შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (8)


30-10-2020, 13:32
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 2 036

- რა სახე გაქვს?!- ირა შეხვდა ადრიანად მისული.

-ბავშვმა გამაღვიძა უთენია. შვიდ საათზე ატირდა,წარმოგიდგენია?

-კი. 2 შვილი მყავს.- გაეცინა ლაღად ირას.- შვილი არ გყავს,როგორც მახსოვს.- წარბები აწკიტა.

-არა, ნაცნობის შვილები დაიტოვა დედამ და სულ პატარა ტირის მუდმივად.- ერთად შეაჭრეს ლიფტში.

-დედიკო ენატრებათ,ალბათ.- ჩაფიქრებულმა თქვა და სახეზე თანაგრძნობა დაეტყო.- ჩემებს სულ ვენატრები. ვარვარა მირეკავს მუდმივად და თუ ვერ მხედავს, ჭუჭყუნებს.

-რა ხნისაა?!

-4 წლის.

-კაროლინა 6.- გაეღიმა.- კაროლინა და ტიტე. მაგარი ბავშვია, წამოგვყარა უთენია,ჩხაოდა... მამღერა,მამასხარავა და კისკისით აგვიკლო.- თავი გააქნია.

-ეგრე იციან.

-კვირის ბოლოს,ალბათ, ფსიქიატრიულში მომაკითხავთ.- გაეცინა.- შემარყიეს.

-ჯერ სად ხარ,ჩემო საყვარელო.- გაეცინა ირინას.

-ოჰო,რა მხიარული დილაა.- დემიენი შემოვიდა დინჯად. ნიკეას გამიზნულად არ უყურებდა.

-ვისთვის როგორ, ნიკეას სახეზე აწერია როგორი დილაც ჰქონდა.- გაეღიმა.

-როგორი დილა ჰქონდა?!- ჩერქეზიშვილთან ერთად შევიდნენ ლიფტში.

-ბავშვი ჰყავდა დატოვებული სულ 20 წუთით და ხასიათზე აესახა. მგონი შვილის ყოლა სულ გადაიფიქრა.- სახეზე დააკვირდნენ ჩხეიძეს.

-თუ ჩხავილს გულისხმობ კი. ისე თბილი ბავშვები არიან.- ტუჩებს თავი მოუყარა და გაბუტა.- ძალიან მეძინება.

-7 საათზე ამდგარხარ და კიდევ კარგად ხარ.- მხარი მიჰკრა ირამ.
ჩერქეზიშვილი ჩუმად იყო. მერე გვერდით რომ ჩაუარა, სხვა სურნელი იგრძნო. ნიკეასა და ვიღაცის შვილის.
--------

მთელი ძალებით მოინდომა მუშაობა. პირველი სამსახური იყო და პირველი სერიოზული ნაბიჯი მის ცხოვრებაში. უკან არ იხევდა,ვერ იხევდა... მას ჰყავს დედა,რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოიყვანა აქამდე და ახლა იმდენი მაინც უნდა მოეხერხებინა, ქალს სიამოვნება მიეღო ცხოვრებისგან.
მოუნდებოდა კოლეჯში ისწავლიდა და თუ მოუნდებოდა ხელახლა დაიწყებდა უნივერსიტეტში სწავლას. თან თამარა ძალიან ჭკვიანი ქალი იყო. მერე რა, რომ უნივერსიტეტი ბოლომდე ვერ დაამთავრა?! ყველა საკითხს შეეძლო ჩაჰკირკიტებოდა და ისე ემსჯელა, ვერავინ იფიქრებდა უნივერსიტეტის გავლენა რომ არ იყო. თავის შვილს ეჯდა ხოლმე და მასთან ერთად სწავლობდა და ითვისებდა სასწავლს.
ჰოდა, რამდენიმე დღე დილით ადრე დგებოდა ტატოს გამო და ცოტას ეთამაშებოდა, აჭმევდა, წაუმღერებდა და გამოუცვლიდა. ამასობაში, კაროლინასთან ცოტ-ცოტა დიალოგებს აწყობდა და დილით თავად ჩაჰყავდა მძღოლთან. ლოყაზე კოცნით ემშვიდობებოდა გოგონას, საღამოობით კი ზღაპრებს უყვებოდა,თავისივე მოგონილს.

უკვე ბავშვების თამარასთან ყოფნის ერთი კვირა იწურებოდა. ჰოდა,ნიკეაც ბედნიერი იყო. აქაოდა,ერთი საათით მეტს დავიძინებო. სიმშვიდეს ვეღირსებიო.
სამსახურშიც ხალისით მივიდა, ხვალ შუა დღეს წაიყვანდნენ ბავშვებს და სიმშვიდის სანუკვარი წუთები დადგებოდა.
მუშაობდა გაცხარებით,ისევ შესვენება და ბოლოს კონფერენციამ მოუწია. ჰოდა, ტელეფონმაც არ დააცადა და გარეთ გამოვიდა საპასუხოდ.

-დე,არ მცალია.

-ნიკე,კაროლინა უნდა წამოიყვანო. დაბადების დღეზე წაიყვანეს და მძღოლი გავლას ვეღარ ახერხებს.

-აუ,თამუშკა...- ამოიწუწუნა გადაქანცულმა..

-დედიკო,პატარა ბავშვით ამ ამინდში ნუ გამიყვან რა. ტაქსით წამოიყვანე.- ძალიან სთხოვა.

-კარგი.მისამართი და წამოყვანის დრო მომწერე.- ამოიჩურჩულა და ისევ შებრუნდა ბოდიშის მოხდით.

დემიენი მთელი დღე არ ჩანდა. ნიკეაც მშვიდად იყო და ყოველგვარი გართულებების გარეშე მუშაობდა. ხელსაც არავინ უშლიდა.
დასრულდა თუ არა კონფერენცია, გაიქცა წამშივე ნივთების ასაღებად. ქურთუკი შემოიცვა და კაშნეც მოიხვია ყელზე. გარეთ გაქცეულმა ტაქსი გააჩერა და მითითებულ გასართობ ცენტში წავიდა.შენობასთან გადმოვიდა და  სახეზე ეცა ზამთრის სუსხი. მშობლების ნაწილი გარეთ იდგა და ეწეოდა.

-გამარჯობა.-მიესალმნენ ეგრევე.

-სალამი.- გაიღიმა თვითონაც.- ჯერ არ დამთავრებულა?!

-არა, 30 წუთი დარჩა.- ქერათმიანმა მიუგო.- თქვენ ვისი მშობელი ხართ?!

-მშობელი არა,ოჯახის ახლობელი ვარ. კაროლინა უნდა წავიყვანო.- ღიმილით უპასუხა.

-უი,შემოდით შიგნით. გარეთ ცივა.- ღერი ჩააქრო და ჩხეიძეს უბიძგა კარისკენ.

-არა,არა.იყოს,დავიცდი აქ.- იუარა უხერხულად.

-რას ამბობ,ცივა! გაიყინები სულ. გთხოვთ რა.- ბოლოს სხვა გზა რომ არ ჰქონდა,შეჰყვა.
მშობლებთან ერთად ჩამოჯდა და კაროლინას ძებნა დაიწყო თვალებით. ბოლოს მიაგნო შავ როლინგსა და ჯინსის ქვედაბოლოთი მორბენალს,თმები რომ ასწეწვოდა და ლოყები აღაჟღაჟებოდა.

-რა ლამაზი გოგო იზრდება, კაროლი.-ქერამ უჩურჩულა ნიკეას.

-ძალიან ჭკვიანია.- ამაყად გაიმართა მხრებში.

-კი,შევამჩნიეთ და კლასშიც იმდენ ბიჭუნას მოსწონს თქვენი პატარა.- გაუცინა ლაღად.
-მართლა?!ჩემი პატარა..- დაიჩურჩულა ხითხითით. 

კაროლინას არ შეუმჩნევია ნიკე. ნიკეა კი თვალს არ აშორებდა ჩაბარებულ ბავშვს. ისეთი ხალისიანი ჩანდა,თითქოს სულ არ ენატრებოდა თავისი მშობლები.

-ხედავ?!მერე იტყვი რომ კიდევ მე გაწუხებ.-ჩერქეზიშვილის ხმა ეგონა ჯერ მოესმა,მერე თავი რომ მიატრიალა და უკან გაღიმებული დაინახა,ნერვები მოეშალა.

-აქ რა გინდა?!- ჰკითხა უმალვე ჩხეიძემ.

-დედაჩემმა ნათესავის შვილის დაბადების დღე არისო და საჩუქრის მოტანა შემტენა.- ყურში ჩასჩურჩულა.- ნერვები დამეწყვიტა, ის ბიჭია.- პუტკუნა ბავშვზე მიუთითა, პატარა ღიპი რომ უთამაშებდა სირბილის გამო.

-ჩემი ბავშვი კი-კაროლინა.-ხელი გაიშვირა პატარასკენ.

-დედიკოებო,აბა მოდით და ვიცეკვოთ შვილებთან ერთად!- მიკროფონში გამოაცხადეს. ნიკეა დედა არ იყო, არ ეკუთვნოდა ადგომა. ამიტომ დემიენის წინ, ზურგით იჯდა მშვიდად და მხიარულ მუსიკაზე აცეკვებულ ხალხს უყურებდა. მერე კაროლინა დაინახა ერთ ადგილზე მდგომი. პატარა ქვედაბოლოს აწვალებდა ხელით და სხვებს უყურებდა არეული თვალებით. პატარას დედა უნდოდა,დედას ხვალამდე ვერც ნახავდა. კაროლინს თვალები აუწყლიანდა. ნიკეამ იგრძნო მკერდში ჩხვლეტა. გაახსენდა პატარაობა. თვითონ მამიკოს ელოდებოდა ხოლმე...

მოურიდებლად წამოდგა და სახეზე  აიკრა ღიმილი.

-კაროლინ!- დაუძახა ბავშვს და გული კიდევ ერთხელ ეტკინა, ბავშვის ცრემლიან თვალებზე. ცეკვა-ცეკვით წავიდა პატარა გოგონასკენ, მერე პაწია ხელებზე ჩაეჭიდა.
კაროლინი გაოცებული იდგა. პატარა ტვინში ვერ გადახარშა, ესე მალე როგორ გაჩნდა ნიკეა იქ, როცა მანამდე თვალი ვერ მოჰკრა. პატარა გული აუფართხალდა, თვალები გაუფართოვდა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად.
სიტყვები არ ჰქონდა.
კაროლინა ხელში აიტაცა. ყველაზე გულწრფელი გრძნობით მიიკრა სხეულზე და უცნაური მოძრაობებით ააცეკვა.
ბავშვის გულიცემას გრძნობდა. მიხვდა პატარა ადამიანში ემოციები რომ სჭარბობდნენ. ის ხომ ვერ ხვდებოდა, დედიკოებთან ცეკვის დროს,რატომ ცეკვავდა სრულიად უცხო ადამიანთან.

მკლავები დაეღალა,მაგრამ არ უფიქრია მისი დასმა ძირს.  პატარას სჭირდებოდა და უნდა დაჰხმარებოდა. მერე მისი სიცილი და საპასუხოდ მოჰხვეული ციცქნა მკლავები იყო. კისერში ჩაურგო თავი და მთელი ძალით მოეჭიდა.

-რა მაგარიაა...- წამოიკივლა გულწრფელი კისკისით ბავშვმა.

დემიენი იღიმოდა. ეს გოგო მართლა არაპროგნოზირებადი იყო. თანაც ძალიან ლამაზი, სუნთქვისშემკვრელად ლამაზი და ახლაც,ესე რომ არხევდა სხეულს და მოკლე,ხვეული ლოკონებიც  უჩვეულოდ რომ აჰბურდვოდა, ყველაზე მეტად მოსწონდა.

კაროლინასთვის ყველაზე საიმედო  იყო ჩხეიძე იმ წამს. ბედნიერებისგან დაფარფატებდა, კი არ დადიოდა.  აწითლებულ ლოყებზე რომ აკოცა, დაიმორცხვა.
ნიკეა ხომ სულ ახლახანს გაიცნო. ისე მოსწონდა. ბავშვებს ხომ ლამაზი და კეთილი ადამიანები მოსწონთ.

-ჩემი კუდრაჭა!- წინ დაყრილი ოქროსფერები გადაუწია სიცილით.

საღამო იმ ერთი ცეკვით დასრულდა. ესე ხელში ატაცებული მიიყვანა გასასვლელამდე და მერე ძირს დასვა.

-ახლა ჩავიცვათ და გავიდეთ, ხომ?!- თმა სამაგრით ხელახლა შეუკრა ბავშვს.

-კი,კი. -ბედნიერებისგან ადგილს ვერ ჰპოულობდა.

-ეს რა ლამაზი გოგო გყავთ?!- დემიენი უყურებდა ხალისიანს.

-კი,ყველაზე ლამაზი გოგო გვყავს.- გადახრილმა შემოაცვა ქურთუკი და ელვა შეუკრა.-ძალიან ძალიან ჭკვიანი.

-მე გაგიყვან,არ წახვიდე.- ჩერქეზიშვილმა ამ შანსის გამოყენებაც სცადა.

-დემიენ,არ დაგდევ! ჩვენით წავალთ.-პატარს ქუდი დაახურა და ხელთათმანების გაკეთებაში მიეხმარა.

-ხედავ?! მხოლოდ მეგობრობას ვცდილობ,შენ კიდევ ისევ ისე მექცევი,როგორც მტერს. არადა, კაროლინა მოშიებული იქნება და ვგონებ, სუპის ჭამა სულ არ უნდა, მართალია?!-კაროლინამ აჰხედა ღიმილით.

-ბურგერი მინდა,მაგრამ ჩემი დედიკო არ მაჭმევს.- მოიღუშა.

-ნიკეა,არ გაუტეხო ხათრი! დედამისი ჩამოვა და ისევ აუკრძალავს.- ორივემ პატარას დაჰხედა,მომლოდინე თვალებით რომ იმზირებოდა.

-მანიპულატორო!- ამოიოხრა და ქურთუკი შემოიცვა.-მალე, გიცდით.-  ჩანთას დაავლო ხელი.- მანამდე დაემშვიდობე სხვებს და მადლობა გადაუხადე,ხომ იცი?!- დაარიგა კაროლინი და გაუშვა.

-კი,მოვალ 2 წუთში.- ბედნიერი გაემართა ნათესავებთან დასამშვიდობებლად და იქვე მორბენალი კაროლინაც ხელში აიტაცა,წავედითო.

ერთად გამოვიდნენ. პატარას ფეხებზე შეცივდა. ჩერქეზიშვილმა შეხსნილ ქურთუკში ჩამალა კაროლინა და ნიკეას გაბრაზებულ მზერას თვალი აარიდა.

-ანუ ბურგერი უყვარს პატარა ქალბატონს.- აწითლებულმა თავი დაუქნია.

-ესეც მაგარი გამყიდველი იზრდება.- წარბშეკრული ჩაჯდა წინა მხარეს. კაროლინა უკან ჩასვა ჩერქეზიშვილმა. ღვედი გაუკეთა გაბრწყინებულს,ჯერაც რომ არ სჯეროდა, ბურგერს ეღირსებოდა.

-ნუ წუწუნებ! ბავშვია და უხარია!- ჩერქეზიშვილიც ჩაჯდა წინ და ძრავი გაახურა.

-გიხარია,ჭიკარტ?!- სარკიდან გაჰხედა ჩხეიძემ და ბავშვის გაბადრული სახე რომ დაინახა, გაეღიმა.

-არა,რა! საშინელი ზამთარი იცის.- გათბობაც ჩართო, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა მანქანაში.

-კი,გეთანხმები.-ჩხეიძემ ღვედი გაიკეთა და გათოშილი ხელები ერთმანეთს გაუსვა.- მაგრამ ბავშვი ალერგიული არ იყოს რომელიმე პროდუქტზე.- ტუჩი მოიკვნიტა ნიკემ.

-არ მაქვს ალერგია. მამიკომ მაჭამა რამდენჯერმე ჩუმად.- შეთქმულივით ამოიჩურჩულა.

-აი,კარგი მამიკოა.- ჩერქეზიშვილმა  ცერი აუწია და მანქანა დაძრა.

-მე შენი თმები მომეწონა. არ შეიჭრი ხო?!- კულულები იგულისხმა.

-მართლა? ცოტა უნდა მოვიჭრა, თორემ ძალიან დაგრძელდება.- დემიენმა პატარას გაჰხედა.

-მერე რა. ნიკეას ჰქონდა გრძელი, თამარამ მითხრა, სულ გრძელი აქვსო.

-მერე ხომ დაიმოკლა?!- ნიკეაზე მიუთითა დემიენმა.

-კი.

-მერე არ მიხდება?!- მისკენ შეტრიალდა ნიკეა და თავი გააქნია.

-კი. - წამოიყვირა მხიარულად.

-ესეც ვიცოდი.- თმებში შეიცურა ხელი.

-ნარცისი მახარე ჩაგერთო?!- დემიენმა ჰკითხა.

-კი,დემიენ.- უცნაურად გრძნობდა თავს ჩერქეზიშვილი. ყველაფერი ისე გამოიყურებდა,თითქოს მისი ოჯახი იყო. არადა,ეს ხომ ილუზიაა..
სადღაც გულის სიღრმეში იგრძნო სითბო,თითქოს მყუდრო გარემოც ეჩვენა...

-დემიენი გქვია?!- კაროლინამ წამოიძახა გაბადრულმა.

-კი.მოგწონს?!- თავი დაუქნია წამსვე.

-ჩემს დედიკოს ქეთევანი ჰქვია. თამარა მიყვებოდა ქეთევან დედოფალზე.უცნაური სახელია, მაგრამ მომწონს შენიც.

-ჰო,თამარას ისტორია უყვარს.- ნიკეამ ამოილაპარაკა.

-მეც მიყვარს.თამარა კარგად მიყვება ხოლმე. ჩემი მასწავლებლები ეგრე ვერ მიხსნიან..- თითები ახლართა ერთმანეთში.

-ჰო,მეც მიყვარდა დედასთან ერთად მეცადინეობა.- ჩხეიძეს გაეღიმა გულით.

-შენთან ერთადაც სწავლობდა?!- პატარამ თვალები დაუქაჩა.

-კი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან ყოფნა.- დედის მიმართ დიდი სიყვარული იგრძნო.

-ჩემს დედიკოს არ სცალია ხოლმე ჩემთვის.- კაროლინამ ამოილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა.

-შენი დედიკო მუშაობს. ხომ იცი?!- ნიკეამ გადაჰხედა.- და მას უზომოდ უყვარხარ.
-კი...
მანქანა გააჩერა დემიენმა და მანქანიდან გადავიდა. კაროლინას ქურთუკი მოახურა და შენობისკენ წაიყვანა.

სითბო დახვდათ შიგნით. ისე აღარ სციოდათ, როგორც წუთების წინ. ნიკეას ხელს ჩაეჭიდა კაროლინა და მენიუსთან მილიონჯერ იცვლიდა გადაწყვეტილებას.

-აბა,კაროლინ!- ჩერქეზიშვილი მშვიდად უცდიდა როდის აირჩევდა სასურველს ბავშვი. მერე უეცრად გადაწყვიტა,რაც უნდოდა და მიეხუტა მამაკაცს.

-ნიკე,ისევ მე აგირჩიო?!- თვალებით ანიშნა და ოქროსფერთიან საოცრებას ზურგზე მოუსვა ხელი.

-არა,რატომ?! მე ავარჩევ.-  შეკვეთა რომ მისცეს,ერთად აარჩიეს ადგილი და მიუსხდნენ მაგიდას.

-ნიკე,უნივერსიტეტში სწავლობ?!- დემიენის კალთაში მშვიდად იჯდა გოგონა.

-კი.- მოკლედ უპასუხა და მობილურს დახედა წამით.

-რაღაცებს რომ წერ, მაგისთვის წერ?!- ისევ ჰკითხა და კაცის პერანგის ღილი გააწვალა.

-ჰო. შენც დაწერ მოგვიანებით.- გაუღიმა ჩხეიძემ.

-მე ახლა სულ სისულელეებს მაწერინებენ. უკვე ხომ ვიცი ასოები და კითხვაც.- თმა გადაიწია უცებ.

-მერე წაიკითხავ უფრო მეტს და იმეცადინებ უფრო მეტი მონდომებით.- ჩერქეზიშვილი მიეფერა ლოყაზე.

პირველად ნახა ჩხეიძემ ასეთი დემიენი და სიმართლე ითქვას, შთაბეჭდილების ქვეშაც კი იყო.

-მომშივდა.- დაქანცულმა კაროლინამ ამოილაპარაკა.

-აი, მოაქვთ.- ნიკეამ დაამშვიდა.

მართლა მოიტანეს. ბედნიერად ჩაკბიჩა და ფრიც მიაყოლა. ნიკეა მოთხვრილ ტუჩებს მოსწმენდდა ხოლმე და ის ისევ ისვრებოდა.

-ხომ ხედავ,მშვიდად ყოფნაც შეგვძლებია.- ჩერქეზიშვილმა უჩურჩულა.

-მის გამო,თორემ წამომყოლი არ ვიყავი.- დაუბრუნა პასუხი და ალექსანდრას ზარს უპასუხა.

-უპასუხისმგებლო ხარ! შენ მართლა "პოხ*ისტო"!- დაიწყო შორიდან.- ლექციას დაადე,ხო? გადამგდებო! მოღალატე და ფარისეველო!

-სანდრა,რა სიტყვებია?!- ჩაეცინა.- დამავიწყდა ლექცია თუ იყო. თან საქმე მქონდა და ვერაფრით მოვახერხებდი მოსვლას.

-გიკითხა ლექტორმა. ამ სეეეეექსსიმბოლო კაცმა შენ გიკითხა.- ტელეფონში ემოციურად კიოდა სანდრა.- მე მეორე მომწონს, ეს შენი იყოს.

-ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი და მოგხვდება!- ამოიოხრა.- მომწერე რა გვაქვს წასაკითხი რა,გთხოოვ.

-ბედი შენი კეთილი ვარ, ადიოს!- გაუთიშა სიცილით.

-ანუ ლექცია გააცდინე. მომატყუე სტიპენდიანტი ვარო?! გაიძვერავ!- ჩერქეზიშვილს გაეღიმა.

-მასთან უნდა გამევლოო!- კაროლინას გადააბრალა ყველაფერი.

-პატარა ცუღლუტი!- თავი გადააქნია.

-აგჰ! გამიბლატავდი!- თითი აუქნია.

-კი.- თავი დახარა და ქვემოდან ამოჰხედა სასურველ გოგოს.
ისე ხდებოდა, სხვა ქალებისკენ გული აღარ მიუწევდა. აღარავინ სურდა,ერთის გარდა.
უბრალო ლტოლვას მივაწეროთ თუ სიყვარულს?! მე რა ვიცი.
ფაქტი ერთია, ქალის ღიმილზე გულში უჩვეულო განცდა ეუფლებოდა.

-დემიენ!- ტუჩები გაბუტა ჩხეიძემ. ძალიან მოეწონა,იმდენად, ბავშვი რომ არ ყოფილიყო, იქვე აკოცებდა.

-გისმენ,საყვარელო.- თბილად შეხედა.

-ნუ მისმენ და ნუ მიყურებ.- ხელი აუქნია.- მაგარი მოსაწყენი ვინმე ხარ.-ენა გამოუყო.

-კაროლინა,შენ ენა არასდროს გამოუყო ვინმეს,უზნეობაა. - ბავშვს მიუბრუნდა.

-მადლობა,რომ გამლანძღე.- ჩაეცინა.

-არაფრის.

ჩხეიძეს არ ესიამოვნა ნამდვილად ჩერქეზიშვილის გამოხტომა. ხმას არ იღებდა. იჯდა მშვიდად და კაროლინას უცდიდა.
მერე მშვიდად ჩასხდნენ მანქანაში.  ნიკეა იქაც მშვიდად იჯდა და ნერვებს უშლიდა ჩერქეზიშვილს.
თან მესიჯს მესიჯზე უგზავნიდნენ ქალბატონს და ესეც ღიმილით დაჰყურებდა ტელეფონს.
რა იცოდა,დედამისმა მთელი მაღაზია რომ დააბარა სახლში ამოსატანად.

-შეგიძლია იქვე მაღაზიასთან გამიჩერო?!- კორპუსთან ახლოს იყო ერთი.

-კი.-კაროლინა საეჭვოდ დუმდა. უკან რომ გადახედა, ლამის იყო ჩასძინებოდა.

-კაროლინ,არ დაგეძინოს, მაღაზიაში ვართ შესასვლელები.- სთხოვა მთელი გულით,მაგრამ თავს ვერაფრით იკავებდა პატარა. ისე დაღლილიყო, ვერაფრით ერეოდა ძილს.

-აგაყვანინებ შინ.- შესთავაზა დემიენმა.

-არ მჭირდება,მადლობა.- უხეშად მიუგდო პასუხი.

-ახლა რამე დავაშავე?!

-თავად მივხედავ,ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე.-ნერვები მოეშალა ჩხეიძეს.

-შეგვიძლია მარტივად მოვაგვაროთ. მე დაგეხმარები და შენ ამით არანაირი ვალდებულება არ გეკისრება.- მშვიდად აუხსნა ჩერქეზიშვილმა.

-არ მინდა. უზნეო გოგოს რატომ უნდა დაეხმარო?- თავი ვერ შეიკავა და მაინც გაახსენა ერთი გადაბრუნებული სიტყვა.

-არ ვიცოდი თუ გწყინდა...- მხრები აიჩეჩა კაცმა.

-უკაცრავად?! მწყინს  რამე შენგან?- გაღიზიანებულმა წამოიყვირა და უკვე მაღაზიასთან გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა. უკანა კარის გაღებას აპირებდა,მეორე მხრიდან რომ მოირბინეს და თავისკენ მიიზიდეს...

-რა,არა?!- მის სურნელს გრძნობდა, საუცხოოს და ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს იკვებებოდა.

-ხელი გამიშვი!- აუფართხალდა მკლავებში მოქცეული.- იცოდე, ძალა არ გამომაყენებინო, ჩაგწიხლავ!- ისე სასაცილოდ ჟღერდა,ჩერქეზიშვილმა თავი ვერაფრით შეიკავა. ახარხარდა გულიანად და ლამის ოთხადაც მოიკეცა.- ჩხეიძეს იმდენად მოეშალა ნერვები, მომუშტა მტევანი და მოდუნებულს პირდაპირ კუჭის თავში ჩააზილა.

ტკივილისგან დაემანჭა სახე დემიენს. ამას არ ელოდა, ნამდვილად არ ელოდა. მანქანას მიეყრდნო გალურჯებული.

- ესე მოგიხდება,მეორეჯერ იცოდე, ვის ებლატავები,ბიჭი!- მტევანი ეტკინა ჩხეიძეს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა.წარბსაც კი არ ხრიდა, ვაი თუ შემატყოსო.

-ჯანიანი გოგო ყოფილხარ..- ლურჯიდან მწვანე ფერი დაედო და ესე მიჰყვა, ცისარტყელას ფერები გადაუვიდა სახეზე.

-კი,მეორეჯერ ასე მომეკარები და დიდი ალბათობით, სახეს დაგინაყავ.- მომუშტული ხელი აჩვენა ისევ.

-აგრესიული კნუტი,ეგეც ხომ რაღაცაა.- გასწორდა წელში და უკანა კარი თავად გამოაღო.- ბავშვი მაინც მე უნდა ავიყვანო.- მხრები აიჩეჩა.

ჩხეიძე ოდნავადაც რომ ვერ ურყევდა ნერვებს, ღიზიანდებოდა.

-მგონი ვერ გამიგე?!

-არა,გაგიგე. ახლა რომ რამე დაგემართოს,ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიეპ.- ხელში აიტაცა კაროლინა და კორპუსისკენ აიღო გეზი.

-ანუ მაინც ეგოისტი ხარ!- უკან აედევნა.

-ყველა ადამიანი ეგოისტია.- მშვიდად ამოილაპარაკა.- რომელ სართულზე?!- სადარბაზოში შესულმა იკითხა ისე,თითქოს არ იცოდა.

-მესამე.- მოკლედ მოუჭრა და კიბეს აუყვა.

-გამინათე.- მართლა გაუნათა ნიკეამ უსიტყვოდ. -ახლა საით? სიბნელეში მიმართულება იკითხა დემიენმა.

-წამომყევი.- წინ წავიდა და ახლა დემიენი აედევნა უკან.გასაღები ამოიცურა ჩანთიდან და კარი ჩუმად გააღო. -შემოდი.- მართლა შეიყვანა და იქაურობა წამში გაანათა.

ჩერქეზიშვილს გარემო გაუკვირდა. მიუხედავად იმისა,რომ გათბობა ჩართული იყო,მაინც ციოდა შინ. იატაკზეც, აქა-იქ  ხის პარკეტი ამოწეულიყო.

-საით?!- ტიტეს ხმა გაისმა სახლში, მაგრამ თამარა?!

საძინებელში რომ შევიდნენ, ქალი მოთენთილი იწვა და ბავშვი ჰყავდა გულზე აკრული.

-დედა...- მიახლოებულმა თმა გადაუწია ნაზად.

-კიდევ კარგი მოხვედი.- ისე უღონოდ იწვა,გული შეუწუხდა.- წნევა მაქვს მგონი,თავი მისკდება და ეს ცუღლუტი თავისთვისაა.- პატარა აიყვანა ხელში ნიკეამ. სულაც არ შეუმჩნევია წელს ქვემოთ რომ არაფერი ეცვა.

-წამალს ამოგიტან.- გადახრილმა აკოცა საფეთქელზე.- კაროლინას ჩაეძინა და ვტოვებთ.-თავი დაუქნია თამარამ.

დემიენი დაბნეული იდგა. ქალი ვერც იმჩნევდა,ისე მისუსტებულიყო.

-მიაწვინე რა.-  საბანი აუწია ცალი ხელით. დემიენმა ფრთხილად ჩააწვინა. ქურთუკი ფრთხილად გახადა ტანიდან, ფეხსაცმელებიც ასეთივე სიფრთხილიდ გააძრო და ქვედაბოლოც მიაყოლა. საბანი კარგად გადააფარა და ნიკეას შეხედა.

-სასწრაფო ხომ არ გამოგვეძახებინა?!- ისევ ცხელი სითხე იგრძნო,ოღონდ ამჯერად მუცელზე და ქვემოთ მიუყვებოდა.

-არა,არა. თუ გაურთულდა,მაშინ გამოვიძახებ. ახლა წამალს ამოვუტან, მეზობელს დავტოვებ ცოტა ხანს...- ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად. გააზრება არ უნდოდა. -არ მჯერაა!- უკვე თავის დაჭერა უჭირდა..- ტატოოო- თვალები აემღვრა სატირლად. ბავშვი წინ გაწია.

-რა ხდება??- ჩერქეზიშვილი გაოგნებული გაექნა ნიკეასკენ.

-არ მჯერა,რა დავაშავეე!- ბავშვი გასწია წინ და დემიენის გაფართოებულ თვალებს გაუსწორა საწყალი მზერა.-შენი ხმა არ გავიგო!- ბავშვი შეაჩეჩა ხელში დაბნეულს.-რას მიყურებ, ჩავბანოთ!- ციცქნამ გამოაჩინა სასაცილო ღრძილები. ჩხეიძემ გადარჩენილი ქურთუკი გაიძრო და აბაზანისკენ დაიძრა. ჩერქეზიშვილი აედევნა უცნაური გამომეტყველებით. თან ეცინებოდა, თან ნიკეას დედაზე ღელავდა...

პატარა თვითონ დაუჭირა და შარდით მოსვრილი ნაწილები ჩხეიძემ მოუბანა კარგად. სუფთა პირსახოცი მოახვიეს.

-ტატოს ტანსაცმელი გაამზადე, მე ჩავაცმევ და მანამდე მოემზადე,კარგი?!

-მერე იცი როგორ უნდა ჩააცვა?!

-რა უნდა,გადააცმევ და ეგ არის.- ჩხეიძე დაფაცურდა გამოსაცვლელები მოუტანა, თავისთვისაც აიღო და გადასავლებად შევარდა. თავადაც არ იცოდა,ესე ძალიან რატომ ენდო  ჩერქეზიშვილს.

-ეე,კაციი!- დივანზე ჩამოჯდა და კალთაზე ჩამოისვა. სწრაფად შეამშრალა და ზედაც გადააცვა. - პირველად ვაცმევ პატარას,რომ იცოდე.რას მიღიმი,პატივში ხარ.- სწრაფ-სწრაფად აცმევდა, ეშინოდა არ გაციებულიყო. ბავშვი კიდევ ჯიუტდებოდა და ხან რას მაიმუნობდა,ხან რას.- ეჰეე, ზედმეტები მოგდის ახალგაზრდავ. შენხელა რომ ვიყავი,ამ დროს მეძინა.- ძლივს გააყრევინა ხელი. ტიტე აჭუჭყუნდა და უკვე მოწესრიგებულ, კარში გამოჩენილ ნიკეასკენ გაიშვირა ხელები.
ჩხეიძე თავს უცნაურად გრძნობდა, ძალიან უცნაურად. შიშისგან გული უსკდებოდა და ნერვიულობისგან სისხლი ეყინებოდა.
ტატო აიტაცა ხელში.
ახვანცალებულ ბავშვს ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ თავისი სქელი შარფი შემოახვია ტანზე და კარის მეზობელს მიუკაკუნა.
ქალმა გააჯანჯლა კარის გაღება.

-ჰო,ნიკეა,მშვიდობაა?!- გაკვირვებულმა შეხედა ღამის სტუმარს.

-ბოდიში ესე გვიან რომ მოგადექით.-  თვალები აუწყლიანდა.- დედა ცუდადაა, მე კიდევ წამლის საყიდლად ვარ გასასვლელი,თუ შეგიძლიათ ცოტა ხანს რომ დაიტოვოთ რა.. მარტო მაინც მეშინია,თან ბავშვი გვყავს დატოვებული.- აღელვებულმა ძლივს მოახერხა აეხსნა სიტუაცია.

-კი,დედიკო. ჯერ არც ვიძინებდი,ახლავე გავალ.- კარი გამოიკეტა.-უი,რაღაც წამლები მეც მაქვს.- თავში ხელი შემოირტყა.- ვიცი,რომელსაც სვამს.- სახე გაუნათდა.- მაგრამ ერთი დღის დოზაა,მეტი არა.

-არაფერია,მოგიტანთ. უბრალოდ, ცოტა ხანს მიხედეთ რა.- დემიენი კართან უცდიდა.

-კი,შვილი. ნუ დარდობ მაგაზე შენ.- სახლში შებრუნდა და წამალი გამოიტანა,კარიც ჩაკეტა.-ბევრს მუშაობს და ცუდად სძინავს. 

-ჰო,ჰო. ექიმთან წავიყვან აუცილებლად.- შეშინებული ჩანდა ჩხეიძე.

-უი,გამარჯობა.- მიესალმა ცნობისმოყვარე ზოია დემიენს.

-გამარჯობა.- დემიენიც მიესალმა დაბნეული.

-ეს დემიენია,ჩემი თანამშრომელი.- დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა და ტიტეს ჩააცვა ფეხზე.
პატარა ზედმეტად ხალისიანად გამოიყურებოდა.

ქალბატონი ზოია თამარას მოსასულიერებლად შევიდა საძინებელში.

-დაბლა დაგიცდით.-უკვე ქურთუკს აცმევდა პატარას.

-კარგი.-დახმარებაზე უარი ამჯერად აღარ უთქვამს ჩხეიძეს.
უკვე კიბეებთან იდგა ჩერქეზიშვილი, როცა გაახსენდა ნიკეას თრთოლვა სიბნელეში უკან რომ მოსდევდა.შეჩერდა და იქ დაელოდა.
როცა ქალი მიუახლოვდა, პატარა აართვა ხელიდან და ხელი მოჰხვია,ფრთხილად ჩაიყვანა.

-რამე რომ მოუვიდეს...

-არ მოუვა,აქ ვარ.- თვალები დაძაბა, ძლივს ხედავდა კიბეებს.

-მეშინია.

-ჩემი აზრით,თუ გაანათებ, არ დავგორდებით.- დაუჯერა ნიკეამ. პატარა ტატომ თავი ყელში ჩაურგო დემიენს. სიბნელე მასაც არ ეხატებოდა გულზე.

-მის მეტი არავინ მყავს..- აცახცახებული სხეული ებჯინებოდა გვერდიდან და უცნაურად უთბობდა შიგნეულობას.

-აბა,მე ვინ ვარ?! ნერვებს ტყუილად კი არ გიშლი.გიჟია, მნახა აქ მოცლილი.მოხალისე.

-ხომ კარგად იქნება?!

-კი. წუხელ მამაჩემს ჰქონდა წნევა. წამალი დავალევინეთ და გაუარა. აი, შენს დედიკოსაც გაუვლის. თან რა ლამაზი დედიკო გყავს.- ისე გაუგრძელა,თითქოს ნიკეა მართლა პატარა ბავშვი იყო.
მანქანაში ჩასვა,უკანა მხარეს. აბა, პატარა ტატო ვერ იჯდებოდა მარტო.
ერთი ამბავი ატეხა პატარამ. დაჯდომა კი არა,სეირნობა უნდოდა.

-კარგი რა,კარგი რა...- ხელში შეათამაშა ბავშვი.-თამარამ კი თქვა არ უთხრაო,მაგრამ ტატო უსინდისო ხარ.- წინიდან ჩერქეზიშვილმა გადმოხედა სიცილით და მანქანა დაძრა.

გვიან ძირითადად იკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი. ჰოდა, შორს უწევდათ გასვლა, წამლის გამო.

ნიკეა რას აღარ იგონებდა. უცნაურ და სასაცილო ხმებსაც კი გამოსცემდა პირიდან, პატარა რომ დაეწყნარებინა.
-იქნებ სიმღერა ჩართო?! უკვე სუნთქვაში მიჭირს.- დემიენს უთხრა.

-არა, მალე რეპი დაამატე და შედევრი იქნება.- ძალით გაუღიმა და რადიოში სიმღერები ჩართო.

-ვხუმრობთ?! ცოტა დახვეწე.- ისევ პატარა შეათამაშა ხელში.- ჩემი შვილი რომ იყო,გადაგაგდებდი.- ღიმილით უთხრა.

-კიდევ კარგი,არ ხარ.- დემიენმა დაუძახა წინიდან.

-მართლაც! ხვალ მიდიან.- ეცადა ყურადღება გადაეტანა. ისედაც სისხლი გაეყინა.

-ოხ,მშვიდად იქნები აწი.

-კიი,წასვლით გამახარებენ.- პატარა თმებზე დაეკიდა. ჩხეიძემ მიიხუტა და ლოყაზე აკოცა.- შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ,რატომ მაწვალებ?!- ცხვირის წვერზე აკოცა.
ციცქნამ დაიკივლა და აღტაცებით მიაცქერდა ფანჯრიდან გადაშლილ ხედს. გამვლელ მანქანებს აჟიოტაჟით ხვდებოდა.

ჩერქეზიშვილმა დაიჭირა წამი. ნიკეა სულაც არ იყო პატარების მიმართ გულგრილი, თორემ ასე აჩვენებდა თავს. არც იმდენად უხაროდა ამათი წასვლა, რომ თავისუფლების აღსანიშნად წვეულება გაემართა. მიხვდა, აუცილებლად მოენატრებოდა პატარები.

-ლანაილია ნახე..- დაიჭყანა ნიკეაც და ახავნცალებულს დასამშვიდებლად ზურგზე ხელი მოუსვა.

-წამლის სახელი მითხარი და მოვიტან.- ნიკეამ მეც გადმოვალო, პარკირების დროს უთხრა, მაგრამ ჩერქეზიშვილმა არ მოუსმინა.
ჩხეიძე ამ საღამოს უკვე მეორე დათმობაზე წავიდა.
დრო იხელთა და თავის მეზობელ ზოიას გადაურეკა.იქიდან რომ გაიგო,უკეთააო და მე მათავისუფლებს უკვეო, გაუხარდა.

-უკეთაა!-მანქანაში როგორც კი დაბრუნდა ჩერქეზიშვილი, ახალი ინფორმაცია აჯახა.

-ხოო?! დაგირეკა უკვე?!

-მეზობელს ველაპარაკე და მან მითხრა. - გახარებული ჩანდა. პატარა ისე გამაიმუნდა, წამით არ ფიქრობდა მოსვენებას.

-მშვენიერი. ახლა მაღაზიაშიც გავივლით და დავსრულეთ ერთად ტანჯულა ,მოგზაურობა.- გაუღიმა სარკიდან.

-არა,იყოს. ხვალ ვიყიდი,დილით.- ნიკეამაც გაუღიმა საპასუხოდ.

-ბარემ ვიყიდოთ,ეგეც გახალისდება.- ვეღარ დათმო. ესეთ ხასიათზე კიდევ როდის ჩაიგდებდა ხელში კაცმა არ იცოდა.

-ამას კიდევ გახალისება უნდა?! ნახე რა დღეშია, მართლა რანაირია..- თბილად დახედა პატარას ემოციურად რომ მოუბრუნდა და აუტიტინდა გაურკვევლად.

- აქტიურია,რა გინდა აბა!- მანქანა დაძრა და ლაპარაკი გაუბა.

-არაფერი. იცი რა თბილია?! სულ გეხუტება და გეფერება.- თავისებურად ლაპარაკობდა ტატო, მისი არ ესმოდათ. - ერთი დილით ჩხავის და ბევრს კუ*კავს.

-აბა,რა ქნას?! მეტი საქმე მაგას არ აქვს. თავის დროზე შენც ეგრე იყავი,მაგრამ არავის გადაუგდიხარ.- ნიშნისმოგებით უთხრა დემიენმა.

-შენც ეგრე შვრებოდი,მაგრამ დაგიტოვეს.

-მე რა საყვარელი ვარ ხომ ხედავ.

-ნააჰ, დიდი ვერაფერი.- მხრები აიჩეჩა ნიკემ.

-ფერი,ფერი!

-თავში გაქვს ავარდნილი.- ჩხეიძემ მშვიდად უთხრა.

-რა ვქნა,მაგის მიზეზიც მაქვს, ჩემო კარგო.- ჩერქეზიშვილიც აღარ იყო აღელვებული.

-არაუშავს,ზოგჯერ მეც მივარდება. ნუ ზოგჯერ რა,ძირითადად ავარდნილი მაქვს.- გამოუტყდა.- რა უნდა ვქნა,არ ვიცი.

-შენ ვერაფერს იზამ.- სარკიდან გადახედა. დღეს იმაზე მეტად ლამაზი ეჩვენა, ვიდრე მთელი ის დრო...
ბავშვიც ისე უხდებოდა, იფიქრა, ნეტავ ვინმე ხელოვანი ხედავდეს და გამოქანდაკება შეეძლოსო.

-არც ვიზამ!

-იმიტომაც გეტრფის აკაკი!

-კიდევ ბევრიც..- ურეაქციოდ უპასუხა და ბავშვს ისევ აკოცა.

-და გსიამოვნებს იმის გააზრება,რომ ერთი შენი თითის დატკაცუნება და ნებისმიერს მიატოვებენ.

-მე რა ვიცი. ეგეთი კაცი არც უნდა გაიკარო.- პირდაპირვე აჯახა.- თუ სხვაც შეუძლია და შენი სიყვარულიც, ეგ რანაირი სიყვარულია..- მხრები აიჩეჩა.

-თუ ის ერთი არ გიკარებს, მთელი ცხოვრება ვის უნდა უერთგულო?!

-შენს სიყვარულს.- გულწრფელი იყო. - ისედაც ყველა ერთგულება, შენი სიყვარულისაა. რაღაც ღვთიურთან რა ესაქმება სიბინძურეს?!

-სიმართლე ისაა,რომ ადამიანები ეგოისტები არიან.- მოკლედ მოუჭრა.- მარტოობა არ შეუძლიათ.

-მე არ მესმის,მაგრამ ყველას თავის სიმართლე აქვს. ჰო, ალბათ, ასეა. ვიღაცისთვის ისაა მისაღები, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

-მაგრამ შენს თვალში ისევ ნაძირალა ვარ ხომ?!

-უკვე საყვარელი ნაძირალა, დღეს ძალიან დამეხმარე.- გულიანად გაუღიმა.

-განა მჯერა?! უკვე საყვარელიი... ტანში გამცრა.

-მაიმუნო!- გაეცინა ჩხეიძეს.- მოვინელებ ოდესმე იმ ამბავს, შენმა ჯერიმ ჩემი მომავალი სასწორზე რომ დადო. ალექსანდრამაც დამადებინა მომავალი სასწორზე ზუსტად მეორე კურსზე.

-შენმა მეგობარმა?!

-ჰო. თვითონ ამირჩია საგნები და ერთმანეთისთვის რომ დაგვემთხვია, გადამიცვალა. რამდენი ლექცია გავაცდინე მაგის გამო.-ხელი აიქნია.

-არ გითხრა?!-გაეცინა წინ მჯდომს.

-კი,უბრალოდ დილით მესიჯი რომ წავიკითხე,ვერ გავიაზრე და ძილი შევუბრუნე.

-უნამუსო!

-რა უნამუსო, მთელი 2 საათი ვდარდობდი და მერე თვითონ არ მოვიდა ლექტორი ლექციაზე. მომეშვა.-პატარას შუშაზე მიტკეპნილი სახე უკან გააწევინა.- რას აკეთებ, დორბლაობ კაცი?!

-არადა ახალი გარეცხილია მანქანა.

-რა უჭირს,კიდევ გარეცხავ, დამი.- შეუმოკლა სახელი.- ტატო, მოგაჭამ ლოყებს კარგი?! რად გინდა,არ გინდა.-  თავი გადახარა გვერდით და ხალისიანს კისერში აკოცა.

ბავშვის კისკისის ხმა გაისმა და დემიენს გაღიმება აიძულა.
მანქანა გააჩერა და ანიშნა,წამოდი შენცო.

-კაარგი! მაინც შენი გაიტანე.- თავი გადააქნია. ბავშვი გამოართვა,რომ თავისუფლად გადმოსულიყო.
პატარა გაუჭინჭყლდა. ცოტა წაიუცხოვა უცხო კაცი.

-ბავშვები ცნობენ კარგ ადამიანებს.- ნიშნისმოგებით უთხრა და ბავშვისკენ გასწია ხელები.

დემიენმა უცებ ენა გააწკლაპუნა და გამოცემული ხმის გამო, ბავშვი აკისკისდა ლაღად. სახე სასაცილოდ დაუმანჭა და ისევ იგივე რეაქცია მიიღო.

ნიკეა გაცვალა უცებ.

-მანიპულატორი..- ამოილაპარაკა.
თვითკმაყოფილი აედევნა უკან ქალს.

-დაიმახსოვრე, განსაკუთრებულ ქალებს,განსაკუთრებული პასუხი სჭირდებათ ქმედებაზე.- უჩურჩულა  ბავშვს. იქაც მისი სურნელი დაუხვდა.
გული აუჩქარდა და თითქოს თავისი წილი დოზა მიიღო სიმშვიდისთვის.
ხომ უამრავი ქალი უნახავს, ხომ უამრავს შეჰხებია, მაგრამ ასეთი სურნელი არავის ჰქონია და არც არვისი გაუჩერებია ფილტვებში.

პატარამ ცხვიზე ჩაავლო და დაჰქაჩა ხუჭუჭა ჩერქეზიშვილს.

-რა გენაღვლება,მომაძრე! ჩემია შენი ხომ არა.- ამოიბუტბუტა და ტატო გაისწორა ხელში.-ეე, რა ბუთულია ბიჭი ხარ..- ზურგზე ფრთხილად დაადო მეორე ხელი.

მაღაზიაში შეჭრილმა პროდუქტებისთვის გორგოლაჭებიანი კალათა გამოაგორა და კმაყოფილმა აჰხედა ჩერქეზიშვილს.

-ეს კაცი,აქ ჩავსვათ.

-მერე თავი გადმოსწიოს და გადმოიწონოს,სად მაქვს მაგის ნერვი. აჩხავლდება.- მიიხუტა ტანზე და ლოყაზე აკოცა. პატარამ უკვე ყური დაუჭირა და ჩამოქაჩა.

-თუ არ ჩასვამ,კი გექნება ყურები მალე დონ რობინზონივით.

-მომწონს ეს ყმაწვილი, კარგი იუმორის გრძნობა აქვს.- ტატოზე მიუთითა ჩხეიძეს. ბავშვმა აღარ იცოდა რა დაეშავებინა.

-კი,უთენია უნდა ნახო, რომ ტირის.- ჩხეიძემაც დაუბრუნა პასუხი.

-შენთან თუ დამიტოვებ,ვნახავ.- მართლა კალათში ჩასვა პატარა და გააგორა.

-მეტი ჭკუა არც შენ გაქვს.- უკან აედევნა ჩხეიძე.- მაქეთ რა საქმე გაქვთ, აქეთ!

-ქალის თეთრეულის სექციაა ჩვენი საქმე,აბა სხვაგან რა გვინდა?!

-ტატო ჯერ პატარაა  და შენ მარტო მოდი.-არ ესიამოვნა ნიკეას. -თან ახლა დაკეტილია.

-გაგვიმართლა ეს მაინც რომ არის ღია.- სექციები დაიარეს და ტიტეს კალათაში ჩაუყარეს საჭირო ნივთები და პროდუქტები. ბავშვიც თამაშობდა და ხანდახან ძირს გადმოუგდებდა ხალისით. მერე ნიკე დაიხრებოდა და ისევ აწვდიდა.-ხომ გითხარი, ჭკვიანი ბავშვია.

-ახლა რაღატომ..- ამოიოხრა დაქანცულმა.

-რაღა რატო, დეკოლტე რომ გეცვას,მთლად გაბედნიერდებოდა.

-სულელი!- თავი გადააქნია.- შენ რაღაც მითამამდები და ძალიან გამელექსე.

-კი,არ ვვუარყოფ.- ახლა ჩერქეზიშვილი დაიხარა ტატოს გადმოგდებული სათამაშოს გამო.

-ეჰე,ბავშვო! გეყოს სროლა რაღაცების.

-კარგი ყოფილა?!- ზურგი აქცია და კაროლინასთვის შოკოლადის ფილა აიღო.

სალაროსთან რომ მიაგორეს, ტატო უკვე წამომდგარი დუდღუნებდა. ნიკეა საფულეს ეძებდა ჩანთაში,თუმცა ამაოდ. უკვე ჩერქეზიშვილმა აიღო გადახდა თავის თავზე.

-უკვე მერამდენედ?!- ნერვები ეშლებოდა ნიკეას.

-ხელფასიდან დავაქვითინებ,რა გჭირს.- ისე მოუტრიალდა, წამით დაიჯერა კიდეც.

-იმიტომ შემოგყევი მაღაზიაში, რომ მქონდა გადახდის იმედი.

-მერე გადავიხადე.

-შენი კი არა,ჩემი თავის.- ბავშვი შეისწორა ხელში ჩხეიძემ.

-ვიცი. მე რომ გადავიხადე,იმას არ ნიშნავს რომ ეგ ვიფიქრე.-მანქანის კარი გაუღო და ჯერ დატვირთული პარკები შეალაგა,მერე ნიკეას მიეხმარა ჩაჯდომაში.- უბრალოდ, ჩემთან ერთად უნდა შეეგუო,რომ შენ არ იხდი.-მხრები აიჩეჩა და ჩაჯდა მანქანაში.

-არ მისმენ?! თავს უხერხულად ვგრძნობ.- ნიკეამ წამოიძახა.

-ტყუილად, სხვა გზა არ გაქვს, როცა ჩემთან ერთად ერთ სივრცეში ხარ.- ტატო ზედმეტად გადაიღალა. სატირლად დაბრიცა ტუჩი და აკრუსუნდა.

-კარგი რა,ტატო, შენც?- ბავშვი დაარწია, მაგრამ ტატო უარესად ატირდა.- ბავშვოო! რატომ მიკეთებ ამას,რატომ? - ლამის თვითონაც აჰყვა ტირილში.
ბავშვს ძილის დრო არ უნდა გადაუცდეს, წითელი გვენთება ყველას მერე.

-ჩემი ჭკვიანი, დამჯერი.-  წამოაყენა და აჩხავლებული ერთიანად ჩაიკრა.- ჩემი პატარაა.- ზურგზე დაუსვა ხელი და ნერვები აეშალა.

-უმღერე...

-არ მაქვს ხმა.

-მერე რა, მთავარია არ დააყრუო..

მერყეობით დაიწყო იავნანას სიმღერა. უხერხულად იყო და ხმაშიც ეტყობოდა დაძაბულობა. მაგრამ პატარას სიამოვნებდა და ტირილსაც უკლებდა ნელ-ნელა.
ტატო გაღიზიანებული იყო, ისევე როგორც კაროლინა. დედა ენატრებოდა ორივეს და ყოველ დღე გლოვა ჰქონდათ. ახლაც უარესად ჭინჭყლობდა.
მაინც ვეღარ გაძლო დიდხანს და ჩაეძინა.

-აჰა,გითხარი!

-ჩუმად! გააღვიძებ და მუშტი სახეში წამოვა!- დაემუქრა ჩურჩულით.

-ჰო,მწარე იყო თავიდან. ახლა უკვე გაშიფრული ხარ.- ჩუმად გადაულაპარაკა დემიენმა. ნიკეა მიეყრდნო სკამის ზურგს და წამოამთქნარა.

დამღლელი დღე იყო

-ახლა სახლში ასვლა,ამეების ატანა.- ამოიოხრა.

თბილი მზერით გააჩერა კორპუსთან მანქანა. რაღაცნაირ აღფრთოვანებას გრძნობდა მთელ სხეულში. უსიტყვოდ მიეხმარა სასურველ ქალს. არც გაუღიზიანებია და არც ნერვები მოუშლია მისთვის.
აატანინა კარამდე ყველაფერი და ლოყაზეც კი ვერ აკოცა დამშვიდობებისას.
აღარ წასულა ვიღაც ქალთან თავის დასამშვიდებლად. ავიდა სახლში, ჩაწვა იმ ლოგინში, სხვისთვის რომ ვერ იმეტებს ადგილს. ჰოდა, მობილურით ისევ ნიკეა მოძებნა და დიდხანს დააკვირდა ფოტოს.

-ქალღმერთია, მართლა, ქალღმერთია...- დაიჩურჩულა და სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
რაღაცას გრძნობდა ქალის მიმართ. ამ რაღაცის სახელი არ იცოდა, მაგრამ ქალის სიკეკლუცე აბნევდა. ხან ნებას რთავდა მისთვის რამე გაეკეთებინა,ხანაც ახლოსაც არ იკარებდა. არც უღიმოდა.

უცებ აუციმციმდა მობილურის ეკრანზე შეტყობინება სასურველი ქალისგან.

"უღრმესი მადლობა, დემიენ."

მხოლოდ სამი სიტყვა მოუვიდა მესიჯად და პასუხის დაბრუნებაზეც ვერ იფიქრა. გული აუჩქარდა და მობილური მიიკრა.



აღარ დამიგვიანია! დდდ



№1 სტუმარი ატბ

აიი უუუუსაყვარლესი თავიიი იყოოო... გავთბიი.
ნეტა სულ ასეთი საყვარლები იყვნენნ რაა.
დემიენი გამოსწორების გზაზეაა ^-^
ძალიან კარგია, ბევრი ქონდეთ რა ასეთი თბილუნა მომენტები ^-^

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

ატბ
აიი უუუუსაყვარლესი თავიიი იყოოო... გავთბიი.
ნეტა სულ ასეთი საყვარლები იყვნენნ რაა.
დემიენი გამოსწორების გზაზეაა ^-^
ძალიან კარგია, ბევრი ქონდეთ რა ასეთი თბილუნა მომენტები ^-^


ხო,ვადგავართ გზას და ვართ რა.. ვნახოთ რა იქნება,მეც მიყვარს ამათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება❤❤❤❤.
მადლობა.❤

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

უსაყვარლესი ისტორიაა.

 


№4 სტუმარი სტუმარი დარინა

გამათბო რა გამათბო ამათმა ასეთმა საყვარელმა მომენტებაა, აი რომ არ ჩხუბობენ და ნორმალურად ურთიერთობა შეუძლიან ძალიან საყვარლები არიან, მგონი დემიენისკენ ვიხრებიიი :დდდდ მომთაფლა მაგ ვირმააა არადა წინა თავშიი კი ვიყავი გაბრაზებულიი, მაგრამ როგორც კი დაფიქრდა და სიყვარულის ნაპერწკლები იგრძნო მეც გული მომილბაა :დდდ ახლა კი ნიკეზე ვარ დაგეშიილიი ნუ არის ეგეთი წავიი, აი ძალიან საყვარლები იქნებია სიყვარულის ამბები რომ დაიწყება ამათ შორის და ნიკეასაც ის რქები მოტყდებაა. მე გამათბო ამ თავმა და ველოდები შემდეგს უფროო თბილს.

 


№5  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი nancho
უსაყვარლესი ისტორიაა.

მადლობა❤❤❤.

სტუმარი დარინა
გამათბო რა გამათბო ამათმა ასეთმა საყვარელმა მომენტებაა, აი რომ არ ჩხუბობენ და ნორმალურად ურთიერთობა შეუძლიან ძალიან საყვარლები არიან, მგონი დემიენისკენ ვიხრებიიი :დდდდ მომთაფლა მაგ ვირმააა არადა წინა თავშიი კი ვიყავი გაბრაზებულიი, მაგრამ როგორც კი დაფიქრდა და სიყვარულის ნაპერწკლები იგრძნო მეც გული მომილბაა :დდდ ახლა კი ნიკეზე ვარ დაგეშიილიი ნუ არის ეგეთი წავიი, აი ძალიან საყვარლები იქნებია სიყვარულის ამბები რომ დაიწყება ამათ შორის და ნიკეასაც ის რქები მოტყდებაა. მე გამათბო ამ თავმა და ველოდები შემდეგს უფროო თბილს.


მთელი ამბებია წინ,ჯერ სად ვართ :დდ.
ნიკეა მარტივი გოგო არ არის და მარტივი რომ იყოს, დემიენი სულ არ დაინტერესდებოდა მისით.

დიდი მადლობა ❤❤❤❤.

 


№6 სტუმარი Life is beautiful

დიდუუუუ ეს რა იყო? ძაან კარგი მატკბობს ეს ორი გვრიტი და რა ვქნა...
ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და გთხივთ რომ მალე დადოთ ეს საყარელი თწვები♥️<3

 


№7  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
დიდუუუუ ეს რა იყო? ძაან კარგი მატკბობს ეს ორი გვრიტი და რა ვქნა...
ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და გთხივთ რომ მალე დადოთ ეს საყარელი თწვები♥️<3


ვიფიქრე მალე დავდე-მეთქი და თურმე არა?!

მადლობა, ჩემო კარგო.❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საოცარი სითბოთი სიყვარულით და თანაგრძნობით გაჟღენთილი თავი იყო სასიამოვნო იყო ამ წყვილის დამტკბარი ურთიერთობა ვიხალისე ამათ ხუმბრობებზეც რა საყვარელი იყო პატარაც ძალიან მომეწონა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????????????♥️????♥️

 


№9  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ნესტანი
ძალიან საოცარი სითბოთი სიყვარულით და თანაგრძნობით გაჟღენთილი თავი იყო სასიამოვნო იყო ამ წყვილის დამტკბარი ურთიერთობა ვიხალისე ამათ ხუმბრობებზეც რა საყვარელი იყო პატარაც ძალიან მომეწონა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????????????♥️????♥️


გმადლობ,ძვირფასო.❤❤❤ ასევე წარმატებები შენ.

 


№10 სტუმარი Life is beautiful

არა ძვირფასო მალე დადე, უბრალოდ ისე მაინტერესებს რომ..... სუნთქვასავით მჭირდება რომ ეს გითხრა ხოლმე ასე ვთქვად წიკი მაქ????:-))))))))) და სამწუხაროდ საყვედურივით გამომივიდა სამწუხაროდ:-((((((

 


№11  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
არა ძვირფასო მალე დადე, უბრალოდ ისე მაინტერესებს რომ..... სუნთქვასავით მჭირდება რომ ეს გითხრა ხოლმე ასე ვთქვად წიკი მაქ????:-))))))))) და სამწუხაროდ საყვედურივით გამომივიდა სამწუხაროდ:-((((((


მიგიხვდი,მიგიხვდიი❤. ეგ არაფერი, არ იდარდო და შევეცდები მალე დავდო ხოლმე.❤❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

,,,,პატრა აართვა,,,, არის აჭარული ჟარგონი.წერე გრამატიკულად ყველასთვის მისაღებ ენაზე.ნუ იმეორებ ვიღაცის დაწერილ სისულელეს.

 


№13  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ლია
,,,,პატრა აართვა,,,, არის აჭარული ჟარგონი.წერე გრამატიკულად ყველასთვის მისაღებ ენაზე.ნუ იმეორებ ვიღაცის დაწერილ სისულელეს.



მადლობა კომენტარისთვის და კი, აჭარული მეტყველების ნაწილია,იგივე დიალექტი და ზუსტად ეს მქონდა გეგმაში.
რა ვიცი, წესით ქართულია და ისეთი სიტყვა არაა,რომ ვერ გაიგოს მკითხველმა და თუ ვერ ჯდება ვინმეს სტანდარტში, ძალას არავინ გატანთ.
ამ, სხვაგან არავისთან წამიკითხავს მსგავსი "სისულელე".

:) .

 


№14 წევრი Megioki

უუჰ, როგორ მომწონს ეს ისტორიააა ❣️❣️ და ისიც მომწონს, რომ საკმაოდ კარგი მოცულობის არის თავები. ❣️❣️ ნუ, მე კი მაინც არ მყოფნის მაგრამ რა ნამუსით დავიწუწუნოს პატარა არისთქო როცა სულაც არაა ასე :D
როგორც ვატყობ წინ ძააან ძააან საინტერესო ამბები მელოდება ❣️❣️ მომწონს, თან ძალიან ეს ორი პერსონაჟი ❤️❤️

წარმატებები და მოითმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
უუჰ, როგორ მომწონს ეს ისტორიააა ❣️❣️ და ისიც მომწონს, რომ საკმაოდ კარგი მოცულობის არის თავები. ❣️❣️ ნუ, მე კი მაინც არ მყოფნის მაგრამ რა ნამუსით დავიწუწუნოს პატარა არისთქო როცა სულაც არაა ასე :D
როგორც ვატყობ წინ ძააან ძააან საინტერესო ამბები მელოდება ❣️❣️ მომწონს, თან ძალიან ეს ორი პერსონაჟი ❤️❤️

წარმატებები და მოითმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️



აუ,როგორ მახარეებ! ძალიან სასიამოვნო მოსასმენია მართლა... ანუ რაღაც გამომდის,თუ მოგწონთ.

დიდი მადლობა და ასევე წარმატებები❤.

 


№16  offline წევრი თათია-თათა

მომეწონა ისტორია და წარმატებები, დიდხანს არ გვალოდინოთ რა :)

 


№17  offline მოდერი Nuki-rocks

თათია-თათა
მომეწონა ისტორია და წარმატებები, დიდხანს არ გვალოდინოთ რა :)


მადლობა,ჩემო კარგო და ასევე წარმატებები. ვეცდები არ გალოდინოთ❤.

 


№18 წევრი Megioki

რაღაც გამოგდის არა, მართლა კარგი ისტორია გამოგდის ❤️❤️ და კიდევ, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მომავალშიც შენს სხვა, ახალ ისტორიებს ❤️❤️

 


№19  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
რაღაც გამოგდის არა, მართლა კარგი ისტორია გამოგდის ❤️❤️ და კიდევ, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მომავალშიც შენს სხვა, ახალ ისტორიებს ❤️❤️


უღრმესი მადლობა,ჩემო კარგო და ვეცდები სულ უფრო გავაუმჯობესო შედეგი.

 


№20 სტუმარი ატბ

როოოოდის დადებ

 


№21  offline მოდერი Nuki-rocks

ატბ
როოოოდის დადებ


შემოწმებას გადის და გვიან დადებენ ან ხვალ დილით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent