შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (9)


2-11-2020, 19:17
ავტორი nukito20w
ნანახია 991

ჩხეიძის დღე მშვიდად დაიწყო. იმდენად მშვიდად,უკვირდა. პატარა ტატო მუცელზე გადააწვა და ღუღუნებდა თავისთვის.

-ისევ,შენ პატარა უსინდისო?!-  თვალები გაჭირვებით გაახილა. ბავშვმა ამოჰხედა და გაუცინა.
თამარას მშვიდად ეძინა, კაროლინა მიეხუტებინა და ისე..
წამოდგა ბავშვით და თბილი ხალათი შემოიცვა, სახლში მაინც ციოდა.-გაჭამო,ხო? ღორმუცელა, მშიერი ხარ?!- ლოყაზე აკოცა და ფრუტუნით გავიდა მეორე ოთახში.
ისევ ცალი ხელით წვალობდა, პატარა კი წამითაც არ ისვენებდა.

-რა ცელქი ხარ!-კოპები შეკრა და ფაფა გადმოუსხა ჯამში. სიმღერ- სიმღერით აჭმევდა,თამარა რომ გამოვიდა საძინებლიდან.

-როგორ ხარ,თამუშკა?!- დედამისს გაჰხედა ღიმილით.

-უკეთესად. წუხელ ვიღაც ბიჭთან ერთად ყოფილხარ..- მიახლოებული ჩამოჯდა დივანზე.

-კი,თანამშრომელია.- მხრები აიჩეჩა და ბავშვის გართობა განაგრძნო.

-მერე?!

-რა მერე,დედა?!

-კაროლინა უნდა წამოგეყვანა, ნიკე!  თუმცა შენს ახალგაზრდა და სიმპათიური თანამშრომელთან ერთად მოცუნცულდი.-თვალები დააწვრილა ქალმა.-ვინ არის?

-იქ შემხვდა და წაყვანა შემომთავაზა. ტაქსის ლოდინი ამ სიცივეში დამეზარა და გავყევი.- მშვიდად უთხრა.- რაებს მაყოლებ?!  გუშინ ისე შემაშინე, სად მქონდა იმის თავი, მეფიქრა სხვა რამეზე?!- თვალები აატრიალა და ცარიელი ჯამის ნიჟარაში ჩასადებად წამოდგა.

-ჩემგან მადლობა გადაეცი ასეთი ყურადღებისთვის.- გასძახა და ტატო აიყვანა ხელში.- გამოგვივლიან ცოტა ხანში და წავალთ.

-თუ ცუდად იქნები,მირეკავ და მე წამოგიყვან.-  შებრუნდა მისაღებში.  -ჰო,გზაში ვრეკავ ექიმთან და მოგწერ რომელ საათზეც ჩაგწერს.

-წნევა მქონდა,რა საექიმო ეგ არის..- ბავშვს გაეთამაშა.

-არის,არის.- თავი გააქნია ურჩად.

--------
სამსახურში სირბილით გაიქცა. აგვიანდებოდა და ნამდვილად არ უნდოდა პრობლემების შექმნა.
კიბეები სულ ქოშინით აირბინა და შენობაში შესული, პირდაპირ დემიენს შეეჩეხა.

-ათის ხუთი წუთია. აჯიმანიები შენზეა.-  მიაშტერდა ღაწვებაწითლებულს, თმებიც რომ არეოდა.

-დემიენ..- ამოიქოშინა და გაუღიმა.

-არა,ჩამაბარებ დღეს 15 აჯიმანიას.-  წინ გადახრილი ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. მკერდის ფიცარი უკვე ატკიებოდა ჩხეიძეს. 

-ნერვები გინდა დამაწყვიტო?! არ გამოგივა..- გაიმართა და აწეწილი თმა ხელით შეისწორა.

-კარგი ჰო,შემოდი.- ლიფტში პირველი შეატარა.- დედა როგორ გყავს?

-დღეს კარგადაა,მადლობა დამაბარა შენთან.-  გაუღიმა კიდევ ერთხელ და უკვე დამშვიდებულმა ამოისუნთქა.

-ჩემგან მოკითხვა გადაეცი.- მშვიდად უპასუხა.- პატარები?!

-შუა დღეს წავლენ.- გულზე ხელი დაიდო.-freedom!- წამოიძახა გახარებულმა.

-ხო, აი წვეულება მესმის.- გაუღიმა.

ლიფტის კარი გაიღო და ერთად გავიდნენ. დანარჩენების უცნაური და ეჭვით სავსე მზერები მათკენ მიემართა. მიესალმნენ ორივეს. ჰო, ესეთი გამოჩენა ნიშნავდა,რომ ნიკეასთან ყველანაირი ფლირტი დასრულდა ყველასთვის.

საღამოს ისევ საკომფერენციოში შეიკრიბნენ.
- კოტე,დაგვიანებაზე ხომ იცი,რაც ხდება?!- ჩერქეზიშვილი სერიოზულ ტონს არ ჰკარგავს. კოტე სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება ეფინება.

-ვმუშაობდი..- ამოიდუდღუნა.- 15 წუთი მაპატიეთ,ბატონო ჩერქეზ..

-ხომ,მაგრამ შენ სხვებისთვის მაგალითი ხარ. 30 ბუქნი და 15 აჯიმანია,დროზე.- წინასწარ გამზადებულ la bomba-ზე დაიწყო კოტემ გაჭირვებით ბუქნები.
15 ბუქნის მერე სუნთქვა აერია და ეგ რომ ძლივს მოითავა, აჯიმანიებზე გადავიდა. დანარჩენები სიცილით იხოცებოდნენ კოტეს გამომეტყველებაზე და ვიდეოებს იღებდნენ. საწყალს კიდევ ოფლი ასხამდა და ფერები ეცვლებოდა სახეზე.
ამის შემდეგ ყველა ერიდებოდა დაგვიანებას.
იმ დღის მერე დიდად ვერ კონტაქტობდნენ. პროექტზე მუშაობისას ხვდებოდნენ ერთმანეთს. მსუბუქად წაკინკლავდებოდნენ ხოლმე და  გამოწვეული დემიენი რჩებოდა.  ის კი რატომღაც დუმდა და ბევრს არაფერს აკეთებდა. შორიდან აკვირდებოდა და კინკლაობის ფაზაში შესვლით სიამოვნების ზენიტში იყო.
შეხვედრებზე იშვიათად დადიოდნენ ერთად,თუმცა თუ დადიოდნენ, ან ერთი ასრულებდა კრახით,ან მეორე.
დრო რომ გავიდა,ნიკეამ ისევ შეიჭრა თმები,არადა, როგორ უნდოდა იმ გრძელ დალალებს შეჰხებოდა, პირველივე ნახვისას რომ ლამაზი ეჩვენა,მიუხედავად ყველაფრისა.

-ნიკეა ჩხეიძე უყვარს.- მობილურში ფოტო გაუხსნა კვანტალიანმა თავის მეუღლეს.

-ამას ჰქვია დაბეზღება. მორჩა ნდობა..- სახეზე ჩამოისვა ხელი ჩერქეზიშვილმა და პატარა  ფოფოს ლოყებზე მოჩქმიტა მსუბუქად.
ერთადერთი ბავშვი იყო,რომელიც მთელი გულწრფელობით უყვარდა. - ფოფიკო, მამაშენი ფარისეველი ძმაკაცია.- თათული მობილურში ათვალიერებდა გულმოდგინედ ნიკეას ფოტოებს.

-სოფიო ჰქვია.- დინჯად ამოილაპარაკა გეგამ.- შენვე გაეცი თანხმობა,მეთქვა თათულისთვის ნიკეაზე..

-მართალია. ფოფო, ვერაფერი გავუგე იმ გოგოს,სულ მეჩხუბება და მეჩხუბება. სულ გარბის და მირჩიე რამე?!- სოფიოს ძილის მეტი არაფერი აღელვებდა. შავ თვალებს ნაბავდა.- აი,ამას ჰქვია ფეხებზე დაკიდება ნატიფად და უმტკივნეულოდ. ფოფო, შენს მეტი ბავშვი არ მყვარებია..-  ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა და პატარა მძინარა ჩაიხუტა.- გამაყოლეთ რა. ჩემი ბავშვია.

-რა ლამაზია,გადავირიე.-თათული წამოიმართა ფეხზე.- ნაზი, თხელი, როგორი დახვეწილი ნაკვთები აქვს. დამი,ყოჩაღ!- მხარზე დაადო ხელი და ზემოდან დაჰხედა.

-ზუსტად! არც კი მიკარებს!- სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა.-  ლამისაა საჩუქრები დავგზავნო, ოღონდ ერთხელ შემომხედოს!

-არც გაბედო!- თათულიმ წამოიყვირა.- გეგამ პირველად ყვავილები რომ მომიტანა,თავზე გადავაყარე.

-კი,სველი ძირები ჰქონდა და უსიამოვნო გრძნობა იყო.- დაეთანხმა ცოლს და მშვიდად გადაჰხედა ბავშვს.

-ჰო! მახსოვს სასოწარკვეთილი კვანტალიანის სახე, თათული დავკარგე სამუდამოდო, ბარში იჯდა და იმდენს სვამდა, ლამის ღვიძლი დაეშალა.- დემიენმა  გაახსენა წარსული.

-ეი,ეგეთ სულელობებს ნუ ამბობ. მთელი ცხოვრება მასთან ერთად მაქვს გაწერილი.- თათული ჩამოჯდა დივნის სახელურზე . გეგას გადაეყრდნო ნახევრად და იგრძნო ის მხურვალება,რაც უიმისობაში აკლდა.-ვერ დამიძვრება!

-არც ვაპირებ.- წელზე მოჰხვია ხელი.

-თათუუუ...-ბოხი ხმით ამოიჩურჩულა და თათული გააღიმა.- ჩხეიძე მინდა...

-ბაკალავრს ხურავს ხომ?!-თავი დაუქნია.

-მაღალი ქულები ჰყავს,იცი რა ჭკვიანია?!- სიამაყით გასწორდა დივანში და ფოფო გაისწორა ხელში.-ლექტორები აქებენ სულ.

-ამაყი დედიკო ხარ თუ მასზე შეყვარებული,ვერ გავიგე.- გეგა უფრო მიიხუტა, რადგან გაახსენდა არც ისე შორეული წარსული. პრინციპში, ახლაც ისე აღნიშნავს ცოლის წარმატებას,საკუთარი რომ არ უხარია ეგრე.

-ყველაფერი ვიქნები!- დაუფიქრებლად წამოისროლა.- არა, ყველაფერი ვერ... ძმობას ვერ გავუწევ. მაპატიეთ,მაგრამ როგორც დას ან შვილს,ისე ვერ შევხედავ...- ბურტყუნებდა არეული.

-არც უნდა შეხედო!- გეგამ ამოილაპარაკა.- კარგია რომ მისი წარმატება გიხარია. გიხარია ის, ვინც არის და გიყვარს ისეთი, როგორიც არის..

-ჩემი თავხედი..- ძალიან ჩუმად თქვა, გაშტერებულმა. მკერდში დიდი სითბო იგრძნო.

-დამი, იქნებ ახლაც აიძულო პროექტში ჩართვა. წუხელ ხომ განვიხილეთ, ბელგიის პროექტი მალე ვერ მორჩება. ასე 2 თვე მაინც უნდა...-თმებში შეუცურა თითები გეგას და ფრთხილად მოეფერა. - ეს ნახე რა..

-ამხელა ვირს ჩემს პრობლემაზე ველაპარაკები და ცოლს მიხუტებული ლამისაა აკურუტუნდეს.- გაბრაზდა დემიენი.-  ფოფოკლე შენ გგავს,აბა თათულიმ ძმაკაცობა რომ იცის,ეგეთი უნდა.

-1 თვეა ნორმალურად არ ვყოფილვარ სახლში. არც ბავშვს მაძლევ,არც ცოლს ჩავეხუტო?! ძლივს ვაიძულე ცოლად გამომყოლოდა!- წამოდგა ფეხზე და ფოფო გამოართვა.- ჩემი პრინცესა..- ბავშვი შეირხა და ბოლოს ისევ ჩაიძინა. -სხვათაშორის, სანამ შენ სასოწარკვეთაში იხრჩობი,შენი გოგო ბინას ეძებს.

-რაა?! რატომ?- გაუკვირდა. არა, გაახსენდა ბინა,როგორი უვარგისიც იყო საცხოვრებლად.

-არ ვიცი,მითხრეს რომ ეძებს ბინას.

-შენ საიდან გაიგე?!- თვალები დააწვრილა თათულიმ.

-ვისგანაც ინფორმაცია მოვაგროვე, ვთხოვე ყველა სიახლე მოეწოდებინა ჩემთვის.- სოფიოს მზერა არც მოაშორა. თავად მოაგვარებდა აკაკისთან საქმეს ისე, დემიენს არც ეტყოდა.

-შენ ხარ ნამდვილი ძმაკაცი!- ამაყი სახით წამოდგა ფეხზე.- მე მივაქირავებ საბურთალოზე ბინას, თან იაფად და როცა დრო მოვა, გადახდილს უკან დავუბრუნებ.

-იაფად მიაქირავე რა.- თათული წამოდგა ფეხზე და ბედნიერი სახით გაუწოდა წვენი.

-საერთოდ არ გამოვართმევდი ფულს. პრინციპში, პრემიის სახით უკან რომ დავურიცხო ქირის თანხა?!- გაეღიმა..- კარგად მუშაობს.

-ჯერ 1 წელიც არაა,რაც მუშაობს.- თათულიმ თვალები აატრიალა.

-ჯანდაბას,პრემიებს დავარიგებ!- თავი მოქექა დაბნეულმა.

-ეს გააკოტრებს ოფისს.  ბიუჯეტს 0-ზე ნუ დაიყვან!-გეგას გაეცინა.

-აბა, რა ვქნა!

-ყველაფერს მიხვდება,ეგრე!- თათულიმ თავი ვერ შეიკავა.

-თათუ,მინდა კარგად იცხოვროს და მინდა ყველაფერი ჰქონდეს, რასაც მოისურვებს!

-აკაკის ხერხებს ნუ მიმართავ.- თათულიმ შეუტია.

-მაგას თავს წავაცლი! სამსახურშიც  აკითხავს ხოლმე და ნორმალურად ვერც სადილობს,იმ შიზიკის გადამკიდე! - ნერვები მოეშალა.

-ლამაზი გოგოა,რატომ არ უნდა მოსწონდეთ?!

-თათუ, ბევრს ნუ მელაპარაკებით მაგ საკითხზე, თავს მაინც წავაცლი.- გაეღიმა სოფიოს რომ გაჰხედა.

-ჰოდა,ნიკეამდე მივა ხმა, რომ მივა და ჩამდენი შენ იქნები, აკაკი შეეცოდება. ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდება და ჩხეიძე თავს დამნაშავედ იგრძნობს. შენ ცუდი ტიპი გამოდგები და ამდენი წვალება, წყალში ჩაგეყრება.- გეგამ  ფრთხილად ჩააწვინა სოფიო საბავშვო ეტლში და ზეწარი გადააფარა.

-ვიღაცამ უნდა მოსდოს ყბაში, რომ გაიგოს სხვისას აღარ შეეხოს.

-შენი არაა.- თათულიმ ამოიოხრა.

-განგებ მიშლით ხო ნერვებს?!- ტონს დაუწია,რომ აღელვების გამო  ფოფიკო არ გაეღვიძებინა.- პოტენციურად ჩემია.

-აი,მაგ გამოსვლებით მაღიზიანებდა შენი ძმაკაცი!- თათუმ ამოიოხრა.

-ხო,გაქანებული ფემინისტია.- თავზე მზრუნველად დაუსვა ხელი.

-არა,საყვარელო. ფემინიზმი სხვა რამაა. თქვენ კი გულისხმობთ სხვას... მაგალითად,მე არ ვბრაზდები იმაზე, რომ გზას დამითმობ და გამატარებ. არ გავბრაზდები,თუ ადგილს დამითმობ. მე პატივისცემასა და ცოტა სხვა რაღაცებს ვაფასებ.- გაუღიმა.- უბრალოდ ის რომ ჩვენ საერთო ცხოვრება გვაქვს, გარკვეულია რომ შენ შენ ხარ და მე მე.

-მე მაინც ჩემად გთვლი,თუ გინდა გადამამტვრიე ეგ ტელეფონი თავზე.- გულის სიღრმეში ესიამოვნა თათულის. -აზრს არ შევიცვლი.

-არაუშავს. მთავარია დამიმ ნერვები არ აუშალოს ჩვენს გოგოს.- ნიკეაზე მიუთითა.

-მე წავალ ახლა! მივაკითხავ და ყველაფერს მივახლი. -ხვეული თმები უკან გადაიწია.

-ჯერ რა დროსია...- ეშმაკურად გაიღიმა კვანტალიანმა.- თათუსთვის რომ ეგრევე მეთქვა, ხომ მიმძუყნიდა იქვე.

-გამოდის,თამაში იწყება.- ხელი გაატყაპუნა ჩერქეზიშვილმა ეშმაკური ღიმილით.- პატარა თავნებას ვიმორჩილებ...

-ან კი ან არა,თათულის ჭკუაზე დავდივარ ამხელა კაცი დღესაც.- ცოლს ჩაუდო თავი კალთაში.

-დამი,არასდროს გიჭირდა გოგოებთან ურთიერთობა და ზოგადად ურთიერთობა. მტრებსაც კი ღიმილით აიძულებდი შეხვედრას. რა გახდა ერთი ნიკეა?! თვები რომ გავიდა მას შემდეგ,რაც ჯერიმ მიაშარდა ფეხზე?!

-პატარა ტატომაც.- გაეღიმა.- იცი,როგორ გაბრაზდა?!

-სულ გამოშტერდა.- გეგამ ფეხებზე შემოჰხვია მკლავები.

-მე წავედი და შენ დაიძინე. მაინც არ გაღელვებს ჩემი ბედი.

-ნუ მიმართავ ეჭვიანობის სცენებს.

-კარგი,წავედი.-ხელი აუწია და თავადვე გაიკეტა კარი.

-სულ გასულელდა.- ქვემოდან აჰხედა გადაღლილი თვალებით.- მეორეჯერ მინისტრობაზე უარს ვიტყვი. იუ,რა სულელობაა.- ფეხებზე აკოცა რამდენჯერმე.

-ახლა პასუხისმგებლობა გაქვს, უკან ვერ დაიხევ.-ჟრუანტელი უვლიდა ტანში.

-სულ მენატრებით და სულ დავბოდიალობ. - წამოწეულმა ყელი დაუკოცნა.

--------

-რა ჯანდაბაა!- მამამისის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.

მამაკაცმა ხელები გაშალა ჩასახუტებლად, მაგრამ შვილისგან რეაქცია არ მიუღია.

-ნიკე...- იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა.

-მეჩქარება სემინარზე.- ქურთუკი ჩამოხსნა საკიდიდან.

-მთელი წელი არ გინახივარ, 2 წუთითაც არ მიჩერდები?- გულნატკენმა ამოთქვა.

-სხვა შვილიც გყავს, არ მგონია მან სითბო დაგაკლოს.- შემოიცვა და კარისკენ წავიდა.

-არ მპატიობ?!

-არა,მამა. გაპატიე. გაპატიე სხვა ოჯახის შექმნა და წლობით გაქრობა.- გაუღიმა.- შეგვიძლია ხვალ საღამოს შევხვდეთ, მეცლება.  15 წუთით ყავას დავლევთ.

-არ გიპატიებია.- მწარედ გაეღიმა.

-ჰო,ჩემი პატარა ძმა მიყვარს და მის გარეშე არც წარმომიდგენია არაფერი,მაგრამ იცი რა?! არ განგიკითხავ, ძალიან მეზარება იმის ახსნა,თუ რა ჩაიდინე და როგორ აისახა შენს შვილზე ეს!- სახლის კარი გამოიჯახუნა განერვიულებულმა.

-არ შეიმჩნიო,ხისტი ხასიათი აქვს.- თამარამ დაამშვიდა.

-ჰო,შევნიშნე.- ტკივილმა დაუარა.

-მიიღე მცირედი მისგან და ნუ მოსთხოვ მეტს. ამის მეტი რომ შეეძლოს,გააკეთებდა.-ჩაფიქრდა წუთით.- შემიძლია ჩაი შემოგთავაზო.

-დავლევ,მადლობა.- სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს აედევნა.
მშვიდად უყურებდა,როგორ ამზადებდა დინჯად,უხმაუროდ. ახლა ისევ შემოაწვა ძველი გრძნობები.

-მიირთვი.- წინ დაუდგა ფინჯანი და ჩამოჯდა სკამზე.- ლეო როგორ არის?- ნიკეას ძმაზე იკითხა.

-მეცადინეობს,დრო სულ არ აქვს. ისე კარგად,მადლობა.

-მაია?

-ისიც,ასევე მადლობა.- გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა. ამ ქალის გვერდით ყველაზე სრულყოფილი მამაკაცი იყო და ახლა სრულყოფილება დაეკარგა.

-მშვენიერია.

-შენ ისევ?!

-რა?-დაბნეულმა იკითხა თამარამ.

-მარტო ხარ?

-რატომ მარტო? შვილი მყავს, ლამაზი და წარმატებული.

-ანუ მართალი ვარ.- გულში მაინც ესიამოვნა რომ მის ცხოვრებაში ერთადერთ კაცად რჩებოდა.

თამარა ყველასთვის საოცნებო იყო და ისიც მან მოიპვა.

-ეხ,ზურა, შენი გასარჩევი ეგ საკითხი არ არის.

-მართალი ხარ. შენზე უფლება არ მაქვს.

-კი.- მშვიდად მოსვა ჭიქიდან ჩაი.

-ჩემამდეც ბევრს უნდოდი და ჩემს მერეც..

-მე არ მნდომებია არავინ და გვიან მივხვდი, რომ შენც არ იყავი საჩემო.- ნიკაპით ჩამოეყრდნო მტევანს.- თუმცა არ ვნანობ,იცი?! ნიკეა მყავს და ყველაზე გიჟური სიყვარული გამომაცდევინა. ამისთვის მადლიერი ვარ.

-ჰო,ცხოვრებაში 3 სასწაული მომევლინა და მე ბრმამ ვერ დავინახე.- სევდამ გადაუარა სახეზე.- შენ,ნიკეა და ლეო. მერე რა, ის ჩერჩეტი ბიჭი მაინც მიყვარს, სულელობებს კი აკეთებს, მაგრამ მაინც.

-კი,მაგაში გგავს.-ჩაეცინა თამარას.- მაია აბა ჭკვიანია,მაგან მოგდრიკა.

-შენ არ გიცდია.

-ჰო,იმიტომ რომ სურვილი არ მქონია.არ მნდომებია გულწრფელად შენს მავნე ჩვევებთან ბრძოლა,თუმცა რაებიც გავაკეთე,მაგანაც არ გიშველა.

-ჰო,მაშინ ახალგაზრდა და ახირებული ვიყავი. მეგონა იმ დროში,ცოლი ვერ გამაპანღურებდა და ოჯახის უფროსი ვიყავი.

-ნიკეას ზუსტად ეგ ვასწავლე. ყველაზე მეტადაც რომ უყვარდეს ადამიანი და ზედმეტებში გადადიოდეს, არ მოუთმენს. არც უნდა მოუთმინოს.

-ჰო,ხალხის აზრი ფეხებზე დაიკიდე.არ ველოდი შენგან.

-არც მე ველოდი საკუთარი თავისგან.

-ჰო,ალბათ იმის დამსახურებაც იყო, რომ არ გიყვარდი ისე, როგორც მე შენ..

-ძველ დროს რატომ იხსენებ? ნიკეას მეტი საერთო არაფერი გვაქვს. სასაუბრო თემაც კი არ გვაქვს საერთო,ზურა.

-ჯანდაბა! როგორ მოგეცი წასვლის უფლება...

-ისე მოვინდომე,ვერ გამაჩერებდი.- თამარამ გაუღიმა.

-მახსოვხარ...- ზურასაც გაეღიმა.

----------
უკვე შესვენების დრო იყო. ყელში არ გადაუვიდა ლუკმა,იდგა და ეწეოდა ზამთრის სუსხში.

-ფილტვებს იხეთქავ?!- ჩერქეზიშვილი ამოუდგა და მანაც წაუკიდა ღერს.

-კი.- არც შეუხედავს ჩხეიძეს,ისე დაუდასტურა.

-არ ხარ ჩვეული და ბევრი არ მოგივიდეს.

-დემიენ,რა გინდა?!

-რა ვიცი. დასვენება მომენატრა, წარმოგიდგენია? 3 წელია ქალაქიდან არ გავსულვარ დასვენების მიზნით...- სახეზე ჩამოისვა ხელი.- კიდევ კლუბში წავიდოდა კაცი დასალევად.

-რა უცებ გადამიშალე გული.- გაეცინა.- მეც ეგრე,დიდი ამბავი.- ხელი აიქნია და ნაფაზი დაარტყა.

-უი, პროექტს ვიწყებთ და ბელგიაში თუ გინდა წამოსვლა, შემიძლია ჩაგრთო.- სახე გაუბრწყინდა ჩერქეზიშვილს.

-ცოტა დამრჩა საბაკალავროს დაცვამდე,მანამდე გამოცდები მაქვს და ვერ შევძლებ,თორემ კი.- მხრები აიჩეჩა.- მოიცადე,რას ქვია,ჩამრთავ?!-გადახარშა ნათქვამი.

-რა ვიცი,ისევ მე ვარ მთავარი ორგანიზატორი და მაგიტომ გითხარი.- დაიბნა..

-შენ სერიოზულ თემებთან ვინ გაკარებს,ძალიან მაინტერესებს.- გაეცინა.

-სულ დამცინი.. შენი მასხარა ვარ?-  გულდაწყვეტილობა არ შეიმჩნია და ყავისფერები გვერდით გააპარა.

- არა... ისე, სხვა რამითაც გავირთობდი თავს.- მხრები აიჩეჩა და მისკენ შებრუნდა.

-რაღაც სევდიანად ხარ.- დემიენმა ჯერ ტუჩებში მოქცეულ სიგარეტს გააყოლა თვალი, შემდეგ ზღვისფერებს მიადგა.

-ნააჰ, არა.- თავი გადახარა და ისე შეათვალიერა მაღალი სხეული.- ისე თუ სიმართლე გინდა, არაგიშავს. არ დაგიწუნებენ გოგოები.- ბოლი გამოუშვა პირიდან.

-ჩემი თვითშეფასების დაგდებას კი ცდილობ,მაგრამ რა ვიცი,არ გამოგდის.- მხრები აიჩეჩა.- ეგ ჩემი ძლიერი მხარეა.

-რა ვიცი,რა ვიცი..-ტუჩი მოიკვნიტა ეჭვით.

-ააჰაა,გასაგებია! მიგიხვდი ქალბატონო!-თითი დაუქნია ღიმილით.- გგონია მთელი ეს დრო ჩემი ხერხები გამოვიყენე, დავიცალე და ვერ ჩაგითრიე.- დემიენს გულწრფელად გაეცინა.- შეუვალი კი გგონია თავი, მაგრამ ძალიანაც შესა -ვლიანი ხარ.- მიუახლოვდა. ჩხეიძემ უნებლიედ გადადგა ორი ნაბიჯი უკან. გული უცნაურად შეეკუმშა და სუნთქვა შეეკვრა.-მაშინ კითხვა..- ხელი გასწია თუ არა, მაშინვე ჩაავლო მაჯაზე და კედელს მიაკრა წამში.- თუ მომწონხარ,რატომ აქამდე არ მივიღე ჩემი?- ტუჩებს შორის ჰქონდა მოქცეული ღერი და ჰქაჩავდა.
მენჯით მენჯზე მიებჯინა. შეიგრძნო იმ სხეულის სიმხურვალე,ჭკუიდან რომ სწევდა სიშორე. ღერი მოისროლა.
ჩხეიძე გაშრა,არ ელოდა აშკარა ქმედებას. სიმხურვალე მოედო ერთიანად ტანზე.
კისერზე წაავლო ხელი და ტუჩებისკენ დაიხარა. მაგრამ ვერ შეძლო,ვერ შეძლო მიკარება...

-საქმე კი იმაშია, თუ რა გვინდა ჩვენ..-ენით გაისველა ტუჩები. მოულოდნელობისგან ღერი გაუვარდა ხელიდან.

-ნამეტანი იჭრები ჩემს სივრცეში.- ხელოსგულებით მკერდზე მიაწვა.

-მე არა,შენ იჭრები. პირდაპირ მკერდზე მეხები.- დემიენს გული აუჩქარდა და ეს აჩქარება ნიკეას ხელისგულმა შეიგრძნო.- მე თუ შეგეხები..- თეძოებზე აუსრიალა ხელები  და წელზე მოუჭირა ათრთოლებულ სხეულს.- პანიკას ატეხ და შენ უფლება გაქვს, შემეხო?!

-გაეთრიე..-თვალებანთებული მეტად მიაწვა.- ამაზრზენი ხარ.- ტუჩები აუცახცახდა.

-ნება შენია,მე კი შენი დამშვიდება მინდოდა.- ტუჩებზე დაჰხედა ისევ. ისეთი სურნელი ასდიოდა ჩხეიძეს, რაღაც უცხო ყვავილის...

-ჯანდაბა,გაიწიე!- თავადაც მიაწვა თეძოებით.

-ჩემი აზრით, ჰორმონები ათამაშებული გაქვს.- შუბლზე აკოცა. ახლა ისე უჭირდა მანძილის გაზრდა,სიკვდილის ტოლფასი ხდებოდა.

-ვინმესთან დავიწყნარებ თუ დამჭირდა ან თავად მივხედავ თავს.- ამოილაპარაკა გაბრუებულმა ჩხეიძემ.

-რაღა ვინმე სხვასთან, შენი ნაცნობი არ ვარ?!- გაღიზიანების დაცხრომას მთელი ძალებით ცდილობდა.

-მომშორდი,იდიოტო!- ხელი დასცხო მხარზე.- ვის ველაპარაკები?!

-შენს თავს.-  ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე და ტუჩებით მიებჯინა ხანგრძლივად.

ჩხეიძემ პირველად აღარ გაუწია წინააღმდეგობა და დიდად არც უნდოდა,ეტყობა. ქურთუკის საყელოზე დაეჭიდა სუნთქვაშეკრული.

-არასდროს მისმენ!- თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა.

-იცი როგორი რამეა?!- ყბის ხაზს გაუყვა ნაზი კოცნით.- ვიღებ იმას,რაც მე მინდა. ვაკეთებ იმას, რაც მართალი მგონია და ახლა მე რომ მოგეშვა, ჩაიკეცები.
მკერდზე მიიხუტა და მოკლე ხვეულებში აუცეკვა თითები.

-არ მომეშვები?!

-როდის გაწუხებდი?

-ახლა,ახლა მაწუხებ.- გულისცემა გაუხშირდა.

-გაგიშვებ,ჩხეიძე... მე შენ გაგიშვებ ახლა, მაგრამ ...-თმებში ჩავლებული ხელით სახე მაღლა ააწევინა.- ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი.- ცხვირზე აკოცა, ჩაუყვა ქვედა მიმართულებით და ბაგეებთან კვლავ გაჩერდა.

-გამიშვი...

-კარგი,საყვარელო..- დაეხსნა მხურვალე სხეულს და ძირს დაგდებულ ღერებს სანაგვე ყუთში ჩაუძახა.

აღელვებული დაიძრა კაბინეტისკენ. ირგვლივ მყოფი საზოგადოება არც შეუმჩნევია, ისე გადაკარგულიყო ქალის აყოლილ არომატში. მისი კანის სინაზეს გრძნობდა ტუჩებზე და გონება ებინდებოდა.

-ცუდ დღეში ვარ,ცუდ დღეში!- თმებზე ხელი გადაისვა ერთიანად.

როდის იყო ვინმეს სურვილებს ითვალისწინებდა? როდის იყო მანიპულაციაზე უარს ამბობდა?!

-ჯანდაბა,სიყვარული კი არა, წამებაა!ფუ,ამის...- სახეზე ხელები დაისვა.- რა რთული ვინმეა,რა რთული!

ლამის ჭიქა შეალეწა კედელს. კარი შეუხსნა გამომწვევ სამოსში გამოწყობილმა თეაკომ.

-დემიენ..- თეძოების რხევით მიუახლოვდა და მაგიდის კიდეზე ჩამოუჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო.

-თეაკო,ახლა ქვეყნის საქმე მაქვს..

-როგორი დაძაბული ხარ?!- ფეხები ნელ-ნელა დააშორა ქალმა ერთმანეთს. პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო.

-არ მცალია,მართლა..- ზედაც არ შეუხედავს.

-დემიენ,სულ 15 წუთის საქმეა.- წამომდგარმა კარი გადაკეტა. გზაში აიჩოჩა კაბა და გამომწვევი ბარძაყები მოიშიშვლა.

-თეაკო,საქმე შენც ოხრად გაქვს, მიდი მიხედე.- კალთაში ჩაუხტა შეხსნილი პერანგით და მეამიტურად აჰხედა ქვემოდან.

-მე საქმეს ყოველთვის ვასწრებ. მაშინ განსაკუთრებით სწრაფად ვმუშაობ,როცა შენ გნახულობ.- საყელოზე რომ შეეხო ქალი, გონებაზე ბინდი გადაეკრო. ტუჩებისკენ გადაიხარა ქალი.

-თეაკო..- უკანალზე ხელი დაჰკრა.- არ მინდა,ხასიათზე არ ვარ. ამიტომ ადექი და რომელიმეს მიადექი, გირჩევდი კაცი რომ იყო, მაგრამ...

-უკაცრავად?!- შეხნილი პერანგიდან ლამაზი მკერდი მოუჩანდა. ჰოდა,ამ პერანგის ღილებს ქვემოდან აუყვა და ნელ-ნელა შეკრა ჩერქეზიშვილმა.

-ჩვენ დავასრულეთ რომანი.- მკერდთან შეუკრა ბოლო ღილი და კაბაში ჩაუტანია.- ორივემ ვისიამოვნეთ. შენ ლამაზი ხარ, კარგი გამოცდილებით. მეც გაგიზარდე პრაქტიკა და შეგმატე ცოდნა.

-ფუ,რა დეგენერატი ხარ!- წამოდგა წამშივე ფეხზე და ბარძაყებამდე აკეცილი კაბა,ქვემოთ დაქაჩა.

-კი,გეთანხმები.-გაუცინა.- ჩვენ კარგი პარტნიორები ვიყავით. ახლა მხოლოდ საქმე გვაკავშირებს.- წამოდგა და გადაკეტილი კარგი გააღო.

-ვინ ჯანდაბა გამოჩნდა ასეთი?!- გაოცებულმა ამოილაპარაკა.

-ჰოო, მოდი საიდუმლო საქმეებს მივაწეროთ.-გაღიმებულმა აჩვენა მოუსვი აქედანო.

-სტრესისგან გათავისუფლების საშუალება წამართვი.- თვალები აატრიალა.

-თეაკო,მოგხვდება ჯარიმა დაგვიანებისთვის.- თითი დაუქნია ხუმრობით.

-ეს ის დროა უფროსთან სექსიც რომ ვერ გეხმარება. არადა,არ მახსოვს მე ან შენ უკმაყოფილოდბი დავრჩენილიყავით.- კარისკენ აიღო გეზი ქალმა, თუმცა სანამ გავიდოდა, ერთხელ მოუტრიალდა.- ის პატარა გოგოა? ჩხეიძე.. ქალღმერთის სახელის მატარებელი.-თვალებში შეხედა.

-გრძელი ცხვირი სულ არ გაქვს ისე.- თითი დაჰკრა მშვიდი სახით.- ჩემი პირადი ცხოვრებაა, პირადი!

-ნატურალი რომ არ იყოს,მეც შევაბამდი.- ენა მოიტარა ტუჩებზე და უკანალის ქნევით დატოვა ტერიტორია.-ზოგს როგორ უმართლებს..

დემიენს სახე შეეცვალა. კარი დახურა და ფანჯრისკენ მიტრიალდა.

-შენღა მაკლიხარ კონკურენტად თეაკო,რითი გაგჯიბრებოდი, არარსებული ძ*უძუებით?!- ნერვებმოშლილმა გადაიტარა თმაზე ხელი. მობილური ამოიცურა ჯიბიდან და თავისივე რესტორნის მენეჯერს გადაურეკა. იქაც 30 წუთს მაინც ილაპარაკეს. შესამოწმებლად კი გვიან წავიდოდა.
თავის მძღოლს გადაურეკა, იშვიათად რომ აწუხებდა და ნიკეას წაყვანა სთხოვა შინ. არ უნდოდა მარტოს ეარა სიბნელეში და მითუმეტეს მაშინ, როცა დანაშაული დანაშაულზე ხდებოდა.
-----------



პირველ რიგში,უღრმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის და ალბათ, ეს მადლობაც ცოტაა.
ესეც ახალი თავი...❤



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ ძააან გიჟობააა. ^-^
გადაკრეჭილი ვკითხულობ ხოლმე..
ბოლო სცენაზე ლამის გავიგუდე იმდენი ვიცინე :დ :დ :დ
"-შენღა მაკლიხარ კონკურენტად თეაკო,რითი გაგჯიბრებოდი, არარსებული ძ*უძუებით?!"
:დ :დ :დ :დ
მგონი წინ მიიწევს ამათი ურთიერთობაა. იმედია მალე დაადგება საშველი :დ
გელი მოუთმენლად ^-^
ძაან მაგარია

პ.ს ძალიან მომწონს დემიენი დაჭკვიანებისკენ რო მიიწევს და იმედია ასე გაგრძელდება კიდეც.
აქამდე ძალიან მაღიზიანებდა.

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

ხომ მყავდა დემიენი ათვალისწუნებული თავიდან ცუდი თვალით ვუცქერდიი მაგრამ ბოლო ორი თავია ჩემი გული დაიპყროოო :დდდ კაცები მაინც ოხრები არიან რააა, ასე ვთქვათ შემაბა. დემიენთან ერთად მეც მეშლება ნერვებიი, ველოდები აქ ბევრ ბევრ ეჭვიანობებს და ჩვენი ჩხეიძე კი ისეთი უკარებააა როდის გალღვება ველოდებიი, მგონი ყინულმა დნობა დაიწყოო. შეყვარებული დემიენი კი ძალიან მომწონს.

 


№3 სტუმარი სტუმარი რუსკა

კაია კაი,ოღონდ აგვიანებთ ხოლმეე

 


№4  offline წევრი nukito20w

სტუმარი ანი
აუუ ძააან გიჟობააა. ^-^
გადაკრეჭილი ვკითხულობ ხოლმე..
ბოლო სცენაზე ლამის გავიგუდე იმდენი ვიცინე :დ :დ :დ
"-შენღა მაკლიხარ კონკურენტად თეაკო,რითი გაგჯიბრებოდი, არარსებული ძ*უძუებით?!"
:დ :დ :დ :დ
მგონი წინ მიიწევს ამათი ურთიერთობაა. იმედია მალე დაადგება საშველი :დ
გელი მოუთმენლად ^-^
ძაან მაგარია

პ.ს ძალიან მომწონს დემიენი დაჭკვიანებისკენ რო მიიწევს და იმედია ასე გაგრძელდება კიდეც.
აქამდე ძალიან მაღიზიანებდა.

მახარებ ძალიან❤❤. მიხარია თუ ბევრს იცინი და თუ მოგწონს საერთოდ,რასაც ვწერ. ჰოო, დემიენი ჭკვიანდება ნელ-ნელა და ნიკეა მარტივი გოგო არაა.
მეც ველოდები სიტუაციების განვითარებას დდდ
დიდი მადლობა❤.

სტუმარი დარინა
ხომ მყავდა დემიენი ათვალისწუნებული თავიდან ცუდი თვალით ვუცქერდიი მაგრამ ბოლო ორი თავია ჩემი გული დაიპყროოო :დდდ კაცები მაინც ოხრები არიან რააა, ასე ვთქვათ შემაბა. დემიენთან ერთად მეც მეშლება ნერვებიი, ველოდები აქ ბევრ ბევრ ეჭვიანობებს და ჩვენი ჩხეიძე კი ისეთი უკარებააა როდის გალღვება ველოდებიი, მგონი ყინულმა დნობა დაიწყოო. შეყვარებული დემიენი კი ძალიან მომწონს.

აიიიტ,ვიცოდი მოგეწონებოდა,თან როგორ ვიცოდიიი... გეგმაც ეგაა, დემიენი იცვლება და ნიკეას შევხედოთ აბა.
გმადლობ ❤.

 


№5  offline წევრი nukito20w

სტუმარი რუსკა
კაია კაი,ოღონდ აგვიანებთ ხოლმეე

გუშინ გავგზავნე ეს თავი, 8 საათზე და დღეს გვიან დადეს. ვცდილობ ხოლმე მალე ავტვირთო,მაგრამ არის მაგრამ...
მადლობა❤❤.

 


№6 სტუმარი Life is beautiful

აუუ კაი იყო... ბევრი ვიცინე თათულის და გეგას სიტუაციაზე.. ნუ დამიანეს და ნიკეზე ხო საერთოდ მეკარგება ჭკუა ვგიჟდები ორივეზე...<3333
ველოდები შემდეგ თავს შესანიშნავი იყო, <3333

 


№7  offline წევრი nukito20w

Life is beautiful
აუუ კაი იყო... ბევრი ვიცინე თათულის და გეგას სიტუაციაზე.. ნუ დამიანეს და ნიკეზე ხო საერთოდ მეკარგება ჭკუა ვგიჟდები ორივეზე...<3333
ველოდები შემდეგ თავს შესანიშნავი იყო, <3333

მადლობა,ჩემო კარგო❤❤. მიხარია თუ ისიამოვნე ამ თავით და ვეცდები მალე შემოგთავაზო. ამ თავმა რომ დაიგვიანა ჩემი ბრალი არა, გუშინ გავგზავნე და დღეს არ დადეს დროულად დდ...

 


№8  offline წევრი Megioki

როგორც იქნა გამოვნახე დრო წასაკითხად ❣️❤️ კარგი იყო, ძალიან კარგი ❣️❣️

არა რაა, დემიენი თავისი საქციელებით, თანდათან უფრო მეტად მომწონს. ❤️❤️ იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებს და არ აურევს ❣️❣️

აუუფ, ნიკეს ისეთი ხასიათი უჩანს ვატყობ ძაან გაურთულდება დემიენს მისი გულის მოგება (((((
--------------------
M.oki

 


№9  offline წევრი nukito20w

Megioki
როგორც იქნა გამოვნახე დრო წასაკითხად ❣️❤️ კარგი იყო, ძალიან კარგი ❣️❣️

არა რაა, დემიენი თავისი საქციელებით, თანდათან უფრო მეტად მომწონს. ❤️❤️ იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებს და არ აურევს ❣️❣️

აუუფ, ნიკეს ისეთი ხასიათი უჩანს ვატყობ ძაან გაურთულდება დემიენს მისი გულის მოგება (((((

მიხარია რომ გამონახე და ის კიდევ უფრო მახარებს,რომ მოგწონს. მადლობა,ჩემო კარგო და ვნახოთ,როგორ განვითარდება მოვლენები❤❤❤❤❤.

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსკა

nukito20w
სტუმარი რუსკა
კაია კაი,ოღონდ აგვიანებთ ხოლმეე

გუშინ გავგზავნე ეს თავი, 8 საათზე და დღეს გვიან დადეს. ვცდილობ ხოლმე მალე ავტვირთო,მაგრამ არის მაგრამ...
მადლობა❤❤.

????????????????????

 


№11  offline წევრი nukito20w

სტუმარი რუსკა
nukito20w
სტუმარი რუსკა
კაია კაი,ოღონდ აგვიანებთ ხოლმეე

გუშინ გავგზავნე ეს თავი, 8 საათზე და დღეს გვიან დადეს. ვცდილობ ხოლმე მალე ავტვირთო,მაგრამ არის მაგრამ...
მადლობა❤❤.

????????????????????


ვეცდები მალე დავდო დდ❤.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კაი კაცო რა ნიკეა აუღებელი ციხე-სიმაგრეა, დამიანე მეც ღავუდან არ მომწონდა ძალიან მაღიზიანებდა ქალების მიმართ უპატივცემულობას იჩენდა მაგრამ დაჭკვიანებული ძალიან საყვარელია,ძალიან ვიმხიარულე სახალისო საინტერესო იყოორივე წყვილი მომწონს წარმატებები მადლობა ♥️????????????

 


№13  offline წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
კაი კაცო რა ნიკეა აუღებელი ციხე-სიმაგრეა, დამიანე მეც ღავუდან არ მომწონდა ძალიან მაღიზიანებდა ქალების მიმართ უპატივცემულობას იჩენდა მაგრამ დაჭკვიანებული ძალიან საყვარელია,ძალიან ვიმხიარულე სახალისო საინტერესო იყოორივე წყვილი მომწონს წარმატებები მადლობა ♥️????????????

:დდდ,ასევე მადლობა და წარმატებები.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent