შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ჰელოუინი IX


1-11-2020, 03:50
ავტორი belle...
ნანახია 8 198

კვიზინი/ ჰელოუინი / 01:11 წთ/ მთვარის მე-14 დღე, მეორე ფაზა...

დღეს ჰელოუინია! კვიზინში ხალხი უცნაურ ფორმებში გამოწყობილი დასეირნობს. შაბათია და წესით მაღაზიები დაკეტილი უნდა იყოს (შაბათ-კვირა, „ჟაბკას“ გარდა არცერთი მაღაზია არ მუშაობს), მაგრამ სამასკარადო კოსტიუმების ბუტიკები ღიაა და კონსულტანტები დიდი ხალისით ემსახურებიან მომხმარებლებს. კოხტა სახლის ბაღებიდან, თუ ფანჯრის რაფებიდან თავგასიებული გოგრები იკრიჭებიან ბოროტულად. მე და ჩემს ქართველ ემიგრანტებს ჰელოუინისთვის გეგმები გვქონდა, ფორმების ყიდვას ვაპირებდით და ცოტა გართობას, მაგრამ ერთი კვირით ადრე ჩემი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ რაც იანმა დარეკა და გამაფრთხილა, რომ რამდნეიმე დღეში უკრაინული დელეგაცია გვესტუმრებოდა და საამისოდ ახალი სახლი უნდა შეეძინა, მივხვდი, რომ საცანცაროდ არ მეცლებოდა. ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი, პომარანჯა მკითხველო...
- იან... - მანქანიდან გადმოვედი და კარი მივხურე - დარწმუნებული ხარ, რომ სახლი აუცილებლად დღეს უნდა მოვაწესრიგოთ?
ცერად ავხედე სამსართულიან, არც ისე მეგობრულად მომზირალ უზარმაზარ შენობას. ბაშტოვას სამი ნომერი, პატარა ეკლესიის კარის მეზობლად მდებარეობს, ზუსტად ერთ ნაბიჯში. სამეზობლო არ ჰყავს. კოხტა ქვებით მოკირწყლული, მიყრუებული ჩიხის ორივე ჩაყოლებაზე მხოლოდ მიკეტილი კომერციული ფართებია განლაგებული. იანმა ეს სახლი, ორი დღის უკან, აუქციონზე შეიძინა საკმაოდ კარგ ფასად.
- რა იყო, პატარავ, ჰელოუინის გეშინია?
გამომწვევად ამითამაშა წარბები. გამეცინა და ენა გამოვუყე. ჰელოუინი კი არა, ეს უცნაური აურა მაფრთხობდა დღეს დილიდან ქუჩებში რომ დაძრწოდა! რაღაცნაირი, გაუთენებელი დღე გათენდა. ყველა სიკეთეს ისიც ემატებოდა, რომ ქალაქი ისევ ნისლში უჩინარდებოდა ნელ-ნელა. ასე იცის კვიზინმა, როგორც კი უჟმურ ხასიათზე დგება, პაწია ქალაქი მაშინვე სქელ ნისლში იძირება. ისეთი ჯადოსნური, ამაღელვებელი და ცოტა მისტიკური სანახაობაა, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ. ასეთ დროს გარეთ სიარული სახიფათოა, რადგან ერთ მეტრშიც კი არაფერი ჩანს. ყველაფერი რძისფერ ბურუსში ლღვება და დილამდე უჩინარდება.
ის იყო მანქანის უკანა კარი გავაღე, სადეზინფექციო ხსნარების გადმოსაღებად, რომ მიყრუებულ ჩიხში „კივილის“ ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა შლეგიანივით ჩაგვირბინა და თვალს მალევე მიეფარა.
- ო, კურვა! - პოლონელი მოულოდნელობისგან ისე შეკრთა, შემთხვევით მე დამეჯახა. - ეს რა ჯანდაბა იყო?!
- რაო, ვის ეშინია ჰელოუინისო? - ახარხარებულმა ამაყად მივკეტე მანქანის კარი და ხსნარებით დახუნძლული პირველი მივუახლოვდი მაღალ ჭიშკარს. - მოდი აქ და სისხლიან მერისთან გადარეკე კარი გაგვიღოს!
სიცილით ვანიშნე აგურის კედელზე მიმაგრებულ „ზაზვონზე“. ცოტათი დარცხვენილმა ხმადაბლა გამომაჯავრა და ჭიშკარი გასაღებით გააღო, საწმენდი საშუალებები გამომართვა და თავით მანიშნა შენს შემდეგო. გახალისებულმა პირველმა ავირბინე მაღალი კიბე, მეორე გასაღებით ხის მძიმე კარი გავაღე და ჩემს გამბედაობასაც ზღურბლთან დავემშვიდობე. ბიჭო, რამდენჯერ ვიყავი ამ სახლში და მაინც სულ უცნაური შეგრძნება რატომ მიჩნდება როცა ზღურბზე ვაბიჯებ, მეტყვის ვინმე?!
იანს ჯერ კიდევ ვუბღვერ, ბაბაიაგისგან მოჩვენებების სახლი რომ არ გეყიდა, კვიზინში სხვა ვერაფერი ნახე-თქო? სახლის ყოფილი მეპატრონე ექიმი გახლავთ, კერძოდ ქირურგი, შესაბამისად სახლის სამივე სართული წიგნის თაროებით დაგხვდა გაჭედილი, ლიტერატურა კი მარტივად რომ გითხრათ შემზარავი - ისეთი დასურათებული ენციკლოპედიები ვიპოვე, დღემდე ვნანობ რომ საერთოდ გადავშალე!
გოსთჰაუზს უზარმაზარი სარდაფი აქვს, რომელიც ლაბირინთულ დერეფნებად მიიგრაგნება სახლის ქვემოთ. შუქის ანთებისას ნათურები ზუსტად ისე ციმციმებს, როგორც მიტოვებულ საავამდყოფოებში დაზიანებული სანათები. პირველად რომ ჩამოვედი „ბაშტოვას კლინიკაში“ სერიოზულად შემაჟრჟოლა. სახლის ქვედა ნაწილი ფარეხს, სამ უზარმაზარ ოთახს, ორ სველ წერტილსა და ერთ მოზრდილ საუნას ინახავს. იანმა საუნას ჩართვა სცადა, ძველებურია ხისგან მოპირკეთებული და არ ვიცოდით თუ იმუშავებდა და ორივეს გაგვიკვირდა დანადგარმა ყრუ ჩხაკუნით რომ აგვინთო მწვანე და ხის მომცრო სათავსო, რომელიც გალაკული ფიცრულებით მოეპირკეთებინათ, მთლიანად განათდა. მეც არ ვიცი რატომ და ის საშინელებათა ფილმი გამახსენდა „451 ფარენჰეიტი“ მგონი ასე ჰქვია თუ არ ვცდები. ფილმი ნამდვილ ამბავზეა გადაღებული. ახალგაზრდები საუნაში ჩაიკეტებიან და ცოცხლად იხარშებიან. იანს ფილმის მოკლე სიუჟეტზე რომ ვუამბე სულ ჩქმეტა-ჩქმეტით ამომათრია სარდაფიდან პირი უნდა ამოგიკეროო შე თოჯინა ქალოო. ვუმუღამებ და ჩვენს პოლონელს საშინელებათა ფილმები დიდად არ უყვარს. სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთი მზაკვრული იდეა მომივიდა თავში აზრად და მოუთმენლად ველოდი ჰელოუინის მოსვლას, რომ განმეხორციელებინა და აი ისიც... შანსი მომეცა - ჩვენ უკვე ბაშტოვას სამ ნომერში ვართ, ათასი ქიმიკატებითა და ნიღბებით შეაიარაღებულნი. თან ისე გამოვიყურებით საჰელოუინო კოსტიუმი აღარც გვჭირდება.
მძიმე კარი ჭრიალით გაიღო და მრუმე სიბნელემ პირი დააღო. ცხვირში ნაცნობი სიძველის სუნი მეცა. ძველი კედლების, ძველი წიგნებისა და მტვრის, მიტოვებულ და უადამიანო სახლს რომ სჩვევია ხოლმე ისეთი. არ მომწონს ეს სახლი-მეთქი, ვა!
- კეთილი იყოს შენი ფეხი, გოსთჰუზში, პოლონელო!
წავიჩურჩულე იდუმალი ხმით და ფერდებში შევუღიტინე. სასაცილოდ გაიკლაკნა და კინაღამ ქიმიკატები დაუცვივდა. ხითხითით გავიხადე ტყავის ქურთუკი და ჰოლში, საკიდზე ჩამოვკიდე.
- ბელ, მოგკლავ!
ქიმიკატები ხის თაროზე დაყარა და მუქარით გამობზიკა თითი. თვითონაც გაიხადა დუტი და ჩემი ქურთუკის გვერდით დაკიდა.
- თემატური იქნება, - თმა მაღლა ავიკეცე და აყლაყუდას მხიარულად ავხედე ქვემოდან - მკვლელობა ბაშტოვას, სამ ნომერში, ჰელოუინის ღამეს! შეურაცხადმა ბოსმა, მის პატარა ასისტენს დანით ყელი გამოჭრა! თან ვის, ბიჭო, ანაბელს! თვით ანაბელს!
- ჰი, ჰი, ჰი... - გამომაჯავრა და სასაცილოდ დამეჯღანა - ისე, შენ ხუმრობ და, შენ უფრო საშიში ხარ, ვიდრე მე. ამ უზარმაზარ სახლში სულ მარტონი ვართ და ჩვენ შორის ანაბელი შენ ხარ და არა მე!
თვალები თეატრალურად დაქაჩა და საჩვენებელი თითი ცხვირზე გამკრა. შევუბღვირე.
- ჰი, ჰი, ჰი...
ახლა მე გამოვაჯავრე და ენა გამოვუყე. ახითხითებულმა ქიმიკატებს ხელი წამოავლო და მეორე სართულზე აირბინა. კანალიზაცია გვქონდა გასაწმენდი და ხსნარი ტუალეტის მილში უნდა ჩაესხა. განაბულმა თვალი ავაყოლე და რომ მივხვდი ჩემს ხმას ვერ გაიგონებდა, ტელეფონი ამოვიღე, სწრაფად ავკრიფე ნომერი და პიოტრეკთან გადავრეკე (იანის მარჯვენა ხელი და დამხმარეა, მასზე მოგვიანებით მოგიყვები დეტალურად), თან გულში ვლოცულობდი ჩვენი შეთანხმება არ დავიწყებოდა ვოდკა კაცს. მართალია ჯერ პოლონურს იმდენს ვერ ვახერხებ, რომ სუფთად ვისაუბრო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გეგმა, რომელიც ორი დღის უკან გავანდე, სწორად გამიგო და დახმარებასაც დამპირდა.
ზუმერი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ჯანდაბა! პიოტრეკ, გეფიცები ამ სიამოვნებას თუ ჩამაშხამებ ჩემი ხელით ჩაგახრჩობ ქართულ „განსხვავებულში“, შე ლოთო კაცო, შენა! ზუმერი შეწყდა და ის იყო მეორედ უნდა გადამერეკა, რომ შემოსასვლელმა კარმა სუსტად გაიჭრიალა და მოულოდნელობისგან ისე შევკრთი კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან. ზღურბლზე არც მეტი არც ნაკლები - სისხლიანი მერი იდგა, ჩამოძონძილ თეთრ ფოხანში და ლამის მუხლებამდე თმებში! ერთი ეგ იყო სახეზე გრიმი ისე ვერ წაეთხაპნა როგორც საჭირო იყო და ალაგ-ალაგ ქერა წვერი მოუჩანდა ვოდკა კაცს და ამ გრძელ თმასაც, რომელიც თვალებში ებლანდებოდა წარა-მარა გვერდით ექაჩებოდა, რომ წინ გზა დაენახა. ჩემს ადგილზე ალბათ ნებისმიერი იკივლებდა, მაგრამ ჩვენი „მერიკო“ იმდენად მოუხერხებლად და სასაცილოდ გამოიყურებოდა, შეკავებული ხარხარისგან ლამის გავლურჯდი!
- კურვა მაჩ, ეს რა ჯანდაბაა, პიოტრეკ!
- სისხლიანი მერი! - ხელები გაშალა მეტი თვალსაჩინოებისთვის.
- პიოტრეკ, მე თოჯინის მოყვანა გთხოვე, თავად ჩაითხაპნე-მეთქი, ეგ კიარ მითქვამს!
მაგდენ პოლონურს თავი ვერ მოვაბი და ინგლისურად ვუთხარი. შეკავებული ხარხარისგან უკვე კუჭიც მტკიოდა და ლოყებიც. იდიოტი კაცი, სულ თავი მიქნია გავიგე გავიგეო და ჰო, აშკარად მაგრად გაუგია!
- კარგი, - სული რომ მოვითქვი, წელში გავსწორდი და ძალიან ვეცადე დაბღვერილი „მერისთვის“ სერიოზულად შემეხედა - ახლა უნდა დაიმალო, ნიშანს რომ მოგცემ, მერე დაიწყე, კარგი?
- დობრა!
- ნამდვილად გაიგე? - გადავამოწმე. თან ვცდილობდი ისევ არ გადავბჟირებულიყავი.
- დობრა, დობრა! - პარიკიანი თავი აქტიურად ააქიცინა.
- ანაბელ! - აბაზანიდან იანის მოგუდული ძახილი მომესმა - სახლს ელაპარაკები, თუ საკუთარ თავს?! წყევლა ქალო, შენა!
თავისივე უგერგილო იუმორზე ისევ თვითონ ავახვახდა ბატივით. პიოტრეკს თვალები გადავუბრიალე, დროზე სარდაფისკენ-მეთქი. ტუჩებს კბილები დავაჭირე, როცა პოლონელმა ფოხანის თეთრი კალთები აკურატულად აიკაპიწა და ტყაპა-ტყუპით დაეშვა სარდაფის კიბეებზე. ჯანდაბა, იანმა ინფარქტი თუ არ მიიღო, თავისი ხელით მომკლავს!
- ანაბელ, შენთვის გიჟივით მარტო რატომ იცინი?
პოლონელის ხმა უფრო გარკვევით გავიგონე, ესე იგი აბაზანიდან გამოვიდა. სასწრაფოდ მისაღებ ოთახში შევედი და თავი ისე დავიჭირე ვითომ იატაკზე დახვავებულ წიგნებს ვალაგებდი ყუთში. კიბეები სწრაფად ჩამოირბინა და გაკრეჭილმა ოთახში შემოიხედა.
- რას აკეთებ, შეშლილო?
- შენს ადგილას, ცოტა პატივისცემით ვისაუბრებდი, - წარბი ამეპრიხა საშინლად თვითკმაყოფილს - ხომ არ გავიწყდება ვისთან ერთად ხარ სახლში? თან სულ მარტო!
- ოოო... - ტუჩები მოპრუწა და თვალები გაუფართოვდა - სულ დამავიწყდა, პატარა, საშიში, მანიაკი ანაბელი! ჰორორების მოყვარული ანაბელი! სისხლიანი მერი ანაბელი!
- კურვა კაცი, თანამდებობისთვის შეუფერებელი კაცი! - ავყევი სიცილით და თხელი წიგნი ვესროლე - მშიშარა კაცი!
- ვინაა გოგო მშიშარა?!
თვალები გადამიბრიალა და ძირს დაბერტყებულ წიგნს ხელი წამოავლო.
- ჭკვიანად იყავი, თორემ ისევ იმ ტიპს დავუძახებ, წეღან ქუჩაში რომ დარბოდა სისხმოწყურებული!
- ჰი, ჰი, ჰი... - თვალები დაავიწროვა და ენა გამომიყო. სიცილი ამიტყდა, ბავშვია ამხელა კაცი! - არ შემშინებია, უბრალოდ არ ველოდი!
გაპრავების მომგონებელი მომიახლოვდა და წიგნებთან დაიხარა. მეორე და მესამე სართულიდან ტონა წიგნები ჩამოვზიდეთ. იანი ყველაფერს ნაგავში მოისროდა, მე რომ არ მეთხოვა ცოტა ხანი ქვემოთ დავტოვოთ-თქო, იქნებ ჩემთვის რამე საინტერესო მეპოვა? წიგნების მანიაკი ვარ, თუნდაც უცხო ენაზე იყოს, ბოლოს და ბოლოს, პოლონურს ხომ უკვე ვსწავლობ?
- იან, დარწმუნებული ხარ, რომ სახლის ყოფილი მფლობელი ექიმი იყო? - ეჭვით გადავავლე თვალი ეროტიული ფოტოებით აჭრელებულ წიგნებს - მე რაღაც პორნოსთარზე მეფიქრება.
- ეს მხოლოდ რომანებია, სულელო!
გამიცინა და ერთ-ერთი წიგნი ხელში შეათამაშა. გარეკანზე ისეთი დებილური ფოტო იყო გამოსახული, კასანდრას დროინდელი პოსტერები მომაგონდა.
- რომანი ნაკლებად, უფრო ეროტიკა მგონია! - თითი გავბზიკე იანის ტერფებთან დაგდებული წიგნისკენ. შიშველი ქალი სარკესთან „იმნაირობებს“ შვრებოდა.
- ჰოო, მგონი მართალი ხარ! - ახითხითებული ჯერ გარეკანს დააკვირდა და მერე ნაგავში მოისროლა უბოდიშოდ. - გუშინ მე და პიოტრეკმა ზემოთ ძველი პორნოგრაფია ვიპოვეთ. ორმოცი ან სამოცი წლის უკანდელი წიგნი იყო.
- სერიოზულად?
სიცილი ამიტყდა. მფლობელის პატიოსნებაში კიდევ უფრო შემეპარა ეჭვი. თან დავინტრიგდისავით, ნეტავ როგორია ძველი პორნოგრაფია? ფურცლებზე „შიშველ“ სტარებს ალბათ მხოლოდ კოჭები თუ უჩანთ. დიდებულია, გარყვნილი კუდიანი დედაბებერი, ძველი პორნოგრაფიითა და ეროტიული წიგნის კარადებით გადაჭედილი, საშიში სახლით! სუპერ!
- იან... - ეშმაკურად ავხედე ქვემოდან, თან არასასურველ მაკულატურას ნაგვის ყუთში ვყრიდი.
- ჰო... - თავი არ აუწევია ისე მოისროლა რამდენიმე წიგნი.
- ყველაზე მეტად რისი გეშინია?
ძველი ბიბლიისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა და უცნაურად ამომხედა. მისმა რეაქციამ გამაკვირვა. განა რა ვიკითხე ასეთი?
- რატომ მეკითხები? - ისე დასერიოზულდა, მხიარულება წამში გამიქრა.
- უბრალოდ, - გავუკრიჭესავით.
წამით შეყოყმანდა. დუმილის მიზეზს ვერ მივუხვდი. თავი უხერხულად ვიგრძენი, იქნებ ისეთი რამე ვიკითხე რაც არ უნდა მეკითხა? ენას კბილი კი დავაჭირე, მაგრამ გვიანი იყო უკვე. მობოდიშება დავაპირე, რომ უცებ გამომეტყველება წამში შეიცვალა, ჩემკენ გადმოიხარა და აბრჭყვიალებული თვალებით შემომცინა.
- შენი სახის, როცა ძალიან ბრაზდები!
- ჰი, ჰი, ჰი...
გულზე მომეშვა. მასხარა ხარ ამხელა კაცი, მასხარა! შურისძიების სურვილით შეპყრობილს ჩემი კოზირის არსებობა სულ გადამავიწყდა და ცივად ვიკბინე ტუჩზე. ფუ შენი!
- იან... იცი, შენ ლეგენდა, სისხლიან მერიზე, როგორ უნდა მოუხმო?
- ენა გააჩერე ახლა, თორემ გცემ! - თითი დამიქნია ჰორორების რისხვა კაცმა.
- სარკის წინ ხმამაღლა უნდა დაიძახო, „სისხლიანი მერი“ სამჯერ. - წავიჩურჩულე იდუმალი ხმით - აი მაგალითად, ასე... სისხლიანი მერი... სისხლიანი მერი...
ხმამაღლა წარმოვთქვი „შელოცვა“, რაც პიოტრეკისთვის მინიშნება იყო, რომ მოქმედება უნდა დაეწყო. როგორც კი წინადადება დავასრულე, მთელს სახლში შუქი გაითიშა. ყოჩაღ ვოდკა კაცო, გადამრთველისთვის წარმატებით მიგიგინია!
- შენ რა მეკაიფები?!
მაშინვე წელში გასწორდა დაბნეული და სასწრაფოდ ტელეფონი აანთო. ვაიმე ისეთი სახე ჰქონდა, ხარხარისგან თავი ძლივს შევიკავე და შეშინებული გამომეტყველება ავიკარი სიფათზე.
- იან... რა ხდება? მე ხომ მხოლოდ ვიხუმრე?!
- მოოოოიცა, მოიცააა, - სიცილი აუტყდა და ანთებული ტელეფონი ოთახს მოატარა - გამოტყდი ეშმაკის ფეხო, რა ჩაიდინე?!
- მე? - ისე შევიცხადე, ლამის თავადვე ვირწმუნე საკუთარი „უდანაშაულობა“ - რა სისულელეს მეუბნები?! რამე მეტყობა მხიარულების?!
სწორედ ამ დროს სარდაფის კიბეებმა ჭრიალი დაიწყო და ყალყზე შედგა კიდეც ჩვენი პოლონელი. ო კურვა, კურვაო, ტელეფონის ფანარს დაუწყო წვალება, თან ბოლომდე კიდევ არ სჯეროდა, რომ სახლში დატრიალებული უცნაური ამბები ჩემი ნამოქმედარი არ იყო. ის იყო ჩემკენ მობრუნდა „ჩემი ხელით დაგახრჩობ, თუ ამაში შენი ხელი ურევია“ სახით, რომ ჭრიალის ხმა ბოლო საფეხურზე გაისმა და უეცრად სამარისებური მდუმარება ჩამოწვა სახლში.
- იან... ახლა ვიკივლებ!
მეტი ეფექტისთვის წელზე ავეკარი და ცალი თვალთ გამოვიჭყიდე ფინალური სცენის დასანახად. ის იყო რაღაცის სათქმელად პირი გააღო, რომ სარდაფის კარი სამყაროში ყველაზე მოუხერხებელმა „მერიკომ“ გამოგლიჯა თავისზე დარჩეს კივილით, სინამდვილეში კი ხრჩობა-ხველებით და ჩვენკენ გამოქანებულს ფოხანზე ფეხი დაებიჯა, წაიფორხილა, თვალებზე ჩამოფხატებულმა პარიკმა თვალთახედვის არეალი მოუსპო და თავი ვეღარ შეიმაგრა, ჩვენი ვოდკა კაცი ლაყე კვერციხვით დაენარცხა იატაკს და თავისი სანაქებო პარიკიც მოსძვრა.
გაშტერებული იანი ერთი წუთის განმავლობაში დაბნეული აფახურებდა წამწამებს. შემდეგ კი დოინჯი შემოირტყა და ჩემკენ შემობრუნდა პირგამეხებული. დამნაშავე კნუტივით მოვიბუზე, ლოყები გამებერა და უცებ ისეთი სიცილი წამსკდა ორმა პოლონელმა ერთად ძლივს მომაბრუნეს. სამყაროში ყველაზე უხეირო მოჩვენება ხარ, პიოტრეკ! კაცი ვერაფერში გამოგიყენებს!
იანს ელდამ რომ გადაუარა და ცოტა სიბრაზემაც, ჯერ პიოტრეკის გრიმზე იხარხარა და შემდეგ მის მოჭეჭყილ ცხვირზე, რომელიც დაცემისას გვარიანად გაუწითლდა. მერე ორივე კუთხეში აგვწურა, როგორც ყველაზე უპასუხისმგებლო და უნიჭო არსებები პლანეტაზე და მკაცრი გამოსვლა საბოლოოდ იმით დაასრულა, რომ პიოტრეკი სახლში იმავე ფორმით გაუშვა, რომლითაც აქამდე მოვიდა, თან გამოცვლა აუკრძალა - იცოდე ორი თვე ხელფასს არ გაღირსებო მუქარით. მე კი სახლში წამომაპრონწიალა და ჩემს ოთახში დამტოვა დასჯილი ბავშვივით, ორი დღე ჩამოშორებული ხარ საქმესო! ჰოდა ვზივარ ახლა დროებით სამსახურჩამორთმეული ემიგრანტი ჩემს ოთახში და ნამოქმედარის გახსენებისას ისევ გულიანად ვხარხარებ. არაუშავს, სასჯელს ავიტან, სამაგიეროდ იანის სახე არასოდეს დამავიწყდება, არც პიოტრეკის, რომელმაც თავისი მოუქნელობით ორივეს გაგვიჩალიჩა! სავარძელში ვზივარ, ამას შენთვის ვწერ და თან ვიბოღმები, ბიჭო სასჯელი რომ არ ამცდებოდა კი ვიცოდი და დასახული მიზნისთვის მაინც მიმეღწია?! - იანს არ შეშინებია და იმედი მაქვს იმის მიმართაც დაკარგავს შიშს, რამაც თავში გაუელვა ჩემი კითხვის მოსმენისას, თუმცა მოხერხებულად არ შეიმჩნია...

პ.ს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოსი გავაბრაზე, რავიცი ორი დღე მცალია და მოგილხენთ ჩანაწერებით ;დდდდდდდდდდდდდ



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

გადარეულო :D
რა იცოდა მაგ კაცმა, რა შარში ყოფდა თავს, ჰო?! :D
ეგეთი სახლები მეც მზაფრავს. აურამ თუ არ მიმიზიდა, საშინლად ცუდად ვგრძნობ იმ გარემოში თავს.

 


№2  offline წევრი შამხათი

ვაიმე , რამდენი ვიცინე:) თან წარმოვიდგინე ეგ სცენა და მგონი ბავშვი გავაღვიძე, დავიხრჩვი ლამის:)
აღარ დაიკარგო ხოლმე, შენი ამბები მაინტერესებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

უუჰ რა გამახარე,ვიცინე გემრიელეად,ხო ეგეთი სახლების მეც მეშინია,.

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatuna

იმდენი ვიხარხარე, გარშემო ყველა შევაშინე ????????????????????????????

 


№5  offline წევრი beshqen

ოხ ანაბელ,შენ რა გითხარი,რა ჭინკა ხარ,ინფაქტი არ დამართო მაგ კაცს ფრთხილად იყავი შე გადარეულო..ვინაიდან და რადგანაც გცალია,ველოდები რომ ატვირთავ სხვა შენს თავგადასავლებს,როგორ მათბობ რომ იცოდე,გელოდები

 


№6  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
გადარეულო :D
რა იცოდა მაგ კაცმა, რა შარში ყოფდა თავს, ჰო?! :D
ეგეთი სახლები მეც მზაფრავს. აურამ თუ არ მიმიზიდა, საშინლად ცუდად ვგრძნობ იმ გარემოში თავს.


ვითომ გუშინ გამებუტა და დღეს მაინც მომაკითხა გავედით საქმე გვაქვსო ;დდდდდ მართლა პომარანჯა კაცი ;დდდდ <3 <3 <3

შამხათი
ვაიმე , რამდენი ვიცინე:) თან წარმოვიდგინე ეგ სცენა და მგონი ბავშვი გავაღვიძე, დავიხრჩვი ლამის:)
აღარ დაიკარგო ხოლმე, შენი ამბები მაინტერესებს.


მე კიდევ როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა ^_^ <3 <3 <3 ჰო, ჰო აუცილებლად ვეცდები მაქსიმალურად თქვენთან ვიყო ^_^ <3 <3 <3

სტუმარი nancho
უუჰ რა გამახარე,ვიცინე გემრიელეად,ხო ეგეთი სახლების მეც მეშინია,.


აბა საწყალ პიოტრეკს ჰკითხეთ ;დდდდდდდდდ საწყალს ყველაზე ცუდი ჰელოუინი ჰქონდა გუშინ ;დდდდდდდ

სტუმარი Khatuna
იმდენი ვიხარხარე, გარშემო ყველა შევაშინე ????????????????????????????


;დდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3

beshqen
ოხ ანაბელ,შენ რა გითხარი,რა ჭინკა ხარ,ინფაქტი არ დამართო მაგ კაცს ფრთხილად იყავი შე გადარეულო..ვინაიდან და რადგანაც გცალია,ველოდები რომ ატვირთავ სხვა შენს თავგადასავლებს,როგორ მათბობ რომ იცოდე,გელოდები


დღეს კიდევ ერთი თავით დავბრუნდები 12 საათის მერე საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3 <3 მე კიდევ შენი თბილი კომენტარები მათბობს ^_^;დდდ <3 <3 <3 <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მე და კალანდია ერთობ შეშფოთებულნი ვართ იმით რომ უჩვენოდაც მშვენივრად ღლიცინებს აქ ქალბატონი. ნუ,ალექს ისღა დაგვრჩენია დავქორწინდეთ და ჩვენი შვილი ამ დედაკაცს არ.ვაჩვენოთ აეგრე !


არადა როგორ გელოდები ხოლმე და შენ ისევ ნისლში ხარ და არ მხედავ !
არადა გელოდები.

 


№8  offline მოდერი belle...

Gossipy girl
მე და კალანდია ერთობ შეშფოთებულნი ვართ იმით რომ უჩვენოდაც მშვენივრად ღლიცინებს აქ ქალბატონი. ნუ,ალექს ისღა დაგვრჩენია დავქორწინდეთ და ჩვენი შვილი ამ დედაკაცს არ.ვაჩვენოთ აეგრე !


არადა როგორ გელოდები ხოლმე და შენ ისევ ნისლში ხარ და არ მხედავ !
არადა გელოდები.


ვუაიმე კანდელაკო რა კულტურულად მიმათათხე ;დდდდდ <3 <3 <3 <3 მეც მიყვარხარ ჩემო თბილო, ტკბილო, სიყვარულო <3 <3 <3 და ძალიან ძალიან მენატრები კიდევ <3 <3 <3 მოთმინება სათნოებაა დაო... წყევლას და რამის სროლას არ ვართ იცოდე! ;დდდდ <3 <3 <3 მენატრები ლიზ...

 


№9  offline წევრი Impermeable

ვაიმე ცუდად ვარ სიცილსგან, რა კარგია ერთ დღეში წავიკითხე ყველა თავი <3 kissing_heart

 


№10  offline მოდერი belle...

Impermeable
ვაიმე ცუდად ვარ სიცილსგან, რა კარგია ერთ დღეში წავიკითხე ყველა თავი <3 kissing_heart


უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო ;დდდდ <3 <3 <3 პ.ს. მე კი ეგ სიცილი ძვირად დამიჯდა ჩემს ერთადერთ ნევს გეფიცები ;დდდდდდდდდდ <3 <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ძალიან ვიხალისე მადლობა ამისთვის შუაღამით შეშლილივით ვიცინოდი დიდი ხანია ასე არ მიცინია მგონი ირგვლივ გავაგიჟე ყველანი მიხარია გარგად ხართ შდილობთ კარგ განწყობაზე იყოთ და გვამყიფოთ წარმატებები ????????????

 


№12  offline მოდერი belle...

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო ძალიან ვიხალისე მადლობა ამისთვის შუაღამით შეშლილივით ვიცინოდი დიდი ხანია ასე არ მიცინია მგონი ირგვლივ გავაგიჟე ყველანი მიხარია გარგად ხართ შდილობთ კარგ განწყობაზე იყოთ და გვამყიფოთ წარმატებები ????????????


მადლობა დიდი <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent