შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 12 თავი


9-11-2020, 11:02
ავტორი lullaby
ნანახია 2 110

17 აგვისტო, 2019 წელი
***
ადრე მეღვიძება და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვაკეთო მთელი დღე. ვდგები, ვსაუზმობ და ნანიკოს ვწერ. ისიც ჩემსავით მოცლილია და მალევე ჩნდება ჩემთან. ხელში რაღაც პროდუქტები უკავია, მეუბნება ხილის ტორტი უნდა გავაკეთოვო და სამზარეულოში შედის. უკვე საღამოს, როცა ცივ ყავას ვაკეთებთ დესერტისთვის, ლუკა მირეკავს, სადმე გავიდეთო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვყოყმანობ. ვერც უარს ვეუბნები და ხილის ტორტზე ვეპატიჟები. უარს არ ამბობს.
- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ სოფის ამბავს. - მეუბნება ნანიკო. - ვიცი, რომ სწავლას და კარიერას სერიოზულად უყურებს, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლას თუ ასე მარტივად დათანხმდებოდა, არ მეგონა...
- ასე ჩანს, მაგრამ არ მგონია მარტივი ყოფილიყო.
- გახსოვს რა თქვა? გააჩნია ვისთვის და რისვის იქნება ორი წელი ბევრიო. ხოო... - წარბებს სწევს გოგო და ჩუმად აპარებს თვალებს ჩემსკენ. - ვიღაცის წინასწარმეტყველების ახდენის სუნი მცემს. - და სანამ რამეს ვეტყოდე, მანამ ცვლის თემას. - იცი რაა? ვერ ვითმენ სექტემბრის ბოლომდე, მოდი, რა შევამოწმოთ, თუ არის აგვისტოში ადგილები, რაჭაში ვგულისხმობ, იმ სასტუმროში, დავჯავშნოთ რამდენიმე დღე.
- მერე სესილის რეპეტიციები, ნანი? ისედაც არავინაა თბილისში. აფხაზურს ვერ გავდივართ. მერე კიდევ სამაიაში სხვა ჩადგება და ვარჯიში დაგვჭირდება...
- სამი-ოთხი დღე, მარი. ნუ დაპანიკდები ხოლმე. - თვალებს ატრიალებს გოგო და ლეპტოპს უჯდება. ცოტა ხანში კი მეუბნება: - შეხედე, პირველი, ორი და სამი სექტემბერია თავისუფალი და მთელი თვე დაკავებულია, ხუმრობ? მოდი დავჯავშნი, კაი? მერე ვეღარც მოვახერხებთ წასვლას. საწვლის სეზონი განახლდება.
- მარტო ჩვენ? - ვეკითხები.
- ხო, მარტო ჩვენ, არ გვჭირდება არავინ.
- კარგი, დაჯავშნე. იმედია არაფერი აგვერევა.
ლუკაც მალე მოდის. რაჭის ამბავზე არაფერს ვამბობ, ნანიკო სასტიკად მიკრძალავს. ამბობს, საიდუმლო გასვლა უნდა იყოსო და მეც ვერ ვგრძნობ კისერზე მეორე თავს, რომ შევეწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დღეს მესამე პირის ყოფნა ბიჭს ოდნავადაც არ აწუხებს, ნანიკო საღამოს მაინც მიდის. მარტო დარჩენილები დივანზე ვსხდებით და აივნის ღია კარიდან ვუყურებთ, როგორ ჩადის მცხუნვარე მზე. ჩემ უკან მჯდომი ჩაჩუმებული ლუკა თმაზე მეფერება და ხანდახან მხარსა და კისერზე მკოცნის.
- რამე ხდება? - მეკითხება ის.
- რაზე ამბობ? - მისკენ ვაბრუნებ თავს.
- არ ვიცი, ბოლო დროს თითქოს უხასიათოდ ხარ.
- არა, უბრალოდ საქმე რომ აღარ მაქვს, მგონი ზედმეტად მოვდუნდი.
- მე კიდევ ვფიქრობდი, თავი ხომ არ მოვაბეზრეთქო.
- არა, - ვუღიმი ბიჭს. - პირიქით, შეიძლება მე გაწყენდე თავს. ხოდა, მოდი, მართლა გავიდეთ სადმე.
- ყველაზე მეტად ხათრით რაღაცის კეთება არ მიყვარს. აქ მირჩევნია, სადაც ვართ და როგორც ვართ. - ლუკა მუცელზე მხვევს ხელს და ნიკაპს მხარზე მადებს.
- კარგი, - მეცინება მის მიხვედრილობაზე.
ცოტა ხნის სიჩუმე ისადგურებს. ქალაქის ხმაური სუსტად აღწევს ჩვენამდე. ჰორიზონტს ჩამავალი მზის გამო ცეცხლი უკიდია. სიმშვიდეა. საოცარი სიმშვიდეა ახლა ჩემთან, მიუხედევად იმისა, რომ გულიდან გამოპარული შეგრძნებები გონებისკენ ჩუმად მიიკვლევენ გზებს და ფიქრებში იკარგებიან.
- თუ ასე იქნება, უბრალოდ მითხარი, კარგი? - მესმის ყურთან ბიჭის ხმა.
- რა, ლუკა?
- თუ აღარ გენდომება ჩემი შენს გვერდით ყოფნა.
- ამას რატომ ამბობ...
- იმიტომ, რომ ვხედავ ხოლმე, როგორ ქრები ხანდახან.


20 აგვისტო. 2019 წელი
***
დილით სესილი მირეკავს. სამაიისთვის თავისი არც ისე ძველი მოცეკვავე უპოვია. მთხოვს, მე და ნანიკოს თუ გვცალია რეპეტიციისთვის მივიდეთ. ახალ გოგოს შორიდან ვიცნობ, ამიტომ მასთან დაახლოება არ მიჭირს. სესილი სოფის არ ახსენებს. ალბათ ნაწყენია, მაგრამ დარმწუნებული ვარ, რომ მალე გადაუვლის. არ მგონია შვილიშვილის კარიერული წარმატება არ უხაროდეს. თუმცა, ისიც მესმის, რომ მისი ასაკის ადამიანისთვის რთული ამბავია მარტივად შეეგუო იმას, რომ საკუთარი შვილიშვილი შენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს გვერდით არ გეყოლება. მეც ვფიქრობ, დაველაპარაკო თუ არა, იქნებ ორი სიტყვით მაინც ვანუგეშო და ხასიათზე მოვიყვანო, მაგრამ ჯობია არ ჩავერიო. ვიცი, შემდეგ რეპეტიციაზე უკვე თვალებგაბრწყინებული დაგვხვდება.
არტ-ჰოლიდან რომ გამოვდივართ, უკვე ვიცი, რომ მთელი დღე უქმად უნდა ვიყო და ნანიკოს ბაზრობაზე, ხორუმის ფორმებისთვის მატერიების დასათვალიერებლად წასვლას ვთავაზობ. მეუბნება, ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ იმდენად მიყვარხარ, ამ სიცხეში მანდ ვიხეტიალებ შენთან ერთადო და მიდის. მანქანაში ვჯდები და მარტო მივდივარ. არ ვიცი, ხასიათის ბრალია თუ აუტანელი სიცხის, მაგრამ არაფერი მომწონს. თითქოს ყველა ნაჭერი ერთმანეთს ჰგავს. ერთი მაღაზიის გამყიდველი მეუბნება, რომ ორ დღეში ახალი მატერიები უნდა მიიღონ და შეიძლება იქიდან ავარჩიო რამე. ჩემს ნომერს ვუტოვებ, რომ დამირეკოს. იქიდან კი მშობლებთან მივდივარ და მათთან რამდენიმე საათს ვატარებ. უკვე მზე იწყებს ჩასვლას, გიორგი რომ მირეკავს, ცოტა ხანში გამოგივლი თუ გცალიაო. მეც მაშინვე სახლში ვბრუნდები. წამოსვლამდე დედა მეუბნება, რომ საძინებლისთვის ახალი ფარდები შემიკერა, ზეგ ჩემთან გამოსვლას აპირებს და რომ სახლში დავხვდე.
ტანსაცმელს ვიცვლი და გიორგის მოლოდინში ლეპტოპთან ვჯდები. ისევ ხორუმის მუსიკას დავტრიალებ და იუთუბში რამდენიმე მელოდიას ვუსმენ, რომ შესაფერი დასაწყისი მოვუძებნო, მაგრამ ბიჭი მოდის. ხელში ლუდი და ბურგერები უკავია. მათი დანახვისას მეცინება.
- გახსოვს? - მეკითხება ისიც და მიღიმის.
- ხო, პირველად რომ გავათენეთ, მაშინ გქონდა მოტანილი.
- გზაში გამახსენდა და... - მაგიდაზე აწყობს პარკებს და იქვე ჯდება. - რას აკეთებ? - ლეპტოპს თავისკენ ატრიალებს.
- ხორუმს ვეწვალები. ამოჭრილი მაქვს რამდენიმე ნაწყვეტი და სანამ გადავაბამ, დასაწყისი მინდა შევუცვალო. დიდად არ მომწონს.
- რატო? - შუბლს ჰკრავს ბიჭი, მუსიკას რთავს და უსმენს. - მე მომწონს, დატოვე. გოგოების ხორუმია და რბილი დასაწყისი მოუხდება კიდეც.
- მაგაზე არ მიფიქრია. - ხელებს თეძოებზე ვიწყობ და ვუფიქრდები. მგონი კარგი აზრია. - აბა? ვჭამოთ?
გიორგი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. თეფშები მიმაქვს და სანამ ვჭამთ, მიყვება, რას აკეთებდა დეიდასთან ეს დღეები. იმასაც ვიგებ, რომ დავითი ჩამოსულა და ხვალ ჩვენი შეკრება უნდა. ჩვენიო, ამბობს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მთელი თბილისი დამხვდება იქ. მერე სტუდიაზეც მელაპარაკება. ნორმალური გათბობის დაყენება გვინდა და ხარჯებს ვითვლით. საუბარში ლუდიც ბოლომდე ჩადის და საათის ისრებიც მიჰქრიან.
- ყავა? - ვეკითხები.
- გავაკეთებ. - ეცინება გიორგის, დგება და სამზარეულოში შედის. ასეა. ასეთ საღამოებზე, ყავას ყოველთის ის ამზადებს. სკამზე მჯდომი, ღიმილით ვადევნებ თვალს მის მოძრაობებს და ყურადღებას არ ვაქცევ იმ საუბრის მოლოდინს, რომელიც ვიცი, რომ ჯერ არ ყოფილა.
გიორგი ფინჯნებს იღებს, აივანზე გავდივართ და პატარა მაგიდასთან ვსხდებით. უკვე თორმეტი საათი ხდება. ღამის გრილი სიო სასიამოვნოდ მეხვევა სხეულზე.
- ამ ჩვენს საუბრებს შორის, ერთადერთი უსიამოვნო მგონი პირველი იყო. - ამბობს გიორგი და თავის სიგარეტის კოლოფს თითებში ატრიალებს. ფანჯრიდან გამოსულ მკრთალ შუქზე, გულზე ჩამოკიდებული ჩემი ნაჩუქარი ვერცხლის სალამური უპრიალებს.
- ცუდი დასაწყისია. - შუბლს ვკრავ. კანზე ეკალი მაყრის.
- ისე, რატო გცალია დღეს? წესით ლუკასთან ერთად არ უნდა იყო?
- ვიღაც ნათესავის დაბადების დღეზე მოუწია წასვლა.
- ნეტა, ისიც ამბობს ხოლმე შეყვარებული არ მყავსო? - ცალყბად ეღიმება გიორგის, ფინჯანს იღებს და ყავას სულს უბერავს.
- შეიძლება ამბობს, იმიტომ, რომ შეყვარებულები არ ვართ.
- ერთი წუთით...
- რატო გაგიკვირდა? შენი აზრით შენ და სოფიც შეყვარებულები ხართ და მე და ლუკაც? ჩვენ ერთამანეთი არ გვიყვარს, ასე, რომ შეყვარებულები ვერ ვიქნებით. მარტივია. - მხრებს ვიჩეჩავ. - უბრალოდ ერთმანეთი მოგვწონს.
- და რატო ასე?
- როგორ?
- თქვი და ამოიოხრე. რამე ხდება?
- არა, არაფერი... - მღელვარებისგან თითები მეყინება და ფინჯანს ვხვევ. - უფრო სწორად, კი.
- და რა? - იდაყვით მაგიდას ეყრდნობა გიორგი.
- არ ვიცი... ცოტა უსამართლობა მგონია ჩვენი ურთიერთობა, ბოლო რამდენიმე დღეა. ვგრძნობ, რომ ისე აღარაა, როგორც თავიდან იყო.
- მისი ბრალია?
- არავის ბრალი არაა. მისი მით უმეტეს. ლუკას მხრიდან ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ ჩემგან იმავეს ვერ ვიტყვი.
- და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ლექციები მიკითხე. - წარბებს სწევს გიორგი.
- მოდი ახლა წიხლით ნუ გადამივლი. და საერთოდაც. საღამო შენი იდეა იყო... ასე, რომ...
- ხო. - გიორგი კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს იღებს, სკამს ეყრდნობა და საზურგეზე ოდნავ ქვემოთ ცურდება. - დაახლოებით შენი სიტუაციაა აქეთაც, მაგრამ ეს... ეს ორმხრივია.
- ერთი წუთით... - მაგიდას ხელებს ვაყრდნობ.
- სწორად გაიგე, საკუთარ თავს და სოფის ვგულისხმობ. - თითებში მოქცეულ ღერს დაჰყურებს გიორგი.
- და... მოიცადე. მეგონა თქვენ ქობულეთში ყველაფერი დაალაგეთ.
- შეიძლება ასეც ითქვას.
- გიორგი, ვერაფერი გავიგე. - ვუყურებ მოლოდინით.
- მარიამ, მე და სოფი შეყვარებულები აღარ ვართ. ხომ ამბობ, რომ ამისთვის სიყვარულია საჭირო. ხოდა, აღარ არის ეგ ჩვენს შორის.
სიგარეტს ტუჩებში იქცევს გიორგი და უკიდებს. რამდენიმე წამით უხმოდ ვუყურებ. ბიჭი იდაყვს ფანჯრის რაფაზე დებს, ხელისგულს თავს აყრდნობს და ისიც მე მიყურებს. ალბათ სახეზე ყველაფერი მაწერია. ჩემს გაოგნებას, გაურკვევლობას, მოულოდნელობით გამოწვეულ ელდას, ალბათ ყველაფერს კითხულობს. სხეულზე მოგვრილი ჟრუანტელი არ წყდება. ეს გრილი სიო, ცოტა ხნის წინ რომ მსიამოვნებდა, ახლა მგონია, რომ სადაცაა გამყინავს.
- მაგრამ... როგორ, გიო. როდის... - ძლივს ვახერხებ წინადადების ამოთქმას, თუ ამას წინადადება ჰქვია.
- ალბათ დიდი ხანია, იმიტომ, რომ ორივე ჩუმად ვართ. თითქოს შეგუებას ნიშნავდეს. მარიამ, - ღიმილი უკრთის გიორგის. - უკვე მაშინებ, ისეთი გაოგნებული ხარ.
- და არ უდნა ვიყო? მაპატიე. ცოტა უცნაური მოსასმენია. ამდენი წლის შემდეგ...
- ხო, ზუსტადაც. დაფიქრდი. შვიდი წელია ერთად ვართ, ერთ ადგილას. არც წინ და არც უკან. არ ვიცი ეს ვისი ბრალია. ჩემი? - მხრებს იჩეჩავს ის. - მაშინ რატომ არასდროს უსაყვედურია სოფის? და თუ მისი ბრალია, რატომ ვერ ვსაყვედურობ მას? არ ვიცი მარიამ რა ხდება, მაგრამ ის ნამდვილად აღარ არის, რაც დასაწყისში იყო.
- ილაპარაკეთ? - ვეკითხები. ვცდილობ არ დავმუნჯდე. ვცდილობ ამ მოულოდნელობით გამოწვეული აღელვება ოდნავ მაინც ჩავახშო.
- რამდენჯერმე მანამდეც და ბოლოს ქობულეთში. უბრალოდ ვკითხე, რატომ არ უნდოდა იქ წამოსვლა და ამას მოჰყვა საუბარი. იცი, რაც იქიდან ჩამოვედით ერთად რატომ ვერ გვხედავ? შესვენება გვაქვს აღებული.
- ეს მისი იდეა იყო?
- არა, მე შევთავაზე და დამთანხმდა. მაგრამ მითხრა, რომ თვითონაც აპირებდა ამის თქმას.
- ვერ ვიჯერებ გიორგი. - გამშრალ ყელს ყავით ვისველებ და ვცდილობ, გონებაში გაფანტულ სიტყვებს თავი მოვუყარო. - ქობულეთში ეს ყველაფერი არ ჩანდა.
- არ ვაჩენდით. ჯერ კიდევ ვეჭიდებოდით რაღაცას, მაგრამ არ ვიცი რას. ალბათ გამოვლილ შვიდ წელს. იცი ამ დროსაც რას ვამსგავსებ? თითქოს გამოცდაზე ვიყავით, დავალება მოგვცეს, შევასრულეთ და დროც ამოიწურა.
- ასე ნუ ამბობ გიორგი, სიყვარული დავალება არ არის.
- იყო საერთოდ სიყვარული? რომ ყოფილიყო, ახლა ასე ვილაპარაკებდი? - სიგარეტს აქრობს ის და უყურებს როგორ ქრება საფერფლედან ჰაერში ავარდნილი კვამლი.
- შვიდი წელი ადამიანთან ერთად ვერ იქნები, თუ ის არ გიყვარს, გიორგი. ახლა თუ გაცივდა თქვენი ურთიერთობა, იმას არ ნიშნავს, რომ არც ადრე იყო არაფერი.
- შეიძლება მართალი ხარ და ცოტას ვაჭარბებ.
- ხო, ნუ ხარ ასეთი რადიკალური, იქნებ...
- აღარ იქნება აღარაფერი. ეს ზუსტად ვიცი. - მაწყვეტინებს, ფინჯანს იღებს და ყავას სვამს. ცოტა ხნით ჩუმადაა. არც მე ვიცი, რა უნდა ვუთხრა. რადგან ამაზე მელაპარაკება, ესე იგი ნაფიქრი და გააზრებული აქვს ყველაფერი, ამიტომ არ აქვს აზრი, ვკითხო დარწმუნებულია თუ არა თავის სიტყვებში.
- და... ამ დღეების მანძილზე, რაც არ გინახავს... არ მოგენატრა? - ვეკითხები
- არ ვიცი, - მხრებს იჩეჩავს გიორგი. მაგიდის შავ ზედაპირზე თითებს ასრიალებს და ანაბეჭდებს ტოვებს. - შეიძლება ახლა ყველაფერი მერევა. შეიძლება მიჩვეული ვარ, რომ სულ ჩემს გვერდითაა.
- და იქნებ არა.
- მკითხე, რატომ მინდა, რომ სოფი ახლა აქ იყოს. - მიყურებს ის და ჰაერით ივსებს ფილტვებს. - მკითხე, მარიამ და ნახავ, რომ ვერ გიპასუხებ.
შუბლზე ვისვამ თითებს და გამალებით ვფიქრობ, რა ვუთხრა. თავში არაფერი მომდის. პირველად ხდება, რომ მისთვის რჩევები არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩვენი საუბრების საღამოს განსახილველი თემა ეს თუ იქნებოდა.
- მარტივი აღარაა, ხომ? - ძლივს შესამჩნევი ღიმილით მაცქერდება.
- რაზე ამბობ? - დაბნეული ვუყურებ.
- იმის მოფიქრება, თუ როგორ შეგვარიგო. გეგმა სულ გქონდა ხოლმე და ძალიან მაღიზიანებდი. - ცხვირს ჭმუხნის და თან ეცინებდა.
- რაა? რატო? - თვალებს ვჭყეტ გაოცებული.
- იმიტომ, რომ არა გვაცდიდი ჩვენით შერიგებას.
- ბოდიში ბატონო. - მხრებს ვიჩეჩავ და მისი მზერის დანახვას, ღამის ქალაქის ხედით ტკბობას ვამჯობინებ.
- ნუ იბუტები. აქ ვრჩები და რა გაგიძლებს.
- იდიოტო. - მეცინება. - როდის ვყოფილვარ აუტანელი.
- სწორი ხარ. მგონი, რო მამეცადინებდი, მას მერე აღარ.
- გიორგი... - შიგნიდან ტუჩს ვიკვნეტ. არ ვიცი, უნდა ვკითხო თუ არა. - სოფი რას ფიქრობს?
- მითხრა, ვნახოთ ეს დღეები რას მოგვცემსო. მაგრამ არ მგონია, მასაც რამის იმედი ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია დავიშალეთ.
- ეს დღეები არაფერი უთქვამს შენთვის?
- არა და კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ვითომ შესვენება არაფერში გვჭირდება. უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვაჭიანურებთ.
- რას გულისხმობ?
- დაშორებას. ალბათ ჯობია, სოფის დაველაპარაკო ამაზე.
კიდევ დიდხანს გრძელდება ჩვენი საუბარი. ვუსმენ მას და ხან მგონია, რომ ოდნავადაც არ ნერვიულობს, მაგრამ მისი სიგარეტის კოლოფი ნელ-ნელა ცარიელდება. უკვე აისი დგება დაძინებას რომ ვთავაზობ და ძლივს ვიყოლიებ. აზრი არ აქვსო, საწოლამდე ამას მეუბნება, მაგრამ რგავს თუ არა ჩემს ბალიშში თავს, მაშინვე ეძინება. ვიცი, რომ დეიდასთან საქმემ ფიზიკურად ძალიან დაღალა და ახლა ეს ამბავი. ცოტა ხნით მის წინ სავარძელში ვზივარ და მძინარეს ვუყურებ. მთელი ღამის საუბრის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ იმას, რომ გიორგის და ალბათ სოფისაც დაშორება უნდათ. ამდენი წლის შემდეგ... ამდენი წლის... ამდენი საერთო მოგონებისა და ისტორიის შემდეგ...
ისევ მახსენდება სოფის სიტყვები: „გააჩნია ვისთვის და რისთვისაა ბევრი.“ როგორც ჩანს, გიორგისთვის ჯერ არ უთქვამს სასწავლებლად რომ მიდის. ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება ასე მარტივად ამიტომ მიიღო? იქნებ ისიც აღარაფერს ელის მათი ურთიერთობიდსგან? იქნებ მასაც დაშორება აქვს გადაწყვეტილი? მაგრამ გოგოც მშვიდად გამოიყურებოდა. ნუთუ ორივემ მართლა დიდი ხნის წინ გააცნობიერა, რომ აქამდე მოვიოდნენ?
საძინებლიდან გამოვდივარ და წყალს ვსვამ. დივანზე ვწვები, მაგრამ თავი სავსე მაქვს ფიქრებისგან. თვალებს ვხუჭავ, თუმცა ყველაფერი ხდება ძილის გარდა. მერე ვდგები, საძინებლის კარს ვხურავ, ოთახში შუქს ვანთებ და ფურცლებით ხელში სავარძელში ვთავსდბი.



ფურცლები
***
რთული იყო გიორგისთან საუბრის შემდეგ თავის მოჩვენება, თითქოს არ ვიცოდი, რომ ყოველთვის თუ არა, ხანდახან მაინც ფეხი სტკიოდა. ვხედავდი, მის გაკეთებულ ტრიუკებს ცეკვებში და აღფრთოვანების ნაცვლად, მეშინოდა. მეშინოდა, რომ ცუდად დაარტყამდა, რომ ზედმეტად გადაეღლებოდა და ასტკივდებოდა. იატაკზე მისი მუხლის ოდნავ შეხებაც კი საშინლად მაფორიაქებდა. უკვე თავს ვაბეზრებდი შეკითხვებით, ხომ არ სტკიოდა და როგორ იყო. ერთხელაც გაბრაზდა და ამიხსნა, რომ პანიკებში არ უნდა ჩავვარდნილიყავი და თავი ხელში ამეყვანა, თორემ ვინმე აუცილებლად მიხვდებოდა და არ უნდოდა მთელ კოლეჯს ამაზე ელაპარაკა. როგორღაც მოვახერხე ეს, რადგან მეორე სემესტრიდან ძალიან დავიტვირთე. ვფიქრობდი ყოველდღიურ ლექციებზე, ყოველთვიურ ცეკვებზე, ჩემს სადიპლომოსა და ჯეირანზე. სანამ ივნისი არ გაივლიდა, სხვა პრობლემები ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ ვერ იარსებებდნენ.
სარკის წინ ვიდექი და ჯეირანის მოძრაობებს ვითავისებდი. ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ამ ცეკვის ხასიათი, მაგრამ გიორგი მარწმუნებდა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამომივიდოდა. ხატიას წითელი კაბა და უმშვენიერესი ჩიხტი რომ მოვირგე, იმდენად მომეწონა საკუთარი თავი ამ ფორმაში, რომ გადავწყვიტე, მთელი მონდომებით მევარჯიშა. თვეები ისე გადიოდა, ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა სწავლის პროცესის გარდა. ოთოსთანაც ვეღარ ვახერხებდი ისე ხშირად შეხვედრას, როგორც მანამდე იყო.
- მაპატიე, დამაგვიანდა. - კაფეში მომლოდინე ოთოს ვაკოცე და მის წინ ჩამოვჯექი. - სანამ რეპეტიციები გავიარეთ, შემოგვაღამდა. ნანიკოს გამოვეპარე.
- კარგი ვიცი, მეც ვსწავლობ და მესმის შენი გრაფიკის. - გამიღიმა ბიჭმა და მიმტანს ყავა შეუკვეთა. - მაგრამ მაინც მენატრები ხოლმე. საღამოობით რომ სახლში ამოგიარო ხანდახან?
- ამომიარე, უბრალოდ გამაფრთხილე ხოლმე, შეიძლება ვცეკვავდე.
- შემიძლია შენს ცეკვას ვუყურო. თუ ვერ დაგელაპარაკები, ცქერით მაინც დავტკბები..
- ცუდ დღეში ვართ არა? - გამეცინა.
- შენ რა გიჭირს ოთხი თვეც და სწავლას დაამთავრებ. მე კიდევ მეოთხე კურსი.
- მე რომ ვგრძნობდი, ასეთ წუწუნს ვიწყებდი, იცი რა გავაკეთე? - წარბები ავათამაშე.
- შენ პირველ კურსზე იყავი. უნივერსიტეტისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. მაცადე, სანამ სტუდენტი ვარ სწავლაზე ვიწუწუნებ.
- და კიდევ იმაზე, რომ ერთმანეთს ვერ ვხვდებით ხშირად.
- ხო ეგ კიდევ გამახსენე. - მითხრა და ხელი დამიჭირა. - მარი, გამოგვდის, რაც გვინდა?
- ამას რატომ მეკითხები, ოთო? რამეს არასწორად ვაკეთებ? - ვკითხე შეცბუნებულმა. დიდი ხანი იყო რაღაცნაირად უკვე მიჩვეული ვიყავი მასთან ურთიერთობას.
- არა, არა... უბრალოდ, ხანდახან მგონია, ხოლმე, რომ ეს შეხვედრები ვალდებულებაში გადაგვდის. თუ ასეა, უბრალოდ...
- არ არის, ასე. შენთან შეხვედრა რომ არ მინდოდეს, ამას გეტყოდი.
- ხო-ო?
- ხო. და თუ შენ ყელში ამოგივა ჩემი ეს მოუცლელობა, შეგიძლია პირდაპირ მითხრა. ნებას გრთავ. - გამეცინა და მიმტანის დადგმული ფინჯანი ჩემსკენ მივაცურე. ოთოსაც გაეცინა და თავი გააქნია.

***
ყველაფერი შედარებით მსუბუქად იყო. სამეგობროს შეკრებებს ნელ-ნელა უფრო ვეჩვეოდი. ხან ოთოსთან ერთად მივდიოდი, ხან მარტო. ნანიკოს უხაროდა, როცა ბიჭთან ერთად მხედავდა. რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ოთო გიორგის ვერასდროს ჩაანაცვლებდა, მაგრამ საკუთარი თავის განადგურებით რომ აღარ ვიყავი დაკავებული და ყურადღება მასზე მქონდა გადატანილი, ვისთანაც უსაფრთხოდ ვიყავი, ეს ფაქტი ამშვიდებდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გიორგი ოთოზე აღარ მეხუმრებოდა. პირიქით, მასთან ნორმალური ადამიანივით კონტაქტსაც კი ცდილობდა. ვკითხე კიდეც, წინააღმდეგი რატომ აღარ ხარ, და რატომ შეიცვალე ბიჭზე აზრითქო. მიპასუხა, წლები გავიდა და შევიცვალეთო. ვიცი, ეს ჩემი სიტყვების გადაკეთებული ვერსია იყო და ცოტა ეჭვიც გამიჩინა, მაგრამ აღარ ჩავციებივარ. სიმშვიდეს ვეძებდი და ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ შეკითხვების დასმით თავს აღარ ვიწუხებდი.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ სოფის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამით ერთი თვით გერმანიაში უშვებდა. დავითი აღსანიშნად მაშინვე ლუდების საყიდლად გაიქცა. გოგო წუხდა, რომ გამგზავრება ივნისის ბოლოს უწევდა და ჩვენს სადიპლომოს ვერ დაესწრებოდა. ამაზე ალბათ უკვე ესაუბრათ მას და გიორგის, რადგან ბიჭს მწუხარებას ვერ ვამჩნევდი. პირიქით, სოფის ამხნევებდა, ყველაფერს ჩავიწერთ და ნახავო.
გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, მისი გაცილების საღამო კარაოკე ბარში აღვნიშნეთ. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიმღერეთ და კარგად გავერთეთ. სოფის ცრემლებიც კი ვნახეთ. გიორგის ეხუტებოდა და მომენატრებითო, ტიროდა. ყველა სათითაოდ ვამშვიდებდით. ერთი თვე მალე გავიდოდა და უკან დაბრუნებულს ყველა ისევ იქ დახვდებოდა.
ბარი ჩემი სახლისგან შორს არ იყო, ამიტომ, რომ დავიშალეთ, მე და ოთო ფეხით წავედით. მითხრა, მიგაცილებ და მერე გავბრუნდებიო. ცხელოდა, ამიტომ ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, რომ ცივი წყლით სხეული გამეგრილებინა. ოთახში რომ შევედი, ბიჭს მაცივრის წყალი შევთავაზე. ისიც სამზარეულოში შემომყვა. ისევ სოფიზე ვფიქრობდი და გამახსენდა გიორგის მოულოდნელი გამგზავრება, ჩვენი შემცირებული მიმოწერები და დიდხანს შეწყვეტილი ურთიერთობა. გული ისე შემეკუმშა, იმ წუთას ოდნავადაც ვერ ვგრძნობდი, რომ მას შემდეგ წლები იყო გასული და ყველაფერი წარსულს გვქონდა ჩაბარებული. ისიც წარმოვიდგინე, სოფის ნაცვლად გიორგი რომ წასულიყო, ისევ იმ დროით და ჩვენ ასეთი მხიარულებით გაგვეცილებინა. შევძლებდი დროის ასე კარგად გატარებას?
- მარი, რამე მოხდა? - ზურგიდან მომესმა ოთოს ხმა.
- არაფერი. - მისკენ შევბრუნდი და წყლის ჭიქა მივაწოდე.
- მგონი ხასიათი დაკარგე.
- სასმელის ბრალია, გამოვიძინებ და გამივლის. - მისთვის გაღიმება ვცადე. ოთომ თავი დამიქნია და წყალი მოსვა.
- და მე ვერ შევძლებ ამას? შენს დახმარებას. - ჭიქა დადო, მომიახლოვდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე, მინდოდა იმ უაზრო ფიქრებს გაევლო. გიორგი ხომ არსად მიდიოდა. აქ იყო, ჩემს გვერდით და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებოდა. სამაგიეროდ, ჩემს თავში სურათი გაჩნდა, როგორ ეხუტებოდა სოფი ბიჭს და მაშინვე თვალები გავახილე. ოთო თავზე მეფერებოდა, მერე წელზე მომხვია ხელები. ჩახუტებამ სხვა სახე მიიღო. ვგრძნობდი, როგორ მოსრიალებდნენ მისი თითები ზემოთ. ჯერ ჩემს მხრებზე მოექცნენ, შემდეგ ყელსა და ლოყებზე. თვალებზე დამაცქერდა, მაგრამ ის მზერა ვერ ვიცანი. შემდეგ დაიხარა და მაკოცა. ჩემსკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და მეც უკან დავიხიე. სანამ მისი ხელები ჩემს თეძოებზე გადაინაცვლებდნენ და კოცნაც უფრო თამამი გახდებოდა, გონებამ ათასჯერ მოასწრო გიორგის ბაგეების გახსენება. მისი შეხების და მხურვალე კოცნის გახსენება. მაგრამ ჩემს წინ ოთო იდგა. ის მეხებოდა და ის მეფერებოდა.
და საბოლოოდ მივხვდი, რომ ამას მეხსიერებიდან ვერასდროს წავშლიდი. გავიდოდა რამდენიმე თვე, თავს მოვერეოდი, მაგრამ ერთ დღეს, ასეთ დღეს, როცა ოდნავ სისუსტეს გავუბედავდი გულში გამოკეტილ გრძნობებს, ის ღამე და ის მოგონება თავს დამესხმეოდა და კატეგორიული ტონით ჩამჩურჩულებდა, რომ მას ვერასოდეს გავექცეოდი.
- მარი. - დაიჩურჩულა ჩემს ყურთან ოთომ, ფრთხილად ჩამოასრიალა ხელები ჩემი წელიდან და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ვერ ვუყურებდი. თვალებდახრილი და საშინლად აღელვებული ვიდექი და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ძალიან მრცხვენოდა. ძალიან.
- მაპატიე. - ვუთხარი როგორღაც და ხელის ზურგით შევიმშრალე უკითხავად გამოპარული ცრემლი.
ოთომ ამოიოხრა, დავინახე, როგორ შეირხა და ერთი ხელით მაგიდას დაეყრდნო.
- ეს ისაა, რისი მოსმენაც არ მინდოდა. - თქვა მან, თუმცა ხმაზე შევატყვე, რომ გაკვირვებული არ იყო. - მაგრამ ველოდი. სულ ველოდი.
- საშინელი ადამიანი ვარ. მაპატიე, ოთო. - კიდევ ერთი ცრემლი მოვიწმინდე და მერე ღრმად ჩავისუნთქე.
- გეყოფა. შენ დამნაშავე არ ხარ.
- როგორ არა. ვიცოდი, რომ ისევ მოგწონდი და იმედი მოგეცი. ახლა ძალიან მინდა, რომ შემიძულო.
- მარი, გგონია შენმა უცაბედმა ინტერესმა ჩემს მიმართ ვერაფერს მიმახვედრა? ვიცოდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. შემეძლო, შენთვის მეგრძნობინებინა, რომ არ ღირდა იმის წამოწყება, რასაც აპირებდი, მაგრამ არ გავაკეთე. ასე, რომ პატიებას ნუ მთხოვ. რაც იყო, იყო. ორივეს გვქონდა ჩვენი რაღაც სურვილები.
- მაგრამ ვერც ერთმა ვერ მივიღეთ. - ჩავილაპარაკე და ძლივს გავუსწორე თვალი ბიჭს, რომელიც ისე მიყურებდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავში.
- საპატიო მიზეზის გამო, მჯერა. - ღიმილი გაუკრთა სახეზე ოთოს. - არ ვიცი, ეს როგორ მოხდა და როგორაა საერთოდ შესაძლებელი, მაგრამ მჯერა, რომ უარის მიზეზი არ შეცვლილა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ტუჩები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. დაჭიმული კუნთებისგან მთელი სხეული მტკიოდა. არ მინდოდა, პირველი შემთხვევის მსგავსად, ახლაც გაურკვეველი პასუხებით წასულიყო. უნდა სცოდნოდა, რატომ მოვიქეცი ასე საშინლად.
- არ მინდა, რომ მარტო დარჩე, მაგრამ არც ჩემი დარჩენა იქნება ნორმალური. - მითხრა მან და მომიახლოვდა. სახე დამიჭირა და თვალებზე დამაცქერდა. ნაცრისფერი სფეროები მკრთალ სინათლეზე ჩამუქებოდა. - დღეს შეიძლება იტირო, მაგრამ ხვალ აუცილებლად გაგეღიმება.
გამეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფრის შემდეგ ასე მექცეოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიმსახურებდი მისგან ამ სიტყვებს.
- მადლობა, ოთო. ყველაფრისთვის. - ვუთხარი და ბიჭს მოვეხვიე.
- უბრალოდ, როცა შევხვდებით, თვალი არ ამარიდო ხოლმე. მპირდები? - ისიც მომეხვია.
- რა თქმა უნდა, გპირდები.
ოთომ გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა.


***
ნანიკოს არ გახარებია ჩემი და ოთოს ამბავი, გიორგის კი არ გაჰკვირვებია. თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი და რამდენიმე დღე საშინლად უხასიათოდ ვიყავი. ვგრძნობდი, როგორ მითმობდა ორივე ყველაფერს. ცდილობდნენ ამაზე არ ელაპარაკათ. დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი სადიპლომოს დღემდე, ამიტომ სასაუბრო მხოლოდ ეს გვქონდა. როცა რეპეტიციებისთვსის დარბაზი გაგვითავისუფლდა და ჯეირანის ცეკვა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ საკმარისი იყო საკუთარი თავის კიცხვა. შევნიშნე ფანჯრიდან რომ გვადევნებდა თვალს გვანცა და დამცინავ სახეს არ მაშორებდა. მერე გიორგისაც შევხედე და სახეზე შევატყვე, რომ არც ისე კმაყოფილი იყო. გულმოსულმა ღრმად ჩავისუნთქე და ვთხოვე, მუსიკა თავიდან ჩაერთო. პირადი დრამები ყველაფერს აფუჭებდა.


***
სადიპლომოს მხოლოდ „ა“ კატეგორიის სტუდენტები ვიცავდით, ამიტომ ბევრი მონაწილე არ ვყოფილვართ. ჩემი ჯგუფიდან მხოლოდ ექვსნი ვიყავით, პარალელურიდანაც ამდენივე. დილით ადრე მივედი კოლეჯში. ჩემი ლაზურის მოცეკვავეები უკვე ადილზე იყვნენ და რეპეტიციობდნენ. სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა. ხელში ჯეირანის კაბა მეკავა. გასახდელში შევედი მის დასატოვებლად. იქ კი გვანცა დამხვდა. არ შეიმჩნია, მაგრამ შევატყე, რომ ტიროდა. მეუცნაურა. მინდოდა მეკითხა, რა სჭირდა, მაგრამ ზურგი მაქცია და მეც გამოსვლა ვარჩიე. ჩემს მოცეკვავეებთან მივედი და მოვიკითხე. ნანიკო უკვე იქ იყო და რეპეტიცია დაამთავრა თუ არა, ჩემთან მონარნარდა.
- გვანცა ტიროდა თუ მომეჩვენა? - ვკითხე გოგოს ჩუმად.
- ტიროდა? ოჰ, ჩვენმა გველმა ნერვები ვერ მოთოკა? - შეიცხადა გოგომ და თავის ფრჩხილებს დახედა. - ნატა რეპეტიციისას დაეცა, ფეხი იღრძო. თეას კაბინეტშია ახლა, სასწრაფოს ელოდებიან. ვეღარ იცეკვებს. ხოდა, მგონი ქალბატონს სადიპლომო ეშლება, ან გადაუტანენ. არ ვიცი.
- ვა, ცუდია. - დიდად არ მესიამოვნა მისი ამბავი, როცა საკუარი თავი წარმოვიდგინე ამ პრობლემით.
- როცა ჯოჯოხეთთან ახლო კავშირი გაქვს, ყველაფერს უნდა ელოდო დედამიწაზე. - ახსნა გვანცას თავს მომხდარი ნანიკომ და კაბის ფრიალით გაეშურა თავისი მოცეკვავეებისკენ.
მალევე გიორგიც მოვიდა და დარბაზისკენ წავედით მუხამბაზის გასავლელად. საოცრება იყო ჯეირანი. მართლა ისე გამოვიდა, როგორც გიორგი ამბობდა. ასე მეგონა, მთლიანად ცეკვას ვეკუთვნოდი. მის ყველა ნაბიჯი შველისას ჰგავდა, ფრთხილს, მოზომილს, დაუცველს და თან მკაცრს. თავს ვაწონებდი და თან ვიცავდი ჩემი მოძრაობებით გარშემო შემოხვეულ ყარაჩოღელებისგან, რომლებიც მგლებივით დამტრიალებდნენ და თვალს არ სწყვეტნენ ხელებისა და სხეულის მიმოხვრას. ლამაზი მსხვერპლი ვიყავი, რომელიც სცენაზე ჟრუანტელისმომგვრელ მუსიკის ფონზე უნდა მოენადირებინათ.
- ძალიან მაგარი ხარ. - ცერა თითები ასწია გიორგიმ და თვალებგაბრწყინებულმა გამიღიმა. გავუცინე, ვუთხარი გასახდელში გავალთქო და გამოსაცვლელად წავედი. მის გარდა, კიდევ ორ ცეკვაში ვიღებდი მონაწილეობას.
გვანცა ისევ იქ იყო. ხელში თავისი სადიპლომოს ცეკვის კაბა ეჭირა და სახეზე აეფარებინა. გამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემეცოდა. ყოყმანის შემდეგ შევბრუნდი და გვერდით მივუჯექი.
- მერამდენე ხარ? - ვკითხე.
გოგომ ნაჭერი ჩამოსწია. ტირილისგან ცოტაც და ქუთუთოები დაუსივდებოდა. ეჭვით შემათვალიერა. ჩაწითლებულ თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა.
- რაში გაინტერესებს? - გამოსცრა და ცრემლები სალფეთქით მოიწმინდა.
- შემიძლია ნატას მაგივრად ვიცეკვო, თუ ფორმის გამოცვლას მოვასწრებ. - შევთავაზე, მაგრამ ვიცოდი, უარს მეტყოდა.
- მეღადავები? - ჩაეცინა უნდობლად.
- არა. თვალს ვადევნებდი შენს ცეკვას. ხომ იცი მომწონს, მოდერნი. რაღაცები მახსოვს. დაწყებამდე ჯერ ოთხი საათია. ვეცდები სწრაფად ავითვისო.
- გამორიცხულია, ვერ მოასწრებ. სამი თვეა ამ ცეკვას ვდგამ.
- სადიპლომო ისედაც გეშლება. შენი რა მიდის? მამეცადინე. იქნებ გამოდის. - მხრები ავიჩეჩე. გვანცამ ტუჩები გვერდით მოიქცია და გვერდით გაიხედა. - მეგობრობას არ გთხოვ, ნუ დარდობ. სადიპლომოა და ამაზეა დამოკიდებული შენი კარიერა. ასე არაა?
- ეს კაბა მოიზომე თუ მოგერგება. - ნატას კაბა გამომიწოდა, რომელიც ხელში ეკავა და გასახდელიდან გავიდა. გამეცინა და თავი გავიქნიე. ის იყო ტანზე გადავიცვი, რომ ნანიკო შემოვიდა. რომ მიხვდა, რა მეცვა პირი დააღო.
- ახლა არ მითხრა, რომ... - თითი კარისკენ გაიშვირა და თვალები გადმოყარა.
- ვეხმარები. შეგეძლო შენც შეგეთავაზებინა. - ენა გამოვუყავი. - მიხდება? - დავტრიალდი და ულამაზესი მუქი ლურჯი შიფონის მატერია ავაფრიალე.
- ღმერთო, - ამოიოხრა ნანიკომ და შუბლზე შემოირტყა ხელი. - ერთხელ შემოულაწუნე ამას და ვფიცავ, ჩემი პრობლემებით აღარასდროს შეგაწუხებ!
სიცილი ამიტყდა, გოგოს ხელი ჩავჭიდე და გარეთ ერთად გავედით. გიორგიმ უცხო ფორმაში რომ დამინახა ვერაფერს მიხვდა და სანამ მე რამეს ვეტყოდი, ნანიკომ თავსებური ელფერებით ჩააყენა საქმის კურსში. ბიჭმა ლოყებზე მომჩქმიტა და დაყენებული თმა ისე ამიჩეჩა, გაცეცხლებული შევბრუნდი გასახდელში. უკან უკვე პატარა კიკინას ვიკრავდი და ისეთი საშინელი სიგრძე იყო, რომ მისი ცეკვისთვის გაკეთება საშინლად მირთულდებოდა.
გვანცას მოდერნი არც ისე იოლი იოლი აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ ნატას ჰქონდა შედარებით მარტივი მოძრაობები, ისეთი, რომ ოთხ საათში ბოლომდე მონდომების წყალობით ავითვისე. თეა გაკვირვებული, მაგრამ კმაყოფილი ჩანდა. მხოლოდ იმით არა, რაც გავაკეთე, ჩვენი ჯგუფის ნამუშევრებითაც. მე და ნანიკომ 97 ქულა ავიღეთ, გიორგიმ 98, ლაშამ და გვანცამ 95. უბედნიერესები ვიყავით. გოგომ მადლობაც კი გადამიხადა. მართლა არ ველოდი. ღონისძიება დამთავრდა თუ არა, კოლეჯიდან გამოსულებმა სოფის დავურეკეთ და ჩვენი ამბავი ვამცნეთ. შემდეგ კი ზარმაც დავითთან ერთად ჩემთან წავედით აღსანიშნად.


***
მეორე დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა. თავი ძლივს ავწიე, რომ ოთახი შემემოწმებინა. ნანიკო ზურგით მომკრობოდა და საშინლად მცხელოდა. წამოვიწიე და საკუთარ თავს დავუკვირდი. წინა ღამეს დავლიეთ, მაგრამ კარგად ვიყავი. ნაბახუსევი არ მქონდა. თერთმეტი საათი ხდებოდა. მისაღებ ოთახში გავედი. არავინ იყო. ბიჭები ისე წასულან, რომ ვერ გავიგე. ასე რა ჯანდაბამ გამთიშა. ან მათ რა ეჩქარებოდათ? წყალი დავლიე და ფანჯრიდან გავიხედე. შუა ზაფხულში თავსხმა წვიმამ გამაკვირვა, მაგრამ ისე ვიყავი გაბრუებული, დიდხანს არ მიფიქრია ამაზე, მაშინვე დასაბანად შევედი. ასე მეგონა, მთელი თბილისის ჭუჭყს მე ვატარებდი.
გამოსულს ნანიკო სამზარეულოში დამხვდა.
- სატენი სად გაქვს? ვერ ვიპოვე. - მკითხა და ფინჯნებში წყალი დაასხა. ყავას აკეთებდა. მაშინღა გამახსენდა ჩემი მობილური და ის იყო მოძებნა დავიწყე, რომ საძინებლიდან ზარი მომესმა. შიგნით შევედი, ლაშა იყო.
- ხო, სად გაიქეცით ასე ადრე, არ გეძინათ? - ვუპასუხე.
- მარ... მარ, რას აკეთებ? - მკითხა ბიჭმა. ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა, რომ სხეული ერთიანად გამეყინა. უკვე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელებას მეტყოდა.
- რა მოხდა.
- მარი... არ შეგეშინდეს, რა. კარგად ვართ...
- ლაშა! - ხმა ჩამიწყდა.
- რა მოხდა? - ჩემს წინ აისვეტა ნანიკო და მოლოდინით მომაცქერდა.
- მე და გიოს მანქანა მოგვისხლტა. საავადმყოფოში ვართ. ცოცხლები ვართ, არ ინერვიულო კაი?
მობილური ხელიდან გამიცურდა და საწოლზე ჩამოვჯექი. ლაშა რეკავდა, გიორგი არა. რატო? რატომ ის არა? რატომ მამშვიდებდა ბიჭი? უცბად წამოვდექი. სანამ მე თავბრუდახვეული ტანსაცმელს ვეძებდი ჩასაცმელად, პირზეხელაფარებული ნანიკო ლაშას ელაპარაკებოდა.
ტაქსით წავედით. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ნანიკო რაღაცას მელაპარაკებოდა მთელი გზა, მაგრამ არაფერი მესმოდა. ყურებში რაღაც საშინლად წიოდა და სხვას ვერაფერს მაგებინებდა. გაყინული სხეული მიცახცახებდა. მანქანიდან გადასვლა და სირბილი მინდოდა. მეგონა არც კი ვმოძრაობდით. ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებულები და ჯიბრით ვაგვიანებდით იქ, სადაც აქამდეც უნდა ვყოფილიყავით მისული. „ცოცხლები ვართ“ - მესმოდა ლაშას სიტყვები, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ვერაფრით ვიჯერებდი. უნდა მენახა. გიორგი უნდა მენახა. სანამ მის თვალებს არ დავინახავდი, ვერავის სიტყვებს ვერ ვენდობოდი. შინაგან ხმასაც კი, რომელიც შიგნიდან მეძახდა, რომ მას არაფერი მოსვლია. რომ ლაშა მართალი იყო. აღელვებული ხმა კი ჰქონდა, მაგრამ არც იმდენად, რომ გიორგის სიკვდილი დაემალა.
მანქანიდან რომ გადავედი, ერთხანს ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. მომეჩვენათქო ვიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე. ნანიკო მომყვებოდა. ექთნებს რაღაცას ეკითხებოდა. მერე ხელი ჩამკიდა და გვერდით შევუხვიეთ. კიბეს ავუყევით. მერე გავჩერდით. არ ვიცი, რატომ. ვიდექი და ველოდებოდი, როდის წამიყვანდა გოგო. ფოკუსი რომ გავასწორე, ჩემი მეგობარი დავინახე, რომელიც შუბლშეკრული და შეშინებული მიყურებდა.
- მარი! - დამიყვირა მან, მხრებში ხელები ჩამავლო და შემარხია. - ცუდად არ გახდე, გული არ გამიხეთქო. გიორგი აქაა. ცოცხალია. გესმის?
- მესმის. - როგორც იქნა ყურებიდან ის საშინელი წივილი გაქრა და ნანიკოს ხმა იმედივით ჩამესმა.
- საშიში არაფერი, გიორგი კარგადაა. ხომ გაიგე.
- ხო.
გოგომ ისევ ხელი ჩამკიდა და წამიყვანა. კიბეზე რომ ავედით და ფოიეს გავუყევით, მალევე დავინახე ლაშა, რომელსაც ხელზე თაბაშირი ედო. იქვე იყვნენ გიორგის მამიდა და ბიძა, რომლებიც ექიმს ელაპარაკებოდნენ. ქალს სახეზე ხელები აეფარებინა და ტიროდა.
- რა მოხდა, ნანი, რატომ ტირის? - ჰაერი არ მყოფნიდა, ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა პანიკა. თვალები დამებინდა და გოგოს ხელი მაგრად ჩავჭიდე. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მაშინ რატომ ტიროდა ის?
- ნერვიულობს. გეყოფა. თავი ხელში აიყვანე. მივიდეთ და გავიგოთ, რა ხდება. - წელზე მომადო ხელი ნანიკომ და მიბიძგა, რომ ნაბიჯები გადამედგა. ყველაზე, ყველაზე მძიმე ნაბიჯები იყო. ყველაზე მოკლე და დამღლელი, რადგან არ ვიცოდი, რისკენ მივყავდი. მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ნაბიჯების იქით სიმშვიდე დამხვდებოდა.
მერე ლაშამაც დაგვიანახა და სანამ მივუახლოვდებოდით, თვითონ წამოვიდა ჩვენსკენ. ნიკაპი და შუბლი გასტეხვოდა. გარშემო ჩაწითლებული და ჩალურჯებული ჰქონდა.
- მოხვედით? - გვკითხა მან და გავიგე თუ არა მისი ხმა, თითქოს მაშინვე მოვედი გონს.
- გიორგი სად არის, შენთან ერთად რატომ არაა? მამიდამისი რატო ტირის? ლაშა... - მივაყარე კითხვები. ყელში საშინლად მკაწრავდა რაღაც. ასე მეგონა ჩემი მოგონილი პასუხებისგან, რომლებიც ქარბორბალასავით დაჰქოდნენ, თავი ამიფეთქდებოდა.
- პალატაშია. - თვალით გვანიშნა. - მოდი დავსხდეთ. - გვერდით მიიწია ის და ჩამოჯდა. გვერდით მივუსხედით. - ტელეფონზე აღარ გითხარით, წითელზე გამოვარდა ვიღაც და შემოგვასკდა. ისიც აქ გდია. გონს ჯერ არ მოსულა. მთვრალი იყო. დილა ადრიან მაგისი დედაც... გიოს... გიოს ფეხი დაუზიანდა. ოპერაცია გაუკეთეს. მენისკი ჰქონია. იცოდით? - თავი გააქნია ბიჭმა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. სახეზე ავიფარე ხელები. თავში მაშინვე მისი სიტყვები გაჩნდნენ „ვიცი, რომ მომავალში ყველაფერს თავზე ჩამომაქცევს.“ გული ლამის გამისკდა. ახლა ის იქ იყო. პალატაში მარტო, თავის ფიქრებთან, საშინელ ფიქრებთან სულ მარტო და ზუსტად ვიცოდი, თავს როგორ გრძნობდა.
- ექიმმა რა თქვა? - ჰკითხა ნანიკომ. მის ხელს ვგრძნობდი ზურგზე. მეფერებოდა.
- მწვავე ფორმა ჰქონდა უკვე, რატო არ გვითხრა, რას გვიმალავდა ნეტა, ეგეც კარგი იდიოტია. - ბრაზობდა ლაშა. - წყალი ამოუღეს, მარა ხო ხვდებით... ავარიამ ცალკე, დიდი წვივის ძვალი გაუბზარა. კაი ხნით მოუწევს თაბაშირით სიარული. მარა მაინც კარგად გადავრჩით.
- ნახეთ? - ვკითხე ლაშას. ყბები ისე დამეჭიმა ნერვებისგან, მთელი სახე მტკიოდა.
- არა. - გვერდით გაიხედა ბიჭმა. - მამიდამისი შევიდა და უკან გამოუშვა, არავის ნახვა არ მინდაო. ექიმმა გაიგო მოცეკვავე როა და უთხრა ცეკვას ვეღარ შეძლებო.
წამოვდექი და პალატისკენ წავედი. ნანიკომ კი დამიძახა, მაგრამ უკან არ გამომყოლია. რას ჰქვია, არავის ნახვა არ უნდოდა. ის მარტო არ უნდა ყოფილიყო. მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. ამას ვერ გაუძლებდა. გული გაუსკდებოდა. მასთან უნდა ვყოფილიყავით. მამიდამისს და ბიძამისს მივესალმე და ოთახთან გავჩერდი. ქალმა იმედიანი თვალებით გამომხედა. დამაბარა, უთხარი, არ ინერვიულოსო, ჩაიბუტბუტა მან და თვალები შეიმშრალა. ურდულს რომ ხელი მოვკიდე, მაშინღა შევამჩნიე, როგორ მიცახცახებდა. სხეული მხოლოდ ცივ ჟრუანტელს გრძნობდა.
კარი ფრთხილად შევაღე და ჩუმად შევედი. ტუჩები დამებრიცა მის დანახვაზე და თვალები ცრემლებით ამევსო. იმ დიდმა თეთრმა მასამ, რომელიც ფეხზე შემოხვეოდა უსიამოვნოდ მომჭრა თვალი. მუცელში საშინელ სპაზმებს ვგრძნობდი და მეშინოდა არ ჩავკეცილიყავი ტკივილისგან. სუნთქვაშეკრული ვუახლოვდებოდი. გიორგის თავი ფანჯრისკენ მიებრუნებინა და გადაჯვარედინებული ხელები სახეზე დაეწყო. არ ვიცოდი, რას ვეტყოდი ან რას გავაკეთებდი, მაგრამ აქედან ვერ გამაგდებდა. არ გავიდოდი.
მეთლახზე რომ დაიჭრიალა ჩემმა კედებმა, მაშინ გადმოაბრუნა ჩემსკენ თავი და ადგილზე გავიყინე.
გიორგის ცრემლებისგან დასველებოდა სახე. ის ტიროდა. მარტო იყო, არავის იკარებდა და ასე ცდილობდა თავის ტკივილან შეგუებას. მუშტები შევკარი. მისი მზერისთვის თვალის გასწორება რთული იყო. შეშინებული ვუყურებდი იმ რამდენიმე წამით, სანამ ხმას ამოიღებდა.
- წადი. - მითხრა ცივად და თითები მოისვა სახეზე.
- გიორგი...
- წადი მეთქი.
- ნუ მაგდებ, გთხოვ... - ხმა გამიტყდა.
- მარი, წადი! - მიყვირა მან და თავი ოდნავ წამოწია. მოულოდნელობისგან შევხტი და მუცელზე მივიკარი ხელები. ვუყურებდი და იმ წამს მეგონა, რომ ყველაზე მეტად ვძულდი. ვძულდი, რადგან მის ტკივილს ვხედავდი. თრთოლვამ ამიტანა. გაყინულ სხულს ვერ ვიმორჩილებდი. მხოლოდ მას ვხედავდი, მას და მის ჩამუქებულ თვალებს, რომლებიც გაღიზიანებულები შემომყურებდნენ. - წადი გესმის? წადით! შემეშვით, თავი დამანებეთ! - ისევ დაიყვირა მან.
- არსადაც არ წავალ და რამდენიც გინდა იმდენი იყვირე. - ცრემლები შევიმშრალე, მისკენ გადავდგი ნაბიჯები და საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი. თავი ისევ შეაბრუნა. რამდენიმე წუთით ოთახში მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვა ისმოდა და მეც მას ვყვებოდი. ნეტავ შემძლებოდა მისი ტკივილის გაზიარება. ნეტავ შემძლებოდა, რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი. არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავთმობდი ყველაფერს, ოღონდ ის არ მენახა იმ მდგომარეობაში.
დიდი ხნის წინ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მენისკი ოდესმე ხელს შეუშლიდა თავისი საყვარელი საქმის კეთებაში. იცოდა, რომ ოდესმე მის გამო მოუწევდა ცეკვისთვის თავის დანებება, მაგრამ ასე სწრაფად? ვიცოდი, რაც სტკიოდა ყველაზე მეტად. ყველაფერი დაკარგა ზუსტად სადიპლომოს დაცვიდან მეორე დღეს. როცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა სიხარული გაჯერებული. როცა ჯერ სამომავლო გეგმებზეც კი არ ჰქონდა ნაფიქრი. როცა ყველაფერი ჯერ ახლა უნდა დაეწყო. სხვები კი ეუბნებოდნენ, რომ ვეღარასდროს იცეკვებდა.
- გაიგე? - მკითხა ისე, რომ ჩემსკენ არ მოუხედავს. - გითხრეს, რომ ვეღარ ვიცეკვებ?
- გაზვიადებულია გიორგი. - ვუპასუხე და პირზე ავიფარე ხელი. არ მინდოდა გაეგო, რომ ვტიროდი, მაგრამ ხმა ვერ დავმალე.
- კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ.
- იმკურნალებ და ივარჯიშებ. ასე არ დატოვებ. არ დანებდები.
- გითხრეს, რომ ვეღარასდროს ვიცეკვებ? - გამიმეორა.
- ხო, გიორგი მითხრეს, მითხრეს! მითხარი, რა გავაკეთო და გავაკეთებ. უბრალოდ მითხარი. - ნერვებმა მიმტყუნა და მეც ვუყვირე.
- არაფერი. - ჩემსკენ მოიხედა, თვალი შემავლო და ამოიოხრა. - უბრალოდ ჩემთან იყავი.


***
რამდენიმე დღით დატოვეს საავადმყოფოში. ჩემ გარდა პალატაში არავის უშვებდა. ლაშასაც კი. მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც მოისურვებდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. თავიდან დროს სიჩუმეში ვატარებდით. ლაპარაკი არ უნდოდა. ჩუმად იყო და მიუხედავად ჩემი იქ ყოფნისა, საფიქრალს მაინც გულზე იხვევდა. მაგრამ მერე ავალაპარაკე. გაწერის წინა ღამეს, როცა ექიმი შემოვიდა და რჩევები მისცა, ამ თემაზე წამოვიწყე საუბარი. მართალია სიტყვებზე ძუნწობდა და ყველაფერზე იმას ამბობდა, აზრი არაფერს აქვსო, მაგრამ მთავარი იყო, ჩაჩუმებული აღარ იწვა. ვბრაზობდი, რადგან მისი ბიძა და მამიდა ძალიან ნერვიულობდნენ. გიორგი კი, საკმარისი იყო ოთახში ვინმე შესულიყო, მაშინვე ყვირილს იწყებდა. ვუთმენდით, სანამ საავადმყოფოდან გამოწერეს. მერე ისედაც მამიდასთან წავიდა და თვეების მანძილზე, სანამ რეაბილიტაციას არ მორჩა, მასთან მოუწია ყოფნა. მეც გარკვეული პერიოდი, სანამ სოფი ჩამოვიდა, დედასთან გადმოვედი, რომ გიორგისთან ახლოს ვყოფილიყავი. პირველი დღეები საერთოდ, თავისთან მთხოვდა დარჩენას, რომ ოჯახის წევრებთან არ ჰქონოდა შეხება. მამამისსაც მაშინ გააგებინა თავისი ამბავი, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს. უთხრა, აქ ყოფნით მაინც ვერაფერს შეცვლი და ჩამოსვლას ნუ იჩქარებო.
ვიცოდი, რატომ არ უნდოდა არავის ნახვა. როცა ყველამ იცის, რომ მოცეკვავე ხარ. რომ მთელი შენი ცხოვრების გეგმები ამაზეა აგებული, მისით ცხოვრობ და მისით არსებობ... შემდეგ კი გხედავენ ფეხზე თაბაშირით და იგებენ, რომ ეს ის ტრავმაა, რომელიც შესაძლებლობებს გიზღუდავს. გიყურებენ და სახეზე აწერიათ - სამწუხაროა, რომ ვეღარ იცეკვებ. ალბათ მეც არ მენდომებოდა არავის დანახვა და ალბათ მის ადგილას მე შევიშლებოდი.
- მამიდაშენის ადგილას რომ ვიყო, სახლიდან გაგადებდი. - ვუთხარი გიორგის. მისი საწოლის ბოლოში ვიჯექი და თაბაშირზე ვხატავდი.
- ცოტა ხანი მაცადეთ, მარიამ. - თვალები გადაატრიალა მან და ბალიში შეისწორა.
- ქალი განიცდის ისედაც შენს მდგომარეობას და შენ კიდევ უმატებ.
- შენ კიდევ მე მიმატებ. ვერ გავიგე, აქ ანგელოზის სტატუსით ხარ თუ ეშმაკის? - დამიბღვირა.
- მეგობრის, რომელმაც თუ მოინდომა ყველაფერს დაგმართებს ისე, რომ ხელს ვერ შემოუბრუნებენ. - წარბები ავუწიე მუქარით. ბიჭს ჩაეცინა. - ხვდები მაინც? თითქმის ოთხი თვე შემიძლია შენს ნერვებზე ვითამაშო. არა, უფრო მეტი, რეაბილიტაცია არ ჩამითვლია.
- და მაინცდამაინც დღეს უნდა დაიწყო ხო?
- იცი რა, მგონი ჯობდა სოფისთვის გერმანიაში დარჩენა არ დაგეძალებინა, როცა გეუბნებოდა ჩამოვალო.
- ერთ კვირაში ისედაც ჩამოვა. რა იყო თავი მოგაბეზრე?
- მისმინე. - ფლომასტერს თავსაფარი დავაფარე. - ყველას გვესმის შენი, გიორგი. ყველას, ვინც შენს გარშემო ვართ. იმიტომ, რომ გიცნობთ და ვიცით რა არის შენთვის ცეკვა...
- იყო... - მაწყვეტინებს.
- დამაცადე! - თვალები დავუბრიალე წყობიდან გამოსულმა. - ჩვენც ვცეკვავთ, ჩვენც გვაქვს იმის შიში, რომ ტრავმას მივიღებთ და ეგ იქნება დასასრული. ხომ ხვდები ამას, რატომ გეუბნები? ის, რასაც კარს უკან მდგომები გრძნობენ, შეცოდება არაა გიორგი. დარდობენ შენზე და შენი გამხნევება უნდათ. წარმოიდგინე ლაშა შენს ადგილას და წარმოიდგინე, რომ მასთან მისვლას გიკრძალავს. წარმოიდგინე?
- ხო, ხო, წარმოვიდგინე. - ამოიოხრა.
- გესიამოვნა? ნუ ჯიუტობ, გიორგი. ვიცი, რომ ეს შენთვის ტრაგედიაა და არც მაქვს იმედი, რომ ხვალ და ზეგ გამოხვალ მდგომარეობიდან, მაგრამ ნუ იკეტები და ხელს ნუ ჰკრავ იმ ხალხს, ვინც შენზე ნერვიულობს. დარდს გაცდით, იდარდე, მაგრამ დანარჩენებსაც მიეცი საშუალება, რომ ამ დროს შენს გვერდით იყვნენ.
- დავინახე. - მითხრა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
- რა? - ვერ მივხვდი ჩემს ნალაპარაკებთან რა შუაში იყო.
- შენი ანგელოზის ფრთები.
ამოვიოხრე და თაბაშირზე შექმნილ ჩემს ნახატს დავხედე.
- ნანიკოს ჟირაფს ვერ შეედრება, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
- რა დახატე? - წამოიწია დასანახად.
- ვირი.
მეგონა გაბრაზდებოდა, მაგრამ გაეცინა. მერე მეც ვეღარ შევიკავე თავი, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. ვიცოდი, რომ იფიქრებდა ჩემს ნათქვამზე. დაჟინება საჭირო აღარ იყო. გამოვედი და დაპირებული პიცის ცხობა დავიწყე. მამიდამისი ღიმილით მადევნებდა თვალს და გამუდმებით მადლობას მიხდიდა, რომ გიორგის გვერდით ვიყავი. ძალიან ემოციური და თბილი ქალი იყო. ბიჭის ოთახიდან ჩემი გამოსვლა და შეკითხვების დაყრა ერთი იყო. პირობა მივეცი, რომ მალე გამოსწორდებოდა სიტუაცია და ისიც ცოტა დამშვიდდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, გიორგის მოსანახულებლად რომ მივედი, მისი ოთახიდან ბიჭის და მამიდამისის საუბრის ხმა მომესმა და გამეღიმა. არ მინდოდა ხელი შემეშალა, სამზარეულოში შევედი და ცოტა ხნით იქ დავიცადე. გამოსულ ქალს ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა. ყველაფერი ისეა, როგორც ამბობდიო, მითხრა და ჩამეხუტა.
- სად ხარ აქამდე. - მისაყვედურა გიორგიმ და როცა ჩემს სახეზე ყველაფერი წაიკითხა, სანამ რამეს ვეტყოდი, დაამატა: - ეგ მზერა მოიშორე და რის თქმასაც აპირებ ისიც.
- უჟმურო. - დავეჯღანე, ჩანთა საწოლზე დავდე და იქვე დავჯექი.
- კარგი, ხო. მართალი ხარ, მარიამ. შეიძლება იმას ვეღარ გავაკეთებ, რაც მინდოდა, რომ მთელი ცხოვრება მეკეთებინა, მაგრამ სხვების წყენინება მართლა არ მინდა. იმათ მივწერე და მოვლენ დღეს. - ჩვენი მეგობრები იგულისხმა.
- ყველაფერს გააკეთებ გიორგი. შეიძლება ისე ვერა, როგორც გინდოდა მაგრამ, მაინც გააკეთებ...
- რაზე ამბობ?
- რაღაც გეგმა მაქვს, მაგრამ ახლა არ გეტყვი. ვიცი, რომ ნერვებს მომიშლი. ასე, რომ ახლა ჯობია მეგობრების დასახვედრად მოვწესრიგდეთ. - ჩანთა ავიღე და გავხსენი.
- მაქსიმუმ თაბაშირი მომხსნა. სმოკინგს ხო არ ჩავიცვამ. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ. ჩანთიდან მაკრატელი ამოვიღე და მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე. - მაგით უნდა მომხსნა? - დაბნეული მიყურებდა.
- თმა უნდა შეგჭრა. - ავაწკაპუნე მაკრატელი.
- არაა... გამორიცხულია, მარიამ. - თავი გააქნია.
- კარგი რა, სიღნაღში თქვი, თბილისში რომ ჩავალთ შევიჭრიო. უკვე კიკინას იკრავ. - დავუბღვირე. - არ გიხდება გიორგი!
- გშურს!
- არა, შენზე ვზრუნავ. ჩათვალე, სტილისტი ვარ და შენს სასიკეთოდ ვმოქმედებ.
- მეორე ტრავმას ნუ მომაყენებ! მამიდა! - დაიძახა ბიჭმა.
ნახევარ საათში ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. იდეალური შეჭრილი არ ყოფილა ჩემი ნამუშევარი. სამაგიეროდ მისი თმა გრძელი აღარ იყო და მშვენივრად გამოიყურებოდა.


პ.ს. შემდეგ თავს ხუთშაბათს დავდებ ჩემო ვანილებო. ^^
არ ვიცი, რანაირად, მაგრამ წინა თავს 9000 ნახვა აქვს ასე, რომ ყველას უღრმესი მადლობა ვინც კი თუნდაც მხოლო თვალი გადაავლო "ნაბიჯებს." ძალიან ძალიან მიყვარხართ.



№1  offline მოდერი აირ ისი

გელოდებოდი მოუთმენლად ❤️ საკმაოდ კარგი თავი იყო, რაღაც ძალიან მეგობრული და ეს გამგები ადამიანები რომ გყავს პერსონაჟებად ის მომწონს. ნანიკო რაღაც საოცრებაა და ყველაზე მეტად მიყვარს ამ ისტორიაში ❤️ ბოლო ნაწილზე ყველა პერსონაჟზე ცალ-ცალკე დავწერ რას ვფიქრობ და საკმაოდ დიდი შეფასების წაკითხვა მოგიწევს, ამიტომ პოპ-კორნით ჩაუჯექი ❤️ ჩემი ერთ-ერთი საყვრელი ავტორი რომ ხარ უკვე გითხარი? თუ არ მითქვამს, ახლა გეუბნები :*

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

აწმყოში ფურცლების გამოტანა ოთახიდან, რაღაცნაირად მენიშნა... იქნებ, ვცდები კიდეც, მაგრამ...
შემეცოდა გიორგი, ყველანაირად, აწმყოშიც და წარსულშიც. ჯერ მენისკიო, მერე ოპერაციაო... რაღაცნაირი თავი იყო, მაგრამ რა მიყვარს იცი, ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე, ყველა სცენას, თითქოს ფილმს ვუყურებ და ეს გმირები მართლა არსებობენ.
საოცრად წერ!
მადლობა ყველაფრისთვის.
ხუთშაბათამდე ❤️

 


№3  offline წევრი თ. ა.

მარიამი არის უმაგრესი მეგობარი. ის მარტო გიორგის სიყვარულით არ აკეთებს ყველაფერს. ის როგორც მეგობარი შესანიშნავი პიროვნებაა. ვფიქრობ გიორგი ვერ უშვებს იმ ფაქტს, რომ მარის უყვარს. ეშინია საერთოდ არ დაიკარგოს მეგობრობა. მოკლედ ძალიან კარგი თავი იყო.
დავითს და ნანიკოს ვგულშემატკივრობ.
მიყვარს ნაბიჯები!

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარად რომ წერ გითხარი მარიამ.აი ამ ისტორიაში მეგობრობაც ისე კარგად გაქ გადმოცემული და გვერდში დგომა ყველაფერი.როდის ეშველებათ ამათ ისე მინდა ვიხილო ეს ორი ერთად

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს და სულ მოუთმენლად ველოდები ახალს, წარმატებები!!!

 


№6 ახალბედა მწერალი lullaby

აირ ისი
გელოდებოდი მოუთმენლად ❤️ საკმაოდ კარგი თავი იყო, რაღაც ძალიან მეგობრული და ეს გამგები ადამიანები რომ გყავს პერსონაჟებად ის მომწონს. ნანიკო რაღაც საოცრებაა და ყველაზე მეტად მიყვარს ამ ისტორიაში ❤️ ბოლო ნაწილზე ყველა პერსონაჟზე ცალ-ცალკე დავწერ რას ვფიქრობ და საკმაოდ დიდი შეფასების წაკითხვა მოგიწევს, ამიტომ პოპ-კორნით ჩაუჯექი ❤️ ჩემი ერთ-ერთი საყვრელი ავტორი რომ ხარ უკვე გითხარი? თუ არ მითქვამს, ახლა გეუბნები :*

ვაიმეე უღრმესი მადლობა ჩემო კარგოო ❤️ ხო მეგობრული თავი გამოვიდა რაღაცნაირად ^^ მიყვარს მე დიდი კომენტარები და პოპკორნიც ::დდდ ასე რომ სიამოვნებით ❤️❤️

მე♥უცნაურე
აწმყოში ფურცლების გამოტანა ოთახიდან, რაღაცნაირად მენიშნა... იქნებ, ვცდები კიდეც, მაგრამ...
შემეცოდა გიორგი, ყველანაირად, აწმყოშიც და წარსულშიც. ჯერ მენისკიო, მერე ოპერაციაო... რაღაცნაირი თავი იყო, მაგრამ რა მიყვარს იცი, ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე, ყველა სცენას, თითქოს ფილმს ვუყურებ და ეს გმირები მართლა არსებობენ.
საოცრად წერ!
მადლობა ყველაფრისთვის.
ხუთშაბათამდე ❤️

პ.ს.ში უნდა დამეწერა, რომ ჩანაწერები მომდევნო ორ თავში აღარ იქნება და გადავიფიქრე, თუმცა, მგონი ისედაც ყველაფერი ცხადია და ძალიან მაინტერესებს შემდეგ თავში მომხდარი ამბები როგორ მოგეწონებათ ^^
მადლობა შენ შეფასებისთვის და დროებით ❤️❤️

თ. ა.
მარიამი არის უმაგრესი მეგობარი. ის მარტო გიორგის სიყვარულით არ აკეთებს ყველაფერს. ის როგორც მეგობარი შესანიშნავი პიროვნებაა. ვფიქრობ გიორგი ვერ უშვებს იმ ფაქტს, რომ მარის უყვარს. ეშინია საერთოდ არ დაიკარგოს მეგობრობა. მოკლედ ძალიან კარგი თავი იყო.
დავითს და ნანიკოს ვგულშემატკივრობ.
მიყვარს ნაბიჯები!

ძალიან მიხარია მათ მეგობრობას რომ აფასებ... ზოგადად ამით იწყება ხოლმე ყველაფერი. მართალია აქ ცოტა სხვანაირად მოხდა, მაგრამ მაინც ^^ მიხარია, რომ მოგეწონა ეს თავი ^^ ნანიკოს და დავითს რაც შეეხება, აქ ისე არ იქნება, როგორც სხვა ისტორიებიდან ხართ მიჩვეულები :დდ ბოდიში :დდ ❤️

სტუმარი თამო
საოცარად რომ წერ გითხარი მარიამ.აი ამ ისტორიაში მეგობრობაც ისე კარგად გაქ გადმოცემული და გვერდში დგომა ყველაფერი.როდის ეშველებათ ამათ ისე მინდა ვიხილო ეს ორი ერთად

ეშველებათ ეშველებათ და ნახავ კიდეც ))
დიდი დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️

სტუმარი ნინი
ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს და სულ მოუთმენლად ველოდები ახალს, წარმატებები!!!

დიდი დიდი მადლობა ❤️

 


№7  offline წევრი ნანა73

კარგი იყო...
ავარიის ამბის გაგებისას და შემდეგ მარიამის რეაქცია იმდენად ნათლად გადმოეცი მეც მარიამი ვიყავი...
მათი დამოკიდებულება უფრო კარგად დავინახე აწმყოშიც და წარსულშიც. kissing_closed_eyes
ღმერთო ჩემო, არ იცი როგორ მიხარია რომ იქამდე მივდივართ სადაც წლები ოცნებობდა ჩვენი გოგო. ( თუ, აღარც ოცნებობდა? :))
ბიჭი კი მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ხომ ვიცი ყველაფერს შევუნდობ. smile
გელოდებიიი საყვარელო ❤️

❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი Khatuna

დადააამ, აი დასასრულსაც უახლოვდებით.როგორ ველოდები. სოფო მშვიდობით მიფრინავს , ლაშაც იმედია მშვიდობით წავა და ქიმიაც შედგება. მადლობა ამ ისტორიისთვის.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამო

აი ისე მომწონს ეს ისტორია, ისე კარგად წერ, არ მყოფნის❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი Life is beautiful

რა კაი იყოოო...ყველაზე მსუბუქი წასაკითხი ეს იყო და თან ძაან სენტიმენტალურიც ძააან მომეწონა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება მალე<333333333

 


№11 ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
კარგი იყო...
ავარიის ამბის გაგებისას და შემდეგ მარიამის რეაქცია იმდენად ნათლად გადმოეცი მეც მარიამი ვიყავი...
მათი დამოკიდებულება უფრო კარგად დავინახე აწმყოშიც და წარსულშიც. kissing_closed_eyes
ღმერთო ჩემო, არ იცი როგორ მიხარია რომ იქამდე მივდივართ სადაც წლები ოცნებობდა ჩვენი გოგო. ( თუ, აღარც ოცნებობდა? :))
ბიჭი კი მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ხომ ვიცი ყველაფერს შევუნდობ. smile
გელოდებიიი საყვარელო ❤️

❤️❤️❤️

მიხარიქ, რომ კმაყოფილია ემოციების დედოფალი :დდ ❤️
კი ვუახლოვდებით იმ მომენტს. მარი ოცნებობდა კი, მაგრამ ძალიან ჩუმად, ისე, რომ საკუთარ თავსაც უმალავდა. ცოტაც და აღარავისთან მოუწევს დამალვა ^^
გიორგისაც, მალე აპატიებ ყველაფერს, თუ რამე გაწყენინა. ;)

სტუმარი Khatuna
დადააამ, აი დასასრულსაც უახლოვდებით.როგორ ველოდები. სოფო მშვიდობით მიფრინავს , ლაშაც იმედია მშვიდობით წავა და ქიმიაც შედგება. მადლობა ამ ისტორიისთვის.

კი, ორი თავიც და დაგემშვიდოდბებით... მადლობა შენ კომენტარისთვის ჩემო კარგო ❤️ ვნახოთ როგორ იქნება ეგ ყველაფერი ^^

სტუმარი მარიამო
აი ისე მომწონს ეს ისტორია, ისე კარგად წერ, არ მყოფნის❤️❤️❤️

მადლობა დიდი ❤️

Life is beautiful
რა კაი იყოოო...ყველაზე მსუბუქი წასაკითხი ეს იყო და თან ძაან სენტიმენტალურიც ძააან მომეწონა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება მალე<333333333

მიხარია, რომ მოგეწონა ❤️❤️ რა თქმა უმდა, ყველაფერი იქნება კარგად ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

ისე მეშინია, რატომღაც მგონია, რომ გიორგი წაიკითხავს ფურცლებს, ერთი სული მაქვს როდის დადებ მომდევნოს???? ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძიან კარგად წერ❣

 


№13 სტუმარი purpleorchid

ვაიმე, ხომ ვერც წარმოიდგენ რამდენი ხანია სულმოუთმენლად ველოდებოდი და რომ დამხვდა ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა❤❤❤ ამ თავის ფონზე ისეთ მუსიკას და სიმღერებს ვუსმენდი ისედაც აჩუყებული გული უარესად ამიჩუყდა❤❤ რა იყო ეს? Ღმერთო ყველაზე მეტად ეს თავი იყო ემოციურად დატვირთული ჩემთვის)) სანამ საავადმყოფოში მივიდნენ და გაარკვიეს რა ხდებოდა, მარიამთან ერთად მოვკვდი რამდენჯერმე, ძალიან განვიცადე გიორგის ამბავი, არარა ვამბობ საუკეთესო მწერალი ხარ როგორც ამბისა და მთავარი პერსონაჟების გრძნობების გადმოცემაში, ისე ჩემს ატირებაში????❤❤ მარიამი ყოველ ახალ თავში უფრო მიყვარდება, სულ მაოცებს მისი კეთილი ბუნება, სულ აღმაფრთოვანებს. Ისეთი ნაზი, ჭკვიანი და კეთილია,რომ შეუძლებელია ადამიანს არ შეგიყვარდეს❤❤ ლუკა და ოთო, ადამიანური მორალით,რომ შევაფასო, ღირსეული ადამიანები არიან, სულ ვფიქრობდი ეა მოხდა მარიამის წარსულ ურთიერთობაში, სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა კიდეც რომ ოთო არ აღმოჩნდება ასეთი ადამიანი, მაგრამ როგორც ყოველთვის შენი საოცარი მწერლური ნიჭით სულ მაოცებ, ოთოში და ლუკაში მართლა ს დავინახე რაც დღესდღეობით ბევრ ადამიანს აღარ აქვს:ღირსება. Ნუ საბოლოოდ გიორგი და მარიამი,ვინაიდან მთავარი პერსონაჟები არიან, ყველაზე მეტად მიყვარან და ბოლომდე მათი გულშემატკივრებ არიან❤❤❤❤❤ მარიამისთვის გიორგისგან სულ მცირედიც კი საკმარისია, რომ ააფორიაქოს(ვაიმე ძალიან საყვარლები არიან და რა ვქნა:D:D) "არც კი დავფიქრდებოდი,ისე დავთმობდი ყველაფერს, ოღონდაც ის არ მენახა იმ მდგომარეობაში" - როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს საყვარელ ადამიანზე, დაივიწყოს დ ჩაკლას ის სიყვარული რომ გააჩნია მის მიმართ, ძალიან რომც ეცადოს))) მიუხედავად ამხელა ტანჯვის გამოვლისა, ისევ გიორგის ერთგულად რჩება❤❤ სულიერად განადგურებული და დანარცხებულია და მიუხედავად იმისა,რომ შეგუებულია, მაინც იბრძვის გიორგისთვის,ჩუმად მაგრამ მაინც❤ "როცა ჯოჯოხეთთან ახლო კავშირი გაქვს, ყველაფერს უნდა ელოდო დედამიწაზე"- ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, იმდენი ვიცინე ჯერ მარტო ნანიკოს ამ ერთ ფრაზაზე, შოკი პერსონაჟი გყავს ეგ:D:D ბევრის დაწერა მინდოდა კიდევ, მაგრამ სამწუხაროდ დავალებები მაქვს ქვეყანა ხვალისთვის(სკოლა ბავშვებს დასდევს გიჟივით-ცოცხზე შემომჯდარი კუდიანივით), ამიტომ მხოლოდ ამით დაგემშვიდობები, ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა და არც იფიქროთ სევდიან დასასრულზე, მაგრამ სრულიად მჯერა რომ შენი დაწერილი დასასრული მაინც გამაოცებს(კარგი გაგებით) ;) ❤❤❤❤

 


№14  offline წევრი nukito20w

....
მადლობა,ნახვამდის.
....
კარგი,ვიტყვი მოკლედ :დ


ხომ წავიკითხე,გიორგის მდგომარეობის მსგავს განვითარებას,არ ველოდი.. მათი წყვილის დაშლას,სიმართლე რომ ვთქვა, კი..
Კარგი პერსონაჟები შექმენი და ისტორიაც ძალიან კარგია. მომწონს ურთიერთპატივისცემა და მეგობრობის ეს ხარისხი!
ველოდები შემდეგს მოუთმენლად❤❤❤.

 


№15 სტუმარი სტუმარი კლავდია

იმდენად კარგი მეგობრები არიან მგონი ჯობს ასე დარჩნენ...

 


№16 ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ანი
ისე მეშინია, რატომღაც მგონია, რომ გიორგი წაიკითხავს ფურცლებს, ერთი სული მაქვს როდის დადებ მომდევნოს???? ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძიან კარგად წერ❣

რატომ გეშინია გიროგიმ რომ წაიკითხოს ფურცლები? იქნებ მარტო ეგ იყოს გამოსავალი ;)
დიდი დიდი მადლობა... დიდხანს არ გალოდინებ ❤️

purpleorchid
ვაიმე, ხომ ვერც წარმოიდგენ რამდენი ხანია სულმოუთმენლად ველოდებოდი და რომ დამხვდა ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა❤❤❤ ამ თავის ფონზე ისეთ მუსიკას და სიმღერებს ვუსმენდი ისედაც აჩუყებული გული უარესად ამიჩუყდა❤❤ რა იყო ეს? Ღმერთო ყველაზე მეტად ეს თავი იყო ემოციურად დატვირთული ჩემთვის)) სანამ საავადმყოფოში მივიდნენ და გაარკვიეს რა ხდებოდა, მარიამთან ერთად მოვკვდი რამდენჯერმე, ძალიან განვიცადე გიორგის ამბავი, არარა ვამბობ საუკეთესო მწერალი ხარ როგორც ამბისა და მთავარი პერსონაჟების გრძნობების გადმოცემაში, ისე ჩემს ატირებაში????❤❤ მარიამი ყოველ ახალ თავში უფრო მიყვარდება, სულ მაოცებს მისი კეთილი ბუნება, სულ აღმაფრთოვანებს. Ისეთი ნაზი, ჭკვიანი და კეთილია,რომ შეუძლებელია ადამიანს არ შეგიყვარდეს❤❤ ლუკა და ოთო, ადამიანური მორალით,რომ შევაფასო, ღირსეული ადამიანები არიან, სულ ვფიქრობდი ეა მოხდა მარიამის წარსულ ურთიერთობაში, სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა კიდეც რომ ოთო არ აღმოჩნდება ასეთი ადამიანი, მაგრამ როგორც ყოველთვის შენი საოცარი მწერლური ნიჭით სულ მაოცებ, ოთოში და ლუკაში მართლა ს დავინახე რაც დღესდღეობით ბევრ ადამიანს აღარ აქვს:ღირსება. Ნუ საბოლოოდ გიორგი და მარიამი,ვინაიდან მთავარი პერსონაჟები არიან, ყველაზე მეტად მიყვარან და ბოლომდე მათი გულშემატკივრებ არიან❤❤❤❤❤ მარიამისთვის გიორგისგან სულ მცირედიც კი საკმარისია, რომ ააფორიაქოს(ვაიმე ძალიან საყვარლები არიან და რა ვქნა:D:D) "არც კი დავფიქრდებოდი,ისე დავთმობდი ყველაფერს, ოღონდაც ის არ მენახა იმ მდგომარეობაში" - როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს საყვარელ ადამიანზე, დაივიწყოს დ ჩაკლას ის სიყვარული რომ გააჩნია მის მიმართ, ძალიან რომც ეცადოს))) მიუხედავად ამხელა ტანჯვის გამოვლისა, ისევ გიორგის ერთგულად რჩება❤❤ სულიერად განადგურებული და დანარცხებულია და მიუხედავად იმისა,რომ შეგუებულია, მაინც იბრძვის გიორგისთვის,ჩუმად მაგრამ მაინც❤ "როცა ჯოჯოხეთთან ახლო კავშირი გაქვს, ყველაფერს უნდა ელოდო დედამიწაზე"- ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, იმდენი ვიცინე ჯერ მარტო ნანიკოს ამ ერთ ფრაზაზე, შოკი პერსონაჟი გყავს ეგ:D:D ბევრის დაწერა მინდოდა კიდევ, მაგრამ სამწუხაროდ დავალებები მაქვს ქვეყანა ხვალისთვის(სკოლა ბავშვებს დასდევს გიჟივით-ცოცხზე შემომჯდარი კუდიანივით), ამიტომ მხოლოდ ამით დაგემშვიდობები, ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა და არც იფიქროთ სევდიან დასასრულზე, მაგრამ სრულიად მჯერა რომ შენი დაწერილი დასასრული მაინც გამაოცებს(კარგი გაგებით) ;) ❤❤❤❤

ღმერთოოო, როგორი კომენტარი იყო ეს ^^ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მახარებს შენი ეს ჩაწვრილმანებდა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. მიყვარს რასაც განიხილავ და მიხარია ასე რომ მოგწონს ჩემი პერსონაჟები. ყველაზე დიდი პატივი კი ისაა, რომ შენს ძვირფას (სამეცადინო) დროს მეც მინაწილებ. ❤️❤️❤️ უღრმესი მადლობა... სულ ღიმილით ჩავიკითხე გახარებულმა ❤️

nukito20w
....
მადლობა,ნახვამდის.
....
კარგი,ვიტყვი მოკლედ :დ


ხომ წავიკითხე,გიორგის მდგომარეობის მსგავს განვითარებას,არ ველოდი.. მათი წყვილის დაშლას,სიმართლე რომ ვთქვა, კი..
Კარგი პერსონაჟები შექმენი და ისტორიაც ძალიან კარგია. მომწონს ურთიერთპატივისცემა და მეგობრობის ეს ხარისხი!
ველოდები შემდეგს მოუთმენლად❤❤❤.

წყვილის დაშლასოოო 0.0
რისთვის ვიწვალეთ ამდენიიი? :დდდ
ვნახოთ ვნახოთ. მომდევნო თავში რა აზრები დაგიტრიალდება ;)
მადლობა შეფასებისთვის ❤️

სტუმარი კლავდია
იმდენად კარგი მეგობრები არიან მგონი ჯობს ასე დარჩნენ...

მომდევნო თავი გვიჩვენებს, ჯობს თუ არა ))

 


№17 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან,ძალიან კარგია.სასწაულად კარგი,.

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

იყვნენ ასე როგორც არიან და სადაც, ორივეს ეს როლი აქვს ამ ცხოვრებაში მორგებული და გათავისებული რაა. მარიამი როგორ უნდა გამოვიდეს ამ "კომფორტის ზონიდან" ვერ წარმომიდგენია ვერც მე, ვერც მას თვითონ :)).

ჩემთვის ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, უფრო სწორედ წუნი რომ არ მოეძებნება ისეთი , ამ ისტორიაში ლუკაა. საოცარი პერსონაჟი შექმენი მისი სახით. მის გვერდით ყველა უფერულია, მართლა.

 


№19 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან ძალიან კარგი იყო,იმედია შემდეგ თავში მარიამს და გიორგის ეშველებათ

 


№20 სტუმარი Nino Varduashvili

გუშინ შევამოწმე, მაგრამ მეთერთმეტე ეწერა და თავი დავანებე, მერე კიდევ მოვუბრუნდი და თურმე ახალი თავი ყოფილა <3
გაწყვეტაც მომიწია კითხვისას, მაგრამ სანამ მოვუბრუნდი ცნობისმოყვარეობით არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ემოციური თავი იყო, მართლაც. გიორგის და ლაშას ამბავი რომ გავიგე, საერთოდ არ მიფიქრია მენისკი არც გამხსენებია. სანამ საავადმყოფომდე მიაღწიეს თითქოს მეც მივდიოდი და მოუთმენლობისგან ერთი სული მქონდა მალე წამეკითხა და გამეგო გიორგის მდგომარეობა.
ყველაზე საშინელება იყო იმის წაკითხვა, როცა ექიმმა უთხრა ცეკვას ვეღარ შეძლებო :(( ახლაც იმდენად მხვდება გულზე ცრემლებს ძლივს ვიკავებ. გიორგის ადგილას არც ერთ მოცეკვავეს ვუსურვებ ყოფნას. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და ყელში დიდი გორგალი ვიგრძენი. აღარც ჩაბარებული სადიპლომო მახსოვდა და მერე რომ ახსენა, ცოტა გულზე მომეშვა, გიორგის შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მარიამი გეგმავს(ეგრევე ეს ვიფიქრე ;დდ). მესმის გიორგის, მის ადგილას არც მე მომესურვებოდა ვინმესთან ლაპარაკი, თანაც იმ თემაზე, რისი დაჯერებაც არ მენდომებოდა.
მარიამი ყოველ თავში მარწმუნებს, რომ უძლიერესი გოგოა, მეგობარი და პერსონაჟი. გვანცას ამბავი რომ გავიგე, გული დამწყდა და მინდოდა ვინმე დახმარებოდა, და მარიამი რომ დაეხმარა, გახსენებაზე ახლაც ვიღიმი <3 მის ადგილას,(ნანიკოსი არ ვიცი ;დდ) მგონი ბევრი დაეხმარებოდა გვანცას. არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ენახებინა, უბრალოდ დაეხმარებოდა <3.

უი ჰო, მარის და გიორგის ღამის საუბარი, კინაღამ დამავიწყდა. მარის მსგავსად თვალები ლამის გადმომცვივდა, რომ წავიკითხე გიორგის და სოფის ამბავი. თითქოს არაფერი იყო ქობულეთში და ვერც წარმოვიდგენდი. ოჰ, ნანიკოს რეაქცია მჭირდება ძალიან, რომ გაიგებს <33
მარის ჯეირანზე კიდევ ჟრუანტელს არ დავუტოვებივარ ;დდ, ძალიან კარგად გეწერა, იმდენად კარგად, რომ თან ვიღდგენდი ხოლმე ცეკვას და უბრალოდ მარიამს წარმოვიდგენდი <3 თავიდან მეგონა, რომ არ იცეკვებდა, მაგრამ ამას რომ ვფიქრობდი მე თვითონ ვწუხდებოდი ჩემს ფიქრებზე. მისი და ოთოს ურთიერთობის ბოლო თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ოთოს პერსონაჟიც ძალიან კარგია <3

მარიამ, ყველა შენი პერსონაჟით ძააალიან მომწონხარ <3

 


№21 ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი nancho
ძალიან,ძალიან კარგია.სასწაულად კარგი,.

დიდი დიდი მადლობაა ❤️

grafo
იყვნენ ასე როგორც არიან და სადაც, ორივეს ეს როლი აქვს ამ ცხოვრებაში მორგებული და გათავისებული რაა. მარიამი როგორ უნდა გამოვიდეს ამ "კომფორტის ზონიდან" ვერ წარმომიდგენია ვერც მე, ვერც მას თვითონ :)).

ჩემთვის ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, უფრო სწორედ წუნი რომ არ მოეძებნება ისეთი , ამ ისტორიაში ლუკაა. საოცარი პერსონაჟი შექმენი მისი სახით. მის გვერდით ყველა უფერულია, მართლა.

მარიამი არ ფიქრობს, რომ ოდესმე მოუწევს მაგ "კომფორტის ზონის" დატოვება, თორემ შეძლებით შეძლებს... ))
ლუკა მეც ძალიან მომწონს და ძალიან არ მინდა ამ ბიჭის დაკარგვა :დდდ

სტუმარი ხატია
ძალიან ძალიან კარგი იყო,იმედია შემდეგ თავში მარიამს და გიორგის ეშველებათ

მადლობა ))) იქნება ყველაფერი

Nino Varduashvili
გუშინ შევამოწმე, მაგრამ მეთერთმეტე ეწერა და თავი დავანებე, მერე კიდევ მოვუბრუნდი და თურმე ახალი თავი ყოფილა <3
გაწყვეტაც მომიწია კითხვისას, მაგრამ სანამ მოვუბრუნდი ცნობისმოყვარეობით არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ემოციური თავი იყო, მართლაც. გიორგის და ლაშას ამბავი რომ გავიგე, საერთოდ არ მიფიქრია მენისკი არც გამხსენებია. სანამ საავადმყოფომდე მიაღწიეს თითქოს მეც მივდიოდი და მოუთმენლობისგან ერთი სული მქონდა მალე წამეკითხა და გამეგო გიორგის მდგომარეობა.
ყველაზე საშინელება იყო იმის წაკითხვა, როცა ექიმმა უთხრა ცეკვას ვეღარ შეძლებო :(( ახლაც იმდენად მხვდება გულზე ცრემლებს ძლივს ვიკავებ. გიორგის ადგილას არც ერთ მოცეკვავეს ვუსურვებ ყოფნას. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და ყელში დიდი გორგალი ვიგრძენი. აღარც ჩაბარებული სადიპლომო მახსოვდა და მერე რომ ახსენა, ცოტა გულზე მომეშვა, გიორგის შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მარიამი გეგმავს(ეგრევე ეს ვიფიქრე ;დდ). მესმის გიორგის, მის ადგილას არც მე მომესურვებოდა ვინმესთან ლაპარაკი, თანაც იმ თემაზე, რისი დაჯერებაც არ მენდომებოდა.
მარიამი ყოველ თავში მარწმუნებს, რომ უძლიერესი გოგოა, მეგობარი და პერსონაჟი. გვანცას ამბავი რომ გავიგე, გული დამწყდა და მინდოდა ვინმე დახმარებოდა, და მარიამი რომ დაეხმარა, გახსენებაზე ახლაც ვიღიმი <3 მის ადგილას,(ნანიკოსი არ ვიცი ;დდ) მგონი ბევრი დაეხმარებოდა გვანცას. არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ენახებინა, უბრალოდ დაეხმარებოდა <3.

უი ჰო, მარის და გიორგის ღამის საუბარი, კინაღამ დამავიწყდა. მარის მსგავსად თვალები ლამის გადმომცვივდა, რომ წავიკითხე გიორგის და სოფის ამბავი. თითქოს არაფერი იყო ქობულეთში და ვერც წარმოვიდგენდი. ოჰ, ნანიკოს რეაქცია მჭირდება ძალიან, რომ გაიგებს <33
მარის ჯეირანზე კიდევ ჟრუანტელს არ დავუტოვებივარ ;დდ, ძალიან კარგად გეწერა, იმდენად კარგად, რომ თან ვიღდგენდი ხოლმე ცეკვას და უბრალოდ მარიამს წარმოვიდგენდი <3 თავიდან მეგონა, რომ არ იცეკვებდა, მაგრამ ამას რომ ვფიქრობდი მე თვითონ ვწუხდებოდი ჩემს ფიქრებზე. მისი და ოთოს ურთიერთობის ბოლო თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ოთოს პერსონაჟიც ძალიან კარგია <3

მარიამ, ყველა შენი პერსონაჟით ძააალიან მომწონხარ <3

ვაიმეე ვგიჟდები შენს ჩაწვრილმანებაზეე ^^ ისე ვკითხულობ, როგორც შენ ახალ თავს :დდდ ძალიან მიყვარს დეტალებს რო აქცევ ყურადღებას... არაფერი გრჩება უყურადღებოდ და ძალიან ძალიან მიხარია, რომ პერსონაჟები მოგწონს ^^ გავდივართ ბოლოსკენ და კი დაგცდა გაწელეო, მაგრამ :დდდ იმედია დარჩენილი ორი თავითაც კმაყოფილი იქნები გოგონი ;) ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ნანა

ამ საიტზე, შენ, პენელოპეს და ფორთოხალს გამოგყოფდით, თქვენ სამნი შემდგარი მწერლები ხართ

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

კი, სწორი ხარ. არ ფიქრობს მარიამი რომ მოუწევს მაგ ზონის დატოვება და ასე იფიქრებს სანამ "ფურცლები" იარსებებს. უფრო გაშლა ამ თემის აქ მართლა არ მგონია მართებულად და შეიძლება არასაჭირო ფილოსოფიაშიც გადავიდე-თ, ამიტომ მეტს არ დავამტებ :).
ამიტომ არ მომწონს ნანიკო, როგორც მეგობარი. ყველაფერში მხარს უჭერს მარიამს, ანუ არ მოქმედებს. ამდენი წელი...ჯერ ტვინში გაჟღენთილი ეს დაუვიწყარი მოგონებები და მერე კიდევ ფურცლებზე მათი არსებობა და მეგობარმა ეს იცის.
ერთი ლუკასნაირი რომ ყოლოდა ცოტა ხნით მარიამს, აქამდე 1037490 ჯერ აეწყობოდა მისი პირადი ბედნიერება :)). არა, ამ ლუკათი აღფრთოვანებული ვარ. ხომ ცოტაა ისტორიაში, მაგრამ იმდენად კარგია და იმდენად სწორი, რომ...
პ.ს. მარიამს წერის სტილს რომ არ გიწუნებ/არ ვეხები, უბრალოდ მოსაზრებას რომ ვაფიქსირებ და ა.შ. და ა.შ. მგონი ამის ახსნა არ მჭირდება :*.

 


№24 სტუმარი სტუმარი koko

uuu gelolddebiii dgheees axaliii taviaaa uraaa:ddd

 


№25 ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ნანა
ამ საიტზე, შენ, პენელოპეს და ფორთოხალს გამოგყოფდით, თქვენ სამნი შემდგარი მწერლები ხართ

ვაიმეე, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ❤️ ორივე ძალიან მიყვარს და შენც მიყვარხარ ასეთი შეფასებისთვის ❤️

grafo
კი, სწორი ხარ. არ ფიქრობს მარიამი რომ მოუწევს მაგ ზონის დატოვება და ასე იფიქრებს სანამ "ფურცლები" იარსებებს. უფრო გაშლა ამ თემის აქ მართლა არ მგონია მართებულად და შეიძლება არასაჭირო ფილოსოფიაშიც გადავიდე-თ, ამიტომ მეტს არ დავამტებ :).
ამიტომ არ მომწონს ნანიკო, როგორც მეგობარი. ყველაფერში მხარს უჭერს მარიამს, ანუ არ მოქმედებს. ამდენი წელი...ჯერ ტვინში გაჟღენთილი ეს დაუვიწყარი მოგონებები და მერე კიდევ ფურცლებზე მათი არსებობა და მეგობარმა ეს იცის.
ერთი ლუკასნაირი რომ ყოლოდა ცოტა ხნით მარიამს, აქამდე 1037490 ჯერ აეწყობოდა მისი პირადი ბედნიერება :)). არა, ამ ლუკათი აღფრთოვანებული ვარ. ხომ ცოტაა ისტორიაში, მაგრამ იმდენად კარგია და იმდენად სწორი, რომ...
პ.ს. მარიამს წერის სტილს რომ არ გიწუნებ/არ ვეხები, უბრალოდ მოსაზრებას რომ ვაფიქსირებ და ა.შ. და ა.შ. მგონი ამის ახსნა არ მჭირდება :*.

ნანიკო ძალიან ბევრ რამეში არ ეთანხმება მარიამს და მთელი ისტორიაა მოქმედებისკენ მოუწოდებს. თვითონ იმიტომ არ აკეთებს არაფერს, რომ ვფიქრობ ისეთი მგრძნობიარე და ინტიმურ საკითხში, როგორიც სიყვარულია, არავის აქვს მკვეთრად ჩარევის უფლება. რა გითხრა, აბა, ასე ვფიქრობ და ნანიკოც უბრალოდ ითვალისწინებს მეგობრის მდგომარეობას. თორემ პატარა მაიმუნობებს მარის მაცვლად ისიც აკეთებდა. მისმა დალევის იდეამ ბევრი რამ შეცვალა და მაგას მოგვახსენებს ბატონი გიორგი :დდდდ
ძალიან მიხარია, ლუკა რომ მოგწონს, მართლა ^^

და რა თქმა უნდა ვხვდები, რასაც მეუბნები. უკვე კარგად ვიცნობ შენს კომენტარებს ;) <3

სტუმარი koko
uuu gelolddebiii dgheees axaliii taviaaa uraaa:ddd

შეგიძლია უკვე დატკბე... მიხარია შენი მოლოდინი :დდ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent