შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(10)


6-11-2020, 14:17
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 1 611

ზურასთან ერთად იჯდა მშვიდად და ყავას მიირთმევდა კაფეში. მამაკაცი მთელი გულით ცდილობდა დიალოგის წამოწყებას, მაგრამ ნიკეა ხელს არ უწყობდა და იმდენად დიდი უხერხულობა ჩამოწვა,კაცი დაპატარავდა.
-მოგწონს ახალი სამსახური?-გაიბრძოლა კვლავ დიალოგის წამოსაწყებად.
-კი,კარგია.თანამშრომლები კარგად მექცევიან,მეგობრულები არიან და მხიარულები.-დათმობაზე წავიდა.
-კარგია.შენ ხელი არ გეშლება?რთული წელი გაქვს და..-დაბნეულმა გააცეცა თვალები გვერდით.
-არ იდარდო.ვასწრებ ყველაფერს და ხელშეწყობა მაქვს.-გაუღიმა ნაძალადევად.
-მშვენიერია.სამსახური თუ გინდოდა, ჩვენთვის გეთქვა.-ენას კბილი დააჭირა ნიკეამ,რამე მწარედ რომ არ ეთქვა.

-არ ვაპირებდი.მოულოდნელად გამოჩნდა ვაკანსია და უბრალოდ სივი გავგზავნე.- მხრები აიჩეჩა.

-ბიძაშინი რომ გაიგებს,გადაირევა.- თავი გააქნია.
ეს ბიძამისი სულ თითზე ჩამოსათვლელად ჰყავს ნანახი.თავისი ბიზნესი აქვს და იმის იქით არ დაინტერესებულა საკუთარი ძმისშვილით.
-შეიძლება ვერც მიცნოს.-ჩაეცინა უდარდელად.
-ის ჩემზე ყეყეჩია,აპატიე.-ხელი გააცურა და შვილის მტევანს დაადო ფრთხილად. შეეშინდა უარყოფის.თვალებში იმხელა გაუბედაობა ედგა სინანულში ნაზავი, ნიკეამ ვერ გაუძლო და მზერა აარიდა.-შეიძლება სხვა დროსაც შევხვდეთ?!
ცრემლებით აევსო თვალები უმცროს ჩხეიძეს.

-კი,მამა.-თავად დაადო მეორე ხელი ხელზე.-მაინც მიყვარხარ, რომ მიყვარხარ, იმიტომ ვერ ვინელებ ბევრ რამეს.-აუცახცახდა გათოშილი მტევნები.

-შენზე მეტად ვერავინ მეყვარება.ვერავინ გადაგფარავს ვერასდროს. იცოდე ვნანობ ყველა უშენობას და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამაზე დარდი გამაწამებს.-მუჭში მოქცეული შვილის მტევნები ტუჩებთან მიიტანა და ხანგრძლივად აკოცა.-გცივა?
-არა,ვღელავ.-გულწრფელად უპასუხა.
-შენი ჩურჩუტი ძმა სად დაბოდიალობს, ნეტავ?!-საუბრის თემა შეცვალა.
-დილით მომწერა სკოლას ვაცდენ და არ ინერვიულოო.-ნიკეას გაეცინა.- დამრიგებელმა არ დაგირეკათ?
-არა.-თავი გააქნია ზურამ სიცილით.-ეგ ჩოჩორი!
-მე-12-ში მეც კი ვაცდენდი,დიდი ამბავი.
-მანდაც რომ არ გაგეცდინა, თავს დავიხრჩობდი.-ზურამ ტელეფონი ამოიცურა ჯიბიდან და სულ მთლად პატარა ჩხეიძესთან გადარეკა.-ამას ტელეფონი ტყუილად აქვს.ფუნქციებში მე უფრო ვერკვევი,ვიდრე შენი სულელი ძმა.- ზარი გადიოდა.-ნახე,პასუხის გაცემაც არ იცის.
-მოხვდება მაგას.
-კი,მაია რა დღეში აგდებს უნდა ნახო.-მაია არ უყვარს ნიკეას.მის ხსენებაზე სახე მოექუფრა.
-არ გაუჭირდება.-თვალები დახარა და საკუთარ თითებს დააკვირდა.
ის იყო ზურამ ტელეფონი დადო მაგიდაზე,რომ ისევ ამღერდა.უკვე მაია რეკავდა.ზურამ მობეზრებით უპასუხა თავის მეორე ცოლს.იქიდან კიოდა,ჯერაც არ მოსულა სახლში ბავშვიო.
-მე დავურეკავ,მამა.-ნიკეამ გადაურეკა რამდენჯერმე, მაგრამ არ პასუხობდა. გულში ცუდად ენიშნა,მის ზარს სულ პასუხობდა ხოლმე.-მომწერს,ალბათ.არ ინერვიულოთ.
-უპასუხისმგებლოა,უკონტროლო, უხეში და სწავლაც არ აინტერესებს. გეფიცები, დამღალა.- ზურამ თავი ჩარგო ხელებში.-რა ვუყო?!
-ყურადღება მიაქციე და ესაუბრე.- წინ წამოწია სახე ნიკეამ.- მე ახლა მის მეგობრებს დავურეკავ, იქნებ რომელიმესთან არის...-ტელეფონში ბიჭების ნომრები დაძებნა. პირველმა ორმა არ უპასუხა და მართლა მკერდში იგრძნო ტკივილი. სუნთქვა შეეკვრა და კიდევ სცადა ბედი.
-მეც გადავრეკავ..-ზურა ნერვიულობისგან გაფითრდა.-ფეხზე წამომდგარი აივანზე გავიდა მოსაწევად.
ნერვიულობისგან ცახცახი დაეწყო. არც კი იცოდა რა ექნა და დაბნეულობისგან გული ცალკე უსკდებოდა.
ამოწურა ლეოს მეგობრებთან რეკვის მთელი რიგი მცდელობები.
ეკრანს დააჩერდა ამღვრეული თვალებით.
ეკრანი ჩაქრა. ჩაქრა სულ 1 წუთით და ციმციმა თვალებიც მას გაჰყვა.
ყველაზე ცუდიც კი გაიფიქრა  და თავი საზიზღრად იგრძნო.
ახლა,ახლა კვლავ განათდა და ჩერქეზიშვილის ნომერი აციმციმდა.
-გისმენ,დემიენ.-ხმა ძლივს დაიმორჩილა.
-რა გჭირს?!
-არაფერი,თუ საჩქარო არაა,მერე ვისაუბროთ.-აკანკალებულმა დაუბრუნა პასუხი.
-რას ქვია,არ არის. აბა რატომ შეგაწუხებდი საღამოს 10 საათზე?!
-დემიენ,გთხოვ.. მერე დაგირეკავ..
-რა ხდება,ნიკე?-დაიძაბა იქიდან ჩერქეზიშვილი.
-ჩემი ძმა,ჩემი ძმა...- ამოიჩურჩულა..- ვერ ვპოულობთ. ვრეკავთ,არ გვპასუხობს.მის მეგობრებს ვურეკავდი,ისინიც არ მპასუხობენ...-სასოწარკვეთილი აჰყვა ემოციებს.-თუ რამე უჭირს და ჩვენ ვერ ვშველით?!

-დაიცა,დაიცა, რას ნიშნავს ვერ პოულობთ?!როდის წავიდა და სად წავიდა?!-უკვე ტანზე იცმევდა ჩერქეზიშვილი და მანქანის გასაღებს ეძებდა.
-დილით მომწერა,არ ინერვიულო, სკოლას ვაცდენო.-ტუჩები გაუბუჟდა.-მეგონა.. ვიფიქრე,გოგო უნდა ენახა.-ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი.
-ახლა სად ხარ?!
-კაფეში, მამასთან ერთად.-თავი ჩაქინდრა.- მერე დაგირეკავ რა, ახლა უნდა მოვძებნო.- ფეხზე წამოდგა ჩხეიძე.
-დარჩი ადგილზე,მე მოვდივარ უკვე.
-საჭირო არ არის..
-ნიკე,მისამართი მომწერე კარგი?!- ჩამწყდარი ხმით დაეთანხმა და აკრიფა ტექსტი.
-გეფიცები,გავლახავ,ერთი მოვიდეს.- ზურა დაბრუნდა უკან.- წამოდი,სახლში გაგიყვან და მერე წავალ,რომ ის ლაწირაკი ვიპოვო.
-მე დავრჩები,შენ წადი.
-არა,ღამით ასე ვერ დაგტოვებ.უცებ მოდი..
-მე კი სახლში ვერ წავალ,როცა არ ვიცი როგორ არის.
-აქ ჯდომით უშველი?
-არა,ერთი ნაცნობი მოვა ახლა.
-ნიკე,ნერვებს ძლივს ვიმორჩილებ ახლა.
-მამა,წადი და მივხედავ ჩემს თავს.- წამოიყვირა და ხალხის მზერაც დაიმსახურა.
-ვინ ნაცნობია?
-არ იცნობ.
-ბიჭია?
-კი,მამა.
-სახელი?
-რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენი შვილი დაკარგულია.-ხელები გაშალა. თავის ნივთებს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ნიკე,სად მიდიხარ?
-ლეოს საპოვნელად!- აღაც ჩერქეზიშვილი აღელვებდა და აღარც მამამისი.
-ფეხით?-კარში გავიდნენ.ქუჩაში ყინავდა.
-ჯერ კი,მერე ვნახოთ.-კიბეებზე ჩაირბინა და უკან ადევნებულ მამის ძახილს ყურადღება არ მიაქცია.

-ნიკე!შენი ისტერიკების დრო არ არის!- ნიკე ერთი მოტრიალდა და დემიენის მკერდს ზურგით მიასკდა შემთხვევით.-ვაიმე, ბოდიში.- წინ მიბრუნდა აწითლებული და ჩერქეზიშვილის დანახვაზე შედარებით დაწყნარდა.
-აბა მომიყევი რა მოხდა.- ზემოდან დაჰხედა და გული გადაუქანდა,ისეთი სახე ჰქონდა ნიკეას.
-დილით ნახეს ბოლოს.-უკან გაიხედა.
-გამარჯობა.-ამოუდგა თავის შვილს გვერდით მკაცრი მზერით.არც გაუღიმია.
-გამარჯობა,დემიენი.-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.ზურამაც ჩამოართვა.
-ზურა,ამ ქალბატონის მამა.-ნიკე მიიზიდა ახლოს,ისე თითქოს ართმევდა მის თავს დემიენი.
-გავიგე,რაც მოხდა. ხომ არ იცით სად მიდიოდა ან ვისთან ერთად.
-მთელი სამეგობრო ავიკელი რეკვით,არ მპასუხობენ.-ნიკეამ აჰხედა აწყლიანებული თვალებით.
-დილით თქვა სკოლაში მივდივარო. 9-ზე ადგა და გავიდა.-ზურამ მიუგო.
-მე კი მომწერა,არ იღელვო, სკოლას ვაცდენო.- მესიჯი აჩვენა დემიენს.
უკან დაუბრუნა მობილური.
-სად დადის ხოლმე ხშირად?- ნიკეას ქურთუკის მოცმა არც გახსენებია,დემიენი კი ვერ დუნდებოდა ვერც ერთი წამით,როცა იცოდა მას სციოდა.
-აი ბატონო მესაიდუმლე.-ქალბატონს გადახედა ზურამ.-დაკითხე.
-ტყუილად მიყურებთ,სტადიონზე ან კლუბში რომ იყოს,თუნდაც მეგობართან,დარეკავდა. ჩვენთან იყო გუშინ ამოსული და ვიღაცას ესაუბრა ტელეფონით.მოსმენა არ მინდოდა,მაგრამ აშკარად კამათობდნენ.- ყელზე მიიდო გაშლილი ხელი.
-მაგარია...-ჩერქეზიშვილი გაჩუმდა.
-მე მაინც გადავამოწმებ ადგილებს.-ზურამ თავით მანქანისკენ ანიშნა მეორე ჩხეიძეს.
-მამა,მე დანარჩენ ადგილებს ვნახავ.- მშვიდად უთხრა და ახლად გამოჩენილი ტაქსისკენ დაიძრა.
-გავიყოთ.-ჩერქეზიშვილმა გააჩერა პატარა ჩხეიძე.-ესე უფრო მალე გამოვრიცხავთ იმ ადგილებს,რომლებშიც არ არის.
ზურა დაფიქრდა.მისი ტელეფონზე კი შეუჩერებლად შემოდიოდა მაიას ზარები.
-ვიპოვით ჩვენ,არ შეწუხდე,მადლობა.-ვერ ენდო რატომაღაც.
-არ ვწუხდები,მართლა. შემიძლია დახმარება.-ზურას უთხრა თავდაჯერებულმა.-ახლა დროს ვკარგავთ,სჯობს გავიყოთ.
-კარგი,კარგი.-ნიკეა აღელვებული გაემართა ჩერქეზიშვილის მანქანისკენ.
ზურამ მერე მივხედავ ამათო და ჩაჯდა თავის მანქანაში.
-აბა,საით?!-დემიენიც ჩაჯდა თავის მხარეს და მანქანა დაძრა.
-რამდენიმე კლუბი ვიცი,სადაც დადის. შეიძლება იქ იყოს.
-ჩვენი რა მიდის,შევამოწმოთ..
ჩხეიძის გულში გაიჟღერა სიტყვა- დრომ. "Il tempo se ne va" დრო გადის. გული გაუწვრილდა.
პირველ ობიექტზე რომ მივიდნენ,ჩხეიძე ცდილობდა შეჭრას,მაგრამ დემიეინის გარეშე დაცვამ არ შეუშვა.ჰოდა,მაგისთვის გემოზე მიალანძღა.მენეჯერს რომ დაველაპარაკები,მოვახსენებ თქვენს შესახებ.პოლიციას რომ წაგაყენებთ, მიყარეთ მერე კაკალიო.ისევ დემიენმა გააშველა,თორემ ისინი ცალკე იწევდნენ ნიკეასკენ და ეს ცალკე იწევდა,გამიშვი ვცემო.
-შენ რა კომფლიქტური გოგო ყოფილხარ,რა არის?!
-დემი,ხმა!-თითი აუბზიკა ცხვირწინ.- ნერვები აღარ მყოფნის.-გაოცებული ავლებდა თვალს ირგვლივ გარემოს. ყველას სახეზე,ლეოს ამოცნობას ცდილობდა.-არაა აქ.-სტუმრების სიასაც გადახედეს.
-შემდეგი ობიექტი ვნახოთ.-წელზე დაადო ხელი და გასასვლელისკენ უბიძგა.
ჩხეიძე მთლიანად მიენდო. წინააღმდეგობას არც კი უწევდა და  მისი იმედიც,რატომღაც იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე სხვისი.მობილურსაც ხელს არაფრით უშვებდა,მონდომებით იკლებდა ლეოს ტელეფონს.
-არ მპასუხობს.ბაბუაჩემი უკეთესად იყენებს ტელეფონს, ვიდრე ეგ.
-დაწყნარდი,ნიკი. ვიპოვით,თბილისი პატარაა.-მანქანის სიჩქარეს მოუმატა და მესამე ობიექტისკენ დაიძრა.
-გავგიჟდები,გადავირევი.მკვლელობა მკვლელობაზე ხდება ამ პერიოდში.-სახეზე აიფარა ორივე ხელი.
-ეიი!ეგ აზრი გამოიგდე თავიდან. ჭკვიანი გოგო ხარ.-გული შეეკუმშა ჩხეიძე რომ ასეთ დღეში დაინახა.
-ეგ ლაწირაკი,თურმე არ ვინერვიულო.-ხელები მოიშორა სახიდან და ხელახლა დასწვდა ტელეფონს.ისევ თავიდან დაიწყო რეკვა.
-ბავშვია,ახლა აუწევთ ყურებს და მეორედ აღარ იზამს.მე პურზე რომ მაგზავნიდნენ, 2 დღეში მოვდიოდი უკან.-გაეცინა.
-ასე არასდროს იქცევა,არასდროს. დედამისმა თუ არა,მე მაინც ვიცი სად არის და როგორ არის.-მეორე ხაზიდან გაისმა ხმა.
-გისმენთ.
-მისმენ კი არა..-ტელეფონს დახედა,მისი ძმის მეგობარი იყო. კეშელავა.-სადაა ლეო? სად ხართ?
-ვა,ნიკე..-აშკარად შემთვრალი ელაპარაკებოდა.
-მისმინე ახლა,ჩემი ძმა დილიდან არ გამოჩენილა,თქვენც გირეკავთ და არავინ მპასუხობთ,რა ჯანდაბაა!-ტონს აუწია.
-აუ,აუ,მაგრად გაჭედე.-გაეცინა.-არ ვიცი სად არის,არ წამოგვყვა.აგარაკზე ვართ ჩვენ, წყნეთში.
-კეშელავა,არ იცით სად შეიძლება იყოს?! ვინმესთან კომფლიქტი ხომ არ ჰქონია..
-არა,არა..- დემიენი უსმენდა და ნერვები აწყდებოდა.
-აი,მაგ ტყუილისთვის არასდროს დამელაპარაკო,აი არასდროს!- ბოლომდე მიაწვა.- იცოდე რამე ისე რომ არ იყოს,პასუხს სათითაოდ მოგთხოვთ.
-ალბათ,ვინმე გოგოსთან ერთადაა..
-რაებს ბოდავ?!აი, რას საერთოდ.მთელი დღე ეგეთ რამეს არ გაგვიკეთებდა,შანსი არაა,შენ მაინც იცოდე.ლეოს რაღაც უჭირს და მე არ ვიცი რა!- უკვე კონტროლი დაკარგა და ატირდა.- უკვე 12 ხდება და მე არ ვიცი...არ ვიცი რა ვქნა..- ხმა გაუწყდა.- ადამიანი ხომ ხარ,რატომ მექცევი ასე?!
-აუ,რა გატირებს..-ამოილუღლუღა ტელეფონის მეორე მხრიდან.
-თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს,შენი მეგობრის და ვარ,ხომ?!დაძაბე ეგ ტვინი,თავში რომ გაქვს და გაიხსენე, ვისთან ჰქონდა კომფლიქტი ბოლო დროს. შეიძლება ახლა გულმა დამარტყას და მერე მორჩა!-ასლუკუნებულმა გაუგრძელა.- დედას გაფიცებ,მითხარი რა ჯანდაბა ხდება...
-კამკამიძესთან ჰქონდა უთანხმოება.გოგოს აწუხებდა ის ბოთე და ლეომ არ მოუთმინა. არავის უთმენს ეგეთს რამეს.
-ვინ არის ეგ კამკამიძე?!-გულში რამდენიმე ისარი ერთად იგრძნო.
-გიორგი კამკამიძე,პარალელური კლასელია და ლელას დასცინოდა. ეს ლელა პარალელია ასევე და ობოლია. სკოლის გარეთ დაინახა ლეომ რომ ტიროდა და იქიდან გაიგო,ის გაურკვეველი ფენომენი რომ აწამებდა.
-უნდა გაეჭედა,აბა რა უნდა ექნა.მერე?!
-არაფერი უთქვამს.ლეო გავაფრთხილეთ უჩვენოდ არ შეხვედროდა,მაგრამ არ ვიცი რა მოხდა.დღეს კონტაქტზე არ გამოსულა.
-მაგ ბიჭის ნომერი მომწერე თუ შეგიძლია და მისამართი. გეხვეწები რა.-მთელი გულით ითხოვა.
კეშელავა უარს ვერ ეტყოდა.ჩხეიძის დას აფასებდა.
-კი,ოღონდ არ იტირო,გეხვეწები რა. მაპატიე,რომ მოგატყუე.-სინანული იგრძნო.
-არაუშავს,მიდი რა,კეშე. ველოდები მესიჯს.- მობილური გათიშა და დემიენს გახედა.
-საით?
-არ მინდა შეგაწუხო,უკვე რამდენი ხანია დავდივართ წინ და უკან.
-ბარემ ვიპოვოთ შენი პატარა შარიანი და დანარჩენი მერე.-როგორ ერთულა ჩახუტებაც რომ არ შეეძლო.
-აი,მოვიდა მესიჯი..-ჰოდა,იმ ნომერზე გადარეკა.-იმედია ამ გიორგას არ შეხვდა,თორემ ჭკუიდან ავიწევი..
-აბა,რა უნდა ექნა.გოგო დაჩაგრეს და...
-უნდა დაიცვას,მაგრამ ეს ცალკე გაწევ-გამოწევები არ შემიძლია.ჰაა, არ მპასუხობს.ერთად არიან.-სისხლი გაეყინა ნერვიულობისგან.
-მაშინ მივიდეთ მათ სახლში.-მხრები აიჩეჩა ჩერქეზიშვილმა.-მანამდე მამაშენს გადაურეკე,ხომ არ მიაგნო.
ისევ დაუჯერა და გადაურეკა ზურას.
-იპოვეთ?
-არა,არა.. უკვე გუჯას ვურეკავ.-ეს გუჯა პოლიციის უფროსია.
-ახლა ერთ მისამართს გადავამოწმებთ და თუ რამე,შეგეხმიანები.-ნიკეამ მობილური გათიშა.
-მაღლა უნდა აუხვიო,ნახე.-ხელით აჩვენა ნიკეამ.
-მაგარია,რომელი კორპუსია?-ძველებურ კორპუსებს გაჰხედა.
-მე-8.-2 გაჩერება ჩაიარა და იქვე,სადგომზე დააყენა მანქანა.
-წამო აბა,რა უნდა კამკამიძეს გავიგოთ.-ისეთი მშვიდი ღიმილი ჰქონდა,ნიკეას ნერვები მოეშალა.
უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან.
-შუა ღამეა, ამ დროს სტუმრობა უტაქტობაა.- თავი გააქნია გაღიზიანებულმა.
-რა ვიცი,შენი ძმა უნდა ვიპოვოთ და მაღალ ეთიკურ სტანდარტებს ჩივი?!-ჩხეიძეს ამოუდგა გვერდით და დაიძრა კორპუსისკენ.
-ოოოოხ!-მარტო დარჩენა სიბნელეში არ აწყობდა.უკან აედევნა და ლიფტში შესულმა,მე-9 სართულს მიაჭირეს თითი.- დედა მხედავდეს...-ჩაეცინა ნიკეს.
-მე მხედავდეს ერთი, რას დამსჯიდა.- ჩერქეზიშვილმა მხარი გაკრა ხუმრობით.
-ეჰე,მაშინ არ დაუსჯიხარ,პურზე გაშვებული რომ აგარაკზე აბრძანდი,რაღა ახლა მოგცხებს.-გული აუჩქარდა ჩხეიძეს.რაც უფრო უახლოვდებოდა კამკამიძეების სახლის კარს.
-მაშინ დამირეკა და სულ უპასუხისმგებლო მეძახა.-თავი დახარა დემიენმა.
ლიფტიდან გავიდნენ და კარზე დააკაკუნეს. იქ დაყენებულმა სენსორულმა განათებამ, დააფიქსირა ნაბიჯების ხმა და შუქი აინთო.
-იქნებ სძინავთ?
-რა ვიცი..-მეორეჯერ დააკაკუნეს.-თუ ეძინებათ,გაიღვიძებენ.თუ ღვიძავთ, გააღებენ და თუ არ არიან,ნუ არიან.- მშვიდად ამოილაპარაკა და ისევ დააკაკუნა.
-კარს ჩამოვიღებ ახლა.-მთელი ძალით დასცხო კარს ხელი ჩხეიძემ.
-შეანელე,მართლა არ ჩამოიღო.-ხელი გაუკავა ღიმილით.
-დავიჯერო ის გიორგი მარტო ცხოვრობს?!- თავი გადააქნია გვერდით.
მომენტალურადვე კარი გაიღო და ასაკში შესული კაციც გამოჩნდა ზღურბლზე.
-გამარჯობა,ბატონო.ბოდიშს გიხდით გვიანი სტუმრობისთვის..-დემიენმა წამოიწყო.- მაინტერესებს,გიორგი კამკამიძე აქ ცხოვრობს?!
-კი,რა ხდება?!-სალამის გარეშე წამოიწყო. წვერგაუპარსავი კაცია,ერთი თეთრი მაისურით,უკვე ჭუჭყისფერი რომ დასდებია და შავი შარვლით.
-შინ არის?-ნიკეამ იკითხა მოუთმენლად.
-კი, ახლახანს დაბრუნდა შინ.-კოპები შეკრა.
-თუ შეიძლება დაველაპარაკები რა, სასწრაფო საქმეა.-ნიკეას ღელვისგან ცივმა ოფლმა დაასხა.
ჩერქეზიშვილს უკან ჰქონდა მკლავები წაღებული და გადაჯვარედინებული.
-კი,მაგრამ რაშია საქმე?!-ისეთი უხეში ტონი ჰქონდა,როგორ დაეწყო,არც კი იცოდა.
-იცით, საათი დარჩა გარეთ. -მაჯიდან ცალი ხელით ცდილობდა ძვირადღირებული საათის მოხსნას.
-დავუძახებ ან მე მომეცით..
-მას უნდა გადავცე და სამსახურის ვარიანტზეც უნდა ვუთხრა რაღაც.-ძლივს მოიძრო საათი და ამოისუნთქა.
-დავუძახებ მაშინ,მობრძანდით.
-არა,იყოს. აქ დავუცდით.- კაცმა კარი ღია დატოვა და წავიდა გიორგისთვის ინფორმაციის შესატყიბინებლად.
-რა საათი?! სად მაქვს საათი!-ნიკე მიუტრიალდა დემიენს.
-აქ.-ხელი წინ წაიღო და დაანახა ღიმილით ჩამოკონწიალებული მაჯის საათი.
-არა,დემიენ!ეგ შენია.-ჩურჩულით წამოიწყო.
-ოო,საათია რა,სხვა ხო არაფერი.-მხრები აიჩეჩა.
-არა-მეთქი!
-გეყოფა რა.დიდი ბიჭი ვარ და მე გადავწყვეტ,ვის ვაჩუქებ და ვის არა.-თვალი ჩაუკრა საყვარელ ქალს.
-დაგლეწავ!-ამოიღრინა ჩხეიძემ.
უცებ თვალი მოჰკრა,როგორ გამოვიდა ჰუდში ჩაკარგული ბიჭი საძინებლიდან. სახლშიც კი თავზე ჰქონდა წაფარებული და ქვემოდან იყურებოდა შავი თვალებით.
-გისმენთ,რა საათი დამრჩა?!
-აი,ეს.-გაუწოდა დემიენმა კამკამიძეს.- ახლა თქვი, ლეო ჩხეიძე სად არის?!- ტერიტორია შეათვალიერა თან და რომ დაინახა ის უხეში კაცი იქვე არ იყო,მოეშვა.
-რაა?!-გაწეული ხელი გაუშეშდა კამკამიძეს.
ჩხეიძემ მკლავში ჩაავლო და გადაყვლეფილ მტევანზე დაჰხედა.
-ჩემს ძმას რა გაუკეთე!- აკანკალებული იჭირდა გიორგის.- რა გაუკეთე!- თავიდან გადააცალა წაფარებული და სახეზე დააკვირდა.-ყველაფერი ვიცი, გიორგი.
უკან დაიხია შეშინებულმა.აი, ჩერქეზიშვილმა არ მოითმინა და გაწეულს ჩააფრინდა,ზღურბლს აქეთ გამოთრია.
-ახლა მეგობრულად ვისაუბროთ, რა მოხდა დღეს?-ნიკეა შეშინდა.ეგონა მუშტი-კრივის მოწმე გახდებოდა,თუმცა გააკვირვა ჩერქეზიშვილის ქმედებამ.
-არ ვიცი,არაფერი ვიცი.თავი დამანებეთ,ვიყვირებ.-აუფართხალდა მკლავში.
-არ გავნებ,მოისვენე!-მეორე მკლავიც მიახმარა,თორემ.უსხლტებოდა უკვე.- პირველი,გოგონაა ჩვენთან ერთად და ნუ მაკამათებ.მის ძმასთან იჩხუბე დღეს და ჩვენ შენხელა ბიჭს ვერ ვპოულობთ.უკვე 4 საათია ღელავს,ყველა დავეძებთ და არსადაა.18 წლის ხარ შენც და ის ბიჭიც, სადღაც რომ თავისიანების იმედი აქვს. ახლა მეტყვი სადაა ის,თუ არ მეტყვი მერე სხვანაირად ვისაუბრებთ.-თმაზე გადაუსვა ხელი.-არ მიზიდავდეს ძალადობა,მაგრამ ისე გასალახი კი ხარ.-ლოყაზე მოჩქმიტა.
-რომ გითხრათ,ციხე არ ამცდება...
-მკვდარია?!-სუნთქვა გაუჩერდა ნიკეას. ხელები აიფარა სახეზე და კუთხეში ჩაცურდა.
-თქვი,ბიჭო!
-არ ვიცი,დავტოვეთ ტყეში...-გიორგიც ატირდა ნერვებისგან.
-ჩემი პატარა, თუ ეშინია...- უარესად ატირდა. გული დაუმძიმდა,სხეული ერთიანად დაეძაბა და ჰაერი გამოელია სივრცეში.
-ახლა შევალთ ერთად,შენ ეტყვი რომ ჩვენთან ერთად მოდიხარ და მალე დაბრუნდები.- მართლა შეიყვანა და ათქმევინა ბიძამისისთვის ტყუილი.
-ნიკე,წავედით.ვიპოვოთ შენი ძმა.-ისევ დამნაშავე ჰყავდა დაჭერილი და ხელს ვერ უშვებდა.არადა,ყველაფერს ერჩივნა ამ ლაწირაკისთვის გაეშვა ხელები და იმ ქალის სურნელი ეგრძნო,სიცოცხლეს რომ უსიტყვოდ დაუთმობდა საჭიროების შემთხვევაში.
რის ვაი-ვაგლახით ადგა ნიკეა.წამოდგა და მანქანამდე ქვითინით მივიდა.
მანქანაში როცა ჩასხდნენ,საჭესთან ნიკეა დასვა,თვითონ კი უკან ჩაისვა გიორგი.
-დემიენ!
-გამოგივა,ცუღლუტო.-დაამშვიდა და ისევ გიორგი მიიკრა.ფრთხილად დაძრა მანქანა ჩხეიძემ,ერთიანად დაიძაბა და აღელდა.
-ჰე,რა გატირებს?!კაცური კაცი ჰა..
-ჩემს თავს დააჭერინებთ?
-თუ ცოცხალი დამხვდა,არა.-ნიკეამ გადმოჰხედა წუთით.
-აქ საცემად არავის წამოუყვანიხარ,არც საჯიჯგნად და არც საციხოდ. გავერკვეთ ჯერ რა ხდება და ილოცე,ცოცხალი იყოს და რამე ისე არ ჰქონდეს დაზიანებული,შენც რომ ავტომატურად დაგაზარალებს.-თავზე გადაუსვა ხელი.-ნიკე,მოდუნდი და პირდაპირ იარე.გეტყვი როცა უნდა მოუხვიო.
ცრემლები სდიოდა სახეზე ჩხეიძეს. ერთადერთი ძმა ჰყავს და ისიც საფრთხეშია.გული ისე ატკივდა,ვაი თუ გასკდაო,ფიქრობდა.
გიორგი ისედაც განიცდიდა ლეოს მიტოვებას იმ საშინელ ადგილას.თან ზამთარში და ნაცემ,უგონო მდგომარეობაში.არ იყო მორწმუნე,მაგრამ ლოცულობდა.ლოცულობდა მთელი გულით და უფალს ევედრებოდა,ცოცხალი დაჰხვედროდათ ლეო.


ესეც ასე



№1  offline წევრი დარინა

ეს ორი ერთად მართლა სხვა განზომილებაა, ძალიან საყვარლები არიან და დემიენმა ჩემი გული მოიგოო სრულად ვუჭერ მხარს, ურჩი ჩხეიძე მოარჯულოს :ddd, აი ძალიან მომწონს ასეთ რთულ მომენტებში რომ გვერდით უდგას საყვარელ ქალს, იმედია ნიკეაც დიდხანს აღარ გაჭირვეულდებაა, ველოდები ამათ წყვილს.

 


№2 სტუმარი м ....

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ყოჩაღ შენ და წარმატებები..

 


№3  offline მოდერი Nuki-rocks

დარინა
ეს ორი ერთად მართლა სხვა განზომილებაა, ძალიან საყვარლები არიან და დემიენმა ჩემი გული მოიგოო სრულად ვუჭერ მხარს, ურჩი ჩხეიძე მოარჯულოს :ddd, აი ძალიან მომწონს ასეთ რთულ მომენტებში რომ გვერდით უდგას საყვარელ ქალს, იმედია ნიკეაც დიდხანს აღარ გაჭირვეულდებაა, ველოდები ამათ წყვილს.


რა ვიცი,ჯერ არაო და ვნახოთ აბა.დდდ
დემიენი ხო,საყვარელია რაღაცნაირად.
მადლობა,დარინა❤❤.

м ....
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ყოჩაღ შენ და წარმატებები..

დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგწონს❤.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს რაიყო სიყვარულიდან მძაფრსიუჟეტიანი დეტეკტივზრ როდის გადავიდა,ეს ორი ეხლა აგენტებიც გახდნენ კარგია მადლობა წარმატებები ????????

 


№5  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ნესტანი
ეს რაიყო სიყვარულიდან მძაფრსიუჟეტიანი დეტეკტივზრ როდის გადავიდა,ეს ორი ეხლა აგენტებიც გახდნენ კარგია მადლობა წარმატებები ????????


ჰო,ცოტა შეერია დდ. გმადლობ და ასევე წარმატებები❤❤❤.

 


№6 სტუმარი სტუმარი Sana

მალე დადე თორე სული გამძვრა უკვე????♥️♥️????????საუკეთესოა♥️

 


№7  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი Sana
მალე დადე თორე სული გამძვრა უკვე????♥️♥️????????საუკეთესოა♥️

მაპატიე და გმადლობ მოთმინებითსვის.
ვცდილობ,როგორც შემიძლია,უბრალოდ რთული გრაფიკი მაქვს და ამ საიტზეც 12 საათზე მეტხანს ანდომებენ ხოლმე შემოწმებას... :((

 


№8 სტუმარი ატბ

ამ გიორგის დიდი სიამოვნებᲘთ ვცემდი. რაც არ უნდა ნანობდეს!

 


№9  offline მოდერი Nuki-rocks

ატბ
ამ გიორგის დიდი სიამოვნებᲘთ ვცემდი. რაც არ უნდა ნანობდეს!

კი,საცემია.

 


№10 წევრი Megioki

ჰოო, საინტერესოააა. :P მოკლედ, გიორგი არც ისეთი ცუდი ბავშვი მგონია, რომ საცემი იყოს. ნუ, სახლში მისვლის სცენა ისეთი იყო შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არც ეს ბავშვი ცხოვრობს მთლად კარგ ოჯახში. ცემით რომ საქმეს ვერ ეშველება ფაქტია.

ნუ ეს ისტორია ნიკეზე და დემიენზეა ამიტომ უფრო აღარ ჩავუღრმავდები გიორგის და ლეოს თემას თორემ თუ დავიწყე ერთი, მერე ვეღარ ვჩერდები :DD

საბოლოო ჯამში, მე მომეწონა ეს თავი, თან ძალიან. ეს ბიჭი სულ ისეთ რაღაცეებს აკეთებს რასაც ჩემი აზრით ნიკე საერთოდ არ ელის მისგან. სავარაუდოდ არც თავად ელის თავისი თავისგან ამას :დდდდ ფაქტია დემიენს იმაზე მეტი გრძნობა გაუჩნდა ნიკეს მიმართ ვიდრე ამას თვითონ ელოდა. ❤️❤️

როგორ მომწონს მე ეს ორი ❤️❤️
იმედია მალე დადებ ახალ თავს ❤️❤️ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და რა მოითმენს დიდხანს? ❣️❤️ წარმატებებიიი ❣️

 


№11  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
ჰოო, საინტერესოააა. :P მოკლედ, გიორგი არც ისეთი ცუდი ბავშვი მგონია, რომ საცემი იყოს. ნუ, სახლში მისვლის სცენა ისეთი იყო შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არც ეს ბავშვი ცხოვრობს მთლად კარგ ოჯახში. ცემით რომ საქმეს ვერ ეშველება ფაქტია.

ნუ ეს ისტორია ნიკეზე და დემიენზეა ამიტომ უფრო აღარ ჩავუღრმავდები გიორგის და ლეოს თემას თორემ თუ დავიწყე ერთი, მერე ვეღარ ვჩერდები :DD

საბოლოო ჯამში, მე მომეწონა ეს თავი, თან ძალიან. ეს ბიჭი სულ ისეთ რაღაცეებს აკეთებს რასაც ჩემი აზრით ნიკე საერთოდ არ ელის მისგან. სავარაუდოდ არც თავად ელის თავისი თავისგან ამას :დდდდ ფაქტია დემიენს იმაზე მეტი გრძნობა გაუჩნდა ნიკეს მიმართ ვიდრე ამას თვითონ ელოდა. ❤️❤️

როგორ მომწონს მე ეს ორი ❤️❤️
იმედია მალე დადებ ახალ თავს ❤️❤️ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და რა მოითმენს დიდხანს? ❣️❤️ წარმატებებიიი ❣️

გმადლობ და ასევე წარმატებები. და ჰო,გიორგიზე კიდევ გაირკვევა რაღაცები და სწორად ფიქრობ ნამდვილად.
კი,კი....დემიენიც შეიცვალა,თან ძალიან და მეც ვამჩნევ მაგას დდდ.
მადლობა სულ რომ მიზიარებ შენს აზრს❤❤

 


№12  offline წევრი თათია-თათა

როდის იქნება ახალი თავი? :)

 


№13  offline მოდერი Nuki-rocks

თათია-თათა
როდის იქნება ახალი თავი? :)

დღეს უნდა გავგზავნო და შემოწმებას რომ მორჩება,დადებენ. დიდი მადლობა მოთმინებისთვის❤.

 


№14 სტუმარი Life is beautiful

კარგი განვითარებააა... პირდაპირ...
არ ველოდი..... ძალიან მომეწონა...
ასე გააგრძელე მადლობა.. სასიამოვნო იყო.
ველოდები ახალს

 


№15  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
კარგი განვითარებააა... პირდაპირ...
არ ველოდი..... ძალიან მომეწონა...
ასე გააგრძელე მადლობა.. სასიამოვნო იყო.
ველოდები ახალს

გმადლობ❤❤❤. უახლოეს მომავალში დაიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent