შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(12)


14-11-2020, 14:10
ავტორი nukito20w
ნანახია 962

კამკამიძე დაბნეული იდგა სარკის წინ და თავ-ბედს იწყევლიდა, საერთოდ რომ დაუმეგობრდა  მათ, ვინც დღეს ამ მდგომარეობამდე მოიყვანა.თხელი, გაცვეთილი ქურთუკი შემოიცვა,ფეხზეც თხელი  კეტები ამოიცვა,აქა-იქ ძირები რომ გამოჰხეოდა.
ქუჩაში გააჭრა,ფეხით იმდენი იარა და ისე სწრაფად,სანამ არ ახურდა.  უკვე აღარ სციოდა,მაგრამ გული კი ამოუჯდა სიჩქარისგან.
კერძო სახლთან შეჩერდა.ღრმად ჩაისუნთქა და მოთმინებით შეაღო ჭიშკარი.
ჩერქეზიშვილი ფანჯრიდან უყურებდა  ჩაის ფინჯნით ხელში. კარისკენ წავიდა და გაუღო.
-მალე,მალეე...-ხელი დაუქნია და შემდეგ შემოსულს ჩამოართვა.- როგორ ხარ?
-ნორმალურად,თქვენ?- გაკვირვებულმა დაუბრუნა პასუხი. ისეთი უჩვეულოა მისთვის პატივისცემით მოპყრობა,იბნევა ბრინჯივით.
-ცოტა უძილო, მშიერი და გადაღლილი.-ამოიოხრა.-წამოდი სამზარეულოში,რამეს გავაკეთებ უცებ.-დაბნეული შეჰყვა სამზარეულოში.ნელ-ნელა თბებოდა.-თუ ხელის დაბანა გინდა,  დერეფანს გაუყვები და ეგ არის.
-კარგი.-დაემორჩილა ისე, გზად არსად გადაუხვევია.
-აბა,ჰე,ჭამე.-თეფში წინ დაუდო და თვითონაც ჩამოჯდა.
-მე...
-შენ დღეს და ამის მერეც უამრავი საქმე გაქვს,ამიტომ კარგად ჭამე.
-ზუსტად ეგ მაინტერესებს,რისი გაკეთება მომიწევს?
-"სწავლა,სწავლა და სწავლა".  რთულ საგნებში მოემზადები, შედარებით მარტივებს დამოუკიდებლად აითვისებ.შემდეგ გადავწყვეტთ,რა საქმეს მიჰყოფ ხელს:გინდა მენეჯერი იქნები,გინდ ექიმი თუ მოგინდება,დაისვენებ და გადაწყვეტ სხვა რამეს.
-უკაცრავად?როგორ
-გიხსნი როგორც.არაფერზე იფიქრო,არც გზის თანხაზე და არც სხვა რამეზე.მხოლოდ სწავლაზე და ახალ შესაძლებლობებზე. ან გამოიყენებ შანსს ან სხვები გამოგიყენებენ თავისი მიზნების მისაღწევად.ახლა არჩევანის წინაშე გაყენებ.აირჩევ ან უკეთესს ცხოვრებას ან მონობას.ხალხის მონობას და ხალხმა დანდობა არ იცის.-სალათი დაიმატა თეფშზე.- სწავლა დიდ შრომას მოითხოვს, მოითხოვს მოთმინებას და ნებისყოფას.დღეს შუა დღეს მიგიყვანს მძღოლი რამდენიმე მასწავლებელთან.გაიცნობ, გამოელაპარაკები,გრაფიკს შეადგენ და დასვენების დღებში, ჩემთან ოფისში იმუშავებ.600 ლარი არ მგონია ცოტა იყოს შენთვის.
-არა,მე..
-უარს ამბობ?- თვალებში მიაშტერდა.-უარს ამბობ იმაზე, რასაც გთავაზობ?არჩევანი შენზეა ან გამოგიყენებენ ან მომავალში დაეხმარები მათ,ვისაც პოტენციალი აქვს და ვინც ზუსტად შენს გზას გადის.-მისკენ გადაიხარა.
-ამას რატომ აკეთებთ?
-მე შუამავალი ვარ,ჩათვალე. გინდა  შენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ?! დაგეხმარები მე ამაში.შემდეგ იცი რა იქნება?!შეძლებ იცხოვრო ისე, როგორც გენდომება და დედაშენს დაეხმარო.-დემიენი დამაჯერებლად საუბრობდა. იმდენად დამაჯერებლად,სხვაგან გახედვა არ შეეძლო კამკამიძეს.- დაეხმარები პატარა ბიჭებსა და გოგონებს,დაეხმარები მათ,ვისაც ეს დასჭირდება.არ გაიძულებ, საერთოდ,მესმის,რთულია..  ყველაფრის თავიდან დაწყებას დიდი ენერგია სჭირდება.ვითომ შეძლებ?!-წარბაწეულმა შეათვალიერა.-ისე,რატომაც არა?!შენ რას ფიქრობ?
-სიმართლე გითხრათ ვერ ვფიქრობ.ახლა საერთოდ ამრიეთ.
რატომ მეხმარებით?!
-მე არა,მე რა შუაში ვარ?!
-აბა,ნიკეა? ლეოს და..
-თავი დაანებე მასზე ფიქრს.-თითი აუწია გამაფრთხილებლად.-გააქრე შენი პატარა გონებიდან.
-მაგრამ..
-მე ჩაგხედე თვალებში და დავინახე,რომ  გჭირდება ვიღაც.- შავი თვალებში გაკვირვება ედგა დილიდან.
-მე არავინ
-ხოდა,შეგიძლია ზემოთ აირბინო, გამოიცვალო და წახვიდე პირველ გაკვეთილზე.
18 წლის კამკამიძის ცხოვრებაში ცვლილებები იწყება.
-----
დემიენი პატარა სოფიოს სანახავად წავიდა. კარი თათულიმ გაუღო,ხელში პატარა ეჭირა.
-ჩემი ფოფიკო..
-ხელი დაიბანე ჯერ!- საპირფარეშოსკენ ანიშნა თავით.
-რა მკაცრი ხარ,რა იყო?!- იდაყვებამდე აიკეცა პერანგის ტოტები და კარგად ჩამოიბანა.  პირიც ხელახლა დაიბანა.-მოიტა და წადი,დაიძინე.-ბავშვი გამოართვა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.-ჩემი კუდრაჭა.
-რას მიირთმევ?-ღიმილით შეათვალიერა თათულიმ.
-არაფერი მინდა,ფოფიკოს მოვეფერები და გავიქცევი. მომენატრა.-სოფიო დღითიდღე იზრდება და ვითარდება.- ჩაპუტკუნდა,ნახე როგორ..- მისაღებში შეაჭრა და დივანზე ჩამოჯდა.-ფოფო,გაიზარდე და ერთად ვიქეიფოთ,ძმაკაცურად.- პაწაწუნა თითებზე გადაატარა თავისი დიდი.-რა კარგი ვიღაც ხარ..
-ხედავ?მე და შენმა ძმაკაცმა "სულმეითი" გაჩუქეთ.- თათუს ჩაეცინა და დაღლილი სახით ჩამოჯდა.
-"კრისტალი იბაზრე".-პაწაწინას მოეალერსა.ესე ძალიან არ ჰყვარებია ბავშვი.-ჩემო ცხოვრება.
-შენი ნიკეა როგორ არის? - თვალები ეხუჭება.
-კარგად არის,კარგად.-გული შეეკუმშა.
-ჯერ არაფერი?
-ხო,არაფერი.
-დემიენ,ასეთს არ გიცნობ.- თვალები დააჭყიტა.
-მეც მიკვირს ჩემი თავის.არაფერი გამომდის მასთან,სულ არაფერი. რაც არ უნდა გავაკეთო,მადლიერი თვალებით გადმომხედავს და დისტანციას იჭერს.-ფოფიკო დაჰხედა სევდიანი თვალებით.
-იქნებ კორონასგან შემორჩა,ჰა?! პირბადე უკეთია?
-თათუ,მეხუმრები?!რა კარგ ხასიათზე ხარ.-გაუღიმა მკრთალად.
-არა,უკვე გული მიკვდება.- თვალები აეწვა შეკავებული ცრემლების გამო თათულის.-ესე არავის მიმართ ყოფილხარ. არავისზე ხარჯავდი ამდენ დროს. უარს არავინ გეუბნებოდა და შენ შენსას სულ იღებდი.-ხმა აუკანკალდა.-როგორ გტანჯავს,ის პატარა ალქაჯი!
-ჩემი ალქაჯია.ყველაზე ლამაზი, ტკბილი და მიუწვდომელი.- სიყვარულით ამოთქვა.-ჩემს მეგობარს შენც სტანჯავდი,მაგრამ კი ხარ ახლა მისი ცოლი და მისი შვილის დედა.
-ესე ცუდად ვექცეოდი?
-კი,თათუ.მოდიოდა,შენ გარბოდი. კაცი სასმელს არ სვამდა ხშირად და ლამის ღვიძლი დაუშალე.- გაუღიმა,რა იცოდა,თათულის ემოციები რომ აწვებოდა.
-აუ,გეყოფა...-აწყლიანებული თვალები მოარიდა.-რა ცუდი ვარ..
-არა,არა. ძალიან კარგი ხარ. ფოფიკოს დედა ცუდი ვერ იქნება, ვერც კვანტალიანის ცოლი იქნება ცუდი.ამ ყველაფრის გარეშეც კი, ახლა ჩემთან ერთად ზიხარ და ცდილობ დამეხმარო. გაფასებ,თათული!შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
-ღმერთო,როგორ გტანჯავს...-თავი ვერაფრით შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.
-სამაგიეროდ,ამ კუდრაჭას ვუყვარვარ.თათუ,ყველას ხომ არ უჩერდება ხელებში?
-არა,სხვებს არ უჩერდება. ჩვენი გოგოა.-ცრემლები მოიწმინდა.- ჩემთანაც კი ჭირვეულობს და შენთან ხმას არ იღებს.
-ფოფიკო...- ჩაძინებულ სოფიოს მოუსვა ლოყაზე ხელი.მკლავებში მოქცეულ ბავშვს თბილად უყურებდა და მადლიერი იყო. -რაო,პატარა ფოფიკო.
-გეგა მოვა მალე.-ამოილაპარაკა თათულიმ.
-ოჰო,მინისტრი დამენახება?
-გვეღირსება მისი ხილვა. ფოფოს ამაწაპნის შენსავით.
-უშენოდაც ვერ გაძლებს,ხომ იცი.-  კარზე ზარის ხმა გაისმა თუ არა, თათულის დაღლა გადაავიწყდა. ფეხზე გაბრწყინებული სახით წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.
დემიენს გაეღიმა.
-ნეტავ,ნიკეას თუ გაახარებს ოდესმე ჩემი დანახვა?- ხმადაბლა დაიჩურჩულა და სოფიას შავ თმებზე დაუსვა ფრთხილად ხელი.
კარი რომ გააღო,შემოსვლაც არ დააცადა,ისე მოეხვია მინისტრს.
-მომენატრე.-პირველმა უთხრა.
-თათული..-ყელში აკოცა რამდენჯერმე საყვარელ ადამიანს.
-შენმა ძმადნაფიცმა  სოფია მიითვისა.-ერთად შევიდნენ მისაღებში და გვერდი-გვერდ დასხდნენ.
-ბიჭო,რა ქცევაა,ჰა?! მოიტა ფოფო.- ხელები გაიშვირა.
-ხელები დაიბანე,ბიჭი! მანამდე არა.-დემიენმა ზედაც არ შეხედა.
-რას მასწავლი ჰა?
-ხოდა,ეგრე.ისწავლე.- ლოყაზე ფრთხილად აკოცა სოფიას. პატარამ ნაცრისფერი თვალები შეანათა და გაუღიმა.-ჩემი კაი, გამიცინა!გამიცინა!თვალებიც გაახილა...- ფეხზე წამოდგა არეული.-ნახე რა ქნა,რა კარგი ტიპიააა.ფოფიკო,გადავირევი ახლა.
კვანტალიანიც ფეხზე იდგა და სახეზე დაჰყურებდა დაბნეული. აი, თათული ღიმილისგან თავს ვერაფრით იკავებდა.
-ეჰე,რეფლექსებია.- ჩაეცინა.
-ვერ იქნება რეფლექსები.ვაკოცე და გამიცინა. რა სიგიჟე ხარ, ფოფიკო.შენ კიდევ აღირსე მაგ ხელებს დაბანა,ისე არ გადმოგცემ, შანსი არ გააქვს.
-ჩექეზიშვილი!- წამოიძახა გაღიზიანებულმა და საპირფარეშოში წავიდა.
-ეგრე უნდა,აბა რა ეგონა?!- თათულის შეხედა თვალებგაფართოებულმა.
-რა ვიცი,რა ეგონა?!-მხრები აიჩეჩა.-აუ,თუ არ გეწყინებათ, მე მივწვები და დავიძინებ.მთელ ღამეს მათენებინებს ეგ პატარა ჩოჩორი.-წამოამთქნარა თათულიმ.
-მიდი კაცო,კაცურად ვართ ჩვენ.-  ლოყები ხელახლა დაუკოცნა.- პატარა,მალე გადაგყლაპავ და მორჩება,ძმაო!ჩემო ციცინათელა..- ტანზე აიკრა და გაიარ-გამოიარა.
-დავიბანე,ჰე მოიტა!-პიჯაკი იქვე მიაგდო და ბავშვი გამოართვა.
-ე ყლ...ინჯი მოდაა თუ თავს იხრჩობ?!-დემიენმა ჰალსტუხზე მიუთითა.
-ძმურში,მომხსენი. ძალიან მაწუხებს.- ყელი მოუღერა.- დრესკოდი და ჯანდაბა!
-მოდი,მოდი!- ფრთხილად მოაშორა და იქვე მიაგდო.-ამ რაღაცით აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა,დაგიჭრი...
-უკაცრავად,შეხვედრაზე მჭირდება და რა ვქნა?
-თუ ძმა ხარ რა,ლამისაა სპორტულებით შევვარდე სხდომაზე.-ხელი აიქნია ჩერქეზიშვილმა.-არა,გატყუებ.. ზოგჯერ მეც მიწევს მაგ ჯადოს გაკეთება.
-ჩემი ციცქნა..- დივანში ჩაჯდა სოფიასთან ერთად კვანტალიანი.- სულერთია,ამას შევჭამ.
-აუ,რესტორანში ვარ გასასვლელი და მერე კლუბს უნდა დავხედო.- ჭერს მიაპყრო მზერა.
-იქნებ სადმე წახვიდე და დაისვენო?მე მივხედავ აქ საქმეებს..
-შენ ხო რას ამბობ,სულ დასვენებული და მოცლილი ხარ.- ჩაეცინა.-და ნიკეას ვერ დავტოვებ. ის იდიოტი ზამბახიძე აწუხებს. აი,განგებ მაღიზიანებს,გეფიცები. მოვდუნდი,ვუყურე შორიდან და ჰოპ,ზედმეტები მოსდის!
-დაჩო*ჩებული აქვს მგონი.- კვანტალიანმა ამოილაპარაკა.
-მაგრად თან. ნერვები დამაგლიჯა ამ თავის ცანცარით.
-შენ იმას აგლეჯ.გოგოზე აბოდებს რამდენი ხანია და უცებ,ვინმე დემიენი
-მომისმინე,ვიღაც აკაკი ზამბახიძე აწუხებს გოგოს,რომელიც მიყვარს. 
-მამამისმა რაო,გაგიჭედა?!
-ეჭვით მათვალიერა სულ.- ჩერქეზიშვილმა ამოიდუდღუნა.- ზურა,ზურიკოო.. დონ ზურიკო!
-ბიჭო,წესიერად!ნიკეას მამაა.- გაეცინა გეგას.
-მაგარია,ვიღაც მამამისიც ჩემს წინააღმდეგაა.ნიკეა არ მეყოფოდა ვითომ..-გაეცინა თავადაც.- გაფიცებ,რა მაქვს დასაწუნი?
-ამდენი წელია ვმეგობრობთ და მაგ ცუდიანად ჩემი ხარ,ბიჭიი.-  ამაყად გასწორდა დივანში.-ჩემი პატარა გოგოო..-თავისი შვილი ჩაიხუტა.
ორივე გაჩუმდა.დემიენი ისევ ჭერს უყურებდა და ჩხეიძეზე ფიქრობდა.
-დემიენ,აგენთო წითელი?!
-ეჰე,ნუ გაილექსე.. თათულის ამბები არ გამახსენებინო!
-------------
სამი დღე მოეშვა,არ შეხმიანებია ჩხეიძეს,მაგრამ ენატრებოდა და ამ განცდასთან ვერაფერს ხდებოდა.
სამაგიეროდ ცოტას სვამდა და მის სურათს დაჰყურებდა.იხსენებდა მის სურნელს,თმის სტრუქტურას, დახვეწილ ნაკვთებს და მის სიცილს.
ღამე არ ეძინებოდა.თვალის უპეები ჩაუშავდა და უჭმელობის გამო, დაიკლო კიდეც.ესე ცუდად თავი ჯერ არ უგრძვნია.
საღამოს თავისივე კლუბში გადააწყდა  აკაკი ზამბახიძეს. მიესალმა და გვერდის ავლა სცადა.არადა, ძალიან მოუნდა შუაზე გადაეხსნა,თუმცა თათულის სიტყვები უტრიალებდა გონებაში.
-შენ გამოეკვეხე შუაში.ჩემი იქნებოდა სხვანაირად.- შემთვრალმა შეაჩერა ჩერქეზიშვილი.
-აკაკი,სახლში წადი და დაისვენე. ცოტა დაფიქრდი.
-შენ გამოჩნდი უდროო დროს.- ზიზღით შეხედა დემიენს.
-კარგი,ტაქსს გამოგიძახებ.
-რატო,გაწუხებ? ჩემთვის ვარ, ბიჭო..- აგდებულად მიმართა.- ჩემსას ეხები და ჩემსაში ერევი.
-ფორთოხლის წვენი დაუსხი რა.- ბარმენს მიმართა.ისიც დაემორჩილა.-დალიე!- წარბაწევით გამოცალა ჭიქა.- გამომყევი ახლა.-თავით ანიშნა, ამით გამაყრუებელი ხმაურისგან იხსნა თავისი თავიც და ბატონი ზამბახიძეც.
კაბინეტის კარი ჩაკეტა დემიენმა და  სავარძელში ჩახეთქებულ აკაკის მიუტრიალდა.
-ახლა კარგად მომისმინე, პატივცემულო!-ცივი გამომეტყველება არ მოუშორებია.- ნიკეას რომ ნდომოდი,აქამდე შეიძლებდი რაღაცას.ადამიანს არ უნდიხარ,არც კი მოსწონხარ და ამდენი ხანი ჩუმად რომ ვარ,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ თავს გახვიდე! გიყვარს?გიყვარდეს,მაგას არავინ გიშლის და ვერც დაგიშლის,მაგრამ უარი მიიღე.
-შენ
-წესიერად!- წამოწეულს ხელი მიჰკრა და სკამზე დააბრუნა.-ნუ მაცემინებ თავს,მაგრად არ მიყვარს ეს ძალადობრივი გზებით სიტუაციების მოგვარება,შვილო! - გაღიზიანდა.-პიროვნულ შეურაცხყოფას არ გაყენებ და არც ისეთი მთვრალი ხარ,ქმედება ვერ აკონტროლო და თავი გამალახინო!
-შენ ნაძ
-ენას ამოგაცლი,რომ დაასრულო! იბილწსიტყვავებ,ჩემს ოჯახს შეეხები და სახეს აგახევ!უნამუსო ვიყო,თუ არ ვქნა!-უკვე გაღიზიანდა.
-ჩემსას შეეხე!
-ნიკეა ნივთი არ არის და არც შენი საკუთრება!გოგომ არ მინდიხარო და მურმანის ეკალივით ეკვეხები. გითმენ უკვე ვეღარც ვითვლი იმდენი თვეა და ზედმეტებში გადადიხარ.
-თანხმობა მითხრა,ბიჭო,გესმის?
-ცოლობაზე?თუ პაემანზე..- ჩაეღიმა გამომწვევად.- ორივეზე უარი თქვა.
-ფუ,შენი-
-ფუ,ჩემი გაქექილობა..-გადაუკეთა და მიახლოებულმა,ხელი დაუჭირა.- ამას მოგამტვრევ,ძვლებში დაგამსხვრევ და კანს გაგაცლი, რომ დავინახო ეკარები!-ყბა დაეჭიმა ჩერქეზიშვილს.-იცოდე შენი ადგილი და ის ქალი,რომ დააორსულე,პასუხისმგებლობა აიღე,ბიჭო! -ლოყაზე დაუტყაპუნა მსუბუქად ხელი.-არ გამაბრაზო, ცუდად დაამთავრებ,შე პატარა ხულიგანო!-წარბიც არ შეუხრია, ხელი მიჰკრა და თავის ადგილზე დაჯდა დოკუმენტების გადასამოწმებლად.
-გასაგებია..-ჩაეცინა საზიზღარი ღიმილით.-მე შუაზე ვიხსნებოდი, მას რომ შემოეხედა და შენ, რამდენიმე თვის გაცნობილმა, ის მოახერხე ჩაგეწვ...

-არ თქვა ისეთი რამ,წამოვდგე და თავი დაიმარხო! -ქვემოდან ამოჰხედა.-ნუ ავალდებულებ, სულ რომ შუაზე გაიხე,არაა ვალდებული უყვარდე!ჰოდა,გამოფხიზლდი და აქედან აახვიე!

--------
-დემიენ,სად ჯანდაბაში ხარ?!- გაღიზიანებულმა ჩხეიძლემ წამოიყვირა და მის ნომერზე ისევ სცადა დარეკვა,თუმცა ამაოდ.
გამწარებული იყო და ალბათ, შემოაკვდებოდა კიდეც,ახლა რომ გვერდით ჰყოლოდა.
-დამშვიდდი.-დადიანმა ამოიოხრა.
-რა დავმშვიდდე,ვიღაც ზამბახიძე ჩემს ღირსებას შეეხო და ვის გამო?!
-გამწარებულია და წამოგაძახა ცუდად.გაბოროტებულია,რა გიკვირს...
-უკაცრავად?!უნდა შერჩეს ან ერთს და ან მეორეს?!ტიპმა  ჩემს ღირსებას,პატიოსნებას მოსცხო ჩირქი.არ დამიმსახურებია!შენც კარგად იცი...-ხელმეორედ გადარეკა ჩერქეზიშვილის ნომერზე და მანაც უპასუხა.
-გამარჯობა,არ მცალია ახლა და მოგვიანებით..
-დემიენ,ახლავე უნდა გნახო!- ბრძანებითი კილო დაურთო წინადადებას.
-შეხვედრა მაქვს და 2 საათში გავთავისუფლდები.-  დემიენს გაუკვირდა ჯერ მისი ზარი,მერე მისი ტონი.
-კარგი,მორჩები თუ არა, დამიკავშირდი.-გაუთიშა სწრაფად.- თავი ვინ ჰგონია?!-ამოიღრინა.- არა,ვინ ჰგონია,მაგ თავხედს?! ყველაფერს ბოლო მომენტში აფუჭებს და მერე უკვირს,რატომ მაქვს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.-თავი გააქნია.- პირდაპირ საკვირველია...
-კი,საკვირველია.. არ ღირს,ისეთს რას ეტყოდა დემიენი...
-ტიპს ჰგონია ფულის გამო ვარ მასთან და საყვარლები ხართო. ჯერ არის და ვინ ჰკითხავს,ეგრეც რომ იყოს და მეორეც,პატივისცემა სადაა..ახლა გავარკვევ რა უთხრა დემიენმა და მეორეჯერ დავამხობ თავზე აკაკის იმის გამო,რაც მაკადრა!-სახეზე ალმოდებულს, ლამის ყურებიდან ბოლი გამოეშვა.
-ისე არ მესმის,რატოა გრეხი ანგარების გამო ურთიერთობა. ვიღაცები არიან მატერიალისტები და სულ არ უნდათ,ეს შენი რომანტიკა და ნამდვილი სიყვარული.-ალექსანდრამ ჩაიღიმა ნიკეას მზერაზე.
-სანდრა, ნუ გადამრევ შენც!- შუბლზე ხელი მიიჭირა აღრენილმა.
-კარგი რა,ვიღაც აკაკის აზრი რატო გადარდებს. -თავი გააქნია გაკვირვებულმა.
-მე ის მაღელვებს,რა თქვა ისეთი დემიენმა,აკაკიმ რომ ეს მაკადრა კი არა,იკადრა და საერთოდ,ჩემს საქმეში რომ ეგ ჩაერია!
-რას იტყოდა?!
-არ ვიცი,მაგის გარკვევა მინდა ზუსტად!
-შენი ხმა დერეფნის ბოლოში ისმის...-ამაშუკელი მიუახლოვდა მათ მაგიდას.
-ოხ,მოვიდა მშვიდობის მაძიებელი.-თვალები აატრიალა სანდრამ.
-შუუ...-გაუცინა ჩხეიძემ.-მოდი, როგორ ხარ?!
-რა ვიცი,ნელ-ნელა და დინჯად. თქვენ?
-შენზე კარგად.-დადიანმა მოუჭრა მოკლედ და ფანჯარაში გაიხედა.
-ეგრე უნდა იყო!-გაეღიმა.-მომესმა თუ მართლა გამცა ხმა?-ნიკეას უჩურჩულა.
-კი,კარგ ხასიათზეა.-მხრები აიჩეჩა.
-რა ჰქენით აბა სემინარზე?
-გადავყლაპეთ,შევჭამეთ! გავაცამტვერეთ..-ამაშუკელს გაეღიმა.
-ხვალ ვარ მე მაგასთან შესასვლელი.-თორნიკე მიეყრდნო დივნის ზურგს.
-უი,დღეს 7 საათზეც აქვს,შედი დღეს.-ჩხეიძემ ურჩია.-მოიშორებ და ხვალ აიწყვეტ.
-სწავლას მოვასწრებ მერე?!
-1 საათიც არ დაგვჭირდა ჩვენ.- სანდრა წამოიწია.-40 გვერდია სულ.
-დაიცა,დაგინდოთ?!-იმან უფრო გააკვირვა,სანდრა რომ გამოეპასუხა.
-კი,ჩვენც გაგვიკვირდა.-ჩაეღიმა დადიანს ბიჭის გაოცებულ სახეზე.
-ეჰეე,გჯერა?!მე არა.80 გვერდზე ნაკლებს არც ველოდი.მაკვირვებთ ბატონო ლაშა,მაკვირვებთ.
-შუ,დროს კარგავ,წაკითხე და იქნება 4 საათიანსაც მიუსწრო.- ჩხეიძემ შეახსენა.
-აუ,აუ.. მეზარება.-თორნიკემ თვალები დახუჭა.
-დაზარება ვერ გარჩენს.-სანდრამ უპასუხა.
-მართალი ხარ..-თვალები არც გაუხელია.-ის ბედოვლათი  დობორჯგინიძე თუ იყო,ჰა?
-ვაიმე,მაგან რა ჩაიდინა..- ჩხეიძემ ჩაიხითხითა...
-რა,რა,რა..
-ლექტორმა ჰკითხა როგორია გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული საგანიო და ამან დაიწყო ახსნა..
-წონით,მოცულობით-გააგრძელა ნიკეამ.
-ჰო,დამატებით მაგალითი მოითხოვა...-დადიანსაც გაეცინა.
-ამ გენიოსმა მოჩმახა, პრეზ*ერვატივიო...-ნიკეამ გააგრძელა სიცილით.
-მეხუმრებით თუ სერიოზულად?!- ამაშუკელმა ისე გაიღიმა,ყველა კბილი გამოაჩინა..
-დამეგინება...- ჩხეიძემ გულწრფელობის ნიშნად მკერდზე დაიდო ხელი.
-და ლექტორმა,რაო?!-თან ეცინებოდა თორნიკეს.
-არ დასცალდა რამის თქმა,ისეთი ხარხარი აგვიტყდა..-სანდრამ გაიცინა ისევ.
-დასცინეთ ხო,უგულოებო?! ჩემს კურსელზე წესიერად ისაუბრე...- თითი ასწია ხითხითით.
-ეგ ჩვენი კურსელი აღარაა.ჯერ კიდევ მაშინ,როცა შუა სემინარზე შემოალაჯა და პირი მოაღო სალაპარაკოდ.-დადიანმა წარმოთქვა სიტყვა.-ნუ შენი თუ გინდა იყოს,ჩემი და ნიკეასი არაა.
-ყოჩაღ, დობო,ყოჩაღ! გაფასებ, ბიჭოო!-გახალისდა თორნიკე.
-ნიკე,წამოდი!გვარცხვენს...-ნიკეა უკვე სულს ვეღარ ითქვამდა,ისე იცინოდა.
-განა მჯერა...ეს რა თქვა..- თორნიკემ ლოყაზე მოისვა ხელი.- თან იიიიიიმასთან..-თავით ლაშას სალექციო აუდიტორიისკენ.
-ჩვენ მოვისმინეთ.-გაიჭიმა ალექსანდრა.
-გიჟია..-თავი გააქნია თორნიკემ.
-ვაჟკაც,არ სწავლობ?!-ჩხეიძემ ძლივს მოითქვა სული..
-მესიკვდილება..
-ჯანდაბას,მოგეშველები!- დადიანი თავადვე გაოცდა სპონტანურად წამოსროლილი ფრაზის გამო.
ჩხეიძეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და თორნიკეს სუნთქვა შეეკრა.

-------
-რა უთხარი აკაკის?
-არაფერი,რა უნდა მეთქვა?!- დემიენი მშვიდი გამომეტყველებით იჯდა ვერანდაზე.
-დემიენ...
-და შენ რა გითხრა?!
-არაფერი მნიშვნელოვანი.მე სხვა რამ
-ჰოდა,თუ მნიშვნელოვანი არ იყო, სალაპარაკოც არაფერია.-ფინჯანი ჩაი მოსვა და ზღვისფერებში ჩაჰხედა.
-გარკვეულ სიტუაციებში დამეხმარე და მადლიერი ვარ, მაგრამ აკაკისთან რამენაირად მოვგვარდები.არ არის საჭირო,ეს დაბარებები და გარჩევები.- ჩერქეზიშვილს ჩაეცინა.
-გამოდის ფიქრობ,მე  დავუთქვი შეხვედრა 21 თუ 22 წლის ღლაპს  და საქმე გავურჩიე?!-თავი გააქნია.- დავიჯერო,ამდენად საყურადღებო ადამიანია ზამბახიძე?-წარბი აუწია ნიკეას.- არა,ნამდვილად არ ვეხები და არაფერს ვუშავებ.კლუბში გადამეყარა,ნასვამი და ცუდი რაღაცები ილაპარაკა.ჰოდა,პასუხი გავეცი.
-მოკლედ,ეცადე სხვა დროს გაერიდო.-თვალები დააკვესა.- მინდა გაერიდო და აღარ მოუსმინო.რადგან არ ამხელ,რა ითქვა თქვენს შორის,ე.ი. ისეთი რამეა,რაც არ უნდა გავიგო...
-კი,პირადია.-მოკლედ მოუჭრა.
-დემიენ,გთხოვ! უბრალოდ ნუ უჩენ ეჭვს ნურავის.-ამოილუღლუღა.- აღარ მინდა უსაფუძვლოდ ვინმემ ბრალი დამდოს.არა,მართლა არ მაღელვებს რას იტყვის უმეტესობა ჩემზე,უბრალოდ ახლა ისე მეზარება მილიონთან წაკამათება და  იმათი ატანა.
-დაიცადე,როგორ მოგიტანა ენა?
-დემიენ,არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა,ამ ამბის გამო თავი ცუდად ვიგრძენი.-თითები ერთმანეთში ახლართა ნიკეამ.
-რა გითხრა?-მშვიდად ჰკითხა ჩერქეზიშვილმა.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს,რომ არ ჰქონდეს აქ არ ვისხდებოდით ჩვენ.
-დემიენ..
-ესე გავაგრძელოთ?უშენოდაც გავარკვევ რა ხმები ააგორა,იმ ჭიამ.-ნიკაპზე მოისვა ხელი.
-უბრალოდ დაივიწყე მისი არსებობა.დაიღლება ოდესღაც.-  უფრო თავისი თავის დაჯერება უნდოდა,ვიდრე დემიენის.
-თვითონ არ გვეშვება,თორემ ფაქტი სახეზეა,იქით არ ვეკარები.
-ჰოდა,სადაც მოგეკარება,გაერიდე.
-მაგის პირობას ვერ მოგცემ.- ჩერქეზიშვილმა თვალებში ჩაჰხედა.-მე არავის ვერჩი,არავის ვართმევ და არავისზე ვძალადობ. მიუხედავად იმისა,ზამბახიძე მაძლევს საბაბს მაგრად გავიფინო, თითს არ ვაკარებ.-წინ გადაიხარა.- პირად შეურაცხყოფას არავის ვპატიობ.არც ოჯახის შეურაცხყოფას.ჰოდა,ის რომ ბრაზდება შენს უარზე და ამაში მე მადანაშაულებს,არასწორია.ვარ თუ არა მართალი?!
-დემიენ,შენ რაღაც ისეთი თქვი, რამაც აფიქრებინა თითქოს ანგარებიანი ურთიერთიბა მაკავშირებს შენთან.დაძაბულობა არ მინდა,თორემ არ მადარდებს ის რას იფიქრებს ჩემზე..
-დაიცადე,შენი პატიოსნება ლაფში ამოსვარა?!-ბრაზი მოაწვა ყელში ჩერქეზიშვილს.-მსგავსი დასკვნები საიდან გამოაქვს იმ ქვის ხანის მეტალიტეტიანს.
-მოეშვი...
-მოკლედ რა.მოდიან და პირს მოაღებენ ძალით გენიოსები. გეგონება რამეში ჩახედულები იყვნენ და თავიანთი მჭერმეტყველებით ტვინს გაბურღავენ.ნოტაციების კითხვას, ურჩევნია სალექციო მასალა წაიკითხოს.გამოცდა მე მაქვს თუ მაგას...- ჩაეცინა..
-ტყუილად ბრაზდები შენ.აქ მე ვარ ერთადერთი,ვინც ბრაზობს.
-ოხ,ახლავე დავმშვიდდები.
-ეს ტონი არ გიხდება.-ნიკეა გაღიზიანდა.
-აა,გამოვცვალო?
-როგორ მელაპარაკები?!-წამიენთო ჩხეიძე.
-როგორც საჭიროა ისე.მომიყვანე აქ რისთვის,რომ ვიღაც ღლაპის სიტყვებმა თავი არაკომფორტულად და შეურაცხყოფილად გაგრძნობინა. ჰოდა,დამნაშავეს ჩემში ეძებ და ლამის დავაგინო რომ ჩემი ირწმუნო.კიდევ მე მაფრთხილებ მოვერიდო...
-საქმე იცი რაშია?! შენი გამოსვლების გამო ვინმე აკაკი მირჩევს აუდიტორიაში საქმეს, თითქოს იმიტომ "დავადე",რომ მდიდარი საყვარელი მყავს.ჰოდა, გასაბრაზებელია,აბა რა არის! ყველა ისე მიყურებს,თითქოს სამარცხვინო პიროვნება ვიყო..- აცახცახდა მთელი ტანით ჩხეიძე.- ან საიდან მოიტანა შენი მილიონერობა და მერე ჩემი შენთან კოტრიალი..

-ანუ აუდიტორიაში და სახალხოდ შეგარცხვინა.-პირზე ხელი მოისვა დემიენმა.-გასაგებია, დამთავრდა მაგის პარპაში.
-იცოდე,რამეს ავნებ და
-ვავნებ კი არა, გავაქრობ.- კბილებში გამოსცრა.-მადლობა, მიხარია რომ ჩემი გჯერა და მენდობი.- ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული.   მიმტანს დაუძახა..
-რას აკეთებ?!-ჩხეიძემ რამდენჯერმე გაუმეორა კითხვა,თუმცა ჩერქეზიშვილი დუმდა.
-გადავიხდი რა,ტერმინალით,დიახ.- პატივიცემით და ზრდილობიანად მიმართა მომსახურე პერსონალს.
-დემიენ,ნუ მაიგნორებ!- გაბრაზებული წამოიმართა ჩხეიძე.
-მადლობა,ნახვამდის.-გაუღიმა ახალგაზრდა გოგონას და ისე გაიქცა,ჩხეიძე განცვიფრებული და განერვიულებული დატოვა.
მანქანა მოსწყვიტა ადგილს და წავიდა საკუთარი სახლის მიმართულებით.
გული ეტკინა.პირველი შემთხვევაა,როცა მისი სიტყვის არ ირწმუნეს.თან ვინ არ ირწმუნა?! საყვარელმა ადამიანმა..
-ფუ,ამის...-სახლში ამ დროს არასდროს იყო ხოლმე ადრე. ახლა კი იჯდა მისაღებში, ვისკის ბოთლით ხელში და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.-ჯანდაბა, მაგარია...  - სიმწრის ღიმილი უპობს ბაგეებს და მერე ისევ იყუდებს მომდევნო ჭიქას.-პირველად მიყვარს, პირველად!არ მენდობა და ჩემი დანახვაც არ უნდა..მადლიერი ვარ!
მობილური ამოისრიალა ჯიბიდან. დახედა ნომრებს,ჩაუყვა თითქმის ყველას და მიხვდა,არსად დაერეკებოდა ასეთ დროს. გეგა არ იყო ქალაქში და თათულის რომელ საათზე ჩაეძინებოდა,კაცმა არ იცოდა.სხვა მეგობარი არ ჰყავს.
დიდი ხნის წინ ჩამოშორდა ხალხს,რომელიც მომავალს ანგრევინებდა და უპასუხისმგებლობისკენ უბიძეგბდა. დიდი ხნის წინ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა და სწავლა თავისი თავისთვის.ჰოდა,იქ ჰყავდა ახლო მეგობარი,მხოლოდ გეგა და ისიც ქვეყანას ემსახურებოდა მონდომებით.
მშობლებთან ვერ დარეკა.ორივე ასაკში შედიოდა და გულზე პრობლემები ჰქონდათ.
-შენ ხომ მაინც იქნები ჩემი მეგობარი?!- სასმლით სავსე ჭიქას დაუსვა კითხვა.-კონკლედენტური მოქმედებით დამთანხმდი,ხომ?! გაიხარე,სულ ჩემთან ხარ.-ბოთლი მიიხუტა გულზე.-ძმურში, არ გბეზრდება მაინც მილიარდობით ხალხის პრობლემების მოსმენა?- ჩერქეზიშვულის გადმოსახედიდან ბოთლი საეჭვოდ დუმდა და  ამიტომ ჯიუტად არ წყვეტდა ლაპარაკს.-ჰე,მიპასუხე აბა.. არა, მაინც...მე რა დავაშავე,ის თავკომბალა მოეთრა კლუბში,მე ხომ არ დამიპატიჟია?!დამიწყო გარჩევები და არ გამეჩუმებინა?მერე არაკაცურად მიადგა გოგოს, რომელიც მიყვარს და რომელზეც გავაფრთხილე,არ გაკარებოდა.ეგ შეუგნებელი *ირი!სახით უნდა აფორთხიალო სულ!იმბეცილი.
ჰოდა,ჩემო ძმაკაცო, ნიკეამ გამიჭედა... -მონოლოგი მობილურის ზარმა გააწყვეტინა, ჩხეიძის ზარი იყო და განზრახ არ უპასუხა.
"გაბრაზებული ვარ!"- მოკლე მესიჯი გაუგზავნა დემიენმა.
"მეც!"-დაუბრუნა ჩხეიძემ.
"არა!"-კოპები შეეკრა წერისას დემიენს.
"კი!!!"- აღარც ნიკეას გაუგრძელებია წერა და აღარც დემიენს.
მთელი ღამე გაათენა სმაში და მეორე დღეს გადაქანცული გაითიშა.



№1  offline წევრი თათია-თათა

რა კარგი თავი იყო, მაგრამ ცოტა გვიან გვაინ დებ და ეგ ცუდია:(

 


№2  offline წევრი nukito20w

თათია-თათა
რა კარგი თავი იყო, მაგრამ ცოტა გვიან გვაინ დებ და ეგ ცუდია:(

მადლობა.❤❤❤დატვირთული გრაფიკი მაქვს და როგორც მიხერხდება,ისე ვდებ..თან ახალი თავიც დასაწერია ხოლმე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო რა მაგრა ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№4  offline წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო რა მაგრა ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

ასევე მადლობა და წარმატებები. მიხარია თუ გაგამხიარულა❤.

 


№5  offline წევრი Megioki

ყველაზე პოზიტიური, დადებითი, კეთილი და მამაკაცური არის დემიენი )))) მომწონს თან ძალიან, გზას აცდენილ პატარა ბიჭს გვერდით, რომ დაუდგა. უბრალოდ არ გაატარა და არ დაიკიდა ბავშვის პრობლემები, პირიქით გვერდით დაუდგა. ❤️❤️ სწორედ ერთი ასეთი ადამიანი არის საჭირო რომ წარუმატებელი და ცუდი მომავლისგან გიხსნას და მოგცეს შანსი წარმატებული, განათლებული და ბედნიერი მომავლის შექმნის. ❣️❣️❣️ როგორ მომწონს შენ არ იცი ეს ისტორია. აქ პრობლემებს სხვანაირად აგვარებენ და არა ძალადობით, მუშტით, ცემით, გინებით. ❣️

მკითხველი თუ გააზრებულად წაიკითხავს ამ ისტორიას ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედავს. პირადად ეს თავი ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ❤️❤️

აი ნიკეას რაც შეეხებააააა )))) უბრალოდ აუღებელი ციხე სიმაგრეაა. :Ddd
კიდევ ერთხელ დავწერ რომ ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤️❤️ წარმატებები შენ და მალე დაბრუნდი ახალი თავით :D ❤️❤️❤️
--------------------
M.oki

 


№6  offline წევრი nukito20w

Megioki
ყველაზე პოზიტიური, დადებითი, კეთილი და მამაკაცური არის დემიენი )))) მომწონს თან ძალიან, გზას აცდენილ პატარა ბიჭს გვერდით, რომ დაუდგა. უბრალოდ არ გაატარა და არ დაიკიდა ბავშვის პრობლემები, პირიქით გვერდით დაუდგა. ❤️❤️ სწორედ ერთი ასეთი ადამიანი არის საჭირო რომ წარუმატებელი და ცუდი მომავლისგან გიხსნას და მოგცეს შანსი წარმატებული, განათლებული და ბედნიერი მომავლის შექმნის. ❣️❣️❣️ როგორ მომწონს შენ არ იცი ეს ისტორია. აქ პრობლემებს სხვანაირად აგვარებენ და არა ძალადობით, მუშტით, ცემით, გინებით. ❣️

მკითხველი თუ გააზრებულად წაიკითხავს ამ ისტორიას ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედავს. პირადად ეს თავი ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ❤️❤️

აი ნიკეას რაც შეეხებააააა )))) უბრალოდ აუღებელი ციხე სიმაგრეაა. :Ddd
კიდევ ერთხელ დავწერ რომ ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤️❤️ წარმატებები შენ და მალე დაბრუნდი ახალი თავით :D ❤️❤️❤️

მადლობა,ჩემო კარგო.ხო,ჩხუბი და ძალადობა არაა ჩემი პერსონაჟების სტილი.მე ასე მიმაჩნია,რომ ყველაფრის დალაგება შეგიძლია,თუ ჭკვიანურად იმოქმედებ და გაითავისებ საქმის შედეგებს.მიხარია,რომ გესმის,რასაც ვგულისხმობ და ნიკეა შემდეგ თავებში უნდა ნახო შენ დდდ.
ხო,ძირითადად გატარება გამოგვდის ხოლმე და დემიენი ეგეთად ვერ წარმოვიდგინე.
ვცდილობ მალ-მალე დავდო,მაგრამ ესე გამომდის..გადატვირთული გრაფიკის გამო.გმადლობ და ასევე წარმატებები❤.

 


№7 სტუმარი სტუმარი Eka

rogori kargi iyo da rogor velodebi axal tavs

 


№8  offline წევრი nukito20w

სტუმარი Eka
rogori kargi iyo da rogor velodebi axal tavs

გმადლობ,ეკა❤❤❤.ძალიან სასიამოვნო წასაკითხი კომენტარია.

 


№9 სტუმარი Life is beautiful

კაქი იკო უდავოდ...
შემიკალდა ეს იჩტოლიაა და ლა ვქნაააა?
მართლა კაი იყო.. გემრიელი აი ისეთი რო გინდა ჭამო და ჭამო მარა რა ვთქნათ ივსება მუცელი:-)
ერთი სიტყვით კაი იყო და მალე დადე თორე მუცელი ხერხემალზე გვეკრობა შიმშლით..
ველოდები ახალ და მწარტკბილ თავს... წარმატებები ძვირფასო. <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

"-ანუ აუდიტორიაში და სახალხოდ შეგარცხვინა.-პირზე ხელი მოისვა დემიენმა.-გასაგებია, დამთავრდა მაგის პარპაში.
-იცოდე,რამეს ავნებ და
-ვავნებ კი არა, გავაქრობ."
დამაჟრიალა..
ეს ბიჭი ცეცხლიააა ცეცხლიიი...
ეს ნიკეა უკვე ძაან "იწელება"
შემეცოდა ჩემი დემიენი მე. :(

"გაბრაზებული ვარ!"- მოკლე მესიჯი გაუგზავნა დემიენმა."
:დ :დ გიჟუნᲐ.

 


№11  offline წევრი nukito20w

Life is beautiful
კაქი იკო უდავოდ...
შემიკალდა ეს იჩტოლიაა და ლა ვქნაააა?
მართლა კაი იყო.. გემრიელი აი ისეთი რო გინდა ჭამო და ჭამო მარა რა ვთქნათ ივსება მუცელი:-)
ერთი სიტყვით კაი იყო და მალე დადე თორე მუცელი ხერხემალზე გვეკრობა შიმშლით..
ველოდები ახალ და მწარტკბილ თავს... წარმატებები ძვირფასო. <3

ავვვ,რა კარგი კომენტარია!ვცდილობ მართლა,უბრალოდ თან სწავლა თან ისა თან ესა,თან დასაწერია ხოლმე ესეც და ამბებში ვარ.გმადლობ,ძვირფასო,ასევე წარმატებები❤❤❤.

სტუმარი ანი
"-ანუ აუდიტორიაში და სახალხოდ შეგარცხვინა.-პირზე ხელი მოისვა დემიენმა.-გასაგებია, დამთავრდა მაგის პარპაში.
-იცოდე,რამეს ავნებ და
-ვავნებ კი არა, გავაქრობ."
დამაჟრიალა..
ეს ბიჭი ცეცხლიააა ცეცხლიიი...
ეს ნიკეა უკვე ძაან "იწელება"
შემეცოდა ჩემი დემიენი მე. :(

"გაბრაზებული ვარ!"- მოკლე მესიჯი გაუგზავნა დემიენმა."
:დ :დ გიჟუნᲐ.

კიიი,დაცენტრილია ცოტა,რა ვქნათ დდდ
მეც,ცოტა არ იყოს და ვნახოთ აბა,შემდეგში რაღაც უნდა იყოს..
მადლობა ❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი დარინა

როგორი კარგი იყო დემიენი კამკამიძეს რომ დაეხმარა გული გამოთბოო, ნეტა ყველა გზას აცდენილ ახალგაზრდას ყავდეს ერთი დემიენი რომელიც გვერდში ამოუდგება და ცხოვრების გზაზე დააყენებს, ალბათ კამკამიძე ვერც წარმოიდგენდა მასზე ასე თუ ვინმე იზრუნებდა გული ამიჩუყდაა, თავიდან დამიანე ერთი მართლა განღენძილი იდიოტივით იყო ყველა ქალი რომ მისიეგონა და ყველასთან რომ გაუვიდოდა ყველაფერიი, მომწპნდა როგორი აუღებელი ცოხედიმაგრეც იყო მიკეა მაგრამ ახლა ვთვლი რომ ზოგჯერ ზედმეტებიც მოსდის, ისეთ უაზრო რაღაცებზე გამოეკიდებაა, მინდა რომ დემიენმა ცოტახანი ყურადღება აღარ მიაქციოს და ნიკეა გაგიჟდეს, ცოტა წააეჭვიანოს ეს ზედმეტად კლდე ქალბატონი ღირსიც იქნება, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სიყვარულ ბიჭს როგორ უყვარს და ნიკეა კი გაძეგლებულიაა, ნუ მიტანჯავ ბიჭს.

 


№13  offline წევრი nukito20w

სტუმარი დარინა
როგორი კარგი იყო დემიენი კამკამიძეს რომ დაეხმარა გული გამოთბოო, ნეტა ყველა გზას აცდენილ ახალგაზრდას ყავდეს ერთი დემიენი რომელიც გვერდში ამოუდგება და ცხოვრების გზაზე დააყენებს, ალბათ კამკამიძე ვერც წარმოიდგენდა მასზე ასე თუ ვინმე იზრუნებდა გული ამიჩუყდაა, თავიდან დამიანე ერთი მართლა განღენძილი იდიოტივით იყო ყველა ქალი რომ მისიეგონა და ყველასთან რომ გაუვიდოდა ყველაფერიი, მომწპნდა როგორი აუღებელი ცოხედიმაგრეც იყო მიკეა მაგრამ ახლა ვთვლი რომ ზოგჯერ ზედმეტებიც მოსდის, ისეთ უაზრო რაღაცებზე გამოეკიდებაა, მინდა რომ დემიენმა ცოტახანი ყურადღება აღარ მიაქციოს და ნიკეა გაგიჟდეს, ცოტა წააეჭვიანოს ეს ზედმეტად კლდე ქალბატონი ღირსიც იქნება, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სიყვარულ ბიჭს როგორ უყვარს და ნიკეა კი გაძეგლებულიაა, ნუ მიტანჯავ ბიჭს.

ნიკეა არ ეძებს ურთიერთობებს,არც არასდროს ეძებდა.ალბათ,ამიტომაც გააჭიანურა,რა ვიცი.. აუ,ხო.რა კარგი იქნებოდა,ერთი დემიენის მსგავსი გაგების ადამიანი ჰყავდეთ ხოლმე.. იქმებ რაღაც წინსვლა ჰქონოდათ ცხოვრებაში.
ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში,წესით ცვლილებებს უნდა ველოდოთ დდ.
გმადლობ,დარინა❤❤❤.

 


№14 სტუმარი Life is beautiful

უი საყვარელო სწავლობ? ხმის ამომღები აღარ ვარ... კრინტს არ დავძრავ მალე დადებასან დაკავშირებით.. და დიდი მადლობა ასე ტკბილი რომ ხარ!

 


№15  offline წევრი nukito20w

Life is beautiful
უი საყვარელო სწავლობ? ხმის ამომღები აღარ ვარ... კრინტს არ დავძრავ მალე დადებასან დაკავშირებით.. და დიდი მადლობა ასე ტკბილი რომ ხარ!

კი,კი.ვცდილობ მაქსიმალურად არ გალოდინოთ,თუმცა აქაც აჭიანურებენ შემოწმებას.პირიქით,დიდი მადლობა შენ,რომ კითხულობ,დროს მითმობ და მიზიარებ შთაბეჭდილებებს.❤❤❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ?

 


№17  offline წევრი nukito20w

სტუმარი მარი
როდის დადებ?

გავგზავნი დღეს და ცნახოთ,როდის ატვირთავენ,მარი.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent