შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები X


2-11-2020, 04:31
ავტორი belle...
ნანახია 511

გდანსკი/ „გაუჩინარებული მონუმენტი“/ 02:15 წთ / მთვარის 25-ე დღე, მესამე ფაზა...
თვალი ავახილე, ფანჯრებიდან ჯერ კიდევ გაუთენებელი დღე იბღვირებოდა. დამამთქნარა და საათი შევამოწმე. დილის ექვსი ხდებოდა. შაბათი იყო, სამსახურიდან დეი ოფი მქონდა და ვისვენებდი. რბილ ლოგინში გადავკოტრიალდი და ბალიში თავზე წავიფარე, რომ გიტარის სიმებმა ნაზად გაიჟღერეს მკვდარ მდუმარებაში. გაბრუებულმა საბანში ხელები ავაფათურე და ტელეფონს ვუპასუხე.
- სუჰამ...
- გაგაღვიძე? - ჩუმი სიცილი მომესმა ყურმილიდან.
- არა, წამის წინ გავახილე თვალი.
- ძალიან კარგი. დრო ნახევარი საათი გაქვს და გავდივართ.
- ჰა? - გაბურძგნული თავი ბალიშიდან გამოვყე - სად მივდივართ? კიდე რამე გაუთვალისწინებელი მოხდა?
- უიმე რა დღეში მყავს გოგო, - სიცილი აუტყდა - ამჯერად სამსახურში არ მიმყავხარ, ადექი და გაემზადე, ნახევარ საათში მოგაკითხავ.
- კარგი.
დაეჭვებულმა გავუთიშე და წამოვდექი. კიდევ კარგი, რომ აბაზანა ზუსტად ორ ნაბიჯში მაქვს და თავის მოწესრიგება თხუთმეტ წუთში მოვასწარი. კომფორტული სამოსი მოვირგე და ფანჯარაში გავიჭყიტე - უთავმოყვარეოდ წვიმდა! ტანზე დავიხედე - მაქმანიან მოკლესახელოიან ზედაში გავიყინებოდი! ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და თმა გავიშალე. ჩემმა საყვარელმა კულულებმა ისე ჩამათბეს სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. ჩემს გარეგნობაში ყველაზე მეტად თმა მიყვარს, გრძელი, შოკოლადისფერი ბუნებრივი კულულებითა და ვანილის სურნელით. საუკეთესო მეგობრები ვართ. როგორც კი შემცივდება საკმარისია გრძელი ცხენის კუდი ჩამოვიშალო, რომ უზარმაზარ ტალღებად მეშლება წელზე და სიამოვნებისგან ლამის ვკრუტუნებ ხოლმე. თმაზე შეხების უფელბას არავის ვაძლევ, ჩემი დებილი ძმის გარდა. მხოლოდ მას აქვს უფლება თმა ჩამიწნას ცუდ ხასიათზე მყოფს.
მაჯის საათს დავხედე, ჯერ კიდევ მქონდა თხუთმეტი წუთი. სიგარეტი ამოვიღე, ფანჯარა გამოვაღე და რაფასთან მოვიკალათე. ამღვრეული თვალებით სიგარეტს ვაბოლებდი, წვიმის ხმას ვუსმენდი და თან ჩემს პატარა ძმაზე ვფიქრობდი. პატარები ვიყავით მამა რომ დავკარგეთ, დედა მუდამ სახლიდან იყო გასული და მუშაობდა. მარტოხელა დედისთვის ორი შვილის აღზრდა იოლი საქმე არ არის. დედას ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. ჩემს პატარა ძმას ისე ვუვლიდი როგორც საკუთარ შვილს. სკოლაში მის მშობელთა კრებებზე მე დავდიოდი, თუ ქუჩაში ვინმე აწყენინებდა ისე „ვაგვარებდი“ თვითონ ვერც ხვდებოდა ვერაფერს. (ვაღიარებ და ლაწირაკი ბავშვიც მითრევია ყურებიდან, როცა შევასწარი ჩემს ძმას როგორ აწვალებდა მასზე გაცილებით დიდი ვირი) როცა სიცხიანი იწვა ხოლმე ლოგინში, მის ბალიშთან გათენებამდე ვიჯექი, ძილში რომ წუხდა მე ცრემლები მომდიოდა დებილი ბავშვივით და შულბზე ცივ ტილოს ვადებდი, რომ ცოტა შვება ეგრძნო. დროთა განმავლობაში მის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა პრობლემებიც, რომელიც დედაჩემთან არასოდეს მიდოდა, ჩემთანვე კვდებოდა, უკვე მოგვარებულად, ასე უსიტყვოდ. თინეიჯერი მოზარდი ხშირად იკეტებოდა თავის თავში, ყველანაირად ვცდილობდი ისე მივდგომოდი, რომ ჩემთან გახსნილი ყოფილიყო. არ მინდოდა რამე დამალული ყოფილიყო, რამე ისეთი რაც გამომრჩებოდა მის ცხოვრებაში და ეს წვრილმანი სერიოზულ უფსკრულს გააჩენდა ჩვენ ორ შორის. გამომდიოდა, რადგან ვიცოდი როდის რა უნდა მეკითხა, ზოგჯერ კითხვები სულაც არ იყო საჭირო, უბრალოდ ჩახუტებაც კმაროდა, რომ მეგრძნობინებინა სამყაროს არსებობა რომც შეეწყვიტა, მე მის გვერდით ვიქნებოდი მაინც. თუ ყველა ზურგს აქცევდა მე მაინც მის მხარს ვიქნებოდი მიყრდნობილი, თუ წაბორძიკდებოდა ყოველთვის გვერდით ვედგებოდი რომ ხელი შემეშველებინა. თუ ოდესმე იგრძნობდა, რომ ცხოვრება თავზე ენგრეოდა მე ვიქნებოდი ის ფარი ვინც მტკივნეულ ლოდებს მასთან ახლოს არ მიუშვებდა. როცა სახლში განსაკუთრებით მოშხამული ბრუნდებოდა, ჩანთას წიხლს ამოკრავდა, ოთახის მოპირდაპირე კუთხეში გაისროდა, მოვიდოდა ჩამეხუტებოდა და მხოლოდ იმას მთხოვდა რომ თმაზე თამაშის უფლება მიმეცა. ის ჩემი გულის მესაიდუმლე იყო, მე მისი, ისეთ თემებზე ვსაუბრობდით საუკეთესო მეგობრებსაც კი რომ მოერიდებოდათ ერთმანეთთან. უცნაურად მოღუშულ დილას ჩემი პატარა ძმა ისე მომენატრა სული ამტკივდა. ალბათ პლანეტის დასალიერშიც რომ გადავხვეწილიყავი ის ერთადერთი იქნებოდა, ერთადერთი ჩემი სხეულისა და სულის ნაწილი, რომელიც ყოველთვის მიხმობდა უკან. ვაღიარებ და რამდენჯერმე სიზმარში ვნახე და გამოღვიძებულმა ახლოს რომ ვერ ვიპოვე, შტერი ბავშვივით დავიწყე ტირილი. ცივი ვარ, ძალიან ცივი პომარანჯა მკითხველო, საკუთარ დედაზეც კი არ მიჩუყდება ასე გული. მაგრამ ჩემი პატარა ძმა... ჩემი ყველაზე დიდი სუსტი წერტილია სამყაროში. უნებურად გამეღიმა, თვალის კუთხესთან გამოჟონილი ცრემლი საჩვენებელი თითით გავსრისე და უკვე ჩამწვარი ფილტრი ღია ფანჯრიდან მოვისროლე.
ჟელაზნას ჭიშკართან იანის ვოლვოს საბურავების ხმა შემომესმა და გამოვფხიზლდი. გჯერა? მოცემული ნახევარი საათიდან ზუსტად 29 წუთი იყო გასული. ნერვიულად გამეცინა - ეს კაცი მანიაკია! სევდიანი ფიქრები გონებიდან გამოვიბერტყე, ტელეფონს ხელი წამოვავლე, კარი გამოვიკეტე და კიბეებზე დავეშვი. ქუჩაში თავზეხელებწაფარებული გავვარდი და მანქანაში ისეთი სისწრაფით ჩავხტი, „baby drivers” გული გავუხეთქე. დასველდიო? - გამიკრიჭა მხიარულად და თმიდან წვიმის წვეთები ჩამომიფერთხა. - არა, რას იძახი, პოლონელო?! შხაპს ვიღებდი და პირდაპირ აბაზანიდან მოვრბივარ! რა მაღადავებს? გგონია რამე წარმოუდგენელი ვთქვი? თუ დასჭირდა, გასაპნულსაც გამომათრევს გარეთ - გვეჩქარებაოს თემაში.
- აბა, საით? - ღვედი შევიკარი და მომლოდინედ, ნახევარი ტანით მისკენ შევბრუნდი.
- გადავწყვიტე, რომ უიქენდი განსატვირთად გამოვიყენოთ, - თვალი ჩამიკრა და საჭე მოაბრუნა - დროა პოლონეთს ცოტა ახლოდან გაეცნო, გრძელთმიანო, იქნებ აქურობა ისე მოგეწონოს, რომ წასვლაზე აღარც იფიქრო.
- ვააა - აღმომხდა სასიამოვნოდ გაოცებულს - მე კი მეგონა, რომ კიდევ რომელიმე ჰოსტელის სარდაფი, სხვენი ან რადიატორი გველოდა შესაკეთებლად.
- ჰი, ჰი, ჰი...
სასაცილოდ დამეჯღანა და მანქანა ნელი სვლით გააგორა გზატკეცილზე. ჯიბიდან ტელეფონი ამოვაცალე და ფლეილისთიდან მუსიკის არჩევას შევუდექი.
- შენი საბუთები დღეს შევიტანე, - მითხრა ხმადაბლა და ღიმილით გამომხედა - ყველაფერი რიგზეა, ახლა კარტის მოლოდინში ხარ. დასტური ოთხ, ან ხუთ თვეში მოგივა.
- ან ექვსში, ან რვაში, ან წელიწადში, - გამეცინა - იან, ვიცი როგორც ელოდება ხალხი აქ „პაბიდუს“. ან შეიძლება სულაც უარი მითხრან და ქვეყნის დატოვება მომთხოვონ.
წამით გამომხედა და ისევ გზატკეცილზე გადაიტანა მზერა. მომეჩვენა რომ რაღაცის თქმა უნდოდა.
- რა იყო? - ისევ გამეცინა.
- აქაურობას არ დატოვებ, თუ ეს თავად გენდომება.
- იან, შეიძლება ჩემი ბოსი ხარ, მაგრამ დავიჯერო მთავრობის წინააღმდეგ წასვლაც შეგიძლია?!
ავხითხითდი. შემიბღვირა. მიყვარს ნერვებს რომ ვუშლი ხოლმე ისეთი სახე უხდება მინდება ლოყები დავუჩქმიტო პატარა ბავშვივით.
- ანაბელ, ნერვებს ნუ მიშლი! - წაიდუდღუნა.
- ანაბელ, ნერვებს ნუ უშლი! - გამოვაჯავრე გახალისებულმა - თორემ ბოსი გაგიბარზდება და ჩამოგსვამს რომელიმე გარეუბანში, მიტოვებული კნუტივით!
- ან რომელიმე ტყეში დაგტოვებს მგლების შესაჭმელად! - წამეშველა იუმორის მამად ვერ აღიარებული და მაინც პრეტენზიის მქონე წერო კაცი.
- ჰი, ჰი, ჰი... - ენა გამოვუყე გაბუსხულმა. ახლა თვითონ ახითხითდა გამხიარულებული.
- გინდა რაღაც ძალიან მაგარი გაჩვენო? - ეშმაკურად გამომხედა.
- მაინც? - დაეჭვებულს ცალი თვალი მომეჭუტა.
- სურვილი ჩაიფიქრე, გრძელთმიანო!
უცებ საჭე ისე მკვეთრად მოზიდა შევკრთი. ვოლვომ გზიდან გადაუხვია და რანჩოებისკენ მიმავალ გზატკეცილს გაუყვა. მინდოდა მეკითხა სად მივდივართ-მეთქი, რომ ტრაფარეტზე წარწერას მოვკარი თვალი „Zamek GNIEW” და თვალეგაფართოებულმა მზერა სასწრაფოდ იანზე გადავიტანე. თანხმობის ნიშნად ერთი ჩაუღიმა და გაზის პედალს ტერფი მიაწება. მივხვდი სადაც მივყავდი და აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა!
პირველი გაჩერება - ქალაქი, რომლის სახელიც ვერაფრით დავიმახსოვრე; ქალაქი, რომელიც მოსახლეობაც ასეულ მაცხოვრებელს შეადგენს; ქალაქი, რომელიც იმდენად მოცუცქნულია, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, მხოლოდ „ზამეკისთვის“ (სასახლისთვის) არსებობს; ქალაქი, რომელსაც ხალხი მხოლოდ მაშინ აკითხავს, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგათ; ქალაქი, რომელიც ყველა ცუდს გავიწყებს; ქალაქი, სადაც ოცნებები ხდება - ასე მომითხრო, პოლონელმა, მის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ როცა ახალი ჩამოსული ვიყავი და ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე ჟელაზნას ვერანდაზე ჟოლოს ლუდით ხელში.
როგორც იქნა რანჩოებს გავცდით, ამწვანებული ხეივანი გავიარეთ და ისიც გამოჩნდა... უზარმაზარი კოშკურები, რომელიც მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრდღვიალებდა. ვოლვო ქალაქის, ცენტრალურ, ლამაზი ქვებით მოკირწყლულ გზატკეილზე შესრიალდა. აღფრთოვანებული ვათვალიერებდი პატარა ფერიების სამფლობელოს - მოცუცქნული ქუჩები, იდეალური გამწვანებით, მოვლილი მცენარეებით და გაკრეჭილი გაზონებით, კოხტა, სამკუთხა წითელსახურავებიანი სახლებითა და... და... ჯანდაბა, ზამეკით! - თვალისმომჭრელი, წითელი აგურით ნაშენები, უზარმაზარი, მომხიბვლელი, გროტისკული სასახლით, თავისი ჯადოსნური აურით, რომელიც საუკუნეებს ითვლიდა! როგორც კი მანქანა სასახელსთან შეჩერდა, თავი უცნაურად ვიგრძენი, რაღაც დიდის, ჯადოსნურის და ძალიან, ძალიან სუფთა, ირეალური სამყაროს ნაწილად. კარი ისე გავაღე და გადმოვედი, მზერა არ მომიშორებია ამაყი კოშკურებისთვის. უზარმაზარ გალავნიან ეზოს თვალი მოვავლე, ამწვანებული გაზონი და ვეებერთელა ფანტანი უმშვენებდა ინტერფეისს. იანს გაეღიმა, - წამოდი გავიაროთო. ლამაზი, ფერადი ქვებისგან მოკირწყლულ ბილიკს გავუყევით, ფართო ტერიტორიაზე, სასახლის გვერდით მინი სასახლე აეშენებინათ, გვერდით რესტორანი მოჩანდა, ცოტა მოშორებით კი პატარა ბუნგალოები. იანმა ამიხსნა, რომ აქ ხშირად რიტუალური წარმოდგენები იმართება - ადგილობრივები ისტორიის ფურცლებს აცოცხლებენ. ძველ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები გამოვლილი ომის სცენებს დგამენ. ასეთ დროს, სასახლეში შემოხეტებულს, გზად პოლონელი მეომრები შეგეჩეხებიან აბჯარში გამოწყობილები, სახელმწიფო გერბით ფორმაზე. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომელიმე ბილიკზე ჩაფიქრებულ მეფეს გადაეყარო, ზურგზე დაწყობილი, გადაჯვარედინებული ხელებით, ან სულაც დედოფალს მოჰკრა თვალი, რომელიმე მდიდრულ სავარძელში ყელმოღერებით წამოსკუპებულს, გვერდით თავისი ფრეილინებით.
ყურადღებით ვუსმენდი იანის ნაამბობს სასახლის წარსულის შესახებ და წამში რეალობიდან იმ ზღაპრების ფურცლებზე გადავინაცვლე, რომელსაც ხშირად მიყვებოდა ხოლმე ბებია ძილის წინ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ კიდევ უკბილო ღიმილით და ანთებული თვალებით რომ ვოცნებობდი, ოდესმე ასეთ ადგილას მომახვედრა-თქო. დრო და დრო, მზერა კოშკურებისკენ გამირბოდა და ჩემთვის მეღიმებოდა. ოცნებები სრულდება თურმე...
თხრობისას იანი ძალიან ცდილობდა ყველა დეტალი ზუსტად აეხსნა და გადმოეცა, მაგრამ ხშირად ისეთი სიტყვების გამოყენება უწევდა, რომელიც მანამდე არ დასჭირვებია, ამიტომ ხშირად „ტფუი“ ერთვოდა შთამბეჭდავ მონოლოგს. (ეს ჩვევად აქვს, როცა რამის თქმას ცდილობს და ეშლება, ან სხვა სიტყვას ამბობს სასურველის ნაცვლად „ტფუიო“ სასაცილოდ აკვეხებს ხოლმე) ფხუკუნ-ფხუკუნით და მაინც გასუსული ვუსმენდი მოსაუბრეს. ისტორიის დასასრულს კი, სასახლეს ღიმილით ახედა.
- აქ ხშირად ქორწინდებიან წყვილები. ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ამად ღირს. ღირს, საყვარელ ქალს პირველივე ღამიდან აგრძნობინო, რომ შენი დედოფალია. აგრძნობინო, რომ მასზე იზრუნებ, გაუფრთხილდები და დაიცავ სიცოცხლის ბოლომდე. საქორწინო ცერემონიალი სასახლის დარბაზში იმართება, წმინდა კათოლოკური რიტუალით, ბევრი ყვავილის ფურცლებით და წინ მიმავალი პატარა ბავშვებით. ცერემონიალისა და გრანდიოზული ალაფუშეტის შემდეგ, წყვილი სასახლის ერთ-ერთ ნომერში ბინავდება და ის ღამე ალბათ მართლა ჰგავს ზღაპარს...
სიგარეტს ბოლო ნაპასი ამოსწოვა, ასფალტზე დააგდო და ფეხით გასრისა. მონუსხული ვუსმენდი და სასახლის აბრჭყვიალებულ კოშკურებს თვალს ვერ ვწყვეტდი. ჯანდაბა, ვიღაცამ მიჩქმიტოს, თორემ ჩემი სიზმარი მალე შემიყვარდება! იანმა მზერა ჩემზე გადმოიტანა, არ ვიცი სახეზე რა მეწერა, მაგრამ მხიარულად გაეცინა და შემომთავაზა სასახლეს შიგნიდან დაგათვალიერებინებო. აჟიტირებული მაშინვე დავთანხმდი.
უზარმაზარ, მარმარილოსგან მოპირკეთებულ, თაფლისფერი განათებისგან, აბრჭყვიალებულ ვესტიპიულში შევედით. ადმინისტრაციიდან მაღალმა ტიპმა გამოგვხედა. კლასიკურ სამოსში პინგვინივით გაჭედილს კისერზე ჩემსავით ამოესვირინგებინა ტატუ. გრძელი თმა კუდად შეეკრა. თითებს ბეჭდები და ტატუები უმშვენებდა. აკეცილი სახელოებიდან კი დაძარღვული მკლავები მოუჩანდა - კაიი, ასეთი კონტრასტული ვიზუალის ადამიანი პირველად ვნახე პოლონეთში. ტყავის ქურთუკი და ბაიკი გაკლია, მეგობარო და ბაიკერი ხარ „ანარქიის შვილებიდან“, რა გინდა შენ სასახლის მიმღებში?! შესულებს მისამლების ნიშნად თავი დაგვიკრა და პოლონურად გვკითხა - რით შემიძლია გემსახუროთო, იანმა კი ისე სწრაფად მიაყარა, წამიერი აღფრთოვანება, რომ ადამიანის ნათქვამი გავიგე, ეგრევე ამიორთქლდა. წარმოდგენა არ მქონდა რაზე მსჯელობდნენ ხმადაბლა, მაგრამ დასასრულს იანმა სიცილით გამომხედა - შიგნით არ გვიშვებს, სანამ საქორწინო ნომერს არ ვიქირავებთო. ვიგრძენი როგორ ამელეწა სახე და მეც არ ვიცი რატომ სულელივით ხველა ამიტყდა. გაუგებარი ჟესტით ვანიშნე პოლონელს შეეშვი მაგ დარტყმულს წავედით-მეთქი და ზურგი ვაქციე, რომ დარბაზის შესასვლელთან კვარცხლბეგზე დასვენებულ უზარმაზარ ოქრსოფერ წიგნს მოვკარი თვალი. შუაზე გადაშლილი მშვიდად ესვენა ცივ ლითონზე. გვერდით ოქროსფერი ბატისფრთა იწონებდა თავს, კუპრივით შავ მელანში მოტივტივე.
გაუაზრებლად მივუახლოვდი და ნაზად შევეხე ძველისძველ ფურცლებს, რომელიც მაინც აბრეშუმივით ნაზი და სიფრიფანა იყო. ღია კაკაოსფერ ფურცლებს სხვადასხვა კალიგრაფიის წარწერები ამშვენებდა.
- ეს სამახსოვრო წიგნია, - მხარს ზემოდან გადმომიჭყიტა ქერა კაცმა - წყვილებმა, რომელმაც აქ ჯვარი დაიწერეს საკუთარი ინიციალები დატოვეს, ან ფრაზები, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. ისინი აღარ იქნებიან წლების შემდეგ, თუმცა ეს წიგნი საუკუნეების განმავლობაში შეინახავს მათ სახელებს.
- ღმერთო ჩემო... - აღმომხდა გაოგნებულს.
- ხედავ? წიგნი შუამდეა გადაშლილი, პირველ გვერდზე, რომ გადაფურცლო, წყვილის სახელები ათეულობით წლით უკან გადაგისვრის, ან შეიძება საუკუნითაც კი.
თვალები დამებინდა, გონებაც. ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი წიგნზე შეხებისას, თითქოს ყველა წყვილის ლამაზი ისტორია შეისრუტეს თითებმა. იმდენად გავთამამადი ოცნებებში მინდოდა, რომ მეც ვყოფილიყავი ერთ-ერთი ავტორი ამ უზარმაზარი ისტორიისა.
- იან...
- მმმ...
- მომეფარე.
- რას აკეთებ გადარეულო?
ქურდულად მიმოიხედა და ზურგიდან ამეფარა. მე უკვე თითებში მომემწყვდია ოქროსფერი ბატისფრთა და ქართული, ლამაზი ასოებით გამომყავდა სასურველი წინადადება. წერა რომ დავასრულე სიყვარულით დავხედე მშობლიურ ენაზე გამოკვეთილ ასოებს და ამაყად მინდა გითხრა პომარანჯა მკითხველო, რომ ჩვენსავით ლამაზი ხელწერა არცერთ ერს არ აქვს.
- რა დაწერე, მაგ სახლებით? - ყურში ჩამხითხითა წერო კაცმა. ჩვენს კალიგრაფიას რომ უყურებს თვალები უჭრელდება სახლებს და ხეებს ჰგავს ასოები, რანაირად წერთო წკმუტუნებს - აი ბოლოში წავიკითხე, ფორთოხალი მიგიწერია და დანარჩენი?
- ახლა აქედან გავიპარეთ, სანამ დაგვინახეს და ქუჩაში გვისროლეს!
ბატის ფრთა სასწრაფოდ ადგილზე დავაბრუნე და მავნებელი ბავშვივით და ჩუმი სიცილით გავიპარე გასასვლელისკენ.
- შენ გეკითხები! - დამედევნა ქერა კაცი - რა დაწერე-მეთქი?
- სასახლის ადმინისტრაციასთან გიჩივლე, იანი დაუნდობელი ბოსია-მეთქი! - კისკისით ჩავხტი მანქანაში.
- მეტყვი ახლა, თუ? - საჭეს მიუჯდა და კარი მოიხურა.
- ვიფიქრებ.
ცალი თვალი მომეჭუტა და ენა გამოვუყე. გაბუტულმა ცხვირი გაბზიკა და მანქანა უკმაყოფილო გამომეტყველებით დაძრა. უცებ მუხლებზე ზამეკის სასახლიდან წამოღებული ბუკლეტი დამეცა. გაკვირვებულმა თვალები ავახამხამე.
- დაგჭირდება.
ჩაიბურტყუნა ჯერ კიდევ გაბუტულმა და მანქანა მოაბრუნა. ახითხითებულმა ფლეიერში მუსიკა შევცვალე, პოლონური პომარანჯე ჩავრთე და ვოლუმს ბოლო ხმაზე ავუწიე. სალონი მხიარულმა თრექმა გააყრუა, კლიპი კი ასე იწყება - გოგონას, რომელსაც პომარანჯე, ანუ ფორთოხალი ძალიან უყვარს, სასიძოს საკურთხეველთან მყოფი ცოლობაზე უარს ეუბნება. იმდენად დებილური კლიპია და იმდენად მაგარი სიმღერა, როგორი გაფუჭებული განწყობაც არ უნდა გვქონდეს ხოლმე ორივეს, მაინც სიცილი გვიტყდება. გამომივიდა, იანს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და სიცილით გააქნია თავი.
- გიჟი ხარ!
ჩაილაპარაკა თავისზე დარჩეს დალაგებულმა და გაზის პედალს ტერფი მიაწება. სპიდომეტრზეც სწრაფად ათამაშდა ისარი დაა ნექსთ სთეიშენ - გდანსკი, პომარანჯა მკითხველო! ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი; ქალაქი, რომელიც მტრის შემოსევების შემდეგ პირწმინდად გასწორდა მიწასთან და მოსახლეობამ აგურ-აგურ აღადგინა თავიდან; ქალაქი რომელსაც უამრავი ტურისტი ჰყავს, გაქანებული კორონას მიუხედავად; ქალაქი სადაც როგორც ადგილობრივები ამბობენ „ყველა იმას პოულობს რასაც ეძებსო“; ქალაქი, რომელიც დაგაბრმავებს თავისი ჯადოსნური, გროტისკული, ძალიან იდუმალი, ცოტა მკაცრი და მაინც საშინლად მიმზიდველი არქიტექტურით. სახლები კოშკურებს ჩამოჰგავს, ქუჩები ნაცრისფერი და ერთი ზომის ქვებითაა მოკირწყლული; ქალაქი ზღვის ნაპირზე მდებარეობს და პორტს მასპინძლობს ისტორიული, სამუზეუმო და ჩვეულებრივი, მოქმედი გემებით. პორტამდე მისასვლელად კი უზარმაზარი ვოლქსთრითი უნდა გაიარო, ეს ყველაზე დიდი, ლამაზი და გიგანტური ქუჩაა, რომელსაც პოლონური, გროტისკული ძველი სახლები მიჰყვებიან, მინი კოშკურებით ქუჩის ორივე ჩაყოლებაზე, რომელთაც ვაჭრებიც უერთდებიან თავიანთი პატარ-პატარა მაგიდებით. რას აღარ ნახავთ გარშემო - სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ დანიშნულების სამკაულებს, უგემრიელეს სახელდახელოდ მომზადებულ კერძებსა თუ ტკბილეულს და ა.შ. წინ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული, აუარებელი ხალხი მიიკვლევს გზას პორტისკენ. მსვლელობა შესამჩნევად ჭირს, მაგრამ არც მე მეჩქარებოდა და არც იანს. გარშემო ყველაფერს ვათვალიერებდი და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა. იანმა ხელი ჩამჭიდა, რომ ხალხში არ დავკარგულიყავი. ისე ვყავდი ჩაბღუჯული გეგონება პატარა ბავშვი ვიყავი და სადმე გავექცეოდი. ამაზე რომ დავცინე, შემიბღვირა - გარშემო ხალხს ვერ უყურებო? ათასი რჯულის ადამიანი მოძრაობს, ვინმემ რომ ხელი წაგავლოს შეუმჩნევლად ამ ზღვაში როგორ გიპოვო, ხომ გავიშარე კაციო?! თავზე ჩადრი ჩამოიმფხე, რომ სახეზე არავინ შემოგხედოს და უფრო უსაფრთხო იქნება მაშინ ორივესთვისო. მამენტ მის სიტყვებს რომ დავუკვირდი, თან მსვლელობას გადავხედე და უამრავ უცნაურ ადამიანს მოვკარი თვალი ჩემი ნებით მივეწებე პოლონელს, ისე რომ მისი ნიშნის მოგებით მხიარული სიცილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
როგორც იქნა ნახევარი საათის შემდეგ პორტამდე მივაღწიეთ (როგორც იანმა მითხრა, ხანდახან თუ მართლა ძალიან ბევრი ხალხია, ოთხი საათი მაინც გჭირდება გემებთან გასასვლელად). გემებს ჩავუარეთ და ერთ-ერთ ოქროსრიკულებიან, სამსართულიან ხის ნავთან შევჩერდით. როგორც გაირკვა, ეს ტურისტული ნავი იყო რომელსაც მგზავრები გდანსკის ღირშესანიშნავ ისტორიულ მონუმენტთან მიჰყავდა. მგზავრობას სულ რაღაც ორი საათი სჭირდებოდა, მეტი არა.
იანმა ბილეთები იყიდა, ნავი ნახევარ საათში გადიოდა. სანამ გავემგზავრებოდით პორტში გავისეირნეთ. ყველაფერი ისეთი ლამაზი, თვალწარმტაცი და მომნუსხველი იყო მიჭირდა სიტყვებით გადმოცემა. ყველაზე მეტად მაინც არქიტექტურით მოვიხიბლე. პოლონელები ძალიან, ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე ხალხია, დამიჯერე. სანამ მე შენობების თვალიერებით ვირთობდი თავს, იანმა ნაყინები იყიდა, რომლის ჭამაც არ დაგვცალდა, რადგან მე ისევ წამომიარა ტუტუცობამ და პოლონელს ცხვირზე ავაკარი ვანილის შედევრი, რასაც უპირობოდ „აბაროტი“ მოჰყვა ბოსის მხრიდან. საბოლოო ჯამში სიფათგატკბილიანებულები მივუბრუნდით ნავის გამცილებელს, რომელიც თბილი და კეთილი ღიმილით შეგვეგება, უზარმაზარი სქელი თოკი ჩახსნა და გემისმსგავს ნავში აგვიშვა.
წერო კაცმა გადაჭედილ კაიუტებს თვალი მოავლო და მეორე სართულზე ცარიელი ადგილს თვალი რომ მოჰკრა სწრაფად წამაპრონწიალა - დროზე აირბინე სანამ ვინმე დაგვასწრებსო. ნავი შიგნიდან რესტორნის სტილში იყო მოწყობილი. ხის მაგიდებზე ოქროსფერი მენიუები იწონებდნენ თავს. შეგეძლო მგზავრობისას რამე შეგეკვეთა და დრო სასიამოვნოდ გაგეყვანა დანიშნულების ადგილამდე. მე და იანი ხის თავისუფალ მაგიდასთან სულ-სულ ბოლოში დავებერტყეთ და მენიუებს წამოვავლეთ ხელი. კარგი ადგილები შეგხვდა, ილუმინატორთან ვისხედით და მგზავრობისას ზღვის თვალიერებაც შეგვეძლო. ყავა შევუკვეთე, იანმა კი მენიუს ხელი ჰკრა, არაფერი მინდაო და არხეინად გადაიჩაჩხა ხის გრძელსაზურგიან სკამზე.
ორ წუთში შეკვეთა ქერა, კოხტა გოგონამ მომიტანა, ღიმილით დამიდგა წინ ლამაზი ორნამენტებით მოხატული კაპუჩინო და სწრაფადვე გაგვეცალა. თეფშზე მდები ორი პაწია შეკვრა შაქრიდან ორივე მონდომებით ჩავცალე ჭიქაში და პოლონელს თვალები შუბლზეც აუცვივდა - რა უბედურებაა გოგო, ყავას სვამ, თუ შაქრიან წყალსო! იმდენი იტლიკინა ბოროტებამ ისევ მძლია და ვაიძულე ერთი ყლუპი მოესვა. ისე სასაცილოდ დაიჭმუჭნა ხითხითი ვერ შევიკავე. დროს ისე სასიამოვნოდ ვატარებდით, საერთოდ მოვწყდით სამყაროს. ათას რამეზე ვსაუბრობდით, ყველა საკითხს მოვედეთ რაც შესაძლებელი იყო. წვრილმანებში და დეტალებში მეკითხებოდა ჩემს წარსულზე. ყველაფერი აინტერესებდა, დაწყებული სკოლის ამბებით - დამთავრებული უნივერსიტეტის ცხოვრებით. ჩემს მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე მეკითხებოდა, აინტერესებდა როგორ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და ასე ვთქვათ როგორ „წრეში“ ვტრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც არაერთხელ მომიყოლია ჩემზე ბევრი რამ, ახლა ისეთ დეტალებში მეძიებოდა, რომელზეც მანამდე არასოდეს გვისაუბრია და ცოტა მეცინებოდა კიდეც. ყველაზე მეტად იმ კითხვაზე ვიცინე, როცა გაკვირვებულმა შემათვალიერა, ვერ მოითმინა და მაინც მკითხა - გათხოვილი რატომ არ ხარო? ბიჭო ოცდახუთი წლის ვარ, ორმოცდაათის კი არა, რა უცებ ჩამომწერე?! მხრები ავიჩეჩე და გულღიად ვუპასუხე - ცოტა შერეკილი ვარ და სტანდარტულ ტიპებს ვერ ვუმუღამებ-მეთქი. ეგ ვიციო - ანუ შერეკილობაზე დამეთანხმა. მემილიარდედ მისვამდა ამ კითხვას და მაინც ვერ ვხვდებოდი როგორი პასუხის მოსმენა უნდოდა. უკვირდა, რომ ურთიერთობა არავისთან მქონდა და სრულიად თავისუფალი ვიყავი - ანუ ჭკვიანი. (ახლა რამდენი ჩაუღიმებს ამ წინადადებას).
მე ჩემს თავზე ტლიკინში გავერთე, ის ჩემს დაცინვაში, მერე გემბანზე მოხუცი კაცი ამღერდა გიტარით ხელში და საერთოდ ირეალურ სამყაროში ამოვყავით თავი. შეშლილმა პოლონელმა ხელი წამავლო, წამო გინდა თუ არა ვიცეკვოთო. კიბეები ჩამარბენინა და მომღერლის წინ გათავისუფლებ ადგილზე ხელის კვრით შემაგდო. წამის მეასედში ყველა ჩვენ მოგვაშტერდა და როგორც კი პოლონელმა ხელი გამომიწოდა მეცეკვეო, თვალის კუთხით შევამჩნიე, როგორ ამოჩოჩდა ტელეფონის კამერები ჯიბიდან და ისე შემრცხვა ალბათ ჭარხალივით გავწითლდი. მოხუცმა კაცმა სიმღერა შეცვალა, უფრო მხიარული მუსიკა შეარჩია და პოლონური ფოლკლორის რომელიღაც ძველისძველ თრექსზე ამღერდა. ისეთი ხალისიანი ჰანგები იყო წამში მიმავიწყდა უხერხულობა, პოლონელს სიგიჟეში არ ჩამოვრჩი და გემბანიც თავზე დავიმფხეთ. ზუსტად ნახევარ საათში ცეკვისგან გახურებულებს ისეთმა თქეშმა დაგვიშვა ორ წამში არც ერთს მშრალი ძაფი აღარ გვქონდა ტანზე. ცეკვა მაშინვე შევწყვიტეთ და გამაყრუებელი აპლოდისმენტებიც დავიმსახურეთ. იანმა თეატრალურად დაუკრა თავი დამსწრე საზოგადოებას და ამაზე უარესი სიცილი ამიტყდა - მასხარაა ჩემი ბოსი, მასხარა-მეთქი, გეუბნები!
კაიუტაში ჩვენს ადგილზე გაწუწულები და დაღლილები დავებერტყეთ. ორივე ვქაქანებდით და შტერებივით გვეცინებოდა. უცებ იანს სიცილი სახეზე შეეყინა და ილუმინატორზე გაუშტერდა თვალი. რა იყო-მეთქი, დაბნეულმა უკან მივიხედე და შევამჩნიე, რომ ნავმა საჭე მოაბრუნა და უკან მობრუნდა.
- მოიცა, მოიცააააა, - შეშფოთებულმა მზერა პოლონელზე გადავიტანე - ახლა არ მითხრა, რომ ჩვენ ის მონუმენტი უკვე „ვნახეთ“...
- ია, პერდოლეეეე!
სახეზე იტკიცა გაშლილი ხელი და გულიანად ახარხარდა. ეს პოლონული, „რამ გამომასირა“, თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ მოგზაურობაში ტონა ფული რომ გადავიხადეთ და იმ შტერული მონუმენტის სანახავად წამოვედით - ყველაფერი გავაკეთეთ და ვნახეთ, იმ ძვირადღირებული ისტორიული ძეგლის გარდა. ანუ ისე გავერთეთ ცერცეტში ვიღას გაახსენდა შენი გერმანელების ნაჩათლახარი ადგილი, სადაც პოლონელებს პირწმინდად დედაუტირეს ოდესღაც?!
- იან, მეკაიფები? - მეც სიცილი ამიტყდა.
- კაი დაიკიდე, მეორედ რომ წამოვალთ მერე ნახავ.
- არა, მეკაიფები ხო? - ვერ ვიჯერებდი რომ ათასობით ზლოტი ნავით სეირნობაში, ყავის წრუპვაში და ცეკვაში გადავიხადეთ.
- მოიცა!
თითი აბზიკა. ტელეფონში ქექვას მოჰყვა და ბოლოს გამარჯვებულის სახით ეკრანი ჩემკენ მოაბზრიალა, სურათზე რაღაც იდიოტური ქანდაკება იყო გამოსახული, რომლის ვერც თავს ვარჩევდი ნორმალურად და ვერც ბოლოს. თვალები დამივიწროვდა.
- აი ეს უნდა გვენახა! - გამიკრიჭა გახალისებულმა.
- შვიდიათასი კილომეტრი იმისთვის გამომატარე, რომ ეს დედანატირები მონუმენტი ბოლოს მაინც გუგლის ფოტოზე მენახა?
სახე ჩამომიგრძელდა გაწბილებულს, რასაც პოლონელის ხარხარი მოჰყვა საჩუქარად. მოკლედ გემბანიდან ისე ჩამოვედით, ვოლქსთრითის გავლით, წვიმაში ისე ვირბინეთ მანქანამდე, რომ პოლონელს „კურვა მონუმენტის“ ღუღუნი არ შეუწყვეტია. ეგეთი დებილობა რომ დაგემართება ადამიანს აღარც იწუწუნო? მანქანაში რომ ჩავხტით, ორივემ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი პაზორი შემთხვევა საიდუმლოდ შეგვენახა და ხალხის სასაცილოები არ გავმხდარიყავით, მე კი რა ლამაზად ჩამოგიფქვით სრული სიმართლე, ხომ მაგარი ვარ? ნუ, ეგ არაფერი, მაინც მაგრად გავერთეთ. უკან მობრუნებულები „სოპორტის“ რესტორანში გავჩერდით, ადგილზე დამზადებული ლუდი და გემრიელი კერძები დავაგემოვნეთ, იქიდან უზარმაზარ „თეთრ ბრიჯზე“ გავისეირნეთ, რომელიც ზღვაში სანახევროდ არის შეჭრილი და ისეთი ლამაზია ღამე ხიდზე, რომ თავს ზღაპარში გაგრძნობინებს. მერე ტელესკოპით ვარსკვლავების დანახვა მოვინდომე, მაგრამ გაფუჭებული იყო და ორი ზლოტი უსინდისოდ შეგვიჭამა აფერისტმა აპარატმა. იანმა სულ გვერდებში უღიტინა დროზე ფული დაუბრუნე გოგოსო, მაგრამ ისეთივე გაწბილებული დაგვტოვა, როგორც ჩვენმა გაუჩინარებულმა მონუმენტმა. წამოსვლისას გზად კიდევ ერთ კაფეტერიაში შევჩერდით და იმდენი ნაყინი ვცეცხლეთ, ყელი გამიცივდა და ბატივით ვახვახიც დავიწყე. კვიზინისკენ რომ გამოვბრუნდით, უკვე გვარიანად დაღამებულიყო და ორივე სრულიად დაცლილები ვიყავით ენერგიისგან. წინა სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და მომეძინა. მშვიდი მელოდიის ფონზე იანის დაბალმა ბარიტონმა ძილბურანიდან მომაფხიზლა.
- ბელ...
- მმმ...
- რა დაწერე იმ წიგნში?
ღიმილი ვერ შევიკავე. რა ჯიუტია! თავი მაინც ვერ ავარიდე, იქამდე დამისვამდა ამ კითხვას სანამ არ ვუპასუხებდი.
- იან...
- ჰო.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის...
გაგრძელება იქნება...



№1  offline წევრი შამხათი

რა კარგი იყო..თითქოს თქვენთან ერთად ვიყავი, ისე კარგად გაქვს აღწერილი. და მაინც, რა დაწერე იმ წიგნში?:))

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ხარ საოცრება მწერალი და აბა როგორ არ გითხრა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია

 


№4  offline მოდერი belle...

შამხათი
რა კარგი იყო..თითქოს თქვენთან ერთად ვიყავი, ისე კარგად გაქვს აღწერილი. და მაინც, რა დაწერე იმ წიგნში?:))


ოოო, შემდეგ თავში დავწერ რა დავწერე იმ წიგნში ;დდდდ მაინც მათქმევინა და ბარემ ორივეს "გეტყვით" ;დდდდ <3 <3 <3

სტუმარი nancho
ხარ საოცრება მწერალი და აბა როგორ არ გითხრა.


უღრმესი მადლობა <3 <3 <3

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია


ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ^_^ <3 <3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგია როა, ამაზე უკვე შევთანხმდით. იანი მაგარი კაცი როა ესეც ვიცით. ახლა მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად წერთ.ისე იანთან რაღაც ქიმიას აქვს ადგილი. ვცდები ვითომ?

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

ოთახს თუ არ დაჯავშნით ისე არ შეგიშვებთო, ძალიან ვიცინე. ბოლომდე მეგონა დაჯავშნიდით :D (ვიცი არაფერი მსგავსი რომ არ ხდება თქვენს შორის)
აი, გემის ამბავმა დაგლიჯა, ჯერ ცეკვა და მერე მონუმენტმა ვაფშე :D ერთნაირი გადაღეულები ხართ❤️
ველოდები, რა დაწერე იქ❤️

 


№7  offline მოდერი belle...

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგია როა, ამაზე უკვე შევთანხმდით. იანი მაგარი კაცი როა ესეც ვიცით. ახლა მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად წერთ.ისე იანთან რაღაც ქიმიას აქვს ადგილი. ვცდები ვითომ?


ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა ^_^ <3 <3 <3 ქიმიის რა გითხრათ და სისხლს კი ვუშრობთ ერთმანეთს ;დდდდდ <3 <3 <3

მე♥უცნაურე
ოთახს თუ არ დაჯავშნით ისე არ შეგიშვებთო, ძალიან ვიცინე. ბოლომდე მეგონა დაჯავშნიდით :D (ვიცი არაფერი მსგავსი რომ არ ხდება თქვენს შორის)
აი, გემის ამბავმა დაგლიჯა, ჯერ ცეკვა და მერე მონუმენტმა ვაფშე :D ერთნაირი გადაღეულები ხართ❤️
ველოდები, რა დაწერე იქ❤️


ჰო წყვილი ვეგონეთ იმ აყლაყუდას და წაუმარკეტინგა უცებ ;დდდდდ ისე შემრცხვა ახლაც მიწითლდება სახე რომ მახსენდება ;დდდდ <3 <3 ძაან გიჟური დღე იყო, მართლა განვიტვირთეთ. ისე პოლონელს რომ კითხო თვითონ დალაგებულია და მე ვურევ ტვინს და რავიცი ნაწერებში არაფერს ვამატებ, ობიექტურად მკითხველმა შეაფასოს ვინ არის ნამდვილი შეშლილი ;დდდდ <3 რაც შეეხება წარწერას კი კი, ვიტყვი ;დდდ <3 <3 პ.ს. მონუმენტის ხსენება არ მინდა ;დდდდდდდდდდდდ

 


№8  offline წევრი beshqen

ძლივს მოვახერხე დაჯდომა წასაკითხად,დავიგვიანე,..რა ლამაზად აღწერ პოლონეთის ღირშესანიშნაობებს,ისე მომინდა ნახვა მეც,სიამოვნებით ვესტუმრებოდი..იანს რაც შეეხება,მოვა დრო და გამოგიტყდება რომ უბრალო მეგობრობა არ აკავშირებს მხოლოდ შენთან,დაიმახსოვრე,ამას ჰაერზე არ გეუბნები და არ ახტე იცოდე შენებურად heart_eyes მე მომწონს,მშვენიერი ყმაწვილია kissing_heart არ გამიბრაზდე ოღონდაც..გაგრძელებას ველოდები,ოფისის ამბებიც მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს,ვიცი რომ დასცემ ბეჭებზე მაგათ ყველას და თავიანთვე ინტრიგებში დარჩებიან ახლართულები,აბა ყოჩაღად მის უნიჭიერესობავ..ხო მართლა,კინაღამ გამომრჩა შენი ძმისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება,ცრემლი მომერია,რა კარგი ხარ ანაბელ disappointed_relieved

 


№9  offline მოდერი belle...

beshqen
ძლივს მოვახერხე დაჯდომა წასაკითხად,დავიგვიანე,..რა ლამაზად აღწერ პოლონეთის ღირშესანიშნაობებს,ისე მომინდა ნახვა მეც,სიამოვნებით ვესტუმრებოდი..იანს რაც შეეხება,მოვა დრო და გამოგიტყდება რომ უბრალო მეგობრობა არ აკავშირებს მხოლოდ შენთან,დაიმახსოვრე,ამას ჰაერზე არ გეუბნები და არ ახტე იცოდე შენებურად heart_eyes მე მომწონს,მშვენიერი ყმაწვილია kissing_heart არ გამიბრაზდე ოღონდაც..გაგრძელებას ველოდები,ოფისის ამბებიც მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს,ვიცი რომ დასცემ ბეჭებზე მაგათ ყველას და თავიანთვე ინტრიგებში დარჩებიან ახლართულები,აბა ყოჩაღად მის უნიჭიერესობავ..ხო მართლა,კინაღამ გამომრჩა შენი ძმისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება,ცრემლი მომერია,რა კარგი ხარ ანაბელ disappointed_relieved


აუ ბექუნა შენ და შენი წინათგრძნობები ;დდდდდ <3 <3 <3 მოგკლავ მე შენ ;დდდ <3 <3 ჩამომისეირნე პოლონეთისკენ გიმასპინძლებ საყვარელო ^_^ <3 <3 <3 უღრმესი მადლობა შენ და ძალიან ძალიან რომ მიყვარხარ და ჩემთვის მზე ხარ მილიარდეჯრ მითქვამს და კიდევ გეტყვი <3 <3 მიყვარხარ ძალიან ^_^ <3 <3 და სულ გელოდები ხოლმე <3 <3 <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ლამაზო და კარგი გოგო ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო სანახაობა იქნებოდა რათქმაუნდა კარგია ამდენი მიშაობისგან განტვირთვა ხომ გინდათ მართალია ძმის სიყვარულს ვერაფერი შეგიცვლი..იანი კარგი კაცია ქიმია თუ სისხლის გაშრობა კარგია რომ კარგ ხასიათზე გაყენებს და ეს მეგობრობაზე მეტია ასე მგონია???????????? მადლობა ასეთ გახალისებისთვუს დამავიწყდა პაზლების ქურდი. და ჩიხი ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????

 


№11  offline მოდერი belle...

სტუმარი ნესტანი
ლამაზო და კარგი გოგო ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო სანახაობა იქნებოდა რათქმაუნდა კარგია ამდენი მიშაობისგან განტვირთვა ხომ გინდათ მართალია ძმის სიყვარულს ვერაფერი შეგიცვლი..იანი კარგი კაცია ქიმია თუ სისხლის გაშრობა კარგია რომ კარგ ხასიათზე გაყენებს და ეს მეგობრობაზე მეტია ასე მგონია???????????? მადლობა ასეთ გახალისებისთვუს დამავიწყდა პაზლების ქურდი. და ჩიხი ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????


გმადლობთ ^_^ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent