შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(11)


9-11-2020, 20:05
ავტორი nukito20w
ნანახია 1 141

ქუჩები ქუჩებს ცვლიდა,უკან რჩებოდა ხმაურით სავსე ქალაქი. სადღაც წინ მიდიოდა,მერე გვერდით უხვევდა და დემიენს უსმენდა ყურადღებით. დაძაბულობისგან მთელი ტანი დასჭიმვოდა.თან სიბნელეში ორმაგად ნერვიულობდა.
სიჩუმე თრგუნავდა,ახლა ეგ ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა,მაგრამ ზედმეტი დაწყნარების მცდელობაც აღიზიანებდა.დემიენს აბნევდა ყველაფრით.ჰოდა,ბოლოს ჩუმად დაჯდა,გიორგის აქცევდა ყურადღებას.
ეს კამკამიძე მაგარი შეშინებული კია.რძისფერი დაედო სახეზე.
-შორს კი წამოგიყვანია.-ჩხეიძემ ამოილაპარაკა.
-მარტო არ ვყოფილვარ.
-გისმენ..-გზას თვალს არ აშორებდა ნიკეა.
-დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დამპირდა მარტო ვიქნებიო,არ ვენდე.
-ჩემს ძმას არ ენდე.
-სიტყვას ასრულებს,ეს ვიცი. ვიფიქრე,აქეთ არ მენდობოდა და 3 ბიჭი შევხვდით აქ.-ჩერქეზიშვილი ჩუმად იჯდა.
-სამმა კაცმა ერთი აჯიკავეთ.-საჭეს მოუჭირა ხელები.-შემდეგ უპატრონოდ დააგდეთ.პირდაპირ გაოცებული ვარ.-თავი ძლივს შეიკავა,თორემ სახელობითიდან წოდებითამდე უბრუნებდა გინებების მთელ რიგს.- ილოცეთ,ცოცხალი იყოს და ჯანსაღი ადამიანივით შეძლოს ცხორვრების გაგრძელება...- სარკიდან გაჰხედა.- დანარჩენების სახელი მაინტერესებს.
-არ გეტყვი.
-ოჰოო,კაცობას და კარგ ბიჭობას ვაწვებით?!-გამოჰხედა სარკიდან და გზაზე გადაიტანა ყურადღება.- მაშინ უიარაღოს 3-მა ვირმა რა მიზეზით წააყარეთ?
კამკამიძე ჩუმად იჯდა.თავი ჩაექინდრა.ყველაზე ცუდ სიტუაციაში იყო ამ წამს და ნერვიულობისგან გული უსკდებოდა.
-საით?!-ჩხეიძემ ჩერქეზიშვილს ჰკითხა და დემიენმაც დაუბრუნა უმალვე პასუხი.
მანქანა გზიდან გადაიყვანა და გასაღებიც გამოაცალა.
-ახლა დაძაბავ გონებას და ლეომდე მიმიყვან.-უკან მოტრიალდა.-მასთან მიმიყვან!
-კარგი.-კამკამიძესგან წინააღმდეგობას ელოდნენ,თუმცა პასუხად სრულ მორჩილებას იღებდნენ.
დემიენი მაინც ვერ ენდობოდა ბოლომდე.გვერდით ჰყავდა ამოყენებული და გზას მიუყვებოდნენ.ნიკეა მობილურით ანათებდა სიბნელეს.ცას შავი საფარველი გადაჰკროდა,მთვარეც ღრუბლებში მიმალულიყო და ვარსკვლავებიც კი არ ჩანდნენ ჰორიზონტზე.
ჩხეიძე დემიენს ედგა მეორე მხარეს.წამითაც ვერ ახერხებდა სხვაგან გახედვას ან გადახვევას. მიდიოდნენ იქ,სადაც პატარა ჩხეიძე ეგულებოდათ.
ეკალმა დააყარა და სუსხი ერთიანად მოედო ტანზე.შეიგრძნო შიში და წყვდიადის უღიმღამო წუთების შხამი.
მკერდში შიშისგან აჩქარებული გული ამცნობდა,რომ ლეო კარგად არ იყო.
მოხრიოკებულ მიწაზე ადგილზე დაგდებულ სიულვეტს მოჰკრეს თვალი.
გაიჭრა მშვენიერება წინ,გააპო ზამთრის სუსხი და მიანათა სინათლე.
-ლეო,ლეო..-მუხლებზე დაეშვა ანერვიულებული და მუცელზე გაწოლილი სხეული შეარხია.
-ნელა,ნელა..-ჩერქეზიშვილიც მიუახლოვდა და შეაჩერა ჩხეიძე. ფრთხილად მოუსინჯა პულსი, ნელა გადმოატრიალდა.
ამოიხრიალა ტკივილისგან გაწამებულმა გაყინულმა სხეულმა.
-ლეო!-თავი დაიდო მუხლებზე კანკალით.-ლეო..-თითები მოუსვა გაყინულ ლოყებზე.
-მაგარი ნაცემი კია,მოდი აქ, მომეხმარე.-გიორგის დაუძახა ჩერქეზიშვილმა.-ოო,კარგად კი გამოძვრა..
-დემიენ!-მძიმედ სუნთქავდა ლეო.- ნახე რა სჭირს?!
-დიდი ხანია ასე წევს,გაციება არ ასცდება.-კამკამიძე ამოუდგა გვერდით.ერთმა მკლავებში ამოსდო ხელი,მეორემ ფეხებში. ნიკეას გზა უნდა გაენათებინა,მეტი არაფერი ევალებოდა..
მანქანაში ამჯერად უკან დაჯდა. კალთაში ჩაიდო ლეოს თავი და გულაჩქარებული დააკვირდა ძმის სისხლით მოთხვრილ სახეს.გული გაუწვრილდა და თვალები დახუჭა. მოელანდა სისხლიანი სახე და თავი ვერაფრით შეიკავა,წამსვე გაახილა.წინ მჯდარი დემიენის გადაპარსული თავი შენიშნა. ეუცხოვა.
თითები შეაცურა ძმის ქვიშით დამტვერილ თმებში. სახეზე დახედვა ვერ შეძლო.
-ოხ!-ამოიქშინა ლეომ და ეცადა თვალი მოევლო სიტუაცუიისთვის.
-ლეო..-დაჰხედა ნიკეამ იმ წამსვე. - ცოცხალი ხარ,ბიჭო?!ლეო..
-ტანკით გადამიარეს და ეს თუ სიცოცხლეა...-ამოიჩურჩულა და გაჭირვებით ჩასჭიდა ხელი წვრილ თითებზე.
-დაგიმატებ,დამაცადე.-ცრემლები გადმოეპარა მაინც.
ამოიქშინა მძიმედ.
-ცუდად გიდევს თავი?!-დაიძაბა.
-არა..-ყველაფერი ერთად აწუხებდა. მთელ ტანს ისე შემაწუხებლად გრძნობდა,ლამის თავი გაითიშა ისევ.
წინ იჯდა ჩუმად გიორგი,დემიენი მშვიდად მართავდა მანქანას.მერე რადიო ჩართო,იქ კი "pretty women" ჟღერდა.
ლეოს ჩაეღიმა და შესიებული თვალი ოდნავ გაახილა.
-მე ვიყო იპოლიტე,თუ შენზე არ დაეწერათ ეს სიმღერა.- ნიკეა პირველი 2 წუთი იყო შოკში,მერე გააანალიზა და გულიანად გაიცინა.
-მე კიდევ ოჩოპინტრე ვიყო,თუ არ გეთანხმებოდე. -ჩერქეზიშვილს ჩაეღიმა.სარკიდან გადაჰხედა ნიკეას უკვე შედარებით დაწყნარებულ გამომეტყველებას.
-ყველა სიმღერა სიმღერა ჩემზეა დაწერილი,რომ იცოდეთ.- ფრთხილად,ოხვრით ასწია ხელი თავის დას რომ მოფერებოდა სახეზე.-ეჰეე,ჯონდიი,ხელი გასწიე! რას მითათუნებ ჩასისხლულ-დამტვერილ თითებს?!
-ბარემ ნაგავში გადამაგდე,ნახე რა დღეში ვარ.-ამოიჩურჩულა გამშრალი პირით.-თან მშია...
-აჰა,ჭეშმარიტი სიყვარული!ტიპი ლამის გაისტუმრეს იმ ქვეყნად და მშიაო.
-კიდევ ბანაობაც მინდა და ძილიც.
-დედაც ხო არ გინდა?!
-არა,არა.ამ წამს მაიკო არ დამანახო.-გამომშრალი ტუჩები ენით გაისველა.-დაიწყებს წიკვინს..
-უკვე დაიწყო.ვაიმე,ზურა!- ტელეფონში მისი ნომერი მოძებნა და გადაურეკა წამსვე.
ზუსტად 10 წუთი უხსნიდა იმ სიტუაციას,რომ წაიჩხუბა და სტადიონზე დაგდებული იპოვა.
-სახლში არ წამიყვანო.-ხელზე უჯიკა ნიკეს ლეომ.-ნიკეეე!-იგივე გაიმეორა.
-მამა,ჩემთან წავიყვან და მივხედავ...- თვალები დაუბრიალა ლეოს.
-მაია კივის,არ დათმობს.
-ოჰ,ვის აშინებს?!-ნიკეამ კბილებში გამოსცრა.- ისედაც მაგარი ნაჯიკავებ-ჩაწიხლულ-გაძუყნულია, დაემატება მაია და ფსიქიკურად შეირყევა..
-ტყუილად მელაპარაკები. სად გნახოთ?
-უხ,ჩემი...- ამოიოხრა ლეომ.
-სახლთან მოგიყვანთ და აიტანე ზემოთ.ნაბიჯს ვერ დგამს,ისეთ დღეშია.-მობილური გაუთიშა.- დედაშენი წივის,კივის,სახლს იმხობს თურმე..
-ჩემი კაი...
-ნიკე,მისამართი მითხარი..- ჩერქეზიშვილმა იკითხა.ჩხეიძემ პასუხი დაუბრუნა.
უმცროსმა თვალები დახუჭა.ისე ცუდად იგრძნო თავი,როგორც არასდროს.მთელი ტანი გაჰყინვოდა.ჭუჭყი გულს ურევდა და თავისი დის ნერვიულობა, საერთოდ შლიდა.
ნიკეა კი იმითაც კმაყოფილი იყო, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჭრილობა რომ არ ჰქონდა მიყენებული და ღმერთს მადლობას სწირავდა, ცოცხალს და სამომავლოდ,აღდგენადს ექვემდებარებოდა შარიანი ლეო.
დემიენმა მიიყვანა ზუსტად კორპუსთან ჩხეიძეები.მაია აივნიდან გადმოყუდებულიყო და ქოთქოთებდა.ზურამ და დემიენმა აიყვანეს სახლამდე მაგრად დაჟეჟილი ლეო.
მაიამ სულ ტირილ-ტირილით დაუმუშავა დაბეგვილი გვერდები. დანარჩენებისთვის ყურადღება არც მიუქცევია,თავის სათაყვანებელ შვილს დასჩხაოდა თავზე ყვავივით.
-დარჩები ხო?!-ზურამ ჰკითხა ნიკეს.
-არა,რა თქმა უნდა.-მაიას გადაჰხედა წარბაწეულმა,გულში გაივლო რა ძუ*კნა ქალიაო.
-მაშინ მე გაგიყვან.-მანქანის გასაღების ძიება დაიწყო ჯიბეში.
-იყოს,მე დავტოვებ.რთული დღე გქონდათ ისედაც.-ჩერქეზიშვილმა დამაჯერებლობისთვის გაუღიმა.
-არა,არა,მე წავიყვან.-თვალში მაინც არ მოსდიოდა ეს ჩერქეზიშვილი,აბა რა ექნა..
-ზურა,სად მიდიხარ?ნახე ბავშვი რა დღეშია!- მაია აწიკვინდა.გიორგი თავჩაქინდრული იდგა კართან.
-წამო,მა..-წელზე ხელი დაადო თავის ერთადერთ ქალიშვილს.
-ზურა!შენი დახმარება დამჭირდება,სად აპირებ წასვლას ...- თამარა სახლში ეგულება და ნამდვილად არ უნდა ზურამ ყოფილი ცოლი ნახოს. მითუმეტეს ისევ ის უყვარს,იცის და ამ ცოდნას ვერსად გაურბის.
-მე წავიყვან,მართლა არაა პრობლემა.-ნიკეამ ამოიოხრა.
-ტაქსი არსებობს.-მშვიდად წამოიწყო.
-არა!-ზურა დაიძაბა.-დემიენმა წაგიყვანოს მაშინ.-დანებებულმა ამოილაპარაკა.
-წავიყვან,რა პრობლემაა.-მხრები აიჩეჩა.
ნიკეამ გულში იფიქრა,ამასაც მეტი რა უნდოდაო.მართალიცაა,არც არაფერი უნდოდა მასთან სიახლოვის მეტი.
----
ამჯერადაც უკან იჯდა ნიკეა და წინ გიორგი ჩაესკუპებინა ჩერქეზიშვილს. სარკიდან აპარებდა მზერას და ეღიმებოდა მის გადაღლილ სახეზე. არეულ თმებშიც კი ქალღმერთია მისთვის.
-ის პატარა ტერორისტები როგორ არიან?!-ნიკეას ჰკითხა.
-თამარამ კარგად არიანო. კაროლინა მოჰყავს ამ შაბათ-კვირას.-თვალები დაქაჩა, რომ არ ჩასძინებოდა.
-ის მაგარი ძმაა,ტატო..- გიორგი გაოგნებული უყურებდა ორივეს.-8 თვისაა.-გიორგის გადაულაპარაკა.- სულ ღრძილებს აჩენს ღიმილისას და ლოყაზე იცის გაშლილი ხელის ტყაპუნი.
-ჩემს მაგივრადაც ხომ მოგცხო.- ჩხეიძეს გაეღიმა.
-კი,გამიგდო ტიპმა. თან ისე გიცინის ხელს ვერ შეუბრუნებ.- გიორგის ჩაეღიმა.-რა გაღიმებს? ერთხელ უპამპერსოდ დაგაჭერინებთ და მერე ვნახავთ
-დემიენ!-წამოიყვირა ჩხეიძემ.-არ გვინდა წარსულის გრეხების გახსენება.-ფანჯარას მიადო თავი.
-რას ჩხუბობ,კი არ გაბეზღებ.- გაიჯგიმა საჭესთან.
-ღოჩააღ!-ამოილუღლუღა.- ძმაკაცური გამოავლინე ამ წამს.
სახე შეეცვალა დემიენს.
-კი,აბა რა გეგონაა?!-მაინც არ შეიმჩნია ბოლომდე.
-არაფერი,დემიენ.-თვალები მიეხუჭა.
-გაუძელი,ჯიგარო! 4 წუთში შენს სახლთან ვართ.-შუქნიშანმა მწვანედ რომ გაანათა,გაზს მიაჭირა ფეხი.
-ვუძლებ,ვუძლებ..-გამოიფიტა ემოციურად და თავის დამორჩილება უჭირს.სხეული ისევ ასათრევი აქვს და გული ეთანაღრება უკვე.
-ცოტაც გაუძელი,გაუძელი...
-გულო,გაზაფხულზე სიყვარული, სიყვარული მოვა..-ჩაეცინა ჩხეიძეს.
-ავითვისეთ ქართული ესტრადა?- გიორგის არცერთი იმჩნევს.
-კი!-სახლთან გაუჩერა მანქანა.- მადლობა და მშვიდობიანი ღამე.- თვალები შეწუხებულმა მოავლო არემარეს.ნივთები ხელში ჩაიბღუჯა და მაქანიდან გადავიდა.
-ბიჭი,დამელოდე შენ აქ,თორემ გაუსკდა ამას გული და ეგაა.- გასაღები განზრახ ჩატოვა მანქანაში.
დამფრთხალ ნიკეასთან მივიდა დინჯად.
-არ მინდა,ჩემით..
-ბნელა და სადაცაა გული დაგარტყამს.-წელზე დაადო ხელი და სადარბაზოში შეუძღვა.
-დიდი ამბავი,ერთი ადამიანით იქეთ,ერთი ადამიანით აქეთ.- მხრები აიჩეჩა ამ ყველაფრისგან დაღლილმა.
-არ გამიგია.-კიბეებს მიანათა ფანრით და ჩაფიქრდა.
-კარგი.-ამოიოხრა და საფეხურებს ჩუმად აუყვა.-დიდი მადლობა, დღევანდელი მშვიდი საღამო ჩაგიშალე..
-რა მშვიდი,პრეზენტაციაზე უნდა გვეკამათა 2 საათი.გაბრაზებული ტონს გამიმკაცრებდი, მე გეტყოდი რომ უაზრო იდეაა და წამაფარებდი.-ჩაეცინა.-ან რა მადლობებს მიხდი,ძალით მოვედი შენამდე.
-ბევრი უბრალოდ დაიკიდებდა... ძალიან მარტივია,გადაბრუნდები და მორჩა.არავინ იდარდებს შენზე, მათ შორის მეგობრები და შენ უცხომ,ჩემთან ერთად იწოწიალე. -კიბეებზე ფრთხილად ადიოდა,უკან დემიენი მიჰყვებოდა და უნათებდა ბნელს.
-აქ სენსორული განათება არ აწყენდათ.
-რას ლაპარაკობ,ამ კორპუსში 5 კაცის მეტი,არავინ ცხოვრობს.ჩემ გარდა ყველა დროულად მოდის შინ და არ აწუხებთ.
-აი,ეს მესმის?!-მესამე სართულზე შედგა.-რა ბევრნი ხართ.-მიანათა სახეზე..
-რას მაიმუნებ,სხვათაშორის,შენს მანქანაში თავზეხელაღებული მაჩო გიზის.
-გაწი,გამოწიე აქედან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე მიასწროს.
-ოხ,წავედი მე და კიდევ ერთხელ, მადლობა.-ფეხის წვერებზე აიწია ძლივს და ლოყაზე აკოცა ნაჩქარევად.ის იყო,დაშვებას აპირებდა,წელზე მოჰხვია ხელი და მკერდზე აიკრა.
-ნუ მემადლიერები,თუ შეიძლება. შენ იპოვე,მე მხოლოდ მძღოლი ვიყავი.-თვალები დაეხუჭა და ყბის ძვალზე აკოცა ხანგრძლივად. საუცხოო კანის არომატი შეიგრძნო.
-დემიენ...-უკან დახევა სცადა დამფრთხალმა.
-გაიზარდე დიდი გოგო.-ხელი შეუშვა და კარამდე გაუნათა.
ჩხეიძე არეული მივიდა კარამდე. არეული და სუნთქვაგახშირებული.
დემიენი ნორმაზე მეტად იჭრებოდა მის ცხოვრებაში.
კარს ფრთხილად მოარგო გასაღები და შემდეგ შეაღო.ხელი დაუქნია მკრთალი ღიმილით და ნაჩქარევად მიხურა კარი,რადგან დემიენი გაბრუნდა.
------
-აბა,გიორგი,მომიყევი რა მოხდა?- საჭესთან მშვიდად დაბრუნდა დემიენი.
-მანქანა რატომ დამიტოვეთ? საათიც ისევ მე მაქვს.
-შენი საათია და მე გენდე.შენ ნდობა გამიმართლე.
-რატომ მენდეთ?ან ციხეში რატომ არ გამამწესეთ?
-18 წლის ხარ და მაგარი არეული ტიპი.ვინმე რომ მოგეკლა,კი ბატონო,მაგრამ წაიჩხუბეთ და ათასმა კაცმა ერთი ჩაძუყნეთ. ესე ჩხუბი ვინ გასწავლათ?!

-...-გიორგი დუმს.

-ყველაზე მაგარი ქვეყნის შვილი ხარ,იცი ეგ ამბავი?!- გაჩერდა ისევ.- ნაგავი კი გამოგვერევა,მაგრამ ზოგადად ისტორია ხომ იცი?! ქართველის ვაჟკაცობა განთქმულია.თუმცა ბევრმა სხვა ეროვნების კაცმაც შეიძლება გვაჯობოს კაცობაში,იგივე ადამიანობას ვგულისხმობ.-ნერვი არ უტოკდება.-შენ ცუდი ადამიანი არ ხარ. აშკარაა,არ ხარ და ან იმ გოგომ რა დაგიშავა და ან ლეომ?!
-ბაია,ბაია ჰქვია იმ გოგოს და არაფერი დაუშავებია. ალეკოს მოსწონს ის,ბაიას ლეო მოსწონს და
-გადაწყვიტეთ,ყურადღებას მოგაცევდათ მაშინ,თუ ტკივილს მიაყენებდით.- ჯერ კიდევ ნესტოებში ჰქონდა ნიკეას სურნელი შეყინული და აბრუებდა.
-ჰო,მეც იქ ვიყავი,მაგრამ არ დავეხმარე.მართლა მომინდა, მაგრამ არ გავაკეთე.მათი გადამტერების შემეშინდა. ბიძაჩემიც ლოთია და ის ზემოდან დამიმატებდა.ლეომდე ხმა მივიდა, თითქოს მხოლოდ მე დავჩაგრე ბაია.ისეთ დროს დარეკა,მარტო არ ვყოფილვარ.ბიჭებიც იქ იყვნენ და მთელი გზა ხელებში მიყურებდნენ, არ შემეტყობინებინა რამე მისთვის. მაინც მივწერე,მარტო არ მოხვიდე-თქო.
-და?!
-არ ვიცი,რა მოხდა,მაგრამ მარტო მოვიდა და გაკვირვებული სახე ჰქონდა,როცა ჩვენ სამნი დავხვდით.
-და წააყარეთ.-დაამოკლა ამბავი.- ვაახ...
-ტელეფონი დამიჯდა და სახლში რომ წამომიყვანეს,ვფიქრობდი უკან მიბრუნებას,თუმცა არ ვიცი რით.
-რანაირად დაგიჯდა,ნიკეა რომ გირეკავდა,ზარი გამოდიოდა.
-შევაერთე და იმიტომ.- გულწრფელად უთხრა.-ხმა არ აქვს მობილურს და ვერ ვიგებ ხოლმე, როცა რეკავენ.
-მაგრამ შენც სცემე.
-ორჯერ შემოვცხე.
-გასაგებია.აბა,რას ვაპირებთ მომავალში?
-არაფერს.სკოლას ვამთავრებ და მორჩა.
-ბედი შენი სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მოიხსნა.-ამოიოხრა ჩერქეზიშვილმა.-რა გამოცდილება გაქვს,აბა?
-კონსულტანტად ვმუშაობდი, ახლა აღარსად.
-ენებში ვჭედავთ?
-კი.-დაეთანხმა.
-გადასარევია.გილოცავ,0-დან იწყებ ცხოვრებას.-შუქნიშანთან გადაჰხედა კამკამიძეს.
-როგორ?!
-ციხე ძალიან გინდა?!
-რაა?არა,არა.. -ანერვიულდა.
-ხოდა,ახლა ჩემთვის იმუშავებ. ჩემთვისაც და მაქედან გამომდინარე შენი თავისთვის.- კამკამიძის სახლის გზას დააყენა მანქანა.-ბიძაშენი გაგიჩმახებს დაგვიანებაზე?
-ხვალ დილით კი,ახლა მკვდარივით ეძინება.
-დილიდანვე გამოასწარი. ტელეფონში ჩამიწერე შენი ნომერი..-გაუწოდა მობილური. კამკამიძემ გამოართვა.
-და მაინც,რაში გამოიხატება ჩემი სამუშაო?
-რაში გამოიხატება და იმაში, რომ შენს ცხოვრებას, რადიკალურად შევაბრუნებთ დინების საწინააღმდეგოდ.რისკებზე მეკეტება.ჩვეულებრივად ადრენალინი მაწვება.-ღიმილით ამოილაპარაკა.
-ვერ გავიგე?!-გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა.-ჩემი ცხოვრებაა,ჩემი წესებია და
-მომისმინე პატივცემულო! მიცნობ?არ მიცნობ.იცი რა შემიძლია გაგიკეთო,თუ გამაბრაზებ?ის ალე თუ პალე,ვიღაც შაშაკოლა ტიპი მონაგონი იქნება.- კორპუსთან მოუხვია და ეზოში შეიყვანა მანქანა.-თუ გავბრაზდი, თუ გადამიკეტე და ამჭერი, დაგკუჭავ!ყველაფრიანად დაგკუჭავ!ფეხებზე დავიკიდებ შენს ასაკს.ლეო ხომ დაიკიდეთ და ხომ დააგდეთ სასიკვდილოდ!ხომ ნახე, მისი დის მდგომარეობა და იმის ნაცვლად,ციხეში ამოეყუდებინე, გაგიშვა.ეს ამბავი,რასაც ვლაპარაკობთ,მან არ იცის და არც ეცოდინება -მანქანა გააჩერა.- ხოდა,შვილო ჩემო,გააკეთებ იმას,რასაც გეტყვი და შენს სასიკეთოდ გეტყვი ყველაფერს.ხვალ დილით,10 საათზე იქნები ერთ მისამართზე. პრინციპში,რაღა ხვალ დილით... უკვე გათენდა ეგ ხვალ.5 საათში, იქნები იმ მისამართზე,რომელსაც მე მოგწერ.
-მე...
-ბევრი ლაპარაკის და კითხვების დრო არ გაქვს,გამოძინება მოასწარი.ტვინის ფუნქციონირებისთვის საჭიროა და კიდევ,სწორად კვება..- მხარზე დაადო ხელი.-აირბინე სახლში, ბიძაშენს ფეხებში არ მოედო. ჩემთან რა მოვალეობაც გაკისრია, დროებითია.ბიძაშიენის დროებითობა კითხვის ნიშანია,თან დიდი.მისი არჩეული წესი კი,დიდი ალბათობით,სიკვდილამდე გაგიქაჩავს და ზუსტად ისე დაასრულებ,როგორც ის. მშობლებზე რას ამბობდი?!
-მამა ლოთია,დედა ავადაა.-თავი ჩაჰხარა.
-არ იდარდო.მართლა არაა ჩვენი ურთიერთობა სადარდებელი.მე არ გავნებ.ახლა კი,მშვიდობიანი ღამე და ტკბილი ძილი.
-ასევე,მადლობა.-თავჩაქინდრული გადავიდა მანქანიდან.საათი მანქანაში დარჩა.
უკანმოუხედავად დაიძრა ჩერქეზიშვილი და ლევანთან გადარეკა.
-ლევან,როგორ ხარ?
-ნორმალურად,თავად?!
-გაგაღვიძე?
-კი.
-რა უჭირს,გადარჩები. ერთი რა უნდა გთხოვო,ხვალ 2 საათამდე მომაწოდე რა ინფორმაცია გიორგი კამკამიძეზე.18 წლისაა.
-რა პრობლემაა. -თავი დააბრუნა ბალიშზე ლევანმა.
-დედის ჯანმრთელობა მაინტერესებს და ანგარიშის ნომრები თუ აქვთ საერთოდ ბანკში, ან რა ვიცი,მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს.-ლევანმა მხრები არიჩეჩა,კარგიო და ამით დასრულდა მათი კავშირი.
ისე ეძინებოდა,თავი უსკდებოდა. გზა კი იწელებოდა.სახლში მივიდა თუ არა,ტანსაცმლიანად გაწვა ლოგინზე და გაითიშა.
გიორგიმ ბევრი იწრიალა საწოლში, ძალიან ბევრი და ნერვიულობისგან გულისცემა ისე გაუხშირდა, შეეშინდა კიდეც.ისედაც არ ჰქონდა დაწყობილი ცხოვრება და ახლა რომელ წყალში ხტებოდა,არც ის იცოდა.
რას უპირებს ჩერქეზიშვილი?! პირველი და ბოლო კითხვაც ეს იყო.თავის დახრჩობა მოუნდა,ისეთ სიტუაციაში იყო.მთელი ღამე თეთრად გაათენა.
რამდენჯერმე გატყდა და წამოიტირა.
ქვეყნად არავინ ჰყავდა,არავინ ისეთი,ვისაც დაეყრდნობა.ჰოდა, ჩერქეზიშვილმა იკისრა მისი მობრუნება.



№1  offline წევრი nisaka

ვაუ საინტერესოდ ვითარდება ❤️❤️ მომწონს ძალიან

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ძაან... არ ვიცი ემოციებში ვარ..
ყველა მიყვარს ამ ისტორიაში ^-^
სიგიჟეათქო კი ვთქვი უკვე მარა კიდე უნდა ვთქვა თან ბევრჯერ :დ
ძაააან მომწონს ისტორიაა აი ძააან, ვგიჟდები ასე ნებისად რო ვითარდება ყველაფერი..
არარის ეს ძაან გადახლართებ ჩახლართები, ძალიან სასიამოვნოდ იკᲘთხება ^-^
კამფეტია ისტორია კიარა :დ ^-^
წარმატებები, გელი მოუთმენლად ^-^

 


№3 სტუმარი Life is beautiful

დედააა.. ლა კაქიაა? ძაან მომეწონა ერთი სული მაქ ამ ბიჭს როდის დააყენებს რორმანულ სუფთა გზაზე დემიენი<3

 


№4  offline წევრი nukito20w

nisaka
ვაუ საინტერესოდ ვითარდება ❤️❤️ მომწონს ძალიან

გმადლობ❤❤,მიხარია ძალიან

სტუმარი ანი
ძაან... არ ვიცი ემოციებში ვარ..
ყველა მიყვარს ამ ისტორიაში ^-^
სიგიჟეათქო კი ვთქვი უკვე მარა კიდე უნდა ვთქვა თან ბევრჯერ :დ
ძაააან მომწონს ისტორიაა აი ძააან, ვგიჟდები ასე ნებისად რო ვითარდება ყველაფერი..
არარის ეს ძაან გადახლართებ ჩახლართები, ძალიან სასიამოვნოდ იკᲘთხება ^-^
კამფეტია ისტორია კიარა :დ ^-^
წარმატებები, გელი მოუთმენლად ^-^

ანიი,გმადლობ❤❤. ჩემთვისაც კამფეტია შენი კომენტარი❤.

Life is beautiful
დედააა.. ლა კაქიაა? ძაან მომეწონა ერთი სული მაქ ამ ბიჭს როდის დააყენებს რორმანულ სუფთა გზაზე დემიენი<3

ავ❤❤❤,მადლობა,მადლობაა.. მეც ველოდები მაგას.

 


№5 სტუმარი m...

დემიენი და ნიკეა ხომ სხვა სამყაროა..
ასევე საოცრად აღწერე და-ძმის ურთიერთობა და კიდევ მომინდა მსგავსი სცენის წარმოდგენა, ასე რომ ახალი თავის მოლოდინის რეჟიმი ჩართულია...
წარმატებები.

 


№6  offline წევრი nukito20w

m...
დემიენი და ნიკეა ხომ სხვა სამყაროა..
ასევე საოცრად აღწერე და-ძმის ურთიერთობა და კიდევ მომინდა მსგავსი სცენის წარმოდგენა, ასე რომ ახალი თავის მოლოდინის რეჟიმი ჩართულია...
წარმატებები.

გმადლობ და ვეცდები მალე დავდო. ასევე წარმატებები❤.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№8  offline წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა და ასევე წარმატებები❤.

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

გული გამითბა,რა კაცია ეს ჩერქეზიშვილი,იმედია ,ასეთი ადამიანები რეალობაშიც იქნებიან.როგორ მოხარია,რა იცის გიორგიმ ,რა კაცი უპატრონებს,

 


№10  offline წევრი nukito20w

სტუმარი nancho
გული გამითბა,რა კაცია ეს ჩერქეზიშვილი,იმედია ,ასეთი ადამიანები რეალობაშიც იქნებიან.როგორ მოხარია,რა იცის გიორგიმ ,რა კაცი უპატრონებს,

აუუ,როგორ მიხარია რომ მოგწონს. მადლობა❤.

 


№11  offline წევრი Megioki

როგორ ველოდები ახალ თააავს. საინტერესოა რა მოხდება.

ისეთი კარგი თავი იყო ❤️❤️❤️ ნელ ნელაა უახლოვდებიან ნიკე და დემიენი. ❤️❤️

ისე ეს მაია რაღაც არ მომწონს. ნიკეს მამა ზურაც ძაან არეულია, ვერ გარკვეულა ბოლომდე რა უნდა. ნუ კი გარკვეულა, თამარა უნდა მარა ეს მაია არის თუ ვიღაცა დიდი ავი, ქოთქოთაა და ცოტა ტვინის ბურღი ქალი ჩანს. ((((

ნიკეს დედა ძაან პოზიტიური ქალია❤️❤️
--------------------
M.oki

 


№12 სტუმარი ატბ

როდის დადებ?

 


№13  offline წევრი nukito20w

Megioki
როგორ ველოდები ახალ თააავს. საინტერესოა რა მოხდება.

ისეთი კარგი თავი იყო ❤️❤️❤️ ნელ ნელაა უახლოვდებიან ნიკე და დემიენი. ❤️❤️

ისე ეს მაია რაღაც არ მომწონს. ნიკეს მამა ზურაც ძაან არეულია, ვერ გარკვეულა ბოლომდე რა უნდა. ნუ კი გარკვეულა, თამარა უნდა მარა ეს მაია არის თუ ვიღაცა დიდი ავი, ქოთქოთაა და ცოტა ტვინის ბურღი ქალი ჩანს. ((((

ნიკეს დედა ძაან პოზიტიური ქალია❤️❤️

მადლობა,მადლობა,მადლობაა❤❤❤. კარტები იხსნება ნელ-ნელა და ვნახოთ,რა იქნება,აბა. მიხარია დანარჩენები თუ მოგწონს❤❤.

ატბ
როდის დადებ?

წერის პროცესშია ახალი თავი და ვეცდები,მალე დავასრულო.❤

 


№14 სტუმარი м ....

ვხედავ დიდი ხანია ატვირთული გაქვს...
გამოქვეყნებას ამდენი დრო არ უნდა სჭირდებოდეს :(

 


№15  offline წევრი nukito20w

м ....
ვხედავ დიდი ხანია ატვირთული გაქვს...
გამოქვეყნებას ამდენი დრო არ უნდა სჭირდებოდეს :(

გუშინ გავგზავნე Და დღეს დილით ძლივს დადეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent