შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები XI


4-11-2020, 17:39
ავტორი belle...
ნანახია 541

მალბორკი/ შეთანხმება მიღწეულია - „ვარდისფერი ფორთოხალი“ / 12:15 წთ / მთვარის მე-20 დღე, მეორე ფაზა...

დილაუთენია მაღვიძარა ისეთ ხმაზე აზუზუნდა, თვალი არც გამიხელია ისე ავფათურდი, მალევე მივაგენი და გაღიზიანებულმა გვარიანადაც ჩავაფეთე. თავი ჩვეულისამებრ ისევ ბალიშის ქვეშ შევტენე და ის იყო ისევ უნდა ჩამძინებოდა, რომ მაღვიძარამ მეორედ დამირეკა (ჩემი შტერი თავის ამბავი რომ ვიცი, კაკ მინიმუმ 5 უნდა მოვქოქო, მეოთხეზე მაინც, რომ ავითრიო წელი. სუპერ ზარმაცი თქვენი მონამორჩილი, მე!!!) აყვირებულ ტელეფონს საბნებში დავუწყე ძებნა. მალე მთელ ჰოსტელს ფეხზე დავაყენებდი! ამ ფათურში კი გამოვფხიზლდი! შურისძიების ობიექტს მივაგენი და დაბღვერილმა ამჯერად ძალადობის გარეშე „მოვუგვარე“. დადუმებული გვერდზე მივაგდე და გაბრუჟებულმა აბურძგნული თავითა და ნახევრად მოჭუტული თვალებით ფანჯარას გავხედე - ვანილისფერი ცა მეკრიჭებოდა მეტალოპლასტმასის მინებიდან. როგორ უცოდველად გამოიყურებოდა! - აბა გარეთ გასულიყავი... ისე წაგაძრობდა დილის ყინვა კიდურებს, ტკივილსაც კი ვერ იგრძნობდი!
დავამთქნარე და ცხელი ყავა ვინატრე. რა იქნება მეც რომ მყავდეს შინაური ელფი? ვიმეგობრებდით და რამე. დილას ყავას დამახვედრებდა და სამსახურიდან დაბრუნებული მადლობის ნიშნად შოკოლადებს მოვუტანდი, წინდებსაც ვაჩუქებდი, გამიგია უყვართო... ეეე, შვილო, რა მაგრად გაკლია გამთენიის ექვსის ნახევარზე?! მოიცა... დღეს ხომ შაბათი იყო? მაშინ დილაუთენია რისთვის ავეწოწიალე, როცა სამსახურიდან დეიოფი მაქვს?! სანამ მძინარე ტვინმა ჯერ კითხვა გადახარშა და მერე პასუხი მოუფიქრა - „ატვეტმა“ თავისით მომძებნა ტელეფონზე ზარით.
- მმმ...
- რა ხმა გაქვს? ჯერ კიდევ გძინავს? - ახითხითდა გამხიარულებული.
- ყველა შენსავით მანიაკი ხომ არ იქნება? ჯერ კიდევ ღამეა და კი ბუნებრივია რომ მძინავს, უფრო სწორად აღარ მაგრამ... - მივხვდი რომ შევყევი და გავჩუმდი. ყურმილიდან სიცილი მომესმა.
- არ გათენებულა და უკვე სისულელეებს ბოდიალობ! - წარმოვიდგინე როგორ მიიკაკუნა თითი შუბლზე და მეც გამეცინა - ნახევარი საათი გაქვს. არ დააგვიანო!
ეს ნახევარი საათი რამე „სტავკად“ აქვს ხსენებულ მთლად ბოსს თუ როგორაა მისი საქმე?
- ეშმაკი ხარ? სად გაგიგონია ქალი ნახევარ საათში ემზადებოდეს?
- უკვე 29 წუთი და 30 წამი... - სიტყვებს შორის პაუზა გააკეთა და აშკარად საათს დახედა არაჯანსაღმა.
- ვთიშავ, ჩემი ძვირფასი 29 წუთი უნდა შევირგო!
- ჭკვიანი გოგო!
მომესმა ხითხითი და ყურმილი გაითიშა. ტუჩი უნდილად ავპრიხე და საწოლიდან ძლივს ავითრიე წელი. ჩემს თბილ ღუნღულა ლოგინთან გამომშვიდობება ისე მიჭირდა, ლამის მალბორკში გრანდიოზულ გასეირნებაზე ვთქვი უარი! არა, მთლად არ ცდება ხოლმე პოლონელი, რომ მეუბნება ტვინში ყველაფერი რიგზე ვერ გაქვსო. გაგიკვირდება და მართლა სწრაფად მოვემზადე. ხელ-პირი დავიბანე, ამჯერად კომფორტულის ნაცვლად კლასიკური სამოსი მოვირგე, გრძელ თმას წელზე თავისუფლად ნავარდის საშუალება მივეცი და საკუთარ ანარეკლს მხიარულად გავუკრიჭე სარკეში. პოლონელის ზარიდან ზუსტად 29 წუთი იყო გასული, შავმა ვოლვომ ჭიშკართან რომ დაამუხრუჭა - მე მოვკვდე თუ ამას სანათესაოში გერმანელი არ ერიოს ვინმე! რა უბედურებაა მოკვდავო?! ოთახის კარი გამოვიკეტე და მაღლებზე შემხტარი ფრთხილად ჩავკაკუნდი კიბეებზე.
ის იყო კარში უნდა გავსულიყავი, რომ სამზარეულოს კარი გაიღო და დონი ზედმეტად სერიოზული გამომეტყველებით გამოვიდა ჰოლში. ჩემს დანახვას აშკარად არ ელოდა, ჯერ ძალიან ადრე იყო, შევამჩნიე, რომ ცოტა იუხერხულა.
- რატომ არ გძინავს? - დაეჭვებული უკან მოვბრუნდი.
- სამსახურში მიდიხარ? - დაკვირვებით შემათვალიერა - დღეს ხომ შაბათია?
- პირველი სამსახურისგან ვისვენებ, მეორე მიხმობს... მოიცა, შენ რა გჭირს?
- მე...
კეფა მოიქექა და უხერხულად შეიშმუშნა. მისი გამომეტყველება არ მომეწონა. ბოლო დროს ისე ვიყავი გადატვირთული, რომ მეგობრებისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩებოდა. დონს მხოლოდ ღამით ვნახულობდი სახლში დაბრუნებისას, ისიც რამდენიმე წუთით, სანამ ჩემს ოთახში ავირბენდი დასაძინებლად. შევამჩნიე, რომ რაღაცეები გამომრჩა.
- რა ხდება, იკა?
- დღეს გვიან დაბრუნდები?
- როგორც ყოველთვის, - გამომცდელად შევხედე - რამე უნდა ვიცოდე?
- კარგი, დაგელოდები და რომ მოხვალ მერე ვისაუბროთ.
- არ მომწონს ეგ სახე. - წარბი შევიკარი ცოტა დამფრთხალმა.
ბოლო დროს ჰოსტელს არეულობა დასჩემდა. ჩემმა გამოჩენამ იანის გვერდით, ბევრი ააფორიაქა. კერძოდ კი, ყველაზე დიდ უსიამოვნებას „ბრიგადირებისთვის“ წარმოვადგენდი. ნერვები ეშლებოდათ, როცა ჰოსტელებში ძირეული საკითხების შეთანხმება ჯერ ჩემთან უწევდათ, პატარა გოგოსთან, რომელიც სულ რაღაც ორი თვის ჩამოთრეული იყო და უკვე „უფროსობდა“. სინამდვილეში კი საქმე ასე იყო - მე იანის დავალებებს ვასრულებდი და მეტს არაფერს. იანს დანარჩენ ქართველებთან კონტაქტი არ შეეძლო ენობრივი ბარიერის გამო, ამიტომ ჰოსტელების მოწესრიგება-კონტროლი მე გადმომილოცა დიდი ხალისით, გართულებების შემთხვევაში კი მისთვის უნდა შემეტყობინებინა. ახალ „პრივილეგიებს“ კი, ჟელაზნას ბრიგადირი არც ისე დიდი ხალისით შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟბატონი მუქთახორობას იყო მიჩვეული და თავი „კაროლი“ ეგონა ჰოსტელში, სადაც უკვე რვა თვე იყო მეფესავით რა გითხრა და პარაზიტივით კი ცხოვრობდა. მისთვის მყვირალა სტატუსის შეუსაბამოდ, მისი გაკეთებული საქმე არც მე მინახია, არც ჩემსს ბოსს და არც სახლში მცხოვრებ ხალხს, ჩამოჯდებოდა ასე სამზარეულოში და იკვეხნიდა, თუ როგორ მწყობრში ეწყობოდა ყველა მისი სიმებიანი საკრავის ამღერებისას. თუმცა, დანელიას დიდხანს არ გაუგრძელდა „ცხოვრებით ტკბობა“, მისმა „კლანჭებმა“ სისუსტე მაშინ იგრძნეს, როცა ჰოსტელში მცხოვრებმა ხალხმა ჩემს კარზე დაიწყო კაკუნი, დონ კორლეონე კი, ძალიან დამიახლოვდა. დანელიას გუნება-განწყობა ნელ-ნელა ეშხამებოდა და პარალელურად ჰოსტელში ხასიათსაც აფუჭებდა და აურასაც. ჩემთან პრეტენზიებით მოსვლას ვერ ბედავდა, ორ სიტყვასაც ვერ მეუბნებოდა ერთად, სამაგიეროდ მისი წუწუნი და გველური ენის სხმარტალი გარშემომყოფებისგან მომდიოდა სიტყვის მოუკლებლად. მეკიდა. მის არსებობას საერთოდ არ ვიმჩნევდი და არც ვაპირებდი შემჩნევას, თუ ისეთ პრობლემად არ იქცეოდა, რომელიც შემდგომ აუცილებლად უნდა „მომეგვარებინა“. ვამჩნევდი, რომ ბოლო დროს დონს და დანელიას ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი. დონთან დაპირისპირებას ვერ ბედავდა, იცოდა რომ მხრებზე თავი არ შერჩებოდა, მაგრამ გაიძვერა მელა რისი მელაა? თუ აშკარა თავდასხმას ვერ ბედავს, ზურგიდან მოგივლის. ვშიშობდი, რომ ადრე თუ გვიან უსიამოვნებას მოგვიტანდა და ბოლო დროინდელი კორლეონეს დაჭიმული ნერვებიც ჩემს მოსაზრებას ცხადყოფდა.
- იკა... - ფიქრებში გართულ კორლეონეს არსებობა შევახსენე - მოხდა რამე? ისევ დანელია?
- არა, ეგ ახლა ნაკელბად მაინტერესებს.
- აბა? - უარესად ავღელდი.
- მოკლედ, რომ მოხვალ მერე ვისაუბროთ, მხოლოდ მე და შენ. რაღაც უნდა გითხრა.
- სერიოზულია რამე?
იანს ტელეფონზე გამოშვებული ზარი გავუთიშე. რომ აღარ გამოვჩნდი გადმომირეკა.
- ჯერ შენს საქმეს მიხედე, - თავით მანიშნა ეზოში მომლოდინე პოლონელზე - მერე ჩვენ მოვგვარდებით.
- კარგი, ახლა მართლა უნდა გავიქცე, მაგვიანდება, საღამოს დამელოდე, კარგი?
- კარგი.
გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და მძიმე ნაბიჯით ოთახში შევიდა. წარბშეკრულმა თვალი გავაყოლე, არ მომწონხარ დონ, ბოლო კვირაა ძალიან არ მომწონხარ... გამოვფხიზლდი და ეზოში გავედი. იანი მუთმენლად აკაკუნებდა თითებს საჭეზე, როგორც კი დამინახა თვალები გადაატრიალა. გამეცინა.
„baby driver”-ი დაბღვერილი შემეგება. სახეზე მეწერა მთელი უკმაყოფილება-აღშფოთება მისი მოუთმენელი ხასიათის მიმართ. მას კი სიფათზე ეწერა ჩემი პროტესტი როგორ „გულთან ახლოს მიჰქონდა“! სულ რაღაც ორი წუთი გადავაცილე დანიშნულ დროს და კინაღამ ჩამასიკვდილა! დღე-ღამეში მარტო 5 საათი სძინავს და მეუბნება, რომ ეს სრულებით საკმარისია მისთვის, არასოდეს იღლება და ერთხელაც ვერ წამოაცდენინებ, რომ რთული დღე ჰქონდა. შეიძლება ცუდ განწყობაზე იყოს, მაგრამ - ეგ არაფერიო, ხელს აიქნევს და მორჩა მანდ მისი „წუწუნი“. საერთოდ რა ადამიანია? მანქანაში ჩავჯექი თუ არა, სანამ ხმას ამოვიღებდი იქამდე დამასწრო - როგორი ზოზინა ხარ, ლამის საჭეზე ჩამომეძინაო! გაგულისებულმა პირი დავაღე რამე ძალიან უბედურის სათქმელად, მაგრამ გაცოფებულზე ყველა ინგლისური სიტყვა გადამავიწყდა, რამაც კიდევ უფრო გაამხიარულა ხსენებული არაჯანსაღი და მანქანა საბურავების წივილით მოსწყვიტა ადგილს. ჯიბიდან ტელეფონი ამოვაცალე და ტრადიციულად ფლეილისთის აწყობას შევუდექი.
- მოკლედ, დღევანდელი მარშრუტი ასეთია - დაიწყო ხალისით - მალბორკი, ზამეკი, მერე ერთი-ორ ჰოსტელში ვართ გასავლელი, მალბორკშივე და რომლიმე რესტორანი შევარჩიოთ შეხვედრისთვის. მაგრამ ჯერ მალბორკის ზამეკი მოვინახულოთ. ოქეი?
- ოქეი... მოიცა, მოიცა... ზამეკში გავჩერდებით? - გვიან დავეწიე ნათქვამს. ფიქრებით ჯერ კიდევ კორლეონეს ვუტრიალებდი.
- ჯერ კიდევ გძინავს ხომ? - მოჭუტული თვალებით თანაგრძნობით გადმომხედა.
- იან, ჩაგარტყამ!
- Impolite Georgian girl! - შემამკო, თავისი საყვარელი ზედმეტსახელით, რითაც გვერდში ჩქმეტაც დაიმსახურა!
მეტკინაო - წაუწკმუტუნა დამსახურებულად დასჯილმა უფროსმა. ეგრეც მოგიხდება-თქო - გავიფიქრე გულში სამაგიეროს გადახდით ნასიამოვნებმა და მუსიკას ბოლომდე ავუწიე. როგორც ქერა კაცმა მოგახსენა, ამჯერად, ტური მალბორკისკენ იგეგმებოდა - ეს არის ქალაქი, რომელიც კვიზინის მეზობლად მდებარეობს და მის ყველაზე დიდ სიამაყეს ევროპაში მდებარე ყველაზე დიდი სასახლე წარმოადგენს - წითელი აგურისგან ნაშენები უზარმაზარი ციხე-სიმაგრე საუკუნეებს ითვლის. სულ პირველად პოლონეთში რომ ჩამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ მიამბო მასზე ჩემმა ბოსმა, ევროპის ყველაზე დიდი და ძველი სასახლეაო. დავინტრიგდი. ჰოდა, შემდეგი უიქენდი მალბორკისკენ დავგეგმეთ. მთლად გასართობად არ გვეცალა, შუადღისკენ მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი ხსენებულ ქერა კაცსს. ადგილი კი მალბორკში შევარჩიეთ, თან სასახლეს მოვინახულებდით მანამდე, თან საქმესაც მოვაგვარებდით - ორი ერთში, არ დაკარგო წამი! ასეთია ცხოვრება აქ, თითოეულ წუთს მნიშვნელობა აქვს.
ორმოცწუთიანი მგზავრობის, შემდეგ მალბორკამდეც მივაღწიეთ და კიდევ ერთხელ შემიკრა სუნთქვა პოლონეთის სილამაზემ - თვალში მხვდებოდა პატარა, კოხტა სახლები ამწვანებული გაზონებითა და ორად ორი კათლიკური ეკლესიით, ფიფქისფერში რომ ბრდღვიალებდა მზის შუქზე. ისეთი ლამაზი ბუნებაა გარშემო, ყოველ ნაბიჯში იგრძნობ სამყაროს სუნთქვას. ლამაზი ხეივნები, გაკრეჭილი ნაძვები და პოლონეთის სახლებისთვის დამახასიათებელი, მთავარი გაფორმება - თითქმის ყველა სახლის აივანს ფერად-ფერადი ულამაზესი ყვავილების ქოთნები ამშვენებდა მოაჯირებზე. მსგავსი სურათი ზამეკის ქალაქში მქონდა ნანახი, იქაც ყველაფერი ისეთივე ლამაზი და ბრდღვიალა იყო როგორც აქ. პოლონეთი ლამაზია. მისი დიდი ქალაქები თვალწარმტაცი, თუმცა ნამდვილი სილამაზე პატარ-პატარა ქალაქებში იმალება, რომელიც მარგალიტებივით აქვს გაბნეული კალთაში. თითოეული მათგანი თავისი დამახასიათებელი შარმითა და სილამაზით გამოირჩევა. ყველგან განსხვავებული აურა ტრიალებს, თუმცა შეგრძნებას მაინც ერთს გიტოვებს - სავსე ხარ. თავადაც არ იცი რატომ, როგორ ან რანაირად, მაგრამ სავსე ხარ. ღიმილს მგვრიდა ახალი ხედები და ჯადოსნური გარემოთი დატყვევებული ვცდილობდი ყველა წვრილმანი და დეტალი აღმებეჭდა გონებაში რაც გზად მხვდებოდა. პაწია ქალაქი გულისხმიერად გვიღიმოდა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფერიების სამფლობელოშიო; ქალაქში, სადაც ულამაზესი მდინარე სარკესავით ალაპლაპებული მდორედ მიედინება კალაპოტში, იმდენად დიდია, იმდენად წყნარი, რომ ტბა გეგონება. მიყვარს პოლონეთისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი სხვისთვის შეუმჩნეველი და ჩემთვის ღიმილისმომგვრელი დეტალი - წყლის ზედაპირზე მობოდიალე კვატები და იხვები. ისეთი სასაცილოები არიან, ისეთი საყვარლები მოფერება მოგინდება ადამიანს. ერთი სიამოვნებაა ტბის პირას ფიცრულზე ჩამოჯდომა და მათი ცქერა როგორ აფართხალებენ ნიჩბებისმსგავს ფეხებს წყალში და კურტუმოს ქნევით საქმიანად დავახვახებენ წინ და უკან.
ვოლვომ გზატკეცილი აიარა და უზარმაზარ, ორ სანაპიროს მაკავშირებელ ხიდდთან შეჩერდა, რომელიც მალბორკის სასახლისკენ მიიკვლელვდა გზას.
- წამო, აქედან ფეხით უნდა გავიაროთ.
თვალი ჩამიკრა და პირველი გადავიდა მანქანიდან. კარი გავაღე და მეც გადმოვედი. სუფთა ჰაერმა მდინარის ცივი სურნელი შემომაგება და სიამოვნებისგან გამეღიმა. კრიალა წყლის სარკესავით ზედაპირმა ამომავალი მზის სხივები ცეცხლისფრად აირეკლა და პომარანჯას ფერებში ათას სპექტრში გადატყდა. გამეღიმა. ძალიან ჰგავდა ჩემს ზამეკს, ოქრის წიგნიანს, მაგრამ ეს უფრო დიდი იყო, გაცილებით დიდი და სულ სხვა აურის მატარებელი. თითქოს ცივი და უკარება, ვგავდით ხასიათებით ერთმანეთს.
ხიდი გადავიარეთ, გზაში სამომავლო კონტრაქტს განვიხილავდით, ვმსჯელობდით ღირდა თუ არა კლიენტთან დათმობებზე წასვლა. მე მაინც მტკიცედ მწამდა, რომ შეიძლებოდა მოლაპარაკებას უფრო სარფიანი შედეგი გამოეღო, თუ ჩემი ბოსი აგრძნობინებდა, რომ მათი შემოთავაზება დიდად არ აინტერესებდა. თუმცა, მე ასეთ საკითხებში ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი, მის მრავალნაოჭიან ტვინს რას შევედრებოდი? მიცინოდა, როცა „მზაკრულ“ გეგმებს ვუზიარებდი. ინტერესით მაკვირდებოდა, არც მეთანხმებოდა და არც უარყოფდა იდეებს.
საუბარში გართულებს თოლიან თავზე გადაგვიფრინა და უცებ ისეთი სისწრაფით იელვა თეთრმა რაღაცამ და ჩვენს წინ გატყლარწა ასფალტზე, რომ ადგილზე გავქვავდით. ჩვენ ამ წამს თოლიან კინაღამ თავზე დაგვასკლინტა? რომ გადავხარშე როგორ მილიმეტრებით ასცდა პოლონელის თავს უცებ ისეთი ხარხარი ამიტყდა მთლად მოიქუფრა ქერა კაცი! და რატომ წაუუჟმურა ახლა გეტყვი. ანუ ცოტა პრობელმები აქვს ამ „განავალთან“ ერთხელ გარეუბანში ვიყავით კერძო მომწოდებელთან რაღაც ინვენტარი უნდა ჩამოგვეტანა კვიზინში და პატარა ტბის ზომის განავალი ვერ შენიშნა და ისე ჩატყლაპუნდა, ჩაბჟირებული მანქანის სავარძელზე კინაღამ მივიცვალე. ორი დღე მებუტებოდა დაინახე და არ მითხარიო. მე სამი კვირა დავცინოდი მაგ ერთ კრახზე და მთლად აითვალწუნა ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. მეორედ იყო და პარკში სკამზე ჩამოჯდა წერო კაცი ისე, რომ არც დახედა რაზე ჯდებოდა და შარვალზე რომ ჩიტის სკორე აეწეპა სულ კურვა კურვა იძახა, მაგრამ რაღას უშველიდა? ვერც მე მიშველა ცივმა წყალმა სიფათში რომ მაპკურა ისევ გადაყირავებულს. დროთა განმავლობაშ მსგავსმა შემთხვევებმა პოლონელს ფობია გაუჩინა - შანსი არ იყო გაევლო, რომ ცხოველის ან რინეველის განავალი სადმე არ წასწეოდა, მაგრამ ასეთი ექსტრემალური შემთხვევა, რომ თოლიას გამიზნულად დაემიზნებინოს ზეციდან მისი ქოჩორა თავისთვის რაც მართალი, მართალი პირველად მოხდა - მადლობა ჩიტუნას რამსების არევისთვის, თორემ ის თბილ-თბილი ჟელე პოლონელს თავზე რომ გაგლესოდა შეიძლება ვეღარც მოვბრუნებულიყავი ამქვეყნად.
სანამ ჩემმა ბოსმა თანამდებობის შეუფერებლი გინება-კურთხევით აუქცია გვერდი „აცდენილ ტყვიას“ მე ხარხარით გულიც ვიჯერე და საგულდაგულოდ წათხიპნილი ტუშიც გავიუბედურე. გაბრაზებულმა სულ ბურტყუნ-ბურტყუნით წამავლო ხელი და ციხესიმაგრისკენ აჩქარებული ნაბიჯით წამაპრონწიალა - ალბათ მეორე გასროლას ელოდა დამფრთხალი და უნდოდა „პირველად ვერ დაგიმიზნე, მაგრამ მეორედ გაგარტყამ“ თოლიისთვის დროულად გაესწრო - მოდი და არ ჩაბჟირდე!
სასახლის ეზოში შესვლისას კრეჭა ვიკმარე და თვალი უზარმაზარ კოშკურებზე გამიშტერდა. ჭრელ ბილიკზე მივსეირნობდით, იანი სასახლის ისტორიას მიყვებოდა, თან შიგადაშიგ კოშკურებისკენ, ან ფერადი გალავნებისკენ მითითებდა. გზად ტურისტების ნაკადს წავაწყდით. საუბარით მივხვდი, რომ გერმანელები იყვნენ. მათი გიდი ერთი დაბალი და ნერვიული კაცი იყო, სათვალეს წარამარა ისწორებდა ცხვირზე და გაქაფული ხელებს ჰაერში იქნევდა. ისე სწრაფად და მძიმე აქცენტით საუბრობდა წამში გავმხნევდი - პოლონური ასეთი რთული ნამდვილად არაა!
სასახლის გვერდით უზარმაზარ გიმნაზიას მოვკარი თვალი. იანმა გამიმხილა, რომ ოდესღაც აქ სწავლობდა, მხოლოდ ერთი წლით. მითხრა, რომ მაშინ ამ სასწავლებელში ძირითადად მხოლოდ ბიჭები დადიოდნენ. გოგოები იშვიათობა იყოო, ქართული ჯიგრული გეპეი მომაგონდა და ჩამეღიმა. მითხრა რომ აქ სწავლის პერიოდში ერთი გოგონა გაიცნო. თითქოს მოსწონდა, მაგრამ მალევე მიანება თავი. სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და არც ბევრი გოგო მყოლიაო, მექალთანე არასოდეს ვყოფილვარო, მხრები აიჩეჩა უინტერესოდ.
ამ საუბარში სასახლის დაცვასაც მივუახლოვდით. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა თავი ოდნავ დაგვიკრა და ზრდილობიანად გაიღიმა. იანმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. ფორმიანის პასუხმა, კი როცა საუბრისას სამი საათ ახსენა მივხვდი რაზეც საუბრობდნენ - სასახლის მთიანად დათვალიერებას სამი საათი მოვუნდებოდით. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე, ნუთუ ამხელაა? ამდენი დრო არ გვქონდა.
- იან, მოდი უბრალოდ ეზოში გავისეირნოთ, სხვა დროს იყოს. მაღლები მაცვია, ბევრს ვერ ვივლი.
ქუსლიანი ფეხსაცმელი გავბზიკე თვალსაჩინოებისთვის. სულ არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. საქმე, რისთვისაც წამოვედით, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ეს სასახლე საუკუნეები იყო ურყევად იდგა ერთ ადგილზე, არსად გაიქცეოდა, სხვა დროს მოვინახულებდი.
- დარწმუნებული ხარ? - ცალი თვალი მოჭუტა წერო კაცმა - კარგად დაფიქრდი, შიგნით ძალიან ლამაზია სასახლე.
- ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა ვიცოდი ფეხსაცმელი ფეხს თუ მატკენდა. მაპატიე, სხვა დროს იყოს.
ტუჩები სასაცილოდ მომეღრიცა. პოლონელს გაეცინა. თავი დამიქნია კარგიო. გამოვბრუნდით და ეზოს მოკირწყლულ ბილიკს გავუყევით.
- სხვათაშორის კლასიკური სამოსი გიხდება, შეშლილო!
გამიცინა ჩიტების რისხვა კაცმა და ძალიან ღია ვარდისფერ შარვალსა და პიჯაკზე გამობზიკა თითი. ოჰ? ქერა კაცსს კომპლიმენტი წამოსცდა? კინაღამ შევიფერე.
- კლიენტებზე სერიოზული შთაბეჭდილება უნდა დავტოვო, ყველას ხომ არ გავუმხელთ, რომ სერიოზული ვიზუალის მიღმა ჯერ კიდევ ბაღის ბავშვი ვარ?
მხიარულად გაეცინა „ერთხელ კომპლიმენტი ძლივს გესროლე“ კაცსს, საგულდაგოდ გვერდით გადმოვარცხნილი თმა წამში ყალყზე დამიყენა და ახითხითებულმა წინ გამასწრო. უკან-უკან სვლით მიმავალს, ჩემი ცოდვები გზაში დაეწია და ისევ ჩიტის განავალში ჩატყლაპუნდა უიმედო ბოსთა ბოსი. მისი სიცილჩამორეცხილი სიფათისა და გინების ფონზე, საშინლად თვითკმაყოფილმა აბურდული თმები ამაყად შევისწორე და ცხვირაწეულმა ჩავუარე - ეგრეც მოგიხდება სახით. სულ თითი მიქნია მანქანამდე დამაცადე სამაგიეროს გადაგიხდიო. გეგონება ჩემი ბრალია თვითონ რომ ვერ იხედება თვალებში. მაგრამ ბოსია, ტყუილიც დაეჯერება თავისი თქმით.
ამდენ წოწიალ-ცანცარში დროც მოსულიყო. შეხვედრა ოც წუთში გვქონდა დანიშნული მდინარესთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. იანმა მანქანა ძველ, მდიდრულ და გროტიკსულ შენობასთან შეაჩერა. გარეთ გამოდმული მაგიდა-სკამები და ღვინით ხელში სტუმრები რომ არა, ვერც მიხვდებოდით, რომ რესტორანი იყო. მუზეუმს უფრო ჩამოჰგავდა. იანმა პარკინგი მოათვალიერა და მაჯის საათს დახედა, - ხუთი წუთი კიდევ გვაქვსო, გადმომილაპარაკა და შემომთავაზა მანამდე ტბასთან გაგვევლო და ერთი ღერი მოგვეწია.
რესტორანი „ტბის“ ნაპირთან დგას. მდინარის კიდეებს კი ლამაზი ფიცრული ამშვენებს. იქვე ვსხდებით, სიგრეტს ვუკიდებთ და მდინარეს გავცქერით. წყალი ისეთი კამკამაა რომ ფსკერზე კენჭების ფერს ვარჩევთ. ნელ-ნელა ღამდება. მდინარეში მოშორებით მოძრაობას ვამჩნევ. რაღაც დიდ კვალს ტოვებს ზედაპირზე და იანს ვებურტყუნები - მგონი ჩვენკენ ალიგატორი მოჩოჩავს-მეთქი. წარბები მაღლა მისდის პოლონელს და ჩვეულისამებრ შუბლზე იკაკუნებს თითს, რაც ჩვენს ენაზე ხომ არ გაკლიას ნიშნავს. გეფიცები-მეთქი, მის დარწმუნებას ვცდილობ, შეხედე, რამხელა წრეები უჩნდება წყალს-მეთქი. ზუსტად სამ წუთში ირკვევა, რომ „ალიგატორი“ უბრალოდ იხვია, თავისი დებილი ფეხებით და იდიოტურად საყვარელი სიფათით. გადაბჟირებულ პოლონელს წყალში ჩაგდებით ვემუქრები, მაგრამ არ ჭრის - მარტო შენ კიარა, შენს ექიმსაც სჭირდება ფსიქიატრი, სამსახურისთვის ჯანმრთელობის ცნობა როგორ მოგცაო, ხარხარებს ეს იუმორს არ გასაკარებელი კაცი. მზერა ისევ იხვზე გადამაქვს, რომელმაც მიმართულება იცვალა და ახლა ჩემკენ მოცურავს - ვიკრიჭები და მაშინვე ტელეფონს ვიმარჯვებ. მგონი მოვეწონე-მეთქი - ვიფერებ ტუტუცი ბავშვივით და შტერუკა იხვს კადრში ვაქცევ. რატომ მაინც და მაინც ბიჭი, რა იცი იქნებ გოგოაო? ახლა სერიოზულად ეპრანჭება იხვს თუ მეჩვენება? არა, არაფერი მოგვიწევია სიგარეტის გარდა, გეფიცები! სიცილსა და ლაზღანდარობაში დრო გადის და რესტორანსაც ვუბრუდნებით. აქაურობა დიდი დრაკულას რეზიდენციას რატომ მაგონებს, ლამაზჩარჩოიანი ტილოებით კედლებზე, მეტყვის ვინმე?! ჩვენი შესვლა და სტუმრების უკან მოყოლაც ერთია. შეკვეთას ვაკეთებთ და სანამ მოგვიტანებენ, იანი საქმეზე იწყებს საუბარს. გასუსული ყურს ვუგდებ - პოლონურიდან ბევრი არა, მაგრამ რაღაცეები უკვე მესმის და შინაარსის გამოტანა შემიძლია. სტუმრები შიგადაშიგ თანხმობის ნიშნად თავს გვიკრავენ, ხან კი რაღაც არ მოსწონთ და შეთავაზებაში ცვლილებების შეტანა ხდება საჭირო. იანი დამაჯერებელი, მეგობრული და მშვიდია - როგორც ყოველთვის. არც სიცილი ავიწყდება სწორ დროს და არც მკაცრი მზერა თუ საჭირო გახდა. მათი საუბრის პარალელურად, იანი პირობებს მკარნახობს და მეც უკვე გამზადებულ ფაილში მონიშვნებს ვაკეთებ. საბოლოო ჯამში შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ყველა კმაყოფილია. ღიმილით ვუსვამ წერტილს კონტრაქტს და ჩვენი შეკვეთაც მოდის. იანს ორაგული უზის ფიცარზე, კარტოფილის ჩხირებთან და პოლონურ სალათთან ერთად, რომლის სოუსიც საშინლად მომწონს. ჩემს თეფზე კი ყველაფერი ცხარე ყვავის რაც კი სამზარეულოში მოეპოვებოდათ, პიურესა და სალათთან ერთად. სანამ მისი ფიცრიდან ავწაპნი საყვარელ სალათს იქამდე აჩოჩებს ჩემკენ თან თვალებს მიბრიალებს - ფოთოლი არ დავინახო დარჩენილი ჯამშიო. მეცინება და ჩემს მწარე წიწაკას თევზის კუდზე ჩუმად ვუდებ. ახლა ნახე ღადავი! - ცხარე საჭმელი არ უყვარს, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის ხოლმე. სტუმრებთან საუბარში გართული ვერც კი ამჩნევს თევზის ფილეს როგორ მიჰყვება ცხარე წიწაკის რგოლი ათას სოუსსა და უბედურებაში ამოწუმპლული. ერთი ყბის გაქნევა და მისი დაჭყეტილი თვალები პარალელურ რეჟიმში გულიანი გადახარხარების სურვილს მიჩენს, მაგრამ სტუმრებთან თავს ვიკავებ - ხომ არ ვაჩვენებთ, რომ „ბავშვები“ ვართ? ქერა კაციდან, უკვე წითელი კაცი მაშინვე ლუდს იყუდებს ყელის ჩასაწმენდად თან თავაზიანად იღიმის. თითქოს ახველებსო თავს ოდნავ ხრის ჩემკენ და ჩუმად სცრის კბილებში - „ I will kill you, promise! “ ტუჩს ვიკვნეტ რომ არ გამეცინოს და დიპლომატიურად ვურჩევ მუქარების ნაცვლად თეფშს მიხედოს სანამ ისევ შარში გაუყვია თავი. რჩევას ითვალისწინებს და თეფს მოშორებით აჩოჩებს. ვახშმობას მალე ვასრულებთ, მე გვარიანად ხახაჩამწვარი მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე. ყელის დასაამებლად ლუდს პირდაპირ ბოთლიდან ვიყუდებ. ეტიკეტიდან ყურცქვიტა მომჩერებია, დიდი ყურებით და დიდი თვალებით. გვიან ვამჩნევ და ხველა მიტყდება. პოლონელი ზედმეტსახელად კურდღელს მეძახის (ვეგეტარიანელი რომ ვარ იმ პონტში). სერიოზულად? გვერდიდან პოლონელის ხითხითი მესმის. ბოთლს უკაკუნებს თითს და ჟესტით მანიშნებს - ერთი-ერთში ხართო. მის პასუხად კი ახლა მე ვიკაკუნებ შუბლზე თითს. თავს ვაქნევ და მაგიდიდან ვდგები. სტუმრებს ვემშვიდობებით და მანქანას ვუბრუნდებით. რომ მგონია სახლში უნდა წავიდეთ, საჭეს აბრუნებს და ხშირი ხეივანისკენ იღებს გეზს, იმის იქით უღრანი ტყე იწყება და სად ჯანდაბაში მივდივართ იტყვის ვინმე? უკვე ძალიან ბნელა და რაც უფრო წინ მივიწევთ ნათლად ვამჩნევ როგორ მოჩოჩავს ჩვენკენ ნისლი. თვალებგაფართოებულს მზერა პოლონელზე გადამაქვს. სერიოზულად? ნუთუ ახსოვს? მართლა ახსოვს? როგორც ჩანს!
- ხომ გინდოდა აქაურობის ნახვა? - გამიღიმა - ჰოდა, ახლა კარგი დროა. ნისლს ხედავ? რაც უფრო შიგნით შევალთ მით უფრო მკვრივი გახდება.
- არ არსებობს!
აღფრთვანებულმა მზერა ისევ ბილიკზე გადავიტანე, რომელიც უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. დაუჯერებელია - ნისლში დამალული სოფელი!
- ბელ...
- ჰო.
- რა დაწერე იმ წიგნში?
სიცილით მოვიკვნიტე ტუჩი. სანამ არ მათქმევინებს არ შემეშვება, ხომ?

მალბორკი/ „პოლონური კოლორადო“/ 01:15 წთ, მთვარის მე-20 დღე, მეორე ფაზა...

ხეების ჯარი გარშემო და ვიწრო ბილიკი წინ. მგონია რომ უღრან ტყეში ვართ, მაგრამ რამდენიმე მეტრში ხეები თხელდება და მაღალ ბუჩქებში შებუდრებულ სამკუთხასახურავებიან სახლებს ვამჩნევ. ცეცხლისფერად უბრდღვიალებთ კვადრატები და ვხვდები რომ ბინადრები შინ არიან. დასახლების იდუმალება და სილამაზე მაშტერებს. რატომღაც ფრანკოს ფილმი მახსენდება დიდი ხნის უნახავ მამას რომ ჩააკითხავს მოზარდი შინ. მამაკაცი კოლორადოს შტატის გარეუბანში ცხოვრობს, ერთ-ერთ რანჩოზე, სადაც ველურ ბუნებას ისე აქვს გადგმული ფესვები, გამორიცხულია მისმა სილამაზემ სუნთქვა არ შეგიკრას. დღისით სიმშვიდეა, მინდორში გაშვებული ცხენები ბალახს ძოვენ და შიგადაშიგ კუდს იქნევენ აბეზარი ბუზების თავიდან მოსაშორებლად. ღამით კი გარემო იძინებს. ჭრიჭინები იღვიძებენ და ხშირ ტყეში ჩაფლული სახლებიდან გამომავალი თბილი ოქროფერი შუქი მკრთალ ნათელს ჰფენს უკუნ ბნელს. ისეთი მისტიურია აქაურობა იანს მანქანის გაჩერებას ვთხოვ, ფეხით მინდა გავაგრძელო გზა. ხომ იცი რომ გიჟი მეოცნებე ვარ? მდიდარი ფანტაზიის პატრონი, ჰოდა რა წამსაც მანქანიდან გადმოვდივარ რეალობას ვუჯახუნებ კარს და კოლორადოს შტატში „ვიღვიძებ“, იდუმალ რანჩოზე, სადაც სახლები ხუთასი მეტრის დაშორებით დგანან საცალფეხო ბილიკის ნაპირთან. ხშირი ბუჩქნარი და კედლებს მოდებული სურო უფარავთ ლამაზ, კოხტა ტანს. თითოეულ მათგანს წინ პაწია ეზო აქვს შემოღობილი. აშკარად სოფელში ვართ და მაინც ყველაფერი ისეთი მოწესრიგებულია აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ბალახს კრეჭენ, ფერად-ფერად ყვავილებს რგავენ, ხილის ხეებს სხლავენ ანუ კარ-მიდამოს უვლიან. ზოგ ეზოში ქართულ-მამაპაპურ „ტაჩკასაც“ მოჰკრავ თვალს, მიწით არის სავსე და მომცრო ნიჩაბი აქვს ჩარგული გულში. მცენარეებისთვის მიწის დასაყრელად იყენებენ ალბათ. ვიწრო ბილიკს ნელა მივუყვებით და გასუსულები ხმას არ ვიღებთ. იანი გარემოთი ტკბობის საშუალებას მაძლევს, ხვდება რომ აღმაფრთოვანა და ჩემს სამყაროში გავარდნილს მყუდროებას არ მირღვევს. სახლები არქიტექტურით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა აურით განსხვავდებიან, ზოგი ავისმომასწავებლად გამოიყურება ბნელი ფანჯრებით, ზოგი კი გულში რაღაც თბილს გაგილღობს, აბრდღვიალებული კვადრატებით, საიდანაც ტკბილი კექსის სუნი იღვრება. გვიან ღამით მოფუსფუსე დიასახლისი ნამცხვარს აცხობს? ნეტავ როგორს? ფილმებში რომ მინახავს ხოლმე თოვლის ბაბუის ფორმების, თეთრი და წითელი მარციპანებით მოხატული ისეთი? მერე არამკითხე ქვეცნობიერი ერთ დეტალს მახსენებს, რომ ჩვენ „ნისლში დამალული სოფლის“ დაუპატიჟებელი სტუმრები ვართ და შეიძლება ერთ-ერთ ღუნღულა სახლში ბოროტი დედაბერი ცხოვრობდეს, რომელიც კეთილი ღიმილით შეგიხმობს შინ, დაგაპურებს, უჩუმრად რძით მოგწამლავს და მერე ღუმელში გამოგაცხობს მადლიერების დღის ინდაურივით! ბოლო ფიქრი ყველა თბილ წარმოსახვას აფრთხობს და მაშინვე ქრება ვარდისფერი პრინტებიც. ვრჩებით მე, იანი და ბნელში სახიფათოდ მოჩურჩულე ჭრიჭინები. გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ უცებ რაღაც ბარიერის მსგავს ვეჯახები და რომ არა იანის დროული მანევრი ცხვირით წავერჭობოდი მიწაში. ჩემს კივილზე, იანის წამოძახილზე და დედანატირები ჯაჭვის ჩხარუნზე, რომლითაც ადგილობრივ ურჯულოებს გზა გადაეღობათ და მე იდიოტმა ბნელში ლოგიკურია ვერ შევამჩნიე, მეზობლის მძინარე ჯეკას სიზმრებს ვუფრთხობთ და მოულოდნელად ისეთ ხმაზე იწყებს ყეფას, დამფრთხალი ლამის პოლონელს ავაბობღდე კისერზე. კუდი რომ მქონოდა ბალანით შეშინებული კნუტისგან ვერ განმასხვავებდი. მოკლედ ვერც ჯაჭვი დავინახე, არც ძაღლის არსებობაზე ვიცოდი რამე და კინაღამ მიკროინფარქტიც მივიღე. გონს იანის სიცილს მოვყავარ - მასაც გვარიანად შეეშინდა. ხმადაბლა იგინება ინგლისურად თან წინ და უკან მაბზრიალებს - რამე ხომ არ დაიშავეო?! მუხლებს ხელისგულებით ვეყრდნობი, წელში ვიხრები და ღრმად ვისუნთქავ ღამის გრილ ჰაერს. ელდამ რომ გადაგვიარა ერთმანეთს დავაყარეთ სიცილი - არა შენ ხარ კურდღელი არა შენო. იიი, ბავშვები! რა თქმა უნდა, უკან მობრუნება არავის უფიქრია. რას იძახი?! გზა ჯაჭვით ჩამიხერგეს გასვლა არ შეიძლებაო, იმის იქით კიდე უღრან ტყეს ვხედავ საიდანაც მე მოვკვდე და ისე მოცურავს სქელი ნისლი თითქოს ცოცხალი იყოს, რა გამაბრუნებს უკან?! ჯაჭვს კალიასავით ვახტები და ტყისკენ ვიღებ გეზს (ჩემზე დარჩეს და ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და გოგოსავით უნდა დავდიოდე!). უფრო ბნელდება. პოლონელი ჯუჯღუნით მომდევს უკან - დაიცადე, კისერი არ მოიტეხო კიდეო. ტელეფონს ანთებს მისი ჭკუით გზა რომ გაგვინათოს. ხელებზე ვურტყამ, მთელ მუღამს აფუჭებ-მეთქი! გაბუსხული ტელეფონს ჯიბეში აბრუნებს. რამდენიმე წუთს შეუსვენებლივ ვიარეთ ოღროჩოღრო გზაზე და გვიან მოვწვით, რომ საკმაოდ შორს ვიყავით წამოსულები. უკან გზა აღარ ჩანს. წინ მაღალი ბუჩქების ხეივანი მიიგრაგნება. ცისკენ ატოტილები ერთმანეთში იხლართებიან და გვირაბის ფორმას იღებენ. კაიიი... ხომ არ დავიკარგეთ? ჩემს ეჭვს იანს რომ ვუზიარებ დამცინის - მე არსად დავიკარგებიო. ხელს მავლებს და სულ სხვა მიმართულებით მივყავარ. ზემოთ მივუყვებით ტაფობს. სიარული მიჭირს. ლეკვივით მიმაპრონწიალებს წერო კაცი. თვითონ გრძელი ფეხები აქვს რა უჭირს? ქაქანით მივდევ უკან. ის იყო უნდა დამეწუწუნა ფილტვები მიმეწება ერთმანეთს მოიცადე-თქო, რომ პირდაპირ მატარებლის ლიანდაგზე გავყავარ პროფესიონალი გზამკვლევივით. დაბნეული უკან ვიხედები. მხოლოდ ბურუსით მოცული ტყე ჩანს, ამოწვერილი ნაძვების კენწეროებით. შორიდან ვერც კი იფიქრებ, რომ მის სიღრმეში ხალხი ცხოვრობს. ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას მცოცავი, ცოცხალი ნისლი და ტანში ჟრუანტელი მივლის. ანუ საშინელებათა ფილმებში ყველაფერი მთლად გაფორმებულიც არ არის? მაგარია, ღამით უფრო ტკბილად დამეძინება ხოლმე! მატარებლის ლიანდაგს მივუყვებით. პოლონელი მებუტბუტება ფიცრებზე იარე, ფეხი არ ჩაგივარდეს სადმე არაფერი იტკინოო. ორივეს გვეცინება. სულ რამდენიმე წუთი დავყავით სოფელში და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერთი კვირა გავატარე იქ. მანქანამდე მისასვლელად იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა ვიდრე ვიფიქრებდი. რამდენი გვიბოდიალია თურმე! მატარებლის ლიანდაგს სამშვიდობოს გავყავართ. მოშორებით გზაზე მოსიარულე მსუბუქ მანქანებს ვარჩევ. ფერდობი ჩავირბინეთ და მანქანაში ჩავსხედით. მონუსხული მივაშტერდი სოფლის შესასვლელს. შემიძლია დავიფიცო, რომ ტყეს მიახლოებულმა რაღაც უცნაური ხმები გავიგონე. არ ვიგონებ, არც გამიფრენია და არც სპეცეფექტებს ვამატებ! - არა, შიგნით რაღაც იყო, შეიძლება უბრალოდ ცხოველი ან უცნაური ფრინველი, რომლის მუსიკალური ტემბრიც ტანში ცივ ჟრუანტელად მივლის, თვალით არასოდეს მინახავს, მაგრამ იანმა მითხრა რომ პოლონეთის ტყეებში ცხოვრობს და არც მას შეუმჩნევია ოდესმე. მხოლოდ ხმა ესმის ხოლმე ტყესთან ახლოს მისულს. ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ცოცხალი ტყე, რომლის სუნთქვაც გავიგონე ახლოს მისულმა და კანზე სასიამოვნო ეკლები მაყრის. არ ვიცი რაც მოვისმინე ბუნების ხმა იყო, ცხოველის, ფრინველის, თუ ჩემმა აღგზნებულმა ფანტაზიამ მიაშველა ხელი დამთრგუნველ გარემოს, მაგრამ აღმაფრთოვანა. კიდევ ერთხელ ვინანე რომ ფოტოაპარატი არ მქონდა, შთამბეჭდავი ფოტოები რომ გადამეღო უცნაური პეიზაჟის მომსწრეს, თუმცა დიდად გული არ მწყდება. შეუძლებელია ფირს გადმოეცა ის განცდები რაც იმ წამს განვიცადე სულ სხვა გალაქტიკაში მოხვედრილმა.
იანი მანქანას უკუსვლით ძრავს, თან გვერდულად გამომხედავს ხოლმე - შენთან თავგადასავლები გარანტირებულიაო. ვიკრიჭები. მერე მახსენდება ძაღლის ხმაზე როგორ შეეშინდა და სიცილი მიტყდება. გვერდებში მჩქმეტს - საზიზღარო ბავშვო, შენ შეგეშინდა მე კი არაო. არა ბიჯოს, მე გავთეთრდი კასპერივით! მერე ის მახსენდება მსროლელების კლუბთან რომ ვიყავით გაჩერებულები. ტირზე ვიღაცამ იარაღი გაისროლა და მოულოდნელობისგან ლამის წვენი გადაისხა სახეზე. გალურჯებამდე ვიცინე! კინაღამ მანქანიდან გადამაგდო იმდენი ვაბრაზე. სახლში ვბრუნდებით. მთელი დღის სამყოფი ენერგია დავხარჯეთ. მოვითენთე. ჯიბიდან ტელეფონს ვაცლი საყვარელ ფლეილისთს ვრთავ და მანქანის უკანა სავარძელზე ვიწელები. დოკუმენტებს ვიღებ და მუხლებზე ვიდებ. სათითაოდ ვათვალიერებ შევსებულ გრაფებს. თავიდან ვამოწმებ რამე ხომ არ გამოგვრჩა. ყველაფერი რიგზეა და ვწყნარდები. მერე მახსენდება რომ ერთი ფაილის ფურცლები ქართულად მაქვს სათარგმნი, რომ ქართველ ემიგრანტებს გრაფების შევსება არ გაუჭირდეთ ბიუროში მისულებს. კალამს ვიმარჯვებ და გრაფების გვერდით განმარტებებს ვჯღაბნი. რამდენიმე წუთი მხოლოდ მუსიკას ვუსმენთ. საქმეში გართულს მისი ხმა მაფხიზლებს. მეკითხება თუ რას ველოდი, პოლონეთისგან სანამ აქ ჩამოვიდოდი. კითხვა მეუცნაურება და თავს მაღლა ვწევ. სერიოზულად მიყურებს. პასუხს ვუფიქრდები და უნებურად მეცინება - რას უნდა ელოდოს ემიგრანტი უცხო ქვეყანაში მიმავალი, როცა იცის რომ სამსახურში იავარდებით მოფენილი სიტუაცია არ დახვდება? - რავიცი, ჯოჯოხეთს, კუთხეში ატუზული მომღიმარი ლუციფერით-მეთქი, ვპასუხობ უდარდელად და მხრებს ვიჩეჩავ. სრული სიმათლე ვუთხარი არადა. ეღიმება, თუმცა სხვანაირად. ისე არა როგორც ახასიათებს ხოლმე. კითხვის არსს ვერ ვუხვდები. პირველად ვერ ვიგებ რატომ მეკითხება რაღაცას. მაგრამ არ ვეძიები, ვფიქრობ, რომ არ დაუსრულებია. მერე აქ რა დაგხვდაო? - აგრძელებს გამოკითხვას. მოლოდინი გამიმართლდა, საოცარი სიზუსტით-მეთქი - ვპასუხობ დაუნდობლად და ჩამოსვლის პირველ დღეს ვახსენებ, რაც ჩემს დღეში არ დამავიწყდება - ტონა მგზავრები, გადაჭედილი ჰოსტელები, უცხო ქვეყანა, სრულიად უცხო ხალხი, გადაღლილს გეძინება, კვდები, არა „იბრიდები“, ერთი ჩამოჯდომა ერთ სიცოცხლედ გიღირს და ვიღაც ჰოსტელების მეპატრონე წითელ შორტებში სადღაც ჯანდაბაში გტენის, დამპალ უკრაინელებთან ერთად, რომლებსაც ღამით ისეთი გახურებული სექსი აქვთ გვერდით მეზობლებს ესმით, ქალის კივილი. ამ ყველაფრის შემყურე კი უნდა ეცადო და საღ აზრზე დარჩე, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე. მახსოვს ჩემი მკაცრი პროტესტი და პირველი მწარე, ცივად ნატკეცი „გამორიცხულია“ პოლონელისთვის, რომელიც დღემდე გულში აქვს. მახსოვს მისი სახე, ჩემი გამომეტყველების დანახვისას და უეცრად ატაცებული ჩემოდნები, საკუთარი ხელით რომ გადაიტანა თავის მანქანაში და პირველ ჰოსტელში მომაბრუნა უკან, სადაც ახლა იმდენად კომფორტულად ვარ მოწყობილი, საკუთარ სახლში არ გრძნობს თავს ბევრი. მახსოვს პირველი ღამის ჩხუბი, ერთი ქართველის გაქნეული ხელი და იანს არასწორად მოხვედრილი მუჯლუგუნი. მახსოვს წივილი, კივილი, ჩხუბი და ქართულ ენაზე ატეხილი გინება, ჭკუიდან რომ გადამიყვანა იმ ღამით. მახსოვს პოლონელი მეპატრონის ძალით დაბრუნებული ოთახი და ჩემ წინ მოკალათებული ანერვიულებული იანი - ინგლისურად რომ მებოდიშებოდა და მპირდებოდა, რომ ზედმეტს ვერავინ მეტყოდა ამ სახლში. მახსოვს ორმაგი შეგრძნება ვენებში, როცა უცხო ქვეყანაში უცხოელი გიცავს თანამემამულისგან, რომელიც მხოლოდ იმიტომ გამოვიდა წყობიდან, რომ სხვა ოთახში გადასვლა სთხოვეს. (ამ ამბავს ბევრად ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ არ დავკონკრეტდები...). ის ღამე კოშმარი იყო, ჯოჯოხეთი. როცა მოქანცული მივეგდე საწოლზე და ჩემი ყველა აპარატურა დენის წყაროს მივაერთე სულის მოსათქმელად მხოლოდ მერეღა მოვასწარი დაფიქრება, რომ მე აღარ ვიყავი საქართველოში. რომ აქ არაფერი იყო ჩემი, არავის ვიცნობდი და ერთი პოლონელის გულისხმიერება რომ არა, ალბათ უკრაინელებთან მომიწევდა შებუდრება, რასაც უსიკვდილოდ ქუჩაში დარჩენას ვამჯობინებდი. ყველა ჰოსტელის მეპატრონე ასეთი გგონია? რომ გაგითვალისწინებს რა გინდა და რა არა? როგორ გინდა და თავს კომფორტულად როგორ იგრძნობ? შენც არ მომიკვდე! შეგაგდებენ რომელიმე ოთახში და იქ უნდა იყო, ცოტა მაგრად ჰკიდიათ შენი აზრიც და დამოკდიებულებაც. წარსულის გახსენებაზე მეღიმება - ჯოჯოხეთი გამოვიარე და მაინც დიდ თავგადასავლად მაგონდება. ხმადაბლა მეკითხება - ახლაც ასე ფიქრობო? მეცინება. თავს ვაქნევ და ფურცლებს ვათვალიერებ, გრაფებს ვავსებ და ისე ვპასუხობ - რომ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა და ეს თავადაც კარგად იცის. მხოლოდ მისი დახმარებით, თორემ აქ ჩემი ბედი არავის ანაღვლებდა. საერთოდ არავის. არ მეთანხმება - მეუბნება, რომ შანსი მომცა, მე კი ჩემი შესაძლებლობებით გამოვიყენე. აღარ ვეწინააღმდეგები რადგან ასეთია, არასოდეს უსვამს ხაზს საკუთარ წვლილს სხვის წარმატებაში და თუ ვინმე ამაზე მიუთითებს არ სიამოვნებს - “It’s okay, never minde” აი ეს აქვს მხოლოდ პასუხი. მეღიმება და ერთ-ერთ ფურცელს, რომელიც მასთან საუბარში მთლიანად არასწორად შევავსე, თითებში ვიქცევ, გემის ფორმას ვაძლევ და საჭის წინ სპიდომეტრთან ვუდებ. ეცინება, თავს აქნევს და სიჩქარეს უმატებს. შევსებულ ფაილებს ფოლდერში ვაბრუნებ, უკან ვდებ და სავარძელზე კომფორტულად ვთავსდები. დაღლილს თვალები მეხუჭება, აქაური მუსიკის სასიამოვნო ჰანგები ჩამესმის და ძილბურანში ვიკარგები. სახლამდე დრო, ჯერ კიდევ საათნახევარია... მთელი საათნახევარი...
შინ დაბრუნებულს იანი სახლის კარამდე მაცილებს, ბოლოჯერ მეკითხება თუ რა დავწერე იმ წყეულ წიგნში. ისაა ხითხითით ბოლოს და ბოლოს პასუხი უნდა ვაღირსო, რომ კორლეონეს ვამჩნევ ჩემოდნით ხელში და მხიარულება და ღიმილიც წამში მერეცხება სახიდან - ის, რა მიდის???

გაგრძელება იქნება...



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

დავუცდი მომდევნო მოვლენებს.
ჩიტის ნამოქმედარზე იმდენი ვიცინე, შენ გაიხარე, ამის დაწერისთვის❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
დავუცდი მომდევნო მოვლენებს.
ჩიტის ნამოქმედარზე იმდენი ვიცინე, შენ გაიხარე, ამის დაწერისთვის❤️


რომ ჰკითხო ყველაზე მეტად რისი გეშინიაო ცას ატაკებს თითს ჩიტებისკენ ;დდდდდდდდდდდდდდდ მადლობა შენ საყვარელო ^_^ <3 <3 <3

 


№3  offline წევრი beshqen

ოოო,სად გაწყვიტე,რა დოზანაა,დონის ამბავს ველოდებოდი,მაგრად მაინტერესებს რა მოხდა,ახლა მაგაზე ფიქრი წამიღებს რაა..როდის იქნება გაგრძელება ვარდისფერო ქალბატონო?მოკლედ დაინტრიგებული ვარ..როგორ უმწვიტინებ საწყალ იანს შე კვიმატო შენა,რა გინდა,უნდა გამაიყვანო წყობოლებიდან კაცი? laughing

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

beshqen
ოოო,სად გაწყვიტე,რა დოზანაა,დონის ამბავს ველოდებოდი,მაგრად მაინტერესებს რა მოხდა,ახლა მაგაზე ფიქრი წამიღებს რაა..როდის იქნება გაგრძელება ვარდისფერო ქალბატონო?მოკლედ დაინტრიგებული ვარ..როგორ უმწვიტინებ საწყალ იანს შე კვიმატო შენა,რა გინდა,უნდა გამაიყვანო წყობოლებიდან კაცი? laughing


ჯერ არ ვიცი, ალბათ ხვალ დავდებ ბექუშ ;დდდდ <3 <3 <3 ( თუ ძალიან გვიან არ დავბრუნდი) სხვათაშორის არც თვითონ მაკლებს რა უკაცრავად ;დდდდ <3 <3 ისეთ შუტკებს მიძრობს ხოლმე თვითონ რომ იხრჩობა სიცილით და მე სახეჩამოგრძელებული გვერდიდან ვუყურებ ;დდდდდ დონს რაც შეეხება ოოო... გაგრძელება იქნება შემდეგ თავში smiling_imp ;დდდდ ბოროტი მე და მომთმენი შენ ;დდდდ <3 კოჰამ ჩე (მიყვარხარ) <3333333

 


№5  offline წევრი beshqen

ისე იტალიურად პომერეჯო შუადღეს ნიშნავს
smirk

pomeriggio-ნაშუადღევს stuck_out_tongue

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

beshqen
ისე იტალიურად პომერეჯო შუადღეს ნიშნავს
smirk

pomeriggio-ნაშუადღევს stuck_out_tongue


დობრა, ვშისტკო როზუმიემ ;დდდდდდდდ (გასაგებია-თქო) ;დდდდ <3 <3 ცოდნა გავცვალეთ ახლა და რამე? ;დდდ <3 <3 <3

 


№7  offline წევრი beshqen

belle...
beshqen
ისე იტალიურად პომერეჯო შუადღეს ნიშნავს
smirk

pomeriggio-ნაშუადღევს stuck_out_tongue


დობრა, ვშისტკო როზუმიემ ;დდდდდდდდ (გასაგებია-თქო) ;დდდდ <3 <3 ცოდნა გავცვალეთ ახლა და რამე? ;დდდ <3 <3 <3

მაშ როგორ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო სახალისო იყო ვიმხიარულე მაგრამ მართლა რა დაწერე იმ წიგნში მეც დამაინტრიგე,დონი სდ მიდის რ მოულოდნად გაწყვიტეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო სახალისო იყო ვიმხიარულე მაგრამ მართლა რა დაწერე იმ წიგნში მეც დამაინტრიგე,დონი სდ მიდის რ მოულოდნად გაწყვიტეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????


ყველაფერს მოგიყებით ეტაპობრივად ^_^ <3 <3 <3 <3 <3 მადლობა დიდი ნესტანი ^_^ <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი მანანა

ანაბელ, ამდენი ხნით, რატომ იკარგები ხოლმე

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
ანაბელ, ამდენი ხნით, რატომ იკარგები ხოლმე


ქალბატონო მანანა იმდენი რამ ხდება ერთად რომ ვერ ვასწრებ ხოლმე ლეპტოპთან მოსვლას. როგორც კი მოვახერხებ ახალი და მოზრდილი თავით დავბრუნდები. ბევრი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent