შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 11 თავი


6-11-2020, 11:39
ავტორი lullaby
ნანახია 10 647

14 აგვისტო, 2019 წელი
***
მაიკოს დაბადების დღეა და ჩემი მშობლების სახლში ვარ. მე და გივიმ შევთავაზეთ დედას, რომ რესტორანში აღვუნიშნავდით, მაგრამ უარი თქვა. სამაგიეროდ, ახლა მასთან ერთად ვარ სამზარეულოში და დილის ათ საათზე ბადრიჯნის შეწვისგან ვიწვი. საშინლად ცხელა. მაიკო ფიქრის საშუალებას არ მაძლევს. ათას შეკითხვას მისვამს ქობულეთთან დაკავშირებით და მეც გაუთავებლად ვლაპარაკობ. მაგრამ ეს სახლი იმდენი კარგი მოგონებითაა დატვირთული, რომ მისი ყოველი კუთხიდან სხვადასხვა ხმები ჩამესმის. ნოსტალგია კარგი რამეა, ბედნიერ წარსულზე მეტყველებს, მაგრამ თან გახსენებს, რომ ის ყველაფერი ახლა აღარ გაქვს. საბედნიეროდ, მაიკო თავისი ახალი და სახალისო ამბების წყალობით ხასიათს მინარჩუნებს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმასაც კი ვფიქრობ, რამდენიმე დღე აქ ხომ არ დავრჩე.
- დედა, მოდი ბავშვებსაც დაურეკე და მოვიდნენ საღამოს, რა. - თვალებგაბრწყინებული მიყურებს მაიკო.
- აბა ვის ვუთხრა. - მხრებს ვიჩეჩავ. - ლაშა და ხატია საირმეში არიან, ფეისბუქზე ვნახე. ნანიკო მშობლებს გაჰყვა სოფელში, ზეგამდე არ ჩამოვა. დავითი ბათუმში დარჩა თავის ნათესავთან. სოფი და გიორგი არ ვიცი.
- რა არ იცი?
- აქ არიან, მაგრამ... კარგი ხო დავურეკავ მერე. - ოხ მაიკო. რა არ გასვენებს?!
- რას შვებიან ეგენი დე, რამდენი ხანია, რაც ერთად არიან? - მეკითხება ინტერესით და უკვე ვიცი, საითაც წაიყვანს საუბარს.
- ახლა არ დაიწყო! - ჩანგალს ვწევ კატეგორიულად და წარბებსაც თან ვაყოლებ.
- უიმე, კარგი. - ცბება ქალი. - მაინტერესებდა უბრალოდ.
- ხოდა რო მოვლენ იმათ ჰკითხე, რაც გაინტერესებს.
- რა საზიზღარი ვინმე ხარ. დაგეწვა ბადრიჯანი, მიხედე მაგას. - ცხვირს მიბზუებს წინსაფრიანი იუბილარი და სამზარეულოდან გადის.
მიხარია აქ ყოფნა იმის გამო, რომ ჩემი ფიქრებისა და გრძნობების მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ, ჩემი საყვარელი დედიკო კი გაუცნობიერებლად გეგმებს მიშლის. არც კი ვიცი, როგორ დავიძვრინო თავი იმისგან, რომ ეს საღამო მშობლებთან და მათ სტუმრებთან ერთად მარტომ გავატარო და არა სხვა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად. ღმერთო, მაიკო, რატომ არ შეეშვები ჩემს სამეგობროს და რატომ შენი და შენი ქმრისას არ დასჯერდები?!
- დედა, - უკან ბრუნდება ქალი, გვერდით მიდგება და თვალებს უწვრილებს. - ხო არ იკამათეთ?
- რა? საიდან მოიტანე? - მეცინება.
- რა ვიცი, აბა. მაგათზე რომ გკითხე გაბრაზდი.
- იმიტომ გავბრაზდი, რომ გიორგიზე და სოფიზე ჭორაობას აპირებდი. ჩვენ რაზე უნდა ვიკამათოთ? - ისე ვიცხადებ, თითქოს ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმეც არ მოგვესწროს.
- ძალიან კარგი, დედი. თქვენ რა გაქვთ გასაყოფი.
- ხელფასი მაიკო.
- მაგის გარდა. - კისკისებ ქალი და ლოყაზე მკოცნის.
ლუკაზე იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ ჯერ არაფერი მითქვამს მისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ მაიკოსთან მასზე მინდა ლაპარაკი. ჯერ არაფერში ვარ დარწმუნებული. ქობულეთიდან აკვიატებული ფიქრები, რომ ლუკას ცუდად ვექცევი, ჯერაც არ ამომვარდნია თავიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დედასთან ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვიცი, საკმარისია მასთან ვახსენო, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა, გეგმებს დასახავს, ოცნების კოშკებს ააგებს და წარმოიდგენს, რომ უკვე ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა ჩემთვის. რომ ის ისაა და მე მომავალზე უნდა ვიფიქრო.
თითქოს ჩემი ფიქრები ესმისო, ლუკა მწერს. შუა დღით აუზზე მეპატიჟება. ვუხსნი სიტუაციას და ვეუბნები, რომ მარტო წავიდეს. ისიც არ მაცივდება. არასდროს არაფერზე მაცივდება და ალბათ ეს მისი საუკეთესო თვისებაა. წინა დღეები მასთან ერთად გავატარე. ხელაძის ბოლო რეპეტიციიდან გამოსულს, სტუდიასთან დამხვდა და გარდენიაში წამიყვანა. იქაურმა სიმშვიდემ და ძველი ჰანგებით შექმნილმა ჰარმონიამ საოცრად იმოქმედა ჩემს ხასიათზე. უგემრიელესი ჩაი დავლიეთ და ბევრიც ვისაუბრეთ. ვიცი, რომ ეს გარემო და ასეთი სიმშვიდე ლუკას სტილი არაა და ვაფასებ, რომ ის ცდილობს ჩემი სამყაროს მიღებას. მეც ვცდილობ სამაგიეროს და ამის მერეა, რომ შემდეგ ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
ბადრიჯნის შეწვას ვრჩები, ხელებს ვიბან და მობილურს ვიღებ. თერთმეტი საათია.
„ - გღვიძავს?“ - ვწერ გიორგის.
„ - ხო. რაო?“
- რას შვები დღეს, გცალია? - ვურეკავ. ტუჩს შიგნიდან ვიჭამ და გულში ვლოცულობ, რომ არაო, მითხრას.
- ხო, რა ხდება? - ახლადგაღვძებულის ხმა აქვს. მიყვარს ასე რომ დაუბოხდება ხოლმე.
- უსაქმურო! - ვეძახი გაბრაზებული.
- რას ილანძღები უთენია, ხო არ გაგიჟებულხარ?
- მაიკო გეპატიჟებათ შენ და სოფის. - თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ და უპასუხოდ ვტოვებ. - დანარჩენები არ არიან თბილისში და...
- რაზე?.. უი, მაიკო დეიდას დაბადების დღეა ხო? გილოცავ, გილოცავ.
- მადლობა. - მეცინება.
- მმ, მოიცადე. ხო, მე მოვალ, მაგრამ სოფი არ მგონია. დღეს უნდა ჰქონოდა მგონი კორპორატიული.
- კარგი. გაარკვიე და გელოდება დედა.
- დედა? შენ არა? - ჩაცინების ხმა მესმის.
- არა.
- ქობულეთში ყელში ამოვედი ხო?
- სიტყვებზე ნუ დამდევ. ადექი გამოფხიზლდი. - მეცინება და ვუთიშავ. იდიოტი.


***
ყოველთვის სახალისოა უფროსებთან, თანაც ნასვამ უფროსებთან ერთად დროის გატარება. წარსულიდან მათი სახალისო ამბების მოსმენა, თუნდაც აქამდე უკვე ბევრჯერ ჰქონდეთ მოყოლილი. მათ ისტორიებში ვიკარგები ხოლმე და იმაზე ვფიქრობ, როცა მე და ჩემი სამეგობრო მათი ასაკისები ვიქნებით, რამდენ რამეს გავიხსენებთ და მოვუყვებით ჩვენთან ერთად მაგიდასთან მსხდომ შვილებს.
გიორგიც მალე მოდის. მაიკოს გულში იკრავს და საჩუქარს აძლევს. მამა მისი დანახვით გამოწვეულ სიხარულს, განსხვავებულის დალევით გამოხატავს.
- მგონი დღეს დარჩენა მომიწევს. - მეჩურჩულება ჩემსა და გივის შორის, მაგიდის კუთხეში მჯდომი გიორგი და ხელში მომარჯვებულ ყანწს უყურებს.
- დივანზე მოგიწევს დაძინება. - თვალით ვანიშნებს, მოშორებით მდგარ ავეჯზე.
- მანდ ძირითადად შენ გძინავს ხოლმე, მე შენს საწოლში.
- ცვლილებების დროა.
- მამიდასთან გადავალ. ცვლილებები. - წარბებს სწევს ის. მხრებს ვიჩეჩავ და მეცინება.
არ ვსვამ. საკმარისი იყო ბოლო დროს ჩემი ალკოჰოლთან ურთიერთობა. ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოხდება. მიზეზად ცუდი ნაბახუსევი მომაქვს. გიორგის ეცინება და გვერდში მწარე ჩქმეტასაც იღებს. ქობულეთის ნაბახუსევი რომ მახსენდება, საზიზღარი ჟრუანტელი მივლის. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აქ ისეთი სიტუაციაა, ისეთი ხალხი და საუბრებია, რომ ჯობია ფხიზელმა ვუყურო და დავტკბე, ვიდრე იმას ვაკვირდებოდე, როგორ მოქმედებს ჩემზე ღვინის მაგიური შესაძლებლობები.
ცოტა ხანში კი, ტრადიციული შეკითხვების დროც დგება:
- მარი, შენს ქორწილში როდის უნდა მოვილხინოთ? - მეკითხება მამას ძმაკაცი. გიორგი ხელს თავისი სკამის საზურგეზე დებს და ინტერესით მაკვირდება. მის გაიძვერულ ღიმილსაც არაჩვეულებრივად ვამჩნევ. სანამ შეკითხვის ავტორს პასუხს დავუბრუნებდე, დედას დაქალი ამატებს:
- ხოო, აბა, აბა, გვითხარი. რამდენის ხარ? მალე ხდები ოცდაშვიდის ხო? დროა, მარი დროა.
ვიცინი. სხვა რა გავაკეთო. სიტყვის ჩაგდების საშუალებას არ მაძლევენ.
- შეყვარებული არ გყავს? გეყოლება, შენ ისეთი კარგი ხარ, ჩემო ლამაზო.
ისევ ვიცინი. ღმერთო, ნეტავ ახლა ვინმე დამეხმარებოდეს და თემას შეცვლიდეს. გიორგის ვუყურებ, მაგრამ რად გინდა...
- უპასუხე, უპასუხე, გვაინტერესებს ხალხს. - თვალს ავლებს სტუმრებს.
- ყელს გამოგჭრი. - ვცრი კბილებში და ღიმილსაც ვინარჩუნებ.
- არ მყავს ლალი დეიდა. ჩემს ქორწილში ყველა იქნებით, არ ინერვიულოთ. - ვუცინი ქალებს.
- ნეტა როგორი შეგრძნებაა, როცა ინკოგნიტო ხარ? ლუკას ვკითხავ, მაგას ეცოდინება. - ფხუკუნებს გიორგი და მამაჩემს უბრუნდება. - გივი ძია, რა სადღეგრძელო თქვი ბოლოს? დედისერთა, გათამამებული შვილების? - მამაჩემს ეცინება. - ა, არა, დედისერთა, გათამამებული, გასათხოვარი შვილების. მარიამ, აბა შენ იცი. - სიცილს ძლივს იკავებს გიორგი და ღვინოს სვამს. სანამ უფროსები იცინიან და ისევ ჩემს მომავალს განიხილავენ, გიორგი ყურადღებას ითხოვს და ჩემს ყავის ფინჯანს იღებს.
- ღმერთო, ჩემო. - ვხვდები, რასაც აპირებს და ნერვებმოშლილი სახეზე ვისვამ თითებს. მაგრამ ვცდილობ მაყურებელმა არ შემამჩნიოს, ბიჭს ვუცინი და თან თვალებით ვანიშნებ, რომ სასწრაფოდ გადაიფიქროს, რასაც გეგმავს.
- ამას შეხედეთ, როგორი მეტყველი ჭიქა აქვს მარიამს. მარიამ, შენი ყავა შენზე გულახდილია, სხვათაშორის. - ყურადღებას არ მაქცევს იდიოტი.
- ხოო? შენი სიკვდილის თარიღიც ხომ არ წერია? იმიტომ, რომ მე უკვე ვიცი. - ფეხზე ვურტყამ ხელს. გვერით იწევა. როლშია შესული და მაყურებელიც დიდი ინტერესით აკვირდება.
- ჰმმ... - ჭიქას ჩაჰყურებს ახლად გამომცხვარი ბოშა. - ოქროსთმიან პრინცს ვხედავ. ნიკაპზე მგონი რძე აქვს... აი ეგ არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს. - თავს ვერ ვიკავებ და სიცილი მიტყდება. ეს იდიოტი კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ლუკა ჩემზე ორი წლით პატარაა. - ასო „მ“-ს ვხედავ კიდევ, რომელიც ამ პრინცს ხელში უკავია. გრძელ გზას ადგას. რაღაც შენობამდე მიდის მგონი, მარიამ ნახე? - ჭიქას ჩემკენ ერთი წამით სწევს, მაგრამ ჩახედვას ვერ ვასწრებ. - უი, პრინცს ხელიდან უვარდება ეს „მ“.
- გიორგი, ბრმა ხარ. - მეცინება. ეს სავარაუდოდ ფრენბურთის ღამის ამბავი უნდა იყოს.
- აბა მოდი, იქნებ სახელიც დავინახოთ. - ჭიქას ატრიალებს ის.
- ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს! - იცინის მაიკო თავის დაქალებთან ერთად და გიორგის გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებს. ერთობა.
- ჰმმ... მგონი, დ ასოა. არა, არა, ლ-ა, უეჭველი ეგაა. - თავს აქნევს ის და ფინჯანს მაგიდაზე აბრუნებს.
- ლ? - მაიკო ლოყას ხელისგულზე იდებს. - მარი, ლ?
- დედა, სერიოზულად? - თვალებს ვჭყეტ. - ეს ვერ არის კარგად, რას უსმენ?
გიორგი იცინის და მაიკოს ანიშნებს, დამიჯერეო.
- კიდევ ჩაიხედე აბა, იქნებ ისიც ჩანს, როგორ გაგდებენ დაბადების დღიდან. - თვალებს ვუბრიალებ.
- უი, მაიკო დეიდა. მეორე ასოც დავინახე. უ იყო. - ყურადღებას არ მაქცევს.
- უ-უ? - დედა კიდევ ფიქრობს.
- ალბათ ლუარსაბი. - ეხმარება გიორგი და ჩემს სახეს რომ ხედავს ლოყაზე მჩქმეტს. - რაო დარეჯან, რამ გაგაცოფა? ჩიხირთმა გინდა?
- ეჭვებში ნუ აგდებ ამ ხალხს ტყულად, გიორგი. ნერვებზე მშლი.
- ტყუილად? - იოცებს. - კიდევ კარგი პრინცს არ ესმის. მაიკო დეიდა, მესამე ასო გამოჩნდა!
და სანამ მართლა ყელს გამოვჭრიდე უკუდო ეშმაკს, ჩემი მობილური რეკავს. ნანიკოა. ღმერთო, რა თქმა უნდა. ისევ ის თუ მიშველიდა! სასწრაფოდ ვპასუხობ.
- რა შოუ ჩამიგდო. - დანანებით თავს აქნევს გიორგი.
პირველმა მან მიულოცა დედას დაბადების დღე. ახლა კი სიტუაციაზე გადასახედად რეკავს. არკვევს, არის თუ არა კიდევ ის ნამცხვარი, მას რომ უყვარს. არკვევს უმისოდ ვერთობით თუ არა და ვახსენეთ თუ არა, რომ მისი აქ არ ყოფნა დასანანია. მერე ბოდიშს ვიხდი და ჩემს ოთახში ავივარ, რომ თავისუფლად ველაპარაკო.
- როგორც მივხვდი, სოფი მანდ არ არის. - მეუბნება გოგო.
- არ არის ხო, კორპორატიული ჰქონია.
- მომიყევი ახლა, ქობულეთის მერე როგორ იქცევა?
- ვისზე მეკითხები...
- გიორგიზე. ლუკა, რომ განებივრებს მაგაში ეჭვი არ მეპარება.
- ხო, ლუკასთან ყველაფერი კარგადაა. და მგონი გიორგისთანაც. რაც მოვიდა, მარტო ნერვებს მიშლის. ხან მგონია, რომ ქობულეთის ბოლო დღეები არც ყოფილა.
- ჰმმ... რაღაც საეჭვოდ დამშვიდდა სიტუაცია.
- ნანიკო, მომასვენე კარგი? შენც და ყველამაც.
- ყველაში ვის გულისხმობ? დარწმუნებული ხარ, რომ მაგ „ყველასგან“ მოსვენება გინდა? სხვათა შორის, შენს სახლში ხართ, ხოდა...
- სანამ დაასრულებდე, მანამ გაგითიშავ.
- ხო, კარგი, კარგი. სად მაქვს შენი ნერვები. მითხარი, - ოხრავს გოგო. - სესილის რეპეტიცია დაგეგმეთ? შეიძლება ხვალ ჩამოვიდე.
- აბა რა აზრი აქვს რეპეტიციას. ბევრია გასული თბილისიდან. მაქსიმუმ სამაია და ქართული გავიაროთ. და ხო, ჩამოდი რა. მომწყინდა უშენოდ.
- ვგიჟდები, ასე მკაფიოდ რომ მაგრძნობინებ ხოლმე თავს მნიშვნელოვანად. - კისკისებს ის. - კარგი, წადი, გაერთე მაგ შენს ტურფასთან, სანამ მარტონი ხართ. - ამბობს ის და სანამ ვუსაყვეურებდე, მანამ მითიშავს.
მობილურს ვდებ და ჩემს ოთახს ვავლებ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ჩემს ბინაში წავიღე, ნივთების უმეტესობა აქაა. პოსტერები კედლებზე. იასამნისფერი საათი, ძველი მუსიკალური ცენტრი, წითელი პუფი. სამახსოვრო ნივთის მსგავსია აქაურობა. ასე მგონია, რამე რომ შევცვალო, მოგონებებიც და წარსულიც შეიცვლება. აქ სხვა სუნი და სხვა ფერი აქვს ცხოვრებას. თითქოს ცალკე განზომილება იყოს, შემოსვლისთანავე ტრიალს იწყებენ განვლილი წლები ჩემს გარშემო.
დღევანდელ დღეს რომ ვუკვირდები, ასე მგონია, წარსულიდან ვიპარავ ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს. იმ წარსულიდანს, სანამ სოფი გამოჩნდებოდა და სანამ ძალიან კარგად ვგრძნობი გიორგის მეგობრად თავს. სანამ ძალიან გართულდებოდა ჩემთვის ყველაფერი. დღეს გიორგი ასეთია, ძველებური, მხიარული და უდარდელი. და მეც ასეთს მხდის. თვითონ არ იცის ალბათ, მაგრამ ეს გავლენაა. მისი განწყობა სწრაფად მედება ხოლმე ვირუსივით. ახლა ის კარგად არის. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და მეც კარგად ვარ. ძალიან მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ეჭვები აღარ გაჩნდეს, და უკვე გაჩენილიც მალე დამავიწყდეს.
- აქ ხარ? - ღიად დარჩენლი კარიდან იხედება გიორგი.
- ხო, მოდი.
- არა, უნდა წავიდე. დასამშვიდობებლად ამოვედი. - მაინც შემოდის და ოთახს თვალს ავლებს.
- დივანის ვარიანტი არ მოგეწონა, ხო? - მეცინება.
- დიდი ხანია მამიდას მონახულებას ვპირდები და სანამ აქეთ ვარ, გავუვლი. რამდენი ხანია ამ ოთახში არ ვყოფილვარ. მგონი წელიწადზე მეტია.
- რა გაგახსენდა პირველი.
- მტკივნეული გაკვეთილები. - ეცინება.
- მგონი ფიქრობ, რა ტყუილად დაკარგე დრო, არა?
- არა, არ ვფიქრობ. - ამბობს და მიახლოვდება. - მარიამ, მგონი ჩვენი საუბრების საღამო უნდა დავგეგმოთ.
- ხოო... - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ვგრძნობ, როგორ იწყებს ჩემი გული აჩქარებას. - დავგეგმოთ.
- შენს აივანს ხომ ეცლება.
- დარწმუნებული ვარ სიამოვნებით მიგვიღებს, როცა მოვისურვებთ.
- ძალიან კარგი.
- როდის?
- რამდენიმე დღე არ მეცლება. მაკას უნდა დავეხმარო სახლში რაღაც საქმეები აქვს. - თავის დეიდაზე ამბობს. - გეტყვი, შენ ხომ სულ გცალია?
- ხო. ზედმეტად მოცლილი ვარ მთელი ერთი თვე.
- კარგია. ნორმალურად დაისვენებ და პრინცსაც მიხედავ.
- ვაიმე ძალიან ცუდად იქცეოდი. არ გეგონოს დამავიწყდა. - უცბად მახსენდება მისი ცოტა ხნის წინ დადგმული შოუ და მუშტს ვუღერებ.
- სამაგიეროდ ხალხი გავართე. - მხრებს იჩეჩავს. - გეყოფა ბუზღუნი. ადექი, გამაცილე.
ვდგები. პირველ სართულზე ჩავდივართ, თვალს ვადევნებ, როგორ ემშვიდობება მაგიდასთან მსხდომთ და შემდეგ ჭიშკრამდე მივყვები.
- კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი და მაიკო გაახარე.
- მარტო მაგიტომ ვარ კარგი? - პასუხის მოლოდინით წარბებს ზემოთ სწევს.
- არა, ისედაც კარგი ბიჭი ხარ. - მეცინება. გიორგი ხელებს შლის და გულში მიკრავს.
- ჩვენს შორის კარგი ვინ არის, ეს ყველამ მშვენივრად იცის. - ამბობს ის და თავზე მკოცნის. აფორიაქებულ გულს ვებრძვი, მაგრამ არაფერი გამომდის. - ძილინებისა, მარიამ.
- ძილინებისა. - ლოყაზე ვკოცნი ბიჭს და ვემშვიდობები.
სახლში დაბრუნებული ვაანალიზებ, რომ დღეს სოფი ნანიკოს გარდა არავის უხსენებია და უხერხულობის შეგრძნება დიდხანს მყვება. დაძინებამდე თავიდან არ მშორდება ჩვენი საუბრების საღამოზე ფიქრი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ის ღამე მშვიდად ჩაივლის.
„ - ახლა ჩემზე ფიქრობ თუ დასარეცხ ჭურჭელზე?“ - მესენჯერში ლუკას შეტყობინება მომდის და მეცინება.
„ - სიმართლე თუ გინდა, არც ერთზე.“ - ვპასუხობ.
„ - ასე ჯობია. პასუხის ძაან მეშინოდა ისედაც. როგორ ჩაიარა დღემ?“
„ - მშვენივრად. აუზზე რა ხდებოდა? როგორ გაერთე?“
„ - მგონი აუზი უფრო გაერთო ჩემით. ფეხი ამისხლტა და წავიქეცი.“
„ - სერიოზულად? როგორ ხარ, რამე იტკინე?“
„ - მხოლოდ მგრძნობიარე მიდამოები და ცოტა დაჯდომა მიჭირს. უპირატესობას დგომას და წოლას ვანიჭებ.“
სიცილი მიტყდება და დიდხანს ვერ ვჩერდები. საუბარი გვიგრძელდება და დაძინებაც არ ხდება რთული.


16 აგვისტო, 2019 წელი
***
არ მინდოდა, ჩემ გამო თავისი დაჟეჟილობებით ლუკას გარეთ ევლო, თანაც საშინლად ცხელოდა და გუშინ სახლში დავპატიჟე. წინააღმდეგი არც თვითონ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს პირველად მოდიოდა ჩემთან. მაგრამ არ გაუმართლა. ნანიკო თავისი საყვარელი ნამცხვრის საჭმელად, რომელიც მაიკოსგან წამომაღებინა, სოფლიდან პირდაპირ მესტუმრა. ოდნავადაც არ უგრძვნია თავი ზედმეტად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკამ რამდენჯერმე ყოველგვარი მინიშნებების გარეშე უთხრა. თავისი სიამოვნება მიიღო, დაგვემშვიდობა და წავიდა. ბიჭი გვიანობამდე დარჩა. მაჩვენა თავისი დალურჯებული ზურგი და თუ სხვა ადგილიც გაინტერესებს, არ მოგერიდოს მითხარიო, გამამხნევა. აივანზე გავედით და იქ დავლით ყავა. რამდენჯერმე გამეფანტა გონება, როცა გიორგის სიტყვები გამახსენდა ჩვენი მომავალი საუბრის შესახებ. რადგან თვითონ გაახსენდა, ალბათ მართლაც ჰქონდა სალაპარაკო. ვიცოდი ეს ისედაც, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ მაინც გაექცეოდა ქობულეთში დადებულ პირობას.
- მომეჩვენა, თუ რაღაც ფორმაში ვერაა ჩვენი პატარა სესილი? - მეკითხება ნანიკო. არტ-ჰოლის ეზოში ვართ. სამაიის რეპეტიცია გავიარეთ. სესილიმ ქობულეთის ამბები გამოგვკითხა. საკუთარივით უხარია ჩვენი გრან-პრის ამბავი და პირობას მართმევს, რომ მზადებისას თუ დამჭირდება დახმარება, აუცილებლად შევეხმიანო. გიორგი დეიდასთანაა და ვერ ახერხებს მოსვლას. ვერც აფხაზურის ხალხი მოდის, რადგან უმეტესობა დასასვენებლადაა წასული. მერე ჩათს ვაკეთებ და ვთანხმდებით, რომ თვის ბოლოს ყველა მოვახერხებთ შეკრებას. ახლა სოფის ველოდებით, რომელიც ცოტა ხნით ბებიასთან შეყოვნდა. აქედან ყავის დასალევად უნდა წავიდეთ.
- ნანიკო, გთხოვ, ახლა მასზე ჭორაობა არ დაიწყო. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან? - ვეუბნები კატეგორიულად.
- მე კიდევ ვერ ვიტან მნიშვნელოვან დეტალებს რომ აიგნორებ.
- რა დეტალებს? სოფი მშვენიერ ფორმაშია. თავი დაანებე.
- არ არის ეგრე ჩემო დედა ტერეზა. სპორტულები აცვია, თმა მანქანიდან რომ გადმოვიდა, მაშინ აიკეცა, დავინახე. უძილო თვალები აქვს და სესილიმაც ბევრი შენიშვნა მისცა.
- ყველას გვაქვს ზარმაცი დღეები. ნუ ეძებ ამაში რაღაცას. - თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ და კიდევ კარგი, სოფი გამოდის. მისი მანქანით მივდივართ ჩემს ტერასაზე ცივი ყავის დასალევად. დღევანდელ რეპეტიციაზე ვსაუბრობთ. სესილიზე გვიყვება. არ გვიმალავს, რატომ დაიტოვა სოფი მარტო სალაპარაკოდ.
- სულ თითები მიტრიალა თვალწინ, - იცინის გოგო. - თუ არ გინდა ცეკვა, პირდაპირ მითხარიო.
- მაქსიმალისტია ბებიაშენი, ხომ არ დაგავიწყდა. - წარბებს სწევს ნანიკო.
- ხო, ვიცი. ძალიან უხარია, თქვენი შეკრება რომ მოახერხა, მაგრამ მაინც არავის გვინდობს. მემუქრებოდა, იცოდე არ გაცეკვებ იუბილეზეო.
- ღადაობ? - იცინის ნანიკო.
- მაგით მეც დამემუქრა გახსოვთ? თმა რომ შევიჭერი მაშინ. - მეცინება. მახსენდება ქალის სახე ახალი ვარცხნილობით რომ დამინახა.
- არადა რომ გაიგოს, მართლა ვერ ვიცეკვებ იუბილეზე, ალბათ გააფრენს. - თავს აქნევს სოფი.
- რა? - წარბები შუბლზე ასდის ნანიკოს.
- მოიცა... ხუმრობ? - ვიბნევი.
- არა. მართლა ვერ ვიცეკვებ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვუთხრა. - ოხრავს სოფი და საწრუპ მილს ტუჩებით იჭერს.
მე და ნანიკო ერთმანეთს ვუყურებთ, ის კი ჩვენ გვიყურებს. არა, სოფი ნამდვილად არ ხუმრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები ეს სიმართლე რატომ უნდა იყოს. თავში არაფერი მომდის აზრად, რა შეიძლება იყოს მისი უარის მიზეზი.
- და რა ხდება სოფი, რატომ გადაიფიქრე? - ვეკითხები გაოცებული. სასიამოვნო ნამდვილად არაა იმის მოსმენა, რასაც ამბობს.
- არ გადამიფიქრებია მარ, ასე გამოვიდა უბრალოდ. ჩევნი ორგანიზაცია ლონდონში მაგზავნის მაგისტრატურის კურსებზე.
- სერიოზულად? - მიხარია, მისი ამბავი, მაგრამ ამ სიახლის გვერდით, კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომლებზე პასუხებიც ჩემს გონებაში საშინელ ქაოსს იწვევენ.
- ხო. ერთ წელს მიფინანსებს და თუ იქ საქმე კარგად წავიდა, მეორე წელს კოლეჯი დამიფინანსებს. ასე, რომ... ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებ.
- ორი წელი? ბევრი არაა? - თვალებს ჭყეტს ნანიკო. ვხვდები, რომ რაღაც ისეთს გულისხმობს, რისი განხილვაც მან არ უნდა წამოიწყოს და დაჟინებით ვუყურებ. საბედნიეროდ ხვდება და მშვიდდება.
- გააჩნია რისთვის და ვისთვისაა ბევრი ნანი. - ეღიმება სოფის და მხრებს იჩეჩავს. - სხვათა შორის, კორპორატიულზე გავიგე ეს ამბავი და პირველები ხართ, ვისაც ვეუბნები. არც ქეთისთვის მითქვამს და არც გიორგისთვის.
- ძალიან მაგარი ამბავია სოფი, მართლა... გილოცავ. - ვუღიმი გოგოს. ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარ კარიერას და ვიცი, რომ ეს ფაქტი მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ...
- მადლობა, ძალიან მიხარია. - იცინის ის.
- და, როდის გიწევს წასვლა? მართლა ძალიან კაია, მაგრამ ვერ ვიჯერებ ჯერ. - ნანიკო გაოგნებულია.
- შვიდ სექტემბერს. სამი დღით ადრე იუბილემბდე. ხოდა მინდა, მალე ვუთხრა სესილის, რომ ჩემი შემცვლელი ნახოთ სამაიაში.
- იცი რა, არ მგონია სესილი გაბრაზდეს. შენი მომავლისთვის აკეთებ ამას და დარწმუნებული ვარ, აუხსნელად მიხვდება. - ვეუბნები გოგოს.
- ხო, მართალი ხარ, მაგრამ გული დასწყდება.
- გული ჩვენც გვწყდება და ეგ ნორმალურია.
- მაგრამ ასწორებს პირველები რომ ჩვენ ვიგებთ. - წარბებს ათამაშებს ნანიკო. სამივეს გვეცინება და საუბარს ლონდონზე ვაგრძელებთ.
სოფო გიორგის არ ახსენებს და ეს ძალიან უცნაურია. წესით იმაზეც უნდა ნერვიულობდეს, როგორ უთხრას თავის შეყვარებულს ეს ამბავი, ზუსტად ისე, როგორც სესილიზე ღელავს. მაგრამ არა. არც ჩვენ ვეკითხებით და რადგან ერთად ყოფნის განმავლობაში, არც თვითონ ამბობს არაფერს, ესე იგი რაღაც ხდება. ამიტომ ჩარევა ნამდვილად არ ღირს.
მათგან პირდაპირ ლუკასთან ერთად კინოში მივდივარ, მაგრამ ისე მაქვს გონება გაფანტული, რომ ფილმის ნახევარს ვერ ვიგებ. ბიჭიც ამჩნევს ჩემს არეულობას და მეკითხება, რა მჭირს. რეპეტიციას და დაღლილობას ვიმიზეზებ და სახლში მალე მივდივარ. თავიდან არ ამომდის სოფის პასუხი ნანიკოს შეკითხვაზე - ორი წელი ბევრი არაა? გააჩნია ვისთვის და რისთვის.
ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ლეპტოპთან ვჯდები და ხორუმის მუსიკის აწყობას ვიწყებ, მაგრამ არაფერი გამოდის. მერე თითქმის ერთი კვირის მივიწყებული ჩემი ფურცლები მახსენდება, უჯრიდან ვიღებ, სავარძელში ვჯდები და თვალს ვავლებ.



ფურცლები

***
მარტივი? არა, საერთოდ არ ყოფილა მას შემდეგ ყველაფერი მარტივი. უბრალოდ თავს ვაჩვენებდი, ისე, როგორც ყოველთვის. ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ძველი მარი ვყოფილიყავი. ის, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი მეგობრები და თავისი საქმე. ერთადერთი, რაც გულწრფელად მაღიმებდა იყო ორი რამ: იმაზე ფიქრი, რომ ჩემი პირველი კოცნა მისგან მივიღე, ვისგანაც ვისურვებდი და ცეკვა. სწავლის პროცესში ისე გადავეშვი, დვალიც კი მეუბნებოდა, რომ ზედმეტი მომდიოდა. მილაშენკოს პირველი კურსის ბოლოს ვაოცებდი. ჩემი სამსახიობო ნიჭის მოულოდნელ ზრდას სამწუხაროდ, მაგრამ სტილის შეცვლას მიაწერდა. კონკრეტულად კი თმას. რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ რატომღაც კომპლექსები მოვიშორე და ყველაფერს თვალს ვუსწორებდი. სინანულს, გულში ღრმად გამოკეტილ სურვილებს, გრძნობებს, რომლებიც არასდროს გამოაღწევდნენ გარეთ, ჩემს თვალწინ მოსიყვარულე წყვილსაც და იმ ღიმილსაც, რომელსაც ჯერ ისევ ვიმსახურებდი ოთოსგან.
კი, ის ისევ ჩემს შორიახლოს ტრიალებდა და ვიფიქრე, ის დამეხმარებოდა, ყველაფერი სწრაფად ჩამეყენებინა მწყობრში. მოგვიანებით მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ოთოსთან შეხვედრები ის იყო, რაც მჭირდებოდა. მიზეზი მქონდა, გამეცდინა მეგობრების საღამოები. ეს ფაქტი არ მოსწონდათ, სამაგიეროდ, რაც უფრო ნაკლებად ვხედავდი გიორგის და სოფის ერთად, უფრო ვეჩვეოდი, მათ ურთიერთობას. ოთოსგან წამოსულს, წყვილის დანახვა მიადვილდებოდა. გიორგი მის მიმართ აზრს არ იცვლიდა, მაგრამ არ ვეკამათებოდი. ყველაფერს იუმორის წყალობით ვუმკლავდებოდი და ვაგრძნობინებდი, რომ მხოლოდ ჩემი საქმე იყო, რამდენად სერიოზული გახდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ოთოს არც კი გვქონდა განხილული ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, ჩემს მეოცე დაბადების დღეზე ყველა დარწმუნდა, რომ ბიჭი უნდა მიეღოთ, როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. მომავალში რა იქნებოდა, ამას ყველა ერთად ნახავდა. მათ შორის მეც.
ოთო მესამე კურსზე იყო, ტურიზმს სწავლობდა და საკმაოდ სახალისო იყო მასთან ერთად თბილისში ხეტიალი. ბევრი ისეთი ადგილი მაჩვენა, რის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა. აბიტურიენტობის დროს ვუთხარი კიდეც, როგორი შეცვლილი იყო სკოლის შემდეგ, მაგრამ სტუდენტობას სულმთლად გაექრო ის თავქარიანი ბიჭი. ხანდახან ზედმეტად სერიოზულიც კი მეჩვენებოდა ხოლმე, როცა მე ქუჩაში რამე სიგიჟის ჩადენა მინდოდა და დავცინოდი, როცა მეუბნებოდა, მოცეკვავეს არ შეგეფერებაო. მის მზერაში ზოგჯერ კითხვისნიშნებს ვხედავდი. დარწმუნებული ვიყავი, კარგად ახსოვდა ჩვენი ის დიალოგი, როცა პირველად გამომიტყდა, რომ მოვწონდი. ახსოვდა ის წლები, რომლებიც ისე გადიოდა, რომ ძალიან იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. და მერე მე რაღაც დამემართა. მის ღიმილს ვუპასუხე, მე ვწერდი, მე ვგეგმავდი ჩვენს თავისუფალ საღამოებს და მეგობრების ნაცვლად, მასთან ერთად ყოფნას ვარჩევდი. მაგრამ ეს შეკითხვები არ დასმულა.
- თითქოს იგივე ხარ, რაც იყავი, მაგრამ მაინც არ ხარ. - სექტემბრის ბოლო საღამოს გასეირნების შემდეგ მითხრა მან. - არ ვიცი, ეს რა ცვლილებაა, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს იმიტომ, რომ ასეთი ძალიან მომწონხარ.
მერე მაკოცა. არ შევმცბარვარ, ავყევი კიდეც და ბოლოს ვუპასუხე მეცთქო, მაგრამ დამშვიდობების შემდეგ კიბეზე რომ ავდიოდი, გონებაში ჩემს პირველ კოცნასთან გავავლე პარალელი. გული დამიმძიმა იმ აზრმა, რომ მასთან შედარებით ეს არაფერი იყო, მაგრამ გახდებოდა, აუცილებლად გახდებოდა ის, რაც უნდა ყოფილიყო.
ლექციების შემდეგ ოთო ძალიან იშვიათად მაკითხავდა. არ მინდოდა, ვიღაც ისე ამდევნებოდა და კოლეჯისთვის არასასურველ სიტუაციაში გამოვეჭირე, როგორც ამას ნანიკო აკეთებდა. ჩვენმა ძვირფასმა ნიამ, იმდენჯერ ახსენა საერთო რეპეტიციებზე ლაშას და ხატიას ურთიერთობა და იმდენჯერ ანერვიულა გოგო, რომ ნანიკომ ვეღარ მოითმინა. ისედაც ეჭვი ჰქონდა, რომ ნიას ვიღაც ჰყავდა და კარგად მალავდა. რამდენჯერმე კოლეჯიდან უკან გაჰყვა. ძალიან მეცინებოდა მის საქციელზე. თან ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მისთვის ყურადღბა არ მიექცია, მაგრამ სანამ თვითონ არ მობეზრდა, არ შეეშვა. ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა ამ აკრძალვას. კოლეჯში ისედაც ძალიან ბევრს ჰყავდა მეორე ნახევარი, თანაც ისე, რომ არ მალავდა. თვითონ ნანიკოსაც. ის და ბექა, ისე მალე გახდნენ შეყვარებულები, რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბიჭს შვიდი წელი ვიცნობდით „დაირადან“ და აღმოვაჩინეთ, რომ გოგოს გვერდით საერთოდ სხვანაირი იყო. ნანიკოსნაირი გადარეული და ხანდახან არაადეკვატური. სიგიჟეების ჩადენაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ჩემი მეგობარი ძალიან ბედნიერი იყო, მისი თავგადასავლები კი დაუსრულებელი.


სექტემბერი, 2012 წელი
***
ახალი დაწყებული იყო ფოთოლცვენა, სიღნაღში რომ ჩავედით. თეატრი უკრაინლე ხელოვანებს სტუმრობდა და მათთვის გამართულ ღონისძიებაზე თეა დვალის „ეიფორია“ იყო მიწვეული. თუმცა, ამის გარდა ქალს შეეძლო მისი რამდენიმე სტუდენტიც წაეყვანა, იმ ერთ-ერთი გამორჩეული ცეკვით, რომელსაც ჩვენ ვდგამდით ხოლმე მისთვის ყოველ თვე. ეს ცეკვა კი ნანიკოს პირველი კურსის დამამთავრებელი ქალ-ვაჟური იყო მოხეურ ელემენტებზე, რომელშიც ჩვენი სამეგობრო და კიდევ რამდენიმე ჯგუფელი, მათ შორის გვანცაც ცეკვავდა. დიდად არ გაგვხარებია, თეამ ის რომ ჩასვა იმ გოგოს ნაცვლად, რომელიც კახეთში წამოსვლას ვერ ახერხებდა ჯანმრთელობის გამო, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდით.
ღონისძიება საღამოს ექვს საათზე იწყებოდა და თბილისში დაბრუნებას გვიან ღამით არ ვაპირებდით, ამიტომ თეატრთან ახლოს ოჯახური სასტუმროს რამდენიმე ნომერი დაგვიჯავშნეს. პირველ რიგში იქ მივედით, რომ დავლაგებულიყავით და ფორმები გამოგვეცვალა. თეა კი თეატრში დარჩა. იქმადე არც ისე შორი მანძილი იყო, ამიტომ, როცა გავემზადებოდით, ფეხით გასირნებასაც მოვასწრებდით.
პირველი, რაც მესამე სართულზე ასვლისას შევნიშნე, ჭერზე ამოჭრილი კარი იყო, რომელსაც პატარა კიბით მისწვდებოდი. კარი კი სასტუმროს სახურავზე ადიოდა. დიასახლისმა გვირჩია, თავი შეგვეკავებინა მისი გამოყენებისგან, რადგან საშიში იყო, მაგრამ მე და ნანიკომ მაინც ავიჭყიტეთ. რა თქმა უნდა, დიასახლისი აბუქებდა, რომ ზედმეტი თავის ტკივილი აეცილებინა.
ნომერში რამდენიმე საწოლი იდგა, ამიტომ გოგოებს ერთ ოთახში მოგვიწია გაჩერება, ბიჭებს მეორეში. თეას და ჩვენი კოლეჯის მენეჯერს კი მესამეში.
- მეშინია ამათთან ერთად დაძინების. - თვალებით მანიშნა ნანიკომ გვანცასა და ნიაზე ფორმებს რომ ვიცვლიდით. - ან ისინი მომგუდავენ, ან მე. არ მინდა მაგათ გამო მკვლელი გავხდე.
- კედლის მხარეს დაგაწვენ. არ იღელვო. ორივე ვარიანტში დაცული იქნები. - გამეცინა.
- ვერასდროს ვაპატებ თეას, რომ ჩემს ცეკვაში ჩამიკვეხა ეს რვებზე დახამებული გველი.
- შენც ცეკვავდი მის ცეკვაში.
- ეგ მაგისი არჩევანი იყო, ეს კი ჩემი არაა. - დამიბღვირა გოგომ და ლაინერის წასმა დაიწყო.
მალე მოვწესრიგდით და თეამაც ცოტა ხანში დაგვირეკა, ხუთ საათზე აქ იყავითო. უკვე წასვლას ვაპირებდით, ხელი რომ ცუდად მომიხვდა თვალზე და წამწამი მომძვრა. ცუდი წებო მქონდა და თავიდანვე გამიჭირდა მისი მორგება. ნანიკოს ვუთხარი, რომ წასულიყვნენ და დავეწეოდი, მაგრამ გოგო მაინც დარჩა ჩემთან. დანარჩენებმა კარი გაიხურეს და წავიდნენ. სანამ საქმეს შევუდგებოდი, ოთომ დამირეკა. მკითხა როგორ ვიმგზავრეთ და იქ როგორი სიტუაცია იყო. ცოტა ხნით ველაპარაკე. ნანი მანიშნებდა, დავაგვიანებთო, ამიტომ ბიჭს საღამომდე დავემშვიდობე. მერე წამწამიც დავიმაგრე, მაგრამ კარი ვერ გავაღეთ. ვერაფრით მივხვდით, რა სჭირდა. ვიძახეთ, ხელები ვურტყით, მაგრამ ვერავის გავაგებინეთ, რომ დაგვხმარებოდა.
- ეს რა ჯანდაბაა! - აყვირდა ნანიკო. - გაიჭედა თუ რა უბედურებაა?
- გასაღები ხომ მოგვცეს? ვინ ჩაიბარა?
- არ ვიცი, მაგრამ აქ არავინ დაგიტოვებდა. რომ წავიდოდით, ხომ უნდა ჩაგვეკეტა?
- ანუ გარედანაა დაკეტილი? - შუბლზე ამივიდა წარბები. მობილური ავიღე და გიორგის დავურეკე. - გიო, შორს ხართ?
- სად დაიკარგეთ?
- ოთახში ჩავიკეტეთ. უნდა ამობრუნდე და დიასახლისი ნახო.
- ხო არ ღადაობ? რანაირად ჩაიკეტეთ? გასაღები არ მოგცეს?
- ვიღაცას მისცეს. აბა იკითხე მანდ.
- გოგოების ოთახის გასაღები ვის აქვს? - დაიყვირა ბიჭმა. - არ გვაქვსო. დამელოდეთ, მოვდივარ. - გიორგიმ მობილური გათიშა.
- თავს დავდებ, ეს თუ იმ ბოზ.ების გაკეთებული არ იყოს. - შუბლზე მიიკრო ხელი ნანიკომ. - დიასახლისს გვანცა ელაპარაკებოდა და დავინახე, რაღაც რომ გამოართა.
- კარგი, დამშვიდდი. გიორგი მოვა და გაგვიღებენ. - ნანიკოს გამხნევება ვცადე, მაგრამ მეც ისე ვიყავი გაცხარებული, რომ დავინახავდი, ალბათ ორივეს ტვინს გავასხმევიდნები.
გიორგი მალე მოვიდა. წუწუნით გაგვიღო კარები, რანაირად მოახერხეთ გაჭედვაო. არ გვითქვამს ჩვენი მოსაზრება. სირბილით ჩავუყევით ქვაფენილიან დაღმართს და საბედნიეროთ ისეთ დროს მივედით ადგილამდე, რომ თეა ჯერ კიდევ ვერ მოასწრებდა ჩვენთვის საყვედურის თქმას.
ღონისძიება საკმაოდ პრესტიჟული იყო. ბევრ ცნობილ მუსიკოსს, მოცეკვავეს და ხელოვანს მოეყარა თავი. მათ შორის უნდა გევლო და უბრალოდ დამტკბარიყავი კლასიკური მელოდიის ჰანგებითა და ცოტაოდენი შამპანიურით. ცეკვის შემდეგ დრესკოდისთვის შესაფერისად გამოვეწყვეთ. ნანიკო ისე იჭერდა თავს, თითქოს ელიტის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო. შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ბიჭებიც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. თვალს ვერ ვწყვეტდი გიორგის, რომელიც ჩემთან და ნანიკოსთან ჩამომდგარიყო და ჯერ ისევ ჩაკეტილი კარის თემას განიხილავდა. იმდენი მოახერხა, რომ გოგოს მაინც დააცდენინა ჩვენი მოსაზრება. პირობა ჩამოვართვით, რომ არაფერს იტყოდა, მაგრამ ცოტა ხანში დავინახეთ, როგორ გადიოდა სახეალეწილი და კაბადასველებული ნია დარბაზიდან და როგორ მოაბიჯებდა კმაყოფილი ღიმილით გიორგი ჩვენსკენ.
შამპანური არ მომეწონა. გული ამიჩქარა და მთელი ღამე ვერ მოვისვენე. თავიდან ოთოს ვწერდი. დღევანდელ დღეს ვუყვებოდი. მერე მანაც დაიძინა. დილით ადრე იყო ასადგომი. ცოტა ხანში მეც ჩამეძინა, მაგრამ დიდი ხნით არა, რადგან ხუთი იყო დაწყებული ისევ რომ გამეღვიძა. ცოტა ხნით ნათურის მკრთალ შუქზე ვათვალიერებდი მძინარე ჯგუფელებს. მერე კი უცბად სასტუმროს სახურავი გამახსენდა. ნანიკოს გადავხედე. ვიფიქრე გავაღვიძებდი და მზის ამოსვლას ვნახავდით, მაგრამ ისე ტკბილად ეძინა, შემეცოდა. ფრთხილად ავდექი, ჩავიცვი, პლედი მოვიხვიე და ოთახიდან გავიპარე. ფოიე გავიარე, პატარა კიბეზე შევდექი, სახურავი ავწიე და ავედი. ის იყო კარი ფრთხილად დავხურე, რომ უკნიდან ხმა მომესმა.
- მზემ უშენოდ არ ამოვალო?
შეშინებული მივბრუნდი. შენობის კიდესთან პლედმოხვეული გიორგი იჯდა. გამეცინა. მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი.
- რამ არ დაგაძინა? - ვკითხე. გვერდით ლუდის ბოთლი ედო. ავიღე და შევამოწმე იყო თუ არა კიდევ.
- თავი მტკიოდა და ჰაერზე ამოვედი. შენ?
- შამპანურმა. ვერ მოვისვენე და ვიფიქრე მზის ამოსვლას ვნახავთქო.
- ისე, რომ არავის ეპატიჟებოდი, ხო? - თავი გააქნია.
- ნანიკოს გაღვიძება დავაპირე, მარა მკვდარივით ეძინა. შენზე არ მიფიქრია, ბოდიში. - ენა გამოვუყე თვალებდაწვრილებულს და ჰორიზონტს გავხედე. მუქი ლურჯი ცა ნელ-ნელა ფერებს იცვლიდა და სითეთრე ეპარებოდა. უკვე აისი იყო. მისი ბოთლი ავიღე და ცოტა ლუდი მოვსვი.
- ცოტა გაგეზარდა თმა. - მითხრა გიორგიმ.
- ხო, - გული შემეკუმშა ახლო წარსულის გახსენებაზე. - აბა სად წავიდოდა, მაგრამ არ მგონია, ისევ ის სიგრძე დავიბრუნო.
- რატო? - წარბები შეჭმუხნა.
- იმიტომ, რომ აღარ მინდა. ასე მგონია, ვეღარ შევეგუები.
- ასე მალე შეეჩვიე? - თვალი შემავლო თმაზე.
- ალბათ. ხომ იცი, როგორ სწრაფად შეგვიძლია მივეჩვიოთ ყველაფერს. - გავუღიმე ბიჭს. - აი შენ კი ძალიან გაგეზარდა და შესაჭრელი გაქვს. - პლედიდან ხელი გავყავი და თმა ავუჩეჩე.
- ხო, ვიცი, შენზე გრძელიც კია. შევიჭრი რომ ჩავალთ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ცა უკვე გათენებულიყო და ჰორიზონტს კრიალა ყვითელი ფერი დამჩნეოდა. წყნარი დილა იყო. არც სიო ქროდა და ჯერ არც ადამიანების ხმები აღწევდა ჩვენამდე. უცბად ჩემსკენ ოდნავ ახლოს მოჩოჩდა გიორგი.
- აბა ხელი მაჩვენე. - მითხრა. მივხვდი, რისი ნახვაც უნდოდა. პლედიდან მარჯვენა ხელი გამოვაცურე. გიორგიმ თითებში მოიქცია და ნაიარევს დახედა, რომელიც ჯერ ისევ მეტყობოდა მკრთალ ვარდისფერ ზოლად. - ღრმა კი იყო ჭრილობა, მაგრამ იმდენად, რომ ამ დრომდე გამოგყვა?
- რატომ გიკვირს? - მხრები ავიჩეჩე.
- არ ვიცი. არ მიკვირს, უბრალოდ ძალიან არ მომწონს ისევ აქ რომაა.
- გიორგი... - გამეცინა. - მეც კი ვეღარ ვამჩნევ ხოლმე.
- ხო, მიჩვევაზე ამბობდი წეღან. - ამოიოხრა.
- ზუსტადაც. ეს უკვე აღარაფერია, მარტო მოგონებაა.
- მოგონებებსაც ხომ გააჩნია მერე? - წარბები აზიდა ცოტა გაკვირვებულმა.
- იმ დღეს შენ გაგიცანი იდიოტო. მერე რა თუ ხელი გავიჭერი. ეგ რომ არ მომხდარიყო, წარმოგიდგენია, როგორი ჩვეულებრივი და ბანალური იქნებოდა ჩვენი გაცნობა? მე მარი ვარ, მე გიორგი და ვსო.
- რა სულელი ხარ. - გაეცინა მასაც.
- სამაგიეროდ მართალი.
- მაგრამ მაინც. იმედია გაქრება და არაფერი დარჩება. - ნაიარევზე მაკოცა გიორგიმ და ხელი გამიშვა. სწრაფად შევიწოვე კანზე გაჩენილი სიმხურვალე და პლედის ქვეშ თითები დავმუშტე. ჟრუანტელს უფლებას ვაძლევდი, რომ ჩემთან ერთად დამტკბარიყო ხედით. ეს ადრე უკვე მითხრა და ძალიან მინდოდა მეპასუხა, იმედია დარჩება და არასოდეს გაქრებათქო, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ახლა კი ამის თქმა ნამდვილად არ იქნებოდა ჭკვიანური.
- შეხედე. - ვუთხარი ბიჭს და ჰორიზონტზე ვანიშნე. მზე ამოწვერილიყო და ვანილისფერ ცაზე მოსრიალე ღრუბლებს თავისი ყვითელი სხივებით იჭერდა, თითქოს მათი ერთად შეკრება და ფერის შეცვლა ჰქონდა განზრახული.


***
ნოემბერში კიდევ ერთხელ გამოცხადდა ქასთინგი მირიან ხელაძის ანსამბლში და მე ნანიკოს არც კი გვიფიქრია, ისე წავედით მეორედ ბედის საცდელად, მაგრამ უკან ისევ გაწბილებულები დავბრუნდით. ვერ ვიგებდით, რა კრიტერიუმები იყო საჭირო. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ გოგონებსა და ბიჭებს იღებდნენ. საქმე ალბათ პროფესიონალიზმში იყო, რომელიც სავარაუდოდ გვაკლდა. თუმცა დანებებას მაინც არ ვაპირებდით. თანაც კოლეჯში ძალიან დატვირთულები ვიყავით და მალე უკვე სადიპლომოზეც დავიწყებდით ფიქრს. ამიტომ უარი სასიკეთოდაც კი წაგვადგა. სადიპლომო არ იქნებოდა ისეთი მარტივი ასაწყობი ცეკვა, როგორც ყოველთვიური მონახაზები იყო. და არ შეგვაფასებდნენ მხოლოდ დირექტორი, თეა და მილანშენკო. ამიტომ ისე უნდა გვემუშავა, თითქოს ჩვენი არჩეული მოცეკვავეები ანსამბლის წევრები იყვნენ და ჩვენ - მათი ქორეოგრაფები საკონკურსო ცეკვას ვქმნიდით. სადიპლომოზე ჯერ არც ერთ ლექტორს არ უხსენებია ჩვენთან არაფერი, მაგრამ ხატიასა და სხვა ნაცნობი კურსდამთავრებულებისგან ვიცოდით, რამხელა სირთულეებთან იყო ეს ამბავი დაკავშირებული და რომ უკეთესი იქნებოდა, მანამ დაგვეწყო ამაზე ფიქრი, სანამ დავალებას მოგვცემდნენ.



დეკემბერი, 2012 წელი
***
„ - მარიამ გცალია?“ - წიგნს ვკითხულობდი გიორგისგან მესიჯი რომ მომივიდა.
„ - ხო, რა იყო?“
„ - შენკენ ვიყავი და ამოგივლი. მუსიკა გამაკეთებინე, თუ არ გეზარება.“
გამეღიმა. ჩვენი ყოველთვიური ცეკვებისთვის, რა თქმა უნდა მუსიკაც თავად მიგვქონდა, მაგრამ დიდი ხნის წინ, როცა ჩემი ერთ-ერთი ცეკვისთვის შესავალი სხვა მუსიკიდან მომეწონა, მისი მოჭრა და გადაბმა ვცადე. მოსალოდნელზე კარგად გამომივიდა და მას შემდეგ ყველასგან გამორჩეული ფონოგრამები მქონდა.
„ - არ მეზარება. ამო.“
„ - რა ამოვიყოლო?“ - მკითხა და ლუდის სმაილი მოაყოლა. ალკოჰოლს ნანიკოს დაბადების დღის შემდეგ აღარ გავკარებივარ, მაგრამ უკვე სხვა სიტუაცია იყო. საკმაოდ მონდომებით ვაჯერები თავს, რომ ჩემს შიგნით სიმშვიდეს დაესადგურებინა.
გიორგის ბურგერებიც ეყიდა და სანამ საქმეს შევუდგებოდით, გვიან ვახშამზე უარი არ მითქვამს. მერე დივანზე მოვკალათდით, ლეპტოპი მუხლებში ჩავიდე და მუსიკას დაჭრას შევუდექით. აბრაგულს დგამდა. მისი მონახაზი ვიცოდი და რამდენიმე მოძრაობის ჩასანაცვლებლად ახალ ილეთებს მაჩვენებდა.
- ირმულა დავითს მიეცი. ეგ მაგას მაგრად აკეთებს. - ვურჩიე. საკუთარ ცეკვებში თავად არ შეგვეძლო მონაწილეობის მიღება.
- ხო, მაგას მივცემ და იცი კიდე რა ვიფიქრე? - კეფა მოიქექა და გვერდით ჩამომიჯდა. - გოგოს პარტიაზე რას იტყვი?
- შენ ალბათ ნაციონალური კულტურის წალეკვა გინდა. - გადავიკისკისე. - გიო, რა უნდა გოგოს აბრაგულში?
- გარისკვად არ ღირს? - გაეცინა.
- არ ღირს! - თვალები დავუბრიალე. - თეასთან არც დაგცდეს, თორემ აბრაგულს კი არა დაბადების დღეებზე შალახოს ცეკვასაც კი აგიკრძალავს.
- მეგონა სამყაროს გადატრიალებაში მხარს ამიბამდი. ეგ კი არა, წიხლს ვგრძნობ შენგან უკანალზე.
- ჩემგან არაუშავს. აი, დირექტორამდე თუ მივიდა ეს ამბავი, იმისგან ითვალე წიხლები.
გიორგიმ ამოიოხრა და დივანის საზურგეზე თავი გადააგდო. მივხვდი, რომ რაღაცის შეცვლა უნდოდა.
- თუ მაინცდამაინც გოგოს პარტია გინდა, ფარიკაობა გააკეთე ან მუხამბაზი. მართლა, მუხამბაზი! ხატიას ჯეირანი ნანახი გაქვს? გაგიჟდები, ისე ცეკვავს.
- ჰმმ... - ტუჩებზე მოისვა თითები, მერე ლუდის ქილებს გადასწვდა, გახსნა და ერთი მომაწოდა. - ვიცი, ნანახი მაქვს. და... შენ? შენ არ გიცეკვია არასდროს ხო?
- ჯეირანი? - ჩამეცინა. - ერთი ეგ არის ჩემი ოცნების ცეკვა და მეორე ქართული. შენ ჯერ არ იყავი ჩამოსული, სესილი რომ დგამდა მუხამბაზს და მაშინ რამდენიმე გოგოს გაგვატარა მონახაზი. ულამაზესი ხომაა და ზუსტად მაგდენადვე ურთულესია.
- იცეკვებ? - თვალები დაიწვრილა ბიჭმა.
- ხუმრობ? ერთ კვირაში გინდა, რომ აბრაგულზე აწყობილი ბიჭები მუხამბაზზე გადააკეთო და ერთ კვირაში გინდა, რომ ჯეირანი გავხდე? გაიღვიძე გიორგიი... - შუბლზე მივუკაკუნე.
- ერთი წამი, მოიცადე. - ხელი ჩამომაღებინა. - ახლა არა. ახლა გავიტან აბრაგულს, არაფერს შევცვლი. მუხამბაზს სადიპლომოზე გავაკეთებ. ეგ დრო გეყოფა? იქამდე... - ჩაფიქრდა. - შვიდი თვეა.
- ეს იდეა ახლა გაგიჩნდა ხო? - გამეცინა.
- ხო, ფაქტობრივად შენ მომაწოდე. - თვალი ჩამიკრა. - ხოდა, მოდი ჯეირანიც შენ იყავი.
- რომ იცოდე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. - ბიჭმა მხრები აიჩეჩა. თვითონაც კარგად იცოდა, რას მთავაზობდა. - ვახ, კარგი მაშინ. მაგრამ აქედანვე გეუბნები, თუ მე თვითონ არ ვიქნები კმაყოფილი ჩემი ცეკვით, ხატიას გადავაბარებ.
- შევთანხმდით. - წარბები ასწია კმაყოფილმა გიორგიმ და ლუდის ქილა მომიჭახუნა.
- ახლა მითხარი, სად ჩავსვა ეს დოლები და მოვრჩები.
- გადმოახვიე, სადღაც მეორე წუთთანაა.
მუსიკის გაკეთება დავამთავრე, ფლეშზე ჩავუწერე და მივეცი. არ დამრჩესო, ჩაილაპარაკა გიორგიმ და თავისი ქურთუკის ჩიბეში ჩადო. სანამ ის იქ დაძვრებოდა, უცნაური ჭრაჭუნის ხმა მომესმა. ის იყო გავიფიქრე, რა უდევსთქო, რომ მაშინვე მისი ტკივილგამაყუჩებელი გამახსენდა. ნამდვილად წამლის ფირფიტა იყო. ახლა, დიდი ხნის შერიგებულსა და დამშვიდებულზე, შემეძლო მეკითხა და იმედი მქონდა, რომ ასევე მშვიად და გულწრფელად მიპასუხებდა.
- აბა, - შემობრუნდა ის, ფეხსაცმელი გაიხადა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა. - მომიყევი, რა ხდება ოთარისთან.
- გიორგი, ასე ნუ ეძახი, - მეცინება. - ჩემი დიდი ბაბუა მახსენდება, კბილები რომ არ ჰქონდა და მის ლაპარაკს რომ ვერ ვიგებდი.
- თუ ერთმანეთს შეაბერდებით, მეორე ოთარი ბაბუ გეყოლება. ახლა ვფიქრობდი, ახალ წელს რა ვაჩუქოთქო და პროტეზისთვის ერთ ლამაზ წყლის ჭიქას გიყიდი. - გაეცინა.
- ხო, ასე გააგრძელე და ვნახოთ პირველი ვის დასჭირდება პროტეზისთვის ჭიქა. - მუხლები მოვიკეცე და პლედი დავიფარე.
- კარგი ჰო, სერიოზულად. - ყელი ჩაიწმინდა მან და ლუდი მოსვა.
- ყველაფერი კარგადაა, მშვიდად და საყვარლად. - მხრები ავიჩეჩე.
- საყვარლად. - გაეღიმა. - ასე ნუ მიყურებ, არ დაგცინი. უბრალოდ ცოტა უცნაურია, ოთარისთან რამე საყვარლად იყოს.
- მაბრაზებ.
- ვიცი, ხო. უბრალოდ მიკვირს მასთან რომ ხარ.
- რატო?
- მახსოვს, მითხარი, როგორც ბიჭი არ მომწონსო.
- ეგ წლების უკან იყო. მას მერე მეც შევიცვალე და ისიც... რაღაცები შეიცვალა. შორს არ წასულა. სულ ჩემს ირგვლივ იყო. და ბოლოს უკვე საინტერესოდ მომეჩვენა ეს ამბავი. შანსი მივეცი და გაამართლა.
- ანუ, ახლა მოგწონს.
- ხო, მომწონს. მასთან თავს კარგად ვგრძნობ.
- კარგია. მიხარია ეგ, მაგრამ ხშირად მის გამო ჩვენთან ერთად არ ხარ ხოლმე და ეს ამბავი არ მომწონს.
- არც მე მომწონს, გამაყუჩებლებით რომ დადიხარ და არაფერს მეუბნები.
გიორგი ერთი წამით შეცბა. მერე ალბათ მიხვდა, რომ მაინც მოუწევდა ლაპარაკი და რამდენიმე წამით ჩუმად დაჰყურებდა თავის ლუდის ქილას.
- რა გტკივა გიორგი? გთხოვ, ისევ თავიო არ მითხრა.
- მენისკი მაქვს. - მითხრა და ქვემოდან ამომხედა. თვალები თითქოს ჩაუქრა. წარბები ოდნავ შეარხია. თითქოს ჩემგან თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა. სუნთქვა შემეკვრა. ერთ წამში გავიაზრე ყველაფერი, ერთ წამში მოგროვდა ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლებოდა ამას გამოეწვია და საფეთქლები ამეწვა.
- ღმერთო... - შუბლზე მოვისვი ხელი. - სულ ვგრძნობი ამას... სადღაც სულ ვიცოდი, რომ ასე იყო გიორგი. თუ არ იყო, იქნებოდა, იმიტომ, რომ...
- მარიამ, ვიცი, ახლა რაც უნდა ილაპარაკო და მოდი ეგ გამოტოვე. - დივანს მიეყრდო ის. დარწმუენბული იყო, რომ დავუჯერებდი.
- არა, რომ არ გითხრა, რომ თავიდანვე იდიოტი იყავი, ვერ მოვისვენებ. - სიბრაზისგან მკერდში ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობდი, რომ არ გამელანძღა, ალბათ გავსკდებოდი.
- მოვწევ, კაი? - მკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე ამოიღო ერთი ღერი თავისი სიგარეტის კოლოფიდან და მოუკიდა.
- გაწელვები არ მინდა, გახურება არ მინდა, სამუხლეები არ მჭირდება... მაგარი ბიჭი ვარ, არაფერი მომივა. ეს... ეს რაღაც ერთმა ტრავმამ ხომ არ გამოიწვია? არა ხო? თავს რატო არ უფრთხილდებოდი, გიორგი? აქამდე მოსვლა როგორ მოახერხე? შენი ცხოვრების ნახევარია, ცეკვავ. თავი ასე როგორ უნდა გაიმეტო?
- დამშვიდდი? ამოისუნთქე ახლა. რა იყო და როგორ უნდა ყოფილიყო, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს?
გაცხარებულმა ჯერ ბალიში ჩავარტყი ფეხებში, მერე მისკენ გადავიხარე და თითებიდან სიგარეტი ავაცალე.
- რას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, როგორ მოვიქციე ტუჩებში მისი ღერი და ღრმად მოვქაჩე. ვიგრძენი, როგორ ჩაეშვა ფილტვებში ცხარე კვამლი და ხველა ამიტყდა. თვალები ამიწყლიანდა. მეგონა გავიგუდებოდი. როცა გადაიარა, სიგარეტის ეფექტიც ვიგრძენი. თავბრუ დამეხვა და სხეული რამდენიმე წამით მომიდუნდა. - კარგად ხარ? - მკითხა გიორგიმ. თავი დავუქნიე და რომ მიხვდა, მართლა უკეთ ვიყავი, სიცილი აუტყდა. იმდენი იცინა, ძლივს გავაჩერე.
- რა გაცინებს, უნამუსო, იდიოტო! - ფეხი მივკარი და მოწევა გავაგრძელე. სანამ სიგარეტი ბოლოში არ ჩავიდა, გიორგის არაფერი უთქვამს. იჯდა და მიყურებდა, როგორ ვაგემოვნებდი იმას, რისი სურვილიც იქამდე არასდროს გამჩენოდა.
- მოგეწონა? - მკითხა გაიძვერული ღიმილით, როცა ნარჩენი ლუდის ქილაში ჩავაგდე.
- მაინტერესებდა დამამშვიდებდა თუ არა. ვფიქრობ, ამ მიზეზით ტყუილად ეწევით.
გიორგიმ ისევ აიღო ერთი ღერი და მოუკიდა.
- რევმატიზმი მქონდა ბავშვობიდან, მაგრამ იმდენად იშვიათად მაწუხებდა, რომ არც წამალს ვიყენებდი და არც ტკივილებით ვიყავი შეწუხებული. დედას გამო, რომ წავედი მოსკოვში, მგონი ნოემბერი იყო, ფეხბურთის თამაშისას წავიქეცი. იმ საღამოს მტკიოდა მარტო, დილით გადაყვლეფილი კანისთვისაც აღარ მიმიქცევია ყურადღება და დამავიწყდა კიდეც. რომ დავბრუნდი, მაშინ ვიგრძენი პირველად ტკივილი. რევმატიზმი მეგონა ისევ. ხშირად არ მეორდებოდა ხოლმე, ალბათ ასე სამ თვეში ერთხელ. თავიდან წამალსაც არ ვსვამდი...
- და ამის მიუხედავად, მაინც არ უფრთხილდებოდი თავს. - ვერ მოვისვენე და მაინც გავაწყვეტინე, იმდენად მაბრაზებდა მოსმენილი. ბიჭმა ყურადღება არ მომაქცია.
- შარშან ამ დროს ძალიან ამტკივდა. თან მამიდასთან ვიყავი და მან დაიჟინა, რომ ექიმთან მივსულიყავი. ძალით წამიყვანა.
- მერე?
- მითხრეს, რომ მენისკი იყო. გარკვეული რაოდენობის წყალი მქონდა. მაგას კიდევ იცი, რომ ოპერაციის მეტი არაფერი უშველის.
- და? - ვუყურებდი გაკვირვებული. - ერთი წელი გავიდა მას მერე გიორგი.
- გამუდმებით არ მაწუხებს. თუ ძალიან დავიტვირთე, მარტო მაშინ. ეს წამალიც ყოველი შემთხვევისთვის დამაქვს თან. ვერც ოპერაციას გავიკეთებ ახლა, მარიამ. ორი თვე მაინც სჭირდება რეაბილიტაციას. დიდი დროა.
- და ზაფხულში რომ დაგეგეგმა ოპერაცია, ამაზე არ იფიქრე? სწავლის დაწყებამდე გამოკეთდებოდი.
- აზრი მითხარი. გავა რაღაც დრო და ისევ დაგუბდება. ხომ იცი, რაც არის მენისკი... - ამოიოხრა. - რატომ მეჩხუბები?
- სოფიმ იცის?
- მარტო მამიდამ. და ის ცალკე მაბეზრებს თავს ოპერაციაზე ლაპარაკით.
- და სწორიცაა. გიორგი, ამას თუ არ მიხედავ...
- მივხედავ. სწავლას მოვრჩეთ და გავიკეთებ ოპერაციას.
- გამაყუჩებელი გშველის?
- მშველის, ცოტას.
- ცოტას. - თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ. - და... და ცეკვის დროს? - ძლივს ვკითხე. თავში საშინელი აზრები მიტრიალებდა.
- ხანდახან მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ. უბრალოდ მინდა კოლეჯი მშვიდად დავამთავრო ამაზე ფიქრის გარეშე. ისედაც ვიცი, რომ მომავალში ყველაფერს თავზე ჩამომაქცევს. - გიორგიმ სიგარეტის ნარჩენი ლუდის ქილაში ჩააგდო და შევამჩნიე, როგორ დაეჭიმა სახის ნაკვთები. გული შემეკუმშა. მკერდში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ვიცოდი, რასაც ფიქრობდა და რამდენს ითმენდა. გულით დაგქონდეს რაღაც, რაც აუტანელ ტკივილს იწვევს და არავის უმხელ, ჩემზე უკეთ ვინ იცოდა, რა იყოს ეს.
- მოდი. - ვითხარი მას, წინ გადავიხარე და ბიჭს ხელები მოვხვიე. გიორგიმ გულზე ჩამომადო თავი. - არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.
- არ მგონია. - ჩაიბუტბუტა მან.
- ასე პესიმისტურად განწყობის უფლებას არ მოგცემ. და ნუ გვიმალავ გიორგი ამ ამბავს. მეგობრებს მაინც. სოფის მაინც. ყველაფერს აუარესებს გულზე დახვევა და საფიქრალთან მარტო დარჩენა.
- თუ საჭირო გახდება ვიტყვი. - თქვა, ქვემოთ ჩამოცურდა და თავი კალთაში ჩამიდო. - ჩემი წასვლის დროა. - ქვემოდან ამომხედა ღიმილით.
- იწექი სადაც ხარ. უკვე პირველი ხდება. - მის პრიალა თმაში თითები ჩავმალე.
- ტაქსით გავალ.
- ყავა გინდა? - შევთავაზე.
- ხო.
- მიდი, გააკეთე.
ის ღამე იქცა ჩვენი საუბრების პირველ საღამოდ, რომელსაც ხშირად ვიმეორებდით ხოლმე.



პ.ს. შემდეგი თავი ორშაბათს იქნება ჩემო ვანილებო <333333
და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა "ნაბიჯების" სიყვარულისთვის.



№1 სტუმარი ana

რამდენი თავი დარჩა დასრულებამდე?

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაიმე როგორ გამიხარდა ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი რომ არ გამომეპაროს (როგორ გამახარე დაბადების დღეზე)????????❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ია

თავის დროზე ასე ძალიან ,,ნაკაწრებს" ველოდებოდი ხოლმე...ძალიან კარგია მართლა

 


№4  offline მოდერი აირ ისი

ყოველ თავში ველოდები, რომ რაღაც მეტი მოხდება... იმედია სოფის წასვლა მაინც შეცვლის რამეს, თორემ ძალიან ერთი ხაზით მიდიან უკვე. გამიხარდა ორშაბათს რომ იქნება შემდეგი თავი kissing_heart

 


№5  offline მოდერი Nuki-rocks

ყოველ თავში მაცინებ და გულს მატკიებ. ჰოდა,მეც ყოველ თავს სიამოვნებით ვკითხულობ და ყველა აქ ნატკენიც, კარგად მამახსოვრდება.
რაღაც გული მეუბნება, კარგად უნდა დასრულდეს,მაგრამ პირადად მე,არ მინდა მალე მორჩეს ეს ამბავი. ჰოდა,არც ვფიქრობ მაგაზე...
უი,სოფის წასვლა,ვფიქრობ,დაშორებას მოასწავებს.. გასაკვირი კი ისაა,რომ ამის გაფიქრებისას არც გული დამწყვეტია და არც გამხარებია. მოკლედ, უპრიანი იქნება,თუ მოვლენების განვითარებას დაველოდები...
მადლობა და წარმატებები❤.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ana
რამდენი თავი დარჩა დასრულებამდე?

სამი ))

სტუმარი ხატია
ვაიმე როგორ გამიხარდა ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი რომ არ გამომეპაროს (როგორ გამახარე დაბადების დღეზე)????????❤️❤️❤️

გილოცავ დაბადების დღეს ❤️ პატარა საჩუქარი გამომივიდა ❤️

ია
თავის დროზე ასე ძალიან ,,ნაკაწრებს" ველოდებოდი ხოლმე...ძალიან კარგია მართლა

მიხარია ძალიან, უღრმესი მადლობა ^^

აირ ისი
ყოველ თავში ველოდები, რომ რაღაც მეტი მოხდება... იმედია სოფის წასვლა მაინც შეცვლის რამეს, თორემ ძალიან ერთი ხაზით მიდიან უკვე. გამიხარდა ორშაბათს რომ იქნება შემდეგი თავი kissing_heart

რაღაც მეტი რომ მოხდება, მანდ დამთვრდება კიდეც. იმედია ბოლო სამი თავი იმედებს არ გაგიცრუებს )) დიდი დიდი მადლობა <3

nukito20w
ყოველ თავში მაცინებ და გულს მატკიებ. ჰოდა,მეც ყოველ თავს სიამოვნებით ვკითხულობ და ყველა აქ ნატკენიც, კარგად მამახსოვრდება.
რაღაც გული მეუბნება, კარგად უნდა დასრულდეს,მაგრამ პირადად მე,არ მინდა მალე მორჩეს ეს ამბავი. ჰოდა,არც ვფიქრობ მაგაზე...
უი,სოფის წასვლა,ვფიქრობ,დაშორებას მოასწავებს.. გასაკვირი კი ისაა,რომ ამის გაფიქრებისას არც გული დამწყვეტია და არც გამხარებია. მოკლედ, უპრიანი იქნება,თუ მოვლენების განვითარებას დაველოდები...
მადლობა და წარმატებები❤.

მოვლენების მკვეთრად შეცვლის დრო დაუდგათ... ელოდით ამას მგონი. მახარებს, რომ გინდა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ვერ გამოვა ასე. არ ვმალავდი აქამდეც... ცუდად რა თქმა უნდა არ დასრულდება.
მადლობა შენ მოთმინებისა და მოლოდინისთვის ❤️

 


№7 სტუმარი Life is beautiful

ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.. მომეწონა კიარა შემიყვარდა ეს ისტო... გუ დამწყდა გიორგის ავადმყოფობის გამო..
ველი ორშაბათსსსს მემგონი ამ ისტირიის დადების გამო მიყვარდება დღეები :-)

კააიიი ველი და ვეტრფი შემდეგ თავსს...

 


№8 სტუმარი მე

ისე რაარის არაა, როცა მთელი 8 წელი რომ ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი, და ჰოპ უცებ სამ კვირაში ყველაფერი იცვლება :დდ კარგი თავი იყო, მომეწონა, მაგრამ რავი თოთქოს დანაკლისის შეგრძნება მაქვს ( ანუ შეიძლება ბევრს საერთოდ არაფერი დააკლდა და ყველაფერია ამ თავში, მაგრამ ამ შეგრძნებას არ ვიცი ვერ ვიშორებ რაც ეს თავი წავიკითხე), ყველაზე მეტად ის გამიხარდა გიორგის მარიამთან რომ მოუნდა საუბარი ყველაფერზე, იმედია მალე იქნება :დ შემდეგ თავზე დიდ მოლოდინებს ვამყარებ უფრო ;) სამი თავი... ჰმმ... არ მჯერა რომ მალე დასრულდება, წარმოუდგენლად მომენატრება ყველა <33

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატია

lullaby(იმ კომენტარზე ვერ გიპასუხე) დიდი მადლობა და პატარა კიარა ყველაზე დიდი საჩუქარი ეს იყო მართლა ????????????????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

Life is beautiful
ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.. მომეწონა კიარა შემიყვარდა ეს ისტო... გუ დამწყდა გიორგის ავადმყოფობის გამო..
ველი ორშაბათსსსს მემგონი ამ ისტირიის დადების გამო მიყვარდება დღეები :-)

კააიიი ველი და ვეტრფი შემდეგ თავსს...

რაღაცებზე რომ დამოკიდებულება გეცვლება ჩემ გამო, მიხარია ^^
მენისკი საკმაოდ გავრცელებულია მოცეკვავეებში, საერთოდ სპორტსმენებში და სამწუხაროდ ვერც ის გადაურჩა. მით უნეტეს, რომ თავს საერთოდ არ უფრთხილდებოდა. დაიჩაგრა ჩვენი ბიჭი, მაგრამ რაღაც დოზით უკვე შეგუებულია... თანაც წინ აქვს ყველაფერი ^^

მე
ისე რაარის არაა, როცა მთელი 8 წელი რომ ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი, და ჰოპ უცებ სამ კვირაში ყველაფერი იცვლება :დდ კარგი თავი იყო, მომეწონა, მაგრამ რავი თოთქოს დანაკლისის შეგრძნება მაქვს ( ანუ შეიძლება ბევრს საერთოდ არაფერი დააკლდა და ყველაფერია ამ თავში, მაგრამ ამ შეგრძნებას არ ვიცი ვერ ვიშორებ რაც ეს თავი წავიკითხე), ყველაზე მეტად ის გამიხარდა გიორგის მარიამთან რომ მოუნდა საუბარი ყველაფერზე, იმედია მალე იქნება :დ შემდეგ თავზე დიდ მოლოდინებს ვამყარებ უფრო ;) სამი თავი... ჰმმ... არ მჯერა რომ მალე დასრულდება, წარმოუდგენლად მომენატრება ყველა <33

ხო ლუკა ბიჭმა ქნა ეგ ყველაფერი. :დდდ მოვიდა და მოიტანა ცვლილებები :დდ მესმის რა დანაკლისსაც გრძნობ და მომდევნო სამ თავში იქნება ყველაფერი ;) გიორგის საუბარიდან დაწყებული და ბევრი რამით დამთავრებული ;))) დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️

სტუმარი ხატია
lullaby(იმ კომენტარზე ვერ გიპასუხე) დიდი მადლობა და პატარა კიარა ყველაზე დიდი საჩუქარი ეს იყო მართლა ????????????????????

ძალიან ძალიან მიხარია თუ ასეა ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

მოუთმენლად ველი ამათ ამბავს.და უკვე საუბრის დღეს ვფიქრობ ეს საუბარი შეცვლის ბევრ რამეს.

 


№12 სტუმარი Ana

მინდა ამათი ერთად ყოფნა ვნახო???? ყველაფერი რომ გაირკვევაა ეგრევე არ დაასრულო რაა❤️❤️❤️

საოცრებაა ხარ უბრალოოდ❤️

 


№13  offline წევრი Maia G.

როგორ საყვარლად "ინტრიგანი" გოგო ხარ რაა❤❤❤ცვლილებების დრო მოსულა და გელოდები ორშაბათს❤❤❤

 


№14 სტუმარი purpleorchid

ვაიმე მოვკვდები❤❤❤❤❤ ჩემთვის ყველაზე საყვარელი თავი იყო, კიდეც ვიხალისე, კიდეც დავიძაბე... კიდევ უნდა აღვნიშნო რომ საოცარი წერის სტილი გაქვთ, ისე აღწერთ მარიამის თითოეულ შეგრძნებას,განცდებს, რომ შეუძლებელია მკითხველის გულამდე არ მივიდეს, პირადად მე მგონია მე განვიცდი ამ ყველაფერს:D:D ყოველი ახალი თავი უკანასკნელზე მეტად მიყვარდება, თან უფრო მეტ საკვანძო ადგილებს ვიჭერ და ისე მიხარია ხოლმე:D❤❤ აუ რა საყვერლები არიან, მათი სიყვარული ცოტახნით რომ გადავდო გვერდზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო რა განსაკუთრებული მეგობრობა აქვთ, როგორ უდიდეს პატივს ცემენ ერთმანეთს, განსაკუთრებით მარიამი როცა არასდროს არ ჩარეულა სოფისა და გიორგის ურთიერთობაში ცუდი განრახვით. Აი მე ვფიქრობ,რომ ამათი სიყვარული სწორედ ასე უფრო ძლიერდება, უფრო მეტად უღრმავდებიან იმ ფიქრებს ერთმანეთზე ვიდრე მანამდე, თან როცა ახლა ჩამოყალიბებულებიც არიან და უკეთესად ხვდებიან რა სურთ))) მგონია, რომ ასე უფრო მყარდება მარიამის და გიორგის სიყვარული-იმის შიშით რომ ერთმანეთი არ დაკარგონ(როცა ერთი ფიქრობს,რომ მხოლოდ ცალმხრივად უყვარს მეორე) , იმაზეც თანახმაა ორივე რომ ერთმანეთის მეგობრებად დარჩნენ.))) Ყოველი პერსონაჟი მიყვარს, რადგან ყველას რაღაც დანიშნულება გააჩნია❤❤ "მარიამ,შენი ყავა შენზე გულახდილია,სხვათაშორის"- ოჰ გიორგი:D მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს როდის იქნებიან ჩემი გვრიტები ერთად, არ მინდა რომ მალე დამთავრდეს( ძალიან სასინამოვნო და მშვიდი ისტორიაა, სულ გულს მითბობს და იმის ცოდნა რომ 3 თავი დარჩა გულს მწყვეტს❤❤❤ პარასკევამდე ხომ ველოდი ამდენი დღე, ახლა ორშაბათამდეც რამენაირად გავსტან:D:D:D მოკლედ უმაგრესი გოგო ხართ წერის საოცარი ნიჭით❤❤❤

 


№15 სტუმარი Nino Varduashvili

წაკითხვით დილითვე წავიკითხე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და შემოვრჩი საღამომდე :დდ

ჭია რომ მჭამდა, გამეგო რაში სჭირდებოდა გიორგის წამალი, გავახარე, მაგრამ... ძალიან რთულია, მოცეკვავესთვის ხომ...
ძალიან მაინტერესებდა როგორ დაიწყო საუბრის საღამობი, სიმართლე გითხრა, გიორგის ამ პრობლემას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. ნანიკოს დაბადების დღეზე ისიც ვიფიქრე(სანამ გავიგებდი, რომ გამაყუჩებელი ყოფილა), რომ ნარკოტიკი ან რავიცი, რამე ეგეთი იყო, მაგრამ მხოლოდ წამიერად.

მოუთმენლად ველი მარის და გიორგის საუბრის საღამოს, მაინტერესებს რა აქვს გიორგის სათქმელი, მარი რას გააკეთებს.
-----
პირველივე თავიდან, ბოლოში რომ გავედი, მანდედან მივხვდი, რომ არ "დავკარგავდი დროს" ამ ისტორიაზე. წერის სტილიც კარგი გაქვს და პერსონაჟებიც ძალიან კარგი გყავს <3 მოთმინებას რაც შეეხება, პრობლემა არ მაქვს, დიდ შუალედებს არ აკეთებ და არაფერია <333

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
მოუთმენლად ველი ამათ ამბავს.და უკვე საუბრის დღეს ვფიქრობ ეს საუბარი შეცვლის ბევრ რამეს.

ეგ საუბარი პირველი თამამი ნაბიჯი იქნება. ვისგან და რისკენ, მაგას ვნახავთ ;)) მიხარია შენი მოლოდინი ^^

Ana
მინდა ამათი ერთად ყოფნა ვნახო???? ყველაფერი რომ გაირკვევაა ეგრევე არ დაასრულო რაა❤️❤️❤️

საოცრებაა ხარ უბრალოოდ❤️

არა, გპორდები წაგაკითხებ იმას, რისი წაკითხვაც გინდა ;) ❤️ მადლობააა ^^

Mai dire mai
როგორ საყვარლად "ინტრიგანი" გოგო ხარ რაა❤❤❤ცვლილებების დრო მოსულა და გელოდები ორშაბათს❤❤❤

ცოტა ინტრიგა ყველაფერს უხდება ;) დიდხანს არ გალოდინებ ❤️

purpleorchid
ვაიმე მოვკვდები❤❤❤❤❤ ჩემთვის ყველაზე საყვარელი თავი იყო, კიდეც ვიხალისე, კიდეც დავიძაბე... კიდევ უნდა აღვნიშნო რომ საოცარი წერის სტილი გაქვთ, ისე აღწერთ მარიამის თითოეულ შეგრძნებას,განცდებს, რომ შეუძლებელია მკითხველის გულამდე არ მივიდეს, პირადად მე მგონია მე განვიცდი ამ ყველაფერს:D:D ყოველი ახალი თავი უკანასკნელზე მეტად მიყვარდება, თან უფრო მეტ საკვანძო ადგილებს ვიჭერ და ისე მიხარია ხოლმე:D❤❤ აუ რა საყვერლები არიან, მათი სიყვარული ცოტახნით რომ გადავდო გვერდზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო რა განსაკუთრებული მეგობრობა აქვთ, როგორ უდიდეს პატივს ცემენ ერთმანეთს, განსაკუთრებით მარიამი როცა არასდროს არ ჩარეულა სოფისა და გიორგის ურთიერთობაში ცუდი განრახვით. Აი მე ვფიქრობ,რომ ამათი სიყვარული სწორედ ასე უფრო ძლიერდება, უფრო მეტად უღრმავდებიან იმ ფიქრებს ერთმანეთზე ვიდრე მანამდე, თან როცა ახლა ჩამოყალიბებულებიც არიან და უკეთესად ხვდებიან რა სურთ))) მგონია, რომ ასე უფრო მყარდება მარიამის და გიორგის სიყვარული-იმის შიშით რომ ერთმანეთი არ დაკარგონ(როცა ერთი ფიქრობს,რომ მხოლოდ ცალმხრივად უყვარს მეორე) , იმაზეც თანახმაა ორივე რომ ერთმანეთის მეგობრებად დარჩნენ.))) Ყოველი პერსონაჟი მიყვარს, რადგან ყველას რაღაც დანიშნულება გააჩნია❤❤ "მარიამ,შენი ყავა შენზე გულახდილია,სხვათაშორის"- ოჰ გიორგი:D მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მაქვს როდის იქნებიან ჩემი გვრიტები ერთად, არ მინდა რომ მალე დამთავრდეს( ძალიან სასინამოვნო და მშვიდი ისტორიაა, სულ გულს მითბობს და იმის ცოდნა რომ 3 თავი დარჩა გულს მწყვეტს❤❤❤ პარასკევამდე ხომ ველოდი ამდენი დღე, ახლა ორშაბათამდეც რამენაირად გავსტან:D:D:D მოკლედ უმაგრესი გოგო ხართ წერის საოცარი ნიჭით❤❤❤

აი როგორ მიყვარს განსხვავებულ და ახალ მოსაზრებებს რომ ვკითხულობ... მიხარია გიორგის და მარის მეგობრობა რომ ასე ლამაზად და ზუსტად აღნიშნე. ყველაფერი ზუსტია, რაც თქვი... მეგობრობა მთელი ეს წლები მათთვის იყო სუნთქვის საშუალება, და ეს უნდა გამოჩენილიყო. მიხარია, რომ დაინახე ❤️ გთხოვ, შენობით მომმართე ჩემო კარგო ❤️ მადლობა რომ არასდროს გეზარება აზრის გაზიარება ❤️

Nino Varduashvili
წაკითხვით დილითვე წავიკითხე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და შემოვრჩი საღამომდე :დდ

ჭია რომ მჭამდა, გამეგო რაში სჭირდებოდა გიორგის წამალი, გავახარე, მაგრამ... ძალიან რთულია, მოცეკვავესთვის ხომ...
ძალიან მაინტერესებდა როგორ დაიწყო საუბრის საღამობი, სიმართლე გითხრა, გიორგის ამ პრობლემას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. ნანიკოს დაბადების დღეზე ისიც ვიფიქრე(სანამ გავიგებდი, რომ გამაყუჩებელი ყოფილა), რომ ნარკოტიკი ან რავიცი, რამე ეგეთი იყო, მაგრამ მხოლოდ წამიერად.

მოუთმენლად ველი მარის და გიორგის საუბრის საღამოს, მაინტერესებს რა აქვს გიორგის სათქმელი, მარი რას გააკეთებს.
-----
პირველივე თავიდან, ბოლოში რომ გავედი, მანდედან მივხვდი, რომ არ "დავკარგავდი დროს" ამ ისტორიაზე. წერის სტილიც კარგი გაქვს და პერსონაჟებიც ძალიან კარგი გყავს <3 მოთმინებას რაც შეეხება, პრობლემა არ მაქვს, დიდ შუალედებს არ აკეთებ და არაფერია <333

არააა, ნარკოტიკი ამ ადამიანებთან სულ დააბინძურებდა ყველაფერს. ვიცოდი, რომ ვიღაც მაიმც იფიქრებდა ამას. ისე, იქნებ ეგეც ჯობდა რომ ყოფილიყო არა? წამალს შეეშვებოდა, მენისკი კიდევ თუ გართულდა, აღარ იკურნება... ასე, რომ...
საუბრის საღამოს რაც შეეხება, დამიჯერე, მარი იქ ვერც გააკეთებს და ვერც იტყვის ვერაფერს :დდდ <3

ბოლო ნაწილმა გული ამიფრილააა <3333 უბედნიერესი ვარ შენი სიტყვების გამო და უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან შემეცოდა გიორგი, მენისკის გამო, თუმცა გამიხარდა რომ მამიდის შემდეგ მარიამმა გაიგო ეს ამბავი.

დაბადების დღეზე მკითხაობაზე, იმდენი ვიცინე. რაღაცას თითქოს ველოდი გიორგის იქ მისვლით, მაგრამ ისიც კარგი, რომ დაგეგმეს აივანზე საუბარი ❤️
ლუკა როდის გავა მოედნიდან ერთი სული მაქვს. ვფიქრობ, ეს თავად უნდა გააკეთოს, და ღირსეულად დატოვოს მარი.
სოფის მოულოდნელმა ამბავმა, ცოტა გამაოცა. იქნებ მაგისტრატურის ვითომ დაფინანსება ფანდია და უბრალოდ გიორგისგან შორს უნდა ცხოვრება. იქნებ, იხრჩობა ქალაქში, სადაც უამრავი მოგონება აქვს მის გვერდით.

ნანიკო ყველგან ფორმაშია ❤️

 


№18 სტუმარი wero

ჩემთვის ერთ-ერთი თუ არა საუკეთესო მწერალი ხარ. მაოცებ და მაგიჟებ ადამიანო. ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები შემდგეს,მოუთმენლად. წარმატებები.

 


№19  offline წევრი ანა გუგე

მომწონს რო ამბობ როცა დადებ აღარ მიწევს ყოველ დღე შემოწმება და როდამთავრდება რამეშველება არვიცი

რავთქვა მწყინს რო არ დააყენებ მარის სიყვარულს საშველს ან იქნებ ბოლო თავებში??

 


№20 წევრი ნანა73

დიდ ხანს ვფიქრობდი რა დამეწერა. ან იქნებ არც დამეწერა არაფერი, მაგრამ ვერ მოვითმინე.
ძალიან მიყვარხარ იმისთვის რომ გამეტარებინა ეს თავი...
უბრალოდ არ შემიძლია ზუსტად ის არ ვთქვა რასაც ვფიქრობ.
მომწონს და შენც იცი როგორ მომწონს შენი ისტორიები.
არც ეს არის გამონაკლისი და იცი რას ვფიქრობ? ალბათ სრულად დადებული რომ წამეკითხა ბევრად აჯობებდა.
ბოლო თავებში მოთმინებით ველოდი რაღაცას...
ცოტა მეტს...
შენ მითხარი, ცხოვრება ისედაც მდორედ მიდისო, ჰოო, ცხოვრება ბევრად მდორედ მიედინება. ყოველდღიურობა, ერთფეროვნება, ცვლილებების გარეშე, თითქმის ნაცრისფრად, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა არა ყველასთვის.
აქ კი, ცოტა მეტი მოქმედება მინდოდა,უფრო სწრაფი ან ცვალებადი ემოციები...
ვიცი რომ კარგად იქნება ყველაფერი და ისე, მეც რომ გამახარებს და ისევ ვფიქრობ, ვერ მოვასწრებ სიამოვნების მიღებას ისე დამთავრდება...
მარ, საყვარელო არ იფიქრო გაკრიტიკებ ან რამეს გიწუნებ. მხოლოდ იმას ვამბობ მე რა მინდოდა.
ავტორი შენ ხარ და ისეა ყველაფერი როგორც გინდა.
არ გეწყინოს გთხოვ, ვფიქრობ მიხვდები ჩემს ფიქრებს...

❤️❤️❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი lullaby

მე♥უცნაურე
ძალიან შემეცოდა გიორგი, მენისკის გამო, თუმცა გამიხარდა რომ მამიდის შემდეგ მარიამმა გაიგო ეს ამბავი.

დაბადების დღეზე მკითხაობაზე, იმდენი ვიცინე. რაღაცას თითქოს ველოდი გიორგის იქ მისვლით, მაგრამ ისიც კარგი, რომ დაგეგმეს აივანზე საუბარი ❤️
ლუკა როდის გავა მოედნიდან ერთი სული მაქვს. ვფიქრობ, ეს თავად უნდა გააკეთოს, და ღირსეულად დატოვოს მარი.
სოფის მოულოდნელმა ამბავმა, ცოტა გამაოცა. იქნებ მაგისტრატურის ვითომ დაფინანსება ფანდია და უბრალოდ გიორგისგან შორს უნდა ცხოვრება. იქნებ, იხრჩობა ქალაქში, სადაც უამრავი მოგონება აქვს მის გვერდით.

ნანიკო ყველგან ფორმაშია ❤️

მიხარია თუ იხალისე... აქ ისედაც ბევრ სენტიმენტებს აწყდებით ^^
ლუკას თავისი დრო აქვს და გპირდები, არ გადააჭარბებს. ^^
სოფის რაც შეეხება, ეგ ფანდი არაა თუმცა შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიღებაში იმანაც იქონია გავლენა, რაც შენ თქვი...
მადლობა შეფასებისთვის ჩემო კარგო ❤️

wero
ჩემთვის ერთ-ერთი თუ არა საუკეთესო მწერალი ხარ. მაოცებ და მაგიჟებ ადამიანო. ძალიან კარგი თავი იყო. ველოდები შემდგეს,მოუთმენლად. წარმატებები.

უუუუიიდიდესი მადლობა შენ, სულ ასე ბედნიერებისგან რომ მიჩქარებ გულს ❤️

ანა გუგე
მომწონს რო ამბობ როცა დადებ აღარ მიწევს ყოველ დღე შემოწმება და როდამთავრდება რამეშველება არვიცი

რავთქვა მწყინს რო არ დააყენებ მარის სიყვარულს საშველს ან იქნებ ბოლო თავებში??

მარის საშველი ვერ დაგიყენეთ მოკლედ :დდდდ არ დაგტოვებ უკმაყოფილოს გპირდები :დდ ❤️

ნანა73
დიდ ხანს ვფიქრობდი რა დამეწერა. ან იქნებ არც დამეწერა არაფერი, მაგრამ ვერ მოვითმინე.
ძალიან მიყვარხარ იმისთვის რომ გამეტარებინა ეს თავი...
უბრალოდ არ შემიძლია ზუსტად ის არ ვთქვა რასაც ვფიქრობ.
მომწონს და შენც იცი როგორ მომწონს შენი ისტორიები.
არც ეს არის გამონაკლისი და იცი რას ვფიქრობ? ალბათ სრულად დადებული რომ წამეკითხა ბევრად აჯობებდა.
ბოლო თავებში მოთმინებით ველოდი რაღაცას...
ცოტა მეტს...
შენ მითხარი, ცხოვრება ისედაც მდორედ მიდისო, ჰოო, ცხოვრება ბევრად მდორედ მიედინება. ყოველდღიურობა, ერთფეროვნება, ცვლილებების გარეშე, თითქმის ნაცრისფრად, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა არა ყველასთვის.
აქ კი, ცოტა მეტი მოქმედება მინდოდა,უფრო სწრაფი ან ცვალებადი ემოციები...
ვიცი რომ კარგად იქნება ყველაფერი და ისე, მეც რომ გამახარებს და ისევ ვფიქრობ, ვერ მოვასწრებ სიამოვნების მიღებას ისე დამთავრდება...
მარ, საყვარელო არ იფიქრო გაკრიტიკებ ან რამეს გიწუნებ. მხოლოდ იმას ვამბობ მე რა მინდოდა.
ავტორი შენ ხარ და ისეა ყველაფერი როგორც გინდა.
არ გეწყინოს გთხოვ, ვფიქრობ მიხვდები ჩემს ფიქრებს...

❤️❤️❤️

მესმის და არ მწყინს, არ იღელვო... ვიცი შენი სულსწრაფობის ამბავი. უბრალოდ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა ჩემთვის და ვერაფრით ავაჩქარებ მოქმედებას. ცვალებად ემოციებს რაც შეეხება, რა ვიცი... ვცდილობდი რაღაც დოზით ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს დიდად არ გამოვიდა. ან უბრალოდ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ მოვლენებს. )) ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ქეთი

მიყვარს ის გარემო სადაც სიუჟეტი ვითარდება. ყველა მონაკვეთი და ყველა სიტყვა ისეთი სევდიანია, რომ მინდა არ მინდა გულს მიჩქარებს. ვიცი მომდევნო სამი თავი ემოციების პიკი იქნება და ერთი სულით ველოდები ❤️

 


№23  offline წევრი თ. ა.

საინტერესოა გიორგი რა თემას განიხილავს ამჯერად მარისთან ერთად. მგონია რატომღაც, რომ მარის ქაღალდზე განდობილი საიდუმლო იცის. რატომღაც ასე მეფიქრება მაგრამ ისიც არ იქნება ტყუილი თუკი ერთ დღეს თავი გამოიჭირა მარიზე ფიქრში და სოფისთან ურთიერთობა დაასრულა. რაც მაეიმ და ნანიკომ არ იციან. ყოველ შემთხვევაში წინ საინტერესო თავები გველის.
წარმატებები მარიამ!

 


№24  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ ხომ ეს უსაზღვრებო ბიჭის და გოგოს მეგობრობის ისედაც არ მჯეროდა და მჯერა(მხოლოდ საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე არა, ქიმიურ პროცესებს ვგულისხმობ რაც ქალის და კაცის ახლოს ყოფნის დროს წარმოიქმნება და ამ პროცესების დაიგნორებას სადამდე მიყავს ორივე ფიზიკურად), მაგრამ ამ ორმა აი მართლა შემაძულა.

 


№25  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ქეთი
მიყვარს ის გარემო სადაც სიუჟეტი ვითარდება. ყველა მონაკვეთი და ყველა სიტყვა ისეთი სევდიანია, რომ მინდა არ მინდა გულს მიჩქარებს. ვიცი მომდევნო სამი თავი ემოციების პიკი იქნება და ერთი სულით ველოდები ❤️

დიდი დიდი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის ❤️

თ. ა.
საინტერესოა გიორგი რა თემას განიხილავს ამჯერად მარისთან ერთად. მგონია რატომღაც, რომ მარის ქაღალდზე განდობილი საიდუმლო იცის. რატომღაც ასე მეფიქრება მაგრამ ისიც არ იქნება ტყუილი თუკი ერთ დღეს თავი გამოიჭირა მარიზე ფიქრში და სოფისთან ურთიერთობა დაასრულა. რაც მაეიმ და ნანიკომ არ იციან. ყოველ შემთხვევაში წინ საინტერესო თავები გველის.
წარმატებები მარიამ!

მადლობა ჩემო კარგო ❤️ შემდეგ თავში წაიკიYხავ, რაზე დაელაპარაკება მარის. სიმართლის მარცვალი იყო შენს ვარაუდებში ;)

grafo
ჯერ ხომ ეს უსაზღვრებო ბიჭის და გოგოს მეგობრობის ისედაც არ მჯეროდა და მჯერა(მხოლოდ საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე არა, ქიმიურ პროცესებს ვგულისხმობ რაც ქალის და კაცის ახლოს ყოფნის დროს წარმოიქმნება და ამ პროცესების დაიგნორებას სადამდე მიყავს ორივე ფიზიკურად), მაგრამ ამ ორმა აი მართლა შემაძულა.

ხო, სადღაც მაქვს წაკითხული შენი ეს აზრი. მგონი ჩემი ნაკაწრების კომენტარებში? არ მახსოვს, მაგრამ ნუ რა აზრი აქვს. აქ რა გიპასუხო მართლა არ ვიცი :დ და თუ გინდა გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობის არსებობა არარსებობაზე ვიდაოთ :დდ

 


№26  offline წევრი შამხათი

აუ, მარიამ, რამდენ ხანს ვიკავე თავი, რომ არ წამეკითხა დასრულებამდე. ვეღარ მოვითმინე და დავიწყე მაინც. ხოდა ახლა მოუთმენლობის ჭია მჭამს, როდის დადებ ახალს???? შენს სახელს როცა ვხედავ, ეს ის შემთხვევაა, როცა წაუკითხავადაც ვიცი, რომ იმედებს გაამართლებს. არ დავიღლები შენი ქებით არასდროს, ყველა შენი ისტორია გამორჩეული, განსხვავებული და უზომოდ საყვარელია ჩემთვის.

 


№27 სტუმარი სტუმარი კლავდია

სასიამოვნოა ასეთი ისტორიის წაკითხვა, სადაც ავტორს უკვე აქვს წარმოდგენილი რასაც წერს, წინა თავებში ბევრი მინიშნებები იყო და ეს მთლიანობა, როცა რაღაცები გაუაზრებლად და ‘ჩემი ისტორიაა და რასაც მინდა დავწერ’ არ ხდება დიდი იშვიათობაა. ველი შემდეგ თავს, ბევრი რამე უკვე ჩანს რომ გარკვეულია მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამათი დიალოგი და აღიარება როგორი იქნება :დ

 


№28  offline ახალბედა მწერალი lullaby

შამხათი
აუ, მარიამ, რამდენ ხანს ვიკავე თავი, რომ არ წამეკითხა დასრულებამდე. ვეღარ მოვითმინე და დავიწყე მაინც. ხოდა ახლა მოუთმენლობის ჭია მჭამს, როდის დადებ ახალს???? შენს სახელს როცა ვხედავ, ეს ის შემთხვევაა, როცა წაუკითხავადაც ვიცი, რომ იმედებს გაამართლებს. არ დავიღლები შენი ქებით არასდროს, ყველა შენი ისტორია გამორჩეული, განსხვავებული და უზომოდ საყვარელია ჩემთვის.

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა დრო გადის და ყველა ისტორიაზე ხედავ შენს ძველ მკითხველს. მართლა, უზომოდ მახარებს ასეთი ერთგულება და შენი ეს სიტყვები. მიხარია, რომ მოგეწონა ნაბიჯები. ^^ ხვალ დავდებ შუადღით ❤️

სტუმარი კლავდია
სასიამოვნოა ასეთი ისტორიის წაკითხვა, სადაც ავტორს უკვე აქვს წარმოდგენილი რასაც წერს, წინა თავებში ბევრი მინიშნებები იყო და ეს მთლიანობა, როცა რაღაცები გაუაზრებლად და ‘ჩემი ისტორიაა და რასაც მინდა დავწერ’ არ ხდება დიდი იშვიათობაა. ველი შემდეგ თავს, ბევრი რამე უკვე ჩანს რომ გარკვეულია მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამათი დიალოგი და აღიარება როგორი იქნება :დ

უღრმესი მადლობა... ძალიან მახარებს ეს სიტყვები ^^ დიალოგი ხვალ იქნება, თუმცა რა მოხდება და რაზე ისაუბრებენ, მაგას ნახავთ ;)

 


№29  offline წევრი მე♥უცნაურე

ერთი სული მაქვს, როდის გათენდება! დღეს 11-ჯერ შევამოწმე, ორშაბათი ხომ არაა-თქო ❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი მარიამო

აუ ისე მომწონს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent