შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები VIII


31-10-2020, 11:24
ავტორი belle...
ნანახია 8 556

კვიზინი/ ცისფერი ფორთოხალი - ფარული მტერი / მთვარის მე-13 დღე, მეორე ფაზა/ 00:00 წთ...

ბოლო ორდერი გამოვწერე, ინვოისი დრაივერს გადავუგზავნე და მთქნარებით გავსწორდი წელში. გაბრუებულმა მაჯის საათს დავხედე. უკვე თორმეტი საათი ხდებოდა. თვალები დამიმრგვალდა. ნუთუ ამდენი დრო გავიდა და ვერც გავიგე? სამსახური რვა საათზე მეწყება, თუმცა ოფისში ყოველთვის ორმოცი წუთით ადრე მოვდივარ. მიყვარს უზარმაზარი, გალაპლაპებული კედლების მყუდროება, როცა მთელს შენობაში მხოლოდ მე და კიბერუსაფრთხოების უფროსი, ნიკი ვართ. დილაუთენია სანამ ჩემს პირად ოფისში შევალ და მაგიდასთან მოვთავსდები ხოლმე ჯერ ნიკს ვუკაკუნებ კარზე, რომ ყავაზე გამოვიდეს. მარტო დალევა მეზარება. სანამ ჩვენ ჩვენს პოსტებს დავუბრუნდებით, სამზარეულოში ჭორაობასაც ვასწრებთ ხოლმე. გუშინ ვუთხარი, რომ ჩემი ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს, სანდროს მაგონებს, „პაზლების ქურდიდან“. ნიკიც სათვალეს ატარებს, ისიც აყლაყუდაა, მეგობრული და კომპიუტერების მანიაკია. თუმცა თავზე თმით ვერ დაიტრაბახებს. რვის ნახევრიდან ნელ-ნელა გროვდებიან კოლეგები, ოფისის სანათები მორიგეობით ინთებიან სამუშაო მაგიდებთან, რასაც პარალელურად პოლონური მისალმება და ჩვენს პირად სტერეოში ამღერებული რადიოს ხმა ერთვის. „FM შჩეტერის“ ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკები აქვს შერჩეული და მთელი დღე მისი სმენა არ მბეზრდება. როგორც წესი დილის საათები უსაქმურობით, მთქნარებითა და ჭიქა ყავით იწყება, რადგან კომპანიის კლიენტები შეკვეთების გადმოგზავნას ცხრა საათის შემდეგ იწყებენ, ჩემი განყოფილების გუნდი მონაცემების მოგროვებას ათსაათამდე უნდება, შეკრებილი ინფორმაცია კი აკინძული ინვოისების სახით ჩემს მაგიდასთან მოცუნცულებს და ჩემი კომპიუტერის კლავიატურაც სწრაფად ხურდება. როგორც წესი ოც წუთში ათამდე ორდერის გამოწერას ვასწრებ ხოლმე და როცა ვხვდები რომ დროებით საქმე აღარ მაქვს, უკვე გადაგზავნილი ინვოისების ფაილებს პატრიციას ვუდებ მაგიდაზე და სამზარეულოში გავდივარ ყავის, ჩაის ან წვენის მოსატანად (გააჩნია ხასიათს). მთელი დღე ისე გადის, რომ ვერც ვიგებ. სასიამოვნო ჰანგების ფონზე მუშაობა ნამდვილი სამოთხეა, თუმცა არა მაშინ, როცა ბევრი არაფერი გაქვს გასაკეთებელი და მობეზრებული წინ და უკან ბზრიალებ სკამზე ყეყეჩივით. ასეთია ჩემი ყოველი დღის რუტინა, დილის რვა საათიდან (ჩემთვის რვის თხუთმეტი წუთიდან იწყება), შუადის ოთხ საათამდე. შემდეგ ცვლას ვასრულებ და მაღალქუსლიანებზე შემხტარი სახლში მივკაკუნებ ტანსაცმლის გამოსაცვლელად, შემდეგ კი მეორე სამსახურში გავრბივარ. ბატონი იანის პარტნიორობა არც ისეთი იოლი საქმე ყოფილა...
მობეზრებულმა მზერა შევსებულ ინფოისებზე გადავიტანე. ვიფიქრე ყავას მაინც დავლევ-მეთქი, ფაილები პატრიციას გადავაწოდე და სამზარეულოში გავედი. კამილა გაზქურასთან დაფუსფუსებდა და რაღაცას ამზადებდა. უკნიდან მივეპარე და წელზე მოვხვიე ხელები. მთელი სხეულით შეკრთა და ოხ ანაბელო, გვერდში მსუბუქად მიჩქმიტა ელდანაკრავმა. ახითხითებულმა ქვაბში ჩავუჭყიტე მანდ რას აკეთებ-მეთქი. კამილა ჩვენი ოფისის დიასახლისია. სისუფთავის ფერიაა, თანამშრომლების მოსიარულე დღიური და უბრალოდ ძალიან თბილი, კეთილი და ულამაზესი ქალი, ფიფქიასავით.
სამზარეულოში შემობოდიალებული რომ დამინახა, მიხვდა, რომ ყავა მინდოდა და მაშინვე აფუსფუსდა. ხელები გავასავსავე თავად გავიკეთებ-თქო, მაგრამ ტკბილად გამიღიმა და პოლონურად მითხრა - მეთვითონო. რაღას ვეტყოდი? უყვარს როცა თანამშრომლებზე ზრუნავს. ხელები შევატყუპე და თავი ოდნავ დავუკარი მადლობის ნიშნად. ლოყაზე გემრიელად ვაკოცე და თბილ რადიატორთან ავიტუზე ფანჯარასთან. კამილას ფუსფუსს შორიდან ვაკვირდებოდი და მეღიმებოდა, ის ერთადერთი გულწრფელი ადამიანია ოფისში. უბოროტო და ძალიან უბრალო, დანარჩენებისგან განსხვავებით...
გონებაში ჩემი პირველი დღე ამომიტივტივდა, ის სუსხიანი დილა, როცა იანმა სამსახურამდე მომაცილა. შემომთავაზა შემოგყვებიო, მაგრამ ვიუარე. ბაღის ბავშვი ხომ არ ვიყავი სამუშაო მაგიდამდე რომ მივეყვანე? გამიცინა, წარმატებები მისურვა და დამემშვიდობა. ოფისში ასულს ნატალკა შემეგება, რაღაც საბუთებზე ხელი მომაწერინა და ჩემს განყოფიელბაში წამიყვანა. ოთახში შესულს თანამშრომლებს ისე წარუდგინა ჩემი თავი თითქოს ახალი მოსწავლე ვიყავი კლასში, კინაღამ გამეცინა. ყველას მეგობრულად გავუღიმე და მივესალმე, თან გულში ვნატრობდი ისეთ მზერებს არ წავწყდომოდი, რომლის მოლოდინიც კომპანიაში მოსვლამდე მქონდა. გაროჟილ სიფათებზე მეტად ჭარხალი და ვოდკა მძაგს მარტო. გუნდი თბილად მომესალმა, თან ინტერესით მათვალიერებდნენ. ნატალკამ პატრიციასკენ წამიყვანა. როგორც გაირკვა, ის უნდა ყოფილიყო ჩემი კურატორი ახალი საქმის შესწავლისას. ოღონდაც ეშმაკი არა, მაღალ ქუსლებზე, ოღონდაც!
სანამ მაგიდას მივუახლოვდებოდი შორიდანვე შევნიშნე პოლონელი გოგონა, საკმაოდ მაღალი, კოხტა ტანითა და ძალიან ლამაზი პირი-სახით, შავგვრემანს თმები კოსად აეწია მაღლა და ცხვირზე მოდური, გამჭვირვალე მინებიანი სათვალე მოერგო, გემოვნებით ეცვა. მიახლოებისას გულში გავიფიქრე თვალები არ გადაატრიალო, თორემ მე და შენ ვერ ვიმეგობრებთ-მეთქი, კინაღამ ისევ გამეცინა და ქვეცნობიერს შევუღრინე, რომ დროებით მაინც ჩაიწყვიტა ხმა! პატრიციას თვალები არ გადაუბზრიალებია, თუმცა მეგობრობა მაინც ვერ შევძელით. ყველაფერი კი, მომდევნო დღეს იმ ერთი სტატიიდან დაიწყო, რომელსაც მუდამ ვიწერდი დღიურში ჩემი პოლონეთში გადმობარგების დღიდან, შემდეგ კი ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი, სოციალურ ქსელში. პირველივე დღეს მეგობრებში დამიმატა და აქტიურად შეუდგა კიდეც არა ჩემს განათლებას, მიმაგრებულ პოზიციაზე, არამედ ჩემი გვერდის საფუძვლიანად ჩხრეკას, - თუ ვინ ვიყავი, რა მინდოდა და საერთოდ როგორ მოვხვდი ამ „გაუგებრობაში“. როგორც უკვე გითხარით, შიდა ოფისში მხოლოდ პოლონელები მუშაობენ, სხვა ერის წარმომადგენლებისთვის შიდა სამზარეულოში მოხვედრა ცოტა არარეალურია. მით უფრო როცა, ტომაშისნაირი ბოსი გყავს - ფიცხი, მკაცრი და პატარა შეცდომის გამოც კი ჯვარს რომ გაცვავს ჩვეულებრივად. ანუ გაიცანით შავგვრემანი, ძალიან ლამაზი და მაინც ძალიან ჭორიკანა ჩემი კოორდინატორი და პირველი მოწინააღმდეგე ტრანზიტების კომპანიის ერთ-ერთი ჯგუფიდან - პატრიცია კოვალსკი. პირველ დღეს ზედაპირულად ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა და როგორ - დამჟავებული ვიჯექი სკამზე და კომპიუტერს „ვერ ვიჯერებ“ სახით მივშტერებოდი, მთელი საორდერო სისტემა პოლონურ ენაზე იყო! შენ რა მეღადავები???
ნიკი პირველად მაშინ გავიცანი როცა ჩემი კომპიუტერისთვის ენის შეცვლა სცადა, ბევრი იწვალა და ბოლოს თანაგრძნობით სავსე სახით ამომხედა - მაპატიე, მაგრამ ინგლისურზე ვერ გადამყავსო. სისტემას სხვა უცხო ენა საერთოდ არ გააჩნდა, გჯერა? რასისტები ნუ! ხელი ჩავიქნიე და რისკზე წავედი - დაიკიდე, ერთხელ გამიჭირდება, ორჯერ და მესამედ გავიგებ-მეთქი. გამიცინა და აბა შენ იცი, წარმატებებიო. მე და პატრიციამ ერთად მხოლოდ პირველ დღეს ვიმუშავეთ. მეორე დღეს კი მთელს სისტემასთან მარტო აღმოვჩნდი და თუ რამეს ვერ გავიგებდი მისთვის უნდა მეკითხა. ნერვიულად მეცინებოდა - რანაირად უნდა ისწავლო მთელი სისტემა ერთ დღეში, როცა ჯერ ერთი საქმის გაგნებაში არ ხარ რა ხდება და მეორეც, არაფერი არ იკითხება შენთვის ნაცნობ ენაზე! (ინგლისურს უკვე მშობლიურად ვთვლი მე მოვკვდე!) და ეს თუ რამე ვერ გაიგე მკითხე, მაშინ ხდება როცა საქმე იცი და წვრილმანი გეპარება... კოშმარი!
სიმართლე რომ გითხრათ, მაგრად გავწვალდი, ხანდახან ნერვები არ მყოფნიდა, ერთი ორდერის გამოწერას ნახევარ საათს ვანდომებდი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა პოლონურად შევსებულ ინვოისში რა სად ეწერა და კონკრეტულად რა მონაცემები უნდა შემეყვანა სისტემაში, ან ჩემი შევსებული ინფორმაცია სად და რატომ მიდიოდა. მოკლედ იმ ყვავს ვგავდი, ბულბულივით გალობა რომ მოინდომა და დირიჟორად ძერა დაუსვეს. მე შედარებებში ძაან, მაგრამ ახლა რომ მახსენდება ჩემი პირველი დღეები, მომკალი და ერთი-ერთშია. სახლში უხასიათოდ ვბრუნდებოდი ხოლმე, ვგრძნობდი რომ ახალი საქმე მიჭირდა, ჩემი „თიჩერი“ ნერვებს მიშლიდა და ამას ტომაშთანაც ვმალავდი და იანთანაც. ქალურ ფარულ ომში კაცები ზედმეტია... ან... არა...
მეორე დღეს სამსახურში მისულს უცნაური აურა დამხვდა ოთახში. ყველა ისე მომაშტერდა ტანზე დავიხედე რამის ჩაცმა ხომ არ დამავიწყდა-თქო. ცოტა დაბნეული კოლეგებს მივესალმე და ცივ სალამზე კიდევ უფრო ავირიე - რომელიმეს კატა მოვუკალი, ძაღლი, თუ მევალის თვალებით რატომ მიყურებენ-მეთქი?! საგონებელში ჩავარდნილი ჩემს მაგიდას მივუჯექი. ნელ-ნელა ოთახი აზუზუნებული ფუტკრების სკას დაემსგავსა. ერთმანეთში საუბარი დაიწყეს და ვინაიდან და რადგანაც, იანის წყალობით პოლონური ცოტა უკვე მესმოდა, ყური მოვკარი რომ ჩემზე საუბრობდნენ. წარბშეკრულმა პატრიციას გადავხედე, რომელიც ერიკს ხმადაბლა ესაუბრებოდა და თან თვალს ჩემკენ აპარებდა, ეცინებოდა. წარბი ამეპრიხა. ის იყო წამოდგომა დავაპირე, რომ ყავა მომეტანა და ჩემს გვერდით მჯდარი მარიუშის კომპიუტერის ეკრანისკენ გამექცა თვალი, ჩემი ფეისბუქ ფეიჯი გაეხსნა და გუგლის ავტომატურად ნათარგმნ ჩემს სტატიას ინტერესით კითხულობდა. ზუსტად იმ სტატიას, რომელიც ჩემი კომპანიაში მოსვლის პირველ დღეს ეხებოდა და წამის მეასედში ყველაფერს მივხვდი. ოფისს თვალი მოვავლე და საპასუხო მზერებს რომ წავაწყდი გამეცინა - ახლა მე ამათ შემოგზავნილი ვგონივარ, თუ როგორ გავიგო ეს აგრესიული გამოხედვები-მეთქი, გავიფიქრე ცოტა გაღიზიანებულმა. მარიუში ჩემს ფეიჯს ვერაფრით მიაგნებდა პატრიციას დახმარების გარეშე, როგორც ჩანს ამ გველმა სტატია ნახა და თანამშრომლებს მოსდო, რომ მე მათზე და კომპანიაზე რაღაცას ვწერდი და მათი მზერებით თუ ვიმსჯელებდი, დიდი ალბათობით ან გუგლმა ვერ უთარგმნა სწორად სტატიის შინაარსი ან თვითონ პატრიციამ. დიდებულია - ჯერ არ მოვსულვარ და უკვე ყველას ვეზიზღები, თან ისე რომ არც კი იციან რა წერია იმ დედანატირებ სტატიაში, სამაგიეროდ ჩემი კურატორის ვერსია მათთვის სრულებით საკმარისია. ხელი ჩავიქნიე, ამათგან ნახევარზე მეტს ინგლისური არ ესმის, სულ რომ ახსნა ვცადო, რომ მათზე საძაგლობები არ მიწერია, მაინც ვერ გავაგებინებ და რომც გავაგებინო არც დამიჯერებენ, მე ხომ უცხოელი ვარ, თან - ქართველი!
ამოვიოხრე, ესეც შენი ასიმილაცია ახალ სხეულთან - სუპერ! სამზარეულოში გავედი ყავის მოსატანად, რომ დერეფანში ნაცნობ ქურთუკს შევასწარი თვალი, სანამ ბოსის კაბინეტში გაუჩინარდებოდა - იანი? კი მაგრამ, აქ რას აკეთებს? ის ხომ ტომაშს თითქმის არ სტუმრობს ხოლმე? აშკარად რაღაც მოხდა-თქო. დაეჭვებულმა მიმოვიხედე, დერეფანში არავინ იყო. ბოსის კაბინეტისკენ გავემართე და ახლოს შევჩერდი. დაბურული მინის მიღმა ორი სილუეტი ბუნდოვნად მოჩანდა. მაგიდას უსხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. დიალოგში ჩემს სახელს, რომ მოვკარი ყური ყველაფერს მივხვდი და გამდნარ ტყვიად ჩამეღვარა მუცელში, რაღაც ძალიან უსიამოვნო - პატრიცია, რა უთხარი ბოსს ჩემზე? ჩემი ხელით მოგკლავ!!! ის იყო სერიოზულად გაღიზიანებული ოფისში შებრუნებას ვაპირებდი, რომ ეს სათვალეებიანი სისინა გველი სახით უნდა მეთრია, როგორც „ნამდვილ ქართველს“, რომ იანის სიტყვები მომესმა, საკმარისი პოლონური ვიცოდი რომ გამეგო, თუ რა უთხრა ტომაშს სანამ ორ წუთში მის კაბინეტს დატოვებდა, მე კი სამზარეულოში მივიმალებოდი მოსმენილის შემდეგ.
- მისმინე, ტომაშ, - ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა პოლონელს - მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, თუ მას აწყენინებ, მე მაწყენინებ და აქ დასრულდება ჩვენი მეგობრობაც. სათქმელი დავასრულე. დროებით.
მისი ნაბიჯების ხმა რომ მოახლოვდა სასწრაფოდ გავეცალე კარს. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ ვუსმენდი. სამზარეულოში ბარის მაგიდას დაყრდნობილს გული ძლიერად მიცემდა და ხელები მიკანკალებდა - რაღაც სულელური სტატიის გამო ტომაშს ჩემი სამსახურიდან გამოგდება უნდოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიციას დანახვის წამიდან თვალში არ მოვუვედი ბოსთან არასწორი ენა მიიტანა და მანაც მაშინვე ირწმუნა მისი სიტყვები, ტომაშმა კი ალბათ მაშინვე იანთან გადარეკა, შენი მოყვანილი კადრი ძირს მითხრისო. ნერვიულად გამეცინა. რა ინტრიგებს ხლართავენ ჩემს ზურგს უკან??? არავისზე და არაფერზე არ მეფიქრებოდა იანის გარდა - ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა და იმდენად შემრცხვა ვინატრე მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს-მეთქი.
გამწარებულმა თვალები მოვისრისე, რომ ტელეფონმაც დარეკა. იანი იყო. გაბზარული ხმით ვუპასუხე.
- იან?...
- როგორი დილა გაქვს, გრძელთმიანო?
ისეთი უდარდელი ტონი ჰქონდა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ მეგობარს არ ეკამათებოდა ვიღაც უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილის გამო.თვალები დამეხუჭა.
- არც ისე პოზიტიური...
- ბელ, რა გჭირს? - ხმა შეეცვალა.
- ტომაშს ესაუბრე?
- კი. - ისე ჩვეულებრივად მიპასუხა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მიკითხავს.
- იან, იცი რაზეც გეკითხები... მე ცუდი არაფერი დამიწერია... საერთოდ არაფერი...
- ანაბელ, - სრული სახელით მაშინ მომმართავს როცა ნერვები ეშლება ან ზედმეტად სერიოზულდება ხოლმე - რატომ მიხსნი იმას რაც შენზე უეკთ ვიცი? დაიკიდე რა. სერიოზული არაფერი მომხდარა. უბრალოდ ტომაშს ჭორები მიუტანეს და გაბრაზდა.
- ხომ მაგრამ მე რატომ არ დამელაპარაკა? პირადად ეკითხა თუ რამე აინტერესებდა! - გაღიზიანებამ ყელში წამიჭირა.
- მას მისი თანამშრომლების ნაბოდიალებიც ეყო, - გაეცინა - უბრალოდ პროფილი დახურე კარგი? დაბლოკე ყველა არასასურველი პიროვნება, რომელიც არ გვჭირდება და დამშვიდდი, კიდევ ბევრჯერ გექნება ისეთი სიტუაცია, როცა სამსახურში გაგაბრაზებენ, ან გაწყენინებენ, დამიჯერე. ვიცი. ასე რომ ყველაფერს ემოციურად ნუ უდგები. დაკიდება ისწავლე. გადააფასე სიტუაცია რაზე უნდა ინერვიულო და რაზე არა. პატარა უსიამოვნება პრობლემას არ ნიშნავს. მომხდარი კი დაივიწყე და ჩვეულებრივად დაიჭირე თავი.
- იან...
როგორ შეეძლო ასეთი მშვიდი ყოფილიყო? არადა მუდამ ასეთი მშვიდია, როცა მე პანიკაში ვარ, ის აუღელვებლად აბოლებს სიგარეტს და ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სიტუაციას ისე აგვარებს, თითქოს მანამდე პრობელმა არც არსებულა. გგონია ვაჭარბებ? მეც ჩემი წარმოსახვის ნაყოფი მგონია ეს პოლონელი, როცა ვუყურებ ხოლმე, შენ როგორ გაგამტყუნო პომარანჯა მკითხველო? არადა მართლა ასეთია - თავდაჯერებული, გაწონასწორებული და... ძალიან ძლიერი.
- მოკლედ სისულელეებზე საფიქრელად არ გვცალია, დაიკიდე-მეთქი, რომ გეუბნები დამიჯერე. დღეს სამსახურის მერე მოგაკითხავ, კარგი? სიურპრიზი ძვირფასო, დღეს ახალი ნაკადი გვყავს!
- ჰაა?
თვალის კუთხესთან მომწყვდეული ცრემლისკენ გაწეული თითები ჰაერში გამიშეშდა. ჩემი რადიკალური ტონის ცვლილებაზე იანს გულიანად გაეცინა.
- ჰო, დღეს ფასთფუდის დღე გვაქვს, ანუ გზად თუ რამეს შევჭამთ ეგ იქნება, ასე რომ ფსიქოლოგიურად მოემზადე და ნაყინი რომელი გირჩევნია, რა წამოვიღო? ალუბლის მე რომ მიყვარს, თუ ვარდისფერი ლოტუსის შენ რომ გიყვარს?
- ალუბლის, ამ ბოლო დროს ეგ უფრო მომწონს... - პასუხს პოლონელის კმაყოფილი ხითხითი მოჰყვა ყურმილიდან...
ფიქრებიდან კამილამ გამომარკვია. ცხელი ყავა ტკბილი ღიმილით გამომიწოდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. მადლობა გადავუხადე და მზერა ფანჯრის მიღმა, ჩამუქებულ ჰორიზონტზე გამიშტერდა. უკვე ერთი თვეა კომპანიაში ვმუშაობ და იმდენი რამ გადამხდა თავს ჯობია, ნელ-ნელა და ეტაპობრივად მოგიყვე. ჩემს თანამოძმე ემიგრანტებს ჰგონიათ, რომ რახან ოფისში ვმუშაობ ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი, ჰგონიათ, რომ თუ მოწესრიგებული დავდივარ და სახეზე ის არ მაწერია რაც მათ, ყოველი დამღლელი ცვლის შემდეგ, ესე იგი, არაფერიც არ მიჭირს. არც ერთმა არ იცის, რა ხდება ამ ოფისის კედლებს შიგნით. აქ ჩუმი ომია პომარანჯა მკითხველო, ფარული ომი და ზურგში ხშირად ვგრძნობ დანის ბასრ წვერს, თუმცა მაინც იმედიანად ვარ - იცი რატომ? მათ არ იციან, რომ მე პოლონური სულ თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც მესმის. ეს კიდევ ჩემი კოზირია, კოზირი, რომელიც მეხმარება, გავარჩიო ვინაა მეგობარი და ვინ ფარული მტერი. წარმოდგენა მაინც გაქვს, რამდენი მიღიმის პირში და ამ ღიმილს დროს რამდენ საძაგლობას ლაპარაკობს? ხანდახან მიხარია კიდეც, რომ პოლონური კარგად არ ვიცი და ყველაფერს ვერ ვიგებ, თორემ ხომ შეიძლება მოთმინების ძაფმა მიმტყუნოს და ვინმეს სახე ინვოისთან ერთად დავატოვებინო ჩემს კუთვნილ მაგიდაზე? ერთი თვის შემდეგ ჩემი საქმე წვალებით, საკუთარი ძალისხმევით, თრანსლეითორზე ტვინის დასხმით, მაგრამ მაინც ავითვისე. ჯერ კიდევ ვუშვებ შეცდომებს, თუმცა ერთი ინვოისის შევსებას ერთ საათს აღარ ვუნდები. ამ ცოდვილობაში გეოგრაფია ისე შემომესწავლა ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი სიხარულისგან გადაირეოდა, საქართველოში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისა და მათი დედაქალაქების პოსკოდები და მათ შორის მანძილები ზეპირად მახსოვს. თუმცა, ეს სულაც არაა ის რასაც ველოდი, არ არის... ის რასაც ჩემს კომპიუტერთან ვაკეთებ, ჩემი და ლოგიკის ჭიდილია, განსატვირთად კი თრანსლეითორი ჩვენ შორის დარბის ცხელი ყავის ჭიქით ხელში.
მთელს ოფისში მხოლოდ კამილას მიმართ მაქვს თბილი გრძნობები. თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, როცა შემიძლია მასთან საუბარი მაგრამ ვერ ვესაუბრები. არ მინდა ჩემი ერთადერთი კოზირი დავკარგო. მაპატიე, კამილა, მაპატიე ძვირფასო, მაგრამ ამ ტურებთან ჭკუით თუ მოახერხებ ცოცხლად დარჩენას, თორემ ისე ჩაგძირავენ, გონს მხოლოდ უკვე ფსკერზე თუ მოეგები...
ტელეფონი ხმადაბლა აზუზუნდა და აინთო. შეტყობინება მომივიდა. გაკვირვებულმა ეკრანს დავხედე - „ფანჯარაში გამოიხედე“ იწერებოდა წერო კაცი. დაბნეულმა თვალები ავახამხამე და ეზო მოვათვალიერე. იანი თავის შავ ვოლვოს მიჰყრდნობოდა, როგორც კი ჩემს მზერას გადააწყდა ხელი ამიწია და გამიღიმა, მერე თითით მანიშნა ტელეფონზე. გამეცინა და ისევ ეკრანს დავხედე - „ჩაიცვი და წავედით, ნახევარი საათით უნდა მოგიტაცო, საბუთებზე გვაქვს ხელი მოსაწერი. შენს „უფროსობასთან“ დარეკილია. ზუსტად სამი წუთი გაქვს მანქანამდე მოსასვლელად, თორემ ნაყინი მალე რძედ იქცევა!“
სიცილით ავიღე თავი. იანს ხელით ვანიშნე ორი წუთი მადროვე-თქო და ხელუხლებელი ყავა ისე მოვაპირქვავე ნიჟარაში, რომ კამილას არ დაენახა, თორემ გამაყოლებდა კიდეც ტრაპს და საშინლად კარგ ხასიათზე მყოფმა ჩემს „ნახევარ საათს“ მივაშურე...

კვიზინი/ მზისფერი ფორთოხალი, ანუ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა/ 07:15 წთ/ მთვარის მე-20 დღე, მეორე ფაზა...

კომპიუტერთან ვზივარ და უკვე მეთორმეტე შეკვეთას ვწერ. ჯერ დილის ათი საათიც არ არის და ჩვეულებრივი დღის ნორმის ნახევარი უკვე გაკეთებული მაქვს. ვამთქნარებ. გავბეზრდი ინვოისების წერით. ისაა ფეხზე ვდგები რომ ყავა მოვიდუღო და ტელფონზე შეტყობინება მომდის. ყურადღება ანთებულ ეკრაზე გადამაქვს. მთლად ბოსი პოლონელი, იან ნოვაცკი, იწერება, რომ ჩემთვის ახალი დავალება აქვს და საკმაოდ ვრცელ ჩანაწერს მიშანშალებს, თუ რა უნდა გავარკვიო დღის ბოლომდე. მეცინება. დავალება ავტომატურად გულისხმობს „ბეიბი ბოსის“ აწიოკებას, რომელიც ალბათ ისევ სამსახურში განისვენებს მობეზრებული სახით და ოცდაოთხი საათი ტელეფონს ჩასჩერებია - განა ნებით, ძალით მარა, რად გინდა არჩევანი ვინ მისცა? - „მოთხოვნადია“! იანს პასუხს ვუბრუნებ, რომ ყველაფერს გავარკვევ და ერთ საათში სრული ინფორმაცია ექნება მოთხოვნილ საკითხებზე და გაკრეჭილი „ბეიბი ბოსის“ ჩატს ვხსნი - ჯერ მეგობრულად ვესალმები, რომ ჩემი შეტყობინების დანახვიას მთლად პირვჯარი არ გადასწეროს ეკრანს და მხოლოდ შემდეგ ვიწყებ იმ კითხვების მიყრას, რომელიც ჩემამდე უკვე ათასჯერ გაიარა, ჯერ ჰოსტელების მდგუმრებთან, მერე ვითომ „ბრიგადირებთან“ და ბოლოს გაბეზრებული პოლონელ კოლეგასთან შეჩერდა, ვოვა-ტურა უმცროსთან ( ტურა მეტსახელი იმიტომ, რომ მართლა ტურა კაცია და უმცროსი იმიტომ, რომ ხალხის დაკერვა-დაბოლებაში „ბეიბი ბოსი“ უპირობოდ მოწინავეა!) ეს ის „ბეიბი ბოსია“, რომელიც ადრე ჩემი „ბოსი“ იყო, ტრისტან დამანგრეველი, დღეს კი პარტნიორია. ახლა რომ დავწერო თანაშემწე უფრო-მეთქი, ამ სტატიას რომ ნახავს საკუთარი ხელით დამახრჩობს.
სამზარეულოში გავდივარ და ყავის ჭიქას ყავის აპარატში ვათავსებ. ორმაგ ლატეს ვუკვეთავ და გაკრეჭილი ვუყურებ ეკრანს როგორ თამაშობს სამი წერტილი ჩატში, ორ წამში ბრტყელ-ბრტყელ პასუხებს ვიღებ დასმულ შეკითხვებზე და ეშმაკურად მეცინება - ნეტავ ჩემამდე ვინ მოუტყლარწა ნერვები, შორიდან რომ მებღვირება? თუმცა, მგონი ვაბრალებ და უბრალოდ ეგეთი სახე აქვს - სულ ერთი გამომეტყველებით მოძრაობს - როცა, ნერვები ეშლება და როცა შუტკაობს მაშინაც. თუმცა სახეს ვინ ჩივის სიტყვა-პასუხი 4 ჯი ინტერნეტზე აქვს გააქტიურებული, რაც შემდეგს გულისხმობს - პასუხობს ყველა სახისა თუ ჯიშის კითხვას განურჩევლად „სირობის ლეველისა“!
„მზეობებზე“ გამახსენდა და ერთხელ ნერვებაპუწკული ხალხის დაშოშმინებას ცდილობდა, როგორც ყოველთვის დამაჯერებელი და გაწონასწორებული ტონით, ერთმა თხა ქალმა „ვაჟნ“ დიალოგთან ცხვირწინ ჩაჯდომის გარეშე, რომ მოუსაქმა. ანუ რა ხდება - ხალხს ქარხნის ეზოში „ბეიბი ბოსისთვის“ ალყა აქვს შემორტყმული და სამსახურთან დაკავშირებული პრეტენზიებით დაუნდობლად ახრჩობენ. ვიღაცას სამუშაო არ მოსწონს, ვიღაცას როტაციის პრობელმა აქვს, ვიღაცას ჩექმა უჭერს ქუსლებში და ვიღაცას ვაფშე სტკივა. დგას ჩვენი გადაღლილი „ბეიბი ბოსი“ და ამშვიდებს სასტავს, თან არწმუნებს რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ისინი ამბობენ, ან ბევრად უკეთ ვიდრე დაესიზმრებათ ( ამ დროს შორიდან ვუყურებ სიტუაციას და ვცდილობ სიცილით არ გავიგუდო, აი, „ბოს“ შენ ვინც არ გიცნობს, მარტო მანდ შევნიშნე ვოვა-ტურა უმცროსის მაღლა ვინ იდგა.) ჩვენი კოორდინატორი ისეა მოხოდილი ზღაპრების ლაწალუწში, რომ შეაჩერო შეიძლება ხელზე გიკბინოს და უცებ ერთი ქალი გამოდის საბრალდებო სიტყვით, რომ „ბეიბი ბოსმა“ რაღაც დანაპირები არ შეუსრულა. გაისუსა მთელი სასტავი, ელოდება რაღაც გრანდიოზულს, ხსენებული „ბოსის“ ჩათვლით, რომელსაც სახეზე ვამჩნევ რომ ფსიქოლოგიურად ნებისმიერი იერიშისთვის მზად არის, რომ ხსენებული თხა, ხსენებულ „გადამგდებს“ მეტად საჭირბოროტო კითხვით ესხმის თავს - „ეგ ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ჩვენი მაცივარი რომ არ ყინავსო?“ ანუ ცოტა ხანი ყველა შოკში ჩავარდა და აზრზე მოსვლის შემდეგ ისეთი ხარხარი ატყდა, სულ მიავიწყდათ არასასურველი სამუშაო, ერთი ზომით პატარა ბოტები და მიყინული ტრაკებიც დანადგარებთან. „ბეიბი ბოსის“ პასუხი არ გაინტერესებს? ვაფშე არ დაბნეულა, ეშხში შესულმა ვაჟნი როჟით მისცხო პასუხი - „რა პრობლემაა? გაყინავს!“ ე, მანდ კინაღამ წავიქეცი. მანდ დავამუღამე ხსენებული გენიალური „აფერისტის“ ტექნიკა - გაასაზიზღრე, ოღონდ სერიოზული სახით, მარტო შენ რომ მიხვდე იმ მოტივით. - სიმართლე რომ გითხრა და თან გულწრფელად, ზუსტად იმ მომენტიდან დამევასა ჩვენი ჰაი ლეველ „ტურა“ კაცი. კაი ასე კი ვამკობ, მაგრამ, „უროდნიკებთან“ და ყეყეჩოვსკებთან სხვა სტრატეგიით ფონს ვერ გახვალ, არა, მამენტ შეიძლება გახვიდე, მაგრამ თმაჭაღარა.
ტუჩი მოვიკვნიტე სიცილის შესაკავებლად და აპარატს გამზადებული ყავა გამოვართვი. შემოსული შეტყობინება გავხსენი და მოგრძნო ტექსტს, რომ წავაწყდი ოფისში შებრუნება გადავიფიქრე. რაღაც ახალი ღადაობის სუნი მცემდა. სამზარეულოს მაგიდასთან მოვიკალათე, ფეხები ავიკეცე და ესემესის კითხვას შევუდექი, აი რას იწერებოდა ჩვენი „ბეიბი ბოსი“ : „რაღაც უნდა გაჩვენო და თუ დამიჯერო! ერთ-ერთმა კლიენტმა ნახე რა მომწერა...“ სამ წერტილს უზარმაზარი ტექსტი მოსდევდა კუდში. „ რომ არ დამავიწყდეს რისი კითხვაც მინდა ახლავე მოგწერთ და თქვენ ორშაბათს მიპასუხეთ.
1.საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 8 თვის შემდეგ ვაპირებ. უკან დაბრუნების თარიღის შერჩევაში ხომ არ შემეშლება ხელი. რამე სავალდებულო პერიოდი ხომ არ უნდა გავიდეს.
2. კვიძინში ჩამოსვლისას ან საქართველოში შემოსვლისას გავივლით თუ არა კარანტინს.
3.ხელფასს რა ინტერვალით ავიღებთ- ერთ თვეში, ყოველ 2 კვირაში თუ რომელიმე რიცხვია დადგენილი.
4. საქართველოდან გამომგზავრებისას რა საბუთები მჭირდება , რომ არ შემექმნას პრობლემები საქართველოს და პოლონეთის აეროპორტებში.
5. საცხოვრებლის ფოტოებში საწოლებზე ზოგან ძალიან პატარა ბალიში დევს, ზოგან სულ არ დევს. კვიძინში ბალიშის ფასი გამიგეთ თუ შეიძლება, ბალიშის გარეშე მე ვერ დავიძინებ.
6.კვირა დღეს მუშაობენ თუ არა სასურსათო და არასასურსათო მაღაზიები.
7. არის თუ არა ისეთი კვების პროდუქტი, რომელიც საქართველოში გვაქვს და პოლონეთში არ არის და სასურველია აქედან ცოტა მაინც გამოვიყოლო- მაგალითად სუნელები, ლობიო, ნუ ტყემალი მაგათ არ ეცოდინებათ.
8. შესაძლებელია თუ არა რეცეპტის გარეშე მედიკამენტების შეძენა, ან ჩვენთან შედარებით ძალიან ძვირი ხომ არ არის მედიკამენტები.“
თავიდან კითხვა რომ დავიწყე, ჯერ ქალის მომთხოვნ ტონზე წარბები მაღლა გამექცა, თან ყავა მოვსვი. პირველ პუნქტს, რომ მივუახლოვდი ჩამეღიმა. მეორე და მესამე პუნქტზე მიმიკა არ შემცვლია. მეოთხე პუნქტთან ერთი ყლუპი გავუშვი ჯანში და მეორე მოვიყუდე, რომ მეხუთეზე ყავა გადამცდა და ხარხარი ამიტყდა. ჩემი ერთი თანამშრომელი, რომელიც ნიჟარასთან თავის გასვრილ თეფშს რეცხავდა გვარიანად შეკრთა, მაგრამ ვის ადარდებდა?! მეშვიდე პუნქტმა ვაფშე დაგლიჯა - „ტყემალი ქალი“, „ბალიშის გარეშე ვერ ვიძინებ“ ქალი, „უფრო დიდი ბალიში სად შეიძლება ვიყიდო და ფასს ხომ ვერ გამიგებთ“ ქალი. ბიჯოოოოოოოოოოოოოო, ზოგი სერიოზულად სამკურნალოა! ის იყო სული ძლივს მოვითქვი, რომ „ბეიბი ბოსის“ პასუხზე ყავა მეორედ გადამცდა - „რა გაცინებს, გოგო, ყველა კითხვაზე ვუპასუხე!“ ანუ, რას იძახის, რომ სერიოზულად გაუგო ცოტა დიდი ბალიშის ფასი? დედა რაღა ვქნა! არა ვატყობ და ამათ შორის აშკარა ქიმია იგრძნობა. სიცილისგან უკვე ლოყებიც მტკივა და კუჭიც, „ბოსი“ კი შორიდან მებღვირება რა გაცინებს, როგორ არ გეცოდებიო - აფერისტი კაცი, რა მიარბენინებდა მაღაზიაში ბალიშის ფასის გასაგებად, თუ ნამდვილად ჯანმრთელია და ამ ვირუსოიდებისგან რამე არ გადაედო, ასე ნეტსივრცით?! გაკრეჭილი სწრაფად ვპასუხობ, რომ სასწრაფოდ „ალბატროსა“ ქალის ავტოგრაფი მჭირდება და იქამდე არ ვეშვები გატანჯულ კაცს, სანამ პირობას არ ვიღებ, რომ ჩამოფრენილ ფუფალას პირადად გამაცნობს. მაგრად უნდა ვეკაიფო! უი დედა, უკვე მეცოდება საწყალი! ისე ბოსის ადგილზე მივწერდი აქ ტყემალი არ იციან რა ხილია-თქო, გავიგლიჯებოდი სიცილით ქალის უკმაყოფილო სახის დანახვისას, როგორ მოურიდებლად დაიწყებდა წუწუნს, თუ როგორ ჩამოართვეს შუშის ბოთლებში მოჭეჭყილი ტყემალი საბაჟოზე ცოტა ალმაცერი გამომეტყველებით - „მაპატიეთ და თქვენ ცოტა შიგ ხომ არ გაქვთ, ქალბატონო?“ სახით. სიცილის შესაკავებლად ტუჩების დავიჭამე და თითებიც. მერე სადღაც თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ „ბეიბი ბოსის“ ქოჩორზე რამდენიმე გაღიავებულ ღინღლში არანაკლები ლომის წილი მიმიძღვის და ვცდილობ უფრო შემწყნარებელი ვიყო, მაგრამ არ გამომდის. ეს ასე იცის ხოლმე თავის მოსაწ....ბა თორმე მიწის ზემოთ რამსიმაღლეც დააბიჯებს, ერთი ასმაგი მიწის ქვემოთ არის. მე რას გამომპარაებს თორემ კი. მიღებულ ინფორმაციას იანს ვუგზავნი და კმაყოფილი და საშინლად კარგ ხასიათზე მყოფი სამუშაო მაგიდას ვუბრუნდები. თანამშრომლები ისეთი სახით მიყურებდნენ აშკარად გაიგონეს ჩემი უთავმოყვარეო ხარხარი, მე კი თავს ისე ვიჭერ თითქოს მე არაფერ შუაში ვარ და უბრალოდ დარაჯის ჯეკას ხახაში გადასცდა, ხსენებული ალბატროსის დარად, ცოტა დიდი ძვალი. თავის მოშტერება დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე და „ბეიბი ბოსს“ ბოლო შეტყობინებას ვუგზავნი - „ეგ ერთი და სხვა მრავალი, ბოსს...“ ა, წყევლა ვიცი ასეთი...
გაგრძელება იქნება...



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

აუუუ ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ისე გამეხარდა დანახვა გული ამიფრიალდა მადლობა შენ წავედი წავიკითხო

 


№2  offline მოდერი belle...

სტუმარი მაკო
აუუუ ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ისე გამეხარდა დანახვა გული ამიფრიალდა მადლობა შენ წავედი წავიკითხო


მადლობა შენ ჩემო საყვარელო ^_^ <3<3 <3 <3 მიდი ;დდდ <3 <3 <3

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

პოლონური ვითომ არ გესმის, კარგი სტრატეგიაა :D
მომენატრე შენი ამბებით❤️ და თხრობის საოცარი სტილით.
ფბ-ს ჩვენება და დამატება, რამ გაფიქრებინა :D გრიფით საიდუმლოსავით ვმალავდი ინსტაგრამს :D იანი რომ ძალიან მომწონს და სულ პოზიტიურ მუხტს გზავნის, უნდა გავმეორდე.

 


№4  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
პოლონური ვითომ არ გესმის, კარგი სტრატეგიაა :D
მომენატრე შენი ამბებით❤️ და თხრობის საოცარი სტილით.
ფბ-ს ჩვენება და დამატება, რამ გაფიქრებინა :D გრიფით საიდუმლოსავით ვმალავდი ინსტაგრამს :D იანი რომ ძალიან მომწონს და სულ პოზიტიურ მუხტს გზავნის, უნდა გავმეორდე.


ისეთ პონტში მთხოვა გამიტყდა ხომ არ მოვატყუებდი არ მაქვს-თქო ;დდდდდ თან რას ვიფიქრებდი თუ ჩემი ტექსტების თარგმნა არ დაეზარებოდა, ან საერთოდ რამეში დააინტერესებდა, მე რომ დანარჩენები მკი,დია მგონია რომ სხვაც ეგრეა და კი წავიტეხე კისერი როგორც ნახე ;დდდდდ <3 <3 მეც მომენატრე <3 <3 ^_^ იანი ყოველთვის პროტონია ნეიტრონებში ;დდდდ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ ველოდებოდი ახალ თავს და თვალებს არ დავუჯერე რომ გამოჩნდი გიჟივით ვიკივლე ♥ ♥ რამდენი რამე მომხდარა და მაინც არ მეყო. თავები გაზარდე რა ბელს ძალიან გთხოვ ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე ხომ არ დადოთქო. ძალიან მიყვარხარ მე შენ და იანს ვგულშემატკივრობ joy joy

 


№6  offline მოდერი belle...

სტუმარი გვანცა
როგორ ველოდებოდი ახალ თავს და თვალებს არ დავუჯერე რომ გამოჩნდი გიჟივით ვიკივლე ♥ ♥ რამდენი რამე მომხდარა და მაინც არ მეყო. თავები გაზარდე რა ბელს ძალიან გთხოვ ყოველდღე ვამოწმებ ხოლმე ხომ არ დადოთქო. ძალიან მიყვარხარ მე შენ და იანს ვგულშემატკივრობ joy joy


დღეს ღამით ვაპირებ მოზრდილი თავის ატვირთას თუ დამცალდა სიცოცხლე ;დდდ <3 <3 გმადლობ ჩემო საყვარელო სითბოსთვის ^_^ <3 <3 <3 ისე პოლონელ კაცსს რომ ვეუბნები ჩემს მკითხველებს ძალიან მოსწონხარ-მეთქი, უკვირს. ყველაფერი იციან და მაინც მოვწონვარო? რაებს ატყუებო ;დდდდ აი ასეთია ხოლმე მისი პასუხი ;დდდდდდდდდდდდდდ

 


№7 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

nww eg erto da sxva mravali kiaraa argenaxos magaze uketesio unda getqv vudad varrrr gavskdiìii vaimee ragiqmes gogo.eg haa vaime mand ro vyofiliyavi damijere meloti vilida shntan ertad eg gogoo me eget ragacebze iseti alegia maqvs sheidzleba cxvirpirit mexoxialebina mtwli ofishii cudi me :Dd magram ver vitan msgavs ragaceeebs da ravqnaa.. ver mixvedi mere da ver utxari tomashs egaris ra ver vitan sxgis enebze amyol.adamian pirdapir misvla da garkveva miyvaars chaichra shentan bossi...

 


№8 სტუმარი beqa

როგორც წყაროს მაცოცხლებელი წყალი მოუნდეს წყურვილისაგან გატანჯულ ადამიანს,ისე მჭირდება შენი ნაწერები და ისეტივე სიამოვნებას განვიცდი..რა დღეში ხარ ჩემო გოგო,მაგრამ შენ ისეთი ძლიერი ხარ,ყველას მოსვავ სადაც საჭიროა..იცინის ის,ვინც ბოლოს იცინისო,ხოდა ვნახავთ მალე სახტად დარჩენილ პოლონურ ბომონდს...გამძლეობა და გამარჯვება შენ!!!!!!!!

 


№9  offline მოდერი belle...

მარიამ ენჯიბაძე
nww eg erto da sxva mravali kiaraa argenaxos magaze uketesio unda getqv vudad varrrr gavskdiìii vaimee ragiqmes gogo.eg haa vaime mand ro vyofiliyavi damijere meloti vilida shntan ertad eg gogoo me eget ragacebze iseti alegia maqvs sheidzleba cxvirpirit mexoxialebina mtwli ofishii cudi me :Dd magram ver vitan msgavs ragaceeebs da ravqnaa.. ver mixvedi mere da ver utxari tomashs egaris ra ver vitan sxgis enebze amyol.adamian pirdapir misvla da garkveva miyvaars chaichra shentan bossi...


საქმე იმაშია რომ ტომაშისთვის სულ ერთია ხვდები? საერთოდ არ აინტერესებს და არც ინტერესდება რამით. მისთვის უცხო ვარ, თავის თანამშრომლებს ენდობა და არა მე. ნუ ამხელა კაცი ამხელა ფირმაში ჭორებს რომ არ უნდა აყვეს ორჯერ ორია მაგრამ მე მაინც სხვა მიზეზი მგონია მანდ...

beqa
როგორც წყაროს მაცოცხლებელი წყალი მოუნდეს წყურვილისაგან გატანჯულ ადამიანს,ისე მჭირდება შენი ნაწერები და ისეტივე სიამოვნებას განვიცდი..რა დღეში ხარ ჩემო გოგო,მაგრამ შენ ისეთი ძლიერი ხარ,ყველას მოსვავ სადაც საჭიროა..იცინის ის,ვინც ბოლოს იცინისო,ხოდა ვნახავთ მალე სახტად დარჩენილ პოლონურ ბომონდს...გამძლეობა და გამარჯვება შენ!!!!!!!!


ბექააა ჩემო საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3 ვახ დღეს ავტვირთე და გავიქეცი ეგრევე თან ველოდებოდი როდის მოხვიდოდი ;დდდ <3 <3 ვამოწმებდი და აქამდე პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე <3 <3 ძალიან მიყვარხარ მეგობარო ^_^ <3 <3 აი ძალიან, მზე ხარ მეთქი ხომ გითხარი ^_^ <3 <3 <3 გამძლეობა მართლა მჭირდება ;დდდ <3 <3 უღრმესი მადლობა შენ და დიდი წარმატებები <3 <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

რა კარგია ,რომ გამოჩნდი,ვნერვიურლობდი ისე ხო იცი,სად წავიდა ეს ჩვენი გოგო თქო,ვიფიქრე მეგობრებთან გაისერნე,აი ის წითელთმიანს რომ ეძახი,.დროებით მაშინ და გეელოდები,ისე მაგენი ცოტა უცნაური და მოღალატე ხალხია და ფრთხილად იყავი,არა ცუდი და კარგი ყველგანაა,ნუ იანი ალბად მაღლიდან გამოქცეული ანგელოზია.გიმართლება მაგრად.

 


№11  offline მოდერი belle...

სტუმარი nancho
რა კარგია ,რომ გამოჩნდი,ვნერვიურლობდი ისე ხო იცი,სად წავიდა ეს ჩვენი გოგო თქო,ვიფიქრე მეგობრებთან გაისერნე,აი ის წითელთმიანს რომ ეძახი,.დროებით მაშინ და გეელოდები,ისე მაგენი ცოტა უცნაური და მოღალატე ხალხია და ფრთხილად იყავი,არა ცუდი და კარგი ყველგანაა,ნუ იანი ალბად მაღლიდან გამოქცეული ანგელოზია.გიმართლება მაგრად.


არა, წასვლით არსად წავსულვარ ვინ სად გამიშვებს თორემ კი ;დდდ უბრალოდ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს ხოლმე და სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ გამოჩენას <3 <3 ცუდი და კარგი ყველგანაა ნამდვილად და დამიჯერეთ მე აქ ქართველებისგან უფრო მეტი ცუდი ვნახე ვიდრე პოლონელებისგან სამწუხარო რეალობაა <3 <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო როგორც შენ როგორახარ არ ვიმხიარულე რომ ვკითხულობდი ამდენი მოთხოვნა დაკომფორტი თუ უნდოდა სახში უნდა დარჩნენ მადლობა წარმატებები

 


№13  offline მოდერი belle...

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო როგორც შენ როგორახარ არ ვიმხიარულე რომ ვკითხულობდი ამდენი მოთხოვნა დაკომფორტი თუ უნდოდა სახში უნდა დარჩნენ მადლობა წარმატებები


რავიცი ჩვენც მაგ აზრზე ვართ ;დდდდ <3 <3 <3 მადლობა დიდი ნესტანი ^_^ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent