შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 10 თავი


3-11-2020, 20:27
ავტორი lullaby
ნანახია 2 120

7 აგვისტო, 2019 წელი
***
ხველა მაღვიძებს. ყელი ისე მაქვს გამომშრალი, ასე მგონია, თვეებია წყალი არ დამილევია. ნელა ვტრიალდები საათის შესამოწმებლად. დილის რვა ხდება. მუცელი მტკივა და გულის რევის შეგრძნება მაქვს. არაყი. უკეთესად რომ ვიქნები, აუცილებლად მოგკლავ, ნანი!
გუშინდელ საღამოს და ახლანდელ ჩემს მდგომარეობას რომ ვაკვირდები, დეჟა-ვუს განცდა მაქვს. სანამ ნანიკოს დაბადების დღის მოგონება ჩემს თავში მყარად არსებობს, ჩემი დათრობა არ შეიძლება.
მობილურზე შეტყობინება მომდის. ლუკაა. მეკითხება მღვიძავს თუ არა. პასუხს რომ ვუბრუნდებ, მირეკავს.
- როგორ ხარ? ჩამოხვალ ზღვაზე? - მეკითხება ბიჭი. ტალღების ხმას რომ ვიგებ, ძალიან მინდება იქ წასვლა, მაგრამ თავს ისე ცუდად ვგრძნობ, რომ სიცხეში გასვლა არც ისე კარგ აზრად მეჩვენება.
- მინდა ჩამოსვლა, მაგრამ საშინელი ნაბახუსევი მაქვს. - მუცელზე ვიჭერ ხელს. ნეტავ ლიმონი მქონდეს. ასე მგონია, ახლა მხოლოდ ის მიშველის.
- გინდა გაზიანი მოგიტანო? ან რამე, რა გჭირდება მითხარი.
- არა, არა. ახლა არაფერი მინდა. წყალზე ვიქნები და საღამომდე გამოვკეთდები. - არ ვიცი, რატომ არ ვაძლევ ლუკას უფლებას, რომ დამეხმაროს.
- გამოდის, საღამომდე ვერ გნახავ?
- ძალიან მჟავე სახე მაქვს და სანამ არაყს ბოლომდე არ ამოვაქრობ, ხასიათიც ასეთი მექნება.
ლუკა რამდენიმე წამით ჩუმადაა. მერე კი ამბობს:
- კარგი, თავს მიხედე, მარ... თუ დაგჭირდი, სიამოვნებით დაგეხმარები.
- მადლობა, ლუკა. საღამოს შევხვდეთ.
- კარგი, მაშინ საღამომდე.
მობილურს ვთიშავს, თვალებს ვხუჭავ და გუშინდელი საღამოს სურათებს ვაცოცხლებ. ის ეჭვი, რომ შეიძლება გიორგის ჩვენი კოცნა ახსოვდეს, უარესად მხდის. მაგრამ, რა იცვლება ამით, მარი? სანამ ამაზე არც ერთი ვლაპარაკობთ, არაფერი. სანამ ორივე ჩუმად ვართ, სანამ მას სოფი ჰყავს, მე კი მისი მეგობარი ვარ, არაფერი. და რატომ არ ვლაპარაკობთ ამაზე? შესაძლოა, მისთვის ეს კოცნა შეცდომაა, სიმთვრალეში დაშვებული შეცდომა. ჩემთვის კი ძველი და კარგად ნაცნობი შიში იმისა, რომ მას დავკარგავ. ჩემი ეჭვებისგან დაღლილი მეორე მე გამუდმებით ჩამძახის, რომ გამორიცხულია, გიორგის ეს ახსოვდეს, რომ აღარ უნდა ვიფიქრო ამაზე. უნდა ამოვიგდო გუშინდელი მისი მზერა და სიტყვები თავიდან, მისი ჩემსკენ და ლუკასკენ გადმოდგმული ნაბიჯი და ისე გავაგრძელო ცხოვრება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. არ ღირს უსაფუძვლო ეჭვების გამო ყველაფრის გართულება, მარი. არ უნდა ვინერვიულო იმ შეკითხვების გამო, რომელსაც იცი, რომ ვერასოდეს დასვამ. არაფერი მოხდება, თუ ხანდახან საუთარ თავს შეიცოდებ.
ვდგები, სავსე ჭიქით წყალს ვსვამ და აბაზანაში შევდივარ. შხაპი არ მშველის. თავი ისევ მტკივა და გული ისევ მერევა. შორტს და მაისურს ვიცვამ. იქნებ ჩავიდე და ლიმონი ვიყიდო? ძალიან მეზარება, მაგრამ მაინც ვიწყებ საფულის ძებნას. ის-ისაა ვპოულობ, რომ კარზე აკაკუნებენ. ინსტიქტურად ჩემი საქაღალდისკენ გამირბის თვალები, რომელიც ცარიელია. ფურლები კი ჩემი საწოლის ბოლოში, იატაკზე ყრია. ურდული იწევა. საბედნიეროდ კარი დაკეტილია. იმ წამს კი მესიჯი მომდის. გიორგია.
„ - მარიამ, გღვიძავს? კართან ვარ.“
გული გამალებით მიწყებს ძგერას და მაშინვე ფურცლების ასაკრეფად მივიწევ. ნანიკო მართალია. ჩემი ჩანაწერები დღეს თუ არა, ხვალ მაინც მომიღებენ ბოლოს.
- მღვიძავს გიო, ახლავე მოვალ! - ვეძახი შიგნიდან. ფურცლებს საქაღალდეში ვდებ და უჯრაში ვინახავ. მერე კი კარს ვაღებ. - ვიცვამდი. მოდი. - გვერდით ვდგები და ბიჭს ოთახში ვუშვებ. როგორც ჩანს, ზღვიდან მოდის. ტანზე არ აცვია. მაისური მხარზე აქვს გადაგდებული. მხრებზე აქა-იქ შავ ქვიშასაც ვხედავ. მოზრდილ ნერწვს ვყლაპავ. ჯერ ისევ გუშინდელი საღამოს და ჩანაწერების გავლენის ქვეშ მყოფს, ჩემს შიგნით დატრიალებული შეგრძნებების გაკონტროლება მიჭირს. თავი ხელში აიყვანე, მარი! შენ ხომ ამაში უკვე პროფესიონალი ხარ?! კარს ვხურავ.
- ვიფიქრე, გენდომებოდა. - ახლაღა ვამჩნევ მის ხელში მოქცეულ ორ ცალ ლიმონს. სიცილს ვერ ვიკავებ, ისე მიხარია.
- ახლა მივდიოდი, საყიდლად.
- მადლობა საჭირო არ არის. - გვერდულად იცინის გიორგი, ბართან მიდის და დანას იღებს. - ჩამოხვალ საუზმეზე?
- ხო, ბავშვებს და მშობლებს ვნახავ, თორემ ისე მერიდება. - საწოლზე ვჯდები და თვალს ვადევნებ, მის მოძრაობებს. იმედია ჩემი გულის რევის შეგრძნებისგან შეწუხებული სახე ფარავს ჩემს შეყვარებულ გამომეტყველებას. - მაგრამ ჭამით ვერაფერს შევჭამ, ცუდად გავხდები. - მუცელზე ვისვამ ხელს.
- თქვა ლოთმა მარიამმა.
- ჭიქებს შენ მითვლიდი, თუ დაგავიწყდა? - წარბებს ვწევ.
- და უიმედოდ სცადა, სხვისთვის გადაბრალება.
- გიორგი... - მეცინება.
- რა იყო? - ისიც მიცინის. მიხარია მისი თვალების ძველებურად მხიარული ციმციმი. მიხარია, რომ წყდება გუშინდელი დაძაბულობის ძაფი ჩვენს შორის. უცაბედი ცვლილება კი, დამაბნეველია, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა. აუხსნელ მოვლენებზე ფიქრი არ მინდა. ბიჭი მოზრდილ ჭიქაში წყალს ასხამს და შიგნით ლიმონს წურავს. ჩემთან მოაქვს და მაწვდის. - მიდი, დალიე და ჩავიდეთ სამზარეულოში. - თვითონ მაისურს იცვამს და დივანზე ჯდება.
- მადლობა. - წყალს ვსვამ. მსიამოვნებს სიმჟავე.
- გელოდებოდა შენი ბიჭი. - დივანის სახელურზე დებს იდაყვს და თავს ხელისგულს აყრდნობს.
- რომ იცოდე, ხვდება, რომ არ მოგწონს.
- უნდა ხვდებოდეს.
- რას ერჩი, გიორგი?
- ჰმმ... მოიცა, ნანიკომ როგორ თქვა გუშინ დავითზე? სპეტაკი ზიზღიო ხო? აქაც ეგ ვარიანტია ალბათ. სპეტაკი ანტიპათია.
- საერთოდ არ არის სასაცილო.
- რა ვიცი, მე კი მეცინება... - ტუჩებზე ისვამს თითებს და ალბათ ასე ცდილობს ნერვებმომშლელი ღიმილის დამალვას. ჯერ მეც მეცინება, მაგრამ შემდეგ მახსენდება გუშინდელი საღამო. ლუკასთან ცეკვა, გიორგის გამომეტყველება ამის ყურებისას და საკუთარი გრძნობები მივიწყებული და განსაკუთრებული სიმღერის მოსმენისას. რაღაცები ძალიან ირევა მაშინ, როცა მე დალაგებას მთელი მონდომებით ვცდილობ. ირევა ჩემშიც და ჩემს გარეთაც. რატომ ვერ უნდა შევძლო ორივე მათგანის მოწესრიგება?
- გიორგი, - ჭიქას ვხვევ თითებს და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. დამჭირდება. სიტყვებს ვეძებ. ისეთ სიტყვებს, რომ მას აღარ გაეცინოს და ისე გაიგოს, როგორც ვიტყვი.
- ხო, მარიამ. - ბიჭი უკვე სერიოზულია. სავარაუდოდ, სახეზე მაწერია ყველაფერი.
- მინდა, რომ ამაზე ხუმრობას მოვრჩეთ. - გული გამალებით მიცემს და სხეული ისე მაქვს დაჭიმული, ასე მგონია სუსტი შეხებაც კი დამამსხვრევს.
- რაზე?
- ლუკასა და ჩემს ურთიერთობაზე. ის ცუდი არაა და არც შენ გაქვს რამე, რაც შენს მისდამი დამოკიდებულებას ახსნის. ხოდა, მინდა, რომ მიიღო ეს ფაქტი.
- საქმე ასე სერიოზულადაა?
- არა, არ არის. და სანამ ჩემი მეგობრები მას ისე უყურებენ, როგორც ჩემთვის უმიზეზოდ შეუფერებელ ადამიანს, ვერც იქნება. იცი, რომ შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს „სპეტაკი ანტიპათია“ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ლუკას ცუდობა დამაჯერო. მით უმეტეს, რომ მის გაცნობას ჯიუტად არ ცდილობ, რომ გაიგო, რამდენად არასწორი ხარ.
- შეიძლება მართალი ხარ, მარიამ, მაგრამ არ მინდა, რომ ის განმეორდეს, რაც ადრე იყო.
- და რა იყო ადრე გიორგი? - მხრებს ვიჩეჩავ. - ურთიერთობა, რომელიც არ შედგა. და იმის შიშით, რომ ეს აღარ განმეორდეს, მეორედ აღარ უნდა ვცადო?
- ხო, და აი რატომ ვიქცევი ასე. მგონია, რომ ლუკას ამის გამოსასწორებლად ხვდები და არა იმიტომ, რომ მოგწონს. მგონია, რომ თავს ძალას ატან. - ოდნავ წინ იხრება გიორგი და პასუხის მოლოდინით მიყურებს. შინაგანად ისე ვცახცახებ, მეშინია, რომ სხეულზეც დამეტყობა. სუნთქვას მიკრავენ მისი სიტყვები, რადგან რეალობასთან საკმაოდ ახლოს არიან. ის გრძნობს, რაც ხდება სინამდვილეში, მაგრამ არ უნდა ფიქრობდეს, რომ მართალია. არ ვაფიქრებინებ.
- ასე არ არის.
- არ არის? - მეკითხება. - ანუ ლუკა მართლა მოგწონს?
- მომწონს. ამ ეტაპზე მომწონს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცი რა იქნება მომავალში. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რომ როცა მე ლუკას ვუცინი და ის მე მიცინის, შენ ამ დროს მის გამო გულში არ ილანძღები.
- მარიამ... - ეცინება გიორგის და თავს აქნევს. ერთხანს ჩუმადაა და თვალებზე ვატყობ, რომ გამალებით ფიქრობს.
- არ მინდა, რომ ვიკამათოთ. უბრალოდ მინდა, ჩემი არჩევანი მიიღო. ასე უფრო მშვიდად ვიქნები. - ვეუბნები და რა ხდება ამ დროს ჩემს თავში? მისი მზერა ჩნდება, ნასვამი და არეული. ვხედავ, როგორ უყურებს ჩემსა და ლუკას ცეკვას. და ასე მგონია, ახლა რომც დამეთანხმოს, გულის სიღრმეში მაინც წინააღმდეგი იქნება.
- კარგი. ამაზე არ ვიკამათებთ, მარიამ. ვალდებული ვარ, შენს არჩევანს პატივი ვცე. - დგება ის, მიახლოვდება და ცარიელ ჭიქას მართმევს. ერთხანს მას დაჰყურებს. - ვეღარც ლუკა იგრძნობს, რომ მხოლოდ შენ გამო ვაძლევ შანსს. მაგრამ... - ამბობს და აღარ ამთავრებს. ჭიქას მაგიდაზე დებს.
- მაგრამ?
- იცი, რაც. ახლა წავიდეთ. - ჩემთან მოდის, მიღიმის და ხელს მიჭერს. - იქნებ რამე შევჭამოთ და ლუკასთვის შანსის მიცემაც დავიწყოთ.


***
დილას ბავშვებთან და მშობლებთან ერთად, სასტუმროს უკანა ეზოში ვატარებ. ჩეხეთზე ვსაუბრობთ, ახალ ცეკვებსა და გოგონების ხორუმის ფორმებზე. ნანიკო ესკიზებს ხატავს და მოსწავლე გოგონები აღფრთოვანებულები არიან. ალექსანდრესთან ურთიერთობას რაღაც დადებითიც ჰქონდაო, მეჩურჩულება ჩემი მეგობარი. ყოველთვის ვცდილობ, ის რაც ბავშებს უნდა ჩავაცვა, მათთანაც შევათანხმო, მათი აზრი მოვისმინო და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება მატერიის ფერსა და დეტალებზე. ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე განწყობის და ხასიათის შესაქმნელად.
ალბათ ყურადღებას რომ არ ვაქცევ, ჩემი ნაბახუსევი მალე მტოვებს და რადგან სადილამდე ჯერ დიდი დროა, ლუკას ვურეკავ. რესტორანში სასადილოდ მივდივართ. ბიჭს ვატყობ, რომ თავიდან არც ისეთი მხიარულია, როგორც სჩვევია. ალბათ ეს დილანდელის გამოა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ინიციატივას ხასიათზე მოჰყავს. დროს კარგად ვატარებთ. დესერტად ნაყინს მივირთმევთ და იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ გავაგრძელებთ აგვისტოს დღეებს, როცა თბილისში დავბრუნდებით. ნანიკოს რაჭის გეგმა მახსენდება, მაგრამ ლუკასთან ჯერ არ ვახსენებ. ზუსტად არ ვიცი, გოგოს რა გეგმები აქვს. მარტო უნდა, რომ წავიდეთ თუ არა.
სასტუმროში დაბრუნებულებს აუზთან ნანიკო და დავითი გვხვდებიან. კოქტეილს მიირთმევენ და საეჭვოდ არ აქცევენ ერთმანეთს ყურადღებას. ვერ ვიჯერებ, რომ მობილურები უფრო ართობთ, ვიდრე კამათისთვის თემის შერჩევა. სარაფანს ვიხდი და ცოტა ხნით აუზში ვცურავ. მსიამოვნებს წყალი. ბავშები აქ არ არიან. ბერიანიძეს ვურეკავ და მისგან ვიგებ, რომ ყველა ზღვაზეა მშობლებთან ერთად. გიორგი და სოფი არ ჩანან. ვფიქრობ, რომელიმეს მივწერო და შევთავაზო ჩვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა აღადგინეს, ალბათ ჯობია, რომ დროის რაღაც ნაწილი ერთად გაატარონ.
ხანდახან საკუთარ თავს შეკითხვას ვუსვამ ხოლმე, როგორ მარტივად ვხარშავ იმას, რასაც წესით საშინლად უნდა განვიცდიდე. მაგრამ პასუხი ყოველთვის მაქვს - შეგუება. ეს თვისება ჩემში ისეა გამჯდარი, რომ მეშინია, საბოლოოდ უგრძნობი არ გავხდე. შესაშურად სწრაფად ვკეტავ ჩემში იმ კარებს, რომლის მიღმაც სიმშვიდის დამრღვევი კადრები და გრძნობები ერთმანეთს გულს უშლიან. სამწუხაროდ, სათვალთვალოდან ხანდახან ვხედავ, რა ხდება იქ, თუმცა ვიცი, რომ ყოველ წამს შემიძლია მისი ამოქოლვა. ეს გავაკეთე დილით და არ ვიცი ამ კარს ხელმეორედ როდის მივუბრუნდები. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე არა.
ღამით დავითი ცდილობს ჩვენს შეკრებას და გიორგის ურეკავს. მაშინღა ვიგებთ, რომ ის და სოფი, გოგოს ჯგუფელთან ერთად არიან. იმ ჯგუფელთან, გუშინ რესტორანში რომ შეხვდა. ამბობენ, გვიან დავბრუნდებით და უჩვენოდ გაერთეთო. ჯერ ცოტა უცნაურად მეჩვენება, მთელი დღით მათი გაქრობა, მაგრამ შემდეგ ვასკვნი, რომ ასე ჯობია. მართალია, გიორგი დამპირდა, რომ ლუკას მიმართ აუტანელი აღარ იქნება, მაგრამ მაინც პირველი დღეა ამ გადაწყვეტილებიდან და ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ის ამას ბოლომდე შეძლებს. ამიტომ, ალბათ აჯობებს ეს საღამო ლუკასთან ერთად მშვიდად გიორგის და დაძაბული სხეულის გარეშე გავატარო.
და ასეც ხდება. საღამოს ლუდს ვსვამთ, სახალისო ამბებს ვიხსენებთ, რამდენჯერმე ნანიკოს და დავითის კამათსაც ვადევნებთ თვალს და ვერც იმას ვამჩნევ, რომ ჩვენთან ერთად არ არიან გიორგი და სოფი. და ახლაღა ვხვდები იმას, რომ თბილისში დაბრუნება საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩემი და ლუკას ურთიერთობისთვის. ხშირი განმარტოება გვჭირდება იმისთვის, რომ შორიდან მომზირალ თვალებს ყურადღება აღარ მივაქციოთ.


***
ღამის პირველი საათი ხდება, ნომერში რომ ავდივართ მე და ნანიკო. გოგო მაშინვე წვება. ახლაღა მახსენდება, დილით რომ ვემუქრებოდი და ვაფრთხილებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც სასმელს ეხება, უჩემოდ აღარ მიიღოს. ისიც უკმაყოფილო ბუზღუნით მეთანხმება, ზურგს მაქცევს და იძინებს. მე ჩემს საქაღალდეს ვიღებ, სავარძელში ვჯდები, მაგრამ რაღაც მაყოვნებს. რატომ უნდა ვწერო ისევ ჩემი მოგონებები, თუ ლუკაზე ფიქრს ვცდილობ? წერა იმიტომ დავიწყე, რომ მეშინოდა, წარსულიდან არაფერი დამვიწყებოდა, მაგრამ ახლა? ახლა გიორგისგან გაქცევას ვცდილობ. ვცდილობ, როგორმე მისი სახელი ჩემს გონებაში გავაფერმკრთალო. ვცდილობ სხვამ დაიკავოს მისი ადგილი. მთლიანად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც. მაშინ რატომღა უნდა მეშინოდეს, რომ წარსულიდან გიორგისთან დაკავშირებული მოგონებები გაქრება? რატომღა უნდა ვანიჭებდე ამას მნიშვნელობას? იქნებ შემეწყვიტა. იქნებ ნანიკო მართალია და განვლილის გახსენება და დეტალებში ფურცელზე გადმოტანა ჩემი თავის გადარჩენის მცდელობებს ძალას უკარგავს? იქნებ მართლა ამის გამო ხდება, რომ რაღაც სიტყვებს და ყურადღებებს არასაჭირო მნიშვნელობებს ვანიჭებ?
კალამს და ფურცლებს საქაღალდეში ვაბრუნებ. ვწვები და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვცდილობ დაძინებას, მაგრამ არ გამომდის. მერე ვდგები, ნანიკოს კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს ვაცლი, აივანზე გავდივარ და ვუკიდებ. ვგრძნობ, როგორ ედება ფილტვებს კვამლი და იქამდე ვაყოვნებ იქ, სანამ თავბრუს არ მახვევს. თავიდან უნდა ამოვიგდო წარსული. აქამდე წარმატებით ვმალავდი ჩემს გრძნობებს. ახლა ახალი ნაბიჯების დროა. ახლა წარსულსაც უნდა მივუხურო კარი.
- მარიამ, რატომ არ გძინავს? - მესმის მეზობელი აივნიდან გიორგის ხმა. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის. მისკენ ვბრუნდები. კარის ზღურბლზე დგას. თითებში ისიც სიგარეტის ღერს ატრიალებს.
- ვერ მოვისვენე საწოლში. დიდი ხანია დაბრუნდით? - ვეკითხები და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, თვალი რომ გაურბის ჩემი კვამლადენილი თითებისკენ.
- ცოტა ხნის წინ.
- სოფი? - ოთახში შუქი არ ანთია.
- დავლიეთ და დაწვა თუ არა, ჩაეძინა.
- როგორი დრო გაატარეთ? - ვუღიმი, მაგრამ ცოტა გავკვირვებული ვარ. სოფი მე მგავს. ასე ხშირად ალკოჰოლს არ ეტანება.
- ნორმალური. სნობებით იყო სავსე იქაურობა.
- აჰაა... მარტივი არ იქნებოდა.
- სამაგიეროდ აქ იქნებოდა მარტივი. ლუკასთან ერთად უჩემოდ გატარებული დღე. - ღიმილი ეპარება გიორგის. სიგარეტს უკიდებს და პატარა მაგიდაზე გვერდულად ჯდება.
- ასე უცბად როგორ დაივიწყე ჩვენი დილანდელი ლაპარაკი? - თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ.
- მაგას რა დამავიწყებს, მარიამ?
- მაშინ რატომ მიფუჭებ ხასიათს. ამით ერთობი? - თვალებს ვუწვრილებ. რომ ვწვდებოდე, ალბათ ჩავარტყამდი.
- ადრე ასე უცბად არ ბრაზდებოდი ხოლმე.
- ადრე არც შენ იყავი ასეთი უცნაური. - ვამბობ და საკუთარი სიტყვების მნიშვნელობას გვიან ვხვდები. ვხედავ, ერთი წამით წარბებს ჭმუხნის. რა თქმა უნდა, უკვირს. მეც გამიკვირდებოდა. ახლა მკითხავს, რატომ ვთქვი ეს. ღმერთო, ახლა ყველაფერი ისევ აირევა.
- რამე მოხდა? - საერთოდ სხვა შეკითხვას სვამს.
- რა უნდა მომხდარიყო?
- ეწევი. - თვალით მანიშნებს სიგარეტზე.
- არაფერი, უბრალოდ მომინდა. - მხრებს ვიჩეჩავ და თითქმის ბოლომდე ჩამწვარ სიგარეტის ღერს სანაგვეში ვაგდებ.
- კარგი, აღარ ჩაგაცივდები. - კვამლს უშვებს ის ტუჩების შორის. მიხარია, რომ ჩემს დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს არ ჰყვება. არ ვიცი, რატომ და არც მინდა ვიცოდე.
- გიორგი, - გამშრალ ტუჩებზე სწრაფად ვიტარებ ენას. ვგრძნობ, რომ ვეღარ ვეგუები იმ ფაქტს, ბოლო დროს ბევრი რამის დაკონკრეტება და ახსნა რომ გვიწევს ერთმანეთისთვის. - ხანდახან მართლა არ ხდება არაფერი და ნუ გგონია, რომ რამეს გიმალავ. შეიძლება რაღაცების შეცვლა მინდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ცვლილებები შენ არ გეხება. არ მომწონს ამის ახსნა რომ მიწევს.
- კარგი, ნუ ბრაზდები. - ეღიმება. - უკვე ვგრძნობ თავს დამნაშავედ.
- ხოდა ძალიან კარგი. ჩავიდეთ დილით ზღვაზე? - ვეკითხები სიტუაციის განსამუხტად და წინადადება არ მაქვს დასრულებული, რომ შორს ცაზე გაელვებას ვამჩნევთ.
- ხოო, თუ ამინდმა დაგვაცადა ჩავიდეთ.
- მაშინ ძილინებისა.
- ძილინებისა მარიამ. - თვალს მიკრავს გიორგი. მე ოთახში შემოვდივარ, ის კი აივანზე რჩება. ჩემს საქაღალდეს ჩემოდანში ვდებ, ვიხდი და ვწვები.


8 აგვისტო, 2019 წელი
***
წვიმის ხმა მაღვიძებს. ნანიკოს გაუღვიძია და ოდნავ შემოღებულ ფანჯარასთან დგას.
- ახლა წარმოვიდგინე, როგორ გხატავდა ალექსანდრე. - ვეუბნები ნანიკოს და მეცინება. გოგო ჯერ გაკვირვებული ბრუნდება, შემდეგ ისიც სიცილში მყვება.
- რა იდიოტი ხარ, მარი. - მეუბნება, საწოლში ბრუნდება და თხელ საბანში ეხვევა. - გრილა იცი? და საშინლად წვიმს. მგონი დარჩენილ ორ დღეს წაგვართმევს.
- საკმარისად შოკოლადისფერი ხარ. ნუ წუწუნებ.
- რაო იმათ? - თვალებით გვერდით ოთახზე მანიშნებს. - ჩამესმა გიორგის რომ ელაპარაკებოდი. რატომ გავქრითო მთელი დღეო?
- ხომ იცი, სადაც იყვნენ... - გვერდით ვიქცევ ტუჩებს უკმაყოფილოდ.
- რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ძალიან მარტივად ხარ მოწყობილი. ეგ ვიცი, მაგრამ, რაც მაგის უკანაა, ის მაინტერესებს მე.
- შერლოკ ჰოლმსის ოროსან სტაჟიორს მაგონებ. ნანი, გეყოფა ეს გამოძიებები. არც მე და მით უმეტეს არც შენ ეს არაფერს გვაძლევს. ნუ იბღვირები, - ვაჩერებ, სანამ რამეს იტყოდეს. ვჯდები და პლედს მხრებზე ვიხვევ. - გიორგის დაველაპარაკე და დამპირდა, რომ სერიოზულად მიიღებს ლუკასთან ჩემს დაახლოებას. შენთან კიდევ, გადაღეჭილი მაქვს ეს თემა და მაინც ვერაფეს მივაღწიე.
- იმიტომ, რომ ვიცი, სინამდვილეში შენ რაც გინდა. იმან არ იცის.
- დაივიწყე ეგ. მაგაზე ფიქრი აღარ მინდა, ნანი, იმიტომ, რომ ცუდად მხდის და დავიღალე. უკეთ მინდა ყოფნა. ცოტა ხნით მაინც.
- და ლუკასთან რომ ხარ, თავს უკეთესად გრძნობ?
- მინდა, რომ ვიგრძნო, მაგრამ შენ და გიორგი არ მაცდით.
- მგონი ვერ მიხვდი, რომ თანდათან ხმას აუწიე. - თავს იქექავს გოგო და ალმაცერად მავლებს თვალს. ვოხრავ და ვწვები. - დამშვიდდი, წვიმაც მყოფნის ხასიათის გასაფუჭებლად, ახლა კიდევ შენი დრამები.
- მოგკლავ!
- მელოდრამები არ მიხსენებია.
მეცინება და ბალიშს ვესვრი.
- თუ გგონია, რომ შენი გეგმა გაამართლებს, მიდი მაშინ. მე რას მისმენ. - მეუბნება ის.
- ლუკა გეგმა არაა.
- რაც არის. იმ ადგილს დავუბრუნდები, როცა მეც კარგი ვარიანტი მეჩვენებოდა შენთვის. და იმედია გაამართლებს...
- მასზე რომ ლაპარაკობთ შენც და გიორგიც, მგონია, რომ ახალი ტექნიკა შევიძინე და მეშინია, რომ მალე გამიფუჭდება.
ნანიკო მხრებს იჩეჩავს. პლედიანად მიდის ფანჯარასთან და სიგარეტს უკიდებს. ასე უნამუსოდ რანაირად მეთანხმება?!


***
თითქოს ორივესთან ვაღწევ მშვიდობას, მაგრამ მაინც მოუსვენრად ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ნანიკოსაც და გიორგისაც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ სინამდვილეში მხოლოდ ჩემ გამო თმობენ თავიანთ პოზიციებს. არაუშავს, მარი. დასაწყისისთვის ესეც კარგია. დაინახავენ, რომ მართალი იყავი, რომ ასე უკეთ ხარ, რომ ლუკა მართლა კარგია და მათი მისდამი მშვიდობიანი დამოკიდებულებაც გულწრფელი გახდება.
საუზმისას სოფი გუშინდელ დღეზე ყვება. ამბობს, დიდად არ მინდოდა მთელი დღის იქ გატარება, მაგრამ ჯგუფელს უარი ვერ ვუთხარიო. მერე გადაუღებელი წვიმის გამო, დღის დაგეგმას ვცდილობთ, მაგრამ ვარიანტები დიდად მომხიბვლელად არ გვეჩვენება. ცოტა ხანში ლუკაც მწერს. ისიც წუხს ამინდის და იმის გამო, რომ გასეირნებას და განმარტოებას ვერ შევძლებთ.
შუა დღემდე დროს ბავშებთან ერთად ვატარებთ. ხან ჯოკერს ვეთამაშებით, ხან „ჯაშუშს.“ წვიმა კი არაფრით წყდება. უკვე ოთახში ვაპირებ დაბრუნებას და ყავის გაკეთებას, რომ ლუკა მოდის. ბიჭი ლოყაზე მკოცნის და დანარჩენებსაც ესალმება. თამაშში ჩაბმული გიორგი და ნანიკო პასუხებენ და თვალს ისე ავლებენ, თითქოს პირველად ხედავდნენ, რომ ლუკა ქობულეთშია. ნერვებმოშლილი ბიჭს ხელს ვკიდებ და ოთახში შევდივართ. ვერ ვიტან ვერც ერთს. ასე მგონია შეთანხმებულები არიან. ვიცი, რომ ეს გამორიცხულია და ამაზე კიდევ უფრო ვბრაზდები. რანაირად ვერ მიგებს ვერც ერთი?..
ყავას ვაკეთებ და ლუკასთან ერთად მშვიად ვსვამ. ის მოლოდინი, რომ ნანიკო ათ წუთში კარს შემოგვიღებს და სიმყუდროვეს ჩაგვიშლის, საბედნიეროდ არ მართლდება. როგორც ჩანს, პირობას ასრულებს და მასზე სიბრაზე ნელ-ნელა მივლის. ბიჭთან ერთად ოთახში დაახლოებით სამ საათს ვატარებ. იმაზე ვლაპარაკობთ, რასაც სიტყვა მოიტანს. ხანდახან ისიც კი მავიწყდება, სად ვარ, იმდენად გულს ვაყოლებ მასთან ლაპარაკს. მაგრამ საკმარისია, თვალი მოვკრა ჩემოდანს, რომ ჩემი ჩანაწერები მახსენდება. მახსენდება, ბოლოს რა დავწერე და წამიერად გაბრუებას ვგრძნობ. მერე თავს ვამხნევებ. უნდა დავიჯერო, რომ ყველაფერი თანდათან გაივლის. რომ ჯერ ჩემი მცდელობები დასაწყისშია. რომ თავსაც და ლუკასაც დრო უნდა მივცე. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩემს გულს უნდა. აქამდე გონება მშვენივრად მართავდა ყველაფერს. ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ კი, გრძნობები ვეღარ შეძლებენ ჩემს გამოკეტვას ვარდისფერ ნაჭუჭში. არ უნდა შეძლონ!
წვიმა ისეთ დროს წყდება, რომ გარეთ გასვლა აღარც ღირს. დავითს ლუდი მოაქვს და ყველა ჩვენს ნომერში იკრიბება. შესაშურად კარგად იქცევიან გიორგი და ნანიკო. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით. ლუკას ისე ექცევა, თითქოს კოლეჯის მეგობარი იყოს. მეშინია, რომ მისი აშკარა ცვლილება ბიჭს რაიმე ეჭვს გაუჩენს, მაგრამ ლუკა არაფერს იმჩნევს. პირიქით, ნანიკოს არაჩვეულებრივად უგებს. საერთო ინტერესებსაც კი პოულობენ და დავითი რამდენჯერმე ორივეს ძალიან მწარედ კბენს. გიორგი პუფში ზის, სოფი კი მის კალთაში და საკმაოდ ცივილურად ჰყვებიან ჩვენს ხუმრობებსა და უბრალო საუბარს. გიორგის სახეზე ვეღარც უცნაურ მზერას ვხედავ და ვერც რაიმე ნიშანს, რომ ყველაფერს დაგეგმილად აკეთებს. რამდენჯერმე ჩვენი მზერაც ხვდება ერთმანეთს. ვცდილობ, სწორედ ამ დროს გამოვიჭირო, მაგრამ წმინდა მსახიობური ნიჭის წყალობით, საკმაოდ კარგად ინიღბება. ან იქნებ მართლაც ცდილობს ჩემს გაგებას და ლუკას მიღებას? როგორც არ უნდა იყოს, ამჟამად ორივე ფაქტი მაწყობს.


9 აგვისტო, 2019 წელი
***
ისევ წვიმით იწყება დღე. ადგომაც კი მეზარება. ნანიკოსაც ღვიძავს, მაგრამ ჩუმადაა. უცნაურია, მაგრამ მაინც არ ვეხმიანები. გამჭვირვალე ფარდის მიღმა წვიმის წვეთებს ვუყურებ და მოგონებები დაუდევრად ბრუნდებიან ჩემთან. ვცდილობ გავფანტო. ვცდილობ არ ავყვე, მაგრამ ვგრძნობ, რომ უძლური ვარ მათთან. მამცივნებს. თვალებს ვხუჭავ. იქნებ დამეძინოს. ასე ყველაფერი გაქრება, მაგრამ არც ეს გამომდის. ტირილი ჩამესმის საიდანღაც. კიდევ, სველი ფეხსაცმლის მეთლახზე ჭრიალის ხმა.
- მარი, წადი! - მიყვირიან და შეშინებული ვხტები. მაინც ჩამძინებია.
- კოშმარი ნახე? - გვერდულად ეღიმება ნანიკოს. ისევ ბალიშსჩახუტებული წევს.
- არ ვიცი, არ მახსოვს. - ვიშმუშნები უხერხულად და ჯერ ისევ ვგრძნობ კანზე დაყრილ ეკალს.
- დღეს რა გავაკეთოთ? - მოწყენილი მეკითხება ნანიკო.
- ჯერ ბავშვები გავართოთ და საღამოსთვის მოვიფიქროთ რამე.
- რა კარგია, ზეგიდან შვებულება. - იზმორება ერთ წამში გაბედნიერებული.
- ეგ მე. - მეცინება. - ხელაძესთან ორი რეპეტიცია კიდევ დაგვრჩა.
- შენს ბედნიერებას ვიზიარებ და უფრო ბედნიერი ვხდები. ნუ მაშხამებ, მაცადე. - მეჯღანება ის. - ხო, მართლა, სად არის ჩემთვის განკუთვნილი ქება-დიდება?
- რით დაიმსახურე? - გაკვირვებული ვუყურებ.
- შენს ბიჭთან დამეგობრებით! - ისე მიყურებს, თითქოს თავადაც უნდა მივხმვდარიყავი.
- ღმერთო, რა თქმა უნდა! მე კიდევ ლამის სასწაულების ვიწამე. - ბალიშს ვესვრი ჩემს აკისკისებულ მეგობარს და სააბაზანოში შევდივარ.


***
ორი მშობელი თავის ორ შვილთან ერთად ქობულეთში აპირებს დარჩენას. ლუკა რომ იგებს ამ ამბავს, მეუბნება, ახლა მაინც იქნება ავტობუსში ადგილი და ხვალ შენთან ერთად უნდა წამოვიდეო. უარს არ ვეუბნები. პირიქით, მიხარია კიდეც, რომ ჩემს გვერდით იქნება. თბილისამდე დროს მასთან ერთად უფრო მალე გავიყვან.
დღევანდელი დღე კი არაფრით განსხვავდება გუშინდელისგან. სანამ საღამოს შევიკრიბებოდეთ, ლუკა რესტორნის სასადილოში ყავაზე მეპატიჟება. რამდენიმე წუთს პატარა ჰოლის შუშის კედელთან, სავარძლებში მსხდომები ვატარებთ. აქედან ლამაზი სანახავია, როგორ ასველებს წვიმა ბაღში პალმებს, ყვავილებსა და კოხტად გაკრეჭილ ბუჩქებს. ბიჭთან ერთად ვარ, ველაპარაკები, ვუსმენ, მაგრამ ხანდახან მაინც გაუცნობიერებლად ვიკარგები. ეს წამიერად ხდება. მაშინ, როცა სიზმარი მახსენდება. როცა ხმა ჩამძახის, რომ წავიდე. სულ წამიერად, მაგრამ ესეც არ მინდა. ესეც არ მსიამოვნებს. ეს წამებიც კი საშინლად მიჩქარებენ გულს და მეშინია. არ მინდა მოგონებებმა ასე ხშირად შემახსენონ თავი. ამას ვერ გავუმკლავდები. ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას მათთან და ლუკასთან ერთდროულად. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. არ ვიცი, რომელი უფრო ძლიერი აღმოჩნდება. არა... ვიცი. გულის სიღრმეში ვიცი და ეს კიდევ უფრო მაშინებს.


10 აგვისტო, 2019 წელი
***
ქობულეთიდან მცხუნვარე მზე გვაცილებს.
მიუხედავად ბოლო ორი დღისა, ბავშვები მაინც ძალიან კმაყოფილები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ გრან-პრი დავიმსახურეთ? ამის გამო ძალიან ამაყი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ „პაეზდკისთვის“ მზადებას. მანამდე კი შვებულებით უნდა დავტკბე. ღრმად უნდა ჩავისუნთქო და ძალიან ნელა და მშვიდად ამოვისუნთქო. დარჩენილი ერთი თვე მხოლოდ საკუთარ თავის განებივრებაზე უნდა ვიფიქრო. მხოლოდ იმაზე, რომ წარსულისგან განკურნებას ვცდილობ იმისთვის, რომ მომავალი უხარვეზო და ფერადი იყოს. შეიძება ვარდისფერი არა, მაგრამ ფერადი მაინც.
- რას უსმენ? - მუსიკის მიღმა ლუკას ხმა ჩამესმის. მერე ერთ ყურსასმენს მაცლის და თვითონ იკეთებს. ჩემი ფლეილისტი ville valo & Natalia – summer wine-ს უკრავს. ფიქრებში გართული ვერც კი ვხვდები, როდის იცვლება სიმღერა. ბიჭი ჩემთან ერთად უსმენს. ჩემი თითები უჭირავს და ცერა თითს ფრთხილად ასრიალბს. ვუყურებ ამ პატარა ჟესტს და საკუთარ სხეულს ვაკვირდები. რატომ არ მოქმდებს ჩემზე? რატომ არ მგვრის ჟრუანტელს? მე ხომ მომწონს ლუკა? ხომ მიზიდავს? მაშინ რატომაა ჩემი სხეული ასეთი უგრძნობი მისი შეხებისას?
„ - ძალიან კარგად იცი, რატო!“ - მეძახის შიგნიდან ჩემი ფხიზელი მე, მაგრამ არ ვუსმენ. მირჩევნია მიზეზების ძებნაში დავიკარგო, ვიდრე მისი პასუხები დავიჯერო.
- მარი. - ლუკას ჩემი ხელი ამოუტრიალებია და მკრთალ ნაიარევს დაჰყურებს. - სულ მინდოდა მეკითხა ამაზე. საიდან გაქვს?
რატომღაც გული მიჩქარდება. ისევ წარსული, ისევ მოგონებები. ლუკამ რომ იცოდეს, რამდენად გავურბივარ მათ, ვიცი, არ მკითხავდა. მაგრამ არაფერი იცის. მან არაფერი იცის და საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ხო, იმ გეგემების შემდეგ, რაც საკუთარი თავისთვის დავსახე, ახლა ბიჭის მიმართ დანაშაულს ვგრძნობ. უბრალოდ თავიდან უნდა ამოიგდო ყველაფერი, მარი! ამოიგდო თავიდან და გზიდან არ გადაუხვიო!
- ეს... წლების უკან მოხდა. - გაღიმებას ვცდილობ და ყურსასმენს ვიძრობ. - ხმალმა გამიჭრა, რეპეტიციაზე. უფრო სწორედ, რეპეტიციის შემდეგ. - ვეუბნები ლუკას და გიორგისკენ გამირბის მზერა. ოდნავადაც არ მიკვირს, როცა ვხედავ, როგორ უყურებს ჩვენს ხელებს. მის მკერდზე ჩაძინებულ სოფის თმაზე ეფერება, მაგრამ არც ის რჩება უყურადღებოდ, რა ხდება გვერდით სკამებზე. სასწრაფოდ ვაცილებ თვალს. არ მინდა მის მზერას წავაწყდე.
- ხმალმა? არ მეგონა ცეკვის იარაღები ასეთი ბასრი თუ იყო. წარმომიდგენია, ნაიარევი წლების შემდეგ რომ აქამდე მოგყვა, როგორი იყო ჭრილობა მაშინ. - წარბებს სწევს გაკვირვებული ლუკა.
- არა ეგ არ იყო სარეპეტიციო. შემთხვევით აღმოჩნდა სტუდიაში. რაც იყო - იყო. - მხრებს ვიჩეჩავ.
- იმედია ხმლის პატრონი დაისაჯა. - ეღიმება ლუკას.
- ამის გამო არა, მაგრამ ხო, ზედმეტადაც კი დაისაჯა. - ვპასუხობ და ვერც კი ვასწრებ გააზრებას, ისე მკოცნის ლუკა ხელისგულზე.
სუნთქვა მეკვრის. სხეულს ჟრუანტელი უვლის, მაგრამ სიამოვნებისგან არა. მოულოდნელობისგან და გაორმაგებული დანაშაულის შეგრძნებისგან. ალბათ არ იყო საკმარისი, მხოლოდ ლუკასთან ვყოფილიყავი დამნაშავე, ახლა გიორგისთანაც. ეს კოცნა არაა მისი. მიზეზს ვხვდები, მაგრამ ეს კოცნა მაინც არაა მისი. ეს კოცნა მტკენს, მარწუხებს მაჭერს და მაპატარავებს. ახლა ლუკა ტუჩებს მომაშორებს და ალბათ ნაიარევიდან ისევ სისხლი გამოჟონავს. თავიდან უნდა შეხორცდეს? კანი შეიძლება, მაგრამ ეს ტკივილი? შეხორცდება? გაივლის ბრაზი გიორგის თვალებში?
- მარი, - ძალიან შორიდან ჩამესმის ლუკას ხმა. ნერვებისგან ხელებში სისუსტეს ვგრძნობ. ეს არ უნდა მომხდარიყო. - რა გჭირს? - მაკვირდება ის. ნეტავ თუ ხედავს იმას, რაც ჩემს შიგნით ტრიალებს?
- არა... არაფერი. - ფრთხილად ვაცურებ თითებს მისი ხელიდან, მაგრამ გვიანია.
- ფერი დაკარგე.
- ეს... წუხელ თითქმის არ მეძინა და ალბათ მაგის ბრალია.
ლუკა ჩვენს გვერდით, პატარა საყინულეს ხსნის და ცივ წყალს იღებს.
- დალიე, მიდი. და შეგიძლია დაიძინო კიდეც. ავტობუსში ვართ, შენი შვილები ვერსად გაგეპარებიან. - მოსწავლეებზე მანიშნებს ის, მიღიმის და ლოყაზე მეფერება.
ნუთუ მართლა ცუდად გექცევი?


***
საღამოს რვა საათი ხდება სპორტის სასახლესთან რომ ვჩერდებით. მოსწავლეებთან გამომშვიდობებას და მათ მშობლებთან საუბარს ნახევარი საათი მაინც მიაქვს. ბოლოს მხოლოდ მე, ლუკა, სოფი და გიორგი ვრჩებით. ბიჭი არ იმჩნევს და ითმენს, მაგრამ საუბარს გაურბის და ვხვდები, ცდილობს, მალე წავიდეს. სოფი მელაპარაკება. მადლობას მეუბნება, რომ ქობულეთში გავიტყუე. ამბობს სესილისთვის რეპეტიციებზე შევხვდებითო. ერთმანეთს ბევრს არაფერს ვეუბნებით, მაგრამ დრო საშინლად იწელება. ასე მგონია, უკვე საათებია აქ ვდგავართ. შემდეგ კი გიორგის ანიშნებს, რომ შეუძლიათ წავიდნენ. ბიჭი მიახლოვდება და გამოსამშვიდობებლად ლოყაზე მკოცნის. მერე კი მოულოდნელად ხელს მხვევს და ერთი წამით მიხუტებს.
- არაუშავს. - მეჩურჩულება ის, მერე ლუკასაც ემშვიდობება და სოფისთან ერთად ტაქსების გაჩერებისკენ მიდის. გულში რაღაც მწყდება. ერთიანად ვეშვები. ასე მგონია ძალა აღარ მაქვს. ჩემი გაიგო. გამიგო, მაგრამ ეს ვერ მშველის. მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
ლუკა სახლამდე მიცილებას მთავაზობს, მაგრამ უარს ვეუბნები. რაც შეიძლება მალე უნდა დავრჩე მარტო. უნდა დავიცლო. ყველაფრისგან.
სახლში შესულს ერთიანად ყველა ნერვი მეშვება და გარეთ ვუშვებ უკვე რამდენიმე საათის შეკავებულ ცრემლებს. დაღლილობისგან ძლივს მივდივარ საწოლამდე, ვწვები და ბალიშში ვრგავ სახეს. ვეღარ ვუძლებ და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო.
თერთმეტი საათი ხდება, თვალებს რომ ვახელ. ჩამძინებია. თავი საშინლად მტკივა. მაშინვე ვდგები. გზად ვიხდი და აბაზანაში შევდივარ. გამოსული ყავას ვიკეთებ, ჩემოდნიდან ჩემს ფურცლებს ვიღებ და სავარძელში ვთავსდები.
ვიცი, და თავიდანვე ვიცოდი, რომ კარგად არაფერი იქნებოდა.



ფურცლები
მაისი, 2012 წელი
***
ძალიან მტკივნეული იყო მეორე დღეს თვალების გახელა. სიმშრალისგან ყელი მეწვოდა და თავი საშინლად მტკიოდა. ოთახს დავაკვირდი და გამახსენდა, სად ვიყავი.
- ღმერთო, რატო არ მომკალი. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და გასიებულ შუბლზე დავიდე ხელი. თბილი პლედი გადავიძრე და საწოლში გასწორება ვცადე. მუცელში უსიამოვნოდ ტრიალებდა რაღაც და გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა. გადმოვბრუნდი, მაგრამ ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრეს და ისეთი მტკივნეული იყო, ლამის ვიყვირე. ისევ გადავბრუნდი. საშინლად მწყუროდა. ნეტავ ნაბახუსევს როგორ გადავიტანდი? ან დანარჩენები როგორ იყვნენ?
გიორგი! თვალები ვჭყიტე და ხელები ტუჩებზე ავიფარე. ღმერთო, არა. ეს სიზმარი იყო? არა, არ ყოფილა. თუ იყო? მან მე... ჩვენ... გონებაში საკმაოდ ცხადად გაჩნდა წინა ღამის სურათები. სხეულს საკმაოდ მძაფრად გადაურბინა მისი კოცნისგან გამოწვეულმა მხურვალე ჟრუანტელმა. კი, ყველაფერი ცხადი იყო ერთი შეხედვით, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ასეთი სიზმრები მინახავს. ასეთი რეალური და ასეთი შეგრძნებებითაც გამიღვიძია.
გული გამალებით მიცემდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს ნაბახუსევის ბრალი იყო, თუ იმის, რის ახსნასა და გარკვევასაც ვცდილობდი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ გავიხსენე. დეტალურად უნდა აღმედგინა გუშინდელი დღე. არ მახსოვდა, როგორ ამოვედი ოთახში, მაგრამ გიორგი მახსოვდა. მახსოვდა, როგორ შემეშინდა, როგორ დამიჭირა, როცა ლამის წავიქეცი და მერე... მერე მაკოცა. ისიც მითხრა, რომ ვერ მიბრაზდებოდა და, რომ არ უნდა წავსულიყავი. ღმერთო, არა. ეს სიზმარი არ ყოფილა. მან მე მაკოცა. ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ.
რაც უფრო ხშირად ვიმეორებდი და ვიმეორებდი ამ სიტყვებს თავში, უფრო მერეოდა გრძნობები. წამიერად ღიმილი გამიკრთებოდა, მაგრამ შემდეგ გაურკვევლობა და დანაშაულის შეგრძნება საშინლად მტკენდა გულს. მუცელზე ვიჭერდი ხელებს, თითქოს შევაკავებდი შიგნით გაჩენილ მხურვალე ქარიშხალს, რომელიც თანდათან იშლებოდა მთელს სხეულში. ვგრძნობდი, რომ ეს კოცნა ერთიანად ამომაყირავდებდა. ვიცოდი, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა ბიჭის მიმართ ჩემი გრძნობები.
დიდხანს ვიწექი ნანიკოს დის საწოლში, დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი, როგორ გავიდოდი ამ ოთახიდან. გიორგი როგორ უნდა მენახა? ერთმანეთს ამის შემდეგ როგორ მოვექცეოდით? ერთმანეთს როგორ შევხედავდით? შეიძლება ჩემთვის ეს კოცნა ყველაფერი იყო, მაგრამ მისთვის? ეს რატომ გააკეთა? მას ხომ სოფი ჰყავდა? ნუთუ რამე შეეშალა? რამე აერია? ის ხომ... ის მთვრალი იყო. ჩემზე მთვრალი. ნეტავ საერთოდ თუ ახსოვდა? ნერვიულობისგან მაკანკალებდა. არ მინდოდა ადგომა. ნეტავ ყველას დავვიწყებოდი. ნეტავ არ სცოდნოდათ, რომ იქ ვიყავი. ნეტავ გაპარვა შემძლებოდა.
დავინახე ურდული რომ დაიწია. ერთხანს ვიფიქრე თავი მომემძინარებინა, მაგრამ მერე ოთახში სოფიმ შემოიხედა და გადავიფიქრე. რომ დამინახა, მეღვიძა, კარი ფართედ გააღო და სიცილით შემოიხედა. ხელში ბორჯომი ეჭირა.
- ცოცხალი ხარ? - საწოლზე ჩამომიჯდა ის და ბოთლი მაგიდაზე დადო. ყელში ძარღვები დამეჭიმა. გოგოს მზრუნველობამ და მისდამი დანაშაულის შეგრძნებამ, ლამის ადგილზე გამაქვავა. იმ წუთას ვერაფრით წარმოვიდგინე, ამით როგორ უნდა მეცხოვრა.
- მგონი, ხო. - ვცადე მისთვის გაღიმება და საწოლში წამოვჯექი.
- გუშინ ისე აორთქლდი... - კისკისებდა გოგო. - გეძებდით პირველ სართულზე და მერე აქ გიპოვეთ.
- მართლა? სართოდ არაფერი მახსოვს. - თვალები მოვისრისე და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო კარგი გამოსავალი. - არ მახსოვს, აქ როგორ ამოვედი. ღმერთო, ზედმეტი დავლიე... დანარჩენები როგორ არიან?
- ყველამ მოშიებულებმა გავიღვიძეთ. ნანიკო და ხატია მაგიდას აწყობენ. მიდი, ბორჯომი დალიე, გამოფხიზლდი და ჩამოდი. - წამოდგა სოფი და გელოდებითო, ღიმილით გამაფრთხილა.
საწოლის საზურგეს მივადე თავი და თვალები დავხუჭე. გიორგის ხელებს ვგრძნობი ჩემს სახეზე, ჩემს წელზე. ყველგან, სადაც კი მეხებოდა. მის ტუჩებს ყელსა და ბაგეებზე. მესმოდა მისი სუნთქვა და მისი ჩურჩული. ეს იყო წარმოუდგენლად სასიამოვნო და აუტანლად მტკივნული. ბევრჯერ გავიხსენებდი ამ კოცნას, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რას მომიტანდა ეს. თუმცა, იმ წუთას მთავარი ეს არ იყო. უნდა ავმდგარიყავი, ჩავსულიყავი პირველ სართულზე და თავი მომეჩვენებინა, თითქოს არაფერი მომხდარა. ამას შევძლებდი? ნეტავ გიორგი როგორ იყო? რას გრძნობდა? ჩემსავით ნერვიულობდა ჩვენს შეხვედრაზე? ამაზე ვილაპარაებდით? მე მქონდა ახსნა, თუ რატომ არ ვინანებდი მის კოცნას, მაგრამ ის რას მეტყოდა? თავში ათასი ვარიანტი ცვლიდა ერთმანეთს, თუ როგორი იქნებოდა მისი პასუხი, როგორი იქნებოდა მისი მზერა ჩემი დანახვისას და საშინლად ავირიე.
წამოვდექი და სახეზე გადავისვი თითები. ბორჯომი გავხსენი და მოწყურებულმა მოვიყუდე. ბევრმა გაზმა ყელი დამწვა. მაგიდის ქვეშ მიმოფანტული ფანქრები შევამჩნიე. გვერდით კი მათი კოლოფი. წამოვდექი და ავკრიფე. გამახსენდა, რომ წინა ღამეს დავეჯახე და რაღაც ჩამოვარდა. ხო, ერთადერთი გამოსავალი თავის მოჩვენება იყო. გუშინ გავითიშე და არაფერი მახსოვდა. გიორგის აუცილებლად შევატყობდი, მოისურვებდა თუ არა იმაზე ლაპარაკს, რაც გადაგვხდა. მაგრამ მინდოდა კი საერთოდ ეს საუბარი? იქნებ ჯობდა საერთოდ არ ხსომებოდა, ვიდრე ჩემთვის ის აეხსნა, რომ მთვრალი იყო და არ იცოდა რას აკეთებდა. რომ სოფი უყვარდა და ეს კოცნა ორივეს უნდა დაგვევიწყებინა. ამას ვერ გადავიტანდი. ვიცოდი, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას სამუდამოდ გააქრობდა. საშინლად მეშინოდა.
რაც მეტს ვფიქრობდი, ახალი სანერვიულო მემატებოდა. ახალი და საშინელი წინადადებები ჩნდებოდა ჩემს თავში, რომლებიც საერთოდ არ ქმნიდნენ იმედისმომცემ მონოლოგებს. ამას ჯობდა, ისევ მენახა, რა მოხდებოდა. ფიქრების გაფანტვა და თავის დამშვიდება დავიწყე. ჩემი ზურგჩანთიდან ახალი ზედატანი ამოვიღე. უნდა გამომეცვალა. რაც მეცვა გავიხადე და სანამ მეორეს ჩავიცვამდი, ორივე ხელზე, იდაყვსა და მხარს შორის პატარა სილურჯეებს მოვკარი თვალი. თითი დავადე. მეტკინა. ისიც გამახსენდა, საიდან მქონდა. გიორგი მიჭერდა, რომ ერთმანეთი არ წაგვექცია. გამეცინა. ზედა ჩავიცვი, თმა თითებით გავისწორე და ღრმად ჩავისუნთქე. ყველაფერი რამდენიმე ნაბიჯში გაირკვოდა.


***
ოთახიდან გასვლისას პირველი ნანიკო დავინახე, მაგრამ სამზარეულოდან ყველას ხმა მესმოდა. გული გამალებით მიცემდა. გოგო მესიჯს წერდა, მერე მობილური ჯიბეში ჩაიდო და ჩემს დანახვაზე გაეცინა.
- ჩამოდი, რას დგახარ. ახალი ამბავი მაქვს, მოგიყვები მერე. - წარბები აათამაშა. არ წასულა. დამელოდა. მეც კიბეზე დავეშვი.
- ბევრი გამოვტოვე წუხელ? - ვკითხე და ბორჯომის ბოთლს ისევ მოვხსენი სახურავი დასალევად.
- არაა, მალევე დაიშალნენ და ვის სად ეძინა, კაცმა არ იცის. არ გშია?
- ხო, ცოტა. - ვუთხარი და მინის ბოთლს მაგრად მოვუჭირე თითები. სამზარეულოში შევედით. ყველა კუთხის მაგიდასთან იჯდა, გიორგის გარდა. სწრაფად მოვავლე თვალი მეგობრებს და მეც ჩამოვჯექი. მერე ფანჯრიდან დავინახე, რომ აივანზე ზურგით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მოლოდინმა კიდევ უარესად ამაღელვა. მალე შემოვიდოდა, შემომხედავდა და... რა მოხდებოდა მერე? თვალი მოვაშორე. ჯობდა მისგან ყურადღება გადამეტანა. მოვიკითხე ყველა და მერე ჩემს გვერით ჩამომჯდან ნანიკოს მივუბრუნდი, რომელიც ისევ მესიჯს წერდა.
- რა ხდება აბა? რა ახალ ამბავზე ამბობდი? - ვკითხე და ლობიანის ნაჭერი თეფშზე დავიდე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პირველივე ლუკმა არ დამახრჩობდა.
- იცი წუხელ რა მოხდა? - ცისფერი, გაკრიალებული თვალები დამიბრიალა ნანიკომ. - არ იყვირო იცოდე. ჯერ არავისთვის მითქვამს.
- რა... ნუ დამტანჯე, ნანი.
გოგო ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
- ბექამ მაკოცა.
- ხიზანიშვილმა? - თვალები ვჭყიტე. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვენს ცეკვის ჯგუფელზე ამბობდა.
- ხო. და ამ დილით გამახსენა, ისიც გითხარი, რო მომწონხარ დიდი ხანიაო. - ჩაიკისკისა მან.
- ეგ იდიოტი! - გაოგნებული ვიყავი. მაინც რანაირი ღამე იყო? - ახლა მაგას ემესიჯები ხო?
- ხო. წაგაკითხებ მერე. მეც შოკში ვარ ჯერ. მე და ხიზანიშვილი. ხომ წარმოგიდგენია?
- ვერა. მაგრამ შენგან არაფერი მიკვირს. - თავი გავაქნიე და ბორჯომი მოვსვი. ისევ გიორგის გავხედე. ბიჭმა სიგარეტი მოისროლა, მობრუნდა და კარისკენ წამოვიდა. ჰაერი არ მყოფნიდა. ვერ ვისვენებდი. სახე მიხურდა და იმედი მქონდა, რომ ერთიანად წითელი არ ვიყავი.
მისი ნაბიჯების ხმა გავიგე ზურგიდან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის სამი წელი მიახლოვდება, რაც გიორგი მიყვარდა. მაგიდას შემოუარა და სოფის გვერდით დაჯდა. გოგოს მხრებზე გადახვია ხელი და მომღიმარს თვალი ჩაუკრა. მერე მეც გამომხედა, ერთი წამით თვალი შემავლო და სანამ ხმას ამოიღებდა, მღელვარებამ ლამის გამგუდა.
- გვეგონა ისევ ძილი შეიბრუნე. - მითხრა მან და გვერდულად გაიღიმა.
- ხომ იცი, რომ ძილი არ მიყვარს. - თავი გავაქნიე. მას არაფერი ეტყობოდა. ვერაფერს ვხედავდი მის მზერაში. იქნებ არც ახსოვდა? მართლა არ ახსოვდა?
- აბა რას აკეთებდი ამდენ ხანს, თმას ივარცხნიდი?
- გიორგი! - დაუბღვირა სოფიმ. - ზედმეტი მოგდის უკვე. მარ, არ უსმინო რა...
- შეეშვი, - სკამის საზურგეს მივეყრდენი და გოგოს გავუღიმე. - ისედაც ვიცი, რომ ჩემზე აღარ ბრაზობს.
„ - ვეღარ გიბრაზდები.“ - მიტრიალებდა მისი სიტყვები თავში და ბიჭს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა ჩემს თავდაჯერებულ ტონსა და სიტყვებს როგორ შეხვდებოდა. და მას გაეცინა. არ გაკვირვებია, არ დაბნეულა. მას უბრალოდ გაეცინა. ისე, როგორც ადრე მიცინოდა.
- გაიძვერა. - ჩაილაპარაკა მან. მერე ბორჯომის ბოთლი აიღო და პირი ჩემსკენ გამოსწია. - შევრიგდეთ. - თქვა და თვალი ჩამიკრა.
გამეღიმა. ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მას არაფერი ახსოვდა.
ბოთლი ავიღე და მივუჭახუნე.
- მე არ ვყოფილვარ შენზე გაბრაზებული, მაგრამ კარგი, შევრიგდეთ. - გავუღიმე და ენა გამოვუყე.
- სიტყვა არ შემარჩინო.
- მუდამ თქვენი სიტყვების სადარაჯოზე...
- ამისთვის უნდა დავლიოთ. - იყვირა დავითმა და მაგიდაზე არყის ბოთლს გადასწვდა.
- თავი დამანებე. - დავიჯღანე.
- აბა, ვინაა ყველაზე ცუდად? ბაზარი არაა, იმან არ დალიოს.
- მგონი ყველაზე ცუდად ჩვენში მარიამია, ხო? - თქვა გიორგიმ და გამიცინა. მისი ყოველი შემოხედვა ჯერ ისევ გულის ძლიერ დარტყმებს იწვევდა და უკვე მეგონა, რომ მკერდი გამებზარებოდა. ის იცინოდა. მიყურებდა თავისი ლამაზი, მუქი კაკაოსფერი თვალებით და პასუხს ელოდა.
- რატო ვითომ? - შევიცხადე და მძიმედ გადავყლაპე ნერწვი. უნდა დავმშვიდებულიყავი, სასწრაფოდ. უკვე ვხვდებოდი, რომ იმ წუთას სანერვიულო აღარაფერი იყო. მეორე სართულისგან განსხვავებით, პირველ სართულზე ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მეც ჩვეულებრივი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი.
- პირველი შენ გაქრი წუხელ და ბოლოს შენ გაიღვიძე.
- არაფერი მახსოვს. ასე, რომ პირველად ჩემს გაქრობას ნუ შემომტენით. არავინ იცის ვინ როდის და სად გაქრა. - წარბები ავწიე. იმედი მქონდა, რომ დამაჯერებელი ვიყავი.
- სიმღერა, რომ მოგიძღვენი არც ეგ გახსოვს? - თვალები მოჭუტა უკმაყოფილოდ ნანიკომ.
- ბეთ ჰარტი? - ვკითხე ნანის და მაინც გამექცა თვალები გიორგისკენ. ჩემსა და გოგოს საუბარს თვალს ადევნებდა. - ეგ მახსოვს, მაგრამ მაგის მერე აღარაფერი. აზრზე არ ვარ ოთახში როგორ ავედი და როგორ მოვკვდი.
- არაუშავს, მთავარი გახსოვს. სიკვდილის დავიწყებას კიდე რა ჯობია. - იდაყვი მომარტყა ნანიკომ ხელზე და მოულოდნელი ტკივილისგან უცბად შევხტი. ზუსტად იქ მომხვდა, სადაც დალურჯებული მქონდა. - რა დაგემართა? - შემომხედა შეშფოთებულმა გოგომ.
- არაფერი, მეტკინა, იდიოტო. - ხელი მოვისვი და ისევ გიორგისკენ გავიხედე. ბიჭმა მკრთალად გამიღიმა. მერე წამოდგა და ისევ სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამოვიოხრე და ჩემს თეფშს დავხედე. უნდა მეჭამა. იქნებ ყელში გაჩხერილი დიდი მოთმინება, რამენაირად გადამეყლაპა.
დანარჩენები ახმაურდნენ. ვჭამდით, წინა დღის ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით. არავინ იცოდა, რა საშინლად მინდოდა იქიდან წასვლა, სახლში გამოკეტვა და გამაყრუებელი სიჩუმის მოსმენა. უნდა დავრჩენილიყავით მხოლოდ მე, გიორგი და ჩვენი ვარდისფერი გარსი. აუცილებლად ყველაფერი „ნაბახუსევის ამნეზიას“ უნდა ჩაბარებოდა, რადგან არსებობდა ბევრი რამ, რის გამოც კოცნის თემა არ განიხილებოდა. პირველი და ყველაზე მთავარი კი ჩემ წინ იჯდა. გიორგის მაგიდაზე ჩამოდებულ თითებზე საჩვენებელ თითს ასრიალებდა და მხიარულად ეკისკისებოდა. ბიჭის ყოველი სიტყვა ისეთ ბედნიერს ხდიდა, რომ უნებურად მეღიმებოდა. თვალებში უყურებდა, აღფრთოვანებით, სიყვარულით, თითქოს მის ნათქვამ ყოველ სიტყვას იწოვდა და მათით სულდგმულობდა. გიორგის ხუმრობაზე გულიანად იცინოდა, სახეზე ეფერებოდა, ხან ლოყაზე კოცნიდა, ხან თითებზე. მხარზე ჩამოადებდა თავს და დანარჩენების საუბრებს თავისი მყუდრო გარემოდან ადევნებდა თვალს. ბიჭისგანაც იღებდა საპასუხო ქმედებებს. შესაძლოა იმდენს არა, რამდენადაც თავად გასცემდა, მაგრამ გიორგი არც ყურადღებას აკლებდა და არც სითბოს. ჩემს თვალწინ ახალი ცეკვა იდგმებოდა, ლაღი და მომნუსხველი მოძრაობებითა და საოცარი მუსიკით, რომელსაც ვერანაირად ეყოლებოდა კონკურენტი. გიორგის არაფერი ახსოვდა და ვერც გაიგებდა ჩვენი კოცნის შესახებ. მისი და სოფის ურთიერთობას ეს ამბავი არასოდეს გაუჩენდა ბზარებს. სოფის ამას ვერ გავუკეთებდი. ის ამას არ იმსახურებდა.


ივნისი, 2012 წელი
***
იატაკზე ვიწექი და ყურსასმენებში ბეთ ჰარტს ვუსმენდი. შაბათ-კვირა მქონდა იმისთვის, რომ საკუთარ დრამაში თავი მთავარ გმირად საბოლოოდ და დიდებულად წარმომეჩინა. გმირად, რომელიც უპასუხო გრძნობებისგან იხრჩობოდა, სამაგიეროდ, ბედნიერი იყო მისი საყვარელი ადამიანის ბედნიერების გამო. ფიქრობდა, რომ არაუშვას, თუ გაკოცა, არაუშავს თუ ეს სიგიჟემდე მოგეწონა და არაუშავს თუ ამას ტუჩები ისევ ითხოვდნენ. არაუშავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუნდაც სიკვდილის წინ გიორგის კოცნას დავიმსახურებდი, მაინც ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი. ჩემი გრძნობები ჩემს ხელში იყო და მე მეშინოდა მეგობრის დაკარგვის. ამ ამბავში დამნაშავე არავინ ყოფილა, ჩემს გარდა და რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ხანდახან საკუთარ თავსაც კი ვერ ვადანაშაულებდი.
ორი დღე იყო გასული იმ ღამიდან. კოლეჯიდან პირდაპირ სახლში მივდიოდი და უარს ვამბობდი ცოტა ხნით სკვერში გაჩერებაზე. გასაკვირი იყო, რომ არავინ მაცივდებოდა, მაგრამ მიზეზზე არც კი ვფიქრობდი, ისე მიხაროდა, რომ ტყუილების მოფიქრება არ დამჭირდებოდა. ის შაბათ-კვირა კი გამოტირების დღეებად ვაქციე. ორშაბათიდან ჩემი გეგმებით ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. მაგრამ დილიდანვე ვგრძნობდი, რომ მარტო ვერ ვუმკლავდებოდი ფიქრებს. აღარც ბეთ ჰარტი მანიჭებდა სიამოვნებას. საღამოსკენ უკვე მძულდა ის ხმა და ის სიტყვები ბიჭის შეხებასა და მის სუნთქვას, რომ მახსენებდა. მობილური ავიღე და ტექსტი ავკრიფე.
„ - მჭირდები, ნანი.“
მაგრამ ვერ ვწყვეტდი, უნდა გამეგზავნა თუ არა. ვიცოდი, რომ ჩემი გაუთავებელი სევდით ჩემს ძვირფას მეგობარსაც ვამძიმებდი. ვიცოდი და ამიტომაც ვყოყმანობდი, მაგრამ არ მინდოდა მისთვის რამე დამემალა. ის ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემს საიდუმლოს ყველა დეტალს ვუზიარებდი და არც უკანასკნელი მათგანი უნდა ყოფილიყო გამონაკლისი.
დივანზე ჩემს წინ იჯდა და მოთმინებით მელოდა, როდის ავამოძრავებდი ნერვებისგან დაბრეცილ ტუჩებს. ჩემი გოგო შოკში იყო მოსმენილისგან. ერთი წუთით მაცადეო, მითხრა და თვალები დახუჭა. ნამდვილად, ამ ამბის გადახარშვა არც ისეთი მარტივი იყო.
- ეს ასე არ უნდა დატოვო. - ეს იყო მისი პირველი წინადადება კომიდან გამოსვლის შემდეგ. ვიცოდი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ნანიკო მოქმედებისკენ მომიწოდებდა. გადათელავდა ყველაფერს, რომ მე ჩემი ბედნიერებისთვის რამე გამეკეთებინა.
- უკვე დავტოვე, ნანი. შენ იმიტომ გითხარი, რომ... რომ უბრალოდ უნდა მეთქვა.
- მარი, ეს... ეს კოცნაა, გესმის? ამბობ, მთვრალები ვიყავითო, მთვრალი იყოვო... რა თქმა უნდა, ამას ფხიზელი ვერ და არ გააკეთებდა.
- არა, ნუ ამბობ ამას... - თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე.
- ვერაფრით დამაჯერებ, რომ ეს გაუცნობიერებლად, უგონოდ გააკეთა. მარი ვერაფერი დამაჯერებს, რომ გიორგის ეს არ ახსოვს...
- არ გინდა, ნანი. ის ძალიან მთვრალი იყო... მეორე დღეს ვაკვირდებოდი. რაღაც მაინც დაეტყობოდა სახეზე, რომ ხსომებოდა.
- გეყოფა, რა! შენს შემხედვარეს თავი ჰოლივუდში მგონია და არ გამიკვირდება, მალე ოსკარზეც მიგიწვიონ. რატომ გგონია, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის კარგად დამალვა? დამიჯერე, არც შენ გეტყობოდა მეორე დილით, რომ წინა ღამეს გიორგის აკოცე.
- გთხოვ, ნანი. - ხმა გამებზარა. ვიცოდი, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერს ჩემთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ დავერწმუნებინე სხვა სიმართლეში. იმ სიმართლეში, რომელიც ჩემთვის მხოლოდ არაღიარებული სურვილები იყო. მაგრამ ეს მტკენდა. ძალიან მტკენდა, რადგან მაინც არაფრის გაკეტებას არ ვაპირებდი.
- ვერ გიტანთ იცით? ვერც ერთს ვერ გიტანთ. ვერც აქამდე გიტანდით და ახლა საერთოდ. რა არის ეს? თუ ის იდიოტი შენს მიმართ რამეს გრძნობს, მაშინ რა ჩემ ფეხებად უნდა სოფი? და თუ სოფი ჰყავს, მაშინ შენ რატო გაწვალებს?
სახეზე ხელები ავიფარე. ვერ ვიჯერებდი, რომ ნანიკო გულის სიღრმეში მიმალულ ჩემი საყვეურების სიას ასე ხმამაღლა და ზედმიწევნით ითვლიდა.
- იტირე, ხო. ასე ჯობია. - არ ჩუმდებოდა გოგო. - ისედაც ვიცი, რომ რაც არ უნდა გითხრა, მაინც ყველა გზას გადაიჭრი. რაღაცას მაინც იპოვი, რომ დარჩე მარტო და ასე ეტრფოდე მთელი ცხოვრება იმ ვირს.
- ნანიკო... - ვსაყვედურობდი, მაგრამ არ ესმოდა.
- ხო, ხო... არ ჯობია სოფიზე იფიქრო? ის ხომ უდანაშაულოა, არაფერი დაუშავებია... - მაჯავრებდა. - რაც მემართება მარტო ჩემი ბრალია. შენი ბრალია, მართალი ხარ! საშინლად გაღიზიანებული ვარ და ჩემგან რამდენიმე საათის განმავლობაში თავზე ხელის გადასმას არ ელოდო. აი ასე იჯექი და იტირე. თუ შენი ცრემლები არ გყოფნის, მეც შემიძლია ვიტირო. ოღონდ ისე ქენი, რომ ამ გლოვამ შედეგი გამოიღოს, მარი. თუ გჯერა, რომ გიორგის არაფერი ახსოვს. თუ მასთან დალაპარაკება და მისი და სოფის წყვილის დაშლა არ გინდა, მაშინ თავი ხელში აიყვანე. ეგ კოცნა დაივიწყე და იცხოვრე, თორემ მკვლელად მაქცევ. ღმერთო! - ამოიოხრა ნანიკომ და თავი დივანის საზურგეს ჩამოადო. ცოტა ხნით თავისთვის ბუტბუტებდა, მერე ჩემსკენ გადმოიხარა და გულში ჩამიკრა. ყველაზე სუსტი შემეძლო რომ ვყოფილიყავი იმ მომენტში, რადგან ვიცოდი, რომ მარტო არასდროს ვიქნებოდი. ყოველთვის მეყოლებოდა გვერდით ის, ვინც გამლანძღავდა, ჩემს სისუტეებს ცხვირ-წინ დამილაგებდა, მერე კი ჩამეხუტებოდა და სირთულეებს გადამატანინებდა.



პ.ს. მე-11 თავს პარასკევს დილით დავდებ <3
მაპატიეთ ჩემო ვანილებო. დავეწიე წერის პროცესს და ცოტა დრო მჭირდება (( <3
მიყვარხართ <3
პ.პ.ს. ფეისბუქზე დაბლოკილი ვარ და მინდა იცოდეთ, თუ ვინმეს ვერ გიპასუხებთ, არ გეგონოთ რომ გსინავთ. შეკითხვები თუ გექნებათ აქ მომწერეთ ხოლმე ^^



№1 სტუმარი მე

არა მეც ნანიკოს აზრზე ვარ რა, აი შანსი არაა გიორგის ეგ არ დაავიწყდებოდა. ღმერთოოო, ოოხ მარიამოოო, ოოხხ მართლა მსახიობია რაა, აი რანაირად იკავებს ასე ემოციეებბსს, ამ გიორგის კიდე თუ მარიამის მიმართ გრძნობები აქვს სოფისთან მართლა რაღა უნდაა რაა, აი ნერვი აღარ მაქუკვე :დდდდ ლუკინოოო მეცოდება რაა :(( ტყუილად აძლევს იმედს ბიჭს, ყველამ იცის რო მაინც არაფერი გამოვა და ცოდოააა :

 


№2  offline მოდერი აირ ისი

"რა უნდა ამ გიორგის?"-ვუსვამ თავს შეკითხვას და პასუხს ვერ ვპოულობ. არ ვიცი რა,შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ მარის მარტო მეგობრად მიაჩნდა და მაგიტომ არ იღებდა ხმას, მაგრამ მაინც ბიჭი ხარ, თუ გიყვარს, მიდექი-მოდექი რამე გააკეთე :დდ დამაწყვეტენ მე ესენი ნერვებს :დდ აქეთ ეს ლუკა მეცოდება კიდე და იქეთ დათა და ნანიკო, რომ ვეღარ დაადგათ საშველი და არც ერთს არ უნდა ტომი-ჯერის როლიდან გამოსვლა :დდ

მოკლედ ასე არ უმოქმედია ჩემს ნერვებზე მგონი არც ერთ ისტორიას და თვითონაც მიკვირს გეფიცები

 


№3 სტუმარი wero

ვერაფერი ვწერ რადგან სიტყვები არ მყოფნის იმის ასახწერად რას ვგრძნობ,როდესაც შენს ისტორიას ვკითხულობ. მადლობა ყველაფერისთვის. გასაოცარი ხარ. წარმატებები.***^^^

 


№4 სტუმარი სტუმარი Ταμαρα

პირველ რიგში ჩასაფრებული ვიყავი და გამიხარდი... მარიამის ადგილზე ყოფნა რომ მინდა არა უშავს ხოო? მოკლედ რომ ვთქვა "ცალმხრივი" "უპასუხო" სიყვარული მომაწადინე

 


№5 წევრი nukito20w

იმ კოცნამ ბევრი რამე შეცვალა... ჯერ შეიძლება არ ჩანს მკაფიოდ,მაგრამ ასე მგონია.ლუკას გამოჩენა წინაზეც ვთქვი, ტყუილი არ მგონია და ვფიქრობ, ეს პერსინაჟი დიდ როლს ითამაშებს მარიამისა და გიორგის ურთიერთობაში.
უი, ერთხელ ახსენე,იუმორში ცუდად მაქვს საქმეო და მაგას ვერ ვიტყოდი ნამდვილად.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

მე
არა მეც ნანიკოს აზრზე ვარ რა, აი შანსი არაა გიორგის ეგ არ დაავიწყდებოდა. ღმერთოოო, ოოხ მარიამოოო, ოოხხ მართლა მსახიობია რაა, აი რანაირად იკავებს ასე ემოციეებბსს, ამ გიორგის კიდე თუ მარიამის მიმართ გრძნობები აქვს სოფისთან მართლა რაღა უნდაა რაა, აი ნერვი აღარ მაქუკვე :დდდდ ლუკინოოო მეცოდება რაა :(( ტყუილად აძლევს იმედს ბიჭს, ყველამ იცის რო მაინც არაფერი გამოვა და ცოდოააა :

გიორგის დაავიწყდა თუ არა მაგასაც მალე გავიგებთ :დდ და ყვრლაფერსაც, თუ ცოტას მოვითმენთ :დდდ
ლუკას რაც შეეხება... მარი მას იმედს არ აძლევს. თავიდანვე ლუკა ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას და მანაც სცადა... რა გამოვა ამას გავიგებთ ))

აირ ისი
"რა უნდა ამ გიორგის?"-ვუსვამ თავს შეკითხვას და პასუხს ვერ ვპოულობ. არ ვიცი რა,შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ მარის მარტო მეგობრად მიაჩნდა და მაგიტომ არ იღებდა ხმას, მაგრამ მაინც ბიჭი ხარ, თუ გიყვარს, მიდექი-მოდექი რამე გააკეთე :დდ დამაწყვეტენ მე ესენი ნერვებს :დდ აქეთ ეს ლუკა მეცოდება კიდე და იქეთ დათა და ნანიკო, რომ ვეღარ დაადგათ საშველი და არც ერთს არ უნდა ტომი-ჯერის როლიდან გამოსვლა :დდ

მოკლედ ასე არ უმოქმედია ჩემს ნერვებზე მგონი არც ერთ ისტორიას და თვითონაც მიკვირს გეფიცები

გიორგის რა უნდა? იქნებ მასაც ის უნდოდა, რაც მარის და მასაც იგივე შიში ჰქონდა? სქესი არ მგონია აქ რამეს ცვლიდეს, როცა ადამიანის დაკარგვის გეშინია. ბიჭებიც არიან რაღაც სიტუაციებში გაუბედავები და სულაც არაა ეს დასაძრახი, დასანანი კი. ლუკა ნუ გეცოდებააა :დდ არაა ეგ პერსონაჟი ამისთვის. ლუკას გამოჩენამ შეცვალა ბევრი რამ და პირიქით, მადლობლებუც უნდა იყოთ :დდდ
დავითს და ნანიკოს რაც შეეხება. საშველის დადგომას მათსას ნუ ელით!!! ვოტ :დდდ
აი ეგ ბოლო გადაკვირი ამბავი ძალიან მიახარებს და დიდი მადლობა, რომ სულ მოლოდინი გაქვს ❤️

wero
ვერაფერი ვწერ რადგან სიტყვები არ მყოფნის იმის ასახწერად რას ვგრძნობ,როდესაც შენს ისტორიას ვკითხულობ. მადლობა ყველაფერისთვის. გასაოცარი ხარ. წარმატებები.***^^^

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️ ისედაც ყველა თავზე მანებივრებ... ეს სიტყვებიც სრულიად საკმარისია შენს ემოციებს რომ მივხვდე ❤️

სტუმარი Ταμαρα
პირველ რიგში ჩასაფრებული ვიყავი და გამიხარდი... მარიამის ადგილზე ყოფნა რომ მინდა არა უშავს ხოო? მოკლედ რომ ვთქვა "ცალმხრივი" "უპასუხო" სიყვარული მომაწადინე

ხუმრობ? ათი წელი? ღმერთმა დაგიფაროს 0.0 მაგრამ ისეთი სიყვარულით გიყვარდეს და უყვარდე მაგას ნამდვილად გისურვებ, როგორც მარიამ უყვარს გიორგი ❤️ ;)

nukito20w
იმ კოცნამ ბევრი რამე შეცვალა... ჯერ შეიძლება არ ჩანს მკაფიოდ,მაგრამ ასე მგონია.ლუკას გამოჩენა წინაზეც ვთქვი, ტყუილი არ მგონია და ვფიქრობ, ეს პერსინაჟი დიდ როლს ითამაშებს მარიამისა და გიორგის ურთიერთობაში.
უი, ერთხელ ახსენე,იუმორში ცუდად მაქვს საქმეო და მაგას ვერ ვიტყოდი ნამდვილად.

რაღაცაში მართალი ხარ კი...
და ლუკას გამოჩენამ უკვე ბევრი რამ შეცვალა. და ეს შეცვლილი ნაბიჯებიც მალე გამოჩნდება ^^ მიხარია, რომ ამას ხედავ... ❤️
იუმორს რაც შეეხება, თუ ოდნავ მაინც გაცინებ, მაგას რა ჯობია, მადლობაა :დდდ

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

როგორ ველი ყოველდღე ახალ თავს ????ძალიან მომწონს ,დიდი ხანია რაც წერთ? საკმაოდ დახვეწილი წერის მანერა გაქვთ .წარმატებებს გისურვებ.♥️

 


№8 წევრი მე♥უცნაურე

აწმყოშიც მორიგი შეცდომა დაუშვა მარიმ, ისევ გიორგისგან გადმოდგმულ ნაბიჯზე.

წარსულზე კი, უბრალოდ, უკვე ძალიან მაბრაზებს მარი. შენი ბედნიერება, ასე ლანგრით სხვას როგორ უნდა მიართვა. მე რომ მსგავსი ფაქტი მქონოდა, ან მცოდნოდა რამეს გრძნობდა ასეთს, ყველაფერს და ყველას გადავთელავდი ჩემი სიყვარულისთვის და აბსოლუტურად არავის გავითვალისწინებდი.
რა ცუდია, როცა სისუსტე აგიტანს და სწორად მოქმედება აღარ გამოგდის.
ამ თავმა გამაბრაზა და თან დამგრუზა.
უნამუსო ვიყო, მარიზე მეტად, გიორგი მეცოდება (((

ლუკაზე არ მინდა არაფრის თქმა, გარდა იმისა, რომ იმედია, მარი თბილისში ჩასვლით მაინც მიხვდება რომ შეცდომას უშვებს.

ნანიკოზე ვგიჟდები.

რატომღაც მგონია, რომ ნანიკოს უნდა ამოასხას და ჩუმად გაუგზავნოს გიორგის, მარიამის ნაწერები.
პ.ს. მაპატიე, თუ მართლა ასე ჩაიფიქრე და გავთქვი :D

კვლავ, უზარმაზარი მადლობა, ამ ემოციების ოკეანისთვის. სულმოუთქმელად ველოდი❤️

 


№9 სტუმარი მე

ისე, ანუ მაინც და მაინც ლუკას გამოჩენამ თუ შეცვალა ბევრი რამ, ეგრე ოთოც ხო იყო მარიამის შეყვარებული, თუ რადგან არ იყვნენ იმდენად დიდები, რომ შედარებით სერიოზულ ურთიერთობად არ აღიქვამდა გიორგი და ახლა რადგან უკვე გაიზარდნენ და რაღაცა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში ატარებს?:დდდდდდ

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი მაკა
როგორ ველი ყოველდღე ახალ თავს ????ძალიან მომწონს ,დიდი ხანია რაც წერთ? საკმაოდ დახვეწილი წერის მანერა გაქვთ .წარმატებებს გისურვებ.♥️

დაახლოებით ათი წელია.
უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე ❤️❤️

მე♥უცნაურე
აწმყოშიც მორიგი შეცდომა დაუშვა მარიმ, ისევ გიორგისგან გადმოდგმულ ნაბიჯზე.

წარსულზე კი, უბრალოდ, უკვე ძალიან მაბრაზებს მარი. შენი ბედნიერება, ასე ლანგრით სხვას როგორ უნდა მიართვა. მე რომ მსგავსი ფაქტი მქონოდა, ან მცოდნოდა რამეს გრძნობდა ასეთს, ყველაფერს და ყველას გადავთელავდი ჩემი სიყვარულისთვის და აბსოლუტურად არავის გავითვალისწინებდი.
რა ცუდია, როცა სისუსტე აგიტანს და სწორად მოქმედება აღარ გამოგდის.
ამ თავმა გამაბრაზა და თან დამგრუზა.
უნამუსო ვიყო, მარიზე მეტად, გიორგი მეცოდება (((

ლუკაზე არ მინდა არაფრის თქმა, გარდა იმისა, რომ იმედია, მარი თბილისში ჩასვლით მაინც მიხვდება რომ შეცდომას უშვებს.

ნანიკოზე ვგიჟდები.

რატომღაც მგონია, რომ ნანიკოს უნდა ამოასხას და ჩუმად გაუგზავნოს გიორგის, მარიამის ნაწერები.
პ.ს. მაპატიე, თუ მართლა ასე ჩაიფიქრე და გავთქვი :D

კვლავ, უზარმაზარი მადლობა, ამ ემოციების ოკეანისთვის. სულმოუთქმელად ველოდი❤️

ვაიმე, როგორი გაბრაზებული დაგტოვე, მაპატიე ამ თავის გამო ❤️ მესმის შენი დამოკიდებულება. შენც გესმის რა ხდება იქ მაგრამ მაინც ბრაზობ და ნორმალურია ეგ ❤️
ნანიკოს და პ.ს. ს რაც შეეხება, რა თქმა უნდა არა... ნანიკო ასე არ მოიქცევა. მეგობარია, ყველაზე ძვირფასი, მაგრამ მარისთვის ის ფურცლები იმდენად პირადულია, რომ ამას მარტო მტერი გაუკეთებს. თუმცა, არ უარვყოფ იმას, რომ ფურცლებს თავისი დანიშნულება აქვს ;)
არ ინერვიულო ჩემო კარგო და არ დაიგრუზო. გამოსასწორებელს არავინ არაფერს დატოვებს აქ ;) ❤️❤️❤️ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

მე
ისე, ანუ მაინც და მაინც ლუკას გამოჩენამ თუ შეცვალა ბევრი რამ, ეგრე ოთოც ხო იყო მარიამის შეყვარებული, თუ რადგან არ იყვნენ იმდენად დიდები, რომ შედარებით სერიოზულ ურთიერთობად არ აღიქვამდა გიორგი და ახლა რადგან უკვე გაიზარდნენ და რაღაცა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში ატარებს?:დდდდდდ

აი შეკითხვააა 0.0 ოთო ძალიან განსხვავდებოდა ლუკასგან. აწმყოშიც კი ჩანს გიორგის მისდამი დამოკიდებულება. ასე ვთქვათ, სერიოზულად არ აღიქვამდა. ლუკას დროს კი მოხდა განსაკუთრებული წვრილმანი ამბები, რამაც ვიღაც ვიღაცები გამოაფხიზლა ;)

 


№11 სტუმარი სტუმარი კლავდია

ჰო, მარიამს სხვა გზა არ დაუტოვა გიორგის საქციელმა, მეც ასე მოვიქცეოდი არაფერს შევიმჩნევდი ვითომ არ მახსოვდა. აბა რა იყო მეორე დღეს სოფისთან ერთად რომ დაადგა თავზე ვითომც არაფერი. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ლუკა კარგი ტიპია ალბათ მალე დაინახავს რაც ხდება, ასეა ხოლმე სხვები ადრე ამჩნევენ, სანამ ეს ორი რამეს გაბედავს :დ

 


№12  offline წევრი ნანა73

გამაბრაზა ამ თავმა.
გამაბრაზა, იმიტომ რომ არაფერი არ ხდებოდა, საერთოდ არაფერი.
ვფიქრობდი, დავიჯერო კულმინაცია წინა თავში იყო?
ასე, უმოქმედოდ მისდევდა სტრიქონები სტრიქონებს...
მერე წარსულიდან მეორე დღე: აქ საერთოდ მე მივედი კულმინაციამდე.
და ჰო ნანიკოც ვიყავი და არ მენდომებოდა არაფრის მოსმენა, რომ მკვლელობა არ ჩამედინა.
რას აკეთებდა გიორგი? კაი რააა...
ვთქვათ და არ შეიმჩნია. ზუსტად ვიცი, რომ ახსოვდა მაშინაც სიმთვრალეში როგორ აკოცა მარის და ახსოვს მთელი ცხოვრება.
მაგრამ რას გავდა მისი ქცევები? ვთქვათ მარიამსაც ახსოვდა, რატომ ეწებებოდა და ეთამაშებოდა მაშინ სოფის ყველას თვალწინ?
კაი რააა...
არ მიკვირს მარის ამდენი ჩამკვდარი სირვილები და ოცნებები.
აღარ მკვირს.
დღევანდელმა თავმა გაბრაზებული დამტოვა ჩემო სიხარულო... pensive
❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი Life is beautiful

უბრალოდ სიტყვები გამომელია და უსიტყვოდ გიკრავ ტაშსს.... სამწუხაროა რომ ეს არ ჩანს...
არ ვიცი, არ ვიცი რა დავწერო... მაგრამ შენს შედევრს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ, არადა ყველადერი ბანალურად მეჩვენება ამ შედევრის ფონზე... ეს ვიცი და ამიტომ უბრალოდ მადლობას გიხდი ამ ისტორიის შექმნისთვის... მადლობა... "თავისუფალო ჩიტო"

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი კლავდია
ჰო, მარიამს სხვა გზა არ დაუტოვა გიორგის საქციელმა, მეც ასე მოვიქცეოდი არაფერს შევიმჩნევდი ვითომ არ მახსოვდა. აბა რა იყო მეორე დღეს სოფისთან ერთად რომ დაადგა თავზე ვითომც არაფერი. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ლუკა კარგი ტიპია ალბათ მალე დაინახავს რაც ხდება, ასეა ხოლმე სხვები ადრე ამჩნევენ, სანამ ეს ორი რამეს გაბედავს :დ

მიხარია მარიამის რომ გესმის. და კი მართალი ხარ, ზოგადად ასეა ხოლმე, სხვები უფრო მალე ამჩნევენ ყველაფერს, მაგრამ ვნახოთ აქ რა როგორ მოხდება ;)

ნანა73
გამაბრაზა ამ თავმა.
გამაბრაზა, იმიტომ რომ არაფერი არ ხდებოდა, საერთოდ არაფერი.
ვფიქრობდი, დავიჯერო კულმინაცია წინა თავში იყო?
ასე, უმოქმედოდ მისდევდა სტრიქონები სტრიქონებს...
მერე წარსულიდან მეორე დღე: აქ საერთოდ მე მივედი კულმინაციამდე.
და ჰო ნანიკოც ვიყავი და არ მენდომებოდა არაფრის მოსმენა, რომ მკვლელობა არ ჩამედინა.
რას აკეთებდა გიორგი? კაი რააა...
ვთქვათ და არ შეიმჩნია. ზუსტად ვიცი, რომ ახსოვდა მაშინაც სიმთვრალეში როგორ აკოცა მარის და ახსოვს მთელი ცხოვრება.
მაგრამ რას გავდა მისი ქცევები? ვთქვათ მარიამსაც ახსოვდა, რატომ ეწებებოდა და ეთამაშებოდა მაშინ სოფის ყველას თვალწინ?
კაი რააა...
არ მიკვირს მარის ამდენი ჩამკვდარი სირვილები და ოცნებები.
აღარ მკვირს.
დღევანდელმა თავმა გაბრაზებული დამტოვა ჩემო სიხარულო... pensive
❤️❤️❤️

ხო, როგორც ჩანს ამ თავში რაღაცები ვერ გაიგეთ ნანიკო... და კიდევ ვერც შეამჩნიეთ, თორემ მოხდა რამდენიმე ამბავი...
სამწუხაროდ კულმინაციამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თავია და ყოველ ნაწილში ბომბა ამბები ვერ იქნება. ჩვენი ცხოვრება მიდის ხოლმე მდორედ და პერსონაჟებისა არ აუნდა გაგვიკვირდეს.
კიდევ ერთი გაბრაზებული გვყავს :დდ მაგრამ არაუშავს, მოგილბებათ გული. ❤️

Life is beautiful
უბრალოდ სიტყვები გამომელია და უსიტყვოდ გიკრავ ტაშსს.... სამწუხაროა რომ ეს არ ჩანს...
არ ვიცი, არ ვიცი რა დავწერო... მაგრამ შენს შედევრს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ, არადა ყველადერი ბანალურად მეჩვენება ამ შედევრის ფონზე... ეს ვიცი და ამიტომ უბრალოდ მადლობას გიხდი ამ ისტორიის შექმნისთვის... მადლობა... "თავისუფალო ჩიტო"

მადლობა, რომ კიდევ ერთხელ უსიტყვოდ გესმის ყველაფერი... სიტყვებში ჩანს შენი ემოცია დამიჯერე და უზომოდ ბედნიერი ვარ ❤️

Daldoni daldoni დიდი დიდი მადლობა კომენტარისთვის და ასეთი კარგი სიტყვებისთვის ❤️ იმედია ბოლომდე ასეთი საინტერესო დარჩება შენთვის ❤️

 


№15  offline წევრი ნანა73

კომენტარის წერის დროს გამომრჩება ხოლმე რაღაცები, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც მოქმედებს იმას ავღნიშნავ.
ეს არ ნიშნავს რომ არ მიმიქცევია ყურადღება ან ვერ შევნიშნე რამე დეტალი.
წინა თავიდან არც წარბთან ტატუთი გიტარისტი გამომრჩენია და არც ახლა ჩახუტებისას ნათქვამი ერთი სიტყვა...
ალბათ სვა რამეს ველოდი და სხვა დამხვდა, ხდება ხოლმე.
ჩემი გადმოფრქვევები ხომ იცი? ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი purpleorchid

ღმერთო, კარგი რაა... ყოველ თავზე რატომ ახერხებ ჩემს აცრემლებას? Არადა ეგეთი ემოციურიც არ ვარ)) ეს მოთხრობა არის ძალიან ჩამწვდომი, სულ ჩემს სულამდე და გულამდე აღწევს, ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა;) ამ საიტზე სულ მაგისთვის შემოვდივარ-დაიდო თუ არა ახალი თავი)) რაც შეეხება ამ თავს, მიუხედავად მარიამის იმ დამოკიდებულებისა, რომელიც აქვს თავისი და გიორგის ურთიერთობის მიმართ, მაინც ვერანაირად ვერ ვამტყუნებ( მართლა იმდენადაა შეგუებული იმას,რომ გიორგი მხოლოდ მეგობრულად უყურებს, რომ თავად უკეტავს ყოველ გზას იქამდე მისასვლელად. თვითონაც ძალიან კარგად იცის თავის თავს მარტოობისთვის,რომ წირავს,მაგრამ ვერც მოიქცევა სხვანაირად,რადგან შიში აქვს. Შიში იმისა,რომ გიორგის, თუნდაც როგორც მეგობარს, დაკარგავს. Ორივეს მაგის შიში აქვს და ამიტომ არ იმჩნევდა არცერთი არაფერს მეორე დღეს))) მარიამი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, თავისი სიყვარული გიორგისადმი ძალიან პატივსაცემია,ნაზი და სათუთი და მოკრძალებული, იმითაც კმაყოფილდება,რომ გვერდით ჰყავს,მაგრამ ეს ხომ დიდხანს არ და ვერც გაგრძელდება. Მარიამის სიყვარული მხოლოდ ცალხრივი ყოფილიყო, ამ ჩანაწერების გაკეთება მართლა "ცხოვრების გასაგრძელებლად შემფერხებელი" იქნებოდა,მაგრამ რადგანაც ორმხრივი გრძნობაა... ეს ფურცკები უეჭველად უნდა მოხვდეს გიორგის ხელებამდე))) ვაიმე როგორ მახარებს ამ მოთხრობის ყოველი ახალი თავი, კიდეც განვიტვირთები ხოლმე და ემოციებსაც ბოლომდე განვიცდი))) ვცდილობ ხოლმე ნელა წავიკითხო,რომ ბოლომდე არ ჩავიდა და რომ ჩავდივარ ბამ, ისეთ ადგილას მთავრდება შემდეგი რომ არ არის ხოლმე ლამის დეპრესიაში ჩავვარდეddd ბევრი ვიბჟუტურე,მაგრამ არა უშავს, ამ მოთხრობისთვის, ამ პერსონაჟებისთვის უფრო დიდი კომპლიმენტები და კომენტარები უნდა იწერებოდეს))) მოკლედ მადლობა რომ ასეთ ლამაზ, უბრალო,მაგრამ ემოციებით დატვირთულ მოთხრობას გვიწერ❤❤ მოუთმენლად ველი ახალ თავს)))

 


№17 სტუმარი სტუმარი Khatuna

ლუკა ალბათ დიდ როლს ითამაშებს გიორგის გამოღვიძებაში. მარიამის ხელნაწერს რატომღაც მგონია გიორგი წაიკითხავს. ლუკა და სოფო დადებითი ადამიანები არიან, მაგრამ მარიამის სიყვარული იმდენად სუფთა, ნაზი და დიდია, მაინც გიორგის გვერდით მინდა იყოს. ველი შემდეგ თავებს და დასასრულს (მხოლოდ იმიტომ რომ შემდეგ უამრავჯერ გადავიკითხო).

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდეც მაგრამ მარიამი მეცოდება ამდენი ტანჯვისთვის მიდგომის ეს სიყვარული ორმხვრივია მაგრამ მაინც იტანჯებიან უთქმელიბით ამდენი თამაში როგორ შეუძლიათ ადამიანებს ვერ ვიგებ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
კომენტარის წერის დროს გამომრჩება ხოლმე რაღაცები, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც მოქმედებს იმას ავღნიშნავ.
ეს არ ნიშნავს რომ არ მიმიქცევია ყურადღება ან ვერ შევნიშნე რამე დეტალი.
წინა თავიდან არც წარბთან ტატუთი გიტარისტი გამომრჩენია და არც ახლა ჩახუტებისას ნათქვამი ერთი სიტყვა...
ალბათ სვა რამეს ველოდი და სხვა დამხვდა, ხდება ხოლმე.
ჩემი გადმოფრქვევები ხომ იცი? ❤️❤️❤️

ხო, მიხარია ეგ ყველაფერი და იმედია მომდენო თავები ცოტას მოგოყვანს ხასიათზე ❤️

purpleorchid
ღმერთო, კარგი რაა... ყოველ თავზე რატომ ახერხებ ჩემს აცრემლებას? Არადა ეგეთი ემოციურიც არ ვარ)) ეს მოთხრობა არის ძალიან ჩამწვდომი, სულ ჩემს სულამდე და გულამდე აღწევს, ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა;) ამ საიტზე სულ მაგისთვის შემოვდივარ-დაიდო თუ არა ახალი თავი)) რაც შეეხება ამ თავს, მიუხედავად მარიამის იმ დამოკიდებულებისა, რომელიც აქვს თავისი და გიორგის ურთიერთობის მიმართ, მაინც ვერანაირად ვერ ვამტყუნებ( მართლა იმდენადაა შეგუებული იმას,რომ გიორგი მხოლოდ მეგობრულად უყურებს, რომ თავად უკეტავს ყოველ გზას იქამდე მისასვლელად. თვითონაც ძალიან კარგად იცის თავის თავს მარტოობისთვის,რომ წირავს,მაგრამ ვერც მოიქცევა სხვანაირად,რადგან შიში აქვს. Შიში იმისა,რომ გიორგის, თუნდაც როგორც მეგობარს, დაკარგავს. Ორივეს მაგის შიში აქვს და ამიტომ არ იმჩნევდა არცერთი არაფერს მეორე დღეს))) მარიამი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, თავისი სიყვარული გიორგისადმი ძალიან პატივსაცემია,ნაზი და სათუთი და მოკრძალებული, იმითაც კმაყოფილდება,რომ გვერდით ჰყავს,მაგრამ ეს ხომ დიდხანს არ და ვერც გაგრძელდება. Მარიამის სიყვარული მხოლოდ ცალხრივი ყოფილიყო, ამ ჩანაწერების გაკეთება მართლა "ცხოვრების გასაგრძელებლად შემფერხებელი" იქნებოდა,მაგრამ რადგანაც ორმხრივი გრძნობაა... ეს ფურცკები უეჭველად უნდა მოხვდეს გიორგის ხელებამდე))) ვაიმე როგორ მახარებს ამ მოთხრობის ყოველი ახალი თავი, კიდეც განვიტვირთები ხოლმე და ემოციებსაც ბოლომდე განვიცდი))) ვცდილობ ხოლმე ნელა წავიკითხო,რომ ბოლომდე არ ჩავიდა და რომ ჩავდივარ ბამ, ისეთ ადგილას მთავრდება შემდეგი რომ არ არის ხოლმე ლამის დეპრესიაში ჩავვარდეddd ბევრი ვიბჟუტურე,მაგრამ არა უშავს, ამ მოთხრობისთვის, ამ პერსონაჟებისთვის უფრო დიდი კომპლიმენტები და კომენტარები უნდა იწერებოდეს))) მოკლედ მადლობა რომ ასეთ ლამაზ, უბრალო,მაგრამ ემოციებით დატვირთულ მოთხრობას გვიწერ❤❤ მოუთმენლად ველი ახალ თავს)))

ვაიმეე დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო ^^ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია ჩემი პერსონაჟების რომ ასე კარგად გესმის... და რომ არ გეზარება ამ ყველაფრის დაწერა ❤️ ვნახოთ რას იზამენ ფურცლები და თუ გამართლდება შენი მოლოდინი ^^ დიდი დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️

სტუმარი Khatuna
ლუკა ალბათ დიდ როლს ითამაშებს გიორგის გამოღვიძებაში. მარიამის ხელნაწერს რატომღაც მგონია გიორგი წაიკითხავს. ლუკა და სოფო დადებითი ადამიანები არიან, მაგრამ მარიამის სიყვარული იმდენად სუფთა, ნაზი და დიდია, მაინც გიორგის გვერდით მინდა იყოს. ველი შემდეგ თავებს და დასასრულს (მხოლოდ იმიტომ რომ შემდეგ უამრავჯერ გადავიკითხო).

როგორ მახარებ ❤️
ლუკამ უკვე გააკეთა თავისი გასაკეთებელი... ახლა დანარჩენების ჯერია. ;)

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდეც მაგრამ მარიამი მეცოდება ამდენი ტანჯვისთვის მიდგომის ეს სიყვარული ორმხვრივია მაგრამ მაინც იტანჯებიან უთქმელიბით ამდენი თამაში როგორ შეუძლიათ ადამიანებს ვერ ვიგებ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????

მადლობა შენ ჩემო კარგო ❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

ვაი ეს როგორი თავი იყო მარიამ.აი მომკალი და არ მესმის გიორგის რატომ შესციცინებდა ასე მაშინ მაგიდასთან სოფის როცა გადამწყვეტი იყო ყველაფერი.ამის შემდეგ თქვა მარიამმა რომ არ ახსოვდა არაფერი რადგან ასეთ ბედნიერს ხრდავდა სოფისთან.აი რაღაცნაირი ბიჭია გიორგი მომწონს ძალიან მაგრამ თავშეკავებულია ძალიან მინდა რომ გამოფხიზლდეს და არ გაუშვას მარი.იმასაც ვერ ვიგებ თუ თავიდანვე მარი იყო რათ უნდოდა სოფო.აი მარიამის ადგილას რომ ვყოფილიყავი აუცილებკად დაველაპარაკებოდი გიორგის და კოცნაზე მოვთხოვდი პასუხს ცალკე გავიგებდი რას ფიქრობს კი მართალია ისიც რომ შეიძლება მაშინაც ეუარა თუმცა რაღაცა ხომ მაინც გაიგებდ ბოლობოლო 10 წელი ერთმანეთი უყვარდეთ და დროს იმიტო კარგავდნენ რომ ეშინიათ ერთმანეთის დაკარგვის არვიცი რა.საოცრად წერ ჩემო თბილო გოგო ისე მოდის ყველას ემოციები რომ გულში მწვდება ძალიან.ველი ახალ ძალიან

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცარებაა ეს ისტორია,ძალიან მიყვარს შენი წერის სტილი,აქცენტი რაღაც,ზოგისთვის შეიძლება სულაც უმნიშვნელო,მაგრამ ამ დროს ძალიან საინტერესო დეტალებზე.როგორ მითრევს მარის ფურცლები,დარწმუნებული ვარ ეს უბრალოდ წარსულის გახსენება არაა და ფურცლებსაც ერგებათ თავის როლი.❤️

 


№22  offline მოდერი პენელოპე

როგორ მინდა წაკითხვა და როგორ ვერ ვკითხულობ..
:(((((

 


№23 აქტიური მკითხველი grafo

ვკითხულობ მარიამ, შენი წერის სტილიდან გამომდინარე რომ ვთქვა-გკითხულობ :)).
ოღონდ არფერი მაქვს სათქმელი. მარიამი მაგონებს...საყვარელი ადამიანი, შვილი რომ გარდაეცვლებათ მაგათ. აგრძელებს ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ, რომ მის კანონზომიერებას ვერაფერს ვერ უხერხებს. გიორგიც ასეთია ჩემთვის. სხვებისთვის მსუბუქი, ჭრელი, რეალურად მძიმე და შავი.

 


№24  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
ვაი ეს როგორი თავი იყო მარიამ.აი მომკალი და არ მესმის გიორგის რატომ შესციცინებდა ასე მაშინ მაგიდასთან სოფის როცა გადამწყვეტი იყო ყველაფერი.ამის შემდეგ თქვა მარიამმა რომ არ ახსოვდა არაფერი რადგან ასეთ ბედნიერს ხრდავდა სოფისთან.აი რაღაცნაირი ბიჭია გიორგი მომწონს ძალიან მაგრამ თავშეკავებულია ძალიან მინდა რომ გამოფხიზლდეს და არ გაუშვას მარი.იმასაც ვერ ვიგებ თუ თავიდანვე მარი იყო რათ უნდოდა სოფო.აი მარიამის ადგილას რომ ვყოფილიყავი აუცილებკად დაველაპარაკებოდი გიორგის და კოცნაზე მოვთხოვდი პასუხს ცალკე გავიგებდი რას ფიქრობს კი მართალია ისიც რომ შეიძლება მაშინაც ეუარა თუმცა რაღაცა ხომ მაინც გაიგებდ ბოლობოლო 10 წელი ერთმანეთი უყვარდეთ და დროს იმიტო კარგავდნენ რომ ეშინიათ ერთმანეთის დაკარგვის არვიცი რა.საოცრად წერ ჩემო თბილო გოგო ისე მოდის ყველას ემოციები რომ გულში მწვდება ძალიან.ველი ახალ ძალიან

მარიმ უარი იმიტომ არ თქვა, რომ გიორგი სოფის თბილად ექცეოდა. უარი სოფის გამო და იმის გამო თქვა, რომ ეგონა გიორგის არ ახსოვდა. შესაძლოა გიორგიც იმავეს ფიქრობდა, რადგან მარის ვერაფერი შეამჩნია. ასე რომ....
დიდი დიდი მადლობა მოლოდინისთვის და შეფასებისთვის ^^ მიხარია ასე რომ განიცდი მათ ამბავს ❤️

სტუმარი ნინო
საოცარებაა ეს ისტორია,ძალიან მიყვარს შენი წერის სტილი,აქცენტი რაღაც,ზოგისთვის შეიძლება სულაც უმნიშვნელო,მაგრამ ამ დროს ძალიან საინტერესო დეტალებზე.როგორ მითრევს მარის ფურცლები,დარწმუნებული ვარ ეს უბრალოდ წარსულის გახსენება არაა და ფურცლებსაც ერგებათ თავის როლი.❤️

ყველაფერს თავისი მნიშვნელიბა აქვს ამ ისტორიაში. უბრალოდ ოდნავ უნდა მოვითმინკთ ;)
დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️

პენელოპე
როგორ მინდა წაკითხვა და როგორ ვერ ვკითხულობ..
:(((((

თავს მიხედე შენ ❤️❤️ ჩვენ არსად გავიქცევით ❤️❤️

grafo
ვკითხულობ მარიამ, შენი წერის სტილიდან გამომდინარე რომ ვთქვა-გკითხულობ :)).
ოღონდ არფერი მაქვს სათქმელი. მარიამი მაგონებს...საყვარელი ადამიანი, შვილი რომ გარდაეცვლებათ მაგათ. აგრძელებს ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ, რომ მის კანონზომიერებას ვერაფერს ვერ უხერხებს. გიორგიც ასეთია ჩემთვის. სხვებისთვის მსუბუქი, ჭრელი, რეალურად მძიმე და შავი.

სიმართლე გინდა? ვიცი, რომ არ გიყვარს მძიმე და "დრამა" სიუჟეტები. ხოდა რომ ვდებდი ვიფიქრე, ნეტა თუ წაიკითხავსთქო... გამიხარდი შენს სიტყვებიანად. რაღაცნაირად ძალიან ახლოდან შეაფასე ორივე ))

 


№25 სტუმარი სტუმარი Grafo

შენს ისტორიას რანაირად ავუარო გვერდი მარიამ?!
მართლა ძალიან, ძალიან ზუსტად აღწერ იმას რაც ასეთ დროს ხდება, ბედსშეგუებული ადამიანები, მხოლოდ ტკივილნარევი სიხარულებით. მარიამის ამბავს რომ ვკითხულობ, სულ ყელში მიჭერს რაღაც. მეც მქონია ეგ მომენტი ცხოვრებაში, ძალიან დიდი ხანი. უბრალოდ, მერე აღმოვაჩინე რომ უმადურობა იყო ეს ყველაფერი ჩემი მხრიდან.
დაფუთფუთებ სულის ბნელ კუნჭულებში :)).

 


№26 სტუმარი Nino Varduashvili

ნანიკოსნაირად მემართება ხოლმე მარისთან მიმართებაში, რაღაც მომენტში ვბრაზობ, რომ ასე უმოქმედოდაა და შემდეგ ამის გამო ცუდად ხდება, მაგრამ მეორე მხრივ მარიამის მესმის, ვცდილობ გავუგო მაქსიმალურად და ალბათ მეც შეშინებული ვიქნებოდი, რომ საუკეთესო მეგობარი არ დამეკარგა.

შენს პასუხებს გადავხედე კომენტარების და გიორგიზე გეთანხმები, იქნებ იმასაც ის უნდოდა რაც გააკეთა? ;დდ და მის უმოქმედობასაც ვცდილობ გავუგო. მასზე არაფერი ვიცით, რას გრძნობს, რა უტრიალებს თავში და ვერც დავადანაშაულებ რამეში.

ლუკას და მარის მომენტები მამხიარულებს, რადგან ლუკას ტიპაჟი ძალიან მომწონს(სულ ამას როგორ უნდა ვიმეორებდე:დ), ალბათ საჭიროა და ამიტომაა ის მარის გვერდით, ავტორმა უკეთ იცი <3, რავი მე მომწონს ლუკაც და საერთოდ, ყველა პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა <3.

წარმატებები <3
ამ ისტორიას რომ ვკითხულობ, მართლა მთელი გონებით პერსონაჟებთან ერთად ვარ ხოლმე, მარის მდგომარეობას ვიზიარებ, ვაანალიზებ და ყველანაირად მის გვერდით ვარ! მაგარი გოგოა <3

 


№27  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი Grafo
შენს ისტორიას რანაირად ავუარო გვერდი მარიამ?!
მართლა ძალიან, ძალიან ზუსტად აღწერ იმას რაც ასეთ დროს ხდება, ბედსშეგუებული ადამიანები, მხოლოდ ტკივილნარევი სიხარულებით. მარიამის ამბავს რომ ვკითხულობ, სულ ყელში მიჭერს რაღაც. მეც მქონია ეგ მომენტი ცხოვრებაში, ძალიან დიდი ხანი. უბრალოდ, მერე აღმოვაჩინე რომ უმადურობა იყო ეს ყველაფერი ჩემი მხრიდან.
დაფუთფუთებ სულის ბნელ კუნჭულებში :)).

ძალიან ბევრის წარსულის მტკივნეულ ნაწილებს შევეხე და ხანდახან დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე თავს. ვიცი რაც არის ეს და მაგიტომაც. თუმცა იმით ვიიმედებ თავს რომ წარსულია და ახლა ყველაფერი რიგზეა. ))
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ აქ ხარ <3

Nino Varduashvili
ნანიკოსნაირად მემართება ხოლმე მარისთან მიმართებაში, რაღაც მომენტში ვბრაზობ, რომ ასე უმოქმედოდაა და შემდეგ ამის გამო ცუდად ხდება, მაგრამ მეორე მხრივ მარიამის მესმის, ვცდილობ გავუგო მაქსიმალურად და ალბათ მეც შეშინებული ვიქნებოდი, რომ საუკეთესო მეგობარი არ დამეკარგა.

შენს პასუხებს გადავხედე კომენტარების და გიორგიზე გეთანხმები, იქნებ იმასაც ის უნდოდა რაც გააკეთა? ;დდ და მის უმოქმედობასაც ვცდილობ გავუგო. მასზე არაფერი ვიცით, რას გრძნობს, რა უტრიალებს თავში და ვერც დავადანაშაულებ რამეში.

ლუკას და მარის მომენტები მამხიარულებს, რადგან ლუკას ტიპაჟი ძალიან მომწონს(სულ ამას როგორ უნდა ვიმეორებდე:დ), ალბათ საჭიროა და ამიტომაა ის მარის გვერდით, ავტორმა უკეთ იცი <3, რავი მე მომწონს ლუკაც და საერთოდ, ყველა პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა <3.

წარმატებები <3
ამ ისტორიას რომ ვკითხულობ, მართლა მთელი გონებით პერსონაჟებთან ერთად ვარ ხოლმე, მარის მდგომარეობას ვიზიარებ, ვაანალიზებ და ყველანაირად მის გვერდით ვარ! მაგარი გოგოა <3

უზომოდ მიხარია ასე ძალიან შიგნით რომ ტრიალებ და მერე ყველაფერს მიწერ აქ ❤️ ნელ-ნელა ყველა პერსონაჟი თავის ადგილას დადგება და გაურკვევლობებიც აღარ იქნება... იმედია იქამდე მოთმინებას არ დაგაკარგვინებ... გპირდები, გაწელვა და დროის უქმად გაყვანა არ იქნება ;) ❤️

 


№28 აქტიური მკითხველი grafo

მე რაც დავწერე ის რაც ახლა ხდება იმაზე დავწერე, და არა წარსულზე. ალბათ, შენც გინდოდა დაგეწერა რომ მლმავალში იქნება ყველაფერი კარგად :).
მთავარი გმირები დღევანდელობიდან გამომდინარე არიან ჩემთვის ისეთები, რაც უკვე აღვნიშნე...თითქოს ბევრი ამაღელვებელი მომენტი ხდება მარის ცხოვრებაში ახლა, მაგრამ რეალურად სრულიად ცარიელი და ტკივილიანია. დიდი ალბათობით ასეა გიორგიც.

 


№29 სტუმარი anuji

rodiis dadeeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent