შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-6)


30-10-2020, 08:17
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 351

დაგვიასნებისთვის ბოდიში . . .



* * *
მელინას საძინებელში, სავარძელში მოკალათებული ვიჯექი და საწოლში მწოლიარეს, თვალს წამითაც არ ვაშორებდი.
როგორც ბარიდან მომავალი ვვარაუდობდი, მისი სახლში შემოყვანა, საწოლამდე მიყვანა და მასში ჩაწვენა, უკლებლივ საკუთარ თავზე ავიღე. სიმართლე რომ ვთქვა, ამაში არანაირი სირთულე არ ყოფილა, თუმცა ნამდვილი თავდავიწყება მაშინ დაიწყო, როდესაც ლოგინზე დაწვენის შემდეგ, ვერაფრით ვაიძულე გამოფხიზლებულიყო და სველი ტანსაცმელი გამოეცვალა. მართალია, ბოლომდე გათიშული არ გახლდათ და კონტაქტზე გამოსვლაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ თვითონვე არ ინდომა იმ დონეზე მოფხიზლება, რომ სველი პიჯაკის მაგივრად საღამურები ჩაეცვა და ძილი ისე გაეგრძელებინა.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, ისიც კი ვიფიქრე, ასე დამეტოვებინა და შინ წავსულიყავი, თუმცა არ მსურდა მეორე დღეს, ჩემი მიზეზით, მაღალი ტემპერატურის თანხლებით გაღვიძებოდა. ამის გამო, მთელი არსებული და არარსებული ძალები უნდა შემომეკრიბა გარს, შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად.
სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. მისთვის მე უნდა გამეხადა, თუმცა გარკვეული სტრატეგია მჭირდებოდა, რათა ხელები კონტროლში მქონოდა და მათთვის ზედმეტის უფლება არ მიმეცა.
მელინას ოთახში, თეთრ სავარძელში მჯდომი, შუბლის სრესით ვიხსენებდი ჩემს ცოტა ხნის წინანდელ საცოდავ მცდელობას, მისთვის ტანსაცმელი თვალებდახუჭულს გამეხადა, თანაც ისე რომ ზედმეტად არ შევხებოდი. ვაღიარებ, საკმაოდ რთულ ამოცანას ვიყავი შეჭიდებული, თუმცა საბოლოოდ მაინც გავიმარჯვე, იგი წარმატებით ამოვხსენი და როგორც კი მის ტანს სველი ტანსაცმელი საბოლოოდ მოვაშორე, ასევე თვალდახუჭულმა გადავაფარე წინასწარ მომზადებული პლედი შიშველ სხეულზე.
აი, სწორედ ასე წარიმართა ჩემი უჩვეულო საღამო. გაურკვეველი ემოციებით დატვირთულმა, მაშინვე სახლში წასვლაც ვერ შევძელი. ცოტა ხნით მინდოდა მელინასთან დავრჩენილიყავი და იმ სივრცეში გამეტარებინა დრო, სადაც ის მოძრაობდა, მეყურებინა იმ ნივთებისთვის, რომელთაც ის ყოველდღიურად ეხებოდა და უბრალოდ ოთახის სიჩუმეში გაბნეული, მისი მშვიდი სუნთქვისთვის მესმინა.
საძინებელში, მხოლოდ ღია ცისფრად მანათობელი, პატარა, ღამის ნათურა მქონდა დატოვებული. მის შუქზე საკმაოდ კარგად ჩანდა ოთახის მარცხენა კედელზე, ფერადი ჭიკარტებით დამაგრებული აურაცხელი სურათი, რომლებიც სავარაუდოდ მელინას გადაღებული უნდა ყოფილიყო, როგორც მოყვარული ფოტოგრაფის. უამრავი კადრიდან, ზოგზე ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, ზოგზე ბუნება, ზოგზეც კი სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ან თუნდაც ლამაზი სახლები. ერთი ფოტო განსაკუთრებით მომეწონა -სკამზე მჯდომი ხელჯოხიანი მოხუცი და მის ფეხებთან გაწოლილი ცეცხლისფერბეწვიანი ძაღლი რომ იყვნენ აღბეჭდილნი. ძაღლს თვალები მშვიდად დაეხუჭა, თავი ბერიკაცის ფეხსაცმელზე ჩამოედო, ხშირ ბეწვს კი მკრთალად უნათებდა მზის ოქროსფერი სხივები.
ზოგადად, ბევჯერ გამიგია საძინებელი ოთახი, მასში განთავსებული ნივთები და მათი წყობა, ადამიანზე ძალიან ბევრ რამეს ამბობსო. აღნიშნული სიტყვების სინამდვილეში, სწორედ ახლა დავრწმუნდი ყველაზე უკეთ, რადგან მელინას პირადი სივრცე, აბსოლუტური სიზუსტით გადმოსცემდა მის ხასიათსა და შინაგანი სამყაროს თავისებურებებს. იმდენად უბრალო და უშუალო გახლდათ მილიონერი მამის ერთადერთი ქალიშვილი, რაღაც მხრივ კვლავ სათავგადასავლო ფილმის პერსონაჟად მყავდა წარმოდგენილი საკუთარ გონებაში.
მასზე გამუდმებულ ფიქრს, უკვე იმ ზომამდე მოვყავდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი. მელინა მაგნიტი გახლდათ, მე მეტალი, ვისაც გამუდმებით თავისკენ იზიდავდა და ექაჩებოდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ერთხელაც არ მქონია მცდელობა ამ მიჯაჭვულობის შეგრძნებისთვის ხელჩართული ბრძოლა გამომეცხადებინა. პირიქით, მას ვემორჩილებოდი კიდეც, რადგან მელინას გაცნობის შემდეგ, საკუთარი თავი ბევრად უფრო მეტად მომწონდა, ვიდრე ეს აქამდე იყო.
სავარძლიდან უხმოდ წამოვდექი და საწოლში მწოლიარეს, ამჯერად ზემოდან დავაცქერდი. ბალიშზე უწესრიგოდ იყო გაბნეული მისი სველი, თაფლისფერი კულულები. სხეულზე წაფარებული პლედიდან, გამომწვევად იმზირებოდა მოშიშვლებული მარჯვენა ფეხი, რომელიც, ძილში მოძრაობის დროს ალბათ გარეთ გამოეტანა.
-სპეციალურად მიკეთებ არა ამ ყველაფერს? -სუნთქვაგახშირებული დავიხარე მისკენ და პლედი შიშველ ადგილებზეც გადავაფარე. ისედაც გონებას მირევდა ის ფაქტი, რომ ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში ეძინა ტანსაცმლის გარეშე და კიდევ ამის დამატება ნამდვილად არ სჭირდებოდა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოთმინების ფიალას
მელინა კვლავ განაგრძობდა მშვიდად სუნთქვას. გასაკეთებელი უკვე მეც არაფერი მქონდა. წესით, უკვე ის დრო იყო, მანქანაში ჩავმჯდარიყავი და შინისკენ ამეღო გეზი, თუმცა არ მსურდა მისგან წასვლა. ჯერ კიდევ იმ კოცნის გემოს აღვიქვამდი მძაფრად, რომელიც მელინასგან მოვიპარე ამ საღამოს და დამეფიცებოდა, რომ კიდევ ერთი ასეთი მომენტისთვის ათასჯერ დავთმობდი ჩემს უწინდელ ცხოვრებას -ფულს, ძვირადღირებულ მანქანებსა და უმაღლესი კლასის აპარტამენტებს.
მაჯის საათს დავხედე. ეს უკანასკნელი უკვე პირველს უჩვენებდა. აშკარად დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი და შინ დატოვებული ენკესთვის დამეხედა, რათა დავრწმუნებულიყავი იქაურობა არ გადაეწვა, თუმცა მანამდე ხუთი წუთი მაინც შემოვინახე საკუთარი თავისთვის. ამ ხუთი წუთის ათვლის დაწყებისას, ის გავაკეთე, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი- ფრთხილად წავიწიე საწოლისკენ, მის კიდეში მოვთავსდი, მელინას გვერდით მივუწექი და პლედიდან გამოწეული მისი ხელი ჩემსაში ავხლართე, თან მხურვალედ ვაკოცე სიფრიფანა თითებზე.
საკმაოდ ღრმად ეძინა. ასეთ დროსაც კი ულამაზესი მეჩვენებოდა, თუმცა კი არ მეჩვენებოდა, ნამდვილად იყო საოცრად ლამაზი. მომწონდა მასთან ასეთი სიახლოვე, მისი თითების შეგრძნება საკუთარ თითებზე, მშვიდი სუნთქვის მოსმენა და უბრალოდ იმ ადამიანის სახის ყურება, რომელიც ესოდენ საინტერესო და გამოუცნობი გახლდათ ჩემთვის.
იმ ღამით, ჩემს მიერ მოპარული ხუთი წუთი, რომლის გასვლის შემდეგაც წესით შინ უნდა წავსულიყავი, გაცილებთ უფრო დიდ დროის მონაკვეთად იქცა. მელინას საწოლზე, მისსავე ბალიშზე თავდადებულმა, ვერც კი გავიგე ისე მოუდლოდნელად მესტუმრა დაუპატიჟებელი ძილის შეგრძნება, თვალები თავისდაუნებურად დამეხუჭა და საბოლოოდ, დაღლილ-დაქანცულს იქვე ჩამეძინა.



8 8 8 8
ადრიან დილით, ნახევრად გადაწეული ფარდიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამომაღვიძეს. მოფხიზლების პირველ სტადიაზე, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი მომხდარა, თუმცა როდესაც ნახევრად დახუჭული თვალების ბოლომდე გახელის ძალა ვიპოვე საკუთარ თავში და საწოლზე ოდნავ წამოვჯექი, გარემო აშკრად მეუცხოვა. შინ ნამდვილად არ ვიყავი, ამაში ასი პროცენტით გახლდით დარწმუნებული.
ოთახის მარჯვენა კუთხეში დატანებული აბაზანიდან კარიდან, წყლის წვეთების წკაპუნი ისმოდა. ვიღაც შხაპს იღებდა. თითქოს სწორედ მეც ამ ხმამ მომიყვანა გონს -გაქცეულ კადრებად დამიდგა თვალწინ გუშინდელი საღამო, შადრევნებთან ნაპოვნი მელინა, ის, თუ როგორ მივუწექი საწოლში გვერდით იმ იმედით, რომ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ხუთ წუთს დავყოფდი, შინ დაბრუნებამდე და უცებ ყველაფერი აშკარა გახდა -ჩამძინებია!
ამის გაცნობიერება და საწოლიდან წამოდგომა ერთი იყო. ვინაიდან აბსოლუტურად ჩაცმულს მეძინა, ადგომის შემდეგ მხოლოდ თმა გადავივარცხნე სარკეში, ორი თითით და ჯიბიდან ამოღებულ მობილურს დროის შესამოწმებლად დავხედე. ათის ნახევრის შესრულებას, სულ რაღაც წამები უკლდა. ეკრანზე გამოტოვებული ზარი და ორი შეტყობინებაც დამიხვდა ენკესგან. პირველში მწერდა, შენი გარდერობიდან იმდენი რამ მომეწონა, მგონი ტანსაცმლის გარეშე დარჩებიო, მეორე SMS-ში კი უკვე იმით ინტერესდებოდა, საიდან მოვიტანე ფული ასე ძვირიანი ბრენდული სამოსის საყიდლად.
გამეცინა მის მონაწერზე. მიუხედავად იმისა, რომ წერილი ღამის პირველ საათზე ჰქონდა გამოგზავნილი, პასუხად მაინც მივწერე, თუ გინდა მთელი გარდერობი წაიღე-მეთქი და მობილური კვლავ ჯიბეში ჩავიბრუნე. ვგრძნობდი, უკვე აღარაფერი მჭირდებოდა იქედან, რაც ჩემს უწინდელ, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ცხოვრებას გამახსენებდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ჩემი ძმის მიერ გახლდათ მიღწეული, დიდი მონდომების ფასად. ვეღარ გავაგრძელებდი ასე. უკვე სურვილი მახრჩობდა საკუთარი ცხოვრების უზრუნველმყოფელი თავად ვყოფილიყავი და ჩემს სხეულზეც, მხოლოდ ჩემივე შრომით გამომუშავებული ფულით ნაყიდი სამოსი დამენახა.
აბაზანიდან გამომავალი წყლის წვეთების ხმა კვლავაც არ წყდებოდა. ნეტავ რამდენ ხანს ანდომებდა ხოლმე შხაპის მიღებას? ზოგადად, ქალებს ეს პროცესი მუდამ დიდხანს უგრძელდებოდათ ხოლმე. ნიცასგანაც მქონდა მოსმენილი -მამაკაცი მხოლოდ ჰიგიენის გამო იღებს შხაპს, ხოლო ქალებისთვის, ეს პროცედურა ერთგვარი სიამოვნებასავითაა, რის დროსაც, წუთები შეუჩნევლად ეპარებათ ხოლმეო.
ვინაიდან, მელინაც მდედრობით სქესის რიგით წარმომადგენელად ითვლებოდა და დიდი ალბათობით, იგიც ამგვარი შეხედულებისა უნდა ყოფილიყო, მისი აბაზანიდან გამოსვლისთვის დაცდას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, სანამ დილის პროცედურებს საბოლოოდ მორჩებოდა, სამზარეულოში გავსულიყავი და ყავა მომემზადებინა, მისთვისაც და ჩემთვისაც. ზუსტად ვიცოდი როგორიც უყვარდა -კაპუჩინოს სვამდა ხოლმე ნახევარი კოვზი შაქრითა და ცოტაოდენი ვანილით.
ზოგადად, უამრავი რამის გაგება შეიძლებოდა ადამიანზე მხოლოდ დაკვირვებით, უსიტყვოდ და ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე. იმ კონკრეტულის ჟესტების, ქცევების, მიმიკების ცქერით, იმაზე მეტ ინფორმაციას აგროვებდი მასზე, ვიდრე გამოძიების ჩატარების საშუალებით გექნებოდა ხელთ. სწორედ ამას ვაკეთებდი მუდამ, როდესაც ღამის ცვლებში ერთად ვათენებდით ხოლმე მე, მელინა და ენკე. ჩემდაუნებურად ვსწავლობდი მის ხასიათს, მარტივ ჩვევებს, რა მოსწონდა, რა არა და ამ ხნის განმავლობაში, უკვე თავისუფლად შემეძლო იმის თქმა, რომ მელინას ხასიათში საკუთარივით ვერკვეოდი. მხოლოდ მისი შინაგანი გრძნობები რჩებოდა ჩემთვის ბერმუდის სამკუთხედად და ალბათ ასე იქნებოდა, მანამ, სანამ თვითონ არ მომცემდა თავის ბოქლომით დაკეტილ პატარა სამყაროში შესასვლელი კარის გასაღებს.
სამზარეულოში გასვლისას, პირველად თავის მინის კონტეინერში მოსეირნე შარლოტა მომხვდა თვალში. ზომით ისეთი უზარმაზარი გახლდათ, დიდი ალბათობით ტარანტული ჯიშისა უნდა ყოფილიყო.
-არანორმალური მწერების კოლექციონერი -სიცილით გადავაქნიე თავი ობობას შემხედვარემ, თან კედელზე მიმაგრებული თხილისფერი კარადიდან ორი ფინჯანი გადმოვიღე, ყავის მოსამზადებლად. უკვე ისიც კი ზეპირად ვიცოდი, სად რა ჰქონდა შენახული. ამ სახლში, მდოლოდ სამჯერ ვიყავი ნამყოფი, თუმცა ყველაფერს ისეთი მარტივი წყობა ჰქონდა, ნებისმიერი ადამიანი, მარტო ერთხელ გადათვალირებითაც კი დაიმახსოვრებდა თითოეულ დეტალს.
ყავის მადუღარა, ჭურჭლის სარეცხი ნიჟარიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდო. კაპუჩინოს პაკეტებიც იქვე ელაგა და ერთ-ერთი მათგანისთვის უკვე თავიც უნდა მომეხსნა, რათა ჭიქაჩი ჩამეყარა, რომ ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა :
-შენ ისევ აქ ხარ? -ტონი უზომოდ ცივი და გაყინული იყო. სწრაფად მივტრიალდი. მელინა ჩემს უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, სველი თმიდან წყლის წვეთები ჩამოსდიოდა და ბამბის ხალათში გახვეული, უემოციო სახით მიმზერდა. მისი დაკვირვებისას, მზერა აწითლებულ თვალის გარსზე მიმეყინა. ამ უკანასკნელს, ჯერ კიდევ აჩნდა წვრილი, ალისფერი კაპილარები. ნუთუ იტირა? მაგრამ რატომ?
-ჰო, აქ ვარ -ენის წვერით გავისველე ქვედა ტუჩი -შენ რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? რამე ცუდი გესიზმრა?
ირონიულად ჩაეცინა ჩემს კითხვაზე. წამით, თვალიც ამარიდა, თუმცა შემდეგ ისევ უტეხად შემომხედა, ამჯერად უკვე რეალურად აცრემლებული თვალებით.
-გამიკვირდა აქ რომ დაგინახე -მითხრა მშვიდი ხმით -მეგონა საწადელი აისრულე, შენი გაისწორე და ახლა უკვალოდ გამქრალი დამხვდებოდი. ისევ ჩემს სახლში რატომ ხარ? კიდევ რამე დაგრჩა მისაღები?
-მოიცა, მოიცა -ხელის აწევით გავაჩერე სასაუბროდ მომართული -რას ნიშნავს ჩემი გავისწორე? რა გაქვს მხედველობაში?
-შენი აზრით? -რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. ჯებირებთან მომდგარ ცრემლებს, გახშირებული სუნთქვით ებრძოდა და არაფრით აძლევდა გადმოღვრის საშუალებას -წადი აქედან ნიკოლოზ! ერთხელ უკვე გავხდი შენი, ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ, ვერ გამიგია მეტი რაღა გინდა? წყვილობანას მეთამაშები ჩემს სამზრეულოში დგომითა და დილის ყავის მომზადებით?
-გაჩუმდი! -რაც ერთმანეთი გავიცანით, პირველად მივმართე მას ამდენად ხმამაღლა და ბრაზმა ლამის ყელში წამიჭირა. კვლავ თვალების წვა ვიგრძენი, ამჯერად ყველაზე უფრო მძაფრად, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. მტკივნეული იყო ჩემთვის ის, რაც იმ მომენტში მის თავში ტრიალებდა -შენ რა, მართლა ფიქრობ, რომ წუხელ შენი უგონოდ ყოფნით ვისარგებლე და შეგეხე? ამას მეუბნები?
-სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ერთ საწოლში გვეღვიძება, მე კი ტანზე არაფერი მაცვია?
-გაინტერესებს რა უნდა იფიქრო? -მკლავებში ჩავავლე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე -ის უნდა იფიქრო, რომ სველი ტანსაცმელი გაგხადე, რათა ფილტვების ანთებით არ გაგეღვიძა დღეს დილით! აი რა უნდა გეფიქრა, მაგრამ შენთვის ყველაზე მარტივი იმ აზრს ჩაჭიდებაა, რომ მე ნაძირალა ვარ, ვისაც ყოველგვარ სიბინძურეზე შეუძლია წავიდეს, რათა თავისი გაისწოროს, როგორც შენ თქვი
-ანუ . . .
-გითხარი გაჩუმდი-მეთქი! -სანამ წინადადების დასრულებას მოასწრებდა მანამ გავაწყვეტინე -ხმა აღარ გამაგონო, გესმის?! კარგი, გასაგებია, თავდაპირველად, შენთან სტუმრობისას, ოდნავ თავხედურად მოვიქეცი, თუმცა ძალადობა არც მაშინ მიფიქრია და არც, ახლა! ის კი, რაც შენ ცოტა ხნის წინ დამაბრალე, უპატიებელი ძალადობაა ქალზე! ამას არასდროს ჩავიდენდი და არც არაფერი გამიკეთებია საიმისო, რომ ამგვარ გარყვნილ ნაბი*ვრად წარმომიდგინო, მელინა! არაფერი!
-ნიკოლოზ . . . -დამნაშავის მზერა ჩაუდგა თვალებში. როგორც ჩანდა დაიჯერა ჩემი სიტყვების, თუმცა ახლა იმდენად ვიყავი მასზე გაბრაზებული, ყველაფერი სულ ერთი იყო
-ნუ მეძახი ეგრე! -ხელი უხეშად შევუშვი და ერთი ნაბიჯით მოვშორდი. მასთან სიახლოვე უკვე აღარ შემეძლო -გახსოვს, გუშინ ბარში გითხარი, თუ ამ საღამომაც ვერაფრით შეცვალა შენი წარმოდგენები ჩემზე, მხოლოდ მისამლმებითი ურთიერთობა დარჩება ჩვენს შორის-მეთქი?
-ჯანდაბა, მაპატიე, კარგი?
-ჰოდა სწორედ მისალმება იქნება, რაც ერთმანეთთან დაგვაკავშირებს -მის სიტყვებს ყურადღებასაც არ ვაქცევდი, ისე განვაგრძობდი.
მელინა ჩემთან ახლოს მოვიდა. ჯერ უხმოდ, ანერვიულებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, მერე კი მკლავებში ჩამაფრინდა, თავისი წვრილი თითებით და ქვემოდან ამომხედა
-ბოდიში რა -მითხრა თვალის არიდებით -ასეთი რამ არ უნდა მეფიქრა, ჩემი შეცდომაა
-შეცდომა შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში -რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი, თან სამზარეულოს მაგიდაზე შემოდებული მანქანის გასაღები ავიღე. უკვე წასასვლელად ვემზადებოდი, რადგან ვგრძნობდი იქ სრულიად აღარაფერი მესაქმებოდა -არ უნდა მომეცა უფლება ამდენად ღრმად შემოჭრილიყავი ჩემს შინაგანში. ვისაც ზედმეტად შეეჩვევი, ზურგში დანის დარყმაც სწორედ მისგან გეტკინება ყველაზე მეტადო ხომ გაგიგია?
-ასე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ
-სახლში უნდა წავიდე. საღამომდე მელინა
-ნიკოლოზ . . .
-გითხარი ეგრე ნუ მეძახი-მეთქი! -საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, რომ ჯერ კიდევ ამოდენა გრძნობებს იწვევდა ჩემში მისი მხრიდან სრული სახელით მომართვა
-ბოდიში ხომ მოგიხადე?
-არა, ეს ბოდიში არ ყოფილა -გასასველი კარისკენ წასული, ნახევარი ტანით მოვტრიალდი მისკენ და ისე მივუგე -შენს გულს ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია. ეს მხოლოდ ცარიელი, უემოციოდ წარმოთქმული სიტყვა იყო, რასაც გულწრფელობასთან არაფერი აქვს საერთო. მგონი იმან უფრო გაგანაწყენა, შენი ამაზრზენი შეხედულებები რომ არ გამართლდა ჩემს შესახებ და ბოდიშიც მხოლოდ სიტუაციის განსამუხტად მოიხადე
-არ არის ასე . . . მე . . .
-სამსახურში შევხვდებით მელინა -კვლავ შუა გზაზე გავაწყვეტინე წამოწყებული წინადადება და სანამ მის ბოლომდე მიყვანას მოასწრებდა, გასასველი კარისკენ გავეშურე, სწრაფი ნაბიჯებით.

ახლა იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, არავისთან საუბარი არ მსურდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ზუსტად ვიცოდი, გასულ ღამით ჩემს სახლში დატოვებული ენკე, კვლავაც იქ დამხვდებოდა, ფეხმოუცვლელად, რათა გასული ღამის ამსახველი ყოველი დეტალი დაწვრილებით გამოეკითხა ჩემთვის . . .
მელინას სახლიდან გასული, შინისკენ მიმავალ გზაზე, მანქანას გიჟივით ვმართავდი და მაგნიტოფონში, ხმამაღლა აღრიალებულ მუსიკებს ოდნავადაც არ ვუწევდი ქვემოთ. ადრენალინი და შემაწუხებელი ხმაური, მართლაც სამაშველო რგოლივით მიწევდა დახმარებას, რათა კვლავ ცოტა ხნის წინანდელ დიალოგზე არ ვკონცენტრირებულიყავი.
ჩემდა სამწუხაროდ, მხიარულება მაინცდამაინც დიდხანსაც არ დამცალდა. როგორც ასეთ მომენტებში ხდება ხოლმე, სულ მალე, მუსიკასთან ერთად, საპატრულო სირენების დამატკბობელი ხმაც მისწვდა ყურთასმენას.
გაინტერესებთ რა იყო ამის შემდეგ?
იყო ჯარიმა სიჩარის გადაჭარბების გამო, უხალისო სახით ჩამორთმეული საგადასახადო ქვითარი და გაფრთხილება, რომ თანხა ერთი კვირის შუალედში, უნდა შემეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელისთვის, მართვის მოწმობის ჩამორთმევა გახლდათ დაწესებული ჯილდოდ.
ვერაფერს ვიტყოდი, აშკარად ფორტუნა მწყალობდა! მხოლოდ ერთხელ ვინათხოვრე მეგობრისგან მანქანა და მაშინაც ჯარიმით ხელდამშვენებული ვბრუნდებოდი შინ.
საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ მომადგა ბრაზი. ასი პროცენტით უიღბლო დღე გამთენებოდა, თუმცა შეცვლით უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი, ამიტომ ჩემი დაუფიქრებელი საქციელისთვის მიღებული პრიზით ხელში კვლავ დავიკავე კუთვნილი ადგილი, მესაჭის სავარძელზე და ამჯერად, გზა მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკების გარეშე განვაგრძე.
რა თქმა უნდა, ჯარიმის გამოწერის გამო, ავტომობილს იმდენად სწრაფად ვეღარ ვმართავდი, ამიტომ სახლის ჭიშკართანაც ჩვეულებრივზე გვიან მივაყენე მანქანა და შინ მოღუშული სახით შევედი.
ჩემმა ლოგიკამ ამჯერადაც ათიანში მოარტყა -როგორც ველოდი ენკე ადგილზე დამხვდა, ფეხმოუცვლელად. ეს უკანასკნელი ტელევიზორის წინ გაჭიმულიყო, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი, ჩემს შოკოლადის ნაყინს შეექცეოდა და "შერეკილების" ყურებით იყო გართული.
გამეცინა. ეს ფილმი, ბავშვობის შემდეგ აღარ მენახა, თუმცა როცა ეთერში უშვებდნენ, მუდამ ძალიან ვხალისობდი ხოლმე. სახელიც კი სრული სიზუსტით ემთხვეოდა მასში მიმდინარე მოვლენებსა და პერსონაჟების ხასიათს.
-მე დავბრუნდი -მანქანის გასაღების ასხმა კომოდზე დავაგდე და მეორე ხელში დაჭერილ ჯარიმის ფურცელს დავაცქერდი -თან საჩუქარიც მოვიტანე
ენკე თითქმის ერთდროულად მოწყდა ტელევიზორის ეკრანსაც და ნაყინის კონტეინერსაც. რა თქმა უნდა, სანამ ხმა არ ამოვიღე, ჩემი შესვლა არც გაუგია. ბუნებით ასეთი გახლდათ, თუ სხვა რამით გახლდათ დაკავებული, გვერდით ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ყურადღებასაც არ მიაქცევდა.
-რა საჩუქარი? -მკითხა დივნის საზურგეზე ნიკაპჩამოდებულმა და პირში კოვზგარჭობილმა -ან როდის შემოხვედი, ვერაფერი გავიგე
-ზუსტად ამ წამს -გადავწყვიტე ჯერ მეორე შეკითხვაზე გამეცა პასუხი, შემდეგ კი პირველს მივუბრუნდი -საჩუქარს რაც შეეხება, არ ინერვიულო, მე გადავიხდი
რამდენიმე წამით სიჩუმეს ინარჩუნებდა ენკე. მერე ჩემს ხელში დაჭერილ თეთრ ქაღალდზე გადაიტანა მზერა და ჩაეცინა :
-რაო, დაგაჯარიმეს შუმახერო?
-სულ ცოტათი
-კაი დაიკიდე მე გადავიხდი, რა პრობლემაა -ხელი აიქნია, თან უწინდებურად ეკრანისკენ მიმართა მზერა. აშკარა იყო ნაკლებად ადარდებდა მომხდარი, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი გაფუჭებული საქმის გაკეთება სხვისთვის მეიძულებინა
-არ გამოვა, საკუთარ დასვრილს ყოველთვის მე ვწმენდ ხოლმე -ვუთხარი გადაჭრით, რითაც ვაგრძნობინე ამ თემაზე საუბარი შეწყდეს-მეთქი, თან დივანში მის გვერდით ჩავეშვი, თვალებდახუჭული -ცოტა ჩაუწიე რა, თავი მისკდება
-რაღაც უკმაყოფილო ჩანხარ -ჯერ ჩემი თხოვნა შეასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ალაპარაკდა -არადა, წუხელ ღამე მელინასთან დარჩი და წესით ახლა სხვანაირად უნდა ჭიკჭიკებდე
-ძალიან გთხოვ, ეგ სახელი ჩემთან აღარ ახსენო
-ასე ცუდად წავიდა საქმე? -გაეცინა - ამჯერად საშხაპე კაბინაში დაგაბა თუ სარდაფში?
-ნეტავ ეგ გაეკეთებინა, ნაკლებად გაბრაზებული მაინც ვიქნებოდი
-არ ამოღეღავ? -მობეზრებით ამოიხვნეშა ენკემ, თან ფილმი იმ ადგილას დააპაუზა, სადაც შეშლილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"
-აუ წადი რა ყავა გამიკეთე, დილით დალევა ვერ მოვახერხე
-ყავა შენს ცოლს მოადუღებინე, მე კი რაღაც კითხვა დაგისვი ცოტა ხნის წინ და იმაზე მიპასუხე
ღრმად ამოვიხვნეშე. ვიცოდი, სანამ რამეს არ ვეტყოდი, მანამდე იტრიალებდა თავისთვის საინტერესო თემის გარშემო, ამიტომ გადავწყვიტე მოკლედ მომეყოლა დილანდელი ინციდენტის შესახებ :
-სათქმელი ბევრი არაფერია, უბრალოდ გუშინ ცოტა დალია, შადრევნებთან დასველდა და მომიწია მძინარესთვის გამომეცვალა სველი ტანსაცმელი. მეორე დილით გაღვიძებულმა კი, თავისი არანორმალური ტვინით იფიქრა, რომ სიტუაციით ვისარგებლე
-Wait, Wait, თქვენს შორის წუხელ არაფერი ყოფილა? -აშკარა გაკვირვება იკვეთებოდა მის მზერაში. ვგრძნობდი, თვალებით მეკითხებოდა, თუ არაფერი გქონიათ, მაშინ ამდენ ხანს იქ რა ჯანდაბა გინდოდაო.
-ჰო, არაფერი მომხდარა და მგონი გითხარი ეგეთი რამ გეგმაში არც მქონია-მეთქი
გარკვეული დრო კვლავ უხმოდ მიყურებდა ენკე. შემდეგ მუხლებს იდაყვებით ჩამოეყრდნო და თითები ერთმანეთში გადახლართა.
-I Think რაღაც გჭირს -ამოთქვა ბოლოს -ცივი გონებით ვეღარ მოქმედებ. ერთგული ქმარივით დაიწყე ლაპარაკი, ვინც ცოლს ჯაჭვით ყავს დაბმული, ამ ჯაჭვის ბოლო კი მელინას უჭირავს ხელში. მაგ გოგოსთან დაახლოების შემდეგ ნელ-ნელა უარესობისკენ მიდიხარ, Dude
-მაგ გოგოსთან დაახლოების შემდეგ, საკუთარი თავი უფრო მეტად მომწონს -გაუცნობიერებლად დამცდა, თუმცა რომ დავუფიქრდი, სწორედ ასე იყო. მელინას ჩემს ცხოვრებაში შემოჭრით, თითქოს იმ ნიკამ შეძლო ცხრაკლიტულის კარების ჩამოღება, ვინც დიდი ხნის წინ გამოვამწყვდიე იქ, რათა სიმარტივითა და ბოჰემური ცხოვრებით შემძლებოდა ჩემი აურაცხელი პრობლემებისგან თავის დაღწევა.
ზოგჯერ ერთადერთი გზა, რათა ტკივილი არ იგრძნო, მხოლოდ ისაა, რომ საერთოდ აღარაფერი იგრძნო -მეც ამ გზით მივდიოდი მანამ, სანამ მთელი გულით არ მომინდა სხვა მიმართულების არჩევა, მანამ, სანამ არ გავაცნობიერე, რომ უკვე ძალიან ღრმად ვიყავი ჩაფლული იმ ბინძურ ჭაობში, რომელშიც ერთ დროს საკუთარი ნებით შევცურე, ამ ცხოვრებისგან გასაქცევად. იმისგან გასაქცევად, რომ მამაჩემი მეტად ვეღარასდროს მეტყოდა აარონს დაუძახე და მოდით ფეხბურთს ერთად ვუყუროთო, იმისგან, რომ დედაჩემს ფეხებზე ვეკიდე და იმისგან, რომ ელისაბეტს ვერასოდეს წავუკითხავდი ძილის წინ თავის საყვარელ ზღაპარს, რის გარეშეც დაძინება არასდროს გამოსდიოდა ხოლმე.
ერთიანად დაშლილი ოჯახის ნანგრევების ქვეშ მოყოლამ, თითქოს ძირფესვიანად ამოიღო ჩემგან ძველი ბუნება-ჩვეულებები, თუმცა ახლა, იმ გარემოცვაში სადაც ვიმყოფებოდი და იმ საზოგადოებაში, რომელშიც ტრიალი მიწევდა, ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვიბრუნებდი ჩემს იმ დაკარგულ სახეს, რომლის არსებობის შესახებაც კი აღარ მახსოვდა, მთელი ეს პერიოდი.
-მე ვიცი შენ რაც გჭირს -ხანგრძლივი დუმილი, ენკეს ხმამ დაარღვია. მისკენ არ ვიყურებოდი, თუმცა ტონზე შევატყვე იღიმოდა
-დიაგნოზს მისვამ? -ვიკითხე უხალისოდ
-შენი დიაგნოზი ძალიან მარტივი ასახსნელია და ამ დაავადებას სიყვარული ჰქვია. ეგ გოგო შეგიყვარდა, Dude. თვითონ წამოეგე ანკესზე, არადა თავდაპირველად სულ სხვა გეგმები გქონდა
-თქვა სიყვარულის დამსახურებულმა ექ ენკე ტაბიძემ -დაცინვით შევხვდი მის სიტყვებს, თუმცა მალევე დამიბრუნდა სახეზე უწინდელი სერიოზული გამომეტყველება -საიდან დაასკვენი ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვი?
-დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ დამჭირვებია. აბა დაფიქრდი, რიგითი გოგოს რომ ისეთი რამ ეფიქრა შენზე, რაც მელინამ იფიქრა, ზუსტად იგივენაირ მდგომარეობაში იქნებოდი, როგორშიც ახლა ხარ? -და მანამ უპასუხა თავის შეკითხვას, სანამ პირის გაღებას მოვასწრებდი -რა თქმა უნდა, არ იქნებოდი. ამ წამს კი, ისე გამოიყურები, ერთადერთი კრივის მსხლისთვის მუშტების ქნევა თუ დაგეხმარება ბრაზის ამონთხევაში
-შენი ბოდვის მოსმენას, ჯობია წავიდე და ყავა დავლიო
-ჰო, მიდი გაექეცი პასუხებს. ერთ დღეს თავად გიპოვნიან და თვალში ჩაგთხრიან თითს -მითხრა ოდნავ დამცინავი ტონით, თან დაპაუზებულ ფილმსა და დროებით მივიწყებულ ნაყინის კონტეინერს მიუბრუნდა, მოღუშული სახით
-აუ მაგრად მევასება რა ეს ფილმი -გამომძახა უკვე სამზარეულოში გასულს -მგონი ერთი მე დავრჩი, ვინც ქალბატონი მარგალიტას ბუხარში არაა ნამყოფი
-სამაგიეროდ, გათხოვილი ქალების კარადებში გიმოგზაურია მრავალგზის
-წადი შენი -გაეცინა -ერთხელ დავიჭირე საქმე ეგეთ ქალთან და ნუ გადამაყოლე. თანაც, ხომ გითხარი, თვითონ შემომიჩნდა, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი?
-ყავა შენც გინდა? -სხვა თემაზე გადავუტანე
-მინდა, ოღონდ ცივი. ყინული არ ჩამიგდო, ნაყინს დავუმატებ
-რომ იცოდე, ეგ ნაყინი ჩემი იყო
-რომ იცოდე, ტკბილეული კბილებს აფუჭებს
-ჩემს პირად სტომატოლოგად როცა დაგნიშნავ, რჩევები მაშინ მომეცი
-ეგღა მაკლია მთელი ცხოვრება დაღებულ პირში გიყურო . . . ჰო მართლა, კორპორაციულის მერე რომ სამსახურში ერთ ცვლაში აღარ ვიმუშავებთ ხომ იცი?
-ვიცი -უკვე გამზადებული ყავის ჭიქებით ხელში შემოვედი მისაღებში და კვლავ დივნისკენ ავიღე გეზი -ბატონმა თორნიკემ მახარა ერთი კვირის წინ
ენკეს სახეზე აშკარა უკმაყოფილებამ გადაურბინა და ვერც იმ ცივმა სასმელმა დაუბრუნა განწყობა, რომელიც წინ დავუდგი.
-აუ, მაგრად არ მევასება რა ეგ ტიპი -ტელევიზორის ეკრანს ცოტა ხნით მოწყვიტა თვალი და მე გამომხედა -ისე, რამდენჯერმე თვალი მოვკარი და მგონი შენს ჯულიეტასაც ეჩალიჩება, შეფარულად
-მაგას თავადაც მშვენივრად ვხვდები -ფინჯანი ლამის ხელში შემატყდა მელინასა და ჯაყელის ერთად წარმოდგენაზე
-მერე?
-მერე რა? -გვერდულად გავხედე -თორნიკე რას გრძნობს, დიდად არ მაინტერესებს, მთავარია მან არ უპასუხოს იგივეთი
-რომ ჰკითხო, გაბრაზებული იყო და იმ გოგოს სახელის ხსენებაც არ სურდა -ყავაში ორი უზარმაზარი ნაყინის ბურთულა ჩააგდო, თან კითხვის ნიშნებით სავსე მზერით დამაჯილდოვა -ისე, რას ერჩი? თუ არაფერი ახსოვდა წინა ღამიდან, ბუნებრივია ასეც იფიქრებდა
-ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ეჭვი მაინც შეეპარებოდა ხომ არ ვცდებიო, მე კი პირდაპირ მომაკრა ნეკროფილიის ქომაგის იარლიყი
-კარგი, კარგი, მოდი ფილმს ვუყუროთ, თორემ მაგ თემას თუ ვუტრიალეთ, კიდევ დიდხანს არ გამოგისწორდება ეგ მჟავე სიფათი
ჩემი ფინჯნიდან, ყავა კიდევ ერთხელ მოვსვი. საპასუხოდ აღარაფერი მითქვამს. მთელი დარჩენილი დრო, ენკეს წასვლამდე, თუ ტელევიზორის ეკრანის ცქერასა და კოფეინის სმაში გავატარეთ. ფილმის დამთავრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ისიც წამოდგა, როგორც დამპირდა, ჩემი გარდერობიდან თითქმის ყველაფერი თავისთვის გამოსადეგი მოხიკა და შინ ისევ სრულიად მარტო დამტოვა, ყავის გასარეცხ ჭიქებთან ერთად.
დღეს, ისე როგორც არასდროს მინდოდა სამსახურში წასასვლელი არ ვყოფილიყავი, თუმცა გაცდენა არანაირად არ გამოვიდოდა. ჯაყელის წყალობით, ჩვეულებრივზე ადრეც კი ვიყავი დაბარებული და ეს უფრო მეტად მიფუჭებდა ხასიათს.
ერთადერთი შედარებით პოზიტიური ამბავი ის გალხდათ, რომ ჩემი ცვლა, წესისამებრ საღამო ხანს იწყებოდა, რაც საშუალებას მომცემდა მანამდე კიდევ ერთხელ გამომეძინა ნორმალურად.
ტელევიზორის ეკრანი პულტით ჩავაბნელე და კედების გახდის შემდეგ დივანზე გულაღმა გავწექი. თავის ტკივილს ჯერ კიდევ არ გადაევლო. ასეთ მომენტებში კოფეინი მუდამ მიწევდა ხოლმე დახმარებას, თუმცა ამ ჯერზე ვერანაირი შედეგი ვერ მომცა.
სახლში სამარისებური სიჩუმე მეფობდა. არც ქუჩიდან შემოდიოდა რამე ხმა, რომელიც სიზმრებს დამიფრთხობდა, თუმცა დაძინებას მაინც ვერ ვახერხებდი. თავდაპირველად მეგონა, ატკივებული თავი არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ენკეს ნათქვამი იყო. ყურებში თითქოს რამდენიმე წამის ინტერვალით ჩამესმოდა სიტყვები:
"ეგ გოგო შეგიყვარდა"
"ეგ გოგო შეგიყვარდა"
"ეგ გოგო შეგიყვარდა"
უზომოდ არეული ვიყავი ამ წამს. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სასიყვარულო თემებში დიდი გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, ამიტომ, არც ის ვიცოდი რა უნდა დამეჯერებინა და რა, არა.
აღნიშნულ ფიქრებში ჩაძირულმა, ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ აღვიქვი კარზე ძლიერი კაკუნის ხმა. ამჯერად უკვე თვალებგახელილმა, მობეზრებით ამოვიხვნეშე. ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე, სტუმრების მიღების ხასიათზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვიყავი. არც ვაპირებდი ფეხზე ადგომასა და კარის გაღებას, თუმცა როცა კაკუნი არა და აღარ შეწყდა და ატკივებულ თავზეც უროს ჩარტყმასავით იმოქმედა ამ ყველაფერმა, გადავწყვიტე როგორც არ უნდა შემზარებოდა, დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად მაინც გავსულიყავი.
დივნიდან წამომდგარმა, ჰოლისკენ მიმავალ გზაზე, ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, ენკეს ხომ არ დარჩა რამე და შუა გზიდან ხომ არ მობრუნდა-მეთქი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი მანქანის გასაღებისა და ყურსასმენების გარდა თან არაფერი ჰქონდა, გასვლისას კი ერთი ხელში ეჭირა, მეორე კი კისერზე ჰქონდა შემოხვეული.
ამ არგუმენტით, ენკეს ხელახალი ვიზიტი გამოირიცხა. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ კართან მისვლისა და სათვალთვალოში გახედვის შემდეგ, ზღურბლის მეორე მხარეს სიცარიელე დამიხვდა. იქ საერთოდ არავინ იდგა, ქუჩაზეც სიმშვიდე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკეტი მაინც გადავატრიალე და კარის გამოღების შემდეგ, ოდნავ გაოცებული დამტოვა იმ სურათმა, რომელიც იქ დამხვდა.
ზღურბლთან დაფენილ Welcome-ს ხალიჩაზე, ნაწნავებიანი, პატარა წითური გოგონა იდგა, წითელი, გულის ფორმის ბუშტით ხელში. ამ უკანასკნელს, ცხვირზე ღია ყავისფერი ჭორფლები გაბნეოდა და ღიმილით შემომცქეროდა, თავისი მწვანე თვალებით.
მისი სახე, აშკარაც მეცნობოდა საიდანღაც. ცოტა ხანში, გამახსენდა კიდეც. ეს ბავშვი, ჩემს მეზობლად, ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. ყოველ დილით, როდესაც ველოსიპედით, ბულვარში გავდიოდი ხოლმე სასეირნოდ და მის სახლთან ჩავივლიდი, ეზოდან ხელს მიქნევდა ხოლმე და არც თავის ბავშვურ ღიმილს იშურებდა ჩემთვის. ახლა უკვე გასაგები გახდა რატომაც ვერ დავინახე სათვალთვალოში ვერავინ. ჩემი პატარა სტუმარი, მუხლამდეც კი ძლივს მწვდებოდა და ბუნევრივია, ვერც სათვალთვალოში გამოჩნდებოდა.
-ერთი უყურეთ ეს ვინ მოსულა -ღიმილით დავიხარე მის წინ და გრძელი ნაწნავები წინ გადმოვუწიე -რამ შეგაწუხათ პატარა ქალბატონო?
-ეს მოგიტანე -კიდევ ერთხელ შემომცინა თოვლივით თეთრი კბილებით
გოგონას პასუხის შემდეგ, მზერა მის ხელში დაჭერილ, გულის ფორმის ბუშტზე გადავიტანე. ჩვეულებრივი ნამდვილად არ გახლდათ, რადგანაც, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ მასზე, შავი მარკერით, ზუსტად ათ ენაზე ეწერა სიტყვა "ბოდიში", ხოლო სულ ბოლოში, ქართული ასოებით ჰქონდა მიწერილი წინადადება:- "ჩემი გული გიხდის ბოდიშს".
აღნიშნულ მომენტში, დილანდელი დიალოგი გამახსენდა მელინასთან. რთული მისახვედრი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ამ პატარა საჩუქრის ავტორი, სხვა ვერავინ იქნებოდა თუ არა ის. აშკარად ორიგინალური მოფიქრება იყო, თანაც ძალზედ მოულოდნელი.
უცნაური საჩუქრის გამომგზავნის ვინაობის დადგენის შემდეგ, გარემო დაკვირვებით მოვათვალიერე. ქუჩაზე საეჭვო არავინ ჩანდა და არც ხმას იღებდა ვინმე. ალბათ, თუ სადმე აქვე იყო, კარგად იმალებოდა, რათა მხედველობის ფოკუსში არ მომხვედროდა.
-მისმინე, ეს ვინც გამოგატანა, ახლა სად არის? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით შევეკითხე ბავშვს. როგორც ჩანდა, ეს უკანასკნელი კარგად იყო "დამუშავებული", რადგან ჩემს კითხვას შემდეგი სიტყვებით უპასუხა:
-ეგ საიდუმლოა . . . თუ ვიტყვი, ცუდი გოგო ვიქნები
-ბევრ კანფეტს მოგცემ
-დედა ამბობს კანფეტები კბილებს დაგაცვენსო -მტკიცე მზერით მიყურებდა ამის თქმისას
-მაშინ, ბარბის თოჯინას გიყიდი -კვლავ ვაგრძელებდი საქმიან მოლაპარაკებას
-არ მინდა, თოჯინები არ მიყვარს
-სათამაშო მანქანები?
-მაგით ჩემი ძმა თამაშობს, მე გოგო ვარ
-გოგო ხარ, თანაც ძალიან ჯიუტი -დანებების ნიშნად ამოვიხვნეშე, რადგან მივხვდი, სიტყვას ვერ დავაცდენინებდი, რამდენი დროც არ უნდა დამეხარჯა მცდელობებში -ნეტავ იცოდე, როგორ ძალიან ჰგავხარ იმას, ვინც ეგ ბუშტი გამოგატანა
-მართლა?
-მართლა, მართლა -მერე ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი ჩამოვართვი, ოდნავი ღიმილით გადავიკითხე ათივე ენაზე დაწერილი სიტყვა "ბოდიში" და კვლავ ნაწნავებიანს მივუტრიალდი -მოდი ახლა ასე მოვიქცეთ, მე ამას შევინახავ, მერე კი ჩვენ ორნი წავიდეთ და ცივი შოკოლადი დავლიოთ სადმე. დედაშენს ნებართვას თავად ვთხოვ
-რა მაგარია, მიყვარს ცივი შოკოლადი -ბედნიერების ნაპერწკლებით გაბრწყუნებული მწვანეები შემომანათა წითურმა, მერე კი დაამატა:- ოღონდ მარწყვის ჩიზქეიქიც უნდა მიყიდო
-მოსულა . . . ჰო მართლა, თქვენი სახელი მითხარით პატარა ლედი
-მილანა მქვია
"მილანა და მელინა . . . არა, ნამდვილად ბედისწერა დაგცინის ნოკოლოზ" -გავიფიქრე სიცილით და ცოტა ხნით შიგნით შევბრუნდი მიღებული საჩუქრისთვის შესაფერისი ადგილის მოსაძებნად . . .







8 8 8 8
საღამო ხანს, როგორც ჯაყელმა "მიბრძანა" სამსახურში მისვლა დანიშნულ დროზე ერთი საათით ადრე მომიწია. საქმე დიდი არაფერი იყო, უბრალოდ ცვლის დაწყებამდე, ვისკების, შამპანიურებისა და არაყის ბოთლები, ასოების მიხედვით უნდა დამელაგებინა თაროებზე, რათა კორპორაციულ საღამოზე დაქირავებული მიმტანებისთვის ყველაფერი მარტივად მისაგნები ყოფილიყო და მომსახურების სისწრაფეც ერთიორად გაზრდილიყო.
იმ მომენტში, ბარში სრულიად მარტო ვიყავი. დაწესებულება, მხოლოდ ორმოც წუთში ამუშავდებოდა ოფიციალურად და სტუმრებისთვისაც მხოლოდ ამის შემდეგ გაიღებოდა შემოსასვლელი კარი. ბოთლების დახარისხებაში გართული, ბასებში, დაბალ ხმაზე აჟღერებულ მუსიკას ვუსმენდი და თან მელინასგან მიღებულ საჩუქარზე ვფიქრობდი. ვაღიარებ, ბრაზს ცოტათი ნამდვილად გადაევლო, თუმცა მაინც უსიამოვნოდ მახსენდებოდა ჩვენი დილანდელი დიალოგი. გონებიდან არ ამომდიოდა მისი ცრემლიანი თვალები და იმედგაცრუებული გამოხედვა, რომლითაც აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მიყურებდა.
გრძნობდე ნეგატიურ დამოკიდებულებას ადამიანისგან, ვინც შენთვის არც ისე დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მართლაც არ მოქმედებს განწყობის ცვლილებაზე, თუმცა როდესაც ამგვარ რამეს შენთვის მეტად ფასეული და ძვირფასი პიროვნებისგან იღებ, თითქოს მთელი სხეული გეწვის და ეს შეგრძნება შიგნიდან გხრავს.
და მაინც, რატომ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს გოგო? მართალია ადრე სწორედ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებდით, სრული ნაბოდვარი გახლდათ ის ფაქტი, რომ მხოლოდ მისი ძნელად მისაწვდომობის გამო დავდევდი ამდენ ხანს. მუდამ სულელურ ზღაპრად მიმაჩნდა ცუდი ბიჭისა და კარგი გოგოს სიყვარულის ისტორიები, სადაც ცუდ ბიჭს, მიზანში ამოღებული ქალის შებმის გზაზე წინააღმდეგობა ხვდება და ეს აიძულებს ქედი მოიხაროს. ჩვენი შემთხვევა სრულიად სხვანაირი გახლდათ. მელინასადმი მიზიდულობის მიზეზი, არა მისი ძნელად მოსაპოვებელობა, არამედ ის ხასიათის თავისებურებები იყო, რომელიც მის პიროვნულობას ქმნიდა და რომელსაც გაცნობის დღიდანვე აღფრთოვანებაში მოვყავდი. შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში პირველად მქონდა მომენტი, როცა თავს კონკრეტული გოგოს ღირსად ოდნავადაც არ ვთვლიდი. მართლაც რით ვიყავი შესაფერისი იმ ადამიანის, ვინც მიუხედავად ოჯახის მაღალი სოციალური სტატუსისა, თავად ცდილობდა გზა გაეკვალა და ამისთვის არაფერს თაკილობდა? პასუხი ერთი იყო -არაფრით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დათმობა ნამდვილად არ გამომდიოდა, რადგან მხოლოდ ის გახლდათ ჩემთვის იმ ჭაობიდან ამოსასვლელი ოქროს ბილეთი, რომელშიც უკვე დიდი ხანი იყო რაც ყელამდე ვიყავი ჩაფლული. აღარ მინდოდა კვლავ იქ დაბრუნება. აღარ მინდოდა საკუთარი თავის ძველ ვერსიას გადავყროდი, მისთვის ხელი მაგრად ჩამეჭიდა და ისევ იმ ბინძური ჭაობისკენ გავყოლოდი, მხოლოდ შორიდან რომ ჩანდა მბზინვარე და ლამაზი.
სასმელის ბოთლების დახარისხებას, ჩემდა გასაკვირად იმაზე სწრაფად მოვრჩი, ვიდრე ამას საქმის დასაწყისში მოველოდი. მართალია, კარგი იყო დროულად დამთავრება, თუმცა აღნიშნულ მომენტში ერთი კითხვა მრჩებოდა -რა მეკეთებინა მანამ, სანამ ენკე ან მელინა შემოაღებდნენ ბარის კარს? არც მობილური მქონდა თან, რადგან ახალი შინაგანა წესის თანახმად, ამ უკანასკნელს, გასახდელში დატოვების მაგივრად, უკვე მოსვლის თანავე ვაბარებდით დაცვის თანამშრომლებს, რათა რომელიმეს არ გაებედა და ჩუმად არ მოეხერხებინა სამუშაო საათებში მისი შემოპარება.
იმედგაცრუებული, ბარის დახლს მკლავებით დავეყრდენი და მასზე ნიკაპი ჩამოვდე. სივრცე უწინდებურად მოეცვა ბასებიდან გადმოღვრილი ხმადაბალი მუსიკის ჰანგების ტონალობას. მაგიდებისგან მოშორებით, თავმოხდით მდგომი როიალი, ზედმეტი სისუფთავისგან შავად ლაპლაპებდა და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს მასზე ვინმეს მბზინავი წერტილები მოუბნევია, მეტი სიკაშკაშისთვისო.
რამდენი ხანი იყო, რაც ამ ინსტრუმენტს ჩემი თითები აღარ შეხებოდა. არადა, მახსოვს, როგორ ვუკრავდი ხოლმე ელისაბეტის თხოვნით ყოველ ღამე და როგორ სულგანაბული მიმზერდნენ მისი წყლისფერი თვალები.
სევდიანად გამეღიმა წარსულის ამ მოგონებებზე. ამდენი ხნიანი პაუზის შემდეგ, რატომღაც ისევ მომინდა როიალთან დაჯდომა და თითქოს ფეხებიც ინსტიქტურად დაჰყვნენ გონების კარნახს. ნელა, აუჩქარებლად მივუახლოვდი ერთ დროს ხშირად გამოყენებად დასაკრავ ინსტრუმენტს, მის წინ მდგომ, მართკუთხედი ფორმის სკამზე ჩამოვჯექი და პიუპირტზე გადაშლილ ნოტებს მივაცქერდი. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი მისით მეხელმძღვანელა. იმ წამს, თავში მხოლოდ ერთი მელოდია მიტრიალებდა, ამიტომ, ვიოლინოს გასაღებებით სავსე რვეული მაშინვე დავხურე, გვერდზე გადავდე და აქამდე მდუმარე შავ-თეთრი კლავიშები, ჩემი თითების შეხებით ავახმაურე.
თითქოს კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ წარსულის მოგონებები. ამ ბუნდოვან კადრებში, ელისაბეტი ისევ როიალის თავზე იყო გაწოლილი, ლოყებით ხელის გულებს დაყრდნობოდა, მაღლა აწეულ ფეხებს ჰაერში აქანავებდა და სრულ მდუმარებაში ჩაძირული უსმენდა ჩემი ინტერპრეტაციით შესრულებულ Andy Williams -Where Do I Begin-ს.
დაკვრისას, ცხადად ვგრძნობდი, რომ მიუხედავად დიდი ხნის გასვლისა, ამ მელოდიის შესრულება ისევე კარგად მახსოვდა, როგორც საკუთარი სახელი და გვარი. თითქოს უხილავი ჩრდილი მკარნახობდა რომელი კლავიში იყო შემდეგი და როგორ უნდა გამეგრძელებინა დაკვრა უშეცდომოდ.
იმდენად გადავეშვი საკუთარ სტიქიაში, გარშემო თითქოს ყველაფერი გადღაბნილ სურათებად მეჩვენებოდა. ბარში ნივთები ნელ-ნელა იცრიცებოდა, ქარის დაქროლვისგან ზემოთ ავარდნილი მტვერივით უჩინარდებოდა და ვრჩებოდით მხოლოდ მე, როიალი და ელისაბეტის სიახლოვე, რომელსაც ყველაზე ცხადად ვგრძნობდი ამდენი ხნის შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ახლაც ჩემს გვერდით იყო, თითქოს სადღაც ახლომახლო დადიოდა და სულ მალე კვლავ ვიხილავდი ჩემი უმცროსი დის წყლისფერ თვალებს, მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით რომ შემომცქეროდნენ ხოლმე.
მელოდიის ბოლო ნაწილზე, კლავიშებისკენ მიმართული მზერა დროებით გარშემო მიმოვატარე. თითქოს ყველაფერი ისევ ძველებურად იყო -კვლავ ისეთივე სიმშვიდე სუფევდა, როგორც ცოტა ხნის წინ, მაგრამ ერთი რამ მაინც შეცვლილიყო -თუ აქამდე მეგონა, რომ ბარში სრულიად მარტო ვიყავი და უცხო თვალიც არ მაკვირდებოდა, ახლა უკვე ის კითხვა მიტრიალებდა თავში, რამდენი ხნის განმავლობაში უსმენდა დახლთან იდაყვზე დაყრდნობით ჩამომდგარი პიროვნება ჩემს "გამოსვლას".
მელოდიის დაკვრა მაშინვე შევწყვიტე და საბოლოო აკორდად, კლავიშებს, დასაწყისიდან ბოლომდე გადავატარე ხელი. გარემო ჩვეულ სტილს დაუბრუნდა, ელისაბეტის უხილავი აჩრდილიც უსასრულობას შეერწყა, გაუჩინარდა და მეც თითქოს წარმოსავითი სამყაროდან, რელობაში ამოვყავი თავი.
-დიდი ხანია მანდ დგახარ?
-საკმაოდ -არც კი განძრეულა ისე მომიგო -საოცრად უკრავ, იცი ეს?
-თუ გინდა გაკვეთილებზეც ჩაეწერე, თანამშრომლებზე ორმოცდაათ პროცენტიანი ფასდაკლება მაქვს
-ჰოო? -გაეღიმა მელინას და ყავის აპარატისკენ შებრუნდა თავისთვის კოფეინის მომზადების მიზნით, თან წამით მზერა ისევ ჩემკენ მოაბრუნა -შენც ხომ არ დალევ რამეს?
-გმადლობ, უკვე დავლიე შენს მიერ მოგზავნილ წითურ პეპისთან ერთად -მივუგე, თან მეც ბარის მაგიდისკენ გავეშურე -ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო სხვათა შორის, თუმცა მგონი ჩემი გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი
-გამოჭერა? -გაუკვირდა
-ჰო, გამოჭერა -გამეცინა ჩემი და ჭორფლიანის დიალოგის გახსენებაზე -დღის ბოლოს ამაყად განმიცხადა, როცა გავიზრდები, ცოლად უნდა გამოგყვეო
-რაო? -მელინასაც გამოესახა სახეზე ღიმილი -სერიოზულად ამბობ?
-სრულიად
-კარგი და ჩემს საჩუქარზე რას იტყვი, შეასრულა თავის ფუნქცია, თუ არა? -ყავის ფინჯანს თითები მოხვია, თან გამომცდელად შემომხედა თავისი მელნისფერი თვალებით. სახეხე შევატყვე, ყველაზე მეტად ამ თემაზე საუბარი და პასუხების მიღება ეჩქარებოდა, ამიტომ დიდხანს აღარ მე ვალოდინე :
-არა, არ შეუსრულებია -თავი გავაქნიე -ათის მაგივრად თხუთმეტ ენაზე რომ მოგებოდიშა, კიდევ დავფიქრდებოდი, მაგრამ ახლა შანსი არ გაქვს
-მაგას ისეთი სერიოზული სახით ამბობ, ვინმეს ეგონება ნამდვილად ასე ფიქრობ
-და რა იცი, რომ სრული სერიოზულობით არ გესაუბრები? -კვლავ ვაგრძელებდი მის წვალებას
-ნიკოლოზ!
-ნიკოლოზი მომსახურეობის ზონიდანაა გასული, სხვა დროს გადაურეკეთ
-ბავშვივით იბუტები -შემომიბღვირა, თუმცა მალევე, ოდნავშესამჩნევი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში : -ჰო მართლა გუშინდელიდან მცირედი დეტალები მომაგონდა
-ნუთუ?
-ნუ ცინიკოსობ -ცალი წარბი მაღლა აზიდა, მერე კი განაგრძო : -როცა სველ ტანსაცმელს მიცვლიდი, რამდენიმე წამით გონს მოვედი და შემოგხედე. თვალები მაგრად გქონდა დახუჭული და ერთი წამითაც კი არ გაგიხელია. მეხებოდი, თუმცა არც კი მიყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ შენთვის იმ წამს ყველაზე ადვილად ხელში ჩასაგდებ მდგომარეობაში ვიყავი
-მიხარია, თუ გუშინდელი ღამე გაგახსენდა. ახლა ალბათ მოძალადის სტატუსსაც დავემშვიდობები
-ნიკოლოზ, ისედაც ნერვები მეშლება საკუთარ თავზე და ნუღარ მიმატებ -მწარე ღიმილით გადააქნია თავი ამის თქმისას, მერე კი, უზომო სითბო ჩაეღვარა მელნისფერ თვალებში -გუშინდელი ღამისთვის სამადლობლად, მინდა ერთი რამ გავაკეთო
-მადლობა საჭირო არ არის, უბრალოდ ისიც საკმარისია, რომ სისულელეებს აღარ ფიქრობ
-არა, საჭიროა -ზედმეტად ახლოს მოვიდა ამის თქმისას, აუხსნელი მზერა მესროლა და რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ოდნავ ფეხის წვერებზე აწეული, ყურის ქვემოთ შემეხო ტუჩებით. აი, აქ კი უკვე მართლა ვეღარ შევძელი უწინდელი სიცივის შენარჩუნება. თითქოს დენის დარტყმასავით იმოქმედა მისმა უბრალო კოცნამ და სულ მალე, კედელზეც აღმოჩნდა აკრული ჩემს მიერ.
-რის გაკეთებას ცდილობ? -ბასრი მზერა ვესროლე და ისე ვკითხე -იცი, რომ ეგ ყველაზე მგრძნობიარე ადგილია მამაკაცისთვის და უამრავ სურვილს ააქტიურებს?
-მაპატიე, მე უბრალოდ მინდოდა . . .
-გაჩუმდი -ბაგეებზე საჩვენებელი თითი ავაფარე, მერე კი მაისურის ქვეშ ორივე ხელი შევუცურე და მის ნაზ კანს ნელ-ნელა ავუყევი ზემოთ. გამეღიმა იმის დანახვისას, როგორ დაეხუჭა თვალები უნებურად, ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა და სხეული მთლიანად მოუდუნდა. მკლავებში რომ არ მყოლოდა მომწყვდეული, ალბათ ფეხზე მყარად დგომასაც ვერ შეძლებდა
-ნიკოლოზ, გეყოფა -ამოთქვა გახშირებული სუნთქვით. თვალებს კვლავ ჯიუტად არ ახელდა. ცოცხალი თავით არ სურდა ჩემთვის შემოეხედა
-რა მოხდა, ნელ-ნელა იაზრებ, რომ შენი სიტყვები "ჩემს გემოვნებაში არ ჯდები" უკვე ჩამქრალი ნაკვერჩხალივით ბჟუტავს?
ამის თქმისას, მისი მაისურიდან ხელები გამოვასრიალე, ფეხის მოსახრელებში ხელის ჩავლებით მარტივად შემოვისვი წელზე სიფრიფანა სხეული და კვლავ კედელს მივანარცხე.
ამჯერად უკვე მისი გახელილი თვალების ხილვასაც ვეღირსე, თუმცა ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ყელის არეში კოცნით, კვლავ ვაიძულე სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა. მისი სხეულის უამრავი ადგილი მოიარა ჩემმა ტუჩებმა -ლავიწები, ყბის ძვალი, ყელთან მფეთქავი არტერია, ნიკაპი, თუმცა არა ბაგეები. გამიზნულად არ ვკოცნიდი, რადგან ვიცოდი, სწორედ ეს სურდა და მისი მოთმინების ფიალის დაცლა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა.
-აღიარე, რომ მთელი სხეული გეწვის, ისე გინდა ჩემი ტუჩების შენსაზე შეგრძნება -ვუჩურჩულე ყურთან ძალიან ახლოს, თან ბიბილოზეც დავუტოვე კოცნის კვალი
-იცი, რომ ზედმეტი თავდაჯერება ადამიანს ღუპავს? -მიპასუხა ჩურჩულითვე -საიდან მოიტანე, რომ ჩემზე მოქმედებ?
-ახლა არ მითხრა, რომ შენს მარცხენა მხარეს განთავსებული ორგანო, ასე არანორმალური ტემპით ტაქიკარდიის გამო ცემს
-ძირს დამსვი ნიკოლოზ, ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმე შემოვიდეს
-ერთ რამეს თუ აღიარებ, დაგსვამ
-რა გინდა რომ ვაღიარო? -მზერაში ის სიმტკიცე ჩაუდგა, მე რომ ასე ძალიან მაგიჟებდა
-ის, რომ შენც ისევე არანორმალურად გიზიდავ, როგორც მე
-ნიკოლოზ დამსვი!
-აღიარე!
-არა!
-კი!
-არა!
-კი!
-ნახე, ენკე შემოვიდა -ამის თქმისას, სწრაფად გაიშვირა ხელი შემოსასვლელი კარისკენ და მეც სწორედ აქ შემიყვანა შეცდომაში. როგორც კი ყურადღება ოდნავ მოვადუნე და იგი სხვა მხარეს გადავიტანე, ისე მოულოდნელად დამისხლტა მკლავებიდან, ნორმალურ გააზრებაც ვერ მოვასწარი. რა თქმა უნდა, კართან არანაირი ენკე არ იდგა. ეს მხოლოდ ჩემს გასაცურებლად მოფიქრებული ოინი გახლდათ, მელინას მიერ
-ყოჩაღ, ნამდვილი მსახიობი ხარ -ტაშის დაკვრის იმიტაცია გავაკეთე ამის თქმისას -თუმცა რომც არაფერი მითხრა, სახეზე ისედაც ყველაფერი HD-ხარისხში გაწერია
-იქნებ მეც მითხრა რა მაწერია
-მე არაფერს გეტყვი, როცა სიამაყესთან გამომშვიდობებას გადაწყვეტ, თავად მიხვდები, თუკი ეს დღე ოდესმე დადგა რა თქმა უნდა
-ახლა სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გაქვს, მაგრამ ეგ ღიმილი მაშინ მოიშველიე, როცა სხეულის ტემპერატურა მაქსიმალურზე არ აგივარდება ჩემი სიახლოვისას -მითხრა გამომწვევი ტონით -მგონი თავად მეუბნებოდი ხავსივით ხარ ჩემს გონებაში და მუდამ შენ მიდგახარ თვალწინო. ამის მერე თვითონ განსაჯე ვის რა აწერია სახეზე
-მე ისიც გითხარი, ამ გრძნობის არ მეშინია, შენგან განსხვავებით-მეთქი -არანაკლებ გამომწვევი იყო ჩემი ტონი -რაც შეგეხება შენ, საკუთარ თავზე მეტი იმუშავე, რათა ფობიები დაძლიო და ჩემთან მიმართებაში ნაკლებად მაცდური იყავი, თუ არ გინდა სრულიად გადამავიწყო სამსახურში რომ ვართ
მელინა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. გამომეტყველებაზე შევამჩნიე პასუხის გაცემასაც აპირებდა, თუმცა ზუსტად იმ დროს, როცა ეს უნდა გაეკეთებინა, ბარის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კარი ხმაურით გაიღო და ზღურბლს ლამის ერთდროულად გადმოაბიჯეს ენკემ და ჯაყელმა.
ამ უკანასკნელმა, შემოსვლის თანავე სასმელების თაროს შეავლო თვალი, იმის გადასამოწმებლად, შევასრულე თუ არა მისი დაკისრებული საქმე და მხოლოდ იმის შემდეგ დაგველაპარაკა, როცა დარწმუნდა ყველაფერი წესრიგში იყო.
-საღამო მშვიდობის, კოლეგებო -ჩვეული სტილით მოგვესალმა ის, ბოლოს კი მზერა მელინაზე გააჩერა, თან ზედმეტად თბილად გაუღიმა
-შენ ჩემს კაბინეტში უნდა წამოხვიდე -უთხრა მტკიცედ -რამდენიმე საათის საქმე მაქვს, კორპორაციულის დეკორაციების დეტალებზე უნდა დამეხმარო, შემდეგ კი სახახშმოდ გავიდეთ სადმე, მხოლოდ ჩვენ ორნი და სახლამდეც თავად მიგიყვან
-კი მაგრამ დღეს ჩემი ცვლაა, სამსახურს რა ვუყო?
-არა უშავს, ამ ერთხელ დასვენების დღეს გინიშნავ, ნიკოლოზი და ენკე შენს გარეშეც მიხედავენ აქაურობას -ორთავეს გადმოგვხედა ამის თქმისას, იმ მზერით, რომლითაც გვეკითხებოდა რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთო
-ბიჭებო, თუ ბევრი ხალხი იქნება და გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკოთ და მაშინვე გამოვიქცევი -შემოგვთავაზა მელინამ, თუმცა აქაც ჯაყელი ჩაეჩრა საუბარში:
-არანაირი დარეკვა არაა საჭირო, ეს ორი როგორმე თავს გაართმევს, ამის მჯერა, აი შენ კი დღეს ჩემი ხარ
"აი, შენ კი დღეს ჩემი ხარ " -თორნიკეს ეს სიტყვები, საკმაოდ უსიამოვნოდ მომხვდა ყურში. შევატყვე, არც მელინა დარჩენილა აღფრთოვანებული ჯაყელის ასეთი გაშინაურებით, თუმცა თქმით მაინც არაფერი უთქვამს ისე დაუქნია თავი და გასასვლელი კარისკენ წასულს, უკან მორჩილი ბავშვივით მიჰყვა.
ბარში მხოლოდ მე და ენკე დავრჩით. დაწესებულების გახსნამდე მხოლოდ ათი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მუშაობის განწყობა მქონდა. იმაზე ფიქრი, რომ მელინა და ჯაყელი ერთ კაბინეტში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, მთელს შიგნეულობას ვულკანური ლავასავით მიწვავდა.
ნამდვილად უსიამოვნო მომენტი იყო. თორნიკეს, გამოხედვაზე აქამდეც მუდამ ეტყობოდა, რომ მელინას მიმართ გულგრილი არ იყო, თუმცა დღეს ალბათ საბოლოოდ გადაეწყვიტა დისტანციის დარღვევა და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანის გზას ადგა.
-ეგეთი სახე ნუ გაქვს, თორემ სტუმრებს დააფრთხობ
ამ სიტყვების გაგებისას, გვერდზე გავიხედე. საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაძირულს, ენკეს იქ ყოფნა საერთოდ გადამვიწყებოდა. ეს უკანასკნელი, ლითონის თერმოსს ზემოთ-ქვემოთ ანჯღრევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოქტეილს ამზადებდა თავისთვის.
-ძალიან კარგი, თუ დაფრთხებიან ნაკლები საქმე გვექნება
-პრინციპში You Are Right -გაეცინა -ჰო მართლა, ჯაყელთან არ ჩამიშვა სამუშაო საათებში რომ ვსვამ. დაცვის ბიჭებთან უკვე მოგვარებული მაქვს, ისე მოიქცევიან, თითქოს კამერებში ვერაფერი დაინახეს
-ეგ რომ არ გეთქვა, ახლავე მივრბოდი ენის მისატანად
-რავიცი, მაინც დავიზღვიე თავი -მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ლითონის თერმოსზე მანიშნა -შენც ხომ არ დალევ? ბოლო-ბოლო, სასურველ გოგოს გახევენ და დარდს სასმელს მაინც გაატან
-ენკე, თუ არ გინდა გარშემო ყველაფერი დავლეწო და შენც ზედ მიგაყოლო, მაგ თემაზე სიტყვა აღარ დაძრა! -შევუღრინე გაღიზიანებულმა. ზოგადად, ყოველთვის საომარი ყუმბარასავით ვფეთქდებოდი ხოლმე, როდესაც ჩემთვის არასასურველ რამეს მეუბნებოდნენ და ამ ჯერზეც ზუსტად ასე მოხდა
-რას მეჩხუბები, რა ჩემი ბრალია თუ თორნიკე და მელინა კაბინეტში არიან შეკეტილები და ერთმანეთს ეხვევიან?
-საიდან მოიტანე, რომ ეხვევიან? სპეციალურად მიშლი ნერვებს, არა?
ენკეს ირიბად ჩაეცინა.
-Dude, ეგ ტიპი ყველა მიმტანს მოსწონს, ვინც აქ მუშაობს, მან კი მხოლოდ ჩვენს მელინას დაადგა თვალი. How do you think, მაგ გოგოში ინტერესს ვერ გამოიწვევს? -მკითხა ეჭვით დაწვრილებული თვალებით და წამოწყებული საუბარი მანამ განაგრძო, სანამ საპასუხოდ რამის თქმას მოვასწრებდი - თანაც, საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკა აქვს, ნელ-ნელა მიიწევს წინ და არა შენსავით, პირველივე დღეს რომ სახლში მიუვარდი და დაუფარავად აგრძნობინე რა მიზნებიც გამოძრავებდა
-ჩემი მიზნები დროთა განმავლობაში შეიცვალა და ეს შენც მშვენივრად იცი!
-მე კი ვიცი, მაგრამ ეგ რომ ქალს გააგებინო, ცოტა შრომა ნამდვილად არ დაგჭირდება. ხომ იცი მაგათი გონება მათემატიკური სირთულითაა მოწყობილი და თუ ამ სფეროში ძლიერი არ ხარ, დისკრიმინანტიდან ფესვს ვერ ამოიღებ
-ენკე, ეგ უაზრო საუბრები სხვა დრისთვის შემოვინახოთ, ახლა წადი და წარწერა შემოატრიალე ბარის კარზე, უკვე რვა საათია
-ამის გოგოს სხვა კაცი აბამს, ეს რეგვენი კი ამ დროს დგას და იმის მაგივრად ზომები მიიღოს ბრაზს ჩემზე ანთხევს
-და რას მთავაზობ? -ვკითხე ოდნავ გაღიზიანებული ტონით -ჯაყელის კაბინეტში აბორიგენის ტომის ბელადივით შევვარდე და მელინა იქედან ძალით გამოვათრიო?
-რატომაც არა? -გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა მხრები -რომ იცოდე, მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილი ზუსტად ასე მოვიქცეოდი
-შენ რომ დარტყმული ხარ, მაგაში ეჭვი არც არასდროს შემპარვია, თუმცა მე განსხვავებული წესებით თამაშს ვარ ჩვეული
-თუ ეგრეა, Do what you want, bro, მე ხელები დამიბანია -თერმოსიდან კოქტეილი ჭიქაში გადმოასხა ამის თქმისას, მაჯის საათს დახედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია -წავალ Open-Closed წარწერას შემოვატრიალებ, შენ კი სახე გაასწორე და მოემზადე, დღეს ბევრი ლუდი გასაღდება, გერმანელი ტურისტები ჩამოგვითრია ღრმად პატივცემულმა აირზენამ . . .



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგია როგორც ყოველთვის

 


№2  offline წევრი ვიპნი

ნიკუშა შეყვარებულია ❣️ნიკუშა შეყვარებულია❣️

 


№3  offline წევრი Notyourbabe

როგორი თავი იყო ❤️
მომწონს ასეთი ნიკოლოზი და მელინა ❤️
შეყვარებული ნიკოლოზი და ულვე მის მახეში მოხვედრილი მელინა ❤️
ძალიან კარგად რომ წერ უკვე გითხარი ხომ?

 


№4  offline მოდერი აირ ისი

Daldoni Daldoni
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის


შენც ძალიან კარგი ხარ, ასე რომ მომყვები იმიტომ ♥️ ხშირად შეიძლება ვერ გპასუხობ, მაგრამ მიხარია ასეთი მკითხველი რომ მყავს შენი სახით :*

ვიპნი
ნიკუშა შეყვარებულია ❣️ნიკუშა შეყვარებულია❣️


ვნახოთ, ვნახოთ :დდ ♥️

Notyourbabe
როგორი თავი იყო ❤️
მომწონს ასეთი ნიკოლოზი და მელინა ❤️
შეყვარებული ნიკოლოზი და ულვე მის მახეში მოხვედრილი მელინა ❤️
ძალიან კარგად რომ წერ უკვე გითხარი ხომ?


კი, მითხარი და მადლობა ამ სიტყვების კიდევ ერთხელ გამეორებისთვის ♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

 


№6 სტუმარი anuji

rodiiis ikneebaashwmdeegui:((

 


№7  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი ველოდები შემდეგ თავს წარმატებები


♥️♥️♥️

anuji
rodiiis ikneebaashwmdeegui:((


სადაც მოვახერხებ ყველგან ვწერ :დ ვეცდები მალე იყოს kissing_heart

 


№8  offline წევრი A.N.A

მიყვარს ეს ორიიიი❣️
მოუთმენლად გელი, იმედია მალე დადებ შემდეგს. ❣️

 


№9  offline მოდერი აირ ისი

A.N.A
მიყვარს ეს ორიიიი❣️
მოუთმენლად გელი, იმედია მალე დადებ შემდეგს. ❣️


დადებულია უკვე, უბრალოდ ადმინისტრაციას აგვიანდება გამოქვეყნება kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent