შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 9 თავი


1-11-2020, 11:50
ავტორი lullaby
ნანახია 2 433

6 აგვისტო, 2019 წელი
***
ბოტანიკური ბაღი მთელი თავისი სილამაზითა და სიმდიდრით გვხვდება. ადრე მივდივართ, ამიტომ ხმაური არაა. გრილი სიო მოგვყვება გვერდი-გვერდ და ბამბუკებსა და ათასნაირი ჯიშის ყვავილს შორის დაჰქრის. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ახალი მცენარე, ახალი მშვენიერება და ახალი სურნელია. ხეებზე შემომსხდარი ჩიტები სტუმრებს ათვალიერებენ. ბავშვები უკან მოგვყვებიან უფროსებს. უფლებას არ ვაძლევ, რომ წინ წავიდნენ და დაგვშორდნენ. სოფის თავისი ფოტოაპარატი უკავია და უამრავ ფოტოს იღებს. ნანიკო და დავითი ისევ რაღაცას ვერ იყოფენ და მათი კამათი ბაღში ფუტკრების ბზუილივით ისმის. ლუკა გვერდით მომყვება. ძალიან ახლოს. თავიდან ხშირად ხვდებიან ჩვენი იდაყვები ერთმანეთს, შემდეგ კი თითებს მიჭერს და უხმოდ ვთანხმდებით ხელჩაკიდებულ გასეირნებაზე. გიორგი ჩუმად მოგვყვება, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და არაფერი რჩება უყურადღებოდ. სკოლის დირექტორს ჰგავს.
- მგონი შენს მეგობრებს არ მოვწონვარ. - ჩუმად მეუბნება ლუკა.
- საიდან მოიტანე? - გაკვირვებული ვუყურებ, თუმცა ლუკა სულელი და მშვენივრად ხვდება რაღაცებს.
- ნანიკოს და გიორგის ვგულისხმობ. განსაკუთრებით გიორგის.
- არა, ლუკა, ეჭვიანობენ. რომ არ მოსწონდე, დამიჯერე ამას დიდი ხნით ადრე აშკარად გაგრძნობინებდნენ.
- შემეჩვევიან? - წარბებს სწევს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. რომ შეეჩვივნონ, დროა საჭირო. მე კი ჩემსა და ლუკას ურთიერთობას ამხელა დროს ვერ ვაძლევ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი. რამდენჯერაც ლუკამ ჩემსკენ თამამი ნაბიჯი გადმოდგა, იმდენჯერ იმ ღამით გიორგი მესიზმრა. ვიცი, რომ ძალიან უიმედოა ჩემი მცდელობები და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვნებდები.
- ჯერ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთმანეთს. - ვუღიმი ბიჭს და იმედი მაქვს, რომ ფიქრები სახეზე არ მაწერია.
ლუკა თავს მიქნევს და ჩვენს ხელებს დაჰყურებს. ნეტავ მასაც ეჭვი ხომ არ ეპარება?
მერე სოფი გვაჩერებს და ანსამბლს მასწავლებლებთან ერთად ჯგუფურ ფოტოს გვიღებს. მერე კი მარტოს მიგულებს და ლუკაზე მანიშნებს.
- რაღაცები შეცვლილა.
- ხო, ნელ-ნელა. - ვუღიმი.
- კარგია, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. - მხრებს იჩეჩავს.
- ნუ ღელავ, დანარჩენებიც. - მეცინება და უკან, ჩამორჩენილ მეგობრებს ვათვალიერებ. - და სამწუხაროდ ლუკა ამას გრძნობს.
- ეჭვი არ მეპარება, ჭკვიანი ბიჭი ჩანს. - მკრთალად იღიმის სოფი და გვერდულად მიყურებს. - ცოტა დრო მივცეთ და კიდევ დაინახავს რაღაცებს.
- მაგალითად? - ინტერესით ვუყურებ, ვერ ვხვდები, რას გულისხმობს.
- მაგალითად იმას, რომ რეალურად ჩვენ მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.
- იცი, რომ ბოლო დროს საკმაოდ ორაზროვნად მელაპარაკები? - ვიცხადებ.
- მართლა? - ეცინება. - შენს დაბნევას არ ვცდილობ.
- არადა კი გამოგდის.
- მაპატიე. - დამნაშავესავით აბრიალებს თვალებს სოფი, მერე კი მეუბნება: - მადლობა მაქვს შენთვის სათქმელი.
- რისთვის?
- არ გამოტყდი, თუმცა ვიცი, რომ იცოდი, აქ წამოსვლას რომ არ ვაპირებდი.
ღმერთო! აი ამაზე საუბარი კი მართლა არ მინდა. თანაც, სოფისთან.
- კარგი, გამომიჭირე. - ვუღიმი ხაფანგში გაბმულივით. - უბრალოდ, ვიფიქრე, თუ რამე იყო მოსაგვარებელი, ახალი გარემო ყველაფერს გამოასწორებდა.
- და სწორადაც იფიქრე. აქ წამოსვლა მართლა კარგი აზრი იყო.
- მიხარია თუ ასეა. იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თქვენს საქმეში რომ ჩავერიე.
- მეგობრებს ეპატიებათ. თანაც, კარგი განზრახვა გქონდა. მეც ასე მოვიქცეოდი. აქ რაღაცებს სხვა თვალით შევხედე და ყველაფერი უფრო მარტივად აღსაქმელი გახდა.
- ძალიან კარგი. - ვეუბნები. ალბათ შერიგებას გულისხმობს.
სოფი მიღიმის, მერე ფოტოაპარატს იმარჯვებს და ჩვენს უკან მოკამათე დავითსა და ნანიკოს უღებს სურათს.


***
დელფინარიუმი ნამდვილი სიმშვიდისა და ჰარმონიის ზონაა. ჩემს მოსწავლეებზე არანაკლებ აჟიტირებული და აღფრთოვანებული ვუყურებ დელფინების ტრიუკებს. შემდეგ ბათუმის ბულვარში გასეირნებაზეც მიყოლიებენ ბავშვები და უარს ვერ ვეუბნები. უკვე შებინდებას იწყებს, ციცინათელასთან რომ ვაჩერებთ ავტობუსს. ბავშვებს ვეუბნები, რომ ათ საათზე ყველა უნდა იყოს ტრანსპორტთან და შემდეგ ვაძლევ უფლებას გაიფანტნონ. საბედნიეროდ მშობლები მეხმარებიან მათთვის ყურადღების მიქცევაში.
- აქედანვე გაფრთხილებ, სიმაღლის მეშინია. - მეჩურჩულება ლუკა. - ოღონდ არ გამიბაზრო.
- ხუმრობ. - ვუყურებ გაკვირვებული.
- ჩემი ხუმრობები ხომ უკვე დაამუღამე. - მხრებს იჩეჩავს. - ატრაქციონებით ვერ ვერთობი.
- არაუშავს, ამდენ ადრენალინის მოყვარულ ადამიანს, ერთი მაყურებელიც ხომ გვჭირდება.
- ეს რომელი ფაზაა, მტკივნეულ ადგილებზე წიხლის დაჭერის? - შუბლს კრავს ლუკა.
- უფრო, ლოგიკური გამოსავლის ძებნის. - ვუცინი და დანარჩენებისკენ ვტრიალდები. - აბა, რომლით დავიწყოთ?
გიორგი ამბობს, მე დავრჩებიო, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, მაგრამ არ ვაცივდებით არც მე და არც სოფი. ბარათზე თანხას ვრიცხავთ და ეშმაკის ბორბალისკენ მივდივართ. დიდი ხანია, ატრაქციონებით არ დავმტკბარვარ. და, რადგან ფესტივალზე სანერვიულო აღარაფერი მაქვს, მთელი ენერგიის დატოვებას აქ ვაპირებ.
უკვე ბრუნვას იწყებს ბორბალი, ქვემოთ დარჩენილ ლუკას და გიორგის რომ ვხედავ. ბიჭი სიგარეტს სთავაზობს ლუკას და უკიდებენ. მერე კი საუბარს იწყებენ. რაღაცნაირად ვიძაბები. ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ გიორგის ეშმაკის ბორბალზე ამოსვლის უარის მიზეზს მივუხვდი, მაგრამ არ გამომდის. ახლა ვხვდები, მთელი დღის მანძილზე ასე საეჭვოდ ჩუმად რატომ დაიარებოდა. აქ კი მასთან განმარტოების შანსი მიეცა. ვბრაზობ. ვიცი, რომ ჩემზე დაელაპარაკება. ღმერთო, გიორგი, იმედი მაქვს ზედმეტი არ მოგივა და იმედი მაქვს, ამის გამო კამათი არ მოგვიწევს.
სანამ დავითი და სოფი ფოტოაპარატში სურათებს განიხილავენ, ნანიკო ხელის შეუმჩნევლად მორტყმით მახვედრებს, რომ არც მას გამოპარვია ქვემოთ დარჩენილი გიორგის ილეთი.
- ჩვენი ბიჭი ფორმაშია. - მეჩურჩულება და ტუჩებს მაგრად აჭერს ერთმანეთს, რომ არ გაეცინოს.
- მოკეტე, ნანი. - ვცრი კატეგორიულად.
- აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. - მაინც არ აჩერებს ენას. სოფის ვავლებ თვალს და ნანიკოს ხელზე ვჩქმეტ.
- ახლა ქვემოთ აღმოჩნდები და უკეთესად დაინახავ!
გოგო იცინის და თავს აქნევს. ყურადღებას აღარ ვაქცევ, არც ნანიკოს და არც დაბლა დარჩენილებს. ხედს ვუყურებ. ჰორიზონტს ფერმკრთალად დამჩნევია მზის უკანასკნელი ცეცხლისფერი. იმდენად მაღლა ვართ და იმდენად ახლოს არიან მუქ კრიალა ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავები, რომ გგონია, სადაცაა მათ შორის აღმოჩნდები. ქვემოთ ვიხედები და ადრენალინი მუცელში სასიამოვნოდ ფარფატებს. გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ დავტკბე ამ მომენტით, მაგრამ დაბლა დარჩენილები მაინც ცოცხლდებიან გონებაში. მაინც ვფიქრობ იმაზე, თუ რა დამხვდება იქ დაბრუნებულს.
მაგრამ არაფერი. კარგად თამაშობს ორივე. გიორგი შიშის ოთახში გვთავაზობს გასეირნებას და ყველაფრის შემდეგ ისე ირონიულად ჟღერს მისი მხრიდან, რომ მინდა რამე დამსახურებული ვუთხრა, მაგრამ თავს ვიკავებ. ერთი წამით ხვდებიან ჩვენი თვალები ერთმანეთს და ვხედავ, როგორ ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეებში. გაიძვერა!
- აბა, რა ხდებოდა ზემოთ? - მეკითხება ლუკა და თითებს მიჭერს. ჰმ, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა.
- დარწმუნებული ვარ, ქვემოთ უფრო საინტერესო იყო. - ნიშნისმოგებით ვწევ ცალ წარბს. ინტერესი არ მასვენებს, თუმცა ვიცი, რომ პასუხებს ვერ მივიღებ. ბიჭს ეცინება.
- სიმაღლიდან მაგის გარკვევა ძნელი იქნებოდა. - ამბობს ის. - აბა, ახლა გავიგებთ, მშიშარა ხარ თუ არა.


***
აბაზანიდან ძალაგამოცლილი გამოვდივარ. დავიღალე, მაგრამ არ მეძინება. ნანიკო მაინც ვერ თოკავს თავის ცნობისმოყვარეობას და ჩემს ფურცლებს ჩაჰყურებს. უხერხულობას არ ვგრძნობ, რადგან ყველა სიტყვა და ყველა სიტუაცია იცის, რაც იქ წერია. ხანდახან ოხრავს. მესმის მისი, წერა არც ჩემთვისაა იოლი. ბოთლით წყალს ვიღებ და აივანზე გავდივარ. მეზობელი კარიდან სინათლე გამოდის. ალბათ მათაც ჯერ ისევ ღვიძავთ.
„ - დილით ზღვაზე შევხვდებით?“ - მწერს ლუკა.
„ - კი, ვაპირებ.“ - ვპასუხობ.
„ - დღევანდელი გამომშვიდობება არ გამოგვივიდა და დანაკლისის შეგრძნება მაქვს.“
„ - სამაგიეროდ, მთელი დღე ერთად ვიყავით.“
„ - კარგი, ჩემს პრიორიტეტებზე სალაპარაკოდ ცუდი დროა. ხვალ შევხვდებით. ძილინებისა.“
„ - ხვალამდე, ლუკა.“
წყალს ვსვამ და ხარბად ვუშვებ ზღვიდან მონაბერ სიოს ფილტვებში. უკვე ოთახში დაბრუნებას ვაპირებ, რომ გვერდით ოთახიდან საუბრის ხმა მესმის, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევ. მერე კი გიორგი გამოდის. ჩემს დანახვაზე ერთი წამით ცბება. არ მელოდა. მერე მიღიმის, აივანს ეყრდნობა და სიგარეტს უკიდებს. სოფი შიგნით შუქს აქრობს და აღარ საუბრობს. შორიდან ტალღების სუსტი ხმა მოდის.
- ვერ იძინებ? - მეკითხება.
- ხო, დაახლოებით. - ძალიან მინდა ვკითხო, რაზე ისაუბრეს მან და ლუკამ, მაგრამ თავს ვიკავებ. - ვერც შენ?
- მეც დაახლოებით.
ცოტა ხნით სიჩუმეა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვერ ვისვენებ აქ მასთან მარტო. აივნის მოაჯირიდან მობილურს ვიღებ.
- არ იდარდო, მარიამ, - მეუბნება გიორგი და გვერდულად მავლებს თვალს. - შენი ბიჭისთვის ისეთი არაფერი მითქვამს, რომ რამე გამეფუჭებინა.
- მაგას უკვე მივხვდი და არ ვდარდობ, გიორგი.
- ძალიან კარგი. მაშინ, ძილინებისა. - მკრთალად იღიმის და ზურგით დგება.
- ძილინებისა. - ვპასუხობ, ოთახში შევდივარ და ვწვები. ღმერთო, რატომ ვგრძნობ თავს ასე ცუდად? რა სჭირთ გიორგის თვალებს? რა სჭირს სოფის?


6 აგვისტო, 2019 წელი
***
მუცელზე ნანიკოს ნაჩუქარ სამკაულს ვიკრავ და კუპალნიკზე თხელ მოსაცმელს ვიცვამ. კარგი ამინდია და მინდა ცურვით გული ვიჯერო. სამ დღეში წავალთ, ამიტომ მინდა დარჩენილი დრო ზღვას დავუთმო.
- მძინარე ლაპარაკობდი. - მეუბნება ნანიკო.
- რას? - ვუყურებ გაკვირვებული.
- არ ვიცი, რაღაც დაულაგებელს, მაგრამ აშკარად შეწუხებული იყავი.
- ეგღა მაკლდა. - თავს ვაქნევ და ჩემს შლოპანცებს ვეძებ. - იმედი მქონდა, რომ ქობულეთი ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ მგონი პირიქით მოხდა.
- რატო? - შუბლს ჰკრავს გოგო.
- სალაპარაკოდაც არ ღირს.
- ხო, რა თქმა უნდა, გაექეცი ამაზე საუბრას და მერე ღამით დაიწყე ბოდვები.
- როგორ მოგაბეზრე თავი. - ვუღიმი ჩემს მეგობარს და ვეხვევი.
- ნუ მთაფლავ. - მხრებზე მიჭერს ხელებს და მაგდებს. მეცინება. - თუ მზად ხარ, წავიდეთ. - გოგო მიდის და კარს აღებს. ზღურბლზე ლუკა გვხვდება ხელაწეული, ალბათ დაკაკუნებას აპირებდა. - კონსიერჟი არ გამოგვიძახებია. - ეუბნება ნანიკო.
- სასტუმროს ხარჯზეა განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. - მომხიბვლელად იღიმის ლუკა. ნანიკო მობეზრებით ოხრავს და გადის. - სალამი. - მეუბნება, ოთახში შემოდის, კარს ხურავს და ზედ ეყუდება.
- წავიდეთ. - მეცინება მის საქციელზე.
- აუცილებლად. - ჩემსკენ დგამს ორ ნაბიჯს და თან მათვალიერებს. - კომპლიმენტის თქმა მინდა, მაგრამ ყველა სიტყვა მებანალურება, რაც თავში მომდის.
- შენი გულახდილობა ჩემი ფავორიტია.
ლუკა მიახლოვდება, ფრთხილად მხვევს წელზე ხელს და მკერდზე მიკრავს.
- ძლივს გათენდა. - ამბობს ის ჩემს ტუჩებთან და მკოცნის. მეც ვყვები. მინდა დავივიწყო გუშინდელი აუხსნელი დიალოგები. მინდა გაქრეს გიორგის შენახები ჩემს წელზე და ლუკას მხურვალე ხელებმა დაიკავოს. მინდა მისი კოცნა და მოფერება მიჩქარებდეს გულს და არა გიორგის ჩვეულებრივი გამოხედვა. მინდა, მაგრამ ძალიან მყარია იატაკი, ძალიან მკვეთრია გონებაში გაცოცხლებული ამ მომენტისთვის შეუფერებელი სურათები. ვჩერდები. ვერ ვუძლებ. ძალიან რთულია საკუთარ თავზე ძალის დატანება. ლუკა ჩემს ლოყებზე ასრიალებს თითებს და მეკითება. - რამე მოხდა?
- არაფერი. - ვუღიმი. არ მინდა გავცე ჩემს თავში არეულობა. არ მინდა იფიქროს, რომ რამეშია თვითონ დამნაშავე. - გველოდებიან. - მის ხელს ვიჭერ და ნომრიდან გავდივართ.


***
ყველა ზღვაზეა. ბავშვებს და მშობლებს ვესალმები და ცოტა ხნით მათთან ვატარებ დროს. შემდეგ მეგობრებისკენ მივდივარ და ნანიკოს გვერდით ვჯდები. გოგო კრემს მაძლევს და ზურგზე წამისვიო, მეუბნება.
- არ გინდათ საღამოს დავლიოთ? - თავს უკან აბრუნებს ის, რომ ყველამ გაიგოს.
- ჩანაწერებიო, დალევა... რაღაც დეპრესიულად ჟღერს შენგან ნანი, - ეცინება ფეხმორთხმით მჯდომ გიორგის. - ზღვამ ხომ არ იმოქმედა შენს მეორე მეზე?
- ნუ მიწვევ, თორემ გულს გატკენ. - მზის სათვალეს ცხვირის წვერზე იწევს გოგო. - დეპრესია არ მაქვს. მინდა, რომ ზღვაზე მყოფმა ზღვაზე მყოფივით ვიგრძნო თავი და არა კლასის დამრიგებლად.
- ჩემს ანსამბლზე ცოტა წესიერად ილაპარაკე. - მხარზე ვურტყამ ხელს.
- არ მგონია, შენ ვინმე გიშლიდეს ხელს თავის განებივრებაში. - ამბობს გიორგი.
- ვერც ვერავინ დამიშლის. თქვენზე ვფიქრობ. რაც ჩამოვედით, ან ბავშვებს დავსდევთ, ან დაკარგული წერილებივით დავდივართ.
- ბაზარი არაა. - მზეს მიფიცხებული დავითი თავს ოდნავ სწევს.
- შენ დიდად არ გგულისხმობ, ამიტომ არც გეპატიჟები.
- არც მაინტერესებს. მე ჩემს სასტავთან ვარ. შენ არც გიმჩნევდი და რაღა ახლა შეგიმჩნევ?
- ერთი წუთით. - ვაჩერებ ორივეს. - ბავშვებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ.
- შენი ბავშვები დღეს ცოტა ადრე დააძინე დედიკო და თავს განებივრების უფლება მიეცი. - ხელიდან მტაცებს თავის კრემს ნერვებმოშლილი ნანიკო.
- ხო, ნანი მართალია, - ამბობს სოფი. - თუ არადა, აქაურობას დიდი ხნის წინ მიეჩვივნენ. ისედაც არაფერს აშავებენ. რა მათი ბრალია, ახალგაზრდა მასწავლებლები რომ ჰყავთ?
ჯერ ლუკას ვუყურებ, რომელიც თანხმობის ნიშნად სოფის თავს უქნევს და მერე თვალს მიკრავს. შემდეგ კი გიორგის, რომელიც თითქოს ღიმილით ადევნებს თვალს ჩვენს მოლაპარაკებას, მაგრამ მეჩვენება, რომ ერთად დალევის დიდი მომხრე არ არის. მაგრამ მაინც ამბობს:
- კარგი, მარიამ, ბავშვებთან მოვგვარდებით. უყურადღებოდ არ დარჩებიან.
- თავს ხომ არ იძვრენ ამ მიზეზებით? - მეკითხება ეჭვით ლუკა.
- ხო, ძალიან ცუდი სიმთვრალე მაქვს. - მეცინება.
- ეგრეა, მეორე დღეს აღარაფერი ახსოვს ხოლმე. - ჩემს გასაბრაზებლად ამბობს გიორგი, მაგრამ ვერც კი ხვდება, რას იწვევს ჩემში. სიცილი სახეზე მეყინება. შიგნიდან ისე ძლიერ მირტყამს გული, რომ მგონია გასკდება. ერთი წამით აღელვებისგან მაკანკალებს კიდეც და ნანიკოს მხარზე ჩამოდებულ ხელს ვიღებ, თუმცა დაგვიანებით. ის გრძნობს და ჩემსკენ ატრიალებს თავს. გთხოვ ნანი, გადამარჩინე, ვემუდარები თვალებით და ვცდილობ სახეზე არ შემეტყოს ის, რაც ჩემს შიგნით ხდება.
- სტაჟიან მსმელებს უხარიათ გამოუცდელებს რომ ჩაგრავენ? - თვალებს უბრიალებს გოგო გიორგის. მას კი ეცინება, მაგრამ მზის სათვალის ზემოდან მაინც მიყურებს და ჩემს პასუხს ელოდება. - წამოდი გოგონი, ზღვით დავტკბეთ. ამ იდიოტებს ამაღამ მოვუღებთ ბოლოს. - დგება ნანი. მეც მას ვბაძავ, თხელ მოსაცმელს ვიხდი და დაბლა ვაგდებ.
- აი ნამდვილი იდიოტი. დაიკრემა და წყალში შედის. - ბუტბუტებს დავითი და სახეზე თავის შლიაპას იფარებს.
- კიდევ ვინ წამოვა? - ვეკითხები დანარჩენებს და იმედი მაქვს, რომ გიორგი უარს იტყვის. ლუკა თვალს მავლებს და ვხედავ, როგორ იჭერს შიგნიდან ტუჩს კბილებით. მერე დგება, მაისურს იხდის და ხელჩაკიდებული ზღვისკენ მივყავარ. ნანიკოც უკან მომყვება.
წყალში შესული ოდნავ ვმშვიდდები. სანამ ლუკა ცურავს, ნანიკო მიახლოვდება.
- ხან ისეთი იდიოტია, ისეთი გველი და ნაგავია, რომ მინდა ყელი გამოვჭრა. - კბილებში სცრის გოგო.
- ამას ხომ სპეციალურად არ აკეთებს. - წყლიდან ვუყურებ სოფისთან მოლაპარაკე გიორგის.
- მე კი მგონია, რომ ზუსტადაც. და კიდევ გეუბნები, რომ ყველაფერი მშვენივრად ახსოვს. უბრალოდ ერთი ძალიან დიდი ტრ.აკია.
- არც შენ ხარ ნაკლები. - შუბლს ვკრავ. - ეს ერთად დალევა რა მოიფიქრე?
- მიყვარს ინტრიგები. - მის სახეს ბოროტი ღიმილი ფარავს.
- სამეგობროში? - გაოგნებული ვაქნევ თავს.
- განსაკუთრებით სამეგობროში. მთელი ჩემი შინაგანი ენერგია მკარნახობს, რომ ცვლილებების დროა და ჩემი წვლილიც უნდა იყოს ამ საქმეში.
- ნანი, სერიოზულად გვაქვს სალაპარაკო. ისინი შერიგდნენ, - თვალით ვანიშნებ სოფიზე, რომელიც მის შეზლონგზე ჩამომჯდარ გიორგის მხარს ლოყით ეყრდნობა და თმაზე ეფერება. - გუშინ ხომ გითხარი, სოფი რომ მელაპარაკა?
- და რა გითხრა სოფიმ კონკრეტული?
- ნანიკო... რამდენიმე დღის უკან შენ თვითონ მითხარი, რომ ლუკასთან ურთიერთობის აწყობა მეცადა და იოლად არ დავნებებოდი. ახლა რა ხდება?
- სირთულეები ურთიერთობებს ან ამყარებენ, ან საერთოდ შლიან. კარგად იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. განსაკუთრებით ამდენი წლის შემდეგ.
- ვიცი, მაგრამ... - სანამ წინადადებას დავასრულებდე, ფეხზე რაღაც მეჭიდება და წყალში მითრევს, შემდეგ წელზე ვგრძნობ შეხებას და ამოყვინთული ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში.
- ლუკა! - ვუყვირი გაბრაზებული და შეშინებული. ბიჭი კი იცინის. წყალს ხელს ვურტყამ და სახეში ვაშხეფებ.
- გაერთეთ, ოქროებო. - კმაყოფილი ნანიკო გვიღიმის და ნაპირისკენ მიცურავს.
- შეგაშინე? - სიცილით მიახლოვდება ბიჭი.
- გული გამიხეთქე. - უკან ვიწევ თმას.
- ღმერთო, რა ბოროტი ვარ. - იცხადებს ის. - ნება მომეცი გამოვსწორდე. - წელზე ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს.
- ნამდვილი იდიოტი ხარ. - მეცინება და მის მხრებს ვეყრდნობი.
- დიახ, დიახ, ლანძღვას ნამდვილად ვიმსახურებ. მივიღებ კიდეც, ამ ვნებიანი ტუჩებისგან. - ნიკაპს მიჭერს ის და მკოცნის.
„ - მეორე დღეს აღარაფერი ახსოვს ხოლმე.“ - გიორგის ხმა ჩნდება გონებაში და სხეულზე ეკალი მაყრის. არა, ასე არ შეიძლება. შეუძლებელია ჩემი ტვინი ასე იყოს მოწყობილი. სხვასთან ყოფნისას ყოველთვის ის არ უნდა ჩნდებოდეს. ამის გაქრობა უნდა შემეძლოს. ათი წელი მის მიმართ გრძნობები ვმალე და მათ დაიგნორებას რატომ ვერ ვახერხებ?


***
ბავშვებს პირობას ვადებინებ, რომ სასტუმროს ეზოს არ გასცდებიან. საბედნიეროდ მშობლები მაიმედებენ, რომ ყურადღებას მიაქცევენ ყველას და დასაძინებლად მალევე წაიყვანენ ნომრებში.
თერთმეტი საათი ხდება, რესტორანს რომ ვუახლოვდებით. თეთრი კუთხის დივნებით და შუშის დაბალი მაგიდით მოწყობილ ღია კუპეს ვირჩევთ. მიმტანი მალევე მოდის და ჩვენს შეკვეთას ინიშნავს. აქაურობას რესტორნის ღია ნაწილიდან შემოსული თეთრი პროჟექტორები ანათებენ. სიმყუდროვეა, თუ არ ჩავთლით მუსიკას. დროდადრო ზღვის ტალღების ხმაც ისმის და პლიაჟიდან გრილი სიოც აღწევს ჩვენამდე.
- მაინტერესებს, როგორი ხარ მთვრალი. - ხმამაღალი მუსიკის გამო, ყურში მეუბნება ლუკა.
- დიდი იმედი ნუ გექნება, რომ ასეთს მნახავ. - თავს ვაქნევ უარის ნიშნად.
- მარი, თავს ნუ იძვრენ. - წარბებს სწევს ის. - იდეა ისეთ პიროვნებას ეკუთვნის, არ მგონია გადაურჩე.
- მაგ პიროვნებასთან მოვგვარდები შენ არ იდარდო. - ნანიკოსკენ ვაპარებ თვალებს. სამწუხაროდ მაფიქსირებს.
- რა ხდება? - მეკითხება ის.
- დათრობას არ აპირებს. - უმოწყალოდ მყიდის ლუკა.
- დალევს. თანაც იმდენს, რამდენსაც დანარჩენები. - ამბობს ჩემს გვერდით მჯდომი გიორგი.
- რახან შენ ამბობ, ასე იქნება. - თვალებს ვუწვრილებ და ვაჯავრებ.
- დიახ. გაგიმართლა, რომ ჩემს გვერდით აღმოჩნდი. არ იდარდო, ჭიქების რაოდენობას მე გავაკონტროლებ.
- და ნაბახუსევზეც ჩემს მაგივრად შენ გამოხვალ.
- არ მგონია ნაბახუსევის გეშინოდეს. - თავს აქნევს გიორგი და პასუხის მოლოდინში ხელს დივანის საზურგეზე დებს.
- გიორგი. - საყვედურობს სოფი და თითებით მხარზე უბიძგებს.
- შეეშვი. - ვეუბნები გოგოს. - ასეთი საზიზღარი რომაა, დიდი ხანია ვიცი. - ბიჭი წარბებს სწევს და მობილურში ისე იყურება, თითქოს ამ დიალოგში არც არასდროს ყოფილა.
სანამ ჩვენი შეკვეთა მოვიდოდეს, სცენაზე მყოფ ბიჭს ვაკვირდები, რომელიც მიკროფონს ასწორებს და გოგოს ელაპარაკება. შემდეგ სკამზე ჯდება და გიტარას იღებს. ვხედავ, რომ წარბთან ტატუ აქვს, მაგრამ ვერ ვარჩევ რა არის. ცოტა ხანში ის უკრავს, გოგო კი ძალიან ტკბილი ხმით მღერის ელვის პრესლის can’t help falling in love-ს. მადლობა ძვირფასებო, ჩემს მუჭში მოქცეულ გრძნობებს ზუსტად ეს სიმღერა სჭირდებოდათ, თავი რომ უკეთ ეგრძნოთ. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთ მხარეს ლუკა ზის, რომელთანაც ძალიან მინდა ურთიერთობა გამომივიდეს, მეორე მხარეს კი გიორგი, რომელიც უდარდელად ეწევა სიგარეტს და ხანდახან, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს აწყდებიან, მკრთალად მიღიმის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან უცნაურია ისიც და მისი და სოფის ურთიერთობაც. ვითომ ნანიკო მართალია? დაშორდებიან? ამდენი წლის შემდეგ? რატომ? რა უნდა მომხდარიყო? წლებს ხომ პირიქით, უფრო უნდა გაემყარებინა მათი გრძნობები? ახლა ვუყურებ და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მათ შორის ეს დღეები დაძაბულობა იყო. სოფი ბიჭს რაღაცას უყვება და ისიც ყურადღებით უსმენს. მუსიკის გამო არ მესმის, რაზე საუბრობენ, მაგრამ არცაა აუცილებელი. მათი მზერა ბევრ რამეს ამბობს.
მიმტანების მოსვლა ფიქრებს მიფრთხობს. შეკვეთას მაგიდაზე აწყობენ. დავითი მაშინვე არაყს იღებს და ხსნის. ჭიქებში ჩამოსხმასაც საკუთარ თავზე იღებს. ლუკა მიყურებს და მოლოდინით წარბებს ათამაშებს. ერთი სული აქვს, მთვრალს როდის მნახავს. მის გამომეტყველებაზე მეც მეცინება, მაგრამ პიცის მადისაღმძვრელი სურნელი ჩემს ყურადღებას იქცევს და უცბად ძალიან მშივდება. ერთ ნაჭერს ვიღებ.
- დიეტაზე აღარ ხარ? - მეკითხება ნანიკო. ყველა მე მიყურებს გაკვირვებული.
- სესილის უნდა, რომ „დაირას“ ქართულის კაბა ჩამაცვას. - ვუხსნი ყველას. - სამი კილო დაიკელიო. მადლობა, რომ საჯაროდ შემახსენე, ნანი.
- რავი, მაინც. - მხრებს იჩეჩავს.
- თანაც, დალევას ვაპირებ და რამე უნდა ვჭამო, ხომ სწორი ვარ? - ნიშნისმოგებით ვეკითხები გიორგის.
- უკამათოდ. - მეთანხმება ისიც.
- ძაან მესაიდუმლეა ეს შენი მეგობარი, საღოლ, მშურს. - თავს იქნევს დავითი და ნანიკოს წინ არყის ჭიქას დგამს. - რატო უბაზრებ?
- არ არის ეგ შენი უსაქმური ტრ.აკის საქმე. ჩემი და ჩემი დაქალის ურთიერთობაში ნუ ერევი. - წარბს უწევს გოგო.
- დაიწყეს. - მეჩურჩულება ლუკა. მეცინება და პიცის ჭამას ვიწყებ. დანარჩენებიც მბაძავენ.
- იცი მაგ შენს ენას ერთხელ რას ვუზამ?
- სანამ დამემუქრებოდე, დაფიქრდი, რისი გაკეთება შემიძლია.
- მუქარა ხარ, მეტი არაფერი.
- არა დავით, ფრთხილად. - თავს აქნევს გიორგი და მეგობარს აფრთხილებს. - ნანიკო, ამან არ იცის ბატონი მხატვარის ამბავი ხო? - მე და ნანის სიცილი გვიტყდება, როცა გვახსენდება, ჩვენი კოლეჯში შეპარვისა და საგამოფენო ნახატების განადგურების ისტორია. - ყოფილი ჰყავდა მხატვარი. ტიპმა ვიღაც ნაშაზე გაცვალა და... დანარჩენი შენ თქვი, ნანი. - კოკა-კოლის ქილას იღებს გიორგი. გოგოც მოყოლის ხასიათზე დგება.
- გამოფენა ტარდებოდა. ბატონ ალექსანდეს ორი ნახატი ჰქონდა გატანილი. ერთი მოვპარე, მეორე მარკერით გავუფუჭე. საშიში ვარ და არავის სჯერა ჩემი გოგოს გარდა. - შორიდან მკოცნის ნანიკო. - ლუკა გაოგნებული სწევს წარბებს. დავითი კი, მაინც სკეპტიკურად ათვალიერებს გოგოს. - სხვათა შორის, ლუკა, ჩემმა ყოფილმა, შენს ყოფილზე გამცვალა.
- რა-ა? ვისზე ამბობ?
- ნიაზე.
- ღადაობ! - თვალებს ჭყეტს ბიჭი.
- არა. შენამდე ეგ ჰყავდა. - ხითხითებს ნანიკო.
- მოდი, მაშინ ჩვენს ყოფილებს გაუმარჯოთ. - იცინის ლუკა და არყის ჭიქას იღებს.
- ბაზარი არაა. - დავითს სადღეგრძელო უსწორდება.
- მე და გიორგის ყოფილები არ გვყავს. - ეცინება სოფის და მხრებს იჩეჩავს. ვოხრავ და ჭიქას მეც ვიღებ.
- ოთარი. - ბუტბუტებს გიორგი და სიცილს ძლივს იკავებს.
- შენ მოკეტე. - ვუბღვერი და დანარჩენებთან ერთად ვსვამ. სითხე მთელს ორგანიზმს მიწვავს. სწრაფად ვაყოლებ გაზიანს და თვალებს ვხუჭავ. - საშინელებაა. რამე უფრო მსუბუქი აგვეღო. - ვწუწუნებ, მაგრამ არავინ მისმენს.
- დალევას რომ ყოფილების დალოცვით დაიწყებ, არ მგონია ეგ დღე კარგად დამთავრდეს. - ამბობს ნანიკო და სიგარეტს უკიდებს.


***
ოთხი ჭიქა არაყი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი შემსუბუქდეს. რომ მუსიკა უსაშველოდ ხმამაღალი მეჩვენოს. რომ ჩემს მხარზე მოსრიალე ლუკას თითების გამო უხერხულობას აღარ ვგრძნობდე. რომ ავლაპარაკდე და მოგონებებზე გულიანად ვიცინო. დავივიწყო დილით ნაქვამი გიორგის სიტყვები და მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივი, ზაფხულის ერთი მხიარული ღამე ნორმალური ადამიანივით გავატარო.
სანამ ნანიკო გიტარისტ ბიჭს სცენასთან ახლოს ელაპარაკება, დავითი ყურადღებით ადევნებს მას თვალს. გიორგის ხელს ვადებ მუხლზე და მასზე ვანიშნებ. ორივეს გვეცინება. ბიჭი მობილურს იღებს და ვიდეოზე იწერს ძმაკაცის ეჭვიან სახეს.
- დაიწვი ძმაო. - ხითხითებს ის და თვალს მიკრავს. რამდენიმე წუთის წინ, სოფი უნივერსიტეტის ჯგუფელს შეხვდა და ჩვენგან მოშორებით მის მაგიდასთან ჩამოჯდა. ნანიკო ისევ იქაა. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ელაპარაკება გიტარისტ ბიჭს, მაგრამ რამდენჯერმე რომ თმას ყურზე იწევს, კარგად ვხედავ და მეცინება. მერე მათთან მომღერალი გოგოც მიდის. საუბარს მალევე ასრულებენ და ნანიკო ჩვენთან ბრუნდება.
- რაო აბა, ვერ შეაბი? - ეკითხება დავითი. მე და გიორგის სიცილი გვიტყდება.
- მოკვდა ეჭვიანობით, ნანიკო, რას უკეთებ ამ ბიჭს? - თავს აქნევს ლუკა.
- ნუ იდიოტობთ, რა. ნოეს ვიცნობ. რამდენიმე წლის უკან თბილისში იყო და ბარში უკრავდა. მოვიკითხე უბრალოდ. - ფეხს ფეხზე იდებს გოგო, დავითს ამრეზით ავლებს თვალს და რაღაცას ბუტბუტებს.
- სერიოზულად მაინტერესებს. ერთმანეთს რატო ვერ იტანთ? რომელიმემ რამე დააშავა? - ეკითება ლუკა მათ. ცდილობს სერიოზული იყოს, მაგრამ ღიმილი მაინც ეპარება.
- მისმინე, ახალო, - ნანიკო არყის ჭიქას იღებს. - ხანდახან ცხოვრებაში აუხსნელი რაღაცებიც ხდება. ერთი ნახვით შეყვარება ხომ გაგიგია? ჩემთვის ეგ წარმოუდგენელი და აუხსნელია. ხოდა აქვე არსებობს, ერთი ნახვით შეზიზღებაც. უმიზეზოდ და სოფის დაბადების დღეზე როგორ ვთქვი? - მეკითხება მე.
- სპეტაკი ზიზღი. - ვახსენებ და მეცინება.
- ხო, სპეტაკი ზიზღი. ხო ხვდებით? - ლუკასა და დავითს შორის ცვლის მზერას.
- ჩვენი გრძნობები ორმხრივია, სატანა. - ბრაზით სცრის კბილებში დავითი.
- ხოდა, მოდი ორმხრივ გრძნობებს გაუმარჯოს. - გახარებული იკრიჭება ნანიკო და სასმელს სწრაფად ცლის. - მარი. - ჭიქაზე მანიშნებს ჩემი მეგობარი. დალევა არ მინდა. პირველ რიგში სადღეგრძელოს გამო და თანაც მეხუთე ჭიქა ვგრძნობ, რომ ძალიან ზედმეტი იქნება ჩემთვის.
- ნანი, ცუდად გავხდები. - თავს ვაქნევ და თითებს ვიფშვნეტ, მაგრამ მუსიკა ძალიან ხმამაღლა ირთვება და ჩემი სიტყვები არ ესმის. ლუკა ჭიქას იღებს და მაწვდის.
- ნუ გეშინია, - მეუბნება ყურთან ახლოს. - დალიე, იქნებ ეს სადღეგრძელო ჩვენც შეგვეხოს.
ლუკა იღიმის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს მისი ჩვეული მომხიბვლელი ღიმილი აღარ არის. ეს იმედი და რეალური მოლოდინია. თვალებში ეშმაკები არ დაურბიან. მიყურებენ და მელიან. მე კი თავში ქაოსი მაქვს. შეგვეხება ორმხრივი გრძნობები? შევძლებ, რომ ოდესმე მეც გულწრფელი და ნამდვილი ვიყო მასთან? მინდა. ძალიან მინდა, მაგრამ ამას შევძლებ? ხომ არ ჯობია მანამდე გავჩერდე, სანამ კიდევ ერთხელ ღრმად არ შემიტოპავს და ორივესთვის უფრო გამირთულებია?
მაგრამ ჭიქას მაინც ვართმემ. არ ვიცი, ეს ინსტიქტია, თუ ლოგიკა, მაგრამ სასმელს ვსვამ. მთელი ორგანიზმით ვგრძნობ, როგორი უსიამოვნოა ეს ორი ყლუპი. მკერდზე მხურვალე ტალღასავით მეშლება და მატყობინებს, რომ ეს უკანასკნელი უნდა იყოს. ლუკა ჩემკენ იხრება, ლოყაზე მკოცნის და თვითონაც სვამს. საკუთარ თავს კატეგორიულად ვუკრძალავ გიორგისკენ გახედვას. ახლა არა, მოგვიანებით, როცა ეს სადღეგრძელო ყველას მიავიწყდება, მაშინ. მაგრამ ახლა საკუთარ თავს ვერ ვმართავ, რადგან ამის პასუხისმგებლობა ალკოჰოლს აქვს აღებული. თვალს ჩუმად ვაპარებ მისი ხელებისკენ და ვხედავ, როგორ აბრუნებს ის ცარიელ ჭიქას მაგიდაზე. რა თქმა უნდა, მასაც უნდა დაელია.
- გინდა ვიცეკვოთ? - მეკითხება ლუკა.
- ძალიან რომ მომეკიდა? - მეცინება. - ასე მგონია, ვერ გავივლი.
- მე დაგიჭერ, ადგომისასაც და ცეკვისასაც.
- ესე იგი, დამიჭერ.
- თან სიამოვნებით. - იღიმის ბიჭი და ხელს მიწვდენს. თითებით ვეჭიდები და ორივე ვდგებით.
ხო, გავაბუქე. მთვრალი ვარ, მაგრამ სიარული არ მიჭირს. ლუკა მაინც წელზე მხვევს ხელს და იქით მივდივართ, საითაც რამდენიმე წყვილი ცეკვავს. უკვე ადგილზე ვართ, რომ მუსიკა მთავრდება.
- რაა? ღადაობთ? - ეცინება ლუკას.
- ღმერთო. - სიცილი მიტყდება მეც და მუცელზე ხელს ვიკრობ.
- კიი, ნამდვილად. ბოროტი ღმერთები ჩვენზე მუშაობენ. - თითებს მიჭერს ის, თავის მხრებზე მაწყობინებს და თვალებში მიყურებს. - შემიძლია ვიმღერო და მუსიკაც იქნება.
- კარგად მღერი?
- საშინლად.
- მაშინ არც გაბედო. - თითს ვადებ ტუჩებზე. - რაღაცას აუცილებლად ჩართავენ. - ვამბობ და სცენაზე, ლეპტოპთან მდგარ ნანიკოს ნაცნობ გიტარისტ ნოეს ვუყურებ. ის კი მუსიკას რთავს.
რთავს და პირველივე ნოტები თითქოს მხრებზე მაწვებიან და მიწაზე ზურგით მანარცხებენ. ეს ბეთ ჰარტია. მომღერალი, რომელსაც აღარ ვუსმენ. ეს ის სიმღერაა, რომელიც წლებია არ მომისმენია, რადგან ცუდად მხდის. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მესმის. ახლა, ზუსტად ახლა. ისევ მთვრალს და ისევ საშინლად არეულს. ვჩერდები. ლუკას მხრებიდან ხელებს ვიღებ. არა, ვერ ვიცეკვებ. არ შემიძია. ამაზე არა. ოღონდ ამაზე არა. ნაბიჯს უკან ვდგამ. უნდა დავჯდე. ადგილს უნდა დავუბრუნდე. ამას ვერ გავაკეთებ.
- მარი... - ლუკა ხელს მიჭერს. - კარგად ხარ?
- ხო, უბრალოდ... - ხმა მიწყდება და თავბრუსხვევას ვგრძნობ. ვეღარ ვხვდები, ეს ემოციებია, თუ ალკოჰოლი. ლუკას მაგრად ვეჭიდები, რადგან წაქცევის მეშინია. მერე ვხვდები, რომ ახლა ვერც მაგიდასთან დავბრუნდები იმიტომ, რომ გიორგი იქაა. იმიტომ, რომ ჯერ ისევ შეუწყვეტლად ჩამესმის მისი დილით ნათქვამი სიტყვები. იმიტომ, რომ მე ყველაფერი მახსოვს...
ლუკა მიახლოვდება, წელზე მხვევს ხელს და გულზე მიკრობს. მისი სხეულის რხევას რობოტივით ვყვები. სუნთქვა მეკვრის. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ არ შეიძლება. ამ სიმღერაზე სხვასთან ცეკვა არ მინდა. მაგრამ ვერ ვინძრევი. ვერც ვრჩები და ვერც მივდივარ. ნელ-ნელა ვბრუნდებით. დახუჭულ თვალებს ფრთხილად ვახელ და ჩვენს მაგიდას ვხედავ. გიორგის ვხედავ. ისიც გვხვედავს. სიგარეტს ეწევა და ჩემსა და ლუკას ცეკვას თვალს არ აშორებს. მკერდში მარწუხებს ვგრძნობ. ჰაერის ჩასუნთქვა მიჭირს. ხელები მეყინება და მიბუჟდება. არ შემიძლია. აქ არ უნდა ვიდგე. არ უნდა ვცეკვავდე. ამ სიმღერაზე არა. მაგრამ ვერ ვჩერდები. ისევ ვბრუნავთ. ისევ გვიყურებს გიორგი. დივანს მიყრდნობია და მგონი აღარც ახსოვს, რომ თითებს შორის სიგარეტი აქვს მოქცეული. თითქოს ძალიან დაღლილია და ჩვენი ცეკვა უარესად ღლის. ყელში რაღაც მტკივა და თვალები მემღვრევა. ასე არ უნდა გვიყურებდეს. ასე მოშტერებით არა. ეს მზერა მეგობრული ეჭვიანობა არაა. ეს რაღაც უცხოა ჩემთვის, ან ალკოჰოლის ბრალია და უბრალოდ მეჩვენება. მაგრამ არ მეჩვენება მისი გადაგდებული სიგარეტი, არ მეჩვენება არყისგან დაცლილი ჭიქა და ისევ ჩვენკენ გამოქცეული მზერა. რა გჭირს? რა გვჭირს?
სიმღერა კი არ მთავრდება. მთავრდება მხოლოდ ძალა ჩემს ფეხებში და მეშინია, რომ წავიქცევი. მეშინია, რომ საბოლოოდ დავნებდები ემოციებს. მეშინია, რომ შეიძლება გიორგისაც ყველაფერი ახსოვდეს.
- ლუკა, ბოდიში. - ვეუბნები ბიჭს, ხელს ვუშვებ და სანამ წავიდოდე, მაგიდისკენ გამირბის თვალი. არ ვიცი, რატომ დგება გიორგი. ერთ ნაბიჯს დგამს ჩვენკენ, მაგრამ მასთან სოფი მიდის. მე ვბრუნდები. უნდა წავიდე. ამ სიმღერას ლუკასთან ცეკვაში ვერ გავლევ.
- ცუდად ხომ არ ხარ? - მაჩერებს ის.
- არ გამომყვე, მოვალ. - ძლივს ვაბამ სიტყვებს თავს და მივდივარ.
გულისრევის საშინელი შეგრძნება ცუდად მხდის. ნერვებისგან მაკანკალებს. შეუძლბელია, რომ ნანიკო მართალი იყოს. შეუძლებელია, რომ გიორგის ის ღამე ახსოვდეს. ამას ვერ გავუძლებ. ამდენი წლის შემდეგ ვერა. საიდან გაჩნდა ეს სიმღერა მაინცდამაინც აქ და ახლა? ასე მგონია, ჩემი ანგელოზი დამცინის. მაშინ აბრუნებს ყველაფერს, როცა საკუთარი ქაოსის დალაგებას ვცდილობ. გულზე რაღაც მძიმედ მაწვება. ახლა მინდა, რომ მეძინოს და ხვალ დილით მითხრან, ღამით სიზმარს ხედავდი და ძილში ლაპარაკობდიო. მინდა, რომ გავიქცე, ხოდა მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად ან რატომ... უკან დაბრუნება მაინც მომიწევს. თამაში და ღიმილის სახეზე აკვრა მომიწევს. სასმელს ვერ მივცემ სიმშვიდის დარღვევის უფლებას. ასე არ შეიძლება.
სკამზე ძალაგამოცლილი ვჯდები. ღრმად ისუნთქე, მარი. ამაზე ცუდადაც ყოფილხარ. ეჭვებს არ მისცე ნება, რაღაც არარსებული დაგანახოს და ყველაფერი გააფუჭოს. ის მოზარდი აღარ ხარ, წვრილმან გულისტკენებზე რომ ტიროდი. უკვე დიდი ხანია, გაიზარდე და ახლა გადახრშვაც აღარ გიჭირს. აღარ გიჭირს, ხომ ასეა?
რესტორნიდან უკვე სხვა მუსიკა ისმის და ჩემს შიგნით ამოვარდნილი ქარიშხალი ნელ-ნელა დგება, მაგრამ იქ დაბრუნება მაინც არ მინდა. გიორგის მზერას ვერ ავიტან. ის მზერა, რომლითაც მე და ლუკას გვიყურებდა, გონებას ამირევს. ნეტავ მთვრალი არ ვიყო, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ვგრძნობ, რომ ამ მდგომარეობაში მაგიდასთან დიდხანს ვერ გავჩერდები. არც შეკითხვების კორიანტელი მინდა. რა გავაკეთო?
- მარი. - მესმის ზურგიდან ნანიკოს ხმა. გოგო სკამს უვლის, ჩემს გვერდით ჯდება და ბეჭებზე მეფერება. - კარგად ხარ?
- არ ვარ, ნანი. - ხმა მიტყდება. - ძალიან ცუდად ვარ.
- ღმერთო, მაპატიე, ჩემი ბრალია. - ხელებს მხვევს გოგო და თავზე მეფერება.
- არა. ეს არავის ბრალი არ არის.
- გინდა სასტუმროში წავიდეთ?
- რომ დაგენახა, როგორ გვიყურებდა...
- დავინახე.
- თუ მას მართლა ახსოვს, ახლა იმასაც მიხვდებოდა, რომ მეც მახსოვს. გესმის? დამახრჩობენ ეს ეჭვები. ამდენ გაურკვევლობას და თამაშს ვეღარ გავუძლებ. - სახეზე ვიფარებ ხელებს. ტირილი არც კი გაბედო, მარი! არ გაბედო!
- დამელოდე. მობილურებს ავიღებ და ნომერში დავბრუნდეთ. ვიტყვი, რომ არაყმა ცუდად გაგხადა.
- არა. ორი წუთი მაცადე. - ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და სკამის საზურგეს ვეყრნობი. - ასე ვერ გავიქცევი. ძალიან ეგოისტური იქნება. ვერც ლუკას დავტოვებ.
- გეყოფა სხვებზე ფიქრი. ნერვებზე ნუ მშლი.
არ ვპასუხობ. რამდენიმე წამით ჩუმად ვარ და სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ. ვცდილობ დაჭიმული კუნთების მოდუნებას. ახლა მხოლოდ ალკოჰოლისგან ცუდად მყოფი უნდა ვიყო და არა გრძნობებისგან. ცოტა ხნით კიდევ გავძლებ. ვიცი, რომ შემიძლია. ვდგები და წავიდეთთქო ნანიკოს ვეუბნები. გაბრუებული მივდივარ მაგიდისკენ. ყოველ ნაბიჯზე გული თანდათან უფრო ჩქარდება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. შორიდან ვხედავ ლუკას, რომელიც მობილურს ნერვიულად ატრიალებს ხელში. დავითი კი სოფის და გიორგის ელაპარაკება. გიორგი მალევე გვამჩნევს. ალბათ თვალსაც გვადევნებდა, როდის დავბრუნდებოდით. ლუკას გვერდით ვჯდები.
- მარი, როგორ ხარ? - მეკითხება სოფი და ჩემსკენ იწევა. ლუკაც პასუხის მოლოდინით მიყურებს.
- არაფერია, არყის ბრალია. - ყოჩაღ მარი. თავს მშვენივრად ართმევ.
- უკეთ ხარ? - მეკითხება გიორგი და ვისმენ თუ არა მის ხმას, სხეულზე ცივი ჟრუანტელი მივლის. არ მინდა, რომ შევხედო, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის. სასმელისგან ამღვრეული თვალები აქვს და საბედნიეროდ ის მზერა აღარ, რომლის დანახვის შიშიც ჯერ ისევ გულს მიჩქარებს.
- ხო გიო, უკეთ ვარ. - ვუღიმი მას და ისიც ასევე მპასუხობს. ოდნავ ვმშვიდდები.
- წამოგყვებოდი, მარტო რატომ წახვედი? - მსაყვედურობს ლუკა.
- მეგონა გული ამერეოდა და არ მინდოდა, ეს გენახა.
- კარგი რა. - თავს აქნევს ბიჭი და თმას ყურზე მიწევს.
რესტორანში დიდხანს აღარ ვჩერდებით. დავითისა და ნანიკოს წყალობით, საღამოს ისე ვასრულებთ, როგორც მეგობრულ გართობას შეეფერება. ისე ვიცინი, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე მეხუმრება გიორგი, თითქოს რამდენიმე წუთის უკან თავისი საქციელით გონებას არ მირევდა. მაგრამ ასეც უნდა იყოს. ასე ჯობია, რომ იყოს.
დავითს და ლუკას სასტუმროსთან ვემშვიდობებით და ჩვენს ნომრებში ავდივართ. კაბას ვიხდი, ღამის მაისურს ვიცვამ და სავარძელში ვჯდები. არაყი თავს არ მანებებს. არც მოგონებები. მაგიდაზე დადებულ კალამს ვუყურებ და ვფიქრობ.
- რას აკეთებ? - მეკითხება აბაზანიდან გამოსული ნანიკო.
- არაფერს. - ვპასუხობ ჩუმად.
- არც კი გაბედო ახლა რამის დაწერა. დაწექი და დაიძინე. გადაგიყრი მაგ ფურცლებს, მარი.
ვდგები და ჩემოდნიდან საქაღალდეს ვიღებ.


ფურცლები
აპრილი-მაისი, 2012 წელი
***
კოლეჯში მოკლე თმით დაბრუნება მარტივი არ იყო. ძალიან ბევრის შეკითხვაზე უნდა გამეცა პასუხი, თუ რატომ შევიჭერი ასეთი გრძელი და ლამაზი თმა. ნელ-ნელა მთავრდებოდა და იწურებოდა ცნობისმოყვარეთა რიცხვი, მაგრამ გიორგის ნაწყენი და გაბრაზებული თვალები არაფრით იცვლებოდა. ორად ვიყავი გახლეჩილი. მისი მესმოდა და ვაცნობიერებდი, რომ ეჭვიანობამ ზედმეტად გამასულელა. იმაზე არ ვიფიქრე, რომ მე და გიორგი მეგობრები ვიყავით, სოფი კი მისთვის სულ სხვა იყო. მაგრამ იმდენად მეძვირფასებოდა და ეგოისტურად ვიყავი განწყობილი გიორგის ჩემს თმასთან დამოკიდებულების გამო, რომ შინაგანად მაინც მწყინდა. არ მელაპარაკებოდა, რაც უფრო მეტად მარწმუნებდა იმაში, რომ სისულელე გავაკეთე. არ უნდა მეფიქრა, რომ მისთვის ჩემი თმა ძვირფასი აღარ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ სოფისაც ეფრებოდა. მაგრამ გვიანი იყო ამაზე დარდი. ვფიქრობდი დალაპარაკებას, მაგრამ არ ვიცოდი, რითი უნდა მემართლებინა თავი. გიორგი ისედაც მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს. იცოდა ჩემი საქციელის რეალური მიზეზი, მე კი ამ მიზეზით თავის მართლება არ მინდოდა. ამიტომ ერთმანეთისგან თავს შორს ვიჭრდით.
მეგობრების შეკრებაც უჩვენოდ ხდებოდა. ხან მე არ მივდიოდი, ხან ის. დანარჩენებსაც თავები მოვაბეზრეთ. მეც მსაყვედურობდნენ და მასაც, რომ ზედმეტი მოგვდიოდა ამდენი ხნით ბუტიაობა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულება გაბუტვაზე ცოტა უფრო მეტი იყო.
სესილიმ რეპეტიციიდან გამიშვა და მითხრა, რომ არც მეორე დღეს მივსულიყავი.
- ასეთ არაადეკვატურ საქციელს შენგან არ ველოდი. როგორც ჩანს, დაგავიწყდა, რომ ანსამბლში ხარ. მხოლოდ საკუთარ თავს კი არ მოექეცი უპატივცემულოდ - მეც და ანსამბლსაც. მომავალ კვირამდე არ დამენახო. - მითხრა და ზურგი მაქცია. თავი ძლივს მოვთოკე, რომ კარამდე როგორმე უცრემლოდ მივსულიყავი. ყველაზე მეტად გულს ის მტკენდა, რომ ამ საყვედურს გიორგიც ისმენდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საშინლად კმაყოფილი იყო. ალბათ რაც უფრო მეტი ადამიანი მანანებდა საკუთარ საქციელს, უფრო მეტად გამოისხამდა ბედნიერების ფრთებს.
არც მშობლებს მიუღიათ ეს ამბავი სიხარულით. დედა ლამის გადაირია, სესილისგან წამოსულმა რომ მივაკითხე. თან ატირებულს მამშვიდებდა, თან მსაყვედურობდა. მამას ხმა არ გაუცია და დიდხანს ისიც არ მელაპარაკებოდა. თავიდან ვერ ვიგდებდი გიორგის სიტყვებს, იმედია ძალიან და მტკივნეულად ნანობო. დიდხანს გაგრძელდა ჩემი დასჯა, ძალიან დიდხანს.
გიორგის მეოცე დაბადების დღეზე არ ვიყავი. არც ნანიკო წასულა. სოლიდარობა გამომიცხადა და მეგობრებთან ერთად ყოფნაზე უარი თქვა. ჩემთან იყო და ჩვენი საჩვენებელი ცეკვების მონახაზებზე ვმუშაობდით. გოგოს გვანცას ცეკვაში სოლო ჰქონდა. უარს ვერ ეტყოდა შეთავაზებაზე, მაგრამ საშინლად არ მოსწონდა ჯგუფელის მიერ ნაჩვენები მოძრაობები და ბევრს წუწუნებდა. მე მოხეურს ვდგამდი. ხუთი ბიჭი მყავდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ცეკვას რაღაც აკლდა. ეს რაღაც კი გიორგი და მისი იდეალური „კაპისონები“ იყო. შემეძლო, სხვისთვის მიმეცა ეს ტრიუკი, სხვას ევარჯიშა ამაზე და ისეთი გამოსულიყო, როგორიც მე მინდოდა, მაგრამ ვერ ვრისკავდი.
რამდენჯერმე ხატიამ და სოფიმ მოგვწერეს, რომ გავსულიყავით გიორგისთან, მაგრამ როგორ? ბიჭს ჩემი დანახვაც არ უნდოდა. თითქმის სამი კვირა იყო, არ მელაპარაკებოდა და დაბადების დღეზე თავზე დავდგომოდი ისე, ვითომც არაფერი? იძულებული გამეხადა, რომ მივეღე? არა. და ისიც ვიცოდი, რომ გიორგი ამას არ იზამდა. შეეძლო უბრალოდ დავეიგნორებინე მთელი საღამო, მაგრამ არაფრით შემირიგდებოდა, თუ ამას თვითონ არ მოინდომებდა.
- და იცი რა მაინტერესებს? - ჩამომიჯდა ნანიკო. - ორ კვირაში რომ ჩემი დაბადების დღეა, როგორ უნდა მოვიქცეთ? არც იქ არ უნდა იყოთ არც ერთი?
მხრები ავიჩეჩე.
- ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო! - იყვირა გოგომ. - ყელში ამომიხვედით. რა უბედურებაა ეს ჯიბრიანობა. პატარა ბავშვები ხართ?
- ნუ ბრაზობ, რა. მე მოვალ, ნუ დარდობ. შენს დაბადების დღეზე ვიქნები. მაგრამ გიორგი რომ ამას გაიგებს, არ მოვა.
- ძალიან კარგადაც მოვა. იქნებ იქამდე შერიგდეთ კიდეც. თუ არადა, ვეტყვი, რომ შენ არ მოდიხარ. მერე უკან ხომ აღარ გაბრუნდება?
- არ ვიცი. და დიდად არც მაინტერესებს.
ნანიკომ მართლა ასე გააკეთა და ვერ ვიჯერებდი, გიორგი მართლა წამოეგო იმას, რომ ჩემი საუკეთესო დაქალის დაბადების დღეზე მის გამო არ ვიქნებოდი?


***
შუა დღის ორი საათი იყო, სოფიმ რომ დამირეკა და მითხრა, ნანიკოსთვის საჩუარი არ მიყიდია და დრო თუ გაქვს საღამომდე, იქნებ მაღაზიებში გამომყვეო. შენ უკეთ ამარჩევინებ რამესო. ცოტა გამიკვირდა მისგან, მაგრამ უარი არ მითქვამს. მანაც იცოდა, რომ ნანიკო გიორგის ატყუებდა, ვითომ არ ვაპირებდი გოგოს დაბადების დღეზე მისვლას. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, ჩემსა და გიორგის შორის უთანხმოება სწორედ მის გამო იყო, გოგოზე მაინც არ ვბრაზობდი. ამ ფაქტს ვერ ვხსნიდი და არც ვცდილობდი დიდად. მაგრამ ის მაინც მაკვირვებდა, რომ წვეულებაზე ჩემთან ერთად აპირებდა წასვლას და არა გიორგისთან.
მარჯანიშვილზე ერთ კაფესთან დავთქვით შეხვედრა. მითხრა ერთ საათში იქ ვიქნებიო. მეც ისეთ დროს გავედი სახლიდან, რომ დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებოდა. მისულმა სოფის მივწერე, რომ ადგილზე ვიყავი. მიპასუხა, მალე მოვალო. იქვე ჩამოვჯექი. ყურსასმენები გავიკეთე და ლოდინი დავიწყე. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიჯექი და უკვე ის იყო მიწერას ვაპირებდი, სად ხართქო, რომ ვიღაცამ ყურსასმენი მომაძრო. უკან მივიხედე. გიორგი სერიოზული სახით დამყურებდა.
- შენ აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაკვირვებულმა, მაგრამ სანამ მიპასუხებდა, მანამ მივხვდი, რაც ხდებოდა.
- სოფის უნდა შევხვედროდი.
მადლობა სოფი, დიდი მადლობა, რომ კიდევ უფრო დამნაშავედ მაგრძნობინე თავი შენთან. გიორგიმ ამოიოხრა და ქუჩა მოათვალიერა. მეგონა წავიდოდა, მაგრამ ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ხელები მოკეცილ მუხლებზე ჩამოვიწყე და დაველოდე, როდის დაიწყებდა საუბარს თვითონ. თვეზე მეტი იყო ერთმანეთთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, ჩემთვის არ მოუმართავს და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ახლა ვიწყებდი მის გაცნობას. ძალიან მინდოდა, რომ სოფის გეგმას თავისი შედეგი გამოეღო.
- ესე იგი, ყველამ მომატყუა. - თქვა მან, ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. მის ლამაზ პროფილს ერთი წამით შევავლე თვალი.
- ასე გადაწყვიტეს. ნანიკოს დაბადების დღეს ვერ გამოვტოვებდი. - ვუთხარი მტკიცედ.
- ჩემი ხომ გამოტოვე.
- მსაყვედურობ? - შევხედე გაოგნებულმა. - ჩემი იქ ყოფნა რომ გდომოდა, როგორღაც გამაგებინებდი.
- მინდოდა, მაგრამ ისევ გაბრაზებული ვიყავი.
- ახლა აღარ ხარ?
- ვარ, მაგრამ მომენატრე. - ისე თქვა, წარბი არ შეუხრია. არც შემოუხედავს. მე კი თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა. არაფერი ვუპასუხე და ამ სიტყვას ბოლომდე ვაცადე, რომ გავებედნიერებინე. - ნუ იცინიხარ. - მითხრა და შემობრუნდა. თვალებში მაინც მოუჩანდა ბრაზი, თუმცა მაშინდელივით აღარ. ალბათ ყინული ნელ-ნელა იწყებდა ლღვობას. თავი დავხარე. ყურსასმენებს ნერვიულად ვიხვევდი თითებზე.
- ვიცი, რომ სისულელე გავაკეთე, გიორგი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. - ვთქვი ჩუმად.
- და ასე იოლად გინდა გამოძვრე?
- იოლად არ გამოვმძვრალვარ. მშვენივრად ხედავდი ამას. ზუსტად ის მივიღე, რაც მითხარი. ვინანე და საკმაოდ მტკივნეულადაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმარისია.
- რაზე ფიქრობდი? - თავი გააქნია და ისე შემავლო თვალი თმაზე, თითქოს პირველად ხედავდა.
- რომ საჭირო აღარ იყო ის სიგრძე.
- ნუ ამბობ მაინც! - თვალები დამიბრიალა გაოგნებულმა.
- მეკითხები და არ გითხრა? - გავბრაზდი.
- და ვისთვის არ იყო საჭირო, შენთვის?
- ხო, ჩემთვის.
- მაშინ რატომ განიცადე ისე, რომ კოლეჯსაც კი აცდენდი და მე საერთოდ სამი დღის მერე გავიგე?
- რისი მოსმენა გინდა?
- სიმართლის.
- სიმართლე ისაა, რაც გითხარი. ხო, შევიჭრი, იმიტომ, რომ ასე მინდოდა. ვინანე და ასეც იქნებოდა. მაგრამ მე შეველიე ჩემს ნაწნავებს. ხოდა შენც შეელიე შენს ულვაშებს, გიორგი. ბოლოს და ბოლოს თმაა, ისევ გაიზრდება.
ტუჩები ერთმანეთისთვის მიეწება და შუბლშეკრული მიყურებდა. მერე თავი გაიქნია და წამოდგა.
- წავიდეთ. გველოდებიან ალბათ.


***
ნანიკოს სახლამდე ისე მივედით, ხმა არც ერთს ამოგვიღია, მაგრამ დაძაბულობას მაინც არ ვგრძნობდი. რადგან არ გაბრუნდა, დარჩა და დამელაპარაკა, თან ისიც კი მითხრა, რომ ვენატრებოდი, ესე იგი ნელ-ნელა ისევ აღვადგენდით ჩვენს ურთიერთობას. ბოლო ერთი თვის მანძილზე პირველად ამოვისუნთქე შვებით.
მეგობრების რეაქცია ჩვენი დანახვისას ცალკე აღსაბეჭდი იყო სურათზე. ნანიკოს დაბადების დღეზე ჩემსა და გიორგის შერიგებას აღნიშნავდნენ. სოფიმ ერთად მისულები რომ დაგვინახა, სახე ეშმაკურმა ღიმილმა გაუხსნა. მეც გამეცინა, გოგოს მოვეხვიე და მადლობა ვუთხარი. გიორგი ისევ უკმაყოფილო სახით მოძრაობდა. მერე ნანიკოც გაგვახსენდა, საჩუქარი მივეცი და მოვუყევი რაც მოხდა. მითხრა, ამაღამ ვთვრებით და საერთოდ ყველაფერს ვივიწყებთო. წინააღმდეგი არ ვიყავი. გეგმაში მქონდა ბევრი დამელია, ბევრი მეცეკვა და მეორე დღეს კოლეჯი გამეცდინა.
და ასეც მოვიქეცი. ორსართულიანი სახლი იმ დღისით ოჯახის წევრებს იუბილარისთვის გაეთავისუფლებინათ, ამიტომ მეგობრები იქვე ვაპირებდით დარჩენას. მეორე დღეს კი ყველაფრის მილაგებას. საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა ნანიკოს. თვითონ თავზე ფერადი ციმციმა ნათურებიანი გვირგვინი დაედგა და ოცი წლის იუბილეს ზედმეტად იფერებდა. ალკოჰოლი, ხმამაღალი მუსიკა და ცეკვის მოყვარული საზოგადოება ზუსტად ისეთ წვეულებას ქმნიდა, როგორიც მას უნდოდა. ბედნიერი იყო. მეც ბედნიერი ვიყავი მის გამო. ვსვამდით, ცოტას ვჭამდით და ვერთობოდით. ხმამაღლა ვლაპარაკობდით, რადგან მუსიკა ერთი წამითაც არ ითიშებოდა. დარწმუნებული ვიყავი მეორე დღეს ხმა აღარ მექნებოდა.
რამდენჯერმე გიორგისთანაც ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ ის ისევ ძუნწობდა სიტყვებზე. ვიცოდი, რომ დრო სჭირდებოდა, ამიტომ ძალას არ ვატანდი. გოგოებთან ერთად ვსვამდი და მოვლენებს საშუალებას ვაძლევდი, რომ თავისით განვითარებულიყვნენ. დიდი ხანი იყო ასეთი კარგი დრო არსად გამეტარებინა და მეგობრებს თავს არ ვანებებდი.
უკვე საღამო იყო, სასმელიც საკმარისად მატარებდა თავის ჭკუაზე, რომ ცოტა ხნით პირველი სართულის აივანზე გამოვედი. გარეთ მოგუდული ხმით აღწევდა მუსიკა და სტუმრების ხმაური. გრილოდა. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე. ახლაღა ვიგრძენი, რომ თავი მტკიოდა და გულიც ალკოჰოლისგან ზომაზე მეტად მქონდა აჩქარებული. საბედნიეროდ თავს ცუდად არ ვგრძნობდი. კიდევ შემეძლო დალევა, მაგრამ ცოტა ხნით შესვენების შემდეგ. მოვბრუნდი, მოაჯირს მივეყრდენი და ფანჯრიდან შიგნით მოცეკვავე ახლაგაზრდებს შევავლე თვალი. დავითს ნანიკოს გვირგვინი დაედო თავზე და გოგოს აჯავრებდა. გამეცინა. მერე გიორგის მოვკარი თვალი. ლუდის ერთჯერადი ჭიქა ეჭირა, კედელთან იდგა და მოუსვენრად წრიალებდა. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს რაღაც აწუხებდა. მომინდა მივსულიყავი და მეკითხა, მაგრამ ისევ რომ დავეიგნორებინე, სასმელისგან გათამამებული, ალბათ ვეჩხუბებოდი კიდეც. მერე კედელს მოშორდა და სამზარეულოში შევიდა. აივანს გავუყევი და მეორე ფანჯრიდან ბიჭი ისევ დავინახე. ჯიბიდან რაღაც ამოიღო. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, წამალი იყო. პირში ჩაიდო და ლუდი მიაყოლა. ფირფიტა კი ნაგვის ურნაში ჩააგდო.
ვერაფერს მივხვდი. რა იყო? რა დალია? რას სვამდა? აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი? ამ ერთი თვის მანძილზე რამე მოხდა? გამორიცხულია. სხვებს მაინც ეცოდინებოდათ. ნანიკო მაინც მეტყოდა. გამოვბრუნდი და სახლში შევედი. გიორგი არ ჩანდა. სამზარეულოში შევედი, კარი დავხურე და ნაგვის ურნიდან წამლის ცარიელი ფირფიტა ამოვიღე. ეს ტკივილგამაყუჩებელი იყო და თან საკმაოდ ძლიერიც. გამაკანკალა იმის გამო, რომ არ ვიცოდი, რა სტკიოდა ან რამდენად.
სამზარეულოდან გამოვედი და ახალგაზრდებს შორის ძლივს ვიპოვე. მეორე ოთახში, ლაშასთან ერთად იდგა და სვამდა. მისკენ წავედი. ვყოყმანობდი, მაგრამ ალკოჰოლი ჩემს ნაბიჯებს მაინც სიმტკიცეს სძენდა. ალბათ მოვკვდები, რომ არ გამეგო, რაში სჭირდებოდა ეს წამალი. რომ მივუახლოვდი და უსიტყვოდ ჩამოვდექი მათ წინ, ბიჭმა კითხვის ნიშნის გამომეტყველებით შემომხედა. ლაშას ხატიამ დაუძახა და გამიხარდა, რომ მარტო დავრჩით.
- რა იყო? - მკითხა გულგრილად.
- რა გტკივა? - ვკითხე ჯერ ისევ მორიდებით, მაგრამ უკვე ნერვები მეშლებოდა, რომ ისევ ცივად მექცეოდა.
- რა უნდა მტკიოდეს, არაფერი. - მითხრა, მაგრამ სახეზე შევატყვე, რომ ხვდებოდა, გამოჭერილი იყო.
- გეყოფა. დაგინახე, რომ რაღაც დალიე და ფირფიტა შევამოწმე.
- რატო მეტიჩრობ? - დამიბღვირა.
- გიორგი, რა გტკივა, რატო სვამ ამ გამაყუჩებელს?
- თავი მტკიოდა. უძილო ვარ. არაფერი განსაკუთრებული. - ამოიოხრა. - კმაყოფილი ხარ?
- და რატომ ვგრძნობ, რომ მატყუებ?
- ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს ტყუილებთან ერთად გიწევს ცხოვრება. - ისეთი ხმით მითხრა და ისეთი სახით, რომ იმ წუთას საშინლად მეზიზღებოდა და საშინლად მინდოდა სახეში მთელი ძალით დამერტყა. ნერვებისგან ყელში რაღაც გამეჩხირა. ხმის ამოღებაც კი აღარ მინდოდა. აღარც მისი დანახვა.
- ეს დასჯა აღარ არის გიორგი. ეს უკვე ჯიბრია.
- შეიძლება, - მხრები აიჩეჩა. - მეგობრებისგან ბევრ რამეს ვწავლობთ.
- ხოდა იქნებ როგორმე პატიებაც გესწავლა! - მივაძახე გულგასიებულმა და სანამ თვალები ამიწყლიანდებოდა, მოვბრუნდი და წამოვედი. მეორე ოთახში გამოსულმა დამშვიდება ვცადე, მაგრამ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, რომ დაჭიმულ კუნთებს ვერაფრით ვადუნებდი. ცრემლების უკან გადაყლაპვა მოვახერხე, მერე ნანიკოსთან მივედი, მაგიდიდან ჭიქა ავიღე და არაყი ერთ ყლუპად დავლიე.
- ჩემი გოგო ხარ და მაგრად მიყვარხარ! - დაიყვირა საკმაოდ მთვრალმა იუბილარმა, ჩამეხუტა და კოცნებით დამდორბლა. ცოტა ხნით მის გვერდით დავჯექი. ხატიაც მთვრალი იყო და სოფიც. ვმღეროდით. იმ ჭიქას კიდევ ერთი დავუმატე. მერე ავდექით, ვიცეკვეთ. ძალაგამოცლილმა კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და ისევ საცეკვაოდ გავათრიე ნანიკო. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ვახერხებდი ფეხზე დგომას. ხანდახან შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებდი. რამდენჯერაც გიორგის მოვკრავდი თვალს, იმდენი ჭიქის დალევა მინდოდა. ისიც მთვრალი იყო. მძულდა. იმ დღისით, საშინლად მძულდა იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვერ მპატიობდა იმას, რასაც მე თვითონაც აღარ განვიცდიდი. ამიტომ, რამდენჯერაც დავინახავდი, ზურგს ვაქცევდი. ნანიკოს ვეხუტებოდი და არანორმალურივით ვიცინოდი. ამის მიუხედავად, მაინც იმაზე ვნერვიულობდი, გამაყუჩებელის შემდეგ ალკოჰოლს რომ იღებდა, ცუდად არ გამხდარიყო. მაგრამ ის თავს მშვენივრადად გრძნობდა, მე კი საკუთარ თავს მაზიზღებდა ამ მზუნველი ფიქრების გამო.
არ ვიცი, მერამდენე ჭიქა არაყი იყო, ნანიკომ სიყვარულის სადღეგრძელო, რომ დალია და გოგოები საცეკვაოდ გაგვიყვანა. დავინახე სოფი რომ მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ გიორგის, ხელი დაუჭირა და მისი წამოყენება სცადა. ალბათ ცეკვა უნდოდა. გამეცინა. გაუწონასწორებელივით ყველაფერზე ვიცინოდი და თავს ისე ვიჭერდი, თითქოს ერთი ჭიქაც კი არ მქონდა დალეული. ზურგი ვაქციე მათ და მუსიკას ავყევი.
ცეკვა კარგი იყო, ცეკვა მშველოდა. რაც უფრო ხმამაღალი იყო მუსიკა, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. ნანიკო ჩემს გარშემო ტრიალებდა. მოსწონდა ასე გამომწვევად რომ ვცეკვავდი და თვითონაც მბაძავდა. ამბობდა, დღეს ჩვენზე სექსუალურ გოგოს ვინც ნახავს, მასთან ერთად ტვინს გავასხმევინებო. მერე ჩემს თმაში შეაცურა ხელები და დაიყვირა, რომ ახალი ვარცხნილობა ძალიან მიხდებოდა და ვისაც არ მოსწონდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა წვეულება. მე გიორგის გავხედე. ალბათ ნანიკოს სიტყვები არ ესმოდა. მოშორებით სოფისთან ერთად ცეკვავდა. მაგრამ ჩემი მზერა მაინც დაიჭირა. თვალი მოვაცილე. ისევ ზურგი ვაქციე და მუსიკას ავყევი. უნდა მეცეკვა. უნდა მეცეკვა, რომ ის ღამე გადამეტანა. მის სიცივეს ვერ ვუძლებდი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთვრალი ყველაფერს გაასმაგებულად მძაფრად ვგრძნობდი. მაგრამ ვერ ვაკონტროლებდი თავს. თვალები ისევ მისკენ გამირბოდა და უფრო ცუდად ვხდებოდი, ისიც რომ მე მაქცევდა ყურადღებას.
დავიღალე. მისი მზერა სუნთქვას მიკრავდა. ასე მეგონა, ისევ პასუხებს მთხოვდა. ისევ გაქცევას აპირებდა, რომ შემდეგ დაბრუნებულიყო და ისევ მე მეპატიებინა მისთვის. ვეღარ ვცეკვავდი. ალკოჰოლი მაჩერებდა. სხეულს უკვე ის იმორჩილებდა, მე ვეღარ. ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავდი და მეგონა, რომ საათობით ვითიშებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წვეულების რაღაც მონაკვეთებს ვტოვებდი. თითქოს მეხსიერებაში ჩავარდნები მეწყებოდა.
ცოტა ხნით კედელს მივეყუდე. ნელა და ღრმად ვსუნთქავდი. გაყინულ ხელებს გახურებულ ლოყებსა და შუბლზე ვიდებდი. გულის რევის შეგრძნება არ მქონდა, მაგრამ ჰაერი არ მყოფნიდა. აივანზე გასასვლელ კარს გავხედე, მაგრამ ძალიან შორს მომეჩვენა და გამეცინა. უგონოდ ვიყავი მთვრალი.
- ახლა შენს საყვარელ მუსიკას ჩავრთავ ჩემო ყველაზე მაგარო და მაგაზე უნდა ვიცეკვოთ. - ყურში ჩამყვირა ნანიკომ.
- ვეღარ, ნანი. - ვუთხარი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაიგო. ის უკვე ცენტრისკენ მიდიოდა.
არა. ხელის გაქნევაც კი აღარ შემეძლო. გვერდით კიბეს გავხედე, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ხო, იქ უნდა ავსულიყავი. ნანიკოს დის ოთახში და რამენაირად ცოტა გონს მოვსულიყავი. ერთი საფეხური, მეორე, მესამე. მერე ერთი წამით თვალები დავხუჭე და რომ გავახილე, უკვე ყველა მათგანი ავლილი მქონდა. რანაირად? სიცილი ამიტყდა და მოაჯირს ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი. მაშინ ჩაირთო ნანიკოს დაპირებული ჩემი საყვარელი სიმღერა, ბეთ ჰარტის take care of you. გამეღიმა და სიამოვნების ტალღამ გადამირბინა სხეულზე. ზემოდან გადავხედე მთვრალ მოცეკვავე ახალგაზრდობას. რატომ ისინი არ იღლებოდნენ? ღიღინით და ბარბაცით წავედი კარისკენ და ლამის ფეხი გადამიბრუნდა. საკუთარ თავს შევაგინე, ურდული დავწიე და შევედი. ოთახს მკრთალად ანათებდა ღამის ნათურა. ხელი კედლისკენ გავწიე, რომ შუქის ჩამრთველი მეპოვნა, მაგრამ შევეშვი, მაგის ძალაც კი არ მქონდა. საწოლზე ჩამოვჯექი და ხელისგულებით მუხლებს დავეყრდენი. არა, გამოფხიზლების შანსი არ მქონდა. თვალებს ძლივს ვახელდი. თავში ათასი ფიქრი ტრიალებდა, ათას შეკითხვაზე ვცდილობდი პასუხის გაცემას. მხოლოდ ძილი მიშველიდა.
უღონოდ მივეგდე საწოლზე და თვალები დავხუჭე თუ არა, მაშინვე ტრიალი დაიწყო ყველაფერმა. ვცდილობდი, ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და სიმღერას ვყვებოდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი. თვალები გავახილე და ჩემს წინ მაღალი სილუეტი რომ შევნიშნე, შეშინებული შევხტი და ფეხები საწოლზე ავიკეცე.
- მე ვარ. - მომესმა გიორგის ხმა და მერე მართლაც ვიცანი, რომ ის იყო. საწოლის ბოლოსთან იდგა და ოდნავ ირწეოდა. ალბათ ისიც აჯერებდა თავს, რომ საერთოდ არ იყო მთვრალი. გაღიზიანებული წამოვდექი და თავი რომ შემემაგრებინა, მაგიდას დავეყრდენი.
- რისთვის მოხვედი? დღეს არ გეყო? მთელი ერთი თვე არ გეყო? - ვერ ვლაპარაკობდი. თავში ათასი სიტყვა მიტრიალებდა, მაგრამ ენა არ მიბრუნდებოდა. ძალას ვერ ვპოულობდი.
- ვიფიქრე... ცუდად იყავი. - მითხრა და ხელი დამიჭირა, მაგრამ მაშინვე გავაშვებინე. დავინახე, როგორ შეკრთა.
- შემეშვი, გიორგი. ძალიან დამღალე. უნდა დავისვენო. წადი. - მისკენ გავიწიე. მინდოდა ძალით გამეყვანა, რადგან ადგილიდან არ იძვროდა, მაგრამ ჩემი ძალაგამოცლილი ფეხი ნოხს წამოვდე. თავბრუ დამეხვა და მოვემზადე, რომ დაცემისას რაღაცას ვიტკენდი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ მას ვეჭირე. ნელა გავახილე თვალები, გავსწორდი და უკან დახევა ვცადე, მაგრამ მისმა ხელებმა არ გამიშვა. - გიორგი. - შუბლშეკრულმა შევხედე. თვითონაც წაიბორძიკა და მეტკინა კიდეც, ისე მაგრად ჩამეჭიდა ხელებზე. ასე თუ გავაგრძელებდით, ერთმანეთს წავაქცევდით და რამეს დავუშვავებდით.
- ვეღარ გიბრაზდები. - მითხრა და თითები ჩემს პატარა თმას ჩამოუსვა.
- ალბათ იმიტომ, რომ მთვრალი ხარ. გათენებას დაელოდე... - ხელები მის მკერდს დავაწყვე, მაგრამ ძალა ვერ დავატანე, რომ მებიძგა. ახლა თვითონ უნდა გავეშვი. უნდა წასულიყო, მე კი დამეძინა. მაგრამ საერთოდ სხვა რამ ხდებოდა. ისე მიყურებდა, როგორც არასდროს შემოუხედავს ჩემთვის. ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს. მკლავზე ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას და მკერდის მოძრაობას. ჩემს თვალებს აკვირდებოდა, მერე კი უფრო ქვემოთ, ალბათ ტუჩებს, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. იქნებ ამბობდა კიდეც, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი, რადგან მისი სახე, არეული, ემოციური და დაჟინებული, თავგზას მირევდა. როგორც კი ვიგრძენი, რომ ჩემს წელზე შემოხვეული ხელები ოდნავ მოადუნა, მაშინვე უკან გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია და აფორიაქებული დამაცქერდა. სუნთქვა შემეკრა. ის... ის ახლა...
გიორგიმ მაკოცა. მისი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი. მხურვალე, სავსე და ვნებიანი. ვიგრძენი, როგორ გაჩნდა მუცელში რაღაც ნაპერწკალი და სინათლის სიჩქარით ცეცხლად მოედო მთელს სხეულს. გაოგნება არ მტოვება. შეიძლება სიზმარი იყო, მაგრამ ასეთი ხორციელი? ასეთი რეალური? შეიძლება, მაგრამ მისი გაშვება არ მინდოდა. მის კოცნას ისე ავყევყი, რომ გამოღვიძებულს დანაკლისის შეგრძნება არ მქონოდა. მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობი ასე მწველად მის ხელებს ჩემი მაისურის ქვეშ. რატომ იყო მისი ტუჩები ასეთი მგზნებარე. რატომ მესმოდა ისევ ბეთ ჰარტი.
უკან დავიხიე, მაგრამ გიორგიც მომყვა. ისევ დავიხიე და ისიც ისევ მომყვა. საბოლოოდ კედელსა და მას შორის მოვექეცი. ჩემს კისერზე შემოხვეული მისი თითები, ყელზე ჩამოცურდნენ და ტუჩებმაც იქვე მოინდომეს კოცნის დატოვება. მუცელში სასიამოვნოდ მტკენდნენ სპაზმები. ტკივილი მკერდამდე აღწევდა და სუნთქვას მიმძიმებდა. მერე ლოყაზე მომეკრო. ხელი ჩემს გულზე ედო და ადგილზე ირხეოდა. თითქოს ითვლიდა მის დარტყმებს.
- არ წახვიდე... არასდროს. - მისი ჩურჩული მომესმა ყურთან. ეს ის ხმა არ იყო, მე რომ ვიცნობდი. ეს ხმა თითქოს ამ მომენტს ელოდებოდა, რომ თავი გაემჟღავნებინა. მის ტუჩებს თითებით შევეხე და დავინახე, როგორ თრთოდნენ ისინი. დავინახე ამ შეხებისგან როგორ აემღვრა ბიჭს თვალები. კანი დამიწვა მისი გახსნილი ტუჩებიდან გადმოფრქვეულმა ჰაერმა და თითები მაშინვე მის თმას შევაფარე. გიორგიმ ისევ წელზე მომაკრო ხელისგულები, ისევ მიმაწება თავის სხეულს და ისევ სიზმარსა და რეალობას შორის მომაქცია ჩემს ბაგეებზე კოცნით. ისეთი კოცნით, თითქოს ჩემში რომ ცდილობდა შემოძრომას, ჩემი ჰაერით სუნთქვას და ჩემი გულით ცხოვრებას. ცხელ ჟრუანტელსა და სუნთქვას გავყევი, რომელიც სიამოვნებისგან გულს მიჩერებდა, მღლიდა და თან ენერგიით მავსებდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მე მას ვგრძნობდი, მის გულისცემას და მხურვალე კანს ჩემი ხელებით ვგრძნობდი მანამ, სანამ ზედმეტმა ალკოჰოლმა ან მოულოდნელად თავს დატეხილმა ჭარბმა ვნებამ გონებიდან არ გამთიშა.


პ.ს. რამე გაუგებრიბა რომ არ მოხდეს, გთხოვთ, თარიღებს მიაქციოთ ყურადღება ;)

მიყვარხათ ყველა თქვენი, ჩემთვის გამეტებული სიტყვებისა და ემოციებისთვის



№1 სტუმარი მე

ვაუ, აი ამას არ მოველოდი, შოკში ვარ პირდაპირ. ვხვდებოდი რო ბოლოში რაღაც მოხდებოდა მარა გიორგისგან არ ველოდი პირველ ნაბიჯს რატომღაც. აი უბრალოდ ვერ ვხვდები, გიორგი შანსი არაა ახლა ტყუილად არ აკოცებდა, მითუმეტეს სიმთვრალეში არ იზავნდა მაგას თუ რაღაც ლტოლვა არ ჰქონდა მარიამის მიმართ, აი უბრალოდ ნერვები მეშლება ამდენი წელი დასჭირდა საკუთარ თავზე გარკვევაში?:დდდდ ერთი სული მაქვს როდის გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ თან არც მინდა რომ მალე დასრულეს ეს მოთხრობა, მარა თან მინდა მალე გავიგო ყველაფერი :დდდ მოკლედ რააა :დდდ

 


№2  offline წევრი L.eli13

ლუკა რა კაი ბიჭია მაგრამ მაინც როგორ დისკომფორტს მიქმნის,მარიამს რომ კოცნის და გრძნობებს რომ აღწერს მინდა მის მაგივრად მე ვკრა ხელი.
არ ვიცი,ამ ყველაფრის შემდეგ რანაირად ეს ყველაფერი?
გიორგი თავს ისულელებს თუ რა ხდება? თვითონ სოფომაც იცის ყველაფერი მგონი და მაჭანკლობს ამათ რა ეტაკათ.
მარიამზე აღარაფერს ვამბობ,მოსწონს ამ გოგოს საკუთარი თავის მოტყუება და მაზოხისტიცაა მგონი (დდდ) აზრს ვერ შემაცვლევინებთ.
ნანიკოს და დათოს წყვილი მინდა საშინლად. აი ბობმა იქნება პირდაპირი გაგებით მგონი.
ერთი სული მაქვს ამ ორს ერთად როდის ვიხილავ. ემოციებისგან გამაკანკალა ბოლო მომენტზე,ჟრუანტელმა მე დამიარა მარიამს კი არა.
მაინც გიომ გადადგა პირველი ნაბიჯი,
ჩემი ბიჭია.

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ეს იყო შოკი.ანუ ეს მუსიკა ახსენებს იმას რომ ორივე ფაქტიურად გრძნობებში გამიტყდა ერთმანეთს.გიორგიმ აჯოცა მარის.ესეიგი მასაც მოწონდა მარიამი მაშინ რატომ გააგრძელა მეგობრობის ნიღბით ცხოვრება ამდენხანს.უკვე ავირიე.აბა სოფო მომწონსო ეუბნებოდა გიორგი.ეს ბიჭიც ჩამოუყალიბებელი არის.თავის თავიც დატანჯა და მარიამიც.სოფოსთან რატო იყო მაშინ ვერ ვიგებ.შეიძლება მარიამმა გაითამაშა რომ აღარ ახსოვდა ეს ყველაფერი მაგრამ გიორგი რატო აყვა და არ უთხრა სუმართლე.ამდენი წელი დაკარგეს ღმერთო ჩემო ასე უაზროდ.მარიამიც როგორ დაიტანჯა და ახლაც გრძელდება მისი ტანჯვა და ეს გიორგი მაგიჟებს.როგორ მოიქცა ისიც ასე თუ უყვარდა რა სოფო რის სოფო.უივე ახალი თავი მინდა ვიზახი დასრულებას დაველოდები მეთქი და მერე წავიკითხავ მაგრამ ისე ვეღარ ვითმენ რომ დებ ეგრევე ვკითხულობ.აი მარიამის საცოდაობით დავიწვი და ეს ბიჭი თურმე იგივეს გრძნობს და აწამებს მარიამსაც და სოფია რა დანიშნულება ქონდა აბა მის ცხოვრებაში რისთვი ამბობდა მომწონსო როცა მარიამი მოწონდა.ერთი მოგწონდეს და მეორესთან იყო მის დასაწვიყებლად და მას იყენებდე არ ვიცი.უამრავი აზრი ტრიალებს ახლა ჩემ თავშიც გელი მოუთმენლად

 


№4  offline წევრი ნანა73

თვალები გამომიშრა, ისეთი დაჟინებით, ნელა, მოლოდინით ვკითხულობდი, განსაკუთრებით მეორე ნაწილს...
თვალები მეწვის...
წარსულიდან ასეთს არ ველოდი...
მერე რაა რომ ორივე მთვრალი იყო?
მერე რაა თუ ორივე მომეჩვენას , ან არ მახსოვს დააბრალებდა ყველაფერს?
ეს როგორ გადალახა გიორგიმ წლების მანძილზე?
მარიამზე არაფერს ვამბობ, ის სულ მოჩვენებებით ან თავის მოტყუებით ცხოვრობდა.
მარიი
რას მმართებ ნეტა იცოდე...
გულს და ემოციებს ასაკი არ აქვს! ეს მე ვთქვი ამ წამს და ვერ მოვიკითხავ აქამდე თუ ვინმეს უთქვამს.
მე სრულიად სუნთვაშეგუბებული ვარ ახლა.
ორი დღე უნდა დაგელოდო, თავს ვირწმუნებ მანამდე არც ვიფიქრო ახალზე.

❤️❤️❤️❤️❤️
პ.ს. ჰოო სოფოზე მინდოდა დამეწერა, რატომ მგონია რომ სოფომ უნდა ითამაშოს ამ ორის თვალის ამხელის როლი? ❤️❤️❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

მე
ვაუ, აი ამას არ მოველოდი, შოკში ვარ პირდაპირ. ვხვდებოდი რო ბოლოში რაღაც მოხდებოდა მარა გიორგისგან არ ველოდი პირველ ნაბიჯს რატომღაც. აი უბრალოდ ვერ ვხვდები, გიორგი შანსი არაა ახლა ტყუილად არ აკოცებდა, მითუმეტეს სიმთვრალეში არ იზავნდა მაგას თუ რაღაც ლტოლვა არ ჰქონდა მარიამის მიმართ, აი უბრალოდ ნერვები მეშლება ამდენი წელი დასჭირდა საკუთარ თავზე გარკვევაში?:დდდდ ერთი სული მაქვს როდის გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ თან არც მინდა რომ მალე დასრულეს ეს მოთხრობა, მარა თან მინდა მალე გავიგო ყველაფერი :დდდ მოკლედ რააა :დდდ

ამდენ წელში რას გულისხმობ? იმედია არ დაიბენი და არ გგონია რომ კოცნა აწმყოში მოხდა :დდ ბატონი გიორგი კი, ხანდახან არის საცემი, მაგრამ რას გაუგებ...
ძალიან მიხარია შენი დამოკიდებულება... ჯერ კიდევ რამდენიმე თავია წინ, ალბათ ხუთი და იმედია საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გაირკვეს კიდეც ყველაფერი და თან არც გაგვეწელოს ^^

L.eli13
ლუკა რა კაი ბიჭია მაგრამ მაინც როგორ დისკომფორტს მიქმნის,მარიამს რომ კოცნის და გრძნობებს რომ აღწერს მინდა მის მაგივრად მე ვკრა ხელი.
არ ვიცი,ამ ყველაფრის შემდეგ რანაირად ეს ყველაფერი?
გიორგი თავს ისულელებს თუ რა ხდება? თვითონ სოფომაც იცის ყველაფერი მგონი და მაჭანკლობს ამათ რა ეტაკათ.
მარიამზე აღარაფერს ვამბობ,მოსწონს ამ გოგოს საკუთარი თავის მოტყუება და მაზოხისტიცაა მგონი (დდდ) აზრს ვერ შემაცვლევინებთ.
ნანიკოს და დათოს წყვილი მინდა საშინლად. აი ბობმა იქნება პირდაპირი გაგებით მგონი.
ერთი სული მაქვს ამ ორს ერთად როდის ვიხილავ. ემოციებისგან გამაკანკალა ბოლო მომენტზე,ჟრუანტელმა მე დამიარა მარიამს კი არა.
მაინც გიომ გადადგა პირველი ნაბიჯი,
ჩემი ბიჭია.

ხო მესმის შენი, რას აკეთებენ და თავს რატომ ისულელებენ, ყველას ექნება ეს შეკითხვა და ყველას გაგაბრაზებთ ალბათ, მაგრამ ხდება ასეთი არეულობები, რომლებსაც ვერ ვალაგებთ. ან ძალიან გვიან ვალაგებთ...
ნანიკოს და დავითის წყვილზე რა გითხრა. მაგის პირობას ვერ მოგცემ, თუ გზაში არ გადავიფიქრე :დდდ ყველაფრის მიუხედავად მაინც რომ გიყვარს გიორგი მიხარია ეს ამბავი და იმედია ბოლომდე ასე იქნება ^^ მადლობა აზრის დატოვებისთვის ❤️

სტუმარი თამო
ეს იყო შოკი.ანუ ეს მუსიკა ახსენებს იმას რომ ორივე ფაქტიურად გრძნობებში გამიტყდა ერთმანეთს.გიორგიმ აჯოცა მარის.ესეიგი მასაც მოწონდა მარიამი მაშინ რატომ გააგრძელა მეგობრობის ნიღბით ცხოვრება ამდენხანს.უკვე ავირიე.აბა სოფო მომწონსო ეუბნებოდა გიორგი.ეს ბიჭიც ჩამოუყალიბებელი არის.თავის თავიც დატანჯა და მარიამიც.სოფოსთან რატო იყო მაშინ ვერ ვიგებ.შეიძლება მარიამმა გაითამაშა რომ აღარ ახსოვდა ეს ყველაფერი მაგრამ გიორგი რატო აყვა და არ უთხრა სუმართლე.ამდენი წელი დაკარგეს ღმერთო ჩემო ასე უაზროდ.მარიამიც როგორ დაიტანჯა და ახლაც გრძელდება მისი ტანჯვა და ეს გიორგი მაგიჟებს.როგორ მოიქცა ისიც ასე თუ უყვარდა რა სოფო რის სოფო.უივე ახალი თავი მინდა ვიზახი დასრულებას დაველოდები მეთქი და მერე წავიკითხავ მაგრამ ისე ვეღარ ვითმენ რომ დებ ეგრევე ვკითხულობ.აი მარიამის საცოდაობით დავიწვი და ეს ბიჭი თურმე იგივეს გრძნობს და აწამებს მარიამსაც და სოფია რა დანიშნულება ქონდა აბა მის ცხოვრებაში რისთვი ამბობდა მომწონსო როცა მარიამი მოწონდა.ერთი მოგწონდეს და მეორესთან იყო მის დასაწვიყებლად და მას იყენებდე არ ვიცი.უამრავი აზრი ტრიალებს ახლა ჩემ თავშიც გელი მოუთმენლად

ვაიმე, როგორ გაგაბრაზეეთ :დდდდდ შენი მოუთმენლობა მიხარია... ყველაფერს ექნება პასუხები, თანაც საკმაოდ რეალური და არა რაღაც გამოგონილი. ხო, ეს ისტორია თავიდანვე ასეთ სენტიმენტალურ ხაზზე იყო აგებული და არა მითქვამს, რომ სამ-ოთხ თავში ჩაეტეოდა ყველაფერი.
სოფი მოსწონდა გიორგის, სხვანაირად მასთან ამდენ წელს ვერ გაატარებდა. მარისთან რა ხდებოდა, ამას თვითონ გვეტყვის. ვაცადოთ ცოტა ხანი ^^

ნანა73
თვალები გამომიშრა, ისეთი დაჟინებით, ნელა, მოლოდინით ვკითხულობდი, განსაკუთრებით მეორე ნაწილს...
თვალები მეწვის...
წარსულიდან ასეთს არ ველოდი...
მერე რაა რომ ორივე მთვრალი იყო?
მერე რაა თუ ორივე მომეჩვენას , ან არ მახსოვს დააბრალებდა ყველაფერს?
ეს როგორ გადალახა გიორგიმ წლების მანძილზე?
მარიამზე არაფერს ვამბობ, ის სულ მოჩვენებებით ან თავის მოტყუებით ცხოვრობდა.
მარიი
რას მმართებ ნეტა იცოდე...
გულს და ემოციებს ასაკი არ აქვს! ეს მე ვთქვი ამ წამს და ვერ მოვიკითხავ აქამდე თუ ვინმეს უთქვამს.
მე სრულიად სუნთვაშეგუბებული ვარ ახლა.
ორი დღე უნდა დაგელოდო, თავს ვირწმუნებ მანამდე არც ვიფიქრო ახალზე.

❤️❤️❤️❤️❤️
პ.ს. ჰოო სოფოზე მინდოდა დამეწერა, რატომ მგონია რომ სოფომ უნდა ითამაშოს ამ ორის თვალის ამხელის როლი? ❤️❤️❤️

მიხარიხარ, შენი სიტყვებით, შენი ანალიზით და შენი ემოციებით... ზუსტად იცი რა ხდება აქ. ზუსტად გესმის და პასუხებს არ ითხოვ... მიყვარხარ და უღრმესი მადლობა ასე რომ მაღიმებ ❤️
მართალი ხარ, ასაკი რა შუაშია. საერთოდ რატომ ახსენებ...
სოფი კარგი გოგოა. მთლად ასე იქნება თუ არა ვერ გეტყვი, მაგრამ ეს პერსონაჟი იმედებს არ გაგიცრუებს, გპირდები.
მალატიე, სამწუხაროდ მარა ვერ დავდებ ამაზე ადრე (( ❤️

 


№6  offline წევრი NA NO

უბრალოდ შოკში ვარ :O

 


№7 სტუმარი მე

ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ კიდევ გადავიკითხე და აი თითქოს უფრო ბევრი ემოცია შესძინა ამან მოთხრობას ჩემთვის<3 ვიტირებ ახლაა. აი საოცარი თავი იყოოო :)

 


№8 სტუმარი სტუმარი Khatuna

ვფიქრობდი ბოლო თავამდე არ წავიკითხავ, მაგრამ როგორც კი ახალ თავს ვხედავ, ეგრევე ვკითხულობ.იმდენად მომწონს ეს ისტორია არ მინდა დასრულდეს. გამართული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული ისტორიაა. ველოდები მარიამის და გიორგის სიყვარულს, ნანულის და დავითის, არც სოფო და ლუკა მინდა დაიჩაგროს და გამოყენებულად დარჩნენ. მოკლედ ველოდები ახალ თავს მოუთმენლად.

 


№9  offline წევრი Maia G.

ოჰოოო !!!!!! ამათ უყურე რაა. მერე ამ კოცნის ასე უკვალოდ ჩავლა იქნებოდა კაცოო???? ეს ორი ბატი:D ჩურჩუტები.მეორე დღეს ორივემ "დაივიწყა" როგორც ჩანს.ვატყობ სოფო და გიორგი გაერკვნენ ყველაფერში და ეს ჩვენი გოგოც საბოლოოდ გაბედნიერდება გიოსთან ერთად.რავიცი აბა,ძალიან კი მინდა ასე იყოს დააა.......ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ვნახოთ,ვნახოთ......
პ.ს. ნინიკო და დათუჩა დიდ ხანს უნდა აწვალო?????? გაუნათე რა გონება :D
"სპეტაკი ზიზღი" კარგი იყო :D

 


№10 სტუმარი მე

ანუ იმ კომენტარზე ვერ დავაreply და აქ დავწერ ანუ რავიგულისხმე იქ ვერ გადმოვეცი რა ნორმალურად, ანუ ხო 2012 წელს აკოცა და 2019მდე კიდე ვერ ჩამოყალიბდა ნორმალურადთქო და მაინც სჭირდებოდა დაფიქრება, მიუხედავად იმისა რომ აკოცაა ანუ აი მაგის მიზეზს ვერვხვდები რო კოცნის და იმ სიტყვების მერე კიდე შვიდი წელი სოფისთან გააგრძელა ურთიერთობა და ან შეიძლება ის კოცნა თავიდან არ ახსოვდა მარა დროთა განმავლობაში გაახსენდა და მარიამს რომ ალბათ იმის მერე არაფერი შეუმჩნევია მასთან, გიორგიმაც ჩვეულებრივად გააგრძელა ყოფნაა, ვითოომ?

აუ აი დღეს რაღაც ძალიან აჟიტირებული ვარ და კომენტარების დაწერის ხასიათზე დავდექი :დდდ იმედია თავი არ მოგაბეზრე :დდ ანუ ახლა რა მგონია მე, ეს ფურცლები მარტო ჩვენთვის არაა რომ წარსულზე გავიგოთ რაღაცეები ანუ ასე მგონია რომ მარიამის არყოფნის დროს გიო შემთხვევით გადააწყდება ამ ფურცლებს, წაიკითხავს და ალბათ ამ დროს გაარკვევენ რაარაცეებს რა :დდ ანუ უბრალოდ ეს აზრები თავში რომ მომდის ვერავის ვერ ვუზიარებ და ესე ჩემ თავში ვლაპარაკობს შესაძლო ვარიანტებზე და მერე აქ მინდება ხოლმე დაწერა, ანუ მესმის რომ მაინცდამაინც ამოუცნობი მოთხრობა არაა მაგრამ მაინც ისეთია ბევრ რამეში ეჭვს რომ შეიტან და მაინც რომ ვერ ამოიცნობ ნორმალურად :დ ლუკიტო მესროლეთ რაა :დდდ გიორგიც შეიძლება მარა მაინც არავისთვის მემეტება ეგ მარიამის გარდა :დდდდ

 


№11 სტუმარი Life is beautiful

აი ახლა გული სად მაქ არ ვიცი ყველგან ვგრძნობ მის ფეთქვას... ხელები ამიწევია ჩემს ფანტაზიას გასცდა.... ვისიამოვნე მაგრამ ეს აჩქარებული როგორ დავიწყნარო ისიც მიაწერე ბოლოში აი შოკი იყო დამდვილად.... ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრება ამ ყველაფერზე გულისშეტევუს მეშინია უკვე....
არა რა ასეთი მაგარი როგორ ხარ რომ არც ძაან ატკბობ და არც ამლაშებ? გადავირიე პირადაპირ მინდა ვიყვირო ეს განცდა მარა რა ქვია არ ვიცი ისტორიიის შეყვარება? თქვენი შეხედულების სიყვარული? იგივეს განხორციელების სურვილი რეალობაში?
არ ვიცი იდეალური ხარ!!!!!
ღმერთო ხო ძაან მომეწონა რაც მოხდა მათ შრის და ისიც რომ გიორგი სავარაუდოდ ამ ღამეზე ამბობს რეპლიკას მაგრამ ერთი რაღაცა მირევს საერთოდ მოსალოდნელ აზრებს ბოლოში რატო დაწერე დროებს დააკვირდითო? ნუ კი მივხვდი რომ მანამდე მოხდა სანამ მასწავლებლები გახდებოდნენ მაგრამ უფრო დამაბნია ბრინჯივით... შუა ნაწილისკენ ვიფიქრე იქნებ ლუკა შეუყვარდეს მერე მაგრამ ასეთი რამის მერე რიცა ასეთი გრძნობა აქვს მარიამს რაღა ლუკაზე ლაპარაკი არადა ძაან საყვარელია ლუკა მაგრამ არა ისეთი როგკრიც მარიამს სჭირდება... მარიამის ცეცხლი ძააან ცხელია და ლუკა კიდე ვერ მოერევა მასსავით ძლიერი სჭირდება მარიამსსს:-))))))))))))))
ისე მართლა ძააან ვისიამოვნე ამ თავით ღიმილი მიპყრობს....
ძააან ძააან დიდი დიდი მადლობააა...
მალე გამოუშვი შემდეგი თავი<3333

 


№12  offline წევრი nukito20w

იმედია გადავიტან. ძალიან დიდი იმედი მაქვს დდდ...
ესე მგონია, რომ არა ცეკვა, შეიძლება გადაჰყოლოდა კიდეც ამ ამბავს.

წარმატებას გისურვებ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 


№13  offline წევრი NA NO

ოხ მეორედ მოვუბრუნდი ამ თავს. წვეულების დაწყების წამიდან ველოდებოდი მარიამი როდის გადადგამდა პირველ ნაბიჯს, გიორგის აკოცებდა ან რავიცი ისიც კი ვიფიქრე რომ ხმამაღლა გამოტყდებოდა გრძნობებში. მაგრამ ჰოი საოცრებავ :დ გიორგიმ აღტაცებული დამტოვა და გამიხარდა მისი დამოკიდებულების ასე ნათლად დანახვა, ჩრდილიდან გამოვიდა რაღაცნაირად. თუმცა, თუმცა და ისევ თუმცა აი რანაირად იკატუნებენ თავს ასე შოკში ვარ :( ოჰ ძალიან ბევრი ვარიანტი და ახსნა მიტრიალებს თავში, მაგრამ არც ერთი არ მამშვიდებს. ძალიან ვბრაზობ ორივეზე. აი სოფის რაც შეეხება მომწონს ეს გოგო. საერთოდ ყველას მოგვწონს, ანგელოზია, მაგრამ აი რატომ??? საერთოდაც მგონია რომ სოფიმ თავიდანვე ყველაფერი შენიშნა, გიორგისი და მისი ურთიერთობა კი ერთი დიდი ფარსია, თუმცა ამით რა ხეირი აქვს სოფის ამას ვერ ვხვდები. ამას წინათ მგონი დავწერე კიდეც რომ ნანიკოს ადგილას მე ამდენს ვერ მოვითმენდითქო და აჰა ვეღარ გაძლო ამ გოგომაც, ყელში ამოუვიდა. ძალიან სწორი გათვლა იყო მისი მხრიდან წარსულის გამაცოცხლებელი საღამო. ვიღაცამ თვალიდან სახვევები უნდა მოხსნას ამ ორს, თორემ თავად ისე დაიხოცებიან რეალობასა და სიზმარს ვერ გაარჩევენ ერთურთისგან.
ვანილო წერე, ბევრი, ძალიან ბევრი ახალმა თავმა რომ მოგვისწროს თორემ დაგვხოცავ მკითხველებს :დ

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

NA NO
უბრალოდ შოკში ვარ :O

❤️❤️

მე
ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ კიდევ გადავიკითხე და აი თითქოს უფრო ბევრი ემოცია შესძინა ამან მოთხრობას ჩემთვის<3 ვიტირებ ახლაა. აი საოცარი თავი იყოოო :)

სიმღერებს მოუსმინე? მიხარია ძალიან... მიყვარს ორივე ❤️

სტუმარი Khatuna
ვფიქრობდი ბოლო თავამდე არ წავიკითხავ, მაგრამ როგორც კი ახალ თავს ვხედავ, ეგრევე ვკითხულობ.იმდენად მომწონს ეს ისტორია არ მინდა დასრულდეს. გამართული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული ისტორიაა. ველოდები მარიამის და გიორგის სიყვარულს, ნანულის და დავითის, არც სოფო და ლუკა მინდა დაიჩაგროს და გამოყენებულად დარჩნენ. მოკლედ ველოდები ახალ თავს მოუთმენლად.

ძალიან მიხარია შენი მოუთმენლობა და უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის... ❤️ ვნახოთ რამდენად იქნება ისე, როგორც გინდა...

Mai dire mai
ოჰოოო !!!!!! ამათ უყურე რაა. მერე ამ კოცნის ასე უკვალოდ ჩავლა იქნებოდა კაცოო???? ეს ორი ბატი:D ჩურჩუტები.მეორე დღეს ორივემ "დაივიწყა" როგორც ჩანს.ვატყობ სოფო და გიორგი გაერკვნენ ყველაფერში და ეს ჩვენი გოგოც საბოლოოდ გაბედნიერდება გიოსთან ერთად.რავიცი აბა,ძალიან კი მინდა ასე იყოს დააა.......ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ვნახოთ,ვნახოთ......
პ.ს. ნინიკო და დათუჩა დიდ ხანს უნდა აწვალო?????? გაუნათე რა გონება :D
"სპეტაკი ზიზღი" კარგი იყო :D

ხო, დაივიწყეს, არ ახსოვთ... ჩააბარეს წარსულს კოცნა, მაგრამ თავი შეახსენა აწმყოში იმ ღამემ... ცოტაც მოვიცადოთ ჩემო კარგოო ^^ვნახოთ რა როგორ ოქნება.
პ.ს. და ნანიკოს და დათუჩას რამეს დავპორდი? :დდდდ

მე
ანუ იმ კომენტარზე ვერ დავაreply და აქ დავწერ ანუ რავიგულისხმე იქ ვერ გადმოვეცი რა ნორმალურად, ანუ ხო 2012 წელს აკოცა და 2019მდე კიდე ვერ ჩამოყალიბდა ნორმალურადთქო და მაინც სჭირდებოდა დაფიქრება, მიუხედავად იმისა რომ აკოცაა ანუ აი მაგის მიზეზს ვერვხვდები რო კოცნის და იმ სიტყვების მერე კიდე შვიდი წელი სოფისთან გააგრძელა ურთიერთობა და ან შეიძლება ის კოცნა თავიდან არ ახსოვდა მარა დროთა განმავლობაში გაახსენდა და მარიამს რომ ალბათ იმის მერე არაფერი შეუმჩნევია მასთან, გიორგიმაც ჩვეულებრივად გააგრძელა ყოფნაა, ვითოომ?

აუ აი დღეს რაღაც ძალიან აჟიტირებული ვარ და კომენტარების დაწერის ხასიათზე დავდექი :დდდ იმედია თავი არ მოგაბეზრე :დდ ანუ ახლა რა მგონია მე, ეს ფურცლები მარტო ჩვენთვის არაა რომ წარსულზე გავიგოთ რაღაცეები ანუ ასე მგონია რომ მარიამის არყოფნის დროს გიო შემთხვევით გადააწყდება ამ ფურცლებს, წაიკითხავს და ალბათ ამ დროს გაარკვევენ რაარაცეებს რა :დდ ანუ უბრალოდ ეს აზრები თავში რომ მომდის ვერავის ვერ ვუზიარებ და ესე ჩემ თავში ვლაპარაკობს შესაძლო ვარიანტებზე და მერე აქ მინდება ხოლმე დაწერა, ანუ მესმის რომ მაინცდამაინც ამოუცნობი მოთხრობა არაა მაგრამ მაინც ისეთია ბევრ რამეში ეჭვს რომ შეიტან და მაინც რომ ვერ ამოიცნობ ნორმალურად :დ ლუკიტო მესროლეთ რაა :დდდ გიორგიც შეიძლება მარა მაინც არავისთვის მემეტება ეგ მარიამის გარდა :დდდდ

კი კი ახლა გავიგე...
აუცილებლად უნდა თქვა ყველაფერი რასაც ფიქრობ... რომელ თავის მობეზრებაზეა ლაპარაკი. პირიქით, ავტორებს გვიხარია ჩვენს ნაწერებზე რომ გვესაუბრებიან. ნუ რაღაც საიდუმლოებს რომ გვიხსნიან ხოლმე ნაადრევად ცოტა გვიტყდება :დდდდდდ მაგრამ ეგეც კაია, იმიტომ, რომ დაკვირვებულები ხართ და ისტორიაზე ფიქრობთ ❤️❤️
ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაგეზარა ამ ყველაფრის დაწერა ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინია

აუ გაგეცინებათ მაგრამ იცი რაგამისწორდა ყველაზე მეტად?? :დდდ პირველი კოცნა მაიიინც გიიიიოოოსიიი იყოოოო უუუუუუ:დდდდდ

 


№16  offline წევრი ვიპნი

გიორგი მაცემინაა ერთი ეგ მინდა რააა

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

დავიწყებ იმით, რომ ისე წერ, არაფერია ზედმეტი და ყველა ემოცია თანაბარი სიზუსტით მოდის! უნიჭიერესი ხარ!
ჰო, გამიხარდა ბოლო ნაწილმა ის ამბავი, რომ მამცნო, რომ პირველი კოცნა სულაც არ ყოფილა ლუკასი))) თორემ გაპუტვას ვფიქრობდი მაგ ბიჭის :D
რაც შეეხება ამბავს, ვფიქრობ, იქ და იმ მომენტში, გიორგიმ თავისი არჩევანი გააკეთა და ეს ნათლად დაანახა მარიამს, როდესაც მიუხედავად იმისა რომ სოფი ეხვეოდა თავს, მაინც მის წინ გააშიშვლა ის დამოკიდებულება, რაც ჭამდა. იქნებ, აივნიდან შემჩნეული მოუსვენრობაც, სულაც არ იყო სოფისკენ ნაბიჯის გადადგმა, არამედ პირიქით, ამ ნაბიჯზე ფიქრობდა და ამაზე ღელავდა, რადგან არ იცოდა რა რეაქციო მოჰყვებოდა მარიამისგან. მაგრამ, ძალიან ტეხავს, გოგო რომ გიყვარს, ყველანაირად ცდილობ ამის ჩვენებას და უცებ ბრახ, არ მახსოვს ეგ ღამეო, თავს ისულელებს.
რაღაცნაირად, გიორგი უფრო შემეცოდა, ამდენწლიანი ტანჯვისთვის, ვიდრე მარიამი.
ვფიქრობ, სოფიმაც და გიორგიმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ. და ჰო, სოფი რომ რეალობას მიხვდა და ცდილობს მარიამიც მიახვედროს, ამაში +მას.
ნანიკოს ქმედებები მომწონს, რომ ახსენებს წარსულს და ცდილობს ეს ბარიერები წაშალოს მათ შორის.
ისე, რა რთულია, ამდენი წელი პირში წყალჩაგუბებული ყოფნა და ყურება, როგორ იტანჯებიან გაუმხელელი გრძნობებით, შენი მეგობრები. თუმცა, რაღა გაუმხელელი, კაცს გაუკეთებია საქმე, მაგრამ სადაა აბა დამნახავი?! ზოგჯერ ისეთი ბრმები ვართ, საჭირო დროსა და მომენტში, რომ სიბრაზე მახრჩობს.
პ. ს. ნანიკოს და დავითის წყვილიც მინდა, ხომ იცი, ასეთი კატა-თაგვობანა ის ურთიერთობაა, რომელსაც გამოვლენა არ დასცალდა და ესენი სერიოზულ აფეთქებას მოაწყობენ.
პ. ს. ს. ეს ისტორია ძალიან მინდა წიგნად❤️ ისეთია, რომლის კითხვა სულ მინდა.

 


№18  offline ახალბედა მწერალი lullaby

Life is beautiful
აი ახლა გული სად მაქ არ ვიცი ყველგან ვგრძნობ მის ფეთქვას... ხელები ამიწევია ჩემს ფანტაზიას გასცდა.... ვისიამოვნე მაგრამ ეს აჩქარებული როგორ დავიწყნარო ისიც მიაწერე ბოლოში აი შოკი იყო დამდვილად.... ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრება ამ ყველაფერზე გულისშეტევუს მეშინია უკვე....
არა რა ასეთი მაგარი როგორ ხარ რომ არც ძაან ატკბობ და არც ამლაშებ? გადავირიე პირადაპირ მინდა ვიყვირო ეს განცდა მარა რა ქვია არ ვიცი ისტორიიის შეყვარება? თქვენი შეხედულების სიყვარული? იგივეს განხორციელების სურვილი რეალობაში?
არ ვიცი იდეალური ხარ!!!!!
ღმერთო ხო ძაან მომეწონა რაც მოხდა მათ შრის და ისიც რომ გიორგი სავარაუდოდ ამ ღამეზე ამბობს რეპლიკას მაგრამ ერთი რაღაცა მირევს საერთოდ მოსალოდნელ აზრებს ბოლოში რატო დაწერე დროებს დააკვირდითო? ნუ კი მივხვდი რომ მანამდე მოხდა სანამ მასწავლებლები გახდებოდნენ მაგრამ უფრო დამაბნია ბრინჯივით... შუა ნაწილისკენ ვიფიქრე იქნებ ლუკა შეუყვარდეს მერე მაგრამ ასეთი რამის მერე რიცა ასეთი გრძნობა აქვს მარიამს რაღა ლუკაზე ლაპარაკი არადა ძაან საყვარელია ლუკა მაგრამ არა ისეთი როგკრიც მარიამს სჭირდება... მარიამის ცეცხლი ძააან ცხელია და ლუკა კიდე ვერ მოერევა მასსავით ძლიერი სჭირდება მარიამსსს:-))))))))))))))
ისე მართლა ძააან ვისიამოვნე ამ თავით ღიმილი მიპყრობს....
ძააან ძააან დიდი დიდი მადლობააა...
მალე გამოუშვი შემდეგი თავი<3333

კომენტარს რომ კითხულობ და ცხადად რო წარმოიდგენ ადამიანს, როგორია მისი წერის პროცესში ასე ვარ :დდ და ვერ წარმოიდგენ როგორი ნასიამოვნები და ბედნიერი ვარ. უზომოდ მახარებს შენი ყველა სიტყვა. მიხარია რასაც ხედავ და როგორც ხედავ ❤️
არა, მაგაზე არ იფიქრო, ეგ იმიტომ დავწერე, რომ ემოციებში მყოფ მკითხველს წარსული და აწმყო არ არეოდათ, მეტი არაფერი... ლუკა მართლა კარგია, მაგრამ ზუსტად თქვი შენ... მარიამს სხვისი შეყვარება უკვე ათი წელია არ შეუძლია.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის შენ და გთხოვ, თქვენობით აღარ მელაპარაკო, უხერხულად ვარ ;) ❤️

nukito20w
იმედია გადავიტან. ძალიან დიდი იმედი მაქვს დდდ...
ესე მგონია, რომ არა ცეკვა, შეიძლება გადაჰყოლოდა კიდეც ამ ამბავს.

წარმატებას გისურვებ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

მარიამმა გადაიტანა და შენი იმედიც მაქვს :დდდ სწორი ხარ ჩემო კარგო. ცეკვა ძალიან დაეხმარა...
უღრმესი მადლობა კომენტარისთვის ❤️

NA NO
ოხ მეორედ მოვუბრუნდი ამ თავს. წვეულების დაწყების წამიდან ველოდებოდი მარიამი როდის გადადგამდა პირველ ნაბიჯს, გიორგის აკოცებდა ან რავიცი ისიც კი ვიფიქრე რომ ხმამაღლა გამოტყდებოდა გრძნობებში. მაგრამ ჰოი საოცრებავ :დ გიორგიმ აღტაცებული დამტოვა და გამიხარდა მისი დამოკიდებულების ასე ნათლად დანახვა, ჩრდილიდან გამოვიდა რაღაცნაირად. თუმცა, თუმცა და ისევ თუმცა აი რანაირად იკატუნებენ თავს ასე შოკში ვარ :( ოჰ ძალიან ბევრი ვარიანტი და ახსნა მიტრიალებს თავში, მაგრამ არც ერთი არ მამშვიდებს. ძალიან ვბრაზობ ორივეზე. აი სოფის რაც შეეხება მომწონს ეს გოგო. საერთოდ ყველას მოგვწონს, ანგელოზია, მაგრამ აი რატომ??? საერთოდაც მგონია რომ სოფიმ თავიდანვე ყველაფერი შენიშნა, გიორგისი და მისი ურთიერთობა კი ერთი დიდი ფარსია, თუმცა ამით რა ხეირი აქვს სოფის ამას ვერ ვხვდები. ამას წინათ მგონი დავწერე კიდეც რომ ნანიკოს ადგილას მე ამდენს ვერ მოვითმენდითქო და აჰა ვეღარ გაძლო ამ გოგომაც, ყელში ამოუვიდა. ძალიან სწორი გათვლა იყო მისი მხრიდან წარსულის გამაცოცხლებელი საღამო. ვიღაცამ თვალიდან სახვევები უნდა მოხსნას ამ ორს, თორემ თავად ისე დაიხოცებიან რეალობასა და სიზმარს ვერ გაარჩევენ ერთურთისგან.
ვანილო წერე, ბევრი, ძალიან ბევრი ახალმა თავმა რომ მოგვისწროს თორემ დაგვხოცავ მკითხველებს :დ

ვაიმეეე მობრუნებულო, გამოხვედი შოკიდან? :დდდდ თავის მოკატუნებაში ბევრი რამ დაეხმარათ. ორივეს ჰქონდა მიზეზი. კი, გასაბრაზებელია მესმის შენი, მაგრამ ამათაც უნდა გავუგოთ. სოფის რა დანიშნულება აქვს? ავხსნიდი, მაგრამ ციტირება გამომივა მომავლიდან და ჯობია გავჩუმდე. მგონი ჯობია, ისევ პერსონაჟებმა ილაპარაკონ.
კი, ნანიკომ კი ინანა, მაგრამ მაინც სწორად მოიქცა. ეგ საღამო ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს.
შენ კიიი, აი ვერ წარმოიდგენ, მეორედ რომ დაგინახე აქ, ვერშეკავებული სიტყვებით ❤️❤️
მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ასე რომ მანებივრებ ❤️

სტუმარი ნინია
აუ გაგეცინებათ მაგრამ იცი რაგამისწორდა ყველაზე მეტად?? :დდდ პირველი კოცნა მაიიინც გიიიიოოოსიიი იყოოოო უუუუუუ:დდდდდ

ძაააალინ მაგარი რამე გაგისწორდა :დდდდდდ და ძაალიან მიხარია, რომ შენიშნე და აღნიშნე ❤️❤️❤️❤️

ვიპნი
გიორგი მაცემინაა ერთი ეგ მინდა რააა

შე ოდნავ აგრესიულო მკითხველო :დდდდ ❤️

მე♥უცნაურე
დავიწყებ იმით, რომ ისე წერ, არაფერია ზედმეტი და ყველა ემოცია თანაბარი სიზუსტით მოდის! უნიჭიერესი ხარ!
ჰო, გამიხარდა ბოლო ნაწილმა ის ამბავი, რომ მამცნო, რომ პირველი კოცნა სულაც არ ყოფილა ლუკასი))) თორემ გაპუტვას ვფიქრობდი მაგ ბიჭის :D
რაც შეეხება ამბავს, ვფიქრობ, იქ და იმ მომენტში, გიორგიმ თავისი არჩევანი გააკეთა და ეს ნათლად დაანახა მარიამს, როდესაც მიუხედავად იმისა რომ სოფი ეხვეოდა თავს, მაინც მის წინ გააშიშვლა ის დამოკიდებულება, რაც ჭამდა. იქნებ, აივნიდან შემჩნეული მოუსვენრობაც, სულაც არ იყო სოფისკენ ნაბიჯის გადადგმა, არამედ პირიქით, ამ ნაბიჯზე ფიქრობდა და ამაზე ღელავდა, რადგან არ იცოდა რა რეაქციო მოჰყვებოდა მარიამისგან. მაგრამ, ძალიან ტეხავს, გოგო რომ გიყვარს, ყველანაირად ცდილობ ამის ჩვენებას და უცებ ბრახ, არ მახსოვს ეგ ღამეო, თავს ისულელებს.
რაღაცნაირად, გიორგი უფრო შემეცოდა, ამდენწლიანი ტანჯვისთვის, ვიდრე მარიამი.
ვფიქრობ, სოფიმაც და გიორგიმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ. და ჰო, სოფი რომ რეალობას მიხვდა და ცდილობს მარიამიც მიახვედროს, ამაში +მას.
ნანიკოს ქმედებები მომწონს, რომ ახსენებს წარსულს და ცდილობს ეს ბარიერები წაშალოს მათ შორის.
ისე, რა რთულია, ამდენი წელი პირში წყალჩაგუბებული ყოფნა და ყურება, როგორ იტანჯებიან გაუმხელელი გრძნობებით, შენი მეგობრები. თუმცა, რაღა გაუმხელელი, კაცს გაუკეთებია საქმე, მაგრამ სადაა აბა დამნახავი?! ზოგჯერ ისეთი ბრმები ვართ, საჭირო დროსა და მომენტში, რომ სიბრაზე მახრჩობს.
პ. ს. ნანიკოს და დავითის წყვილიც მინდა, ხომ იცი, ასეთი კატა-თაგვობანა ის ურთიერთობაა, რომელსაც გამოვლენა არ დასცალდა და ესენი სერიოზულ აფეთქებას მოაწყობენ.
პ. ს. ს. ეს ისტორია ძალიან მინდა წიგნად❤️ ისეთია, რომლის კითხვა სულ მინდა.

კი, მოხდა ეს. კოცნა იყო... მაგრამ ჯერ ნუ განვსჯით ნურავის, რადგან ჯერ არ ვიცით ვინ დაიბრმავა თვალები და ვის რა გეგმა ჰქონდა. ვინ აპირებდა ამაზე მეორე დღისით საუბარს და ვინ რატომ გადაიფიქრა. თუმცა წაკითხულიდან შენი დასკვენი ბუნებრივია.
და ვაიჰ... ნანიკოს და დავითის წვილზე ძალიან გამსხვავებული დამოკიდებულება მქონდა. ყოველთვის ყველგან არიან მსგავსი წყვილები, რომლებიც ჯერ ჭამენ ერთმანეთს და შემდეგ ჰოპ, თურმე ქიმია იყო და ერთად არიან. მოძველდა ეს გეგმა... და რამდენად გავაკეთებ ამას, ვერ გეტყვი. ვნახოთ ^^

და ძალიან დიდი მადლობა ბოლო წინადადებისთვის... ეს უშველებელი კომპლიმენტია და ძალიან ძალიან მახარებს ❤️❤️

 


№19  offline წევრი თ. ა.

რატომ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მარიმ კიდევ ერთხელ გადაუსვა ხაზი ყველაფერს და ამ კოცნითაც წაშალა მისი შანსი. ჯერ კი არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ სავარაუდოდ თავი გაისულელა და შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა არც ისაა ადვილი, ასე ერთი ხელის მოსმით შეცვალო ცხოვრება. ცხოვრება რომელიც საუკეთეოს მეგობარს ან სამუდამოდ დაგაკარგვინებს ან პირიქით.
დაველოდები შემდეგს, თუმცა კარგი და მსუყე თავი იყო და ძალიან გამიხარდა.

 


№20  offline წევრი gogincha

საოცარი ემოციებით დავიტვირთე, მადლობა შენ და შენს პერსონაჟებს, მაგრამ აი არვიცი რატომ თუმცა სიამოვნებით წავიკითხავდი ნანიკოს და დავითის ურთიერთობის შესახებ უფრო მეტს, თუმცა ისიც მესმის რომ ისტორია ძირითადად გიორგიზე და მარიამზა. წარმატებები

 


№21 სტუმარი purpleorchid

Აუუუ კარგი რა???? ღმერთო ეს საუკეთესო დასასრული იყო ამ თავისთვის❤❤ რა საყვარლები არიან, როგორ მიყვარან ორივე???? ესე იგი არც გიორგი უყურებდა თავიდან მთლად მეგობრულად, რადგან ამ კოცნას მხოლოდ სიმთვრალეს ვერ დავაბრალებთ❤❤ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ეს ისტორია, მაგრამ ამას რატომ მიკეთებთ???????? ერთი თავი ისე არ გავა რომ ცრემლები არ წამომივიდეს, ისე განვიცდი მარიამის შინაგან ტკივილს, ძალიან რთულია შეყვარებულმა ადამიანმა ასე კარგად შენიღბოს საკუთარი თავი????❤ ნანიკოზე ვგიჟდები, ეგ კუპიდონია თავისი დაქალის???????? ეს ჩვენი ნოეც ვიცანი "ვიოლინოს გასაღებიდან"???? ამ მოთხრობაზეც ვგიჟდები სა საერთოდ თქვენს დაწერილ ყველა მოთხრობაზე ვგიჟდები???????? მეტი რაღა ვთქვა, წარმატებები თქვენ და ჩვენს საყვარელ გიორგის და მარიამს????❤ მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№22 სტუმარი მა რი ტა

ერთადერთი ისტორია,რომელიც დასრულებილი არ იყო და კითხვა დავიწყე.მარიამ შენი ნიკის ბრალია❤ზუსტად ვიცი ბოლო თავს რომ დადებ,თავიდან დაიწყებ ისევ კითხვას❤საუკეთესო ხარ,ყველა ისტორიით❤

 


№23  offline ახალბედა მწერალი lullaby

თ. ა.
რატომ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მარიმ კიდევ ერთხელ გადაუსვა ხაზი ყველაფერს და ამ კოცნითაც წაშალა მისი შანსი. ჯერ კი არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ სავარაუდოდ თავი გაისულელა და შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა არც ისაა ადვილი, ასე ერთი ხელის მოსმით შეცვალო ცხოვრება. ცხოვრება რომელიც საუკეთეოს მეგობარს ან სამუდამოდ დაგაკარგვინებს ან პირიქით.
დაველოდები შემდეგს, თუმცა კარგი და მსუყე თავი იყო და ძალიან გამიხარდა.

მარის შანსებს ყოველთვის ჰქონდათ ხარვეზები და იმიტომაც ქრებოდნენ მალევე. ასე, რომ კი წინ კიდევ არის რაღაცები გასაგები და ვნახოთ, რა იქნება. მიხარია, რომ დიდი თავით ისიამოვნე ^^

gogincha
საოცარი ემოციებით დავიტვირთე, მადლობა შენ და შენს პერსონაჟებს, მაგრამ აი არვიცი რატომ თუმცა სიამოვნებით წავიკითხავდი ნანიკოს და დავითის ურთიერთობის შესახებ უფრო მეტს, თუმცა ისიც მესმის რომ ისტორია ძირითადად გიორგიზე და მარიამზა. წარმატებები

ზემოთაც ვთქვი. ნანიკოს და დავითის ურთიერთობა ასე აეწყო უბრალოდ. გეგმაში მათი წყვილი არ მქონია. უბრალოდ მკითხველს მოსწონს ეს კატა-თაგვობანა და ალბათ ამიტომაცაა, რომ მათი ზავი გაინტერესებთ. უფრო მეტი მათზე ვერ იქნრბა, თუმცა რა იქნება, ეგ ჯერ მეც არ გადამიწყვიტავს, ვნახოთ...
დიდი დიდი მადლობა კომენტარისთვის. ძალიან მიხარია, რომ ისტორია მოგწონს ^^

purpleorchid
Აუუუ კარგი რა???? ღმერთო ეს საუკეთესო დასასრული იყო ამ თავისთვის❤❤ რა საყვარლები არიან, როგორ მიყვარან ორივე???? ესე იგი არც გიორგი უყურებდა თავიდან მთლად მეგობრულად, რადგან ამ კოცნას მხოლოდ სიმთვრალეს ვერ დავაბრალებთ❤❤ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ეს ისტორია, მაგრამ ამას რატომ მიკეთებთ???????? ერთი თავი ისე არ გავა რომ ცრემლები არ წამომივიდეს, ისე განვიცდი მარიამის შინაგან ტკივილს, ძალიან რთულია შეყვარებულმა ადამიანმა ასე კარგად შენიღბოს საკუთარი თავი????❤ ნანიკოზე ვგიჟდები, ეგ კუპიდონია თავისი დაქალის???????? ეს ჩვენი ნოეც ვიცანი "ვიოლინოს გასაღებიდან"???? ამ მოთხრობაზეც ვგიჟდები სა საერთოდ თქვენს დაწერილ ყველა მოთხრობაზე ვგიჟდები???????? მეტი რაღა ვთქვა, წარმატებები თქვენ და ჩვენს საყვარელ გიორგის და მარიამს????❤ მოუთმენლად ველი ახალ თავს

მართალი ხარ, კოცნა მხოლოდ სიმთვრალის ბრალი არ ყოფილა და კიდევ რისი ბრალი იყო, გვეტყვიან ამას მოგვიანებით "დამნაშავეები" ^^
ძააალიან გამიხარდა ნოე რომ იცანი და აღნიშნე. მიყვარს გადაკვეთებს რომ ვაკეთბ ხოლმე ჩემს ისტორიებთან.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის... მიხარია რომ მოგწონს ეს ამბავი ❤️

ძალიან მიხარია თუ გაცდუნე :დდდ
მიხარია რომ მოგწონს და უღრმესი მადლობა კომპლიმენტებისთვის ❤️❤️

 


№24 სტუმარი wero

ადამიანო რას გვიშვები?!როგორ გვანადგურენ შენი ისტორით. მოუთნენლად ველოდები შემდეგ თავსსსს. წარმატებები შენ გაასსსაააოოოცცცააროოო ადდაამმმიიიაანოოო^^^^

 


№25 სტუმარი სტუმარი lika

სრული სიგიჟე და გაფრენა... სხვას ვერ ვამბობ ვერაფერს...❤️ )))))

 


№26  offline მოდერი აირ ისი

ჩემი საყვარელი ავტორი ხარ შენ ! მორჩა და გათავდა... ისტორიას რაც შეეხება, ყოველი თავის დანახვა ისე მიხარია, როგორც ხელფასის ჩარიცხვის SMS-ის მოსვლა :დდ მიყვარხარ მე შენ ♥️ უმაგრესი გოგო ხარ, უმაგრესი ემოციებით, პერსონაჟებით და სიუჟეტით ♥️♥️♥️♥️♥️

 


№27  offline ახალბედა მწერალი lullaby

wero
ადამიანო რას გვიშვები?!როგორ გვანადგურენ შენი ისტორით. მოუთნენლად ველოდები შემდეგ თავსსსს. წარმატებები შენ გაასსსაააოოოცცცააროოო ადდაამმმიიიაანოოო^^^^

ვაიმეეე ძალიან ძალიან დიდი მადლობაა...
ვეცდები მალე გაგახარო ❤️

სტუმარი lika
სრული სიგიჟე და გაფრენა... სხვას ვერ ვამბობ ვერაფერს...❤️ )))))

ესეც სრულიად საკმარისია
უღრმესი მადლობა ❤️

აირ ისი
ჩემი საყვარელი ავტორი ხარ შენ ! მორჩა და გათავდა... ისტორიას რაც შეეხება, ყოველი თავის დანახვა ისე მიხარია, როგორც ხელფასის ჩარიცხვის SMS-ის მოსვლა :დდ მიყვარხარ მე შენ ♥️ უმაგრესი გოგო ხარ, უმაგრესი ემოციებით, პერსონაჟებით და სიუჟეტით ♥️♥️♥️♥️♥️

ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ მართლა ❤️ მაგ სმსზე დიდი სიხარული არ არსებიბს და მიხარია გაიგივება :დდდ უღრმესი მადლობა უმაგრესი სიტყვებისთვის ❤️

Tiko kapanadze მომდევნო თავში გექნება მაგ შეკიYხვაზე პასუხი ^^ ვეცდები მალე დავდო ❤️

 


№28 სტუმარი ფეფო ამირეჯიბი

(ჩაფიქრებულ სმაილს ვერ ვწერ) ამდენი ხნის შემდეგ საიტზე ისევ შემოვდივარ შენი ისტორიისთვის. აჰა,მეც ესე ვფიქრობდი და წინა თავზე დაწერილი "რამე ხომ არ მიქარა" :დ :დ :დ ზუსტად ეს იყო ნაგულისხმევი და აი ასი პროცენტით მჯეროდა რომ...რომ და რომ.
რავქნაა ძალიან მომწონს,თან იმდენად რომ კარგი,ჯანდაბას ჩემი თავი ველოდები ახალ თავს ამხელა შუალედით...(არადა ვერ ვიტან ლოდიიინს,შენს გამო კარგი ცოტახნით ავიტან :დ) უღრმესი მადლობა ჩემო ნიჭიერო გოგო ამხელა ემოციებისთვის...რომ დასრულდება პირობას ვდებ თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ წავიკითხავ და პირადად მოგწერ იმ ემოციებს, რაც ვიცი რომ ზუსტად ისეთივე იქნება როგორც პირველი კითხვოსას.
ამ თავზე რა ვთქვა გარდა იმისა რომ განაბილი,სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი და გაგეცინება სტუმრად ვიყავით ახლობლებთან და ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი რომ წამეკითხა.
არაფერი გადაჭარბებული...
ჩემი გოგო ხარ!!
მადლობა მარიამ :*

 


№29 სტუმარი Ana

ვაინე, მალე მალე მალე მინდა გაგრძელება, ამ გოგოს ყველა ემოციას ვგრძნობ, ბოლო თავი საოცრებაა, არ გააბანალურო, გთხოვ, არც ძალიან გაწელო, რა მინდა, რომ მოხდეს, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ისე ქენი, რომ ასეთი მძაფრი სცენები კიდევ იყოს ????❤️❤️❤️❤️❤️❤️ გული გამიჩერა ნუ

 


№30  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფეფო ამირეჯიბი
(ჩაფიქრებულ სმაილს ვერ ვწერ) ამდენი ხნის შემდეგ საიტზე ისევ შემოვდივარ შენი ისტორიისთვის. აჰა,მეც ესე ვფიქრობდი და წინა თავზე დაწერილი "რამე ხომ არ მიქარა" :დ :დ :დ ზუსტად ეს იყო ნაგულისხმევი და აი ასი პროცენტით მჯეროდა რომ...რომ და რომ.
რავქნაა ძალიან მომწონს,თან იმდენად რომ კარგი,ჯანდაბას ჩემი თავი ველოდები ახალ თავს ამხელა შუალედით...(არადა ვერ ვიტან ლოდიიინს,შენს გამო კარგი ცოტახნით ავიტან :დ) უღრმესი მადლობა ჩემო ნიჭიერო გოგო ამხელა ემოციებისთვის...რომ დასრულდება პირობას ვდებ თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ წავიკითხავ და პირადად მოგწერ იმ ემოციებს, რაც ვიცი რომ ზუსტად ისეთივე იქნება როგორც პირველი კითხვოსას.
ამ თავზე რა ვთქვა გარდა იმისა რომ განაბილი,სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი და გაგეცინება სტუმრად ვიყავით ახლობლებთან და ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი რომ წამეკითხა.
არაფერი გადაჭარბებული...
ჩემი გოგო ხარ!!
მადლობა მარიამ :*

მადლობა შენ ჩემო გოგო და მთელი მონდომებით ვიგერებ, რომ მიზეზი ვარ შენი აქ შემოყვანის და კომენტარის დატოვებს :დდ ^^
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს სევდიანობები და იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება ^^ შენი მოსაზრებები, რომელსაც მპირდები კი ძალიან მაინტერესებს და დაველოდები მოუთმენლად ❤️

Ana
ვაინე, მალე მალე მალე მინდა გაგრძელება, ამ გოგოს ყველა ემოციას ვგრძნობ, ბოლო თავი საოცრებაა, არ გააბანალურო, გთხოვ, არც ძალიან გაწელო, რა მინდა, რომ მოხდეს, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ისე ქენი, რომ ასეთი მძაფრი სცენები კიდევ იყოს ????❤️❤️❤️❤️❤️❤️ გული გამიჩერა ნუ

არ ვიცი მსგავსად მძაფრი სიუჟეტები იქნება თუ არა, მაგრამ ისტორიის ნახევარზე მეტი უკვე დევს. გაბანალურება არ იქნება, გპირდება და იმედია არც გაწელილად მოგეჩვენება დარჩენილი თავები ^^
ძალიან ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent