შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულ სისავსემდე


31-10-2020, 02:50
ავტორი ჰებე
ნანახია 387

სავსე მთვარემდე ერთი დღე იყო დარჩენილი.
    იმ ღამით წვეულებაზე დავთვერი. ჩემი არარსებული შემორჩენილი ძალებით გამოვაღწიე სადარბაზოში და მეგობრის ბინიდან გამოსულს სრულიად შემთხვევით რომ შემეფეთე, წაბორძიკებულს ხელი შემაშველე. გთხოვეს, მათი მთვრალი დაქალი იქნებ ზედა სართულზე თავის ბინაში აგეტანა, შენ დაბნეული კი ნასვამებს უყოყმანოდ დათანხმდი. ხელში ამიტაცე და შენს გულ-მკერდზე თავმიდებული მიმიყვანე მინიშნებულ ჩემს ბინამდე. როგორღაც მოახერხე და სახლის გასაღები კარებს მოარგე. ვარაუდით მიაგენი საძინებელ ოთახს და საწოლზე დამაწვინე. უცხოს მაინც შეგეცოდე სქელ სვიტერში გამოწყობილი, ამიტომ ჩემი არეული წინადადებით შემდგარი წუწუნისა და ბურდღუნის მიუხედავად უჩვეულოდ გამხიარულებულმა მაისურისა და ტრუსის ამარა დამტოვე. მთვრალიც კი ვგრძნობდი შენს დაჟინებულ მზერას, ასე რომ მსიამოვნებდა და მაფრთხობდა. ძალა არ მქონდა ადგომის, შენი გალანძვღისა და სახლიდან გაგდების, სადაც მარტო ჩვენ ორნი ვიყავით, ამიტომ მხოლოდ შენსკენ გადმოვბრუნდი და თვალებმინაბულმა ჩავიჩურჩულე- წადი. იმიტომ რომ უცხო იყავი, იმიტომ რომ ჩემი შენს გამო უჩვეულო მდგომარეობა მთვრალსაც მაშინებდა.
შენ საწოლთან მუხლებზე დადექი. გაშლილი, გაწეწილ თმა გრძელი თითების ნაზი მოძრაობით გამისწორე. გულდაღმა დაწოლილს კისერი მომიშიშვლე და ფრთხილად დამიტოვე სველი კოცნა. მე არ გიცნობდი, არ გენდობოდი და შემაშინე. ძალიან შემაშინა ჩემმა სისუსტემ. მაგრამ შენ ხელში მოქცეული ჩემი თმა ბეჭებზე მომფინე და თბილი პლედი მზრუნველად შემომიკეცე მხოლოდ. ალბათ ჩემი შვებით ამოსუნთქვა შენიშნე, რომ ჩაიცინე. გახვედი. როცა ვიფიქრე რომ უკვე დამტოვე, ოთახში ხელში ჭიქით დაბრუნდი. წყლით სავსე ჭიქა საწოლის თავთან დამიდე და ჩემს არეულ მზერას ღიმილით შეეგებე. მერე კი, მერე მართლა წახვედი.
     შავთმიანი, ნახშირივით შავი ირისების პატრონი, იქამდე მეჩვენე ზმანებად, სანამ ჩემი სვიტერის გვერდით შენი მუქი კაშნე არ შევამჩნიე. ჩემს ნაბახუსევზე მყოფ დაქალებს არ ახსოვდი და აღნიშნულმა ფაქტმა გამახარა, რადგან არავის ფიქრებად არ მინდოდი.  უჩვეულო, გაუაზრებელ განცდებს იწვევდა ჩემში შენი გახსენება და გააზრება იმისა რომ შესაძლებელი იყო აღარ მენახე, გულს მწყვეტდა. მაგრამ მაშინდელ დროებითმა აღმაფრენამ მალევე გადამიარა და ისე ქრებოდი ჩემი ყოველდღიური ფიქრებიდან, თითქოს სულაც არ იარსებე. იცრიცებოდა შენი ისედაც ბუნდოვანი  ხატება და სულ მალე მოჩვენების მოგონებად შემომრჩი. მხოლოდ ჩემს ყელზე შემოხვეული შენი რუხი კაშნე მაჯერებდა იმას, რომ სადღაც არსებობდი, რომ სადღაც რეალური იყავი.

***
     დღემდე არ  იცი როგორ მიყვარს ზამთარი, თოვლიანი, ცივი დღეები და ახალი წელი. ბავშვივით აღტაცებული რომ ვხვდები და მუდამ ვგრძნობ ისევ პატარა ლალედ როგორ ვიქცევი ხოლმე.
       ჰოდა, ის ჩემი საყვარელი სუსხიანი დღეები, ლამის შემაძულე. რეანიმაციის კართან გათენებული ღამეები და ერთადერთი მშობელი მომაკვდავი  მახსოვს. კინაღამ შეწირული საყვარელი ადამიანის სიცოცხლე ვისთვის როგორ უნდა მეპატიებინა? სასამართლო დარბაზში მოუთმენლად ველოდი ადამიანს, რომელმაც ჩემი თოვლიანი დღეები გამინაცრისფერა და არ ვიცი, პოლიციელებს შორის შენმა ხილვამ რატომ შემიკავა სუნთქვა. მე ხომ არ მახსოვდი. მაგრამ პროცესზე აღდგენილმა შენმა ხატებამ შემაძრწუნა. ვისურვე, მხოლოდ ღამის ჩემ მფარველად დარჩენილიყავი, და არა მამაჩემის მკვლელად, მაგრამ... მაგრამ დანაშაული აღიარე და შენი ზიზღიც სხეულში უკითხავად შემომეპარა.
    იმ წუთიდან წამიჭირა ყელში შენმა კაშნემ, რომელსაც უბრალო ახირების გამო ვატარებდი. მოუთმენლად მოვიხსენი და სასამართლოდან გასულს დაგეწიე. ჩემი დანახვისას გაოცებულსა და პოლიციელებს შორის მდგარს, შებორკილ ხელებში შემოგაჩეჩე ერთადერთი სამახსოვრო და გეფიცები, გაცვლილ მზერაში შენი სინანულის, ტკივილისა და მონატრების ცრემლი დავინახე. ზურგი შეგაქციე და წამოვედი. ჩემი პატარა, ტკბილი სიზმარი ერთი სულის შებერვით ქანქარდა. ჩემთვის ისედაც უცხო ადამიანი კიდევ უფრო გაუფერულდი.
    იმ დღიდან, უფრო მეტად მაშინებდა ყოველ დილით სამსახურში წასული მამაჩემი და სახლში დაბრუნებული ყოველ ჯერზე უხილავ ტვირთს მხსნიდა მხრებიდან. მისი  მოვალეობა მარტივი როდი იყო- ყოველდღე ათობით შენნაირი დამნაშავისთვის უნდა ესდია და ღმერთმა უწყის, კიდევ ვინ ესროდა ზურგში ტყვიას. ასე იყო და, შენზეც კი ამბობდა გზიდან აცდენილია, ნუ გეზიზღება, შეიცოდეო. მე კი გაბრიელ, არა მარტო იმისთვის მძულდი, კინაღამ მშობელი რომ წამართვი, არამედ იმისთვისაც, წარმოსახვაში გაჩენილ ანგელოზიდან ეშმაკად რომ გარდაისახე.  

***
      დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მოუსვენარი შენზე ფიქრები დროს თან მიჰქონდა. შენი პატიმრობით დამშვიდებულს შეფარული ეჭვები მჭამდნენ. რა მოხდებოდა როცა გაგათავისუფლებდნენ? ისევ ესროდი მამაჩემს? ისევ ამირევდი ყოფას?
    მაგრამ გავიდა წლები და ყველაფერი თავდაყირა დადგა. აირია, და არა-არიე.
    პირველად ვხედავდი შეშინებულ მამაჩემს. სახლში დაბრუნებისას ყოველ ჯერზე ძლიერად მიკრავდა გულში და ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ ჩემი ყველაზე საძულველი სიზმარი არ გაცოცხლდა. მომაკვდავ მშობელს ვუყურებდი. სხეულს ატანილ კანკალს ვერ ვუმკლავდებოდი და მისი ჩემს ხელში ჩაბღაუჯებული ჯერ კიდევ თბილი მარჯვენა, ბოლოჯერ მიზიარებდა ძალას. მერე ოთახის კარი გაიღო. შენ შემოხვედი. მამამ გაგიღიმა. ვიგრძენი შენი ხილვისას როგორ ავინთე ბრაზით და ისევ მამაჩემის ხელმა შემაკავა.
- ლალე, მე ვერ დაგიცავი, მე ვენდობი გაბრიელს. შენც ენდე.- არ ვიცოდი რატომ იყო შენს იმედზე.  უკანასკნელ დარიგებას ჰგავდა ჩურჩულითა და ვედრებით ნათქვამი მისი სიტყვები. მერე სამუდამოდ დაიძინა. საავადმყოფოს თეთრი კედლები მგუდავდნენ. ტირილი მინდოდა, მაგრამ შენს წინ ვერ გავტყდებოდი. ჯერ კიდევ ჩემი მტერი იყავი. შენობიდან ხელჩაკიდებული გამიყვანე და გამოგყევი, რადგან უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. სულ ერთი გამხდარიყო ყველაფერი.
     განაცრისფერებულ დღეებში ვიხრჩობოდი. ვიცი, საძინებლის კართან მდარაჯობდი, როცა ტირილისგან უკვე ვხაოდი. მამას დაკრძალვის დღეს სახლიდან რომ არ გამიშვი, შეიძლება შენც მოგკლანო, გავცეცხლდი. მთელი დაკარგული ენერგია ერთიანად შემომაწვა და სამზარეულოში ადევნებულს სახე დანით დაგისერე. ჯერ კიდევ მეზიზღებოდი და პირველად ვიგრძენი შიში, შეგეძლო ჩემთვისაც დაგეშავებინა რამე. დანა ხელიდან გამივარდა და საფეთქელიდან ლოყამდე გაჩენილმა შენმა იარამ სუნთქვა შემიკრა. დავინახე შენს თვალებში ანთებული ბრაზი და ერთ წამში დავსუსტდი, დავპატარავდი. მე აღარ მყავდა მცველი, სახელად მამა. ყოფამ აუტანელი გახადა წუთები. შენგან შორს, კედელს მიყრდნობილ ჩემს სხეულთან მძიმე ნაბიჯებით გამომართულმა ჩემში დაბუდებული შიში ააფეთქე და მახსოვს, გულწასულს როგორ მომისწარი. როგორც პირველად, წელზე სწრაფად შემიცურე ხელი და იძულებული გამხადე მოგნდობოდი.

***
      ნისლისფერ განთიადებს ჰგავდა ყოველი შენთან ერთად გატარებული დღე. ამოუცნობს, უჩვეულოს, მშფოთვარეს. ამბობდი, მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარაო, ჰოდა მამას ხათრით იყო, წარსულში ჩადენილი შენი დანაშაული მოგონებების ზარდახშაში რომ გამოვკეტე და გასაღები მეხსიერების ღრმა ტბაში მოვისროლე. შენი თბილი ღიმილები, ჩემი ჯიუტი ხასიათი, მონანიებული შენი იარა და ჩემი ემოციები იყვნენ მდუმარე, უხილავი ძაფები, ნელნელა რომ ემბეოდნენ ჩვენს შორის და ნდობის ჯაჭვებად რომ იქცეოდნენ. მერე ნელნელა გადაიღო ავდარმა და უკვე სახლიდან გასვლის ნებასაც მრთავდი, მთელი რიგი დაცვის თანხლებით. შენს ზრუნვაზე ნერვები მეშლებოდა, მაღიზიანებდა შენი სიფრთხილე და აღმოვაჩინე იმაზე  ვბრაზობდი, ამას უფრო მამას გამო რომ აკეთებდი, ვიდრე ჩემი დაკარგვის შიშით. და მერე იყო პროტესტი. რესტორნის საპირფარეშოდან ისე გავიქეცი, დაცვას რომ არაფერი გაუგია და აქედან წასვლის სურვილით შეპყრობილი, მოუთმენლად ვაჩქარებდი ტაქსის მძღოლს. აეროპორტის შენობის დანახვით გახარებულმა, ვისურვე შენთვის გამესწრო. სრაფად გავლილი რეგისტრაციის შემდეგ, მახსოვს როგორ დავლანდე ჩემსკენ გამოქცეული შენი სხეული და მალევე მძიმე ხმები გაჩნდნენ, ჩემს გარშემო ფრქვევნი. ტყვიების წვიმას გადაეფარე, აეროპორტის შესასვლელი რომ იმსხვერპლა და ჩემს ზემოთ მოექეცი.  დაცემისგან ნატკენი ზურგიც არ მახსოვდა. ვღელავდი შენზე. მამის მერე პირველად შემეშინდა, რომ ვინმეს დავკარგავდი.
      ახლაც ჩამესმის შენი ძლიერი გულისფეთქვა, ღრმა სუნთქვა და ვგრძნობ როგორ ძლიერ მიხუტებდი. გაუაზრებელი იყო ყოფა. ბუნდოვან კადრებად ჩარჩა, ხელში აყვანილი როგორ გამომიყვანე ჩაცხრილული აეროპორტიდან მთელი დაცვის თანხლებით. შენი სისხლიანი პერანგი სუნთქვას მიკრავდა. შენი სიბრაზე ჩადგმული თვალები კი აღარ მაშინებდნენ, რადგან მათში შენს მღელვარებას ნათლად ვამჩნევდი.
- რამე რომ დაგმართნოდა?!- მკაცრი იყო შენი ბარიტონი- მითხარი, მე რა მეშველებოდა ლალე?- ხმა გაგიტყდა.  მივხვდი შენგან წასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, რასაც ცხოვრებაში დავუშვებდი.
     აქვითინებულმა შენს ყელში ჩავრგე სახე და მაისური დაგინამე. ატანილ შიშს ვერ ვუმკლავდებოდი. ხმას ვერ ვიღებდი. შენი დაჭრილი მხარი მტკიოდა, მაგრამ ვერ გავბედე მეკითხა, თუ როგორ იყავი. შენს კალთაში მოკუნტული ვკანკალებდი და შენი მარწუხებივით შემოხვეული ხელები, თითქოს ყველაფრისგან მიცავდნენ. შენმა ზრუნვამ შედეგი გამოიღო და მძიმე დღის ბოლოს მალევე ჩამეძინა.

იმ ღამით მეოთხე სავსე მთვარე მიიწურა, რაც შემიყვარდი.

***
    გგონია ვერ ვხედავდი შენს შიშს ჩემი დაკარგვისა? გგონია შენს მზრუნველობას, სიფრთხილეს, შფოთვას ვერ ვგრძნობდი? ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გადიოდი, ანჯამებზე ჩამოდებული ხელი გითრთოდა. ვამჩნევდი, როგორ გეძნელებოდა ჩემი დატოვება, მიუხედავად სახლში მყოფი დაცვის მრავალი თანამშრომლისა, თითქოს არავის ენდობოდი, თითქოს მხოლიდ შენთან ვიქნებოდი უსაფრთხოდ. და ასეც იყო.

***
    ღიმილიანი დღეები, რომელებიც მაჩუქე მარად ჩემს მეხსიერებაში დარჩება. იქ სადაც შენ იყავი, არანაირი ერთფეროვნება არ იარსებებდა. თუნდაც გაქცევა, შენი და მამას მტრისგან, თუნდაც გიჟური დღეები... მათი გახსენება ყოველთვის უჩვეულო განცდებით აღმავსებს.
     ყველაზე მეტად შენი საუბრები მენატრება. კიდევ მინდა შევიგრძნო შენი თმა ჩემს თითებქვეშ, შენი სუნთქვა ჩემს ყელზე, შენი ხელები ჩემს წელზე. მაკოცო შენებური ნაზი ამბორით და დამათრობლად გამიღიმო. იარაღ ასხმულ დაცვის წინ პატარა ბიჭივით კვლავ აქეთ-იქით გარბენინო თოვლში, ანდა შენი ყოველწუთიერი მონატრება ჩახუტებით ჩავიხშო.
    
    ყოველ ღამით მეღვიძებოდა, რათა დავრწმუნებულიყავი, კვლავ ჩემს გვერდით იწექი და უშფოთველად გეძინა. და ვინ მოსთვლის რამდენჯერ შეგეჩეხე ჩემი ძილის მოდარაჯეს.

***
   იმ დღეს უჩვეულოდ ადრე დაბრუნდი შინ. შენს სახლში უკვე დიდი ხანი ვიყავი და ყოფა პატარა ოჯახის ცხოვრებას მაგონებდა. უცნაურად დაღლილი დივანზე ჩამოჯექი. მინებიან კედლებს მზერა მოატარე, საიდანაც ბაღში შავებში გამოწყობილი დაცვა სახლს იცავდა. თითქოს მზერას მარიდებდი. მერე შენთან მომიხმე. ღიმილით ჩამოგიჯექი გვერდით. გამაოცე, თავი კალთაში ჩამიდე და მანიშნე თმაზე მოგფერებოდი. არადა ამ მომენტამდე არასდროს მოგიცია შენს თმებთან თამაშის უფლება. სიხარულით ავხლართე თითები მოკლე კულულებში და შენი სახის გამომეტყველებას თვალს არ ვაცილებდი. ემოციის ნატამალი არ გაჩნდა.
    შევამჩნიე იმ დღეს ჩემს გარშემო მყოფები უცნაურად იქცეოდნენ, თავს მარიდებნდენ, გამირბოდნენ. ერთადერთი იყავი, ვინც გვერდიდან არ მომშორებია და სამზარეულოში ჩემს მიერ ვახშმის მომზადებასაც ღიმილაკრულმა უყურე.
    ღამით, ძილის წინ იმდენად ძლიერად ჩამეხუტე, სუნთქვა შემეკრა. დიდხანს იყავი ჩემს ყელში თავჩარგული. მერე მეც ძილი მომერია შენს უცნაურად აძგერებულ გულის ფონზე და მთვლემარემ ბუნდოვნად გავარჩიე სიტყვები:
- საფრთხეს გიქმნი ლალე, ყველაფერს რამაც შეიძლება გავნოს, მე ვიწვევ...

    დილით უჩვეულო სიცივემ გამაღვიძა. საწოლში არ იყავი. რატომღაც ვერ მოვიფიქრე, რომ კვლავ ადრიანად გასული იქნებოდი. გულმა ცუდი მიგრძნო. სახლი სირბილით შემოვიარე. არავინ იყო. არც დაცვა, არც შენ. აღარც შენი სამოსი ეკიდა გარდერობში, გარდა შენი შავი კაშნესი. შემდეგ გამახსენდა წინა ღამით ნათქვამი შენი სიტყვები და მივხვდი, ყველაფერი დაასრულე. ჩემი დასაშვები შეცდომა თავად დაუშვი. თუმცა დარწმუნებული ვარ დღემდე არ თვლი შენს წასვლას არასწორ ნაბიჯად, რადგან იმ დღიდან შევძელი ქუჩებში თავისუფლად სეირნობა, იმ დღიდან განმიქარდა შიში, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ვინმეს მოვეკალი. მიმატოვე და მთელი ქაოსიც თან გაიყოლე. მამაჩემის პირობაც შეასრულე და დამიცავი...

***

   სავსე მთვარემდე ერთი დღეა დარჩენილი. ერთი ყოვლისმომცველი დღე.
   საწოლში ვწევარ და ვცდილობ ძილს ჩავეხუტო, მაგრამ ოცნებები და შენზე ფიქრები არ მეშვებიან, მბოჭავენ და სულს მიხუთავენ.
    ჩემი საწოლის წინ ერთი პატარა სავარძელი ან სკამი მუდამ დგას. ყოველთვის მეშინია, თუ კი ღამე გამომეღვიძება არავინ მომეჩვენოს- მეთქი, მაგრამ საქმე ისაა, რაც წახვედი ღამე არასდროს ვიღვიძებ.
    ნეტავ გაცოდინა როგორ მინდა ამ სავარძელში ახლა შენ იჯდე. საზურგეს მიყრდნობილი, შენს კლასიკურ შარვალში გამოწყობილი, გაშლილი ფეხებით, კიდეებზე ხელჩამოშვებული, ხელში ანთებული სიგარეტით, ოდნავ გვერდზე დახრილი თავით და შენი არეული მზერით  მასაზრდოვებდე. მერე ერთ დღით შორმა სავსე მთვარემ ამ ოთახის ფანჯრიდან ფარდის გამო მიმქრალი სხივებით შემოანათოს და დავიჯერო, რომ არ მელანდები, რომ რეალური ხარ.
      მითხარი, კიდევ რამდენი დღე, რამდენი ღამე უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს? მითხარი, კიდევ რამდენი ცრემლიანი დილა უნდა ავიტანო? მოგონებებით სავსე რამდენ ღამეს უნდა გავუძლო?
     აღარ შემიძლია გაბრიელ. დაბრუნდი.
     უშენობა მაშინებს.

სავსე მთვარემდე ერთი დღეა დარჩენილი.
და არავინ იცის, რას გვიმზადებს ის...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუ კიდე მინდა...

 


№2 სტუმარი ლიზაზუ

ავჩუყდი კაწ!❤️???? ეს რა მაგრობაა????????

 


№3  offline წევრი მარტა პერესი

ამოვტრიალდი❤️

 


№4  offline წევრი პალომა

წაგიკითხე.
ჩანახატის შინაარსმა ოდნავ დამაბნია, თუმცა ალბათ, შესაძლებელია გიყვარდეს ასეთი ადამიანი. ზოგჯერ, რაღაცები ვერაფრით აიხსნება, არა? იმედია, სავსე მთვარემ მოუტანა ლალეს ის, რაც მისთვის ყველაზე სასურველი იყო ^^
ნაწერი, უმეტესწილად, გრამატიკულად გამართულია, თუმცა რამდენიმე სიტყვა მომხვდა ცუდად თვალში, მაგალითად "ესდია", "ფრქვევნი". გთხოვ, ამას მიაქციე ყურადღება და დიდ მუზებს გისურვებ ^^

 


№5 სტუმარი სტუმარი ჰებე

პალომა
წაგიკითხე.
ჩანახატის შინაარსმა ოდნავ დამაბნია, თუმცა ალბათ, შესაძლებელია გიყვარდეს ასეთი ადამიანი. ზოგჯერ, რაღაცები ვერაფრით აიხსნება, არა? იმედია, სავსე მთვარემ მოუტანა ლალეს ის, რაც მისთვის ყველაზე სასურველი იყო ^^
ნაწერი, უმეტესწილად, გრამატიკულად გამართულია, თუმცა რამდენიმე სიტყვა მომხვდა ცუდად თვალში, მაგალითად "ესდია", "ფრქვევნი". გთხოვ, ამას მიაქციე ყურადღება და დიდ მუზებს გისურვებ ^^

მადლობა
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent