვარებულ დამიანეს აი ეჭვიანობისგან ჭკუიდან რომ გადავიდეს :დდდდ წყვილი ძალიან მომწონს და ველოდები როდის აუფარფატდებათ სიყვარულის პეპლები ორივეს.



მე შენი კომენტარები შემიყვარდა. ❤❤
როგორი სასიამოვნო მოსასმენია, ნეტავ იცოდე. ყველაფერი იქნება დდ, ცოტა დაველოდოთ და ამბები დატრიალდება..

მადლობა,რომ კითხულობ❤❤❤.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია საინტერესოა სასიამოვნო წასაკითხი სულ გინდა წაიკითხო თვალი არ მოაცილო ეს ორივე ჯიუტები კარგი წყვილია უნდა შეცვალოს დამიანემ თავისი ჩანაფიქრი ერთი ღამე არ მთელი სიცოცხლისთვის დასჭირდეს ნიკეა ისე უნდა ასწავლოს ჭკუა მადლობა ველოდები მოვლენების განვითარებას წარმატებები ????????????

 


№10  offline წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია საინტერესოა სასიამოვნო წასაკითხი სულ გინდა წაიკითხო თვალი არ მოაცილო ეს ორივე ჯიუტები კარგი წყვილია უნდა შეცვალოს დამიანემ თავისი ჩანაფიქრი ერთი ღამე არ მთელი სიცოცხლისთვის დასჭირდეს ნიკეა ისე უნდა ასწავლოს ჭკუა მადლობა ველოდები მოვლენების განვითარებას წარმატებები ????????????


პირიქით,გმადლობ შენ და ერთი ჭკუა კი აქვს ამასაც სასწავლი????.❤❤❤

 


№11 წევრი თათია-თათა

მომეწონა, კარგი ისტორიაა. როდის დადებთ ახალ თავს?

 


№12  offline წევრი nukito20w

თათია-თათა
მომეწონა, კარგი ისტორიაა. როდის დადებთ ახალ თავს?

გვიან ავტვირთავ და წესით,ხვალ უნდა იყოს.
მადლობა❤❤.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent