შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანატრელი თავისუფლება (თავი 2_3)


8-11-2020, 13:35
ავტორი Alisaa Jackson
ნანახია 529

- ბოსს, გონს მოდიან
- ჯანდაბა, შენც და შენ წყეულ ბატონსაც, ვინ ხართ?! კესანე რატომ არ მოდის გონს, რა უქენით ჩემ დაქალს!!
კესანე გონს ნიას ყვირილმა მოიყვანა. კარები იღება და შემოდის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, წვერით, თმები ხუჭუჭა, ცისფერი თვალებით. კესანემ იცნო მის წინ მდგომი მამაკაცი, ეს მისი ძმა - ,,ნიკა ჯაჭვლიანი" იყო. თვალებს არ უჯერებდა, ერთი_ორჯერ თვალები დახუჭა და გაახილა,თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ ეს სიზმარი კი არა რეალობა იყო,ბოლოს ძმის სახელი ჩურჩულით ამოთქვა და ცრემლები წამოუვიდა.
- ნიკა...
გული გამალებით უცემდა, მართლაც ძნელი იყო მისთვის ოჯახის წევრთან შეხვედრა რომელსაც მკვდარი ეგონე. ადრე ისეთი მოციმციმე თვალებით უყურებდა თავის დას, ეხლა კი ისე უყურებს გეგონებათ მისი მოკვლა სურდეს. ისე უნდოდა ჩახუტებოდა, ეყვირა ,,ჩემი და ცოცხალიაო" მაგრამ გაბრაზებული იყო. ბოლოს გაბედა და ხმა ამოიღო, თან მის წინ მჯდომ კესანეს უყურებდა, რომელსაც თვალები აცრემლიანებული ჰქონდა, სკამზე დაჯდა, მის წინ.
- გამარჯობა ჩემო, ვითომ მკვდარო დაიკოვ. როგორც იქნა გიპოვე, დროა სახლში დაგაბრუნო.
ამ სიტყვების გაგონებისას კესანეს გააკანკალა,შეეშინდა. ეშინოდა ოჯახთან დაბრუნების, მათი რეაქციის და იმ საშინელი მიზეზის გამოც. ისე გამოექცა ყველაფერს, რომ უკან დაბრუნების სურვილი არ ჰქონოდა, სვანეთში დატოვა ყველაფერი. ხმა გაიმკაცრა და თავის ძმას უთხრა.
- ჯანდაბა, ნიკოლოზ ვერ დავბრუნდები. გთხოვ, გაგვიშვი მე და ნია ისე მოვიქცეთ, თითქოს არ ვიცნობთ ერთმანეთს კარგი?! ჩემი სიცოცხლის ამბავი ჩვენში დარჩეს კარგი?
ნიკამ ცინიკურად ჩაიცინა, თავისი დის სიტყვებზე, შემდეგ მრისხანედ გახედა.
- ნიკოლოზი, არა?! მძულს მე ეგ სახელი, რადგან ასე მარტო შენ მეძახდი!! რაც შენთან მაკავშირებს ყველაფერი მძულს! შენ მეც მიმატოვე. მიატოვე ძმა რომლისთვისაც, ყველაფერი იყავი. იცი მაინც, რა განვიცადე?! შენი სიკვდილი რომ გავიგე. რამოდენიმე დღე შოკში ვიყავი, ყელში არაფერი გადამდიოდა გესმის!!! იცი, რამდენჯერ გინატრე? რამდენჯერ დამჭირდი?! მხოლოდ იმიტომ მოგვექეცი ასე რომ აკვანში დაგნიშნეს? ხოდა კეთილს ინებებ და რაც შენ უაზრო საქციელს მოყვა, გამოასწორებ!
კესანე იჯდა და თავისთვის ტიროდა, სული სტკიოდა.
- რადგან შენი ნებით არ მოდიხარ, მაშინ მომიწევს ეს გავაკეთო,
სკამიდან წამოდგა, თავის დასთან მივიდა და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა, კესანეს თავზარი დასცა მოსმენილმა. ფეხზე რომ მდგარიყო აუცილებლად დაეცემოდა. ნიკამ იცოდა, რომ ნია მისთვის ბევრს ნიშნავდა და ამით მანიპულერებდა, იცოდა რო უარს ვეღარ ეტყოდა.
- აბა, რა გადაწყვიტე დაიკოვ?!
- წამოვალ, დავბრუნდები სახლში, ოღონდ ის რაც მითხარი არავინ არ უნდა გაიგოს; და კიდევ, ნიაც ჩემთან ერთად წამოვა!
ნიამ თავის დაქალს გახედა, იცოდა, რომ კესანე იძულებული გახდა, დათანხმებოდა თავის ძმას დაბრუნებაზე.არაფერს ეკითხებოდა დაქალს, რადგან იცოდა თვითონვე მოუყვებოდა ყველაფერს. არც საქართველოში, გაყოლაზე გამოუთქვამს პრეტენზია, იყო მიზეზები, რის გამოც არ უნდოდა დაბრუნება მაგრამ იცოდა, რომ კესანეს ყველაზე მეტად დასჭირდებოდა იქ, ის კი ყველა მიზეზზე მნიშვნელოვანი იყო.
- კარგი არ, არის პრობლემა.
დათანხმდა ნიკა
- ბიჭებო მოამზადეთ ყველაფერი, საქართველოში ვბრუნდებით!
საქართველოში დილით მოუწიათ ჩასვლა, თვითფრინავით. თვითფრინავში დღის შუქმა შემოაღწია, მძანარე კესანეს პირდაპირ სახეზე ეცემოდა მზის სხივი, ძილი უნდოდა მაგრამ ვერ იძიებდა. ნიკამ ხელებით დაუფარა სახე, კესანეს ხელის შეხებაზე გაეღვიძა, და თვალები გაახილა, მან კი ხელები ჩამოწია და სერიოზული სახე მიიღო.
- სად ვართ?
მთქნარებით იკითხა კესანემ.
- საქართველოში ვართ უკვე.
უთხრა ნიკამ თავის დას, ამ სიტყვების გაგებისას კესანეს გული აუჩქარდა, უცებ ვიღაცის ხელი იგრძნო, ეს იმ ადამიანის ხელი იყო რომელმაც კესანეს შესახებ ყველაფერი იცოდა. ეს ორი გოგო, ერთმანეთის გვერდით ყოველთვის იდგნენ და არც არასდროს აპირებდნენ მათი კავშირის დარღვევას.თვითფრინავი აეროპორტში დაჯდა თუ არა, ნიკოლოზმა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, ნომერი აკრფია და დარეკა.
- ალო მუ (მამა სვანურად)
- ოჰ, ეს ვისი ხმა მესმის, რა იყო შვილო მშვიდობა? ორჯერ დაგირეკია დღეს, წინა ზარზე ვერ გიპასუხეთ, მაგრამ ახლა რა მოხდა, რომ დარეკვა ინებე?
- კარგი რა მამა, შენთვის მაქვს ახალი ამბავი
- რა ახალი ამბავი თქვი, თუ ამბობ.
- ჩამოვედი, მაგრამ თქვენთვის საჩუქარიც მომაქვს და იმ საჩუქარს ასევე ერთი სტუმარი მოყვება.
- კარგი, მალე მოდი, დედაშენი ,, მერწვს" ( იგივე თაშმიჯაბი, სვანური კერძი) აკეთებს.
- სხვათაშორის ეს სურპრიზი ასევე დევდარიანების აღშფოთებასაც გამოიწვევს.
ქრისტეფორეს დევდარიანების გვარის გაგებაზე სახე ეცვალა, ზიზღი და სიბრაზე ჩაეღვარა თვალებში.
- მაგ დაწყევლილ, გვარს ნუ მიხსენებ, ისინი ჩვენი მტრები არიან, უთხრა და გაუთიშა.
- ქრისტეფორე, ვინ იყო?
- ვინ იყო და შენი ვაჟი, ჩამობრძანებულა დღეს, მაგრამ ისიც თქვა, რომ საჩუქარიც მოჰყავდა და იმ საჩუქარს კი სტუმარიც მოსდევს თანო.
- უი, რა საჩუქარი?
- აბა მე რავიცი, ქეთინო, მოვა შენი ვაჟი და გამოჩნდება! რას მეკითხები მე?! მამაზეციერი კი არა ვარ!
- კარგი დამშვიდდი. რა ვთქვი ისეთი, რომ ჩხუბობ.
- არაფერი, ქეთინო! შენს საქმეს მიხედე!
მამია ჯაჭვლიანი სვანეთის ერთ- ერთი ,,მახვში" იყო, მისი უფროსი ვაჟი, ქრისტეფორე თავისი ძმებისგან განსხვავებით ნამდვილი სვანი იყო, რომლის სიმკაცრეც მთელ სვანეთში ცნობილი იყო. ხალხი მასთან მორიდებით იქცეოდა, ცუდად მოქცევას ვერავინ ბედავდა. მას ცოლი და შვილები ყავდა, ქეთინო ბედიანიშვილმა ჯაჭვლიანებს 5 შთამომავალი აჩუქა, ოთხი ბიჭი: ირაკლი, რომელიც გარდაიცვალა, ლუკა, ნიკა და საბა, და კიდევ ერთი ქალიშვილი კესანე, რომელიც ასევე გარდაცვლილი იყო, ამ დრომდე გარდაცვლილი ეგონათ.
გული გამალებით უცემდა კესანეს, როდესაც თავის ძმას უსმენდა თუ როგორ ელაპარაკებოდა მამას, დროც მალე მიილია. საღამოც დადგა, კესანე სვანეთს რომ მიუახლოვდა ცრემლები წამოუვიდა, თავის ფიქრებში ნელ- ნელა ნებდებოდა, ნელ- ნელა უტყდებოდა საკუთარ თავს, რომ სვანეთი მართლაც ისეთივე ლამაზი იყო, ისევ ისეთივე შთამბეჭდავი ბუნება ჰქონდა. თვით ჯაჭვლიანმა აღიარა: ის რომ მკაცრი სვანეთი და სვანეთის სუფთა ჰაერი ძალიან ენატრებოდა, ენატრებოდა ასევე ოჯახი, მეგობრები. ყველაზე მეტად იმის შიში ქონდა, მისი გათხოვება რომ მოენდომებინათ, ეშინოდა ასევე ყველას რეაქციის. ძალიან უნდოდა გაეღვიძა და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ რა სიზმარი რის სიზმარი, ეს რეალობა იყო. ახსენდებოდა ბავშვობა რომელიც ტკბილად ქონდა გატარებული სვანეთში. გაახსენდა ძალით რომ აქორწინებდნენ ის დღებიც. ფიქრებში ისე იყო გართული, რომ მანქანის გაჩერება ვერ იგრძნო.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია ბრავო მალე დადე ოღონდ რა

 


№2 სტუმარი mari

kargia magram tavebi gazarde <3

 


№3  offline წევრი svien

kargiaaaa...male dade shemdegi tavi ra
.❤

 


№4  offline წევრი Megioki

ძალიან, ძალიან კარგია. ❣️❣️ უბრალოდ, თუ შეძლებ რომ თავები გაზარდო კარგი იქნება. კარგი და თან საინტერესო ისტორია ჩანს. ასე გააგრძელე და დიდ ხანს არ გვალოდინო რაა ❤️❤️❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Alisaa Jackson

《Sunshine》
ძალიან მაგარია ბრავო მალე დადე ოღონდ რა

მადლობა დიდი ♡♡ თუ მოვახერხე და შევძელი სამშაბათს დავდებ ♡♡

mari
kargia magram tavebi gazarde <3

მადლობა დიდი♡♡ შევეცდები♡♡

svien
kargiaaaa...male dade shemdegi tavi ra
.❤

მადლობა დიდი♡♡ შევეცდები სამშაბათს დავდო, ვნახოთ როგორ შევძლებ♡♡

Megioki
ძალიან, ძალიან კარგია. ❣️❣️ უბრალოდ, თუ შეძლებ რომ თავები გაზარდო კარგი იქნება. კარგი და თან საინტერესო ისტორია ჩანს. ასე გააგრძელე და დიდ ხანს არ გვალოდინო რაა ❤️❤️❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️❤️

ვაიმე მადლობა დიდი ♡♡♡ შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ♡♡♡♡

 


№6  offline წევრი Megioki

აუუ, ახალ თავს როდის დადებ? stuck_out_tongue_closed_eyes

 


№7  offline წევრი 《Sunshine》

სად დაიკარგე ხუთშაბათია უკვე ქალბატონო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent