შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 25)


2-11-2020, 20:10
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 448

რუსმა სარდალმა გონს მოსლა ვერ მოასწრო, რომ ლაშა ფეხზე ელვის სისწრაფით წამოიჭრა. ვასილევის ჩააფრინდა და კისერი ხელების სწრაფი მოძრაობით მოუღრიცა. თვალები ავის მომასწავლებლად აენთო. წამიერად გაშეშდა. ზიზღით დაჰყურებდა, სკამიდან გადმოვარდნილ უსიცოცხლო სხეულს.
- კისერი ხომ არ მოგტყდა ვასილევ?! - იკითხა იატაკზე დაგდებული გვამის მიმართულებით.
ფანჯარასთან მივიდა. თვალის სწრაფი მოძრაობებით გარემო მოათვალიერა. ზვიადი ვერსად შენიშნა. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ის აუცილებლად დაინახავდა. ღია ფანჯარსთან დადგა და მოლაღურის ხმით, ნაცნობი სიგნალი გაუშვა. სტვენას დროდადრო აგრესიულს ხდიდა, რითაც მეგობარს საბრძოლო მოქმედებებისკენ მოუწოდებდა. პალატის შუაგულსიკენ შემობრუნდა. გაქცევისთვის მზადებას შეუდგა. გუმანით ხვდებოდა, სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, რაც ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ შენობაში სამხედროები იქნებოდნენ. დარწმუნებული იყო, დაცვა კართანაც უდნა ყოფილიყო. პირველ რიგში, საჭირო იყო მათი რაოდენობა გაერკვია. მაგრამ ზვიადის მოსვლამდე, კორიდორში უიარაღოდ გასვლა საშიში იყო. პალატაში დარჩენაც დიდი რისკს შეიცავდა. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა პალატაში სამედიცინო პერსონალი შემოსულიყო. „არ უნდა მეჩქარა“ - ნაჩქარევი გადაწყვეტილება ინანა ლაშამ. საკუთარი მაყუჩიანი პისტოლეტი ინატრა. ერთი მჭიდიც არ დასჭირდებოდა ისე გააღწევდა სამშვიდობოს. ცხედარს შარვალი გახადა და სასწრაფოდ ჩაიცვა. პალატას თვალი მოავლო, მზერა სკამზე შეაჩერა. მოძველებულს სკამს ლითონის, ვიწრო ფეხები მარტივად მოხსნა და შემოსასველ კართან აიტუზა. შორიახლოდან მამაკაცების ხმადაბალი საუბარი და დინჯი ნაბიჯების ხმა მოდიოდა. გამოცდილი ყური მიხვდა, ორნი იყვნენ. კართან ახლოს, რომ ყოფილიყვნენ შეეძლო მოულოდნელობის ეფექტით ესარგებლა. ორივეს მარტივად გაუმკლავდებოდა და იარაღს ხელთ იგდებდა, მაგრამ ხმა მინიმუმ ათი მეტრიდან მოდიოდა, იქამდე მიღწევა, ისე რომ მოწინააღმდეგეს სროლა ვერ მოესწრო, თითქმის შეუძლებელი იყო. საჭირო დრო უნდა შეერჩია. გადაწყვიტა, როგორც კი პალატის კარს მოუახლოვდებოდნენ შეტევაზე გადასულიყო.
ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიათან, ავტომობილის უკანა სავარძელზე მსხდომი ბაკური და ვალერა გაკვირვებული შესცქეროდნენ მოზრდილი ხის ძირთან ატუზულ ზვიადს. ბიჭი, მოშორებით მდგარ, ჰოსპიტალის სხვადასხვა ფანჯარას აკვირდებოდა და დროდადრო, გაურკვევლი ფრინველის ენაზე, კოდურ სიგნალებს გზავნიდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, საპასუხო სიგნალი გაიგონეს. მესამე სართულის, ერთ-ერთ ფანჯარასთან მკვეთრი მოძრაობებიც გამოჩნდა. ლიქოკელს გული აუძგერდა. გაბადრული სახით მანქანისკენ მიირბინა და ბაკურს ახარა ლაშა კარგად არის, სასწრაფოდ უნდა შევიდეო.
- შეხვიდე?
- ჰო, ახლავე უნდა შევიდე!
- ბევრნი არიან შვილო, რაღაც უნდა მოვიქიროთ.
- მე და ლაშა ამაზე უარესებიდან გამოვმძვრალვართ. აქ დარჩითდ ა მზად იყავით. როგორც კი გარეთ დაგვინახავთ მანქანა კართან მოიყვანეთ.
- რა გგონია? აქ იმიტომ წამოვედი, რომ მტერთან შეგიშვა და მე შორიდან გიყურო?
- პაპა...
- ერთად შევალთ! - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - ოღონთ ასე დაუგეგმავად არა.
- მეც გამაგებინეთ რა ხდება?! - იკითხა რუსულად ვალერამ.
სანამ ბაკური მეგობარს ელაპარაკებოდა, ჰოსპიტალიდან ისევ მოისმა ლაშას სიგნალი, სტვენა უფრო აგრესიული ჩანდა.
- გესმის? დახმარებას მთხოვს პაპა! - არ ცხრებოდა ზვიადი.
- ბაკურ, შეხედე! - ვალერამ ჰოსპიტალის შესასვლელის ხელი გაიშვირა.
შესასვლელთან მოდარაჯე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ხუთივე ჯარისკაცმა იარაღები მოიმარჯვა საავადმყოფოში შევარდა.
- წავედით! - დაუყვირა მძღოლს ბაკურმა.
მძღოლმა დაქოქა და სატერფულს ბოლომდე დააწვა. მანქანა ადგილს მოსწყდა, ჰოსპიტალის ეზოში, მოწყვეტით შევარდა და შესასვლელთან გაჩერდა.
პალატის კარს უკან მდგარ ლაშას მოთმინება ელეოდა. რა არის ყველაზე მძიმე? ლოდინი. რა არის ყველაზე საამური? ისევ ლოდინი. ასე სმენოდა არაბულს და თავადაც სულით და გულით ეთანხმებოდა. ქეთისთან პაემნები გაახსენდა. მართლაც, არაფერია იმ წამებზე საამური, როდესაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ესწრაფვი. წინმსწრები წამები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე სასურველ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს. ასევე, რაიმე განსაცდელის ან ტკივილის მოლოდინიც მეტია მის აღსრულებაზე, იმ წამებზე, როდესაც ხორცს შეისხამს მოსალოდნელი. ბაკური ბავშობიდან უნერგავდა, რომ ერთსაც და მეორესაც თავისებური დახვედრა სჭირდებოდა. კვიცივით არ უნდა კუნტრუშებდე, თუ რაიმე საამურს ელი. არც თვალები უნდა დაითხარო იმის შიშით, რაიმე ცუდი არ შემემთხვასო. როდესაც გარდაუვალის წინაშე დადგები, ძალების მოკრეფააო საჭირო. მოლოდინი, შეიძლება ნიავზე უფრო მსუბუქი იყოს, როცა რაიმე სასიამოვნოს ელი. ანდა პირიქით, ისე დამძიმდეს, უზარმაზარი ლოდის წონასაც კი გადააჭარბოს. ალბათ ამიტომ დაერქვა მოლოდინი, ლოდთან წილნაყარი სახელი... სხვა რა გზაა, უნდა გაუძლოს კაცმა და გადააგოროს ეს წამები. „ლოდქვეშ მოყოლილი ყვავილივით გაუძლო უნდა.“ - ბერის სიტყვებიც გაახსენდა ბოლოს.
მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. მოულოდნელობის პრინციპით უნდა ესარგებლა. კარგი სახელური შესამჩნევად გააჩხაკუნა. კარის საპირისპიროდ დადგა, ოდნავ უკან დაიხია და სკამზე მოხნილი ფეხები ორივე ხელში გაინაწილა. ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოისმა. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კარი შემოაღო. ლაშამ, მარცხენათი ლითონის ნაჭერი მოწყვეტით დაუშვა თავზე და სანამ გონებადაკარგული ძირს დაეცემოდა, მოშორებით მდგარ, იარაღ შემართულ ჯარისკაცს რკინის მეორე ნაჭერი ესროლა. მიზანში მოახვედრა. თავგატეხილი მტერი ძირს დაეცა, თუმცა სასხლეტის დაშვება მოასწრო და ავტომატის გრძელმა ჯერმა დერეფნის კედელზე ზოლი დაამჩნია. არაბული გაავებული დააცხრა რუსს. ავტომატი აართვა და კონდახი სახეში ჩაასცხო. პირველი ჯარისკაცისკენ მიბრუნდა, მისი ავტომატიც აიღო, მხარზე მოიგდო და დერეფნის ბოლოს, კიბეებისკენ გიქცა.
ქვედა სართულებზე აურზაური სუფევდა. პანიკაში მყოფი პერსონალი სამხედროებს მთავარი ექიმის კაბინეტში გამოეკეტათ. თავად კი ფრთხილი სვლით ზემოთ მიიწევდნენ. ჰოსპიტალის ფოიეში შევარდნილ ზვიადს, ბაკური და ვალერა მიჰყვნენ. მეორე სართულამდე ასული დაცვა ხმაურზე უკან მობრუნდა და იარაღ შემართულ სამეულს ცეცხლი გაუხსნა. ლიქოკელმა იმარჯვა. ელვის სისწრაფით ეცა ბაკურსა და ვალერას. ძირს დასცა და ბეტონის განიერი სვეტისკენ მიუთითა, ამოეფარეთო. როცა ისინი სამალავში დაიგულა, ფეხზე წამოიჭრა, მოპირდაპირე სვეტისკენ გაქანდა და თავადაც ამოეფარა. ჰოსპიტალის ფოიეში სროლის ხმები გამაყრუებელ ექოდ ისმოდა. მტერი უწყვეტი ცეცხლით მოიწევდა წინ.
- დაგაზღვევთ, ჩქარა გარეთ! - ბაკურის მისამართით დაიყვირა ზვიადმა.
- ლაშას გარეშე არსად წავალ! - დაიღრიალა ბაკურმა. პისტოლეტი სამალავიდან გამოყო და სროლა დაიწყო. ვალერამაც მეგობარს მიბაძა და სვეტის მეორე მხრიდან სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. მათმა სროლამ შედეგი გამოიღო, მტერმა დროებით, სროლა შეწყვიტა და ისინიც სვეტებს ამოეფარნენ. მალე ბაკურის პისტოლეტმა, სროლის ნაცვლად გამაღიზიანებელი ჩხაკუნი დაიწყო. - გამითავდა! - კბილები გამოსცრა ბაკურმა. - ვალერა! - მხარში ხელი ჩაავლო მეგობარს. - სანამ ტყვიები დაგრჩენია წადი აქედან. ბევრნი არიან, ვერ გავუმკლავდებით.
ვალერამ უკმაყოფილოდ გაიღიმა და მეგობარს წყენით მიმართა.
- აქედან ან შენთან ერთად გავალ, ან შენთან ერთად მოვკვდები!
სროლს ხმა მიწყდა. სიჩუმეს ხიფათის სუნი აუვიდა. კანტუკუნტად, ტყვიებისგან დაზიანებული ჭერიდან ჩამოცვენილი ფათქაშის ხმებიღა ისმოდა. დერეფანში მოლაღურის მშვიდი გალობა გაისმა. სტვენა წყნარი, მშვიდი და სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითოეული მებრძოლის გონებაში ავის მომასწავლებლად აღწევდა. მხოლოდ ლიქოკელს დასთამაშებდა სახეზე ღიმილი. ბიჭმა ხელის და თავის მოძრაობით გასასვლელისკენ ანიშნა. სამივე მათგანი ადგილს მოსწყდა და გასასვლელისკენ გაიქცა.
- რა ხდება?! - გასვლისთანავე ჰკითხა გულამოვარდნილმა ბაკურმა.
- ლაშას უნდა ვაცადოთ. - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა ზვიადმა.
- რაო? ჩვენ არ მივეხმარებით?
- უკვე მივეხმარეთ. როგორც ჩანს, მას ჩვენგან სწორედ ეს უნდოდა. მტერს ყურადღება ჩვენზე გადავატანინეთ. ამ დროს კი ის მოქმედებდა.
- რას ნიშნავს მოქმედებდა?
- ასე ვთქვათ, მტრის რაოდენობას და შესაძლებლობას არკვევდა.
- კი, მაგრამ იქ მინიმუმ ხუთი კაცია, ავტომატებით...
- ახლა ნახავ რა შეუძლია ჰოლანდიელს. - ლიქოკელს თვალები აზარტულად უელავდა.
ჰოსპიტალში ავტომატმა მოკლე ჯერად გაისროლა. ჯარისკაცის სხეული უსულოდ დაეცა. დარჩენილმა ოთხმა მებრძოლმა, მტრის სავარაუდო მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო. რამდენიმე წამში საწინააღმდეგო მიმართულებიდან ნასროლმა ტყვიებმა ორი ჯარისკაცი განგმირა. „აქეთ არის“ - გადასძახა ცოცხლად დარჩენილმა ჯარისკაცმა თანამებრძოლს. ახლა მეორე მხარეს მიმართეს ცეცხლი. საპასუხო ცეცხლი არსად ჩანდა. სროლა შეწყვიტეს. სვეტს ამოეფარნენ და მჭიდის შეცვლა დაიწყეს. გაოგნებული რუსი ჯარისკაცები თავიდან ბოლომდე კანკალს აეტანა. „შენი დედაც“ - აყვირდა ერთ-ერთი. მტვერში გახვეულ ფოიეში უჩინარივით დაძვრებოდა ლაშა არაბული. – „გამოჩნდი წყეულო, გამოჩნდი შენი დედაც...“ ღრიალებდნენ გადარჩენილი ჯარისკაცები. ავტომატის ჯერმა კვლავ იგრიალა და მებრძოლებს სიტყვები პირთან შეეყინათ.
ხმაური შეწყდა და კვლავ მოლაღურის ნაცნობი გალობა გაისმა.
გარეთ მყოფთაგან ლიქოკელი გამოერკვა.
- აქ დარჩით. - თქვა ზვიადმა და ფოიეში შევიდა.
შესვლისთანავე, მტვერში გახვეულ სივრცეში უძრავად მდგარი სილუეტი შენიშნა. სახით გასასვლელისკენ მდგარ სილუეტს ავტომატი მხარზე მოეგდო და უსიცოცხლო სხეულებს დასცქეროდა. ზვიადი დაიძრა, მიუახლოვდა და მის წინ უსიტყვოდა გაჩერდა.
- მოხვედი ძმაო? - უემოციოდ ჩაილაპარაკა არაბულმა.
- მოვედი...
ლაშას სახე გაყინვოდა. უცხო თვალი ვერანაირ ემოციას ვერ შეატყობდა. ძმადნაფიცის გამომეტყველება მხოლოდ ზვიადისთვის იყო ნაცნობი. კარგად უწყოდა, ძმადნაფიცს მისი თოთოეული „შედეგიანი“ გასროლა სიცოცხლის რაღაც ნაწილს ართმევდა, გულს უმღვრევდა და თითქოს ადამიანურობას აკარგვინებდა.
- მომენატრე ბიჭო...
- ჰოლანდიელო! - ლიქოკელმა ემოციები ვეღარ დამალა და ცრემლმორეული ძმადნაფიცს გადაეხვია.
შესასვლელთან მდგარი მოხუცი მეგობრები, ხან ირგვლივ მიმოფანტულ გვამებს, ხან კი მათკენ მომზირალ მებრძლს უყურებდნენ. ბაკურს სუნთქვა დამძიმებოდა. შიში და სიამაყის გრძნობა ერთდროულად გასჯდომოდა სხეულში. ძალ-ღონე მოიკრიბა, თავი შეიმაგრა და ნელი სვლით საყვარელი შვილიშვილისკენ დაიძრა.
- მაგარი ბიჭი გყოლია ბაკურ. - თავუსთვი ჩაიაპარაკა განცვიფრებულმა ვალერამ და მეგობარს მიჰყვა.
ლაშას სახე დაულაგდა, იარაღი მოიხსნა, ზვიადს გაუწოდა და თავადაც ბაკურისკენ დაიძრა.
- აქ შენ ნახვას არ ველოდები ბაკურ. - ღიმილნარევად მიმართა.
- მე კი გელოდი შვილო... გელოდი!



№1  offline მოდერი ჰოლანდიელი

მადლობა დალდონი

 


№2 სტუმარი სტუმარი maiko

vaime gvegirsa saswauli iyo wamatebebi nu dagvxocav lodinit raaa gulis fancqalit geli

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესი თავი იყო საინტერესო და განსაცვიფრებელი გადარჩა ლაშა ეს ხომ საოცრებაა მომეწონა ძალიან ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად მადლობა წარმატებები ????????????

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ჩვენც როგორ ველოდით ვერ წარმოიდგენ.
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი Marimari

Patara namdvilad iyo, magram amdeni xnis lodinis mere da kide cdas jobda, imedia shedarebit mshvidat gaaxweven da ar gamoekidebat mteli oseti????:-D dzaan momwons lashas pirovneba, namdvili qartuli suli udgas, siamovnebit viyoliebdi maset megobars gverdit, namdvilad ar memeteba qetistvis es bichi da ra vqna, ????uketesi gogo da siyvaruli ekutvnis chems bichs. Warmatebebi

Didxans imedia agar mogviwevs cda, erti kitxva maqvs bevria darchenili kide:-) yvela tavze survuli michndeba bolomde wavikitxo:-)

 


№6  offline მოდერი ჰოლანდიელი

Marimari
Patara namdvilad iyo, magram amdeni xnis lodinis mere da kide cdas jobda, imedia shedarebit mshvidat gaaxweven da ar gamoekidebat mteli oseti????:-D dzaan momwons lashas pirovneba, namdvili qartuli suli udgas, siamovnebit viyoliebdi maset megobars gverdit, namdvilad ar memeteba qetistvis es bichi da ra vqna, ????uketesi gogo da siyvaruli ekutvnis chems bichs. Warmatebebi

Didxans imedia agar mogviwevs cda, erti kitxva maqvs bevria darchenili kide:-) yvela tavze survuli michndeba bolomde wavikitxo:-)

მარი,სხვა რამე მკითხე :)

La-Na
აი ჩვენც როგორ ველოდით ვერ წარმოიდგენ.

ლანა,მიხარია რომ მოგწონს

 


№7 სტუმარი ფანი

მიყვარხარ ჰოლანდიელო:*

 


№8 სტუმარი stumari

რატომ დაიკარგე აღარ აგრძელებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent