შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აალება (თავი 4)


31-10-2020, 04:54
ავტორი marita1230
ნანახია 226

-შეიცვალე. შენს მდგომარეობას შეეჩვიე, ვცდები ?
-არა,შეიძლება ასეც ითქვას.
-შეიძლება ?
-მიირთვი.
თვალი გააყოლა კაცის მოძრაობებს და მის წინ მოკალათებულს იგივე გამომეტყველებით შეეგება. ელენას თვალიერებით გართულ ზურას კი არ გამოჰპარვია ახალი დასაწყისი. უნებურად ეღიმებოდა , სხეულში გავრცელებულ ირონიას ვერაფერს უხერხებდა ფურცხვანიძე .
-დაიწვები ელენა.
-უკვე დიდი ხანია რაც ვიწვი ზურა , გაფრთხილება დაგაგვიანდა.
-ვერც კი ხვდები შენი დაწყებული თამაში სადამდე მიგიყვანს , არ ღირდა ჩემი გამოწვევა .
წინ გადახრილი კაცი მეტი ინტერესით დააკვირდა გამოკვეთილი სხეულის ფორმებს , მონატრებამ სძლია , სურვილს გაექცა და სასმლით ჩაიხშო მოწოლილი ფიქრები.
-შენი შესაძლებლობები უკვე ვიცი , ვერაფრით გამაკვირვებ .
-მგონია მალე მადლობასაც მეტყვი შენი შექმნისთვის.
-შენ არ შეგიქმნია ელენა .
-მართალია , უბრალოდ საწყისი მივეცი შენს დღევანდელ სახეს.
-როგორ ამაყობ საკუთარი ქმედებით . როგორი საცოდავი ხარ ზურა.
-შენ კი გამოცდილი ქალი ხარ ელენა , ჩემი წყალობით.
გამართული დიალოგისას ზურას ირონიულ ღიმილს არ აშორებდა თვალს ელენა და მისი მოახლოებით დამფრთხალ სხეულს შიშის გამომჟღავნების უფლებას არ აძლევდა.
-შენი წყალობა შეიძლება შენს სასჯელად იქცეს , ნეტავ როდის მიხვდები ამას?
-გაღმერთებ! ვერ ხვდები ?
მისკენ გადახრილი მტევნებით შეაჩერა .
-შენნაირი ბევრი დგას ჩემს კართან , რიგში ჩადექი ბატონო ზურა ! იქნებ გაგიმართლოთ !
გაღიზიანებულმა ზურამ კი სახეზე ჩავლებული ხელის მეშვეობით მარტივად მიიზიდა ელენას სხეული ახლოს. ამღვრეულ თვალებში ჩახედა ქალს და მიახლოებულმა ათრთოლებული ტუჩები ლოყას მიაკრო. მძიმე სუნთქვითა და ოხვრით გაიარა კოცნის ბილიკი ტუჩებისაკენ . წელზე შეცურებული ხელით მანძილი მეტად შეამცირა და თავისუფლებამოწყურებულ ქალს ბაგეები დაუკოცნა.
-მომენატრე ელენა , შენ არა ?
-მომშორდი.
ზიზღით ამოთქვა სიტყვები და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისთვის უშედეგოდ.
-ისეთი თავდაჯერებული აღარ ჩანხარ , რა გჭირს პატარავ ?
ზურას გამეფებული განწყობა , კარში გამოჩენილმა ლევანმა გაფანტა .სუნთქვააჩქარებულ , გაფითრებულ ქალს ნიშნისმოგებით გახედა და მისი მდგომარეობით გამოწვეული კმაყოფილება ვერაფრით დამალა.
-კლიენტი გყავს ელენა .
-სახლში მიდის, დაგვტოვე.
- კი მაგრამ ..
-ვერ გაიგე ?
-გავიგე , უბრალოდ ერეკლეს შენი ნახვა უნდა.
-მოიცდის.
-ნუ მაცინებ .
-რაღა ახლა ? ჩვენ არ დაგვიმთავრებია .
ოხვრას ამოყოლებული სიტყვების შემდეგ , გამაფრთხილებლად გახედა ელენას და მალევე დატოვა ოთახი. ქალი კი მისი ნივთების შეგროვებას შეუდგა. ნაჩქარევად დატოვა შენობა და ლამპიონებით განათებულ ქუჩას აღევებული გაუყვა.
***
მორფეოსის სამყაროში შეჭრილმა სინათლემ , მშვიდი ძილი დაუფრთხო ლეას და მანაც ნელა გაახილა თვალები, ზანტად მოათვალიერა ოთახი და ძვლივსძვლივობით მოიშორა ნახევარი ტანით მასზე გადაწოლილი ნინია. უკმაყოფილომ შეისწორა კაბა და მეგობრის გარდერობში სასურველი ტანსაცმლის მოძიების შემდგომ საპირფარეშოში გაუჩინარდა . სამზარეულოში გასული კარებში შეჩერდა. გულაჩქარებულმა , სუნთქვაშეკრულმა ნაბიჯები ვერ გადაადგა და ფრთხილად დაიწყო მათეს დაკვირვება . მისი ყველა ქმედება არაამქვეყნიურად ეჩვენებოდა.
-როდემდე აპირებ მანდ დგომას ?
მადუღარასთან მისულმა ირონიულად გამოხედა და ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო.
-მე უბრალოდ ..
-შენ უბრალოდ რა ?
-გაკვირდებოდი ?
-მეკითხები ?
-ნინიას ძინავს .
ლეას სიტყვებზე უფრო გაეწელა ტუჩები მათეს , მისი აწითლებული სახიდან მზერა ფართო ზედასა და მოკლე შორტზე გადაიტანა .
-მგონი ჯერ ისევ მოქმედებს სასმელი.
-ასე ფიქრობ ?
-კი , გემრიელია .
ყავაზე მიუთითა და უხერხულად შეიშმუშნა .მისი ყურებისას სხეულში გაშლილ გაზაფხულს ვერაფერს უხერხებდა ლეა, მზერით ეფერებოდა და თავი სიზმარში ეგონა . ზედმეტ ამოსუნთქვასაც ერიდებოდა იდილია რომ არ დაერღვია .
-ნამცხვარი გვაქვს , გინდა ?
მაცივართან მისულმა კითხა და გამოხედა .
-არ მიყვარს ნამცხვრები .
-წინა კვირას ჩემი მოტანილი ტორტიდან არაფერი დატოვე არადა მაინტერესებდა , დავიჯერო ნინიამ შენ დაგაბრალა ?
-ტორტი მიყვარს მაგრამ ნამცხვარი არა. და ის ტორტი უბრალოდ გემრიელი იყო , ვერც გავიგე ისე ...
-ნუ მიხსნი ლეა, მოდუნდი , მეჩვენება თუ ზედმეტად დაძაბული ხარ ? ცუდი სიზმარი ნახე?
ისეთი მზერით კითხა თითქოს ზუსტად იცოდა სიზმარში გადახდენილი ამბის დეტალები . მათეს ღიმილმა და გახსენებულმა კადრებმა კი მეტი სიწითლე შემატეს გოგონას ღაწვებს.
-არა მე ..
მთქნარებითა და ფრატუნით შემოსულმა ნინიამ ორივეს ყურადღება მიიპყრო და ოთახში გავრცელებული მძიმე აურაც გადაფარა.
-ოჰ გამარჯობა , თავი მისკდება , რა მოხდა გუშინ გახსოვთ რომელიმეს ?
-მაგდენიც არ დაგვილევია ნინია.
-არ მაცადო როლში შესვლა შენ .
უკმყოფილოდ ამოიბუზღუნა და ოთახიდან გასულ , ტელეფონზე მოსაუბრე მათეს გახედა.
-რაზე საუბრობდით ?
ეშმაკურად გახედა და ყავა მოსვა ლეას ჭიქიდან.
-მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა.მაგრამ იცი გუშინ რომ მომილოცა მაკოცა. ისეთი უცნაური და თბილი შეგრძნება იყო რომ მახსენდება ახლაც ფრთებს ვისხამ.
აწითლენულმა ამოთქვა და ნინიას მომღიმარ სახეს მანაც თბილი ღიმილი აჩუქა.
-შენთან დიდხანს დარჩება ?
-ნწ , კიდევ ორი კვირა , შემდეგ დაასრულებენ მის ბინას და გადავა.
-ნეტა უფრო მეტი დრო დასჭირდეთ ..
-ჰო შენ კი გაწყობს ეგ მაგრამ აბა მე მკითხე ? ისევ რომ მოიყვანოს ის ხისთავიანი ორივე შემომაკვდება . თან აქ რომაა სულ მას უყურებ და მე ყურადღებას არ მაქცევ , ვეჭვიანობ .. შენ ჩემი ხარ და მორჩა , რად გინდა მათე ?
-ბავშვობ.
საუბარი ოთახში დაბრუნებულმა მათემ შეაწყვეტინათ .
-გავდივარ , გვიან დავბრუნდები . შეხვედრამდე ლეა.
-შეხვედრამდე .
თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ლეამ და თვალი გააყოლა.
-შოკოლადები მაქვს .
-მართლა ?
-ჰოოო , იცი რაზე ვფიქრობდი?
კარადაში შემძვრალმა გამოსძახა ლეას.
-ნეტავ როდის მოგწერს ნიკა , ვითომ მალევე ეყოფა გამბედაობა თუ ძალიან გააჭიანურებს .
-მე კიდევ მგონია რომ არც მაგდენად მოვწონებივარ .
-დარწმუნებული ვარ რომ დაგირეკავს .
წარბები სასაცილოდ აუთამაშა და ტუჩები მის ხელს მიაკრო . სიცილი ვერ შეიკავა ლეამ მისი სამსახიობო ნიჭის გამო . შოკოლადებითა და მათეს მომზადებული ყავით მშვიდად გააგრძელეს საუბარი ლეას წასვლამდე.
***
ახალგაღვიძებული ქეთა, პენუარითა და დაუდევრად შეკრული თმით დადიოდა ოთახიდან ოთახში და მიმოფანტულ ნივთებს ადგილს უძებნიდა. სამზარეულოში შესულმა ტაისას საყვარელი კერძის მომზადება დაიწყო , როლში შეჭრილი დროის ცვლილებას ვერც შენიშნავდა ზარის ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა . საკუთარი ვიზუალი არც გახსენებია ისეთი სწრაფი ნაბიჯით წავიდა მონატრებული შვილისკენ. კარების გაღების შემდეგ უკვე გულში იკრავდა ბავშვს და სავსე ლოყებს უკოცნიდა. ფერებით გული რომ იჯერა მზერა მის გვერდით მდგომი სხეულისკენაც გადაიტანა , მისი შეთალიერებისას გამოწვეულ ჟრუანტელს ვერაფრით გაექცა და შეხების სურვილმა კანი აუწვა .
-გამარჯობა რეზი .
-გამარჯობა ქეთა .
-არ შემოხვალ ?
-მეჩქარება . სხვა დროს იყოს .
-მამა , მამიკო , მა შემოდი რა ჩემს ნახატებს განახებ კარგი ? ხომ გაინტერესებს არა ?
-ტაისია მართლა მეჩქარება . ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე .
-მე მინდა რომ ნახატები ნახო . არ ნახავ ?
თვალები აემღვრა და საწყლად ახედა უკვე დათანხმებულ კაცს .
-სულ ცოტა ხნით .
-მიყვარხარ , მიყვარხარ , მიყვარხარ .
დედის ხელებიდან კვლავ რეზისკენ გაიწია და ხელში აყვანილი უფრო მჭიდროდ აეკრა მამის სხეულს . სახლში შესულმა ბავშვის ჩანთა კუთხეში დადო და ირონიით შეათვალიერა ნახევრად შიშველი ყოფილი ცოლი . სხეულში აფეთქებულმა ფოიერვერკმა თვალებში მოსეირნე ჭინკები გაუცოცხლა კაცს. ვნების ცეცხლი ფართოდ გაიშალა მასში და მონატრებამ ფრთები შეისხა. თუმცა , მიუხედავად ყველაფრისა მასში გამეფებული ირონია არაფრით დაემორჩილა ნაცნობ გრძნობებს.
-ნახატები მოიტანე კარგი მა ?
თვალი გაუსწორა მისნაირ მწვანეებს და ოთახში წასული ტაისიადან მზერა იქვა მდგარი , ატუზული ქალისკენ გადაიტანა .
-რამეს დალევ ?
ახლად ჩაცმული ხალათი უფრო მჭიდროდ მოიკრა და უხერხულად დააკვირდა იქვე ჩამომჯდარ კაცს.
-არაფერი მინდა ქეთა .
-არ გშია ? სამსახურში თუ მიდიხარ , ჯერ ადრეა ალბათ ვერ მოასწრებდი ჭამას და თუ გინდა ..
დაბნეულმა , აფორიაქებულმა ამოთქვა და რეზის სიტყვების შემდეგ ყელში მოწოლილ ბგერებს ვერაფერი მოუხერხა.
-მგონი გავიწყდება ვინ ხარ ქეთა . ასე არ არის ?
-მე უბრალოდ მინდოდა...
-რა გინდოდა პატარავ ?
ისეთი ტონალობით ამოთქვა სიტყვები თვალები აემღვრა ქეთას . მისკენ წამოსულს მზერა აარიდა და მანძილის გასაზრდელად უკან გადადგა ნაბიჯები .
-ახალი საყვარელი მოგბეზრდა და მოგენატრე ? თუ ვერ გაკმაყოფილებს და მოგინდი .
ქეთას აკანკალებული სხეული საჯდომზე ჩაცურებული ხელით მიიკრა და ხელის ათამაშების შემდეგ ქალის კვნესაზე ღიმილი უფრო გაეზარდა . ცერა თითი გადაატარა აწითლებულ ბაგეებზე და კბილები გამოსდო , ვნებიან კოცნაში ჩაითრია და არც ხელის ურჩი მოძრაობა შეუწყვიტას. კოცნა გაწყვიტა და სუნთქვააჩქარებულ ჟღალს სურნელი მოპარა .
-რას ფიქრობ რა გინდა ქეთა ?
დაბოხებული ბარიტონით უფრო აუღელვა სხეული ქალს . ცრემლმორეული ისე მიეკრა თითქოს მასთან შესისხლხორცებას ლამობდა .
-მინდა რომ მომისმინო , გთხოვ .
პასუხი არ დასცალდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და თან გაიყოლა აკანკალებული ქალის სხეული.
-იმდენი ვეძებე მამამიკო ,იმდენი მაგრამ ვიპოვე . დედიკო სხვაგან რატომ იყო გადადებული ? ნინუცამ გადადო ?
-ალბათ დე , ალაგებდა.
-ნახე მა ეს ჩვენ ვართ , ხომ ნიჭიერი გოგო ვარ არა ?
-პატარა მეტიჩარა.
ცხვირზე მოუჭირა თითები და კალთაში ჩაისვა . ტაისას აღტაცებულმა საუბარმა გააბედნიერა , თუმცა ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ რეალობაში დააბრუნა და მანაც ძვლივს დათმო მონატრებული გარემო. კარებთან მისულმა გაყოლილ ქეთას შეავლო თვალი და ხელის მარტივი მოძრაობით ააკრა კედელს . ახლოს მიაფრქვია ცხელი ჰაერი და ზედ მის ტუჩებზე დაიჩურჩულა .
-ნუ გავიწყდება ვინ ხარ ქეთა ჩემთვის .
გაფითრებული , თვალებამღვრეული ქალის დატოვების შემდეგ ,კარს იქით გაუჩუნარებულ რეზის კი მალევე გაუქრა კმაყოფილების შეგრძნება.



№1 სტუმარი ბლა ბლა

ვავვვ მაგარია! მომეწონა მაგრად.

დამბურძგლა მართლა ძაან მომეწონა გავგიჟდი პირდაპირ... დამბურძგლაააააააააააააააა.
მალე დადე შემდეგი თავიი. ძაან დავინტერესდიიიიიი
ყოჩაღ..... :-i

 


№2  offline წევრი marita1230

Daldoni Daldoni ძალიან დიდი მადლობა , მართლა ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ.

ბლა ბლა
ვავვვ მაგარია! მომეწონა მაგრად.

დამბურძგლა მართლა ძაან მომეწონა გავგიჟდი პირდაპირ... დამბურძგლაააააააააააააააა.
მალე დადე შემდეგი თავიი. ძაან დავინტერესდიიიიიი
ყოჩაღ..... :-i

როგორი დადებითი ენერგია მოდის შენგან:დ დიდი მადლობა ,მიხარია რომ მოგწონთ, ვეცდები მალე დავამატო ახალი თავი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent